ფონ ფრიჩი ვერნერ.

 

ვერნერ ბარონი ფონ ფრიჩიბარონი ვერნერ ფონ ფრიჩი ( დ. 4 აგვისტო, 1880, ბენრათი, გერმანია -  გ. 22 სექტემბერი, 1939, ვარშავა, პოლონეთი) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანიის საიმპერატორო კარის, რაიხსვერის და ვერმახტის ოფიცერი, გენერალ-პოლკოვნიკი.

 

 

 ბიოგრაფია

1880 - 4 აგვისტო: გენერალ-ლეიტენანტ გეორგ ბარონ ფონ ფრიჩს და მის მეუღლეს ადელჰაიდს (დაბ. ფონ ბოდელშვინგი) შეეძინათ ვაჟი ვერნერი.

1898 - ბარონი ფონ ფრიჩი შევიდა პრუსიულ საარტილერიო პოლკში.

1900 - მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1907-1910 - სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.

1913 - გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში.

1914-1918 - პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადახსვა თანამდებობებზე გენერალურ შტაბის ოფიცრად.

1919 - ომის დამტავრების შემდეგ შევიდა ახლად დაარსებულ რაიხსვერში და მსახურობდა რაიხსვერის მთავარსარდალ ჰანს ფონ ზეექტთან. მონაწილეობას იღებს არმიის ახლად ჩამოყალიბების საქმეში.

1922 - მიენიჭა ობერლეიტენანტის წოდება და გადაყვანილ იქნა ულმში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

1927 - ვერნერ ფონ ფრიჩი დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

1932 - დაინიშნა III სამხედრო ოლქის (ბერლინი) მთავარსარდლად.

1934 - მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება და პაულ ფონ ჰინდენბურგმა იგი სახმელეთო ჯარების უფროსად დანიშნა. ფრიჩი ხელმძღვანელობდა არმიის შეიარაღების და მოდერნიზების საქმიანობას.

1936 - მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1937 - 5 ნოემბერი: ადოლფ ჰიტლერის მიერ შემოთავაზებულ სამხედრო გეგმას ბარონი ფონ ფრიჩი და ვერმახტის გენერლები კრიტიკით შეხვდნენ. ეს იყო პროფესიონალური კრიტიკა.

1938 - იანვარი: ვერნერ ფონ ბლომბერგის კომპლოტის დროს ჰიტლერმა ფრიჩის ჩამოცილების და არმიის მთავარსარდლის პოსტის ხელში ჩაგდების საშუალება დაინახა. გიორინგისა და ჰაიდრიხის შეთითხნილი საბუთებით ვერნერ ბარონ ფონ ფრიჩს ბრალი დასდეს ჰომოსექსუალიზმში და ვერმახტის რიგებიდან გარიცხეს. 4 თებერვალი: ფრიჩი გადაყენებულ იქნა სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან. მარტი: სამხედრო სასამრთლომ ბარონი ფონ ფრიჩი ყველა ბრალდებიდან გაათავისუფლა და ვალთერ ფონ ბრაუხიჩის ზეწოლის შემდეგ იგი დაინიშნა საარტილერიო პოლკის მეთაურად.

1939 - მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე იგი მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში და 22 სექტემბერს ვარსავასთან ბრძოლაში დაეცა. თვითმხილველთა სიტყვებით იგი ბრძოლაში სიკვდილს ეძებდა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ფონ ფრიჩი ვერნერ.