აკუნინი ბორის 

აზაზელი 

 

 

თარგმანი რუსულიდან - მიხო მოსულიშვილი

 

მეცხრამეტე საუკუნის სამახსოროდ, როცა ლიტერატურა დიადი იყო, პროგრესის რწმენა - უსაზღვრო, ხოლო დანაშაულობანი ხდებოდა და იხსნებოდა მოხდენილად და გემოვნებით.

 

სასისხლო საქმის რომანი, ანუ კონსპიროლოგიური დეტექტივი.

 

გადმოქართულდა და იბეჭდება ავტორის თავაზიანი ნებართვით.

თავის ღარიბ ჭირნახულს მთარგმნელი დიდი რიდით და კრძალულობით უძღვნის დიდებულ დარბაისელს, თავად ილია ჭავჭავაძეს, მრავალ ტვირთმძიმე საქმეთა ანგარიშში ჩაუგდებლად, 1879 წელს ქართულად რომ გადმოიღო და ჟურნალ “ივერიაში” დასტამბა “იზა”, რომანი ალექსანდრ ბუვიესი.

 

 

პირველი თავი, რომელშიც აღწერილია ერთი ცინიკური გამოხდომა.

 

1876 წლის 13 მაისის ორშაბათს, შუადღის მესამე საათზე, გაზაფხულის ხასხასა და ზაფხულივით თბილს დღეს, ალექსანდრეს ბაღში, უამრავი მოწმის თვალწინ უმსგავსობა მოხდა, ისეთი შემთხვევა, არანაირ ჩარჩოებში რომ არა თავსდება.

ხეივნებში, აყვავებული იასამნის ბუჩქებსა და ალისფრად ანთებული ტიტების ყვავილნართა შორის მოხდენილად გამოწყობილ საზოგადოებას სეირნობა გაემართა – ქალბატონები მაქმანიანი (ჭორფლისთვის რომ დაეღწიათ თავი) ქოლგებით, აღმზრდელები მეზღვაურის კოსტიუმიანი ბავშვებით, მოწყენილი გამომეტყველების ახალგაზრდები მოდურ შევიოტის სერთუკებში ანდა მოკლე, ინგლისური მანერის პიჯაკებში. არაფერი იტყობინებოდა უსიამოვნების შესახებ. ჰაერში, რომელიც სავსე იყო უკვე ძალაში შესული, ღონიერი გაზაფხულის სურნელით, იღვრებოდა მცონარე კმაყოფილება და საამო მოწყენილობა. მზე არცთუ სახუმაროდ გაფიცხებულიყო და ის მერხები, ჩრდილში რომ მოხვდა, დაკავებული გახლდათ.

ერთ მათგანზე, გროგის მახლობლად რომ მდებარეობდა და გისოსისკენ იყო მიქცეული, რომლის იქით ნეგლინნაიას ქუჩა იწყებოდა და მანეჟის ყვითელი კედელი მოჩანდა, ორი მანდილოსანი იჯდა. ერთი, მთლად ახალგაზრდა (სწორედაც, ქალბატონი კი არა, არამედ ქალისშვილი) ტარსიკონის ყდაში ჩასმულ წიგნს კითხულობდა, ხან კი დაფანტული ყურადღებით გაიხედ-გამოიხედებოდა ხოლმე. მეორე, გაცილებით უფროსი, კეთილშობილ მუქ-ლურჯ შალის კაბაში და პრაქტიკულ, თასმებიან ბოტებში, ჩხირების მოზომილი მოძრაობით მიზანდასახულად ქსოვდა რაღაც შხამისფერ-მოვარდისფროს. ამასთან, იმასაც კი ასწრებდა, თავი ხან მარჯვნივ მიებრუნებინა, ხანაც მარცხნივ, და მისი გაჩქარებული მზერა იმდენად გამჭრიახი იყო, რომ, ნამდვილად არაფრით გამოეპარებოდა სულ ოდნავ შესამჩნევი მოძრაობაც კი.

ვიწრო, კვადრატულ შარვალში, ჟილეტზე უდარდელად მოღეღილ სერთუკში და მრგვალ შვეიცარიულს შლაპაში გამოწყობილ ყმაწვილკაცს ქალბატონმა უწინვე მიაქცია ყურადღება - ძალზე სნეულებრივი უცნაურობით მოაბიჯებდა ხეივანში: ხან გაჩერდება, ვიღაცას აკვირდება მოსეირნეებში, ხან რამდენიმე გაჩქარებულ ნაბიჯს გადადგამს და ისევ შესდგება. ამ გაუწონასწორებელმა სუბიექტმა მოულოდნელად ჩვენს მანდილოსნებს შეხედა და თითქო რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, მათკენ გასწია სწრაფად. მერხის წინ შესდგა და ტაკიმასხრული ფალცეტით მიმართა ახალგაზრდა ქალისშვილს:

 - ქალბატონო! უწინ ვინმეს თუ უთქომს, რომ თქვენ გადაუტანლად მშვენიერი ჰბრძანდებით?

ქალიშვილი, რომელიც მართლაცდა საუცხოო რამ იყო, თავხედს მიაჩერდა და შიშისგან ოდნავ გააღო მარწყვისფერი ტუჩები. მისი ხნიერი თანამგზავრიც სახტად დაჰრჩა ასეთი გაუგონარი დაურიდებლობით.

 - პირველის ნახვისთანავე დავმარცხდი! - იმანჭებოდა უცნობი - სხვათაშორის, სრულიად პრეზენტაბელური ყმაწვილკაცი (მოდურად აკრეჭილი საფეთქლები, მაღალი, ფერმკრთალი შუბლი, აღგზნებულად ანთებული თაფლისფერი თვალები). - ნება მიბოძეთ, თქვენს უმანკო შუბლზედ კიდევ უფრო უმანკო, სავსებით ძმური კოცნა აღვჰბეჭდო!

 - ბატონო, ტკვენ ხომ სრულიად მტვრალი ხარტ? - გონს მოეგო მქსოველი ქალბატონი, თანაც აღმოჩნდა, რომ ნემენცებისთვის დამახასიათებელი აკცენტით ლაპარაკობს.

 - მე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვარ მთვრალი, - დაარწმუნა ის თავსგასულმა და იმავ არაბუნებრივი, ღმუილს აყოლილი ხმით მოითხოვა. - ერთი - ერთადერთი კოცნა, თუ არა და, დაუყოვნებლივ გულ - ხელს დავიკრიფავ!

ქალისშვილი მერხის ზურგისკენ მიიწია და სახეც თავისი ნემენცი დამცველისკენ მიაბრუნა. იმან კი, სიტუაციის შემაშფოთებლობის მიუხედავად, მაინც სრული სიმშვიდე გამოამჟღავნა სულისა.

 - ახლავ მიბრდზანდიტ აკედან! ტკვენ შეშლილი ხარტ! - ხმა აღიმაღლა მან და თავისი საქსოვი, საომრად მომზადებული ჩხირებითურთ, წინ წამოსწია. - იცოდეტ, პოლიცაის ვუდზახებ!

და აქ რაღაც უფრო ველური მოხდა.

 - აჰ, ასე, არა?! მე უვარმყოფენ! - ყალბი სასოწარკვეთით წაუტირა ყმაწვილკაცმა, სასურათედ აიფარა თვალებზე ხელი და მოულოდნელად ჯიბიდან შავად მბზინვარე ფოლადის მომცრო რევოლვერი დააძრო.

 - ამის მერე ჰღირს კიდევ სიცოცხლე? თქვენი ერთი სიტყვა და, მე ვიცოცხლებ! თქვენი ერთი სიტყვა და, მკვდარი დავეცემი! - მიმართავდა იგი ქალისშვილს, რომელიც, უამისოდაც, არც მკვდარი იჯდა და აღარც ცოცხალი. - თქვენ დაჰსდუმდით? მაშინ, მშვიდობით!

იარაღთან შეხუმრებული ბატონის სანახაობას, შეუძლებელია, მოსეირნეთა ყურადღება არ მიექცია. რამდენიმე ადამიანი იმათგან, ვინც შორიახლო აღმოჩნდა - ჩაპუტკუნებული ქალბატონი ხელში მარაოთი, მედიდური ბატონი კისერზე ანენსკის ჯვრით, ორი ინსტიტუტკა ერთნაირი ყავისფერი, მოსასხამიანი ქვედაბოლოებით - ადგილზე გაქვავდა, და ზღუდის იქითა მხარესაც კი, ეს უკვე ტროტუარზე, ვიღაც სტუდენტი შეჩერდა. ერთის სიტყვით, შეიძლებოდა იმედი გვჰქონოდა, რომ ამ უმსგასო სურათს მყისიერი დასასრული ექნებოდა.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე ჩქარა მოხდა, რომ ვერვინ მოასწრო ჩარევა.

 - ესეც იღბალი! - დასძახათ მთვრალმა (შესაძლოა, შეშლილმაც კი), რატომღაც რევოლვერიანი ხელი თავსზეით, მთელ სიმაღლეზე აღმართა, დოლურა დააბზრიალა და ლულა საფეთქელთან მიიდო.

 - კლოუნო! ლაზგანდარავ! - ამოისისინა გულადმა ნემენცმა ბანოვანმა და სალანძღავი სიტყვების არცთუ ურიგო ცოდნა გამოამჟღავნა.

ისედაც ფერდაკარგულ ყმაწვილკაცის სახემ ჯერ ნაცრისფერი და შემდგომ მწვანე ფერი მიიღო. მერე ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თვალები მოჭუტა. ყოველშემთხვევისთვის, ქალისშვილმაც დახუჭა მშვენიერი თვალები.

და სწორედაც მოიქცა - ამან ხომ კოშმარული სანახაობა აარიდა: იმ წამს, როცა ტყვიამ დაიქუხა, თავისმკვლელის თავი მკვეთრად გადაქანდა გვერდზე და მარცხენა ყურის ოდნავ ზემოთ მდებარე გამჭოლი ნასვრეტიდან თეთრ - წითელმა შადრევანმა ამოხეთქა.

დაიწყო რაღაც ენით უთქმელი. ნემენცი ბანოვანი აღშფოთებით გამოიცქირებოდა, თითქო ასეთი გაუგონარი უმსგავსობის მოწმად იწვევდა ყველას. მერე თავისი გულისგამგმირე წიაქი ზედდაურთო ინსტიტუტკების და ჩაპუტკუნებულ ქალბატონის წივილ - კივილს, რომლებიც ამ ხმებს უკვე რამოდენიმე წამის განმავლობაში გამოსცემდნენ. ქალიშვილი უგრძნობლად იწვა - წამით მაინც გაახილა თვალი და მაშინვე უკანვე გაბრუნდა. ყოველი მხრიდან გამორბოდნენ, ხოლო ის სტუდენტი, ზღუდესთან რომ იდგა, პირიქით გაჩქარდა, ხიდისკენ, მოხოვოის მხარეს.

ქსავერი თეოფილაქტოვიჩ გრუშინმა, მოსკოვის ობერ-პოლიცეიმეისტერის სამძებრო განყოფილების საგამომძიებლო ბოქოულმა შვებით ამოისუნთქა და მარცხნივ, “უკვე ნანახიას” დასტის მხარეზე გადასდო დღის მნიშვნელოვან დანაშაულობათა კრებსი (ნაკრები ცნობები). ექვსასი ათასიანი ქალაქის ოცდაოთხი პოლიციის ნაწილიდან ჩავლილ დღე - ღამეში, ანუ მაისის თვის 13 რიცხვში, გულისხმაში ჩასაგდები არც არაფერი მომხდარა, რაიც ჩუმათ - მაძებრის ჩარევას დაისაჭიროებდა. მთვრალი ხელოსნების ჩხუბით გამოწვეული ერთი მკვლელობა (მკვლელი ადგილზეა დაკავებული), ორი მეეტლის გაძარცვა (ამას უბნებმა მიხედონ), რუსულ - აზიური ბანკიდან შვიდი ათას რვაას ორმოცდაცამეტი რუბლის და ორმოცდარვა კაპეიკის დაკარგვა (ეს, საზოგადოდ, ანტონ სემიონოვიჩის მხარეზედ გახლავსთ, კომერციული ბოროტმოქმედების განყოფილებიდამ). ღმერთსა მადლი, ყველანაირ წვრილმან ჯიბის ქურდობებზე, თავჩამომხრჩვალ მოახლეებზე და მიგდებულ ჩვილებზე აღარაფერს აგზავნიან - სწორედ მაგისთვის არსებობს “ქალაქური შემთხვევების პოლიციური კრებსი”, რომელიც განყოფილებებს დღის მეორე ნახევარში მისდით.

ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა ნებივრად დაამთქნარა და კუს პენსნეს ზემოდან მწერალ - მწარმოებელს, მეთოთხმეტე კლასის ჩინოვნიკს, ერასტ პეტროვიჩ ფანდორინს გახედა, ბატონი ობერ-პოლიცეიმეისტერისთვის წარსადგენ ანგარიშს უკვე მესამედ რომ სწერდა. არაფერი უჭირს, გაიფიქრა გრუშინმა, ამთავითვე შეეჩვიოს წესრიგს, მერე თვითონვე იტყვის მადლობას. ერთი ამათ დამიხედეთ, მოდა აიღეს - ფოლადის კალმით ელაყბებიან და მერე ვის, თვით ზემდგომ უფროსობას. არა, გენცვალე, დაჰსჯექ და ნელა-ნელა, ჩვენებურათ, ძველებურათ, ბატის ფრთით, მთელის თავისის მონასმებითა და ჩაჰხვეულებით დასწერევი. მის აღმატებულებას იმპერატორ ნიკოლაი პავლოვიჩის ხანაში ჰზრდიდნენ, წესრიგი და წოდებათა პატივისცემა კარგათ ესმის.

ქსავერი თეოფილაქტოვიჩს გულითა და სულით ჰსურდა ამ ყმაწვილის სიკეთე, მამა-შვილურად ეცოდებოდა. უნდა კი მოგახსენოთ, რომ ბედისწერამ ეს ახალგამომცხვარი მწერალ-მწარმოებელი არ დაინდო. ცხრამეტი წლისა ორთავმხრივ ობოლი დარჩა - დედა პატარაობიდან არ ახსოვდა, ხოლო ქარიყლაპია მამამისმა მთელი ქონება ცარიელ პროჟექტებში გაუშვა, თავის პირმშოს კიდევ დაუბარა, აბა - და, შენ იცი, მრავალჟამიერ იცხოვრეო. რკინიგზის ციებ-ცხელებისას გამდიდრდა, მაგრამ ბანკობიამ მოინელა. გასულ წელს, როგორც კი ერთი მეორის მიყოლებით ბანკების გაკუტრება დაიწყო, ბევრი ღირსეული კაცი წარუდგა უფალს. მეტათ საიმედო პროცენტიანი ქაღალდები სულ ფარატინებად გადიქცა, არარაობად. ჰოდა, ბატონმა ფანდორინმა, გადამდგარმა პორუჩიკმა, ამ დარტყმისთანავე ცაში წარმდგარმა, თავის ერთადერთ შვილს, ვექსილების გარდა, არც არაფერი დაუტოვა. ბიჭს გიმნაზია მაინც გაესრულებინა და მერე ჰუნივერსიტეტი, ამის მაგივრად - მიბრძანდი მშობლიური კედლებიდან ქუჩაშია და დღიური ლუკმა - პური იშოვნე. ქსავერი თეიფილაქტოვიჩმა სიბრალულის ნიშნად ამოიხვნეშა. კოლეგიის რეგისტრსტორის გამოცდა ობოლმა კი დაიჭირა, ასეთი აღზრდილი ყმაწვილისთვის ეს სულაც არ იყო საძნელო, მაგრამ პოლიციაში რაღამ მოიყვანა? სტატიტიკაში მაინც ემსახურნა, თუნდაც სასამართლოს აწილში. ამის ასაკში მთელი რომანტიკა ჭკვაში გვაქვს, ყველანი კარდუდალეის (ფანდორინმა იცოდა, რომ მისი უფროსი ფრანცუზი ტერორისტის ჟ. კარდუდალის გვარს ამახინჯებდა, რომელსაც, თავის დროზე, ნაპოლეონის მოკვლა ჰქონდა განზრახული) შეპყრობაზედ ვოცნებობთ. აი, ჩვენთან კი, ჭირიმე, კარდუდალეები არა გვყავს (ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა დაწუნებით გადააქნია თავი), ჩვენთან ყველა სადიდო შარვლებით ჰსხედან და ოქმებს იმაზედ ჰსწერენ, თუ მეშჩანინმა გოლოპუზოვმა სიმთვრალის ნიადაგზედ კანონიერი თანამერცხედრე და სამი თავისი ბღარტი ცულით როგორ დაჰსჩეხა.

მესამე კვირა იყო, სამძებროში მუშაობდა ყმაწვილი ფანდორინი და უკვე მტკიცედ უწყოდა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა, ყოფილმა მაძებარმა და სწორედ ამიტომ, მეტად გაქნილმა, რომ ამ ბიჭისგან ხეირი არა იქნებოდა რა. აზიზ - მაზიზი სჩანს და თანაც მეტად დახვეწილი აღზრდა მიუღია. ჰაიდა - აჰა, წაიყვანა ერთხელაც, პირველსავე კვირას გრუშინმა დანაშაულის ადგილზე (აი, ვაჭრის ცოლს რომ გამოსჭრეს ყელი). ჰოდა, შეხედა ფანდორინმა მკვდარს, სახეზე სულერთიანად გადამწვანდა და კედელ-კედელ-კედელ გააღწია ეზომდინ. ეხლა, ეგეც მართალია, რომ ვაჭრის ცოლს სულაც არ ჰქონდა გულისმისასვლელი შესახედაობა - ყურიდამ ყურამდე გამოღადრული ყელი, ენა გადმოვარდნილი, თვალები გადმოკარკლული და თან ეს სისხლიც, თავისთავად, ლამის ზღვად იყო დამდგარი. ჰოდა, თავად ქსავერი თეოფილაქტოვიჩს მოუწია წინდაწინი მოკვლევის გამართვაც და ოქმის დაწერაც. ისე, სწორედ მოგახსენოთ, ძალზედ უეშმაკო საქმე კი გამოსდგა. იმ მეეზოვე კუზიკინს იმგარად დაურბოდა თვალები, რომ ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა იქვე უბრძანა გოროდოვოის, რომ ქეჩოში ჩაევლო და ვირის აბანოში მიებრძანებინა. უკვე ორი კვირაა ჩაყუდებული კუზიკინი და მაინც უარზე სდგას, მაგრამ ეგ არაფერი, თავისით გამოტყდება. მაშ აბა - და, სხვას ვის უნდა გამოეჭრა ყელი ვაჭრის ცოლისთვის - ოცდაათი წლის სამსახურმა ზედამხედელ ბოქოულ გრუშინს შეუმცდარი ყნოსვა გამოუმუშავა. მაგრამ ფანდორინი კანცელარიაში გამოდგება. კარგი აღმსრულებელია, ჩინებულად სწერს, ენების ავანჩავანიც მოეკითხება, საზრიანია, თან მომართვაც სასიამოვნოდ იცის. იმ ბედნავს ლოთს - ტროფიმოვს კი არა ჰგავს, გასულ თვეში წერილების დამტარებლის თანამდებობიდან საპოლიციო უბნის უფროსის თანაშემწედ რომ გადმოიყვანეს ხიტროვკაზე. გაუშვი, ილოთოს და უფროსობაზე უხამსობები ილაყბოს.

გრუშინმა სიბრაზით ააკაკუნა თითები სამსახურის უკვე მობეზრებულ, მაუდ გადაკრულ მაგიდაზე, ჟილეტის ჯიბაკიდან საათი ამოიღო (უჰ, სადილამდე კიდევ ბევრი დარჩა) და უყოყმანოდ თავისკენ მიიჩოჩა “მოსკოვსკიე ვედომოსტის” ცხელ - ცხელი ნომერი.

 - აბა - და, დღეს რიღათი მოგვიყვანენ გაკვირვებაზედ, - გასაგონად ჩაილაპარაკა და ყმაწვილმა მწერალ-მწარმოებელმა მაშინვე გადასდო უკვე მობეზრებული ბატის ფრთა, რაკიღა კარგად იცოდა, რომ ახლა მისი უფროსი სათაურებისა და ყველანაირი რამე-რუმეების ხმამაღალ კითხვას მოჰყვება, ზედაც კომენტარებით - რას ვიზამთ, ჰქონდა ქსავერი თეოფილაქტოვიჩს ასეთი რჯულზედ უმტკიცესი ჩვეულება.

 - ერთი ამას დამიჰხედეთ, ერასტ პეტროვიჩ, პირველსავე გვერდზედ მიუციათ ადგილი, ყველაზედ გამოსაჩენს ალაგას.

უახლესი ამერიკული კორსეტი.

 

“ლ ო რ დ ბ ა ი რ ო ნ ი“.

ვეშაპის უმტკიცესი ულვაშისგან,

მამაკაცებისთვის,ვისაც სურვილი აქვს ტანადი იყოს.წელი დუიმში, მხრები საჟენში! ასო-ნიშნებს დახე, ასო-ნიშნებს - არშინიანი მაინც იქნება. და, ქვემოთ კიდევ, პატარაზედ,ხელმწიფე მიემგზავრება ემსში.და, რა თქმა უნდა, იფიქრებ - ხელმწიფე უფრო დიდი ფიგურაა თუ ეს ვიღაც “ლორდ ბაირონი”!უკეთილესი ქსავერი თეოფილაქტოვიჩის ბუზღუნმა მწერალ-მწარმოებელზე საკვირველი ზემოქმედება იქონია. რატომღაც აირ-დაირია, ღაწვები შეუფაკლდა და გრძელი წამწამები დამნაშავესავით აუფახულდა. რაკი წამწამებამდეც მივიდა საქმე, მკითხველო, უმჯობესი იქნება, ერასტ პეტროვიჩის გარეგნობა უფრო ზედმიწევნით გამოვხატოთ, რაღაი სწორეთ ამას უწერია ბედის წიგნში, მთავარი ალაგი დაიჭიროს იმ საცვიფრო, საშიშ მოვლენებში, თავს რომ გადაგვხდება ძალიან მალე. ეს გახლდათ საკმაოდ საამოდ სანახავი ყმაწვილი, შავი თმით (რითაც ჩუმად იკვეხნიდა) და ლაჟვარდისფერი (ეჰ, საწყინოა, უმჯობესი იქნებოდა, ისიც შავი ყოფილიყო რაღა) თვალებით; საშუალოზე მაღალი, თეთრი პირისახით; იმისი სახის მეტყველება ხშირათ ამჟღავნებდა წყეულ, გაუქრობელ ღაწვთა სიწითლეს. ეხლა კი, მოდით, ერთად გავშინჯოთ მიზეზი, რომლის გამოც ამრიგად შეცბუნებულიყო კოლეგიის რეგისტრატორი. საქმე ის გახლდათ, რომ გუშინსწინ მთელი თავისი თვიური ჯამაგირის ნასამალი ამ გაზეთში საქვეყნოდ გამოფენილ კორსეტში მიახარჯა, მეორე დღე მიდიოდა “ლორდ ბაირონში” იარებოდა და სილამაზის სახელით სულ ჭირის ოფლში იწურებოდა. ახლა კი ეჭვი მიიტანა (სრულიად უსაფუძვლოთ), რომ გამჭრიახმა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა ამოიცნო თავისი თანაშემწის დევგმირული აგებულების საიდუმლო და მასხარად აგდებას ეპირება.ხოლო ბოქოული კი განაგრძობდა, ოსმალო-თათართა მხეცობა ბოლღარიაში.

 - ყველა-ყველა და, ეს სადილის წინ საკითხავი სულაც არ გახლავსთ...

 

ა ფ ე თ ქ ე ბ ა ლ ი გ ო ვ კ ა ზ ე.

 

ჩვენი სანკტ-პეტერბურღელი კორენსპონდენტი გვატყობინებს, რომ გუშინ, დილის 6. 30., ზნამენსკის ქუჩაზე, მრჩეველ ვარტანოვის კომერციის შემოსავლიან სახლში აფეთქება მოხდა, რომელმაც მეოთხე სართულის ბინა ნამსხრევებად გადააქცია. ადგილზედ მისულმა პოლიციამ ნახა ვაი-ვაგლახად დამახინჯებული ყმაწვილკაცის ნარჩენები. ბინას ქირავნობდა ვინმე უფალი პ., პრივატ-დოცენტი, რომლის გვამიც, სჩანს, აღმოაჩინეს. სადგომის მოწყობის გარემოებით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ იქ საიდუმლოს ქიმიურის ლაბარატორიის მზგავსი რამ იყო გამართული. გამოძიების ხელმძღვანელი, სამოქალაქო მრჩეველი ბრილლინგი ვარაუდობს, რომ დასახელებულ ბინაზედ ნიღილისტების ტერორისტული ორღანიზაციის ჯოჯოხეთური მაშინები მზადდებოდა. გამოძიება გრძელდება.

 - ჰაიდა - აჰა, მადლი ღმერთს, რომ პიტერში არა ვართ.

ახალგაზრდა ფანდორინის თვალთა ელვარებით თუ განვსჯით, ამჯერად სხვა აზრის გახლდათ. მთელი მისი სახის მეტყველება მჭევრმეტყველურად იძახდა: აჰა - და, დედაქალაქში საქმესა სწევიან, ბომბისტებს დასდევენ. ათჯერ კი არ გადასწერენ ხოლმე ამ სულელურ ქაღალდებსა, რომლებშიც, ამას ბევრი ლარი და ხაზი აღარ უნდა, არც არაფერია საინტერესო.

 - კეთილი, - გაზეთი გააშრიალა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა, - აბა-და, გაშინჯოთ ქალაქის გვერდზედ რა მოუთავსებიათ.

პირველი მოსკოვური ესტერნატი.

სახელგანთქმულმა ანღლიელმა მეოხმა, ბარონესსა ესტერმა, რომლის მზრუნველობითაც სხვადასვა ქეყნებში მოწყობილია ეგრეთ წოდებული “ესტერნატები” - სამაგალითო თავშესაფრები ობოლი ბიჭებისათვის, ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ზლატოგლავაში, ბოლოსდაბოლოს, განიხვნა პირველის ამდაგვარის დაწესებულების კარიბჭე. ლედი ესტერმა, რომელიც გასულის წლიდან შეუდგა თავის მოღვაწეობას რუსეთშია და უკვე მოასწრო ერთი ესტერნატის გახსნა პეტერბურღში, გადაწყვიტა ქველმოქმედობა გასწიოს მოსკოველ ობლებისთვისაც... - მ - მ - მ..

ყოველი მოსკოველის გულითადი სამადლობელი... სად გახლავან ჩვენი ოუენები და ესტერები?

 - კეთილი. უფალი იმათთან, იმ ობლებთან. აქ რაღა გვაქვს.

 

ც ი ნ ი კ უ რ ი გ ა მ ო ხ დ ო მ ა

 

 - აჰმ, საინტერესოა,

ახლანდელის ყმაწილკაცობის ცინიკური ზნე - ჩვეულებების მეოხებით მეტად საწუხო შემთხევა მოხდა გუშინ ალექსანდროვის ბაღში. მოსეირნეთა თვალწინ ტყვია დაიხალა უფალმა ნ.-მა, ოცდასამი წლის სამოქალაქომ, მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა, მილიონიანი ქონების ერთადერთმა მემკიდრემ.

 - ოჰო!

ვიდრე ამ განუსჯელ საქციელს ჩაიდენდა, მხილველთა მოწმობით, თახედურად ათამაშებდა რევოლვერს. თავდაპიველად ეს ქცევა გამვლელებმა ქეიფის კაცის ბაქიბუქათ მიიჩნიეს, თუმცა სულაც არა ხუმრობდა თურმე, შუბლში ტყვია იკრა და ადგილზე გათავდა. თავისმკვლელის ჯიბეში იპოვეს აღმაშფოთებელი ათეისტური შინაარსის ბარათი, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ნ.-ის საქციელი ალალბედზე მიღებული გადაწყვეტილებით ანდა თეთრი ცხელების ზედმიყოლებული ქმედობა არა ყოფილა. მაშ, ამრიგად, უმიზეზო თავისმოკვლის მოდურმა ეპიდიმიამ, აქამომდე რომ პეტროპოლის ჭირი გახლდათ, დედილო - მოსკოვის გალავნამდეც მოაღწია. ვაჰ, დრონი! ვაჰ, ზნეობანი! ურწმუნოებისა და ნიღილიზმის როგორ უკიდურეს სამძღვრამდინ უნდა მისულიყო ჩვენი ოქროს ახალთაობა, თავისი სიკვდილიდანაც კი ამგვარი ბუფონადა რომ გაემართნა? თუკი ჩვენებურ ბრუტოსთა დამოკიდებულება თავის სიცოცხლესთან ამდაგვარი გახლავსთ, მაშინ განა უნდა გაგვიკვირდეს, გროშადაც რომ არ უღირთ სხვების, გაცილებით ღირსეული ადამიანების სიცოცხლე? აქ მოგვყავს თითქო საგანგებოდ ამისთვის დაწერილი უპატივცემულესი ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის ახლახანს გამოსული “მწერლის დღიურების” მაისის წიგნაკიდან ერთი ნაკვთი: “ძვირფასებო, კეთილებო, პატიოსნებო (ეს ყოველისფერი თქვენ გაქვსთ!) საით გაგიწევნიათ, ეგრე რამ გაგიძვირფასათ ეგ ბნელი და გამოყრუვებული საფლავი? შეჰხედეთ, ცაზედ გაზაფხულის ნათელი მზეა, ხეები იფურჩქნება. თქვენ კი ისე გადიქანცეთ უკვე, რომ ჯერ არც კი გიცხოვრნიათ”.

ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა აღელვებით დაიქსუტუნა ცხვირით და მკაცრად გახედა თავის ყმაწვილ თანაშემწეს - აბა-და, ხომ არ შეამჩნია, რის შემდგომაც ერთობ მშრალად განაგრძო:

 - და ასე შემდგომ, და ასე შემდგომ. ხოლოთუ დროება აქ არაფერ შუაში არ გახლავსთ. სწორედ მოგახსენოთ, ჩვენთან რუსეთში ეგეთების გამო ძველები იტყოდნენ “სიმსუქნისგან გაშმაგდაო”. მილიონიანი ქონება? მაინც ვინ უნდა ყოფილიყო? ისიც ხომ ცნობილია, რომ ეს გაიძვერა უბნის ბოქოულები ყველანაირ აბდაუბდას მოგვახსენებენ ხოლმე, აქ კი ანგარიშშიც კი არ ჩაურთავთ. ელოდე ეხლა ქალაქურ შემთხვევათა კრებსს! თუმცა რა, აქ ადვილი შემთხვევა გახლავსთ, მოწმათა თვალწინ მოიკლა თავი... და მაინც საინტერესო არის. ალესანდროვის ბაღი - ეს იქნება ქალაქის ის ნაწილი, სადაც მეორე უბანია. და, აი, რა, ერასტ პეტროვიჩ, სამსახურებრივად კი არა, ამხანაგურად გსთხოვთ - შეირბინევით იმათთან, მოხოვაიაზედ. ვითომცდა უწყებრივი ზედამხედველობის წესით და ამისთანები. გამოარკვიეთ, ვინ არის ეს N. - ი. და რაც მთავარია, გენცვალე, ის გამოსალმების ბარათი უსათუოთ გადიწერეთ, საღამოს ჩემს ევდოკია ანდრეევნას ვუჩვენებ, ჭკვას ჰკარგავს ამისთანა გულშიჩამწვდომ რამე-რუმეებზედ. ნუ, ეხლა, სულმთლად სულიც არ ამოიძროთ და მალევე დაჰბრუნდით.

ბოლო სიტყვები კოლეგიის რეგისტრატორის ზურგში წარმოითქვა, რაღაი ისე ჩქარობდა თავისი დაღვრემილი, მუშამბაგადაკრული მაგიდის მიტოვებას, რომ კინაღამ ფორმის ქუდი დაჰრჩ

უბანში წარმდგარი სამძებროს ყმაწვილი ჩინოვნიკი თავად ბოქოულთან მიიყვანეს, თუმცა იმან, რაკი დაინახა, რომ ერთმა მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს რანაირი პერსონა აახლეს, ახსნა - განმარტებაზე დრო აღარ დახარჯა, მაშინვე მოადგილე იხმო.

 - ჰაიდა - აჰა, ივანე პროკოფიევიჩს წაჰყევით, - დიდი დაყვავებით მიმართა ბოქოულმა ბიჭუკელას (მართალია, ოქოქა კაცუნა კი სჩანს, მაგრამ მაინც ხომ სამმართველოდამ არის). - ყოვლისფერს გიჩვენებსთ და მოგიყვებათ. განსვენებულის ბინაზედაც სწორედ ეს გახლდათ. ხოლო ქსავერი თეოფილაქტოვიჩისთვის ჩემი მდაბალი სალამი მომიხსენებია.

ფანდორინი კანტორულა მაგისთან დააჯინეს და სქელი საქაღალდით მოართვეს საქმე. ერასტ პეტროვიჩმა სათაური წაიკითხა.

 პეტრე ალექსანდროვიჩ კოკორინის, 23 წლის, შთამომავლობით ღირსეულის მოქალაქის, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის.

 

თ ა ვ ი ს      მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ი ს     ს ა ქ მ ე.

 

დაიწყო: 1876 წლის მაისის თთვის 13 რიცხვში.

დასრულდა: 18... წლის .......... თთვის ... რიცხვში.

და წინდაწინ, სიამოვნებისგან აკანკალებული თითებით გამობაფთული თასმების გახსნას შეუდგა.

 - ალექსანდრ არტამონოვიჩ კოკორინის ძე გახლავსთ, - განუმარტა ივან პროკოფიევიჩმა, სქელი, ოყრაყულის სანახაობის მოსამსახურემ, ისეთის დანაოჭებულის პირისახის პატრონმა, თითქოს ძროხას გამოუღეჭავსო. - მეტათ შეძლებული კაცი იყო. მექარხნე. სამი წელიწადი გავიდა, რაც უზენაესს წარუდგა. ყოვლისფერი შვილს უანდერძა. ვინ დაუშლიდა, ეცხოვრნა ამასაც, ამ სტუდენტსაც თავისთვის და გაეხარნა. რა აკლია ამისთანა ხალხს, ვეღარ შევიტყვე.

ერასტ პეტროვიჩმა თავი დაუქნია, რადგანაც არ უწყოდა, რა მიეგო პასუხად, და მოწმათა ჩვენებებს ჩაუკირკიტდა. ოქმები, გაგიხარია, ბლომად იყო, ერთი ათამდის მაინც. ყველაზე უმჯობესი შედგენილი გახლდათ ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის 17 წლის ქალისშვილის ელიზავეტა ფონ ევერტ-კოკოლცევას და მისი გაუთხოვარი, 48 წლის გუვერნანტის ემმა პფულის სიტყვებით, რომლებთანაც თავისმკვლელი საუბრობდა უშუალოდ გასროლის წინებზე. სხვათაშორის, მეტი არანაირი ცნობა, იმათ გარდა, რაიც მკითხველმა უკვე იცის, ერასტ პეტროვიჩს იმ ოქმებიდან არ ამოუღია - ყველა მოწმე მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს იმეორებდა. და ერთურთისგან მარტოოდენ გამჭრიახობით გამოირჩეოდნენ: ერთნი ამბობდნენ, რომ ყმაწვილკაცის სანახაობამ მაშინვე გააღვიძა მათში შემაშფოთებელი წინათგრძნობა (“როგორც კი შევხედევი უაზროს თვალებშიდ, ჩემში ყოვლისფერი გაიყინა” - აჩვენა ტიტულიანმა მრჩეელმა, ქალბატონმა ხოხრიაკოვამ, თუმცაღა შემდეგ ირწმუნებოდა, რომ ყმაწვილკაცი მხოლოთ ზურგიდან დაინახა); სხვა მოწმანი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაზე ლაპარაკობდნენ.

საქაღალდის სულ ბოლოს მოთავსებული იყო მონოგრამიან, ცისფერ და დაჭმუჭნულ ქაღალდზე შესრულებული ჩანაწერი. ერასტ პეტროვიჩმა თითქო თვალებით დაიწყო ამ უთანაბრო (სჩანს, სულიერი მღელვარების გამო) სტრიქონების სმა.

ჩემს შემდგომ მცხოვრებნო ბატონებო!

ვინაითგან თქვენ ჰკითხულობთ ამ ჩემს უსტარს, ესე იგი, უკვე დაგტოვეთ და სიკვდილის საიდუმლოება შევიცანი, რომელიც თქვენგან შვიდის ბეჭდით არის დაბეჭდული. ეხლა მე თავისუფალი ვარ, თქვენ კიდევ უნდა იცხოროსთ და შიშებით დაიტანჯოსთ. მაინც სანაძლეოს ჩამოვდივარ, რომ იმ ალაგს, სადაც ეხლა მე ვარ და საითგანაც, როგორაც დანიის პრინცმა ჰბრძანა, არც ერთი ამსოფლიური მგზავრი ჯერ არ დაბრუნებულა, ვერაფერს გაუთანაბრებ. ვინაც არ მეთანხმება, კეთილისმყოფლურათ ვსთხოვ, თავათ შეამოწმოს. სხვათაშორის, მე თქვენსთან, ყველასთან არრავითარის საქმე არღარ მაქვს, ხოლო ამ უსტარს იმისთვინ ვსწერ, რომ ვინმეს ჭკვაში არ გაუჭაჭანდეს, თითქოსდა თავი რაღაცის ცრემლიანის სისულელის გამოისობით მოვიკალ. გულს მაზიდებს თქვენს სამყაროზედ და, სწორედ მოგახსენოთ, ეს მიზეზი სრულიათ საკმაო არ არის განა? ხოლო იმას, რომ მე უიმედო ნადირიკაცი არ გახლავარსთ, უთუოთ დაადსტურებს ჩემი ტყავის ბივუარი, ანუ წიგნების, საფოშტო ქაღალდების, კონვერტების და მისთანათა შესანახი სამაგიდო რვეული.

 

პ ე ტ რ ე    კ ო კ ო რ ი ნ ი

 

ეს სულიერი მღელვარებისას შეთხზულს არა ჰგავს - აი, პირველი, რაიც ერასტ პეტროვიჩმა გაიფიქრა.

 - ბივუარის შესახებ რომ სთქვა, სახეში რა ჰქონდა? - დაეკითხა იგი.

ბოქოულის თანაშემწემ მხრები აიწია:

 - თან არანაირი ბიუარი არა ჰქონია. რა გინდათ, ჰქმნათ, მდგომარეობიდამ არის კაცი გამოსული. შესაძლოა, რაღაც ისეთის ჩადენას ეპირებოდა, მერე კი გადაიფიქრა ან გონებიდამ გადუვარდა. ყოვლისფრით სჩანს, რომ მეტათ ახირებულის ჭკუის კაცი იყო. ხომ წაიკითხეთ, როგორ აბზრიალებდა დოლურასა? სხვათაშორის, იმ დოლურას ექვსი პირიდამ მარტოკა ერთში იყო მიცემული ვაზნა. მე, მაგალითებრ, იმ ჰაზრის გახლავარსთ, რომ ის, საზოგადოთ, არც კი აპირობდა დახლას, მხოლოთ ნერების შეღიტინება ჰსურდა - ეგრე ვსთქვათ, ცხოვრებისეულს შეგზნებათა მეტი მძაფრობისთვის. რათა მერე დაშხოშიანათ ეჭამა და კაი პიკანტურათაც ექეიფნა.

 - ექვსიდან ერთი ვაზნა? სჩანს, ბედ - იღბალს ზურგი უქცევია! - მიცვალებულის მაგივრად იწყინა ერასტ პეტროვიჩმა, მაინც რომ მოსვენებას არ აძლევდა ის ტყავის ბივუარი.

 - სადა სცხოვრობს? უფრო უკეთ, სცხოვრობდა...

 - ოსტროჟენკაზედ, ახალს სახლში. რვა ოთახიანს ბინაში და ძაანაც მდიდრულში, - ხალისიანათ შეუდგა შთაბეჭდილებების გაზიარებას ივან პროკოფიევიჩი, - მამისგან მემკვიდრეობით საკუთარი სახლი მიიღო მასკვა - მდინარის გაღმა ალაგას. მთელი მამული თავისის სამსახურებიანათ, მაგრამ იქ ცხოვრება არ ინდომა, ვაჭრებიდამ შორს დაიჭირა თავი.

 - და ის ტყავის ბივუარი არც იქ აღმოჩნდა?

ბოქოულის თანაშემწე გაკვირვებას მოვიდა:

 - თქვენის აზრით, ჩხრეკვა უნდა მოგვეწყო? აკი მოგახსენეთ, იქ იმგვარი ბინაა, აგენტების ოთახებში შეშვება საშიშოა - ვაითუ, ეშმაკმა აურიოთ გზა - კვალი. თან, რათ გვინდა? ოლქის პროკურორის გამომძიებელმა, იგორ ნიკიფორიჩმა განსვენებულის კამერდინერს საათის რუბი (ესე იგი, მეოთხედი) მისცა თავისის გუდა - ნაბადის ასაკრავათ - ისიც პოლიციელის თანდასწრობით, რომ ღმერთმა არა ჰქმნას და პატრონს არაფერი ასწაპნოს - და მიბრძანა, კარი დამელუქა. მემკიდრეების გამოჩენამდინ.

 - მემკვიდრენი ვინღა არიან? - დაინტერესდა ერასტ პეტროვიჩი.

 - აქ დიდი გაიწი - გამოიწის ასპარეზია. კამერდინერი ამბობს, რომ კოკორინს და - ძმანი არა ჰყოლია. არიან შორებელნი ნათესავნი, მაგრამ იმათ თავისი კარის დირესაც კი არ აჩვენებდა ცხოვნებული. ვის შეჰხვდება ამთვენი ფული? - შურით აღმოიოხრა ივან პროკოფიევიჩმა, - ამის წარმოდგენაც კი მზარავს... თუმცა ჩვენი სადარდო სულაც არ გახლავსთ. გნებავსთ, ადვოკატი ანდა სულაც ანდერძის აღმასრულებელნი დღეს - ხვალ გამოსჩნდებიან. აქამდისინ ხომ ერთი დღე და ღამეც არ გასულა და გვამიც ყინულიანს მორგშიდ ასვენია. შეიძლება, ხვალ იგორ ნიკიფორიჩმა საქმე დაჰხუროს, მერე ნახეთ, წავა და წავა.

 - და მაინც, მეტად უცნაურია, - შენიშნა შუბლშეჭმუხნულმა მწერალ-მწარმოებელმა. - თუკი სიკდილისწინა წერილში კაცმა რაღაც ბივუარზე მიუთითა, ეს მარტივი სულაც არ არის და “უიმედო ნადირიკაცზედაც” სრული გაუგებრობაა. ვაითუ, იმ ბივუარში მეტად მნიშვნელოვანი საგამოძიებო გეში თუ ნიშანია? თქვენ როგორც გენებოთ, მაგრამ მე ყოველ მიზეზ გარეშე მოვძებნიდი იმ ბინაში. აგრე მგონია, მთელი უსტარი ამ ბივუარის გამო გახლავსთ დაწერილი. აქ, ნამდვილად, რაღაც საიდუმლოა.

იმითი შეშინებული ერასტ პეტროვიჩი, რომ ეს “საიდუმლო” ბავშვურად წამომცდაო, გაწითლდა, მაგრამ უფალ ბოქოულის თანაშემწეს მისი სახის მეტყველების შეცვლა არ შეუმჩნევია.

 - და კიდევ, ურიგო არ იქნებოდა, კაბინეტშიაც გვენახა ქაღალდები, - აღიარა ივან პროკოფოვიჩმა, - იგორ ნიკიფორიჩი ხომ მუდამდღე სჩქარობს. ოჯახი ერთი - ასათ უღირს, ამისთვინ სცდილობს დათვალირებიდამ ანდა წინდაწინის მოკვლევიდამ მალე გაძვრეს და შინა სტუცოს თავი. უწინდელი კაცი გახლავსთ, კიდევ წელიწადი დაჰრჩა პენსიამდინ, აბა-და, რაღა უნდა მოსთხოვო?! იცით რა, ბატონო ფანდორინ, უფრორე სახერხო ხომ არ იქნებოდა, თქვენ რომ წასულიყავით? ერთათ ვნახამდით. მერე ახალს კლიტეს დავჰკიდებდი - ეგ ადვილი სამსახური გახლავსთ. იგორ ნიკიფორიჩი არ დაგვსჯის, პირუკუ, მადლს მოგვახსენებს, მეორეთ რომ არ გავაწვალეთ. სულაც ვეტყვი, რომ სამძებროს უწყებიდამ მოთხოვნა იყო, ჰა?

ერასტ პეტროვიჩს მოეჩვენა, რომ ბოქოულის ოყლაყ მოადგილეს მარტივად აინტერესებდა “მდიდრული” ბინის კაი მოჩხრეკა, თან ამ ახალი კლიტის “დაკიდებაც” თითქო ურიგოდ გამოდიოდა, მაგრამ ცდუნებაც ძაან დიდი იყო. ამ საქმეს, მართლაცდა, იდუმალების ამაწრიალებელი სურნელი დაჰკავდა.

განსვენებული პეტრე კოკორინის ბინის გამართულობას (პრეჩისტენკის კარიბჭესთან შემოსავლიანი სახლის სადარბაზო სართული) ფანდორინზე განსაკუთრებული რამ შთაბეჭდილება არ მოუხდენია - მამამისის მსწრაფლწარმავალი სიმდიდრის ჟამს ისიც არანაკლებ სცხოვრობდა ასეთივე დაბაზებშია. ამიტომაც მარმარილოთი მოპირკეთებულ შესავალში სამარშინიან ვენეციანურ სარკესთან და ჭერის მოოქროვებულ ნაძერწთან კოლეგიის რეგისტრატორი არ შეჩერებულა, პირდაპირ სასტუმროსკენ დაიჭირა გეზი, რომელიც ფართო გახლდათ, თან ექვსფანჯრიანი. მეტად მოდურ რუსულ სტილში იყო მოწყობილი: ზედწარწერიანი სკივრებით, მუხის ხის ჩუქურთმებით და რიგიანი შორენკეცის ღუმელით.

 - ფრანციცულათ რომა ვსთქვათ, “ბონ ტონშიდ” სცხოვრობენ განცხრომით. - რატომღაც კეფაში ჩასჩურჩულა გამცილებელმა.

ამჟამად ერასტ პეტროვიჩი საცვიფროდ ჩამოჰგავდა ერთი წლის სეტერს, პირველად რომ მიუციათ საძრაობა ტყეში და ერთობ გაშმაგებულა ახლოს მყოფი ნადირის ცხვირში შეღიტინებული სუნისგან. აქეთ - იქით მიმოიხედა და შეუმცდარად განსაჯა:

 - ეს კარი კაბინეტში შეგვიყვანს?

 - დიაღ.

 - აბა - და, შევიდეთ.

ტყავის ბივუარი დიდხანს არ უძებნიათ - მასიური საწერის მაგიდის ზედ გულზედ იდგა, მალაქიტის სამელნე მოწყობილობასა და სადაფის ნიჟარა-საფერფლეს შუაში. მაგრამ ვიდრე ფანდორინის მოუთმენელი ხელები ყავისფერ, ჭრაჭუნა ტყავს შეეხებოდნენ, მისი მზერა გადააწყდა ვერცხლის ჩარჩოში ჩასმულ ერთ ფოტოს პორტრეტს, აქვე რომ იდგა, მაგიდაზე, ყველაზე გამოსაჩენ ალაგას. ზედ გამოსახული სახე იმდენად ჩინებული და გულისთქმათა ამშლელი გახლდათ, რომ ერასტ პეტროვიჩს ბივუარიც კი ამოუვარდა ჭკუიდან: სანახევროდ შემოქცეულიყო სქელთმიანი კლეოპატრა და შემოჰყურებდა ფართოთ გახელილი, შავად ჟუჟუნა თვალებით; ამაყად მოეღერებინა გედის ყელი და ოდნავის მკაცრობით და ახირებულის თვითნებობით გამოჰხატვოდა ღაწვ - ბაგეთა ოვალები. მეტადრე, კოლეგიის რეგისტრატორი მოაჯადოვა დამშვიდებულმა და მტკიცე ძალაუფლებამ, ერთობ მოულოდნელი რომ იყო ამ საამური ქალისშვილის პირისახეზე (რატომღაც მოუნდა ფანდორინს, რომ ეს აუცილებლად ქალისშვილი ყოფილიყო და არა ქალბატონი).

 - მშვენიერთა ხელმწიფაავ, - დაუფშტვინა გვერდით ამომდგარმა ივან პროკოფიჩმა, - ვინ გახლავსთ? ნება მომეცით... და მან ყოველისფერის ჭოჭმანის გარეშე, ტურტლიანის ხელით ჩარჩოთაგან ამოიღო გულ - სულ წარმტაცი სახე და უბოდიშოდ გადააბრუნა. იქ კი, ალმაცერი, გაკრული ხელით აგრე ეწერა.

პეტრე კ. - ს.

და განვიდა პეტრე და სტიროდა მწარედ.

თუ შეიყვარებ, ნუღარ უარჰყოფ!

ა. ბ.

 

 - თუკი ეს პეტრე მოციქულს შეადარა, მაშვინ თავათ ქრისტე - ღმერთი გამოდის რაღა? ამბიციები ჰნახეთ! - ჩაიფრუტუნა ბოქოულის თანაშემწემ, - ამ ჰინდივიდის მეოხებით ხომ არ დაიკრიფა გულსხელი ჩვენმა სტუდენტმა? ჰაიდა - აჰა, ესეც ბივუარი! მაშ, ტყვილათ არ გვივლია!

ივან პროკოფიევიჩმა ტყავის სათავსო გახსნა და იქიდან ერთადერთი ფურცელი ამოიღო. ერასტ პეტროვიჩისთვის უკვე კარგად ნაცნობ ცისფერ ქაღალდზე დაწერილ საბუთს ნოტარიალური ბეჭედი ესვა და რამდენიმე ხელმოწერითაც იყო დამოწმებული.

 - საქმე დამშია, - თავი დაუქნია კმაყოფილმა პოლიციელმა. - ანდერძიც გამოიძებნა. საინეტერესო გახლავსთ, შიგ რა სწერია.

წუთში ჩაურბინა თვალებით დოკუმენტს, მაგრამ ერასტ პეტროვიჩს ეს დრო მარადისობად მოეჩვენა, ხოლო მხრის ზემოდან გადაჭყეტვის სურვილსაც კი თავისი პატივის დამამცრობლად სთვლიდა და ამ ქმედობას გამოსავალს არაფრისდიდებით არ მისცემდა.

 - ჰაიდა-აჰა, ესეც შენი კეთილი ბებია შობა ღამით! მე და ჩემმა მზემ, კაი საჩუქარი კი გამოუვიდათ იმ შორებელს ნათესავებს! - წამოიძახა ივან პროკოფიევიჩმა გაუგებარის სიხარულით, - ჰაიდა, კოკორინ! ტალახში წაყოფილი დინგები დასწმინდა ყველას. ჩვენებურათ, ძველებურათ, რუსულათ. ისე, მაინც-და-მაინც პატრიოტულათ არ გამოდის. თან კიდევ “ნადირიკაცზედაც” ყოველისფერი ცხადი ჰხდება.

მოუთმენლობის მეოხებით ყოველგვარ ჩინუჩინმაჩინოთა პატივისცემის წესებზე წარმოდგენა - დაკარგულმა ერასტ პეტროვიჩმა წოდებით მაღლა მდგომს ფურცელი გამოსტაცა ხელიდან და ეს წაიკითხა:

 

 

ა ნ დ ე რ ძ ი

 

მე, ქვემორე ხელის მომწერი პეტრე ალექსანდროვიჩ კოკორინი, სრულს ჭკვაზედ მყოფი და ჩინებულის მეხსიერებით, აგრეთვე ქვემორე ხელის მომწერის მოწმათა თანსწრებით ვაცხადებ ანდერძს ჩემის კუთვნილის ქონების განკარგის თაობაზედ.

მთელს ჩემს აქამდისინ შემდგარს ქონებას, რომლის სრული ჩამონათვალი აქვს ჩემს რწმუნებულს სემიონ ეფიმიჩ ბერენზონს, ვუანდერძებ ქალბატონს, ბარონესსა მარგარეტ ესტერს, ბრიტანეთის მოქალაქეს, ყოველისფერის ამ საშუალების გამოსაყენებლათ თავისის შეხედულებისამებრ ობოლთა განათლების და აღზრდის საჭიროებისთვის. დარწმუნებული გახლავარსთ, რომ ქალბატონი ესტერი განაგებს ამ საშუალებებს უფრორე ჭკვიანურათ და პატიოსნათ, ვიდრე უფალი ღენერლები ჩვენის ადგილობრივის ქველმომქმედობისა.

ეს ანდერძი გახლავსთ საბოლოო და დასრულებული, გააჩნია კანონიერი ძალა და სცვლის ჩემს უწინდელს ანდერძს.

ანდერძის აღმასრულებლებათ ვჰნიშნავ ადვოკატს სემოინ ეფიმიჩ ბერენზონს და მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტს ნიკოლაი სტეპანიჩ ახტირცევს.

წინმდებარე ანდერძი შედგენილი გახლავსთ ორს ეგზემპლიარათ, რომელთაგან ერთი ჩემთან ჰრჩება, ხოლო მეორე შესანახათ ეძლევა ბატონ ბერენზონის საადვოკატო კანტორას.

მოსკოვი, 1876 წლის მაისის 12.

პეტრე კოკორინი.

რომელშიც ლაპარაკის გარდა არაფერია.

 - თქვენი ნებაა, ქსავვერი თეოფილაქტოვიჩ, მაგრამ ძალიან უცნაურია! - მღელვარებით გაიმეორა ფანდორინმა, - აქ რაღაც საიდუმლოებაა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ! - და ჯიუტად გაუსვა ხაზი. - დიაღ, სწორედ საიდუმლო! თავად განსაჯეთ. ჯერ ერთი, რაღაც უაზროდ მოიკლა თავი, “იღბალზე”, დოლურაში ჩადებული ერთადერთი ვაზნით, თითქო სროლას არც აპირებდა. ეს რა ფატალური უიღბლობაა! და სიკვდილისწინა ჩანაწერის ტონიც, თქვენც დამეთანხმებით, მეტად უცნაურია - გეგონება სახელდახელოდ, ნამდვილი საქმის გამოჩენამდეა დაწერილი, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ აღძრულია უმთავრესი საკითხი, არასახუმარო საკითხი! - ერასტ პეტროვიჩის ხმა გრძნობით ჟღერდა, - მაგრამ ამ პრობლემაზე მერე მოგახსენებთ, ახლა ანდერძზე უნდა გელაპარაკოთ. განა საეჭვო არ არის?

 - მაინც რა გეცვენებათ, გენცვალე, საეჭვოთ? - წაიღიღინა გრუშინმა, ნახტომებით რომ ფურცლავდა გასული დღე - ღამისდ “ქალაქურ შემთხვევათა კრებსს”. ეს საცნობარო ინტერესის აღმძვრელი საკითხავი, ჩვეულებრივ, მოდიოდა რის მეორე ნახევარში, რაღაი დიდმნიშვნელოვანი საქმეები შიგ არ შედიოდა - ძრითადად ყველანაირი წვრილმანი, სრული სისულელე, მაგრამ შიგადაშიგ საინტერესოც გამოჩნდებოდა ხოლმე. აქ იყო ცნობა გუშინდელი თვითმკვლელობის შესახებაც ალექსანდროვის ბაღში, მაგრამ როგორც დიდად გამოცდილმა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა იწინასწარმეტყველა, ყოველგვარი დეტალების გარეშე და, რა თქმა უნდა, არც სიკვდილისწინა ჩანაწერი ჩანდა.

 - რა მეჩვენება და, აი რა! თითქო არასერიოზულად დაიხალა კოკორინმა, თუმცა ანდერძი, მიუხედავადგამომწვევი ტონისა, მთელი თავისი ფორმის დაცვით არის შედგანილი - ნოტარიუსით, მოწმათა ხელმოწერებით, აღმასრულებელთა მითითებით. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქონება დიდია. მე დავადგინე - ორი ფაბრიკა, სამი ქარხანა, სახლები სხვადასხვა ქალაქში, გემთსაშენი ლიბავაში... მხოლოდ პროცენტიანი ქაღალდები სახელმწიფო ბანკში ნახევარ მილიონზეა!

 - ნახევარ მილიონზედ? - ამოიოხრა ქაღალდებიდან მომწყდარმა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა, - გაუმართლა იმ ანღლიელს დედაკაცს, გაუმართლა.

 - და ერთი ამიხსენით, რა შუაშია ლედი ესტერი? რაღა სწორედ მაგას უანდერძა და არა ვინმე სხვას? რა კავშირია იმასა და კოკორინს შორის? აი, რა არის გასარკვევი!

 - როგორც თავათ დასწერა, ჩვენებურ ხაზინის ქურდებს არ ენდობა, ხოლო ეს ანღლიელი კი, უკვე მერამთვენე თვე გამოჰხდა, გაზეთებს ცაში აჰყავთ. არა, ჩემო კეთილო, არა... თქვენ ის მითხარით, როგორა ჰხდება, რომ თქვენი თაობა სიცოცხლეს ესოდენ იაფათ აფასებს? ერთიბეწო რამე და მაშინვე ბახ-ბუხ, თანაც ზვიადათ, მთელი სამყაროს სიძულვვილით. რომელი ღვაწლით ეს აბუჩათ აგდება, რომელი ღვაწლით? - გრუშინი გაბრაზდა, რაკი გაახსენდა, თუ როგორ კადნიერად და უპატივცემულოდ ელაპარაკებოდა გუშინ საღამოს საყვარელი ქალიშვილი, თექვსმეტი წლის გიმნაზისტკა საშენკა. თუმცა ეს შეკითხვა უფრო რიტორიკული გალდათ, ამიტომ მწერალ - მწარმოებლის აზრიც ნაკლებად აინტერესებდა უფალ ბოქოულს და ამიტომ ისევ კრებსში ჩარგო თავი. სამაგიეროდ, ერასტ პეტროვიჩი გამოცოცხლდა უფრო.

 - აი, ეს კი ის წყევლა-კრულვიანი საკითხავია, რომელზედაც განსაკუთრებულად უნდა მეთქვა. მოდით, ისეთ კაცს შევხედოთ, როგორიც კოკორინია. ბედი ყოველისფერს აძლევს - სიმდიდრეს, თავისუფლებას, განათლებას, სილამაზეს (ეს სილამაზე ფანდორინმა ისე თქვა, დაუსწრებლად, რადგან მცირეოდენი წარმოდგენაც კი არა ჰქონდა გარდაცვლილის გარეგნობაზე). ის კი სიკვდილს ეთამაშება და, ბოლოსდაბოლოს, დასახულ მიზანსაც აღწევს. გნებავთ, იცოდეთ, რატომ? ჩვენ, უნუგეშოდ დაშთომილ ახალგაზრდობას თქვენს სამყაროში სული გვეხუთება - კოკორინმა პირდაპირ დაწერა ეს, მაგრამ აღარ განავრცო. თქვენი, უწინდელი კაცების იდეალები - კარიერა, ფული, პატივი - ბევრი ჩვენგანისთვის არაფერს ნიშნავს. მაგეებზე აღარც ვოცნებობთ. თქვენ როგორა გგონიათ, ტყუილად სწერენ თვითმკვლელობის ეპიდემიაზე? განათლებული ყმაწვილკაცობის უკეთესი ნაწილი მიდის, სულიერი ჟანგბადის ნაკლებობით ირჩობიან, თქვენ კი, მამების საზოგადოებას, აქედან გაკვეთილი ვერ გამოგიტანიათ!

ისე გამოდიოდა, რომ ბრალდების მთელი პათოსი ქსავერი თეოფილაქტოვიჩისკენ იყო მიმართული, ვინაიდან “მამების საზოგადოების” სხვა წარმომადგენლები ახლო - მახლო არ შეიმჩნეოდნენ, თუმცა გრუშინი ოდნავადაც არ გაბრაზებულა, პირიქით, შესამჩნევი კმაყოფილებით დააქნია თავი.

 - სიტყვამ მოიყოლა და, - დაცინვით დაიჩივლა მან, თან კრებსში ჩაიცქირებოდა, - აგერ, სულიერის ჟანგბადის ნაკლებობაზედ. “ჩიხაევის შესახვევში, მეშჩანსკის ნაწილის მესამე უბანზე, დილის 10 საათზე ნაპოვნია გვამი დამრჩვალი მეწაღისა, 27 წლის ივანე ერემოვიჩ ბულდიგინისა. მეეზოვე პეტრე სილინის ჩვენებით, თავის მოკვლის მიზეზი - ნასმურევიდან გამოსვლის საშუალების უქონლობა გახლავსთ”. ასე ხომ ყველა საუკეთესო წავა. მარტოკა ჩვენ, ბებერი სულელებიღა დავრჩებით.

 - თქვენ იცინით, - სიმწრით თქვა ერასტ პეტროვიჩმა, - და პეტერბურღში თუ ვარშავაში, ლამის ყოველდღე, სტუდენტები იქნებიან, კურსისტები, შიგადაშიგ გიმნაზისტებიც კი - თავს იწამლავენ, ტყვიას იხლიან, ირჩობიან. თქვენ კი გეცინებათ... “მოინანიეთ, ქსავერი თეოფილაქტოვიჩ, თორემ მერე გვიან იქნება” - შურისგებით იფიქრა, თუმც ამ წუთამდე თავისმკვლელობის აზრი ჭკვაში არ მოსვლია - მეთად ცოცხალი ბუნების ყმაწლვილი იყო. სიჩუმე ჩამოდგა: ფანდორინმა წარმოიდგინა ღარიბული სასაფლაო, ეკკლესიის ღობის მიღმა, უჯვაროდ; ხოლო გრუშინი ხან თითს აყოლებდა სტრიქონებს, ხანაც ფურცლებს აშრიალებდა.

 - ეს სინამდვილეში რაღაც აბდაუბდა გახლავსთ, - ამოიბურტყუნა მან, - რა არის, ყველანი გასულელდნენ? აი, ორი მოხსენება. ერთი მიასნიცკის ნაწილის მესამე უბნიდამ, მერვე გვერდზედ და მეორე როგოჟსკის ნაწილის პირველი უბნიდამ, მეცხრე გვერდზედ. ჰაიდა - აჰა. “12 საათსა და 35 წუთზე, პოდკოლოკოლნიის შესახვევში, “მოსკოვის ცეცხლისაგან დაზღვევის საქზოგადოების” სახლში კალუგელი მემამულის, ავდოტია ფილიპოვნა სპიცინას (დროებით მცხოვრები სასტუმრო “ბოიარსკაიაში”) მოთხონით გამოიძახეს უბნის ზედამხედველი ფედორუკი. ქალბატონმა სპიცინამ უჩვენა, რომ წიგნის ფარდულის შესასვლელის მახლობლად, მის თვალწინ, ვიღაც წესიერად ჩაცმულმა, შესახედად 25 წლის ბატონმა თავის მოკვლა სცადა - საფეთქელთან პისტოლეტი მიიტანა, მაგრამ, სჩანს, ტყვია არ გავარდა და შეუმდგარი თავისმკვლელი მიიმალა. ქალბატონმა სპიცინამ მოითხოვა, რომ პოლიციას მოეძებნა ახალგაზრდა და გადაეცა იგი ჩვენი ეკკლესიურის ხელისუფლებისთვის მძიმე მონანიების დასაკისრებლად. ძებნა არ შემდგარა დანაშაულებრივი გერშების და ნიშნების არარსებობის გამო”.

 - აი, ხომ ხედავთ, მეც ამას არ ვამბობდი! - გაუხარდა ერასტ პეტროვიჩს, ასეთი შურისძიებისგან სრულიად გულსავსედ რომ იგრძნო თავი.

 - მოითმინეთ, ყმაწილო, ჯერ არ დამიმთავრებია, - შეაჩერა ბოქოულმა, - შემდგომ მოისმინეთ. “მოგახსენებთ გოროდოვოი, ანუ ქალაქის პოლიციელი სემიონოვი (ეს როგოჟსკიდამ არის). თერთმეტ საათზე იგი გამოიძახა მეშჩანინმა ნიკოლაი კუკინმა, მცირე იაუზსკის ხიდის პირდაპირ მდებარე საბაყლო დუქნის “ბრიკინი და ძმების” დახლიდარმა. კუკინმა განაცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ ხიდის ქვის ბოძკინტზე აძვრა ვიღაცა სტუდენტი, შუბლზე პისტოლეტი მიიდო, ნამდილად თავის მოკვლის სურვილით. კუკინმა გაიგონა ჩახმახის ჩხაკუნი, მაგრამ გასროლა არ შემდგარა. ამ ჩხაკუნის შემდგომ სტუდენტი გადმოხტა ხიდზე და სწრაფად წავიდა იაუზსკის ქუჩის მხარეს. აქამდისინ სხვა მხილველები არ აღმოჩნდნენ. კუკინს დაუბეჯითებია ამ ხიდზე პოლიციის პოსტის დაწესება, რადგანაც გასულ წელს იქ უკვე დაირჩო მსუბუქის ყოფა-ქცევის ქალი და ამის გამოისობით ვაჭრობას ზიანი ადგებაო”.

 - არაფერი მესმის, - ხელები გაშალა ფანდორინმა, - ეს რა რიტუალია ამისთანა? უკაცრაოდ და, თავისმკვლელების საიდუმლო ორღანიზაცია ხომ არ არის?

 - რაის ორღანიზაცია, - ბრტყლად წარმოთქვა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა და მერე, გამოცოცხლების კვალობაზე უფრო ჩქარა ალაპარაკდა, - არანაირი საზოგადოება, ჩემო კეთილო, ყოველისფერი უფრორე მარტივათ არის. ეხლა უკვე დოლურას ამბავიც გასაგებია, უწინ ფიქრათაც არ მომივიდოდა! ამას, ყოველისფერს სულ ერთი და იგივე კაცი, აეს ჩვენი სტუდენტი კოკორინი ონავრობდა. აქ უყურეთ, - წამოდგა და მკვირცხლად მივიდა მოსკოვის რუქასთან, კარის მახლობლად რომ ეკიდა კედელზე. - აი, ეს მცირე იაუზსკის ხიდია. აქედამ იაუზსკის ქუჩით გასწია, სადღაცას იბოდიალა და პოდკოლოკოლნიიზე ამოჰყო თავი, სადაზღვებო ორღანიზაციის მახლობლათ. აქ მემამულე სპიცინა შეაშინა და თავისი საცუღლუტო გზა განაგრძო კრემლის მხარეზედ. მესამე საათისათვის ალექსანდროვის ბაღამდის მოაღწია, სადაც მისი ონავრობა ჩვენთვის უკვე ცნობილი შედეგით დასრულდა.

 - მერედა, რატომ? და რას ნიშნავს ეს ყოველისფერი? - რუქას მიაშტერდა ერასტ პეტროვიჩი.

 - რასა ჰნიშნავს, ამის განსჯაში ჩვენ ვერ შევალთ. მაგრამ საქმე როგორც იყო, ვხვდები. ამ ჩვენმა თეთრსაყელოიანმა სტუდენტმა, ოქროს ახალგაზრდამ გარგასწყვიტა, ყველასთვინ ჯოჯოხეთი მოეწყო. თანაც სიკვდილის წინ მოინდომა, თავისის ნერვებისთვის შეეღიტინებინა. სადღაცას წავიკითხე, რომ ამას “ამერიკული რულეტი” ჰქვიან. ჩრდილო ამერიკის შტატებში გამოიგონეს, ოქროს სარეწებზედ. დოლურას ერთი ვაზნით დასტენი, დაატრიალებ და ბა - ბაახ! თუ გაგიმართლა, ბანკს მოჰხსნი, არადა - მეყოლე გაზაფხულის ვარდივით. ჰოდა, გასწია ჩვენმა სტუდენტმაც მოსკოვურ ვოიაჟში ბედის გამოსაცდელათ. სავსებით დასაშვებია, რომ სამჯერ კი არა, უფრო მეტჯერ დაიხალა. უბრალოდ, ყველა მხილველი პოლიციას არ დაუძახებს. იმ სულთა მშველელმა მემამულე ქალმა და დახლიდარმა კუკინმა თავიანთი კერძო ინტერესის გამო გამოაცლინეს სიფხიზლე, თორემ რამდენგზის სცადა კოკორინმა - ერთმა ღმერთმა თუ უწყის. ანდა, თავის თავთან პირობა დადო - აი, მე სიკვდილს რამოდენიმეჯერ გავეთამაშები და, მორჩა? გადავრჩები - აესე იქნება!.. სხვათაშორის, ეს უკვე ჩემი ფანტაზიებია. არანაირი ფატალური უიღბლობა არა ყოფილა ალექსანდროვის ბაღში, უბრალოთ, მესამე საათისთვის სტუდენტს მთელი თავისი ფორტუნა შემოეფლანგა.

 - ქსავერი თეოფილაქტოვიჩ, თქვენ ნამდვილი ანალიტიკური ნიჭი გაქვსთ, - გულწრფელად აღიარა აღფრთოვანებულმა ფანდორინმა, - სულ თვალწინ მიდგას, რაც როგორ მოხდა.

დამსახურებული ქება, თუმც კი ძუძუმწოვარასგან, გრუშინს გულზე მოეფონა.

 - ჰაიდა - აჰა, უწინდელის სულელის ბერიკაცებისგანაც შეიძლება რაღაცის სწავლა, - დამრიგებლურად თქა მან, - თქვენს რომ ჩემდენი გემსახურნათ საგამომძიებლო საქმეში, თან ახლანდელს უკულტურო დროებაში კი არა, ხელმწიფე ნიკოლაი პავლოვიჩის ხანაში, მაშვინ აღარ გაარჩევდით, საქმე საგამოძიებოა თუ არა. მაშვინ მოსკოვში ჯერ არ იყო ჩვენი სამმართველო, არცა საგამოძიებო განყოფილება. დღეს მკვლელს ეძებ, ხვალ ბაზარში დგეხარ, ხალხს ჭკუას ასწავლი, მაზეგ სამიკიტნოებში უპაშპორტოებს დასდევ. სამაგიეროთ, დაკვირვებული ჰხდები, ხალხს ეცნობი, თანაც ტყავი გეთრიმლება - უამისოთ პოლიციურს საქმეში შეუძლებელი გახლავსთ, - მინიშნებით დაასრულა ბოქოულმა და იქვე შეამჩნია, რომ მწერალ - მწარმოებელი რაღაც უგულისყუროდ უსმენს, თავის რომელიღაცა ფიქრს მკაცრად უჭმუხნის შუბლს და არც ისე საამო სანახავია.

 - კეთილი. გადმოალაგეთ, კიდევ რა გაქვთ...

 - ერიჰაა!.. ვერ გამიგია... - ფანდორინმა ნერვიულად აათამაშა ნამგალა მთვარესავით წარბები, - ეს კუკინი გაიძახის, ხიდზე სტუდენტი იყოო...

 - რა თქმა უნდა, სტუდენტი. აბა - და, სხვა, ვინ?

 - მაგრამ, საიდან იცის კუკინმა, რომ კოკორინი სტუდენტია? სერთუკში იყო და შლაპა ეხურა, ალექსანდროვის ბაღში არც ერთ მოწმას სტუდენტად არ მიუღია... ოქმებშიც სულ “ყმაწვილკაცი” და “ის ბატონია”. აი, გამოცანა!

 - თქვენ სულ გამოცანები გიტრიალებსთ ჭკვაში, - ხელი ჩაიქნია გრუშინმა, - ბრიყვია ეგ თქვენი კუკინი და მორჩა! ხედავს, ახალგაზრდა ბატონია, სამოქალაქო სამოსში, და წარმოიდგინა, რომ სტუდენტია. ანდე, ეგებ დახლიდარს მახვილი მზერა აქვს და სტუდენტი ამოიცნო - მაგას ხომ დილიდან საღამომდე მსყიდველებთან აქვს საქმე.

 - ისეთი მსყიდველი, როგორიც კოკორინია, კუკინს მისდღემში არ უნახავს თავის სამიკიტნოში! - მართებულად შეეწინააღმდეგა ერასტ პეტროვიჩი.

 - მერედა, ამით რა?

 - ის, რომ ურიგო არ იქნებოდა, მემამულე სპიცინა და დახლიდარი კუკინი უფრო უკეთესად დაგვეკითხა. თქვენ, ქსავერი თეოფილაქტოვიჩ, ასეთ წვრილმანებზე დახურდავება არ გეკუთვნით, მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, მე თავად... - ერასტ პეტროვიჩი სკამიდან წამიწია, ისე უნდოდა, გრუშინი დაყაბულებოდა.

ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა სიმკაცრის გამოვლინება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. გაუშვი, ყმაწილმა ცოცხალი სამუშაოს გერში აიღოს, მოწმეებსთან ლაპარაკი ისწავლოს. იქნებ მაგისგან ხეირიც კი იყოს. შთაგონებითა ჰბრძანა:

 - არ გიკრძალავ. - და ჯერ იქვე ხელის გაქნევით აღკვეთა სიხარულის შეძახილი, კოლეგიის რეგისტრატორის ბაგეებს რომ უნდა დასცდენოდა და მხოლოდ მერეღა დასძინა, - მაგრამ ჯერ კეთილი ინებეთ და მისი აღმატებულების ანგარიში დაასრულევით. და კიდევ აი, რა, გენცვალე, უკვე მეოთხე საათი გახლავსთ. ჰოდა, წავალ მე ჩემთვის. თქვენ კი ხვალ მომიყვებით, ის სტუდენტი საიდამ მოიტანა დახლიდარმა.

 

 

მესამე თავი, რომელშიც გამოჩნდება “წელში მოხრილი სტუდენტი”.

 

მიასნიცკიდან, სადაც სამძებრო სამმართველო მდებარეობდა ვიდრე სასტუმრო “ბოიარსკაიამდე” - აქ, კრებსის მიხედით, დროებით ცხორობდა მემამულე სპიცინა, ოციოდე წუთის სავალი იყო და მოუთმენლობით აწრიალებულმა ფანდორინმა მაინც ფეხით გადაწყვიტა წასვლა. მტანჯველ “ლორდ ბაირონს”, გამოუთქმელი ვაი - ვიშით რომ ერჭობოდა ფერდებში ჩვენს მწერალ - მწარმოებელს, მის ბიუჯეტში ისეთი გარღვვევა შეექმნა, მეეტლის ხარჯი უკვე პირდაპირ ასახვას ჰპოვებდა კვების ყოველდღიურ ულუფაზე. გზადმიმავალი შარშან გამხმარი და ახლახანს მოხარშული თევზისგან გამომცხვარ ღვეზელს შეექცეოდა (მეხსიერებიდან არ უნდა გადაგვივარდეს, რომ თავის უწყებაში უსადილოდ დარჩა აჟიტაციის, გნებავსთ, მღელვარების ნიადაგზე). ფეხმარდად მიაბიჯებდა ჩისტოპრუდნის ბულვარზე, სადაც წარღვნამდელი ბებიები - წუღა-მესტებითა და ჩაჩებით - ნამცეცებს უყრიდნენ კარგად ნაპატივებ, მოურიდებელ მტრედებს. ქვარიყულ ფენილზე ისე დაჰქროდნენ ღია ეტლები და ფაიტონები, რომ იმათ ფანდორინი ვერანაირად დაეწეოდა და იმისმა ფიქრებმაც განაწყენებული მიმართულება მიიღეს. სწორედ მოგახსენოთ, მაძებარი კარგი ეტლისა და ბედაურის გარეშე, აბა - და, ვის გაუგონია. კიდევ კარგი, “ბოიარსკაია” პოკროვკაზეა, თანაც მერე იქიდან იაუზისკენ - უფალ დახლიდარ კუკინს ხომ უნდა დაუკრას თავი - ესეც შენი ნახევარი საათის სასიარულო. აქ დაყოვნება სიკვდილის სწორფასი შექმნილა, საკუთარ თავს ჰგერშავდა ერასტ პეტროვიჩი (უნდა კი მოურიდებლად ითქვას, ცოტათი აზვიადებდა კიდეც). უფალმა ბოქოულმა მხოლოდ სამშაურიანი უწყალობა, თავადვე წადიო. არადა, სამმართველო ყოველ თთვეს ოთხმოცდაათ გაუტეხელ რუბლს კერძო მეეტლის საქირაოდ ჰრიცხავს. ჰაიდა-აჰა, საუფროსო პრივილეღიები: ერთნი კერძო ეტლით მიბრძანდებიან შინ, ხოლოთუ მეორენი ორთავეთათვის აუცილებელ სამსახურებრივ საჭიროებაზე ფეხით დაჩანჩალებენ.

მარცხენა მხარეს, მშრალი ყავახანის სახურავს ზემოთ ტროიცკის ეკკლესიის სამრეკლო გამოჩნდა, რომლის შორიალოს მდებარეობდა “ბოიარსკაია” - აი, ამისთანა მნიშნელოვანი აღმოჩენა უკარნახა ფანდორინს გულმა და უფრორე ფეხგაჩქარებით გასწია.

ნახევარი საათის შემდგომ, თავჩაქინდრული და სიქაგაცლილი პოკროვსკის ბულვარს მიუყვებოდა ქვემოთ, სადაც ისეთივე ნაპატივებ და თავგასულ მტრედებს, როგორნიც ჩისტოპრუდნიზე ვნახეთ, უკვე ჩამომავლობით დიდგვაროვანი ქალბატონები კი აღარ, ვაჭართა ცოლები აჭმევდნენ.

მოწმა დედაკაცთან ისეთი ლაპარაკი მოუხდა, დამამშვიდებელს ვერ დაარქმევდი. ის მემამულე დიაცი ერასტ პეტროვიჩმა ბოლო წამს დაიჭირა - უკვე მსუბუქ ეტლში ჩაჯდომას ეპირებოდა, სამგზავრო სკივრებითა და ფუთებით რომ იყო გამოტენილი, რათა სატახტოდან მშობლიური კალუგის გუბერნიაში დაბრუნებულიყო. ფულად საშუალებათა დაზოგვის მიზნით მოგზაურობდა უფალა სპიცინა ძველებურად, თავისი ცხენებით და არა რკინისგზით.

აი, ამაში კი, ისემც ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, როგორც ფანდორინს გაუმართლა. მემამულე მანდილოსანი ვოგზალზე რომ გამოჰკიდებოდა მატარებელს, ვაითუ მათი ლაპარაკი აღარც გამართულიყო. სიტყვაზე ძუნწი მოწმას მუსაიფის შინა - არსი, ვისთანაც ხან იქიდან და ხანაც აქედან სცადა მიდგომა ერასტ პეტროვიჩმა, ერთ ალაგას იყრიდა თავს: ქსავერი თეოფილაქტოვიჩი მართალი იყო, სწორედ რომ კოკორინი ენახნა უფალა სპიცინას - სერთუკიც მოიგონა, გურგვალი შლაპაც და ლაკის შტიბლეტებიც, ჩვენებურად - ღილიანი საცვეთები, რაზედაც კრინტი არ დასცდენიათ ალექსანდროვის ბაღის მოწმეებს.

მთელი იმედები უფალ კუკინზე დავიდა, ვისთან დამოკიდებულებაშიც, ალბათ, ისევ გრუშინი გამოდგება მართალი. ვიღაცა ყბამოღებული დახლიდარი დაუფიქრებლად მოედო ღობე-ყორეს, შენ კიდევ მაგის გულისთვის ფეხით იწოწიალე მთელ მოსკოვში და ბოლოს ბოქოულის დასაცინი შეიქმენ.

საბაყლო დუქან “ბრიკინი და შვილების” მინიანი კარი ზედგამოხატული შაქრის თავით, პირდაპირ საპისწყლოზე გამოდიოდა და აქედან ხელისგულივით სჩანდა ხიდი - ეს უმალ შენიშნა ფანდორინმა. ისიც დაატყო, რომ დუქნის Fფანჯრები ღია იყო (დახუთულობის მეოხებით) და ეგება, პატრონს გაეგონა კიდევაც “რკინის ჩხაკუნი”, რაკიღა ხიდის უახლოეს ქვის ბოძკინტამდე თხუთმეტ ნაბიჯზე მეტი არ იქნებოდა. კარიდან ცნობისმოყვარეობით გამოიჭყიტა წითელპერანგა, ორმოცწლამდე კაცმა - შალის შავ ჟილეტში, პლისე შარვალში და ბოთლებში ჩადგმული წუღებით.

 - რით გემსახუროთ, თქვენო კეთილშობილებავ? - შეეკითხა, - უკაცრავოთ კი გახლავარსთ და ბოდიშიც მომიხდია, მაგრამ გზის დაკარგვა ხომ არ გინებებიასთ?

 - კუკინი? - მკაცრად დაეკითხა ერასტ პეტროვიჩი, რადგან წარმოთქმული სიტყვებიდან თავისთვის დამამშვიდებელი დასკვნის გამოტანა ვერ შეიძლო.

 - გახლავარსთ! - ყურები დაცქვიტა უფალმა დახლიდარმა და ფაჩვნიერი წარბები ერთად შეჰყარა, მაგრამ მალევვე მიხვდა, - თქვენო კეთილშობილებავ, პოლიციიდამ ხო არა ჰბრძანდებით? უმორჩილესათ მადლობელი გახლავარსთ, არ ველოდი თქვენგანა ასეთს ელვისებურს ყურადღებასა. ბატონმა უბნის უფროსმა ჰსთქო, ზემოთ სახეში მიიღებენო, მაგრამა ეგრე ხელდახელ? რას ვიფიქრებდისთ, რას ვიფიქრებდისთ? ან აქამდისინ გარეთ რათა ვსდგავართ! დუქანში მობრძანდით. ისეთი მადლობელი გახლავარსთ, რომ - ბარაქალა! ბარაქალა!

ამ სიტყვებზე თავი დაუკრა, შეხსნა კარი და ხელის მოძრაობით შეიპატიჟა - მთელის გულითა გსთხოვსთ! - მაგრამ ფანდორინი არც განძრეულა თავისი ალაგიდან.

შთაგონებული სახის მეტყველებით უთხრა:

 - მე, უფალო კუკინ, უბნიდან კი არა, სამმართველოდან გახლავართ და პოვნა დამავალეს იმ სტუ... იმ კაცისა, ვის შესახებაც თქვენ მოახსენეთ უბნის ზედამხედველს.

 - აჰა, ის სკუბენტი? - თავი მოუქონა ამ საგანზე სალაპარაკოდ მზადმყოფმა დახლიდარმა, - აბა - და, როგორ, კოხტათ და შვენივრათ დავიმახსოვრევით. რა შიში ვჭამეთ, ღმერთო კი შეგვიწყალე. რო დავინახე, არა, რო აემ ბოძკინტზედ აძვრნენ და შუბლზედ ფიშტო მიიდეს, აექვე ჩავკვდი - ვიფიქრე, რო ყოველისფერი გასთავდაა... შარშანაც ეგრე არ იყო მეთქვი და დუქანში რო ქუდი შემოუგდო, კაციშვილი აღარ შემოადგამს მეთქვი ფეხსა. ჯამი გავარდეს, ქვაბში ჩავარდეს, მაგრამა, ჩვენ აქ რა შუაში გახლავარსთ, ამისი პასუხი მომეცით. რა ჭირი და ნაცილი დაეტაკათ, მამაძაღლი, თაფლი ხო არ წამისვია, რო მაინცა და მაინც ამ ჩემის დუქნის წინ დაიკრიფონ გულხელი? ადექი, შე დალოცვილიშვილო და მასკვა-რეკაზედ წადი, სულ კაი - კაი რიყის ქვებია და ხიდიც, გაგიხარია, ძაან მაღლა არი, ჰოდა, შენც ადექი და...  - ხმა ჩაიკმინდეთ, კოკორინ! - შეაწყვეტინა ერასტ პეტროვიჩმა, - და უმჯობესია ის სტუდენტი აღმიწეროთ. როგორი სამოსი ეცვა, რანაირად გამოიყურებოდა და მითამ საიდან მოიტანეთ, რომ სტუდენტია.

 - საიდამ მოვიტანე, თქვენო კეთილშობილებავ და იქიდამ, რომა... - გაუკვირდა დახლიდარს, - აი, როგორც სკუბენტს რო ეკუთვნის, არა? აეგეთინა ფორმაში გახლდასთ. მუნდირი გინდა. პჭყვიალა ღილები გინდა და ცხვირზედ კიდევ - შუშაბანდები.

 - მუნდირი? - წამოიძახა ფანდორინმა, - მუნდირში იყო?

 - ვა... აბა, მაშ, როგორ? - კუკინმა თანაგრძნობით მიხედა ჩაუმხვდარ ჩინოვნიკს, - უმაგისოთ რანაირათ გამეგო, სკუბენტია თუ ვიღაცა ოხერ - ტიელი? მაშ, მე მუნდირის ყაიდაზედ სკუბენტი და სტაცკი ჩინოვნიკი ვეღარ გამირჩევნია?

ამ მართებულ შენიშვნაზე ერასტ პეტროვიჩს რაღა ეთქმოდა, ჯიბიდან ერთი რიგიანი ბლოკნოტი და წესიერი ფანქარი ამოიღო ჩვენების ჩასაწერად. ეს ბლოკნოტი სამძებროში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა ფანდორინმა, სამი კვირა არ შეუწუხებია, დღეს გამოადგა - დილიდან მოყოლებული, ნელა-ნელა რამდენიმე ფურცელი შეავსო უკვე.

 - აბა, მოჰყევით, როგორ გამოიყურებოდა ის კაცი.

 - როგორა და... კაცია რაღა, როგორღაც შეუმჩნეველი, სახეზედ აქა - იქა “რქებით”, მღიერებით რა... და შუშაბანდებით.

 - რომელი შუშაბანდებით - სათვალე ეკეთა თუ პენსნე?

 - აი, ეგეთინა, ბაფთით რაღა.

 - მაშინ, პენსნე, - ფანქარს აფხაჭუნებდა ფანდორინი. - კიდევ რა ნიშნები ჰქონდა?

 - ორთავენი ძაან წელში მოხრილები იყვნენ, მხრები კინკრიხოზედ მაღლა მოემარჯვებინათ... მოკლეთ, სკუბენტი სკუბენტია, აკი მოგახსენებთ...

საგონებელში ჩავარდნილი კუკინი “შტაცკი ჩინოვნიკს” მიშტერებოდა, ის კი დიდხანს გაჩუმდა - თვალებს ჭუტავდა, ტუჩებს აცმაცუნებდა, თავის პატარა რვეულს აშარიშურებდა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ფიქრობდა რაღაცას თავისთვის კაცი.

“მუნდირი, მღიერიანი, პენსნე, წელში მოხრილი” - აღნიშნული იყო ბლოკნოტში. უკაცრავოდ და, აქა - იქა მღიერები - ეს წვრილმანია. კოკორინის ნივთების აღწერილობაში პენსნეს თაობაზე სიტყვა არ არის დაძრული. დაკარგა? შეიძლება. მოწმეებიც არა-რას ამბობენ პენსნეზე, მაგრამ თავის - მკვლელის გარეგნობის შესახებ რიგიანად არც გამოუკითხავთ იმათთვის - რად უნდოდათ? წელში მოხრილი? ჰმ. “მოსკოვსკიე ვედომოსტიში”, მახსოვს, აღწერილია “სამოქალაქო ყოჩაღი”, მაგრამ რეპორტიორი ამ შემთხვევას არ დასწრებია, კოკორინი არ უნახავს; ასე, რომ “ყოჩაღობის” მოჭორვაც შეეძლო უფრო მეტი ეფექტის მისაცემად. რჩება სტუდენტური მუნდირი - ამას ვეღარ უკუაგდებ. თუკი ხიდზე კოკორინი იყო, მაშინ გამოდის, რომ თერთმეტ საათსა და პირველის ნახევარს შორის რატომღაც სერთუკი გადაიცვა. საინტერესოა, სად? იაუზიდან ოსტოჟენკამდე და მერე უკან, “მოსკოვის ცეცხლისგან დაზღვევის ორღანიზაციამდე” გრძელი გზა არის, საათნახევარში ვერ მობრუნდები.

და გულის კოვზთან ყრუ ტკივილმა ფანდორინი მიახვედრა, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: მაგრად ჩაჰკიდოს ქეჩოში დახლიდარ კუკინს, წაიყვანოს უბანში, მოხოვაიაზე, სადაც მორგში ჯერ კიდევ ასვენია ყინულებშემოწყობილი თავისმკვლელის გვამი და ამოცნობა გამართოს. ერასტ პეტროვიჩმა წარმოიდგინა გაპობილი თავის ქალა, სისხლის და ტვინის ნაგურჯლებით, და სავსებით ბუნებრივად სახეში დაუდგა ვაჭრის ყელგამოღადრული ცოლი კრუპნოვა, აქამდისინ კიდევვ რომ ეჩენებოდა ხოლმე ღამის კოშმარულ სიზმრებში. არა, “საყინულეში” წასვლა ნამდვილად არ უნდოდა. მაგრამ მცირე იაუზსკის ხიდის სტუდენტსა და ალექსანდროვის ბაღის თავის - მკვლელს შორის რაღაც კავშირი იყო, რომელშიც დაუყოვნებლივ უნდა გარკვეულიყო. ვის შეუძლია უთხრას, იყო თუ არა კოკორინი “რქებიანი” და წელში მოხრილი? და ატარებდა თუ არა პენსნეს?

პირველ რიგში, მემამულეს, უფალა სპიცინას, მაგრამ ის, ალბათ, უკვე კალუგის საგუშაგოს უახლოვდება. მერე, განსვენებულის კამერდინერი. როგორ არის იმისი გვარი? რა საჭიროა, მაინც გამომძიებელმა გამოაგდო ბინიდან, წადი და ეძებე. დარჩნენ ალექსანდროვის ბაღის მოწმეები, განსაკუთრებით ის ორი მანდილოსანი, რომლებთანაც კოკორინი ლაპარაკობდა თავისი სიცოცხლის ბოლო წუთს. აი, ისინი კი ყოველისფერს დაინახავდნენ. აგერ, ბლოკნოტშიც ჩამიწერნია: “ქალისშვილი ნ.ს.მ. ელიზ. ალექსანდროვნა ფონ ევერტ - კოკოლცევა, 17 წლისა; შინაბერა ემა გოტლიბოვნა პფული, 48 წლის, მცირე ნიკიტინსკაია, საკუთარი სახლი”.

მეეტლის ხარჯს ამჯერად ვეღარ გადურჩებოდა.

ძალიან გრძელი დღე გამოდიოდა. მაისის ხალისიანი მზე, სულაც რომ არ დაღლილიყო ოქროსთავიანი ქალაქის გაბრწყინებით, უწადინოდ ჩამოდიოდა სახურავების ხაზებიდან, როცა ორი აბაზით გაღარიბებული ერასტ პეტროვიჩი ეტლიდან ჩამოვიდა დორიული სვეტებით, მოჩუქურთმებული ფასადითა და მარმარილოს პარმაღით დამშვენებულ, მდიდრულ სახლთან. მეეტლემ შეატყო, რომ შეყოყმანებული მგზავრი გაჩერდა და უთხრა:

 - სწორეთ ეს არი ღენერლის სახლი, იჭვიც არ შეგეპაროთ. განა პირელი წელია, რაც ამ ქალაქში დავდივარ.

“ასე არ შემიშვებენ”, - მოსალოდნელი დამცირების შიშისგან ერასტ პეტროვიჩს გული შეუფრთხიალდა. ხელი მოჰკიდა სპილენძის ბრჭყვიალა ჩაქუჩს და ორჯერ დაარაკუნა. ბრინჯაოს ლომების სახეებით დამშვენებული მასიური კარი დაუყოვნებლივ განიხვნა და ოქროსბუზმენტიან, მდიდრულ ლივრეაში გამოწყობილმა შვეიცარმა გამოიხედა.

 - ბატონ ბარონთან ჰბრძანდებით? სამსახურიდამ? - საქმიანად დაეკითხა, - მოვახსენო თუ რაიმე ქაღალდი გადავცე? შემოჰბრძანდისთ, მანდ რატომ ჰსდგახართ?

ჭაღითაც და გაზის რქაულებითაც გაჩირაღდნებულ მისაღებში სტუმარი მთლად დაფრთხა.

 - მე პირადად ელიზავეტა ალექსანდროვნასთან გეახელით, - აუხსნა მან, - ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი, სამძებრო პოლიციიდან. გადაუდებელი საჭიროების გამო.

 - სამძებროდამ? - იჭვით შეიჭმუხნა კარის გუშაგი, - გუშინდელის საქმის გამო ხომ არა? არც კი იფიქროთ. ქალიშვილები თითქმის ნახევარი დღე ქვითინებდნენ და ღამითაც კარგათ არა სძინებიათ. ვერც შეგიშვებთ და ვერც მოვახსენებ. გუშინ რომ ელიზავეტა ალექსანდრონა დაკითხვებით გააწამეს, მისი აღმატებულება თქვენებს, საუბნოდამ სულ კისრების წაწყვეტით დაემუქრა. ქუჩაში მიბრძანდით, ქუჩაში. - და იმ არამზადამ გასასვლელისკენ უბიძგა თავისი უშველებელი ღიპით.

 - შინაბერა პფული? - წამოიძახა სასოწარკვეთილმა ერასტ პეტროვიჩმა, - ორმოცდარვა წლის ასაკის ემა გოტლიბოვნა? იმასთან მაინც გავისაუბრებდი. სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა!

შვეიცარმა მედიდურად ააცმაცუნა ტუჩები:

 - იმასთან შეგიშვებთ, რატომაც არა. აი, იქით, კიბის ქვეშ მიბრძანდით. დერეფანში. მარჯვნივ მესამე კარი. მანდა ჰსცხოვრობს ქალბატონი აღმზრდელი.

დაკაკუნების მერე მაღალმა, გაძვალებულმა არსებამ გაუღო კარი და სტუმარს მრგვალი, თაფლისფერი თვალებით მიაჩერდა.

 - ფანდორინი. პოლიციიდან. ქალბატონი პფული ბრძანდებით? - ყოყმანით წარმოთქვა ერასტ პეტროვიჩმა და ყოველშემთხვევაში ნემენცურად გაიმეორა, - პოლიცაიმტ. ზინდ ზი ფრეილაინ პფულ? გუტენ აბენდ. (“პოლიციის სამმართველო. თქვენ ქალისშვილი პფული ხართ? საღამო მშიდობისა”).

 - მშვიდობის საგამო, - ცივად მიუგო გაძვალებულმა, - დიაგ, მე ემმა პფული ვარ. შემოდიტ. იმ სკამზედ დაბრდზანდით.

ფანდორინი მითითებულ ადგილზე, მორკალულ საზურგიან ვენურ სკამზე დაჯდა, რომელიც რაღაც სახელმძღვანელოების და საწერი ქაღალდის დასტების ზედმიყოლებითი წესრიგიანობით გაწყობილ საწერ მაგიდასთან იყო მიდგმული. ოთახი კარგი იყო, ნათელი, მაგრამ მეტად მოსაწყენი, თითქო მკვდარი. მხოლოდ რაფაზე იდგა მთელი სამი ქოთანი წამოზრდილი ნემსიწვერებით - ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ამ მოღუშულ სადგომში.

 - ტკვენ იმ სულელი კმაწვილკაცის ტაობაზე ბრდზანდებიტ, საკუტარ ტავს რომ ესროლა? - შეეკითხა შინაბერა პფული, - მე გუშინ ბატონი პოლიციელის კველა შეკიტხვას ვუპასუხე, მაგრამ ტუ კიდევ გსურტ, შეგიდზლიატ მკიტხოტ. მე კარგატ მესმის, რომ პოლიცაის მუშაობა - ეს დზალიან მნიშვნელოვანია. ბიდზაჩემი გიუნტერი ზაკსონიის პოლიცაიში მსახურობდა ობერ-ვახმაისტერად.

 - მე კოლეგიის რეგისტრატორი ვარ, - თავადაც რომ ვახმაისტერად არ მიეღოთ, სასწრაფოდ აუხსნა ერასტ პეტროვიჩმა, - მეთოთხმეტე კლასის მოხელე.

 - დიაგ, მე შემიდზლია ჩინების გარჩევა, - თავი დაუქნია ნემენცმა ქალმა და სტუმრის ვიცმუნდირის საღილეზე მიუთითა, - მაშ, ასე, ბატონო კოლეგიის რეგისტრატორო, მე ტქვენ გისმენტ.

ამ მომენტში კარი დაუკაკუნებლად შემოხსნა და ოთახში შემოფრინდა ქალიშვილი მომაჯადოებლად აწითლებული სახით.

 -  freilein pful! Morgen fahren wiz nach Kuntsevo! (“ხვალ ჩვენ კუცევოში მივდივართ!” - ნემენც.) პატიოსანი სიტყვაა! მამიკომ ნება მოგვცა! - ზღურბლიდანვე წააყარა, მაგრამ უცხოს დანახვაზე შეჩერდა და დარცხვენილი დადუმდა, ტუნცა მისი ნაცრისფერი თვალები ცოცხალი ყურადღებით მიაჩერდნენ ახალგაზრდა ჩინოვნიკს.

 - კარგად აგზრდილი ბარონესსები კი არ დარბიან, არამედ დადიან, - საძგელი სიმკაცრით უთხრა აღმზრდელმა, - მიტ უფრო მაშინ, როცა ისინი მტელი ჩვიდმეტი ცლისანი არიან. ტუკი არ დარბიხარტ, არამედ დადიხარტ, ტკვენ გაკვტ დრო, დაინახოტ უცნობი კაცი და წესიერად მიესალმოტ.

 - გამარჯობა, ბატონო! - თითქოსდა გაიშრიალა საოცარმა ხილვამ.

ფანდორინი წამოხტა და თავი დაუკრა, თან უსაძაგლესად იგრძნო თავი. გოგონა საშინლად მოეწონა და საწყალი მწერალ-მწარმოებელი შეშინდა, რომ ახლა ადგება და ერთი ნახვით შეიყვარებს, მაგრამ ამის ჩადენა არაფრით არ შეიძლება. ადრეც კი, მამის კეთილდღეობის ხანაში ასეთი პრინცესა ვერანაირად ვერ იქნებოდა მისი საწყვილო, ახლა კი მით უმეტეს.

 - გამარჯობა, - ძალიან მშრალად მიუგო მან, მკაცრი გამომეტყველება მიიღო და გონებაში დასძინა: “არასახარბიელო როლში გსურდათ ჩემი წარდგენა? ეს ტიტულიანი მრჩეველი და ეს კი ღენერლის ქალიშვილი? არა ქალბატონო, არ გამოგივათ! ტიტულარულამდე ჯერ კიდევ რამდენი უნდა ვიმსახურო და ვიმსახურო”.

 - კოლეგიის რეგისტრატორი ფანდორინი, ერასტ პეტროვიჩი, სამძებრო პოლიციის სამმართველო, - ოფიციალური ტონით წარუდგა, - ვაწარმოვებ მოკვლევას გუშინ ალექსანდროვის ბაღში მომხდარ სამწუხარო შემთხვევაზე. გაჩნდა აუცილობლობა, კიდევ დამესვა რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ თუკი თქვენ არ გსიამოვნებთ - მე შესანიშნავად მესმის, როგორ მდგომარეობაში იყავით, - ჩემთვის საკმარისი იქნება საუბარი მხოლოდ ქალბატონ პფულთან.

 - დიაღ, ეს საშინელება იყო, - ქალიშვილის ისედაც დიდი თვალები უფრო ფართოდ გაიღო, - მართალია, მე თვალები დავხუჭე და თიტქმის ვერაფერს ვხედავდი, მერე კი გრძნობა დავკარგე... მაგრამ ისე მაინტერესებს!.. ფრეილეინ პფულ, შეიძლება მეც დავრჩე? ძალინ გთხოვთ! მე, სხვათაშორის, ისეთივე მოწმე ვარ, როგორიც თქვენ!

 - ჩემის მხრივ და ტანაც გამოზიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვამჯობინებდი, ქალბატონი ბარონესა აქ დარჩენილიყო, - სულმოკლეობა გამომჟღავნა ფანდორინმა.

 - ცესი ცესია, - თავი დაუქნია ემა გოტლიბოვნამ, - მე, ლიხზენ, კოველტვის გიმეორებდიტ: Ordnung muss sein (“წესრიგი უნდა იყოს” - ნემენც.). კანონის მორჩილი უნდა იკოტ. შეგიდზლიატ დარჩეტ.

ლიზანკა (თავისთვის უკვე ასე ეძახდა ელიზავეტა ალექსანდრონას გაუგონარი სისწრაფით მომაკვდავი ფანდორინი) უკვე მზადმყოფი დაეშვა ტყავის ტახტზე და სრული მზერით განაგრძო ჩვენი გმირის თვალიერება.

მან კი თავი ხელში აიყვანა და ფრეილაინ პფულისკენ შებრუნებულმა ითხოვა:

 - აღმიწერეთ, გეთაყვა, იმ ბატონის პორტრეტი.

 - ვინც ტავის ტავს ესროლა? - დააზუსტა მასპინძელმა. - N j (“მაშ, ასე” - ნემენც.). კავიფპერი ტვალები, კავისპერი ტმა, საკმაოდ მაგალი, ცვერ - ულვაში - არა, ბაკენბარდებიც არა, სახე სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ არცტუ კარგი. ახლა ტანის სამოსი...  - ტანსაცმელზე მერე, - შეაწყვეტინა ერასტ პეტროვიჩმა, - თქვენ ამბობთ, რომ კარგი სახე არა ჰქონდა. რატომ, სახეზე მღიერების მეოხებით?

 - ჯა, მგიერები, - აღმზრდელმა გემრილად გაიმეორა ვერგაგებული სიტყვა, - არა, მგირები იმ ბატონს არ ჰკონია. მას ჰკონდა დჟანმრტელი კანი. სახე კი არცტუ კარგი.

 - აბა, როგორი?

 - ბოროტი. ის ისე იკურებოდა, ტიტკოს სურდა ტავისი ტავის მოკვლა კი არა, არამედ ვიგაც სულ სხვისა. ო, ეს კოშმარი იკო! - მოგონებებმა აღაგზნო ემა გოტლიბოვნა, - გაზაპხული, ოკროს ამინდი, კველა დამა და ბატონი დასეირნობს, საოცარი უკანა მხარე სულ კვავილებში!

ამ სიტყვებზე ერასტ პეტროვიჩი გაწითლდა და ალმაცერად გახედა ლიზანკას, მაგრამ ის, ეტყობა, დიდი ხანია შეჩვეოდა თავისი დუენიას თავისებურ გამოთქმას და ისევ ისეთი ნდობითა და სხივთაფრქვევით უყურებდა.

 - პენსნე თუ ჰქონდა? იქნებ, ცხვირზე არ ეკეთა და ჯიბიდან მოუჩანდა? აბრეშუმის ლენტით? - შეკითხვებს აყრიდა ფანდორინი, - და ხომ არ მოგეჩვენათ, რომ წელშია მოხრილი? და, აი კიდევ რა - ვიცი, რომ სერთუკში იყო, მაგრამ მის გარეგნობაში რაიმე ხომ არ ამჟღავნებდა სტუდენტს? მაგალითად, ფორმის შარვალი არ შეგიმჩნევიათ?

 - მე კოველტვის კოველიპერს ვამჩნევდი, - საკუთარი ღირსერბის სრული შეგრძნებით მიუგო ნემენცმა, - შარვალი იკო კუბოკრული პანტალონი გზვიპასი აბრეშუმისგან. პენსნე საერტოდ არა ჰკონია. არც ცელში მოხრილი არ იკო. იმ ბატონს კარგი თავდაჭერა ჰკონდა. - ჩაფიქრდა და მოულოდნელად შეკითხვა შეუბრუნა, - ცელში მოხრილი, პენსნე და შტუდენტი? რატომ ტკვენ ასე სტკვიტ?

 - დიაღ, მერედა, რა? - ჩაუსაფრდა ერასტ პეტროვიჩი.

 - უცნაურია, იკ იკო ერტი ბატონი. ცელში მოხრილი შტუდენტი პენსნეში.

 - როგორ!? სად!? - ამოიგმინა ფანდორინმა.

 - მე დავინახე ასეტი ბატონი... ჯენსეისტ... ზგუდის მეორე მხარეს, კუჩაში. იდგა და ჩვენ გვიკურებდა. მე იმასაც ვპიკრობდი, რომ ახლა ბატონი შტუდენტი ამ საშინელი კაცის გაგდებაში გვიშველის. და ის იკო დზალიან ცელში მოხრილი. ეს მერე დავინახე, როცა ამ ბატონმა უკვე მოკლა ტავისი ტავი. შტუდენტი შეტრიალდა და ჩკარა - ჩკარა ცავიდა. და მე დავინახე, ის როგორი ცელში მოხრილია. ეს იმტომ ხდება, რომ ბავშვებს ბავშვობაში არ ასცავლიან სცორად დჟდომას. სცორად დჟდომა დზალიან მნიშვნელოვანია. შეხედეტ ფრეილაინ ბარონესსას. ხერდავტ, როგორ უჩირავს ცელი? დზალიან ლამაზად!

აი, აქ კი ელიზავეტა ალექსანდროვნა გაწითლდა, თან ისე საყვარლად, რომ ფანდორინმა წამით ძაფი დაკარგა, თუმცა ქალბატონი პფულის ჩვენებას, უთუოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

 

მეოთხე თავი, რომელიც სილამაზის დამღუპველ ძალაზე გვიამბობს.

 

მეორე დღეს, დილის თერთმეტი საათისთვის უფროსისგან ნაკურთხი და ექსტრაორდინალური ხარჯებისთვის სამი რუბლით აღჭურვილი ერასტ პეტროვიჩი მოხოვაიაზე მივიდა, უნივერსიტეტის ყვითელ კორპუსთან. დავალება რთული არ იყო, მაგრამ თავისებურ გამართლებას ისიც საჭიროებდა: უნდა მოეძებნა წელში მოხრილი, როგორღაც შეუმჩნეველი, ნაწილობრივ სახემღიერიანი სტიდენტი აბრეშუმის ლენტიანი პენსნეთი. ისიც დასაშვები იყო, რომ ეს საეჭვო ბატონი სულაც არა სწავლობდა მოხოვაიაზე, არამედ უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სატყეო აკადემიაში ანთუ რომელიმე მომიჯნავე ინსტიტუტში, თუმცაღა ქსავერი თეოფილაქტოვიჩი (თავის ყმაწვილ თანაშემწეს გაკირვებული სიხარულით რომ უყურებდა) სრულიად ეთანხმებოდა ფანდორინის ვარაუდს - მოსალოდნელი იყო, რომ “ცეშო მოხრილი”, ისევე, როგორც განსვენებული კოკორინი, უნივერსიტეტში სწავლობდა და სწორედ იურიდიულ ფაკულტეტზე.

პარტიკულარულ (კერძო) სამოსში გამოწყობილი ერასტ პეტროვიჩი კისრისტეხვით ავარდა მთავარი ფასადის გაპრიალებულ თუჯის საფეხურებზე, ჩაუქროლა მწვანე ლივრეიანსა და წვერიან მოსამსახურეს და მოხერხებული პოზიცია დაიკავა ფანჯრის ნახევარწრისებურ ამბრაზურასთან, საიდანაც ჩინებულად ჩანდა ვესტიბული თავისი საგარდერობოთი, ეზოც და ორთავე ფრთაში გასასვლელები. მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა და ყმაწვილკაცის ცხოვრებამ პირდაპირი და ნათელი გზიდან გადაუხვია, უნივერსიტეტის წმინდა და ყვითელ კედლებს ერასტ პეტროიჩი იმ მწუხარების გარეშე უყურებდა, რომ, ხომ შეიძლებოდა აქ ესწალა და ვაირომ ვერ ისწავლა. ჯერ კიდევ არავინ უწყის, რანაირი ცხოვრება უფრო წარმტაცი და საზოგადოებისთვის სასარგებლოა - სტუდენტური ბეჯითი ზეპირობა თუ სამძებრო აგენტის პირქუში ცხოვრება, მეტად საჭირო და სახიფათო საქმე რომ მიჰყავს (კარგი, დავუშვათ, უხიფათო, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და იდუმალი).

ყურადღებამოკრებილი დამკვირვვებლის მხედველობის არეში მოხვედრილი სტუდენტებიდან დაახლოებით ყოველი მეოთხე პენსნეს ატარებდა, ბევრი სწორედ აბრეშუმის ლენტით. დაახლოებით, ყოველ მეხუთეს ფიზიონომიაზე ცოტაოდენი მღიერები ჰქონდა, წელში მოხრილებიც საკმაოდ იყო. მაგრამ ერთ სუბიექტში რომ შეერთებულიყო სამივე სამძებრო გერში - ეს არაფრისდიდებით არა სურდათ თავად გერშებს.

მეორე საათისთვის მოშივებულმა ფანდორინმა ჯიბიდან ძეხვიანი სენდვიჩი ამოიღო და პოსტის მიუტოვებლად მომაგრდა. ამ დროისათვის ერასტ პეტროიჩმა მოასწრო კეტილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება წეროსან მაკარესთან, რომელმაც უბრძანა, მიტრიჩი დაეძახნა და ისიც მოასწრო, რომ “უნივირსიტეტში” ჩაბარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ფასდაუდებელი რჩევაც მიეცა. ფანდორინი, ამ ლაპარაკის მოყვარულ მოხუცს უნივერსიტეტის გერბიან ღილებზე მეოცნებე პროვინციელად რომ წარუდგა, უკვე ფიქრობდა, ვერსია შეეცვალა და პირდაპირ გამოეკითხა მიტრიჩი “ცელში მოხრილისა” და მღიერიანის შესახებ, რომ მეკარე კიდევ ერთხელ დაფაცურდა, თავიდან ფურჟი მოიშვლიპა და კარი გააღო. ამ პროცედურას მიტრიჩი მაშინ ასრულებდა, როცა ვინმე პროფესორი ან მდიდარი სტუდენტი ჩაუვლიდა, რისთვისაც ხან კაპეიკს ჭებულობდა და ზოგჯერ შაურიანსაც კი. ერასტ პეტროვიჩმა გაიხედა და დაინახა, რომ გასასვლელისკენ მიემართება ვიღაც სტუდენტი, ახლახანს რომ მიეღო გარდერობიდან ლომის თათების შესაკრავებიანი მდიდრული ხავერდის ლაბადა. ამ პეწენიკს ცხვირზე პენსნე უბრწყინავდა, შუბლზე კი მღიერები, გნებავთ, “რქები” გამოფიფქვოდა. ზამბარასავით დაიძაბა ფანდორინი, ცდილობდა დაენახნა, წელში მოხრილის კვალობაზე როგორ მოჰყვებოდა სტუდენტი, მაგრამ ლაბადის დაწყევლილი მოსასხამი და აწეული საყელო დიაგნოზის დასმაში უშლიდნენ ხელს.

 - საღამო მშვიდობისა, ნიკოლაი სტეპანიჩ. მეეტლეს ხომ არ დავუძახო? - თავი დაუკრა მეკარემ.

 - მითამ რაო, მიტრიჩ, წვიმამ გადაიღო? - წვრილი ხმით ჰკითხა მღიერინმა, - მაშინ გავივლი, დიდხანს ვიჯექი. - და გამოწვდილ ხელს თეთრ ხელთათმანიანი ორი თითით მონეტა ჩაუგდო.

 - ვინ არის? - უჩურჩულა ერასტ პეტროიჩმა, მიმავალი ფრანტ - კოხტაპრუწას ზურგს დაძაბული რომ მისჩერებოდა, - თითქო მოხრილია, არა?

 - ნიკოლაი სტეპანიჩ ახტირცევი. თავადური სისხლის ერთი უპირველესი მდიდარი, - მოწიწებით გამოუცხადა მიტრიჩმა, - სამშაურინზედ ნაკლებს არ იძლევა.

თითქოსდა ფანდორინი წინათგრძნობამ შუაცეცხლში ისროლა. ახტირცევი! ის ხომ არა, ანდერძში აღმასრულებლად რომ ჩაწერეს!

მიტრიჩი მომდევნო ჩამვლელს, ფიზიკის მასწავლებელს უკრავდა თავს და რომ შემოტრიალდა, სიურპრიზი დაუხვდა: თავაზიანი პროვინციელისთვის თითქოსდა მიწას ექნა პირი და გადაეყლაპნა.

ხავერდის შავი ლაბადა შორიდანვე მოჩანდა და ფანდორინი ეჭვმიტანილს მალევე წამოეწია, მაგრამ დაძახება ვერ გადაწყვიტა: რა უნდა უთხრას ამ ახტირცევს? დავუშვათ, დახლიდარმა კუკინმაც იცნო, შინაბერა პფულმაც (აქ ერასტ პეტროვიჩმა მძიმედ ამოიოხრა, რაკიღა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ გაახსენდა ლიზანკა). მერე ამით რა? განა უკეთესი არ იქნება, რომ უდიადესი ფუშეს - ძიების სწორუპოვარი კორიფეს - მეცნიერების თანახმად, ობიექტს თვალ - ყური ადევნოს?

ითქვა და გაკეთდა კიდეც. მით უფრო, რომ თვალთვალი სულაც არ აღმოჩნდა ძნელი: ახტირცევი აუჩქარებლად და უკანმოუხედავად ტვერსკოის მიმართულებით მიდიოდა, ხამუშ - ხამუშ თვალსაც გაადევნებდა ხოლმე პირისახეზე დახატულ მოდისტკებს. გათამამებული ერასტ პეტროვიჩი რამდენჯერმე მიუახლოვდა და ესმოდა, თუ როგორ უზრუნველად უფშტვენდა სტუდენტი სმიტის არიას “სპარსელი ლამაზმანიდან”. ეტყობა, შეუმდგარი თავის მკვლელი (თუ მართლა ის იყო) ჩინებულ გუნებაზე გახლდათ. კორფის თამბაქოს მაღაზიასთან სტუდენტი შედგა და დიდხანს ათვალიერა ვიტრინაზე მოთავსებული სიგარის კოლოფები, თუმცა შიგნით არ შესულა. ფანდორინს ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ “ობიექტი” დროს წელავს რომელიღაც დანიშნულ საათამდე. ეს რწმენა უფრო განმტკიცდა, როცა ახტირცევმა ოქროს საათი ამოიღო, სახურავი გააწკაპუნა და ოდნავ ფეხგაჩქარებით გასწია ტროტიარის აღმა, თანაც გადავიდა უფრო გადამწყვეტი “ბიჭების ქოროს” შესრულებაზე ახალმოდური ოპერიდან “კარმენ”.

კამერგერსკზე რომ შეუხვია, სტუდენტმა შტვენა შეწყვიტა და ისე მკვირცხლად გასწია, რომ ერასტ პეტროვიჩი იძულებული შეიქმნა, ჩამორჩენოდა - ეს რომ არ ექნა, ძალიან საეჭვოდ გაიხდიდა თავს. საბედნიეროდ, დარზანსის მანდილოსანთა სალონთან არმისულმა “ობიექტმა” ნაბიჯი შეანელა და მალე გაჩერდა კიდეც. ფანდორინი საპირისპირო მხარეს გადავიდა და საფუნთუშის მახლობლად დაიკავა პოსტი, საიდანაც ნამცხვრების სასიამოვნო სურნელება გამოდიოდა.

თხუთმეტი და, შეიძლება, ოცი წუთიც კი, ახტირცევი უფრო და უფრო შესამჩნევ ნერვიულობას ავლენდა და მუხის ჩუქუქრთმებიან კართან მიდი - მოდიოდა, სადაც შედიოდნენ მანდილოსნები და იქიდან ხელის ბიჭებს იმათთვის გამოჰქონდათ რიგიანი შეფუთულები და სხვადასხვა ყუთები. ტროტუარის სისწვრივ ეკიპაჟები იცდიდა, რომელთაგან რამდენიმე ლაკწასმულ კარზე გამოსახული გერბებითაც იყო. სამის ჩვიდმეტ წუთზე (ერასტ პეტროვიჩმა ვიტრინის საათზე შეამჩნივა) სტუდენტი შეკრთა და მაღაზიიდან გამოსული კეთილაღნაგი, ვუალიანი დამისკენ გაეჩქარა. მოიხადა ფურაჟი და რაღაცის ლაპარაკი დაუწყო ხელების ქნევით. მოწყენილი გამომეტყველების ფანდორინმაც გადაკვეთა მოსტოვაია - რა არის, რომ, იქნება იმასაც უნდა დარზანსთან შეიხედოს.

 - ახლა თქვენთვის არა მცალია, - მოესმა წკრიალა ხმა ბანოვანისა, ბოლო პარიზულ მოდაზე რომ ეცვა იისფერი, მუარის ლივლივა კაბა, თავისი შლეიფით, - მერე იყოს. რვა საათზე მოჰბრძანდით, ჩვეულებრივ, და იქ გადაწყდება ყოველისფერი.

და მეტად აღარც კი შეუხედავს აღგზნებული ახტირცევისთვის, ორადგილინი, თავგადახდილი ფაეტონისკენ გაემართა.

 - მაგრამ, ამალია! ამალია კაზიმიროვნა, ნება მიბოძეთ! - შეძახილი გაადენა გულამომჯდარმა სტუდენტმა, - მე გარკეულწილათ პრივატული ახსნა - განმარტების იმედზედ ვიდექი!

 - მერე, მერე! - გადაუგდო დამადლებით ვუალოსანმა, - ახლა მეჩქარება!

მსუბუქმა ქარმა სწორედ ის უწონო ვუალი აჰხადა სახიდან და ერასტ პეტროვიჩი კერპსავით გაქვავდა. ეს ღამეული და მიბნედილი თვალები, ეს მეგვიპტური ოვალი, ეს კაპრიზული კლაკნილები ტუჩებისა უკვე ენახნა, და ასეთ სახეს ერთხელ ნახავ და ვეღარც დაივიწყებ ვერასოდეს. აი, ისიც, იდუმალი “ა. ბ.”, რომელიც იმ ბედნავს კოკორინს უბრძანებდა, სიყვარული არ უვარჰყოვო! საქმე, როგორც ჩანდა, სრულიად სხვა მიმართულების ფიქრებსა და ელფერს იდებდა.

დაბნეული ახტირცევი ტროტუარზე გაქვავდა და თავი მხრებში ჩარგო (წელში მოხრილია, სწორედ, წელში მოხრილი, დარწმუნდა ერასტ პეტროვიჩი), ამასობაში ფაეტონს აუჩქარებლად მიჰყადა მეგვიპტის დედუფალი პეტროვკის მხარეს. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასწრაფოდ და ფანდორინმა განსაჯა, რომ სულ ერთია, სტუდენტი ვეღარსად დაეკარგება და ხელი ჩაიქნია მასზე - წინ გაიქცა, დიმიტროვის კუთხის მიღმა, სადაც მეეტლეებს რიგი მოეწყოთ.

 - პოლიცია, - უჩურჩულა კარტუზიან ქუდში და დაბამბულ ხიფთანში ჩათბილულსა და წათვლემილ ვანკას, - ჩქარა, იმ ეკიპაჟს მიჰყევი! გაინძერი მეთქი! რას ცახცახებ, სრულს გადაგიხდი!

ვანკა შეიმართა, მოჭარბებული გულმოდგინებით დასწვდა სახელურს, აღვირი მოქაჩა, შეუძახა კიდეც და აბრაშა ცხენის ფლოქვები თანმიყოლებით ახმაურდა მოსტოვოის ქვარიყულფენილზე.

კუთხეში, როჟდესტვენსკის გადაკეთაზე ფიცრით დატირთული ფორანი გამოვიდა და მთელი სავალი ნაწილი გადაფარა. უკიდურესად აღელვებული ერასტ პეტროვიჩი წამოხტა, ცერებზე შედგა და გასწრებულ ფაეტონს გააყოლა თვალი. ის მაინც კარგია, რომ დაინახა, თუ როგორ შეუხვია ბოლშაია ლუბიანკაზე.

არა უჭირს რა, ღვთის წყალობა იყოს და, სრეტენკაზე დაეწივნენ ფაეტონს, თანაც დროულად - რადგან იმან ვიწრო, კუზიან შესახვევში დაყვინთა და ბორბლებიც ოღრო - ჩოღროზე ახტუნავდა. ფანდორინმა დაინახა, რომ ფაეტონი უკვე ჩერდება და თავის ვასკა მეეტლეს მხარში უჯიკავა - მიდი, შეუბერეო რა და არ გამცეო. თავად მოსაჩვენებლად შეტრიალდა, მაგრამ თვალის კუთხით ხედავდა, თუ ქვითნაგებ სასიამოვნო სახლთან ჩამომხდარ იისფერ ბანოვანს თავისდაკვრით როგორ ხვდებოდა ვიღაც აყლაყუდა ლივრეიანი. პირველსავე კუთხეში ერასტ პეტროვიჩმა მეეტლე გაუშვა და ყოვლად აუჩქარებლად, თითქო მისეირნობსო, უკუ მიმართულებით გასწია. აი, ის სახლიც - ახლა კარგად შეიძლებოდა მისი დათვალიერება: მეზონინი მწვანე სახურავით, ფანჯრებში ფარდები, მთავარი შესასვლელი წინსაფარი საჩიხით. კარზე სპილენძის დაფა რაღაც არა ჩანს.

სამაგიეროდ, კედელთან მიმდებარე ფარდულში თავისი წინსაფრიანად და დაჭმუჭნული კარტუზის ქუდიანად იჯდა მოწყენილი მეეზოვე. ერასტ პეტროვიჩმაც მისკენ გასწია.

 - ერთი ეს მითხარი, ოქროკაცო, - სიარულიდანვე დაიწყო მან, თანაც ჯიბიდან თავისი უწყების აბაზიანს იღებდა, - ეს ვისი სახლია?

 - ვისიც არი, ცნობილი ამბავია, - პირქუშად მიუგო მეეზოვემ და ინტერესით განაგრძო ფანდორინის თითების მოძრაობის თვალთვალი.

 - აჰა - და, აიღე. ეს რომელი ბანოვანი მოვიდა?

 - ღენერალშა მასლოვას სახლია, მაგრამ ისინი აქ არა ცხოვრობენ, აქირავებენ. ჰოდა, დამქირავნებელი მოვიდა, ქალბატონი ბეჟეცკაია, ამალია კაზიმიროვნა.

 - ვინ არის ამისთანა? - ჩამოჯდა ერასტ პეტროვიჩი, - ანთუ დიდი ხანია აქა ცხოვრობს? და ბევრნი დაიარებიან სტუმრად?

მეეზოვე ბაგემდურიად უცქეროდა, ტუჩებს იკვნეტდა და ეტყობოდა, იმის ჭკუაში რაღაც გაუგებარი სამუშაო სრულდებოდა.

 - იცი, რას გეტყვი, ბატონო, - თქვა მან, წამოდგა და მოულოდნელად ღონივრად ჩაეჭიდა ფანდორინს მკლავში, - ცოტა მოიცადე.

გაძალიანებული ერასტ პეტროვიჩი ფასადამდე გაითრია და ბრინჯაოს ზარის ენას ჩამოჰკრა.

 - რას სჩადი?! - შეეშინდა მაძებარს, განთავისუფლებას რომ ცდილობდა გულმოდგინედ, - მე შენ გაჩვენებ... შენ იცი, ვის ელაპარაკები?

კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა ლივრეიანი ახმახი, უშველებელი ბაკენბარდებითა და კარგად გაპარსული ნიკაპით - ზედ ეტყობოდა, რუსული სისხლის არ უნდა ყოფილიყო.

 - ჰაიდა - აჰა, დაყიალობენ აქა, ამალია კაზიმიროვნას არსებით ინტერესდებიან, - დათაფლული ხმით აბეზღებდა ფლიდი მეეზოვე, - ფულსაც მთავაზობენ - სთ. მაგრამ არ ვიღებსთ. ჰოდა, აი, ჯონ კარლიჩ, ვიფიქრევი...

მსახურთუსუცესმა (ეს, სწორედ მოგახსერნოთ, მართლა მსახუთუხუცესი გახლდათ, რაკი ანღლიელი იყო) დაკავებული მიმოზომა არაფრისმთქმელი, წვნიკი და ჩხვლეტია თვალებით, ხმისამოუღებლად მისცა იუდას ვერცხლის ათშაურიანი და სულ ოდნავ განზე გადგა.

 - აი, აქ კი, კერძოდ, სრული გაუგებრობა გახლავსთ! - ჭკვაზე ვეღარ მოსულიყო ფანდორინი, - It”s riiculous! complt misunrstning! (“ამაზე მეცინება! სრული გაუგებრობა გახლავთ!” - ინგლ.) - ანღლიურზე გადავიდა.

 - როგორ გეკადრებასთ! მოჰბრძანდისთ! მოჰბრძანდისთ! - უკანიდან ბღაოდა მეეზოვე. უფრორე საიმედოობისთვის, მეორე მკლავშიც ჩასჭიდა ფანდორინს ხელი და შიგნით უბიძგა.

ერასტ პეტროვიჩი საკმაოდ ფართო მისაღებში აღმოჩნდა, დათვის ფიტულის პირდაპირ, რომელსაც ხელში ვერცხლის ლანგარი ეჭირა - სავიზიტო ბარათების დასადებად. არასახარბიელო მდგომარებაში ჩავარდნილ და გულატოკებულ რეგისტრატორს ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე მისჩერებოდნენ ბანჯგვლიანი მხეცის მინის თვალები.

 - ვინ ხართ და რატომ? - მოკლედ, ძლიერი აქცენტით შეეკითხა მსახურთუფროსი, იღნორირება უყო ფანდორინის სავსებით რიგიან ანღლიურს.

ერასტ პეტროვიჩი კრინტს არ სძრავდა, თავისი ინკოგნიტოობის გახმაურება არ სურდა.

 - Whats the mett, John?? (“რაშია საქმე, ჯონ?” - ინგლ.) - გაისმა ფანდორინისათვის უკვე ნაცნობი, წკრიალა ხმა. ხალიჩითმოგებულ კიბეზე, რომელიც მეზონინში ადიოდა, დიასახლისი იდგა, შლაპისა და ვუალის მოხსნა უკვე მოესწრო.

 - ოჰო, შავგვრემანი ჭაბუკი, - დამცინავად წარმოთქვა დამამ და ფანდორინს მიუტრიალდა, რომელიც თვალებით სჭამდა, - მე თქვენ კამერგერსკზევე შეგამჩნიეთ. განა შეიძლება უცნობ ბანოვანს ასე მიაშტერდეთ? ისე, მარჯვე კია, ვერაფერს იტყვი! დამედევნა ბიჭი! სტუდენტი ხართ თუ ისე, უსაქმური?

 - ფანდორინი, ერასტ პეტროვიჩი, - წარუდგა ესეც, აღარ იცოდა, მერე რა ეთქვა, მაგრამ კლეოპატრამ, ეტყობა, უკვე მოასწრო და თავისებურად ახსნა მისი გამოჩენა.

 - მიყვარს მამაცები, - ნატიფ პირისახეზე გამოუცნობი სიცილი მოუვიდა, - განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ასეთი კარგები არიან. მაგრამ თვალთვალი ლამაზი არ არის. თუკი ჩემი არსება თქვენთვის აგრერიგად საინტერესოა, საღამოს მეწვიეთ - ვინ აღარ დაიარება ჩემთან. თქვენ იქ სავსებით დაიკმაყოფილებთ აფორიაქებულ ცნობისმოყვარეობას. და ფრაკი ჩაიცვით, ჩემთან თავისუფალი მოქცევა კია, მაგრამ ის მამაკაცები, ვინც აფიცრები არ არიან, ყოველმიზეზგარეშე, ფრაკებში უნდა იყვნენ - ეგეთი კანონია.

საღამოს ერასტ პეტროვიჩი სრულ აღჭურვილობაში იყო. სწორედ მოგახსენოთ, მამისეული ფრაკი მხრებში განიერი აღმოჩნდა, მაგრამ შეთავსებით დიდებულმა მკერავმა აგრაფინა კონდრატიევამ, საგუბერნიო მდივანმა, ვის ოთახშიც ფანდორინი იდგა, გული - ქინძისთავები დაუმაგრა ნაკერების გაყოლებაზე და რიგიანად გამოვიდა - განსაკუთრებით, თუკი არ შეიკრავდა. ვრცელი გარდერობი, სადაც ჯერ მარტო თეთრი ხელთათმანები ხუთი წყვილი დაიძებნებოდა, ერთადერთი მონაპოვარი იყო, შვილს რომ უანდერძა ბანკების უიღბლო მეპაიემ. ჩინებულად გამოიყურებოდა ბურგესის აბრეშუმის ჟილეტი და პირონეს ლაკის ფეხსაცმელი. არც ბალანის თითქმის ახალი ცილინდრი გახლდათ ურიგო, ერთი ეს იყო, თვალებამდე იცოდა ჩამოფხატვა. არა უჭირს რა, ლაქიას მისცემ შესასვლელში და მაგით დამთავრდება. ერასტ პეტროვიჩმა ტროსტის წაღება გადიფიქრა - მაინც - და - მაინც კარგ ტონად არ ითვლება. თავის ბნელ მისაღებში, დაბზარულ - დაკენკილი სარკის წინ დატრიალდა და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით წელით, რომელიც სათანადოდ ეჭირა უმკაცრეს “ლორდ ბაირონს”. ჟილეტის ჯიბაკში ვერცხლის რუბლი ედო, ქსაერი თეოფილაქტოვიჩისგან თაიგულისთის მითავაზებული (“რიგიანი, მაგრამ ყოყოჩობის გარეშე”). ამ რუბლისა საყოყოჩო რა უნდა მომივიდეს, ამოიოხრა ფანდორინმა და გადაწყვიტა საკუთარი ათშაურიანიც ზედ წაემატებინა - მაშინ საკმარისი იქნება პარმის იებისთვის.

ამ თაიგულისთვის მეეტლის გაწირვა მოუწია და ეშმაკუნა კლეოპატრასთან (ეს მეტსახელი ყველაზე უკეთ ერგებოდა ამალია კაზიმიროვნა ბეჟეცკაიას) ერასტ პეტროვიჩმა საათის ცხრის რუპზეღა, ანუ მეოთხედზე მიაღწია.

სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. მოახლის მიერ შეშვებულმა მწერალ - მწარმოებელმა მისაღებშივე გაიგონა მამაკაცთა საუბრების თავისებური ბუბუნი, მაგრამ შიგა - და - შიგ ისმოდა ი მ ი ს ი ნარნარა ხმაც, ვერცხლისა და ბროლისა, ჯადოსნური. ოდნავ შეყოვნდა დირეზე, ძალა მოიკრიბა და შევიდა ერთგვარად მოშვებული, რითაც იმედი ჰქონდა, რომ გამოცდილი და მაღალ საზოგადოებაში მიღებული კაცის შთაბეჭდილებას მოახდენდა. ამაოდ გაისარჯა - შემოსულისთვის არავის მიუქცევნია ყურადღება.

ფანდორინმა დაინახა დარბაზი - მოხერხებული ტარსიკონის ტახტებით, ხავერდის სკამებით, დახვეწილი მაგიდებით - ყოველისფერი სტილშია და მოდურიც არის. შუაში გაფენილ ვეფხვის ტყავზე, ესპანურად გამოწყობილი დიასახლისი იდგა - წითელ კაბაში, კორსაჟით და ალისფერი კამელიით თმაში. ძალიან ქალი კი გამოდგა და ერასტ პეტროვიჩს გულმა ტოკვა დაუწყო და მკლავმა კიდევ თრთოლვა. სტუმრები მყისვე არ შეუთვალიერებია, მხოლოდ შეამჩნია, რომ მარტოოდენ მამაკაცები არიან, და ახტირცევიც აქ არის, მოშორებით ჩამომჯდარა და რაღაცა ფერი - ფური გადასდის.

 - აი, კიდევ ერთი სულთქმა - უში, - წარმოთქვა ბეჟეცკაიამ და სიცილმოსულმა გახედა ფანდორინს, - ახლა უკვე ზუსტად ეშმაკის დუჟინია. ყველას ვერ წარმოგიდგენთ, დიდხანს მოგვიწევს, საკუთარი თავი დაასახელეთ. მახსოვს, რომ სტუდენტი ხართ, მაგრამ თქვენი გვარი დამავიწყდა.

 - ფანდორინი, - მოღალატურად აკანკალებული ხმით წამოიკნავლა ერასტ პეტროვიჩმა და კიდევ გაიმეორა, უფრო მტიცედ, - ფანდორინი.

უველა მისკენ შემოტრიალდა, თუმცა სულ ოდნავ, როგორც ჩანდა, ახალმოსულმა ყმაწვილმა ისინი არ დააინტერესა. ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ამ საზოგადოებაში ინტერესთა გულისგული მხოლოდ ერთია. სტუმრები ერთმანეთში თითქმის არ ბაასობდნენ, მხოლოდ დიასახლისს მიმართავდნენ და ყველანი, თვით მედიდური სანახაობის მოხუციც კი, ბრილიანტის ვარსკვლავით, ერთსა და იმავესკენ მიილტვოდნენ - ბანოვანის ყურადღება მიეპყროთ და თუნდაც წუთით ჩაექროთ დანარჩენები. ამათგან განსხვავებით მარტოოდენ ორს ეჭირა თავი - მდუმარე ახტირცევს, მოურლელად რომ წრუპავდა ბოკალიდან შამპანურს და ჰუსართა აფიცერს, პატარა, გაბრწყინებული, ოდნავ გადმოკარკლული, მოთარეშე თვალებითა და, თეთრკბილებიანი და შავულვაშებიანი ღიმილით. ეს, ეტყობა, გვარიანად მოწყენილი იყო და ამალია კაზიმიროვნას თითქმის არ უყურებდა, მხოლოდ დანარჩენ სტუმრებს ათვალიერებდა დაუფარავი დამცინაობით. ხოლო კლეოპატრა ამ თავხედს სხვებისაგან განარჩევდა, უბრალოდ “იპოლიტს” ეძახდა და ერთი - ორჯერ იმისკენ ისეთი თვალთა ისრები სტყორცნა, რომ ერასტ პეტროვიჩს სევდიანად აუწუწნდა გული.

ის მოულოდნელად წამოხტა. რომელიღაც მწყობრად აკრეფილმა ბატონმა კისერზე თეთრი ჯვრით პაუზით ისარგებლა და ახლახანს თქვა:

 - აი, ამალია კაზიმიროვნა, თქვენ ამასწინათ კოკორინზედ კი აღგვიკძალეთ ენის ჭარტალი, მაგრამ მე ერთი ისეთი რაღაცა საინტერესო გავიგე.

მიღებული ეფექტით კმაყოფილლი მთქმელი გაჩუმდა - ყვველა მისკენ მიტრიალდა.

 - ჰოდა, გული ნუ გაგვიწვრილეთ, ანტონ ივანოვიჩ, სთქვით, - ვეღარ მოითმონა ციცაბოშუბლიანმა სქელუამ, კაი გამოქექილი ადვოკატის სანახაობის პატრონმა.

 - ჰო, ჰო, სული ნუ ამოგვხადეთ, - აიტაცეს დანარჩენებმაც.

 - ისე, ალაოზე კი არ დაიხალა, “ამერიკული რულეტი” ითამაშა. ღენერალ - ღუბერნატორის კანცელარიაშიდ მიჩურჩულეს, - დიდმნიშვნელოვნად თქვა გამოქექილმა, - იცით, ეს რა არის?

 - ცნობილი ამბავია, - მხრები მოიმარჯვა იპოლიტმა და გაათამაშა, - აიღებ რევოლვერს, ჩადებ ვაზნას. სისულელეა, მაგრამ აგანთებს. საწყენია, რომ ჩვენებმა კი არა, ამერილელებმა მოიფიქრეს.

 - და აქ რულეტი რა შუაშია, გრაფ? - ვერ მიხვდა ვარსკვლავიანო მოხუცი.

 - კენტი თუ წყვილი, წითელი თუ შავი, მხოლოდ ზერო არ გამოდგეს! - წამოიძახა ახტირცევმა და არაბუნებრივად გადიხარხარა, თან გამომწვევად უყურებდა ამალია კაზიმიროვნას (ასე მოეჩვენა ფანდორინს).

 - მე გაგაფრთხილეთ: ამაზე ვინც იყბედებს, აქედან მივაბრძანებ! - დიასახლისი სულაც არ ხუმრობდა, - და სახლიდანაც დავითხოვ ერთხელ და სამუდამოდ! იპოვეს საჭორაო თემა!

არღუმენტებდარღვეული სიჩუმე ჩამოვარდა.

 - თუმცა ჩემს დათხოვნას ვერ გაჰბედავთ სახლიდან, - იგივ მოურიდებელი ტონით გამოაცხადა ახტირცევმა, - მე მგონი, დავიმსახურე, ვილაპარაკო ყოველისფერი, რასაც კი ვჰფიქრობ.

 - რით დაიმსახურეთ, ნება მიბოძეთ, მეც შევიტყო? - ჩაერია წამოწითლებული კაპიტანი გვარდიელის მუნდირში.

 - იმით, რომ თავზე ხელი გადაუსვეს ამ ძუძუმწოვარას, - საქმე სკანდალისკენ შეატრიალა იპოლიტმა, ვისაც მოხუცმა “გრაფი” უწოდა. - ნება მომეცით, მელიე, გარეთ გავუშვა, გულის გასადრილებლად.

 - როცა თქვენი გამოსარჩლება დამჭირდება, იპოლიტ ალექსანდროვიჩ, ამას დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ, - შხამიანად მიუგო კლეოპატრამ და კონფრონტაცია ჩანასახშივე იქნა ჩახშობილი. - მოდით, იცით, რა ვქნათ, ბატონებო? რაკიღა ჭკუის გამახალისებელ სჯა - ბაასს თქვენგან არ უნდა ველოდე, ისევ ფანტა ვითამაშოთ. ამასწინათ თავშესაქცევად გამოვიდა - ფლორ ლუკიჩმა ხომ წააგო და ყვავილებს რომ იხატავდა, მთელი თითები სულ ნემსით დაიჩხვლიტა!

ყველამ მხიარულად გაიცინა, გარდა მრგვლად თმაშემოკვერცხილი, წვერიანი ბატონისა, საკმაოდ ტლანქად რომ ადგა ფრაკი.

 - წინეთ ისიც გამოვიდა, ჩვენო ძვირფასო ამალია კაზიმიროვნა, რომ საწყალი ვაჭრით შეიქციეთ თავი. ეგრეც მოუხდება ჩემისთანა სულელს, - მორჩილად თქვა მან, “ულ” - ს დააწვა განსაკუთრებით, - მაგრამ პატიოსანი ვაჭრობისას ვალი მხოლოთ გადახდით მშვენიერდება. ამას წინეთ ხომ ჩვენ ვრისკავდით თქვენს წინაშე, აი, ახლა კი, ურიგო არ იქნებოდა, თქვენც გაგერისკათ.

 - მართალია, ხომ იცით, კომერციის მრჩეველი! - წამოიძახა ადვოკატმა, - ცარიელი ჭკვაა! მოდით, ახლა ამალია კაზიმირონამ გამოავლინოს სიმამაცე. ბატონებო, მე გთავაზობთ! ჩვენიდან ის, ვინც ფანტას ამოიღებს, მოსთხოვს ჩვენ სხივთამფენს... ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებულს.

 - სწორია! ბრავო! - გაისმა ყველა მხრიდან.

 - აჯანყებაა? პუგაჩოვშინა? - სიცილი მოუვიდა თვალთა დამავსებელ დიასახლისს, - რა გინდათ ჩემგან?

 - მე ვიტყვი! - გამოცოცხლდა ახტირცევი, - გულახდილი პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზედ. ეშმაკობა არ იყოს, კატა-თაგვობანა არ ითამაშოთ. და უშუალოდ, პირისპირ გვიპასუხეთ.

 - რატომ პირისპირ? - გააპროტესტა კაპიტანმა, - ყველას აინტერესებს მოსმენა.

 - სადაც ყველაა, იქ გულახდილად არ გამოდის, - თვალები ააელვარა ბეჟეცკაიამ, - კეთილი, თქვენი ეშმაკი დიდი იყოს, გულახდილად ვითამაშოთ. მაგრამ არ შეეშინდება იმ ბედნიერს ჩემგან სიმართლის გაგება? სიმართლე ხომ უგემურიც შეიძლება გამოდგეს.

გრაფმა ნამდვილ პარიზულ მანერაზე მოიჩლიქა ენა და დაცინვით ჩაურთო:

 - ჟ”ენ აი ლე ფრისსონ ქუე დ”ყ პენსერ (“მხოლოდ აზრის გავლებისასაც კი ვკანკალებ” - ფრანც.) და მართლაც, ბატონებო. ვის რაში სჭირდება ამისთანა რამე? უკეტესი არ იქნება, ამერიკული რულეტი ვითამაშოთ? როგორ, ცდუნებაში მაინც არ მოდიხართ?

 - იპოლიტ, მე მგონი, გაგაფრთხილე! - გრაფისკენ მეხი გასტყორცნა ღმერთქალმა, - აღარ გავიმეორებ! იმაზე სიტყვა არ დაძრა!

იპოლიტი მყისვე გაჩუმდა და ხელებიც დაუშვა - ჰაიდა-აჰა, თევზივით მუნჯი ვარო.

ამასობაში ცქაფი კაპიტანი ფურაჟ-ქუდში აგროვებდა ფანტებს. ერასტ პეტროვიჩმა მამისეული ცხვირსახოცი ჩააგდო მონოგრამით “პ. ფ.”.

ფანტების ამოღება მიანდეს მწყობრად აკრეფილ ანტონ ივანოვიჩს.

ხოლოთუ ამ უკანასკნელმა ფურაჟიდან თავისივე ჩადებული სიგარა ამოიღო და მოკლედ ჰკითხა:

 - ამ ფანტას რა?

 - ბუს კვერცხები! - მიუგო კედლისკენ შებრუნებულმა კლეოპატრამ და ყველამ გადიხარხარა, თავად აკრეფილის გარდა.

 - ამას? - განურჩევლად ამოიღო ანტონ ივანოვიჩმა კაპიტნის მოვერცხლილი ფანქარი.

 - შარშანდელი თოვლი.

შემდეგ მოჰყვა საათი - მედალიონი (“თევზის ყურები”), სათამაშო კარტი (“Fms conolncs” (“თანავუგრძნობ” - ფრანც.), ფოსფორიანი ასანთი (“კუტუზოვის მარჯვენა თვალი”), ქარვის მუნდშტუკი (“ამაო ფუსფუსი”), ასრუბლიანი ასიღნაცია (“სამჯერ არაფერი”), კუს სავარცხერლი (“ოთხჯერ არაფერი”), ყურძნის მარცვალი (“ორესტ კირილოვიჩის ხშირი თმა” - გადაბმული სიცილი სრულიად უთმო, საღილეში ვლადიმირის ორდენიანი ბატონის მისამართით), მიხაკი (“ამას - არასოდეს და არაფრის გულისთვის”). ფურაჟში სულ ორი ფანტა დარჩა - ერასტ პეტროვიჩის ცხვირსახოცი და ახტირცევის თვლიანი ბეჭედი. როცა გამომცხადებლის თითებში ძვირფასი თვლების ნაპერწკლებმა გაიელვა, სტუდენტი წინ წამოიწია და ფანდორინმა დაინახა, თუ როგოგრ დაასხდა მღიერიან შუბლზე ოფლის წვეთები.

 - ამას რაღა მივსცეთ? - გაწელა ამალია კაზიმიროვნამ, ეტყობა, მოსწყინდა საზოგადოების გართობა. ახტირცევი წამოხტა, არა სჯეროდა თავისი იღბლისა, ცხვირიდან პენსნე ჩამოუვარდა, - არა, სჯობს, ამას კი არა, ბოლოს, - დაასრულა მწვალებელმა.

ყველა ერასტ პეტროვიჩისკენ შებრუნდა, პირველად შეათვალიერეს სერიოზულად. ის კი ბოლო რამდენიმე წუთი, შანსების მომატების კვალობაზე, გამალებული ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო გამარჯვების შემთხვევაში. ჰოდა, ეჭვებიც გამართლდა. ალბათ, ბედია.

ამ დროს მასთან ადგილიდან მომწყდარმა ახტირცევმა მიირბინა და გულ-აღტყინებულმა უჩურჩულა:

 - დამითმეთ, გემუდარებით. თქვენ რა... თქვენ აქ პირველად ხართ, მე კი ბედიწერად გადამექცა... მომყიდეთ, ბოლოს-და-ბოლოს. რამდენია საჭირო? გნებავთ ხუთასი, ათასი, ჰა? უფრო მეტი?

თავისთვისაც საკვირვო, უყოყმანო სიმშვიდით ერასტ პეტროვიჩმა მოჩურჩულე მოიშორა, წამოდგა, დიასახლისს მიუახლოვდა და თავისდაკვრით ჰკითხა:

 - საით მიბრძანებთ?

ის მხიარული ცნობისწადილით უცქერდა ფანდორინს. ამ დაჟინებულმა მზერამ თავბრუ დაახვია.

 - აგერ, თუნდაც, იმ კუთხეში. თქვენ იმისთანა მამაცი ხართ, სხვაგან განმარტოებას მოვერიდები.

დანარჩენ მამაკაცთა დამცინავ ხორხოცს ყური არ ათხოვა, ერასტ პეტროვიჩი დარბაზის შორეულ კუთხეში გაჰყვა დიასახლისს და გაყოფილზურგიან ტახტზე დაეშვა. ამალია კაზიმიროვნამ დარდიმოსწი ჩაარჭო მუნდშტუკში, კელაპტრიდან მოუკიდა და ტკბილად მოქაჩა.

 - რამდენი შემოგთავაზათ ნიკოლაი სტეპანიჩმა ჩემში? მე ხომ ვიცი, რასაც გეჩურჩულებოდათ.

 - ათასი რუბლი, - პატიოსნად მიუგო ფანდორინმა, - მეტსაც მთავაზობდა.

კლეოპატრას აქატის თვალებმა ბოროტად გაიკვესა:

 - ოჰო, ვეღარ მოუთმენია. თქვენ რა, მილიონერი ხართ?

 - არა, მდიდარი არ გახლავართ, - თავმდაბლად წარმოსთქვა ერასტ პეტროვიჩმა, - მაგრამ იღბლით ვაჭრობას დამამცირებლად მივიჩნევ!

სტუმრებს მოსწყინდათ მათი ბაასის დაყურადება - მაინც არა ისმოდა რა, - და ბოლუქ-ბოლუქად მდგარნი თავიანთთვის მასლაათობდნენ, თუმცა თითოეული, მითამ აქ არაფერიაო, მაინც გააპარებდა ხოლმე ქურდულ მზერას შორეულ კუთხეში.

ხოლოთუ კლეოპატრა დაუფარავის დაცინვით შეისწავლიდა თავის მოკლევადიან მბრძანებელს.

 - რისი კითხვა გჰსურთ?

ერასტ პეტროვიჩი ჭოჭმანობდა.

 - პასუხი პატიოსანი იქნება? ალალი?

 - პატიოსნება პატიოსნებს დაუტოვეთ, ხოლოთუ ჩვენს თამაშობებში პატიოსნება ცოტა გახლავსთ, - ძლივს დამორჩილებული სიმწრის ტანხლებით გაიცინა ბეჟეცკაიამ, - მაგრამ გულახდილობას გპირდებით. მხოლოდ, არ გამაწბილოთ და რაიმე ყეყჩობა არ შემეკითხოთ. მე თქვენ საინტერესო ეგზრმპლიარად შემიგულებიხართ. და ფანდორინი საკუთარი თავის წყევლით (გამბედაობისთვის) შეტევაზე გადავიდა.

 - თქვენთვის რა არის ცნობილი პეტრე ალექსანდროვიჩ კოკორინის სიკვდილის გარემოებების შესახებ?

დიასახლისს არ შეშინებია, არც კი შერხეულა, მაგრამ ერასტ პეტროვიჩს მოეჩვენა, რომ თითქო თვალები ოდნავ მოეწკურა.

 - სარაოდ გაინტერესებთ?

 - მერე აგიხსნით. ჯერ მიპასუხეთ.

 - მაშინ, გეტყვით. კოკორინი ერთმა სასტიკმა ბანივანმა მოჰკლა. - ბეჟეცკაიამ წამით გახსნა სქელი, ხშირი წამწამები და იმათ ქვემოდან სწრაფი, ხმლის დარტყმასავით მზერით დაწვა. - და ამ ბანოვანს “სიყვარული” ჰქვიან.

 - სიყვარული თქვენდამი? ის ხომ აქ იარებოდა?

 - დიაღ. ჩემს გარდა აქ, ჩემის აზრით, შესაყვარებრელი არც არავინაა, რაღა თქმა უნდა, თუკი ორესტ კირილოვიჩს არ ვიგულისხმებთ. - სიცილი მოუვიდა პირისახეზე.

 - ყველა - ყველა და, თქვენ კოკორინი იოტისოდენადაც არ გაცოდებათ? - ასეთმა გულქვაობამ გააოცა ფანდორინი.

მეგვიპტელმა დედუფალმა გულგრილად აიჭიმა მხრები:

 - ყველა საკუთარი ბედის გამგებელია. მაგრამ ხომ არ ვიკმაროთ შეკითხვები?

 - ჯერ არა! - ერასტ პეტროვიჩი აჩქარდა, - რა კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან ახტირცევს? და რას მიგვანიშნებს ლედი ესტერზე გაცემული ანდერძი?

საზოგადოების ხმათა გუგუნმა მოიმატა და ფანდორინი წყენით შემოტრიალდა.

 - ახხ, ჩემი ტონი არ მოგწონთ? - იპოლიტი ჭექა - ქუხილისებური ღრიალით ავიწროვებდა არაფხიზელ ახტირცევს. - აი, ეს კი მოგეწონება, შე ბუკნაჭოვ შენა? - და ხელისგულით თითქო ძალიანაც არ უბიძგია სტუდენტისთვის, მაგრამ სახედაკარგული ახტირცევი სავარძლისკენ გაფრინდა, შიგ მოადინა ზღართანი და იქვე დარჩა თვალების დაბნეული ცეცებით.

 - ნება მომეცით, გრაფ. ასე როგორ შეიძლება! - წინ გაუხტა ერასტ პეტროვიჩი, - თქვემ თუ ღონიერი ჰბრძანდებით, ეს სულაც არ გაძლევთ უფლებას...

თუმცა მისი წყვეტილი ლაპარაკი, რაზედაც გრაფმა ოდნავ შეხედა, ჩაახშო დიასახლისის ზარივით წკრიალა ხმამ:

 - იპოლიტ, გაეთრიე! და შენი ფეხი აღარ ვნახო აქ, სანამ არ გამოფხიზლდები!

გრაფი წყევლა - კრულვით წაგრუხუნდა გასასვლელისკენ. სხვა სტუმრები ინტერესით ათვალიერებდნენ მოღვენთილ ახტირცევს. მთლად რომ გასაცოდავებულიყო და ოდნავადაც არ ცდილობდა წამოდგომას.

 - ამათგან მარტო თქვენღა მიაგავხართ ადამიანს, - დერეფნისკენ მიმავალმა ამელია კაზიმირონამ ასე უჩურჩულა ფანდორინს. - წაიყვანეთ, და არ მიატოვოთ.

თითქმის მაშინათვე გამოჩნდა ახმახი ჯონი, თავისი ლივრეა უკვე შავ სერთუკზე და გახამებულ გულისპირზე შეეცვვალა, კარამდე მიიყვანა სტუდენტი და თავზე ცილინდრი ჩამოაფხატა. ბეჟეცკაია გამოსასალმებლად არ გამოსულა და როგორც კი შეხედა მსახუთუფროსის კუშტ სახეს, ერასტ პეტროვიჩმა უმალ იაზრა, რომ უნდა წასულიყო.

 

 

 

მეხუთე თავი, სადაც გმირს სერიოზული უსიამოვნებები ჩასდარაჯებიან.

 

თავისი თავი ქუჩაში რომ ჰნახა და სუფთა ჰაერი ჩაყლაპა, ახტირცევი ცოტაზე გამოცოცხლდა - ფეხზედაც მყარად იდგა, არ ბარგანაობდა და ერასტ პეტროვიჩმა შესაძლებლად ჩათვალა, ხელმკლავით აღარ სჭეროდა.

 - სრეტენკამდე გავიაროთ, - თქვა ფანდორინმა, - იქ კი ეტლზე დაგსვამთ. სახლამდე შორი გზა გაქვთ?

 - სახლამდინ? - ნავთის ფარნის უთანაბრო შუქზე ნიღაბივით სჩანდა სტუდენტის ფერწასული პირისახე, - არა, სახლში არაფრისდიდებით! წამო, საითმე გავწიოთ, ჰა? თქვენთან სჯა - ბაასი მომწყურდა. თქვენ ხომ ჰნახეთ... რას მიშვრებიან. თქენ რა გქვიანთ? ფანდორინი კი მახსოვს, სასაცილო გვარია. მე ახტირცევი გახლავარსთ. ნიკოლაი ახტირცევი.

ერასტ პეტროვიჩმა მსუბუქად დაუკრა თავი, რაკიღა მეტად რთული ზნეობრივი საკითხის გადაწყვეტილებაში შესულიყო: ნუთუ რიგიანი იქნება, რომ ახტირცევის მოფამფალებული მდგომარეობით ვისარგებლო და აუცილებელი საგამომძიებლო გერშები და ნიშნები გამოვსტყუო, თანაც ეტყობა, ეს “ცელში მოხრილი” ყოჩაღი თავადაც არ არის გულახდილობის წინააღმდეგი.

გადასწყვიტა, რომ, არა უჭირს რა, შეიძლება. ძაან აიყვანა მაძებრულმა აზარტმა.

 - აქ ახლოს “კრიმია”, - უცბად მოისაზრა ახტირცევმა, - ბორბლიანი არაფერი გვინდა, ფეხითაც მალე მივალთ. ეგეც “მღვიმე” გახლავსთ, მაგრამ ღვინო უვარგათ. წავიდეთ რა, მე გეპატიჟებით.

ფანდორინი დიდ ყოყმანში აღარ შესულა და ორთავემ მძიმე - მძიმედ (სტუდენტი მაინც მსუბუქად ქანაობდა) იქითკენ გასწიეს, საითაც სრეტენკის შუქები ბრდღვიალებდა შორიდან.

 - ფანდორინ, თქვენ მე, ეტყობა, ლაჩრად მსთვლით? - ოდნავ დაბმული ენით უთხრა ახტირცევმა, - რახან გრაფი არ გავიწვიე, წყენა გადავყლაპე და თავიც მოიმთვრალუნე? მე მშიშარა როდი გახლავარსთ. მე თქვენ, შესაძლოა, ისეთი რაღაც გიამბოთ, რომ თავადვე დარწმუნდეთ... განზრახ წამოვიდა პროვოკაციაზედ. ეს იმ ქალბატონმა დაარიგა წინდაწინ, რათა ჩემგან დაეღწია თავი და ვალი აღარ დაებრუნებინა... ოჰ, ეს რა ქალია, თქვემ ხომ არ იცით!.. და ზუროვს რაღა კაცი მოუკლავს და რაღა ბუზი გაუსრისავს. ეგ ხომ ყოველ დილით პისტოლეტიდან სროლაში ვარჯიშობს. ამბობენ, ოცი ნაბიჯიდამ ტყვიას შაურიანში არტყამსო. განა ეს დუელი იქნებოდა? ის ხომ არაფერს რისკავს. ეს მკვლელობა გახლავსთ, მხოლოდ ლამაზი სახელი ჰქიან. და რაც მთავარია, არაფერიც არ მოუვა, გამოძვრება. ჯერ არ გამომძვრალა თუ რა? დავუშვათ, საზღვარგარეთ გასწევს სასეირნოდ. მე კი დღეის ამას იქით სიცოცხლე მწურიან, მე ეს დავიმსახურე.

სრეტენკიდან სხვა შესახვევში შეუხვიეს, თითქო უჩინარში, მაგრამ მაინც უკვე ნავთის კი არა, გაზის ფანარებიანში და წინ წამოიმართა სამსართულიანი სახლი გაბრდღვიალებული ფანჯრებით. როგორც ჩანს, ეს არის “კრიმი”, გულის ჩაკვდომით გაიფიქრა ერასტ პეტროვიჩმა, ბევრი სმენოდა მთელ მოსკოში სახელგანთმულ ამ დროის სატარებელ ალაგზე.

ლამპებით გაჩირაღდნებულ, ფართო პარმაღზე არავინ გამოეგებათ. ახტირცევმა შეჩვეული ჟესტით უბიძგა მაღალ, მოჩუქურთმებულ კარს, ისიც ადვილად დაჰყვა და ჯერ სამზარეულოს და სპირტიანის სურნელებით გაზავებული სითბო შემოეგებათ, მერე სტუმართა ხმაური და ვიოლინოების მოწუწუნე მოთქმა.

გარდერობში ცილინდრები დატოვეს და ყმაწვილები ერთ მეტად მკვირცხლ, წითელპერანგა პატარკაცს ჩაუვარდნენ ხელში, რომელმაც ახტირეცევს “ბრწყინვალებით” მიმართა და დაპირდა ყველაზე საუკეთესო, საგანგებოდ შემონახულ სტოლს.

ეს მაგიდა კედელთან აღმოჩნდა და, ღმერთსა მადლი, სცენიდან მოშორებით, სადაც მობჟღრიალე დაირებით ციგნების ხორო გაჰკივოდა და თანაც ტანციობდა კიდეც.

ერასტ პეტროვიჩი, რომელიც პირველად მოხვედრილიყო ნამდვილ უწმაწურ, გარყვნილ “მღვიმეში”, აქეთ - იქით მიმოიხედებოდა. საზოგადოება აქ მეტად ჭრელი გახლდათ, მადრამ ფხიზლები, ეტყობა, სრულიად არ შეიმჩნეოდნენ. ამას ყოველისფერს ტონს აძლევდნენ ვაჭრები და ბირჟის კაცები შუაზედ გაყოფილი, პომადა წასმული თმებით - განა ცნობილი არ არის, ეხლა ფული ვის ხელში სტრიალებს? მაგრამ იყვნენ ბატონკაცური სანახაობის პერსონებიც, საიდანღაც ფლიგელ - ადიუტანტის სამხრედან ვენზელმაც გაიბრჭყვიალა ოქროფერად. მაგრამ კოლეგიის რეგისტრატორის ცხოველი ინტერესი იმ ქალებმა გამოიწვიეს, პირველივე ჟესტზე ნებისმიერ სტოლს რომ მიუსხდებოდნენ ხოლმე. იმათ ისეთი დეკოლტეები ჰქონდათ, რომ ერასტ პეტროვიჩი გაწითლდა, ხოლო იუბკები ისეთი ზომისა ეცვათ, რომ დაჯდომისას უსირცხვილოდ მოუჩანდათ აჟურულს, ნაჭვრეტებიანს ჩულქებში გამოყვანილი მრგვალი მუხლისთავები.

 - მითამ რაო, ქალებს მივაშრტერდით? - ჩაიცინა ახტირცევმა, ოფიციანტს ღვინო და რაიმე ცხელი რომ შეუკვეთა, - აი, მე კი ამალიას იქით მდედრობითი სქესის არსებებადაც აღარ მიმაჩნია არავინ. რამდენის წლისა ხართ, ფანდორინ?

 - ოცდაერთისა, - მიუგო ერასტ პეტროვიჩმა და თან წელიწადიც წაიმატა.

 - მე კი ოცდასამისა და ბევრის ნახვაც მოვასწარი. თვალებს ნუ უჭყიტავთ მაგ უნამუსოებს, არც ფულად ჰღირან და არცა დროდ. თან მერე გეზიზღება. თუ შეიყვარებ, დედუფალი უნდა შეიყვარო! თუმცა, მითამ რას გიხსნით... თქვენ ხონ ცუდუბრალოდ არ გამოჩნდებოდით ამალიასთან? მოგაჯადოვათ, განა? კოლეკციის შეკრეფა უყვარს და ეკსპონატების მეყვსეულ განახლებაზედაც ჰზრუნავს. როგორც ოპერეტაში იმღერება, ll n pns qu xcitr ls homms. (“ის მარტო კაცებს ახვევს თავრეტსა” - ფრანც.)... მაგრამ ყოველისფერს თავისი ფასი აქვს, მე კი ჩემი ფასი გადავიხადე. გნებავსთ, ერთი ისტორია გიამბოთ? რაღაც მომეწონეთ კიდეც, ძაან კარგად სდუმხართ. თქვენთვის სასარგებლო იქნება, უწყოდეთ, თუ ეს როგორი ბუნების ქალია. შესაძლოა, ჭკუაზედაც მოხვიდეთ, სანამ ჩემსავით ჩაუთრევიხართ. თუ უკვე ჩაგითრიათ, ჰა, ფანდორინ? მაშ, აბა - და, იქ, ცალკე რაზედ ეჩურჩულებოდით?

ერასტ პეტროვიჩმა თავი ისე დაიჭირა, მითამ ვერა გაიგო რა.

 - მაშინ მისმინეთ, - თხრობას შეუდგა ახტირცევი. - აი, თქვენ წეღან ჩემს ქალაჩუნობაზედ მოგქონდათ იჭვი, რაკი იპოლიტი გავუშვი და ორთაბრძოლაში არ გავიწვიე. მე კი იმისთანა დუელი მქონდა, რომ ემაგ თქვენს იპოლიტს არც დასიზმრებია. გაიგეთ, როგორ ჰბრძანა ქალბატონმა, კოკორინის გამო კრინტი არ დაგვეძრა? აბა, რა? მაგის ნამუსზედ გახლავსთ იმისი სისხლი, მაგის ნამუსზედ. და, ჩემსაზედაც, რა საკვირველია. მხოლოდ, ჩემი ცოდვა სასიკვდილო შიშით გამოვისყიდე. კოკორინი ჩემი კურსელი იყო, ისიც ამალიასთან იარებოდა. ადრე ვმეგობრობდით კიდეც, მაგრამ მაგის გულისთვის მტრები გავხდით. კოკორინი ჩემზე უფრო მოურიდებელი, თამამი იყო, პირისახეზედ გაცილებით სანდომიანი, მაგრამ  enter nous (“ჩვენს შორის დარჩეს” - ფრანც.), ვაჭარი სულ ვაჭრად დარჩება, პლებეი კაცად, რაც გინდა უნივერსიტეტში ასწავლე. ამალიამ ჩვენით კარგად იჯერა გული - ხან ერთს დაიახლოვებს, ხანაც მეორეს. “ნიკოლას” გეძახის და შენობით მომართვაზედაც გადმოდის, თითქო ფავორიტივით ხარ იმასთან მოხვედრილი, მერე კი რაიმე სისულელის გულისთვის შეგრისხავს: ერთი კვირით დაგიძვირებს თავისთან გამოჩენას და კვლავაც თქვენობითი, კვლავაც “ნიკოლაი სტეპანიჩი”. საპოლიტიკო ქცევა აქვს ამისთანა, ვინაც ნემსკავზე წამოეგო, ვეღარ გაეშვება.

 - და ეს იპოლიტი ვიღად ერგება? - ფრთხილად ჩაეკითხა ფანდორინი.

 - გრაფი ზუროვი? დაბეჯითებით ვერც რას მოგახსენებთ, მარამ მათ შუა რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს... ან პირველს აქვს ძალაუფლება მეორეზედ, ანთუ, პირუკუ, მეორეს პირველზედ... არა, იპოლიტი იჭვიანი სულაც არ არის, და არც იპოლიტშია საქმე. ეგ ისეთი ქალი გახლავსთ, თავის თავზე არავის მისცემს იჭვიანობის უფლებას. ერთის სიტყვით - დედუფალია!

იგი გაჩუმდა, რაკი მეზობელ სტოლზე ხმაურიანად აყაყანდა მთვრალი კომმერსანტების კამპანია - წასვლას ეპირებოდნენ და იმ ნიადაგზე მოუხდათ ცილობა, თუ ვის უნდა გადაეხადა ფული. ოფიციანტებმა უმალ გააქცუნეს დასვრილი სუფრა, ახალი გადაჰფინეს და წუთსაც არ გაუვლია, რომ იმ განთავისუფლებულ მაგიდასთან უკვე იჯდა ძაან განავარდებული მოხელე გამოხუნებული, თითქო გამჭვირვალო (როგორც სჩანს, სმის მეოხებით) თვალებით. ამ მოქეფეს მალე ჩამოუსკუპდა წაბლისფერთმიანი, ნაზუქივით ქალი, მხარზე მოჰხვია ხელი და სასურათედ გადაიდო ფეხი ფეხზედ - ერასტ პეტროვიჩი მეტად მიაშტერდა წითელ ფილდეპერსის, გნებავთ სპარსულ ნართის ჩულქებში გამოძაგრულ, მოჭიმულ მუხლისთავებს.

ხოლოთუ სტუდენტმა ჯერ რეინულით გალიცლიცებული ბოკალი გამოსცლა უსვენებლივ, მერე კი ჩანგლით დალახვრა სისხლის ბივსტექსი და განაგრძო:

 - თქვემ ჰფიქრობთ, რომ პეტრე კოკრინმა გაუხარელი ტრფიალების ნიადაგზედ დაიკრიფა გულხელი? გეგონოთ. ის მე მოვკალი!

 - რა სთქვით? - ყურებს არ დაუჯერა ფანდორინმა.

 - რაც გაიგონეთ, - თავი ამაყად დაუკრა ახტირცევმა, - ყოველისფერს გიამბობთ, მხოლოდ წყნარად იჯექით და შეკითხვებით ტვინი არ წაიღოთ. დიაღ, მე მოვკალი და ერთი წუთითაც არა ვნანობ. ჰალალად მოკალი, დუელში. დიაღ, ჰალალად და პატიოსნად! იმიტომ, რომ ამ ჩვენს დუელზე უპატიოსნესი დუელი ათადან და ბაბდან არ ყოფილა. ორნი რომ დგანან ბარიერთან, ყოველთვის მოტყუება არის - ერთი კარგად ისვრის, მეორე უხეიროდ, ანთუ ერთი მსუქანია და ადვილად მიაწვდენ ტყვიას, ანდა თეთრად ათია ღამე და ხელები უკანკალებს. ჩემს და პიერს შორის კი ყოველისფერი სიცრუის გარეშე იყო. დედუფალი გვეუბნება - ეს სოკოლნიკებში, წრეზე, სამთავენი ეკიპაჟით ვსეირნობთ - და იძახის: “აბეზარს მომიყვანეთ ორივემ, თქვე მდიდარო, გაფუჭებულო ბიჭუკელებო, ერთმანეთი უნდა ამოჰხოცოთ თუ რა გვეშველება?” და კოკორინი, ეს პირუტყვი, ეუბნება: “მოვჰკლავ კიდევაც, თუკი ამისთვის დამაჯილდოვებთ”. და მეც სთქვი: “ჯილოსთვის მეც მოვკლავ. ჯილდო ისეთი გახლავთ მეთქი, რომ ორში ვერ განაწილდება. ჰოდა, ისე მოხდება, რომ ერთი - ერთი პირდაპირი გზით სველ მიწაში წავა, თუ თავისით არ დაიხევს უკან”. ჰაიდა - აჰა, სადამდინ მივიდა ამ ქალისადმი ჩემი და კოკორინის მარქაფა სიყვარულის გარემოება. “მითამ - და, რაო, ესოდენ გიყვარვარსთ?” - ის გვეკითხება. კოკორინი მიუგებს: “სიცოცხლეზედ მეტად”. და მეც დასტური დავეცი. “კეთილი, - ისა ჰბრძანებს, - მე ადამიანებში მარტოკა გულადობას ვაფასებ, სხვა ყოველისფერი შეიძლება გაითამაშო. თუკი ერთი თქვენგანი მართლაც მოჰკლავს მეორეს, სიმამაცისთვის ნამდვილად მიიღებს ჯილდოს. თავად უწყის, რა ჯილდოსაც”. და სიცილი მოსდის. “მხოლოდ ეგ არის, - ამბობს, - რომ ყბედები ხართ ორთავე. არავისი მომკვლელი თქვენ არა ჰბრძანდებით. მამიკოების ფულების გარდა, არც არაფერია თქვენში საინტერესო”. და ვიფეთქე. “კოკორინზედ მეთქი, მივუგე, თავს ვერ გამოვიდებ, ხოლო მე თავად ასეთი ჯილდოს გულისთვის არც საკუთარ და არცა სხვის სიცოცხლეს არ დავზოგავ”. ის კი, ბრაზიანად: “იცით, რა, ყელში ამომიხვედით თქვენი მამლაყინწური ყივილით. გადაწყდა, დაახლით, თუმცა დუელში არა, მერე რომ სკანდალს გადავურჩეთ. და მართებულიც არ არის ეს დუელი. ერთი მეორეს ხელს გაუკაწრის და გამომეცხადება გამარჯვებულის სახით. არა, ერთი მართლაც მოჰკვდეს, მეორეს კი სიყვარული ერგოს. როგორც წერა - მწერალი განსჯის. ვისაც კენჭი ამოუვა, დეე, იმან დაიხალოს. დეე, ჩანაწერიც დატოვოს წინდაწინ იმისთანა, რომ მერე იმის ფიქრი არ გაჩნდეს, თითქო ჩემს გამო... მითამ რაო, შეჰშინდით? თუკი შეჰშინდით, ჩემთან სიარულსაც დააძვირებთ სირცხვილისგან - ესეც ჩემი სარგებელია”. პიერმა შემომხედა და ამბობს: “ახტირცევისა რა მოგახსენოთ, მე კი არ ვილაჩრებ”... აესე გადავწყვიტეთ...

სტუდენტი გაჩუმდა, თავი ჩაჰკიდა. მერე გამოცოცხლდა, ბოკალი ისევ გაიპიპინა და კვლავაც უსვენებლად შესვა. მეზობელ სტოლზე წამლეკავად გადაიკისკისა წითელ ჩულქებიანმა ქალმა - თეთრ თვალებიანი რაღაცას ეჩურჩულებოდა ყურში.

 - მაგრამ ანდერძი საიდან? - ჰკითხა ერასტ პეტროვიჩმა და ენაზე იკბინა, რადგან ამაზე თითქო არაფერი არ უნდა სცოდნოდა. თუმცა მოგონებებში ჩაძირულმა ახტირცევმა მხოლოდ უხალისოდ დაუქნია თავი:

 - ხოლო ანდერძები... ესეც იმ არსების მოფიქრებული გახლავსთ. “თქვენ ჩემი ფულით ყიდვა გსურდათ? - ამბობს, - კეთილი, დეე, იყოს ფული, ოღონდ ასიათსი კი არა, როგორც ნიკოლაი სტეპანიჩი მპირდებოდა, (მოხდა, ერთხელ შევთავაზე და კინაღამ სახლიდან გამომაბუნძულა) და არც ორასი, არამედ ყოვლისფერი, რაც გაგაჩნიათ. ვისაც სიკვდილი შეხვდება, დეე, იმქვეყნად შიშველი წარდგეს. მხოლოდ მეო, - ამბობს, თქვენი ფული არ მჭირდება, მე თვით, ვისაც გინდათ, იმას მივცემ. დეე, ფული რომელიმე კეთილ საქმეზე წავიდეს - წმინდანთა სავანეში, ანდა სადმე. ლოცვით რომ მოინანიონ სასიკვდილო ცოდვა. ასე რომ, ჩემო პეტრიკელავ, მსხვილი კელაპტარი გამოვა შენი მილიონიდან?” კოკორინი კიდევ ათეისტი იყო, თანაც მოპაექრე. ეგრევე შემოაგდო: “მხოლოთ ბერებს არა, იძახის. სჯობს დაცემულ გოგოებს ვუანდერძო, დეე, თითოეულმა თითო საკერავი მაშინა იყიდოს და ხელობა გამოიცვალოს. მოსკოვში არცერთი უსირცხვილო აღარ დარჩება და ეგეც შენი პეტრე კოკორინის ხსოვნა - მოსაგონარი”. კარგი - და, ამალია ეუბნება: “ვინაც ნამუსდამხობილი შეიქმნა, იმას ვეღარ გამოაწორებ. ადრე იყო საჭირო, უცოველს ჰასაკში”. კოკორინმა ხელი ჩაიქნია: “მაშინ ვინმე... ობლებისთვის... აღსაზრდელთა სახლისთვის”. იმას პირდაპირ ნათელი გარდაეფინა: “აი, ამისთვის, ჩემო პეტრიკელა, ბევრი რამ მოგეტევებოდა. მოდი, გაკოცო”. მე კი ბოროტებამ ამიტანა. “მოიპარავენ იმ შენს მილიონს აღსაზრდელთა სახლში, გეუბნები. წაიკითხე, სახელმწიფო თავშესაფრებზე რეებს სწერენ გაზეთები? ბევრი ხარვეზები აქვთ, სჯობს ანღლიელს მივცეთ, ბარონესა ესტერს. ის არ მოიპარავს”. ამალიამ მეც გადამკოცნა - მიდით, მიდით და ჩვენს პატრიოტებს ცხვირები მოუგრიხეთ. ეს თერთმტში იყო, შაბათს. კვირას მე და კოკორინი შევხვდით და ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. საოცარი ბაასი გამოგვივიდა. ის სულ როხროხებდა, მასულელებდა, მე უფრო ჩუმათ ვიყავი და თვალებში არ ვუყურებდით ერთი - მეორეს. მე თითქო დავჩლუნგდი. სტრაფჩები, გნებავს, ვექილები გამოვიძახეთ, მთელი თავისი წესების დაცვით შევადგინეთ ანდერძები. პიერი ჩემი მოწმე და ნება - სურვილის აღმასრულებელია, მე კი - მისი. სტრაფჩებს თითოს ხუთ - ხუთი ათასი მივეცით, რომ ენისთვის კბილები დაეჭირათ. იმისთვისაც ხომ წამგებიანია ყბედობა. და აგრეთვე, პიერთან ასე მოვილაპარაკეთ - თავად შემომთავაზა. ვხვდებით დილის ცხრაზე ჩემთან, ტაგანკაზე (მე ხომ გონჩანროიზე ვცხოვრობ). თითოეულს ჯიბეში უნდა ჰქონდეს ექვსვაზნიანი რევოლვერი ბარაბანში ერთი ვაზნით. მივდივართ ცალ - ცალკე, მაგრამ ისე, რომ ერთმანეთს ვხედავდეთ. ვისაც კენჭი ერგება - პირველი ცდის. კოკორინმა სადღაც ამერიკულ რულეტზე წაიკითხა, ჭკვაში მოუვიდა და მეუბნება, აი, ნახავ, კოლია, თუ ჩვენი გულისთვის რუსულ რულეტკას არ დაარქმევენ. კიდევ იძახის, ტყვიის შინ დახლას რა ლაზათი აქვს, მოვიწყოთ ჩვენთვის საბოლოო მოციონი, გნებავს გასეირნება თავისი ატრაქციონით. დასტური მივეცი, ჩემთვის სულერთი იყო. ვაღიარებ, გვარიანად დავმჟავდი, ვფიქრობდი, წავაგებ მეთქი. და ჭკვაში მირაკუნებს: ორშაბათი, ცამეტი, ორშაბათი, ცამეტი. მთელი ღამე რული არ მომკარებია, საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა, მაგრამ როგორც კი გამიელვებს, რომ ეს იმასთან დარჩება და ჩემზე სიცილი მოუვათ... მოკლედ, დავრჩი.

დილით კი ესერიგად მოხდა. პიერი მოვიდა - ხახვის ფრანტივით, თეთრ ჟილეტში, მოჭარბებულად მხიარული. უმართლებდა ხოლმე და, ჩანდა, იმედი გასჩენოდა, რომ ამაშიც გაუმართლებდა. ძვლები ვყარეთ, ჩემს კაბინეტში. იმას ფანჯი ჩარი, მე დუ იაქე. ამისთვის მზად ვიყავი. “არსად არ წამოვალ, - ვთქვი, - უმჯობესია აქ მოვკვდე”. დავატტიალე დოლურა, ლულა გულზე მივიდე. “შესდექ! - მეუბნება, - გულში არ დაიხალო. ტყვია რომ ალმაცერად წავიდეს, კიდევ დიდხანს დაიტანჯები. საფეთქელში სჯობს ანდა პირში”. “გმადლობ, ჩემზე მზრუნველობისთვის”, - ვუთხარი და ამ წუთას ისე ვერ გადავიტანე, რომ, მეგონა, ყოვლისფერი დუელის გარშეც დავახლიდი. მაგრამ რჩევას დავუჯერე. რა დამავიწყებს იმ ჩხაკუნს, ყველაზე პირველს. ისეთი ზაპანი გამოიღო ყურის მახლობლად, რომ. . .

ახტირცევს ჟრჟოლვამ მოუარა და კიდევ ჩამოისხა. მომღერალი, ოქროსფერ შალში გახვეული მსუქანი ციგანი ქალი სულის და გულის ამაფორიაქებლად ამოსთქვამდა რაღაც გაწელილს.

 - ...პიერის ხმა მესმის: “კაი, ახლა ჩემი ჯერია. ჰაერზე გავიდეთ”. მაშინღა მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ. შვივის გორაზე წავედით, იქიდან ხომ ქალაქის გადახედვა შეიძლება. კოკორინის წინ, ოცი ნაბიჯით უკან კიდევ მე. ცოტა ხანს იდგა ხრამის ქეჩოზე, იმის პირისახეს ვერ ვხედავდი. მერე ჩემ დასანახად ასწია რევოლვერიანი ხელი, დაატრიალა დოლურა და საფეთქელთან - ჩხაკ! მე ხომ ვუწყოდი, რომ არაფერიც არ მოუვა და ჩემზე კი იმედი მქონდა გადაწურული. ისევ ვყარეთ ძვლები - კვლავეც მე შემხვდა. დავეშვი იაუზისკენ, კაცისშვილი არ ჭაჭანებს. ხიდთან, ბიძკონტზე ავძვერი, მერე რომ პირდაპირ წყალში გადავვარდნილიყავი... ისევ ჩამიარა. გავედით გვერდზე, და პიერიც ამბობს: “რაღაცა მოსაწყენი ხდება. დავაშინოთ ობივატელები? ბარაქალა, ყოჩაღად ეჭირა თავი. შევედით მოსახვევში, იქ ხალხია, ეკიპაჟები დადიან. მე მეორე მხარეს დავდექი. კოკორინმა შლიაპა მოიშვლიპა, აქეთ - იქით დაუკრა თავი, ხელი ზემოთ, დააბზრიალა ბარაბანი


 არაფერი. იქიდან გამოქცევა მოგვიწია. ჭიშკარში შევვარდით, ეს უკვე მაროსეიკაზე. ძვლები ვყარეთ და, როგორ ჰფიქრობთ? ისევ - მე! იმას დუ - შაში, მე დუ - ბარა, ჰალალ სიტყვას ვამბობ! გათავდა, ვფიქრობ, ფინიტო (“დასრულდა” - იტალინურად), ამაზედ უფრორე სიმბოლურად აღარ შეიძლება. ერთს ყოვლისფერი, მეორეს არაფრისფერი. მესამეთ კოზმასა და დამიანეს ტაძართან დავიხალე, მანდ ვარ მონათლული. სტოვაზე, ანუ კარიბჭზე დავდექი, სადაც მდაბიონი არიან ხოლმე, რუბლ - რუბლი ჩამოვურიგე და ფურაჟკა მოვიხადე... გავახილე თვალები


 ცოცხალი ვარ. ერთი თავმოსულელებული სალოსი მეუბნება: “სული გიწრიალებს


 უფალი ღმერთი შეგინდობს”. სული გიწრიალებს - უფალი ღმერთი შეგინდობს, დავიმახსოვრე. კარგი - და, გავიქეცით იქიდანაც. კოკორინმა უფრო მდიდრული ალაგი შეირჩია თავისთვის - გალოფტეევსკის პასაჟის მახლობლად. ნეგლინნიზე შევედი საკონდიტროში, დავჯექი, მინის შიგნიდან ვდგავარ. რაღაცა უთხრა დამას მეზობლი სტოლიდან, იმას სიცილი მოუვიდა. იგი რევოლვერს იღებს, ჩახმახს მოწევს


ვხედავ. დამას უარესად მოსდის სიცილი. იმან რევოლვერი შეინახა, კიდევ რაღაცაზე იბაასეს, ყავას შეექცნენ. მე უკვე გაშტერებული ვარ, ვეღარაფერს ვგრძნობ. ჭკვაში მარტო ის მაქვს, რომ ეხლა კიდევ ძვლები უნდა ვყაროთ.

 

ოხოტნისკენ ვყარეთ, სასტუმრო “ლოსკურტნაიას” მახლობლად, და პირველი ამჯერად იმას ერგო. მე ჩარი - სე, იმას ჩარი - დუ. ჩარი - სე და ჩარი - დუ - სულ ერთ იაქეშია სხვაობა. გუროვის ტრაქტირამდე ერთად მივედით, ისტორიულ მუზეუმთან გავიყარენით


 ის ალექსანდრეს ბაღში შევიდა და ხეივანში გასწია, მე ტროტუარიდან, ზღუდის გაღმიდან წავყევი. მისი ბოლო სიტყვები ეს იყო: “ბრიყვები ვართ მე და შენ, კოლია. ეხლაც თუ ისე ჩაიარა - ეშმაკთან გავუშვებ ყოვლიფერს”. მინდოდა შემეჩერებინა, ღმერთი - რჯული, მართლა მინდოდა, მაგრამ არ შევაჩერე. რატომ - თავადაც არ ვიცი. ვცრუობ, ვიცი... გაიძვეული ფიქრი მომივიდა. დეე, კიდევ ერთხელ დაატრიალოს ბაბრაბანი და მერე გამოჩნდება. შეიძლება, ვთქვათ კიდეც, რომ - “შაბაშ!” გათავდა. . . მარტოკა თქვენს წინაშე ვაღიარებ, ფანდორინო. ეხლა ეგეთ გუნებაზე გახლავარსთ.. .

 

ახტირცევმა კიდევ დალია. პენსნეს ქვემოდან წითელი და ამღვრეული თვალები მოუჩანდა. სუნთქვაშეკრული ფანდორინი უცდიდა, თუმცა ზედმოყოლებული გარემოებანი მისთვის უკვე ცნობილი გახდათ. ნიკოლაი სტეპანოვიჩმა ჯიბიდან სიგარა ამოიღო და აძიგძიგებულის თითებით ასანთს გაჰკრა. გრძელი, მსხვილი სიგარა გასაოცრად არ უხდებოდა მის ულამაზო, ბიჭ - ბუჭურ პირისახეს. თვალთა წინ ჩამომდგარი კვამლის ქულები ახტირცევმა ხელის ქნევით გაჰფანტა და უცაბედად წამოდგა ზეზე.

 - ოფიციანტ, ანგარიში! აქ მეტი აღარ შემიძლია, ხმაურია. სული მეხუთება. - ყელიდან აბრეშუმის ჰალსტუხი მოიძრო. - წავიდეთ კიდევ სადმე ანდა ისე გავიაროთ.

პარმაღზე შედგნენ. შესახვევი მოღუშული და ცარიელი იყო, “კრიმის” გარდა, ყველა სახლის ფანჯრები ჩაექროთ. უახლოეს ფარანთან ბარბაცებდა და ციმციმებდა გაზი.

 - თუ მაინც შინიშკენ, ჰა? - კბილებში გაჩრილი სიგარის მეოხებით ამრიგად ამოიღაღანა ახტირცევმა, - აქ მოშახვევში ცხენმალი მეეტლეები უნდა იყვნენ.

კარი გაიხსნა, პარმაღზე წეღანდელი მეზობელი გამოვიდა, თეთრთვალა მოხელე გვერდზე მოგდებული ფურაჟკით. ხმამაღლა წამოასლოკინა, ვიცმუნდირის ჯიბეში ჩაძვრა, სიგარა გააძრო.

 - ნებას დამრთავთ, რომ ცეცხლი გსთხოვოთ?


 იკითხა მან და ყმაწვილკაცებს მიუახლოვდა. ფანდორინს შემოესმა მსუბუქი აქცენტი, ან ოსტზეისკური, ანდა კიდევ ჩუხონსკური.

 

ახტირცევმა ჯერ ერთ ჯიბეზე დაირტყა ხელი, მერე მეორეზე


 ასანთმა გაიჩხაკუნა. ერასტ პეტროვიჩი მოთმინებით ელოდა. მოულოდნელად თეთრთვალას გარეგნობამ გაუგებარი ცვლილება განიცადა. თითქო უფრორე დადაბლდა და მსუბუქად გადაიხარა გვერდზე. თვალის მომდევნო დახამხებაში მის მარცხენა ხელში, გეგონებოდათ თავისითო, ამოიზარდა განიერი და მოკლე დანის პირი და, ჩინოვნიკმა გამოზომილი, გუტაფისის სათამაშო თოჯინის მოძრაობით ცივი იარაღის ფხა ასანთის მიმწოდებელს მარჯვენა გვერდში უგმირა.

 

ზედმოყოლებული მოვლენები ძაან ჩქარა მოხდა, ორ - სამ სეკუნდში, მაგრამ ერასტ პეტროვიჩს მოეჩვენა, რომ დრო დადგა. ბევრის შემჩნევა მოასწრო, ბევრის გაფიქრება მოასწრო, მაგრამ განძრევის შესაძლებლობა არ იყო, თითქო ფოლადის ზოლზე შუქის ბრჭყვიალებამ ჰიპნოზი მოჰგვარა.

პირველ რიგში ერასტ პეტროვიჩმა გაიფიქრა: ღვიძლში უმარჯვა. და მეხსიერებაში საიდანღაც გადმოხტა წინადადება გიმნაზიის ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან: - “ღვიძლი - ცხოველის ორგანიზმის მუცელშია, სისხლს ნაღველისგან განაცალკევებს”. მერე დაინახა, როგორ კვდება ახტირცევი. ერასტ პეტროვიჩს ადრე არასდროს ენახა როგორ კვდებიან, მაგრამ რაღატომაც უმალ მიხვდა, რომ ახტირცევი სწორედ რომ მოკვდა. თვალები თითქო მინისა გაუხდა, ტუჩები კრუნჩხვით გამოებურცა და იმათზე გადმოვიდა მუქი ალუბლისფერი სისხლის ნაკადული. ძაან ნელიად და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც ფანდორინს მოეჩვენა, მოხდენილად გამოაძრო მოხელემ ცივი იარაღის პირი, რომელიც უკვე აღარ ბრჭყვინავდა, ნელ - ნელა შემოტრიალდა ერასტ პეტროვიჩისკენ და მისი პირისახე სულ ახლოს აღმოჩნდა: ნათელი თვალები შავი წერტილებით, წვრილი უსისხლო ტუჩები. ბაგეები შეირხნენ და კარგად გასაგონად წარმოსთქვეს: “აზაზელი”. და აქ დროის გაწეწილობას ბოლო მოეღო, დრო ზამბარასავით შეიკუმშა და რომ გამოიშალა, ერსტ პეტროვიჩს მარჯვენა გვერდში დაჰკრა, თან ისე ძლიერად, რომ მსხვერპლი უკუვარდა და მტკივნეულად დაარტყა კეფა პარმაღის პარაპეტს. ეს რა არის? რომელი “აზაზელი”? - იფიქრა ფანდორინმა. მძინავს თუ რა ხდება? და კიდევ იფიქრა: “იმან დანა “ლორდ ბაირონს” მოახვედრა. ვეშაპის ულვაში. წელი დუიმში”.

ძლიერი ბიძგით კარი გაიღო და პარმაღზე ხარხარით გამოიშალა ხმაურიანი კამპანია.

 - ოჰო, ბატონებო, აქ მთელი ბოროდინო გაუმართავთ! - მხიარულად შესძახა არაფხიზელმა ვაჭრულმა ხმამ. - დასუსტდით, გულითადებო! სმაც აღარ შეუძლიანთ!

ერასტ პეტროვიჩი წამოიწია, ხელით ეჭირა ცხელი და სველი გვერდი, რათა თეთრთვალასთვის შეეხედა.

მაგრამ ესეც უცნაური ამბავი, არავითარი თეთრთვალა აღარ იყო, ახტირცევი იქვე ეგდო, სადაც დავარდა - პირქვე, საფეხურების გასწვრივ. შორს მოჩანდა მიმქროლავი ცილინდარი, მოხელე კი უკვალოდ გაჰქრა, ჰაერში გაიფანტა. და მთელ ქუჩაში კაციშვილი არა ჭაჭანებდა, მარტოკა ფარანები ანათებდნენ უღიმღამოდ.

მოულოდნელად ფარანებიც საოცრად მოიქცნენ – დაბზრიალდნენ, დატრიალდნენ და ჯერ კი ძალიან განათდა, მერე კი მთლად ჩაბნელდა.

 

 

მეექვსე თავი, სადაც გამოჩნდება მერმისის კაცი.

 

 - იწექით, გენაცვალე, იწექით, - კარის ზღურბლზევე სთქვა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა, როცა დარცხვენილმა ფანდორინმა უხეში ტახტიდან ფეხები გადმოუშვა წამოსადგომად. - რა გიბრძანათ აქიმმა? ყოვლისფერი ვიცი, ცნობები მოვკრიფე. სასნეულოდამ გამოწერის შემდეგ მწოლიარე განაწესი, რომ როგორც საჭირო გახლავსთ, ისე შეიკრას იარა და შერყეული ჭკუა თავისს კალაპოტში ჩადგეს, თქვენ კი ჯერ ათი დღე არა სწოლილხართ.

სტუმარი ჩამოჯდა და კუბოკრული ხელსახოცით წამოჭარხლებული, მოტვლეპილი თავის მშრალებას მიჰყო ხელი.

 - უჰ, გვახურებს მზე, გვახურებს. აი, გახეხილის ნუშისგან, ნიგვზისგან და, ეგებ, გარგარის გულისგან მომზადებული ნამცხვარი მოგართვით, მარციპანს რომ უხმობენ ჰიტალიელნი და ცინცხლათ მოკრეფილი ბალი, მიირთვით. სად დავაწყო?

ბოქოულმა ჭვინტისებური ფორმის მომცრო ოთახს გადახედა, სადაც კოლეგიის რეგისტრატორი იდგა. მოსაკითხიანი ფუთის დასადები არსად იყო: ტახტზე მასპინძელი იწვა, სკამზე თვით ქსავერი თეოფილაქტოვიჩი იჯდა, სტოლზედ კი წიგნები წამოხოხოლავებულიყო. სხვა რამ ავეჯეული სადგომში არ არსებობდა, შკაფიც კი - გარდერობის მრავალნი ნივთნი კედელში ჩარჭობილ ლურსმნებზე ეკიდა.

 - როგორა გაქვსთ, გსტკივათ?

 - სრულიადაც არა, - ცოტათი იცრუა ერესტ პეტროვიჩმა, - ხვალ გაკერილიდამ ძაფები უნდა ამომაძრონ, მხოლოდ ნეკნების გასწვრივ გაიარა მსუბუქათ, ისე რა უჭირს, თავიც რიგიანად მაქვს.

 - იავადმყოფეთ, მერე რა, ჯამაგირი რომ მოდის, - ქსავერი თეოფილაქტოვიჩი დანაშაულის შეგრძნებით შეიჭმუხნა, - არ გეწყინოსთ, ჩემო კეთილო, აქამდისინ რომ ვერ მოგინახულევით. ალბათ, მოხუცის პირშავობაზედ ჰფიქრობდით, - ღმერთმა ხომ იცის, როგორც კი რაპორტი ჩავიწერევი, ეგრევე სასნეულოში გავქუსლე, მერე კი დაუჭირვებელი შევიქმენ, ცხვირიც ვერ გამოვყავი. ექიმის გასაგზავნს კი ვუძღვებოდი, თქვენთან ვერ გამოვაღწივე. ჩვენ სამმართველოში ისეთი ამბავია, ვათენებსთ და ვაღამებთ, სწორეთ მოგახსენოთ. - ბოქოულმა თავი გადააქნია და მიმნდობლურად დაიდაბლა ხმა, - ეს თქვენი ახტირცევი ვინმე უბრალო კი არ აღმოჩნდა, არამედ მისის ბრწყინვალების კანცლერ კორჩაკოვის ჰალალი შვილიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები.

 - რას ჰბრძანებთ? - წამოიძახა ფანდორინმა.

 - იმისი მშობელი მამა ჰოლანდიაში ელჩათ გახლავსთ, მეორე ქორწინებიდაშია, ხოლო თქვენი ნაცნობი მოსკოვში დეიდასთან ცხოვრობდა, კნეინა კორჩაკოვასთან, საკუთარს პალაცოში გონჩარნის ქუჩაზედ. კნეინა გასულს წელს წარსდგა უზენაესთან, მთელი ქონება ამას დაუწერა, არადა განსვენებულს დედის - მამისგანაც ისედაც საკმაოდ ჰქონდა. ოჰ, და, დაიწყო ჩვენთან სტვირებზედ ტანციობა, სწორედ მოგახსენოთ. ყველაზედ პირველს რიგში საქმე პირადს კონტროლზედ აიყვანეს გენერალ - ღუბერნატორთან, თვით კნიაზ დოლგორუკთან. რამე კარგათ ვერ გავაკეთოთ და ბრეს გაგვადენენ. არადა, საქმეშიც არაფერია, გეშების და ნიშნების საპოვნელათ. რას და ვის დავეყრდნოსთ? თქვენ გარდა, მკვლელი არავის დაუნახავს. ბეჟეცკაიამ, როგორც ამას წინებზედ გითხარით, კვალი მოსპო. სახლი ცარიელია. არც მსახურები, აღარც ქაღალდები. წადი და დასძებნე მინდორში ქარი. ვინ არის


 გაუგებელია, საიდან მოეთრია - არა ვუწყით რა. პაშპორტით ვილნელი კნეინა გახლავსთ. გავაგზავნეთ შეკითხვა ვილნოში - იქ ამისთანა ვინმე აღნიშნული არ არის. კეთილი, ერთის კვირის წინეთ მისი აღმატებულება მიბარებს. “ჩემს განსჯასო, მეუბნება, სახეში ნუ იქონიებ, ქსავერი, მე დიდი ხანია გიცნობ და შენ კეთილს სინდისიერებასაც შორს ვაფასებ, მაგრამ ეს საქმე შენის თვალსაწიერის მაშსტაბისა არ გახლავსთ. ჩამოვა პეტერბურღიდამ ჟანდარმერიის შეფთან და მესამე განყოფილების უფროსთან, მის მაღალაღმატებულება ღენერალ - ადიუტანტ მიზინოვ ლავრენტი არკადიევიჩთან არსებული სპეციალური გამომძიებელი, განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე. ჰგზნობ, როგორი ფრინველია? ახლებიდამ გახლავსთ, რაზნოჩინელი – უაზნოთაგან შობილი და ისეთი ჩინოვანი, ღვთის წყალობა თქვენ გქონდესთ, მერმისის კაცი. ყოვლისფერს მეცნიერულათ აკეთებს. ეშმაკურს საქმეების ჰოსტატი გახლავსთ, მე და შენ კი არა გვგამს, - ქსავერი თელოფილაქტოვიჩმა განაწყენებით ამოიზმუილა, - ესე იგი, ის მერმისის კაცი გახლავსთ, ხოლო თუ გრუშინი


 უწინდელი კაცი. კეთილი. მესამე დღის დილაზედ ჩამოდის. ეს უნდა ყოფილიყო ოთხშაბათს, ოცდაორში. ივან ფრანცევიჩ ბრილლინგი ჰქვიან, სამოქალაქო მრჩეველი. სულ ოცდაათის წლისა გახლავსთ! და დაიწყო და რა დაიწყო. აი, დღეს შაბათია და დილის ცხრიდან სამსახურში ვარ. გუშინ საღამოს თერთმეტ საათამდინ ვითათბირეთ, სქემებსა ვხაზავდით. საბუფეტე გახსომთ, ჩაის რომ შევექცეოდით? იმ ალაგას ეხლა სამოვარის მაგიერში ტელეგრაფის აპარატი მორიგეობს, თავისი ტელეგრაფისტიანად. თუ გსურთ ვლადივასტოკში, ან თუ გნებავთ ბერლინში აფრინეთ დეპეშა და უმალ პასუხიც მოვა. ნახევარი აგენტები დაიფრინა, ნახევარი თავისები ჩამორეკა პიდერიდამ, მარტო იმას უჯერებენ. მე ყოვლისფერი ჩაკირკიტებით გამომიკითხა და დიდი ყურადღებით მომისმინა. იმის ფიქრში ვიყავი შესული, გადამდგარობაში გამიშვებს მეთქი, მაგრამ არა, ბოქოული გრუშინი ჯერ კიდევ საჭირო გახლავსთ. მე, თავათ, გენცვალე, რატომ მოვედი და, - გაახსენდა ქსავერი თეოფილაქტოვიჩს, - უნდა გაგაფრთხილოთ. ახლა უკვე თავათვე აპირებს მოსვლას, პირადად უნდა დაგკითხოთ. თქვენ ნუ მოიქრუშებით, დანაშაული თქვენზედ არაფერია. აღსრულებისას ჭრილობაც კი მიიღეთ. და კიდევ ისიც, რომ ბერიკაცი არ უნდა დააღალატოთ. ვინ მიხვდებოდა, რომ საქმე ასე შემობრუნდებოდა?

 

ერასტ პერტოვიჩმა ნაღვლიანად მოათვალიერა თავისი ღარიბული საცხოვრებელი. კარგ წარმოდგენას კი შეუქმნის იმ პეტერბურღელ დიდს კაცს.

 - ხომ არ აჯობებდა, თავად მოვსულიყავ სამმართველოში? პატიოსან სიტყვას გაძლევთ, უკვე კარგათ გახლავარსთ.

 - არც კი იფიქრო! - ხელები გაასავსავა ბოქოულმა, - გინდათ გამცეთ, რომ წინდაწინ შემოვიარე? არა, იწექით. თქვენი ადრესი ჩაიწერა., დღეს ყოველმიზეზგარეშე მოვა.

“მერმისის კაცი” საღამოს მოვიდა, მეშვიდე საათზე და ერასტ პეტროვიჩმაც საგანგებოდ მომზადება მოასწრო. აგრაფენე კონდრატიევნას უთხრა, რომ გენერალი უნდა ეწვიოთ და დეე, მალაშკამ შემოსასვლელის იატაკი მოწმინდოს, ფუტური სკივრი აიღოს და, რაც მთავარია, შჩის მოხარშვაზე არც კი იფიქროს. ხოლო თავის ოთახში დაჭრილმა კაპიტალური დალაგება - დასუფთავება გამართა: უფრორე ავანტაჟურად, ანუ, სანდომიანად დაჰკიდა ლურსმნებზე ტანისამოსი, წიგნები საწოლის ქვემოთ გადამალა, სტოლზე მხოლოდ ფრანციცული რომანი დატოვა, დევიდ იუმის

ფილოსოფიური ესეები ანღლიურ ენაზედ და ჟან დებრეს “პარიზელი მაძებრის ჩანაწერები”. მერე დებრე აიღო და მაგიერში დადო “სწორი სუნთქვის დარიგებები ნამდვილი ინდოელის ბრაჰმინის, ბატონ ჩანდრა ჯონსონის მიხედვით , რომლის მიხედვითაც ყოველ სისხამზედ გიმნასტიკას აკეთებდა სულის გასამაგრებლად. დეე, ჰნახოს ეშმაკურ საქმეთა ჰოსტატმა, რომ აქ ღარიბი კაცი ცხოვრობს და არა გამოცარიელებული. თავისი იარის სიმძიმისთვის რომ გაუსვა ხაზი, ერასტ პეტროვიჩმა სკამზე, ტახტის მახლობლად ბუშტურა შუშა დადგა რაღაც მიქსტურით (აგრაფენა კონდრატიევნას სთხოვა), თავად კი დაწვა და თავი თეთრი კაშნეთი შეიხვია. სჩანს, ის გამოვიდა, რაც საჭირო იყო – თანაგრძნობის გამომწვევად და ვაჟკაცურად.

ბოლოს, როცა წოლა ძაან მოსწყინდა, კარზე მოკლედ დაარაკუნეს და მაშინათვე, ანაზდეული გამოხმაურების დაულოდნელათ, შემოვიდა მეტისმეტი ენერგიის მქონე ბატონი, ჩაცმული მსუბუქ, მოხერხებულ პიჯაკში, ნათელ შალვარ - პანტალონში და მთლად თავსარქველის გარეშე. რიგიანად დავარცხნილი ქერა თმა თეატრის ფარდისებრ გახსნილიყო მაღალ შუბლზე, ნებისყოფიანი პირის კუთხეში გაწოლილიყო ორი დამცინავი ნაოჭი, გაპარსული, ღრმულიანი ნიკაპიდან საკუთარ თავში დაჯერებულობა იგრძნობოდა. გამჭრიახმა ნაცრისფერმა თვალებმა ელვის უმალ მიმოიხილეეს ოთახი და ფანდორინზე შეჩერდნენ.

 - ვხედავ, წარდგენა აღარ მჭირდება, - მხიარულად აღნიშნა სტუმარმა, - ჩემს შესახებ მთავარი უკვე იცით, თუმცაღა წამგებიანი კუთხით. ტელეგრაფზე თუ იწუწუნა გრუშინმა?

ერასტ პეტროვიჩმა თვალები დაახამხამა და ამაზე არაფერი უთქვამს.

 - ეს დედუქციური მეთოდი გახლავსთ, უძვირფასესო ფანდორინო. საერთო სურათის აღდგენა ზოგიერთი მცირე გეშით. აქ მთავარია, არ ავფეთქდეთ და არაკორექტულ დასკვნამდე არ მივიდეთ, თუკი ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია სხვადასხვანაირი ახსნის საშუალებას გვაძლევს. თუმცა ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, დრო გვექნება. გრუშინის შესახებ კი ყოვლისფერი მეტად მარტივი გახლავსთ. თქვენმა დიასახლისმა, ლამის იყო და იატაკამდე დამიკრა თავი და “აღმატებულობით” მომმართა - ეს ერთი. მე, როგორც ხედავთ, “აღმატებულებას” არაფრით ვგავარ, ჯერ-ჯერობით არც გახლავარსთ, რამეთუ ჩემი ჩინი განეკუთვნება მარტოკა “მაღალკეთილშობილობის” თანრიგს - ეს ორი. გრუშინის გარდა, თქვენთან მოსვლას რომ ვაპირებდი, არავისთვის მითქვამს - ეს სამი. ცხადია, ჩემს მოღვაწეობაზე ბატონი საგამომძიებლო ბოქოული სათაკილოდ იტყოდა - ეს ოთხი. ხოლო თუ ტელეგრაფზე, ურომლისოდაც თანამედროვე ძიებაში, დამეთანხმებით, სრულიად შეუძლებელია და თქვენი სამმართველოს პირად შემადგენლობაზე არცთუ ხელიხელსაგოგმანებელი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩვენი მძინარა ქსავერი თეოფალაქტოვიჩი ვერაფრით შესძლებდა გაჩუმებას - ეს ხუთი. ასეა?

- ასეა, - უსირცხვილოდ გასცა უკეთილესი ქსავერი თეოფილაქტოვიჩი განცვიფრებას მოსულმა ფანდორინმა.

 - თქვენ რა, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში უკვე ჰემონია, ანუ ბუასილიც გაქვთ? - შეეკითხა მკვირცხლი სტუმარი, სკამიდან აღებული მიქსტურა სტოლზედ გადადგა და ჩამოჯდა.

 - არა! - ქარიშხალისებურად გაწითლდა ერასტ პეტროვიჩი და აგრაფენა კონდრატიევნას დაუსწრებლად ბუასილისგან განზე გადგა, - ეს... ეს დიასახლისმა აურია. ის სულ ასერიგად ურევს, თქვენო მაღალკეთილშობილებავ. ასეთი დაულაგებელი დედაკაცი გახლავსთ.

 - გასაგებია. ივან ფრანცევიჩი დამიძახეთ, ანდა უბრალოდ “შეფი”, რაღაი ერთად მოგვიწევს მუშაობა. წავიკითხე თქვენი მოხსენება, - ყოველგვარი მცირე გადასვლის გარეშე განაგრძობდა ბრილლინგი. - ჭკვიანურია. დაკვირვებით არის შედგენილი. რეზულტატურია. სასიამოვნო გაოცებაში მოვდივარ თქვენი ინტუიციით


 ეს ჩვენს საქმეში ყველაზე ძვირად ფასობს. ჯერ კიდევ არ იცი, როგორ განვითარდება სიტუაცია, გრძნობა კი გკარნახობს, ესა და ეს ღონისძიებები მიიღეო. როგორ ჩახვდით, რომ ბეჟეცკაიასთან ვიზიტი სახიფათო შეიძლებოდა გამომდგარიყო? რატომ ჩათვალეთ აუცილებლად დამცავი კორსეტის ჩაცმა? ბრავო!

 

ერასტ პეტროვიჩი წინანდელზედ უარესად აჭარხლდა.

 - დიდებულადაა მოფიქრებული. ტყვიას, რასაკვირველია, ვერ წაუხვალ, მაგრამ ცივი იარაღისგან თავის დასაცავად ურიგო არ არის. მე განკარგულებას გავცემ, რომ იმ აგენტებისთვის, ვინც სახიფათო დავალებებზე მიდიან, ასეთი კორსეტების პარტია შეიძინონ. რომელი სავაჭრო ტვიფრი აქვს?

ფანდორინმა მორცხვად მიუგო:

 - ”ლორდ ბარონი”.

 - ”ლორდ ბარონი”, - გაიმეორა ბრილლინგმა, ტყავის წიგნაკში ჩაწერისას, - ახლა კი მითხარით, როდის შეძლებთ სამუშაოს დაწყებას? მე თქვენზე განსაკუთრებული შეხედულებები მაქვს.

 - ღმერთო, თუ გნებავთ, ხვალვე! – გულ-მხურვალედ წამოიძახა ფანდორინმა, სიყვარულით რომ უყურებდა ახალ უფროსს, ანუ შეფს. – დილაზე ექიმთან შევირბენ, ძაფებს მოვიხსნი და უკვე შეგიძლიათ განკარგულებაც მომცეთ.

 - ჰოდა, დიდებულია. ბეჟეცკაიას თქვენეული დახასიათება?

ერასტ პეტროვიჩმა დაირცხვინა და საკმაოდ დაუწყობლად დაიწყო, თან საკუთარ თავს მდიდრული ჟესტიკულაციით ეშველებოდა:

 - ეს... ეს იშვიათი ქალია. კლეოპატრაა. კარმენი... აღუწერელი სილამაზისა გახლავთ, მაგრამ არც სილამაზეშია საქმე... მაგნეტური შემოხედვა აქვს. არა, შემოხედვაც არ არის მთავარი... აი, ძირითადი: მასში განუზომელი ძალა იგრძნობა, ისეთი ძალა, რომ, თითქოს ყველასთან თამაშობს. და ეს თამაშიც რაღაც გაუგებარი წესებით მიდის, მაგრამ მეტად სასტიკი თამაშია. ეს ქალი, ჩემი ჭკუით, ძალზე ბიწიერია და იმავდროულად... აბსოლუტურად უდანაშაულო. თითქოს ბავშვობისას არ უსწავლებიათ, როგორც ხამს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. . . – ფანდორინმა ვარდისფერი მიიღო, რაკი ესმოდა, რომ ბევრ სისულელეს ლაყბობს, თუმცა მაინც დააბოლოვა. - მეჩვენება, რომ არც ისეთი ცუდია, როგორადაც თავს გვაჩვენებს.

სამოქალაქო მრჩეველმა გამომცდელად შეხედა ახალგაზრდა კაცს და ცელქად დაუფშტვინა:

 - აი, თურმე რა ყოფილა... ასეც ვიფიქრე. ახლა კი ვხედავ, რომ ამალია ბეჟეცკაია


 არსებაა და მეტად სახიფათო არსება... განსაკუთრებით ყმაწვილი რომანტიკოსებისთვის სქესობრივი მომწიფების ასაკში.

 

ამ ხუმრობისგან თანამოსაუბრეზე მოხდენილი ეფექტით კმაყოფილი ივან ფრანცევიჩი წამოდგა და ერთხელ კიდევ მიმოიხედა გარშემო.

 - ამ სენაკში ათს რუბლს უხდით?

 - თორმეტს, - ღირსებით მიუგო ერასტ პეტროვიჩმა.

 - ცნობილი დეკორაციაა. მეც ამგვარად ვცხოვრობდი ერთ დროს. გიმნაზიელი რომ ვიყავი დიდებულ ქალაქ ხარკოვში. მე, იცით, თქვენსავით ადრეულ ასაკში დავრჩი უმშობლებოდ. თუმცა ეს პიროვნების ფორმირებისას უკეთესიც კია. ჯამაგირი ხომ ოცდათხუთმეტი გაუტეხელი გაქვთ, რანგების ტაბლის მიხედვით? - კვლავაც უმცირესი გადასვლის გარეშე დაინტერესდა სამოქალაქო მრჩეველი.

 - და ბინის დამატება დაწესებულზე დართულად.

 - მე განკარგულებას გავცემ, რომ თქვენ განსაკუთრებული ფონდიდან პრემია მოგცენ, ხუთასი რუბლი. სიბეჯითისა და გადატანილი ფათერაკისთვის. მაშ ასე, ხვალამდე. მობრძანდით, ვერსიებზე ვიმუშაოთ.

სამძებრო პოლიციის სამმართველო მართლა აღარ იცნობდა. დერეფნებში საქმიანად დაჭენაობდნენ ვიღაც უცნობი ბატონები იღლიებში ამოდებული საქაღალდეებით და უწინდელი თანამოსამსახურენი მოღვენთილად კი არა, ფხიზლად, დაძაბულად დადიოდნენ. თამბაქოს მოსაწევ ოთახში - ო, საკვირველებავ - სულიერი არ ჭაჭანებდა. ერასტ პეტროვიჩმა ცნობისმოყვარეობით შეიხედა ყოფილ საბუფეტეში და ნამდვილად - სამოვარის და ფინჯან - ლამბაქების მაგივრად სტოლზე ბოდოს აპარატი იდგა, ხოლო ფორმის კურტაკიანმა ტელეგრაფისტმა შემოსულს მკაცრად და კითხვის თანხლებით შეხედა.

საგამომძიებლო შტაბი სამმართველოს უფროსის კაბინეტში მოთავსებულიყო, რაკიღა ბატონი პოლკოვნიკი გუშინდილიდან საქმეს ჩამოშორებულ იქნა.

ძაფების ამოღების პროცედურისგან ჯერ კიდევ გაფითრებული პირისახის ერასტ პეტროვიჩმა დაარაკუნა და შიგნით შეიხედა. კაბინეტიც შეცვლილიყო: დასასველებელი ტყავის სავარძლები გაქრა, მათ მაგივრად სამრიგად გამოჩნდა უბრალო სკამები, ხოლო კედელთან ორი სასაკოლო დაფა იდგა, სულერთიანად დახაზული რაღაც სქემებით. ჩანდა, ახლახან დასრულებულიყო თათბირი - ბრილლინგი ცარცით დასვრილ ხელებს მჩვრით იწმენდავდა, ხოლო მოხელეები და აგენტები, საქმიანი ბაასით გასასვლელისკენ მიდიოდნენ.

 - შემოდით, ფანდორინო, შემოდით. დირეზე ნუ აიტუზებით, - ააჩქარა შემკრთალი ერასტ პეტროვიჩი კაბინეტის ახალმა პატრონმა, - ნაკერები აგხსნეს? ჰოდა, ბარაქალა! თქვენ უშუალოდ ჩემთან იმუშავებთ. სტოლს არ გამოგიყოფთ - სულ ერთია, ჯდომა არ მოგიხდებათ. სამწუხაროდ, გვიან მოხვედით, ჩვენ აქ მეტად საინტერესო დისკუსია გვქონდა თქვენი რაპორტის, “აზაზელის” შესახებ.

 - არსებობს ამგვარიც? მე მართლა გავიგონე? - ყურები სცქვიტა ერასტ პეტროვიჩმა, - მე კი ვშიშობდი, რომ მომეჩვენა.

 - არ მოგჩვენებიათ. აზაზელი - ეს დაცემული ანგელოსია. საღვთო სჯულში რა ნიშანი გქონდათ? განტევების ვაცზე გახსოვთ? ჰოდა, თუკი დაგამახსოვრდათ, ისინი ორნი იყვნენ. ერთი ცოდვათა გამოსასყიდად ღმერთისთვის იყო დანიშნული, მეორე - აზაზელისთვის, რომ არ განრისხებულიყო. ებრაელებთან, “ენოქის წიგნში” აზაზელი ადამიანებს ყოვლისფერ ფინთობას ასწავლის: კაცებს ომს და იარაღის კეთებას, დედაკაცებს


 სახის შეღებვას და ნაყოფის მოწამვლას. ერთის სიტყვით, მოჯანყე დემონი გახლავთ, განდევნილი სული.

 

 - მაგრამ ეს რას უნდა ნიშნავდეს?

 - კოლეგიის ერთმა ასსესორმა თქვენებიდან, მოსკოველებიდან აქ მთელი ჰიპოთეზა განავითარა. საიდუმლო იუდეურ ორღანიზაციაზე. ურიების სინედრიონზეც მოჰყვა, ქრისტიანი ყრმების სისხლზეც. იმან ბეჟეცკაია ისრაელის ასულად დაგვისახა, ხოლოთუ ახტირცევი - კრავად, ებრაული ღმერთის სამსხვერპლო საკურთხეველზე რომ მოუყვანიათ. საზოგადოდ, ჩმახვაა და აბდაუბდა. მე ეს იუდოფობიური ბოდვები პეტერბურღიდან ძალიან კარგად ვიცი. თუ უბედურება შეგემთხვა, ხოლო მიზეზები გაურკვეველია – მაშინათვე სინედრიონი უნდა ახსენოთ.

 - მერე, თქვენ რას ფიქრობთ... შეფ? - ვერცთუ შინაგანის ყოყმანის გარეშე წარმოსთქვა Fფენდორინმა უჩვეულო მიმართვა.

 - მაშინ აქვთ გამოხედვა ინებეთ, - ბრილლინგი ერთ - ერთი დაფასთან მივიდა, - ზემოთ ეს ოთხი წრე – ოთხი ვერსია გახლავთ. პირველი წრე, როგორც ხედავთ, კითვის ნიშნით გახლავთ. ეს ყველაზე უიმედო ვერსიაა: მკვლელი მარტოკა მოქმედებდა, და თქვენ ახტირცევთან ერთად ანაზდეული მსხვერპლი იყავით. შეიძლება მანიაკია, დემონიზმშია გარეული. აქ ჩიხში ვართ, სანამდე ახალი და მსგავსი დანაშაული არ მოხდება. მე ტელეგრაფით ყოველ გუბერნიაში გავაგზავნე შეკითხვები, ხომ არ ყოფილა ასეთივე მკვლელობანი. წარმატებაზე ეჭვი მიმაქვს


 ამ მანიაკს რომ ადრე გამოევლინა თავი, უსათუოდ მეცოდინებოდა. მეორე წრე ასო - ნიშნებით

 

აბ - ეს ამალია ბეჟეცკაია გახლავთ. ლაპარაკი არ უნდა, საეჭვოა. მისი სახლიდან თქვენთვის და ახტირცევისთვის მარტივად შეეძლოთ “კრიმამდე” მოგყოლოდნენ. კვლავაც გაქცევა, თუმცა გაუგებარია მკვლელობის მოტივი.

 - გაიქცა, ესე იგი, გარეულია, - გულ - აღტკინებით თქვა ფანდორინმა, - და გამოდის, რომ თეთრთვალა არანაირი მარტოკა არ არის.

 - ფაქტი არ არის, არამც და არამც არ არის ფაქტი. ვიცით, რომ ბეჟეცკაია ცრუ - თვითმარქვიაა და ყალბი პაშპორტით ცხოვრობდა. ნამდვილად, ავანტურისტია. ნამდვილად მდიდარი მფარველების ხარჯზე ცხოვრობდა. მაგრამ მკვლელობა, თანაც ასეთი მარჯვე ბატონის ხელით? თქვენი მოხსენების მიხედვით თუ განვსჯით, ეს ვიღაც დილეტანტი კი არ იყო, არამედ სრულიად პროფესიონალი მკვლელი. როგორი დარტყმაა ღვიძლში - იუველირის ნამუშევარია. მე ხომ მორგში ვიყავი, ახტირცევი დავათვალიერე. ის კორსეტი რომ არა, თქვენც იქ იწვებოდით, ხოლო პოლიცია კი ჩათვლიდა ძარცვად ან მთვრალების ჩხუბად. მაგრამ დავუბრუნდეთ ბეჟეცკაიას.. მომხდარზე მას შეეძლო გაეგო რომელიმე შინამოსამსახურისგან - “კრიმი” მისი სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. დიდი ხმაური იყო – პოლიცია, აღტყინებული ბუზიყლაპიები. ვინმემ მსახურებიდან ანდა, ვთქვათ, მეეზოვემ მოკლულში ბეჟეცკაიას სტუმერი ამოიცნო და ენა მიურბენინა. იმას მართებულად შეეშინდა პოლიციის წინდაწინ მოკვლევისა და გარდაუვალი გამოაშკარავებისა, ამიტომ დაუყოვნებლივ მიიმალა. დრო ამისთვის საკმარისად ჰქონდა – თქვენმა ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა მხოლოდ მეორე დღეს მოაკითხა ორდერით, შუადღეგადასულზე. ვიცი - ვიცი, თქვენ ჭკუაშერყეული იყავით, ანაზდეულად არ მოსულხართ ცნობაზე. სანამ მოხსენებას კარნახობდით, ვიდრე ხელმძღვანელობა კეფას იქექავდა... საზოგადოდ, ბეჟეცკაიაზე ძებნა გამოვაცხადე. მოსკოვში, უპირველეს - ყოვლისა, ის, ალბათ, აღარ იმყოფება. ვფიქრობ, არც რუსეთშია - სამასხრო ამბავი ხომ არ არის, ათი დღე გავიდა. ვადგენთ მასთან ნამყოფთა სიას, მაგრამ მათი მეტი - წილი სოლიდური ხალხია, აქ დელიკატურობა უნდა. ჩემ სერიოზულ ეჭვს მხოლოდ ერთი იწვევს.

ივან ფრანცევიჩმა საჩვენებელი მესამე წრეს ატაკა, რომელზედაც ეწერა “გზ”.

 - გრაფი ზუროვი, იპოლიტ ალექსანდროვიჩი. ჩანს, ბეჟეცკაიას საყვარელი. კაცი, რომელიმე ზნეობრივი საფუძველის გარშე, მოთამაშე, ბრეტერ - მოდუელე, თავგუნება. მსუქანი - ამერიკელის ტიპი. მის შესახებ გაგვაჩნია ირიბი გეშები. მეტად განრისხებული წავიდა მკვლელთან კამათის შემდგომ - ეს ერთი. შესაძლებლობა ჰქონდა ჩასაფრებისაც, თვალ-ყურის დევნებისაც და მკვლელის მოგზავნისაც - ეს ორი. მეეზოვემ უჩვენა, რომ მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა ზუროვი სახლში - ეს სამი. მოტივი, თუმცა კი უძლური, არსებობს კიდეც: ეჭვი ანდა სნეულებრივი შურისმაძიებლობა. შესაძლოა, კიდევ იყო სხვა რამეც. მთავარი ეჭვია: ზუროვი ის კაცი არ არის, სხვისი ხელით მოკლას. სხვათაშორის, აგენტურული მონაცემებით, მაგის გარშემო მუდამ ტრიალებენ ყველანაირი ბნელი პიროვნებები, ასე რომ, ვერსია პერსპექტიული გახლავთ. თქვენ, ფანდორინ, სწორედ ამით დაკავდებით. ზუროვს აგენტების მთელი ჯგუფი ამუშავებს, მაგრამ თქვენ მარტოკა იმოქმედებთ, კარგად გამოგდით. დავალების გარემოებაზე მოგვიანებით მოვილაპარაკებთ, ახლა კი ბოლო წრეზე გადავიდეთ. ამას მე თვითონ ვამუშავებ.

ერასტ პეტროვიჩმა შუბლი შეიჭმუხნა, ცდილობდა წარმოედგინა, რას შეიძლება აღნიშნავდეს ასო - ნიშნები “ნო”.

 - ნიღილისტების ორღანიზაცია, - აუხსნა შეფმა, - აქ არსებობს შეთქმულების ზოგიერთი ნიშანი, მაგრამ არა იუდეური, არამედ უფრო სერიოზული. ამის თაობაზე, კერძოდ, გამომგზავნეს კიდეც. ანუ, რასაკვირველია, კნიაზმა კორჩაკოვმა მთხოვა – როგორც თქვენთვის ცნობილია, ნიკოლოზ ახტირცევი მისი განსვენებული ქალიშვილის შვილია. თუმცა, შესაძლოა, აქ ყველაფერი არცთუ უბრალო აღმოჩენდეს. ჩვენი რუსეთის რევოლუციონერები განხეთქილების ზღვრამდე არიან. ნაკლებად მოყოყმანეებსა და მოუთმენლებს ამ რობერსპიერებიდან მოსწყინდათ გლეხუჭას განათლება - დაუსრულებელი საქმეა, საკირკიტო, ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. ბომბა, ხანჯალი და რევოლვერი უფრო საინტერესოა. უახლოეს ხანებში დიდ სისხლისღვრას ველი. ის, რაც აქამდე იყო – ყვავილებია. მმართველი კლასის მიმართ ტერორი შეიძლება მასსიური გახდეს. გარკვეული დროიდან მესამე განყოფილებაში მე ვაწარმოებ საქმეებს ყველაზე აღვირახსნილ და კონსპირირებულ ტერორისტების ჯგუფებთან. ჩემმა პატრონმა, ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვმა, მესამე განყოფილებაში ჟანდარმთა კორპუსს რომ ხელმძღვანელობს, დავალება მომცა, გავრკვეულიყავი, თუ მოსკოვში ეს რა “აზაზელი” გამოჩნდა. დემონი - ერთობ რევოლუციური სიმბოლოა. აქ ხომ, ფანდორინო, რუსეთის ბედია კარტში ჩასული. - ბრილინგის ჩვეულებრივი დამცინაობიდან კვალიც აღარ დარჩა, მისი ხმიდან კი მძვინვარება მოისმა. - თუკი სიმსივნე ჩანასახშივე არ მოვეთეთ, ეს რომანტიკოსები ოცდაათი, და შესაძლოა უფრო ადრეც, ისეთ რევოლუსიონს მოიყვანენ, რომ ფრანგული გილიოტინა ძვირფას ცუღლუტობად მოგვეჩვენება. მე და თქვენ წყნარად დაბერებას არ გვაცდიან, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. წაიკითხეთ რომანი “ეშმაკნი” ბატონი დოსტოევსკისა? ამაოდ. იქ ლამაზად არის პროგნოზირებული.

 - ესე იგი, სულ ოთხი ვერსია? - ყოყმანით ჰკითხა ერასტ პეტროვიჩმა.

 - ცოტაა? რაიმე გამოგვრჩა მხედველობიდან? ბრძანეთ - ბრძანეთ, მე მუშაობაში ჩინებს არ ვაღიარებ, - გაამხნევა შეფმა, - და ნუ გეშინიათ სასაცილო გამოჩნდეთ - ეს ახალგაზრდული ასაკით მოგდით. სჯობს სისულელე თქვათ, ვიდრე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.

ფანდორინმა ჯერ მორიდებულად დაიწყო, მერე უფრო გულმხურვალედ ალაპარაკდა:

 - მე მეჩვენება, თქვენი მაღალ... ესე იგი, შეფ, რომ თქვენ ამაოდ სტოვებთ გვერდზე ლედი ესტერს. იგი, რასაკვირველია, ძალზე ღირსეული და პატივსაცემი არსებაა, მაგრამ... ის მილიონიანი ანდერძი! ბეჟეცკაიას აქედან არანაირი სარგებელი არ გააჩნია, არც გრაფ ზუროვს, ნიღილისტებს - მხოლოდთუ საზოგადო კეთილდღეობის აზრით. . . მე არ ვიცი, რა შუაშია აქ ლედი ესტერი, შესაძლოა, არც არაფერში, მაგრამ თანამიმდევრული რიგიანობისთვის კარგი იქნებოდა... ხომ არსებობს საგამოძიებო პრინციპი - ცუი პროდესტ, “მოძებნე, ვისთვისაც სასარგებლოა”.

 - მეღსი თარგმანისთვის, - თავი დაუკრა ივან ფრანცევიჩმა და ფანდორინი აირია. - შენიშვნა სავსებით მართებულია, თუმცა ახტირცევის მონათხრობში, რომელიც თქვენს მოხსენებაშია აღნიშნული, ყველაფერი ამომწურავად არის ახსნილი. ბარონესა ესტერის სახელი შემთხვევით გამოჩნდა. მე ის არ ჩავრთე ეჭვმიტანილთა სიაში, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დრო ძვირფასია, მეორეც, კიდევ იმიტომაც, რომ მე ამ დამას ცოტათი ვიცნობ, მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი. - ბრილლინგმა კეთილად გაიღიმა. - სხვათაშორის, ფანდორინო, თქვენ ფორმალურად მართალი ხართ. არ მინდა, ჩემი დასკვნები მოგახვიოთ თავზე. თქვენ თავად იფიქრეთ, არავის სიტყვას არ ენდოთ. შეხვდით ბარონესას, გამოკითხეთ, რაზედაც საჭიროდ ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაცნობოობა, ბევრი სხვა რამის გარდა, სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. საქალაქო მორიგის სამსახურში გამოგიცხადებენ ლედი ესტერის მოსკოვურ ადრესს. და აი, კიდევ რა, გასვლის წინ საკოსტიუმოში შებრძანდით, ზომა აგიღონ. სამსახურში მუნდირით აღარ გამოცხადდეთ. ბარონესას ჩემი მდაბალი სალამი, და როცა დაჭკვიანებული დაბრუნდებით, საქმეს მივხედოთ, ესე იგი, გრაფ ზუროვს.

 

 

მეშვიდე თავი, რომელშიც მტკიცდება, რომ პედაგოგიკა

მეცნიერებებიდან უმთავრესია

 

მორიგის მოცემულ მისამართზე მისულმა ერასტ პეტროვიჩმა კაპიტალური, სამსართულიანი სახლი დაინახა, ერთი შეხედვით ყაზარმას რომ მოგაგონებდათ, მაგრამ ბაღით გარშემორტყმული და სტუმართმოყვარედ გაღებული ჭიშკრით. სწორედ ეს გახლდათ ანღლიელი ბარონესას ახლადგახსნილი ესტერნატი. შავ - თეთრ ზოლიანი ჯიხურიდან ვერცხლისფერ ბუზმენტებიან, რიგიან ლურჯ სერთუკში გამოწყობილმა მოსამსახურემ გამოიხედა და ხალისიანად აუხსნა, რომ ქალბატონი მილედი აქ კი არა, ფლიგელში ცხოვრობს, მარჯვენა კუთხეში მოუხვევთ და იმ შესახვევთან არის შესასვლელი.

ფანდორინმა დაინახა, რომ შენობის კარიდან ლურჯსავე მუნდირებში ჩაცმული ბიჭების გუნდი გამოიშალა და ველური ყვირილით დაიწყეს გაზონზე სირბილი, კენჭობანას თამაშობდნენ. მოსამსახურეს არც უფიქრია ამ ცელქებისთვის წესრიგისკენ მოეწოდებინა. ფანდორინის გაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა, აუხსნა:

 - აკრძალული არ არის. შესვენებაზე, თუ გინდა, ბორბლებით იარე, მარტო ქონება არ გააფუჭო. ესეთი წესებია.

ვერაფერს იტყვი, როგორც ჩანს, ობლები აქ თავის ნებაზე იყვნენ, გუბერნიის გიმნაზიის მოსწავლეებივით კი არა, რომელთა რიცხვშიც არცთუ ისე ადრე ჩვენი კოლეგიის რეგისტრატორიც შედიოდა. იმ საწყლების მაგივრად გახარებულმა ერასტ პეტროვიჩმა მითითებული მიმართულებით, მესერის სისწვრივ გასწია.

მოსახვევიდან ჩრდილებიანი შესახვევი იწყებოდა. ასეთები აქ, ხამოვნიკებში უთვალავი იყო: მტვრიანი ქვაფენილი, მთვლემარე სახლები ბაღჩებით და მესერებით, ტოტებგაშლილი ალვები, რომლებიდანაც მალე ფრენას დაიწყებენ თეთრი ბუმბულები. ორსართულიანი ფლიგელი, სადაც ლედი ესტერი იდგა, გრძელი გალერეით უერთდებოდა ძირითად კორპუსს. მარმარილოს დაფაზე, ეწერა “პირველი მოსკოვური ესტერნატი. დირექცია”. მის მახლობლად მზეზე თბებოდა მედიდური შვეიცარი - ერთიანად აბრჭყვიალებული, დავარცხნილი ბაკენბარდებით. ასეთი სადიდკაცო შვეიცარები, თეთრ წინდებში და ოქროს კოკარდიან სამკუთხა შლაპებში ფანდორინს გენერალ - გუბერნატორის რეზიდენციის მახლობლადაც კი არ ენახა.

 - ახლა მიღება არ არის, - შლაგბაუმივით დაუყენა ხელი იმ იანიჩარმა, - ხვალ მობრძანდით. სახელმწიფო საქმეებზე ათიდან თორმეტამდე, პირადზე კი ორიდან ოთხამდე.

მოკლედ, კარგი ურთიერთობა ვერ ააწყო ამ შვეიცარების ჯილაგთან. ან გარეგნობა ჰქონდა არასოლიდური, ანდა მის პირისახეზე რაღაც ვერ იყო წესრიგში.

 - სამძებრო პოლიცია. ლედი ესტერთან ვარ, სასწრაფო საქმეზე, - გამოსცრა მან, შურისძიებით გაივლო, როგორ მოიხრის ქედს ეს ოქროს სირმებიანი, გაქვავებული კერპი. მაგრამ გაქვავებულ კერპს ყურიც არ შეუბერტყავს.

 - მეტი საქმე არა აქვს მის ბრწყინვალებას, არ შეგიშვებთ. თუ ისურვებთ, შემიძლია მისტერ კანინგემს მოვახსენო.

 - არავითარი კანინგემი არ მჭირდება, - განრისხდა ერასტ პეტროვიჩი, - ეხლავე მოახსენე ბარონესას, შე საქონელო, თორემ უბნის დილეგში მოგიწევს ღამის გათენება! და ეგრე უთხარი - სამძებრო სამმართველოდან არის სასწრაფო, სახელწიფო საქმეზე თქო!

შვეიცარმა საეჭვო მზერით გაზომა გაბრაზებული ჩინოვნიკი, თუმცა მაინც გაქრა კარს მიღმა. თუმცა შესვლა არ შეუთავაზებია ამ არამზადას.

დიდხანს მოუხდა ცდა, ფანდორინი შეუპატიჟებლად აპირებდა შეჭრას, როცა კარის მიღმიდან კიდევ გამოიხედა ბაკენბარდებიანმა მოღუშულმა სიფათმა.

 - მიღებით მიგიღებენ, მაგრამ ჩვენებურად არცთუ კარგად ბაასობენ, მისტერ კანინგმს სათარგმნელად არა სცალია, დაკავებულია. აი, თუკი ფრანგულად აუხსნით... - ხმის მიხედვით გასაგები იყო, რომ ამგვარი შესაძლებლობისა შვეიცარს ნაკლებად სჯერა.

 - ინგლისურადაც შემიძლია, - ცივად დაუკრა თავი ერასტ პეტროვიჩმა, - საით?

 - გაგაცილებთ, მე მომყევით.

სუფთა, შტოფგაკრული შემოსასვლელი. მერე ნათელი, მზით სავსე დერეფანი გაიარეს, მონაცვლეობით რომ გასდევდა მაღალი, ჰოლანდიური ფანჯრები, ფანდორინი იანიჩარს მიჰყვებოდა თეთრი, მოოქროვილი კარისკენ.

ინგლისურად საუბრისა ერასტ პეტროვიჩს არ ეშინოდა. ის ნენნი ლისბეტის (მკაცრ წუთებში – მისის ჯეისონი) ზედამხედველობით გაიზარდა, ნამდვილი ინგლისელი გადიისა. ეს იყო გულითადი და მზრუნველი, მაგრამ მეტისმეტად თავდაჭერილი გაუთხოვარი ქალი, რომლისთვისაც მით უმეტეს “მის” კი არა, “მისის” უნდა დაეძახა – მისი საპატიო პროფესიის პატივისცემით. ლისბეტმა თავის აღსაზრდელს ასწავლა, რომ შვიდის ნახევარზე ამდგარიყო ზაფხულში, ევარჯიშა ოფლის გამოსვლამდე და მერე ცივი წყლით ებანავა, ორასამდე დათვლამდე ეხეხა კბილები, არასოდეს ეჭამა მაძღრად და კიდევ უამრავი, ჯენლტმენისთვის აუცილებელი რამეები.

კარზე რაკუნს ქალის ნაზი ხმა გამოეპასუხა:

 - Com in! ntrz! (“შემოდით!” - ინგლ., “მობრძანდით!” - ფრანც.).

ერასტ პეტროვიჩმა შვეიცარს ქუდი მისცა და შევიდა.

ის აღმოჩნდა ფართო, მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში, სადაც მთავარი ადგილი დაეჭირა განიერ, წითელი ხის საწერ მაგიდას. მაგიდასთან იჯდა ჭაღარაშერეული დამა უბრალოდ სასიამოვნო კი არა, არამედ რაღაც განსაკუთრებული თბილი და მყუდრო გარეგნობით. ოქროს პენსნეს მიღმა მასპინძლის ღია - ცისფერი თვალები ანათებდნენ ცოცხალი გონიერებით და სტუმართმოყვარეობით. ულამაზო, მოძრავი სახე იხვისებური ცხვირით და ფართო, მომღიმარე პირით ფანდორინს მაშინვე მოეწონა.

ინგლისურად წარუდგა, თუმცა თავისი ვიზიტის მიზანზე ჯერ არაფერი უთქვამს.

 - თქვენ დიდებული წარმოთქმა გაქვთ, სერ, - შეაქო ლედი ერესტმა იმავე ენაზე, თან გამოკვეთილად გამოთქვამდა თითოეულ ბგერას, - იმედი მაქვს, ჩვენი მრისხანე ტიმოთი... ტიმოთემ ძალიან ხომ არ შეგაშინათ? გამოგიტყდებით, მე თვითონაც მეშინია მაგისი, მაგრამ დირექციაში ხშირად მიდიან თანამდებობის პირები და აქ ტიმოთე შეუცვლელია, ინგლისელ ლაქიას სჯობია. თქვენ კი დაბრძანდით, ყრმაწვილო კაცო. აი იქ, სავარძელში აჯობებს, მანდ უფრო მოხერხებულად იქნებით. ესე იგი, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობთ? ალბათ, ძალიან საინტერესო სამუშაო უნდა იყოს. მამათქვენი რაღას აკეთებს?

 - გარდაიცვალა.

 - ძალიან ვწუხვარ, სერ. დედილო?

 - ისიც, - ჩაიბურტყუნა საუბრის ამგვარი შემობრუნებით უკმაყოფილო ფანდორინმა.

 - საწყალი ბიჭი. ვიცი, როგორ სიმარტოვეს განიცდით. აი, უკვე ორმოცი წელიწადია, თქვენსავით უბედურ ბიჭებს ვეხმარები სიმარტოვისგან თავის დახსნაში და საკუთარი გზის პოვნაში.

 - გზის პოვნაში, მილედი? - მთლად ვერ მიხვდა ერასტ პეტროვიჩი.

 - ო, დიაღ, - გამოცოცხლდა ლედი ესტერი, ჩანდა, საყვარელ თემასთან მოსულიყო, - საკუთარი გზის პოვნა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. მე ღრმად გახლავართ დარწმუნებული, რომ ყოველ ადამიანს თავისებური ტალანტი აქვს, თითოეულში ჩადებულია ღვთიური ნიჭი. კაცობრიობის ტრაგედია ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია და არც ვცდილობთ, ეს ნიჭი ბავშვში აღმოვაჩინოთ და გამოვზარდოთ. გენიოსები ჩვენთან - იშვიათობა და თითქმის საოცრებაა, თუმცა ვინ არის გენიოსი? ეს უბრალოდ ის ადამიანია, ვისაც გაუმართლა. მისი ბედი ისე აეწყო, რომ ცხოვრებიუსეულმა გარემოებებმა თვითონ უბიძგეს ადამიანს, რომ თავისი გზის სწორი არჩევანი გაეკეთებინა. ამის კლასიკური მაგალითი - მოცარტია. მუსიკოსის ოჯახში დაიბადა და ადრეული ბავშვობიდან აღმოჩნდა გარემოში, იდეალურად რომ ჰკვებავდა მასში ბუნებიდან ჩადებულ ტალანტს. ახლა კი, ძვირფასო სერ, წარმოიდგინეთ, რომ ვოლფგანგ ამადეუსი გლეხის ოჯახში დაბადებულიყო. მისგან, შესაძლებელი გახლდათ, მდაბიო მწყემსი გამოსულიყო, ძროხებს რომ გაართობდა ჯადოსნური სალამურით. სალდაფონის ოჯახში თუ გაჩნდებოდა - უნიჭო ოფიცრად გაიზრდებოდა, სამხედრო მარშებს სცემდა თაყვანს. ო, დამერწმუნეთ, ყმაწვილო კაცო, თითოეული, გამონაკლისის გარეშე, თითოეული ბავშვი თავის საუნჯეს მალავს, მხოლოდ ამ საუბჯემდე ჩაღრმავება უნდა შეგვეძლოს! არის ერთი კეთილი ჩრდილოამერიკელი მწერალი, რომელსაც მარკ ტუეინი ჰქვია. მე მას ვუკარნახე იდეა მოთხრობისა, რომელშიც ადამიანებს აფასებენ არა მათი რეალური მიღწევებით, არამედ იმ პოტენციით, იმ ტალანტით, რომელიც მათში ბუნებრივად იყო ჩადებული. და მაშინ გამოჩნდება, რომ ყველა დროის ყველაზე დიადი სარდალი რომელიღაც უცნობი თერძი აღმოჩნდება, არასოდეს რომ არ უმსახურნია არმიაში; ყველაზე დიად მხატვარს ხელში არა სჭერია ფუნჯი, რადგან მთელი ცხოვრება ფეხსაცმელებს აკერებდა. აღზრდის ჩემი სისტემა იმას ეფუძნება, რომ დიადი სარდალი აუცილებლად მოხვდეს სამხედრო სამსახურში, ხოლო დიადმა მხატვარმა თავის დროზე მიიღოს ფერებთან მისვლის შესაძლებლობა. ჩემი პედაგოგები დიდი ცდით და მოთმინებით შეისწავლიან თითოეული აღსაზრდელის სულიერ აგებლებას, იქ ღვთიურ ნაპერწკალს ეძებენ და ათიდან ცხრა შემთხვევაში პოულობენ კიდეც!

 - აჰა, მაინც ყველაში არა ყოფილა! - ზეიმით ასწია თითი ფანდორინმა.

 - ყველაშია, ჩემო ბიჭიკო, აბსოლუტურად ყველაში, უბრალოდ, ჩვენ, პედაგოგები საკმაოდ დახელოვნებული არა ვართ. ანდა ბავშვში ჩადებულია ტალანტი, რომელსაც თანამედროვე სამყაროში გამოყენება ჯერ არა აქვს. შესაძლოა, ეს ადამიანი პირველყოფილ საზოგადოებაში იყო აუცილებელი ანდა მისი გენია შორეულ მომავალში გახდება საჭირო - ისეთ სფეროში, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია დღეს.

 - მომავალზე - კეთილი, განსჯას ვერ შევუდგები, - გატაცებული კამათი დაიწყო ფანდორინმა, - მაგრამ პირველყოფილ საზოგადოებაზე რაღაც გაუგებარია, რა ტალანტები გაქვთ მხედველობაში?

 - თავდაც არ ვიცი, ჩემო ბიჭო, - ფარ - ხმალის დამყრელად გაიღიმა ლედი ესტერმა, - მაგალითად, დავუშვათ, მიწის ქვეშ წყლის პოვნის ნიჭი ანდა ტყეში ცხოველის შეგრძნების უნარი. შესაძლოა, საჭმელი ფესვების გარჩევა არასაჭმლისაგან. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ იმ შორეულ ხანაში სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ მთავარი გენიები, ხოლო მისტერ დარვინი ან ჰერრ შოპენჰაუერი, გამოქვაბულში რომ დაბადებულიყვნენ, თავ - თავიანთ ტომებში ბრიყვების მდგომარეობაში იქნებოდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც დღეს გონებრივად განუვითარებლად სთვლიან, აგრეთვე აქვთ ნიჭი. ეს, რასაკვირველია, რაციონალური თვისებების ტალანტი არ გახლავსთ, მაგრამ ამის გამო არანაკლებად ძვირფასია. მე შეფფილდში მაქვს სპეციალური ინტერნეტი იმათთვის, ვისაც ტრადიციულმა პედაგოგიკამ შესაქცია ზურგი. ღმერთო, გენიალურების რა საოცრებებს ამჟღავნებენ ეს ბიჭუნები! იქ არის ბავშვი, ცამეტი წლისამ ძლივს რომ აიდგა ენა, მაგრამ ხელისგულის მიდებით ნებისმიერ შაკიკს არჩენს. მეორეს - ის, საერთოდ, ხმას ვერ იღებს - სუნთქვის შეჩერება შეუძლია მთელი ოთხ - ნახევარი წუთით. მესამე შეხედვით ათბობს წყლიან ჭიქას, წარმოგიდგენიათ?

 - დაუჯერებელია! მაგრამ... რატომ მხოლოდ ბიჭები? გოგონები?

ლედი ესტერმა ამოიოხრა, ხელები გაშალა.

 - თქვენ მართალი ხართ, ჩემო მეგობარო. რა თქმა უნდა, გოგონებთანაც უნდა ვიმუშაოთ. თუმცა გამოცდილება მკარნახობს, რომ ქალის ნატურაში ჩადებული ტალანტი ხშირად ისეთი თვისებისაა, რომ თანამედროვე საზოგადოების მორალს სათანადოდ არ შეუძლია მისი მიღება. ჩვენ მამაკაცების საუკუნეში ვცხოვრობთ და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. საზოგადოებაში, სადაც კაცები მართავენ, არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ქალი ეჭვებს და მტრობას იწვევს. მე არ ვისურვებდი, ჩემი აღზრდილები უბედურები ყოფილიყვნენ.

 - მაგრამ როგორ არის მოწყობილი თქვენი სისტემა? როგორ აწარმოებს, ასე ვთქვათ, ბავშვების დახარისხება? - ცხოველი ინტერესით შეეკითხა ერასტ პეტროვიჩი.

 - მართლა გაინტერესებთ? - გაუხარდა ბარონესას. - წამობრძანდით სასწავლო კორპუსში და თავად ნახავთ.

ის თავისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმარდით წამოხტა, მზადმყოფი, წაეყვანა და ეჩვენებინა. ფანდორინმა თავი დაუკრა და მილედიმ ახალგაზრდა კაცი ჯერ დერეფნით წაიყვანა, მერე კი გრძელი გალერეით ძირითად ნაგებობაში. გზაში უამბობდა:

 - აქაური დაწესებულება სულ ახალია, სამი კვირაა გავხსენით და მუშაობას ჯერ კიდევ ახლა ვიწყებთ. ჩემმა ხალხმა თავშესაფრებიდან და ზოგჯერ პირდაპირ ქუჩიდანაც კი აიყვანა ასოცი ობოლი ბიჭი, ოთხიდან თორმეტი წლის ასაკამდე. თუ ბავშვი უკვე დიდია, მასთან ძნელია რამის გაკეთება – პიროვნება ჩამოყალიბდა. თავიდან ბიჭები გავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, თითოეულს თავისი მასწავლებელი ჰყავს, მოცემული ასაკის სპეციალისტი. მასწავლებლის მთავარი მოვალეობაა, დააკვირდეს ბავშვებს და თანდათან მისცეს სხვადასხვა მარტივი დავალებები. ეს დავალებები თამაშს ჰგავს, მაგრამ მათი მეოხებით ადვილი გასაგებია ბავშვის ბუნების საერთო მიმართულება. პირველ ეტაპზე უნდა გამოვიცნოთ, რა უფრო ტალანტიანია მოცემულ ბავშვში - სხეული, თავი თუ ინტუიცია. მერე ბავშვები დაიყოფიან არა ასაკობრივ, არამედ პროფილურ ჯგუფებად: რაციონალისტები, არტისტები, ხელმარჯვეები, ლიდერები, სპორტსმენები და ასე შემდგომ. ეს პროფილი თანდათან ვიწროვდება და უფროსი ასაკის ბიჭებს ხშირად ინდივიდუალურად ამზადებენ. მე ბავშვებთან ორმოცი წელი ვმუშაობ და ვერ წარმოიდგენთ, რა ბევრს მიაღწიეს ჩემმა აღზრდილებმა - სულ სხვადასხვა სფეროებში.

 - ეს გრანდიოზულია, მილედი! - აღფრთოვანდა ერასტ პეტროვიჩი, - მაგრამ საიდან უნდა მოვუყვანოთ ასეთი ჩინებული პედაგოგები?

 - მე ძალიან კარგად ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, რაღაი პედაგოგიკა – მეცნიერებათაგან უმთავრესია, - ღრმა რწმენით თქვა ბარონესამ, - ამას გარდა, ბევრი ჩემი ყოფილი აღზრდილი გამოთქვამს სურვილს ესტერნატებში დარჩეს აღმზრდელად. ეს ხომ ბუნებრივიც არის, ესტერნატი ხომ ის ერთადერთი ოჯახია, რაც მათ იციან.

ისინი ფართო, რეკრეაციულ დარბაზში შევიდნენ, სადაც რამდენიმე საკლასო ოთახის კარი გამოდიოდა.

 - სად მიგიყვანოთ? - ჩაფიქრდა ლედი ესტერი - აი, თუნდაც ფიზიკურში. იქ საჩვენებელი გაკვეთილი აქვს ჩემ დიდებულ დოქტორ ბლანკს, ციურიხის ესტერნატის კურსდამთავრებულს, გენიალურ ფიზიკოსს. მე მოსკოვში გადმოვიტყუე, რადგან აქ ელექტრობაზე ცდების ჩასატარებელი ლაბორატორია მოვუწყვე. ამასთან ერთად მან ბავშვებს უნდა უჩვენოს ყოველგვარი ეშმაკური ფოკუსები, რათა ამ გზით მათი ინტერესი გააღვიძოს ამ მეცნიერებისკენ.

ბარონესამ ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა და მათ კლასში შეიხედეს. მერხებს თხუთმეტამდე თერთმეტი წლის ბიჭი უჯდა, ლურჯ მუნდირებში, რომელთა საყელოებზე ოქროს ლიტერა “ე” ამოექარგათ. ყველა ისინი, სუნთქვა შეკრულნი უყურებდნენ, თუ პირქუში, ახალგაზრდა ბატონი უშველებელი ბაკენბარდებით, საკმაოდ უწესრიგო სერთუკში და არცთუ სუფთა პერანგში, როგორ ატრიალებს რაღაც მინის ბორბალს, რომელიც ლურჯ ნაპერწკლებს ისვრის.

 - Ich bin sehr beschaftigt, milady! (“მე ძალიან დაკავებული ვარ, მილედი!” - ნემენც.) - წყენით დაიყვირა დოქტორმა ბლანკმა, -  Spater, spater! (“მერე, მერე!” - ნემენც.) - და დამტვრეულ რუსულზე გადასულმა ბავშვებს მიმართა: - ახლა კი, ჩემო ბატონებო, თკვენ ნახოტ ნამდვილი პატარა ცისარტკელა! მას ჰკვია - Blank Begenbogen, “ბლანკის ცისარტკელა”. ეს მე მოვიფიკრო, როცა ისეტი ახალგაზრდა ვიკო, როგორც ტკვენ.

უცნაური ბორბლიდან მაგიდამდე, რომელზედაც ყველანაირი ფიზიკური მოწყობილობები იყო დადგმული, მოულოდნელად პატარა, დაუჯერებლად ნათელი შვიდფერა ცისარტყელა გაიჭიმა და ბიჭებმაც აღტაცებით დაიგუგუნეს.

 - ცოტა შეშლილია, მაგრამ ნამდვილი გენიაა, - ფანდორინს უჩურჩულა ლედი ესტერმა. ამ წამში მეზობელი კლასიდან მოისმა ბავშვის ხმამაღალი ყვირილი.

 - ღმერთო! - გულზე ხელი იტაცა მილედიმ. - ეს გიმნასტიკურიდან იყო! ჩქარა, იქით!

დერეფანში გაიქცა, ფანდორინიც მიჰყვა. მათ ერთად შეირბინეს ცარიელ, ნათელ აუდიტორიაში, რომლის იატაკიც თითქმის ბოლომდე გადაჭრელებული იყო ტყავის ჭილობებით, ხოლო კედლების გაყოლებაზე განლაგებული იყო სხვადასხვაგვარი გიმნასტიკრი იარაღები: შვედური კედლები, რგოლები, მსხვილი ბაგირები, ტრამპლინები. რაპირები და საფარიკაო ნიღბები დამეზობლებოდნენ ბოქსიორის ხელთათმანებს და ასაწევ გირებს. შვიდი - რვა წლის პატარების გუნდი ერთ - ერთი ჭილობის გარშემო შეკრებილიყო. ბავშვები რომ გასწია, ერასტ პეტროვიჩმა ტკივილისგან დაკრუნჩხული ბიჭი დაინახა, რომელთანაც დახრილიყო გიმნასტიკურ ტრიკოში გამოწყობილი ოცდააათიოდე წლის კაცი. ცეცხლისფერ - ჟღალი კულულები ჰქონდა, მწვანე თვალები და ნებისყოფიანი, ძლიერ ჭორფლიანი პირისახე.

 - კაი - კაი, ვაშკაც, - რუსულად, მსუბუქი აქცენტით ლაპარაკობდა, - ნუ გეშინია, ფეხი მაჩვენე. არ გატკენ. ვაჟკაცურად გაუძელი. Fell from the rings, m lady, - აუხსნა ბარონესას, -  Weak hands. I am afraid, the ankle is broken. Would you please tell Mr. Izyumoff? (“რგოლებიდან ჩამოვარდა მილედი. სუსტი ხელები აქვს. ვშიშობ, კოჭი აქვს მოტეხილი. თუ შეიძლება, უთხარით ბატონ იზიუმოვს” - ანღლიური).

მილედიმ უხმოდ დაუქნია თავი, ერასტ პეტროვიჩს ხელის გაქნევით გააყოლა ანიშნა და სწრაფად გავიდა კლასიდან.

 - ექიმთან შევივლი, მისტერ იზიუმოვთან, - ჩქარი ლაპარაკით გამოუცხადა მან, - ასეთი უსიამოვნება ხშირად ხდება - ბიჭები მაინც ბიჭები არიან... ეს ჯერალდ კანინჰემი იყო, ჩემი მარჯვენა ხელი. ლონდონის ესტერნატის კურსდამთავრებული. ბრწყინვალე პედაგოგია. მთელი რუსეთის ფილიალს ხელმძღვანელობს. ნახევარ წელიწადში შეისწავლა თქვენი რთული ენა, რომელიც მე ვერაფრით შემითვისებია. ჩავლილ შემოდგომაზე ჯერალდმა პეტერბურღში გახსნა ესტერნატი, ახლა აქ დროებითაა, საქმის აწყობაში გვეხმარება. უმაგისოდ ხელმოჭრილივით ვარ.

ის შეჩერდა კართან, რომელზედაც “ექიმი” ეწერა.

 - გთხოვთ, მაპატიოთ, სერ, ჩვენი საუბრის შეწყვეტა მოგვიწევს. სხვა დროს იყოს, კარგი? ხვალ მობრძნდით და ვილაპარაკოთ. თქვენ ხომ ჩემთან რაღაც საქმე გქონდათ?

 - ისეთი არაფერი, მილედი, - გაწითლდა ფანდორინი, - ისე, მართლა... მერე, როდისმე. წარმატებას გისურვებთ თქვენს კეთილშობილურ ასპარეზზე. მოუხერხებლად დაუკრა თავი და აჩქარებით წამოვიდა. ერასტ პეტროვიჩს ძალიან რცხვენოდა.

 - აბა, რა ქენით, აიყვანეთ ბოროტმოქმედი სამხილებით? - უფროსმა რაღაც ბრძნული დიაგრამებიდან ასწია თავი და მხიარულად მიესალმა დარცხვენილ ფანდორინს. კაბინეტის ფარდები გაწეული იყო, მაგიდაზე ლამპა ენთო, რაკი სარკმლებს მიღმა ბინდდებოდა. - მოდით, გამოვიცნობ. მისტერ Kokorin-ის შესახებ მილედის თავის სიცოცხლეში არაფერი სმენია, მისს Bzhtskaya-ზე მით უფრო, თვითმკვლელის ანდერძზე ცნობამ იგი საშინლად გააბრაზა. ასეა?

ერასტ პეტროვიჩმა მხოლოდ ამოიოხრა.

 - მე ეს პიროვნება პეტერბურღში ვნახე. მისი თხოვნა რუსეთში პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ჩვენთან, მესამეში განიხილებოდა. გენიალურ დებილებზე მოგიყვათ? კეთილი, ახლა საქმეზე. მაგიდას მოუჯექით, - ფანდორინს სკამისკენ მიუთითა შეფმა, - თქვენ წინ წარმტაცი ღამე გელოდებათ.

ერასტ პეტროვიჩმა სასიამოვნო შემაშფოთებელი წკმენტა იგრძნო მკერდში – ასეთ ზემოქმედებას ახდენდა მასზე ბატონ სამოქალაქო მრჩეველთან ურთიერთობა.

 - თქვენი სამიზნე - ზუროვია. თქვენ ის უკვე ნახეთ. გარკვეული წარმოდგენაც გაქვთ. გრაფთან მოხვედრა ადვილია, რეკომენდაციები საჭირო არ არის. მაგას სახლში რაღაც სათამაშო ბუნაგი აქვს, არმცთუ უმტკივნეულოდ კონსპირირებული. იქ ერთგვარი ჰუსარულ - გვარდიული ტონია მიღებული, მაგრამ საკმაოდ დაწანწალებს ყველანაირი ვიგინდარა. ასეთივე სახლი ზუროვს პეტერბურღშიც ჰქონდა, ხოლო პოლიციის ვიზიტის შემდეგ მოსკოვში გადმობარგდა. თავისუფალი ბატონი გახლავსთ, პოლკში უკვე მესამე წელია უვადო შვებულებაში ითვლება. გადმოგცემთ თქვენს ამოცანას. ეცადეთ მის სიახლოვეს მიაღწიოთ, დააკვირდით მის გარემოცვას. იქ ხომ არ არის თქვენი თეთრთვალა ნაცნობი? ოღონდ თვითმოქმედების გარეშე, თქვენ მაგას მარტოკა ვერ გაუმკლავდებით. სხვათაშორის, საეჭვოა იქ იყოს... არ გამოვრიცხავ, რომ გრაფი თავადვე დაინტერესდება თქვენით - ხომ უკვე გნახათ ბეჟეცკაიასთან, რომლის მიმართ, ზუროვი, როგორც ჩანს, გულგრილი არ არის. სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. ნუ ჩაეფლობით. ამ ბატონთან ხუმრობა საშიშია. უპატიოსნოდ თამაშობს, როგორც იმათ საზოგადოებაში ამბობენ, “ზიხერზე აჰყავხარ”, და თუ გამოააშკარავებენ - სკანდალს ატეხავს. იმის ანგარიშზეა ათზე მეტი დუელი, თან ყველა დუელზე ცნობილი არ არის. შეიძლება, უდუელოდაც გადაგიხსნას თავის ქალა. მაგალითად, სამოცდათორმეტში ნიჟეგოროდის ბაზარში კარტის თამაშისას ვაჭარ სვიშჩოვს წაეკინკლავა და მერე ფანჯრიდან ისროლა თავისი წვერიანად. მეორე სართულიდან. ვაჭარი დაიმტვრა, ერთი თვე ხმისამოუღებლად იწვა, მხოლოდ ანიშნებდა. გრაფს კი არაფერი, გამოძვრა. გავლენიანი ნათესავები ჰყავს სხვადასხვა სფეროებში. ეს რა არის? – ჩვეულებრივ, გადასვლის გარშე შეეკითხა ივან ფრანცევიჩი, მაგიდაზე კი სათამაშო კარტის დასტა დადო.

 - კარტი, - გაოცდა ფანდორინი.

 - თამაშობთ?

 - საერთოდ არა ვთამაშობ. მამა ხელში აღებასაც მიკრძალავდა, ამბობდა რომ თავის მაგივრადაც ითამაშა, ჩემს მაგივრადაც და კიდევ ფანდორინების მომდევნო სამი თაობის მაგივრადაც.

 - სამწუხაროა, - შეწუხდა ბრილლინგი. - უამისოდ გრაფთან საქმე არა გაქვთ. კეთილი, აიღეთ ქაღალდი, ჩაიწერეთ...

მეოთხედი საათის შემდეგ ერასტ პეტროვიჩს შეეძლო წაუბორძიკებლად გაერჩია კარტის ფერები და იცოდა, რომელი კარტია მაღალი, რომელი - დაბალი, მხოლოდ სურათები ერეოდა – სულ ავიწყდებოდა, უფროსი რომელია, დამა თუ ვალეტი.

 - უიმედო ხართ, - დაასკვნა შეფმა, - მაგრამ ეს საშიში არაა. პრეფერანსს და სხვა გონებრივ თამაშებს გრაფთან მაინც არა სწყალობენ. იქ უფრო პრიმიტიულები უყვართ, ჩქარა რომ წავიდეს და ფულიც ბევრი მოვიდეს. აგენტები გვაცნობებენ, ზუროვს შტოსსი ურჩევნია, თანაც გამარტივებული. გიხსნით წესებს. ვინც კარტს არიგებს, ბანკომეტი, ანუ ბანქოს დამრიგებელი ჰქვია. მეორეს – პონტერი, ანუ მეფსონე. ამასაც და იმასაც თავისი დასტა აქვთ. პონტერი თავისი დასტიდან ირჩევს კარტს - ვთქვათ, ათიანს. თავისთვის დაიგდებს პერანგით მაღლა.

 - პერანგი - ეს ხომ მოხატულობაა კარტის მეორე მხარეს? – დააზუსტა ფანდორინმა.

 - დიაღ. ახლა პონტერი ჩამოდის ბანკში - დავუშვათ, ათ რუბლს. მაშინვე იწყებს “დარიგებას”: ხსნის დასტიდან ზედა კარტს მარჯვნივ (ამას ჰქვია “შუბლი”), მეორეს – მარცხნივ (ამას ჰქვია “მძინარა”).

“შუბლი” - მარჯვ., “მძინარა” - მარცხნ.” - სწრაფად იწერდა ბლოკნოტში ერასტ პეტროვიჩი.

 - ეხლა პონტერი ხსნის თავის ათიანს. თუკი “შუბლიც” ათიანი აღმოჩნდა, ფერს მნიშვნელობა არა აქვს, - მებანკეს დადებული თავისთვის მიაქვს. ამას ჰქვია “ათიანის გაჭრა”. მაშინ ბანკი, ანუ თანხა, რაზედაც თამაშობენ, ორმაგდება. თუკი ათიანი აღმოჩნდება “მძინარა”, ანუ მეორე კარტი, - ეს პონტერის მოგებაა, მან “იპოვა ათიანი”.

 - თუკი წყვილში ათიანი არ არის?

 - თუ პირველ წყვილში ათიანი არ აღმოჩნდა, ბანკომეტი კარტის მომდევნო წყვილს არიგებს. და ასე, იქამდე, სანამ ათიანი არ გამოხტება. ესეც მთალი თამაში. ელემენტარულია, მაგრამ შეიძლება გაუგონრად წააგო, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ პონტერი ხართ და მთელ დროს სულ გაორმაგებაზე თამაშობთ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, ფანდორინ: თქვენ მხოლოდ ბანკომეტად უნდა ითამაშოთ. ეს ადვილია - დააგდებთ კარტს მარჯვნივ, კარტს - მარცხნივ, კარტს მარჯვნივ, კარტს მარცხნივ. ბანკომეტი თავიდან დადებულზე მეტს არ წააგებს. პონტერად არ დაჯდეთ. თუკი კენჭისყრით შეგხვდათ, მოკლე თამაში დანიშნეთ. შტოსსში ხუთზე ნაკლები შესვლის გაკეთება არ შეიძლება, მერე მთელი ბანკის ნარჩენი ბანკომეტთან გადადის. ახლა სალაროში ორას მანეთს მიიღებთ წასაგებად.

 - მთელი ორასი? - წამოიძახა ფანდორინმა.

 - ”მთელი ორასი” კი არა, “მხოლოდ ორასი”. ეცადეთ, ეს თანხა მთელი ღამე იმყოფინოთ. თუ მალე წააგეთ, მაშინვე წასვლა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ რაღაც დრო იქ ილაპარაკოთ. მაგრამ ეჭვი არ უნდა გამოიწვიოთ, გასაგებია? ითამაშებთ ყოველ საღამოს, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. თუნდაც გამომჟღავნდეს, რომ ზუროვი გარეული არ არის, - რას ვიზამთ, ესეც რეზულტატია. ერთი ვერსიით ნაკლები იქნება. ერასტ პეტროვიჩი ტუჩებს აცმაცუნებდა და შპარგალკაში იყურებოდა.

 - ”გული” - ეს წითელი გულებია?

 - დიახ, მაგათ ხანდახან ეძახიან “ეშმაკებს” ანდა “კიორებს” ფრანგული “ცოეურ (“გული” - ფრანციცული) - იდან. მიბრძანდით საკოსტიუმოში. თქვენი ზომების მიხედვით მოგიმზადეს ჩაცმულობა, ხოლო ხვალ კი სადილისთვის გახსნიან მთელ გარდერობს ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის. მარშ - მარშ, ფანდორინო, უთქვენოდაც ბევრი საქმე მაქვს. ზუროვის მერე მაშინვე აქ მოხვალთ. ნებისმიერ დროს. დღეს სამმართველოში ვათენებ.

და ბრილლინგმა თავის ქაღალდებში ჩაყო ცხვირი.

 

 

მერვე თავი, სადაც უადგილოდ გამოხტება ყვავის ვალეტი.

 

გაბოლილ დარბაზში ექვს მწვანე ლომბერის მაგიდასთან თამაშობდნენ – სად ჯგუფად, ოთხი კაცი, სად კიდევ ორ - ორნი. თითოეულ მაგიდასთან მაყურებლები ინაცვლებდნენ ფეხებს: სად მოკლე თამაში მიდიოდა, - ნაკლებზე, სად კიდევ მაღლა ადიოდა “შპილი” - უფრო მსხვილად. ღვინო და მისატანებელი გრაფთან არ მიჰქონდათ, მსურველებს შეეძლოთ სასტუმრო ოთახში გასულიყვნენ და ლაქია გაეგზავნათ ტრაქტირში, მაგრამ მხოლოდ შამპანურისთვის აგზავნიდნენ, რომელიმეს ძალიან თუ გაუმართლებდა, იმ შემთხვევაში. ყველა მხრიდან ისმოდა წყვეტილი, არამოთამაშისთვის გაუგებარი წამოძახილები:

 -  Je coup! (“ვარტყამ!” - ფრანც.).

 -  Je passe (“პასი” - ფრანც.).

 - მეორე აბცუგი. (ნემენცური სიტყვიდან “აბზუგ “ - დაკლება).

 -  Retournez la carte! (“გახსენით კარტი ! - ფრანც.).

 - თუმცა, ბატონებო, ჩასულია.

 - ”შუსტოჩკა” მკვდარია! - და სხვა.

ყველაზე მეტი იმ მაგიდასთან შეკერებილიყო, სადაც მსხვილი თამაში მიდიოდა, ერთი ერთზე. თავად მასპინძელი არიგებდა. მსუქანი, ოფლში გაწურული ბატონი კი, ერთობ ვიწრო სერთუკში, ფსონს ჩადიოდა. ამ პონტერს, ჩანდა, არ უმართლებდა - ტუჩებს იკვნეტდა, ფიცხობდა. სამაგიეროდ, გრაფი თავად ცივსისხლანობა იყო და მხოლოდ ტკბილად იღიმოდა შავი ულვაშებიდან, მოხრილი თურქული ჩიბუხის კვამლში ეხვეოდა. ნაპატივები, ბრჭყვიალა ბეჭდებიანი, ძლიერი თითები მარჯვედ ხსნიდნენ კარტებს - ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ.

მაყურებელთა შორის, ცოტა უკან რომ იდგნენ მოკრძალებით, იმყოფებოდა შავთმიანი ახალგაზრდა კაცი აწითლებული, სრულიად არამოთამაშის ფიზიონომიით. გამოცდილი კაცისთვის მაშინვე ცხადი გახდებოდა, რომ ყმაწვილი კარგი ოჯახიდანაა, თამაშზე პირველად მოვიდა და აქ ყველაფერი ეუცხოება. ბრილიანტებით აღჭურვილმა თაღლითმა ბატონებმა რამდენჯერმე შესთავაზეს “კარტი ავჭრათო”, მაგრამ გაწბილდნენ - ყმაწვილი მხოლოდ ხუთიანებს ჩამოდიოდა ფსონში და “გახურებას” არ აპირებდა. ყოფილმა შპილმეისტერმა გრომოვმა, რომელსაც მთელი მოთამაშე მოსკოვი იცნობდა, ბიჭუნას “ანკესი” გადაუგდო


 ასი რუბლი წააგო იმასთან, მაგრამ ფული ამაოდ დაკარგა. აწითლებულ ყმაწვილს თვალები არ ანთებია და არც ხელები აკანკალებია. მოკლედ, უპერსპექტივო კლიენტი გამოდიოდა, ნამდვილი “ხლიუზდა”, რაც მოთამაშეთა ჟარგონზე “არასერიოზულ კაცს” ნიშნავს.

 

ამასობაში ფანდორინი (ანუ ეს “ხლიუზდა”, რა თქმა უნდა, სწორედ ის იყო) თვლიდა, რომ დარბაზში უჩინარი ჩრდილივით დაცურავს და არავის ყურადღებას არ იქცევს. ჯერ მაინც ბევრი ვერ “იცურა”, მართალია. ერთხელ დაინახა, თუ როგორ აიღო მაგიდიდან ძალიან საპატიო გარეგნობის ბატონმა ნახევარიმპერიალი და დიდი ღირსებით გვერდზე გაიწია. ორი ოფიცერი ხმამაღლი ყვირილით კამათობდა დერეფანში, მაგრამ ერასტ პეტროვიჩმა ვერაფერი გაიგო მათი ლაპარაკიდან: დარგუნების პორუჩიკი აღტკინებული არწმუნებდა, რომ ვიღაცა ბზრიალა არ არის და არაპის მეგობრების არ მართავს, ხოლო პუსართა კორნეტი საყვედურობდა რაღაც “ზიხერობას”.

ზუროვი, რომლის მახლობლად ფანდორინი ჰა და ჰა, აღმოჩნდებოდა, ამ საზოგადოებაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, თანაც ერთი უბრალო თევზი კი არა, კარგა მოზრდილი. ერთი მისი სიტყვა საკმარისი იყო, რომ ჩანასახშივე მოესპო ნებისმიერი სკანდალი, ხოლო ერთხელ მასპინძლის ჟესტზე ორმა ყოჩაღ - ლაქიამ იღლიებით დაიჭირეს ერთი დაწყნარების არამსურველი მყვირალა და ორ წამში გააბრძანეს კარის გარეთ. ერასტ პეტროვიჩს გრაფი შეგნებულად არ სცნობდა, თუმცა რამდენჯერმე ფანდორინმა დაიჭირა მისი სწრაფი, არცთუ კეთილი შემოხედვა.

 - მეხუთე, ჩემო ბატონო, - გამოაცხადა ზუროვმა და ამ განცხადებამ რატომღაც უკიდურესად ააღელვა პონტერ - მეფსონე.

 - იხვს ვკეცავ! – მთლთორვარე ხმით წამოიძახა მან და თავის კარტზე ორი კუთხე ჩაკეცა.

მაყურებელთა შორის ჩურჩულმა გადაირბინა, ხოლო ოფლიანმა, შუბლიდან თმის კულული მოიშორა და მაგიდაზე მთელი გროვა ცისარტყელისებური ქაღალდები დაყარა.

 - რა არის “იხვი”? - ნახევარხმაზე მორცხვად შეეკითხა ერასტ პეტროვიჩი წითელცხვირა მოხუცს, ყველაზე უწყინრად რომ ჩათვალა.

 - ეს ნიშნავს შესასვლელი ფსონის გაოთხმაგებას, - ხალისით აუხსნა. მეზობელმა. - უნდა, რომ ბოლო აბცუგზე სრული რევანში აიღოს.

გრაფმა გულგრილად გამოუშვა კვამლის ღრუბელი და მარჯვნივ კაროლი გახსნა, მარცხნივ - ექვსიანი.

პონტერმა გულის ტუზი აჩვენა.

ზუროვმა თავი დაუქნია და იქვე დაარიგა შავი ტუზი მარჯვნივ, წითელი კაროლი მარცხნივ.

ფინდორინმა გაიგონა, როგორ დაიჩურჩულა ვიღაცამ:

 - იუველირია!

ოფლიანი ბატონი საცოდავი შესახედავი იყო. მან თვალით გააცილა ასიგნაციების დასტა, გრაფის იდაყვქვეშ რომ აღმოჩნდა და ფრთხილად იკითხა:

 - ვალით ხომ არ ინებებდით?

 - არ ვინებებდი, - ზარმაცად მიუგო ზუროვმა, - კიდევ ვის სერს, ბატონებო?

მოულოდნელად მისი მზერა ერასტ პეტროვიჩზე შეჩერდა.

 - ჩვენ, მგონი, შევხვედრილვართ? - უსიამოვნო ღიმილით შეეკითხა მასპინძელი, - ბატონო ფედორინი, თუ არა ვცდები, ხომ?

 - ფანდორინი, - გაუსწორა ერასტ პეტროვიჩმა, თან ტანჯვით გაწითლდა.

 - პარდონ. თქვენ აქ ყველას ალორნეტებთ? აქ თეატრი კი არ არის. თუ მოხვედით - ითამაშეთ კიდეც. სულით და გულით გთხოვთ. - გათავისუფლებულ სკამზე ანიშნა.

 - დასტები თქვენ თვითონ აირჩიეთ, - ფანდორინს ყურში ჩასჩურჩულა კეთილმა მოხუცმა. ერასტ პეტროვიჩი დაჯდა და ინსტრუქციის თანახმად, ძალიან გადაჭრით თქვა:

 - მაგრამ ნება მიბოძეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მე თავად მეჭიროს ბანქო ახალბედას უფლებით. ხოლო დასტებიდან მე ვარჩევდი... აი, იმას და ამას. - და მან ლანგრიდან აიღო ორი ყველაზე ქვედა, გაუხსნელი დასტა.

კიდევ უფრო უსიამოვნოდ გაიცინა ზუროვმა:

 - რა ვიზამთ, ბატონო ახალბედავ, თქვენი პირობები მიღებულია, მხოლოდ ერთი პირობით: ბანკს თუ მოვხსნი - არ გამექცეთ. მეც მომეცით დარიგების საშუალება. აბა, მაშ, რა თანხაა?

ფანდორინს სიტყვა გაუწყდა, გაბედულებამ ისევე ჩქარა მიატოვა, როგორც ეწვია.

 - ასი რუბლი? - მფრთხალად იკითხა მან.

 - ხუმრობთ? აქ თქვენ ტრაქტირი ხომ არ გგონიათ?

 - კარგი, სამასი. - და ერასტ პეტროვიჩმა მთელი თავისი ფული დადო მაგიდაზე, ადრე მოგებული ასი რუბლის ჩათვლით.

 - Le jeu n en pas la chandlle (“თამაში კელაპტრებადაც არა ღირს” - ფრანც.), - მხრები აიჩეჩა გრაფმა, - მაგრამ დასაწყისისთვის არა უშავს.

მან ამოიღო თავისი დასტიდან კარტი, ზედ გაუფრთხილებლად დაყარა სამი ასიანი ქაღალდის ფული.

 - პირდაპირ მოვდივარ.

“შუბლი” მარჯვნივ, გაიხსენა ერასტ პეტროვიჩმა და წესიერად დადო მარჯვნივ დამა წითელი გულებით, ხოლო მარცხნივ - ყვავის შვიდიანი.

იპოლიტ ალექსანდროვიჩმა ორი თითით გადააბრუნა თავისი კარტი და მსუბუქად დაიჯღანა. აგურის დამა იყო.

 - ჰაიდა, ახალბედავ, - წაუსტვინა ვიღაცამ. - დამა მარჯვედ დავარცხნა.

ფანდორინმა უსუსურად აჭრა დასტა.

 - მთლიანად, - დაცინვით თქვა გრაფმა, მაგიდაზე ექვსი ასიგნაცია გადმოდო, - ცეცხლს ნუ ეთამაშები და არც დამარცხდები.

მარცხენა კარტს რა ერქვა? - ვეღარ გაიხსენა ერასტ პეტროვიჩმა. ეს არის “შუბლი”, ხოლო მეორე... ფუ, ეშმაკს. უხერხულია. აბა, როგორ იკითხოს? შპარგალკაში ჩახედვა არასოლიდური იქნება.

 - ბრავო! - ახმაურდნენ მაყურებლები. - გრაფ,  c est un jeu interessant (“თამაში საინტერესოა” - ფრანც.), ატყობთ?

ერასტ პეტროვიჩმა დაინახა, რომ კიდევ მოიგო.

 - კეთილი ინებეთ და ნუ მეფრანგულებით! მართლაცდა, რა სულელური ჩვეულებაა რუსულ ლაპარაკში ნახევრად ფრანგული ფრაზების ჩართვა, - გაღიზიანებთ მიუბრუნდა ზუროვი მოლაპარაკეს, თუმცა თავადაც სვამდა ფრანგულ სიტყვა - თქმებს. - დაარიგეთ, ფანდორინო, დაარიგეთ. კარტი ცხენი არ არის, დილას გამიმართლებს. მთლიანად.

მარჯვნივ - ვალეტი, ეს “შუბლი”, მარცხნივ - რვიანი, ეს...

იპოლიტ ალექსანდროვიჩს ცხრიანი გაუხსნა, რომელიც ფანდორინმა მეოთხე შესვლაზე მოკლა.

მაგიდას ყველა მხრიდან შემოერტყნენ და ერასტ პეტროვიჩის წარმატება დამსახურებულად დაფასდა.

 - ფანდორინ, ფანდორინ, - დაბნეული ბუტბუტებდა იპოლიტ ალექსანდროვიჩი და თითებს აკაკუნებდა დასტაზე. ბოლოს გამოაძრო კარტი, ორიათას ოთხასი გადათვალა. ექვსიანის ყვავი პირველ აბცუგზევე დაწვა “შუბლის” ქვეშ.

 - ეს რა გვარია ამისთანა! - წამოიყვირა გაფითრებულმა გრაფმა, - ფანდორინი! ბერძნებიდან ხომ არა ხართ? ფანდორანი, ფანდოროპულო!

 - რატომ ბერძნებიდან? - ეწყინა ერასტ პეტროვიჩს, რომლის მეხსიერებაში კიდევ დარჩენილიყო ცუღლუტი თანაკლასელების დაცინვა თავისი ძველისძველი გვარის გამო (ერასტ პეტროვიჩის გიმნაზიური მეტსახელი - “ფუნდუკი”). - ჩვენი ჯიში, გრაფ, ისეთივე რუსულია, როგორიც თქვენი. ფანდორინები ჯერ კიდევ ალექსეი მიხაილოვიჩს ემსახურებოდნენ.

 - აბა როგორ, - გამოცოცხლდა წეღანდელი ცხვირწითელა მოხუცი, ერასტ პეტროვიჩის კეთილისმსურველი. - ეკატერინე დიდის დროს ერთი ფანდორინი იყო, ძალზე საინტერესო ჩანაწერები დატოვა.

 - ნაწერები, ნაწერები, დღეს მთლიანად ვიწირები. - მოღუშულად გარითმა ზუროვმა, კუპიურების მთელი გროვა გადმოიღო. - მთელ ბანკზე! კარტი აჭერით, ეშმაკმაც წაგიღოთ!

 - Le dernier cour, messieurs! (“ბოლო ჩამორიგებაა, ბატონებო!” - ფრანც.) - გაისმა შემოკრებილებში.

ყველა ხარბად უყურებდა დაჭმუჭნულიკრედიტების ორ თანაბრად დიდ გროვას: ერთი ბანკირის წინ იდგა, მეორე კი ფსონის ჩამსვლელი პონტერისა.

სრულ სიჩუმეში ფანდორინმა ორი ახალი დასტა გახსნა, ისევ იმაზე ფიქრობდა. მტირალა? მცივანა?

მარჯვნივ ტუზი, მარცხნივ ტუზი. ზუროვს კაროლი. მარჯვნივ დამა, მარცხნივ ათიანი. მარჯვნივ ვალეტი, მარცხნივ დამა. (ისე, რომელი უფრო დიდია - ვალეტი თუ დამა?). მარჯვნივ შვიდიანი, მარცხნივ ექვსიანი.

 - კეფაში არ მიმღეროთ! – მძვინვარედ დასჭექა გრაფმა და მისგან გაიწივნენ.

მარჯვნივ რვიანი, მარცხნივ ცხრიანი. მარჯვნივ კაროლი, მარცხნივ ათიანი. კაროლი! გარშემო ყვიროდნენ და ხარხარებდნენ, იპოლიტ ალექსანდროვიჩი გახევებული იჯდა.

– მძინარა! - გაიხსენა ერასტ პეტროვიჩმა და გახარებულმა გაიღიმა. კარტი მარცხნივ - ეს მძინარაა. ეგეთი უცნაური სახელი აქვს.

 - ჩაცინება არ გაბედოთ! თანხა ხომ გაჭერით, ახლა ზრდილობა იქონიეთ და ცივილურად გეჭიროთ თავი! - ცოფიანი ხმით დაისისინა გრაფმა, ახლოს მოიწია. მისი სისხლით ავსებული თვალები საშინელი იყო. მომდევნო წამს მან ფანდორინს ნიკაპზე უბიძგა, სკამის ზურგს მიეყრდნო და გულზე ხელები დაიკრიფა.

 - ეს მეტისმეტია, გრაფ! - წამოიყვირა ერთმა ოფიცერმა.

 - მე მგონი, არ გავრბივარ! - გამოცრა ზუროვმა, ფანდორინისთვის არ მოუშორებია თვალი, - თუკი ვინმე გამწარებულად გრძნობს თავს, მზად გახლავარსთ, შევესაბამებოდე.

ნამდვილად სასაფლაოსებრი სიჩუმე ჩამოვარდა.

ერასტ პეტროვიჩმა საზარლად უგუგუნებდა ყურებში და, ეხლა მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა - სილაჩრე არ გამოეჩინა. თან იმისაც ეშინოდა, რომ მოღალატურად შეუთრთოლდებოდა ხმა.

 - თქვენ უპატიოსნო არამზადა ხართ. თქვენ, უბრალოდ, გადახდა არ გინდათ, - თქვა ფანდორინმა და ხმა მაინც აუთრთოლდა, მაგრამ ეს უკვე სულ ერთი იყო. - მე თქვენ გიწვევთ.

 - საზოგადოების დასანახად ვაჟკაცობთ? - ტუჩები დაღრიცა ზუროვმა, - ვნახოთ, ლულის ქვეშ როგორ იცეკვებთ. ოც ნაბიჯზე, ბარიერებით. ვისაც როდის მოუნდება, მაშინ ისვრის, მაგრამ მერე დაუყოვნებლივ მობრძანდით ბარონთან. არ გეშინიათ?

მეშინია, იფიქრა ერასტ პეტროვიჩმა. ახტირცევი ამბობდა, რომ ოცი ნაბიჯიდან შაურიანს არტყამს, შუბლში მოხვედრა ამისთვის რა ბედენაა, ანდა, მით უარესი, მუცელში. ფანდორინს შეაჟრჟოლა. არასოდეს სჭერია ხელში სადუელო პისტოლეტი. ერთხელ ქსავერი თეოფილაქტოვიჩმა წაიყვანა პოლიციის ტირში “კოლტიდან” სასროლად, მაგრამ ეს ხომ სულ სხვაა. მომკლავს, ერთ მწიკვ თამბაქოდაც მომკლავს. თან სუფთად მუშაობს. ვერ ჩაუსაფრდები. მოწმეები - რამდენადაც გინდა. კამათი კარტთან, ჩვეულებრივი საქმეა. გრაფი ერთი თვე იჯდება ჰაუპტვახტში და გამოვა, გავლენიანი ნათესავები ჰყავს, ერასტ პეტროვიჩს კი არავინ. ჩადებენ კოლეგიის რეგისტრატორს მოთრეულ კუბოში, ჩაფლავენ მიწაში, და არავინ მოვა დასაფლავებაზე. შესაძლოა, მხოლოდ გრუშინი და აგრაფენა კონდრატიევნა. ხოლო ლიზანკა გაზეთში წაიკითხავს და იქვე გაიფიქრებს: ცოდოა, ასეთი დელიკატური პოლიციელი იყო და სრულიად ახალგაზრდა. არა, არ წაიკითხავს - იმას, ალბათ, ემმა გაზეთებს არ აძლევს. შეფი კი, რასაკვირველია, იტყვის: მე იმ სულელს ვანდე, ის კი გაება, როგორც ჩურჩუტი ლეკვი. სროლა მოინდომა, თავადური “მერიქლიუნდიები”, ანუ წარჩინებულთა მელანქოლია მოეძალა. და გადააფურთხებს კიდეც.

 - რატომ გაჩუმდით? - სასტიკი ღიმილით შეეკითხა ზუროვი. - თუ სროლა გადაიფიქრეთ?

ერასტ პეტროვიჩს სწორედ ახლა გაუჩნდა ერთი გადამრჩენელი იდეა. სროლა ახლა კი არა, ყველაზე ადრე - ხვალ დილას მოუწევთ. გაიქცეს და შეფს შესჩივლოს - რასაკვირველია, სისაძაგლე და ყოვლად უღირსი საქციელია. მაგრამ ივან ფრანცევიჩი ამბობდა, რომ ზუროვზე სხვა აგენტებიც მუშაობდნენ. ისიც კი შესაძლებელია, რომ აქაც, ამ დარბაზში ვირაცა არის შეფის ხალხიდან. გამოწვევა შეიძლება მივიღო, პატივი დავიცვათ, და თუკი, მაგალითად, ხვალ განთიადზე აქ პოლიციალი მოუსწრებს და გრაფ ზეროვს დააპატიმრებს სათამაშო ბუნაგის მოწყობისთვის, მაშინ ფანდორინი ამაში დამნაშავე სულაც არ იქნება. მას ხომ არც არაფერი ეცოდინება - ივან ფრანცევიჩი უმისოდაც მიხვდება, როგორც უნდა მოიქცეს.

გადარჩენა, შესაძლებელია თქმულიყო, ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ უცებ ერასტ პეტროვიჩის ხმამ სულ სხვა, პატრონის ნებისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე შეიძინა, რაღაც ბუნდოვანი დაიწყო და, საკვირველი ამბავი, აღარ კანკალებდა:

 - არ გადამიფიქრებია. მაგრამ რატომ ხვალ? მოდით, პირდაპირ ახლავე. თქვენ, გრაფ, ამბობენ, დილიდან საღამომდე შაურიანებზე ვარჯიშობთ, და თანაც სწორედ ოცი ნაბიჯიდან, არა? (ზუროვი აჭარხლდა). მოდით, მე და თქვენ სხვანაირად მოვიქცეთ, თუკი არ ილაჩრებთ. - აი, ზუსტად მაშინ გამოადგა ახტირცევის მონათხრობი! არც არაფერი იყო მოსაფიქრებელი. ყველაფერი მოფიქრებულია. - კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება - გავა ეზოში და დაიხლის. ყოველგვარი ბარიერების გარეშე. უსიამოვნებებიც ყველაზე მინიმალური იქნება. წააგო კაცმა და ტყვია შუბლში - ჩვეულებრივი ამბავია. ხოლო ბატონები პატიოსან სიტყვას მოგცემენ, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება. მართალია, ბატონებო?

ბატონები ახმაურდნენ, თანაც მათი აზრი გაიყო: ერთნი დაუყოვნებლივ მზად იყვნენ პატიოსანი სიტყვა მიეცათ, სხვები სთავაზობდნენ ეს კამათი დავიწყებისთვის მიეცათ და შესარიგებელი შეესვათ. ერთმა დიდცხვირა მაიორმა წამოიძახა კიდეც: “ბიჭუნა - ყოჩაღ!” - ამან უფრო მეტი მგზნებარება მისცა ერასტ პეტროვიჩს.

 - რა ვქნათ, გრაფ? - წამოიძახა მან სასოწარკვეთილის კადნიერებით და საბოლოოდ ამოვარდა უზანგებიდან, - ნუთუ შაურიანს უფრო ადვილად მოახვედრებთ, ვიდრე საკუთარ შუბლს? თუ აცდენისა გეშინიათ?

ზუროვი დუმდა, ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა ამ მამაცს და ისეთი შეხედულება ჰქონდა, თითქოს რაღაცას ითვლიდა. უნდა გაეთვალა.

 - რას ვიზამთ, - ბოლოსდაბოლოს, არაჩვეულებრივი სიმშვიდით წარმოთქვა მან. - პირობები მიღებულია. ჟან!

გრაფთან წაში გაჩნდა მკვირცხლი ლაქია. იპოლიტ ალექსანდროვიჩმა თქვა:

 - რევოლვერი, ახალი დასტა და შამპანურის ბოთლი. - და კიდევ რაღაც უჩურჩულა ყურში.

ორ წუთში ჟანი ლანგრით დაბრუნდა. გაძვრომა - გამოძვრომა მოუწია, რადგან ახლა მაგიდის გარშემო სალონის ყველა დამსწრე მოგროვილიყო.

ზუროვმა მარჯვე, ელვისებური მოძრაობით გადახსნა თორმეტტყვიიანი “ლეფოშეს” ბარაბანი და უჩვენა, რომ ყველა ტყვია ადგილზეა.

 - აი, დასტა. - მისმა თითებმა გაბმული ჭრაჭუნით გახსნეს მჭიდრო სათავსო. - ახლა ჩემი რიგია, მე უნდა ავჭრა. - მან გაიცინა, ეტყობა, ბრწყინვალე გუნებაზე იყო, - წესები მარტივია: ვინც პირველი გამოიღებს შავი ფერის კარტს, ის დაიხლის ტყვიას თავში. თავის ქალაში. თანახმა ხართ?

ფანდორინმა მდუმარედ დაუქნია თავი. უკვე ხვდებოდა, რომ მოატყუეს, თავის დაკრულზე აცეკვეს და, შეიძლება ითქვას, მოკლეს - უფრო საიმედოდ, ვიდრე ოცი ნაბიჯიდან. მოუგო მარჯვე იპოლიტმა, სუფთად მოუგო. რატომღაც, რომ ამისთანა მოხერხებულს საჭირო კარტი არ გამოეღო, თანაც თავისავე დასტიდან. მაგას ხომ მთელი საწყობი აქვს დანიშნული კარტისა.

ამასობაში ზუროვმა, სასურათედ გადაიწერა პირჯვარი, ზედა კარტი ამოატრიალა. აგურის დამა გადმოვარდა.

 - ეს ვენერაა, - თავხედურად გაიღიმა გრაფმა. - ყოველთვის მშველის. თქვენი რიგია, ფანდორინო.

პროტესტის გამოცხადება და ვაჭრობა დამამცირებელი იქნებოდა. სხვა დასტის მოთხოვნა გვიანი იყო. აუჩქარებლობა კი სირცხვილი.

ერასტ პეტროვიჩმა ხელი გასწია და ყვავის ვალეტის გახსნა.

 

 

 

მეცხრე თავი, სადაც ფანდორინს კარგი სანახები ეხსნება კარიერისთვის.

 

 - ესე არს მომუსი, ანუ სულელუკა, - ახსნა იპოლიტმა და ნებიერად გაიზმორა. - თუმცა გვიანია. სიმამაცისთვის შამპანურს დალევთ თუ პირდაპირ ეზოსკენ?

ერასტ პეტროვიჩი მთლად წითელი იჯდა.-გაბოროტება აღრჩობდა - გრაფზე კი არა, საკუთარ თავზე, დასრულებულ იდიოტზე. ეგეთმა არც უნდა იცხოვროს.

 - აქვე ვიზამ, - გულში წაიბუტბუტა მან, გადაწყვიტა, რომ პატრონს დარბაზს მაინც მოსვრის საბოლოოდ. - თქვენი ცქვიტი ლაქია მერე იატაკს მოწმინდავს. შამპანურისგან კი გამანთავისუფლეთ - მაგისგან თავი მტკივდება.

ისევე გაბრაზებულმა, ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, ფანდორინი მძიმე რევოლვერს მისწვდა, ჩახმახი შეაყენა და წამით შეყოყმანდა - სად დაიხალოს - თუმც, სულ ერთია, ლულა პირში ჩადო, გონებაში დათვალა “სამი, ორი, ერთი” და ტყვიის გამშვებ ენას ისე ძლიერ მოქაჩა, რომ ლულით ენა მოიძეძკა. გასროლა, სხვათაშორის, არ მომხდარა, მხოლოდ ცივად გაიჩხაკუნა. ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ერასტ პეტროვიჩმა კიდევ ერთხელ მოსწია - ისევ გაიჩხაკუნა, მხოლოდ ამჯერად მეტალმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალა კბილზე.

 - მოასწრებ, მოასწრებ! - ზუროვმა პისტოლეტი წაართვა და მხარზე დაჰკრა ხელი. - ბარაქალა! შეუზარხოშებლად დაიხალა, ისტერიკის გარეშე. კარგი თაობა მოდის, ჰა, ბატონებო? ჟან, შამპანური დაასხი, მე და ბატონი ფანდორინი ბრუდენშაფტზე დავლევთ.

უცნაური მდუმარებით მოცული ერასტ პეტროვიჩი დამყოლი გახდა: უხალისოდ შესვა ბუშტულაკებიანი სითხე ფსკერამდე, დუნედ გადაკოცნა გრაფი, რომელმაც ნება დართო, ამის შემდეგ უბრალოდ იპპოლიტი დაეძახა. ირგვლივ ყველა ყაყანებდა და იცინოდა, მაგრამ მათი ხმები ფანდორინამდე როგორღაც განურჩევლად აღწევდა. შამპანურისგან ცხვირში თითქოს ნემსები შეერჭო და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

 - ჟანიც როგორია, ჰა? - ხარხარებდა გრაფი, - წუთში ყველა ნემსი ამოიღო. თქვი, ფანდორინო, არ არის მარჯვე?

 - მარჯვეა, - სულერთია გუნებაზე მყოფი ერასტ პეტროვიჩი დაეთანხმა.

 - აბა - აბა. შენ რა გქვია?

 - ერასტი.

 - წამო, ერასტ როტერდამელო, ჩემ კაბინეტში დავსხდეთ, კონიაკი დავლიოთ, მომწყინდა ეს სიფათები.

 - ერაზმი, - მექანიკურად შეუსწორა ფანდორინმა როტერდამელის სახელი.

 - რა?

 - ერასტი კი არა, ერაზმი.

 - ბოდიშს ვიხდი, ვერ გავიგე. წავიდეთ, ერაზმ.

ფანდორინი დამჯერედ ადგა და მასპინძელს მიჰყვა. ბნელი ანფილადა გაიარეს და მრგვალ ოთახში აღმოჩნდნენ, სადაც შესამჩნევი უწესრიგობა სუფევდა - აქეთ - იქეთ მიმოფანტულიყვნენ ჩილიმები და ჩიბუხები, ცარიელი ბოთლები, მაგიდაზე კრიალებდნენ ვერცხლის დეზები, კუთხეში რატომღაც იდო კოხტა ინგლისური უნაგირი. რატომ ერქვა ამ სადგომს კაბინეტი, ფანდორინმა ვერ გაიგო - არც წიგნები შეინიშნებოდა სადმე და არც საწერი მოწყობილობა.

 - დიდებული უნაგირია, ხომ? - დაიტრაბახა ზუროვმა, - გუშინ სანაძლეოში მოვიგე. მან მომრგვალებული ბოთლიდან ჭიქები შეავსო მუქი ღვინით, ერასტ პეტროვიჩის გვერდით დაჯდა და ძალიან სერიოზულად, თითქმის გულითადად თქვა:

 - საქონელი ვარ და შემინდე ეს ხუმრობა. მოწყენილი ვარ, ერაზმ. გარშემო ბევრი ხალხია, ადამიანები კი არ არიან. ოცადარვა წლის ვარ, ფანდორინო და თითქოს სამოცისააო. განსაკუთრებით, დილით რომ ვიღვიძებ. საღამოს, ღამით კიდევ გასაგებია - ვხმაურობ, ვსულელეობ. საძაგლად ვარ მხოლოდ. ადრე რა უჭირდა, ახლა კი ყველაფერი უფრო და უფრო საზიზღარი გახდა. თუ დამიჯერებ, წეღან, კენჭს რომ ვყრიდით, უცებ ვიფიქრე - ნამდვილად ხომ არ დავიხალო? და ეგრე, იცი, მაცდური გახდა... შენ რას გაჩუმებულხარ? მორჩი, ფანდორინო, ნუღარ ბრაზობ. მე ძალიან მინდა, რომ ჩემზე არ გაბოროტდე. კარგი, რა ვქნა, რომ მაპატიო, ჰა, ერაზმ? და აქ ერასტ პეტროვიჩმა წრიპინა, სრულიად განურჩეველი ხმით წარმოთქვა:

 - იმაზე მომიყევი, ბეჟეცკაიაზე.

ზუროვმა შუბლიდან მსხვლილი კულული გადაიგდო.

 - აჰ, დამავიწყდა, შენ ხომ “შლეიფიდან” ხარ.

 - საიდან?

 - ეგრე ვეძახი. ამალია ხომ დედოფალია და მამაკაცებისგან შლეიფი სჭირდება. რაც უფრო გრძელი, მით უკეთესი. კეთილ რჩევას მოუსმინე, თავიდან ამოიგდე, არადა, დაიკარგები. დაივიწყე.

 - არ შემიძლია, - პატიოსნად მიუგო ერასტ პეტროვიჩმა.

 - შენ ჯერ კიდევ ძუძუმწოვარა ხარ, ამალია აუცილებლად მორევში ჩაგითრევს, როგორც უკვე ბევრი ჩაითრია. შეიძლება, ჩემზეც გაბრაზდა, რადგან მაგის გულისთვის მორევში არ წავედი. არაფერში მჭირდება, ჩემი მორევიც მყოფნის. მთლად ისეთი ღრმა არა, როგორც იმას აქვს, მაგრამ, რა უჭირს, მე თავფეხიანად მყოფნის.

 - გიყვარს? - პირდაპირ შეეკითხა ფანდორინი, ნაწყენის უფლებით.

 - მე მაგისი უფრო მეშინია, - კუშტად გაიცინა იპოლიტმა.- ვიდრე მიყვარს და ეს სულაც არ არის სიყვარული. ოპიუმი მოგიწევია?

ფანდორინმა თავი გააქნია.

 - ერთხელ გასინჯავ და მთელი ცხოვრება მიგიზიდავს. ისიც ეგეთია, არ მიშვებს! და ხომ ვხედავ - დამცინის, გროშად არ ვუღირვარ, მაგრამ რაღაცა დაინახა ჩემში. ჩემდა ბედად კი არა, ჩემდა უბედურებად! იცი, მიხარია, რომ წავიდა. ღმერთი, რჯული. ზოგჯერ ვფიქრობდი - მომეკლა ეს კუდიანი. საკუთარი ხელებით დავახრჩობ, რომ არა მტანჯოს. ის ამას მშვენივრად გრძნობდა. ო, ძმაო, იგი ჭკვიანია! და იმით ვიყავი მაგისთვის ძვირფასი, რომ ჩემთან ისე თამაშობდაა, როგორც ცეცხლთან - ხან ჩააქრობს, ხან შეუბერავს, თან სულ ახსოვს, რომ შეიძლება ხანძარი აბრიალდეს და ისიც ჩანთქას. აბა, სხვა რამისთვის რად ვუნდოდი?

ერასტ პეტროვიჩმა შურით იფიქრა, რომ ამ კოხტა იპოლიტს, დარდიმანდს და თავზეხელაღებულს, ყოველგვარი ხანძრის გარეშეც, ბევრი რამ აქვს შესაყვარებელი. ასეთ ყოჩაღს, ნამდვილად, ქალებისგან მოსვენება არა აქვს. საიდან უვარდებათ ადამიანებს ასეთი ბედნიერება? თუმცა ეს მოსაზრება საქმეს არ უკავშირდება. საქმეზე უნდა ეკითხა.

 - ვინ არის, და საიდან?

 - არ ვიცი. საკუთარ თავზე არ უყვარს ლაპარაკი. მხოლოდ ვიცი, რომ სადღაც საზღვარგარეთ იზრდებოდა. მგონი, შვეიცარიაში, რომელიღაც პანსიონში.

 - ახლა სად არის? - ჰკითხა ერასტ პეტროვიჩმა, სხვათაშორის, წარმატების დიდი იმედიც არ ჰქონდა.

თუმცა ზუროვი პასუხს აყოვნებდა და ფანდორინი შინაგანად გაირინდა.

 - რაო, ესე შეგვავიწროვა? - დაინტერესდა მოღრუბლული გრაფი და უცაბედმა უსიამოვნო გრიმასამ დაამახინჯა მისი კოხტა, კაპრიზული სახე.

 - დიაღ.

 - მ - დაა, ფარვანა ალისკენ მიიწევს, მაინც დაიწვება...

იპოლიტმა მაგიდაზე დაიწყო ფათური კარტის დასტების, დაჭმუჭნული ხელახოცებისა და მაღაზიის ანგარიშებს შორის.

 - სად ჯანდაბაშია? ჰო, გამახსენდა. - ლაკირებული, იაპონური ზარდახშა გახსნა, სადაფის პეპელა რომ ეხატა სახურავზე. - აჰა, ქალაქის ფოშტით მოვიდა.

ერასტ პეტროვიჩმა თითების კანაკალით აიღო ვიწრო კონვერტი, რომელზეც ალმაცერი, ჩქარი ხელით ეწერა: “მის ბრწყინვალებას, გრაფ იპოლიტ ზუროვს, იაკობ - აპოსტოლის შესახვევი, საკუთარი სახლი. შტემპლის მიხედვით, წერილი გამოგზავნილი იყო 16 მაისს - იმ დღეს, როცა ბეჟეცკაია გაქრა.

შიგნით აღმოჩნდა მოკლე, ხელმოუწერელი ბარათი ფრანგულად.

“დაუმშვიდობებლად მიხდება წასვლა. მომძებნე ლონდონში, Grand Strt, otli Wintr Qun, Ms. Olsn - ისთვის. გელოდები. და არ გაბედო ჩემი დავიწყება”.

 - მე კი გავბედავ, - დაიმუქრა გაცხარებულმა იპოლიტმა, მაგრამ მალე დაცხრა. - ყოველ შემთხვევაში, ვცდი... წაიღე, ერაზმ. რაც გინდა, ის უქენი... სად მიხვალ?

 - წავალ, - უთხრა ფანდორინმა, კონვერტი ჯიბეში დამალა, - უნდა ვიჩქარო.

 - კაი - კაი, - სიბრალულით დაუქნია თავი გრაფმა. - გაქროლდი, მიფრინდი ცეცხლთან. სიცოცხლე შენია, ჩემი ხომ არა...

ეზოში ერასტ პეტროვიჩს ჟანი წამოეწია რაღაც გამონასკვულით ხელში.

 - აი, ბატონო, დაგავიწყდათ.

 - ეს რა არის? - წყენით შემობრუნდა გაჩქარებული ფანდორინი.

 - ხუმრობსთ? თქვენი მოგება. მათმა ბრწყინვალებებმა მიბრძანეს დაუყოვნებლივ დაგწეოდით და გადმომეცა.

ერასტ პეტროვიჩს საოცარი სიზმარი ესიზმრებოდა.

თავისი გუბერნიის გიმნაზიაში, ლამაზ ოთახში იჯდა მერხთან. ასეთი სიზმრები, როგორც წესი, მშფოთვარე და უსიამოვნო, ხშირად ესიზმრებოდა – თითქოს ისევ გიმნაზისტია და დაფასთან “დაცურავს” ფიზიკის თუ ალგებრის გაკვეთილზე, მაგრამ ამჯერად უბრალოდ სევდიანი კი არ იყო, არამედ ნემდვილად საშიში. ფანდორინმა ვერაფრით გაიგო ამ შიშის მიზეზი. დაფასთან კი არ იდგა, მერხთან იჯდა, გარშემო თანაკლასელები ისხდნენ: ივან ფრანცევიჩი, ახტირცევი, ვიღაც სანდომიანი ყოჩაღი - მაღალი, ფერმკრთალი შუბლით და თავხედური ყავისფერი თვალებით (ამაზე ერასტ პეტროვიჩმა იცოდა, რომ კოკორინია), ორი გიმნაზისტკა თეთრ წინსაფრებში და კიდევ ვიღაც, ზურგით შებრუნებული. ამ შებრუნებულსა ფანდორინს ეშინოდა და ცდილობდა არ შეეხედა, თანაც სულ კისერს იგრძელებდა, კარგად რომ დაენახა გოგონები - ერთი მოშავო, მეორე მოთეთრო. მერხთან ისხდნენ, თხელი ხელები მიეტყუპებინათ წინ. ერთი ამალია აღმოჩნდა, მეორე - ლიზანკა. პირველმა მწველად შეხედა შავი თვალებით და ენა გამოუყო, სამაგიეროდ, მეორემ მორცხვად გაუღიმა და გრძლი წამწამები დახარა. აქ ერასტ პეტროვიჩმა დაინახა, რომ დაფასთან ლედი ესტერი დგას საჩვენებელი ჯოხით და ყველაფერი ცხადი გახდა: ეს ანღლიური აღზრდის უახლესი მეთოდია, რომლის მიხედვით ბიჭებსა და გოგონებს ერთად ასწავლიან. და ეს ძალიან კარგია. თითქოს მისი აზრი გაიგოო, ლედი ესტერმა სევდიანად გაიღიმა და გამოაცხადა: “ეს ერთობლივი სწავლება არ არის, ეს ჩემი კლასია, ობლების კლასი. თქვენ ყველანი ობლები ხართ და მე თქვენ გზაზე უნდა დაგაყენოთ”. “ნება მიბოძეთ, მილედი, - გაოცდა ფანდორინი, - ჩემთვის დამატებით ცნობილია, რომ ლიზანკა ობოლი არ გახლავთ, არამედ ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის ქალიშვილია”.

“აჰ, my sweet boy (“ჩემო ძვირფასო ბიჭო” - ინგლ.), - ისევ ნაღვლიანად გაიღიმა მილედიმ. - ის უმანკო მსხვერპლია, ეს კი იგივე ობლობაა”. ის საშიში, წინ რომ იჯდა, ნელნელა შემობრუნდა და მოთეთრო, გამჭვირვალე თვალებით შეათვალიერა, თანაც დაილაპარაკა: “მე აზაზელი ვარ, აგრეთვე ობოლი, - შეთქმულივით თვალი ჩაუკრა და საბოლოო ახსნა - განმარტების სახით ივან ფრანცევიჩის სიტყვებით თქვა. - ამიტომ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მე თქვენი მოკვლა მომიწევს, რასაც გულწრფელად ვნანობ... ჰეი, ფანდორინო, გამოშტერებული კერპივით ნუ ზიხართ, ფანდორინო!”.

 - ფანდორინო! - ვიღაც მხარში ანჯღრევდა კოშმარით დატანჯულ ერასტ პეტროვიჩს, - გაიღვიძეთ ბოლოსდაბოლოს, დილაა უკვე!

ის შეტოკდა, წამოიწია და თავი აქეთ - იქით მიმოაბრუნა. აღმოჩნდა, რომ შეფის კაბინეტში ეძინა, მაგიდასთან ჩაეთვლიმა. გაწეულ ფარდებშუა სარკმლიდან დილის ხალისიანი შუქი იღვრებოდა, გვერდით კი ივან ფრანცევიჩი იდგა, რატომღაც მეშჩანინივით ეცვა: კარტუზი ეხურა ნაჭრის საჩიხით, წელზე აკრეფილი ხიფთანი ეცვა და ტალახით დასვრილი, გარმონივით ჩაკეცილი ჩექმები.

 - რაო, ჩასთვლიმეთ? - მხიარულად ჰკითხა შეფმა. - პარდონ მარკარადისთვის, აქედან ღამით გასვლა მომიწია გადაუდებელი საქმის გამო. დაიბანეთ, ბოლოსდაბოლოს, გეყოფათ თვალების ფახული. მარშით! მარშით!

სანამ ფანდორინი დასაბანად იყო, გაახსენდა ჩავლილი ღამის მოვლენები, მოაგონდა, როგორი თავისმტვრევით მოდიოდა იპოლიტის სახლიდან, როგორ შეუხტა ეტლში ჩათვლემილ ვანკას და უბრძანა მიასნიცკისკენ გაერეკა. როგორ უნდოდა, თავის წარმატებაზე შეფისთვის მოეყოლა, მაგრამ ბრილლინგი ადგილზე არ აღმოჩნდა. ერასტ პეტროვიჩმა ჯერ ერთი სასწრაფო საქმე გააკეთა, მერე კაბინეტში დაჯდა მოსაცდელად და ვერ შეამჩნია, როგორ ჩაითრია ძილმა.

როცა კაბინეტში დაბრუნდა, ივან ფრანცევიჩს უკვე გადაეცვა წითელი პიჯაკის წყვილი და ჩაის შეექცეოდა ლიმონით. ვერცხლის ლამბაქზე მდგარ კიდევ ერთ ჭიქას ასდიოდა ორთქლი, ხოლო ლანგარზე ბლითები და საიკები ეწყო.

 - ვისაუზმოთ, - შესთავაზა შეფმა, - ბარემ ვილაპარაკებთ კიდეც. თქვენი ღამის მთელი თავგადასავალი ჩემთვის ცნობილია, მაგრამ შეკითხვები მაქვს.

 - საიდან არის ცნობილი? - ეწყინა ერასტ პეტროვიჩს, წინასწარ რომ ტკბებოდა თხრობით მიღებული სიამოვნებით, და, სწორი მოგახსენოთ, ზოგიერთი დეტალის გამოტოვებასაც აპირებდა.

 - ზუროვთან ჩემი აგენტიც იყო. მე უკვე საათია დავბრუნდი, თქვენ გასაღვიძებლად შემებრალეთ. ვიჯექი, ანგარიშს ვკითხულობდი. წარმტაცი საკითხავია, გამოცვლაც კი ვერ მოვასწარი.

მან ხელი დაჰკრა წვრილად ნაწერ ფურცლებს.

 - საზრიანი აგენტია, მაგრამ ძალიან ფერად - ფერადად წერს. საკუთარი თავი ლიტერატურულ ტალანტად წარმოუდგენია, გაზეთებში წერს ფსევდონიმით “Maximus გამჭრიახი”, ცენზორის კარიერაზე ოცნებობს. აი, მოუსმინეთ, თქვენ დაგაინტერესებთ... სად არის... ჰო, აი.

“ობიექტის აღწერილობა. სახელი – ერაზმ ფონ დორნი ანდა ფონ დორენი (განსაზღვრულია სმენის მიხედვით). ასაკი – არაუმეტეს ოცი წლისა. სიტყვიერი პორტრეტი: სიმაღლე ორი არშინი და რვა გოჯი; სხეულის აგებულება მოგამხდრო. თმა - შავი, სწორი; წვერი და ულვაშები არა აქვს და არც მოუპარსავს; თვალები ნათელ - ლაჟვარდისფერი, ახლო - ახლო ჩასმული, კუთხეებში ცოტა ირიბად; კანი თეთრი, სუფთა; ცხვირი დახვეწილი, სწორი; ყურები მიკრული, მომცრო, მოკლე ბიბილოებით; განსაკუთრებული ნიშანი - ღაწვებიდან არ უქრება სიწითლე. პირადი შთაბეჭდილება: ტიპიური წარმომადგენელი გაფუჭებული და აღვირახსნილი ოქროს ახალგაზრდობისა არცთუ ჩვეულებრივი დუელიანტის მონაცემებით. ზემოთგადმოცემული მოვლენების შემდეგ მოთამაშესთან ერთად ამ უკანასკნელის კაბინეტში გადავიდა. ლაპარაკობდნენ ოცდაორი წუთი. წყნარად, პაუზებით. კარებთან არაფერი ისმოდა, მაგრამ გარკვევით გავარჩიე სიტყვა “ოპიუმი” და კიდევ რაღაც ცეცხლის შესახებ. აუცილებლად ჩავთვალე, თვალთვალი ფონ დორენზე გადამეტანა, თუმცა მან, ეტყობა, გამიგო - ძალიან მარჯვედ გამიძვრა და მეეტლეს წაჰყვა. გთავაზობთ...

 მერე საინტერესო აღარ არის. - შეფმა ცნობისმოყვარეობით შეხედა ერასტ პეტროვიჩს. - მაშ ასე, რას მსჯელობდით ოპიუმის შესახებ? ნუ მაწვალებთ, თქვენი პასუხის გაგების ინტერესით ვიწვი.

ფანდორინმა მოკლედ მოახსენა იპოლიტთან საუბრის არსი და წერილიც აჩვენა. ბრილლინგმა დიდი ყურადღებით მოუსმინა, რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა მისცა და გაჩუმდა, ფანჯარას მიაჩერდა. პაუზა დიდხანს გაგრძელდა, წუთზე მეტ ხანს. ერასტ პეტროვიჩი წყანარად იჯდა, ეშინოდა სააზროვნო პროცესისთვის არ შეეშალა ხელი, თუმცა საკუთარი მოსაზრებებიც გააჩნდა.

 - მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ, ფანდორინო, - წარმოთქვა სინამდვილეში დაბრუნებულმა შეფმა, - თქვენ ბრწყინვალე რეზულტატიურობის დემონსტრირება მოახდინეთ. ჯერ - ერთი, სრულიად ნათელია, რომ ზუროვს მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და თქვენს მოღვაწეობაზე წარმოდგენა არ აქვს. სხვანაირად განა ამალიას მისამართს მოგცემდათ? ეს გვანთავისუფლებს მესამე ვერსიიდან. ახლა მეორე - თქვენ ძალიან წაიწიეთ წინ ბეჟეცკაიას ვერსიაში. ახლა კი ვიცით, სად ვეძებოთ ეს დამა. ბრავო. მე ვაპირებ ყველა განთავისუფლებული აგენტი, მათ შორის თქვენც, მეოთხე ვერსიაში ჩავრთო, რომელიც მე ძირითადად წარმომიდგენია, - მან თითი გაიქნია დაფის მხარეს, სადაც მეოთხე წრეში თეთრად ჩანდა ცარცის ასონიშნები “ნო”.

 - ეს როგორ? - აღელდა ფანდორინი. - მაგრამ, ნება მიბოძეთ, შეფ...

 - წუხელ ღამეს საშუალება მომეცა გავსულიყავი ძალიან მიმზიდველ კვალზე, რომელსაც ერთ მოსკოვის მიმდებარე აგარაკზე მივყევართ, - დასანახი კმაყოფილებით გამოცხადა ივან ფრანცევიჩმა (აი, თურმე, საიდან დასვრილი ჩექმები). - იქ რევოლუციონერები იქნებიან, თანაც უკიდურესად საშიში. მგონი, ახტირცევთან იბმება ძაფი. ვიმუშავებთ. აქ მე ყველა დამჭირდება. ხოლო ბეჟეცკაიას ვერსია, ჩემი აზრით, უპერსპექტივოა. დიპლომატიური არხებით ინგლისელებს შეკითხვას გავუგზავნით, ამ მისის ოლსენის დაკავებას ვთხოვთ, გამოაშკარავდება, ვინც არის და საქმე მორჩება.

 - აი ამის გაკეთება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! - წამოიყვირა ფანდორინმა, ისე ფეთქებადად, რომ ივან ფრანცევიჩი სახტად დარჩა.

 - რატომ?

 - ნუთუ ვერ ხედავთ, რომ აქ ყველაფერი ერთი ერთზე ჯდება! - ერასტ პეტროვიჩი ძალიან ჩქარა ალაპარაკდა, ეშინოდა, შემაწყვეტინებსო. - ნიღილისტებზე არ ვიცი, მართლაც შესაძლებელია, მნიშვნელობაც მესმის, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია და თანაც სახელმწიფო! ნახეთ, ივან ფრანცევიჩ, როგორი სურათი გამოდის. ბეჟეცკაია ლონდონში მიიმალა - ეს ერთი (თავადაც ვერ შეამჩნია, როგორ გადაიღო შეფის მეტყველების მანერა). მსახურთუფროსი ანღლიელი ჰყავს და ძალიან საეჭვო, ესეთი დაგჭრის - არც კი შეიჭმუხნება. ეს ორი. თეთრთვალა, ვინც ახტირცევი მოკლა, აქცენტით ლაპარაკობს და ისიც ინგლისელს ჰგავს - ეს სამი. ახლა მეოთხე: ლედი ესტერი, რა თქმა უნდა, უკეთილშობილესი არსებაა, მაგრამ ისეც ინგლისელია, ხოლო კოკორინის მემკვიდრეობა, რაც გნებავთ თქვით და, მას დარჩა! ისიც ხომ ცხადზე ცხადია, რომ ბეჟეცკაიას საგანგებოდ, წინასწარგანზრახულად მიჰყავდა თავისი თაყვანიმცემლები იქამდე, რომ მათ თავიანთი ანდერძები ანღლიელზე შეედგინათ.

 - სტოპ, სტოპ, - შეიჭმუხნა ბრილლინგი, - თქვენ, პირადად, საითკენ იხრებით? შპიონაჟისკენ?

 - მაგრამ ეს ხომ თვალნათელია? - ხელები გაშალა ერასტ პეტროვიჩმა, - ანღლიური ხრიკებია. თავადაც მოგეხსენებათ, დღეისთვის ანღლიასთან როგორი დამოკიდებულება არსებობს. მე ლედი ესტერის შესახებ არაფერი ისეთის თქმა არ მსურს, მან, ალბათ, ცოდნაც არფერი უწყის, მაგრამ მისი დაწესებულება შეუძლიათ გამოიყენონ როგორც საფარველი, როგორც ტროას ცხენი, რათა რუსეთში შემოაღწიონ!

 - აჰა, გასაგებია, - ირონიულად გაიცინა შეფმა. - დედოფალ ვიქტორიას და ბატონ დიზრაელის აფრიკის ოქრო და ინდოეთის ალმასი აღარ ჰყოფნით, უნდა მივართვათ პეტრუშკა კოკორინის მაუდის ფაბრიკა და ნიკოლენკა ახტირცევის სამი ათასი დესენტინა მიწა.

და აი, აქ გასცა ფანდორინმა თავისიმთავარი კოზირი:

 - არც ფაბრიკა და არც ფული! თქვენ მათი ქონების აღწერა გახსოვთ? მეც მაშინვე არ მიმიქცევია ყურადღება! კოკორინს სხვა საშუალებებთან ერთად ლიბავაში აქვს გემთმშენებელი ქარხანა, იქ კი სამხედრო შეკვეთები მიაქვთ - მე გავიგე.

 - ეს როდისღა მოასწროთ?

 - სანამ თქვენ გელოდით. შეკითხვა გავაგზავნე ტელეგრაფით სამხედრო - საზღვაო სამინისტროში. იქაც ღამით მორიგეობენ.

 - გასაგებია, კარგია. მერე?

 - მერე ის, რომ ახტირცევს დესეტინების, სახლების და კაპიტალის გარდა ჰქონდა ნავთობის საბადო ბაქოში, დეიდისგან დარჩა. მე გაზეთებში წამიკითხავს, რომ ანღლიელები ოცნებობენ ბაქოს ნავთობამდე მიღწევას. აქ კი, ინებეთ - თანაც ყველაზე კანონიერი წესით! და თან ეს წაუგებლად არის ჩაფიქრებული: ან ქარხანა ლიბავაში, ან ნავთობი, ნებისმიერ შემთხვევაში ანღლიელებს რაღაც მაინც შეხვდებათ! თქვენ, როგორც გენებოთ, ივან ფრანცევიჩ, - აღელდა ფანდორინი, - მაგრამ მე ამას ასე არ დავტოვებ. ყველა თქვენს დავალებას შევასრულებ, მაგრამ სამსახურს მერე მე თვითონ გამოვთხრი ხოლმე. და მაინც ვიპოვი!

შეფი ისევ ფანჯარას მიაჩერდა, და ამჯერად წინანდელზე დიდხანს დუმდა. ერასტ პეტროვიჩს გული გაუსივდა ნერვიულობისგან, მაგრამ ხასიათმა გაუძლო.

ბოლოს ბრილლინგმა ამოიოხრა და ალაპარაკდა - მდორედ, ბორძიკით, გზადაგზა კიდევ მოიფიქრებდა ხოლმე.

 - ეს, ყველაზე უწინ, ჩმახვაა, ედგარ პო. ეჟენ სიუ. ცარიელი დამთხვევები. თუმვა ერთში თქვენ მართალი ბრძანდებით - ანღლიელებს არ მივმართავთ. ლონდონის საელჩოში ჩვენი რეზიდენტურის დახმარებით - აგრეთვე არ შეიძლება. თუკი თქვენ სცდებით


 თქვენ კი ნამდვილად სცდებით - სრულ სულელებად გამოვიყვანთ თავს. თუკი დავუშვებთ, რომ თქვენ მართალი ხართ, საელჩო მაინც ვერაფრის გაკეთებას შეძლებს - ანღლიელები ბეჟეცკაიას დამალავენ ანდა რაღაცას მოგვატყუებენ... ჩვენ საელჩოს თანამშრომლებსაც ხელები აქვთ შეკრული - ისინი ძალიან მტკივნეულად... გადაწყდა, - ივან ფრანცევიჩმა ენერგიულად მოიქნია მუშტი.


 რათქმა უნდა, ფანდორინო, თქვენ მე აქაც გამომადგებოდით, მაგრამ, როგორც ხალხში იტყვიან, ძალით კეთილი ვერ იქნები. წავიკითხე თქვენი საქმე, ვიცი, რომ არა მხოლოდ ფრანციცულს და ნემენცურს ფლობთ, ანღლიურსაც. ღმერთი თქვენთან, გაემგზავრეთ ლონდონში იმ თქვენ fmm fatal (“საბედისწერო ქალი” - ფრანც.). ინსტრუქციებს თავს არ მოგახვევთ - მჯერა თქვენი ინტუიციისა. საელჩოდან ერთ კაცს მოგცემთ, გვარად - პიჟოვს. მსახურობს მოკრძალებულ მწერალ - მწარმოებლად, თქვენსავით, მაგრამ სხვა საქმეებს აკეთებს. გარეშე საქმეთა სამინისტროში ირიცხება საგუბერნიო მდივნად, მაგრამ ჩვენი ხაზით აქვს სხვა, უფრო მაღალი წოდება. მრავალნაირი ტალანტის ბატონია. ჩახვალთ და მაშინვე იმასთან მიხვალთ. ძალიან ჩაუქია. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ თქვენ ჩახვალთ. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეცდომის უფლება დაიმსახურეთ. ნახეთ ევროპა, გაისეირნეთ სახელმწიფოს ხარჯზე. თუმცა, თქვენ ახლა, თქვენი ანგარიშიც გაქვთ? - შეფი შეკვრას შეეხო, უწესრიგოდ რომ იდო მაგიდაზე.

 

მოსმენილისგან დაჩქარებული ერასტ პეტროვიჩი შეირხა:

 - დამნაშავე ვარ, ეს ჩემი მოგებულია. ცხრა ათას ექვსასი მანეთი, დავითვალე. მინდოდა, სალაროში ჩამებარებინა, მაგრამ დაკეტილი იყო.

 - ეშმაკსაც წაუღიხართ, - ხელი ჩაიქნია ბრილლინგმა. - თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? რა გგონიათ, მოლარე შემოსავლების წიგნში ჩაიწერს? კოლეგიის რეგისტრატორ ფანდორინის მიერ შტოსის თამაშიდან შემოსული?.. ჰმ, მოიცადეთ. ისე როგორღაც არასოლიდურია, რეგისტრატორი საზღვარგარეთ მივლინებაში მიდიოდეს.

მაგიდას მიუჯდა, კალამი სამელნეში ჩააწო და წერა დაიწყო, თან ხმამაღლა ამბობდა:

 - მაშ - ს. “სასწრაფო დეპეშა. კნიაზ მიხაილ ალექსანდროვიჩ კორჩაკოვს, პირადად. ასლი გენერალ - ადიუტანტ ლავრენტი არკადიევიჩ მიზინოვს. თქვენო მაღალაღმატებულებავ, თქვენთვის საინტერესო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურების აღიარების გამო, გთხოვთ, ყოელგვარი რიგის გარეშე და ნამსახურების ვადის გაუთვალისწინებლად, კოლეგიის რეგისტრატორი ერასტ პეტროვიჩ ფანდორინი გადაიყვანოთ...” ეჰ, აქეთ იყოს თუ იქით, პირდაპირ ტიტულიანებში ვცქაფოთ. ეგეც, რა თქმა უნდა, დიდი ჩიტი არ არის, მაგრამ მაინც. “...ტიტულიან მრჩევლად. აგრეთვე გსთხოვთ, დროებით ჩაჰრიცხოთ ფანდორინი გარეშე საქმეთა სამინისტროში პირველი კატეგორიის დიპლომატიურ კურიერად”. ეს იმიტომ, რომ საზღვარზე არ გაგაჩერონ, - აუხსნა ბრილლინგმა. - მაშ - ს. რიცხვი. ხელმოწერა - ამასთან, დიპლომატიურ ფოსტას გზად გაიყოლებთ - ბერლინში, ვენაში, პარიზში. კონსპირაციისთვის, ზედმეტი ეჭვები რომ არ გამოიწვიოთ. წინააღმდეგი ხომ არა ხართ? - ივან ფრანცევიჩის თვალებმა ცელქად გაიკვესეს.

 - არაფრით არა, - თავისი წვლილი შეიტანა ერასტ პეტროვიჩმა, აზრით რომ ვეღარ დასწეოდა მოვლენებს.

 - ხოლო პარიზიდან ინკოგნიტოს სახით, ლონდონს გაემგზავრებით. რაო, სასტუმროს რა ჰქვიაო?

 - ”უინტერ ქვინი”, “ზამთრის დედოფალი”.

 

 

 

მეათე თავი, რომელშიც ფიგურირებს ცისფერი პორტფელი.

 

დასავლეთის სტილით 28, ხოლო რუსულით 16 ივნისს, საღამოსკენ, გრეი - სტრიტზე მდებარე სასტუმრო “უინტერ ქუინთან” დაქირავებული კარეტა გაჩერდა. ცილინდრიანი და თეთრი ხელთათმანებიანი მეეტლე თავისი სათავსოდან გადმოხტა, საფეხური გადმოშალა და თავდაკვრით გახსნა შავი, ლაკიანი კარი წარწერით:

 

“Dunstr & Dampdunstr.

Sinc 1848.

 London Rgal Tours”.

(“დანსტერი და დანსტერი.1848 წლიდან.

 

ლონდონის სამეფო ტურები” - ინგლ.).

ჯერ კარებში გამოჩნდა ტარსიკონის საგზაო ჩექმა, შემოჭედილი ვერცხლის ლურსმნუკებით, მერე ტროტუარზე მსუბუქად გადმოხტა ღაჟღაჟა ახალგაზრდა ჯენტლმენი მსხვილი ულვაშით, გასაკვირველად რომ არ უხდებოდა მის ხასხასა სახეს. ტიროლური, ბუმბულიანი შლაპით და განიერი, ალპური ლაბადით. ახალგაზრდა კაცმა მიიხედ - მოიხედა, დაინახა წყნარი, არაფრით გამორჩეული ქუჩა და მღელვარებით დააკვირდა ოტელის შენობას. ეს იყო საკმაოდ შეუხედავი, ოთხსართულიანი ნაგებოდა გეორგიანულ სტილში, უკეთესი დროების შემსწრეც რომ ჩანდა ნამდვილად.

ცოტა დაყოვნდა და ჯენტლმენმა რუსულად ჩაილაპარაკა:

 - ეჰ, იყო და არა იყო რა.

ამ გამოუცნობი ფრაზის შემდეგ ის საფეხურებზე ავიდა და ვესტიბიულში შეაბიჯა. ზუსტად რამდენიმე წამში საპირისპიროდ მდებარე პაბიდან ვიღაც შავლაბადიანი გამოვიდა, თვალებზე ბრჭყვიალა კარტუზიანი ქუდი ჩამოიფხატა და სასტუმროს შესასვლელთან დაიწყო გავლა-გამოვლა.

თუმცა ეს აღსანიშნავი გარემოება მოსულის ყურადღებიდან გასხლტა, რომელიც დახლის მახლობლად შეჩერებულიყო და შუასაუკუნეების რომელიღაც ფუმფულა ჟაბოიანი დამის დაბინდულ პორტრეტს უყურებდა - ეს, ალბათ, სწორედ ის “ზამთრის დედოფალი” იყო. დგარის გადაღმა მთვლემარე პორტიე საკმაოდ ცივად მიესალმა უცხოელს, მაგრამ რაკი დაინახა, თუ როგორ აძლევს მხოლოდ საკვოიაჟის შემომტან “ბოის” მთელ შილინგს, კიდევ ერთხელ მიესალმა, გაცილებით სტუმართმოყვარედ, თანაც მოსულს უბრალოდ შირ კი არა, არმედ ყოურ ჰონორ (“თქვენო ღირსებავ” - ინგლ.) უწოდა.

ახალგაზრდა კაცმა ჰკითხა, არის თუ არა თავისუფალი ნომრები, მოითხოვა ყველაზე საუკეთესო, ცხელი წყლით და გაზეთებით, და იქ მდგომთა წიგნში ჩაეწერა ერაზმუს ფონ დორნად ჰელსინგფორსიდან. ამის მერე პორტიემ სულ არაფრისთვის მიიღო ნახევარი სოვერენი და ნახევრად სულელ უცხოელს უკვე your lordship-ით (“თქვენო ბრწყინვალებავ” - ინგლ.) მიმართა.

ამასობაში “ბატონი ფონ დორნი” არცთუ სახუმარო ეჭვებში გაიბლანდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ბრწყინვალე ამალია კაზიმიროვნა ამ მესამე თანრიგის სასტუმროში ჩამომხტარიყო. აქ რაღაც მთლად ისე არ იყო.

გულმოდგინებისგან წელში მოხრილი პორტიეს დაბნეულმა ისიც კი ჰკითხა, ხომ არა არის ლონდონში ამავე სახელწოდების მეორე სასტუმრო, და და ფიცით დამოწმებული რწმუნება მიიღო, რომ არათუ მხოლოდ არ არის, არც არასოდეს ყოფილა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ იმ “უინტერ ქუინს”, რომელიც აქ, ამავე ადგილას იყო და მთლად დაიწვა ასის წლის წინათ.

ნუთუ სულ ტყუილად ჩაიარა ყველაფერმა - თორმეტდღიანმა წრიულმა მოგზაურობამ ევროპაში, მიწებებულმა ულვაშმა, ვატერლოოს ვოგზალზე ჩვეულებრივი კების მაგივრად ნაქირავებმა მდიდრულმა ეკიპაჟმა, და, ბოლოს, ამაოდ დახარჯულმა ნახევარმა სოვერინმა?

აი, ეხლა კი, გენაცვალე, ბუს კვერცხებს გამოიმუშავებ ჩემგან, - გაიფიქრა ერასტ პეტროვიჩმა (მიუხედავად ინკოგნიტობისა, მაინც ასე დავარქვათ).

 - ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, აქ ერთი არსება ხომ არ გაჩერებულა, ვინმე მის ოლსენი? - ყალბი დაუდევრობით იკითხა მან, თან დგარზე დაყრდნობილი გაქანავდა.

თუმცა სრულიად მოულოდნელმა პასუხმა ფანდორინს სევდიანად შეუკუმშა გული:

 - არა, მილორდ, ლედი ასეთი სახელით ჩვენთან არა ცხოვრობს და არც უცხოვრია. მოსულის თვალებში შფოთვა რომ ამოიკითხა, პორტიემ ეფექტური პაუზა გააკეთა და ბრძნულად გამოუცხადა:

 - თუმცა თქვენი ბრწყინვალებისგან დასახელებული გვარი ჩემთვის მთლად უცნობი არ გახლავსთ. ერასტ პეტროვიჩი შეირხა და ჯიბიდან კიდევ ერთი ოქრო ამოიღო.

 - თქვით.

პორტიე წინ გადმოიხარა, იაფფასიანი კელნის წყლის სუნი შემოაფრქვია და უჩურჩულა:

 - ამ პიროვნების სახელზე ჩვენთან ფოსტა მოდის, ყოველ საღამოს ათი საათისთვის მოდის ვინმე მისტერ მორბიდი, შეხედულებით მსახურია ან მსახურთუფროსი და იმას მიაქვს წერილები.

 - უშველებელი სიმაღლისაა, დიდი ღია ბაკენბარდებით და ისეთი შეგრძნება გაჩნდება, რომ თავის სიცოცხლეში არ გაუღიმია? - სწრაფად ჰკითხა ერასტ პეტროვიჩმა.

 - დიაღ, მილორდ, ეს ის გახლავსთ.

 - და ხშირად მოდის წერილები?

 - ხშირად, მილორდ, თითქმის ყოველდღე, ხდება ხოლმე, რომ არაერთი. დღეს, მაგალითად, - პორტიე მარავლმნიშვნელოვნად მიაჩერდა დანაყოფებიან შკაფს, - მთელი სამი ცალი მოვიდა.

მინიშნება მაშინვე გაგებული იქნა.

 - კონვერტებს შევხედავდი - ისე, ცნობისმოსყვარეობისთვის, - შენიშნა ფანდორინმა და დგამზე მომდევნო მახევარსოვერენი ააკაკუნა.

პორტიეს თვალები ციებ-ცხელებიანის ელვარებით აენთო: რაღაც დაუჯერებელი ხდებოდა, განსჯისთვის მიუწვდომელი, მაგრამ მეტისმეტად სასიამოვნო კი.

 - საზოგადოდ, ეს უსასტიკესად აკრძალულია, მილორდ, მაგრამ... თუკი მხოლოდ შეხედავთ კონვერტებს... ერასტ პეტროვიჩი ხარბად მისწვდა წერილებს, მარამ გულის გატეხვა ელოდა - კონვერტები უკუ-მისამართის გარეშე იყო გამოგზავნილი. ეტყობა, მესამე ოქროც ტყუილად დაიკარგა. თუმცა, სწორი მოგახსენოთ, შეფმა სანქცია მისცა ნებისმიერ ხარჯებს “გონიერების საზღვრებში და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე...” და, ნეტავ, რა არის შტემპელებზე?

შტემპელებმა ფანდორინი აიძულეს, ჩაფიქრებულიყო: ერთი წერილი შტუტგარტიდან იყო, მეორე ვაშინგტონიდან, ხოლო მესამე კი თვით რიო-დე-ჟანეიროდან. და მაინც!

 - და დიდი ხანია, მის ოლსენი აქ კორესპონდენციებს იღებს? - ჰკითხა ერასტ პეროვიჩმა, თან აზრობრივად ითვლიდა, რამდენი ხანი მოცურავენ წერილები ოკეანეზე და თან ხომ საჭირო იყო, აქაური მისამართი ჩასულიყო ბრაზილიაში! ძალიან უცნაურად გამოდიოდა. ბეჟეცკაიას შეეძლო ინგლისში ჩამოსულიყო ყველაზე ადრე - სამი კვირის წინ.

პასუხი მოულოდნელი იყო:

 - დიდი, მილორდ. მე რომ აქ სამსახური დავიწყე - ოთხი წლის წინ, წერილები უკვე მოდიოდა.

 - ეს როგორ?! ხომ არ გეშლებათ?

 - გარწმუნებთ, მილორდ. მართალია, მისტერ მორბიდი მის ოლსენთან დიდი ხანი არ არის, რაც მსახურობს, თითქმის ზაფხულის დასაწყისიდან. ყოველ შემთხვევაში, მორბიდამდე კორესპონდენციებისთვის მისტერ მებიუსი მოდიოდა, კიდევ უფრო ადრე მისტერ... მ-მ, ბოდიშს ვიხდი, მეხსიერებიდან გადამივარდა, რა ერქვა. ესეთი, უმნიშვნელო ჯენტლმენი იყო და ისიც ნაკლებად მოლაპარაკე.

ძალიან უნდოდა კონვერტებში ჩახედვა. ერასტ პეტროვიჩმა გამომცდელად შეხედა ინფორმატორს. ალბათ, ვერ გაუძლებს. თუმცა აქ ახალგამომცხვარ ტიტულიან მრჩეველს და პირველი კატეგორიის დიპლომატიურ კურიერს უკეთესი იდეა მოუვიდა ჭკვაში.

 - როგორც ამბობთ, ეს მისტერ მობიდი ყოველ საღამოს ათზე მოდის ხოლმე?

 - საათს ვასწორებთ იმის მოსვლაზე, მილორდ.

ერასტ პეტროვიჩმა დგამზე მეოთხე ნახევარსოვერენი დადო, გადაიხარა და გაბედნიერებულ პორტიეს რაღაც უჩურჩულა ყურში.

ათ საათამდე დარჩენილი დრო მეტად პროდუქტიულად იქნა გამოყენებული.

პირველ რიგში ერასტ პეტროვიჩმა დაზეთა და დატენა თავისი საკურიერო “კოლტი”. მერე ტუალეტის ოთახისკენ გასწია, და რიგრიგობით აჭერდა ცხელი და ცივი წყლის პედლებს, სულ რაღაც თხუთმეტ წუთში შეავსო აბაზანა. ნახევარი საათი ინებივრა, ხოლო როცა წყალი გაცივდა, შემდგომი მოქმედების გეგმა უკვე შედგენილი იყო. კიდევ მიიწება ულვაში და სარკეში ცოტა ხანი საკუთარი თავით დატკბობის შემდეგ, ფანდორინმა შეუმჩნეველ ანღლიელად გადაიცვა: შავი ქვაბუნა ქუდი, შავი პიჯაკი, შავი შარვალი, შავი პალსტუხი. მოსკოვში მესაფლავედ მიიღებდნენ, მაგრამ ლონდონში, უნდა ვივარაუდოთ, მათლად შეუმჩნეველი იქნებოდა. ღამითაც სწორედ ის იქნება - ლაცკანებით დაფარე პერანგი მკერდზე, მანჟეტები აიწიე და სიბნელის ალერსში გადნები, ეს კი გეგმისთვის უკიდურესად საჭიროა.

კიდევ ნახევარი საათი დარჩა შემოგარენის გასაცნობი გასეირნებისთვის. ერასტ პეტროვიჩმა გრეი - სტრიტიდან ფართო ქუჩაზე გაუხვია, მთლიანად ეკიპაჟებს რომ გაევსო და თითქმის მაშინვე აღმოჩნდა ცნობილ თეატრ “ოლდ - ვიკთან”, დაწვრილებით რომ აღეწერათ გზამკვლევში. კიდევ ცოტა გაიარა და - ო, საოცრებავ! - დაინახა მოხაზულობა ვატერლოოს ვაგზლისა, საიდანაც “ზამთრის დედოფლამდე” კარეტას მთელი ორმოცი წუთი მოჰყავდა - გაიძვერა მეეტლემ ხუთი შილინგი აიღო. ხოლო შემდეგ გამოჩნდა საღამოს უსიამო ჩრდილებში ჩაფლული ტემზა. იმის ჭუჭყიან წყალს რომ უცქერდა, მოიბუზა და რატომღაც მოიცვა პირქუშმა წინათგრძნობამ. ამ უცხო ქალაქში, საზოგადოდ, თავს მოუხერხებლად გრძნობდა. შემხვედრნი თვალს არიდებდნენ, ერთს არ შეუხედავს სახეში, რაც, დამეთანხმებით, მოსკოვში შეუძლებელია. ამასთან, ფანდორინს არ ეხსნდებოდა უცნაური გრძნობა, რომ თითქოს ზურგში მიბჯენია ვიღაცის უკეთური მზერა. რამდენჯერმე მობრუნდა ახალგაზრდა კაცი და თითქო ერთხელ შეამჩნია, თუ თეატრალურ ტუმბას ამოეფარა ფიგურა შავებში. აქ ერასტ პეტროვიჩმა თავი ხელში აიყვანა, იჭვნეულობისთვის კარგადაც გამოლანძღა და მეტად აღარ შემოტრიალებულა უკან გასახედად. სულ წყეული ნერვების ბრალია. შეყოყმანდა კიდეც - ხვალამდე ხომ არ მოეცადა თავისი გეგმის განსახორციელებლად? მაშინ შესაძლებელი იქნება დილით საელჩოში გამოჩნდეს და შეხვდეს საიდუმლო მწერალ - მწარმოებელ პიჟოვს, რომელზეც შეფი ლაპარაკობდა. მაგრამ ლაჩრული სიფრთხილე - სამარცხვინო გრძნობაა, თან დროის დაკარგვაც არა სურს. ისედაც, სულ მცირე, სამი კვირა წვრილმანებზე დაკარგა.

ევროპაში მოგზაურობა ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოედგინა ფრთებშესხმულ ფანდორინს. ვერჟბოლოვას სასაზღვრო ჯაჭვების იქითა მხარეს გადაშლილმა ტერიტორიამ გული დაუმძიმა მშობლიური, ღარიბული სივრცისგან განსხვავებულობის გამო. ერასტ პეტროვიჩი ვაგონის სარკმელში იცქირებოდა და სულ ელოდა, რომ კოპწია სოფლები და სათამაშო ქალაქები დამთავრდება და დაიწყება ჩვეულებრივი პეიზაჟი, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიოდა რუსეთის საზღვრიდან მატარებელი, მით უფრო თეთრი ხდებოდა სახლები, ხოლო ქალაქები - ფერწერული. ფანდორინი სულ იღუშებოდა და იღუშებოდა, მაგრამ თავის თავს სლუკუნის უფლებას არ მისცემდა, ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ანათებს, საკუთარ თავს ეუბნებოდა, მაგრამ სულში მაინც ხუთვას გრძნობდა. მერე არა უჭირდა რა, შეეგუა და უკვე ეჩვენებოდა, რომ მოსკოვში არც ისე ძალიან არის ჭუჭყი, ვიდრე ბერლინში, ხოლო კრემლი და ეკლესიების ოქროს გუმბათები ჩვენ ისეთი გვაქვს, ნემენცებს არც კი დასიზმრებიათ. სხვა რამ აწუხებდა - რუსული საელჩოს სამხედრო აგენტმა, რომელსაც ფანდორინმა დაბეჭდილი პაკეტი გადასცა, უბრძანა, ჯერ მომდევნო პუნქტში არ წასულიყო და დალოდებოდა საიდუმლო კორესპონდენციას, რათა ვენაში გადაეცა დანიშნულებისამებრ. ლოდინმა ერთი კვირა გასტანა და ერასტ პეტროვიჩს მოსწყინდა ჩრდილებიან უნტერ-დენ-ლინდენზე ხეტიალი, მობეზრდა გულის აჩუყება ბერლინის პარკების კარგად ნაკვებ გედებით.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / აკუნინი ბორის / აზაზელი