ინანიშვილი რევაზ 

ზარი კახეთში 

 

 

თოვს, თეთრად გადაფიფქული შავი ადამიანების ბრბოს დაღუნული თავების მაღლა ციმციმით მოაქვს თეთრი კუბო, რომელშიც წევს ტრაგიკულად დაღუპული ორმოცი წლის ლამაზი ფერმკრთალი ქალი.

ძველებური ჭიშკრის წინ გადმომდგარა ჯოხზე დაყრდნობილი, ქუდმოხდილი, დალეული, დამუმიავებული ბერიკაცი და შემაძრწუნებელი ხმით იძახის:

– ეგ როგორ მიდიხარ, გოგო?!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ზარი კახეთში