ლორთქიფანიძე დავით

 

დავით ოთარის ძე ლორთქიფანიძედავით ოთარის ძე ლორთქიფანიძე (დ. 5 აგვისტო, 1963, თბილისი)   ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (2001), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (2004-დან), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (აშშ) ნამდვილი წევრი (2007). ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი.

 

1985 წელს დაამთვარა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999-2000 წლებში პარიზის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის მიწვეული პროფესორი იყო. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება. 2002 წლიდან ევროპის კულტურის პარლამენტის წევრია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: საქართველოს ღირსების ორდენი (2000), მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Palmes Academiques" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006).

 

დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც ჰომო ერეცტუს-ის წინაპრად მიიჩნევენ, დროებითი სახელით ჰომო გეორგიცუს.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ლორთქიფანიძე დავით