გიორგი მცირე

ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისა 

 

 ზეშთა-ბუნებისა მაღალთა მათ მიერ მოღუაწებათა ეტლი სულისა შენისაჲ ზეცად მიმართ აღამაღლე ნივთთაგან და ნივთიერთა სიზრქეთა და ქვეყნად მიმართ დამზიდველთა გონებაჲ შენი სრულიად განაშორე, ვინაჲთგან საქმე დასაბამ ჰყავ ხედვისა და შიში ღმრთივ-გონიერი –მიზეზ უშიშოებისა, რაჟამს დაყუდებისა მიერ და დუმილისა მხოლოჲ მხოლოსა მას შეესაკუთრე და თავისა თჳსისა თანა მკჳდრობითა თავსა მას ყოველთა საწადელთასა მიემთხჳე, ჰოჲ კაცო საკჳრველო და ზეშთა-ბუნებისა საგონებელო! რომლისათჳსცა სიმდაბლითა მით ღმერთ-მყოფელითა ეგევითარი მაღალი და დიდი საქმე ძიება-ჰყავ ჩვენგან, რომელსა თჳთ შენ უმეტეს ჩუენსა მეცნიერ იყავ, ჩვენგან, გლახაკთა ამათ და უღირსთა, რომელნი-ესე უწყით: ჴნარცუსა მას შინა ვნებათასა მდგომარე ვართ, ვითარცა იხილა დიდმან პახუმი, და ვეძიებთ მსგავსთა თქვენთა ჴელის-მიცემად,რაჲთამცა-მიერ აღმოვედით და მღჳმისაგან გლახაკობისა და თიჴისაგან უყისა, კლდესა ზედა სათნოებათასა ფერჴნი ჩუენნი დავამტკიცენით და წარვემართენით, ვითარცა იტყჳს დიდი დავით: „და მერმეცა აღივსენ პირი ჩვენი გალობითა, რათა ქებაჲ ღმრთისაჲ ჩვენისაჲ იხილონ მრავალთა„.

 ხოლო რაჲ არს ქებაჲ ღმრთისაჲ, დიდებაჲ და შესხმაჲ წმიდათა მისთაჲ? – მითხრობაჲ ცხორებისა და მოღუაწებისა მათისა წერით და უწერელად, რაჲთა ცნას ესე თესლმან სხვამან და შვილნი, რომელ იშვებოდიან, აღდგენ და მიუთხრობდნენ მამანი მათნი შვილთა თჳსთა. არამედ რაჲთა არა უღელი იგი ტკბილი მორჩილებისაჲ განვაგდოთ, ქედსა მას ზედა სულისასა ჩუენისასა მდებაარე, ნუუკუე პარეხთა მათ და უღაღთა ურჩებისათა შთავცჳვეთ, ვინაჲ-იგი აღმოსვლაჲ შეუძლებელ არს, ამისთჳს წმიდისა ბრძანებისა თქვენისა საქმით აღსრულებად ვისწრაფოთ შეწევნითა წმიდათა ლოცვათა თქვენთაჲთა.

 გარნა ვითარცა ვთქუთ, ჰოჲ, წმიდაო, არა თუ შენ უმეცარ ხარ ცხორებასა განთქმულისა ამის კაცისასა სიჭაბუკითგან მისით ვიდრე სიბერედმდე, არამედ ეგრეთ მეცნიერ ხარ ვითარცა დიდი ანტონი ცხორებასა ნეტარისა მაკარისა, რომელი-იგი მოწაფე საყვარელი იყო მისი და, ვითარცა ნების-მყოფელი მისი სათნოებათა მისი სათნოებათა მისთა მკჳდრადმკვდრად გამოჩნდა და მიმსგავსებული ქებაჲ მის მიერ მიიღო და რომლისათჳსცა არა უჯერო არს და შეუმსგავსებელი (თქუენი) სამის მიმართ სურვილისა და სიყუარულისა და მისისა მის თქუენდა მომართ სარწმუნოებისა და სასოებისა თანასწორობით და სახისმეტყველებით თანა თანა ხატ-ქმნად ზემოჴსენებულისა მის სახისა.

 ხოლო ვინაჲთგან კუალადცა მეორედ მოიწია წმიდაჲ ეპისტოლე თქუენი სიგლახაკისა მომართ ჩვენისა, ვითარცა მრავალ-ჟამ [მის თანა] ყოფილისა და მის მიერ შეყვარებულისა. და უმეტესადღა ვთქუათ თუ, ჟამსა მას სოფლით განსვლისა და ღმრთისა თანა მისვლისა მისისასა, რომელსა იგი სუროდა და წადიერ იყო, მის თანა დახვედრებულისა, და კუალად ღმრთისა-მოყვარისაცა მის მიერ მთავარ-ეპისკოპოსისა-იოანეს ვიტყჳ ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა, მო-რაჲ-ვიდა სამეუფოდ ქალაქად, მოციქულად მოვლინებული ბაგრატ აფხაზთა მეფისა მიერ სევასტოსისა, ამის პირისათჳს დიდად იძულებულ იქმნა უღირსებაჲ ჩვენი, ვითარცა შვილისაგან მამის-მოყვარისა და, უფროჲსღა ვთქუათ. თუ, ქრისტეს-მოყვარისა, რაჲთა ყოველი სახე აღსრულებისა და სოფლით განსვლისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაჲ უნაკლულოდ მიუთხრათ.

 და მერმე: კულად სხუათაცა ვიეთმე ღმრთივ-სულიერითა მამათა და ძმათაგან დღითი-დღე ვიიძულები, და სიტყუაჲ მიმეჴადებისარა ხოლო თუ მიცვალებისათვის, არამედ სრულად ცხორებისაცა და მოქალაქეობისა მისისა აღწერისათვის.

 ხოლო უმეტეს ამათ ყოველთასა მორჩილებამან ბრძანებისა თქვენისამან, ვითარცა რკინამან ცეცხლი, ქვის მსგავსისა გონებისა ჩემისაგან ეგრეთ აღატყინა საღმრთოჲ მხურვალებაჲ აღწერად ცხორებად ღმრთივ-განათლებულისა ამის კაცისა.

 და მერმე; რაჲთა არა დავიწყებულ იქმნას მომავალთაგან და შემდგომითი-შემდგომთა ნათესავთა, ვითარცა მრავალთა წმიდათა ნათესავსა შორის ჩუენსა გამოჩინებულთა ცხორებანი აღუწერელობითა დავიწყებისა სიღრმესა მიეცნეს, არაჲ თუ მათდა რაიმე საჴმარ არს ესე, რამეთუ: იგინი წინაშე ღმრთისა განათლებულნი მდგომარე არიან, არამედ, რაჲთა ჩვენ მოჴსენებითა შრომათა და ღუაწლთა მათთაჲთა დღითიდღე ფრთოვან-ვიქმნებოდით და ბაძვად სათნოებათა მათთა წარვემატებოდით, ამისთვისცა ჴელთა ბრძანებისა თქუენისათა უღირსი ესე თავი ჩემი მორჩილებად მივეც.

 არამედ ყოვლითურთ განცჳბრებულ ვარ და არა უწყი, თუ რაჲ ვყო უკეთუ უგუნურებით ჴელ-ვყო, კადნიერებისა ბრალსა შთავარდები, და უკეთუ არა, ურჩებისა საშჯელისაგან მეშინის, რამეთუ იტყვს: რომელთა უწყოდიან სიტყჳვთ გინა სმენით საღმრთოთა წერილთაგან და გინა თუ თჳით-მხილველ ქმნილ-იყვნენ აქუნდეს მეცნიერებაჲ სულისა სარგებელთა და ღმრთისა სათნოთა ცხოხორებათა და მოღვაწებათა, რომელნი წმიდათა მამათა აღესრულნეს; პირველად ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მსგავსად ძალისა ბაძვად მათდა მოსწრაფე იყვნენ და სათნოებათა მათთა ეშურებოდინ და განჰმართონ ენაჲ ბრგუნილი იგი სულისაჲ და; ვითარცა ღმრთისა მიახლებად ყოვლითურთ წმიდა იქმნენ,და პირი იგი უხილავი ხილულისა ამის თანა განავრცენ და მაშინღა იწყონ დიდებად დაქებად წმიდათა ღმრთისათა, და არა ხოლო თუ თავთა თჳისთა მოატყუან სარგებელი, რომელთა ესე ყონ, არამედ მსმენელნიცა იგი ბაძვად სათნოებათა მათთა აღლესნენ, ხოლო ხოლო რომელთა უწყოდიან ესევითარი სარგებელი სულისაჲ და არა ინებონ მითხრობად, არამედ მისცენ იგი სიღრმესა დავიწყებისასა,  გინა მცონარებისა მიერ,  გინა ჟამთა დროებისა, გინა თუ შურითა ვითთამე უჴსენებელ ყონ ესევითარი ესე სულისა სარგებელი თხრობაჲ, ითქუას მათდა მიმართ, ვითარცა იტყჳს დიდი ბასილი, ვითარმედ;“სიბრძნე დაფარული საუნჯე უჩინოჲ! ვინ ირგოს მისგან?“ და კუალად „ტალანტისა დამფარველთა და წყაროჲსა დამყოფელთა და საუნჯისა უჩინო-მყოფელთა თანა დაისაჯოს.“

 ესე არიან მიზეზნი ჩემისა მეტყველებისანი, რომელთა მიერ ვიიძულები ვითარცა დეზითა პირუტყუთ-მსგავსი ესე გონებაჲ ჩემი შინაგან იწრიტების და აღძრავს სიტყუად, რამეთუ არა თუ ღირსებისაებრ შესხმაჲ არს დასასჯელ, არამედ ძალისაებრ არა თქმაჲ-საბრალობელ.

ვითარცაიტყჳს გრიგოლ ღვთისმეტყუელი,ვითარმედ: „ყოველივე ძალისაებრ ქმნული მითვალულ არს ღმრთისა მიერ“.

 ხოლო მე ვიწყო სიტყუად უნდოჲსა ძალისა ჩემისაებრ და რაოდენ უძლო, მარტივად და სულ-მცირედ აღვსწერო არა თუ სხუათაგან სმენილი, არამედ უმეტეს ყოვლისა წმიდისა და უტყუველისა, პირისა მისისაგან მოთხრობილი სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისაჲ, რომელსა-იგი ვითარცა ერთგულსა შვილსა არა დამიფარვიდა სარგებლისათჳს ჩემისა,ხოლო შემდგომი-რომელიმე თუალითა ხილული და რომელიმე კაცთა მიერ სარწმუნოთა წმიდათა უწყებული,რაჲთა ესრეთ ერთობით შევკრიბო საწადელი ესე და სასურველი მოთხრობაჲ და,ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ ერთობით შეთხზული და შეწყობილი, წარმოვცე წინაშე სიწმიდისა თქუენისა საკჳრველსა მაგას და სასურველსა მათსა, რომელსა შინა თავს ისხნა მრავალნი შრომანი და ღჲაწლნი კაცმან მან ღმრთისა შეყუარებულმან თარგმანებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა, ხოლო რომელი იპოოს ნაკლულევანებაჲ მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისაჲთა, რომელი მკჳიდრ არს თქუენ თანა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ.

 ესე წმინდაი მამაი ჩუენი გიორგი იყო ნათესავით ქართველი, ხოლო ვინაითაგან ღმრთის-მსახურებისა საიდუმლოსა შინა ერთი მამული პატივცემული არს, რომელ არს სამითხე, პირველისა მის მამისა ჩვუენისა საყოფელი, და ერთი ქალაქი, რომელ არს ზეცისა იერუსალემი, ცხოველთა მათ ქვათა მიერ აღშენებული, რომლისა შემოქმედ და ხურორთ-მოძღვარ ღმერთი არს, და ერთ ნათესავობაი, რომელ არს თვისებაი ღმრთისაი, არამედ ნუვინ ჰგონებენ, თუ არარაი გუაქუს პატიოსანთაგანი მამულისთვის და ნათესავთა წმინდისა მამისა ჩუენისათა მითხრობად და რეცა ჩემებით მოვიპარავთ ჭეშმარიტებასა საქმეთა მიერ საყუედრელთა!

 რამეთუ იყო ნეტარი ესე, ვითარცა ვთქუთ, ნათესავით ქართველი. ხოლო მამის მამეულად ღმრთის-მსახურისა მისგან და ღმრთივდაცემულისა ქუეყანისა, რომელსა სამცხე ეწოდების, ხოლო თვით აღმოეცენა იგი ქუეყანას თრიალეთისასა, ვითარცა პირმან საქმისმან გაუწყოს. რამეთუ მშობელნი ამისნი იყუნეს ღმრთის-მსახურნი, ეწოდებოდა მამასა იაკობ, ხოლო დედასა –   მარიამ.

ესე იაკობ იყო ერთგულთაგანი და საკუთართა ღმრთის მსახურისა მეფისა გიორგისთაჲ და საქმისა რომლისათვისმე საერთგულოისა მოციქულად წარივლინა მეფისა მიერ სპარსეთს; და ვითარცა წარემართა, ნებითა ღმრთისაითა სავანე იყო დაბასა მას და სახლსა, რომელსა იყოფდეს მშობელნი წმინდისა ამის დედისანი. ხოლო იაკობ ვითარცა იხილა წესიერი იგი და სათნოი ცხოვრებაი მათი და, უმეტესადღა ვთქუათ თუ, ღმრთის მოყვრებაი გონებისა მათისაი სთნდა ყოველი განგებაი მათი და ეტრფიალა კეთილსა ცხოვრებასა მათსა. ხოლო შვილად მხოლოდ- შობილად ესუა მათ მარიამ და სიყვარულისათვის მისისა არაი მიეთხოვა, დაღაცათუ მრავალთა მიერ ძიებული იყო სძლად მიყვანებად სახედ თვისად. ხოლო იაკობ, იხილა რაი შუენებაი ხატისა მისისაი და ნარნარი იგი და დაწყნარებული ქცევაი მისი და განკრძალული სახე, ჰრქუა მშობელთა მისთა: “დამიმარხეთ შვილი ეგე თქუენი კეთილად, რაითა, მო-თუ-ვიქცე მშვიდობით, მე ვიქორწინო ეგე და სრულიად თქუენ თანა დავემკვიდრო“. და ესრეთ წარემართა გზასა თვისსა და ნებითა ღმრთისაითა კეთილად განემარჯუა და მშვიდობით მოიქცა, და მეფე დიდად მოიმადლა, და ესრეთ მოვოდა ზემოხსენებულთა მათ მშობელთა თანა ქალწულისათა, და იქორწინა შჯულიერითა და წმინდითა ქორწინებითა, ვითარცა იტყვის მოციქული: “წმინდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი“. და ესრეთ აკურთხნა იგინი უფალმან, ვითარცა დიდი იაკობ და რაქელ, რამეთუ ხორციელისცა თანა სიმდიდრესა შვილიერებითაცა პატივსცა, რამეთუ ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი. ხოლო ნეტართა ამათ მეუღლეთა კეთილად განიზრახეს, რაითა პირველი ნაყოფი თვისი ღმრთისა შეწირონ.

 ხოლო მიეცა პირველად ნაყოფად ასული, რომელსაცა უწოდეს სახელი თეკლა და პატივსცეს სახელითა პირველ-მოწამისაითა. და ვითარცა იქმნა იგი შვიდისა წლისაი, შეწირეს იგი ღმრთისა, ვითარცა აღეთქუა,და წარიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსა ტაძრისი ეწოდების, და მისცეს იგი ხელთა წინამძღუარსა მის მონასტრისასა, რომელსა საბაი ეწოდებოდა, დედაკაცსა ღირსსა და წმინდისა, რომელმანცა შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი, და კეთილად აღზარდა.

 და კუალად შვეს სხუაი წული შვილი, რომელსა უწოდეს თევდორე. და ესრეთ კუალად განიზრახეს კეთილთა მათ მშობელთა,რაითა უკუეთუ იშვეს მათდა სხუაი წული, შეწირონ იგი ღმრთისა, რამეთუ:„ვერძისაი ჯერ-არსო შეწირვად“

 ხოლო მარიამს ეძინა რაი თვისაგან, ღამესა ერთსა ეჩუეენა მას ბრწყინვალე ვინმე და დიდებული, რომელი ეტყოდა:[აჰა ესერა, ჰშვე ყრმაი წული, ვერძი რჩეული ღმრთისაი;შეწირე იგი მისსა, რომელისადა აღგითქუამს, და სახელი უწოდე მას გიორგი].

და ვითარცა განიღვიძა დედაკაცმან მან, შიშით და სიხარულით მიუთხრა ესე ყოველი ქმარსა თვისსა;და აღდგეს ორნივე ერთობით დაცრემლით მადლობაი შეწირეს ღმრთისა და მოელოდეს აღთქმულსა მას საღმრთოსა.

იხილეთღა, ჰოაი, მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისააითა ჩუენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ, საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მხარებელი იგი მისი წინააისწარ აუწყებდა, და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა არვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძნულითა ენითა გიორგი მუშაკად გადმოითრგმნების,  ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

 შემდგომად დღეთა რაოდენთამე იშვა მათდა ღმრთისა მიერ აღთქმული იგი ნიჭი და იზარდებოდა ხორციელისა თანა ჰასაკისა სულიერითაცა ჰასაკითა, და განიპო ხებოხებოდა მადლითა სულისა წმიდისააჲთა. და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყვარულითა ღმრთისაითა.

და ვითარცა წერილ არს დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნებაი მისი, და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. ამისთვისცა იქმნა იგი, ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შვენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი.

 რამეთუ ვითარცა იქმნა იგი  შ ვ ი დ ი ს წლის, აღთქუმააი იგი არასრულეს მშობელთა მისთა, და მასვე ზემოხსენებულსა მონასტერსა ტ ა ძ რ ი ს ს დისა თვისასა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა.

 არამედ ვინაითგან სიყრმესავე თვისსა მშობელთა მოღუაწეებისაგან დააკლდა და ვითარმცა მორჩი კეთილი აღმოცენებასავე თვისსა თანა ყოფადსა მას წარმატებასა აუწყებს ქუეყანის-მოქმედთა, ვითარცა იტყვს დავით:,,მართალი ვითარცა ფინიკი აყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. დანერგული სახლსა ღმრთისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენითა ყუაოდის“და ესრეთ, ვითარცა ახალნერგი შუენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა. დისა თვისსა და მოასწავებდა წინაისწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახვილითა და მოსწრაფებითა გონებისაითა საგონებელ და იყო მხილველთაგან, თუ: „აყუავებასა თანა მეყსეულად ნაყოფსა გამოიღებსო“. რამეთუ ვითარცა მოსესთვის წერილ არს, სიჩჩოაითგანვე თვისით მკვირცხლ იყო ღმრთისაი ყრმაჲ იგი.

და ვითარცა დაყო მონასტერსა მას შინა სამი წელი და იქმნა ჰასაკითა ა თ ი ს ა წლისაჲ, ხოლო გონებითა ვითარცა მხცოვანი და მოხუცებული იხილვებოდა საკვირველად მხილველთა და მსმენელთაგან.

 ხოლო მნებავს, რაითა სიჩჩოაითგანვე ფარვაი ღმრთისაი და შეწევნაი მისი გაუწყო ყრმასა მას ზედა წმინდასა, რამეთუ ვითარცა იყო წუთ მშობელ თვისთა თანა და ვითარცა არს ჩვეულებაჲ ყრმათაი ველად განსვლისაი მღერად და განცხრომად, ხედვიდა კეთილის მოძულე იგი წმინდაჲ, შეძრწუნდა, ნუუკუე სრულიად განქიქნეს მის მიერ სიბოროტე მისი, ამისთვისცა სიჩჩოაითგანვე იწყო ბროლად მისდა,რამეთუ გვითხრობდა თვით წმინდაი ესე, ვითარმედ:

 [ვიყავ რაჲ მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კაციაი ეწოდების, წიაღ-კერძო მდინარესა ვიხილე ყრმაი, შემოსილი ცეცხლის ფწერითა, და მიკმობნ: მოვედ და ვიმღეროთ!.

და ვითარცა წავემართი, ყრმაჲ შუენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის საკელსა და მეტყჳნ: იყავ აქა ჩემთანა, რამე თუ მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენი. ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ კერძო მდინარისა ცეცხლითა მით საუკოაითა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმენდაი ყრმისა მის. ხოლო სპეტაკითა მოსილი იგი ანგელოზი იყო, რომელი სიჩჩოაითგანვე დაუდგინა ღმერთმან, რაითა სცივდეს მას, ვითარცა იტყვის და ვით არამედ:,,დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოს მოშიშთა თვისთა ზედა და იხსნნეს იგინი უფალმან“.და კუალად,წამებს დიდი ბასილი, ვითარმედ:„ყოვლისა მორწმუნოსადა მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხოვრებასა მისსა“, და კუალად, იყო რაჲ წმიდაჲ ესე წუთ მონასტერა მას შინა ზემოხსენებულსა, შურითა ეშმაკისაჲთა არედვა ცეცხლი მონასტერსა მას და სრულად შემგრულდა, ხოლო ყრმასა მას ნეტარსა ეძინა ღმად.და მოვიდა კუალად გამოჩინებული იგი სპეტაკითა მოსილი, განაღვიძა და უპყრო ხელსა და შორის ცეცხლისა მის უვნებელად განავლო. და იყო მონასტერსა მას მახლობლად ეგუტერი ერთი, ვითარ უტევან ერთ მუნ მიიყვანა ანგელოზმან მან და თვით მიეფარა.ხოლო, ვითარ ვჰგონებ სასწაული ესე არა უმცირეს არს სასწაულსა მას სამთა ყრმათასა.

 არამედ სარბიელსავე სიტუათა ჩემთასა ვიდოდი, და აქა სრულ-ვყო სამცხეს ზრდილობისა მისისათჳს სიტყუაჲ და მერმე მოვიცვალო გონებითა და ხ ა ხ უ ლ ს მისლვისა და სწავლისა მისისაჲ.

და ვთქუა, თუ სრულად განათლებისათჳს ყოველივე სულმცირედ და მოკლედ მიგითხრა ვითარცა უფალმან ძალი მომცეს, რამეთუ-იგი ექმნა მიზეზ ყოვლისა კეთილისა, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღვთისმეტყველი ათინისათჳს,ვითარმედ: „ რომელი-იგი მე ოქროჲსა ქალაქ მექნაო“.ხოლო დაღაცათუ სახე ესე სახისა წინააღდგომად გულისჴმის-მყოფელმან სულიერსა ზედა გულისხმა-ჰყავ!

 ◊ ◊ ◊

 ესხნეს ნეტარსა ამას ორნი მამის ძმანი ხ ა ხ უ ლ ს, ორნივე უხუცესნი მამისა მისისანი, კაცნი ღმერთ-შემოსილნი და სავსენი საღმრთოითა მადლითა: უხუცესისა მის სახელი – გიორგი მწერალი, რომელი ყოფილ იყო მწერალთა ზედა მთავრად კურაპალატისათა, ხოლო მეორისა მის სახელი – ს ა ბ ა ჲ კაცი წრფელი და უმანკოჲ. ესენი მკჳდრ იყვნენ ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა.

 ამათ ღირსთა ბერთა ვითარცა ეუწყა ყრმისა გიორგის სიკეთე და ღმრთის-მოშიშებაჲ, მსწრაფლ მიუმცნეს ძმასა თჳსსა იაკობს რაჲთა ყოველთა სწრაფვითა ყრმაჲ იგი გიორგი მათა მოიყვანოს. ხოლო მას ვითარცა ესმა მსწრაფლ აღასრულა ბრძანებული მათი და წარიყვანა ხახულად შვილი თჳისი, პირველად შეჰვედრა იგი ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომლისა-იგი ერთგულ მსახურ და საკუთარ მონა ყოფად იყო, და მერმე თჳისთა ძმათა მიუთვალა და თჳთ სიხარულით წარვიდა სახედ თჳსა..

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / გიორგი მცირე / ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისა