მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები

ეპიტაფიები, სიკვდილისწინა სიტყვები, სიკვდილის სცენები, ანდერძები.

I ფერწერა, ხუროთმოძღვრება ეპიტაფიები.

1 ბრუნელესკო ფილიპო,

დიდი იტალიელი არქიტექტორი გარდაიცვალა 1449 წ დაკრძალეს სანტა მარია დელა ფიორეს ეკლესიაში,

ეპიტაფია «რამდენად ძლიერი იყო ხუროთმოძღვარი ფილიპო ამაზე მეტყველებენ საკვირველი გუმბათი მისი სახელგანთქმული ტაძრისა და მრავალი ნაგებობა, რომელიც შეიქმნა მისი ღვთაებრივი გენიის მიერ, ამის და მისი სულის უძვირფასესი ნიჭის გამო და სხვა დიდი ღირსებებისათვის მადლიერმა სამშობლომ გადაწყვიტა დაემარხათ მისი ნეშტი 1446 წ თხუთმეტ მაისს»,

მეორე წარწერა «ფილიპო ბრუნელესკის ხუროთმოძღვრების უძველესი ხელოვნების აღმდგენელს, ღვაწლმოსილ მოქალაქეს ფლორენციელი ხალხისა და სენატისაგან».

2 დონატელო,

დიდი იტალიელი მოქანდაკე, ჯორჯო ვაზარის მიხედვით მისი ეპიტაფია ასეთია,

«უფრო რბილად არავინ შეხებია მთრთოლვარე ზედაპირს, სიმართლეს ვმღერი, შეხედე მარმარილოში სიცოცხლის მეტყველებას, მის შემდეგ დაკნინდა ელინელთა ხმამაღალი დიდება, რადგან არავინ არის ღირსი შემოსოს იგი ასეთი ჯაჭვებით, როგორც ოსტატმა რომელმაც მოგვცა შესანიშნავი ქანდაკებები, ის რაც არის ერთობლივი გამოცდილება, რომელიც მისცეს სხვებმა, მხოლოდ ერთმა დონატომ მისცა, მან სიცოცხლე შეიტანა მარმარილოში, მხოლოდ სიტყვა დარჩა მისთვის მისაცემი».

3 მოდილიანი ამადეო 1884 - 1920 წ,

ფრანგი მხატვარი, იგი სიღარიბეში ნეფრიტით გარდაიცვალა უპატრონოთა საავადმყოფო შარიტეში, სიკვდილის წინ ბოდავდა და იტალიურად ამბობდა «კარა, კარა იტალია, საყვარელო, საყვარელო იტალია»,

ეპიტაფია «სიკვდილმა მას დიდების კარიბჭესთან უწია»,

 მისმა ცოლმა ჟანა ებიუტერმა ვერ გადაიტანა მისი სიკვდილი და თავი მოიკლა, გადმოხტა მეხუთე სართულიდან, მისი ეპიტაფიაა

«ამადეუ მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, რომელმაც მასთან განშორების შემდეგ სიცოცხლე არ ინდომა».

4 რერახი ნიკოლოზ,

რუსი მხატვარი, ეპიტაფია

«1857 წ თხუთმეტ დეკემბერს აქ მიწას მიაბარეს ნიკოლოზ რერახი დიდი რუსი მეგობარი, დე იყოს მშვიდობა».

5 რუბენსი პიტერ პაულ,

XVII ს დიდი ფლამანდიელი მხატვარი,

ეპიტაფია «ყველაზე უკეთესს ღმერთის,იქ განისვენებს პიტერ პაულ რუბენსი რაინდი, შვილი იოანესი გარდაიცვალა 1640 წ».

6 ფიეზონე ჯოვანე,

ეპიტაფია «ჩემს საქებრად ის კი არ უნდა თქვან რომ მეორე აპელესი ვარ, არამედ ის, რომ მთელი ჩემი შრომა შენ შემოგწირე მაცხოვარო, ზოგი ჩემი ქმნილება იცოცხლებს მიწაზე, ზოგი კი ცაში».

7 ფოლკსი მალკოლმ 1918 - 1990 წ,

ამერიკელი მულტიმილიონერი, ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერი,

ეპიტაფია «ის ცოცხლობდა მანამდე სანამ ცოცხალი იყო».

8 ჯოტო,

დიდი იტალიელი მხატვარი, ჩიმაგუეს მოწაფე, დაკრძალულია სანტა მარია დელ ფიორეს ეკლესიაში,

ეპიტაფია «მე ის ვარ ვინც ააღორძინა ფერწერა, ვინც იყო ისე ზუსტი და მსუბუქი, რაც ხელოვნების ნაკლია ის არ მიუცია მისთვის ბუნებას, მეტი არავის შეუქმნია ისე ის რაც მან შექმნა სხვაზე უკეთესად, უნდა უკვირდეს დიდ კოშკს კრიალი,  წმინდა ლაჟვარდს, რომ ჩემი მოქმედების არე ვარსკვლავეთშია ზეაწეული, მე ჯოტო მქვია ვისი ქმნილებებიც გამოხატავენ მის სახელს».

9 ჩიმაბუე,

დიდი იტალიელი მხატვარი, გარდაიცვალა 1300 წ, დაკრძალეს სანტა - კროჩეს დელ ფიორეს ეკლესიაში,

ეპიტაფია «მხატვართა ბანაკს ეგონა, რომ ჩიმაბუე მუდამ მისი იქნებოდა, ის იქ იყო როცა ცოცხალი იყო, ახლა იგი ვარსკვლავთა ქალაქშია».

II ფერწერა, ხუროთმოძღვრება, სიკვდილისწინა სიტყვები.

1 გეინცი თომა 1727 - 1788 წ,

ინგლისელი მხატვარი,

«ჩვენ ყველა წავალთ ცაში და ჩვენთან ერთად ვან დეიკიც».

2 გოგენი პოლი,

ფრანგი პოსტიმპრესიონისტი,

«ჩემი ხელოვნება ჯერ არ არის აღიარებული, მაგრამ ის გენიალურია».

3 დელაკრუა ეჟენ,

ფრანგი მხატვარი, გარდაიცვალა 1863 წ,

«სურათის მთავარი ღირსებაა იყოს დღესასწაული თვალისათვის, ყველა თვალს არ შეუძლია ფერწერის მშვენიერების აღქმა, ბევრის ხედვა მცდარია, ისინი ხედავენ მხოლოდ საგნებს, მაგრამ არ შეუძლიათ სინატიფის დანახვა»,

ბოლოს კი მომვლელს უთხრა «დაიფიცეთ, რომ თქვენ ჩამაცმევთ».

4 მანე ედუარდ,

ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი, გარდაიცვალა 1883 წ, ფეხი მოკვეთეს, როცა კლოდ მონე სანახავად მივიდა და საწოლზე ქუდი დადო მანემ იყვირა «ფრთხილად შეიძლება ფეხი მატკინოთ».

5 მატისი ანრი,

 ფრანგი მხატვარი გარდაიცვალა 1954 წ, ბოლო სიტყვებია,

«როდესაც სული ტოვებს სხეულს სულ ერთია სად მოათავსებენ სხეულს, მთავარია იყოს წესიერი ადგილი».

6 მიქელანჯელო ბუონაროტი,

იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე, ბოლოს მან თქვა, რომ იგი

«ორ რამეს ნანობს, რომ მან არ გააკეთა თავისი სულის საცხონებლად არაფერი, ანუ არ იზრუნა სულის სამუდამო მოსვენებაზე და თავის პროფესიის ანა - ბანა რომ ეხლა გაიგო და შეუძლია წაიკითხოს თავისი შედევრები მარცვალმარცვალ მხოლოდ ასე გვიან სიცოცხლის დასალიერის ჟამს, მან უანდერძა თავისი სული ღმერთს, ხოლო სხეული მიწას და ითხოვა დასაფლავება საყვარელ ფლორენციაში».

7 ვან გოგი ვინსენტ,

ფრანგი მხატვარი,

«ჩემს ნამუშევრებს მე სიცოცხლე ვანაცვალე, ჩემი გონება მაგათ ვუმსხვერპლე»,

სხვა წყაროებით მისი ბოლო სიტყვები იყო

«ნაღველი, ნაღველი მუდამ ნაღველი».

8 პიკასო პაბლო 1881 - 1973 წ,

ესპანელი მხატვარი, მას ძალიან უყვარდა ცოლი ჟაკლინი, სიკვდილის წინ მკურნალ ექიმს ჰკითხა ჰყავდა თუ არა ცოლი, მან უპასუხა არაო პიკასომ კი უთხრა

«ტყუილად არა ხარ ცოლიანი, ეს ნამდვილად სასარგებლო საქმეა».

9 სეზანი პოლი,

ფრანგი მხატვარი, სიკვდილის წინ იძახდა პომპიეს გვარს, იმ მუზეუმის დირექტორისას, რომელმაც დაიფიცა, რომ მის სურათებს არასოდეს გამოფენდა.

10 სიორა ჟორჟ,

ფრანგი მხატვარი, პუანტულისტი, ბოლოს ახსენებდა თავის ცნობილ ნაწარმოებს ცირკს, სულ ეგონა, რომ ვერ დაასრულებდა მის დახატვას.

11 ტულუზ - ლოტრეკი ანრი,

ფრანგი მხატვარი მამამისს უთხრა

«მე ვიცოდი, რომ თქვენ არ გაუშვებდით მომენტს, როდესაც დაიძახებდნენ სიტყვას ატუს (ცხენის გასაჭენებელი შეძახილი).

III პოეტები, სიკვდილისწინა სიტყვები.

1 ახმატოვა ანა,

რუსი პოეტი, სიკვდილის წინ ბიბლიას კითხულობდა, მერე წიგნი დახურა და თქვა

«რა სამწუხაროა, რომ ბიბლია არა მაქვს».

2 იოჰან ვოლფგანგ გოეთე 1749 - 1832 წ,

სიკვდილის წინ თვალთ დაუბნელდა და ითხოვდა «მეტი სინათლე, მეტი სინათლე».

3 დონი ჯონი 1572 - 1631 წ,

სიკვდილისწინა სიტყვები მიმართული იყო ღმერთისკენ «აღსრულდეს ნება შენი, იყოს ნება შენი».

4 მოპასანი გი დე,

ფრანგი მწერალი , სიკვდილის წინ მოულოდნელად იცნო თავის მეგობარი და უთხრა

«ჩემო მეგობარო მე დღეს მოვკვდები, ან დიდი დიდი ხვალ»,

მეორე დღეს გარდაიცვალა.

5 პეტრარკა ფრანჩესკო 1304 - 1374 წ,

იტალიელი პოეტი, მისი ბოლო სიტყვები და სურვილი იყო,

«მინდა სიკვდილმა მიწიოს წერის ან ლოცვის დროს»

და მას სიკვდილმა მოუსწრო ლოცვის დროს.

6 რაბლე ფრანსუა,

ფრანგი მწერალი, იგი ასე გამოემშვიდობა ცხოვრებას,

«მივდივარ ლაღად უფრო დიდის საძებნელად».

7 როლანი რომენ,

ფრანგი მწერალი,

«სიკვდილში ყველაზე საზარელი დუმილია».

8 ჩეხოვი ანტონ,

რუსი მწერალი, ალკოჰოლს არ სვამდა, ჭლექი ჰქონდა და სიკვდილის წინ იხუმრა

«რა ხანია შამპანური არ დამილევია».

9 ხაიამი ომარ,

სპარსი პოეტი, ბოლოს მან თაყვანი სცა ღმერთს და წარმოთქვა

«ღვთაებრივო ჩემი შესაძლებლობების შესაბამისად ვეცადე შემეცან, შენ მაპატიე ის, რომ მე შეგიცან იმდენად რამდენადაც შევძელი მოახლოება».

10 ჰაინრიხ ჰაინე,

გერმანელი მწერალი, ბუნებით ათეისტი იყო, თუმც სიცოცხლის ბოლოს მოინანია და დაწერა ლექსი ძველი სიმღერა, რომელიც ასე მთავრდება

«უფალო, უფალო ჩემო მდაბლად გიხრი თავს, შემინდე, შემინდე ჩემი სიმღერები».

IV პოეტები, ეპიტაფიები.

1 ეპიქარტე,

ბერძენი პოეტი და კომედიოგრაფი ძ წ  VI - V ს ეპიტაფია,

«მკვდარი ვარ მე, მკვდარი ნეხვია და დედამიწაც სრულად ნეხვია, ხოლო თუ დედამიწა ღვთაებაა მაშინ მე მკვდარი კი არა სწორედ ღმერთი ვარ».

2 ვირგილიუსი,

რომაელი პოეტი,

«მანტურიამ მომცა სიცოცხლე, ბრინდიზმა სიკვდილი, ნეაპოლმა საფლავი, მე ვუმღეროდი მწყემსებს,მხვნელ - მთესველთ და გმირებს».

3 რილკე მარია რაინერ 1875 - 1926 წ,

ავსტრიელი პოეტი, ეპიტაფია აღებულია მისი შემოქმედებიდან,

«ვარდო წმინდავ სიმწვავე და სურვილო,

იმისა რომ გახდე სიზმარი მრავლად საუკუნეთა».

4 ლოზანოვი 1856 - 1919 წ,

რუსი მწერალი და ფილოსოფოსი,

«მართებული და ჭეშმარიტია შენსკენ მომავალი ყველა გზა».

5 ფარგიონუსონ რობერტ,

შოტლანდიელი პოეტი,

«არც რამ ძეგლი მისი, ანდა სიტყვა  მადლობის მიერ მისთვის არავის დაუდგავს, მხოლოდ ქვის ლოდით ვით შეხსენებავ აქ შოტლანდიავ შენს უდიდეს მგოსანსა სძინავს».

6 შექსპირი უილიამ,

ინგლისელი პოეტი 1564 - 1616 წ,

«კარგი მეგობარი ღმერთის თავს შეიკავებს აქ განსვენებული ფერფლის შეწუხებისაგან, დალოცვილი იქნება ის კაცი, რომელიც დაიცავს ამ ძვლებს და დაწყევლილი იქნება ის ვინც შეეხება ჩემს ძვლებს».

V მეცნიერები, ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები, სიკვდილისწინა სიტყვები.

1 ბრუნო ჯორდანო 1548 - 1600 წ,

იტალიელი ფილოსოფოსი,

« ერთის მხრივ დამწვათ არ ნიშნავს, რომ უარვყო, მეორეს მხრივ მე ვკვდები, როგორც მოწამე ჩემი ნებით».

2 დიდრო დენი 1713 - 1784 წ,

ფრანგი საზოგადო მოღვაწე,

«პირველი ნაბიჯი ფილოსოფიისკენ იყო უნდობლობა».

3 დობი,

ინგლისელი ფილოსოფოსი,

«მე ვდგავარ საშინელი უფსკრულის პირას და საშინელი ნახტომი მელის».

4 იაროსლავსკი გუბელმანი,

ათეისტი, ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი,

«გთხოვთ დაწვათ ყველა ჩემი წიგნი, შეხედეთ ამ წმინდანს, იგი მელოდება დიდი ხანია».

5 კანტი იმანუილ 1724 - 1804 წ,

გერმანელი ფილოსოფოსი,

«კარგია, კარგი» გარდაცვალების წინ ასე მიმართა მომვლელ ქალებს.

6 მორი თომას 1478 - 1535 წ,

ინგლისელი ფილოსოფოსი, თავი მოჰკვეთეს, ჯალათს მოუწოდებდა,

«კისერი მოკლე მაქვს ამიტომ კარგად დაუმიზნე»,

წვერი გადაიწია და თქვა

«ამასაც ხომ არ მიუძღვის ბრალი სახელმწიფო ღალატში».

7 პასკალი ბლეზ 1623 - 1662 წ,

ფრანგი მეცნიერი და ფილოსოფოსი,

«არ დამტოვო ღმერთო».

8 რუსო ჟან ჟაკ ,

ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი,

«მე უკანასკნელად ვხედავ მზეს».

9 შოპენჰაუერი არტურ 1788 - 1860 წ,

გერმანელი ფილოსოფოსი, სიკვდილამდე მეგობრებმა ჰკითხეს სად უნდოდა ყოფილიყო მისი განსასვენებელი, მან უპასუხა,

«სულ ერთია მე ისინი მომძებნიან».

10 ქრისტე იესო მაცხოვარი,

მის მიწიერ გარდაცვალებას სახარება ასე გადმოგვცემს,

«და მეცხრესაოდენ ჟამსა ხმა ჰყო იესომ ხმითა დიდითა და თქვა ელი, ელი ლამა საბაქთანი», ესაა «ღმერთო ჩემო რაისთვის დამიტევებ მე».

11 ჰიუმი დევიდი,

ფილოსოფოსი, რადიკალური ათეისტი, სიკვდილის წინ ის სასოწარკვეთილი ყვიროდა

«ცეცხლის ალში ვარ გახვეული».

12 ჰუსი იან,

ღვთისმეტყველების მაგისტრი, კოცონზე დაწვეს ინკვიზიტორებმა როგორც ერეტიკოსი და იგი ცეცხლის ალებს სიმღერით შეხვდა.

VI მეცნიერები, ფილოსოფოსები, ეპიტაფიები.

1 დემოსთენე,

ბერძენი ორატორი ძ წ 384 - 322 წ,

«დემოსთენეს რომ ჰქონოდა ისეთი ძალა როგორც მის სიტყვას ელადაში ძალაუფლებას ვერ აიღებდა მაკედონელი».

2 დიოგენე,

ბერძენი ფილოსოფოსი,»შენს დიდებას მარადისობა ვერ მოიტაცებს, რადგან შენ ერთმა ასწავლე მოკვდავთ მცირედით დაკმაყოფილება და მიუთითე ადამიანებს ცხოვრების ყველაზე იოლი გზა».

3 ესქილე,

ბერძენი პოეტი ძ წ 525 - 456 წ,

«ევჰორიონის შვილი ესქილეს ათენელის ნეშტს გვინახავს ჰერას პურუხვი ველები, ხოლო მარათონის ჭალას და გრძელთმიან მიდიას შეუძლიათ მოგითხროთ მისი სახელოვანი გმირობის შესახებ».

4 კონფუცი,

ჩინელი ფილოსოფოსი ძ წ 551 - 479 წ,

«ყველაზე წმინდა და შემოსილი შორსმჭვრეტი სიბრძნით კონფუცი, ადგილი მისი სრული სიმშვიდისა».

5 ლოკი ჯონ,

ინგლისელი ფილოსოფოსი 1623 - 1704 წ, ეპიტაფია თვითონ დაწერა,

«მგზავრო, შეჩერდი, აქ განისვენებს ჯონ ლოკი, შენ თუ იკითხავ ვინ იყო იგი, ის კმაყოფილი იყო თავის მოკრძალებული ხვედრით, ის იყო აღზრდილი როგორც სწავლული, მან მთელი თავისი ცხოვრება და შრომები მიუძღვნა ჭეშმარიტების დადგენას, ყოველივე ამას შენ შეგიძლია გაეცნო თხზულებაში.

6 ფოსი დიანა 1932 - 1985 წ,

ამერიკელი ბუნებისმეტყველი, სწავლობდა გორილებს,

«ამიერიდან აღარავის ეყვარება გორილა, განისვენე მშვიდად ძვირფასო მეგობარო, მარადიულად დაცულო ამ მიწაზე, რადგან შენ ხარ შენს საბოლოო სახლში.

VII ძველი მსოფლიოს ცნობილი ადამიანები,  ეპიტაფიები.

1 ადამი,

ბიბლიური პერსონაჟი, 300 წლის წინათ XVII ს საფრანგეთის აკადემიის წევრმა ლერუამ დიდი წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე «წარწერა ადამის საფლავის ქვაზე», რომელიც აღმოაჩინეს კუნძულ ცეილონზე (შრი - ლანკა), დისერტაცია შემორჩენილი არ არის და არავინ იცის როგორ მიაკვლია მეცნიერმა ადამის საფლავის ქვას და რა საბუთი მოეძევებოდა, რომ იგი მაინცდამაინც ადამს მიეკუთვნებოდა ან მერე სად გაჰქრა, ბიბლიის მიხედვით ასეა ცნობილი

«და იქმნეს ყოველნი დღენი ადამისანი, რომელთაც ცხონდა 950 წელს და მოკვდა»,

ეპიტაფია დაახლოებით ასეა ამოკითხული

«ადამ მონა უფლისა და მეუფე ევასი, ღმერთო შეუნდე».

2 აიაქსი,

ჰომეროსის ილიადას გმირი ეპიტაფია,

«მე უბედური სიმამაცე აქ აიაქსის საფლავთან ვზივარ».

3 დესპოუტერი იან,

ფლამანდიელი გრამატიკოსი,

«მე კარგად ვიცოდი გრამატიკა და შემწევდა უნარი მებრუნებინა სხვადასხვა არსებითი სახელი, მაგრამ სამარეში ვერ შევძელი ერთხელ მაინც გადავბრუნებულიყავი».

 

4 კიროს II დიდი აქემენიდი ძ წ 555 - 529 წ,

სპარსეთის დამაარსებელი,

« ადამიანო ვინც არ უნდა იყო შენ და საიდანაც არ უნდა იყო მოსული და რომ მოხვალ მე ამაში დარწმუნებული ვარ იცოდე მე ვარ კიროსი, სპარსთა მბრძანებლობის ფუძემდებელი და ნუ შეგშურდება შენ ეს ერთი პეშვი მიწა, რომელიც ახლა ჩემი ნეშტის საფლავს ფარავს».

5 ლეონიდე სპარტის მეფე,

აკლდამაზე აღმართულ ლომის ქანდაკებას აწერია ეპიტაფია

«ნადირთა შორის მე ვარ უმძლავრესი, ხოლო კაცთა შორის უმძლავრესია ვისაც მე თვითონ აქ ვდარაჯობ».

6 მაკედონელი ალექსანდრე ძ წ 356 - 323 წ,

«ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი მსოფლიო».

7 მეირი გოლდა 1898 - 1978 წ,

ისრაელის ერთადერთი პრეზიდენტი ქალი და თავგანწირული პატრიოტი, გოლდა მეირმა შთამომავლობას დაუტოვა ბარათი სადაც ეწერა შემდეგი სიტყვები

«გიკრძალავთ შექმნათ ჩემზე პანეგირიკები და ჩემი სახელობის რამე».

8 მონტე კლო XVII ს,

«გამვლელო შეჩერდი, შენ ფეხს ადგავ გმირს».

9 ნიუტონი ისააკი,

ინგლისელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი,

«ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მოწმობენ მის უკვდავებას».

10 ნოსტრადამუსი მიშელ,

ფრანგი წინასწარმეტყველი, ფილოსოფოსი,

«აქ განისვენებს ძვლები მიშელ ნოსტრადამუსისა, რომლის თითქმის ღვთიური კალამი ღირსად იყო ცნობილი, რომ ადამიანებისთვის ეუწყებინა ვარსკვლავთა გავლენა წინასწარგანზრახულზე, ო, შთამომავალო, ხელი არ ახლო ამ ნეშტს და ნუ შეგშურდება ამ განსასვენებლის სიმშვიდე».

11 რობესპიერი მაქსიმილიან 1758 - 1794 წ,

საფრანგეთის რეოლუციის გამოჩენილი მოღვაწე,

«გამვლელო, ნუ იდარდებ ჩემს ბედზე ვინაიდან მე რომ ცოცხალი ვყოფილიყავი შენ იქნებოდი მკვდარი».

12 სარდანაპალი,

ასურეთის მეფე,

«გემრიელად ვჭამდი, ტკბილად ვსვამდი და გულიანად ვმხიარულობდი, სხვა დანარჩენს კი არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევდი».

13 სამასი სპარტელის საფლავის ეპიტაფია,

«მგზავრო, როს მოხვალ ლაკედემონს აუწყე ყველას, რომ ჩვენ ერთგულნი ფიცის და ვალის აქ განვისვენებთ».

14 სუვოროვი ალექსანდრე 1730 - 1800 წ,

რუსი მხედართმთავარი,

«აქ წევს სუვოროვი».

15 სულა ლუციუს კორნელიუსი,

რომაელი სარდალი და პოლიტიკოსი,

«აქ წევს სულა, რომლის მსგავსად ჯერ არავის არ მიუზღავს სიკეთე მეგობრებისადმი და ბოროტება მტერთადმი».

16 სციპიონ აფრიკელი პუბლიუს კორნელიუს,

რომაელი მხედართმთავარი, ჰანიბალის დამმარცხებელი,

«უბედურო სამშობლოვ შენ ვერ მიიღებ ჩემს ძვლებს».

17 ტიტო იოსიბ ბროზ 1892 - 1980 წ,

იუგოსლავიის სახელმწიფოს მეთაური, თეთრ მარმარილოზე ოქროსფერი ასოებით ამოკვეთილია სახელი, გვარი, თარიღი.

18 ჰანიბალ ბარკა,

კართაგენის გამოჩენილი მხედართმთავარი,

«აქ განისვენებს ჰანიბალი», მისი უკანასკნელი სიტყვები იყო,

«რომმა კი არა კართაგენის სენატმა დაამარცხა ჰანიბალი».

VIII გამოჩენილი პოლიტიკოსები, მხედართმთავრები, სიკვდილისწინა სიტყვები.

1 აბდ ელ კადერი,

ალჟირელი სარდალი და პოეტი, ფრანგთა წინააღმდეგ აჯანყების სულისჩამდგმელი, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო,

«უფალო, მეორედ მოსვლისას ბრმად აღმადგინე, რომ მართლმორწმუნეთა ცქერა არ შემრცხვეს».

2 აგრიპინა,

ძველი რომის გამოჩენილი მოღვაწე I ს კლავდიუსის რომის იმპერატორის მეოთხე ცოლი, იგი მოკლეს მისი შვილის იმპერატორ ნერონის მიერ მიგზავნილმა მკვლელებმა, სიკვდილის წინ მან დაწყევლა ნერონი ასე,

«წყეული საშო.

3 ბაგრატიონი პეტრე,

მხედართმთავარი, დაჭრილმა როცა გაიგო, რომ ფრანგებმა მოსკოვი აიღეს წამოვარდა ლოგინიდან, დაჭრილი ფეხი სამჯერ დაარტყა იატაკს და დაიყვირა,

«მოსკოვი, მოსკოვი, მოსკოვი»,

შემდეგ წაიქცა და სული განუტევა.

4 ბონაპარტე ნაპოლეონ II,

დიდი ნაპოლეონ ბონაპარტეს შვილი, გარდაიცვალა 21 წლის, 1832 წელს, მან საკუთარი ცხოვრება მამის ცხოვრებას შეადარა და შედეგით უკმაყოფილომ წამოიკვნესა

«დაბადება და სიკვდილი, აი მთელი ჩემი ისტორია».

5 ბორჯია ჩეზარე,

რომის პაპი,

«ჩემი ცხოვრების გზაზე ყველაფერზე ვიზრუნე გარდა სიკვდილისა, ახლა კი ვკვდები სიკვდილისთვის სრულიად მოუმზადებელი».

6 გერინგი გერმან,

ფაშისტური გერმანიის ერთერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, წინა ღამით მან საწამლავით მოისწრაფა სიცოცხლე, ბარათში, რომელიც ნიურბერგის ციხის უფროსის ამერიკელი პოლკოვნიკის ჰენდრიუსის სახელზე დატოვა ეწერა ისტორიას არ ახსოვს, რომ ფელდმარშალი ჩამოვაღრჩოთ».

7 დანტონი,

ფრანგული რეოლუციის გამოჩენილი მოღვაწე, იგი რობესპიერმა დასაჯა სიკვდილით, გილიოტინაზე გზად მიმავალმა რობესპიერს შესძახა

«რობესპიერ მე გელი შენ რაც შეიძლება მალე»,

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო

«ჩემი თავი იმის ღირსია, რომ ფრანგ ხალხს ვუჩვენოთ, ხოლო გვამი რობესპიერს».

8 ზინოვიევი,

კომინტერნის ლიდერი,

«ისმინე ისრაელო უფალი ღმერთი ჩვენთან არის»,

ეს თქვა დახვრეტის დროს.

9 ჟუკოვი,

რუსი მარშალი,

«სთხოვეთ არ დამწვან, ისე დამმარხონ»,

სამწუხაროდ მას ეს თხოვნა არ შეუსრულეს, ეს მოხდა ბრეჟნევის დროს.

10 იაგოდა,

ბოლშევიკური რუსეთის პოლიციის შეფი

«ეტყობა ღმერთი არსებობს და იგი მსჯის ჩემი ცოდვებისათვის».

11 კარლოს IX,

«მე დაღუპული ვარ ამას აშკარად ვგრძნობ».

12 კეიტელი,

გერმანიის გენერალ - ფელდმარშალი,

«მე მივმართავ ყოვლისშემძლე ღმერთს და ვთხოვ მას შეიბრალოს გერმანელი ხალხი, ჩემამდე ორ მილიონზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ახლა მე მივდივარ ჩემს შვილებთან»

თქვა ჩამოღრჩობის წინ.

13 კენედი ჯონ ფიცჯერალდ,

ა შ შ - ს პრეზიდენტი  ქ  დალასში ტეხასის შტატში ყოფნისას მის მკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე მას მიუბრუნდა მისის კენედი და უთხრა

«თქვენ ვერ იტყვით, რომ დალასი ცხვირჩამოშვებული გხვდებათ»

და ხალხით სავსე ქუჩაზე მიუთითა, სწორედ ამ დროს იგრიალა მკვლელის თოფმა.

14 ლავრენტი,

ქრისტიანი წმინდანი, მისი სხეულის ნაწილები საქართველოში ინახება, მან იდეისთვის ტკივილი დაითმინა და როცა კოცონზე წვავდნენ თვითონ მიიტანა წამების ადგილზე რკინის ცხავი, რაზეც უნდა დაეწვათ, ხოლო როცა ცეცხლი აბრიალდა მხოლოდ ეს ითხოვა შემაბრუნეთ, რადგან «ეს მხარე საკმაოდ შეიწვაო».

15 მედიჩი კოზიმო,

ფლორენციის მმართველი, ახალი პლატონური აკადემიის დამაარსებელი, სიკვდილის წინ თავი ქალაქგარეთა ვილაში გადააყვანინა, ცოლმა ჰკითხა რად ჩაფიქრებულხარ და თვალები რად დაგიხუჭავსო, უპასუხა,

«უცნაური ქალი ხარ, შენ 2 კვირით ადრე იწყებ ფუსფუსს, როცა ზაფხულში ქალაქიდან აგარაკზე აპირებ გადაბარგებას და ნუთუ მე არ უნდა დავფიქრდე როცა სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ვემზადები, თვალებს კი იმიტომ ვხუჭავ, რომ სიბნელეს შევეჩვიო».16 მურავიოვი,

დეკაბრისტი, საღრჩობელაზე ასულს ყულფი არ შეეკრა და ჩამოვარდა, ადგა და შესძახა

«უბედურო სამშობლოვ შენ ესეც არ შეგიძლია».

17 ნელსონი ჰორაციო,

ინგლისელი ადმირალი, ტრაფალგარის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა, ბოლო სიტყვები იყო

«და ბოლოს მეც მოვკვდი».

18 ოქტავიანე ავგუსტუსი ძ წ 27 - ახ წ 14 წ,

რომის იმპერატორი, სიკვდილის წინ  მიმართა გარშემომყოფთ

«ბატონებო, ვგონებ, რომ კარგად ვითამაშე ჩემი როლი ადამიანურ კომედიაში», როცა დადებითი პასუხი მიიღო თქვა «მაშ ტაში დაგვიკარით».

19  პეტრე I დიდი 1672 - 1725 წ,

რუსეთის იმპერატორი 1689 - 1725 წ, სიკვდილის წინ მოითხოვა ქაღალდი და კალამი, მოასწრო 2 სიტყვის დაწერა

«ყველაფერი მიეცით».

20 რიბენტროპი,

ფაშისტური გერმანიის გამოჩენილი მოღვაწე

«ღმერთო დაიფარე გერმანია, ღმერთო იხსენი ჩემი სული, ჩემი უკანასკნელი სურვილია გერმანია ისევ გაერთიანდეს, დასავლეთმა და აღმოსავლეთმა საერთო ენა გამონახონ, უზრუნველყონ მშვიდობა მთელ მსოფლიოში».

21 რილეევი კონდრატე,

დეკაბრისტი, საღრჩობელაზე სიკვდილის წინ მღვდელს სთხოვა ხელი დაედო მის გულზე და უთხრა

«ხედავთ მამაო რა მშვიდად მიცემს».

22 როლანი მანუელ,

ფრანგი რეოლუციონერი, გილიოტინაზე თავის დადების წინ საყელოს საკინძე გაიხსნა და თქვა

«ოჰ, თავისუფლებავ რამდენ ბოროტებას სჩადიან შენი სახელით».

23 სევერუსი სეპტიმიუს,

რომის იმპერატორი

«მე მივაღწიე ყველაფერს და სიხარულს ვერ ვპოულობ ვერაფერში»,

მემკვიდრეებს ანდერძში მოუწოდებდა

«გაამდიდრეთ ჯარისკაცები და სხვა რამეზე ნუ იზრუნებთ».

24 სკოტი რობერტ,

ინგლისელი მოგზაური, გაიყინა,

«ღვთის გულისათვის ნუ მიატოვებთ ჩემიანებს».

25 ტალეირანი შარლ,

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,

«მე ვიტანჯები როგორც წარწყმედილი».

26 ფოკიონი,

ათენელი პოლიტიკოსი, მასთან ერთად  სიკვდილით უნდა დაესაჯათ ვინმე ბუდიტიც, ამ უკანასკნელმა თავის მართლება დაიწყო და პატიებას ითხოვდა, მაშინ ფოკიონმა უთხრა

«როგორ, განა შენთვის ბედნიერება არ არის ფოკიონთან ერთად სიკვდილი».

27 ფრიდრიხ II  დიდი,

პრუსიის მეფე,

ცეზარის ფრაზა

«რუბიკონი უკვე გადალახულია».

28 ფრიდრიხ V,დანიის მეფე,

«ჩემს ხელებს არც ერთი წვეთი სისხლი არ სცხიათ».

29 ფრიკი,

ფაშისტური გერმანიის ერთერთი უმაღლესი ჩინი,

«გაუმარჯოს მარადიულ გერმანიას»,

შემდეგ ფაშისტური სალმით ამაყად შემართა ხელი და ხუთჯერ დაიძახა «ჰაილ ჰიტლერ».

30 ცეზარი იულიუს კეისარი ძ წ  100 - 44 წ,

ძველი რომის უდიდესი მოღვაწე, შეთქმულებმა იგი მოკლეს სენატში, რომელთა შორის იყო მისთვის სანდო პიროვნება ბრუტუსი, ამიტომ კეისარმა უთხრა მას,

«შენც შვილო ბრუტუს»,

მერე ტოგა წაიფარა თავზე და მას მიაყენეს 23 ჭრილობა.

31 ჰავიერ იისკო,

ბასკი პატრიოტი 1970 წ ესპანეთში ფრანკისტულმა რეჟიმმა სიკვდილი მიუსაჯა ახალგაზრდა ბასკ პატრიოტებს ჰავიერ იისკოს, ედუარდო ორიანტესს, მარიო ონაინტისს, ხოაკინ გაროსკილის, ხოზე მარია დორანსოოს, ფრანსისკო ლარენას,

განაჩენს ბასკთა საბრძოლო პატრიოტული სიმღერით შეხვდნენ, შვიდნი როგორც ერთნი, ხოლო როდესაც ერთერთი მათგანის ხავიერ იისკოს დედას ურჩიეს დაეყოლიებინა შვილი რათა დათმობაზე წასულიყო და პატიება ეთხოვა მან უპასუხა

«ჩემი შვილი მზადაა ღირსეულად მოკვდეს».

IX გამოჩენილ ადამიანთა ანდერძები, სიკვდილის სცენები.

1 ვოლტერი მარი ფრანსუა არუე,

ფრანგი ფილოსოფოსი, რადიკალური ათეისტი, მოწყალების და გადმოგვცემს, რომ საშინელი აღსასრული ჰქონდა, მთელი ევროპის ფულის ფასადაც კი არ ვისურვებდი მეყურებინა ურწმუნოს აღსასრულისთვის.

2 კლეოპატრა ძ წ 69 - 30 წ,

ეგვიპტის დედოფალი, ანდერძად დაიბარა

«დამასაფლავეთ ანტონიუსის გვერდით».

3 ლენინი,

გარდაიცვალა გონებადაბნელებული, იგი მაგიდასა და სკამებს სთხოვდა ცოდვების მიტევებას.

4 ნაპოლეონ I,

საფრანგეთის იმპერატორი,

«ვკვდები ნაადრევად, ინგლისის ოლიგარქიის ხელით, დამასაფლავეთ პარიზში, სენის პირას, ესოდენ ძვირფას ფრანგ ხალხს შორის».

5 პლინიუს უფროსი,

რომაელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, გარდაიცვალა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას ძ წ 79 წ, იგი შეიპყრო ვულკანის მოქმედების შეცნობის წადილმა, მიუახლოვდა და ლავამ შთანთქა.

6 ქსერქსე,

სპარსეთის მეფე, იგი თავშეუკავებელმა სიცილმა მოკლა.

7 კაზანოვა,

განგსტერი და ავანტიურისტი, მექალთანე, დაკრძალულია ჩეხეთში, მისი საფლავის რკინის ღობე ისეა მოწყობილი, რომ მისგან გამოსული კაუჭები აუცილებლად მოედება ეგრეთწოდებულ ფართო კაბის ბოლოებს, სიმბოლურად გატარებულია აზრი, რომ საფლავშიც ქალებზე ნადირობს.

8 კაპონე ალფონსი,

ამერიკელი განგსტერი 1899 - 1947 წ,

ეპიტაფია «გვედრებ შეწყალებას იესო».

X მსახიობები, რეჟისორები, სიკვდილისწინა სიტყვები.

1 ბარტონი რიჩარდი 1925 - 1984 წ,

სიკვდილის წინ ცოლს სალის უთხრა

«ეხლა კი კმარა სალი შენ დაამთავრე ყველაფერი ყავლგასულ ბიჭთან, დღეიდან შენ გექნება ახალი თავგადასავლები».

XI უცნობი ეპიტაფიები.

1 უცნობი ბერძენი ექიმის ეპიტაფია,

მიმართვა ქარონისადმი, რომელსაც მითოლოგიაში მიცვალებულთა სულები გადაჰყავს ნავით სააქაოდან საიქიოში

«სალამი ქარონ, ჯერ არავინ დაბრუნებულა საიქიოდან, რომ შენს შესახებ ცუდი რამე ეთქვას, თუმცა ბევრი კი იხსენი ამ ცხოვრების სიავისაგან».

2 «გამვლელო შესდექ და პატივი ეცი ჩემს ხსოვნას, რადგან მე ვიყავი ის რაც შენ ხარ და შენ იქნები ის რაც მე ვარ».

3 გამვლელო ნუ იყოყოჩებ თუ ჩემს ასეთ ყოფას ნახავ, რადგან მე უკვე შინა ვარ, შენ კი სტუმრად ბრძანდები».

4 ბაირონმა იტალიაში ნახა ასეთი ეპიტაფია,

«გვედრებ სიმშვიდეს»,

ამ სიტყვებმა ის სულით ხორცამდე შეძრა და მისი პოეტური შთაგონების მიზეზი გახდა

« გუშინ კაი ხანს დავდიოდი სასაფლაოზე

და წარწერები არ დავტოვე წაუკითხავი,

ორს თუ სამს ვუთხარ ცოდვა იყო შენი სიკვდილი,

დანარჩენებს კი ვკითხე მხოლოდ რისთვის იყავით».

XII მუსიკა.

1 მატია ბატისტინი,

მომღერალი, ხმა შეინარჩუნა სიცოცხლის ბოლომდე 1831 - 1918 წ,

«მე ჩემს ხმას ყოველდღე ვპოულობ».

2 ანტონიო კოტონი ბარიტონი 1856 - 1928 წ,

«სიმღერისათვის 2 სიცოცხლეა საჭირო, ერთი სწავლისათვის, მეორე სიმღერისათვის».

3 ფერნანდო დე ლუჩია 1866 - 1925 წ,

ტენორი, ნეაპოლის კერპი,

«გახსოვდეთ ახალგაზრდებო, რომ ხმა კვდება ჩვენს შემდეგ».

4 მოცარტი 1756 - 1791 წ,

ავსტრიელი კომპოზიტორი,

«მე არ შემიზლია დავწერო პოემა პოეტი არა ვარ, არ შემიძლია ჩემი განზრახვა გადმოვცე მხატვრულად შუქ - ჩრდილებად ფერმწერი არა ვარ, მე არ შემიძლია ჩემი ჩანაფიქრები და გრძნობები გამოვხატო ჟესტით და პანტომიმით მე მოცეკვავე არა ვარ, მაგრამ განვახორციელე ყოველივე ეს ბგერებით»,

წერილი მამის ლეოპოლდისადმი.

5 შუბერტი ფრანც პეტერ 1797 - 1828 წ,გერმანელი კომპოზიტორი,

«სიკვდილმა დაასამარა დიდი განძი, მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერი მე».

6» ბახი,

 კომპოზიტორი».

XIII წარწერები ბეჭდებზე, მონეტებზე, ქანდაკებებზე.

1ჩინელი მხედართმთავრის და ფილოსოფოსის იოფეის ფარზე ეწერა,

«უცქირეთ სიკვდილს, როგორც დაბრუნებას პირველყოფასთან».

2 მაროკოს სულთანს მაულია ისმაილს ბეჭედზე ეწერა,

«სიკვდილი მარტოობაა, სხვა არაფერია»,

მას 828 შვილი ჰყავდა, 548 ვაჟი და 340 ასული.

3 ფიზიკოს ოლდენშტეინს გულზე ეკიდა ექვსქიმიანი ვარსკვლავი წარწერით

«წონასწორობა ნიშნავს სიკვდილს»,

ამ ფრაზას ასეთი ახსნა გააჩნია, სრულ წონასწორობას განუვითარებლობა და უმოძრაობა მოსდევს.

4 ლოცვანის თავფურცელზე ნეტარ ავგუსტინეს წაუწერია

«რასაც ველოდებით ჩაივლის იმის გავლით რასაც ვჭვრეტთ და მიდის იქ რასაც ვიხსენებთ».

5 პეტრო პრეტინოს ფლორენციელ სატირიკოსს მედლის უკანა მხარეს ეწერა

«ჭეშმარიტება ბადებს სიძულვილს».

6 სალვადორ დალი თავის ნახატების უკანა მხარეს სვამდა ბეჭედს ასეთი წარწერით

«ეროტიკა საზიზღრობაა, ხელოვნება ღვთიურობა, სიკვდილი მშვენიერება».

7 ირაკლი ანდრონიკოვი წიგნებზე სვამდა ბეჭედს წარწერით

«ბედნიერება იმ უბედურებათა ჯამია, რომელთაც ჩვენ ღმერთი აღვიგქციეს».

8 ონორე დე ბალზაკს ოთახში ედგა ნაპოლეონის ბიუსტი, მასზე ამოკვეთილი იყო თავისი საოცნებო მიზანი

«კალმით უნდა დავიპყრო მსოფლიო და არ დავამთავრო სიცოცხლე წმინდა ელენეს კუნძულზე».

9 კოლუმბის ბეჭედს ასეთი წარწერა ჰქონდა

«ოკეანის ადმირალი და ინდოეთის ვიცე - პრეზიდენტი».

10 ეგვიპტური ქალღმერთის ნეისის ოქროს ქანდაკებას ასეთი წარწერა ჰქონდა

«მე ვარ ის რაც არის და რაც იქნება, არავის აუხდია ჩემი საბურველი, ნაყოფი რომელიც მე ვშვი მზე იყო»,

როგორ ჰგავს ეს გამონათქვამი ღვთისმშობლის ამბავს.

11 ამერიკაში თავისუფლების ქანდაკებას ასეთი წარწერა ამშვენებს,

«მონობის მომხრენი დამარცხებულნი, თქვენი ღატაკნი, თქვენი უსახლკარონი თავისუფლებას მოწყურებულნი».

12 სოლომონ ბრძენი ისრაელის მეფე გადმოცემის მიხედვით ატარებდა ბეჭედს, რომელზეც ეწერა შემდეგი სიტყვები

«ყველაფერი გაივლის»,

ერთერთი აღელვების ჟამს ბეჭედი მოიძრო და მოისროლა, ბეჭედმა იგორა და ისევ მასთან მივიდა, რომელზეც შეამჩნია სხვა წარწერა შიდა მხრიდან ბეჭედზე

წაიკითხა შემდეგი სიტყვები»ესეც გაივლის».

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები