საქართველოს გამოჩენილი ადამიანების სიკვდილისწინა სიტყვები

ქცევები, სცენები, ეპიტაფიები.

 

I სიკვდილისწინა სიტყვები, ქცევები, სცენები.

1 თევდორე მღვდელი, კველთელი,მოკლეს 1609 წ,

 დამპყრობ თურქებს გზა_კვალი აურია, რისთვისაც წამებით მოკლეს, სიკვდილის წინ წამების ქარცეცხლში ღმერთს საქართველოს ავედრებდა, რომ მისთვის მოწყალე თვალით გადმოეხედა.

2 ქეთევან დედოფალი 1572_1624 წ წამებული და წმინდანი,

სიკვდილის წინ ღმერთს ევედრებოდა გამძლეობას წამებისათვის, რადგან მან სული არ დათმო და სთხოვდა ღმერთს საქართველოს და მისი სახლეულის ბედნიერებას.

3 ერეკლე II 1720_7_XI_1798_11_I წ,

სიკვდილის წინ თერთმეტი იანვრის ღამეს გარეთ მოითხოვა გაყვანა თითქოს სამყაროს ეთხოვებოდა, შემდეგ შემოიყვანეს, დააწვინეს და სამუდამოდ დაიძინა, იგი გარდაიცვალა იმავე ოთახში სადაც დაიბადა.

4 ილია ჭავჭავაძე 1837_1907 წ,

1907 წ ოცდაათ აგვისტოს, ხუთშაბათ დღეს მოკლეს წიწამურთან, სიკვდილის წინ ეტლში წამოდგა და დამხვდურ ყაჩაღებს შესძახა `რას სჩადიხართ, ილია ვარ~, მან არ იცოდა, რომ სწორედ იმიტომ კლავდნენ, რომ ილია იყო.

5 აკაკი წერეთელი 1840_1915 წ,

გარდაცვალების ღამეს მისივე თხოვნით უკითხავდნენ საკუთარ ნაწარმოებებს, როდესაც პოემა გამზრდელის იმ ფრაგმენტის კითხვა დაიწყო მკითხველმა სადაც წერია სასიკვდილო  მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ~, უეცრად აკაკის აუვარდა ტირილი, რაზეც მკითხველმა უთხრა `თუ ტირილს გააგრძელებდა კითხვას შეწყვეტდა~, ამაზე აკაკიმ უპასუხა `არა, არა ეს ადგილი მართლაც კარგად დამიწერია~, ცოტა ხნის შემდეგ იგი მთლად გაითიშა და ასე გადავიდა სამუდამო სასუფეველში,

აკაკის თავისთვის ჰქონია ამგვარი ეპიტაფია წინასწარ გამზადებული`შენ კვდები და მეცა ვკვდები, გეთხოვები საქართველო~,

მეორეს მხრივ აკაკის სასიკვდილო სარეცელზე მყოფს მისმა ვაჟმა ალექსიმ კითხა `ლამფის შუქი ხომ არ გიშლის მოსვენებასო~, მან ნაღვლიანად უპასუხა `არა უკვე აღარაფერი აღარ მიშლის~ ეს იყო დიდი აკაკის უკანასკნელი სიტყვები.

6 ვაჟა ფშაველა 1861_1915 წ,

სიკვდილის წინ მოითხოვა იატაკზე ახლადმოჭრილი ხის ტოტები, ბალახი და ყვავილები დაეყარათ, რათა ზედ დაწოლილიყო და ერთხელ კიდევ ეყნოსა ახლადმოცელილი თივის სურნელება და საბზლის  ბურდოში გატარებული

ბედნიერი ბავშვობის ღამეები მოეგონებინა,

სიკვდილის დღეს გამალებით კითხულობდა რომელი საათია, შუადღისას მოწყალების დას ისევ შეეკითხა რომელი საათიაო, სამიო უპასუხა მან, მასაც მოუწყენია და უთქვამს «მიკვირს, რომ ექვს საათამდე როგორ ვიცოცხლებ, ვგრძნობ,რომ ეს საათი ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი საათია», ვაჟამ კიდევ 4 საათი იცოცხლა, საღამოს ექვს საათზე მან თავი ცუდად იგრძნო, შვიდ საათზე პოეტს გულისცემა შეუჩერდა.

7 დავით კლდიაშვილი,

დიდ მწერალს უკითხავს რომელი საათია, პასუხი აღარ გაუგონია, 12 იყო და ის ამ დროს უკვდავებაში იყო გადასული, სადაც დრო არ არსებობს,

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს კითხვა რომელი საათია, ხშირად აწვალებთ სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულებს.

8 მიხეილ ჯავახიშვილი (ადამაშვილი),

ერთერთი უკანასკნელი სიტყვა ამოღებულია დაკითხვის ოქმიდან «მე უდანაშაულო ვარ ქართველი  ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თქვენთვის თუ ზვარაკია საჭირო მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ დღეს მომსპპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს რაც მე დავტოვე საქართველოს მიწა_წყალზე, მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს  თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით, მე გამანადგურებთ, იმას კი ვერასოდეს ვერ მოსპობთ».

9 კონსტანტინე გამსახურდია,

სიკვდილის წინ მან ფეხზე წამოდგომა ისურვა, უნდა ითქვას ასეთი სურვილი ბევრს ჰქონია.

10 რეზო ინანიშვილი,

მისი და, და სიძე ლაპარაკობდნენ 1991 - 1992 წლების დეკემბერ - იანვრის სისხლიან ამბებზე, თვალი გაახილა და ამოიკვნესა «რას ამბობთ ქართველები ხოცავენ ერთმანეთს», მერე დილამდე ხმა არ ამოუღია ისე გარდაიცვალა.

11 იოსებ ჟორდანია 1895 - 1962 წ,

ექიმ - პროფესორი თვითმფრინავით საქართველოში ბრუნდებოდა, ატლანტიკის ოკეანეში დაიღუპა, მან თავისი მაშველი რგოლი პატარა გოგონას დაუთმო, ამასთანავე ამბობენ, რომ მან ცურვა არ იცოდა, მისი გმირობა ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავია XX ს  ისტორიულ სინამდვილეში, მას სურდა მისივე გამონათქვამი ეპიტაფია ყოფილიყო მის საფლავზე წარწერილი «დავბერდი ბედს ვერ მოვესწარ,

დაემხო ჩემი სამშობლო,

სულს მიკლავს უიმედობა,

საფლავს ჩავდივარ გულმკვდარი.

 

 

 

12 ნიკო სულხანიშვილი,

დიდი ქართველი კომპოზიტორი, იგი ორიოდ სიტყვით გამოეთხოვა სამყაროს «კონცერტს ვმართავ».

II ეპიტაფიები.

1 სერაფიტა,

1940 წ აღმოაჩინეს არმაზის პიტიახშების ნეკროპოლისი,  რომელმაც უმდიდრესი მასალა მოგვცა,

სერაფიტას წარწერა II ს შესრულებულია ბერძნულ და არამეულ ენებზე, არამეული ტექსტი რომელიც ამოიკითხა პროფესორმა გ წერეთელმა გადმოცემულია არამეული დამწერლობის განსაკუთრებული სახეობით, რომელსაც ამიერიდან არმაზული ეწოდება, ეს წარწერა გვაუწყებს,

«მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა,

ბერძნული წარწერა ემთხვევა არამეულს,

სერაფიტი, ასული უმცროსი პიტიახშის ზევახისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა, იბერთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალთა გამარჯვებათა მომპოვებელი ეპიტროპისა, გარდაიცვალა ახალგაზრდა 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.

2 ანტონ I დიდი  კათალიკოსი 1744 - 1755 წ პირველად, 1764 - 1788 წ მეორედ,

«საფლავსა ამას შინა მდებარე არს საქართველოს მეფის იესეს ძე კათალიკოსი ანტონი მცხეთისა და ყოველი საქართველოსა და ჩვენი უწმინდესი სინოდისა, რომელმან შეამკო ეკლესია საქართველოსა სრულითა ტიბიკონითა და საეკლესიოთა ცერემონიითა, განაშენნა ენა ქართველთა კეთილი და მჭერმეტყველობითა და ღრამატიკითა და წიგნნი საფილოფოსონი და საღვთისმეტყველონი რაოდენიმე თვითქმნა და რაოდენიმე გადმოიღო სხვადასხვა ენათაგან ქართველთა ენასა ზედა და ესევითართა შრომითა დიდითა გამაშვენებელ ქართულითა ენისა და ეკლესიათა მიიცვალა საგლოველად დიდად საზოგადოებისას წელსა ჩ კ, თვესა მარტსასა 1788 წელი,

 ქართველთ ერთ ექმნა მეორედ ოქროპირად

პავლედ მქუხარედ უმეცარ  განაპირად,

გრიგორად მღაღადად მქრობთა განაპირად,

აქუნდა რა იყო ქრისტესგან დანაპირად,

დაუტევა სამწყსო ღვთისადმი შენაპირად.

 

 

3 დედოფალი ანა, მეუღლე კახეთის მეფისა ერეკლე II - სი,

«უხმოთა ნებითა გეფინებით ყოველთა და მჭვრეტელთა შენდობისა ყოფად არარა ესე რომელი ოდესმე ვიყავ ანნა ასული ძავაშითისა ხოლო რძალი ქართველთა მეფისა თეიმურაზისა და სატრფო, ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა არამედ ჩემთვის დიდება ესეც ყ ყოველივე აქა დაშრტა დეკემბერსა ქრისტეს აქეთ ჩ ღ მ თ 1749 - 1799 წ, 

«წელნი  შემაშფოთვენ ლხინოვანნი სოფლისანი,

რად ვეწიე მყუდრო ნავთსაყუდელსა,

ესთა არს განსასვენებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე, აქ დავემკვიდრე ნებისა უფლისა ჩემისათა.

4 მაიორი თავადი ნიკოლოზ დიმიტრის ძე თარხან - მოურავი,

ჩ ყ ო - სა წელსა ი ბ თებერვალსა 14 - 1860 წ ანუგეშე უფალო ძენი ჩემნი.

5 კნეინა სოფიო მუხრანელის საფლავის წარწერა,

«ჰოი უსაყვარლესო მეუფეო ჩემო სოფიო, თავადი სოლომონ არღუთინსკი - დოლგორუკოვის ასულო, დაჰყავ კეთილ ცხოვრებასა შინა 18 წელი ჩემთანა და უწყალომან სიკვდილმან უჟამოდ გამოგაკლო და დაგფალმან ბნელმა წყვდიადისამან 37  წლისა 1834 წელს ოქტომბრის 29 დღესა,

დამიტევე მე უბედურად და ოთხნი საუკეთესონი ძენი შენი ობლად, აჰა დიდებასა ჩემსა ოჯახისასა ტაძარსა ამას შინა ნაცვლად სიყვარულისა შთავაბნევ სხეულსა და აღვასრულებცა ყოველივე მოვალეობას, ხოლო თანამეცხედრე შენი დუშეთის ვოეზდის მარშალი თავადი იოანე მუხრანის ბატონი ბაგრატიონი მარადის სწუხს გულითა მდუღარისა და ვსტირ მწარე სიკვდილამდის გარნავე მსურველი ყოველწამს მოველი ესევითარცა შემთხვევასა და დასაფლავებასა შენთან უსაყვარლესო ჩემო, ხოლო გთხოვ ამ წარწერით აღმომკითხველთა სიყვარულისათვის ღვთისა შეიწყალონ ცოლის მეუღლისა ჩემისა ნინა - სოფიოსი და სთქვათ, რომ განუსვენე ღმერთო მხევალსა ამას შენსა სადაც მართალნი განისვენებენ, ეჰა ბრძანებითა უფლისა ვცან წინასწარ განჩინებულმან ხმამან მიწა ხარისამან შიში სიკვდილისა დამცა ამა საზღვარმან გარეშემიცვა და უჩინო მყო მოკვდაობითა, ამან ხმამან წარმიხუანა საწუთროსა დიდებანისა მე უფლოთა გამგეობანი და ნაცვლად ამისა მიწად და ნაცრად გარდამაქცია შვიდისა ტერფისა ამასა უქმსა ადგილსა შეკვრით მიმამდებარა და მხოლოდ მთხრობელად საუკუნომდე მამძინარა ჩვენს მუხრანბატონ სახლთუხუცესი კონსტანტინე, ამისათვის მოიხილეთ ჩემდამი და ჰყავთ სიყვარული და იხილეთ თრთა და მეგობარსა უკეთუ არ სცნობაი სიყვარულისა, რომელი გუშინ თქვენმზრახველ ვიყავ და დღეს უნდოსა და დამარღვეველსა საფლავსა მივეცემი და ვითარ კვალი ნავისა უჩინო ვიქნები არც სიყვარულისათვის ღვთისა გამო მხილველთა და აღმომკითხველთა ვევედრები ყოველთა და მოქენე შენდობისა სახსენებლობისათვის ჩემისა და აწ ესრე რა ჟამი აქა დგან ჩემისა თვესა ოქტომბერსა დღესა  კ გ ქ კ ჩ ღ ნ ე 1755 წ,  უ პ ა  17933წ.

6 ბაგრატ IV 1027 - 1072 წ ეპიტაფია,

«დედაო მეწყალვი შენ, რამეთუ შობილი წარგვიქციენ წინა და ეგრეთღა შენც მოკვდები»,

მატიანე ქართლისაი.

7 დავით IV  აღმაშენებლის 1089 - 1125 წ ეპიტაფია,

«ისე არს განსასვენებელი ჩემი საუკუნო, აქა დავემკვიდრო რამეთუ მთნავს მე».

8 ძველი კოლხეთის მეფე ლეგენდარული აიეტის ეპიტაფია ძ წ XIII ს, მედეას მამა,

«ოქრომრავალი კოლხეთის მეფე აიეტი,  ღმერთების ყოვლისშემძლე სული გააპატიოსნა».

9 იმერეთის მეფე სოლომონ II 1789 - 1810 წ გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წ,

«განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველი და დევნილ საფლავსა ამასა შინა ტომისაგან დავითისა შთამოსული ბაგრატიონი ძე არჩილისა სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რისთვისაც ვთხოვ შენდობას ველი».

10 ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817 - 1845 წ,

მის საფლავზე აღმართულია პატარა ობელისკი, რომელსაც ოთხივე მხარეს აწერია მისივე ლექსები,

რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,

გალიაშია დატყვევებული

და ველად იგი ამხანაგთ შორის,

ჭირსა ვით ლხინსა ერთგვარ დამღერის»,

«ესრეთ რაც არგებს კაცსა დიდება,

თუ მოაკლდება თავისუფლება,»,

«არც კაცი ვარგა თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსა,

იყოს სოფელში და სოფელს კი არა არგოს»,

«გასწი, გაფრინდი ჩემო მერანო,

გადამატარე ბედის სამზღვარი»,

«თუ აქამომდე არ ემონა მას აწ არ ემონოს შენი მხედარი»,

«ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის,

ეს განწირული სულის კვეთება

და გზა უვალი შენგან თელილი

მერანო ჩემო მაინც დარჩება».

11 ომარ კელაპტრიშვილი, ხალხური საკრავების სწორუპოვარი დიდოსტატი, დიდუბის პანთეონი 1943 - 1992 წ,

«სალამურს ენა ჩავუდგი,

ბულბულის ყელის დარადა,

სული ჩავბერე ამღერდა

ქართველთა გასახარადა,

ღმერთო ეს ჰანგი მიკურთხე,

მიცოცხლე აწ და მარადა».

12 კალე ბობოხიძე 1904 - 1981წ, დიდუბე,

«როგორ შევურიგდე ზენამ რაც ინება,

მსურს შენს სიყვარულში ვიყო ვალმოხდილად,

მეც ხომ საუკუნოდ მელის დაძინება,

სული მარტოქმნილი შენსკენ გადმოხრილა».

13 ვარლამ ჟურული დიდუბე 1908 - 1965 წ,

«არაფერი მაქვს ქვეყანაზე ლექსების მეტი,

ჩემი ქონება ჭიანჭველას ეყოფა ტვირთად,

ლექსებს მივეცი ჩემი სისხლის ყოველი წვეთი,

გულში ხატია საქართველო მშობელი გმირთა».

შუა საუკუნეების საქართველოს დაბალი ფენა.

14 სოფელი ზემო ალვანი, სამების ეკლესიის ეზო,

«ცის მაგიერ მფარავს მიწა,

ვმადლობ მას ვინც დამამიწა,

წამკითხველო გთხოვ ვედრებით,

ღირს მყო თქვენგან მოხსენებით,

იცით, რომ მე ვიყავ თქვენებრ,

ერთ ჟამ თქვენც იქნებით ჩემებრ,

მარხვანთ მარხოს ძე ბაბუსია,

სოფლითგან მხილველნო შენდობა მიბრძანეთ,

წელსა 1852.

15 სოფელ შილდის სასაფლაო,

«ვინც რომ იტყვის მე ვარო,

ყველა იტყვის მე ვარო,

ყველა ასე წამოწვება,

როგორც ახლა მე ვარო».

16  «ამ ლოდქვეშ ვწევარ გიგიტა აღნიაშვილი, შევაკვდი მტერსა, შევერიე  მიწა მიწასა»,

სოფელი შილდა.

17 «ამ ლოდქვეშ ვწევარ უნათლოსშვილის ქალი,

ყვავილი მიწიდან ამომცქირალი».

18 არსენა ოძელაშვილი XIX ს ყაჩაღი, ქართველთა რობინ ჰუდი, მასზე ხალხური ლექსია,

«მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს,

ღმერთი როგორ წაახდენსა»,

კასპის დიდი კლდე ეპიტაფია არსენასი,

«აქაც კარგი კაცი იყო,

იქ ნათელი დაადგესა».

19 ბუდუ მდივანი, ბოლშევიკური რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი პიროვნება,

მისი ბოლო სიტყვები იყო «დაე სტალინი ნუ დაივიწყებს, რომ დანტონის შემდეგ რობესპიერის რიგი დადგება».

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / საქართველოს გამოჩენილი ადამიანების სიკვდილისწინა სიტყვები