ბერძენიშვილი გივი 

სტალინი

 

პერმანენტული გამარჯვების ღმერთი

 

ნამდვილი ბიოგრაფია

 

წინათქმა

 

არცერთ ისტორიულ პიროვნებაზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც სტალინზე, თუმცა დიდი უბედურებაა ის, რომ ამ ნაწერებიდან 99% ნეგატიურია. მოკლებულია სიმართლის ელემენტებს, და ძალიან შორსაა სინამდვილისაგან. ამიტომაც ამ ნაწერების აბსოლუტური უმრავლესობა აბსოლუტური სიყალბეა. მათ ავტორებს ზუსტად შეესაბამება “დალესის დოქტრინის” შემდეგი შეგონება: “ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ (საბჭოთა და სხვა ხალხებს – ავტ.) იწამონ ყალბი ფასეულობანი”.

ეს “ყალბი ფასეულობანი” პირველ რიგში იმ ნაძირალებმა იწამეს, რომლებიც სტალინზე ბინძურ ჭორებსა და ბოროტ ცილისწამებებს აფრქვევენ. ამ ხროვას ბოლო წლებში კიდევ ერთი შეემატა. კერძოდ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეგრეთწოდებული პროფესორი – დ. რანკურ-ლაფერიერი, რომელსაც თავის “შედევრში” – “სტალინის ფსიქიკა”, ისეთი “ფაქტები” მოაქვს, რომ უნებლიედ გიჩნდება კითხვა, ამ პასკვილის ავტორი თვითონ ხომ არ საჭიროებს სერიოზულ ფსიქიატრიულ გამოკვლევას?

ასეთი კითხვის დასმის უფლებას კი მისივე წიგნში ამოკითხული შემდეგი უხამსი ფრაზა იძლევა:  – “რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მე პრობლემები არ მქონია. ანალიზის ობიექტს ხომ კრემლში მობინადრე მხეცი წარმოადგენდა“. ამ ფრაზის წაკითხვისთანავე მკითხველისათვის ნათელი ხდება მისი ავტორის შეურაცხადობა, რადგან ყველა ნორმალურმა ადამიანმა, მით უმეტეს საგნის მკვლევარმა,  იცის, რომ მთელი მსოფლიო სტალინს “კრემლის ბრძენ ბინადრად და ზეკაცად” მოიხსენიებდა და არავითარ შემთხვევაში უარყოფითად.

ან კიდევ, რა წარმოდგენა შეიძლება შეექმნას მკითხველს ავტორზე, რომელიც ნასარგებლები წყაროებიდან ყველაზე უტყუარად ხრუ:შჩოვისა და მიქოიანის მემუარებს ასახელებს... ან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ობიექტურობასა და კომპეტენტურობაზე შემდეგი სიტყვების ავტორს: “ – 22 ივნისს საღამოს სტალინმა პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტები მიატოვა, აგარაკზე გადაბარგდა და იქ განმარტოვდა. თუ ავტორხანოვის ტერმინს გამოვიყენებთ, სტალინი ფაქტიურად “დეზერტირი გახდა”. ხრუშჩოვს მიაჩნია, რომ სტალინი ამ დროს სვამდა, ნერვიულ და ისტერიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ტაკერი ლაპარაკობს სტალინის ძლიერ პანიკაზე. ულამი იყენებს ტერმინს “ნერვიული პროსტრაცია”, მაკკოლი აღნიშნავს სტალინის “შოკურ მდგომარეობას”. უეილი საუბრობს “ნერვიულ ჩავარდნაზე”. ფრომი თვლის, რომ სტალინმა “ფსიქიკური კრიზისის თვისებები გამოავლინა”. სხვადასხვა სამხედრო მემუარებში სტალინის “ნერვიულობა”, “დაღვრემილობა” სიტუაციაში გარკვევისა და შექმნილი მდგომარეობის აღთქმისა და მასთან გამკლავების უუნარობა”.

ახლა დასმულ საკითხში გათვითცნობიერებულმა მკითხველმა თვითონ განსაჯოს ზემოთმოტანილი ფრაზის ავტორი და მასში დასახელებული პირები ლინჩის წესით გასამართლების ღირსნი არიან თუ არა, რადგან ყოველმა მათგანმა კარგად იცის, რომ მკითხველს მიზანდასახულად ბინძურ ჭორს და ბოროტ ცილისწამებას აწვდის.

ნასარგებლები წყაროებიდან ავტორი ჟუკოვის მემუარებსაც ასახელებს. აი რას წერს ჟუკოვი თავის მემუარებში: “ – ოდნავ გულდამძიმებული სტალინი ვიხილე მხოლოდ ერთხელ (ისიც რამდენიმე წუთით) – ომის დაწყების წინ... ყველა სხვა დროს ქვეყანას, პარტიას, საგარეო საქმეებსა და საომარ მოქმედებებს იგი მტკიცედ და გულდაჯერებულად ხელმძღვანელობდა”. საინტერესოა, სად არის აქ დაბნეულობა, ისტერიკა, პროსტრაცია, უუნარობა? ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა: ჟუკოვს, რომელიც 1941 წლის დილის  4 საათიდან, 1945 წლის 9 მაისის 24 საათამდე სტალინის “განუყრელი თანამგზავრი” იყო და, რომელსაც ომის მიმდინარეობის მთელს პერიოდში, დღე-ღამის განმავლობაში, როგორც წესი, 10-ჯერ და უფრო მეტჯერ ჰქონდა მასთან უშუალო კონტაქტი, უფრო დაეჯერება თუ ნახსენები უვარგისი წიგნის ავტორს და მის “უტყუარ” ინფორმატორებს?

...ამგვარად, მთელი წიგნი ასეთი და ბევრად უფრო უწმინდური ჭორებითაა გაჯერებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი ავტორი “დალესის დოქტრინის” ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოებაში “უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და უსირცხვილობა ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით”. სწორედ აქედან გამომდინარეობს ავტორის უზრდელობა, თავხედობა, ცილისმწამებლობა და უსირცხილობა, რომ იგი სტალინს უაპელაციოდ აცხადებს “პარანოიკად”. საქმე ისაა, რომ დაუჯერებელია მას წაკითხული არ ჰქონდეს ბეხტერევის შვილიშვილის, აკადემიკოს ნატალია ბეხტერევას კომენტარი ამ საკითხზე, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტალინი არასდროს ყოფილა მისი პაპის პაციენტი, რომ მას იგი არასდროს გაუსინჯავს და, ბუნებრივია, არავითარი დიაგნოზი მისთვის არ დაუსვამს. თუმცა, პატივცემული ქალბატონი აქვე დასძენს, რომ იგი ინახულეს დაინტერესებულმა პირებმა, რომლებმაც სოლიდური ანაზღაურების ფასად სთხოვეს მას აღნიშნული ბოროტი ცილისწამების დადასტურება, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. და, მიუხედავად საკითხის მთლიანი გამჭვირვალობისა, წიგნის ავტორისა და მისთანა დემაგოგ-პროვოკატორების წყალობით საზოგადოებაში დღემდე მუსირებს ჭორი “სტალინის პარანოიაზე”.

ისე, კაცმა რომ თქვას, თუკი “პარანოია” სახელმწიფო მოღვაწეს ისეთ უნიკალურ თვისებებს ანიჭებს, სტალინს რომ ჰქონდა უხვად მინიჭებული, მაშინ კაცობრიობამ უნდა ილოცოს, რომ ყველა დიდი სახელმწიფოს მმართველი “პარანოიით” იყოს დაავადებული... მაშინ ისინი პოსტსტალინურ ეპოქას ააცილებდნენ რეგიონალურ კატაკლიზმებს, დიდ და პატარა ომებს, ეროვნულ და რასობრივ შუღლს: ავღანეთის, ბალკანეთის, პალესტინის, ერაყისა და სხვა კრიზისებს, კონტრრევოლუციურ გადატრიალებებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. არ იარსებებდა ალ-ქაიდას და ბენ ლადენის ფაქტორი, მსოფლიოს მასშტაბით არ გაიფურჩქნებოდა კრიმინალი, კორუფცია და პროსტიტუცია... ვერ წარმოიშობოდა ჩეჩნეთის პრობლემა... სასწაულია, მაგრამ ფაქტია, რომ სტალინმა ჩეჩნების პრობლემა ერთ დღე-ღამეში მოაგვარა ისე, რომ ერთი თოფიც არ გავარდნილა, ერთი ადამიანიც არ დაღუპულა.

რა თქმა უნდა, სტალინს ამისთვისაც ლანძღავენ, თუმცა მისი გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ისტორიული აუცილებლობიდან გამომდინარე, ბრძნული და ჰუმანური ღონისძიება...

როცა მოლოტოვს შეეკითხნენ თუ რამდენად სამართლიანი იყო ეს ღონისძიება, მან უპასუხა: “ – მე ვთვლი, რომ იმ დროს ასეთი ღონისძიებების გატარება აუცილებელი იყო. ისინი ომში გერმანელებს ეხმარებოდნენ. იყო მასობრივი ღალატი. ფრონტებზე ჩვენს პირისპირ კავკასიელთა ბატალიონები იდგნენ. ზურგში გვესროდნენ”.

როგორც ცნობილია, ჩეჩნებმა სამამულო ომში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს – სამშობლოს უღალატეს, რაც კანონით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სტალინი, ბუნებრივია, მოღალატეს დაუსჯელად ვერ დატოვებდა, მით უფრო, რომ მოღალატე ჩეჩენთა სისასტიკე, უპირველესად, რუსი ჯარისკაცის მიმართ ფიქსირდებოდა. რუსი ხალხი ასეთ მოქმედებას ჩეჩნებს არ აპატიებდა, ისევე, როგორც სტალინს არ მისცემდა ამის იგნორირების უფლებას. კანონით გათვალისწინებული სასჯელის გატარება, ცხადია, გენოციდს ნიშნავდა,რადგან სასჯელს მთელი სრულწლოვანი მოსახლეობა იმსახურებდა. ამას,  რა თქმა უნდა, სტალინი არ დაუშვებდა, ამიტომ იგი იძულებული იყო ორი ბოროტებიდან “ნაკლები ბოროტება” აერჩია. მან ფმტონომიის მთელი ჩეჩენი მოსახლეობა, ოჯახების დაურღვევლად, ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში გადააადგილა (მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია), სადაც მათ კეთილმოწყობილი ბინები, აწყობილი  მეურნეობა და უკეთესი საცხოვრებელი პირობები დახვდათ. ამრიგად, გატარებული ღონისძიების შედეგად სტალინმა ჩეჩენი ხალხი გადაარჩინა გარდაუვალ ფიზიკურ განადგურებას.

...დიდად სამწუხაროა და სამარცხვინოც, რომ პოსტსაბჭოთა მთავრობების შოვინისტურმა, ანტიეროვნულმა პოლიტიკამ ისედაც მცირერიცხოვანი ჩეჩნეთი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტალინის მიერ გატარებული ღონისძიება იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტალინზე წერა ურთულესი ამოცანაა, ურთულესი იმიტომ, რომ მისი პიროვნება და საქმეები ამოუწურავი თემაა, ხოლო მისი დამსახურება ისტორიის წინაშე ფასდაუდებელია. ამ პრობლემას ისიც ართულებს, რომ სტალინი არასდროს საუბრობდა თავის თავზე და თავის დამსახურებაზე.

...სწორედ ამან ათქმევინა ცნობილ რუს მწერალ სერგეი მიხალკოვს: “ – სტალინზე რომ წერო, შექსპირი უნდა იყო”, ხოლო ქართველ პოეტს: – ამას, “შოთა რომ იყოს ცოცხალი, ისიც ვერ შეძლებს, მგონია...”

სრული ჭეშმარიტებაა, რადგან ერთი და ორი მწერალი და პოეტი კი არა, ყველა ცნობილი მემატიანე და ენამზე რომ შეიკრიბოს ერთად, ისინიც ვერ შესძლებენ სტალინის ნაღვაწ-ნამოქმედარის აღწერას, გადმოცემა-შეფასებას...

... და თუ რამდენად გაართვა ამ წიგნის ავტორმა თავი ამ რთულ პრობლემას, მკითხველის შესაფასებელია. მთავარი კი ის არის, რომ ის წიგნში მხოლოდ და მხოლოდ პირუთვნელ სიმართლეს იხილავს.

– წიგნი გათვლილია “სტალინის თემაზე” მომუშავე სპეციალისტებზე, აგრეთვე ფართო მკითხველზე.

 

 

 

I. ბავშვობა და ყრმობა

 

           “ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა

            უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;

            დედის ნანასთან ქვითინი მთისა

            მას უმზადებდა მომავალ გმირსა...”

 

 ილია

 

  1879 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მახლობლად მდებარე ქალაქ გორში დაიბადა სოსო ჯუღაშვილი, მომავალში - მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი, გენერალისიმუსი სტალინი. მამა წარმოშობით გლეხი, სოფელ დიდი ლილოდან, ბესარიონ ჯუღაშვილი, პროფესიით მეჩექმე იყო. მას გორში ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, რომელსაც მალე მიატოვებს და სამუშაოდ გადადის თბილისში, ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში, ოსტატის თანამდებობაზე.

  გარდაიცვალა 1909 წელს მიხეილის საავადმყოფოში, სადაც მიიყვანეს მძიმე ავადმყოფი. დაასაფლავეს კუკიაზე, როგორც უპატრონო მიცვალებული. საფლავიც მალე დაიკარგა. ასე რომ, ვერსია, თითქოს ბესარიონი დაიღუპა “მთვრალ ჩხუბში”  როგორც ამას ზოგიერთი რუსი “მკვლევარი” ამტკიცებს) დანით მიყენებული ჭრილობისაგან, ყალბია და მოგონილი.

  დედა, ეკატერინე გელაძე, წარმოშობით გლეხი, სათნო პიროვნება და შესანიშნავი დიასახლისი, ფიზიკური შრომით (კერვა, რეცხვა) ინახავდა ოჯახს. დღე და ღამეს ასწორებდა მძიმე შრომაში, თავის ნანატრ, ერთადერთ შვილს კი ჩიტის რძეს არ აკლებდა, ზომაზე მეტად ანებივრებდა კიდეც, რაც უცნობ თვალს შეუმჩნეველი არ რჩებოდა.

  გარეგნულად ლამაზი, მკვირცხლი, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი სოსო, ტოლ-ბიჭებში გამორჩეული, ყოველთვის კოხტად ჩაცმულ-დახურული და დაბანილ-დავარცხნილი დადიოდა. სტალინის მოძულე ვაიმწერალ-ისტორიკოსები (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა) თავიანთ ნაჯღაბნ “ბიოგრაფიულ” ნაცოდვილარებში სრულიად საწინააღმდეგოდ ხატავენ სოსოს ბავშვობის წლებს, მისი ცხოვრების წესებსა და ყოფით რეჟიმს.

  ცდილობენ რა გაამართლონ თავიანთი აკვიატებული, წინასწარ დაპროგრამებული ვერსია სტალინის თითქოსდა დესპოტური ხასიათის შესახებ, გამიზნულად, მიზანდასახულად წარმოუდგენენ მკითხველს თუ მსმენელს პატარა სოსოსადმი მშობლების მხრიდან თითქოსდა დესპოტურ დამოკიდებულებას.

  ერთ-ერთი ასეთი “დეკლამატორი” რაძინსკის სახით, რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ეკრანიდან, რამდენიმე დღე ზედიზედ, მაყურებელს შემზარავი “გულისტკივილით” მოუთხრობდა იმ არაადამიანური სისასტიკის შესახებ, როგორითაც, თითქოს, პატარა სოსოს მისი მშობლები ექცეოდნენ:

  “მუდმივი, განუწყვეტელი ცემა-ტყეპა”???

  რაძინსკი “ბრძნულად” ასკვნის: სოსოს აღზრდაში ასეთმა სისასტიკემ (бить, бить, бить) სტალინში გამოიწვია დესპოტიზმის განვითარება და მისი მოქმედების მამოძრავებელ ძალად, მომავალში, სისასტიკე და ძალადობა იქცა. (რაძინსკი  ძალიან კმაყოფილია თავისი ლაყბობით, ტელევიზორის ეკრანზე მისი მუდმივ მომღიმარი სახის გამომეტყველება ამის დასტურია. მისივე ღრმა რწმენით, მიზანი მიღწეულია, მაყურებელი თუ მსმენელი დაჯერებულია მისი იდიოტური ვერსიის სისწორეში!!)

  მკითხველს, ალბათ, გაუჭირდება გაიხსენოს ისეთი ქვეყანა და ისეთი ხალხი, სადაც მშობლები თავის ერთადერთ ნანატრ შვილს (როგორც ცნობილია, სოსო მშობლების მესამე ვაჟიშვილი იყო, პირველი ორი მშობლებს არ შერჩათ, ჩვილები დაიღუპნენ) ცემა-ტყეპაში ჰხდიდნენ სულს. (გამონაკლისია, ალბათ, ის ქვეყანა და ის ხალხი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, საზოგადოებისიათვის უკვე კარგად ცნობილი – მსახიობ-დეკლამატორი რაძინსკი!)

  სოსო ჯუღაშვილთან მიმართებაში კი, ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო, პატარა სოსოს დედა – კეკე ცივ ნიავს არ აკარებდა, თვით სტალინი კი ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე ერთ-ერთ კორესპონდენტს შემდეგნაირად პასუხობს: “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები უსწავლელი ადამიანები იყვნენ, მე დიდი მზრუნველობით მეპყრობოდნენ”-ო. (ალბათ, მკითხველი დამეთანხმება, რომ სტალინის მიერ მოკლედ გამოთქმული ჭეშმარიტება აქსიომაა ყოველი ქართველისათვის, როგორ ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი, ამავე დროს ეს სრულიად გაუგებარია რაძინსკისა და მის მსგავსთათვის).

  იგივე რაძინსკი ასევე უსინდისოდ ეჭვქვეშ აყენებს სოსოს მამის ვინაობის საკითხს. იდიოტ დეკლამატორს დედაკაცურ ჭორიკნობას ერჩივნა გორში ჩაბრძანებულიყო და ენახა მამა-შვილის ფოტოები, სადაც ისინი გაჭრილი ვაშლივით, ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს.

  თუმცა ყველაზე უებარი იქნებოდა არამზადა, სინდისგარეცხილმა “ბიოგრაფებმა” თავი ანებონ ჯუღაშვილების ოჯახის ინტიმში დინგის ფათურს, რამეთუ იოსებ სტალინს (წინააღმდეგ თანამედროვე და წარსული ბელადებისა) არასდროს ჰქონია საკუთარი ცხოვრება, ისევე როგორც საკუთარი ბინა, საკუთარი სახლი, საკუთარი ავეჯი, საკუთარი მანქანა. რიგითი ჯარისკაცის “კაზიონი ბელიო” ეცვა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებს შემნახველი სალაროს წიგნაკში 900 მანეთი (1947 წლის კურსით) დაუტოვა, საკუთრივ მას კი ერთი წყვილი წესიერი ფეხსაცმელიც არ აღმოაჩნდა, კუბოში ჩასვენებისას რომ ჩაეცმიათ. მდგომარეობა ყვავილებით გამოასწორეს, რომლითაც დაფარეს ზომაზე მეტად გაცვეთილი ფეხსაცმელი.

  აქვე მინდა მოვუთხრო მკითხველს ამავე თემაზე აგებულ ერთ-ერთ მომენტზე: ერთადერთი ქალიშვილი სვეტლანა სთხოვს მამას გამოუყოს მას ერთ-ერთი იმპორტული მაგნიტოფონი, რომელიც შედიოდა მის 70 წლისთავზე მირთმეულ მილიარდობით დოლარად შეფასებული საჩუქრების ნუსხაში.

  სტალინის პასუხი მოკლე და კატეგორიულია: “ეს საჩუქრები ხალხს ეკუთვნის და არა შენ... და მე!”

  ... და დღეს ყოველი ადამიანისათვის ნათელია, რომ სტალინს მართლაც მხოლოდ საკაცობრიო იდეალებზე ზრუნვა ასულდგმულებდა, მან მთელი თაივისი სიცოცხლე, უკლებლივ მოახმარა პლანეტის მცხოვრებთა კეთილდღეობის, მათი სასიკვდილო საფრთხისაგან გადარჩენის საქმეს; ფოლადის მარჯვენითა და რკინის ნებისყოფით სჭედდა მშრომელთა ნათელ მომავალს.     

  ჯუღაშვილების ოჯახის ყოვლად გაუმართლებელ დაკნინებაში სხვადასხვა ჯურის გადამთიელთ არც ქართველები ჩამორჩებიან, უფრო მეტიც, ზოგნი აჭარბებენ კიდეც მათ. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ლევან სანიკიძის “ნააზრევი”, გადატანილი მისი წიგნის – “მესამე დასის საქართველოს” ფურცლებზე: “მისი სტალინობის “ოქროს ხანაში” აღარც დედას სწყალობდა დედაშვილური სიყვარულით და ყურადღებით სოსო ჯუღაშვილი. მხოლოდ ასე თუ გაიხსენებდა მშობელ დედას, ბოროტი ცინიზმის კლასიკოსი: “რაო, რას შვრება კეკე, კიდევ ბოზობს, არა?” - ეკითხებოდა ხოლმე საქართველოდან ნასტუმრებ ფილიპე მახარაძეს, თუ პეტია კაპანაძეს. ალბათ, არც ასეთი “სტალინური” ნათქვამი გულისხმობს მაინცდამაინც დედისადმი პატივისცემას”.

სამარცხვინოა მსგავსი მკრეხელური ჭორის “პოპულარიზაცია” ქართველი ისტორიკოსის მიერ. ჯერ ერთი, პატივცემული პროფესორისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სტალინისათვის, მისი სტალინობის “ოქროს ხანაშიც” და მანამდეც, აბსოლუტურად უცხო იყო მსგავსი უხამსი სიტყვების ხმარება საერთოდ, და საკუთარი დედის მიმართ მითუმეტეს. მეორეც, აღნიშნული საკითხის გარშემო მოვუსმინოთ სულმნათი კეკეს შვილიშვილს სვეტლანას:

  “მე გავიხსენე 1934 წელი, როდესაც იაშა, ვასილი და მე გაგვაგზავნეს თბილისში ბებიას მოსანახულებლად. იგი მაშინ ავად იყო... ერთ კვირაზე მეტი დავრჩით თბილისში... იგი ცხოვრობდა რომელიღაც ძველ, ლამაზ ეზოიან სასახლეში... მიუხედავად იმისა, რომ მამა დაჟინებით მოითხოვდა მისგან მოსკოვში ჩამოსულიყო საცხოვრებლად, ასევე დედაჩემიც, მან არ მოისურვა საქართველოს დატოვება. მას არ სურდა ცხოვრება მოსკოვურ ყაიდაზე და განაგრძობდა ჩვეულებრივი, უბრალო მორწმუნე ქალის ყოფას.

  როდესაც მამაჩემმა იგი ბოლოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოინახულა, მან გულისტკივილით უთხრა შვილს: “ძალიან გული მწყდება, რომ მღვდელი არ გამოხვედიო”.

  მამას ძალიან უყვარდა დედამისი და დიდ პატივს სცემდა მას. ხშირად მეუბნებოდა, რომ იგი (დედამისი) იყო ჭკვიანი ქალი, მას მხედველობაში ჰქონდა მისი სულიერი ღირსებები და არა განათლება. მამამ ძალიან მტკივნეულად განიცადა მისი სიკვდილი, შემდეგში იგი ხშირად იხსენებდა მას.

  ... ბებიას ჰქონდა თავისი პრინციპები, მორწმუნე ადამიანის პრინციპები, რომელმაც განვლო მძიმე, მკაცრი, უმწიკვლო და ღირსეული ცხოვრება”.

  მკითხველი უდავოდ დამემოწმება, რომ შვილიშვილს უფრო დაეჯერება, ვიდრე ანტისტალინისტების მიერ გავრცელებულ ბინძურ ჭორებს.

  “ადრე დაქორწინდა, – განაგრძობს თხრობას პაქტივცემული პროფესორი - ცოლად შეირთო ეკატერინე სვანიძე, ქვემო რაჭის სოფელ ბაჯიდან, ადრეც დაქვრივდა. არავინ იცის სიყვარულისა, წრფელი მწუხარებისა თუ ფარისევლობის გამო მიცვალებულ მეუღლეს საფლავში ჩაჰყვა...”

  მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს რისთვის და ვისთვის დასჭირდა მწუხარებით გათანგულ ახალგაზრდა ქვრივს ფარისევლობა, იქნებ ლენინი ესწრებოდა მწუხარების ცერემონიალს?!

  მსგავსი “მარგალიტები” უხვადაა მიმოფანტული ლევან სანიკიძის ციტირებულ “ნაშრომში”.

  ყოველივე ზემოთთქმული იმად დაგვჭირდა, რომ გვეფიქრა: თუკი ცნობილი მეცნიერი ასეთი სიმახინჯით წარმოუდგენს ფართო საზოგადოებას თავისი დიდი თანამემამულისა და მისი ოჯახის ისტორიას, რა მოვთხოვოთ გადამთიელთ - ხრუშჩოვებს, მიქოიანებს, სოლჟენიცინებს, ვოლკოგონოვებს, უსპენსკებს, რაზგონებს და სხვათა და სხვათა.

  სინამდვილეში, იოსებ ჯუღაშვილს გულმხურვალედ უყვარდა დედა და უდიდეს პატივს სცემდა მას, რაზედაც ნათლად მეტყველებენ სტალინის პირად არქივში შემორჩენილი მისი წერილები დედისადმი, რომელთაგან რამდენიმეს ზუსტად ქვემოთ შემოგთავაზებთ:

  “ი.ბ. სტალინი – ე.გ. ჯუღაშვილს.

  16 აპრილი 1922 წ.

  16/IV 22

 

  ჩემო დედიკო!

  გამარჯობა!

 

  იყავი ჯანმრთელი, გულს სევდა არ მიაკარო. ხომ ნათქვამია: “სანამ ცოცხალ ვარ ასე ვიქ, ვახარებ ჩემსა იასა, მოვკვდები გაუხარდება სამარის კარგსა ჭიასა”.

  ეს ქალი - ჩემი ცოლია. ეცადე, ვინმემ არ აწყენინოს.

  შენი სოსო”.

 

  “ნ. ს. ალილუევა – ე.გ. ჯუღაშვილს

  29 ნოემბერი 1922 წ.

  გამარჯობა, ძვირფასო დედა!

  როგორაა თქვენი ჯანმრთელობა, ძალიან დიდი მადლობა გახსენებისა და ყურადღებისათვის. ჩვენ ყველანი ჯანმრთელად ვართ. იოსები ჯანმრთელადაა, ბევრს მუშაობს, მოკითხვას გითვლით და გკოცნით.

იაშაც ჯანმრთელადაა, მაგრამ სწავლაში ოდნათ მოიკოჭლებს. ვასიკოც ჯანმრთელადაა, იგი ძალიან გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ლაპარაკობს. თავისი ძვირფასი ბებია ახსოვს და მაგრად კოცნის.

მეც ჯანმრთელად ვარ, ვმუშაობ და ჩემიანებზე ვზრუნავ, ჯერჯერობით სხვას არაფერს ვაკეთებ. მოგვწერეთ თქვენს შესახებ, რითაც ძალიან გაგვახარებთ.

  მაგრად გკოცნით და ჯანმრთელობას გისურვებთ მრავალ-მრავალ წელს.

  თქვენი ნადია”

 

22/XI-22 წ.

 

 

“ი.ბ. სტალინი – ე.გ.ჯუღაშვილს!

  1 იანვარი 1923 წ.

  ჩემო დედა!

  გამარჯობა!

  იცოცხლე ათი ათასი წელი.

  გკოცნი.

  შენი სოსო”

 

 

  “ი.ბ. სტალინი – ე.გ. ჯუღაშვილს!

  26 თებერვალი 1923 წ.

  26/II-23

  ჩემო - დედა!

  შენი წერილები მივიღეთ. გისურვებ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს. მალე გინახულებ. იცოცხლე ათასი წელი.

 

  გკოცნი.

  მოგიკითხა ნადიამ.

  შენი სოსო”.

 

    “ნ.ს. ალილუევა – ე.გ. ჯუღაშვილს!

  1 მაისი 1923 წ.

  გამარჯობა, ჩვენო ძვირფასო დედა!

  ყველანი გკოცნით, ძალიან მაგრად.

  თქვენ, ალბათ, ჩემზე ძალიან გაბრაზებული ხართ, იმდენად რამდენადაც დიდი ხანია თქვენთვის არაფერი მომიწერია. სამაგიეროდ ახლა მოგწერთ ყველაფერზე და, რაც მთავარია, იოსების ჯანმრთელობაზე.

  ...იოსები ჯანმრთელადაა, იგი ძალიან ბევრს მუშაობს და ცოტათი გადაიღალა, მაგრამ არა უშავს, ზაფხულში დაისვენებს და გამოკეთდება.

  ... აუცილებლად გელოდებით ჩვენთან. გკოცნით.

  თქვენი ნადია”.

 

 

 ი.ბ. სტალინი – ე.გ. ჯუღაშვილს.

  11 ივნისი, 1935 წ.

  გამარჯობა, ჩემო დედიკო!

  ვიცი, რომ შეუძლოდ ხარ... ავადმყოფობას არ შეუშინდე, გამაგრდი, ყველაფერი გაივლის.

  შენთან ჩემს შვილებს ვგზავნი: მიესალმე და დაკოცნე ისინი. კარგი ბავშვებია. თუ როგორმე მოვახერხე, მეც მოგინახულებ.

  მე თავს კარგად ვგრძნობ.

  კარგად ყოფნას გისურვებ. გკოცნი.

 

11.VI.35 წ.

  შენი სოსო

 

 

 

II. სემინარიის წლები

 

  მე-19 საუკუნის 90-იანი წლები კავკასიაში ხასიათდება სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარებით. კაპიტალიზმის განვითარებას, როგორც წესი, თან ახლავს მუშათა კლასის რიცხობრივი და ხარისხობრივი ზრდა. თბილისში, რომელიც იმ დროისათვის ამიერკავკასიის ცენტრს წარმოადგენდა, რევოლუციურ მოღვაწეობასა და მარქსიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ ამიერკავკასიაში გადმოსახლებული რუსი რევოლუციონერები.

  სემინარიაში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა სოსო ჩვეული შეუპოვრობით ბევრს მუშაობს თავის-თავზე, ეცნობა ჰეგელისა და კანტის ფილოსოფიას, სწავლობს მარქსისა და ენგელსის ნაწარმოებებს, აკონსპექტებს “კაპიტალს”, კითხულობს და პოპულარიზაციას უკეთებს “ხალხოსნების” წინააღმდეგ მიმართულ ლენინის წერილებს.

  1895 წლიდან სოსო სათავეში უდგება სემინარიაში არსებულ მარქსისტულ ჯგუფებს. 1898 წლიდან კი იოსებ ჯუღაშვილი ხდება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

  “რევოლუციურ მოძრაობაში, – იტყვის მოგვიანებით სტალინი, – მე ჩავები 15 წლის ასაკში, როდესაც დავუკავშირდი ამიერკავკასიაში არალეგალურად მცხოვრებ რუს მარქსისტებს. ამ ჯგუფმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მან აღმიძრა მადა იატაკქვეშა მარქსისტული ლიტერატურისადმი”.

  სემინარიის კედლებში სოსო ჯუღაშვილი რევოლუციური საქმიანობის პარალელურად გატაცებულია საქართველოს ისტორიით. იგი ძირფესვიანად სწავლობს ქართულ კლასიკურ ლიტერატურასა და პოეზიას. მეცნიერული კუთხით უდგება ვეფხისტყაოსნის” შესწავლას, რომლის ბევრი თავი და აფორიზმი ზეპირად იცის. ამავე პერიოდში სცადა მან “ვეფხისტყაოსნის” რუსულად თარგმნა. გარდა ამისა, იგი სერიოზულად სწავლობს და აანალიზებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ბესარიონ გაბაშვილის, დავით გურამიშვილისა და სხვა ქართველი მწერლების შემოქმედებას.

ეცნობა სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიასა და მემკვიდრეობას. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად არ შეიძლება არ აღინიშნოს კობას განსაკუთრებული ნიჭი და მიდრეკილება ქართული ლიტერატურისა და პოეზიის მიმართ. ქართველი კლასიკოსების მემკვიდრეობის შესწავლასთან ერთად იგი თვითონ არის გატაცებული და კარგადაც ეხერხება პატრიოტულ, სოციალურ და სხვა მოტივებზე ლექსების შეთხზვა. სწორედ ამ წლებს განეკუთვნება მისი შესანიშნავი, დიდაქტიკურ თემაზე დაწერილი ლექსი: “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”, რომელიც დიდმა ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა თავისივე რედაქტორობით გამომავალ გაზეთ “ივერიაში”. ამავე გაზეთში იბეჭდება მისი პოლიტიკურ თემაზე დაწერილი ლექსი, დათარიღებული 1895 წლის 11 ოქტომბრით, რომელშიც ავტორი ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს საზოგადოების დაჩაგრულ ფენას:

  “კარგად იცოდე რომ ერთხელ,  ძირს დაცემული ჩაგრული,  კვლავ აღემართვის მთას წმინდას,

  იმედით აღტაცებული”.

  სოსელო 11.10.1895 წ.

 

 პატრიოტულ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ ლექსში ავტორი საკუთარ განცდებს გადმოგვცემს:

  “ოდეს მტრისაგან გადახვეწილი

  კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს,

  და როს სნეული, შუქს მოკლებული

  კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს,

  მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი

  თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება,

  და იმედები კეთილდღეობის

  უბედურ გულში მიღორძინდება!

 

  სოსელო 22.09.1895 წ.

 

  ლექსში “მოხუცი ნინიკა” სოსო ჯუღაშვილი ეხება მშრომელი გლეხკაცის სოციალური დაუცველობის საკითხს:

  “მოხუცდა ჩვენი ნინიკა,

  გაუცვდა მკლავი გმირისა...

  რარიგ გატეხა ტიალმა

  ჭაღარამ ღონე რკინისა!

  ჰაი დედასა!... მრავალჯერ

  “აფთარა” - ნამგლის ტრიალით

  მკერდ-ღია ყანის ბოლოში

  წამს გავარდნილი გრიალით.

  ....................................................

  ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს,

  სიბერით მოკვეთილებსა,

  წევს, ან ოცნებობს, ან წარსულს

  უამბებს შვილი-შვილებსა...

 

 სოსელო. ივლისი. 1896 წ.

 

  ქართველი ხალხის საამაყო შვილის, დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ლექსში პოეტი სოსო ჯუღაშვილი დიდი ოსტატობით და გულწრფელი პუბლიცისტისათვის დამახასიათებელი ერთგულებით გადმოგვცემს ამაგდარი მწერლის დამსახურებასა და მისდამი საერთო-სახალხო სიყვარულს:

 

        “როს მშრომელ გლეხთა ვაებით

        საბრალოდ აცრემლებული

        ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,

        ერისთვის თავდადებული;

  რომ ერის კეთილდღეობით

  საამოდ აღტაცებული,

  სიმთ აჟღერებდი ტკბილ ხმაზედ,

  ვით ზეცით მოვლინებული;

        როს დაჰგალობდი სამშობლოს,

        ის იყო შენი ტრფიალი,

        მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა

        გულის წარმტაცი წკრიალი...

  მაშინ, მგოსანო, ქართველი

  თურმე ციურ ძეგლს გიგებდა

  და წარსულს შრომას ვაებას

  აწმყოთი აგვირგვინებდა.

        შენმა სიტყვებმა მის გულში

        უკვე გაიდგა ფესვია,

        მოიმკე, წმინდა მხცოვანო,

        რაც სიყრმით დაგითესია;

  ნამგლად იხმარე ერისგან

  გრძნობით ჰაერში ძახილი:

  “ვაშა რაფიელ! გამრავლდეს

  “მამულში შენებრი შვილი”!!!

 

სოსელო. 29.10.1895 წ.

 

მაინც განსაკუთრებულ  ყურადღებას იმსახურებს სოსოს “პირველი“ ლექსი “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”, რომელმაც დიდ ილიასთან ერთად მთელი ქართული საზოგადოების აღტაცება და მოწონება დაიმსახურა.

  საქმე ისაა, რომ ამ ლექსით სრულიად ყმაწვილი სოსო (იგი მხოლოდ 15 წლისაა) ქართულ მწერლობას მოევლინა როგორც დიდი ქართველი პოეტ-დიდაქტიკოსის დავით გურამიშვილის მემკვიდრე.

  “ისმინე, სწავლის მძებნელოს” ახალგაზრდა პოეტმა პატრიოტული სული შთაბერა:

        “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

        გადახვეოდა იასა,

        ზამბახსაც გაღვიძებოდა

        და თავს უხრიდა ნიავსა.

  ტოროლა მაღლა ღრუბლებში

  წკრიალ-წკრიალით გალობდა,

  ბულბულიც გახარებული,

  ნაზის ხმით ამას ამბობდა:

        “აყვავდი ტურფავ ქვეყანავ,

        ილხინე ივერთ მხარეო,

        და შენც ქართველო, სწავლითა

        სამშობლო გაახარეო!”

 

ი.ჯ-შვილი 14.06.1895 წ.

 

 რამდენი სითბო, სიყვარული და სამშობლოს მომავალზე ზრუნვაა ჩაქსოვილი ამ განუმეორებელი ლექსის ბოლო სტრიქონებში: შენი სწავლით გაახარე შენი სამშობლოო, მოუწოდებს ყველა ქართველს, - დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, - ქვეყნის ბედზე დაფიქრებული “პატარა” პატრიოტი, რამეთუ მტკიცედ სწამს, რომ უსწავლელი, გაუნათლებელი ერი ვერასდროს გაიხარებს, ე.ი., ვერასდროს გახდება თავისუფალი, მდიდარი და ბედნიერი.

  მაშინ არც სოსომ და არც სხვა ვინმემ იცოდა, რომ “პატარა სოსოს” ოცნებას “დიდი სტალინი” აღასრულებდა... და ბოლოს, აქ სოსოს პოეზიის მოკლე განხილვა იმად დაგვჭირდა, რომ მკითხველი თავად დარწმუნდეს მის პოეტურ შესაძლებლობებში, და იმაშიც, იგი, ამ გზას ბოლომდე რომ გაჰყოლოდა, უსათუოდ დაიჭერდა თავის ადგილს შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას გვერდით.

  1897 წელს კობა საქართველოში პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის “მესამე დასის” წევრი ხდება.

  ამ ორგანიზაციამ სტალინის, კეცხოველის, წულუკიძის ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გასწია საქართველოში მარქსისტული იდეების გავრცელების საქმეში.

  სემინარიაში მარქსისტული იდეების პროპაგანდის პარალელურად კობა ამ პერიოდში ინტენსიურ რევოლუციურ მუშაობას ეწევა თბილისის რკინიგზის დეპოს მუშათა წრეშიც. მონაწილეობს არალეგალურ კრებებში, მიტინგებში, გამოდის მოხსენებებით პოლიტიკურ და სხვა აქტუალურ თემებზე, წერს და ავრცელებს ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის საწინააღმდეგო ფურცლებს, ხელმძღვანელობს მუშათა გაფიცვებს.

  სტალინი ამ წლების შესახებ მოგვიანებით დაწერს:

  “მაშინ მე პირველად ჩავიბარე თბილისის რკინიგზის სახელოსნოების მუშათა ჯგუფი. ჩემი პირველი მასწავლებლები თბილისის მუშები იყვნენ, მათთან მივიღე მე პირველი რევოლუციური ნათლობა”.

  სწორედ მუშათა ამ წრეებში, მათივე თხოვნით, კობას სისტემატიურად უხდება მოხსენებებით გამოსვლა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რისთვისაც იგი ძირფესვიანად სწავლობს ფილოსოფიას, პოლიტიკას, ისტორიას, ეკონომიკას, ნაციონალურ საკითხს და ა.შ. ამავე დროს ხარბად ითვისებს რუსულ და დასავლეთევროპულ ლიტერატურას.

  კობას ლექციები იმდენად საინტერესო და მომხიბლავია, რომ მსმენელები აღტაცებული არიან მისით, მათი რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და კობას ლექცია-მოხსენებები სახელოსნოს პატარა საამქროდან - დიდ სააქტო დარბაზში გადადის.

  კობას სახელი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და განათლებული მარქსისტ-რევოლუციონერისა, ცნობილი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, მთელს ამიერკავკასიაში.

  კობა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს საქართველოს ისტორიისადმი. სწავლობს ძველი და შუა საუკუნეების ქართულ-კულტურულ მემკვიდრეობას; ირკვევს ქართული რენესანსის წარმოშობის ისტორიულ საფუძვლებს და მის მნიშვნელობას ქართველი ერის ინტელექტუალურ განვითარებაში. აღნიშნულ საკითხებზე იგი მოხსენებებით გამოდის საკმაოდ ვრცელი აუდიტორიის წინაშე, სადაც, მუშების გარდა, თბილისის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლებიც არიან.

  კობა შესანიშნავი მთხრობელია, მას აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი ნიჭი აუდიტორიის “დაპყრობისა”, ამიტომაც იქ, როცა იგი ლაპარაკობდა, ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმოდა; დარბაზი სულგანაბული უსმენდა ორატორს.

  ეხება რა ქართული რენესანსის საკითხს, კობა ადარებს მას ევროპულ რენესანსს და დაასკვნის, რომ ქართული რენესანსი ორი საუკუნით უსწრებდა ევროპულს... რომ რუსთაველის მსოფლმხედველობა არაა

მხოლოდ ქართული კულტურის  პრობლემა, იგი კაცობრიობის განვითარების პრობლემათა კომპლექსშია მოქცეული. უდავოა, რომ რუსთაველს მისებრ დიდი წინაპრებიც უნდა ჰყოლოდა მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებში. ყურადღებით დააკვირდით შოთას შემდეგ სიტყვებს: – მიმართავს იგი მსმენელს, – “ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს”, – და განაგრძობს: მეცნიერები ეჭვობენ, რომ დივნოსი არის მე-5 საუკუნის ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი, რომელმაც ანტიკური აზროვნების მემკვიდრეობა მიიღო და საშუალო საუკუნეებს გადასცა...

  პოლიტიკურ, ისტორიულ, პატრიოტულ თემებზე კობას ლექცია-მოხსენებებს აღტაცებაში მოჰყავს მისი მსმენელი, რომელიც ოვაციებით გამოხატავს თავის აღფრთოვანებას.

  ჟანდარმერიას, რომელიც უკვე დიდი ხანია დაინტერესდა კობას საქმიანობით, მხედველობიდან არ გამოპარვია მისი დიდი და ყოველდღიურად მზარდი ავტორიტეტი მშრომელ მასებში, სადაც იგი თავისი გამოსვლებით რევოლუციურ სულს აღვივებდა. შედეგმაც არ დააყოვნა: სემინარიის ადმინისტრაციამ ჟანდარმერიისაგან მიიღო “დოსიე” კობას საქმიანობის შესახებ და მოთხოვნა მისი სემინარიიდან გარიცხვის შესახებ.

  იდგა 1899 წლის მაისი, კობა სემინარიის დამამთავრებელ კურსზე წარჩინებით აბარებს გამოცდებს, დარჩენილი აქვს ერთი გამოცდა, ამიტომაც სემინარიის ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებს ჟანდარმერიის მოთხოვნას კობას სემინარიიდან გარიცხვის შესახებ, რამაც ჟანდარმერიის შეფის სასტიკი რისხვა გამოიწვია.

  ... მისი ბრძანებით და უშუალო მეთვალყურეობით ჩატარდა ჩხრეკა კობას ბინაში. ჩხრეკისას ამოიღეს დიდძალი მარქსისტული და სხვა არალეგალური ლიტერატურა... შედეგად: – 1899 წლის 29 მაისს, სემინარიის რექტორის ბრძანებით, მარქსიზმის პროპაგანდის მოტივით, სეიმინარიის მე-5 კურსის წარჩინებული სტუდენტი სოსო ჯუღაშვილი გაირიცხა სემინარიიდან...

  სემინარიიდან გაძევებული, უსახსროდ დარჩენილი კობა იძულებულია დროებითი სამუშაო მაინც ეძებოს. პირველ ხანებში “გაკვეთილებით” ირჩენს თავს, ხოლო მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბრიდან, მუშაობას იწყებს თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში, გამომთვლელ-დამკვირვებლის თანამდებობაზე, იქვე ცხოვრობს პატარა უსინათლო ოთახში.

  უპერსპექტივო სამუშაო და არასახარბიელო ცხოვრების პირობები ვერ აფერხებენ კობას რევოლუციურ შემართებას. იგი ჩვეული შეუპოვრობით განაგრძობს დაწყებულ საქმეს, აყალიბებს თბილისის პარტიულ

არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას და სათავეში უდგება მას. აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელ ბირთვს განასახიერებდნენ კობა ჯუღაშვილი, ლადო კეცხოველი და საშა წულუკიძე, წარმოადგენდა “მესამე დასის” რევოლუციურ უმცირესობას.

  ეს ჯგუფი, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სოსო ჯუღაშვილია, იწყებს უკომპრომისო, შეურიგებელ ბრძოლას “მესამე დასის” ოპორტუნისტული უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხმება თვითმპყრობელობის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლის მეთოდებს და მხარს უჭერს “ეკონომისტების” მცდარ პლატფორმას.

  1900 წლიდან გამოსვლას იწყებს “ისკრა”. კობა დიდის გულისყურით ეცნობა მის ყოველ ნომერს, აანალიზებს, თარგმნის, აძლევს პოლიტიკურ შეფასებას, რის შემდეგაც ახდენს მის პოპულარიზაციას რევოლუციურ მუშათა წრეებში. ამ საქმეში მას დიდ დახმარებას თბილისში ლენინის დავალებით ჩამოსული გამოჩენილი რუსი რევოლუციონერი ვიქტორ კურნატოვსკი უწევს.

  “ისკრის” ზეგავლენით კობა მტკიცედ დგება ლენინურ პოზიციებზე. დაადგა ლენინის მიერ ნაჩვენებ გზას, ამ გზით იარა და არასდროს გადაუხვევია ამ გზიდან, ლენინის გარდაცვალების შემდეგ კი საუკუნის სული შთაბერა მის საქმეს, შემოქმედებითად განავითარა და ბრძნულად გააგრძელა.

 

 

 

III. პროფესიონალი რევოლუციონერი

 

  მშრომელთა მასების სოციალური მდგომარეობის განუწყვეტელმა დაქვეითებამ და მოწინავე პროლეტარულ ფენებში რევოლუციური თვითშეგნების ამაღლებამ, როგორც თბილისის, ასევე ამიერკავკასიის სამრეწველო საწარმოებში, მუშათა მასიური გაფიცვები გამოიწვია.

  1900 წლის აგვისტოში გრანდიოზული გაფიცვა მოეწყო თბილისის რკინიგზის სახელოსნოებსა და დეპოში, 1901 წლის 22 აპრილს კი თბილისის ცენტრში გაიმართა საპირველმაისო დემონსტრაცია. ყველა ამ რევოლუციური გამოსვლის ორგანიზატორი კობა ჯუღაშვილია.

  საპირველმაისო დემონსტრაციას მთელი ამიერკავკასიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი საფეხური თბილისის მუშათა მოძრაობის ვიწრო, ჯგუფური პროპაგანდიდან ფართო, მასობრივ პოლიტიკურ აგიტაციაზე გადასვლის გზაზე.

  რევოლუციური მოძრაობის მკვეთრმა აღმავლობამ შეაშფოთა მეფის სამეფო კარის ჩინოვნიკები ამიერკავკასიაში, რასაც მათი მხრიდან რეპრესიების გაძლიერება მოჰყვა. ოხრანკის აგენტებს, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამორჩენიათ კობა ჯუღაშვილის როლი ამ მოვლენების განვითარებაში; ძლიერდება მეთვალყურეობა მის პერსონასა და საქმიანობაზე, რასაც მოჰყვა 1901 წლის 21 მაისს პოლიციის მიერ ფიზიკურ ობსერვატორიაში მისი ოთახის ჩხრეკა. დაპატიმრების გარდუვალობამ აიძულა კობა არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყო.

  მეფის ოხრანკის გამოხდომებს კობა ადეკვატური საქმიანობით პასუხობს: იმავე წლის სექტემბერში ლადო კეცხოველთან ერთად ბაქოში აარსებს პირველ ქართულ არალეგალურ ბოლშევიკურ გაზეთ “ბრძოლას”. ეს გაზეთი საუკეთესო იყო მთელს ამიერკავკასიაში, ხოლო რუსეთის იმპერიის ფარგლებში თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ლენინურ “ისკრას” თუ ჩამოუვარდებოდა.

  გაზეთის პირველი ნომერი აღსანიშნავია იმით, რომ მისი მოწინავე სარედაქციო სტატია დაწერილია კობა ჯუღაშვილის მიერ, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ “მოწინავე” – ესაა გაზეთის მომავალი საქმიანობის პროგრამა ქართული სოციალ-დემოკრატიის განვითარების საქმეში.

  “ქართული სოციალ-დემოკრატიული გაზეთი ვალდებულია პასუხი გასცეს მუშათა მოძრაობაში წამოჭრილ ნებისმიერ შეკითხვას. მან უნდა განუმარტოს მუშებს რევოლუციურ მოძრაობასა და კლასთა ბრძოლის საქმეში მათი როლის შესახებ. ყველა მოვლენა, რომელსაც შეხება აქვს მშრომელთა მასებთან, უნდა აიხსნას მეცნიერული სოციალიზმის შუქზე” – წერდა აღნიშნულ მოწინავეში კობა ჯუღაშვილი (ი. სტალინი, თხზ. ტ. I).

  იმავე წლის ნოემბერში კობას ირჩევენ რსდმპ პირველი კომიტეტის წევრად, რომელიც მას გზავნის ბათუმში დავალებით: ჩამოაყალიბოს მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები და გააღვივოს მასებში რევოლუციური სულისკვეთება.  ბათუმში ჩასვლისთანავე კობა მჭიდრო კავშირს ამყარებს ქალაქის მოწინავე მუშებთან, ჰქმნის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფებს როტშილდის, მანთაშევის და სხვა მსხვილ საწარმოებში.

  საახალწლო შეხვედრის საბაბით, კობა 31 დეკემბერს იწვევს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების წარმომადგენელთა კონფერენციას. კონფერენცია ირჩევს პარტიული ხელმძღვანელობის ბირთვს კობა ჯუღაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ინტენსიურ მუშაობას ეწევა მუშებში რევოლუციური შეგნების ასამაღლებლად.

  კობა ბათუმში აწყობს არალეგალურ სტამბას, სადაც იბეჭდება და შემდეგ ვრცელდება მის მიერ დაწერილი პროკლამაციები, მოწოდებები და წერილები.

  ბათუმში მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი - მანთაშევის ქარხანაში მოწყობილი გაფიცვა მუშათა გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციამ უკან დაიხია და მუშათა მოთხოვნები დააკმაყოფილა. ამ გამარჯვებამ მხნეობა შემატა და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებით აღაგზნო ბათუმის ახალშობილი პროლეტარიატი.

  1902 წლის 9 მარტს კობამ მოაწყო ბათუმის მშრომელთა გრანდიოზული დემონსტრაცია, რომელშიც 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ იმ 300 პატიმრის გათავისუფლებას, რომლებმაც მუშა-პატიმართა გათავისუფლების მოთხოვნით 8 მარტს მანიფესტაცია მოაწყვეს ციხის ყაზარმებთან. იმ დღეს დაიღუპა 15 მუშა, დაიჭრა 50-ზე მეტი, ხოლო 500-მდე დააპატიმრეს.

  იმავე ღამეს კობა წერს პროკლამაციას, ხოლო 12 მარტს დაღუპულთა დასაფლავებაზე გამართულ გრანდიოზულ მიტინგზე გამოდის სიტყვით, რომელშიც სამარცხვინო ბოძზე აკრავს სისხლისღვრის ორგანიზატორებს, მუშებს კი მოუწოდებს არ შეუშინდნენ რეაქციას და განაგრძონ თავიანთი სამართლიანი ბრძოლა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.

  5 აპრილს ბათუმის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ჯგუფის სხდომაზე კობას აპატიმრებენ და ათავსებენ ბათუმის ციხეში. ციხეში ყოფნისას კობა კავშირს ამყარებს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ხელმძღვანელობასთან და იდეურად წარმართავს მის მუშაობას.

  1903 წლის მარტში თბილისში იხსნება ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატთა I არალეგალური ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილია თბილისის, ბაქოს, ბათუმის კომიტეტები; აგრეთვე ქუთაისის, ხაშურის, გორის, ჭიათურისა და ოზურგეთის შესაბამისი ორგანიზაციების ადგილობრივი ჯგუფები. ყრილობა აყალიბებს რსდმპ-ს ამიერკავკასიის კომიტეტს, რომელშიც დაუსწრებლად შეჰყავს კობა ჯუღაშვილი.

  ბათუმის ციხიდან კობა გადაჰყავთ ქუთაისის ციხეში, იქიდან ისევ უკან - ბათუმის ციხეში, საიდანაც ეტაპით აგზავნიან გადასახლებაში ირკუტსკის გუბერნიის სოფელ “ნოვაია უდაში”. გადასახლებაში კობა იღებს ლენინის წერილს. ეს არის მათი არა პირადი, პირველი ნაცნობობა. კობა დიდად აფასებს ამ წერილის მნიშვნელობას: “მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი სულ ხელთ მქონდა პარტიაში ჩემი მუშაობის მთელს პერიოდში”, - იტყვის სტალინი.

  1904 წლის 5 იანვარს კობა ახერხებს გადასახლებიდან გაქცევას. იგი ჩადის ბათუმში, შემდეგ კი თბილისში. ეს ის პერიოდია, როცა რუსი ბოლშევიკები გააფთრებულ ბრძოლას ეწევიან მენშევიკების

წინააღმდეგ. ამიერკავკასიაში მათი დასაყრდენი ხდება ახალჩამოყალიბებული კავკასიის კომიტეტი, რომელსაც სათავეში უდგანან კობა ჯუღაშვილი და მიხა ცხაკაია. კობა მუდმივად მოძრაობს, იგი სამრეწველო ცენტრების - ბაქოს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ხაშურის ხშირი სტუმარია. მის ყოველ გამოჩენას თან ახლავს მუშათა რევოლუციური აღმავლობა, იგი პროლეტარებში უდიდესი ავტორიტეტით, ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს, ამიტომაც მისი მოწოდებები ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგებით მთავრდება.

  1904 წლის დეკემბერში ი. ჯუღაშვილისა და ა. ჯაფარიძის თაოსნობით ბაქოში ჩატარდა მუშათა გრანდიოზული გაფიცვა, რომელიც თითქმის 3 კვირა გაგრძელდა და მუშათა გამარჯვებით დამთავრდა. ეს იყო უნიკალური მოვლენა რუსეთის მუშათა მოძრაობის ისტორიაში, რომელმაც შემდგომი გამოხატულება ჰპოვა პეტროგრადის მუშათა იანვარ-თებერვლის რევოლუციურ გამოსვლებში.

  კობა ამიერკავკასიის სხვა რევოლუციონერებთან ერთად მძლავრ პროპაგანდა-აგიტაციას ეწევა ფართო მასებში ბოლშევიკური იდეების დასანერგად. იგი სათავეში უდგას ამიერკავკასიის ბოლშევიკებს მენშევიკების წინააღმდეგ გაჩაღებულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. ბაქოში მან მიაღწია მენშევიკურ ორგანიზაციათა კომიტეტების დაშლას, მათ ადგილზე კი აყალიბებს ბოლშევიკურ ორგანიზაციებს.

  კობამ არნახული გაქანება მისცა პარტიული ლიტერატურის გამოცემას და მის გავრცელებას რევოლუციურ მასებში. იგი იყო ყველა ბოლშევიკური გამოცემის ინიციატორი და ორგანიზატორი. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი შეასრულა მის მიერ თბილისში დაარსებულმა ავლაბრის არალეგალურმა სტამბამ, სადაც მარქსისტული ლიტერატურის პარალელურად იბეჭდებოდა კობას სტატიები და თეორიელი შრომები.

  თვითონ კობა ამ დროისათვის გვევლინება გამოჩენილ პროპაგანდისტად, მარქსისტული მოძღვრების ბრძენ თეორეტიკოსად. ეს ნათლად ჩანს მის შრომებში: “კრედო”, “როგორ ესმის სოციალ-დემოკრატიას ნაციონალური საკითხი”, “პროლეტარიატის კლასი და პროლეტარიატის პარტია”, “მოკლედ პარტიული უთანხმოებების შესახებ”, “შეიარაღებული აჯანყება და ჩვენი ტაქტიკა”, “დროებითი რევოლუციური მთავრობა და სოციალ-დემოკრატია”, “პასუხი სოციალ-დემოკრატს”, “რეაქცია ძლიერდება და ბურჟუაზია ხაფანგს აგებს” და მრავალი სხვა.

  ზემოთ ჩამოთვლილ შრომებში კობა ფართოდ აშუქებს და ღრმად აანალიზებს შიგაპარტიული უთანხმოებების არსს და მათი წარმოქმნის მიზეზებს, აკრიტიკებს და თეორიულად აშიშვლებს მენშევიკების, ფედერალისტების, ანარქისტებისა და სხვათა ანტიმარქსისტულ დოგმებსა და პოსტულატებს; რევოლუციური თეორიით აიარაღებს მშრომელ მასებს, შეაქვს მათში მარქსისტული განათლება, რაზმავს მათ

პოლიტიკური ბრძოლისათვის, მოუწოდებს შეიარაღებული აჯანყებისაკენ.

  1905 წლის 12 ივნისს კობა ვრცელი სიტყვით გამოდის საშა წულუკიძის დასაფლავებაზე დაბა ხონში.

  “იმ დროს, როცა ამიერკავკასიის და კერძოთ, საქართველოს პოლიტიკურ ჰორიზონტზე სრული სიბნელე იყო ჩამოწოლილი, გამოჩნდა ორი ნათელი წერტილი. ერთი მათგანი იყო ლადო კეცხოველი და მეორე - საშა წულუკიძე. მათ დაიწყეს ამ ბნელის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც მთელი მოწინავე ძალები, უწინარეს ყოვლისა კი მუშათა კლასი გამოეხმაურა და თავის სამკვდრო-სასიცოცხლო მიზნად აღიარა.

  ვერაგმა სიკვდილმა მოგვტაცა ლადო კეცხოველი, მოულოდნელმა სიკვდილმა გამოგვაცალა საშა წულუკიძე. რა დაგვრჩენია ჩვენ, რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენს რიგებში აღარ არის ეს ორი ბრწყინვალე და თავდადებული მებრძოლი? მათი გზა ჩვენი საერთო გზა იყო. ეს იყო რევოლუციის წაყვანა სწორი გზით პროლეტარიატის გამარჯვებისაკენ.

  არავითარი დათმობა არავისთვის, არავითარი შეთანხმება ვინმესთან, რადგანაც ორივე ეს გზა ემუქრება პროლეტარიატის ინტერესებს და მოასწავებს ბურჟუაზიის საქმის მხარდაჭერას და გამარჯვებას.

  საშას ცხედარი ჩვენს წინაშე – ლადო კეცხოველის მოგონებაა: იგი გვავალებს განუხრელად განვაგრძოთ ის საქმე, რომელსაც ორივენი ემსახურებოდნენ და რომელსაც უყოყმანოდ, უკანმოუხედავად შესწირეს თავი; ჩვენ უნდა განვაგრძოთ მათი დაწყებული ბრძოლა და მათი დაცემა ჩვენი ბრძოლის ამოსავალ წერტილად გამოვიყენოთ” - კობა მიუბრუნდა მენშევიკების წარმომადგენლებს ნ. რამიშვილს და გ. არსენიძეს – “რა საქმე გაქვთ თქვენ აქ? მობრძანდით, რომ საკუთარი თვალით დარწმუნდეთ, რომ თქვენი მრისხანე მოწინააღმდეგე აღარ არსებობს?

  ამბობთ: რუსეთის  რევოლუცია – ბურჟუაზიული რევოლუციაა და, მაშასადამე, მის მიერ შექმნილი მთავრობა უნდა შეიცავდეს ბურჟუაზიის წარმომადგენლებსო. ეს დიდი შეცდომაა. ეს რევოლუცია მუშურ-გლეხური რევოლუციაა და მისი მთავრობა მხოლოდ მშრომელთა წარმომადგენლებისაგან უნდა შედგებოდეს. კოალიციური მთავრობა მუშათა კლასის ღალატია.

  ... სიტყვას ვდებთ, დაუვიწყარო საშა, შენი ცხედრის წინაშე, ვიბრძოლოთ იმისათვის, რისთვისაც შენ იბრძოდი. გავა დრო და მოვალთ შენს საფლავზე ომგადახდილი შენი ამხანაგები და ჩამოგძახებთ: იდეამ გაიმარჯვა!”

  ამავე წლის დეკემბერში კობა, როგორც ამიერკავკასიის რევოლუციური მუშათა პარტიის წარმომადგენელი, მიემგზავრება ფინეთში სრულიად რუსეთის სდმპ-ს კონფერენციაზე, რომელიც მუშაობდა ქალაქ ტამერფორსში 12-17 დეკემბერს.

  კონფერენციაზე კობა რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა ერთ-ერთმა გამოსვლამ, რომელიც მიეძღვნა სოციალ-დემოკრატიის დამოკიდებულებას სახელმწიფო (ვიტეს) სათათბიროსადმი.

  საქმე ისაა, რომ მანამდე კონფერენციაზე გამოვიდა ლენინი, რომელმაც მოუწოდა დელეგატებს მხარი დაეჭირათ სათათბიროსათვის, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

  მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა კობას განცხადება, რომელიც მოუწოდებდა დელეგატებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ სათათბიროსათვის, არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

  “– ერთნი ამბობენ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა რეაქციის მიერ დაგებულ მახეში თვით რეაქცია გავაბათ, ამით ჩვენ ბოლოს მოვუღებთ თვით სახელმწიფო დუმას.

  სხვები პასუხობენ: თქვენი მონაწილეობით არჩევნებში ძალაუნებურად ხელს უწყობთ რეაქციას დუმის შექმნაში, რითაც ორივე ფეხით ებმებით რეაქციის დაგებულ მახეში.

  ... სრულიად ნათელია, რომ ერთადერთი სწორი გზა – ეს არის აქტიური ბოიკოტი, რითაც ჩვენ რეაქციას ვთიშავთ ხალხისაგან, ვშლით დუმას და ძირს ვუთხრით ნაძირალა პარლამენტს.

  არჩევნებში მონაწილეობა ძალაუნებურად ხელს უწყობს მეფის სათათბიროს გაძლიერებას, ასუსტებს მასების რევოლუციურ ნებას, ხალხის რევოლუციურ თვითშეგნებას, ართმევს რევოლუციური ორგანიზაციების

შექმნის უნარს, ხელს უშლის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას – ამიტომაც, როგორც ასეთი, უარყოფილ უნდა იქნას სოციალ-დემოკრატიის მიერ.

  ბოიკოტის ტაქტიკა, აი რა მიმართულებით მიდის დღეს რევოლუცია. ამავე მიმართულებით უნდა წავიდეს სოციალ-დემორატიაც”.

  დელეგატები ხანგრძლივი ოვაციით აჯილდოვებენ ორატორს, ისმის შეძახილები: “ბოიკოტი სათათბიროს”, “ძირს ვიტე!”  ტრიბუნაზე ადის ლენინი. “ამხანაგო დელეგატებო, სულ ცოტა ხნის წინ მე მოგიწოდეთ

მხარი დაგეჭირათ არჩევნებისათვის, ვხვდები, რომ ვცდებოდი. მეც მხარს ვუჭერ ახლახან გამოსულ ორატორს და ვუერთდები თქვენს ხმას - ბოიკოტი სათათბიროს!” “ძირს ვიტე”!

  ლენინი ეშვება ტრიბუნიდან, მიდის კობასთან, ეხვევა და ეუბნება: “Пришёл, увидел, победил”. ამ დროს, – “მთის არწივს” სულ რამდენიმე დღის პირადი ნაცნობობა აკავშირებდა “მგზნებარე კოლხიდელთან”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უზარმაზარი მეგობრული გრძნობით განიმსჭვალა მის მიმართ. ის აღაფრთოვანა კობას პირადმა თვისებებმა, მისმა სიმტკიცემ, ინტელექტმა,

განათლების ფართო სპექტრმა... და მიიღო გადაწყვეტილება: კობას სახით მან შეიძინა ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი, ხოლო რუსულმა რევოლუციამ – ფოლადივით მტკიცე გუშაგი – სტალინი.

  აქვე რუსმა რევოლუციონერებმა კობას “კავკასიის ლენინი” უწოდეს. აი რას ამბობს მოლოტოვი:

  “მე მწერს სოლვიჩეგოდსკიდან სურინი: აქ ჩამოვიდა სტალინი - ის კავკასიის ლენინია” (იხ. ფ. ჩუევის “ას ორმოცი საუბარი მოლოტოვთან”).

  ტამერფორსის კონფერენციის შემდეგ სტალინის დიდებამ მთელს რევოლუციურ რუსეთს გადაუარა, მისი სახელი კი მტკიცედ და სამუდამოდ დამკვიდრდა ბოლშევიკური პარტიის ლიდერთა შორის.

  კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი ჩადის კავკასიის ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში, ხელმძღვანელობს მუშათა გამოსვლებს, აწყობს მრავალათასიან მიტინგებს, წერს პროკლამაციებს, მიმართვებს, თეორიულ შრომებს. ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი გლეხობისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ნაშრომი “აგრარული საკითხი”, რომელიც გაზეთ “ელვაში” დაიბეჭდა და დიდი

გამოხმაურება ჰპოვა რუსეთის ბოლშევიკებში. ეს მარქსისტული ნაწარმოები რევოლუციური პოზიციებიდან გამომდინარე განიხილავს გლეხთა განთავისუფლების და მათზე მიწების უფასოდ გადაცემის საკითხს.

  “- გლეხს სწადია მიწა, მას სიზმარშიც კი ესიზმრება იგი და არ მოისვენებს მანამ, სანამ ხელში არ ჩაიგდებს მემამულის მიწას... ამ გზით ცდილობს იგი თავი დააღწიოს ბატონყმობის გადმონაშთებს, და ის, ვინც გლეხობის ერთგულია, უნდა ეცადოს აგრარული საკითხის ამ ნიშნით მოგვარებას”. (სტალინი, თხზ. I ტ.).

  აცამტვერებს რა ყველა ჯურის ანტიმარქსისტულ თეორიებს “გათანაბრებული მიწათსარგებლობის” შესახებ, სტალინი ღრმა, ბოლშევიკური ანალიზის საფუძველზე ასკვნის: “გათანაბრებული მიწათსარგებლობა” მოითხოვს ქონებრივ თანასწორობას, გლეხებს შორის კი ამჟამად ქონებრივი უთანასწორობაა... შეიძლება იფიქროთ, რომ 8 უღელი ხარის პატრონი ისევე გამოიყენებს მიწის ნაკვეთს, როგორც ის, ვისაც ცალი

უღელიც არ გააჩნია?!

  სოციალისტი-რევოლუციონერები ფიქრობენ, რომ გათანაბრებული მიწათსარგებლობა” მოსპობს დაქირავებულ შრომას, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.

  გამოსავალს ისინი ხედავენ კაპიტალიზმის განვითარების შეფერხებაში - მეცნიერება კი გვეუბნება, რომ სოციალიზმის გამარჯვება დამოკიდებულია კაპიტალიზმის განვითარებაზე, და ვინც იბრძვის ამ განვითარების წინააღმდეგ, იგი იბრძვის სოციალიზმის წინააღმდეგ.

  ამიტომაც არის, რომ სოციალისტ-რევოლუციონერებს სხვანაირად სოციალისტ-რეაქციონერებს ეძახიან.

  ... როგორც ხედავთ, “მიწის სოციალიზაცია” მიუღებელია, - განაგრძობს სტალინი, – მიუღებელია “მიწის ნაციონალიზაციაც”, ისევე როგორც “მიწის მუნიციპალიზაცია”. გამომდინარე აქედან, ნათელი ხდება, რომ ჩამორთმეული მიწები უნდა დაურიგდეთ გლეხებს და მიეცეთ მათ საშუალება მათი ურთიერთშორის განაწილებისა, რაც გამოიწვევს საკუთრების მობილიზაციას. მცირედის მქონენი გაყიდიან მიწებს და დაადგებიან პროლეტარიატის გზას. შეძლებულები შეიძენენ ახალ მიწებს და გააუმჯობესებენ მისი დამუშავების ტექნიკას. სოფელი დაიყოფა კლასებად. გაჩაღდება მწვავე კლასობრივი ბრძოლა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყრება კაპიტალიზმის შემდგომ განვითარებას.

  მეორეს მხრივ ლოზუნგი “მიწა გლეხებს, მხოლოდ გლეხებს და არავის სხვას”, გაამხნევებს გლეხს, შთაბერავს მას ახალ ძალას და მოეხმარება ბოლომდე მიიყვანოს სოფლად უკვე დაწყებული რევოლუციური მოძრაობა”.

  ციტირებულმა ნაშრომმა აღტაცებაში მოიყვანა რუსეთის რევოლუციური აზრი, პირადად მისი ბელადი ლენინი: მისი მითითებით იგი დაიბეჭდა რუსეთის ყველა ბოლშევიკურ გაზეთში და საფუძვლად დაედო რუსეთში აგრარული რევოლუციის თეორიას.

  1906 წლის აპრილში სტალინი მონაწილეობს რსდმპ-ის IV ყრილობის მუშაობაში, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართა.

  ყრილობაზე სტალინი, ლენინთან ერთად, იცავს რუსეთში პროლეტარული რევოლუციისა და აგრარული რეფორმის ბოლშევიკურ თეორიას მენშევიკებისა და ოპორტუნისტული პარტიების თავდასხმებისაგან, ანადგურებს მათ დოგმებსა და პოსტულატებს.

  “ – ამხანაგი პლეხანოვი ბევრს ლაპარაკობდა ამხანაგი ლენინის “ანარქისტულ ჩვევებზე”... აგრარულ საკითხებზე კი ძალიან ცოტა რამ გვითხრა... ჩვენც შეგვეძლო ზოგი რამ გვეთქვა ამხანაგი პლეხანოვის “კადეტური ჩვევების” შესახებ, მაგრამ ამით ერთი ნაბიჯითაც ვერ მივუახლოვდებოდით აგრარული საკითხის გადაწყვეტას”.

  აკრიტიკებს რა ჯონის (ჯონი– პ.პ. მასლოვი, ცნობილი რუსი ეკონომისტი, შემდგომში საბჭოთა აკადემიკოსი) მენშევიკურ პროგრამას “მიწების მუნიციპალიზაციის” შესახებ, სტალინი აღნიშნავს:

  “ – ჯონი ეყრდნობა ზოგიერთ მონაცემებს გურიაზე და ლატვიის მხარეზე და გამოაქვს დასკვნა, რომ “მიწის მუნიციპალიზაცია” სასარგებლოა მთელი რუსეთისათვის. მე უნდა ვთქვა, რომ პროგრამას საერთოდ ასე არ ადგენენ. პროგრამის შედგენისას უნდა გამოვდიოდეთ არა  რომელიმე ერთი კუთხის თავისებურებებით, არამედ იმ თვისებებით, რომლებიც ახასიათებს რუსეთის მხარეთა

უმრავლესობას, პროგრამა, სადაც არ დომინირებს ძირითადი ხაზი – არ არის პროგრამა; იგი სხვადასხვა დებულების მექანიკური კრებულია”. – და განაგრძობს: ... ჯერ ერთი, გურია არ არის ოლქი, იგი ქუთაისის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრაა; მეორეც, გურიაში არასდროს არსებულა ერთიანი რევოლუციური თვითმმართველობა; მესამეც, გამგებლობა ერთია, მფლობელობა კი სულ სხვაა. საერთოდ გურიის შესახებ ბევრი ლეგენდაა გავრცელებული და ამხანაგები სრულიად არ არიან ვალდებული იგი სიმართლედ მიიღონ.

  ... მიწების მუნიციპალიზაციის და ნაციონალიზაციის საკითხის წამოყენებით ჩვენ მხოლოდ შეუძლებელს ვხდით რევოლუციური გლეხობის კავშირს პროლეტარიატთან და ვერაფერს ვერ ვიგებთ”.

  ამავე ყრილობაზე სტალინი გამოდის მოხსენებით “მიმდინარე მომენტის შესახებ”.

  “ – არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დაისახა ორი გზა: ცრურეფორმების გზა და გზა რევოლუციისა.

  ამხ. მარტინოვი ჯერ კიდევ “ორ დიქტატურაში” ამბობდა, რომ პროლეტარიატის ჰეგემონია მიმდინარე ბურჟუაზიულ რევოლუციაში უტოპიაა. გუშინდელ მის გამოსვლაშიც იგივე აზრი გამოსჭვივის.

ამხანაგები აპლოდისმენტებით შეხვდნენ მის გამოსვლას, ე.ი. ეთანხმებიან მას. თუ ეს ასეა, თუ ამხანაგ მენშევიკების აზრით, ჩვენ გვჭირდება არა პროლეტარიატის ჰეგემონია, არამედ დემოკრატიული ბურჟუაზიის ჰეგემონია, მაშინ თავის თავად ცხადია, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ უშუალო აქტიური მონაწილეობა როგორც შეიარაღებული აჯანყების ორგანიზაციაში, ასევე ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასეთია მენშევიკების “სქემა”.

  პირიქით, თუ პროლეტარიატის კლასობრივ ინტერესებს მივყავართ მისივე ჰეგემონიამდე, თუკი პროლეტარიატი წინ უნდა უძღოდეს რევოლუციას და არა მის ბოლოში მიჩანჩალებდეს, მაშინ თავისთავად გასაგები ხდება, რომ პროლეტარიატს არ შეუძლია უარის თქმა როგორც შეიარაღებული აჯანყების ორგანიზაციაზე, ასევე ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე.

  ასეთია ბოლშევიკების “სქემა”. ან პროლეტარიატის ჰეგემონია, ან ჰეგემონია ბურჟუაზიისა. ასე დგას საკითხი პარტიაში, აი, რაშია ჩვენი უთანხმოებანი”.

  ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი წერს სტატიას “თანამედროვე მომენტი და გამაერთიანებელი ყრილობა”, რომელშიც იგი ჩვეული პირდაპირობით ავლენს ყრილობის მიერ მიღებული რეზოლუციების ანტიმარქსისტულ ხასიათს.

  “ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ცარიზმმა სახალხო რევოლუცია ვერ გაანადგურა, პირიქით, იგი დღითი-დღე იზრდება.

  ...აქედან გამომდინარე, პარტიის დანიშნულებაა მიიყვანოს სახალხო რევოლუცია ბოლომდე.

  ეჭვგარეშეა, რომ ყრილობას უნდა დაესახა ეს გზა და დაევალებინა პარტიის წევრებისათვის პატიოსნად განეხორციელებინათ იგი. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ რევოლუციის და კონტრრევოლუციის შერიგება შეუძლებელია, რომ რევოლუციის მთავარი არენა არის ქუჩა და არა დუმა, რომ ხალხს გამარჯვება უნდა მოუტანოს ქუჩაში ბრძოლამ და არა დუმამ, დუმაში ლაყბობამ.

  ეჭვგარეშეა, რომ გამაერთიანებელ ყრილობას თავის რეზოლუციებში უნდა ამ ამოცანაზეც მიეთითებინა.

  ცნობილია, რომ რევოლუციის გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სათავეში შეგნებული მუშები ჩაუდგებიან, თუ რევოლუციის ხელმძღვანელობა სოციალ-დემორატიის ხელში იქნება, და არა ბურჟუაზიის. აქედან გამომდინარე პარტიამ სამარე უნდა გაუთხაროს ბურჟუაზიის ჰეგემონიას, თავის გარშემო დარაზმოს ქალაქისა და სოფლის რევოლუციური ელემენტები, სათავეში ჩაუდგეს მათ რევოლუციურ ბრძოლას, უხელმძღვანელოს მათ გამოსვლებს და ამ გზით საფუძველი გაუმაგროს პროლეტარიატის ჰეგემონიას.

  ეჭვგარეშეა, რომ გამაერთიანებელ ყრილობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია ამ მესამე და ძირითად ამოცანაზე, მიეთითებინა პარტიის უდიდეს მნიშვნელობაზე.

  აი, რას მოითხოვდა თანამედროვე მომენტი გამაერთიანებელი ყრილობისაგან, აი, რა უნდა გაეკეთებინა ყრილობას.

  ... ყრილობამ უარყო სოციალისტური პროლეტარიატის ჰეგემონია და მხარი დაუჭირა მენშევიკების პოზიციას.

  ამით ყრილობამ ნათლად დაამტკიცა, რომ მან ვერ გაიგო თანამედროვე მომენტის ძირითადი მოთხოვნები.

  ამაშია ყრილობის ძირეული შეცდომა, რომელსაც თავისთავად სხვა შეცდომებიც მოჰყვა”.

  აანალიზებს რა დეკემბრის (1905 წ.) გამოსვლების დამარცხების მიზეზებს, სტალინი აღნიშნავს:

  “... დეკემბრის გამოსვლებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ სოციალ-დემოკრატები სხვა ცოდვებთან ერთად პროლეტარების წინაშე დამნაშავენი ვართ კიდევ ერთ დიდ ცოდვაში. ეს ცოდვა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ ვზრუნავდით, ან ცოტას ვზრუნავდით მუშების შეიარაღებაზე და წითელი რაზმების შექმნაზე... გაიხსენეთ დეკემბერი, მუშათა მძლავრი გამოსვლები თბილისში, დასავლეთ კავკასიაში, რუსეთის სამხრეთში, ციმბირში, მოსკოვში, პეტერბურგში, ბაქოში. როგორ შეძლო თვითმპყრობელობამ ამ განრისხებული ხალხის ასე ადვილად გაფანტვა?

  უპირველესად იმიტომ, რომ ხალხს არ ჰქონდა, ან ჰქონდა ძალიან ცოტა იარაღი, - როგორი შეგნებულიც არ უნდა იყო, შიშველი ხელებით ტყვიებს ვერ გაუმაგრდები! დიახ, სამართლიანად გვლანძღავენ ჩვენ, როცა გვეუბნებიან: ფული მიგაქვთ, იარაღი კი არ ჩანს.

  მეორეც, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავდა გაწვრთნილი წითელი რაზმები, რომლებიც წინ გაუძღვებოდნენ დანარჩენებს, იარაღით მოიპოვებდნენ იარაღს და შეაიარაღებდნენ ხალხს. – ქუჩურ ბრძოლებში ხალხი გმირია, მაგრამ თუ მას არ წინამძღვრობს შეიარაღებული ამხანაგი და არ უჩვენებს მაგალითს, ის შეიძლება ბრბოდ გადაიქცეს.

  მესამეც, იმიტომ, რომ აჯანყება იყო დაქუცმაცებული და არაორგანიზებული. როდესაც მოსკოვი ბარიკადებზე იბრძოდა, პეტერბურგი სდუმდა. თბილისმა და ქუთაისმა შტურმისათვის მზადება მაშინ დაიწყეს, როცა მოსკოვი უკვე “დამორჩილებული” იყო. ციმბირმა იარაღს მაშინ მოჰკიდა ხელი, როცა სამხრეთი და ლატვიელები უკვე დამარცხებულები იყვნენ.

  მეოთხეც, იმიტომ, რომ ჩვენი აჯანყება ატარებდა თავდაცვის და არა შეტევის პოლიტიკას.

  ტყუილად არ ამბობდა მარქსი: “თუ აჯანყება  დაიწყო, უნდა იმოქმედო უდიდესი შეუპოვრობით და აუცილებლად უნდა შეტევაზე გადახვიდე. თავდაცვა სიკვდილია შეიარაღებული აჯანყებისათვის”.

  “ერთი სიტყვით უნდა იმოქმედო რევოლუციის უდიდესი ოსტატის, დანტონის ტაქტიკით: გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ ერთხელ გამბედაობა”.

  სტატიის ბოლოს სტალინი დასძენს:

  “ – მართალია, ჩვენ აქ შევეხეთ მხოლოდ ორ რეზოლუციას: “სახელმწიფო დუმასთან ურთიერთობას” და “შეიარაღებულ აჯანყებას”, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს ორი რეზოლუცია ძირითადია, იგი ყველაზე ნათლად გამოხატავს ყრილობის პოზიციის ტაქტიკას.

  პარტიული ამხანაგების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკულად მიუდგნენ ყრილობის რეზოლუციებს და დროულად შეიტანონ მასში შესწორებები. სწორედ ეს იყო ამ ბროშურის დაწერის მიზანი”.

  ციტირებული ბროშურა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სტალინმა მარქსის რევოლუციური თეორიის გაგებაში ბევრად გაუსწრო მენშევიკ ლიდერებს  - იმჟამად რუსეთში “მარქსიზმის მამად” აღიარებულ პლეხანოვს და მის თანამოაზრეებს მარტოვს, მარტინოვს, მასლოვს და სხვებს. თავისი ბრწყინვალე შრომებით იგი, ლენინთან ერთად, მტკიცედ და ღირსეულად იკავებს ლიდერთა შორის ლიდერის ადგილს.

  კავკასიაში პრაქტიკულ რევოლუციურ საქმიანობას სტალინი ოსტატურად უთავსებს მარქსისტულ თეორიაზე მუშაობას. ამ პერიოდში გამოდის მისი შესანიშნავი ნაშრომები: “მარქსი და ენგელსი აჯანყების შესახებ”, “საერთაშორისო კონტრრევოლუცია”, “კლასობრივი ბრძოლა”, “საფაბრიკო კანონმდებლობა და პროლეტარიატის ბრძოლა”, “ანარქიზმი თუ სოციალიზმი” და სხვ.

  აღნიშნულ შრომებში სტალინის მიერ მთელი სიღრმითაა ახსნილი და გაანალიზებული მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების თეორია და პრაქტიკა, პროლეტარული რევოლუციის აუცილებლობა და გარდაუვალობა, მებრძოლი პროლეტარული პარტიის არსებობის აუცილებლობა.

  რსდმპ-ის V ყრილობის დაწყებამდე 3 კვირით ადრე, 1907 წლის 8 აპრილს, გაზეთ “დროში” სტალინი აქვეყნებს სტატიას “მოწინავე პროლეტარიატი და პარტიის V ყრილობა”, სადაც იგი, განიხილავს რა ტაქტიკურ უთანხმოებებს ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის, თეორიულად ასაბუთებს მენშევიკების დამარცხების აუცილებლობას ამ ყრილობაზე.

  “როგორც ირკვევა, ბოლშევიკების ტაქტიკა, ძირითადად არის მოწინავე ქალაქების და სამრეწველო ცენტრების ტაქტიკა... ამ მიმართებით სამაგალითოა პეტერბურგის და მოსკოვის კონფერენციები. ორივე კონფერენციამ უარყო პლეხანოვის მსგავსი “ძველი ბელადების” მოძველებული და უადგილო დირექტივები და პროლეტარიატის ჰეგემონია თანამედროვე რევოლუციაში ხმამაღლა აღიარა.

  პეტერბურგის და მოსკოვის პირით ლაპარაკობს მთელი შეგნებული პროლეტარიატი, მოსკოვსა და პეტერბურგს მიჰყვება დანარჩენი ქალაქები. მოსკოვი და პეტერბურგი იძლეოდნენ დირექტივებს იანვრის და ოქტომბრის გამოსვლების დროს, ისინი ხელმძღვანელობდნენ მოძრაობას დეკემბრის შესანიშნავ დღეებში. ეჭვგარეშეა, რომ მათგანვე წამოვა პირველი სიგნალი მომავალი რევოლუციური შეტევის თაობაზე.

  პეტერბურგი და მოსკოვი კი მხარს უჭერენ ბოლშევიკების ტაქტიკას. ბოლშევიკების ტაქტიკა – ეს ერთადერთი პროლეტარული ტაქტიკაა - აი, რას ეუბნებიან ამ ქალაქების მუშები რუსეთის პროლეტარიატს”.

  მენშევიკების კრიტიკას შეიცავს მომდევნო დღეებში ამავე გაზეთში დაბეჭდილი სტალინის სტატიები “არეულ-დარეულობა” და “ჩვენი კავკასიის კლოუნები”.

  1907 წლის 30 აპრილს ლონდონში მუშაობას იწყებს რსდმპ V ყრილობა. ყრილობაზე სტალინი შეუპოვრად იცავს ბოლშევიკების ტაქტიკის სისწორეს რუსეთში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებისა და მასში მუშათა კლასის ჰეგემონიის შესახებ. ყრილობა მთავრდება ბოლშევიკების ბრწყინვალე გამარჯვებით.

  ყრილობა აღსანიშნავია იმითაც, რომ მასში პირველად მიიღო მონაწილეობა პოლონეთის, ბუნდის და ლატვიის მუშათა პარტიებმა, ამიტომაც იგი ისტორიაში შევიდა როგორც სრულიად რუსეთის სდმპ-ს გამაერთიანებელი ყრილობა.

  ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი პარტიის დავალებით სამუშაოდ გადადის ბაქოში. იმ დროისათვის ბაქო იყო კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრი. იგი როგორც ბაქოში, ასევე ამიერკავკაისიის მთელ რიგ სამრეწველო ქალაქებში მოხსენებებით გამოდის მუშების წინაშე რსდმპ V ყრილობის შედეგების შესახებ.

  სტალინი ხელმძღვანელობს ამიერკავკასიაში გამომავალი ყველა არალეგალური გაზეთის საქმიანობას. მათ შორისაა “ბაკინსკიი პროლეტარიატ”, “გუდოკი”, “ბაკინსკიი რაბოჩიი” და სხვა, მათი საშუალებით იგი წარმართავს მუშათა ბრძოლას ნავთობმწარმოებლებთან. ამავდროულად სტალინი განაგრძობს ბრძოლას ყველა ჯურის ოპორტუნისტებთან და აღწევს ბოლშევიკების დამაჯერებელ გამარჯვებას. ამ კამპანიაში მას მხარში უდგანან ბოლშევიკები ორჯონიკიძე, ჯაფარიძე, შაუმიანი, სპანდარიანი, აზიზბეკოვი, მამედოვი და სხვები.

  ბაქოში რევოლუციური მუშაობის პერიოდს სტალინისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგვიანებით იგი იტყვის: “ნავთობის მრეწველობის მუშებთან მოღვაწეობამ გამომაწრთო, როგორც პრაქტიკული მებრძოლი და პრაქტიკოსი ხელმძღვანელი. იქ პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავს უხელმძღვანელო მუშების დიდ მასებს. იქ, ბაქოში, მე მივიღე მეორე რევოლუციური საბრძოლო ნათლობა”.

  სტალინი ხელმძღვანელობს მესამე დუმაში არჩევნების კამპანიას. ამ საკითხის თეორიულ გაშუქებას იგი იძლევა სტატიაში: “განაწესი მესამე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატ დეპუტატებს”.

  “სოციალ-დემოკრატმა დეპუტატებმა სახელმწიფო სათათბიროში უნდა შექმნან განსაკუთრებული ფრაქცია, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული პარტიასთან, ემორჩილებოდეს მის ხელმძღვანელობას და პარტიის ცეკას დირექტივებს. თავისი საქმიანობით მესამე სახელმწიფო სათათბიროში სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ ხელი უნდა შეუწყოს იმ რევოლუციურ ბრძოლას, რომელსაც პროლეტარიატი და მასთან ერთად გლეხობა, სათათბიროსგარეთ ეწევა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ”. იგი ხელმძღვანელობს კომპანიას ნავთობის მრეწველებთან თათბირში ბაქოს მუშების მონაწილეობის სასარგებლოდ. გაზეთ “გუდოკში” იბეჭდება მისი სტატია “შემობრუნება ნავთობის მრეწველთა ტაქტიკაში”.

  1908 წლის 25 მარტს სტალინი, რომელიც გაიოზ ნიჟარაძის სახელს ატარებდა, დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. საპატიმროში სტალინი მუშაობს პოლიტიკურ პატიმართა შორის, ატარებს დისკუსიებს ესერებთან და მენშევიკებთან, წარმართავს პოლიტიკური პატიმრების მიერ მარქსისტული ლიტერატურის შესწავლას.

  1908 წლის 9 ნოემბერს სტალინს ასახლებენ ვოლოგდის გუბერნიაში ქ. სოლვიჩეგოდსკში, საიდანაც იგი გარბის 1909 წლის 24 ივნისს. რამდენიმე დღე გავლით იმყოფება პეტერბურგში, ხოლო ივლისის პირველ რიცხვებში არალეგალურად ჩადის ბაქოში და სათავეში უდგება რევოლუციურ მოძრაობას.

  სექტემბრის პირველ რიცხვებში სტალინი ბაქოდან ჩამოდის თბილისში, სადაც აწყობს და წარმართავს თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის ბრძოლას მენშევიკ-ლიკვიდატორთა წინააღმდეგ.

  ნოემბრის ბოლოს სტალინი ბაქოში ბრუნდება, წერს და პარტიის ცენტრალურ ორგანოს უგზავნის “წერილებს კავკასიიდან”.

  1910 წლის 23 მარტს სტალინი, რომელიც ზაქარ გრიგორიან-მელიქიანცის სახელს ატარებდა, დააპატიმრეს და ბაქოს ბაილოვის საპყრობილეში ჩასვეს. აქვე იგი იღებს კავკასიის მეფისნაცვლის დადგენილებას იმის შესახებ, რომ მას 5 წლის განმავლობაში აკრძალული აქვს კავკასიაში ცხოვრება.

  29 ოქტომბერს სტალინი ჩაჰყავთ გადასახლების ადგილზე - სოლვიჩეგოდსკში. აქედან იგი კავშირს ამყარებს ლენინთან, აწყობს კრებებს, რომლებზეც გადასახლებულები კითხულობენ რეფერატებს, მსჯელობენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.

  1911 წლის 27 ივნისს სტალინი თავისუფლდება გადასახლებიდან და იმის გამო, რომ აკრძალული აქვს კავკასიაში და ქვეყნის დედაქალაქებში ცხოვრების უფლება, საცხოვრებლად ირჩევს ვოლოგდას, სადაც იგი პოლიციის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აქ დიდხანს არ ჩერდება, 7 სექტემბერს ჩადის პეტერბურგში და ფარულად ეწერება პ.ა. ჩიჟიკოვის პასპორტით. აქ იგი ხვდება ბოლშევიკებს ს. ალილუევსა და ს. თოდრიას, კავშირს ამყარებს ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებთან, რაც შეუმჩნეველი არ რჩება პეტერბურგის პოლიციას, რომელიც მას აპატიმრებს და ასახლებს ძველი გადასახლების ადგილზე, ვოლოგდაში, 3 წლის ვადით, პოლიციის აშკარა მეთვალყურეობის ქვეშ.

  1912 წლის იანვარში პრაღაში ჩატარებული მეექვსე პარტიული კონფერენცია სტალინს დაუსწრებლად ირჩევს ბოლშევიკების პარტის ცკ-ის წევრად. კონფერენციაზე იქმნება პრაქტიკული ცენტრი რუსეთში რევოლუციური მოძრაობის სახელმძღვანელოდ (ცენტრალური კომიტეტის რუსეთის ბიურო) ი.ბ. სტალინის მეთაურობით.

  პრაღის კონფერენციის გადაწყვეტილების პირადად გაცნობის მიზნით, ლენინის დავალებით ვოლოგდაში თებერვლის თვეში ჩადის რუსეთის ბიუროს წევრი გ.კ. ორჯონიკიძე, რომელიც სტალინს გადასცემს წერილს

ლენინისაგან და პირად მილოცვას ბიუროს მეთაურად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში სტალინი გარბის გადასახლებიდან, წერს მოწოდებას “პარტიისათვის”, რომელიც გამოდის რსდმპ ცკ-ს სახელით და ფართოდ ვრცელდება სრულიად რუსეთში.

  მარტის დასაწყისში სტალინი ბაქოსა და თბილისშია. იგი ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების მუშაობას წარმართავს პრაღის კონფერენციის გადაწყვეტილებათა შესრულების მიმართულებით და იწვევს ბოლშევიკური რაიონული ორგანიზაციების მუშაკთა თათბირს, რომელიც უერთდება პრაღის კონფერენციის გადაწყვეტილებებს.

  1912 წლის 1 აპრილს ი.ბ. სტალინი ბაქოდან პეტერბურგს მიემგზავრება. რსდმპ ცკ-ს დავალებით იგი წერილს წერს კლარა ცეტკინს, სადაც სთხოვს მასთან შენახული ფული გადასცეს ცენტრალურ კომიტეტს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

  პეტერბურგში სტალინი რედაქტორობს მუშათა ბოლშევიკურ გაზეთს “ზვეზდას”, სადაც იბეჭდება მისი სტატიები “ახალი ხანა”, “ცხოვრება იმარჯვებს”, “ისინი კარგად მუშაობენ”, “დაიძრა”, “როგორ ემზადებიან ისინი არჩევნებისათვის”, “დასკვნები” და სხვ.

  22 აპრილს სტალინი გამოსცემს გაზეთ “პრავდის” პირველ ნომერს, რომელშიც გამოქვეყნებულია მისი საპროგრამო სტატია “ჩვენი მიზნები”. რამდენიმე დღეში მას აპატიმრებენ და ასახლებენ ნარიმის მხარეში, გადასახლების ადგილით ქ. ნარიმში.

  1 სექტემბერს სტალინი გარბის გადასახლებიდან და 12 სექტემბერს ჩადის პეტერბურგში, სადაც ხელმძღვანელობს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების კამპანიას, იბრძვის მენშევიკ-ლიკვიდატორთა წინააღმდეგ, რედაქტორობს გაზეთ “პრავდას”.

  4 ოქტომბერს სტალინის ხელმძღვანელობით შედგა პეტერბურგის კომიტეტის აღმასრულებელი კომისიის სხდომა, რომელზეც გადაწყდა ნიშნად პროტესტისა მოეწყოს ერთდღიანი გაფიცვა პეტერბურგის უდიდეს ქარხნებში (პუტილოვის და სხვ.) რწმუნებულთა არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ. იგი წერს “პეტერბურგის მუშების განაწესს თავიანთი მუშა დეპუტატებისიათვის”, რომელსაც უგზავნის ლენინს “სოციალ-დემოკრატის” რედაქციაში, სადაც ის იბეჭდება ნოემბრის 28-29-ე ნომრებში.

  ნოემბერში ლენინისა და კრუპსკაიას მიწვევით სტალინი ჩადის კრაკოვში, სადაც მონაწილეობს რსდმპ ცენტრალური კომიტეტის სხდომაში. კრაკოვიდან დაბრუნების შემდეგ, სტალინი პეტერბურგში ხელმძღვანელობს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის მუშაობას. აქვე იღებს წერილს ლენინისგან, სადაც მინიშნებულია 9 იანვრის წლისთავისათვის მზადებისა და ფურცლების გამოშვების აუცილებლობაზე.

  დეკემბერში კრუპსკაია ლენინის დავალებით წერს სტალინს, რომ აუცილებელია მისი ჩასვლა კრაკოვში რსდმპ ცენტრალური კომიტეტის წევრთა თათბირზე IV სათათბიროს დეპუტატებთან (ბოლშევიკ “ექვსეულთან”) ერთად. სტალინი არალეგალურად მიდის კრაკოვში და პარტიულ მუშაკებთან და სათათბიროს ს.დ. ფრაქციის წევრ-ბოლშევიკებთან ერთად მონაწილეობს რსდმპ ცენტრალური კომიტეტის წევრთა “თებერვლის” თათბირში, რომელიც ლენინის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ლენინი და სტალინი სახავენ ღონისძიებებს “პრავდის” რედაქციის მუშაობის გასაუმჯობესებლად. აქვე სტალინი წერს პროკლამაციას “რუსეთის ყველა მუშას და მუშა ქალს”. კრაკოვიდან სტალინი ჩადის ვენაში, იქიდან პარიზში. აქვეყნებს ნაშრომს “ნაციონალური საკითხი და სოციალ-დემოკრატია”, წერს პროკლამაციას “ლენის ხოცვა-ჟლეტის წლისთავი”.

  თებერვლის ბოლოს სტალინი ბრუნდება პეტერბურგში და სვერდლოვთან ერთად იწყებს “პრავდის” რედაქციის რეორგანიზაციას.

  1913 წლის 23 თებერვალს სტალინს აპატიმრებენ კალაშნიკოვის ბირჟის დარბაზში პეტერბურგის ბოლშევიკური ორგანიზაციის მიერ გამართული კონცერტის დროს. აგვისტოში სტალინი ჩაჰყავთ გადასახლების ადგილზე

ტურუხანსკის პატარა დაბა კოსტინოში.

  1914 წლის მარტში გადაჰყავთ დაბა კურეიკაში, პოლარული წრის ჩრდილოეთით, პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ.

  გადასახლებაში აგრძელებს აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას. ჩადის სოფელ მონასტირსკოეში და სპანდარიანთან ერთად მონაწილეობს გადასახლებულთა რსდმპ ცენტრალური კომიტეტის რუსეთის ბიუროს და მეოთხე სათათბიროს ბოლშევიკური ფრაქციის წევრთა კრებაში. კრებაზე განიხილეს საკითხი ფრაქციის გასამართლების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოსული სტალინი მკაცრად აკრიტიკებს პლეხანოვის “ობორონცულ” ხაზს და ხაზს საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიისას, რომელმაც ოპორტუნისტული პოზიცია დაიჭირა. ტურუხანსკის გადასახლებიდან სტალინს ინტენსიური მიწერ-მოწერა აქვს ლენინთან, კრუპსკაიასთან, არმანდთან და სხვა გამოჩენილ რევოლუციონერებთან. იგი მათ აცნობს, რომ მუშაობს სტატიებზე ნაციონალური საიკითხის შესახებ.

  1916 წლის 14 დეკემბერს სტალინი ეტაპით იგზავნება კრასნოიარსკში, ადმინისტრაციულად გადასახლებულების არმიაში გაწვევასთან დაკავშირებით. გამწვევი კომისია მას ათავისუფლებს არმიაში გაწვევისაგან. იგი მიემგზავრება აჩინსკში, სადაც ნება დაერთო ეცხოვრა გადასახლების ვადის დამთავრებამდე, მაგრამ თებერვლის რევოლუციის ამნისტიის შედეგად იგი თავისუფლდება გადასახლებისაგან და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად 8 მარტს აჩინსკიდან პეტროგრადს მიემგზავრება.

  მარტის შუა რიცხვებში სტალინი უკვე პეტროგრადშია. იგი აქტიურად ებმება სოციალისტური რევოლუციის მომზადების საქმეში, თეორიულად აიარაღებს მას და შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი მარტოა, რამეთუ ლენინი ჯერ კიდევ ემიგრაციაშია. 1917 წლის 14 მარტს “პრავდის” N 8-ში იბეჭდება მისი სტატია “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების შესახებ”. აი ფრაგმენტები დასახელებული

სტატიიდან:  “ელვის სისწრაფით მიჰქრის წინ რუსეთის რევოლუციის ეტლი. ყველგან იზრდებიან და ფართოვდებიან რევოლუციურ მებრძოლთა რაზმები. ძირიანად ირყევა და ემხობა ძველი ხელისუფლების საყრდენები. ეხლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წინ მიდის პეტროგრადი, მას მიჰყვება, ზოგჯერ ბორძიკით, თვალუწვდენი პროვინცია... იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მოპოვებული უფლებები და შემდგომ გავაჩაღოთ რევოლუცია – ამისათვის მუშათა და ჯარისკაცთა მხოლოდ დროებითი კავშირი სრულიადაც არ კმარა.

  ... ამისათვის აუცილებლად საჭიროა გავხადოთ ეს კავშირი შეგნებული და მკვიდრი, ხანგრძლივი და მტკიცე, საკმაოდ მტკიცე იმისათვის, რომ წინააღუდგეს კონტრრევოლუციის პროვოკატორულ გამოსვლებს, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის რევოლუციის საბოლოო გამარჯვების საწინდარია რევოლუციური მუშისა და რევოლუციური ჯარისკაცის კავშირის განმტკიცება... - მუშებო, გლეხებო, ჯარისკაცებო!

გაერთიანდით ყველგან მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოებში, რუსეთის რევოლუციური ძალების კავშირისა და ძალაუფლების ორგანოებში!

  ეს არის ძველი რუსეთის ბნელ ძალებზე სრული გამარჯვების საწინდარი. ეს არის აგრეთვე იმის საწინდარი, რომ განხორციელდეს რუსი ხალხის ძირითადი მოთხოვნები: მიწა – გლეხებს, შრომის დაცვა – მუშებს, დემოკრატიული რესპუბლიკა – რუსეთის ყველა მოქალაქეს!” ი. სტალინი, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 1).

  ამავე თვეში იბეჭდება სტალინის პროგრამული ხასიათის სტატიები: “ომის შესახებ”, “სამინისტრო პორტფელებისაკენ”, “ან-ან”, “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ” და სხვ. ბოლო სტატიაში სტალინი მიმოიხილავს რევოლუციურ სიტუაციას რუსეთში და ასკვნის:

  “რუსეთში რევოლუციის გამარჯვებისათვის საჭიროა შესრულდეს სამი პირობა:

  1. საჭიროა მთელი რუსეთის დემოკრატიის რევოლუციური ბრძოლის სრულიად რუსეთის ორგანო, ავტორიტეტიანი იმისათვის, რომ მტკიცედ გააერთიანოს დედაქალაქისა და პროვინციის დემოკრატია და ხალხის რევოლუციური ბრძოლის ორგანოდან, საჭირო მომენტში, გადაიქცეს რევოლუციური ძალაუფლების ორგანოდ, რომელიც ხალხის მთელ ცოცხალ ძალებს დარაზმავს კონტრრევოლუციის წინააღმდეგ.

  2. საჭიროა მუშების დაუყოვნებლივ შეიარაღება, მუშათა გვარდია.

  3. საჭიროა რაც შეიძლება მალე მოწვეულ იქნას დამფუძნებელი კრება... რომელსაც შეუძლია დააგვირგვინოს რევოლუციის საქმე” (პრავდა” N 12, 1917 წ. 18 მარტი).

  1917 წლის 3 აპრილს სადგურ “ბელოსტროვზე” (ფინეთის რკინიგზა) სტალინი მ.ი. ულიანოვასთან და პიტერის მუშების დელეგაციასთან ერთად ხვდება ემიგრაციიდან დაბრუნებულ ლენინს და მიჰყავს იგი პეტროგრადში. ლენინს სტალინი გადასცემს კონსპექტს, რომელშიც ჩამოყალიბებულია რევოლუციური სიტუაციის მდგომარეობა რუსეთში, პიტერის და მთელი რუსეთის მუშებისა და ჯარისკაცების სულისკვეთება სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და განხორციელების საქმეში.

  4 აპრილს სტალინი მონაწილეობს ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელთა თათბირში და ბოლშევიკთა და მენშევიკთა საბჭოების სრულიად რუსეთის თათბირის დელეგატთა გაერთიანებულ სხდომაში, სადაც ლენინი სტალინის მიერ გაცემულ კონსპექტზე დაყრდნობით აყალიბებს თავის “აპრილის თეზისებს”. თეზისებში მოცემული იყო ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციიდან სოციალისტურ რევოლუციაში გადასვლის გენიალური გეგმა, რომელმაც პარტიას მიუთითა ბრძოლის ახალ პირობებზე ცარიზმის დამხობის შემდგომ პერიოდში.

  ამავე, 1917 წლის 24 აპრილს გაიხსნა  ბოლშევიკების მეშვიდე კონფერენცია, რომელსაც საფუძვლად აპრილის თეზისები დაედო, რომელმაც ბოლშევიკებს დაუსახა მიზანი: ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია გადაზარდონ სოციალისტურში.

  კონფერენციაზე სტალინი მტკიცედ იცავს სოციალისტური რევოლუციის ლენინურ ხაზს. იგი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს კამენევისა და რიკოვის ოპორტუნისტულ, ანტილენინურ გამოხდომებს. გარდა ამისა, კონფერენციაზე სტალინი გამოდის მოხსენებით ნაციონალურ საკითხზე, სადაც იგი მტკიცედ იცავს ერების უფლებებს თვითგამორკვევაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლებით. ლენინ-სტალინის ასეთმა ნაციონალურმა პოლიტიკამ მომავალში განაპირობა ჩაგრული ერების მხრიდან მხარდაჭერა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროს.

  1917 წლის მაისში ბოლშევიკების კონფერენციამ დააფუძნა ცკ-ის პოლიტბიურო, რომლის წევრადაც არჩეულ იქნა სტალინი, და რომლის წევრი იყო იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე.

  რევოლუციის ამ ურთულეს პერიოდში, როცა მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება, სტალინი, ლენინთან ერთად, საქმის ცოდნით, განსაზღვრავდა მასების რევოლუციური ბრძოლის სტრატეგიას და ტაქტიკას, ხელმძღვანელობდა მათ მასობრივ გამოსვლებს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ პერიოდის შესახებ სტალინი მოგვიანებით დაწერს: “მაგონდება 1917 წელი, როცა მე პარტიის ნებით, ხანგრძლივი ციხეებისა და გადასახლების შემდეგ, გადასროლილი ვიყავი პეტროგრადში. აქ რუსი მუშების წრეში, უშუალოდ ლენინთან სიახლოვეს, მე პირველად გავითვითცნობიერე თუ რას ნიშნავს იყო დიადი მუშათა ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქ, რუს მუშათა წრეში, მე მივიღე რევოლუციური ბრძოლის მესამე ნათლობა. აქ, რუსეთში, ლენინის ხელმძღვანელობით გავხდი რევოლუციის ერთ-ერთი ოსტატი”.

  სტალინი მუდმივად პარტიის პრაქტიკული მუშაობის ცენტრშია. იგი, როგორც ცკ-ის წევრი, მონაწილეობს პეტროგრადის კომიტეტის მუშაობაში, ხელმძღვანელობს “პრავდას”, წარმართავს ბოლშევიკების საქმიანობას პეტროგრადის მუნიციპალიტეტში. ლენინთან ერთად მონაწილეობს პარტიის სამხედრო ორგანიზაციების სრულიად რუსეთის კონფერენციის მუშაობაში. გამოდის იქ მოხსენებით: “ნაციონალური მოძრაობის შესახებ, ნაციონალურ პოლკებში”. ლენინთან ერთად აწყობს 18 ივნისის ისტორიულ დემონსტრაციას, რომელიც წარიმართა ბოლშევიკური ლოზუნგების ეგიდით. წერს ცკ-ის სახელით მიმართვას პეტროგრადის მუშებისა და რევოლუციური ჯარისკაცებისადმი. 20 ივნისს სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობა სტალინს ირჩევს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

  1917 წლის ივლისის თვეში კონტრრევოლუციური დროებითი მთავრობის მიერ დევნილი ლენინი იძულებული ხდება იატაკქვეშეთში გადავიდეს. ამ დროიდან სტალინი უშუალოდ ხელმძღვანელობს ცენტრალურ კომიტეტს და მის ცენტრალურ საგაზეთო ორგანოებს “რაბოჩიი ი სოლდატ”, “პროლეტარიი”, “რაბოჩიი”, “პუტ რაბოჩეგო” და სხვ.

  დროებითი მთავრობა დაჟინებით მოითხოვს ლენინის გამოცხადებას სასამართლოში თითქოსდა მისი მოღვაწეობის არსში გასარკვევად. ცხადია, ეს არ იქნებოდა არავითარი “გარკვევა”, არამედ იქნებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ტროცკი, კამენევი, რიკოვი და სხვები ურჩევდნენ ლენინს გამოცხადებულიყო სასამართლოზე, სტალინმა კი დაგმო მათი გამცემლური, მოღალატური პოლიტიკა და პარტიის ცკ-ის სახელით მკაცრად გაილაშქრა ლენინის სასამართლოზე გამოცხადების წინააღმდეგ, რითაც მან ლენინის სიცოცხლე იხსნა აშკარა საფრთხისაგან.

  1917 წლის 26 ივლისი – 3 აგვისტო. სტალინი ხელმძღვანელობს პარტიის არალეგალურ VI ყრილობას, სადაც იგი გამოდის საანგარიშო მოხსენებით ცკ-ის მუშაობის შესახებ. ამავე ყრილობაზე სტალინი აკეთებს მოხსენებას პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. თავის მოხსენებებში იგი ზუსტად აყალიბებს პარტიის ამოცანებს და ტაქტიკას სოციალისტური რევოლუციისათვის ბრძოლაში. აქვე მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ტროცკისტების “თეორია” იმის შესახებ, თითქოს რუსეთში შეუძლებელია სოციალიზმის გამარჯვება: “არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რუსეთი იყოს ის ქვეყანა, რომელიც გაკვალავს გზას სოციალიზმისაკენ. უნდა უკუვაგდოთ ის წარმოდგენა, თითქოს მხოლოდ ევროპას შეუძლია მიგვითითოს გზა სოციალიზმისაკენ. არსებობს მარქსიზმი დოგმატური და მარქსიზმი შემოქმედებითი, მე ვდგევარ უკანასკნელის ნიადაგზე”, პასუხობს იგი. ამრიგად, ყრილობა გაერთიანდა სტალინის გარშემო და აღიარა მისი თეზისი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში, კერძოდ რუსეთში.

  VI ყრილობა სტალინის შემწეობით ჩამოყალიბდა შეიარაღებული აჯანყების მომამზადებელ ყრილობად. ყრილობამ წარმართა პარტია შეიარაღებული აჯანყებისა და პროლეტარული დიქტატურის დამყარებისაკენ.

  ლენინის იატაკქვეშეთში ყოფნისას სტალინი უშუალოდ და პირადად ხელმძღვანელობს შეიარაღებული აჯანყების მომზადების მთელ საქმეს. მისი სამოქმედო სტატიები და დირექტივები სისტემატურად იბეჭდება ცენტრალურ ბოლშევიკურ პრესაში. იგი თავისთან იწვევს ორგანიზაციების საოლქო ხელმძღვანელებს, უტარებს მათ ინსტრუქტაჟს ადგილებზე შეიარაღებული აჯანყებების ორგანიზების თაობაზე, მიუთითებს ადგილებზე მოქმედების დეტალებზე.

  16 ოქტომბერს ცენტრალურმა კომიტეტმა აირჩია აჯანყების პარტიული ცენტრი სტალინის ხელმძღვანელობით. მასში შევიდნენ სვერდლოვი, ძერჟინსკი, ურიცკი და ბუბნოვი. პარტიული ცენტრი წარმოადგენდა პეტროგრადის საბჭოსთან არსებული სამხედრო რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელ ბირთვს, რომელიც პრაქტიკულად მთელ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. ცკ-ის ამავე სხდომაზე სტალინმა დაგმო ზინოვიევისა და კამენევის გამოხდომები შეიარაღებული აჯანყების წინააღმდეგ და კაპიტულანტური უწოდა მათ. “ის, რასაც გვთავაზობენ კამენევი და ზინოვიევი, – აღნიშნა მან, – შესაძლებლობას აძლევს კონტრრევოლუციას გამოფხიზლდეს, ჩვენ კი განუწყვეტელი უკან დახევის პირობებში წავაგებთ რევოლუციას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ”.

  რევოლუციის ისტორიასთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ერთი ასეთი ეპიზოდი: 1917 წლის სექტემბერში კერენსკი იწვევს დემოკრატიულ თათბირს, მენშევიკები და ესერები ქმნიან პარლამენტს, რომელსაც უნდა მოემზადებინა საბჭოებიდან დამფუძნებელ კრებაზე გადასვლა. ლენინი, რომელიც იმ დროს პეტროგრადს გარეთ არალეგალურად ცხოვრობდა, წერილობით კატეგორიულად მოითხოვს ცენტრალური კომიტეტისაგან, გარეკონ და დააპატიმრონ ეს არამზადები (დემოკრატიული თათბირი). სტალინი არ ეთანხმება ლენინის ამ მოთხოვნას, რადგანაც ფიქრობს, რომ საქმის ვითარება არც ისე მარტივია, როგორც ეს ლენინს ეჩვენებოდა. კერძოდ, დემოკრატიული თათბირის დაახლოებით ნახევარი ფრონტის დელეგატებისაგან შესდგებოდა და მათი გარეკვა და დაპატიმრება საქმეს მხოლოდ გააფუჭებდა, რამეთუ გააუარესებდა ფრონტთან დამოკიდებულებას, ეს კი გამოიწვევდა რევოლუციის უეჭველ დამარცხებას. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში სტალინი და ცკ იღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას: არ გარეკონ დემოკრატიული თათბირი და ყრილობის მოწვევამდე წავიდნენ საბჭოების განმტკიცების გზით. თვითონ სტალინი მოგვიანებით ამ ეპიზოდს შემდეგნაირად გადმოგვცემს: “– და, მიუხედავად ილიჩის ყველა მოთხოვნისა, ჩვენ არ დავუჯერეთ მას, განვაგრძეთ საბჭოების განმტკიცების გზა და საქმე მივიყვანეთ საბჭოების 25 ოქტომბრის ყრილობამდე, წარმატებით აჯანყებამდე. ილიჩი მაშინ უკვე პეტროგრადში იყო.

გაიღიმა, ეშმაკურად გადმოგვხედა და გვითხრა: “ჰო, ვგონებ, თქვენ მართალი იყავით”. ასე და ამრიგად, პარტიულმა აჯანყების ცენტრმა სტალინის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ გაართვა თავი რევოლუციასთან დაკავშირებულ ყველა სირთულეს და საქმე 25 ოქტომბრის გამარჯვებამდე მიიყვანა.

  მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ხდება ლენინი. მთავრობაში სტალინი იკავებს ეროვნებათა სახალხო კომისრის თანამდებობას და ცვლის ლენინს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მისი შვებულებაში ყოფნის დროს.

 

 

IV. სამოქალაქო ომის პირველი სარდალი

 

  კაპიტალისტური ქვეყნები, რა თქმა უნდა, ვერ ურიგდებოდნენ ოქტომბრის  რევოლუციის შედეგებს, ანუ ისეთი ქვეყნის არსებობას, სადაც ხელისუფლების სათავეში მუშები და გლეხები იდგნენ. მათ ისიც კარგად იცოდნენ, რომ სოციალისტური რუსეთი რევოლუციურ ზემოქმედებას ახდენდა მათი ქვეყნების მშრომელებზე.

  ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ ანტანტამ ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიისა და აშშ-ის სახით ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების მეორე დღიდანვე დაგეგმა საბჭოთა რუსეთზე ავაზაკური თავდასხმის ავანტიურა.

  ამერიკისა და ინგლის-საფრანგეთის იმპერიალისტებმა 1918 წლის გაზაფხულზე დესანტი გადასხეს მურმანსკში, იაპონელებმა კი ჯარები გადასვეს ვლადივოსტოკში. ინგლისისა და ა.შ.შტატების დახმარებით 1918 წლის იანვარ-თებერვალში რუმინეთმა დაიპყრო ბესარაბია.

  ანტანტამ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ჩეხოსლოვაკთა კორპუსი, რომელიც შეიქმნა ომის დროს ტყვე და რუსეთის მხარეზე ნებაყოფლობით გადმოსული ჩეხებისა და სლოვაკებისაგან.

კორპუსში 40 ათასზე მეტი კაცი შედიოდა.

 

 

 

  იაპონელთა და ამერიკელთა ჯარები დაეხმარნენ ჩეხოსლოვაკთა კორპუსსა და თეთრგვარდიელებს დაეპყროთ ვლადივოსტოკი, შემდეგ კი მთელი შორეული აღმოსავლეთი. ინგლისელი იმპერიალისტები თურქესტანში შეიჭრნენ და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ამიერკავკასიაში ინგლისელებმა თეთრგვარდიელებთან ერთად ხელთ იგდეს ბაქო, დააპატიმრეს აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელები და 26 კომისართან ერთად ვანდალურად დახვრიტეს. ინტერვენტებმა აზერბაიჯანში განამტკიცეს მუსავატელთა, საქართველოში – მენშევიკთა, სომხეთში – დაშნაკთა კონტრრევოლუციური მთავრობები.

  გერმანელმა იმპერიალისტებმა დაარღვიეს ბრესტის ხელშეკრულების პირობები, დაიპყრეს ფინეთი, სადაც მოსპეს მუშათა ხელისუფლება. მოახდინეს ბალტიისპირეთის, ბელორუსიისა და უკრაინის ოკუპაცია;

შეიჭრნენ დონის რაიონში, დაიპყრეს როსტოვი და ქართველ მენშევიკებთან შეთანხმებით დაიკავეს საქართველო.

  ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა. დადგა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

  ამ ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში სტალინი შეუპოვრად იბრძვის რეგულარული მუშურ-გლეხური წითელი არმიის შექმნისათვის, რომლის აუცილებლობაში ტროცკიმ და მისმა გარემოცვამ ლენინიც კი დააეჭვა. საქმე ისაა, რომ ბრესტის ზავის დადებასთან დაკავშირებით ტროცკიმ დეპეშები გაუგზავნა უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკს არმიის დაშლისა და საყოველთაო დემობილიზაციის შესახებ. სტალინი ჩვეული სიმტკიცით ამხელს ტროცკის მოქმედების ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და ითანხმებს ლენინს რეგულარული წითელი არმიის შექმნაზე. ლენინი დეპეშით მიმართავს უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკს და აუქმებს ტროცკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არმიის დაშლის შესახებ.

  “დეპეშა მთავარსარდლის ბანაკს:

  – დღევანდელი დეპეშა ზავისა და ყველა ფრონტზე არმიის საყოველთაო დემობილიზაციის შესახებ გააუქმეთ ყველა თქვენს ხელთ არსებული საშუალებით. (1918 წ. 1 თებერვალი). გადაეცით არმიის ყველა კომისარსა და ბონჩ-ბრუევიჩს შეაჩერონ ტროცკისა და კრილენკოს ხელმოწერილი ყველა დეპეშა არმიის დაშლის შესახებ. (ლენინი. 1918 წ. 12 თებერვალი) თხზულებანი, ტ. 44, გვ. 21-22).

  სტალინის ძალისხმევით 1918 წლის 23 თებერვალს სახკომსაბჭოს დადგენილებით შეიქმნა მუშურ-გლეხური რეგულარული წითელი არმია.

  სამოქალაქო ომის პერიოდში სტალინი რევოლუციურ მთავრობაში იყო ერთადერთი, რომელსაც ცენტრალური კომიტეტი განუწყვეტლივ გზავნიდა ხოლმე ერთი ფრონტიდან მეორე ფრონტზე, სწორედ იმ ფრონტზე, სადაც მდგომარეობა კატასტროფული, ზურგი განადგურებული და დეზორგანიზებული იყო.

  სამაგიეროდ, სტალინი არასდროს ჩანდა იმ ფრონტზე, სადაც შედარებით ნორმალური მდგომარეობა იყო.

  ყოველივე ეს დაიწყო იმით, რომ 1918 წლის ივნისის დასაწყისში პარტიის დავალებით სტალინი წითელარმიელების რაზმითურთ და ორი ჯავშანმანქანით მიემგზავრება ცარიცინში როგორც პარტიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული აქვს სამხრეთ რუსეთში მოიპოვოს სურსათი მოშიმშილე მოსკოვისა და პეტროგრადის მშრომელებისათვის.

  ცარიცინში სტალინი აწყდება ქაოსს და უთავბოლობას არა მარტო სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დაწესებულებეში, არამედ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობაშიც. იგი, როგორც გამოცდილი რევოლუციონერი, დარწმუნებულია, რომ, თუკი არ დამყარდება წესრიგი სამხედროებში. ზედმეტია ლაპარაკი სასურსათო პრობლემების მოგვარებაზე, რამეთუ ამ საკითხის მოგვარებას სწორედ მოღალატე სამხედროები ეღობებოდნენ.

  გაგზავნა რა მოსკოვში პირველი მილიონი ფუთი პური, სტალინი ჩვეული ენერგიით შეუდგა ცარიცინის თავდაცვის ორგანიზებას. მან, რა თქმა უნდა, სხვებზე უკეთ იცოდა ცარიცინის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამიტომაც კონტრრევოლუციის მთავარი დარტყმის მიზნად იგი სწორედ ცარიცინს მოიაზრებდა. ცარიცინის დაცემა რესპუბლიკას ჩამოაცილებდა პურით მდიდარ რეგიონებს, ბაქოს ნავთობს, მისცემდა საშუალებას დონის კაზაკებს, კოლჩაკს და ჩეხოსლოვაკიის კონტრრევოლუციას გაერთიანებულიყვნენ და საერთო ძალებით წასულიყვნენ მოსკოვისკენ.

  პირველ რიგში, სტალინმა ცარიცინი გაწმინდა მეამბოხე თეთრგვარდიელებისაგან. იგი ფოლადის ნებისყოფით და რკინის ხელით არღვევდა ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებსაც მას უქმნიდნენ ტროცკის მიერ მიგზავნილი მოღალატე “სპეციალისტები”.

  7 ივლისს სტალინი ლენინს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:

 

  “ამხანაგ ლენინს:

  მივეშურები ფრონტზე. გწერთ მხოლოდ საქმეზე.

  1. ცარიცინის სამხრეთით ხაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ვერეკები და ვლანძღავ ყველას, ვინც ამის ღირსია, იმედი მაქვს მალე აღვადგენთ... ჩვენს სამხედრო “სპეციალისტებს” (დოყლაპიებს) რომ არ ეძინოთ და უმოქმედებას არ იჩენდნენ, ხაზი არ გაწყდებოდა, და თუ ხაზი აღდგენილ იქნა, ეს სამხედროების წყალობით კი არ იქნება, არამედ მათ წინააღმდეგ... (ცარიცინი 1918 წ. 7 ივლისი, თხზ.ტ. 4, გვ. 127).

  აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სტალინს ცარიცინში, როგორც კომერციის ემისარს, სამხედრო საქმეებში ჩარევის რწმუნება არა აქვს. ეს საშუალებას აძლევს ტროცკის მოუწყოს სტალინს საბოტაჟი ქადაქის დაცვის საქმეში. გრძნობს რა ყოველივე ამას, სტალინი იძულებულია მიმართოს ლენინს მკაცრი წერილით:

  “ამხანაგ ლენინს  რამდენიმე სიტყვა.

  1. თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად აძლია მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვ., დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაგვერღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ...

  2. ... სურსათის საკითხი ბუნებრივადაა გადახლართული სამხედრო საკითხთან. საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია სამხედრო რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი, რაკი ასეა, მე თვითონ ფორმალობის დაუცავად ჩამოვაგდებ იმ სარდლებსა და კომისრებს, რომლებიც საქმეს ღუპავენ. ასე მკარნახობს საქმის ინტერესი და, რასაკვირველია, ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს” (ცარიცინი, 1918 წ. 10 ივლისი. თხზ. ტ. 4, გვ. 129).

  ეს არაორდინალური წერილი საინტერესოა იმითაც, რომ მასში კარგად გამოსჭვივის სტალინის ხასიათი; მისი თავისთავისადმიწაყენებული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა. მაგალითად, რევოლუციის სხვა რიგითი ბელადი ლენინისადმი მიწერილ წერილს შემდეგნაირად დაამთავრებდა: “არ მაძლევთ სამხედრო რწმუნებას, კი ბატონო, მეც ვიხსნი პასუხისმგებლობას ამ ხაზით!” ეს კი ტოლფასი იქნებოდა იმისა, რომ იგი რევოლუციის ბედს ტროცკის ანდობდა. სტალინი ამას ვერ დაუშვებდა. რაც შეეხება ლენინს, სტალინი თავისი წერილის დასკვნით ნაწილში მიანიშნებს მას მორიგ შეცდომაზე, რომელიც, რევოლუციის საქმის საზიანოდ მტრის (ტროცკის) წისქვილზე ასხამდა  წყალს. ამას სტალინი არ დაუშვებდა, ვინაიდან მას სამართლიანად მიაჩნდა, რომ მისი წვლილი, პასუხისმგებლობა და მოვალეობა რევოლუციის საქმის მიმართ არანაკლები იყო, ვიდრე ლენინისა.

  სტალინი ხელთ იღებს მთელ სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლებას და იწყებს ენერგიულ მოქმედებას ცარიცინის ფრონტის ტრაგიკული მდგომარეობის გამოსასწორებლად. პირველ რიგში ანთავისუფლებს და სამხედრო ტრიბუნალს გადასცემს ტროცკის მიერ დანიშნულ უვიც და მოღალატე გენერლებსა და სხვა სამხედრო ჩინოვნიკებს, აერთიანებს ცალკეულ რაზმებს და ჰქმნის ნამდვილ რეგულარულ საბრძოლო შენაერთებს, სასწრაფოდ გადმოჰყავს ვოროშილოვის სამხედრო შენაერთები და საფუძველს უყრის X არმიის ჩამოყალიბებას.

  ელფერი იცვალა ქალაქმა ცარიცინმა. თუკი წინათ იქ არევ-დარევა და ქაოსი დომინირებდა, ახლა იგი გადაიქცა წითელ ქალაქად, სადაც წესრიგი და დისციპლინა სუფევდა. ქაოლაქს დაეტყო მტკიცე რევოლუციური ხელი.

  სტალინმა უმოკლეს დროში ჩამოაყალიბა ბრძოლისუნარიანი მტკიცე ფრონტი. საბრძოლო ოპერაციების დაწყებამდე სადავო გახდა დარტყმის მთავარი მიმართულების განსაზღვრა. სტალინმა სწორედ აქ გამოამჟღავნა სამხედრო საქმის ცოდნა და მხედართმთავრული შორსხედვა. მან შეცვალა ტროცკის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დენიკინის ჯარებზე შეტევას უკაცრიელი სტეპების გავლით, რაც დიდ საშიშროებას უქადდა წითელი არმიის შემტევ ძალებს და დაასაბუთა საკუთარი გეგმის უპირატესობა – შეტევა განეხორციელებინათ კურსკისა და დონბასის მიმართულებით. გაიმარჯვა სტალინის მიერ შერჩეულმა დარტყმის მთავარმა მიმართულებამ და დენიკინი და მისი მოკავშირეები განადგურდნენ.

  სამოქალაქო ომის აღნიშნლ პერიოდზე საუბრობს სტალინის ერთ-ერთი თანაშემწე პესტკოვსკი: “სტალინი გახდა ლენინის მოადგილე საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობის დარგში. იგი თვალყურს ადევნებდა  სამხედრო ოპერაციებს დონზე, უკრაინაში და რუსეთის სხვა ადგილებში. ლენინს უსტალინოდ ყოფნა არ შეეძლო არცერთი დღე. ამიტომაც მათი კაბინეტები განლაგებული იყო ერთმანეთის გვერდით.

დღის განმავლობაში იგი უთვალავჯერ ეძახდა სტალინს ტელეფონით, ან შემოდიოდა და გაჰყავდა იგი თავისთან. სამუშაო დღის უმეტეს ნაწილს სტალინი ლენინის კაბინეტში ატარებდა. ერთხელ ლენინის კაბინეტში შესვლისას მე წავაწყდი შემდეგ სურათს: კედელზე ჩამოკიდებულ დიდ რუკასთან ლენინი და სტალინი დგანან სკამებზე და ხელების რუკაზე ფათურით რაღაცაზე მსჯელობენ.

  სმოლნში სამუშაოს დამთავრების შემდეგ სტალინს გვიან ღამემდე პირდაპირი ხაზით ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა სხვადასხვა ფრონტის სარდლებთან. ამას არ უარყოფს თვით ტროცკიც. იგი წერს: “ლენინს ამ პერიოდში სტალინი ძალიან სჭირდებოდა. ის მასთან შტაბის უფროსის როლს ასრულებდა. პირდაპირი ხაზებით საუბარი ლენინს შეეძლო მიენდო მხოლოდ გამოცდილი და სმოლნის საქმეებში კარგად ჩახედული ადამიანისათვის”.

  1918 წლის დამლევს აღმოსავლეთის ფრონტზე, განსაკუთრებით კი მე-3 არმიის უბანზე, კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა, რის შედეგადაც პერმი მტრის ხელში აღმოჩნდა. იგი უძლური გახდა გამკლავებოდა მტრის ჭარბ ძალებს. ეს კი გამოწვეული იყო მეთაურთა მასიური ღალატით – მათ შორის ხომ მეფისდროინდელი ოფიცრები ჭარბობდნენ. შედეგად პოლკები, მთელიშემადგენლობით ტყვედ ბარდებოდნენ მოწინააღმდეგეს. ასეთ ვითარებაში მე-3 არმია საბოლოოდ დაიშალა.  იგი უთავბოლოდ იხევდა უკან, 20 დღის განმავლობაში დაიხია უკან 300 კილომეტრით, დაკარგა 18 ათასი მებრძოლი, ათობით ქვემეხი, ასობით ტყვიამფრქვევი და ა.შ. მოწინააღმდეგე სწრაფად მიიწევდა წინ და რეალური საფრთხე შეუქმნა ვიატკას და მთელს აღმოსავლეთ ფრონტს.

  ცეკაში პანიკაა. ვის და როგორ შეუძლია მდგომარეობის შველა, მდგომარეობისა, რომელიც მართლაც რომ კატასტროფულია?

  ლენინი ამბობს: სმილგა რბილია, იგი ვერ შეძლებს წესრიგის აღდგენას. მაშ ვინ, რა თქმა უნდა, სტალინი. ცკ-ს გამოაქვს გადაწყვეტილება შეიქმნას კომისია სტალინისა და ძერჟინსკის შემადგენლობით, კატასტროფის მიზეზების გამოსარკვევად. ცკ-ის გადაწყვეტილებით სტალინის და ძერჟინსკის კომისიის მოვალეობაა კატასტროფის მიზეზების დადგენა. სტალინი უპირატესობას მდგომარეობის გამოსწორებას და ფრონტის გამაგრებას ანიჭებს ლენინთან გაგზავნილ პირველივე დეპეშაში, რომელიც დათარიღებულია 1919 წლის 5 იანვრით, სტალინი პირველ რიგში მიუთითებს იმ გადაუდებელ ღონისძიებებზე, რომლებიც

აუცილებელია არმიისა და ფრონტის გადასარჩენად.

  “მესამე არმიის ნარჩენების გადასარჩენად და მოწინააღმდეგის ვიატკისაკენ სწრაფი წინსვლის შესაჩერებლად აბსოლუტურად აუცილებელია რუსეთიდან მესამე არმიის სარდლის განკარგულებაში, გადმოსროლილ იქნას სამი სრულყოფილი პოლკი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიატკასაც პერმის ბედი ელის”. (სტალინი, ძერჟინსკი. 1919 წ. თხზ. ტ. 4. გვ. 203).

  მხოლოდ 13 იანვარს ფრონტის საქმეების ასე თუ ისე მოგვარების შემდეგ სტალინი ლენინს ძერჟინსკის ხელით უგზავნის ბარათს კატასტროფის მიზეზების შესახებ,  სადაც მოკლედ აყალიბებს თავის მოსაზრებებს: მოწინააღმდეგის შემოტევის მომენტისიათვის არმია გადაღლილი, ქანცგამოცლილი იყო, ამ დროისათვის არ იყო რეზერვები. შტაბი მოწყდა არმიას. არმიის სარდალი მოქმედებდა

არაადეკვატურად. რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს მხრიდან ფრონტის ხელმძღვანელობა იყო დანაშაულებრივი. მისმა ურთიერთგამომრიცხავმა დირექტივებმა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მესამე არმიის ფრონტს სასწრაფოდ დახმარების ყოველგვარი საშუალება წაართვა”.

  აქვე სტალინი ჩვეული სიმტკიცით, ელვისებურად ატარებს ცხოვრებაში მთელ რიგ ღონისძიებებს მე-3 არმიის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად:  15 იანვრისათვის იგი არმიას უგზავნის 1500 კაციან ქვეითს, ერთი დღის შემდეგ კავალერიის 2 ესკადრონს. 20-ში კიდევ ერთ პოლკს მე-20 ბრიგადიდან. მიღებულმა საომარმა შევსებამ მორალური

ზეგავლენა მოახდინა არმიის მეომრებზე, უკანდახევა შეჩერდა. იანვრის ბოლოს კი მთელი ფრონტი გადავიდა შეტევაზე, დაიბრუნა პერმი და აიღო ურალსკი.

  აი ასე გაიგო და შეასრულა სტალინმა პარტიის დავალება: გამოარკვია პერმში კატასტროფის მიზეზები. გამოიძია, გაარკვია და აქვე ადგილზე თავისივე ძალებით აღმოფხვრა ისინი; გადამწყვეტი გარდატეხა მოახდინა ჯარებში, ფრონტზე და ბრწყინვალე, ზღაპრულ გამარჯვებას მიაღწია.

  როცა ლენინს მოახსენეს პერმის შესახებ და მასში ადეკვატური რეაქცია ვერ შენიშნეს, შეეკითხნენ ამის მიზეზებზე. ლენინმა მშვიდად უპასუხა, შეიძლება თქვენ გიკვირთ, მე კი არა... შემდეგ თავისთვის: “სადაც არის სტალინი, იქ არის გამარჯვებაც”.

  1919 წლის გაზაფხულზე კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა პეტროგრადში. საქმე ისაა, რომ კოლჩაკმა უბრძანა იუდენიჩს, უმოკლეს დროში მოეხდინა მასზე დაქვემდებარებული შენაერთების მობილიზება და სასწრაფოდ აეღო პეტროგრადი. იუდენიჩმაც არ დააყოვნა, დაიხმარა ინგლისის ფლოტი და პეტროგრადისათვის მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პეტროგრადში აღმოჩნდა კონტრრევოლუციური შეთქმულება, რომელსაც დასავლეთის ფრონტის შტაბის სამხედრო სპეციალისტები ედგნენ სათავეში. იუდენიჩის შეტევის პარალელურად ყოფილმა წითელმა პოლკოვნიკმა, რომელიც შემდეგ თეთრების მხარეზე გადავიდა, ბულაკ-ბულახოვიჩმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ფსკოვისათვის ბრძოლებში. პეტროგრადში დაიწყო ღალატი, რამდენიმე პოლკი მტრის მხარეზე გადავიდა. ფორტების “კრასნაია გორკასა” და “სერაია ლოშადის” გარნიზონები ღიად გამოვიდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე-7 არმია დაბნეულობამ მოიცვა, ფრონტი შედრკა, მტერი პეტროგრადს მოადგა. საჭირო შეიქნა მდგომარეობის სასწრაფოდ შველა.

  ვის შეუძლია ამის გაკეთება. ლენინი, ცკ. – რა თქმა უნდა, სტალინს. სტალინს სულ რაღაც სამი კვირა დასჭირდა, რომ მდგომარეობაში ძირეული გარდატეხა მოეხდინა. პირველ რიგში იგი ხელში იღებს მთელ სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლებას. მისი გამოჩენა სამხედრო ნაწილებში უმალვე ანთავისყუფლებს პირად შემადგენლობას დაბნეულობისა და შიშის გრძნობისაგან. წესრიგში მოდის შტაბები.  ხდება პიტერის მუშებისა და კომუნისტების მობილიზაცია. ლიკვიდირებულია მოღალატეები, დივერსანტები, პანიკიორები... და სტალინი უდეპეშებს ლენინს:

  “კრასნაია გორკას” შემდეგ ლიკვიდირებულია “სერაია ლოშადი”, ქვემეხები კი სრულ წესრიგშია. წარმოებს ყველა ფორტისა და სიმაგრის სწრაფი შემოწმება, საზღვაო სპეციალისტები იუწყებიან, რომ ზღვიდან “კრასნაია გორკას” აღება თავდაყირა აყენებს საზღვაო მეცნიერებას. მე ისღა დამრჩენია, რომ დავიტირო ეგრეთწოდებული მეცნიერება. “გორკას” სწრაფი აღება აიხსნება ჩემი და საერთოდ სამოქალაქო პირების უაღრესად უხეში ჩარევით ოპერატიულ საქმეებში, რაც იქამდე მიდიოდა, რომ ვაუქმებდით ზღვასა და ხმელეთზე გაცემულ ბრძანებებს და თავს ვახვევდით ჩვენს საკუთარ ბრძანებებს.

  ჩემს მოვალეობად მიმაჩყნია განვაცხადო, რომ შემდეგშიც ასევე ვიმოქმედებ, მიუხედავად მთელი ჩემი მოწიწებისა  მეცნიერების წინაშე.

 

  1919 წლის 16 ივნისი. სტალინი”.

  ერთი კვირის შემდეგ სტალინი მოახსენებს ლენინს:

  “გარდატეხა ჩვენს ქვედანაყოფებში დაიწყო. ერთი კვირაა, რაც არ შეინიშნება ჩვენი ჯარისკაცების გადარბენა (მტერთან). დეზერტირები ათასობით ბრუნდებიან, გახშირდა მტრის ბანაკიდან ჯარისკაცების ჩვენს ბანაკში გადმორბენა. გასული კვირის განმავლობაში მათმა რიცხვმა 400-ს მიაღწია. გუშინ დაიწყო ჩვენი შეტევა, მიუხედავად იმისა, რომ დაპირებული შევსება არ მიგვიღია. ჯერჯერობით შეტევა წარმატებით მიმდინარეობს - თეთრები გარბიან.

  ი. სტალინი”.

 

ეს ორი დეპეშა ნათელ წარმოდგენას იძლევა სტალინის, როგორც სამხედრო საქმის სტრატეგისა და ტაქტიკოსის შესაძლებლობებზე.

  ლენინი კითხულობს სტალინის შეტყობინებას, იღიმება და ხმამაღლა ამბობს: “სადაც არის სტალინი, იქ არის გამარჯვება”.

  1919 წლის შემოდგომა. გადამწყვეტი მომენტი მთელ სამოქალაქო ომში. საფრთხე დაემუქრა ორიოლს, ტულას, მოსკოვს. საქმე ისაა, რომ დენიკინის არმიები, რომლებსაც ეხმარებოდნენ “მოკავშირეები”, მოსკოვისაკენ დაიძრნენ და ელვის სისწრაფით უახლოვდებოდნენ ორიოლს. სამხრეთის მთელი ფრონტი შედრკა, შეირყა და დაიწყო ინტენსიური უწესრიგო უკანდახევა, რომელიც ისეთი ტემპით და პანიკით განვითარდა, რომ საფრთხე უმალ ტულას და მოსკოვსაც დაემუქრა.

  ფრონტზე კატასტროფას ზურგში უმძიმესი მდგომარეობაც ართულებდა. შეფერხებები საკვებით მომარაგებაში, ნედლეულის უქონლობის გამო გაჩერებული მრეწველობა, გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა.

ქვეყნის შიგნით და თვით მოსკოვში თავი წამოჰყვეს კონტრრევოლუციურმა ელემენტებმა.

  მდგომარეობა საშიშზე საშიშია. როგორ გადავარჩინოთ მოსკოვი, ქვეყანა. ცკ პანიკაშია. ვის შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, სიტუაციის განმუხტვა.

 

 ლენინი: სტალინს, სტალინს, სტალინს.

  ... და სამხრეთ ფრონტზე ცკ აგზავნის სტალინს.

  ახსოვდა რა ფრონტის საქმეებში ტროცკის მავნებლური ჩარევები, სტალინი ცკ-ს უყენებს 3 პირობას: 1. ტროცკი არ უნდა ჩაერიოს სამხრეთის ფრონტის საქმიანობაში და არ უნდა გადალახოს მისი გამყოფი ხაზი.

2. სამხრეთის ფრონტიდან დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაწვეული მთელი რიგი მუშაკებისა, რომლებსაც სტალინი თვლიდა უვარგისად ფრონტის მდგომარეობის გამოსწორებაში.

  3. სამხრეთის ფრონტზე დაუყოვნებლივ უნდა იქნას მივლინებული სტალინის მიერ შერჩეული მუშაკები.

  სამივე პირობა მიიღეს.

  უმძიმესი იყო ის ტვირთი, რომელიც სტალინმა აიკიდა. თვალუწვდენელი იყო ის სივრცე, რომელშიც უნდა ემოქმედა  ფრონტს, უთვალავი იყო იმ ჯარისკაცთა და ოფიცერთა რიცხვი, რომლებისითვისაც მას უნდა ესარდლა.

  ფრონტი, რომელსაც “სამხრეთის” ფრონტი ეწოდებოდა,  გადაჭიმული იყო ათასობით კილომეტრზე - ვოლგიდან პოლონეთ-უკრაინის საზღვრებამდე, მის შემადგენლობაში ირიცხებოდა ასიათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი. ... და მთელს ამ უკიდეგანო სივრცესა თუ ტერიტორიაზე უკიდურესად მოშლილი იყო, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ცხოვრების, შრომისა და ბრძოლის წესები და ხასიათი.

  ფრონტზე სტალინი წაესწრო ძალიან მძიმე და ბუნდოვან მდგომარეობას. საჭირო იყო სრულიად ახალი, ზუსტი საბრძოლო ოპერატიული გეგმის შემუშავება, ფრონტისთვის ნათლად არგუმენტირებული ამოცანის დასახვა. მან პირველ რიგში უარყო ძველი ოპერატიული დირექტივა, რომლითაც გათვალისწინებული იყო ფრონტის მარცხენა ფლანგით ძირითადი დარტყმის მთავარი მიმართულება - ცარიცინიდან ნოვოროსიისკენ, დონის სტეპების გავლით. მან წამოაყენა ახალი წინადადებები, რომელიც ლენინს შესთავაზა გასაცნობად და დასამტკიცებლად. თუ რამდენად საინტერესოა ეს გეგმა თავისი სტრატეგიული ჩანაფიქრით, გაბედული ტაქტიკური აზრით, თუ რამდენად ნათლად გამოხატავს იგი სტალინის მხედართმთავრულ ტალანტს, თვით მკითხველმა განსაჯოს. აი ისიც:

 

 წერილი ვ. ი. ლენინს სამხრეთის ფრონტიდან

 

  ამხ. ლენინ!

– ... მაშ რა აიძულებს მთავარსარდალს (მთავარბანაკს) ძველი გეგმა დაიცვას? ცხადია, მარტოოდენ ჯიუტობა, თუ გნებავთ, ფრაქციულობა, ყველაზე უგუნური და რესპუბლიკისათვის ყველაზე საშიში ფრაქციულობა, რომელსაც მთავარსარდლობაში ნერგავს “სტრატეგიის” მამლაყინწა გუსევი. ამ დღეებში მთავარსარდალმა დირექტივა მისცა შორინს - შეტევა მოეწყო ცარიცინის რაიონიდან ნოვოროსიისკზე

დონის სტეპებით. იმ სახით, რომლითაც ჩვენი ავიატორებისთვის იქნებ მოხერხებულიც იყოს ფრენა, მაგრამ სრულიად შეუძლებელი იქნება ჩვენი ქვეითი ჯარისა და არტილერიისთვის იქ გავლა. მტკიცებაც ზედმეტია, რომ ეს უგუნური (განზრახული) ლაშქრობა ჩვენდამი მტრულ გარემოში, აბსოლუტური უგზოობის პირობებში - სრულ მარცხს გვიქადის. ძნელი გასაგები როდია, რომ კაზაკთა სტანიცებზე ამ ლაშქრობას, როგორც ეს ამასწინანდელმა პრაქტიკამ გვიჩვენა,  შეუძლია მხოლოდ დარაზმოს კაზაკები დენიკინის გარშემო ჩვენს წინააღმდეგ, თავიანთი სტანიცების დასაცავად. შეუძლია მხოლოდ დენიკინი გამოიყვანოს დონის მხსნელად, შეუძლია მხოლოდ კაზაკთა არმია შექმნას დენიკინისათვის, ე.ი. შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს დენიკინი.

  სწორედ ამიტომ საჭიროა ახლავე, დროის დაუკარგავად, შეიცვალოს პრაქტიკით უკვე გაუქმებული ძველი გეგმა და მივიღოთ მის ნაცვლად გეგმა, რომლის მიხედვითაც ძირითადი დარტყმა მიმართული იქნება ვორონეჟის რაიონიდან როსტოვისკენ ხარკოვ-დონეცის აუზის გავლით. ჯერ ერთი, აქ ჩვენ გვეყოლება ჩვენდამი არა მტრული, არამედ პირიქით - სიმპატიით განწყობილი გარემო, რაც გაგვიადვილებს წინსვლას. მეორეც, ჩვენ ხელთ გვექნება რკინიგზის უმნიშვნელოვანესი ქსელი (დონეცისა) და ძირითადაი არტერია, რომელიც კვებავს დენიკინის არმიას, – ვორონეჟ-როსტოვის ხაზი (უამისოდ კაზაკთა ჯარს ზამთარში მომარაგება აღარ ექნება, რადგან მდინარე დონი, რომლითაც დონის არმია მომარაგებას იღებს, გაიყინება, ხოლო აღმოსავლეთ დონეცის გზა - ლისაია-ცარიცინი გადაჭრილი იქნება).

მესამეც, ამ წინწაწევით ჩვენ ვკვეთთ დენიკინის არმიას ორ ნაწილად, რომელთაგან მოხალისეთა არმიას მახნოს ვუტოვებთ გასანადგურებლად, ხოლო კაზაკთა არმიებს ზურგიდან შემოვლის საფრთხეს ვუქმნით. მეოთხეც, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა წავაჩხუბოთ კაზაკები დენიკინს, რომელიც (დენიკინი) ჩვენი წარმატებითი წინწაწევის შემთხვევაში შეეცდება დასავლეთისაკენ გადაიყვანოს კაზაკთა ნაწილები, რასაც   კაზაკთა უმრავლესობა არ დათანხმდება, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისათვის კაზაკთა წინაშე დავაყენებთ ზავის საკითხს, ზავის შესახებ მოლაპარაკების საკითხს და სხვ. მეხუთეც, ჩვენ მივიღებთ ქვანახშირს, დენიკინი კი უქვანახშიროდ დარჩება.

  ამ გეგმის მიღების დაყოვნება არ შეიძლება, რადგან პოლკების გადაყვანისა და განაწილების მთავარსარდლობის გეგმა გვიქადის სამხრეთის ფრონტზე ჩვენს მიერ მიღწეულ უკანასკნელ წარმატებათა გაქარწყლებას. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ცენტრალური კომიტეტისა და მთავრობის უკანასკნელ გადაწყვეტილებას - “ყველაფერი სამხრეთის ფრონტისათვის” - მთავარბანაკი უგულვებელყოფს, და მან ფაქტიურად გააუქმა იგი.

  მოკლედ: არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო ძველი, ცხოვრების მიერ უკვე გაუქმებული გეგმის გალვანიზება, - ეს საშიშია რესპუბლიკისათვის, ეს უთუოდ შეუმსუბუქებს მდგომარეობას დენიკინს.

იგი სხვა გეგმით უნდა შეიცვალოს. გარემოება და პირობები არა მარტო მომწიფდა ამისათვის, არამედ კატეგორიულადაც გვიკარნახებს ასეთ შეცვლას. მაშინ პოლკების განაწილებაც ახლებურად მოხდება.

  უამისოდ ჩემი მუშაობა სამხრეთის ფრონტზე უაზრო, დანაშაულებრივი, უმაქნისი ხდება.

  თქვენი სტალინი”.

  (სერპუხოვი. 1919 წ. 15 ოქტომბერი. თხზ. ტ. 4 გვ. 301)

 

 სტალინის გეგმა, დაუყოვნებლივ, (როგორც ამას თვითონ მოითხოვდა), მიიღო ცენტრალურმა კომიტეტმა. ლენინმა თავისი ხელით დაწერა განკარგულება საველე შტაბისადმი, დრომოჭმული გეგმის შეცვლაზე სტალინისეული ახალი გეგმით, რომელიც მთავარი დარტყმის მიმართულებად აღიარებდა: ცარიცინი-ხარკოვი-დონბასი-როსტოვი. შედეგი ცნობილია: გარდატეხა სამოქალაქო ომში მიღწეულ იქნა.

დენიკინის არმიები განადგურდა. მისი ნარჩენები შავ ზღვას შეუერთდა. უკრაინა და ჩრდილოეთ კავკასია განთავისუფლდა თეთრგვარდიელებისაგან. ეს გახლდათ სტალინის სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება, რომელმაც ამჯერადაც იხსნა რუსეთის რევოლუცია სასიკვდილო საფრთხისაგან.

  როცა სამხრეთის ფრონტზეა საუბარი, არ შეიძლება გვერდის ავლა ერთი ისტორიული მოენტისათვის. საქმე ეხება ცხენოსანი არმიის შექმნას. ეს იყო პირველი შემთხვევა ომების ისტორიაში, როცა ცხენოსანი დივიზიები უნდა გაერთიანებულიყვნენ ისეთ მსხვილ შენაერთში, როგორიც ცხენოსანთა არმია იყო. სტალინმა პირველმა აღმოაჩინა სამოქალაქო ომის პირობებში ასეთი შენაერთების არსებობის აუცილებლობა. მან პირველმა დაინახა ასეთი შენაერთების მნიშვნელობა გრანდიოზული გამანადგურებელი მანევრის ჩატარებისას. მაგრამ მანამდე არავის არ ჰქონდა ამის გამოცდილება,

ცხენოსანთა არმიებზე არაფერი ყოფილა დაწერილი. ამიტომაც, ასეთი სიახლე იწვევდა არა მარტო გაუგებრობას, არამედ დიდ წინააღმდეგობასაც სამხედრო “სპეციალისტების” მხრიდან. მაგრამ სტალინისათვის არ არსებობდა ისეთი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც მას არ შეეძლო, როცა დარწმუნებული იყო თავისი ჩანაფიქრის სისწორესა და სარგებლიანობაში. აი მისი მიმართვაც რევოლუციური სამხედრო საბჭოსადმი: “სამხრეთის ფრონტის რევოლუციურმა სამხედრო საბჭომ თავის 11 ნოემბრის სხდომაზე, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, დაადგინა შეიქმნას ცხენოსანთა არმია, რომლის შემადგენლობაში შევიდეს პირველი და მეორე ცხენოსანთა კორპუსები და ერთი მსროლელთა ბრიგადა (შემდგომში დაემატოს კიდევ ერთი ბრიგადა).  ცხენოსანთა რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს არმიის სარდალი ამხ. ბუდიონი, წევრებად ამხ.ამხ. ვოროშილოვი და შჩადენკო.

  აღნიშნული გთხოვთ დაამტკიცოთ.”

  ასე შეიქმნა სტალინის ინიციატივით, ცენტრის ნების წინააღმდეგ, სამოქალაქო ომის ისტორიაში პირველი ცხენოსანთა არმია. მისი შედეგები მალე ყველასათვის ცნობილი გახდა.

  სამხრეთის ფრონტზე სტალინის მიერ დენიკინის სასტიკმა დამარცხებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი. სამხედრო წრეებში, ლენინის უახლოეს გარემოცვაში სტალინი მოიხსეინიებოდა, როგორც “სამოქალაქო ომის პირველი სარდალი”.

  დენიკინთან დაკავშირებით, ალბათ, უადგილო არ იქნება ერთ-ერთი ეპიზოდის გახსენება მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან.

  ჰიტლერი თავისთან იწვევს გენერალ დენიკინს (ის ამ დროს ლექციებს კითხულობდა ბერლინის ერთ-ერთ სამხედრო აკადემიაში),  რომელსაც, ზონდირების მიზნით, ესაუბრება რუსეთზე, სტალინზე, შესაძლო სამხედრო კონფლიქტზე საბჭოთა კავშირთან. - არ გირჩევთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს, სანამ მას სათავეში სტალინი უდგას, - იყო დენიკინის პასუხი. პირადად მქონდა ბედნიერება, თუ უბედურება, ჩემი ჯარით ვმდგარიყიავი სტალინის პირისპირ, იგი დაუმარცხებელი სარდალია. აქვე შეგახსენებთ ლენინის საყვარელ გამოთქმას, რომელსაც იგი სამოქალაქო ომის წლებში პერმანენტულად იმეორებდა: სადაც არის სტალინი, იქ არის გამარჯვება. – მაგრამ ჰიტლერმა არ შეისმინა დენიკინის ეს ბრძნული შეგონება. მართლაც და რაში გამოიხატებოდა სტალინის სამხედრო გენიის საიდუმლო?!

  საქმე ისაა, რომ სტალინს ამ დროისათვის უკვე ძირფესვიანად ჰქონდა შესწავლილი და დამუშავებული სამხედრო საქმის თეორიისა და პრაქტიკის კორიფეების მაკიაველის, ენგელსის, კლაუზევიცის, მაკედონელის, ცეზარის, ნაპოლეონის და სხვათა მემკვიდრეობა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტალინი ნიჭიერების ხარისხითა და გონებრივი არსენალით არცერთ მათგანს იოტისოდენადაც არ ჩამოუვარდებოდა.

  კიდევ ერთი საიდუმლო გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე სტალინი ძირფესვიანად სწავლობდა ომის (ფრონტის) ბიოგრაფიას, გეოგრაფიას, გეოლოგიას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას. ამის შემდეგ ამუშავებდა ხოლმე იგი ფრონტის მოქმედების გეგმას. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთის ფრონტის მის მიერ დაწუნებული ძველი გეგმა, ერთის მხრივ, და მის მიერ

შემუშავებული ახალი გეგმა, მეორეს მხრივ. ამ გეგმების დეტალური ანალიზი უდავოდ წარმოადგენს სტალინს, როგორც იმ ეპოქის სამხედრო საქმის უდიდეს თეორეტიკოსსა და პრაქტიკოსს.

  სამხრეთის ომის შემდეგ ცკ და ლენინი ექსტრემალურ სიტუაციაში სხვადასხვა დროს სტალინს გზავნიან ჩრდილოეთ  კავკასიის, ყირიმის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებზე, სადაც სტალინმა თავისივე გამარჯვებათა აქტივი გაამდიდრა პოლონელთა მთელი ფრონტის სასტიკი დამარცხებით, უკრაინაში, მისივე მესამე არმიის სრული განადგურებით კიევთან, პირველი ცხენოსანთა არმიის ელვისებური, ეფექტური დარტყმებით ბერდიჩევსა და ჟიტომირზე.

  სამოქალაქო ომში ნათლად გამოიკვეთა სტალინის, სამხედრო ხელმძღვანელისათვის, აუცილებელი კიდევ ერთი თვისება, – მისი დამოკიდებულება კადრების შერჩევასა და განაწილებასთან, მათდამი მხარდაჭერა ყველაზე მძიმე სიტუაციებში. სასტიკად უსწორდებოდა რა ორგულებს და საქმეში დილეტანტებს, იგი ყურადღებას და ზრუნვას არ აკლებდა საქმის ერთგულ, თავდადებულ პროფესიონალებს. იყო მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მტკიცე გუშაგი. გავიხსენოთ მრავალთაგან რამდენიმე. 1920წლის დასაწყისში, შეიტყო რა კავდივიზიის უფროსის, შემდგომში სამოქალაქო ომის ერთ-ერთი გმირის,

პარხომენკოს დაპატიმრების შესახებ, რომელსაც რევოლუციურმა სამხედრო საბჭოს სამხედრო ტრიბუნალმა დახვრეტა მიუსაჯა, სტალინი უმალ ჩაერთო საქმეში, ამხილა გამოძიების არაობიექტურობა და გასცა ბრძანება მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ. ხოლო, როცა გაიგო ლეგენდარული არტიომის დაღუპვის ამბავი, მისი ობლად დარჩენილი პატარა ბიჭი მესამე ვაჟიშვილად აიყვანა, გაზარდა,

დაავაჟკაცა და სამხედრო აკადემია დაამთავრებინა. დიდ სამამულო ომში იგი არტილერიის გენერლის ჩინით იბრძოდა გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ.

  სტალინმა არაერთხელ იხსნა ვოროშილოვი, ბუდიონი და სხვა მრავალი სხვადასხვა რანგის სარდალი ტროცკისა და ტუხაჩევსკის პროვოკაციული ინტრიგებისაგან.

  რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი ფაქტების მოკლე მიმოხილვა ნაწილობრივაც ვერ ასახავს სტალინის საქმიანობას და დამსახურებას სამოქალაქო ომში, თუმცა, აქაც კი ნათლად სჩანს ის კოლოსალური წვლილი, რომელიც თავისი დაუღალავი და თავდადებული შრომით შეიტანა უთვალავი მტრის განადგურების საქმეში, როგორც რევოლუციის ბელადმა და გენიალურმა მხედართმთავარმა.

 

 

 

  V. ულენინოდ

 

  1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა ლენინი - დიდი ლენინი, რომელმაც სტალინთან ერთად, მთელი თიავისი სიცოცხლე რუსეთში სოციალისტური რევოლუციის მომზადებას და მის გამარჯვებას მოახმარა. ამრიგად, 1924 წელი პირველი აღმოჩნდა, როდესაც საბჭოთა ხალხს ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობა ულენინოდ უხდებოდა. სოციალიზმის მტრები ზეიმობდნენ, ისინი სოციალიზმს უახლოეს წლებში სრულ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ცდებოდნენ. ცდებოდნენ იმდენად, რამდენადაც ვერ გაითვალისწინეს ის ისტორიული ფაქტი, რომ ლენინის შემდეგ სახელმწიფოსა და პარტიას სათავეში ჩაუდგა მათ მიერვე კავკასიის ლენინად მონათლული – სტალინი, რომელიც იმ დროისათვის უკვე იყო შემოსილი სამოქალაქო ომის გმირის და ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწის შარავანდედით. სტალინმა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ლენინის სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო შეამჭიდროვა პარტია ცენტრალური კომიტეტის გარშემო და დარაზმა იგი საბჭოთა კავშირში სოციალიზმის აშენებისათვის საბრძოლველად.

  1924 წლის 26 იანვარს მოსკოვში გაიხსნა საბჭოების სრულიად საკავშირო მეორე ყრილობა. ყრილობის პირველ სხდომაზე, რომელიც მიძღვნილი იყო ლენინის ხსოვნისადმი, სტალინი გამოვიდა სიტყვით: მან ბოლშევიკური პარტიის სახელით დასდო ფიცი, რომ პარტია დაიცავდა და შეასრულებდა ლენინის ანდერძს.

 

აი, ამ სიტყვის ძირითადი ნაწილიც:

  “ამხანაგებო! ჩვენ, კომუნისტები, განსაკუთრებული წყობის ადამიანები ვართ. ჩვენ გამოკვეთილი ვართ განსაკუთრებული მასალისაგან. ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც შევადგენთ უდიდესი

პროლეტარული სტრატეგიის არმიას, ამხანაგ ლენინის არმიას. არა არის რა იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ღირსება – ეკუთვნოდე ამ არმიას. არა არის რა იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე პარტიის წევრის სახელწოდება, იმ პარტიისა, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელია ამხანაგი ლენინი. ყველას როდი შეუძლია აიტანოს ის განსაცდელნი და ქარიშხალნი, რაც დაკავშირებულია ასეთი პარტიის წევრობასთან. მუშათა კლასის შვილები, გაჭირვებისა და ბრძოლის შვილები, უზომო შევიწროებისა და გმირული თავდადების შვილები – აი ვინ უნდა იყვნენ, უწინარეს ყოვლისა, ასეთი პარტიის წევრები. აი რატომ არის, რომ ლენინელების პარტიას, კომუნისტების პარტიას, ამავე დროს მუშათა კლასის პარტია ეწოდება.

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა ჩვენ მაღლა გვეჭიროს და წმინდად დავიცვათ პარტიის წევრის დიადი სახელი. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ ჩვენ ღირსეულად შევასრულებთ ამ შენს ანდერძს!

  ... სასტიკ ბრძოლებში გამოჭედა ჩვენმა პარტიამ თავისი რიგების ერთიანობა და დარაზმულობა. ერთიანობით და დარაზმულობით მიაღწია მუშათა კლასის მტრებზე გამარჯვებაას.

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა ჩვენ დავიცვათ ჩვენი პარტიის ერთიანობა, როგორც თვალის ჩინი. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ ღირსეულად შევასრულებთ ამ შენს ანდერძსაც!

  მძიმე და აუტანელია მუშათა კლასის ხვედრი. მწვავე და მძიმეა მშრომელთა ტანჯვა-წამება. მონები და მონათმფლობელნი, ყმები და ბატონები, გლეხები და მემამულენი, მუშები და კაპიტალისტები, ჩაგრულნი და მჩაგვრელნი. ასე შენდებოდა ქვეყანა უხსოვარი დროიდან, ასეთად რჩება ის ახლაც ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შესძლეს მშრომელთა ჩაგრულმა და დაბეჩავებულმა მასებმა მემამულეებისა და კაპიტალისტების ბატონობის დამხობა და მის მაგიერ მუშებისა და გლეხების ბატონობის დამყარება.

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა ჩვენ დავიცვათ და განვამტკიცოთ პროლეტარიატის დიქტატურა. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ არ დავზოგავთ ჩვენს ძალებს იმისიათვის, რათა ღირსეულად შევასრულოთ ეს შენი ანდერძიც!

  პროლეტარიატის დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა მუშებისა და გლეხების კავშირის საფუძველზე. ეს პირველი და ძირითადი საფუძველია საბჭოების რესპუბლიკისა. მუშები და გლეხები ვერ დაამარცხებდნენ კაპიტალისტებს და მემამულეებს ასეთი კავშირის უქონლად...

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა  ჩვენ მთელი ძალ-ღონით განვამტკიცოთ მუშებისა და გლეხების კავშირი. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ ჩვენ ღირსეულად შევასრულებთ ამ შენს ანდერძსაც!  საბჭოების რესპუბლიკის მეორე საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნებათა მშრომელების კავშირი. რუსები და უკრაინელები, ბაშკირები და ბელორუსები, ქართველები და აზერბაიჯანელები, სომხები და დაღისტნელები, თათრები და ყირგიზები, უზბეკები და თურქმენები, - ყველა ისინი ერთნაირად არიან დაინტერესებულნი პროლეტარიატის დიქტატურის განმტკიცებით.

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა ჩვენ განვამტკიცოთ და გავაფართოვოთ რესპუბლიკების კავშირი. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ ჩვენ ღირსეულად შევასრულება ამ შენს ანდერძსაც!

  პროლეტარიატის დიქტატურის მესამე  საფუძველს წარმოადგენს ჩთვენი წითელი არმია, ჩვენი წითელი ფლოტი. ლენინს არაერთხელ უთქვამს ჩვენთვის, რომ შესვენება, რომელიც ჩვენ ბრძოლით გამოვგლიჯეთ

კაპიტალისტურ სახელმწიფოებს,  შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს. ლენინს არაერთხელ მიუთითებია ჩვენთვის, რომ წითელი არმიის განმტკიცება და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  მაშ ფიცი დავდოთ, ამხანაგებო, რომ არ დავზოგავთ ძალღონეს იმისათვის, რათა განვამტკიცოთ ჩვენი წითელი არმია, ჩვენი წითელი ფლოტი!

  ლენინი არასოდეს არ უყურებდა საბჭოების რესპუბლიკას, როგორც თვითმიზანს, საბჭოების რესპუბლიკა მას ყოვეალთვის მიაჩნდა აუცილებელ რგოლად რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებისათვის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, მიაჩნდა აუცილებელ რგოლად კაპიტალიზმზე მთელი მსოფლიოს მშრომელთა გამარჯვების გაადვილებისათვის. ლენინმა იცოდა, რომ მხოლოდ ასეთი გაგებაა სწორი არა მარტო საერთაშორისო თვალსაზრისით, არამედ თვით საბჭოების რესპუბლიკის შენარჩუნების თვალსაზრისითაც.

  აი რატომ იყო, რომ მან, პროლეტარიატის გენიალურმა ბელადმა, პროლეტარული დიქტატურის მეორე დღესვე ჩაუყარა საძირკველი მუშათა ინტერნაციონალს. აი რატომ იღვწოდა ის დაუღალავად მთელი  მსოფლიოს მშრომელთა კავშირის – კომუნისტური ინტერნაციონალის გაფართოებისა და განმტკიცებისათვის.

  ამ დღეების განმავლობაში, თქვენ ხედავდით ამხანაგ ლენინის კუბოსკენ მიმავალ ათეულ და ასეულ ათას მშრომელებს. რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენ იხილავთ, რომ ამხანაგ ლენინის საფლავის სანახავად მოდიოდნენ მილიონობით მშრომელთა წარმომადგენლები. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მილიონთა წარმომადგენლებს თან მოჰყვებიან შემდეგ ათეული და ასეული მილიონების წარმომადგენლები ქვეყნიერების ყველა კუთხიდან იმისათვის, რათა დაამოწმონ, რომ ლენინი იყო ბელადი არა მარტო რუსეთის პროლეტარიატისა, არა მარტო ევროპის მუშებისა, არა მარტო კოლონიური აღმოსავლეთისა, არამედ დედამიწის მთელი მშრომელი სამყაროსიც.

  მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა ჩვენ კომუნისტური ინტერნაციონალის პრინციპებისადმი ერთგულება. გეფიცებით შენ, ამხანაგო ლენინ, რომ არ დავზოგავთ ჩვენს სიცოცხლეს იმისათვის, რათა განვამტკიცოთ და გავაფართოოთ მთელი მსოფლიოს მშრომელთა კავშირი – კომუნისტური ინტერნაციონალი!”

  როგორც ვხედავთ, სტალინმა თავის “ფიცში” მოკლედ ჩამოაყალიბა საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობის პრინციპები და მიმართულება. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მან თავისი “ფიცით” წერტილი დაუსვა ტროცკის პიროვნების ვითომდა “მეორე კაცობას” რესპუბლიკაში. დღესაც კი, სტალინის ვაიბიოგრაფები “ამტკიცებენ”, თითქოს ლენინის სიცოცხლეში სახელმწიფოში “მეორე კაცი” ტროცკი იყო. ეს, რა თქმა უნდა, მიუტევებელი სიყალბეა, რაზეც ნათლად მიუთითებს ობიექტურად დაწერილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) ისტორიები. უფრო მეტიც, თუ ძირფესვიანად შევისწავლით ისტორიის ობიექტურ ფაქტოლოგიურ მასალებს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ სტალინი ოქტომბრის რევოლუციის მომზადებისა და მისი განხორციელების საქმეში პირველი თუ არ იყო, პირველ-მეორე ადგილებს უდაოდ იყოფდა ლენინთან ერთად. ამის ნათელი დადასტურებაა ლენინის შვებულებაში ყოფნის დროს 1917 წლის დეკემბერში სტალინის დანიშვნა სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ. ამ ყველაფერთან ერთად, როგორ შეიძლებოდა ტროცკი ყოფილიყო ლენინის მოადგილე, როცა იგი ჯერ კიდევ 1917 წლამდე მენშევიკი იყო, ხოლო მანამდეც და მას შემდეგაც პირწავარდნილი ანტილენინელი.

1925 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა საკავშირო კ.პ.(ბ) მეთოთხმეტე ყრილობა. ყრილობაზე სტალინი გამოდის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ანგარიშით. ყრილობამ მთლიანად მოიწონა ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური და ორგანიზაციული ხაზი, დასახა სოციალიზმის გამარჯვებისათვის შემდგომი ბრძოლის გზა, დაამტკიცა პარტიის გენერალური გეზი ქვეყნის სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისაკენ, უარყო ოპოზიციონერთა კაპიტულანტური გეგმები და ცენტრალურ კომიტეტს დაავალა გადამწყვეტი ბრძოლა ეწარმოებინა პარტიის ერთიანობისათვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი ცდის წინააღმდეგ. პარტიის აღნიშნული, მეთოთხმეტე ყრილობა ისტორიაში შევიდა, როგორც ინდუსტრიალიზაციის ყრილობა.

  შეეხო რა საერთაშორისო მდგომარეობას, თავის გამოსვლებში სტალინმა ხაზი გაუსვა სტაბილიზაციას კაპიტალისტურ ქვეყნებში. კერძოდ, მან თქვა: “კაპიტალიზმი წარმოებასა, ვაჭრობასა და ფინანსების დარგში არსებული იმ ქაოსიდან, რომელიც ომის შემდეგ დადგა და რომელშიც კაპიტალიზმი აღმოჩნდა, ამ ქაოსიდან გამოდის, ან უკვე გამოვიდა... საერთო სურათი ისეთია, რომ ევროპის ომისშემდგომი სამეურნეო კრიზისი მთავრდება. წარმოება და ვაჭრობა ომამდელ ნორმას უახლოვდებიან. ევროპის ერთ-ერთმა ქვეყანამ საფრანგეთმა, ვაჭრობისა და წარმოების დარგში უკვე გადააბიჯა ომამდელ ნორმას... ქვანახშირის ამოღებამ იქ ომამდელი ნორმის 107 პროცენტს მიაღწია, ხოლო ფოლადის წარმოებამ - 102 პროცენტს გადააჭარბა”.

  მოხსენების მეორე ნაწილში, სტალინმა ფართოდ გააშუქა საბჭოთა კავშირის საშინაო მდგომარეობა, ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყანაში სახალხო მეურნეობის განვითარების სპეციფიკას, რაც გამოწვეული იყო კაპიტალისტური გარემოცვის პირობებით. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, საბჭოთა ხალხის გმირულმა შრომამ თავისი დადებითი შედეგები გამოიღო, გამანადგურებელი ომების შემდეგ წარმატებით მიმდინარეობდა სახალხო მეურნეობის აღდგენა. არ განხორციელდა მსოფლიო ბურჟუაზიის იმედი, რომ საბჭოთა წყობილება ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კაპიტალისტურ წყობილებად გადაგვარდებოდა. ხელმძღვანელი კაპიტალისტური წრეებისათვის ცხადი ხდებოდა, რომ სსრ კავშირის “არცნობის” პოლიტიკა ვერ დააბრკოლებდა მის განვითარებას. უფრო მეტიც, ეს პოლიტიკა ზიანს აყენებდა თვით კაპიტალისტურ ქვეყნებს, აფერხებდა საბჭოთა კავშირთან მათთვის საკმაოდ ხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. გამომდინარე აქედან, 1924 წელს ინგლისმა, იტალიამ, ავსტრიამ, ნორვეგიამ, საბერძნეთმა, შვეციამ, დანიამ, მექსიკამ და საფრანგეთმა საბჭოთა მთავრობა სცნეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. მოგვიანებით, 1925 წლის დასაწყისში, დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა ჩინეთთან და იაპონიასთან. დიდი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ადგა ჯიუტად სსრ კავშირის არცნობის პოლიტიკას.

  სახალხო მეურნეობის აღდგენის პარალელურად, ყრილობაზე დღის წესრიგში დადგა მისი სოციალისტური რეკონსტრუქციის ამოცანა. სტალინმა იგი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “გადავდივარ პარტიის ამოცანებზე საშინაო პოლიტიკის დარგში.

  მთლიანად სახალხო მეურნეობის განვითარების დარგში ჩვენ უნდა ვეწეოდეთ მუშაობას:

  ა) სახალხო მეურნეობის პროდუქციის შემდგომი გადიდების ხაზით;

  ბ) ჩვენი ქვეყნის აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ ქვეყნად გადაქცევის ხაზით;

  გ) სახალხო მეურნეობაში კაპიტალისტურ ელემენტებზე სოციალისტური ელემენტების გადამწყვეტი უპირატესობის უზრუნველყოფის ხაზით;

  დ) კაპიტალისტური გარემოცვის ვითარებაში საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობისათვის სათანადო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ხაზით;

  ე) სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო სისტემაში არასაგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წონის გადიდების ხაზით”.

  სახალხო მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნის სტალინურმა გეგმამ დიდი აჟიოტაჟი და პროტესტი გამოიწვია ტროცკისტების მხრიდან. ისინი უარყოფდნენ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების შესაძლებლობას კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში. მათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის გეგმას დაუპირისპირეს ეგრეთწოდებული “დაუესის” გეგმა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი უნდა დარჩენილიყო აგრარულ, ნედლეულის მწარმოებელ ქვეყნად. მას უნდა გაჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და შემოჰქონდეს მოწყობილობა. სტალინმა ყრილობის ტრიბუნიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ტროცკისტების დოგმები, ამხილა მათი ანტისოციალისტური, მავნებლური ხასიათი.

  “ჩვენი ქვეყანა მოწყობილობის შემომტანი ქვეყნიდან ამ მოწყობილობის მწარმოებელ ქვეყნად უნდა ვაქციოთ. ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის სამეურნეო დამოუკიდებლობის ძირითადი გარანტია. ვინაიდან ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადაქცეული არ იქნება კაპიტალისტური ქვეყნების დანამატად. სოკოლნიკოვს არ სურს შეიგნოს ეს უბრალო და ნათელი რამ. მათ, “დაუესის” გეგმის ავტორებს, უნდათ, რომ ჩვენ დავჯერდეთ, ვთქვათ, ჩითის წარმოებას, მაგრამ ჩვენთვის ეს არ კმარა, რადგანაც ჩვენ გვინდა ვამზადებდეთ არა მარტო ჩითს, არამედ ჩითის წარმოებისათვის საჭირო მანქანებსაც. მათ უნდათ, რომ ჩვენ დავჯერდეთ, ვთქვათ, ავტომობილების წარმოებას, მაგრამ ჩვენთვის ეს არ კმარა, რადგან ჩვენ გვინდა ვამზადებდეთ არა მარტო ავტომობილებს, არამედ ავტომობილების დამამზადებელ მანქანებსაც. მათ უნდათ, რომ ჩვენ დავჯერდეთ, ვთქვათ, ფეხსაცმლის წარმოებას, მაგრამ ჩვენთვის ეს არ კმარა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვამზადებდეთ არა მარტო ფეხსაცმელს, არამედ ფეხსაცმლის დამამზადებელ მანქანებსაც და სხვა და ა. შ.

  აი რაში მდგომარეობს განსხვავება ორი გენერალური ხაზისა და აი რის შეგნება არ უნდა სოკოლნიკოვს.

  ჩვენს ხაზზე უარის თქმა ნიშნავს სოციალისტური მშეკნებლობის ამოცანებზე ხელის აღებას, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაუესიზაციის თვალსაზრისზე დადგომას”.

  ამავე ყრილობაზე სტალინი მწვავე კრიტიკით გამოდის იგივე სოკოლნიკოვის, აგრეთვე კამენევის, ზინოვიევის, ბუხარინის! კრუპსკაიას და სხვების მიმართ. იგი არ ეთანხმება მათ თეორიებს ღარიბ გლეხობასთან დამოკიდებულების, სახელმწიფო კაპიტალიზმის, ახალი ეკონომიური პოლიტიკის და სხვა საკითხებში, ამხელს და ასაბუთებს მათს ანტისოციალისტურ არსს.

  სტალინი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, მოჰყავს კონკრეტული ციფრები მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით და ასკვნის: “ჩვენს ქვეყანაში სახალხო მეურნეობის განვითარების შედეგად მოჰყვა, უწინარეს ყოვლისა, მუშათა კლასის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება: იზრდება ხელფასი, იზრდება შრომის ნაყოფიერება ... გლეხობის ხაზით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადიდება, ბუნებრივია, არ შეიძლებოდა არ დამჩნეოდა გლეხური მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გლეხი ახლა უკეთესად იკვებება და ის თავის წარმოებაში, თავისი პირადი მოხმარებისათვის გაცილებით მეტ წილს იტოვებს. ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

  ... მუშათა კლასისა და გლეხობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ის ძირითადი წინაპირობებია, ურომლისოდაც შეუძლებელია წინსვლა ჩვენი მშენებლობის დარგში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წინაპირობები უკვე გვაქვს”.

  ყრილობის შემდეგ, 1926 წელს გამოდის სტალინის ნაშრომი “ლენინიზმის საკითხებისათვის”. ამ ნაშრომში მან იდეურად გაანადგურა ტროცკი - ზინოვიევის კაპიტულანტური “თეორიები” და დაასაბუთა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის აუცილებლობა. აქვე განვითარებულია მოძღვრება ცალკეულ ქვეყნებში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობების შესახებ, დასაბუთებულია სსრ კავშირში კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში სოციალისტური საზოგადოების აშენების შესაძლებლობა, აუცილებლობა და საერთაშორისო მნიშვნელობა; განსაზღვრულია პარტიის მიერ ჩვენი ქვეყნის სოციალისტურ ინდუსტრიაზე აღებული გენერალური გეზის გატარების კონკრეტული გზები და მეთოდები.

  “რა არის ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობა? -  კითხვას სვამს სტალინი და თვითონვე პასუხობს:

  - ეს არის ჩვენი ქვეყნის შინაგანი ძალებით პროლეტარიატსა და გლეხობას შორის არსებულ წინააღმდეგობათა გადაჭრის შესაძლებლობა, პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების აღებისა და ჩვენს ქვეყანაში სრული სოციალისტური საზოგადოების აშენებისათვის ამ ძალაუფლების გამოყენების შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების პროლეტარიატის თანაგრძნობით და მხარდაჭერით, მაგრამ სხვა ქვეყნებში პროლეტარული რევოლუციის წინასწარ გაუმარჯვებლად.

  ასეთი შესაძლებლობის გარეშე სოციალიზმის მშენებლობა არის მშენებლობა უპერსპექტივოდ, მშენებლობა სოციალიზმის აშენების რწმენის უქონლად. არ შეიძლება სოციალიზმის შენება, თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ მისი აშენება შესაძლებელია, თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ ჩვენი ქვეყნის ტექნიკური ჩამორჩენილობა არ წარმოადგენს დაუძლეველ დაბრკოლებას სრული სოციალისტური საზოგადოების აშენებისათვის.

  ... საკავშირო კ.პ.(ბ) მეთოთხმეტე ყრილობის ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ შესძლო ძირფესვიანად გამოეაშკარავებინა “ახალი ოპოზიციის” შეცდომები, უკუაგდო ურწმუნობა და წუწუნი, ნათლად და მკაფიოდ დასახა სოციალიზმისათვის შემდგომი ბრძოლის გზა, მისცა პარტიას გამარჯვების პერსპექტივა და ამით პროლეტარიატი შეაიარაღა სოციალისტური მშენებლობის გამარჯვების შეურყეველი რწმენით”.

  როგორც ცნობილია, ტროცკი ოქტომბრის რევოლუციამდე და მის შემდეგაც აშკარად და ფარულად, სისტემატურად გამოდიოდა ლენინიზმის წინააღმდეგ. საკმარისი იყო დაბეჭდილიყო ლენინის  სტატია თუ ნაშრომი ამა თუ იმ საკითხზე, უმალვე ქვეყნდებოდა ტროცკის სტატია თუ ნაშრომი იმავე საკითხზე, საწინააღმდეგო დებულებებით. ამის ნათელი მაგალითია ტროცკის პოლემიკა ლენინთან საკითხზე ერთ ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ.

  თავის სტატიაში, რომელიც 1915 წელს გამოვიდა, ლენინი წერს: “ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების უთანაბრობა კაპიტალიზმის უცილობელი კანონია. აქედან გამომდინარეობს, რომ სოციალიზმის გამარჯვება თავდაპირველად შესაძლებელია რამდენიმე ან თუნდაც ერთ, ცალკე აღებულ, კაპიტალისტურ ქვეყანაში. ამ ქვეყნის გამარჯვებული პროლეტარიატი, კაპიტალისტების ექსპროპრიაციისა და თავის ქვეყანაში სოციალისტური წარმოების მოწყობის შემდეგ, დაუპირისპირდებოდა დანარჩენ კაპიტალისტურ სამყაროს, მიიმხრობდა სხვა ქვეყნების ჩაგრულ კლასებს, ააჯანყებდა მათ კაპიტალისტების წინააღმდეგ და აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ძალითაც კი გამოვიდოდა ექსპლუატატორული კლასებისა და მათი სახელმწიფოების წინააღმდეგ”.

  იმავე 1915 წელს ტროცკი ლენინის სტატიის პასუხად წერს: “არ ვუცდით რა სხვებს, ჩვენ ვიწყებთ და განვაგრძობთ ბრძოლას ნაციონალურ ნიადაგზე სრული რწმენით, რომ ჩვენი ინიციატივა ბიძგს მისცემს ბრძოლას სხვა ქვეყნებში, ხოლო თუ ეს არ მოხდა, მაშინ უიმედოა იმის ფიქრი - ამას ადასტურებს, როგორც ისტორიის გამოცდილება, ისე თეორიული მოსაზრებებიც, - რომ, მაგალითად, რევოლუციური რუსეთი გაუმკლავდება კონსერვატიულ ევროპას, ან სოციალისტური გერმანია შესძლებს განმარტოებულ არსებობას კაპიტალისტურ სამყაროში”.

  როგორც ვხედავთ, ეს სულ სხვაგვარი თვალსაზრისია, ლენინური ხედვის წინააღმდეგ მიმართული სულ სხვა დებულებაა.

  ლენინის სიკვდილის შემდეგ ტროცკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ლენინიზმის წინააღმდეგ და შეეცადა ლენინიზმი შეეცვალა ტროცკიზმით. პარტიის ცენტრალური კომიტეტი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა ტროცკის თავხედურ გამოხდომებზე ლენინიზმისა და პარტიის გენერალური ხაზის წინააღმდეგ; მან თავის პლენუმზე, 1925 წლის იანვარში, განიხილა აღნიშნული საკითხი. პლენუმმა სასტიკად გააფრთხილა ტროცკი ხელი აეღო  ბოლშევიზმის წინააღმდეგ გამოსვლებზე, საქმით, და არა სიტყვით, დამორჩილებოდა პარტიულ დისციპლინას და უსიტყვოდ აეღო ხელი ლენინიზმის იდეების წინააღმდეგ ყოველგვარ ბრძოლაზე.

  პლენუმის გადაწყვეტილებით ტროცკი მოიხსნა თავდაცვის სახალხო კომისრის თანამდებობიდან. პლენუმმა სტალინის წინადადებით თავდაცვის სახალხო კომისრის პოსტზე დაამტკიცა მტკიცე რევოლუციონერი და ერთგული ლენინელი მ.ვ. ფრუნზე. მაგრამ პარტია თვლიდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, საჭირო იყო ტროცკისა და ტროცკიზმის სრული იდეური განადგურება. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა სტალინმა თავისი შესანიშნავი ნაშრომი “ლენინიზმი თუ ტროცკიზმი”, სადაც მან პროლეტარული რევოლუციის ლენინურ თეორიაზე დაყრდნობით არსებითად ამხილა ტროცკის ანტიმარქსისტული “პერმანენტული რევოლუციის” თეორია, მისი მონაჭორი და ცილისწამება, ლენინიზმის ტროცკიზმით შეცვლის ცდები. სტალინი ირონიით მოიხსენიებს ტროცკის, როგორც “თეორეტიკოსს”, რისთვისაც შესანიშნავად იშველიებს ლენინის გამონათქვამს: “ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს. ტროცკის ფრაზებში ბევრი ბრწყინვა და ხმაურია, მაგრამ შინაარსი იქ არ არის”.

  1926 წლის 1 ივნისს სტალინი თბილისში ჩადის. იგი ათვალიერებს ქალაქს, დიდხანს დაიარება მის ქუჩებში, ხვდება და ხანგრძლივად ესაუბრება ქალაქის მცხოვრებლებს. ინტერესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებით, გუნება-განწყობილებით. მეორე დღესვე იგი ჩადის ზაჰესში, ათვალიერებს სადგურს, დიდხანს საუბრობს პერსონალთან, განუმარტავს მათ ამ “გოელროს” პირმშოს უდიდეს მნიშვნელობას რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში, მშრომელების ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაში, აკეთებს ჩანაწერს საპატიო სტუმართა წიგნში: “გაუმარჯოთ ჩვენს აღმშენებლებს - მუშებს და ტექნიკოსებს - ინჟინრებს!” მეორე დღეს სტალინი ესწრება თბილისის სახელმწიფო ოპერის სპექტაკლს. იგი ესაუბრება კომპოზიტორ მ. ბალანჩივაძეს მისი ოპერის “თამარ ცბიერის” შესახებ, და ზოგადად განიხილავს ქართული საოპერო მუსიკის მიღწევებსა და პრობლემებს, აღნიშნავს რუსი კომპოზიტორების, კერძოდ ჩაიკოვსკის, ნაწარმოებთა გავლენას ქართველ კომპოზიტორებზე.

  სტალინი შეხვდა და ესაუბრა ქართული მწერლობის წარმომადგენლებს. იგი დაინტერესდა მათი დამოკიდებულებით ილიასადმი. ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, აღნიშნა რა ეგნატე ნინოშვილის უპირატესობა იმ მოტივით, რომ იგი გლეხების წრიდან იყო გამოსული, ხაზი გაუსვა ილიას თავადურ წარმომავლობას, აქედან გამომდინარე კი იმას, რომ ილია იყო თავადაზნაურთა ინტერესების გამომხატველი და დამცველი. ილიას პიროვნებისადმი ასეთმა მიდგომამ სტალინი სერიოზულად ჩააფიქრა. მან ამოიღო ჩიბუხი, გატენა თუთუნით და მცირე დუმილის შემდეგსაუბარი შემდეგნაირად გააგრძელა: “ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს ხალხის წინაშე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.ის არა მარტო დიდი მწერალი იყო, არამედ დიდი საზოგადო მოღვაწეც, და გარკვეული აზრით რევოლუციონერიც. ნუ უჯერებთ გელეიშვილის ნაჯღაბნებს. ილია გაბედულად ებრძოდა ბატონყმობისა და მეფის ბორკილებსაც. რა ვუყოთ, რომ იგი არ იყო სოციალ-დემოკრატი! განა რუსეთის მოწინავე ინტელიგენციაში ცოტანი იყვნენ ასეთები? თვით ჩერნიშევსკი და მისი თანამოაზრენი, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არ იყვნენ, ხალხის კეთილდღეობისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ და საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ.

განა მათ თავიანთი მოღვაწეობით არ შეამზადეს ნიადაგი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ჩასახვისა და შემდგომი განვითარებისათვის? ასეთივე იყო ილია საქართველოს პირობებში. ის არ იყო ზოგიერთი შეცდომებისაგან თავისუფალი, მაგრამ ეს არ არის საკმაო მიზეზი მისი სრულიად დაკარგვისა და მივიწყებისათვის. ილია ჭავჭავაძე უნდა აღსდგეს და სათანადოდ შეფასდეს!”  ორჯონიკიძესთან სტუმრობისას სტალინი წერილს წერს მოლოტოვს მოსკოვში, რომელშიც ამხელს ტროცკისა და ზინოვიევის გამთიშველ, კაპიტულანტურ პოლიტიკას და განსაზღვრავს საკავშირო კ.პ.(ბ) ცენტრალური კომიტეტის ძირითად ხაზს საერთაშორისო პოლიტიკის დარგში.

  სტალინი ათვალიერებს ორჯონიკიძის ოთხოთახიან საკმაოდ დიდ ბინას და შენიშნავს, რომ ეს ბინა ძალიან დიდია ორსულიანი ოჯახისათვის (ამ დროს სტალინის საკმაოდ მრავალრიცხოვაინი ოჯახი კრემლის ვიწრო სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა). ნუთუ ჩვენ, კომუნისტებმა, იმიტომ ჩამოვართვით ბინები ბურჟუებს, რომ ჩვენ თვითონ ვიცხოვროთ მათში? იგი მიუთითებს სერგოს, რომ მას და მის მეუღლეს ზინას ოროთახიანი ბინაც მშვენივრად დააკმაყოფილებთ, ამიტომაც ურჩევს მას დანარჩენ ორ ოთახში შეისახლოს მოწინავე მუშის ოჯახი. ან კიდევ თვითონ თავისი მეუღლითურთ გადასახლდეს სხვა ოროთახიანში, აქ კი ჩაასახლონ მრავალსულიანი, იგივე მოწინავე მუშის ოჯახი. ასე რომ, თბილისში სტალინის სტუმრობამ სერგოს გვარიანი ხათაბალა გაუჩინა.

  სტალინი თბილისში ყოფნისას არც თავის ძველ თანამებრძოლებს, რკინიგზის მთავარ სახელოსნოთა მუშებს ივიწყებს. იგი დიდხანს ესაუბრება მათ. ინტერესდება და ეცნობა მათს სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს. გამოდის მოხსენებით “ინგლისის გაფიცვისა და პოლონეთის ამბების შესახებ”. პასუხობს მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ.

  თბილისში სტალინმა, რა თქმა უნდა, საყვარელი დედაც მოინახულა. მათ შეხვედრას ფილიპე მახარაძეც ესწრებოდა. ამ შეხვედრას იგი შემდეგნაირად გადმოგვცემს: დედა-შვილმა ურთიერთმოკითხვისთანავე მკერდში ჩაიკრეს ერთმანეთი. კეკე სიხარულის ცრემლებს აფრქვევდა და საყვედურებით ავსებდა თავის ერთადერთს, სოსო თვალებს და პირისახეს უკოცნიდა მონატრებულ მშობელს და თვალზე მომდგარ ცრემლებს ზებუნებრივი დაძაბულობის ფასად თრგუნავდა. კეკემ, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, სული მოითქვა და კიდევ ერთი საყვედური შეჰკადრა თავის პირმშოს:

როგორ ვერ გამიმართლე იმედები, შვილო. მე ღვთის მსახურად გზრდიდი, მინდოდა ჩემს გვერდით აქვე, გორში მყოლოდი, შენ კი სულ სხვა საქმიანობას მოჰკიდე ხელი და ცხრა მთას იქეთ გადაიკარგეო.

სოსომ ფართოდ გაიღიმა, მოუბოდიშა “იმედების გაცრუებისათვის”, მკერდში კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა მრავალგზის მონატრებული, და წვრილად გამოჰკითხა ჯანმრთელობის და გუნება-განწყობილების ამბები. დედა-შვილის ურთიერთობაზე, ფილიპე ახლობლების წრეში ხშირად საუბრობდა: სოსო ჩემთან, როგორც პირად საუბარში, ასევე ტელეფონითაც ყოველთვის დიდის გულისყურით და სიყვარულით

მოიკითხავდა დედას  – კეკეს. მისი ჩვეულებრივი მოკითხვის ფრაზა ასეთი იყო: რასა იქმს ჩემი ღირსეული, საყვარელი დედა – კეკე. ხომ არაფერი უჭირს, ხომ ჯანმრთელადაა. მაშინ გადაეციმოკითხვა და სიყვარული თაივისი “უღირსი” სოსელოსაგან. იგი ხშირად უგზავნიდა წერილებს, მაგრამ თუკი წერილს რაიმე მიზეზით დაუგვიანებდა, მორიგ წერილში აუცილებლად ბოდიშს მოახსენებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილის შინაარსს ფილიპე ზეპირად ჰყვება: “გამარჯობა, ჩემო დედიკო! ვიცი, რომ ნაწყენი ხარ ჩემზე. წერილი დაგიგვიანე, რაზედაც ბოდიშს გიხდი. ძალიან დაკავებული ვიყავი, დღე და ღამე ყელამდე ვარ საქმეებში ჩაფლული.

  იცოცხლე ათასი წელი. შენი სოსო”.

  ზემოთ ჩვენ მოვიყვანეთ სტალინის დედასთან ერთ-ერთი შეხვედრის ეპიზოდი, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი ყურადღებიანი და მოსიყვარულე შვილი იყო იგი. ასეთივე თვისებებით  იყო გამსჭვალული თავისი ოჯახის სხვა წევრების მიმთართაც, იყო ყურადღებიანი და მზრუნველი მამა, ასეთივე მეუღლე. საკმარისია თვალი გადაავლო მის მიმოწერებს მათთან, რომ მტკიცედ დარწმუნდე ზემოთქმულის ჭეშმარიტებაში. ისტორიამ შემოგვინახა მისი ხელით დაწერილი მრავალი წერილი დედასთან, შვილებთან, მეუღლესთან... კითხულობ და გაოცებული ხარ, სად ნახულობდა ეს სახელმწიფო საქმეებში ყელამდე ჩაფლული ადამიანი დროს. სიაინტერესოა ვკითხოთ მის აუგად მახსენებლებს, თუნდაც მწერალ-ისტორიკოსს სანიკიძეს, ნაძირალა სოლჟენიცინს, გარეწარ ანტონოვ-ოვსეენკოს, თვითონ რამდენი ასეთი წერილის ავტორები არიან, ან საერთოდ მიუწერიათ კი მოხუცი დედისითვის ოდესმე წერილი, ან კიდევ, შვილებისათვის, ცოლისთვის.

  პროფესორ სანიკიძეზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სულითა და ხორცით გახრწნილ ანტონოვ-ოვსეენკოს, იგი თავისი ოჯახის, ანტონოვ-ოვსეენკოების ოჯახების გადმოსახედიდან შეჰყურებს იოსებ ჯუღაშვილის ოჯახს. ამიტომაც სრულიად ბუნებრივად მიაჩნია შვილმა მოხუც დედას ბოზი უწოდოს თუნდაც საზოგადოებაში, ხოლო ერთადერთი ქალიშვილის მიმართ ასეთი ბინძური, ქუჩური სიტყვები იხმაროს:

“იცით ახლა ვინ ხმარობს ამ კახპას?” იცით მერე ვის მიმართავს თურმე, სტალინი ამ სიტყვებით? მის მიერ გამოზრდილ სახელოვან საბჭოთა მარშლებს. ისმის კითხვა, როგორ ახერხებს ასეთი სიბინძურის გამოგონებას “მწერალ-ისტორიკოსი”, ამის დაფიქსირებას და საქვეყნოდ აღიარებას? არაფერსაც არ იგონებს ნაძირალა ანტონოვ-ოვსეენკო, არც არაფრის მოგონება-გამოგონება სჭირდება, ასეთ სიბინძურეს ნორმალური ადამიანის გონება ვერ გამოიგონებს. საქმე ისაა, რომ ყოველივე, რასაც ის თავის “საგანძურში” ჯღაბნის, თავისივე ყურებით აქვს მოსმენილი, ოღონდ თავისივე ოჯახში. ასე მიმართავდა მამამისი თავის დედას, თავის ცოლს და თავის ქალიშვილს, ასე მიმართავს თავის დედას და თავის ცოლ-შვილს, თვით ენამყრალი, ციტირებული გამოთქმების ნაძირალა ავტორი. მაგრამ მთელი მისი უბედურება ისაა, რომ მისი ერთუჯრედიანი ტვინი ვერ ხვდება იმას, რაც მისი ოჯახისათვის ტრადიციაა, ქართული ოჯახისათვის ისევე უცხოა, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.

  საარქივო დოკუმენტები კი ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ,  თუმცა სტალინის ოჯახი შეუფერებლად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მასში ჰარმონია, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი სიყვარული ჩვეულებრივზე მეტად ჰყვაოდა:

 

  ნ. ს. ალილუევა ი.ბ. სტალინს.

  28 აგვისტო 1929 წ.

  ძვირფასო იოსებ.

  როგორაა შენი ჯანმრთელობა, თუ გამოკეთდი და უკეთ თუ გრძნობ თავს სოჭში? აუცილებლად მომწერე. მე კარგად ვიმგზავრე, ზუსტად დროზე ჩამოვედი. ორშაბათს 2/IX-ს წერითი გამოცდა მაქვს მათემატიკაში.

  როცა შედეგები  ცნობილი იქნება, ყველაფერს მოგწერ, შენ კი მირჩევ დრო უკეთ როგორ გამოვიყენო.

  ...გავიგე, თითქოს გორკი გამოემგზავრა სოჭში, რა თქმა უნდა, შენ გინახულებს, დასანანია, რომ უჩემოდ, ძალიან მსიამოვნებს მისი საუბრის მოსმენა.  ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი. გკოცნი მაგრად, მაგრად, ისე, როგორც შენ მკოცნიდი გამოთხოვებისას.

  შენი ნადია”.

 

 

 “ი.ბ. სტალინი ნ. ს. ალილუევას

  29 აგვისტო 1929 წ.

  ტატკა! (სტალინი ცოლს მოფერებით “ტატკას” ეძახდა – ავტ.).

  28 აგვისტოს წერილი გამოგიგზავნე მისამართით: “კრემლი, ნ.ს. ალილუევას”. ავიაფოსტით გამოვგზავნე. მიიღე? როგორ იმგზავრე, როგორ მიდის შენი საქმეები პრომაკადემიაში, რა არის ახალი, - მოიწერე. მე, უკვე, ორი აბაზანის მიღება მოვასწარი. ვფიქრობ 10 აბაზანის მიღებას. ამინდი კარგია. მე, უკვე, ვგრძნობ უზარმაზარ განსხვავებას ნალჩიკსა და სოჭს შორის, სოჭას სასარგებლოდ.

ვფიქრობ სერიოზულად გამოვკეთდები.

  რაიმე მოიწერე ბავშვების შესახებ.

  გკოცნი. შენი იოსები.

  29.VIII.29

 

 

 ი. ბ. სტალინი – ნ. ს. ალილუევას.

  1 სექტემბერი 1929 წ.

  გამარჯობა, ტატკა!

  შენი წერილი მივიღე. ორი ჩემი წერილი მიიღე? ნალჩიკში, თურმე, მე ახლოს ვიყავი ფილტვების ანთებასთან. თუმცა, აქ, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ნალჩიკში, მაგრამ ხიხინი ორივე ფილტვში და ხველა არ მეშვება.

  როგორც კი თავისუფალ 6-7 დღეს გამონახავ, პირდაპირ სოჭში გამოფრინდი. როგორ მიდის გამოცდების საქმე?

  ვკოცნი ჩემს ტატკას”.

 

 

  ნ. ს. ალილუევა ი. ბ. სტალინს

  2 სექტემბერი 1929 წ.

  გამარჯობა, იოსებ.

  შენი 29.VIII-ს გამოგზავნილი წერილი მივიღე. 28.VIII-ს გამოგზავნილი, ალბათ, ჯერ ისევ გზაშია. ძალიან მიხარია, რომ სოჭში თავს უკეთ გრძნობ... მეკითხები, როგორ მიდის ჩემი საქმეები

პრომაკადემიაში; ახლა უკვე უკეთ, რამდენადაც მათემატიკაში გამოცდა კარგად ჩავაბარე, თუმცა მაინც არ მიმართლებს, კერძოდ: აკადემიაში 9 საათისათვის უნდა ვყოფილიყავი, სახლიდან, რა თქმა უნდა, ცხრის ნახევარზე გავედი, მაგრამ რა, ტრამვაი გაფუჭდა, ავტობუსს დავუწყე ლოდინი, მაგრამ იგი არ გამოჩნდა. რომ არ დამეგვიანა, გადავწყვიტე ტაქსში ჩავმჯდარიყავი და ასაცილოა, რომ ასიოდე საჟენის გავლის შემდეგ ისიც გაჩერდა, რაღაც გაუფუჭდა. ყოველივე ამან გვარიანად მაცინა.

  ... გუშინ მიქოიანმა დარეკა, შენი ჯანმრთელობით დაინტერესდა. თქვა, რომ შენს მონახულებას აპირებს. სხვათა შორის, მინდა გაცნობო, რომ მოსკოვში რძეზეც, ხორცზეც და ყველაფერზე რიგებია.

სანახაობა არასასიამოვნოა, მთავარი კი ისაა, რომ სწორი ორგანიზაციის პირობებში შესაძლებელია ყოველივე ამის გამოსწორება...

  შენმა წერილმა ძალიან გამახარა. გკოცნი მაგრად, ნახვამდის.

  შენი ნადია”

 

 

  ი. ბ. სტალინი ნ. ს. ალილუევას

  16 სექტემბერი 1929 წ.

  ტატკა!

  როგორაა შენი საქმეები, როგორ იმგზავრე?

  როგორც ჩანს, ჩემი პირველი წერილი (დაკარგული) დედაშენმა მიიღო კრემლში. რამდენად ჩერჩეტი უნდა იყო, რომ სხვისი წერილები მიიღო და გახსნა.

  მე ნელ-ნელა ვჯანმრთელდები.

  გკოცნი. შენი იოსები”.ნ.ს. ალილუევა ი.ბ. სტალინს

  (16-სა და 22 სექტემბერს შორის 1929 წ.)

  ძვირფასო იოსებ!

  შენი წერილი მივიღე. ძალიან მიხარია, რომ შენი საქმეები გვარდება, ჩემთან ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, გამონაკლისი დღევანდელი დღეა, რომელმაც ძალიან ამაღელვა. ახლა ამის შესახებ ყველაფერს მოგწერ. დღეს ვიყავი “პრავდის” უჯრედში მოსამაგრებელი ტალონისათვის, იქ კოვალიოვი მომიყვა თავის სამწუხარო სიახლეებზე. საკითხი ლენინგრადის საქმეებს ეხება...

  ... კოვალიოვი მომიყვა, თუ როგორ ჩატარდა სხდომა, რომელიც სერგოს მიჰყავდა... მოლოტოვმა განაცხადა, რომ “პრავდის” პარტიული განყოფილება არ ატარებს ცკ-ის ხაზს, საერთოდ თვითკრიტიკის საკითხებში შეიმჩნევა პარტიის ხაზიდან გადახრა. კოვალიოვი გამოვიდა თავისი განმარტებებით, მაგრამ სერგომ არ აცალა მას ლაპარაკი, მან “ტრადიციულად” მჯიღი მაგიდას დაარტყა და ყვირილი მორთო: “როდემდე გაგრძელდება “პრავდაში” კოვალიოვშჩინა, პარტია ამას არ მოითმენს!”

  ... შენ ჩემზე არ გაბრაზდე, მაგრამ მე ძალიან ვინერვიულე კოვალიოვის გამო. მე ხომ ვიცი თუ როგორი კოლოსალური მუშაობა გასწია მან და, მოულოდნელად კრუმინის წინადადებით მას ათავისუფლებენ. ეს პირდაპირ საზიზღრობაა.

  მე ვიცი, რომ შენ ძალიან არ გიყვარს ჩემი “ჩარევები”, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შენ უნდა ჩაერთო ამ წინასწარ ჩაფიქრებულ უსამართლო საქმეში.

  მე კარგად ვარ, ვმეცადინეობ. ბავშვები ჯანმრთელად არიან.

  ნახვამდის, გკოცნი მაგრად, მაგრად. წერილზე მიპასუხე.

  P. S. ხო, ყველა ეს პრავდისეული საქმეები პოლიტბიუროზე იქნება განხილული - 26/IX-ს.

  იოსებ, თუ შეგიძლია, გამომიგზავნე 50 მანეთი, მე პრომაკადემიაში ფულს მხოლოდ 15/IX-ს მომცემენ, ახლა კი უკაპეიკოდ ვზივარ. თუ გამოგზავნი, კარგი იქნება.

  ნადია”.

  ასე შემდეგ და, ასე შემდეგ.

 

  ეცნობი ამ არაორდინალური ცოლ-ქმრის მიმოწერას და განცვიფრებული რჩები - იმ გასაოცარი, ვეებერთელა სიყვარულითა და პატივისცემით, რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ.

  ყოველივე ზემოთქმულის ფონზე არ შეიძლება ზიზღით არ მოიხსენიო ისტორიის ის ფალსიფიკატორები, რომლებიც “ამტკიცებენ”, რომ ნადეჟდა ალილუევა ქმარმა დახვრიტა.

  ... თუმცა სიმართლის კიდევ ერთხელ გასახსენებლად შეგვიძლია ვ. მოლოტოვს მივმართოთ:

  “თვით ალილუევა რას წარმოადგენდა? ამბობენ მთლად ნორმალური არ იყოო.

 – ის, როგორც არ უნდა იყოს, ჯანმრთელ ადამიანს ჰგავდა. ნერვები და სხვა რაღაცეები კი, მაგრამ არანორმალურად არ შეიძლება ჩაითვალოს.

  – რატომ მოიკლა თავი, ნუთუ სტალინი ასე ცუდად ექცეოდა?

  – ის ცუდად არ ექცეოდა, თუმცა ეჭვიანობას შეიძლება ჰქონოდა ადგილი.

  – სტალინი გულაობდა, თუ? მას ხომ სამუშაო ჰქონდა...

  – ის არ გულაობდა, მაგრამ ასეთ ადამიანზე შეიძლება ემოქმედა...

  – ხალხში ჯიუტად დადის ხმები წერილის შესახებ,რომელიც სტალინის გარდა მხოლოდ მოლოტოვმა წაიკითხა.

  – რა, მან დატოვა? პირველად მესმის. მ-და. იგონებენ.

  – ალილუევას თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა?

  – რა თქმა უნდა, ეჭვიანობაა. ჩემის აზრით, სრულიად უსაფუძვლო. იყო პარიკმახერი ქალი, რომელთანაც წვერის გასაპარსად დადიოდა. ცოლი ამით უკმაყოფილო იყო. ძალიან ეჭვიანი იყო.

 

  – ეს, როგორ, რისთვის? ასეთი ახალგაზრდა...   ჩვენ გვქონდა დიდი კომპანია 1932 წლის 7 ნოემბერს ვოროშილოვის ბინაზე. სტალინმა დაგორგლა პურის გუნდა და ყველას თვალწინ, ეს ბურთულა ესროლა ეგოროვის ცოლს. მე ეს შევნიშნე, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. თითქოს ამან ითამაშა როლი. ალილუევა, ჩემის აზრით, ამ დროს უკვე იყო ცოტათი ფსიქოპათი. ყოველივე ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ ვეღარ შესძლო თავის თავის ხელში აყვანა. ამ საღამოდან იგი ჩემს ცოლთან, პოლინასთან ერთად წავიდა. ისინი სეირნობდნენ კრემლის ეზოში. ეს იყო გვიან ღამით, და იგი შესჩიოდა ჩემს ცოლს, რომ მას ესა და ის არ მოსწონს... იმ პარიკმახერი ქალის შესახებ... წვეულებაზე რატომ ასე გაეთამაშა... სინამდვილეში ყოველივე ეს ხუმრობა იყო, ცოტათი დალია. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მასზე იმოქმედა.

  ის ძალიან ეჭვიანობდა მასზე. ბოშას სისხლი. იმ ღამით მან თავი მოიკლა... მას სტალინი ძალიან უყვარდა, ეს ფაქტია. ის არ იყო მთლად გაწონასწორებული. ხმები დაარხიეს, რომ იგი სტალინმა მოკლა. მე არასდროს მინახავს იგი მტირალი. აქ კი, ალილუევას კუბოსთან, ვხედავდი თუ როგორ იღვრებოდა ცრემლად”. (ფ. ჩუევი - “140 საუბარი მოლოტოვთან”).

  ზემოთქმული გახლავთ ისტორიული სიმართლე – სტალინისა და ალილუევას ხანმოკლე ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ.

  სტალინი ისეთივე მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამა იყო, როგორიც მეუღლე. მიუხედავად არაბუნებრივი დატვირთვისა, იგი პოულობს დროს იმისათვისაც კი, რომ შვილები ალერსიანი ფრაზებით სავსე წერილებით ანებივროს:

  “საყვარელო სეტანკა!

  მივიღე შენი  გამოგზავნილი წერილი. მადლობელი ვარ, რომ მამიკოს არ ივიწყებ. მე კარგად ვცხოვრობ, ჯანმრთელი ვარ, მაგრამ უშენობით მოწყენილი ვარ. ბროწეული და ატმები მიიღე? თუ მიბრძანებ, კიდევ გამოგიგზავნი. უთხარი ვასიას მანაც გამომიგზავნოს წერილები. აბა, ნახვამდის, გკოცნი მაგრად. შენი მამიკო”...  1935.

 

  “სეტანკა და ვასია!

  გიგზავნით ტკბილეულს, რომელიც თქვენმა ბებომ თბილისიდან გამოაგზავნა. გაიყავით შუაზე ისე, რომ არ იჩხუბოთ. გაუმასპინძლდით მეგობრებს. გკოცნით თქვენი მამიკო”. 1935.

  ახლა, სანამ სოლჟენიცინის “შედევრებს” გადავხედავთ, ურიგო არ იქნება გაკვრით თვით მისი პიროვნების დეტალებსაც შევეხოთ. რადგანაც ამ საკითხში არ გვინდა ვიყოთ  ორიგინალური, მკითხველს მივაწვდით გამოჩენილი რუსი მკვლევარისა და ისტორიკოსის ალექსანდრე შაბალოვის ნარკვევს სოლჟენიცინზე, მისივე წიგნიდან “ამხანაგ სტალინის მეთერთმეტე დარტყმა”.

 

  “მშვენიერი სიტყვები აქვს ნათქვამი ა.ი. სოლჟენიცინს “ცხოვრება არა ტყუილით”. და, აი, ჩვენც გადმოგცემთ წიგნის “არა ჰქმნა კერპის” შინაარსს, რათა ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამ პრინციპს თვით ალექსანდრე ისაის ძე. მისი ავტორი ვლასოვისეული გაზეთის ყოფილი რედაქტორი ლ.ა. სამუტინი, რომელმაც პატიოსნად მოიხადა თავისი სასჯელი ვორკუტის ბანაკში, არსებითად “არქიპელაგ გულაგის” ზოგიერთი გვერდის თანაავტორი იყო. ის სამოცდაათიან წლებში სოლჟენიცინის თხოვნით ამ ხელნაწერს თავისთან მალავდა. სამუტინი სოლჟენიცინის ერთგულებას ინახავდა მხოლოდ იმ მომენტამდე, ვიდრე სუკ-ის მუშაკებმა მას ეს ხელნაწერები არ ჩამოართვეს. სამი კვირით ადრე უშიშროების ორგანოებში გამოიძახეს მათი საერთო ნაცნობი ელიზავეტა დენისის ასული ვორონიანსკაია - ის ყველაფერს უბეჭდავდა სოლჟენიცინს და, რომ იტყვიან, “განსაკუთრებულად მჭიდრო” ურთიერთობა ჰქონდა მასთან. შეშინებულმა ქალმა თავი ჩამოიხრჩო, ხოლო სამუტინმა, გააანალიზა რა მისი დაღუპვისა და თიავისი დაპატიმრების გარემოებანი, გააკეთა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა - ისინი დაასმინა... თვით სოლჟენიცინმა და სხვამ არავინ. ამან საშუალება მისცა სოლჟენიცინს დასავლეთის პრესაში ხმაური აეტეხა “არქიპის” თაობაზე და წინასიტყვაობაში განეცხადებინა: “მაგრამ ახლა, როდესაც სახელმწიფო უშიშროებამ მაინც აიღო ეს წიგნი, მე არაფერი დამრჩენია, გარდა მისი დაუყოვნებლივ გამოქვეყნებისა”.

 

  თვით სამუტინის რეაქცია “არქიპზე” თავდაპირველად აღტაცებული იყო: “ცილისწამებაა? დაე იყოს! სამაგიეროდ, სილა გააწნა მათ. ა.ი.-მ!” მაგრამ შემდეგ აღტაცება შეიცვალა გააფთრებით – ვლასოვის არმიის იდეოლოგმა დაინახა, რომ რომანში გადაბარგდა მასალები ჰებელსის პროპაგანდის სამინისტროდან.

  “ვინ დაიჯერებს ამ “ტუფტას” (ძალიან კარგადაც დაიჯერეს!!! - ავტ.), რომელ ნარებზე ნაჩურჩულებიდან, რომელი უბადრუკი პიროვნებისგან მოისმინა ისაიჩმა, მერე კი საკუთარი ავტორიტეტის ძალით სცადა უდავო ჭეშმარიტების რანგში აეყვანა ეს “აღმოჩენები”? მაგრამ, მგონი, ყველაზე დიდი იმედის გაცრუება ჩემში გამოიწვია, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, “არქიპელაგის” იმ რამდენიმე გვერდმა, სადაც ავტორი სიმართლეს წერდა”.

  სამუტინისათვის ნათელი გახდა, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ისაიჩი ყველაფერზე მიდიოდა, ფრონტისათვის თავი რომ აერიდებინა... თუმცა, მოდით, ისაიჩთან ერთად გავიაროთ მის საფრონტო გზებზე.

  არმიაში მოხვდა არა ომის დასაწყისში, როგორც გვარწმუნებენ, არამედ მხოლოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში - მეფორნედ სტალინგრადის ოლქში, რომელიც მაშინ ღრმა ზურგში იმყოფებოდა, შემდეგ სასწავლებელი, და მხოლოდ 1943 წლის მაისიდან მსახურობდა სიდ-ში (საარტილერიო ინსტრუმენტული დაზვერვა). ეს გარკვეულწილად “კაბინეტური ჯაშუშობაა”, რომელიც მხოლოდ აკუსტიკურ ხელსაწყოებთან ფხიზლად მუშაობის უნარს ითხოვს. ისაიჩმა “წინა ხაზზე” თავისი ცოლის ნატალია ალექსის ასულ რეშეტოვსკაიას გამოწვევაც კი შესძლო, რომელთანაც ერთად გმირულად ესროდა “ყვავებსა და ბეღურებს”.

  ასეთი სამსახურის გამო შეიძლებოდა არ გვესაყვედურებინა, ჩვენს “გმირს” ესეც ტვირთად რომ არ დაწოლოდა. ათობით შემთხვევა იყო ცნობილი, როცა ხალხს მიავლენდნენ ღრმა ზურგში ყველაზე დაუჯერებელი მიზეზების გამო: ან დედაა ბერძენი, ან დამალა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ნამყოფი... ჰოდა, დაიწყო ისაიჩმა “განსაკუთრებული საიდუმლოების” ნაწილებიდან სახელდახელოდ წერილების წერა მჭექარე ფრაზებით: “სამამულო ომის რევოლუციურ ომად გადაქცევა... ომი ომის შემდეგ...”, მოკლედ რომ ვთქვათ, წინ ლამანშამდე! ავიღოთ პარიზი! ავიღოთ ევროპა!...

“ტროცკისტული ბოდვების” გამეორება ეწინააღმდეგებოდა იმ დროის ოფიციალურ მითითებებს, მაგრამ დიდ დანაშაულს არ წარმოადგენდა. არსებობდა ვარიანტი ომი დაემთავრებინა რომელიმე სათადარიგო არტპოლკში სადმე ვოლგაზე ხიდის დაცვაში...

  მაგრამ მთელი ეს ბრწყინვალე გეგმა სამარცხვინოდ ჩაიშალა, გამომძიებლის მხოლოდ ერთი შეყვირების შემდეგ “სოლჟენიცინ, თქვენ არა ხართ გულწრფელი გამოძიებასთან”, ისაიჩს, მისივე თქმით, “ტვინის დაბნელება და სულის დაცემულობა დაემართა და მან ცილი დასწამა თავის სრულიად უდანაშაულო სკოლის ამხანაგებს - ვიტკევიჩს და სიმონიანს, რომლებმაც შესაბამისად მიიღეს “ფეხებშიც და რქებშიც”.

 

  ბანაკში ისაიჩს არ უჭირდა, რადგანაც მან ხელმძღვანელობას მაშინვე შესთავაზა თავისი სამსახური, როგორც დამსმენმა. მას მიენიჭა და მის მიერ წერილობით იქნა აღიარებული მეტსახელი “ვეტროვი”, ორგანოების მიერ ამ ფაქტის გამხელის შემთხვევაში, სოლჟენიცინს “წამოსცდება” ამის შესახებ თავისი “არქიპის” მეორე ტომში (გვ. 246). შემორჩენილია მისი “სრულიად საიდუმლო მოხსენება” თითქოსდა განზრახული გაქცევის შესახებ. სინამდვილეში ყარაგანდის მახლობლად მდებარე ბანაკ “პესჩანნის” პატიმრები 1952 წელს 22 იანვარს აპირებდნენ ბანაკის ხელმძღვანელობისათვის მიემართა თხოვნით რეჟიმის გაუმჯობესების შესახებ. მაგრამ “ვეტროვის” დასმენის გამო მათ ავტომატების ჯერით შეხვდნენ. ბევრი დაიხოცა, გადარჩენილებმა “კუთვნილი” 25 წელი მიიღეს.

  როგორ შეეძლო ლაჩარსა და ბანაკის მაბეზღარას თავის წიგნებში სტალინის საქციელის აღწერა 1941 წლის ნოემბერში? რა თქმა უნდა, “მისი სტალინი” შიშით კუიბიშევში გაიხიზნება და ბომბსაფარიდან მთელი კვირა რეკავს: “ხომ არ ჩაუბარებიათ მოსკოვი?.. დაჯერება არ შეიძლებოდა, რომ გააჩერებდნენ, - გააჩერეს! ყოჩაღებია, რა თქმა უნდა, ყოჩაღები! მაგრამ ბევრი მოსაშორებელი შეიქმნა:

ეს გამარჯვება არ იქნება: თუ გავარდა ხმა, რომ მთავარსარდალი დროებით წასული იყო, ამისათვის 7 ნოემბრის პატარა პარადის ფოტოსურათის გადაღება მოუწიათ!”

  აი, თურმე რა ხდებოდა! არც პარადი ყოფილა და სტალინსაც სიტყვა არ უთქვამს!  დასანანია, რომ საძმო საფლავებიდან ვერ წამოდგებიან და ვერ ჩააფურთხებენ ისაიჩს გაქუცულ წვერსა და ბოღმისაგან ფერდაკარგულ თვალებში ისინი, ვინც მავზოლეუმთან ჩავლის შემდეგ პირდაპირ თავის უკანასკნელ ბრძოლაში მიდიოდნენ... როგორ სიმდაბლემდე შეიძლება დაეშვას ადამიანი! დიახ, არა წინასწარმეტყველი. მანკი!

  – ვეტროვი, იგივე სოლჟენიცინი –  თავისივე ხელით დაწერილი დაბეზღება

 

  ხელნაწერის შინაარსი

  თავის დროზე მე მოვახერხე, თქვენი დავალებით დავახლოვებოდი ივან მეგელს. დღეს დილით, შემხვდა რა სამკერვალო სახელოსნოსთან, მეგელმა ნახევრადსაიდუმლოდ მითხრა: “გათავდა, მალე ასრულდება ჰიმნის წინასწარმეტყველება: ვინც არაფერი იყო, ის ყველაფერი გახდება!” მეგელთან შემდეგი საუბრიდან გამოირკვა, რომ 21 იანვარს პატიმრები მალკუში, კოვლუშენკო და რომანოვიჩი აპირებენ აჯანყების მოწყობას. ამისათვის მათ უკვე შექმნეს ძირითადად თავისიანების – ბანდეროველებისაგან შემდგარი საიმედო ჯგუფი, გადამალეს დანები, ლითონის მილები, ფიცრები. მეგელმა მიამბო, რომ რომანოვიჩისა და მალკუშის თანამოაზრეები მე-2, მე-8 და მე-10 ბარაკებიდან უნდა დაიყონ ოთხ ჯგუფად და ერთდროულად დაიწყოს აჯანყება. პირველი ჯგუფი “თავისიანებს” გაანთავისუფლებს. შემდეგ მომყავს სიტყვასიტყვით საუბარი: “ისინი მაბეზღარებსაც მიხედავენ! ყველას ვიცნობთ! ისინი ნათლიმამამ თვალის ასახვევად საჯარიმოში შეჰყარა. ერთი ჯგუფი იღებს საჯარიმოს და კარცერს, მეორე ამ დროს დაერევა სამსახურებს და წითელპაგონიანებს. აი ასე!” შემდეგ მეგელი მოჰყვა, რომ მე-3 და მე-4 ჯგუფებმა უნდა გადაკეტონ შემოსასვლელი ჭიშკარი და გამოთიშონ ზონის სათადარიგო ელძრავა.

  ადრე უკვე გაცნობეთ, რომ პოლონელთა არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა კერზინსკიმ და ტიშენკომ მოახერხეს გეოგრაფიული რუკისა და სამგზავრო თვითმფრინავების  განრიგის პოვნა და აგროვებენ

ფულს. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათ ადრეც იცოდნენ აჯანყების შესახებ და სურთ გამოიყენონ იგი გასაქცევად. ამ ვარაუდს ადასტურებს მეგელის სიტყვებიც: “იმ პოლონელს, მგონი, ყველაზე ჭკვიანი უნდა რომ იყვეს. ჰოდა, ვნახოთ!”

  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს თხოვნას დამიცვათ სისხლის სამართლის დამნაშავეთა ანგარიშსწორებისაგან, რომლებიც ბოლო დროს მაწუხებენ საეჭვო გამოკითხვებით.

                                                                                                                       ვეტროვი.

 

  “... ინფორმანტი ივან (მეგელი) მოკლულ იქნა თავში სამიზნო გასროლით. ეს იყო ბანაკებში მიღებული მეთოდი იმ ხალხის ჩამოშორებისა, რომლებიც შეიძლება საშიში ყოფილიყვნენ ბანაკის ხელმძღვანელობის საიდუმლო ინფორმატორებისათვის”

 

  (სამხედრო-ისტორიული ჟურნალი, N 12 1990 წ. გვ. 77).

  “თავისი გულაგისეული “ტუფტით” მან შეცვალა საბჭოთა ხალხის შეგნებაში ჩვენი ქვეყნის ცხოვრების თუნდაც რთული, მაგრამ მშვენიერი და შემოქმედებითი პერიოდი, მაგრამ განა შეიძლება დიადი ქვეყნის ისტორიის დაწერა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა ტომებით მისი დანახვა ბანაკისეული მლიქვნელების თვალებით?!

  კი, მაგრამ სად იყვნენ სტახანოვი ალეკსეი,  ანგელინა, იზოტოვი, ბუსიგინი, -

 

  და მილიონები მთელს რუსეთში –

  დიადები, მხიარულები, უბრალოები?

  კი, მაგრამ ვინ აშენებდა ქალაქ კომსომოლსკს,

  მაგნიტკას, ურალმაშს? ვინ თესავდა მინოდრში?

  ვინ მიდიოდა ესპანელთა ჯარის რიგებში?

  ვინ იპყრობდა მაშინ  ქვიშასა და პოლუსს?

  ვის სდებდა მაშინ სულიერ მგზნებარებას

  ჩემს ფართო მშობლიურ ქვეყანაში?

  და როგორ შექმნა მხოლოდ ერთმა გაიდარმა

  ტიმურილების ასეთი არმია?

  და რატომ იყო ენთუზიაზმი,

  და ჩკალოვის ავიაგაფრენები,

  და მასების ერთიანი შემოქმედებითი აღფრთოვანება,

  იდეების შემართება, აღმოჩენების აღმაფრენა...

 

 ა. გოლენკოვი

 

სასკოლო სახელმძღვანელოში ჩართულია სოლჟენიცინის რეკომენდაციები ადამიანისათვის, რომელმაც მოისურვა “იცხოვროს არა ტყუილით”.

  “ამ დღიდან ის: – აღარ დაწერს,, არ მოაწერს ხელს, არ დაბეჭდავს არცერთი ხერხით არცერთ ფრაზას, რომელიც, მისი აზრით, სიმართლეს ამახინჯებს...”

  სწორედ ამის დაწერის დროს ისაიჩმა და როი მედვედევმა 5000 დოლარიანი პრემიისათვის გადარბენა მოაწყვეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ “წყნარი დონის” ავტორი შოლოხოვი არ არის.

  “ფერწერულად, სკულპტურულად, ფოტოგრაფიულად არ ასახავს არცერთ სიმართლის დამახინჯებას, რომელსაც გაარჩევს...”

  (მი, მეორე კლასი, გვ. 220)

  გამოირკვა, რომ მრავალი “პატიმართა შესაბრალისი” ფოტოსურათი ისაიჩმა ვადის მოხდის შემდეგ შეთითხნა. უნამუსობის კიდევ ერთი ფაქტი! აქ უკვე სახარქივის თანამშრომლებმა ვერ გაძლეს:

  “თუ გამოვითვლით 58-ჟ მუხლით დაპატიმრებულთა რაოდენობას, გამოვა, რომ შრომით-გამასწორებელ ბანაკებში დაახლოებით 2 მლნ. ადამიანია ნამყოფი. 2 მილიონი - ბევრია ეს თუ ცოტა. რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ ზოგიერთებს ეს ცოტა ეჩვენება და ეს ციფრი 110 მილიონამდე აჰყავთ”. (ცნობისათვის: გებელსმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო სწრაფად ირწმუნებენ მას, მხოლოდ 14 მილიონი რეპრესირებულის “დაძლევა” შესძლო).

  სახარქივის თანამშრომლებმა მასხრად აიგდეს ისაიჩის ფრაზა: “მე ვერ გავბედავ არქიპელაგის ისტორიის დაწერას, მე არ მომიხდა საბუთების წაკითხვა”.

  “ჩამობრძანდით მოსკოვში. ეს საბუთები თქვენ გელით, - სარკაზმით მოიპატიჟეს მათ “არა ტყუილით” მცხოვრები. გულაგის არქივები ღიაა!

 

  (“ზნანიე ნაროდუ”, N 6, 1990).

  მაგრამ მას ახლა ამისთვის არ სცალია. ჯერ კიდევ ახლახან იგი წერდა: “ქვეყანაზე არ არსებობს ერი უფრო საძაგელი, უფრო მიტოვებული, უცხო და უვარგისი, ვიდრე რუსი ერია”, ჯერ კიდევ ახლახან ის ხვეწნით სთხოვდა ცსს-ს (აშშ ცენტ. სადაზვ. სამმართველო) ნობელის პრემიას: “მე ეს პრემია მჭირდება როგორც საფეხური პოზიციაში. ბრძოლაში! და რაც უფრო ადრე მივიღებ, მით მტკიცე გავხდები, მით მაგრად დავკრავ!”.

  “უცხო და უსარგებლო” ერზე დარტყმების დრო წავიდა: საბჭოთა კავშირი ნანგრევებშია, ისაიჩის რეკომენდაციით გაშვებულია ბალტიისპირეთი და შუა აზია, მთელ ქვეყანაში სისხლი და ლტოლვილებია. ახლა რუსეთი ახალი პატრონებისათვის უნდა მოაწყონ, იმათ კი იციან, რომ საუკეთესო ნარკოზი, რათა “საძაგელი ერი” არ აჯანყდეს - ანტიკომუნიზმია.

  სოლჟენიცინი კარგად ასრულებს ამ სამუშაოს. ყოფილ საიდუმლო თანამშრომელს “პატრონისათვის” მუშაობის დაჩვევა არდასჭირდება”.

  აი, ასეთი ბიოგრაფიის მქონე არსება (ადამიანს ვერ ვუწოდებ), ბედავს ბინძური ჭორები ანთხიოს კაცობრიობის უდიდეს ადამიანზე. ეს სულით და ხორცით მახინჯი ცდილობს სტალინიც ისეთად წარმოგვიდგინოს, როგორიც სინამდვილეში თვითონ არის. “სქელი ქონდრის კაცი სტალინი, 160 სმ. ჭუჭყისაგან გაზინთლულ კიტელში – დაკენკილი ნაყვავილარი სახით, ჩაცვენილი გაყვითლებული კბილებით ჭვარტლისაგან გაყვითლებული ულვაშებით, შავი ფრჩხილებით, საზეიმო აღლუმიდან დაბრუნებული თავს უქეიფოდ გრძნობს, თურმე მაგრად გამომძღარა, მუცელი ლოდივით ემძიმება, მყრალად აბოყინებს და კუჭის წრიალი სტანჯავს. სალოლი და ბელადოლი არ შველის, ხოლო სასაქმებელი ზეთის დალევა არ ეპიტნავება”. ზემოთ მოყვანილი პასკვილის წაკითხვის შემდეგ მკითხველი, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ მასში სოლჟენიცინი შესანიშნავად გვაწვდის თავისი პორტრეტის აღწერილობას: გარეგნულ სიმახინჯეს და შინაგან სიდამპლეს. ასეთი დასკვნის უფლებას ისიც გვაძლევს, რომ ყველა ჩვენთაგანს, მათ შორის სოლჟენიცინსაც, ბევრჯერ უნახავს სტალინი დოკუმენტურ კინოფილმებში, ისევე როგორც თვით სოლჟენიცინი ტელეეკრანებზე... და რადგანაც სტალინის სინდისგარეცხილი “ბიოგრაფი”, რომელსაც სტალინი ისევე, როგორც ჩვენ, მხოლოდ პორტრეტებში და კინოფილმებში უნახავს, არ შეიძლება ამ საკითხში კომპეტენტური იყოს. ამიტომაც ჩვენ სრული იურიდიული და მორალური უფლება გვაქვს მივმართოთ ისეთ ისტორიულ პიროვნებებს, რომლებიც პირადად და ახლოს იცნობდნენ არამზადა სოლჟენიცინის “შედევრების” მთავარ პერსონაჟს.

 

 გრომიკო ანდრია ანდრიას ძე:

  “... მის გარეგნობაზე თუ ვილაპარაკებთ, საშუალო ტანისა იყო, სწორი არაა გავრცელებული აზრი, თითქოს სტალინი ძალიან იყო მიდრეკილი სიმსუქნისაკენ, რასაკვირველია, მას, როგორც არაფიზიკური შრომის კაცს, შესაძლებელია, ჰქონოდა ასეთი მიდრეკილება, მაგრამ აშკარად ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო, მე არასოდეს შემიმჩნევია, რომ სტალინს კოვზითა და ჩანგლით ეგულმოდგინოს, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ის უხალისოდ, დუნედ ჭამდა. მაგარ სასმელებს სტალინი არ სვამდა.”

  ხედავთ, მკითხველო, გრომიკო, რომელმაც თავისი სიცოცხლის თითქმის ნახევარი სტალინის გვერდით გაატარა, ახლდა მას ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე, იდგა, იჯდა მის გვერდით, ხაზს უსვამს იმას, რომ სტალინი იყო საშუალო ტანის, რაც შესანიშნავად ჩანს დოკუმენტურ პორტრეტებში და დოკუმენტურ ფილმებშიც. მიუხედავად ამისა, სოლჟენიცინს და მის “თანამებრძოლს” ანტონოვ-ოვსეენკოს სიგიჟემდე სურთ ადამიანთა მოდგმას სტალინი წარმოუდგინინ უზომოდ ჩასუქებულ 160 სმ. ქონდრისკაცად. ამავ დროს ჭამაზე უზომოდ შეყვარებულ გურმანად, რომელსაც ბევრი ჭამისაგან კუჭ-ნაწლავის პრობელმები შექმნია. გრომიკო კი გვეუბნება, რომ არასდროს შესწრებია მადიანად მოსადილე სტალინს, უმადობა მისი მუდმივი თანამგზავრი იყოო. ვის უფრო დაეჯერება - ქოსატყუილა ნაძირალებს, თუ ცნობილ დიპლომატსა და სტალინის თანამებრძოლს?

  რაც შეეხება კუჭნაწლავის პრობლემებს და მასთან დაკავშირებულ უსაშველო ბოყინს და კუჭნაწლავის აშლილობას, ეს, აშკარად, სულიერად და ფიზიკურად ავადმყოფი სოლჟენიცინის სიმპტომებია. სტალინი კი ამ მხრივ და სხვამხრივადაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

  ამასვე ადასტურებენ თავიანთ მოგონებებში ეიზენჰაუერი და პარიმანი, რომლებიც იხსენებენ, რომ ფიზკულტურელების აღლუმზე, მოსკოვში, 1945 წლის აგვისტოში, სტალინი მათ გვერდით სალი კლდესავით იდგა, ადგილმოუცვლელად, მთელი 7 საათის განმავლობაში, დაღლილობის ყოველგვარი ნიშნის გარეშე.

  ნორმალური აზროვნების ადამიანი, ალბათ, მიხვდება, რომ ადამიანები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, ამასვერ შესძლებენ. გავიხსენოთ თუნდაც ბრეჟნევი, რომელსაც ტრიბუნაზე დგომისას სახელდახელოდ საპირფარეშოს უდგამდნენ სიახლოვეს. ნამდვილად ამ დღეშია ციხის პროვოკატორი და დამსმენი ალექსანდრე სოლჟენიცინი, ამიტომაც “მეცნიერულად” ერკვევა გასტრიტსა, კოლიტსა და ბოყინის თეორიებსა და პრობლემებში.

  გრომიკოს სტალინის მისამართით გამოთქმულ ამ უაღრესად თბილ და ჭეშმარიტად ლაკონურ ფრაზებს კომენტარი არ სჭირდება. ვიტყვით მხოლოდ, რომ სტალინის გარეგნობითა და მისი ჩაცმის კულტურით ბევრი უცხოელიც კი აღფრთოვანებულა. ელიოტ რუზველტი იგონებს, რომ დედამისი ელეონორა რუზველტი, რომელიც მეუღლეს თეირანის კონფერენციაზე ახლდა, მოხიბლული იყო სტალინის გარეგნობით, განსაკუთრებით მისი უზადო ჩაცმულობით. ის თავისი ახლობლების წრეში ხშირად სვამდა კითხვას, თუ ვინ იყო ის თერძი, რომელიც სტალინს ასეთ კოხტა ტანსაცმელს უკერავდა, რომელშიც იგი მსახიობს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე მთავარსარდალსო. ჭეშმარიტად გენიალური მიგნება-შედარებაა. ელეონორა რუზველტის შთაბეჭდილებას იზიარებდა სტალინის ყველა თვითმხილველი. მოვუსმინოთ თუნდაც ამერიკელ გენერალს, თეირანის კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს: “სხდომის შემდეგ მე კარგახანს ველაპარაკებოდი სტალინს ჩვენი თვითმფრინავების შესახებ და მან გამაკვირვა ჩვენი თვითმფრინავების ცოდნით. იგი მათ უკეთ იცნობდა, ვიდრე ბევრი ჩვენი დაწინაურებული სპეციალისტი. სტალინი ჭეშმარიტად ფოლადის ადამიანი იყო; უშიშარი, ბრწყინვალე გონების, სწრაფი მოსაზრებისა და რეაქციის, შეუბრალებელი, დიდი ლიდერი და თავის  რწმენაში გაბედული... მაღალი არ იყო, დაახლოებით 5 ფუტი და 9 დუიმი, მაგრამ ლამაზი, კარგი შესახედაობის ჯარისკაცი გახლდათ. იგი ბევრ და ჭკვიანურ შეკითხვებს მაძლევდა”. (“გლობალური მისია” - ჰენრი არნოლდი, აშშ-ის ავიაციის გენერალი).

  ზემოთ მოტანილ გენერლის გამონათქვამში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიტყვები: “ლამაზი, კარგი შესახედაობის ჯარისკაცი”. განსაკუთრებულს იმიტომ, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა კარგად იცის: როცა უნდათ ხაზი გაუსვან მამაკაცის ვაჟკაცურ, სასიამოვნო გარეგნობას, მას უცილობლად “ლამაზ, კარგი შესახედაობის” ჯარისკაცს ადარებენ. მეორე, არანაკლებ საინტერესო შტრიხი გენერალ ჰენრი არნოლდის შთაბეჭდილებებიდან: “მაღალი არ იყო, დაახლოებით 5 ფუტი და 9 დიუმი”) - (გადაანგარიშებული სმ-ებში 175 სმ და 26 მმ.). ადამიანს, რომელმაც თეირანში რამდენიმე დღე სტალინის გვერდით გაატარა და, რომელიც სხდომების შემდეგ ხშირად “კარგახანს” საუბრობდა მასთან, უფრო დაეჯერება, თუ იმ ნაძირალა სოლჟენიცინისა და ანტონოვ-ოვსეენკოს მახინჯ ფანტაზიას (160-162 სმ), რომელთაც სტალინისათვის შორიდანაც კი არ მოუკრავთ თვალი?

  აი, სტალინის გარეგნობის ამსახველი კიდევ ერთი დოკუმენტი: წინ გვიდევს მისი ფოტოსურათი, რომელზეც მასთან ერთად აღბეჭდილი არიან ინგლის-ამერიკის ლიდერები, თავიანთი მისიის წევრებითურთ, პოსტდამის კონფერენციაზე - სხედან: სტალინი, ტრუმენი, ეტლი; დგანან: ბირნსი, ბევინი, ლეგი. შეჰყურებ ამ ისტორიულ ფოტოსურათს და ვერ მალავ აღფრთოვანებას ინგლის-ამერიკის მკვიდრთა ფონზე, ქართველი სტალინის ჭეშმარიტად დიდებული გარეგნობით:  მარშლის უზადოდ მორგებულ თეთრ კიტელში უნაკლო სახის ნაკვთებით, ოდნავ ჭაღარაშერეული შესანიშნავი ქოჩრით, მოხდენილი ულვაშებით, იგი დადებითად გამოირჩევა ივლისის გაგანია სიცხეში შავ ფონზე ჩაკოსტუმებულ, ჩაჟილეტებული, ჩაჰალსტუხებული მელოტი და ნახევრადმელოტი კოლეგებისაგან; გამოირჩევა, ვითარცა, ჰოლივუდის ვარსკვლავი პროვინციელი მსახიობისგან, ვითარცა ბრილიანტის თვალი წვრილფრაქციული ქვიშისაგან.

  ნიშანდობლივია, რომ ძველ რომსა და ძველ საბერძნეთში სიყალბის მთქმელებს, ცილისმწამებლებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ისევე სჯიდნენ, როგორც ყალბი ფულის მჭრელებს, ჩვენს სინამდვილეში კი ასეთებს ნობელის პრემიებით აჯილდოვებენ (გორბაჩოვი, სოლჟენიცინი).

  ყოველივე ეს შედეგია გორბაჩოვისეული მოღალატე პოლიტბიუროს მანკიერი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა, რომელმაც სიტყვისა და პრესის “თავისუფლების” საფარქვეშ საფუძველი დაუდო ცილისწამებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ბაქკანალიას; პრესა ფაქტიურად გადააქცია მახინჯ სამასხარო ორგანოდ, “წერე და იკითხეს” სინონიმად.

  მაგალითად ქართული პრესაც გამოდგებოდა, სადაც ძალიან ხშირად შემდეგი შინაარსის სტატიებსაც წაიკითხავთ:

 

  “ეს კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული “შვიდკაცას” ერთ-ერთი რეკომენდაციაა. შემდეგ ის “თორმეტკაცამაც” მოიწონა, მაგრამ შევარდნაძემ იგი საბოლოოდ  მაინც რამდენჯერმე დაბლოკა. მან კანონპროექტის მიმართ პირველი ღია წინააღმდეგობა მაშინ გამოხატა, როცა პროექტის პირველივე ვარიანტი დაიწუნა და ანტიკორუფციულ “თორმეტკაცას” გადაუგზავნა.

მაშინ საბჭოს წევრები პრეზიდენტ შევარდნაძისაგან სხვა ნაბიჯს არც ელოდნენ. “თორმეტკაცას” ერთ-ერთი წევრი, გივი თარგამაძე პრეზიდენტის ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის მიერ სახელმწიფოსაგან მოპარულ მილიონებზე ალაპარაკდა. ამას მოჰყვა მთავრობის ხმაურიანი სხდომები, სადაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა მაღალჩინოსნების ქონების საჯარო ილუსტრირება მოახდინა. სააკაშვილის ოპონენტებმა 1937 წლის რეპრესიები გაიხსენეს და პროექტს ბოლშევიკური, ხოლო მის ავტორს ნეობოლშევიკი უწოდეს, უკვე ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე კი პრეზიდენტმა შევარდნაძემ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს კორუმპირებულ მინისტრებთან თანამშრომლობა ურჩია, რითაც უკვე მერამდენედ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი ანტიკორუფციული პროგრამის ამოქმედება ისეთივე აუხდენელი ოცნებაა, როგორც ყბადაღებული მილიონი სამუშაო ადგილი.

  სამთავრობო ბატალიების შემდეგ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტი დეპუტატების განხილვის საგანი ხდება. პროექტი დეპუტატებს წარუდგინა სააკაშვილის თანაგუნდელმა კობა დავითაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი, ვის წინააღმდეგაც ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს, პრეზიდენტი იქნება: “დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი სასამართლო დარბაზში პრეზიდენტ შევარდნაძეს, მის მეუღლეს, ქალბატონ ნანულის, მათ შვილებს, სიძეს, მძახალს - გურამ ახვლედიანს, ძმისშვილს - ნუგზარ შევარდნაძეს და პრეზიდენტთან დაახლოებულ სხვა პირებს” (“ვერსია”, N 27, 14-20 იანვარი, 2002 წ.).

  რაშია საქმე?! - დაბნეული იკითხავთ ამ სტატიის გაცნობისას, პრეზიდენტზე პასკვილების ბეჭდვა არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება? ნუთუ დემოკრატიულ ქვეყანაში, სიტყვისა და პრესის თავისუფლების პირობებში ცილისწამება და შეურაცხყოფა კანონით არ ისჯება? და თუ ეს ასეა, პრეზიდენტმა, ან თუნდაც მისმა პრესსამსახურმა, ხომ მაინც უნდა გააკეთოს სათანადო განცხადება ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მიმართ??? (თუნდაც იმიტომ, რომ ისედაც რწმენადაკარგული, დეპრესირებული ერი მთლად არ გამოთაყვანდეს).

  ზემოთ აღნიშნულთან კონტექსტში საინტერესოა ერთი ასიეთი ფაქტის გახსენება: რამდენიმე წლის წინ პრესაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისელმა მოქალაქემ ამავე ქვეყნის დედოფლის მიმართ დაუშვა სრულიად უწყინარი, მაგრამ არაკორექტული გამოთქმა. ამას დედოფლის ადეკვატური რეაქცია მოჰყვა და სასამართლომ მოლაყბეს ჯარიმის სახით 14000 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა.

  ჩვენთან, რა, უკეთესი დემოკრატია და უფრო ჰუმანური კანონებია, ვიდრე ინგლისში? ან კიდევ, ჩვენთან პრესის მეტი თავისუფლებაა, ვიდრე იქ? და  თუ მართლაც ასეა, გვინდა კი ისეთი “თავისუფალი პრესა”, რომელიც “პრეზიდენტის ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის მიერ სახელმწიფოსგან მოპარულ მილიონებზე ალაპარაკდა”?

  სწორედ “პერესტროიკის” იდეოლოგების მიერ დამკვიდრებულმა ფსევდოდემოკრატიამ და ყბადაღებულმა “პრესის თავისუფლებამ” განაპირობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია.

  სოციალიზმის მტრებმა “თავისუფალი პრესა” გამოიყენეს საბჭოთა კავშირზე, საბჭოთა ხალხის ცხოვრების წესზე ბინძური ჭორების გავრცელების იარაღად. მათ თავისი შხამიანი მახვილი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოციალიზმისა და მისი ბელადის წინააღმდეგ მიმართეს. მასმედია წალეკა სტალინზე შეთხზულმა უამრავმა ბინძურმა ლეგენდამ და საზიზღარმა ცილისწამებამ. ყოველივე ამის ლიდერი კი უკვე გადაგვარებული ცეკას პირველი მდივანი ლოთი ტაკიმასხარა ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა. მას, რა თქმა უნდა, მრავალი მლიქვნელი მიმდევარი გამოუჩნდა, პირველ რიგში მიქოიანების, იაკოვლევების, ავტორხანოვების, რაძინსკების, კაგანების, ჰათონების, კობერიძეების, მედვედევების, გორბაჩოვების, შატროვების, ჭეიშვილების, სანიკიძეების, რაზგონების, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სოლჟენიცინების, ანტონოვ-ოვსეენკოებისა და სხვა მრავალთა სახით.

 

  ... მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოთდაყენებულ საკითხს – სტალინის გარეგნობას (რომ ბოლომდე ვამხილოთ სოლჟენიცინისა და ოვსეენკოს სიმახინჯე და სიდამპლე) – ანდრია ანდრიას ძე გრომიკო:

  _ “სტალინის სიკვდილის შემდეგ, არაერთხელ მსმენია და წამიკითხავს, თითქოს მას სახეზე ნაყვავილარის კვალი აჩნდა. მე ეს არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონია შესაძლებლობა,  მისთვის ახლო მანძილიდან მეცქირა, და თუ ასეთი ნიშნები მაინც არსებობდნენ, ალბათ, იმდენად უმნიშვნელო, რომ მე, ახლო მანძილიდანაც კი, ვერ ვამჩნევდი მათ.

  ... ბევრჯერ მინახავს იგი კრემლის დერეფნებში მოსიარულე. მას ძალიან უხდებოდა უნაკლოდ მორგებული მარშლის ფორმა, და იგრძნობოდა, რომ მასაც მოსწონდა იგი. თუ მას არ ეცვა სამხედრო ფორმა, მაშინ იგი ნახევრად სამხედრო, ნახევრად სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდა. ლაზათი და სიკოხტავე ჩაცმულობაში მისი ცხოვრების ყოველდღიური წესი იყო.  სტალინი ყოველთვის დინჯად დააბიჯებდა. მე არასდროს შემიმჩნევია, რომ, შესამჩნევად მოემატებინა ნაბიჯისათვის. ვთქვათ, იმის გამო, რომ სადღაც მიეჩქარებოდა. ზოგჯერ, ვითარებიდან გამომდინარე, ვვარაუდობდი, რომ სტალინს სწრაფად უნდა ჩაეტარებინა ესა თუ ის თათბირი, სწრაფად ელაპარაკა და სხვებიც აეჩქარებინა, რომ დრო დაეზოგა, მაგრამ ასეთ რამეს არასდროს შევსწრებივარ. გექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თვითონ დრო წყვეტს (თავის) სრბოლას, სანამ ეს ადამიანი საქმითაა დაკავებული.”

  ასეთი ვრცელი ამონაწერი ა.ა. გრომიკოს წიგნიდან იმიტომ დაგვჭირდა, რომ ყველა, ვინც კი იცნობს ისტორიის ნაძირალების “შემოქმედებას” სტალინზე, კარგად დაფიქრდეს და გაარჩიოს სიყალბე სინამდვილისაგან, სიცრუე – სიმართლისაგან. ცნობილია, რომ სოლჟენიცინს მისმა მიმდევრებმაც კი მიანიშნეს მის მიერ აღწერილ სტალინის კომიკურ და ყალბ ხასიათზე, რაზეც ნაძირალა “ბიოგრაფმა” შემდეგი პასუხი გასცა: ვინაიდან სტალინი იმდენად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ მას, სოდჟენიცინს, არ ჰქონდა საშუალება მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა, იგი თავისუფალია ყოველგვარი მორალური დოგმებისაგან და დაწერა ის, რაც მისმა “მწერლურმა” ფანტაზიამ უკარნახა. ხედავთ, თურმე, რა პრეტენზია ჰქონია მწერალს, თურმე, სტალინს ეს ფიზიკურად და სულიერად გახრწნილი პირუტყვი მუდმივად თავის გვერდით უნდა ჰყოლოდა, რომ მასზე, სტალინზე, მომავალში ბინძური ლეგენდები არ შეეთხზა და ბოროტი ჭორები არ გაევრცელებინა. მსგავს ლოგიკას ექვემდებარება სოლჟენიცინის “ხვეწნა-მუდარაც “ცრუ”-სადმი (რომლის დავალებითაც ჰქმნიდა იგი თავის “შედევრებს” სტალინსა და საბჭოთა წყობილებაზე) მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების აუცილებლობის თაობაზე: “მე ეს პრემია მჭირდება, როგორც საფეხური პოზიციაში, ბრძოლაში! და რაც უფრო ადრე მივიღებ, მით უფრო მტკიცე გავხდები. მით მაგრად დავკრავ!” ხედავთ? აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს “საბჭოთა” მწერალი რა პირობით გამოსთხოვს ნობელის პრემიას? - იგი უფრო მტკიცე გახდება პასკვილების წერა-გავრცელებაში, უფრო მაგრად დაჰკრავს... იმათ, ვისაც სიმართლე წამოსცდება საბჭოთა სინამდვილეზე, კომუნიზმზე, სტალინზე!!! აქედან გამომდინარე გაუგებარი ხდება ნობელის პრემიების მინიჭების იდეა-საფუძველი, როცა მას ანიჭებენ თომას მანს, ამ გამოთქმის ავტორს: “ანტიკომუნიზმი არის ეპოქის უდიდესი ბოროტება”, და, ამავე დროს, ეპოქის ყველაზე ბოროტ ანტიკომუნისტს – სოლჟენიცინს?

  ალბათ, ძალიან დიდი ადგილი დავუთმეთ ნაძირალების მხილებას, მაგრამ არც უმაგისობა ივარგებდა.

  დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარების მიმდინარეობას.

 

 

 

VI. ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია – ხუთწლედები

 

  მოსკოვში დაბრუნებული სტალინი მტკიცედ განაგრძობს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის ბრძოლას, თუმცა კარგად იცის, რომ ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის წარმატებისათვის აუცილებელია მისი ბოროტი მოწინააღმდეგეების ტროცკი-ზინოვიევის ბლოკის იდეური და ორგანიზაციული განადგურება, რასაც წარმატებით აღწევს პარტიის მეთხუთმეტე კონფერენციაზე, სადაც იგი გამოდის მოხსენებით: “სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში”.

  გაანადგურეს და უკუაგდეს რა კაპიტულანტები და კაპიტალიზმის მიმდევრები, ბოლშევიკები განაგრძობენ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საქმეს. საფუძველი ეყრება ქვეყანაში უამრავი დიდი და მცირე სამრეწველო ობიექტების, ელექტროსადგურის, შახტის, რკინიგზების და სხვათა მშენებლობებს. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, სტალინია. იგი ახალი სამრეწველო დარგების შექმნის უშუალო მონაწილედა ინიციატორია, ისეთი გიგანტების მშენებლობისა, როგორებიცაა ფოლადის ახალი ქალაქი კუზბასში, სტალინგრადისა და ხარკოვის სატრაქტორო ქარხნები, მაგნიტოგორსკი, ურალმაში, საავტომობილო ქარხნები მოსკოვსა და გორკში და ა. შ. და ა. შ.

  საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობის გრანდიოზულმა მასშტაბებმა და ინდუსტრიალიზაციის წარმატებებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს კაპიტალისტური ქვეყნების მუშათა კლასზე. ისინი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებს... და დაიწყო ნამდვილი “შემოსევა” მოსკოვზე, კრემლზე. ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის, ყველა კონტინენტის მშრომელთა დელეგაციები საბჭოთა სასწაულის სანახავად, მისი ლიდერის მოსასმენად. ამ მიზნით 1927 წლის მხოლოდ ერთ დღეს, 5 ნოემბერს, გაიმართა სტალინის საუბარი გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, ჩინეთის, ბელგიის და სხვა ქვეყნების მუშათა დელეგაციებთან. მათ ყველაფერი აინტერესებდათ, ყველაფერი უნდოდათ სცოდნოდათ... და სტალინიც უზიარებდა მათ თავის ღრმა გამოცდილებას და დიდ ცოდნას სოციალიზმის დამკვიდრებისა და მშენებლობის საკითხებში. ასე ჩამოყალიბდა იგი ჯერ როგორც საბჭოთა ხალხების, ხოლო შემდეგ მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადად და ბრძენ მასწავლებლად. ის მაშინ, ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო.

  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ურიგო არ იქნება სტალინის 5 ნოემბრის საუბრის აქ მოკლედ გაშუქება.

  ი. სტალინი, თხზულებანი, ტ. 10, გვ. 220: “საუბარი უცხოელ დელეგაციებთან”, 1927 წლის 5 ნოემბერი.

  დაესწრო 80 დელეგატი გერმაინიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ჩინეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დანიიდან და ესტონეთიდან – საუბარი გაგრძელდა 6 საათს.

  სტალინი. ამხანაგებო, გუშინ მე გადმომცეს კითხვების ხელმოუწერელი სია გერმანულ ენაზე. დღეს დილით მივიღე ორი ახალი სია: ერთი საფრანგეთის დელეგაციისაგან, მეორე დანიის დელეგაციისაგან.

დავიწყოთ კითხვების პირველი სიიდან, თუმცა არ ვიცი, რომელ დელეგაციას ეკუთვნის ეს სია. შემდეგ შეიძლება გადავიდეთ დანარჩენ ორ სიაზე. თუ საწინააღმდეგი არაფერი გაქვთ, დავიწყოთ.

(დელეგატები თანხმობას აცხადებენ).

  პირველი კითხვა: რატომ არ იღებს სსრ კავშირი მონაწილეობას ერთა ლიგაში?

 

  პასუხი: იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ იღებს საბჭოთა კავშირი მონაწილეობას ერთა ლიგაში, არაერთხელ თქმულა ჩვენს პრესაში. მე შემეძლო აღმენიშნა ზოგიერთი ამ მიზეზთაგანი.

 

  საბჭოთა კავშირი არ არის ერთა ლიგის წევრი და არ იღებს მონაწილეობას ერთა ლიგაში, უწინარეს, იმიტომ, რომ მას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა ერთა ლიგის იმპერიალისტური პოლიტიკისათვის, იმ “მანდატებისათვის”, რომლებსაც იძლევა ერთა ლიგა კოლონიური ქვეყნების საექსპლუატაციოდ და დასაჩაგრად. საბჭოთა კავშირი არ მონაწილეობს ერთა ლიგაში, რადგან იგი წინააღმდეგია იმპერიალიზმისა, წინააღმდეგია კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების ჩაგვრისა.

  მეორეც, საბჭოთა კავშირი არ მონაწილეობს ერთა ლიგაში იმიტომ, რომ მას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა იმ სამხედრო მზადებისათვის, შეიარაღების ზრდისათვის, ახალი სამხედრო კავშირებისათვის და სხვა, რომელთაც ხელს აფარებს და კვერს უკრავს ერთა ლიგა და რომლებსაც არ შეუძლია არ გამოიწვიონ ახალი იმპერიალისტური ომები. საბჭოთა კავშირი არ მონაწილეობს ერთა ლიგაში, რადგან იგი სავსებით და მთლიანად წინააღმდეგია იმპერიალისტური ომებისა.

  დასასრულ საბჭოთა კავშირი არ მონაწილეობს ერთა ლიგაში იმიტომ, რომ მას არ სურს იყოს შემადგენელი ნაწილი იმპერიალისტური მაქინაციების იმ შირმისა, რომელსაც წარმოადგენს ერთა ლიგა, და რომლებსაც იგი ფარავს თავის წევრთა თვალთმაქცური სიტყვებით.

 

 მე-2 კითხვა. რატომ ვერ ითმენენ საბჭოთა კავშირში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას?

  პასუხი: სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (ე.ი. მენშევიკებს) ვერ ითმენენ საბჭოთა კავშირში იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვერ ითმენენ იქ კონტრრევოლუციონერებს. იქნებ ამან გაგაკვირვოთ, მაგრამ აქ არაფერია გასაკვირველი.

 

მე-3 კითხვა: რატომ არ არის ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება საბჭოთა კავშირში?

  პასუხი: ბეჭდვითი სიტყვის რომელ თავისუფლებაზე ლაპარაკობთ თქვენ? ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება რომელი კლასისათვის - ბურჟუაზიისათვის თუ პროლეტარიატისათვის? თუ ლაპარაკია ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებაზე ბურჟუაზიისათვის, ეს ჩვენში არ არის და არც იქნება, სანამ არსებობს პროლეტარიატის დიქტატურა, ხოლო თუ ლაპარაკია ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებაზე პროლეტარიატისათვის, მაშინ მე უნდა ვთქვა, რომ მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც პროლეტარიატისათვის არსებობდეს ბეჭდვითი სიტყვის ისეთი ყოველმხრივი და ფართო თავისუფლება, როგორიც არსებობს საბჭოთა კავშირში.

 

  მე-4 კითხვა: რატომ არ ათავისუფლებენ საპყრობილიდან დაპატიმრებულ მენშევიკებს?

  პასუხი: როგორც ჩანს, ლაპარაკია აქტიურ მენშევიკებზე. დიახ ეს სწორია, აქტიურ მენშევიკებს ჩვენში საპყრობილეებიდან არ ათავისუფლებენ პატიმრობის ვადის დამთავრებამდე. მაგრამ რა არის გასაკვირველი?

  რატომ არ ანთავისუფლებდნენ საპყრობილეებიდან, მაგალითად, ბოლშევიკებს 1917 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იდგნენ მენშევიკები და ესერები?

  არ შეიძლება სწორად ჩავთვალოთ ოქტომბრის რევოლუციის პოლიტიკა, თუ ამავე დროს სწორად არ ჩავთვლით მის აუცილებელ შედეგებს.

  ორში ერთი:

  ან ოქტომბრის რევოლუცია იყო შეცდომა, - და მაშინ ასეთივე შეცდომაა მენშევიკებისა და ესერების დაპატიმრება;

  ან ოქტომბრის რევოლუცია არ იყო შეცდომა, - და მაშინ კონტრრევოლუციის გზაზე დამდგარი ესერებისა და მენშევიკების დაპატიმრება არ შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს.

 

 მე-6 კითხვა. შესაძლებელია თუ არა მეორე ინტერნაციონალისა და მესამე ინტერნაციონალის გაერთიანება?

  პასუხი. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია.

  შეუძლებელია, რადგან მეორე ინტერნაციონალს და მესამე ინტერნაციონალს ორი სრულიად სხვადასხვა გეზი აქვთ და ისინი სხვადასხვა მხარეს იცქირებიან. თუ მესამე ინტერნაციონალი იცქირება კაპიტალიზმის დამხობისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისაკენ, მეორე ინტერნაციონალი, პირიქით, იცქირება კაპიტალიზმის შენარჩუნებისა და ყოველივე იმის დანგრევისაკენ, რაც აუცილებელია პროლეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად.

  მე შეუძლებლად მიმაჩნია მათი გაერთიანება ამჟამად.

 

 მე-7 კითხვა. როგორ აფასებთ დასავლეთ ევროპის მდგომარეობას?

  მოსალოდნელია თუ არა რევოლუციური ამბები უახლოეს წლებში?

  პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ევროპაში იზრდება და შემდეგშიც გაიზრდება კაპიტალიზმის უღრმესი კრიზისის ელემენტები. კაპიტალიზმს შეუძლია მიაღწიოს ნაწილობრივ სტაბილიზაციას, შეუძლია მოახდინოს თავისი წარმოების რაციონალიზაცია, შეუძლია დროებით შებოჭოს მუშათა კლასი, - ყოველივე ეს კაპიტალიზმს ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ იგი უკვე ვერასოდეს ვერ დაუბრუნდება იმ “სიმყარეს” და იმ “წონასწორობას”, რაც არსებობდა მსოფლიო ომამდე და ოქტომბრის რევოლუციამდე. იგი უკვე ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდება ამ “სიმყარეს” და “წონასწორობას”.

  ჩვენ ახალი რევოლუციური ამბების წინაშე ვდგავართ.

  გადავიდეთ საფრანგეთის დელეგაციის კითხვებზე:

 

მე-2 კითხვა. როგორ ფიქრობთ თქვენ კოლექტივიზმის განხორციელებას გლეხთა საკითხში?

  პასუხი. კოლექტივიზმის განხორციელებას სოფლის მეურნეობაში ჩვენ ვფიქრობთ თანდათანობით, ეკონომიკური, ფინანსური და კულტურულ-პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებით.

  მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო საინტერესო საკითხი არის ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებათა საკითხი. ამ დარგში ჩვენი ღონისძიებანი სამი ხაზით ტარდება: კოოპერაციაში ინდივიდუალურ გლეხურ მეურნეობათა ორგანიზაციის ხაზით; საწარმოო ამხანაგობებში გლეხურ მეურნეობათა, უმთავრესად ღარიბ მეურნეობათა, ორგანიზაციის ხაზით და ბოლოს, იმ ხაზით, რომ სახელმწიფოს მგეგმავმა და მომწესრიგებელმა ორგანოებმა მოიცვან გლეხური მეურნეობანი, როგორც გლეხური პროდუქციის გასაღების მხრივ, ისე ჩვენი ინდუსტრიის საჭირო ნაწარმით, გლეხობის მომარაგების მხრივ.

  მე-7 კითხვა. სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სამოსამართლო უფლებანი, საქმეების გარჩევა უმოწმეებოდ, უდამცველებოდ, საიდუმლო დაპატიმრებანი... ვინაიდან ასეთი ზომები ძნელი დასაშვებია საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრისთვის, საინტერესო იქნებოდა გაგვეგო მათი დასაბუთება. განზრახულია თუ არა მათი შეცვლა ან შეწყვეტა?

  პასუხი. სახელმწიფო პოლიტსამმართველო ანუ საგანგებო კომისია სადამსჯელო ორგანოა საბჭოთა ხელისუფლების ხელში. ეს ორგანო ცოტად თუ ბევრად ანალოგიურია საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტისა, რომელიც შეიქმნა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს. იგი უმთავრესად სჯის ჯაშუშებს, შეთქმულებს, ტერორისტებს, ბანდიტებს, სპეკულიანტებს, ყალბი ფულის მჭრელებს. იგი წარმოადგენს ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია რევოლუციის ინტერესების დასაცავად კონტრრევოლუციური ბურჟუებისა და მათი აგენტების მიერ ხელყოფისაგან.

  ეს ორგანო შეიქმნა ოქტომბრის რევოლუციის მეორე დღესვე, მას შემდეგ, როცა აღმოჩნდა შეთქმულთა, ტერორისტთა და ჯაშუშთა სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელთაც აფინანსებდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის კაპიტალისტები.

 

  ეს ორგანო განვითარდა და განმტკიცდა საბჭოთა ხელისუფლების მოღვაწეთა წინააღმდეგ ჩადენილი მთელი რიგი ტერორისტული აქტების შემდეგ, რაც მოკლეს ამხ. ურიცკი, - პეტროგრადის რევოლუციური კომიტეტის წევრი (იგი მოკლა ესერმა), მას შემდეგ, რაც მოკლეს ამხ. ვოლოდარსკი - პეტროგრადის რევოლუციური კომიტეტის წევრი (ისიც ესერმა მოკლა), მას შემდეგ, რაც სცადეს ლენინის მოკვლა (ლენინი დაჭრა  ესერების პარტიის წევრმა).

  უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო პოლიტსამმართველო მაშინ რევოლუციის მტრებს მარჯვედ და აუცდენლად ურტყამდა. სხვათა შორის, ეს თვისება მას დღემდე შერჩა. მას შემდეგ სახელმწიფო პოლიტსამმართველო არის რისხვა ბურჟუაზიისათვის, რევოლუციის ფხიზელი დარაჯი, პროლეტარიატის ამოწვდილი მახვილი.

  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველა ქვეყნის ბურჟუები სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსადმი იჩენენ მხეცურ სიძულვილს. არ არის ისეთი ლეგენდა, რომელსაც არ თხზავდნენ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს შესახებ. არ არის ისეთი ცილისწამება, რომელსაც არ ავრცელებდნენ. სახელმწიფო პოლიტსამმართველო მართებულად იცავს რევოლუციის ინტერესებს. რევოლუციის მოსისხლე მტრები ავად იხსენიებენ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს, – მაშასადამე, სახელმწიფო პოლიტსამმართველო მართებულად მოქმედებს.

  მუშები კი სულ სხვანაირად უყურებენ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს. თქვენ დაინახავთ, რომ მუშები მას პატივისცემით ეპყრობიან. რატომ? იმიტომ, რომ მუშები მასში ხედავენ რევოლუციის ერთგულ დამცველს.

  მაგრამ მე არაფერი მესმის ზოგიერთი მუშა დელეგატებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირში ჩამოსვლის დროს შეშფოთებით კითხულობენ: ბევრი კონტრრევოლუციონერია დასჯილი სახელმწიფო პოლიტსამმართველოს მიერ, კიდევ დასჯიან სხვადასხვა ტერორისტებს და პროლეტარული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებს. ხომ არ დამდგარა დრო შეწყდეს სახელმწიფო პოლიტსამმართველოს არსებობაო? საიდან გამომდინარეობს ზოგიერთი მუშა დელეგატის ასეთი მზრუნველობა პროლეტარული რევოლუციის მტრების მიმართ? რით უნდა აიხსნას ეს? როგორ შეიძლება დასაბუთდეს ეს?

  ქადაგებენ მაქსიმალურ ლმობიერებას, გვირჩევენ მოვსპოთ სახელმწიფო პოლიტსამმართველო... მაგრამ განა გვაქვს იმის გარანტია, რომ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს მოსპობის შემდეგ ყველა ქვეყნის კაპიტალისტები უარს იტყვიან შეთქმულთა, ტერორისტთა, ძირგამომთხრელთა, ცეცხლის წამკიდებელთა, ამფეთქებელთა კონტრრევოლუციური ჯგუფების შექმნასა და დაფინანსებაზე? რევოლუციის განიარაღება მაშინ, როდესაც არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ რევოლუციის მტრები განიარაღებული იქნებიან. – განა ეს სისულელე არ არის, განა ეს დანაშაული არ არის მუშათა კლასის წინაშე?!

  არა, ამხანაგებო, ჩვენ არ გვსურს გავიმეოროთ პარიზის კომუნარების შეცდომები. პარიზის კომუნარები მეტისმეტად ლმობიერნი იყვნენ ვერსალელების მიმართ, რისთვისაც თავის დროზე სავსებით მართებულად კიცხავდა მათ მარქსი, ხოლო თავისი ლმობიერებისათვის ისინი დაისაჯნენ იმით, რომ, როდესაც ტიერი პარიზში შევიდა, ვერსალელებმა ათეულათასობით მუშა დახვრიტეს.

  ხომ არ ფიქრობენ ამხანაგები, რომ რუსი ბურჟუბი და მემამულეები ნაკლებად სისხლისმსმელნი არიან, ვიდრე ვერსალელები საფრანგეთში? ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი მუშებს, როდესაც მათ ფრანგ და ინგლისელ, იაპონელ და ამერიკელ ინტერვენციონისტებთან ერთად ეკავათ ციმბირი, უკრაინა, ჩრდილოკავკასია.

  მე ამით სრულებით არ მინდა იმის თქმა, რომ თითქოს რევოლუციის სადამსჯელო ორგანოების შენახვას აუცილებლად გვიკარნახებდეს ჩვენი ქვეყნის შინაგანი მდგომარეობა. შინაგანი პირობების თვალსაზრისით რევოლუციის მდგომარეობა ისე მტკიცეა და ურყევი, რომ შეიძლებოდა სახელმწიფო პოლიტსამმართველოს გარეშეც იოლად წავსულიყავით, მაგრამ საქმეც ის არის, რომ შინაური მტრები არ წარმოადგენენ ჩვენში იზოლირებულ ერთეულებს. საქმე ის არის, რომ ისინი ათასი ძაფით არიან დაკავშირებული ყველა ქვეყნის კაპიტალისტებთან, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ მთელი ძალ-ღონით,

ყველა საშუალებით. ჩვენი ქვეყანა გარშემორტყმულია კაპიტალისტური სახელმწიფოებით. ჩვენი რევოლუციის შინაური მტრები წარმოადგენენ ყველა ქვეყნის კაპიტალისტების აგენტურას. კაპიტალისტური სახელმწიფოები წარმოადგენენ ბაზას და ზურგს ჩვენი რევოლუციის შინაური მტრებისათვის. შინაურ მტრებს, რომ ვეომებით, ჩვენ, მაშასადამე, ვაწარმოებთ ბრძოლას ყველა ქვეყნის კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ. ახლა თვითონ განსაჯეთ, შეგვიძლია თუ არა ასეთ პირობებში იოლად წავიდეთ ისეთი დამსჯელი ორგანოების გარეშე, როგორიცაა სახელმწიფო პოლიტსამმართველო.

  არა, ამხანაგებო, ჩვენ არ გვსურს გავიმეოროთ პარიზის კომუნარების შეცდომები. სახელმწიფო პოლიტსამმართველო საჭიროა რევოლუციისათვის და სახელმწიფო პოლიტსამმართველო იარსებებს ჩვენში პროლეტარიატის მტრების თავზარდასაცემად. (მქუხარე ტაში).

  ერთი დელეგატთაგანი. ნება მომეცით, ამხ. სტალინ, აქ მყოფი დელეგატების სახელით მადლობა გადაგიხადოთ ახსნა-განმარტებისათვის და იმ სიცრუის გაფანტვისათვის, რომელსაც საზღვარგარეთ ავრცელებენ სსრ კავშირის შესახებ. შეგიძლიათ ეჭვი არ იქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუამბოთ მუშებს ჩვენს სამშობლოში სიმართლე სსრ კავშირის შესახებ. სტალინი. არ ღირს მადლობად, ამხანაგებო.

მე მოვალედ ვთვლი ჩემს თავს გიპასუხოთ კითხვებზე და ანგარიში ჩაგაბაროთ. ჩვენ, საბჭოთა მუშაკებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენს კლასობრივ ძმებს ყველა კითხვაზე, რომლებზედაც კი ისინი მოისურვებენ ანგარიშის მიღებას. ჩვენი სახელმწიფო მსოფლიო პროლეტარიატის პირმშოა. ჩვენი სახელმწიფოს მოღვაწენი მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ მსოფლიო პროლეტარიატის წინაშე, როდესაც ანგარიშს აბარებენ მის წარმომადგენლებს. (ტაში)”.

  გამომდინარე ციტირებული საუბრიდან, ზემოთ აღვნიშნეთ, და უადგილო  არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ სტალინი იმ დროისითვის უკვე ჩამოყალიბდა როგორც ერთადერთი ლიდერი მსოფლიო პროლეტარიატისა, რომლისკენაც მიმართულია ყველა ქვეყნის მშრომელთა, გულისყური და იმედები.

  1927 წლის 2 დეკემბერს გაიხსნა საკავშირო კ.პ.(ბ) მეთხუთმეტე ყრილობა, რომელზეც სტალინი გამოდის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ანგარიშით. თავის მოხსენებას იგი შემდეგი სიტყვებით იწყებს:

“ჩვენი ქვეყანა, ამხანაგებო, ცხოვრობს და ვითარდება კაპიტალისტური გარემოცვის პირობებში. მისი საგარეო მდგომარეობა დამოკიდებულია არა მარტო მის შინაგან ძალებზე, არამედ ამ კაპიტალისტური გარემოცვის მდგომარეობაზეც, ჩვენი ქვეყნის გარშემო მდებარე კაპიტალისტური ქვეყნების მდგომარეობაზე, მათ ძალასა და სისუსტეზე...

  აი, რატომ ვფიქრობ, რომ ცენტრალური კომიტეტის ანგარიში დაწყებული უნდა იქნას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობის დახასიათებით, კაპიტალისტური ქვეყნების მდგომარეობისა და ყველა ქვეყნის რევოლუციური მოძრაობის მდგომარეობის დახასიათებით”...

  და მართლაც, სტალინი თავის მოხსენებაში დაწვრილებით მიმოიხილავს კაპიტალისტური ქვეყნების იმდროინდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, იგი მიანიშნებს კაპიტალისტურ ქვეყნებში წარმოების მნიშვნელოვან ზრდაზე; იმ პოზიტიურ ძვრებზე, რომლებმაც განაპირობეს მითი ინტენსიური განვითარების ტემპები და მოჰყავს ფაქტები, კერძოდ, “რომ კაპიტალისტური ქვეყნების წარმოებამ ამ ორი წლის განმავლობაში გადააჭარბა ომამდელ ნორმებს, გაუსწრო ომამდელ ნორმებს”. ის ასახელებს შესაბამის ციფრებს და ხაზს უსვამს ზოგიერთი კაპიტალისტური ქვეყნის განსაკუთრებულ მიღწევებს: “ზოგიერთი კაპიტალისტური ქვეყანა, რომელნიც კი არ მიდიან, არამედ გარბიან წინ და უკან იტოვებენ ომამდელ დონეს, მაგალითად, ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები

და ნაწილობრივ იაპონია. მონაცემები ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ: დამმუშავებელი მრეწველობის ზრდა 1925 წელს – ომამდელი დონის 148%; 1926 წელს ომამდელი დონის 152%, მომპოვებელი მრეწველობის ზრდა 1925 წელს ომამდელი დონის 143%, 1926 წელს - 154%. შემდეგ მომხსენებელი საუბრობს კაპიტალის წარმატებებზე პროდუქციის ზრდის ხაზით, ვაჭრობის ხაზით, ტექნიკური პროგრესის ხაზით და ა. შ., თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ეს პროგრესი და სტაბილიზაცია კაპიტალიზმის ქვეყნებში დროებითია, რომ მას მოჰყვება უმწვავესი კრიზისი, რომელიც გამოიწვევს ახალ ომებს და დესტაბილიზაციას.

  შემდეგ სტალინი ყურადღებას ამახვილებს კაპიტალისტურ ქვეყნებში არმიათა რიცხობრივი შემადგენლობის და სამხედრო ბიუჯეტების ზრდაზე და სვამს კითხვას: “რას მეტყველებენ ეს ფაქტები, თუ არა იმას, რომ ახალი ომის მომზადება გამალებით მიმდინარეობს?.. ჩვენი ამოცანაა ბრძოლა ახალი იმპერიალისტური ომების მომზადების წინააღმდეგ”... ფართოდ განიხილავს რა საბჭოთა სახალხო მეურნეობის განვითარების პერიპეტიებს, მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას წარმოების ზრდას მიაპყრობს:

 

  “... თუ 1924/25 წელს სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქცია შეადგენდა ომამდელი დონის 87,3 პროცენტს, ხოლო მთელი მრეწველობის პროდუქცია ომამდელი დონის 63,7 პროცენტს,  ახლა ორი წლის შემდეგ 1926/27 წელს, სოფლისმეურნეობის პროდუქცია შეადგენს უკვე 108,3 პროცენტს, მრეწველობის პროდუქცია კი - 100,9 პროცენტს... 1927/28 წლის საკონტროლო ციფრებით ნავარაუდევია სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემდგომი გადიდება ომამდელი დონის 111,8 პროცენტამდე, მრეწველობისა კი - 114,4 პროცენტამდე”.

  შემდეგ მომხსენებელი გადადის ნაციონალური შემოსავლების საკითხზე:

  “ამრიგად, ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მთელი ნაციონალური შემოსავლის საერთო ზრდის შემდეგი სურათი: თუ მივიღებთ, რომ 1924/25 წელს სსრ კავშირის ნაციონალური შემოსავალი 15589 მილიონ ჩერვ. მანეთს შეადგენდა, მაშინ 1925/26 წელს ჩვენ გვქონდა 20252 მილიონი მანეთი, ე.ი. ერთი წლის განმავლობაში 29,9 პროცენტით მატება, ხოლო 1926/27 წელს 22560 მილიონი მანეთი, ე.ი. 1 წლის განმავლობაში 11,4 პროცენტით მატება.

  თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ შეერთებული შტატების ნაციონალური შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა 3-4 პროცენტს არ აღემატება, ხოლო სხვა ქვეყნების, მაგალითად, ინგლისისა და გერმანიისა 1-3 პროცენტს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სსრ კავშირის ნაციონალური შემოსავლის ზრდის ტემპი უკანასკნელი წლების განმავლობაში სარეკორდოა ევროპისა და ამერიკის დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით.

  დასკვნა: ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობა სწრაფი ტემპით იზრდება. პარტიის ამოცანაა: შემდგომ წინ წასწიოს ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარება წარმოების ყველა დარგში.

  დასკვნა: ჩვენი ქვეყანა ინდუსტრიული ქვეყანა ხდება.

  პარტიის ამოცანა: ყოველი ღონისძიებით შემდგომ წასწიოს წინ ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია.

  დასკვნა: ჩვენი ქვეყანა მტკიცედ და სწრაფად მიდის წინ, სოციალიზმისაკენ, უკან სწევს და თანდათან აძევებს სახალხო მეურნეობიდან კაპიტალისტურ ელემენტებს.

  პარტიის ამოცანაა გააფართოოს და განამტკიცოს ჩვენი სოციალისტური მბრძანებელი მაღლობები სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, ამასთან კურსი ეჭიროს სახალხო მეურნეობაში კაპიტალისტური ელემენტების ლიკვიდაციისაკენ”.

 

  იხილავს რა მსხვილი სოციალისტური მრეწველობის განვითარების საკითხს, სტალინი, ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით, აღიარებს მის ეფექტურობას და აკეთებს დასკვნას: “თავისი განვითარების ტემპით ჩვენი მრეწველობა საერთოდ, ჩვენი სოციალისტური მრეწველობა განსაკუთრებით, წინ უსწრებს კაპიტალისტური ქვეყნების მრეწველობის განვითარებას.

  ჩვენი სოციალისტური მრეწველობის განვითარების უმაგალითო ტემპი აშკარად და უდავოდ ადასტურებს წარმოების საბჭოთა სისტემის უპირატესობას კაპიტალისტური სისტემის წინაშე”. შეეხო რა სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპს, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა პროდუქციის ნელ ზრდას, სოფლად, რაც მომავალში ხელს შეუშლის წონასწორობის შენარჩუნებას სოფლის მეურნეობისა და ნაციონალიზებულ მრეწველობას შორის; ამის გამო სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპი არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს.

  სტალინი სვამს კითხვას: “მაშ სად არის გამოსავალი?” და, რა თქმა უნდა, თვითონვე პასუხობს: “გამოსავალია წვრილ და დაქსაქსულ გლეხურ მეურნეობათა გარდაქმნა მსხვილ და გაერთიანებულ მეურნეობებად მიწის საზოგადოებრივი დამუშავების საფუძველზე, გადასვლა მიწის კოლექტიურ დამუშავებაზე ახალი, უმაღლესი ტექნიკის ბაზაზე.

  გამოსავალი ის არის, რომ წვრილი და უწვრილესი გლეხური მეურნეობანი თანდათან, მაგრამ განუხრელად არა იძულებით, არამედ მაგალითის ჩვენებით და დარწმუნების წესით გავაერთიანოთ მსხვილ მეურნეობებად მიწის საზოგადოებრივი, ამხანაგური, კოლექტიური დამუშავების საფუძველზე, ამასთან გამოვიყენოთ სასოფლო-სამეურნეო მანქანები და ტრაქტორები, გამოვიყენოთ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის მეცნიერული ხერხები”.

  პარტიის პოლიტიკა კლასებისა და ინტელიგენციის მიმართებაში ორატორმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “პარტიის ამოცანაა განაგრძოს მუშათა კლასის მატერიალური და კულტურული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების, მუშათა კლასის ხელფასის შემდგომი გადიდების ხაზი.

  - განაგრძოს გლეხობის ძირითადი მასების და, უწინარეს ყოვლისა, ღარიბი გლეხობის მატერიალური და კულტურული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების ხაზი, განამტკიცოს მუშათა კლასის კავშირი გლეხობასთან, აამაღლოს მუშათა კლასისა და მისი პარტიის ავტორიტეტი სოფლად.

  განაგრძოს ახალი ბურჟუაზიის იზოლაციის ხაზი და განამტკიცოს მუშათა კლასის კავშირი ქალაქისა და სოფლის მშრომელ საბჭოთა ინტელიგენციასთან”.

  შემდეგ სტალინი საუბრობს არსებულ ნაკლოვანებებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით “საქონლის დიდი ნაკლებობის მომენტებს” და “საქონლის საცალო ფასების დაკლების უაღრესად ნელ ტემპს” გამოჰყოფს.

  ყრილობამ განიხილა სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შედგენის დირექტივები, მოხსენება სოფლად მუშაობის შესახებ, გამოიტანა გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის ყოველნაირად გაშლის შესახებ, დასახა კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების გაფართოების გეგმა. პარტიის მეთხუთმეტე ყრილობა ისტორიაში შევიდა როგორც კოლექტივიზაციის ყრილობა.

  პოლიტიკურ ნაწილში, თავის გადაწყვეტილებაში ოპოზიციის შესახებ, ყრილობამ აღნიშნა, რომ უთანხმოებანი პარტიასა და ოპოზიციას შორის გადაიზარდნენ პროგრამულ უთანხმოებებად, რომ ტროცკისტული ოპოზიცია დაადგა ანტისაბჭოთა ბრძოლის გზას და გამოაცხადა, რომ ტროცკისტული ოპოზიციის წევრობა შეუთავსებელია ბოლშევიკური პარტიის რიგებში ყოფნასთან. ყრილობამ მოიწონა ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის გაერთიანებული კრების (1927 წ. 14 ნოემბერი) დადგენილება პარტიიდან ტროცკისა და ზინოვიევის გარიცხვის შესახებ და დაადგინა გაერიცხა პარტიიდან

ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის ყველა აქტიური მოღვაწე, სულ 98 წევრი, მათ შორის: კამენევი, პიატაკოვი, რადეკი, ქავთარაძე და სხვ.

  1928 წლის დასაწყისში, სწორედ პარტიის მეთხუთმეტე ყრილობის მომდევნო წელს, ქვეყანაში შეიქმნა მწვავე კრიზისი პურის დამზადების საქმეში - თუ 1927 წლის იანვრისათვის ქვეყანაში დამზადდა 428 მილიონი ფუთი მარცვლეული, 1928 წლის იანვრისათვის მარცვლეულის დამზადებამ ძლივს მიაღწია 300 მილიონ ფუთს. დეფიციტმა წინა წელთან შედარებით 128 მილიონი ფუთი შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სახალხო მეურნეობის განვითარებისთვის კატასტროფას მოასწავებდა, იგი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებს. ჩაშლიდა მათ მომარაგებას პურითა და სხვა საკვები პროდუქტებით. გამოიწვევდა შიმშილს. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა წითელი არმიაც მისი სურსათით შეუფერხელად მომარაგების საქმეში.

  პარტია და მთავრობა, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ვერ დაუშვებდნენ. აღნიშნული რთული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, სტალინი ციმბირის მხარეში მიემგზავრება, სადაც პურის დამზადების საქმეში განსაკუთრებით ცუდი ტენდენციები გამომჟღავნდა. მან მოინახულა ამ მხარის პურის ძირითადი რაიონები. მონაწილეობა მიიღო ციმბირის სამხარეო კომიტეტის ბიუროს სხდომაში ნოვოსიბირსკში, ბარნაულის, ბიისკის, რუბცოვსკის და ომსკის საოკრუგო კომიტეტების ბიუროების სხდომებში და საოკრუგო პარტიული ორგანიზაციების აქტივის თათბირებში, საბჭოებისა და დამამზადებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად. მოგზაურობა რთული და ხანგრძლივი იყო (იგი 15 იანვარს დაიწყო და 6 თებერვლამდე გრძელდებოდა). ამავე დროს, რაგამოვიყენოთ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის მეცნიერული ხერხები”.

  პარტიის პოლიტიკა კლასებისა და ინტელიგენციის მიმართებაში ორატორმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “პარტიის ამოცანაა განაგრძოს მუშათა კლასის მატერიალური და კულტურული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების, მუშათა კლასის ხელფასის შემდგომი გადიდების ხაზი.

  – განაგრძოს გლეხობის ძირითადი მასების და, უწინარეს ყოვლისა, ღარიბი გლეხობის მატერიალური და კულტურული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების ხაზი, განამტკიცოს მუშათა კლასის კავშირი გლეხობასთან, აამაღლოს მუშათა კლასისა და მისი პარტიის ავტორიტეტი სოფლად.

  განაგრძოს ახალი ბურჟუაზიის იზოლაციის ხაზი და განამტკიცოს მუშათა კლასის კავშირი ქალაქისა და სოფლის მშრომელ საბჭოთა ინტელიგენციასთან”.

  შემდეგ სტალინი საუბრობს არსებულ ნაკლოვანებებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით “საქონლის დიდი ნაკლებობის მომენტებს” და “საქონლის საცალო ფასების დაკლების უაღრესად ნელ ტემპს” გამოჰყოფს.

  ყრილობამ განიხილა სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შედგენის დირექტივები, მოხსენება სოფლად მუშაობის შესახებ, გამოიტანა გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის ყოველნაირად გაშლის შესახებ, დასახა კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების გაფართოების გეგმა. პარტიის მეთხუთმეტე ყრილობა ისტორიაში შევიდა როგორც კოლექტივიზაციის ყრილობა.

  პოლიტიკურ ნაწილში, თავის გადაწყვეტილებაში ოპოზიციის შესახებ, ყრილობამ აღნიშნა, რომ უთანხმოებანი პარტიასა და ოპოზიციას შორის გადაიზარდნენ პროგრამულ უთანხმოებებად, რომ ტროცკისტული ოპოზიცია დაადგა ანტისაბჭოთა ბრძოლის გზას და გამოაცხადა, რომ ტროცკისტული ოპოზიციის წევრობა შეუთავსებელია ბოლშევიკური პარტიის რიგებში ყოფნასთან. ყრილობამ მოიწონა ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის გაერთიანებული კრების (1927 წ. 14 ნოემბერი) დადგენილება პარტიიდან ტროცკისა და ზინოვიევის გარიცხვის შესახებ და დაადგინა გაერიცხა პარტიიდან

ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის ყველა აქტიური მოღვაწე, სულ 98 წევრი, მათ შორის: კამენევი, პიატაკოვი, რადეკი, ქავთარაძე და სხვ.

  1928 წლის დასაწყისში, სწორედ პარტიის მეთხუთმეტე ყრილობის მომდევნო წელს, ქვეყანაში შეიქმნა მწვავე კრიზისი პურის დამზადების საქმეში – თუ 1927 წლის იანვრისათვის ქვეყანაში დამზადდა 428 მილიონი ფუთი მარცვლეული, 1928 წლის იანვრისათვის მარცვლეულის დამზადებამ ძლივს მიაღწია 300 მილიონ ფუთს. დეფიციტმა წინა წელთან შედარებით 128 მილიონი ფუთი შეადგინა, რაც,

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სახალხო მეურნეობის განვითარებისთვის კატასტროფას მოასწავებდა, იგი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებს. ჩაშლიდა მათ მომარაგებას პურითა და სხვა საკვები პროდუქტებით. გამოიწვევდა შიმშილს. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა წითელი არმიაც მისი სურსათით შეუფერხელად მომარაგების საქმეში.

  პარტია და მთავრობა, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ვერ დაუშვებდნენ. აღნიშნული რთული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, სტალინი ციმბირის მხარეში მიემგზავრება, სადაც პურის დამზადების საქმეში განსაკუთრებით ცუდი ტენდენციები გამომჟღავნდა. მან მოინახულა ამ მხარის პურის ძირითადი რაიონები. მონაწილეობა მიიღო ციმბირის სამხარეო კომიტეტის ბიუროს სხდომაში ნოვოსიბირსკში, ბარნაულის, ბიისკის, რუბცოვსკის და ომსკის საოკრუგო კომიტეტების ბიუროების სხდომებში და საოკრუგო პარტიული ორგანიზაციების აქტივის თათბირებში,  საბჭოებისა და დამამზადებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად. მოგზაურობა რთული და ხანგრძლივი იყო (იგი 15 იანვარს დაიწყო და 6 თებერვლამდე გრძელდებოდა). ამავე დროს, რარულებენ და არც შეუძლიათ შეასრულონო. მესამეც, იგი მოითხოვდა კერძო ვაჭრობის სრულ თავისუფლებას და ვაჭრობის დარგში სახელმწიფოს მარეგულირებელ როლზე ხელის აღებას და ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი ვაჭრობის განვითარებას შეუძლებელს ხდისო.

  ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის პლენუმზე, რომელიც 1929 წლის აპრილში გაიმართა, სტალინმა დაგმო მემარჯვენე გადახრა, როგორც პარტიის პოლიტიკაზე სავსებით ხელის აღების გამოხატულება, როგორც კულაკობის პოზიციაზე პირდაპირი გადასვლა, და მოუწოდა პარტიას გამანადგურებელი პასუხი გაეცა მემარჯვენე გადახრისათვის, როგორც ამ პერიოდში მთავარი საფრთხისათვის.

ორატორმა ამხილა “მემარჯვენეთა” შეცდომები, მათი თეორიების სიყალბე და მავნებლური ხასიათი.

  “რაში მდგომარეობს ჩვენი უთანხმოებანი, რასთან არის იგი დაკავშირებული? იგი დაკავშირებულია, უწინარეს ყოვლისა, იმ კლასობრივი ძვრების საკითხთან, რომელიც ამ ბოლო დროს ხდება ჩვენს ქვეყანასა და კაპიტალისტურ ქვეყნებში.

  ბუხარინის ჯგუფის უბედურება ის არის, რომ იგი ვერ ხედავს ამ კლასობრივ ძვრებს და არ ესმის პარტიის ახალი ამოცანები და სწორედ იმიტომ, რომ მას არ ესმის ეს ამოცანები, იგი განიცდის სრულ დაბნეულობას, მზად არის გაექცეს სიძნელეებს, უკან დაიხიოს მათ წინაშე, დათმოს პოზიციები”.

  სტალინი შეეხო ტელმანის საკითხსაც. საქმე ისაა, რომ გერმანიის კომპარტიის ცკ-ს ზოგიერთმა ხელმძღვანელმა ტელმანს ბრალი დასდო კორუფციაში და ჩამოაშორა იგი ხელმძღვანელობას. კომინტერნის VI კონგრესმა არასწორად სცნო აღნიშნული ქმედება და დაადგინა ტელმანის  რეაბილიტაცია. ბუხარინი, როგორც კომინტერნის ხელმძღვანელი, არ ჩქარობდა კონგრესის გადაწყვეტილების შესრულებას.

  ...”და ნაცვლად იმისა, რომ მოებრუნებინა საჭე და გამოესწორებინა მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ უფლებებში აღედგინა VI კონგრესის დარღვეული დირექტივა... ბუხარინი თავის ცნობილ წერილში წინადადებას იძლევა სანქცია მივცეთ შემარიგებლების გადატრიალებას, ჩავუგდოთ მათ ხელში გერმანიის კომპარტია, ხოლო ამხ. ტელმანი ხელახლა გავაბიაბრუოთ პრესაში და ერთხელ კიდევ გამოვაქვეყნოთ განცხადება მისი დამნაშავეობის შესახებ და ამას ეწოდება კომინტერნის “ხელმძღვანელი”! განა არსებობენ ქვეყნად ასეთი “ხელმძღვანელები”?.. დამნაშავეა ბუხარინი, რომელმაც “დაივიწყა” VI კონგრესის გადაწყვეტილებანი”, - აღნიშნა სტალინმა.

  მიუთითა რა ოპოზიციის სხვა შეცდომებზე, სტალინი შეეხო ბუხარინის, როგორც პარტიის “მთავარი თეორეტიკოსის”, საკითხსაც, კერძოდ, მან აღნიშნა: “დიახ, ბუხარინი თეორეტიკოსია, მაგრამ ის არ არის სავსებით მარქსისტი თეორეტიკოსი, ისეთი თეორეტიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს, რომ მარქსისტი თეორეტიკოსი გახდეს”.

  ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი სტალინის მოხსენებას და დაადგინა: “მოიხსნან ბუხარინი და ტომსკი დაკავებული პოსტებიდან, და მიეცეთ გაფრთხილება, რომ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებებისადმი დაუმორჩილებლობის ოდნავი ცდის შემთხვევაში, ცენტრალური კომიტეტი იძულებული იქნება გამოიყვანოს ისინი პოლიტბიუროს შემადგენლობიდან.

  1929 წლის 21 დეკემბერს სტალინს 50 წელი შეუსრულდა. ამ დროისათვის იგი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იყო არა მარტო ოქტომბრის რევოლუციის და საბჭოთა ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს მშრომელთა და კომუნისტური ინტერნაციონალის აღიარებული ბელადიც. აღნიშნულის ჭეშმარიტებაზე ნათლად მეტყველებს სტალინის დაბადების 50 წლისთავზე მიღებული მილოცვებიც, რომლებიც გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნად: “სტალინი, სტატიების კრებული სტალინის დაბადების ორმოცდაათი წლისთავისათვის”. სახელმწიფო გამომცემლობა, მოსკოვი-ლენინგრადი, 1929 წ.  მოვიტანთ ზოგიერთ მათგანს:

  მ. კალინინი: “ბოლშევიზმის მესაჭე”  “ – ოქტომბერში სტალინი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ლენინთან ერთად, ზინოვიევისა და კამენევისაგან ფარულად, აჯანყების საკითხს წყვეტს.

  ... თვით აჯანყების დროს სტალინი ერთ-ერთი მისი ხელმძღვანელია. იგი სათავეში უდგას რევოლუციის აჯანყების ცენტრს.

  გაჩაღდა სამოქალაქო ომი, სტალინი მტრის ცეცხლის ქვეშ, ყველაზე საშიშ უბნებზე ხელმძღვანელობს წითელი არმიის შენაერთებს.

  სხვათა შორის სტალინი, ყოველთვის იგზავნებოდა არა უბრალოდ ფრონტზე, არამედ იმ ფრონტზე, რომელიც მოცემულ ისტორიულ მომენტში, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და, პოლიტბიუროში, თვით ლენინსაც აჩნდათ: “საშიშროება დიდია? ე.ი. სტალინი უნდა გაიგზავნოს”.  ლ. კაგანოვიჩი: “- ამხ. სტალინის დამსახურება განსაკუთრებით დიდია ტროცკის წინააღმდეგ მის ბრძოლაში, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, როცა ტროცკი, რჩებოდა რა, მენშევიზმის ერთგული, შეეცადა ლენინიზმი შეეცვალა ტროცკიზმით. და, მაშინ, როცა ტროცკის ავტორიტეტი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი იყო კრიტიკისათვის, ამხ. სტალინმა პირველმა, მთელი პარტიის წინაშე ღიად თქვა ტროცკის მენშევიზმზე; მოუწოდა პარტიას ტროცკის მიერ ლენინიზმის კრიტიკის ცდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ”.

 

  კ. ვოროშილოვი: “– სამოქალაქო ომში ამხ. სტალინმა ურთულეს პირობებში გამოამჟღავნა რევოლუციის ბელადისა და სამხედრო სტრატეგის თვისებები. იგი ყოველთვის ზუსტად განსაზღვრავდა მთავარი დარტყმის ძირითად მიმართულებას და ურთულესი ტაქტიკური ილეთებით სასურველ შედეგებს აღწევდა.

  იგი სამოქალაქო ომის პირველივე დღეებიდან პროფესიონალი სამხედროა და მას შემდეგ, ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა პროლეტარული სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებზე”.

 

დ. მანუილსკი:  – “სტალინი – კომინტერნის ბელადი”.  სტალინის ცხოვრების ამაღელვებელი ფურცლები, რომლებზეც ახალგაზრდა თაობები უნდა აღიზარდონ, არის ბოლშევიკების გმირული ბრძოლა ცარიზმის უმკაცრეს პირობებში; ეს არის ლენინთან ერთად პარტიის მრავალწლიანი მშენებლობა, ოქტომბრის რევოლუციის დაუცხრომელი მომზადება და აჯანყების მტკიცე ხელმძღვანელობა; ეს არის სამოქალაქო ომის ჯერ კიდევ დაუწერელი ისტორია, მრავალრიცხოვანი ფრონტები, საბრძოლო რუკებთან გატარებული უძილო ღამეები, ფოლადისებური ნება წითელარმიელთა პოლკების გამარჯვებამდე მიყვანისა. - ყოველივე ამის შესახებ მოგვითხრობენ არა მარტო სტალინის მეგობრები და მოწაფეები, არამედ ამის შესახებ მოგითხრობთ მთელი პარტია, რამეთუ ეს მისი გზაა, ეს მთლიანად საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის გზაა... ამიტომაც ჩვენ გვინდა შევჩერდეთ სტალინის მოღვაწეობის იმ მხარეზე, რომელიც მსოფლიო კომუნისტურ მოძრაობაში მის ხელმძღვანელ როლს ასახავს.

  ...სტალინმა, როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის ბელადმა, არაერთგზის ააცდინა მრავალი კომპარტია სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს.  მისი ამ მიმართულებით მუშაობის ისტორია დაცულია კომინტერნის არქივებში. კომინტერნის არცერთი საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი არ შექმნილა სტალინის აქტიური მონაწილეობის გარეშე. მის მიერ ამ დოკუმენტების მინდვრებზე გაკეთებული შენიშვნები ნათლად მეტყველებენ მისი ავტორის ღრმა განსწავლულობასა და განსახილველი საკითხებისადმი კომპეტენტურ, პროფესიონალურ მიდგომაზე, იმაზე, თუ როგორ შეეძლო მას ყურადღების გამახვილება ძირითად, გადამწყვეტ მომენტებზე, იმაზე, თუ როგორ შეგვასწავლა მან ყველა ჩვენთაგანს აზრების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბების ხელოვნება”.

  ცნობილი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის, ოქტომბრის გადატრიალების აქტიური მონაწილის, გამოჩენილი დიპლომატის აკადემიკოს დიმიტრი მანუილსკის ჭეშმარიტად ღირებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ კითხულობ ამერიკელი “ისტორიკოსის” მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ სლასერის “ნაშრომს” - “სტალინი 1917 წელს” - და, გაოცებული რჩები იმ სიბინძურის მასშტაბებით, იმ გახრწნილების დონით, იმ ტყუილებისა და ცილისწამებების სიუხვით, რომლებიც დედამიწის ყველა კონტინენტზე იფრქვევა მისი ყველაზე დიდი და სახელოვაინი შვილის მიმართ.

  თვით წიგნის ქვესათაური “რევოლუციის მიღმა დარჩენილი ადამიანი”, უკვე მიანიშნებს მისი შინაარსის აშკარა სიყალბეზე, მისი ავტორის უვიცობასა და არაკეთილსინდისიერებაზე.

  თუმცა საინტერესოა თვით ავტორის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე; თავისი “შედევრის” ანოტაციაში იგი აცხადებს, რომ წიგნზე მუშაობისას, გრძნობდა რა უდიდეს პასუხისმგებლობას საბჭოთა და სხვა მკითხველის წინაშე, ვალდებულად თვლიდა თავს პატიოსნად მიეწოდებინა მკითხველისთვის მიუკერძოებელი ფაქტები და, მკაფიო დასკვნები. თუმცა “ნაშრომის” გაცნობისას რწმუნდები სრულიად საპირისპიროში, კერძოდ, ფაქტების ტოტალურ გაყალბებაში, დასკვნების აბსურდულობასა და ავტორის უკიდურეს უპატიოსნებაში.

  და რომ წიგნი გამოვიდა სრულიად უვარგისი, როგორც “ისტორიული” დოკუმენტი, არც გასაკვირია, ვინაიდან მისი უვარგისობის მიზეზს ავტორი თავად ასახელებს; კერძოდ, წინასიტყვაობაში იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თავის “შედევრზე” მუშაობისას იგი ძირითადად ეყრდნობოდა ალექსანდრე რობინოვიჩის, რობერტ ტაკერის, დიუვალ-უმცროსის, რობერტ ხიმმერის და სხვა, მათი მსგავსი ავტორების ნაწარმოებებს. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ დასახელებულ ავტორთაგან არცერთი არ არის კომპეტენტური იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებსაც ისინი ჯიუტად ებღაუჭებიან თავიანთ “შრომებში”. ნათქვამის დასამტკიცებლად ერთ-ერთი მათგანის, თუნდაც რობერტ ტაკერის კანდიდატურაც გამოდგება, რომელიც თავისი წიგნის “სტალინი - გზა ხელისუფლებისაკენ. 1879–1929. ისტორია და პიროვნების” ფურცლებზე ისეთ ფიქტიურ “ფაქტებს” აფრქვევს, რომ თვით მის სეხნას სლასერსაც კი შეშურდებოდა. მაგრამ ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან, როგორც თვითონ ავტორი (ტაკერი) ამავე წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, მას წიგნზე მუშაობის იდეა ხრუშჩოვის მიერ პარტიის XX ყრილობაზე გაკეთებულმა საიდუმლო მოხსენებამ და შემდგომმა მისმა გამოსვლებმა შთააგონა. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება “მისი შემოქმედების” “ობიექტურობა” და “კეთილსინდისიერება”. სხვათა შორის, ავტორმა ეს წიგნი თავის რუსი ეროვნების მეუღლეს - ევგენიას (ალბათ, ხრუშჩოვის თანამოაზრეს) მიუძღვნა.

  ახლა, ბუნებრივია, ისმის ასეთი კითხვა: აღნიშნული ავტორები, თუ უნდათ, რომ ობიექტურები იყვნენ სტალინის საქმიანობის, მისი გარეგნობის, თვისებების დახასიათებაში, რატომ არ სარგებლობენ თავიანთივე დიდ თანამემამულეთა შერვუდის, ალექს დეჯონგის, ელიოტ რუზველტის, პოპკინსის, არნოლდის, ჰარიმანის და სხვათა ნაშრომებით სტალინსა და მის მოღვაწეობაზე? პასუხი ერთადერთია:

აღნიშნული ავტორები საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტები არიან, ამიტომ, იციან, რომ, რაც უფრო მეტ ბინძურ ჭორებს გაავრცელებენ სოციალიზმსა და სტალინზე, მით უფრო მეტ გასამრჯელოს მიიღებენ.

  მაგრამ ისევ სლასერს დავუბრუნდეთ:. მისი “შედევრის” პირველივე სტრიქონებში აშკარად ჩანს ავტორის უსუსურობა მის მიერვე დასახული ამოცანის გადაწყვეტაში. ცნობილი “პროფესორი-მწერალი” სტალინზე ყალბი მითების გავრცელებას ისტორიის ფალსიფიკატორების მრავალგზის აპრობირებული თხრობით იწყებს: _ “ციმბირის გადასახლებიდან დაბრუნებული სტალინი (1917 წ. მარტი) ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ დიდკაცობას მოწყურებული, დარწმუნებული იმაში, რომ დიდება მისი ხვედრია, თვით ბედისწერით განპირობებული, ვერ აცნობიერებდა იმ რეალურ სინამდვილეს, რომ მას თავისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ჯერ არცერთ სარბიელზე არ გამოუჩენია თავი.

  მაშინ, 1917 წლის მარტში, ვის შეეძლო მოსვლოდა აზრად, რომ ეს ნაყვავილარი, სახედაკონკილი, შავგვრემანი, დაბალი - სულ მეტრსამოცი ქართველი, რომელიც ერთდროულად შიშს, მოკრძალებას და პატივისცემას შთაგაგონებდათ, გახდებოდა რუსეთის ისტორიაში ჯერ არნახული ყოვლისშემძლე დესპოტი”.

  თუ გავითვალისწინებთ ციტირებული ფრაზის ავტორის არაკომპეტენტურობას, აგრეთვე დასმულ საკითხების ცოდნაში მის დაბალ ინტელექტს, არცაა გასაკვირი, მან არ იცოდეს, რომ 1917 წლის მარტში, ციმბირის გადასახლებიდან დაბრუნებული სტალინი, არამც თუ ყველასათვის უცნობი და უპერსპექტივო პოლიტიკოსი, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში და მის ფარგლებს გარეთაც “კავკასიის ლენინად” წოდებული, სახელგანთქმული რევოლუციონერი გახლდათ.

  ახლა გადავიდეთ ავტორის მიერ სტალინის გარეგნობის “პატიოსან” და “მიუკერძოებელ” შეფასებაზე. მართლაც, ძალიან გონებასუსტი და ფსიქიკური გადახრებით შემოსილი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მკითხველს ინფორმაციის ობიექტურობასა და პატიოსნებას ჰპირდება და იქვე რამდენიმე “სანტიმეტრში” უმსგავსო ცილისწამებებისა და ბინძური ჭორების კორიანტელს აყენებს.

  ამ უბედურს ამდენი ლანძღვა-თათხვის დამსახურებას არ ერჩია თავისივე თანამემამულეთა მიერ სტალინზე გამოქვეყნებული შთაბეჭდილებები, თუნდაც ელეონორა რუზველტის შეფასება სტალინის გარეგნობისა, წაეკითხა, რათა გაეგო, რომ სტალინი 160 სანტიმეტრის სახედაკენკილი ქონდრისკაცი კი არ იყო, არამედ უნაკლო აღნაგობის (იმისი აღნაგობა ფეხბურთის ყველა გუნდის მწვრთნელს შეშურდებოდა” - ჰ. ჰოპკინსი), საშუალო სიმაღლის (175 სმ.), კოლეგებში მამაკაცური სილამაზით გამორჩეული ქართველი ვაჟკაცი.

  სიბილწის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეშვება დემაგოგი “მწერალი”, როცა ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითქოს სტალინს ოქტომბრის რევოლუციის მომზადება-განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია, რომ თითქოს იგი ამ პროცესების პასიური დამკვირვებელი იყო.

  აი, რას არახუნებს არასრულფასოვანი ინტელექტის პროფესორი: “საინტერესოა, სტალინმა, რომელიც იყო პოლიტბიუროს და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი, რატომ არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილებანი

და არ მიიღო მონაწილეობა, არ შეიტანა თავისი საკუთარი წვლილი ძალაუფლების აღების საქმეში. მშვიდად იჯდა თავის სარედაქციო კაბინეტში და უშუალოდ არ მონაწილეობდა მიმდინარე მოვლენებშიო”?

  ალბათ, გვეყოფა ამ ბოროტი აბდაუბდის მოსმენა. ყველა ნორმალურად მოაზროვნე, სათანადო განათლების ადამიანმა იცის ოქტომბრის რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში სტალინის უპირველესი როლის შესახებ. შეიძლება თამამად ითქვას: გადამწყვეტ მომენტებში მისი გათვლები უფრო ზუსტი იყო, ქმედებები უფრო ეფექტური, ვიდრე სხვა ლიდერებისა, თვით ლენინის ჩათვლით, რაც მთავარია, ყოველივე ამაზე ლენინის სიცოცხლეშივე ითქვა, ეს თვით ლენინმაც თქვა.

  საინტერესო კომენტარს აკეთებს აღნიშნულ მოვლენებზე ეს ტვინნაღრძობი ავტორი-პროფესორი: სტალინმა, 1923 წლისათვის დაარწმუნა თავისი თავი იმაში, რომ, თითქოს იგი შედიოდა იმ ბოლშევიკთა რიცხვში, ვინც ლენინის რჩევის საპირისპიროდ მოახდინა 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებაო.

  ჩვენი პროფესორი ცოტა ნაკითხი, თანაც ცოტა ჩახედულიც რომ ყოფილიყო აღნიშნულ სიაკითხებში, ეცოდინებოდა, რომ აქ გაუგებარი არაფერი ყოფილა, რევოლუციის ორგანიზატორებისათვის ის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, ხოლო სტალინმა ეს ფაქტი ლენინის დაბადების 50 წლისთავზე, ბელადის თანდასწრებით, 1920 წლის 23 აპრილს გაახმოვანა.

  აი, ისიც:

  “სიტყვა რკპ(ბ) მოსკოვის კომიტეტის კრებაზე ვ.ი. ლენინის დაბადების 50 წლისთავის გამო 1920 წ. 23 აპრილს.

  წარმოთქმული სიტყვებისა და მოგონებების შემდეგ ცოტა რამ დამრჩენია სათქმელი. მე მსურს მხოლოდ აღვნიშნო ერთი თვისება, რომელზეც ჯერ კიდევ არავის ულაპარაკნია, - ეს არის ამხანაგ ლენინის თავმდაბლობა და მის მიერ თავისი შეცდომების გაბედულად აღიარება.

  მაგონდება, ლენინმა, ამ ბუმბერაზმა, ორჯერ როგორ აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომები.

  პირველი ეპიზოდია ტამერფორსში, ფინეთში, 1905 წლის დეკემბერში, სრულიად რუსეთის ბოლშევიკურ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება ვიტეს სათათბიროს ბოიკოტის შესახებ. მაშინ იდგა ვიტეს სათათბიროს ბოიკოტის საკითხი. ამხანაგ ლენინის მახლობელი ადამიანები, - შვიდეული, რომელსაც ჩვენ, პროვინციელი დელეგატები, ყოველგვარი ეპითეტებით, ვამკობდით, ირწმუნებოდა, ილიჩი ბოიკოტის წინააღმდეგია და სათათბიროს არჩევნებს უჭერს მხარსო. ეს, როგორც შემდეგ გამოირკვა, მართლაც ასე იყო, მაგრამ დაიწყო კამათი, იერიში მიიტანეს პროვინციელმა ბოიკოტისტებმა, პიტერელებმა, მოსკოველებმა, ციმბირელებმა, კავკასიელებმა, და როგორი იყო ჩვენი გაკვირვება, როცა ჩვენი სიტყვების დასასრულს გამოვიდა ლენინი და განაცხადა, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობის მომხრე იყო, მაგრამ ახლა ხედავს, რომ სცდებოდა და უერთდება ადგილებიდან ჩამოსულ დელეგატებს. ჩვენ გავოცდით. ამან ელექტროდენის დარტყმის შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ მას ოვაცია გავუმართეთ.

  კიდევ ასეთი ეპიზოდი. 1917 წელს, სექტემბერში, კერენსკის დროს, იმ მომენტში, როცა მოწვეული იყო დემოკრატიული თათბირი დ,ა როცა მენშევიკები და ესერები ქმნიდნენ ახალ დაწესებულებას - წინაპარლამენტს, რომელსაც უნდა მოემზადებინა საბჭოებიდან დამფუძნებელ კრებაზე გადასვლა, აი ამ მომენტში ჩვენ ცენტრალურ კომიტეტში პეტროგრადში გადაწყვეტილი გვქონდა არ გაგვერეკნა დემოკრატიული თათბირი და წავსულიყავით  წინ საბჭოების განმტკიცების გზით, მოგვეწვია საბჭოების ყრილობა, დაგვეწყო აჯანყება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოდ გამოგვეცხადებინა საბჭოების ყრილობა. ილიჩი, რომელიც იმ დროს პეტროგრადის გარეთ არალეგალურად ცხოვრობდა, არ ეთანხმებოდა ცენტრალურ კომიტეტს და გვწერდა, ეს არამზადები (დემოკრატიული თათბირი) ახლავე უნდა გავრეკოთ და დავაპატიმროთო.

  ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქმის ვითარება არც ისე მარტივი იყო, ვინაიდან ვიცოდით, რომ დემოკრატიული თათბირის ნახევარი, ან ყოველ შემთხვევაში, მესამედი ნაწილი ფრონტის დელეგატებისაგან შესდგებოდა, რომ დაპატიმრებითა და გარეკვით შეგვიძლია მხოლოდ გავაფუჭოთ საქმე და გავაუარესოთ ფრონტთან დამოკიდებულება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენს გზაზე არსებული ყველა ხრამი, ორმო და ოღროჩოღრო ადგილები ჩვენთვის, პრაქტიკოსებისათვის, უფრო შესამჩნევია. მაგრამ ილიჩი დიდია, მას არ ეშინია თავის გზაზე არც ორმოების, არც ოღროჩოღრო ადგილების, არც ხრამებისა, მას არ ეშინია საფრთხისა და ამბობს: “ადექ და პირდაპირ მიზნისაკენ წადიო”. ჩვენ კი, პრაქტიკოსები, ვფიქრობდით, რომ ასე მოქმედება მაშინ ხელსაყრელი არ იყო, რომ უნდა შემოგვევლო ამ დაბრკოლებებისათვის, რათა შემდეგ გადაჭრით გვემოქმედნა. და, მიუხედავად ილიჩის ყველა მოთხოვნისა, ჩვენ არ დავუჯერეთ მას, განვაგრძეთ საბჭოების განმტკიცების გზა და საქმე მივიყვანეთ საბჭოების 25 ოქტომბრის ყრილობამდე, წარმატებით აჯანყებამდე. ილიჩი მაშინ უკვე პეტროგრადში იყო. გაიღიმა, ეშმაკურად გადმოგვხედა და გვითხრა:

  “ჰო, ვგონებ, თქვენ მართალი იყავით.”

  ამხანაგ ლენინს არ ეშინოდა თავისი შეცდომების აღიარებისა.

  ეს თავმდაბლობა და გამბედაობა განსაკუთრებით გვხიბლავდა” (ტაში)”.

  რა თქმა უნდა, სტალინმა ეს სიტყვა წარმოთქვა დარბაზში, სადაც ლენინი და რევოლუციის სხვა ორგანიზატორებიც ისხდნენ, რომლებმაც ორატორი ტაშით დააჯილდოვეს. ამიტომაც სლასერის მტკიცება, თითქოს “სტალინმა 1923 წელს თვითონ დაარწმუნა თავისი თავი”.. მტკნარი სიცრუე, პროვოკატორი იდიოტის ბოდვაა და სხვა არაფერი.

  ისე, სლასერს ამ სულელური ლეგენდის შეთხზვის ნაცვლად ისტორიის პირველწყაროებში რომ ჩაეხედა, იქ უეჭველად ამოიკითხავდა, რომ “აპრილის თეზისები”, რომლებშიც განსაზღვრულია პარტიის კურსი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციად გადაზრდისაკენ სტალინის შემუშავებული და შედგენილი იყო. საქმე ისაა, რომ სტალინი არასდროს საუბრობდა პარტიისა და ქვეყნის წინაშე თავის პირად დამსახურებაზე.

  ჩვენ, როგორც ჩანს, ბევრი დრო დავუთმეთ ამ უსარგებლო წიგნს და მის ავტორს, მაგრამ ეს აუცილებელიც არის, არცერთი მსგავსი ცილისწამება ბელადზე უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

  ახლა დავუბრუნდეთ ჩვენი თხრობის ტექსტს და გავაგრძელოთ ბელადის 50 წლისთავთან დაკავშირებული მილოცვების ციტირება.

  მ. სოლოვიოვი: პარტიამ იცის, თუ როგორ აფასებდა და როგორი გულისყურით ეკიდებოდა ლენინი სტალინის მიერ გამოთქმულ ყოველ მოსაზრებას. მათი ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამყარდა ოქტომბრის აჯანყების, ბრესტის ზავის და სამოქალაქო ომის პერიოდში.

  ასე მაგალითად, ბრესტიდან ტროცკის შეკითხვას მოქმედების შემდგომი ნაბიჯების შესახებ ლენინი 1918 წლის 15 თებერვალს უდეპეშებს: “პასუხი ტროცკის. სანამ თქვენს შეკითხვას ვუპასუხებდე, მე მინდა სტალინს მოვეთათბირო”.

  მოგვიანებით, 18 თებერვალს, ლენინი პირდაპირი ხაზით ტროცკის ეუბნება: “ახლა ჩამოვიდა სტალინი, ერთობლივად განვიხილავთ და პასუხსაც გაახლებთ”.

  ა. ენუქიძე: – “სტალინმა ლენინთან ერთად ჩაატარა რევოლუციის მოსამზადებელი ყველა სამუშაო, ის პირველთაგანია მათ შორის, ვინც ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყება მოაწყო და გაიმარჯვა, ის სამოქალაქო ომის ყველაზე გამოჩენილი სარდალია, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის ერთადერთი დამაარსებელი”.

  დემიან ბედნი: – “სტალინის ინტიმზე წერა თავგანწირვას ნიშნავს, მხეცივით ღრენას დაგიწყებს...

  სტალინს კოლოსალური პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

  სტალინის გაცემა შესაძლებელია, მოტყუება – არასდროს.

  არ არის ის კაცი, რომ თითზე დაიხვიო, ბევრი გაბითურდა მსგავს საქმეზე.

  ... ივლისის გამოსვლების წინ, 1917-ში, “პრავდის” რედაქციაში, დღისით, ვსხედვართ – სტალინი და მე. ჭრიალებს ტელეფონი. სტალინს ეძახიან მატროსები, – ძმაბიჭები კრონშტადტიდან. ძმაბიჭები ჯიქურ

სვამენ კითხვას: დემონსტრაციაზე შაშხანებით გამოვიდნენ თუ უმისოდ? მე თვალს არ ვაცილებ სტალინს. მეცინება, ცნობისმოყვარეობა მტანჯავს, რას უპასუხებს სტალინი?

  სტალინმაც სასაცილოდ და ეშმაკურად დამანჭა სახე, თავისუფალი ხელი ულვაშებზე გადაისვა და ეუბნება: – შაშხანები? ამხანაგებო, ეს თქვენთვის უფრო უნდა იყოს ნათელი,.. აი, ჩვენ, მწერლუკები, ჩვენს იარაღს, ფანქარს, ყველგან დავათრევთ. მანდ კი თქვენ როგორ მოექცევით თქვენს იარაღს, ეს თქვენი პირადი საქმეა!

  მე გიჟური სიცილით იატაკზე ვგორავდი. ნათელი საქმეა, დემონსტრაციაზე ძმაბიჭები თავისი “კარანდაშებით” გამოვიდნენ”.

    ზემოთ მოვიტანეთ ძალიან “მოკლე და ვრცელი” ამონაწერი სტალინისადმი მიმართვებისა მისი დაბადების 50 წლისთავზე, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო მისი პიროვნული როლი ოქტომბრის რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში. ყოველივე ამაზე წერენ და საუბრობენ ლენინისა და სტალინის თანამედროვენი, თანამოაზრენი, თანამებრძოლნი,

ისინი, ვინც მათ გვერდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ. საყურადღებოა, რომ ეს არის 1929 წელი, პერიოდი, როცა რევოლუციის ყველა მონაწილე და ლიდერი ჯერ კიდევ ცოცხალია და ჯანმრთელი (გარდა ლენინისა). უკლებლივ ყველა გამომსვლელი სტალინს აღიარებს რევოლუციის ორგანიზატორად და ბელადად, ლენინთან ერთად. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა: რაში სჭირდებათ სლასერს და უამრავ მისთანებს სტალინის ბიოგრაფიის ასე უნამუსოდ გაყალბება; იმის “მტკიცება”, თითქოს სტალინი არამცთუ რევოლუციის ორგანიზატორი, არამედ მისი მომხრეც კი არ ყოფილა?

  პასუხი ერთადერთია: თუკი ისინი შესძლებდნენ კაცობრიობის “დარწმუნებას” იმაში, რომ თვით სტალინი – კომუნიზმის სიმბოლო სოციალიზმის ანტიპოდია, ასეთ შემთხვევაში მათთვის სოციალიზმის კომპრომეტირება და მისი ლიკვიდაცია პრობლემა აღარ იქნებოდა. და მართლაც, მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ბოროტმა მაჯლაჯუნებმა ხრუშჩოვ-გორბაჩოვებმა ბინძური ჭორების გლობალური გავრცელებით მიაღწიეს სტალინისა და კომუნიზმის დისკრედიტაციას, სოციალისტური სისტემა, დალესის დოქტრინის შესაბამისად, უპრობლემოდ დაიშალა (ეჭვგარეშეა, რომ დროებით).

  ზემოთ გავეცანით სტალინის თანამემამულეთა გამოსვლების შინაარსს, რომლებმაც უდავოდ გარკვეული სიახლე შეიტანეს “სადისკუსიო” საკითხში. ალბათ, უადგილო არ იქნებოდა უცხოელთათვისაც მოგვესმინა:

 

  “მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს!

  გერმანიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი.

  საკ. კპ(ბ) ბელადს – ყველა დაჩაგრული ხალხის უერთგულეს მეგობარს, ყველა ქვეყნის იმპერიალისტებისა და კაპიტალისტების რისხვას, დიადი სოციალისტური მშენებლობის მთავარ კონსტრუქტორს – ამხ. სტალინს ვულოცავთ დაბადების 50 წლისთავს.

  გერმანიის კპ ცკ-ი”

 

 

 

  “მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს მხურვალე საბრძოლო სალამი, დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით.

    ტიურინგის კომპარტია

 

 

  “მსოფლიო რევოლუციური პარტიის ბელადს, ლენინის უერთგულეს მოწაფეს ვუძღვნით რევოლუციურ საბრძოლო სალამს დაბადებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით”.

  გოთას კომუნისტები (საკსენ-კობურგი)

 

 

საფრანგეთის კომპარტია

საბჭოთა კავშირის პროლეტარიატს, მის კომპარტიას, ცენტრალურ კომიტეტს, მათ ბელადს ამხ. სტალინს მივესალმებით დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით.

საფრანგეთის კპ ცკ-ს თავმჯდომარე ანრი ბარბე

 

 

 

  ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი

  ...ამხ. სტალინს ულოცავს დაბადების 50 წლისთავს.

  ... ამხ. სტალინი ჩინეთის 1925-27 წლების რევოლუციის ერთ-ერთი მოწინავე ხელმძღვანელია. იგი ჩინეთის პროლეტარიატის საყვარელი ბელადია...

  ჩინეთის კომპარტიის სახელით ციუი ვიტო”.

 

 

  გამარჯვებული სოციალიზმის ბელადს!

  ძვირფასო ამხ. სტალინ!.. დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით გიგზავნით მხურვალე ამხანაგურ სალამს. ... გისურვებთ, საერთაშორისო პროლეტარული რევოლუცია ისტორიულად მინიმალურ დროში მიგეყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე.

  უნგრეთის კპ ცკ-ს თავმჯდომარე ბელა კუნი”

 

 

 

  დიდი ბრიტანეთის კომპარტია

  ამხ. სტალინის დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით მივესალმებით საკ. კპ(ბ) ცკ-ს და მის სახელოვან ბელადს. თქვენს მაგალითზე დაყრდნობით ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ინგლისში არ დავამყარებთ საბჭოთა რესპუბლიკას.

  დიდი ბრიტანეთის კომპარტიის ცკ-ს სახელით

  ჰარი პოლიტი”

 

 

  მსოფლიო ოქტომბრის დიდ ბელადს – სტალინს!

  ლატვიის კომპარტიისა და მთელი რევოლუციური პროლეტარიატის მხურვალე სალამი.  ლატვიის კპ ცენტრალური კომიტეტი.

 

  ... და ასე შემდეგ, დედამიწის ყველა კონტინენტიდან, კონტინენტის ყველა ქვეყნიდან, ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულიდან...

  ცხადია, რომ ზემოთ მოყვანილი ციტირებები თავისთავად აშიშვლებენ ყველა ჯურის დემაგოგის და ისტორიის ფალსიფიკატორების ყბადაღებულ “მტკიცებას” იმის შესახებ, რომ სტალინმა 30-იან წლებში, თითქოსდა თავისი პოლიტიკური კარიერის განმტკიცების მიზნით, რეპრესიების გზით თავიდან ჩამოიცილა კონკურენტები.

  ... არადა, სოციალისტური რევოლუციისა და საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში ოდნავად ჩახედული ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ არამცთუ 30-იან წლებში, სტალინს კონკურენტი პოლიტიკურ კარიერაში მე-20 საუკუნის დასაწყისშიც არავინ ჰყოლია. ზემოთაც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე სტალინი უკვე იყო აღიარებული “კავკასიის ლენინად”, ხოლო, თუკი მისივე “მრისხანე” ოპონენტს გრიგოლ რობაქიძეს დავესესხებით, “სტალინი ლენინის სიცოცხლეშივე გახდა ლენინი”.

  რაც შეეხება 20-იანი წლების სტალინს, იგი იმ პერიოდში უკვე არის ბოლშევიკური პარტიის, საბჭოთა ხალხის, მსოფლიო პროლეტარიატისა და კომუნისტური  ინტერნაციონალის აღიარებული ბელადი და ბრძენი მასწავლებელი.

  რაც შეეხება ვითომცდა მის კონკურენტებს - ტროცკებსა და ბუხარინებს, ზინოვიევ-კამენევებსა და სხვებს, ისინი, დამარცხდნენ რა სტალინთან იდეურ ბრძოლებში, “სამწუხაროდ,” იძულებულნი გახდნენ მის ამგვარ ტრიუმფალური ამაღლებისთვის შურით აღვსილი ბოროტი მზერით ღრმა უფსკრულიდან ედევნებინათ თვალი.

  ყოველივე, რაც სტალინზე ახლახან ითქვა, ისტორიული სინამდვილეა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები მრავლადაა ისტორიის არქივებში, რომელთა განადგურება ნაძირალა ხრუშჩოვმა დაიწყო და მისი მიმდევრები დღესაც აგრძელებენ... მაგრამ, ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიმართლის განადგურება შეუძლებელია... საბოლოოდ იგი იმარჯვებს.

  1930 წლის მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა სტალინის ისტორიული  ნაშრომი “თავბრუდახვევა წარმატებებისაგან”, სადაც ავტორი დამაჯერებლად საუბრობს საკოლმეურნეო მოძრაობის დარგში ქვეყანაში მიღწეულ წარმატებებზე; იგი აღნიშნავს, რომ 20 თებერვლისათვის საბჭოთა კავშირში კოლექტივიზებულია გლეხურ მეურნეობათა 50%, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოლექტივიზაციის ხუთწლიანი

გეგმა შესრულებულია ერთიორად და მეტი გადაჭარბებით და ეს იმას მოწმობს, ხაზს უსვამს ავტორი: “...რომ სოფლის ძირეული მობრუნება სოციალიზმისაკენ უვე უზრუნველყოფილად უნდა ჩაითვალოს”.

  სტალინი ვრცლად საუბრობს იმ დარღვევებზეც, რომლებიც თან ახლავს კოლექტივიზაციის მზარდ ტემპებს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ამ პროცესებში ძალადობისა და იძულებითი მეთოდების გამოყენება ცალკეული გლეხების მიმართაც კი. აუცილებელია მათი დაყოლიება დარწმუნების გზით.

  “ეს წარმატებანი ხშირად ათრობენ ადამიანებს, ამასთან, ადამიანებს თავბრუ ეხვევათ წარმატებებისაგან, ეკარგებათ ზომიერების გრძნობა,... ჩნდება ავანტურისტული ცდები, “ერთი დაკვრით” გადაჭრან სოციალისტური მშენებლობის ყველა საკითხი... აქედან გამომდინარეობს პარტიის ამოცანა: გადამწყვეტი ბრძოლა გააჩაღოს ამ საშიშ და საქმისათვის საზიანო განწყობილებათა წინააღმდეგ და განდევნოს ისინი პარტიიდან”.

  კოლექტივიზაციის პროცესის “ხარვეზებში” სტალინის აღნიშნულმა დროულმა ჩარევამ თავისი  დადებითი როლი ითამაშა, მან ახალი ძლიერი ბიძგი მისცა ამ პროცესის აღმავლობას.

  1930 წლის 26 ივნისს გაიხსნა პარტიის მეთექვსმეტე ყრილობა,, რომელზეც ძირითადი მოხსენებით გამოსულმა სტალინმა ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანამ განვლილ პერიოდში ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის საქმეში მიაღწია. მან იქვე დასახა მომავალი ამოცანები, თანაც ხაზი გაუსვა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით არსებულ არასასურველ მდგომარეობას წარმოების მოცულობის ზრდის საკითხში, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ, მართალია, ჩვენ განვითარების ტემპებით ბევრად წინ ვუსწრებთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ, მათვე ძალიან ჩამოვრჩებით წარმოების დონით. ამიტომ ჩვენი უპირველესი მიზანია წარმოების მოცულობის დონით, უახლოეს დროში, დავეწიოთ და გავუსწროთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია პირველი ხუთწლედი შესრულდეს ოთხ წელიწადში. სტალინმა აქვე მიუთითა ამ გრანდიოზული ამოცანის შესრულების გზებსა და საშუალებებზე.

  ქვეყნის მშრომელები ენთუზიაზმით  შეხვდნენ პარტიისა და მთავრობის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებას, ფართოდ გაიშალა სოციალისტური შეჯიბრება და დამკვრელური შრომა.

  სტალინი შეეხო მშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს; აღნიშნა ომამდელ დონესთან მუშათა ხელფასის 167 პროცენტამდე ზრდის არასაკმარისობა, თუმცა, იქვე დასძინა სხვა ისეთი ფაქტორების არსებობაც: “როგორიცაა საზოგადოებრივი კვების როლის გადიდება, მუშებისათვის ბინების გაიაფება, დიდძალი სტიპენდიები მუშებისათვის და მუშათა შვილებისათვის, კულტურული მომსახურება და სხვ., თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუშათა ხელფასის გადიდების პროცენტი გაცილებით უფრო დიდი იქნება, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი დაწესებულებების სტატისტიკაშია აღნიშნული.

  ყოველივე ეს, - განაგრძობს იგი, - ერთად აღებული, პლიუს 830 ათასზე მეტი ინდუსტრიული მუშის (33,5) 7 საათიან სამუშაო დღეზე გადაყვანა, პლიუს ერთნახევარი მილიონზე მეტი ინდუსტრიული მუშის ხუთ დღიან კვირაზე გადაყვანა, პლიუს მუშებისათვის დასასვენებელი სახლების, სანატორიუმებისა და კურორტების ფართო ქსელის არსებობა, რომლებშიც ამ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე 1700 ათასზე მეტმა მუშამ გაიარა - ყოველივე ეს ქმნის მუშათა კლასის მუშაობის და ყოფაცხოვრების ისეთ ვითარებას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს აღვზარდოთ ახალი თაობა ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე მუშებისა, რომლებსაც შეეძლებათ სათანადო სიმაღლეზე აიყვანონ საბჭოთა ქვეყნის ძლიერება და მკერდით დაიცვან იგი მტრების ხელყოფისაგან.

  რაც შეეხება დახმარებას გლეხებისათვის, იგი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (1927/30 წლ) გამოიხატა სულ ცოტა 4 მილიარდი მანეთით, რაც გაცემულ იქნა კრედიტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზით. ჩვენი დღევანდელობის გადაუდებელი ამოცანაა გავხადოთ ყველა გლეხი შეძლებული.

  გასაკვირი არ არის, რომ მუშები და გლეხები ჩვენთან საერთოდ ცუდად არ ცხოვრობენ, მოსახლეობის სიკვდილიანობა ომამდელ დროსთან შედარებით შემცირდა საერთოდ 36%-ით, ბავშვთა სიკვდილიანობა 42,5 პროცენტიით, ხოლო მოსახლეობის ყოველწლიური მატება ჩვენში წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ სულს შეადგენს” - დასძენს სტალინი.

  პირველი ხუთწლედის წარმატებით შესრულება მოითხოვდა სახალხო მეურნეობის ყველა დარგის რეკონსტრუქციას ახალი თანამედროვე ტექნიკის ბაზაზე. ამასთან დაკავშირებით სტალინმა წამოაყენა ახალი ლოზუნგი; “ბოლშევიკებმა უნდა აითვისონ ტექნიკა. რეკონსტრუქციის პერიოდში ტექნიკა წყვეტს ყველაფერს”.

  პირველი ხუთწლედი ვადაზე ადრე, 1933 წლის დასაწყისისათვის შესრულდა. მისი შედეგების მიხედვით ჩვენი ქვეყანა აგრარულიდან ინდუსტრიულ ქვეყნად, წვრილგლეხური მეურნეობიდან – მსოფლიოში ყველაზე

მოწინავე მსხვილ სოციალისტური მიწათმოქმედების ქვეყნად გადაიქცა.  საკოლმეურნეო ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად სტალინის ინიციატივით სოფლად შეიქმნა მანქანა-ტრაქტორთა სადგურები, რომლებიც მომსახურებას გაუწევდნენ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს, ტრაქტორებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანებით მიწის დამუშავებაში. ამ ღონისძიებამ მკვეთრად გაზარდა სოფლად როგორც შრომის ნაყოფიერება, ასევე მოსავლიანობაც.

  ამასთან დაკავშირებით კოლმეურნეთა წინაშე ერთ-ერთ თავის გამოსვლაში სტალინი იტყვის: “იმისათვის, რომ კოლმეურნე შეძლებული გახდეს, საჭიროა მხოლოდ ერთი რამ – კოლმეურნეობაში პატიოსნად ვიშრომოთ, სწორად გამოვიყენოთ ტრაქტორები და მანქანები, სწორად გამოვიყენოთ მუშა საქონელი, სწორად დავამუშავოთ ნიადაგი, გავუფრთხილდეთ საკოლმეურნეო საკუთრებას”.

  1934 წლის 26 იანვარს გაიხსნა პარტიის მეჩვიდმეტე ყრილობა, რომელიც ისტორიაში შევიდა “გამარჯვებულთა ყრილობის” სახელით. ეს სახელწოდება განაპირობა პარტიის კურსის ბრწყინვალე გამარჯვებამ სახალხო მეურნეობის მშენებლობის ყველა დარგში: კერძოდ, ესაა წარმოების მძლავრი აღმავლობა, როგორც მრეწველობაში, ისე სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში; მეურნეობის სოციალისტური სისტემის საბოლოო გამარჯვება კაპიტალისტურ სისტემაზე როგორც მრეწველობაში, ისე სოფლის მეურნეობაში; ერთპიროვნულ გლეხთა დიდი უმრავლესობის საბოლოოდ გაერთიანება კოლექტიურ მეურნეობებად; სახალხო შემოსავლების ზრდა 35 მილიარდიდან 1930 წელს - 50 მილიარდამდე 1933 წელს; მოსახლეობის ზრდა 160 მილიონი სულიდან 1930 წელს, 168 მილიონამდე - 1933 წელს; მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის ონდის ზრდა 13 მილიარდ 597 მილიონი მანეთიდან 1930 წელს 34 მილიარდ 280 მილიონ მანეთამდე 1933 წელს; მრეწველობის მუშების საშუალო წლიური ხელფასის ზრდა 991 მანეთიდან  1930 წელს - 1 ათას 519 მანეთამდე 1933 წელს. მუშა-მოსამსახურეთა სოციალური დაზღვევის ფონდის ზრდა 1 მილიარდ 810 მილიონი მანეთიდან 1930 წელს – 4 მილიარდ 610 მილიონ მანეთამდე 1933 წელს; მთელი მიწისზედა მრეწველობის გადაყვანა 7 საათიან სამუშაო დღეზე.

  გლეხობასთან მიმართებაში: სახელმწიფოს დახმარება გლეხებისადმი მათთვის 2 ათას 860 მანქანა-ტრაქტორთა სადგურის მოწყობის სახით და ამ საქმეში 2 მილიარდი მანეთის დაბანდება; სახელმწიფოს დახმარება კოლმეურნე გლეხებისადმი 1 მილიარდ 600 მილიონი მანეთის კრედიტის მიცემის სახით; სახელმწიფოს დახმარება გლეხებისადმი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სათესლე და სასურსათო სესხის სახით 262 მილიონი ფუთი მარცვლეულის ოდენობით; სახელმწიფოს დახმარება ხელმოკლე გლეხებისადმი გადასახადისა და დაზღვევის მხრივ 370 მილიონი მან. შეღავათების სახით.

  კულტურული განვითარების ხაზით: საყოველთაო სავალდებულო დაწყებითი განათლების შემოღება მთელ საბჭოთა კავშირში და წერა-კითხვის მცოდნეთა პროცენტის გადიდება 67 პროცენტიდან 1930 წელს – 90 პროცენტამდე, 1933 წელს, მოსწავლეთა რიცხვის ზრდა ყველა საფეხურის სკოლებში 14 მილიონიდან 1929 წელს, – 27 მილიონამდე 1933 წელს; სკოლამდელ სწავლებაში ჩაბმულ ბავშვთა რიცხვის ზრდა 838 ათასიდან 1929 წელს – 6 მილიონამდე 1933 წელს; საერთო და სპეციალურ უმაღლეს სასწავლებელთა რიცხვის ზრდა 91 ერთეულიდან 1914 წელს – 600 ერთეულამდე 1933 წელს; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რიცხვის ზრდა 9 ათას 800 ერთეულიდან 1929 წელს – 29200 ერთეულამდე 1933 წელს; გაზეთების ერთჯერადი ტირაჟის ზრდა 12 მილიონ 500 ათასიდან 1929 წელს – 36500 ათასამდე 1933 წელს.

  აღნიშნული ციფრები და ფაქტები კიდევ ერთხელ, მთელი თავისი სიგრძე-სიგანით წარმოგვიჩენენ სტალინს, როგორც ჭეშმარიტ სასწაულთმოქმედს, რომლის მსგავსი არ იცის კაცობრიობის ისტორიამ; და მართლაც, რა მასალისაგან უნდა იყოს ადამიანი შექმნილი, ან რა არაბუნებრივი თვისებებით შემოსილი, ან რა მითიური ძალით აღჭურვილი, რომ შესძლოს ის, რაც მან შესძლო და გააკეთა: ჩამორჩენილი, ღარიბ-ღატაკი, უწიგნური, ომის შედეგებით გაპარტახებული, მიწასთან გასწორებული, ფერფლადქცეული (“სტალინ-როსსიუ პოდნიალ იზ პეპლა”, – კერენსკი) სახელმწიფო რაღაც ერთი ხუთწლედის მონაკვეთში აქციო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე, ტექნიკურად გამართულ ქვეყნად.

  კითხულობ და ფიქრობ, ამ გრანდიოზული მშენებლობა-რეკონსტრუქციის ორომტრიალში საიდან გაჩნდნენ, რა ძალამ გამოსჭედა აღმშენებლობისათვის საჭირო არმია კვალიფიციური მუშებისა, კალატოზებისა, ზეინკლებისა, ხარატებისა, შემდუღებლებისა, ელექტრომონტიორებისა, მექანიკოსებისა, გეოდეზისტებისა, არქიტექტორებისა, ინჟინერ-მშენებლებისა, ინჟინერ-მექანიკოსებისა, ინჟინერ-ელექტრიკოსებისა, ინჟინერ-ქიმიკოსებისა, ინჟინერ-მეტალურგებისა, მარკშეიდერებისა და, რაც მთავარია, ყველა ამ პროფესიების საშუალო რგოლი: ოსტატები, ქვეოსტატები, ტექნიკოსები, სამუშაოთა მწარმოებლები, ან საიდან გაჩნდა მშენებლობისათვის აუცილებელი სათანადო ტექნიკა, ათასობით და ათიათასობით სამშენებლო-სამონტაჟო მანქანები და მექანიზმები.

  ეცნობი ყოველივე ამას და რწმუნდები, რომ ეს უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე რომელიმე ზღაპარში ამოკითხული რამეები, თანაც მწარედ გეღიმება ჩვენი უსუსური მთავრობის საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ ამტკიცებს იმას, რომ ათი წელი სწორედ ისტორიის ის მცირე მონაკვეთია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის სრული დანგრევისათვისაა საკმარისი, ხოლო აღმშენებლობის დაწყებას ასი წელი მაინც სჭირდებაო.

  სტალინმა თავისი სასწაული კიდევ უფრო “გაასასწაულა”, როდესაც მეჩვიდმეტე ყრილობის დირექტივები გამოამზეურა;

 

  “საკ.კ.პ.(ბ) მეჩვიდმეტე ყრილობამ დაადგინა:

  1. დაწესდეს სამრეწველო პროდუქციის მთელი მოცულობა 1937, ე.ი. მეორე ხუთწლედის ბოლო წელს 92,7 მლრდ. მან. (1926/27 წ. ფასებში) ნაცვლად 43 მლდ. მან. პირველი ხუთწლედის ბოლოს 1932 წ.

ე.ი. საშუალო წლიური მატება 16,5 პროცენტით, სამრეწველო პროდუქციის 2,1-ჯერ გაზრდით.

  მათ შორის: წარმოების საშუალებათა წარმოება 45,5 - ზრდა 197,2 პროცენტით”

  მოხმარების საგნების წარმოების 47,2 პროცენტით ზრდა” -  233,6  5. მეჩვიდმეტე ყრილობა, ხუთწლედში სოფლის მეურნეობის მთელი პროდუქციის მატებას განსაზღვრავს 13,1 მლდ-ით. 26,2 მლდ-მდე, ე.ი. 2-ჯერ.

  12.  მეჩვიდმეტე  ყრილობა მეორე ხუთწლედის ახალი კაპმშენებლობის საერთო მოცულობას განსაზღვრავს 134,4 მლდ. მანეთით ნაცვლად 50,5 მლრდ. მანეთისა პირველ ხუთწლედში (ზრდა თითქმის 3-ჯერ).

  13. ყრილობა ამტკიცებს მეორე ხუთწლედში ახალი საწარმოების ექსპლუატაციაში შეყვანის მოცულობას 132 მლდ. მან. ნაცვლად 38,6 მლდ. მანეთი პირველ ხუთწლედში (ზრდა თითქმის 4-ჯერ).

    მესამე. მუშებისა და გლეხების მატერიალური და კულტურული დონის ამაღლების ხაზით ყრილობამ დაადგინა:

  უმუშევრობის სრული ლიკვიდაცია. ყოველი მუშა და მოსამსახურე უზრუნველყოფილ იქნას სამუშაო ადგილით, შრომის პირობების შემდგომი განუწყვეტელი გაუმჯობესებით, სამუშაო დღის ხანგრძლივობით

არაუმეტეს 7 საათისა.

  მეორე ხუთწლედში დამთავრდეს ყველა გლეხური მეურნეობის კოლექტივიზაცია.

  ა) მუშათა და მოსამსახურეთა რიცხობრივი ზრდა განხორციელდეს 30%-ის ფარგლებში.

  ბ) რეალური ხელფასი გაიზარდოს 2-ჯერ.

  გაიზარდოს მოხმარების ნორმები 2,5-ჯერ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: ხორცი, ცხიმეული, თევზი, კვერცხი, შაქარი და სამრეწველო საქონელი მათი საცალო ფასების 35%-ით შემცირებით.

  გ) რეალური ხელფასების ზრდა, მუშა-მოსამსახურეებისა მრეწველობის დარგში 64%-ით, მთლიანად სახალხო მეურნეობაში – 55%-ით.

  დ) მნიშვნელოვიანი ზრდა სახელმწიფო დანახარჯებისა: მოსახლეობის სოციალურ დაზღვევაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, კულტურულ საყოფაცხოვრებო მომსახურეობაზე - 4,3 მლდ.

მანეთიდან 9,3 მლდ. მანეთამდე ზრდა თითქმის 2,5-ჯერ.

  ე) უწიგნურობის სრული ლიკვიდაცია, სავალდებულო 7-წლიანი ტექნიკური განათლების განხორციელება პირველ რიგში სოფლად, ვინაიდან იგი ქალაქად, ძირითადად პირველ ხუთწლედში განხორციელდა.

  ვ) გაიზარდოს წყალსადენიანი ქალაქების რიცხვი 366-დან 440-მდე ქალაქებისა კანალიზაციით – 55-დან 130-მდე, ტრამვაით 50-დან 70-მდე. ა.შ. და ა.შ.

  ფანტასტიკური ციფრებია! საიდან მოდის კოლოსალური კაპდაბანდებები ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში?! ვინ ანხორციელებს ამ გოლიათურ, დაუჯერებელ გარდაქმნებს, ჩვეულებრივი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ გეგმებს? ჩვეულებრივ ადამიანს ეს არ შეუძლია, ორდინარული კაცი ამას ვერ შესძლებს... მართალიც არის, ყოველივე ამას მხოლოდ სტალინი სძლევს. იმიტომ, რომ იგი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი – იგი გენიოსი ადამიანია, იმიტომ, რომ იგი არ არის ორდინალური კაცი, იგი – ღმერთკაცია!

  ბრიყვი ხრუშჩოვი გვიან იტყვის კულტი იყოო. ამ უწიგნურს კულტი გინება ეგონა. დიახ, იყო სტალინის კულტი, სრულიად დამსახურებულად იყო, რადგან მსოფლიო პროლეტარიატის, საბჭოთა ხალხების თვალში ის გახლდათ, შრომის, ბრძოლის, სიბრძნისა და სიკეთის სიმბოლო.

  თუმც სტალინი “ცეცხლითა და მახვილით” ებრძოდა თავისივე კულტს (ამის უთვალავი მაგალითია), მაგრამ მან მაინც ვერ შესძლო კაცობრიობის მრავალმილიონიანი კოჰორტის რწმენის გადარწმუნება.

  სტალინმა ყრილობაზე ფართოდ გააშუქა საერთაშორისო მდგომარეობა მსოფლიოში, ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ბოლო წლებში მძვინვარებდა კაპიტალისტურ სამყაროში და არ გამორიცხა ამ კრიზისს მსოფლიო ომი გამოეწვია მისი ხელახალი გადანაწილების მიზნით. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ 1927 წელს გააფრთხილა პარტია და საბჭოთა ხალხი, თავის შენიშვნებში “ომის საფრთხის შესახებ”: “ვფიქრობ, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ თანამედროვეობის ძირითად საკითხს წარმოადგენს საკითხი ახალი იმპერიალისტური ომის საფრთხისა. საქმე ეხება არა ახალი ომის რაღაც გაურკვეველ და უსხეულო “საშიშროებას”, საქმე ეხება საერთოდ ახალი ომის, განსაკუთრებით კი სსრ კავშირის წინააღმდეგ ომის რეალურ და ნამდვილ საფრთხეს”. ანვითარებს რა თავის ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს, სტალინი ხაზს უსვამს გერმანიაში ქვეყნის სათავეში ფაშისტების მოსვლას და განაგრძობს: “როგორც ხედავთ, საქმე მიდის ახალი იმპერიალისტური ომისკენ, როგორც გამოსავლისაკენ ახლანდელი მდგომარეობიდან.

  ... ბოლოს, მეოთხენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს სსრ კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ დაამარცხონ სსრ კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ ასე ფიქრობს მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო წრე იაპონიაში.

  ჩვენ ვიცით, რომ ასეთსავე გეგმებს უტრიალებენ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა წრეები”...

  სტალინის ეს ციტირებული გამონათქვამები ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ იგი ფაშისტური აგრესიამდე 10–15 წლით ადრე იყო დარწმუნებული მასთან სამხედრო კონფლიქტის გარდაუვალობაში, წინააღმდეგ მისი იმქვეყნიურ ნაძირალა ოპონენტთა დემაგოგიური ცილისწამებებისა, და სტალინი, მისთვის ჩვეული სიდინჯით, საქმის ღრმა ცოდნით აღჭურვილი, დროულად შეუდგა ამ სახიფათო დღის შესახვედრად, მძიმე და ხანგრძლივ მზადებას, ამ საქმიანობის პიონერები კი, მისივე პირმშო, ლეგენდარული სტალინური ხუთწლედები იყო. მიუხედავად ისტორიის მიერ ამ საქმისათვის განკუთვნილი დროის სიმცირისა, თანაც უამრავი ხელშემშლელი ფაქტორისა, სტალინმა ქვეყანა ჯეროვნად მოამზადა თავდაცვისათვის, რამაც განაპირობა კიდეც მისი გამარჯვება მეტად ძლიერ და ვერაგ მტერთან.

  1934 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ს.მ. კიროვი. მისი მოკვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული იყო იმით, რომ იგი გამუდმებით, ყოველ ყრილობაზე, თუ პარტიულ კონფერენციაზე, სასტიკად ამხილებდა ტროცკისტულ-ზინოვიევისეული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, მათ მიერ სოციალიზმის საქმის აშკარა ღალატს, ხოლო ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის დაჩქარება გამოიწვია კიროვის გამოსვლამ XVII ყრილობაზე, სადაც მან სასტიკად დაგმო ტროცკისა და სხვა მემარჯვენეების ანტილენინური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. მან შეაჩვენა იმ დროისათვის ოსლოში მყოფი ტროცკი, ხოლო ზინოვიევი, კამენევი, რიკოვი და სხვები გააფრთხილა ხელი აეღოთ პარტიის ლენინური გეზის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თორემ...  წაიკითხა რა გაზეთში მეჩვიდმეტე ყრილობაზე კიროვის გამოსვლის ტექსტი, ტროცკიმ იგრძნო ის მზარდი საშიშროება, რომელიც მას და მის ლენინგრადულ იატაკქვეშეთს ემუქრებოდა კიროვის მხრიდან. იგი პუტნას მეშვეობით, რომელიც იმ დროს  ბერლინში სამხედრო ატაშე იყო, დაუკავშირდა ზინოვიევს და უბრძანა უმოკლეს დროში უზრუნველეყო კიროვის ლიკვიდაცია.

  მოვუსმინოთ რას ამბობს ამ მკვლელობის შესახებ “ჩეკას” მაშინდელი შეფი იაგოდა: “... ამ შეტყობინებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ტროცკისტულ-ზინოვიევისეული ჯგუფები აწარმოებდნენ ამ მკვლელობის კონკრეტულ მომზადებას. მასში რიკოვი იღებდა უშუალო მონაწილეობას, ენექიძე კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ამ საქმისათვის არავითარი დაბრკოლება არ შემექმნა. ამის გამო იძულებული გავხდი მებრძანებინა ზაპოროჟეცისათვის, რომელსაც შსსკ-ს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეჭირა, არ შეეფერხებინა კიროვზე ტერორისტული აქტის განხორციელება”.

  ასე და ამრიგად, ტროცკის მითითებით, ანტისახელმწიფოებრივმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ზინოვიევი, კამენევი, რიკოვი, ენუქიძე, ბუხარინი, იაგოდა და სხვები, მოამზადეს და განახორციელეს კიროვის მკვლელობის საზიზღარი აქტი, კიროვისა, რომელიც იყო პარტიისა და სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე, სტალინის უერთგულესი თანამებრძოლი და სათაყვანებელი მეგობარი. იგი იყო სტალინის ძმადნაფიცი, მისი ოჯახის წევრი. საყურადღებოა, რომ ლენინგრადიდან მოსკოვში ჩამოსული კიროვი სტალინის სახლში ცხოვრობდა, იყო მისი სასურველი სტუმარი. ამავე დროს კიროვი იყო რევოლუციის აღიარებული ტრიბუნი, და სტალინის, როგორც პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელის, ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შემფასებელი. ამ მხრივ ნიშანდობლივია მისი გამოსვლა ლენინგრადის კომუნისტთა ფორუმზე მეჩვიდმეტე ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე:

  “ამხანაგებო, როდესაც ვსაუბრობ ჩვენი პარტიის დამსახურებაზე, ჩვენი პარტიის წარმატებებზე, არ შეიძლება არ ვთქვა ამ გიგანტური გამარჯვებების ორგანიზატორზეც.

  მე მხედველობაში მყავს ამხანაგი სტალინი.

  უნდა  გითხრათ, რომ იგი არის ლენინის ყველაზე დიდი მიმდევარი და მისი საქმის დიდი გამგრძელებელი, იმ ლენინისა, რომელიც ჩვენ აგერ უკვე ათი წელია დავკარგეთ. ძნელია წარმოიდგინო ფიგურა ისეთი გიგანტისა, როგორიც სტალინია. მას შემდეგ რაც ჩვენი ლენინი დავკარგეთ, რაც მის გარეშე ვმუშაობთ, ჩვენ არ ვიცით არცერთი გარდატეხა ჩვენს მუშაობაში, არცერთი ცოტად თუ ბევრად დიდი წამოწყება, ლოზუნგი, მიმართულება ჩვენს პოლიტიკაში, რომლის ავტორი იყო არა სტალინი, არამედ ვინმე სხვა. მთელი ძირითადი საქმიანობა – ეს უნდა იცოდეს პარტიამ - წარიმართება სტალინის მითითებებით, მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით. საერთაშორისო პოლიტიკის ყველაზე დიდი საკითხები მისი მითითების საფუძველზე წყდება და არა მარტო ეს დიდი  საკითხები. მას აინტერესებს ყოველი წვრილმანი, რომელიც ეხება მუშებს, გლეხებს და ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელს.

  მე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველივე ეს ეხება არა მარტო სოციალიზმის მშენებლობას მთლიანობაში, არამედ ჩვენი მუშაობის კონკრეტულ საკითხებსაც. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საკითხებს, მაშინ აუცილებელია მთელი ძალით გაესვას ხაზი იმას, რომ იმ მიღწევებს, რომლებზეც მე ზემოთ ვისაუბრე, ჩვენ მთლიანად და ყოველმხრივ უნდა ვუმადლოდეთ სტალინს. ამ

ადამიანის ყოვლისშემძლე ნებისყოფა, კოლოსალური ორგანიზატორული ტალანტი უზრუნველყოფენ სოციალიზმის ძლევამოსილ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში მისი ისტორიული განვითარების ყველა ეტაპზე.

  ავიღოთ ამხანაგ სტალინის ლოზუნგები: “გავხადოთ კოლმეურნე შეძლებული”, “ვაქციოთ კოლმეურნეობები ბოლშევიკურებად”, “დავეუფლოთ ტექნიკას”, ამხანაგ სტალინის ექვსი ისტორიული პირობა, - ყველაფერი ის, რაც სოციალიზმის მშენებლობას წარმართავს ჩვენი მუშაობის მოცემულ სტადიაში, გამომდინარეობს ამ ადამიანიდან და ყოველივე ისიც, რაც ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ პირველ ხუთწლედში, მიღწეულია მისი მითითებების საფუძველზე”.

  აი, ვისი მოკვლა დააბრალა სულით და ხორცით გახრწნილმა ტროცკისტმა ხრუშჩოვმა სტალინს.

  ... და, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუგონარი სიბინძურე არავინ დაიჯერა, რომ იგი ხელაღებით უარყო ამ საკითხზე გამოყოფილმა სამთავრობო კომისიამაც, იგი მაინც გლობალურად მუსირებს ანტისტალინისტ “მკვლევართა” პასკვილებში.

  და მართლაც, ძალიან გონებასუსტი, ან კიდევ ძალიან მაღალი რეიტინგის გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი რამ დაიჯეროს. არადა, ხომ “ამტკიცებენ” ისტორიის მაჯლაჯუნები, რომ სტალინი თავისი თავის წარმოჩენის მიზნით თავის ერთგულ ადამიანებსაც კი არ ინდობდა, სპობდაო. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, ესა თუ ის პიროვნება, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომელიც შეჭიდებულია მძიმე, ძნელად გასაკეთებელ საქმესთან, შეძლებს ამ საქმის გაკეთებას, მის ბოლომდე მიყვანას, თუ იგი გზადაგზა სპობს თავის ერთგულ და შესაბამისად ამ საქმის ერთგულ ადამიანებს? ყველა ნორმალური ადამიანი გიპასუხებს, რომ ვერ შესძლებს, რომ ეს პიროვნებაც და მის მიერ დაწყებული საქმეც განწირულია დასაღუპად. რა თქმა უნდა, ეს აქსიომაა და ასევე, რა თქმა უნდა, სტალინთან მიმართებაშიც აქსიომად რჩება.

  კიროვი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ლენინ-სტალინის საქმის, პირადად სტალინის უერთგულესი მოწაფე, თანამებრძოლი, მეგობარი და ძმადნაფიცი იყო. და ასეთ კაცს მოიცილებს საღად მოაზროვნე ადამიანი? ამგვარი ბინძური ჭორის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ ხრუშჩოვსა და მის მსგავს გონებასუსტ ნაძირალებს შეეძლოთ. რაც შეეხება იმის მტკიცებას, თითქოს, XVII ყრილობაზე კიროვმა მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სტალინმა, და ეს, თითქოს, განპირობებული იყო კიროვის უფრო მაღალი რეიტინგით კომუნისტებს შორის, სრული აბსურდი და დემაგოგიაა.

  ყრილობაზე, რომელსაც 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა, სტალინმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ სამმა დელეგატმა მისცა, კიროვის წინააღმდეგ ოთხმა, რაც შეეხება იმას, თითქოს კიროვი დელეგატ-კომუნისტებს შორის უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვიდრე სტალინი, ეს ნამდვილი ზღაპარია ფანტასტიკის სფეროდან. ან კი როგორ შეიძლებოდა კიროვს ყრილობის დელეგატებში მეტი ავტორიტეტი ჰქონოდა ვიდრე სტალინს, როცა ისინი, მათი უმრავლესობა, კიროვს წესიერად არც იცნობდა, რამდენადაც მას, კიროვს, საკავშირო ორგანოებში, როგორც პარტიის, ისევე მთავრობის ხელმძღვანელ თანამდებობებზე არასდროს უმუშავია, იგი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონალური (კერძოდ, იმ დროს ლენინგრადის საოლქო) ლიდერი გახლდათ, მაშინ, როცა სტალინი უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბელადი იყო. თუმცა, სტალინმა მეჩვიდმეტე ყრილობის შემდეგ შესთავაზა მას მოსკოვში გადასვლა საკავშირო ცკ-ში, მაგრამ კიროვი არ დაეთანხმა. ამ საკითხზე, თვით მოლოტოვი ვრცლად საუბრობს ფ. ჩუევის წიგნში: “ას ორმოცი საუბარი მოლოტოვთან”.

  რაც შეეხება იმას, თითქოს სტალინმა კიროვის მკვლელობა გამოიყენა თავის ძირითად ოპონენტებზე რეპრესიების განსახორციელებლად, ეს კიდევ უფრო დიდი, ბოროტ ჭორებთან ათქვეფილი სისულელეა. თუ დაფიქრებულან ამ ვერსიის ავტორები მის ტოტალურ სიყალბესა და სულელურ მოტივაციაზე?

  ბუნებრივია, ისმის ასეთი ლოგიკური კითხვა: თუ კიროვი 1934 წელს მოკლეს და ეს მკვლელობა გამიზნული იყო ცნობილი ანტისაბჭოთა ბლოკის ლიდერთა რეპრესირებისათვის, რატომ დაიწყო ეს რეპრესიები სამი წლის შემდეგ, 1937-ში? ბუნებაში ხომ ასეთი რამ არ ხდება. რეპრესიული ორგანო ტერორის ფაქტის დაფიქსირებისთანავე იწყებს მოქმედებას. იმწამსვე! აქ კი სასწაული ხდება: კიროვი მოკლეს, ხოლო ზონივიევ-რიკოვ-ბუხარინის დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც იმ დღესვე უნდა აეყვანათ, სამი წლის შემდეგ გაახსენდათ, მას შემდეგ, რაც ტროცკი-ტუხაჩევსკის სამხედრო გადატრიალების საიდუმლო გამოაშკარავდა.

ასეთი აბსურდი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ისტორიაში არ არის დაფიქსირებული, ეს აბსურდი კი ამ გარეწრების სასამართლო პროცესმა მთელი სიგრძე-სიგანით გამოამზეურა.

  სტალინური ხუთწლედების წარმატებებმა განაპირობეს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის არნახული ზრდა-განვითარება. მეორე ხუთწლედი შესრულდა ვადამდე ადრე – ოთხ წელიწადსა და სამ თვეში. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო და ძირეულმა რეკონსტრუქციამ განაპირობა სახალხო მეურნეობის აღჭურვა მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნიკით. ჩვენი მრეწველობა

უზრუნველყოფილ იქნა უთვალავი რაოდენობის მანქანა-დანადგარებით, დაზგებითა და წარმოების სხვა საშუალებებით. ჩვენმა სოფლის მეურნეობამ შეიძინა სამამულო წარმოების პირველი კლასის ტრაქტორები, კომბაინები და სხვა ურთულესი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-მექანიზმები. ტრანსპორტმა თავის მფლობელობაში მიიღო პირველი კლასის ავტომობილები, ორთქლმავლები, გემები, თვითმფრინავები. წითელი არმია აღიჭურვა უმაღლესი ხარისხის ტექნიკური საშუალებებით, ქვემეხებით, ტანკებით, თვითმფრინავებით, კრეისერებით.

  ... და მთელი ეს გიგანტური შრომა, რა თქმა უნდა, სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მიმდინარეობს, ყველა სიახლე, ტექნიკური თუ სამეცნიერო, მისი მითითებებისა და შთაგონების ნაყოფია. იგი ფლობს ყველა ნიუანსს, რაც დაკავშირებულია მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერულ-ტექნიკურ რეკონსტრუქცია-გადაიარაღებასთან. აქეზებს და ახალისებს მოწინავე მუშებს,

ინჟინრებს, კონსტრუქტორებს, გამომგონებლებს, წარმოების ხელმძღვანელებს, სტიმულს აძლევს მათს შემოქმედებით საქმიანობას.

  სტალინი განსაკუთრებით ზრუნავს თავისსავე პირმშო წითელი არმიაზე. მისი დაუღალავი შემოქმედებითი შრომის შედეგად წითელი არმია გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიად როგორც ტექნიკური, ისევე მორალური თვალსაზრისით.

 

  როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სტალინური ხუთწლედების ძალისხმევით ქვეყანამ მიიღო ათასობით ფაბრიკა და ქარხანა, ასობით წარმოების საშუალებათა მწარმოებელი გიგანტი, და მათ მიერ წარმოებული ასიათასობით ურთულესი მანქანა-დანადგარი თუ იარაღი, ყოველივე ამის მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია მოითხოვდა მილიონობით კვალიფიციურ მუშას, ტექნიკოსს, ტექნოლოგს, ინჟინერს. სწორედ ამ კადრების ქრონიკულ ნაკლებობას განიცდიდა ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო.

  ... და კვლავ გაისმის სტალინის ბრძნული საპროგრამო ლოზუნგი “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. დაიწყო იმ მომენტისათვის ჰაერივით საჭირო საბჭოთა ქვეყნის კულტურული რევოლუცია... და მსოფლიო კიდევ ერთხელ ხდება მოწმე “სტალინური სასწაულისა”. - რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირი მსოფლიოში  ყველაზე განათლებული ქვეყანა გახდა.

  სწორედ აღნიშნულ პრობლემებს მიუძღვნა სტალინმა თავისი ჭეშმარიტად ბრძნული გამოსვლა წითელი არმიის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვებაზე 1935 წლის მაისში.

  “იმისათვის, რომ ტექნიკა მოვიყვანოთ მოძრაობაში, – აღნიშნავდა იგი, – და ბოლომდე გამოვიყენოთ, საჭიროა ამ ტექნიკის მცოდნე ადამიანები. საჭიროა კადრები, რომლებიც გამოიყენებენ ტექნიკას საქმის სრული ცოდნით. ტექნიკა კვალიფიციური კადრის გარეშე მკვდარია. ტექნიკას, რომელსაც კვალიფიციური კადრი მართავს, შეუძლია სასწაული მოახდინოს, თუკი ჩვენს პირველი კლასის ქარხნებსა და ფაბრიკებში, ჩვენს მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში, ჩვენს ტრანსპორტზე, ჩვენს წითელ არმიაში გვეყოლება საკმარისი რაოდენობა კადრებისა, რომლებსაც შეეძლებათ მართონ ეს ტექნიკა, ჩვენი ქვეყანა სამჯერ და ოთხჯერ მეტ ეფექტს მიიღებდა, ვიდრე იგი დღეს იღებს. ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ მთელს მსოფლიოში არსებულ ყველა კაპიტალს შორის ყველაზე ძვირფასი კაპიტალი არის ადამიანი, კადრი. ამიტომაც ჩვენს დღევანდელ პირობებში “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. გვეყოლება ჩვენ კარგი და მრავალრიცხოვანი კადრი მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე, არმიაში – ჩვენი ქვეყანა იქნება უძლეველი. არ გვეყოლება ასეთი კადრები, ვიკოჭლებთ ორივე ფეხით”.

  სტალინის ამ ჭეშმარიტად ბრძნულმა გამოსვლამ, მისმა უაღრესად საქმიანმა მოწოდებამ, უდიდესი აღფრთოვანება და ენთუზიაზმი გამოიწვია მშრომელთა მასებში. მოწინავე მუშების ინიციატივითა და თაოსნობით ფართოდ გაიშალა სტახანოვური მოძრაობა, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად გაზარდა შრომითი კოლექტივების ეფექტურობა და შრომის ნაყოფიერება. შეეხო რა სტახანოვური მიღწევების წინაპირობებს, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში სტალინი აღნიშნავდა: “ჩვენი რევოლუცია ერთადერთია, რომელმაც არათუ დალეწა კაპიტალიზმის ბორკილები და ხალხს თავისუფლება მოუტანა, არამედ მოახერხა ისიც, რომ ხალხისთვის მიეცა მატერიალური საშუალება შეძლებული ცხოვრებისათვის. ამაშია ჩვენი რევოლუციის უძლეველობა და სიდიადე”.

  სტალინი კრემლში იწვევს მოწინავე მუშებსა და კოლმეურნეებს, სტახანოველებს, ტრანსპორტის მუშაკებს, კომბაინერებს, ტრაქტორისტებს, მემინდვრეებს, მწველავებს, რომლებთანაც დეტალურად განიხილავს ტექნიკისა და სოციალისტური წარმოების პერსპექტივებს სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში. თათბირის მონაწილეებს სტალინი გამოთხოვებისას ეუბნება:

  “არ დაგავიწყდეთ, რომ ნამდვილი ხელმძღვანელი-ბოლშევიკი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია არა მარტო ასწავლოს მუშას და გლეხს, არამედ ისწავლოს კიდეც მათგან”.

  სოციალისტურმა გარდაქმნებმა ქვეყანაში ძირეულად შეცვალა კლასთა შორის თანაფარდობა, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მსოფლიოს მასშტაბით. ყოველივე ეს მოითხოვდა ჯერ კიდევ 1924 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ამ მიზნით პარტიამ და მთავრობამ შეჰქმნეს სპეციალური საკონსტიტუციო კომისია სტალინის ხელმძღვანელობით. კონსტიტუციის პროექტი, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, 6 თვის განმავლობაში განიხილებოდა მოსახლეობის ფართო მასების მიერ. საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე არ დარჩენილა არც ერთი კუთხე-კუნჭული, სადაც მოსახლეობას გულისყურით არ შეესწავლა და არ გაეანალიზებინა ეს ისტორიული დოკუმენტი.

  ახალ კონსტიტუციაში აღიბეჭდა ის უდიდესი გამარჯვებები, რომლებიც საბჭოთა ხალხმა მოიპოვა ბრძოლისა და შრომის ყველა ფრონტზე 1924 წლიდან განვლილ პერიოდში. კონსტიტუციამ დააფიქსირა სოციალიზმის გამარჯვება სსრ კავშირში და აღიარა მისი ხალხების უფლება-მოვალეობანი.

  კონსტიტუციის თანახმად, საბჭოთა საზოგადოება შესდგება ორი მეგობრული – მუშათა და გლეხთა კლასისაგან. სსრ კავშირის პოლიტიკურ საფუძველს მშრომელთა დეპუტატების საბჭოები შეადგენენ, ეკონომიკურს – წარმოების საშუალებებზე სოციალისტური საკუთრება. სსრ კავშირის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია შრომის, დასვენების, განათლების უფლებით. ისინი აგრეთვე მატერიალურად უზრუნველყოფილი არიან სიბერეში, ავადმყოფობის პერიოდში და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში. მოქალაქეთა თანასწორობა, მიუხედავად ეროვნებისა, რასისა და სქესისა, გარდაუვალი კანონია.

  კონსტიტუცია, უფლებებთან ერთად, მოქალაქეთა მოვალეობებსაც განსაზღვრავს. კერძოდ, ყოველი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კანონები, შრომის დისციპლინა, კეთილსინდისიერად მოიხადოს საზოგადოებრივი ვალი, დაიცვას სოციალისტური სამშობლო.

  ახალი კონსტიტუცია მოიწონა და დაამტკიცა საბჭოების მერვე ყრილობამ 1936 წლის 5 დეკემბერს.

  ახალი კონსტიტუციით აღფრთოვანებულმა საბჭოთა ხალხმა ის თავისი ოცნებების ასრულებად აღიქვა, და მას მისი შემოქმედის სახელი - “სტალინური” უწოდა.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბერძენიშვილი გივი / სტალინი