ისტორიულ პირთა ბიოგრაფიები

 

სარჩევი.

აბას I.

ალექსანდრე მაკედონელი.

ათათურქი მუსტაფა.

დიონიცი კარლ.

ელისაბედ I.

ფაბიუსი კვინტუს.

ფაბრიციუსი გაიუს.

ფონ ბოკი ფედორ.

ფონ ფრიჩი ვერნერ.

ფონ ფრიდებურგი ჰანს გეორგ.

ფოში ფერდინანდ.

ფრანკო ფრანსისკო.

გარიბალდი ჯუზეპე.

ჰიტლერი ადოლფ.

ჯალალედინი.

კადაფი მოამარ.

კაიტელი ვილჰელმ.

კამილუსი მარკუს.

კარლოს დიდი.

კლავდიუსი აპიუს.

კორვუსი მარკუს ვალერიუს.

კურსორი ლუციუს პაპირიუს.

ლეოპოლდ II.

ლივიუსი ტიტუს.

მანლიუსი ტიტუს.

მარციუსი გაიუს.

მარიუსი გაიუს.

მიულერი ჰაინრიხ.

მუსი პუბლიუს უფროსი.

მუსი პუბლიუს უმცროსი.

მუსოლინი ბენიტო.

ნაპოლეონ I.

ნაპოლეონ III.

პეტრე I დიდი.

პლუტარქე.

რუტილუსი გაიუს მარციუს.

დე გოლი შარლ.

სციპიონ ბარბატუსი ლუციუს.

სიმა ციანი.

სტალინი იოსებ.

სავონაროლა.

ნარამსინი.

 

 

აბას პირველი (ირანი).

 

 

აბას Iაბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571  გ. 19 იანვარი, 1629), ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი.

 

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

 

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

 

1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

 

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1612, 1616-1618, 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 დიდ მოგოლებს - ყანდარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის არებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე).

 

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616, 1617 ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით სამჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (მარაბდის ბრძოლა 1625, სააკაძე, გიორგი). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (მარტყოფის ბრძოლა 1625) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

 

აბას I-ის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.

ალექსანდრე მაკედონელი.

 

 

ალექსანდრე დიდი

 

 

მაკედონიის მეფე

მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 336

მმართ. დასასრული: ძვ. წ. 323

წინამორბედი: ფილიპე II

მემკვიდრე: ალექსანდრე IV

დაბ. თარიღი: 20 ივლისი, ძვ. წ. 356

გარდ. თარიღი: 11 ივნისი, ძვ. წ. 323

გარდ. ადგილი: ბაბილონი

 

ალექსანდრე დიდი ებრძვის დარიუს III-ს. ძვ. წ. III საუკუნის ბერძნული მოზაიკა.ალექსანდრე დიდი, მაკედონელი ( დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა - გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

 

 

 ბიოგრაფია

ალექსანდრე მაკედონელი მეფე ფილიპე II-ისა და ოლიმპიას შვილი იყო. ალექსანდრეს მასწავლებლები იყვნენ ლეონიდასი (შესაძლოა მისი ბიძა) და არისტოტელე. ბავშვობიდანვე იგი სიმამაცით გამოირჩეოდა. მან გახედნა თავისი უსაყვარლესი ცხენი ბუცეფალი, რომლის სიკვდილის შემდეგ (ბუცეფალი მოკვდა ჰიდასპეს ბრძოლაში ძვ. წ. 326 წელს) ალექსანდრემ ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქს ამ ცხენის სახელი უწოდა. გარდაიცვალა ძვ. წ. 323 წლის 10 ივნისს ბაბილონში. მას ჰყავდა სამი ცოლი: როქსანა, სტატიერა და პარისატისი. მისი ორივე შვილი, ჰერაკლე (ბარსინა) და ალექსანდრე (როქსანა), ადრეულ ასაკში მოკლეს. თვისი მეფობის პერიოდში ალექსანდრე მაკედონელმა, რომელსაც მეფე ფილიპესგან მხოლოდ მაკედონია და საბერძნეთი ჰქონდა ჩაბარებული, შემოიერთა მთელი შუა აზია და მივიდა ინდოეთის ნახევრამდე. მან დაარსა 70 ქალაქი და 70 ივეს უწოდა ალექსანდრია. როგორც ალექსანდრე მაკედონელის ისტორიკოსი პლუტარქე გვეუბნება იგი იყო უსაზღვროდ ამბიციური დ სამართლიანი და გვიყვება ასეთ ისტორიას: როდესაც ალექსანდრე ეგვიპტის უდაბნოებში ილაშქრებდა მას აღარც წყალი ჰქონდა და აღარც საჭმელი. მეომართა ჯგუფი გაემართა და მას მუზარადით წყალი მოართვეს.

ალექსანდრემ მუზარადი ხელში აიღო და როდესაც შეხედა ამდენ მშიერ მწყურვალე მეომარს, მუზარადი ამოატრიალა და წყალი უდაბნოს ცხელ ქვიშაზე დაღვარა.

 

 

 მნიშვნელოვანი თარიღები

ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.

ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.

ძვ. წ. 334 : ივნისში , გრაციუსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.

ძვ. წ. 333 : მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.

ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გაუგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.

ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.

ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.

ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.

ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო

სოგდიის კლდე, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.

ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.

ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.

ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო).

ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

 

ათათურქი მუსტაფა ქემალ

 

12.03.1881 - 10.11.1938

 

თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში. თურქეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი რევოლუციის ლიდერი, სამხედრო მოღვაწე. მუსტაფა ქემალ ფაშა ოსმალეთის იმპერიის პრიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. მისი დიდი დამსახურებაა ინგლისელთა მარცხი გალიპოლის ოპერაციაში (1915წ.). 1916 წელს მას ებოძა ბრიგადის გენერლის ჩინი და ფაშას ტიტული. 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის როვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. ამ ძალამ ვერ იხსნა ოსმალეთის იმპერია, მაგრამ გადაარჩინა თურქეთი. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა. 1934 წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული

ათათურქი

 -თურქების მამა.

 

დიონიცი კარლ.

 

გროსადმირალი კარლ დიონიციკარლ დიონიცი (დ. 16 სექტემბერი, 1891, გრიუნაუ (ბერლინი), გერმანია - გ. 24 დეკემბერი, 1980, აუმიულე (ჰამბურგი), გერმანია ) - გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გროსადმირალი, მესამე რაიხის სამხედრო საზღვაო ძალების  მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომში, ჰიტლერის სიკვდილის შემდგეგ მისი მემკვიდრე რაიხსპრეზიდენტისა და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე 1945 წლის მაისში.

 

 

 დასაწყისი

1910 წლის 1 აპრილს დიონიცი გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის კადეტი გახდა. სასწავლო პრაქტიკა მან კრეისერ «ჰერთა»-ზე და ფლენსბურგის საზღვაო სკოლაში გაიარა. 1912 წლის 1 ოქტომბერს იგი გამწესებულ იქნა კრეისერ «ბრესლაუ»-ზე ამსახუროს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ცურავდა. 1913 წელს მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.

 

01.04.1910-31.03.1911 - პირველადი პრაქტიკა კრეისერ «ჰერთა»-ზე

01.04.1911-30.09.1912 - საზღვაო სკოლა და სპეცპრაქტიკა

 

 პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დიონიცი მცირე ზომის კრეისერ «ბრესლაუ»-ზე შეხვდა. კრეისერი ფორმალურად თურქეთის მიერ იყო ნაყიდი, მისი დროშის ქვეშ ცურავდა »მიდილი»-ს სახელით და იბრძოდა რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ შავ ზღვაში.

 

1916 წელს დიონიცს ობერლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და მას შემდეგ რაც კრეისერი «ბრესლაუ/მიდილი» შესაკეთებლად პორტში იქნა სტაციონირებული იგი ერთ-ერთი აეროპორტის მმართველად იქნა გამწესებული დარდანელის ფრონტზე. სწორედ აქ ჩაეწერა იგი მოხალისედ ახლადშექმნილ წყალქვეშა ნავების მეზღვაურთა შემადგენლობაში. შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1918 წლის თებერვალში იგი U39-ზე ზედამხედველ ოფიცრად იქნა დანიშნული. მალე დიონიცი Uჩ25-ის კომანდანტად დაინიშნა, ხოლო 1918 წლის 5 სექტემბრიდან მეთაურობდა UB68-ს. ამ წყალქვეშა ნავით იგი ინგლისელებს ებრძოდა ხმელთაშუა ზღვაში. ერთ-ერთი რეიდის დროს დიონიცის წყალქვეშა ნავი ინგლისი ფლოტის გემების მიერ იქნა ჩაძირული და ის და მისი მებრძოლები ტყვედ ჩავარდნენ.

 

 

ტყვეობაში ჩავრდნამდე სამსახურის პერიოდში დიონიცი მიხვდა, რომ გერმანული სამხედრო სტრატეგია გამოეყენებინათ წყალქვეშა ნავები მხოლოდ და მხოლოდ გემების დამცავ-გამცილებელ ერთეულებად არაეფექტური იყო. ამიტომ 1919 წლიდან, როცა ის გაათავისუფლეს ტყვეობიდან, იგი წყალქვეშა ნავების სამხედრო შესაძლებლობების თეორიულ შემუშავებას შეუდგა.

 

01.10.1912-11.09.1916 - კრეისერი »ბრესლაუ/მიდილი»

12.09.1916-00.12.1916 - სამხედრო აეროპორტი »სან-სტეფანო» და »დარდანელი»

00.12.1916-16.01.1917 - წყალქვეშა ნავის მეთაურის საგანმაათლებლო კურსი

17.01.1917-28.02.1918 - U39-ის ზედამხედველი ოფიცერი

01.03.1918-04.09.1918 - Uჩ27

-ის კომენდანტი

05.09.1918-04.10.1918


UB68-ის მეთაური

 

 მშვიდობიანობის დრო

მსოფლიო ომის შემდეგ დიონიცი რაიხსმარინეს რიგებში შევიდა და 1919 ივლისში გადაიგზავნა ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბში სამუშაოდ. 1920 წლის მარტიდან იგი მეთაურობდა სხვადასხვა წყალქვეშა ნავს. 1921 წლის 1 იანვარს დიონიცს მიენიჭა კაპიტან-ლეიტენანტის წოდება.

 

1923 წლიდან იგი საზღვაო თავდაცვის განოფილებაში მუშაობდა, ვიდრე 1927 წელს კრეისერ ნიმფე-ს ნავიგაციის ოფიცრად არ დაინიშნა. 1928-1933 წლებში დიონიცი სხვადასხვა წყალქვეშა ნავების ფლოტილიას სარდლობდა. 1928 წლის 1 ნოემბერს იგი კორვეტენკაპიტანი გახდა, ხოლო 1933 წლის 1 ოქტომბერს მას ფრეგატენკაპიტანის წოდება მიენიჭა.

 

1934 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა კრეისერ ემდენ-ის კომენდანტად და 1935 წელს იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მრავალთვიან საწვრთნელ ექსპედიციაში გაიგზავნა. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ ადმირალმა ერიხ რედერმა დიონიცი წყალქვეშა ნავების წარმოების ხელმძღვანელად დანიშნა. იმავე წლის 27 სექტემბერს იგი წყალქვეშა ნავების ფლოტილია ვედინგენი-ს სარდლად დაინიშნა და 1 ოქტომბერს საზღვაო კაპიტნის წოდება მიენიჭა.

 

1936 წლის 1 იანვარს მისი თანამდებობის სახელი შეიცვალა და ამიერიდან იგი წყალქვეშა ნავების ფიურერად

 იწოდებოდა. 1939 წლის 28 იანვარს დიონიცს კომოოდორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

 

05.10.1918-15.07.1919 - სამხედრო ტყვეობა 

16.07.1919-13.03.1920 - სამხედრო პორტის შტაბსოფიცერი

14.03.1920-19.04.1920 - ტორპედო-ხომალლდის  V5

 მეთაური

20.04.1920-14.03.1923 - ტორპედო-ხომალლდების თ 157

 და G8 მეთაური 20.03.1923-02.11.1923 - ტორპედოებისა და ნაღმთმცოდნეობის ინსპექტორი, რეფერანტი და ადიუტანტი

03.11.1924-02.10.1927 - საზღვაო თავდაცვის განყოფილების რეფერანტი

 

03.10.1927-16.12.1927 - სასწავლო პრაქტიკა კრეისერ ნიმფე-ზე

17.12.1927-23.09.1928 - კრეისერ ნიმფე

-ს ნაციგაციის ოფიცერი

24.09.1928-29.09.1930 - ტორპედო-ხომალდების მე-4 ნახევარფლოტილიის შეფი

30.09.1930-09.09.1934 - ჩრდილოეთ ზღვის საზღვაო შტაბის 1-ლი საადმირალო შტაბსოფიცერი

29.09.1934-21.09.1935 -კრეისერ ემდენი-ის კომენდანტი

27.09.1935-13.10.1936 - წყალქვეშა ნავების ფლოტილია ვედინგენი-ის შეფი

01.01.1936-16.10.1939 - წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი

 

 მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთ თვეში 1939 წლის 1 ოქტომბერს კარლ დიონიცს კონტრ-ადმირალის წოდება მიენიჭა, ხოლო 17 ოქტომბერს მის თანამდებობას სახელი შეეცვალა და ამიერიდან იწოდებოდა «წყალქვეშა ნავების მთავარსარდად». 1935-1938 წლების პოლიტიკური კრიზისის დროს დიონიცმა წამოაყენა სამხედრო დოქტრინა მესამედი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინგლისის სავაჭრო გემების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის საჭირო იყო 300-მდე წყალქვეშა ნავის აგება. აქედან 100 წყალქვესა ნავი ფრონტის ხაზზე უნდა ყოფილიყო, მაშინ როცა 100 ნავი გერმანიის ნავსადგურებიდან ფრონტის ხაზისაკენ გზაზე იქნებოდა და 100 უკან დასაბრუნებელ გზაზე. 1939 წლის 1 მარტს ც-გეგმის

 მიხედვით გადაწყდა 149 წყალქვესა ნავის მშენებლობა.

 

დიონიცის დავალებით წყალქვეშა ნავების შემადგენლობა სპეციალურ სამხედრო განათლებას იღებდა ჯგუფური ბრძოლის ტაქტიკის შესახებ. მას სურდა რომ ინგლური გემების მასობრივი შემადგენლობისთვის გერმანული წყალქვეშა ნავები ასევე მასობრივ შემადგენლობით დაეპირისპირებინა. ამ გეგმას მიიღო მგლების ხროვის ტაქტიკის სახელი.

 

მართალია საზღვაო ომი წყალქვეშა ნავების მცირე შემადგენლობით (სულ 57 ნავი, აქედან 37 იყო ატლანტის ოკეანეში ცურვისათვის გამოსადეგი) დაიწყო, მაგრამ დიონიცის ამ ტატქიკურმა სვლამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. ჰიტლერი იმედოვნებდა სანამ სსრკ-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებდა მანამ მოეღო ბოლო ზღვაზე ინგლისის ფლოტის ბატონობისათვის და ამ უკანასკნელთან ზავი დაედო. უინსტონ ჩერჩილმა გერმანიის საზავო შეთავაზება უარყო და აქედან გამომდინარე ჰიტლერს ინგლისის დამარცხების 2 გზაღა დარჩა:

 

სახმელეთო ჯარების გადახსმა ბრითანეთის კუნძულზე

ბრიტანეთისთვის ყველა საზღვაო სასიცოცხლო არტერიის გადაჭრა.

 

ბრიტანეთის კუნძულზე გადასხდომა (ოპერაცია «ზეელიოვე») გენშტაბის და ადმირალიტეტის შემადგენლობის უმრავლესობას, მათ შორის დიონიცსაც, უშედეგოდ მიაჩნდა. დიონიცი უფრო მეორე იდეას უჭერდა მხარს, რომლის მიხედვითაც ინგლისი სსრკ-ს დამარცხების შემდეგ თვითონ დაყრიდა იარაღს. წყალქვეშა ნავების წარმატებული ოპერაციების შედეგად 1940 წლის 1 სექტემბერს დიონიცს ვიცე-ადმირალის, ხოლო 1942 წლის 14 მარტს ადმირალის სამხედრო წოდება მიენიჭა.

 

1943 წლის 31 იანვარს კარლ დიონიცს გროსადმირალის წოდება მიენიჭა და «კრიგსმარინეს» მთავარსარდლად დაინიშნა. ამ პოსტზე მან შეცვალა გროსადმირალ ერიხ რედერი, რომელიც ჰიტლერთან საზღვაო ომის სტრატეგიის შესახებ უთანხმობის გამო თავისი სურვილით გადადგა. მიუხედავად ახალი თანამდებობისა დიონიცმა წყალქვეშა ნავების სარდლის პოსტი არ დატოვა და საზღვაო ომის წარმოების მთავარი აქცენტი სწორედ ამ ერთეულზე გადაიტანა.

 

ამასობაში მოკავშირეებმა მოახერხეს ხელში ჩაეგდოთ გერმანელთა დასაშიფრი მანქანა

ენიგმა და «კრიგსმარინეს» ყველა დეპეშა-კოდ-ინფორმაციას დაუყოვნებლივ იგებდნენ. რამაც მათ საშუალება მისცათ წარმატებით ეომათ გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ატლანტის ოკეანეში. მიუხედავად ამისა დიონიცი განაგრძობდა წყალქვეშა ომს, რომლის შეწყვეტა მისი აზრით მოკავშირეებს საშუალებას მისცემდა თავი მოეყარათ დიდი სამხედრო შენაერთებისათვის და მეორე ფრონტი გაეხსნათ.

 

ამ კამიკაძე-ტაქტიკამ დიდი მსხვერპლი მოუტანა გერმანიის წყალქვეშა ფლოტს - 41.000 მეზღავურიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მხოლოდ 27.000 მოესწრო. დაღუპულ მატროსთა შორის იყვნენ კარლ დიონიცის ვაჟები, პეტერი და კლაუს დიონიცებიც. 68 თვის განმავლობაში მიმდინარე შეუწყვეტელ წყალქვესა ომში ჩაძირულ იქნა 781 გერმანული წყალქვეშა ნავი. აქედან 632 მოკავშირეებმა ჩაძირეს,მათ შორის 500 მარტო ინგლისურმა ან ინგლისელთა მიერ კონტროლირებულმა საბრძოლო შენაერთებმა. პროცენტულად ასეთი დიდი დანაკლისი არცერთ საბრძოლო შენაერთს არ ჰქონია. არც გერმანულ და არც მოკავშირეთა მხარეზე.

 

 

17.10.1939-30.01.1943 - წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი.

30.01.1943-30.04.1945 - «კრიგსმარინეს» მთავარსარდალი.

17.04.1945-30.04.1945 - ამასთანავე «ვერმახტის» ჩრდილოეთის ფრონტის მთავარსარდალი.

01.05.1945-დან - «ვერმახტის» მთავარსარდალი.

ალბერტ შპეერი თავის მოგონებებში იხსენებს, რომ 1945 წლის თებერვალში ერთ-ერთ თათბირზე დიონიცმა შექმნილ ვითარებაზე თქვა:

მე აქ მხოლოდ ფლოტს წარმოვადგენ. სხვა დანარჩენი ჩემი საქმე არაა. ფიურერმა იცის რასაც აკეთებს.

 ადოლფ ჰიტლერმა თავისი ანდერძით დიონიცი ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობის მემკვიდრედ დატოვა, თუმც ამ ანდერძის კანონიერი საფუძველი საკამათო საგანს წარმოადგენს. 1945 წლის 1 მაისს ფიურერის თვითმკვლელობიდან 1 დღის შემდეგ დიონიცი გერმანიის უკანასკნელი რაიხსკანცლერი და რაიხსპრეზიდენტი გახდა. მან იმავე დღეს რადიოთი მიმართა გერმანელ ხალხს:

 მე მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ თავზე გერმანელი ხალხის წინამძღოლობას ამ საბედისწერო საათში. ჩემი პირველი ამოცანაა გერმანელები შეტევაზე მყოფი ბოლშევისტი მტრის მიერ განადგურებას გადავარჩინო. ბრძოლა მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად გრძელდება .

 

 

დიონიცი და მისი მტავრობა ცდილობდა ზავი დაედო დასავლელ მოკავშირეებთან. თუმცა ასეთი ნაწილობრივი კაპიტულაციის პუნქტი მოკავშირეთა 1943 წლის კასაბლანკას კონფერენციაზე უარყოფილ იქნა. ამის შემდეგ დიონიცის მთავრობის ერთადერთ ამოცანას რაც შეიძლება მეტი გერმანელი მებრძოლის დასავლელ მოკავშირეთა ტყვეობაში ჩაგდება წარმოადგენდა. ამით ისინი გადარჩებოდნენ წითელი არმიის შურისძიებას. ეს ამოცანა შესრულდა კიდეც და ასიათასობით «ვერმახტის» მებრძოლი ამერიკელთა და ბრიტანელთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადასროლილი.

 

1945 წლის 7 მაისი 2 საათსა და 41 წუთზე ვერმახტის მმართველი შტაბის სეფმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა, რომელიც დიონიც ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა «სჰაეფ»-ის ოპერატიულ შტაბში საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ხელი მოაწერა გერმანიის უსიტყვო და სრულ კაპიტულაციას. კაპიტულაციის აქტი მომდევნო დღეს «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდლობის, «ჰეერის», «ლუფტვაფეს» და «კრიგსმარინეს» მთავარსარდლების მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. ამიტომაც, ამჯერად საბჭოთა ჯარების უმაღლეს შტაბში ბერლინ-კარლსჰორსტში 8-9 მაისის ღამით გერმანიის კაპიტულაციის დოკუმენტს ხელი მოაწერეს დიონიცის მიერ უფლებამოსილმა გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტელმა, გენერალ-ადმირალმა ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ჰანს-იურგენ შტუმპფმა.

 

 

 ომის შემდგომი პერიოდი

დიონიცის მთავრობის არსებობამ კაპიტულაციის შემდეგ აზრი დაკარგა. 1945 წლის 23 მაისს დიონიცი და მთელი რაიხის მთავრობა, ისევე როგორც «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდლობა ბრიტანელთა მიერ დაპატიმრებულ იქნენ მიურვიკში, ქალაქ ფლენსბურგთან ახლოს. 1945 წლის ოქტომბერში დიონიცი სამხედრო დამნაშავეთა ტრიბულნალს გადასცეს ნიურნბერგში.

 

მისი ადვოკატის ოტო კრანცბიულერის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დიონიცის და გროსადმირალ რედერის ბრალდებებიდან მოხსნილ იქნა პუნქტი - მტრული სავაჭრო გემების გაუფრთხილებლად ჩაძირვის შესახებ. ამ პუნქტისათვის ორივე გროსადმირალს სიკვდილით დასჯა ელოდათ. სასამართლოზე დიონიცის და რედერის სასარგებლოდ წარსდგა აგრეთვე აშშ-ის წყნარი ოლეანის ფლოტის მთავარსარდალი, ადმირალი ჩესტერ უილიამ ნიმიცი, რომელმაც წერილობით ჩვენებაში მიუთითა, რომ აშშ-ის ფლოტის სარდლობის ბრძანებები წყალქვეშა ნავებით ბრძოლის წარმოების ხერხების შესახებ არსებითად არ განსხვავდებოდა «კრიგსმარინე»-ს სარდლობის ბრძანებებისაგან. ეს ეხებოდა აგრეთვე «ბრძანება ლაკონია»-საც.

 

დიონიცი გაასამართლეს მე-2 (მონაწილეობა თავდასხმით ომში) და მე-3 (დანაშაული ომის წესების წინააღმდეგ) საბრალდებო პუნქტების მიხედვით და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შპანდაუში. მასთან ერთად იჯდნენ რუდოლფ ჰესი, ერიხ რედერი, ვალთერ ფუნკი, ალბერტ შპეერი, ბალდურ ფონ შირახი და კონსტანტინ ფონ|კონსტანტინ ფონ ნოირათი.

 

სასჯელის სრული ვადის მოხდის შემდეგ კარლ დიონიცი 1956 წელს გაათავისუფლეს და რადგან მისი მეუღლე ინგებორგი უკვე 1952 წელს გარდაიცვალა და მისი ორივე ვაჟი კლაუსი და პეტერი ომში დაიღუპა, მარტოდმარტო ცხოვრობდა აუმიულეში ჰამბურგთან. 1968 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია ჩემი ცვალებადი ცხოვრება, რომელშიც თავის თავს ნაცისტური რაჟიმისაგან დისტანცირებულ სამხედრო მოღვაწედ წარმოადგენს.

უკანასკნელი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მარშლის რანგს ატარებდა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა 1980 წლის 24 დეკემბერს. კარლ დიონიცი დაკრძალულია ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე აუმიულეში.

 

 

 ჯილდოები და დაწინაურებები

 

 ჯილდოები

«ნსდაპ-ის ოქროს პარტიული ნიშანი» (1944) საპატიო წევრი - Goldenes Parteiabzeichen der Nationalsozialistischen Deutschen Arbeiterpartei «მეჯიდის ორდენი» მე-4 კლასის

«თურქული მედალი ხმლებით»

«თურქული რკინის ნახევარმთვარე»

უნგრული «დამსახურების ორდენის» კომანდორის ჯვარი

«შვედეთის სამეფო ხმლების ორდენის» 1-ლი კლასის რაინდის ჯვარი

«სავოიის სამეფო სახლის სამხედრო ორდენის» კომანდორის ჯვარი - ჩომმანდანტორე დელლა ორდინე Militare de Savoyen – თეთრი ფერის ესპანეთის «ფლოტის დამსახურების ჯვარი»

რუმინული »მიხაილ მამაცის ორდენი» მე-3 და მე-2 კლასის

იაპონური «ამომავალი მზის ორდენი» 1-ლი კლასის

ანჰალტის «ფრიდრიხის ჯვარი» - Anhaltisches Friedrich Kreuz

ავსტრიული «სამხედრო დამსახურების ჯვარი» მე-2 კლასის - Цsterreichischer Militдrverdienstkreuz 2. Klasse «ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის» რაინდის ჯვარი ხმლებით - Ritterkreuz des Kцniglichen Hausordens von Hohenzollern mit Schwertern

«ფრონტზე მებრძოლთა ღირსების ჯვარი» - Ehrenkreuz fьr Frontkдmpfer «საზოგადო ღირსების ნიშანი» - Allgemeines Ehrenzeichen

«1938 წლის 1 ოქტომბრის ხსოვნის მედალი» - Medaille zur Erinnerung an den 1. Oktober 1938 ორმაგი მოხსენიება «ვერმახტის» ნუსხაში

«წყალქვეშა ნავის ნიშანი» (1918) - U- Bootabzeichen (1918)

ოქროს «თვითმფრინავის მეთაურის და მზვერავის ნიშანი» ბრილიანტებით (საპატიო მფლობელი, არ უტარებია) - Flugzeugfьhrer- und Beobachterabzeichen in Gold mit Brillanten ოქროს «წყალქვეშა ნავის საბრძოლო ნიშანი» ბრილიანტებით - U- Boot-Kriegsabzeichen in Gold mit Brillanten  «რკინის ჯვარი» (1914) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse

«რკინის ჯვარი» (1939) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse

 

«რკინის ჯვრის» რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub

რაინდის ჯვარი (21.04.1940) - Ritterkreuz

მუხის ფოთოლი (07.04.1943) - Eichenlaub

 დაწინაურებები

01.04.10 - საზღვაო კადეტი

15.04.11 - საზღვაო სერჟანტი

27.09.13 - საზღვაო ლეიტენანტი

22.03.16 - საზღვაო ობერლეიტენანტი

01.01.21 - კაპიტან-ლეიტენანტი

01.11.28 - კორვეტენკაპიტანი

01.10.33 - ფრეაგატენკაპიტანი

01.10.35 - საზღვაო კაპიტანი

28.01.39 - კომოდორი

01.10.39 - კონტრადმირალი

01.09.40 - ვიცეადმირალი

14.03.42 - ადმირალი

30.01.43 - გროსადმირალი.

ელისაბედ პირველი (ინგლისი).

 

 

ლიზაბეტჰ I

ინგლისის დედოფალი

მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი 1558

მმართ. დასასრული: 24 მარტი 1603

კორონაცია: 15 იანვარი 1559

წინამორბედი: მერი I

მემკვიდრე: ჯეიმზ I

დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი 1533

დაბ. ადგილი: გრინვიჩი

გარდ. თარიღი: 24 მარტი 1603

გარდ. ადგილი: რიჩმონდი

დინასტია: ტიუდორები

მამა: ჰენრი VIII

დედა: ანა ბოლეინი

ელისაბედ I (ან ელიზაბეთ I, ინგლ. Eლისაბეტჰ I) იგივე ქალწული დედოფალი (ინგლ. Vირგინ Qუეენ) (დ. 7 სექტემბერი 1533


 გ. 24 მარტი 1603)


 ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ გლორიანას

  და კეთილ დედოფალ ბესის. ელისაბედი იყო უკანასკნელი ტიუდორი (დინასტია).

 

ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს «ინგლისის ოქროს ხანას», რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან (შექსპირი,მარლოუ,ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება,დრეიკი,რეილი,ოსტ ინდოეთის კამპანია)

 

 

 

 ბეტსი ჰენრიხის ქალიშვილი

ელისაბედი დაიბადა პარასკევს 7 სექტემბერს 1533 წელს გრინვიჩის სამეფო სასახლეში.მისი მამა იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII,მისი დედა კი ანა ბოლეინი რომელზეც მეფე დაქორწინდა დიდი სიყვარულით. ჰენრი ელოდა ელოდა რომ ანა მას აჩუქებდა ბიჭებს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.(დიდი ხნის ქორწინებამ

ეკატერინე არაგონესთან არ მისცა ინგლისს მამრობითი სქესის სამეფო ტახტის მემკვიდრე,აქედან გამომდონარე ტიუდორების დინასტიის მდგომარეობა იყო საკმაოდ არამყარი)

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ელისაბედის დაბადება არავის არ გახარებია-სამეფო ოჯახში უკვე იყო ქალიშვილი,პრინცესა მერი.ისედაც იმპულსური მეფე ჰენრიხი სრულიად შეიშალა ჭკუიდან თუმცა არ შეიძლება იმის თქმა რომ რომ ჰენრი გულგრილად უყურებდა თავის ქალიშვილებს-ბეტსი ჯანმრთელ და სიცოცხლის მოყვარე ბავვად.მისი ერთადერთი «ნაკლი» იყო-სქესი. დედოფლისგან კი ელოდნენ კვლავ ბიჭს.

ნათლობა გაიმართა 10 სექტემბერს გრინვიჩშივე:სახელი ბეტსიმ მიიღო ჰენრი VIII ის ელისაბედ იორკის საპატივცემულოდ.ნათლობის შემდეგ კი ელისაბედმა მიიღო უელსის პრინცესის ტიტული.

 

1533 წლის დეკემბერში გოგოს მიუჩინეს საცხოვრებელი ადგილი ჰეტფილდ-ჰაუსის რეზიდენციაში(პატარა სასახლე ლონდონთან ახლოს)

 

როდესაც ელისაბედი იყო ორი წლის და რვა თვის მან დაკარგა დედა: ანა ბოლეინი დასაჯეს სახელმწიფო დანაშაულისთვის.ანამ არ შვა ჰენრისთვის ვაჟი და ამავდროულად სასამართლომ დაამტკიცა რომ ის ხშირად ღალატობდა კიდეც ქმარს,თუმცა ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი რომ ჰენრიხს გადაწყვეტილი ჰქონდა მოეცილებინა ანა,და ღალატის ბრალდებები იყო ფალსიფიცირებული. სასჯელი აღსრულდა 1536 წელს. ჰენრიმ გადაწყვიტა კვლავ დაქორწინებულიყო,ელისაბედი გამოცხადდა ბასტარდად(ისევე როგორც რამოდენიმე წლის წინ პრინცესა მარია)ამ სემთხევაში კი მას აღარ ჰქონდა არანაირი იურიდიული უფლება გამხდარიყო დედოფალი.

 

 

 პრინცესას უცნაური გადაწყვეტილება

1537 წელს ჰენრი მომდევნო დედოფალა ჯეინ სეიმურმა შვა ვაჟი მეფე ჰენრისთვის.მიუხედავად იმისა რომ ჯეინს უნდოდა შეერიგებინა ჰენრი მის უდანაშაულო გოგნებთან,ელისაბედს მაინც ტოვებდნენ ჰეტფილდ ჰაუსში: ჰენრის არ უნდოდა დაენახა «ბოლეინის მოღალატე» შვილები.

 

დედოფალ ჯეინის სიკვდილის შემდგომ,ჰენრიხი დაქორწინდა კიდევ სამჯერ.ანა კლევსკის ის უბრალოდ გაშორდა,ახალგაზრდა კეინ ჰოვარდი დაასჯევინა მისი ამორალური ქცევის გამო. ახალგაზრდა დედოფლის სიკვდილმა 9 წლის ელისაბედი არანაკლებ შეაწუხა ვიდრე დედის სიკვდილმა.ამ ასაკში ჩამოუყალიბდა მომავალ დედოფალს ქორწინებისადმი და სექსულალური ურთიერთობისადმი სიძულვილი.

 

 

 ახალგაზრდობა

ელისაბედმა პატარაობაშივე გამოავლინა თავისი ბუნებრივი შესაძლებლობები-უკვე 9 წლის ასაკში არც ისე ცუდად საუბრობდა ბერძნულად, იტალიურად და ფრანგულად.მისი ლათინურის ცოდნა იყო ბრწყინვალე-ამ ენაზე არამარტო კითხულობდა რომაელი ისტორიკოსების ნაწერებს არამედ ლათინურადვე წერდა წერილებს დედინაცვალ ეკატერინ პარს.მას განათლებას კემბრიჯის საუკეთესო მასწავლებლები აძლევდნენ,ისინი იყვნენ ახალგაზრდა,თავისუფლად მოაზროვნე სწავლულები რომლებიც მხარს უჭერდნენ რეფორმაციას.დროთა განმავლობაში მას აჰყვა მისი პატარა ძმა ედუარდი. 1543-1547 წლებში სამეფო ოჯახში დაისადგურა მშვიდმა ატმოსფერომ.

 

1547 წლის 18 იანვარს ელისაბედი იმყოფებოდა ენფილდში,სადაც მას შეატყობინეს მისი მამის გარდაცვალების ამბავი.მეფემ დატოვა ანდერძი სადაც ტახტს უტოვებდა მის ვაჟ ედუარდს,ედუარდის სიკვდილის შემთხვევაში(მემკვიდრის არ არსებობის შემხევაში) ტახტი გადაეცემოდა მერის და შემდგომ ელისაბედს.

 

ელისაბედის დედინაცვალმა,ეკატერინე პარმა,მალევე რაც დაასრულა მეფის გარდაცვალების გლოვა,შეუღლდა სამეფო კარის ავატნიურისტ ტომას სეიმურთან,რომელიც იყო ედუარდ VI ის ღვიძლი ბიძა,მაგრამ სეიმური საკმაოდ ამბიციური აღმოჩნდა,მისთვის არ კმაროდა სეიმურთა კლანთან ახლობლობა,მას უნდოდა მეტი,არსებობს ვერსია რომ ტომას სეიმურს სურდა პრინცესა ელისაბედთან ქორწინება მაგრამ რადგანაც პრინცესა ძალიან პატარა იყო ის მხოლოდ დაუახლოვდა მას,თუმცა არის სხვა ვერსიებიც რომ ამ ურთიერთობაში ელისაბედსაც ჰქონდა სიმპატიების ტომასის მიმართ მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მოიპოვება.

 

ეკატერინ პარმა მიუხედავად იმისა რომ როგორც დედას ისე უყვარდა მას ელისაბედი მან მაინც გააგზავნა ის ჰარტპორშირის საგრაფოში.იქ ელისაბედი აგრძელებდა სწავლას რობერტ ეშმორთან რომელსაც გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა.ელისაბედი მას აღმერთებდა და მისდამი დიდი პატივისცემა სიკვდილის ბოლომდე გაჰყვა.

 

ტომას სეიმურმა 1549 წელს,ეკატერინ პარის სიკვდილის შემდეგ სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა,რაც მას არ გამოვიდა რაზეც 1549 წლის ბოლოს საკუთარი თავით აგო პასუხი.ელისაბედზეც არსებობდა ეჭვი მის თანამონაწილეობაზე თუმცა მან მოახერხა

უდანაშაულობის დამტკიცება.

1551 წელს ედუარდ VI -მ სამეფო კარზე მიიწვია ელისაბედი-ძმა და და ერთმანეთის დიდი პატივისცემა გააჩნდათ,აქედან გამომდინარე ელისაბედისთვის დიდი დარტყმა იყო 1553 წლის 6 ივლისს ედუარდის გარდაცვალება.

 

მეფის სიკვდილის შემდეგ ლორდ-პროტექტორმა ჯონ დალიმ ტახტზე აიყვანა ახალგაზრდა ჯეინ გრეი-ქვეყანაში დაიწყო არეულობა,შედეგად სამხედრო კონფლიქტში ჯეინ I ის და პრინცესა მარიას მომხრეებს შორის გაიმარჯვა უკანასკნელმა. ელისაბედი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დარჩა ჰეტფილდში-დარჩენის რჩევა მას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისცა ლორდ უილიამ სესილმა საბჭოს მდივანმა.ელისაბედისთვის ყველაფერი არ დასრულებულა,ტახტზე აღმოჩნდა ეჭვიანი კათოლიკე დედოფალი მერი I

 

 

 სისხლიანი მერი

1553 წლის ოქტომბერს მერი I ლონდონში ეკურთხა დედოფლად.დედოფალი იყო 36 წლის,შემდგომი 20 წელი იყო მისთვის გამოცდილების დაგროვების პერიოდი.მმართველობის პირველივე წლებიდან მერიმ მიიღო ატიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში: მისი უმთავრესი პირადი მიზანი იყო ინგლისის კათოლიკურ სამყაროში,მიუხედავად იმისა რომ ინგლისში უკვე რამოდენიმე თაობა გაიზარდა პროტესტანტულ რწმენაზე,ქვეყანაში დაიწყო სისხლიანი რეპრესიები პროტესტანტებთან მიმართებაში.

 

1554 წლის იანვარში თავადმა ტომას უიტმა მოაწყო აჯანყება ანტიპაპის მოწოდებით,სტიქიური აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრჩევლებმა მერი I ს ურჩიეს ელისაბედის ტაუერში გადაყვანა: უმცროსი ქალიშვილი (ელისაბედი) ჰენრისა იყო პროტესტანტული რელიგიაზე აღზრდილი.,აქედნა გამომდინარე დედოფალი ეჭვობდა რომ ელისაბედი კავშირში იყო უაიტის აჯანყებასთან.

 

იმავე დროს ტაუერში ელისაბედი შეხვდა მის ბავშვობის მეგობარს რობერტ დალის,არსებობს ვერსია რომ ახალგაზრდა წყვილი ერთად სეირნობით ატარებდა დროს ტაუერის ეზოში და ეს ურთიერთობა გამოდგა შემდგომში მათი სიყვარულის დასაწყისი.

 

ინგლისში იზრდებოდა უკმაყოფილება დედოფლის პოლიტიკისადმი,რაც გახდა ნათელი მას შემდეგ რაც 1554 წელს ლონდონში ჩავიდა ფილიპ ესპანელი-მარისა მომავალი მეუღლე.ქორწილამდე მარიამ ტაუერიდან გაანთავისუფლა თავისი და ელისაბედი.გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ტომას უაიტმა სიკვდილის წინ დაიფიცა რომ «ელისაბედს წარმოდგენა არ ჰქონდა აჯანყებაზე».

 

თავის მხრივ პრინცესა არ დაუტოვებიათ სამეფო კარზე-ის გადაასახლეს ვუდსტოკში (ოქფორდშირის საგრაფოში) ამასთან ერთად ის ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ რადგან მარიასა და ფილიპეს ქორწილი აღმოჩნდა უშვილო. ელისაბედი კვლავ დააბრუნეს თავის ჰეტფილდ ჰაუსის რეზიდენციაში. პრინცესას მოკრძალებული სასახლე იზიდავდა უამრავ ახალგაზრდა არისტოკრატს,ამასთან ერთად ელისაბედი ძალიან მოსწონდა ფილიპსაც რომელსაც თავის ცოლზე მეტად სცემდა პატივს. მერი იყო უკიდურესად არაჯანმრთელ მდგომარებაში...

 

1558 წლის ნოემბრის დასაწყისში დედოფალმა მარიამ იგრძნო რომ მისი დღეები დათვლილი იყო.საბჭომ გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად დაესახელებინა მერის და თუმცა დედოფალი ამის სერიოზული წინააღმდეგი აღმოჩნდა: მან იცოდა რომ ელისაბედი ინგლისში დააბრუნებდა მერისთვის საძულველ პროტესტანტიზმს.მხოლოდ ფილიპის სერიოზული ზეწოლის შემდეგ მერი დაეთანხმა საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

დედოფალი გარდაიცვალა 1558 წლის 17 ნოემბერს,ისტორიაში დარჩა როგორც სისხლიანი მერის სახელით.

 

 ახალგაზრდა დედოფლის პირველი პოლიტიკური სვლები

უკვე 3 დღის შემდეგ მარიას სიკვდილიდან შეიკრიბა პირველი დედოფლის საბჭო.ელისაბედმა სახელმწიფო მდივნად დანიშნა უილიამ სესილი,ტომას პერი კი გახდა სამეფო კარის ფინანსისტი.

 

1558 წლის 28 ნოემბერს ლონდონში ჩატარდა ტრიუმფალური პროცესია,ახალგაზრდა ბრბოს აღფრთოვანებით შეხვდა ბრბო.

 

ტახტზე ასვლის მომენტში ელისაბედი იყო 25 წლის.მეთექვსმეტე საუკუნის მდგომარეობის გათვალისწინებით ეს იყო საკმაოდ სოლიდური ასაკი რადგანაც იმ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 50 წელი.ყევლა თანხმდებოდა იმაში რომ დედოფალი ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

 

ელისაბედმა დედოფლად კურთხევისთვის აირჩია 1559 წლის 16 იანვარი,ესეიგი მას სურდა ინგლისისთვის შობის შემდეგ ეჩუქებინა კიდევ რამოდენიმე სადღესასწაულო დღე.

 

1559 წლის 25 იანვარს გაიხსნა ელისაბედის პირველი პარლამენტი,დედოფლად გახდომის შემდეგ მთელი სახელმწიფოს სიმძიმე მან საკუთარ თავზე იგრძნო-ქვეყანა (როგორც მთელი ევროპა) დაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად,კათოლიკებად და პროტესტანტებად.ელისაბედმა გამოიჩინა განსაკუთრებული გონიერება როდესაც მან დევნა არ დაუწყო მარიას მომხრეებს. თანასწორობის აქტში

 დედოფალმა გამოხატა მტკიცე პოზიცია რეფორმაციის კურსის გატარების შესახებ,რომელიც დაიწყეს მისმა წინამორბედებმა ჰენრი VIII-მ და ედუარდVI-მ,მაგრამ კათოლიკებისთვის არ აკრძალა მესის ჩატარება.ამ აქტით დედოფალმა თავიდან აიცილა შესაძლო სამოქალაქო ომი.

 

უკვე 10 თებერვალს პარლამენტმა მიმართა დედოფალს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრით უზრუნველყოფის შესახებ:მას უფლება მიეცა თავად აერჩია მომავალი მეუღლე.

პრეტენდენტთა სია გახსნა ფილიპ II-მ,შემდეგ მოდიოდნენ ერცჰერცოგი ფრედერიკი და კარლ ჰაბსბურგი,შვედეთის კრონპრინცი ერიკი,დროტა დრო ამ სიას დაემატა ჰერცოგი ანჟუისკი და რუსეთის ცარი იოანე გროზნი ასევე დედოფლის გულზე პრეტენზიას აცხადებდა რობერტ დალი.

 

მისი მეუღლის ემი რობერტის სიკვდილის შემდეგ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რობერტს შეუმცირდა შანსები დაახლოებოდა დედოფალს:ძალაუფლებას და ერის მდგომარეობას ელისაბედი აყენებდა პირად სიამოვნებებზე მაღლა.ემის სიკვდილის შემდეგ ელისაბედი იძულებული გახდა გამოეძიებინა ეს საქმე.დალის უდანაშაულობა დამტკიცებული იყო თუმცა ხალხში დადიოდა აზრი ემის თვითმკვლელობის შესახებ.

 

პარლამენტი აგრძელებდა ზეწოლას დედოფალზე რათა მას ამოერჩია ქმარი.თუმცა ელისაბედი სულაც არ აპირებდა ძალაუფლების გაყოფას მამაკაცთან,მაგრამ 1559 წელს მას არ შეეძლო მტკიცე უარი ეთქვა პარლამენტისთვის


და მხოლოდ ორაზროვანი პასუხით შემოიფარგლა

 

 

 ომის წარმოების პირველი გამოცდილება

 

შოტლადიის მეფე ჯეიმს V და მარია დე გიზი1559 წლის მაისში მეზობელ შოტლანიაში იფეთქა აჯანყებამ -ფრანგი რეგენტის მარია დე გიზის წინააღმდეგ (დედა მარია სტიუარტისა) შოტლანდიელი პროტესტანტების მხარდაჭერას ურჩევდა ელისაბედს სესილი,მაგრამ მან უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე,რადგან მის მიერ სამხედრო ჩარევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა შეიარაღებული კონფლიქტი საფრანგეთთან.უკვე მმართველობის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა დედოფლის მიერ შემუშავებული ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა.

 

როგორც შედეგებმა გვაჩვენა ელისაბედი მოიქცა სწორად-შოტლანდიის საზღვრის გავლით მან გაგზავნა დიდძალი ინგლისური ოქრო და არა არმია პროტესტანტების დასახმარებლად რასაც არანაირი დაპირისპირება არ მოჰყოლია ინგლისსა და საფრანგეთს შორის რადგან ოქრო გადატანილ იქნა ფარულად.

 

1560 წელს ფარულმა საბჭომ ელისაბედი აიძულა დაეწყო ინტერვენცია...შოტლანდიელმა პროტესტანტებმა ინგლისური არმიის მხარდაჭერით გაანადგურეს მარია დე გიზის მომხრეები და 1560 წლის 6 ივლისს ედინბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას რომელმაც გააფორმა გამარჯვება.

 

ამ დროისთვის მარია დე გიზიც გარდაიცვალა და ძალაუფლება რეგენტული წესით გადავიდა შოტლანდიელ ლორდ-პროტესტანტთა საბჭოს ხელში.მარია სტიუარტს (იმ მომენტისთვის მეუღლე ფილიპII ისა) მოსთხოვეს უარი ეთქვა სამუდამოდ მის გერბში ინგლისის გერბის ატრიბუტიკის გამოყენებაზე და საერთოდ უარი უნდა ეთქვა ინგლისის გერბის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმაზე.თავის მხრივ მარიამ არ გაუკეთა რატიფიცირება ედინბურგის შეთანხმებას და ამ მომენტიდან იწყება მრავალწლიანი მტრობა ორ ყველაზე გამოჩენილ დედოფალს შორის იმ დროისთვის.

 

მარისა სტიუარტს არ ჰქონდა არანაირი სანსი გამხდარიყო საფრანგეთის დედოფალი,1560 წლის 5 დეკენბერს მისი ახალგაზრდა მეუღლე გარდაიცვალა და 1561 წელს ის დაბრუნდა ედინგბურგში,რათა მიეღო შოტლანდიის გვირგვინი.

 

 

 რატომ აცხადებდა პრეტენზიას მარია სტიუარტი ინგლისის ტახტზე?

 

მარია სტიუარტიელისაბედს და მარიას ძალიან ხშირად უპირისპირებდნენ ერთმანეთს:ფრიდრიხ შილერის ზედაპირულით ხედვით მარია იყო უდანაშაულო მსხვერპლი ხოლო ელისაბედი-სისხლიანი დესპოტი.რეალობა კი არც ისეთი ცალმრხრივი იყო. ელისაბედი იყო ინგლისის ლეგიტიმური დედოფალი,თავის მხრივ მარია სტიუარტი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და ცხოვრების უკანასკნელ სჯეროდა ამის.რატომ?

 

მარია სტიუარტი იყო ჰენრი VIII-ის ძმის შვილი-შვილი და ამის საფუძველზე თვლიდა ის ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ თავს ელისაბედის საპირისპიროდ,რომელიც იყო ჰენრის და ანა ბოლეინის ქალიშვილი. გარემოცვა ამაყ შოტლანდიელ პრინცესას რომ მას უფრო მეტი უფლება ქონდა პრეტენზიის გამოთქმის ინგლისის ტახტზე ვიდრე ბასტარდ

 ელისაბედს.თავის მხრივ ჰენრი VIII-ის ანდერძის მიხედვით მარია სტიუარდი არ იყო შეასაძლო ტახტის მემკვიდრედ დასახელებული სხვა მხრივ უამრავი კათოლიკი ინგლისში მარიას

საქმეების გათვალისწინებით მას თვლიდნენ თუ კანონიერს არა უფრო სასურველ დედოფალს მაინც-ერეტიკოს ელისაბედთან შედარებით.

 

 

 ზღვათა მპყრობელი

 

ფრენსის დრეიკი

ვირჯინიის დროშამეფე ჰენრი VII ძირითადად შექმნა ინგლისის სამეფო ფლოტი,ჰენრი VIII ხელს უწყობდა საზღვაო ვაჭრობის განვითარებას,მარია ტიუდორმა გააგზავნა ექსპედიცია ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიმავალი სამხრეთ-დასავლეთ გზების ღმოსაჩენად.თუმცა არ შეიძლება იმის თქმაც რომ ელისაბედის წინამორბედებმა აქციეს ინგლისი საზღვაო ძლევამოსილ სახელმწიფოდ.

 

ზუსტად ელისაბედის დროს დაიწყეს ძმებმა უილიამ და ჯონ ჰოუკინსებმა სავაჭრო-მეკობრული რეიდები.1560 წლის ბოლოს კი გაბრწყინდა ფრენსის დრეიკის ვარსკვლავიც.

 

სწორედ მაშინ გამოიკვეთა მომავალი კონფლიქტები ესპანეთთან:ინგლისელი მეზღვაურები რეგულარულად ძარცვავდნენ ესპანურ გემებს და თარეშობდნენ ესპანურ კოლონიეების სანაპიროებზე. 1570 იან წლებში გაჩაღდა ესპანეთსა და ინგლისს შორის უცნაური არც ერთი მხრიდან გამოუცხადებელი საზღვაო ომი,ოფიციალური მადრიდი და ლონდონი საჭიროდ თვლიდნენ თვალები დაეხუჭათ ზემოთ ნახსენებ გამოუცხადებელ ომზე და მხოლოდ ფორმალურ პროტესტს სჯერდებოდნენ.

 

ასე თუ ისე უკვე ფაქტი იყო რომ ინგლისმა ჩამოართვა ესპანეთს მთავარი საზღვაო სახელმწიფოს «ტიტული»,რაზეც მეტველებს არა მარტო მეკობრეთა თარეში არამედ დრეიკის მოგზაურობა ამერიკის მატერიკის გარშემო და 1587 წელს პირველი ინგლისური დასახლების დაარსება ჩრდ.ამერიკაში რასაც 1587 წლის 18 აგვისტოს მოჰყვა პირველი ინგლისური კოლონიის დაარსება სახელად ვირჯინია.

 

ელისაბედი პირადად აფინანსებდა ყველა ამ ღონისძიებას.ისტორიულ ლიტერატურაში ხშირად ელისაბედს ადანაშაულებენ მეკობრეთა დახმარებაში,თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იმ პერიოდში მსგავსი ქმედება რორმალური იყო და არა გამონაკლისი.პოლიტიკაში ბატონობდა პრინციპი «ვინ ძლიერია ის მართალია».

 

 

 ხელოვნების კულტი

ელისაბედის მმართველობის დროს გაიფურჩქნა დარამატული ხელოვნება,რასაც თავად დედოფალი უწყობდა ხელს,რომელიც თავადვე მეურვეობდა თეატრს.დედოფაი თავადაც ღებულობდა მონაწილეობას სამოყვარულო სპექტაკლებში. ელისაბედ I პატრონაჟით შეიქნმნა სამეფო დასი.

 

 ცხოვრების უკანასკნელი დღეები და სიკვდილი

ელისაბედის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში,მისი უახლოესი მეგობრების სიკვდილმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა რამაც დააჩქარა დედოფლის გარდაცვალება.1603 წლისთებერვალში ის ჩავარდა ღრმა დეპრესიაში,მელანჰოლიაში.1603 წლის 24 მარტს ის გარდაიცვალა რიჩმონდის სასახლეში და დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში.

ფაბიუსი კვინტუს.

 

 

კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი (რულუსი)  მარკუსის ძე, ხუთგზის კონსული და სამნიტური ომების გმირი.

 

 

 მხედართა მეთაური

კვინტუს ფაბიუსის დაბადების თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის რომ იგი პატრიციუს მარკუს ფაბიუსის ოჯახში დაიბადა. ძვ. წ. 325 წელს, როდესაც იგი ახალგაზრდა ჭაბუკი იყო, იგი დაინიშნა, სამნიტებთან ომისთვის არჩეული დიქტატორის ლუციუს პაპირიუს კურსორის მხედართა მეთაურად.

 

ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.

 

რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს შეატყობინეს ამის შესახებ და მან შეკრიბა მეომრები და სთხოვა მათ დაცვა. მეომრებმა სრული მხარდაჭერა აღუქვეს.

 

დიქტატორმა ჩამოსვლის თანავე შეკრიბა მეომრები და ფაბიუსი დაადანაშაულა სამხედრო დისციპლინის დარღვევაში და დიქტატორის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში. მან უკვე უბრძანა ლიქტორებს ფაბიუსის შეპყრობა, როდესაც მისი ერთგული მეომრები რომში გაქცევაში დაეხმარნენ.რომში მამის რჩევით კვინტუსი სენატში მივიდა და იჩივლა დიქტატორის სისასტიკეზე. მას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული სიტყვა, როდესაც ლიქტორებმა დიქტატორის მოვლა გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ სენატი კვინტუსის სასარგებლოდ იყო განწყობილი, პაპირიუსი მაინც მოითხოვდა მის დასჯას. მაშინ მარკუს ფაბიუსმა მოითხოვა საქმის განსახილველად სახალხო კრებისთვის გადაცემა.

 

სახალხო კრებაზე კი იგი სიტყვით გამოვიდა, თქვა რომ არადროს არ ყოფილა რომ თუნდაც დამარცხებული მხედართმთავარი დაესაჯათ და გამარჯვებულს კი ჯილდოს მაგივრად სასიკვდილოთ იმეტებს განრისხებული დიქტატორი. სენატიც, ხალხის და მეომრებიც მის მხარეს იყვნენ. საბოლოოს კვინტუს ფაბიუსი მხოლოდ ხალხის ერთსულოვანმა ვედრებამ იხსნა და დიქტატორმა უარი თქვა მის დასჯაზე.

 

დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში, ფაბიუსს კი ქალაქში დარჩენა უბრძანა, მას არ შეეძლო ფაბიუსის დათხოვნა, ვინაიდან დიქტატორი და მხედართა მეთაური ერთად უნდა გადამდგარიყვნენ, ამიტომ აუკრძალა მას თანამდებობის გამოყენება.

 

 

 პირველი კონსულობა

ძვ. წ. 322 წელს კვინტუს ფაბიუსი კონსულად იყო არჩეული. მიუხედავად ამისა მას არ მიუღია სამნიტებთან ომში აქტიური მონასწილებობა, ვინაიდან ომისთვის დიქტატორი ავლუს კორნელიუს არვინუსი იყო დანიშნული. მეტი ცნობები კვინტუს ფაბიუსზე ამ პერიოდში არ მოგვეპოვება.

 

 

 პირველი დიქტატურა

ფაბიუსის ცხოვრების შესახებ ძვ. წ. 315 წლამდე ცნობები არ მოგვეპოვება. ამ წელს კი იდი დიქტატორად დანიშნეს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. წინამორბედისგან ჯარების გადასაბარებლად იგი დამატებითი ჯარით სატიკულუმისკენ წავიდა. ამასობაში სამნიტებმა ძალები მოიკრიფეს, პლისტიკუმის ალყას შეეშვნენ და ისევ რომაელებთან საბრძოლველად გამოემართნენ.

 

პირველი ბრძოლა სპონტანურად გაიმართა. რომაელებს მხედართა მეთაური კვინტუს ავლიუს ცერეტანუსი ხელმძღვანელობდა. ისიც და სამნიტთა მხედართმთავარიც დაიღუპნენ ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვება მაინც რომაელებს ხვდათ წილად. ამ დამარცხების შემდეგ სამნიტებმა ისევ მიატოვეს სატიკულუმი და ისევ პლასტიკუმისკენ გაემართნენ. რამდენიმე დღეში სატიკულუმი რომაელებს ჩაბარდა, ხოლო პლისტიკუმი სამნიტებს.

 

სატიკულუმის დაცემის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა რომაული დასახლება სორასკენ გადაინაცვვლა. აქ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაჟლიტა რომის მოქალაქეები და ეს დასახლება სამნიტების მხარეს გადავიდა. რომაული ჯარი, დიქტატორის მეთაურობით, სწრაფი მარშით გაემართა სორასკენ, მათ კი ფეხდაფეხ სამნიტური ჯარი მოსდევდა. რომაელები მტრის დასახვედრად გაემართნენ და ლავტულუმთან მოხდა ბრძოლა. დღე ისე დასრულდა რომ გამარჯვებული მხარე არ იყო გამოკვეთილი. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით მხედართა მეთაური კვინტუს ავლიუსი სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა.

 

 

ავლუსის ნაცვლად დანიშნული გაიუს ფაბიუსი რომიდან გამოემართა ახალი ჯარებით, მან შიკრიკების მეშვეობით კარგად იცოდა დიქტატორის გეგმები, რასაც შეუთანხმა საკუთარი მოქმედების გეგმა. იგი თავისი ჯარებით მიიმალა კარგად დაცულ ადგილას. ამასობაში კი დიქტატორი რამდენიმე დღის მანძილზე ჯარებს ბანკში აკავებდა.

 

რამდენიმე დღეში დიქტატორმა გასცა ბრძოლის ბრძანება. მან დაუმალა მეომრებს რომ დასახმარებლად მხედართა მეთაურია ახალი ჯარით მოსული, რათა მხოლოდ საკუთარი თავის იმედათ ყოფნა უფრო შეაგულიანებდა ჯარისკაცებს. იგი გამოვიდა ჯარისკაცების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, უკან დასახევი გზა არ აქვთ და რომ არავის არ ჰქონდეს ბანაკში დაბრუნების იმედი, იგი ბრძანებს მის დაწვას. გამარჯვების შემთხვევაში კი მეომრები მდიდარი ნადავლის სახით მიიღებდნენ კომპენსაციას.

 

სიტუაციის უიმედობამ და ცეცხლმოდებული ბანაკის ხილვამ, (თუმცა დიქტატორმა მხოლოდ იმ ნაწილის დაწვა ბრძანა რომელიც ბრძოლის ველიდან ჩანდა), უფრო გაასასტიკა მეომრები და შეჰმატა მათ ბრძოლის ჟინი. რომაელები შეერკინნენ მტერს. ცეცხლწაკიდებული ბანაკი გაიუს ფაბიუსისთვის იმის ნიშანი იყო, რომ მას და მის მეომრებს ზურგიდან უნდა შეეტიათ სამნიტებისთვის. ორივე მხრიდან ალყაშემორტყმულმა სამნიტებმა დაიწყეს ბრძოლის ველიდან გაქცევა, ხოლო ვინც ვერ მოასწრო რომაელებმა ადგილზე გაჟლიტეს.

 

მტრის ბანაკი აიღეს და გაძარცვეს, შემდეგ დიქტატორმა მეომრები უკან საკუთარ ბანაკში წაიყვანა და რომაელებს გამარჯვებაზე მეტად ის უხაროდათ, რომ მათი ბანაკი პატარა მონაკვეთის გარდა ხელუხლებელი აღმოჩნდა.

 

 

 მეორე კონსულობა

მეორედ კვინტუს ფაბიუსი კონსულად ძვ. წ. 310 წელს აირჩიეს გაიუს მარციუს რუტილუსთან ერთად. ფაბიუსმა თავის თავზე სიტრიუმთან ომი აიღო. ეტრუსკები სუტრიუმის ალყით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც ფაბიუსი დამატებითი ჯარებით მიისწრაფოდა სიტრიუმელების დასახმარებლად.

 

 

რომაელებს გზა ეტრუსკთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოუჭრა და იქვე ბრძოლაც გაიმართა. რომაელებმა მალე მოიპოვეს გამარჯვება, უკან დახეულ ეტრუსკებს კი გზა რომაელმა მხედრებმა მოუჭრეს, მაშინ ეტრუსკები ბანაკის ნაცვლად ტყეებში გაიქცნენ. ერტუსკთა ბანაკი კი რომაელებმა აიღეს.

 

შემდეგ კვინტუს ფაბიუსს უნდა გაეარა უღრანი ციმინიუმის ტყე. კავდიუმის მშვიდობა ჯერ არ იყო დავიწყებული, ასე რომ ეს დიდი რისკი იყო. კვინტუსმა დასაზვერად თავისი ძმა მარკუს ფაბიუსი გააგზავნა, რომელმაც მოუტანა ამბავი რომ, კამერინელი უმბრები მათ მხარეზე არიან. კვინტუს ფაბიუსი თავისი ლეგიონებით უმალვე დაიძრა ტყისკენ. როდესაც რომაელები ციმინიუმის ქედზე ავიდნენ, მათ ეტრუსკი პოვსტანცები შეხვდნენ. რომაელებმა ისინი უპრობლემოდ დაამარცხეს და გაძარცვეს.

 

ამ დროს რომაულ ბანაკში მოვიდნენ სენატისგან შიკრიკები, რათა აეკრძალათ კონსულისთვის ციმინიუმის მთებზე გადასვლა, მაგრამ როდესაც ნახეს რომ უკვე გვიან იყო, კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკში.

 

ციმინიუმის ქედზე გადასვლამ ომი უფრო ფართომაშტაბიანი გახადა. რომაელთა წინააღმდეგ სურტიუმთან გამოვიდნენ ეტრუსკებიც და უმბრებიც. ეტრუსკები მაშინვე საბრძოლო მწყობრით დადგნენ, ხოლო რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. კონსულმა მათ მოთმინება უბრძანა, ვინაიდან საიდუმლო იარაღი გააჩნია. მეომრებმა ჩათვალეს რომ საქმე მოწინააღმდეგეთა რიგებში მოღალატეს ეხება და დამშვიდნენ. საღამოთი ეტრუსკები მიუახლოვბნენ რომაულ ბანაკს და გადაწყვიტეს ღამეც იქ დარჩენა, რათა განთიადზე თავს დასხმოდნენ და აეღოთ ბანაკი. რომაელებს კი კონსულმა საღამოთი ადრე დაწოლა ურჩია. გამთენიისას რომაელები ადგნენ და თავს დაესხნენ მათ ბანაკთან მძინარე ეტრუსკებს.

 

ამ პერიოდში მეორე კონსულის მდგომარეობა სამნიუმში არ იყო სახარბიელო, ფაბიუსის ციმნიუმზე გადასვლამაც ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია რომში, რის სედეგადაც სენატმა გადაწყვიტა დიქტატორის დანიშვნა. ცხადი იყო რომ დიქტატორად ლუციუს პაპირიუს კურსორი უნდა დაენიშნათ. სენატს ეშინოდა რომ ამით საქმე უარესად არ წამხდალიყო, ვინაიდან ფაბიუსი და კურსორი პირადი მტრები იყვნენ. ამიტომ ფაბიუსთან გაგზავნეს ელჩები, რათა დაერწმუნებინათ იგი მიეღო სენატის გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებმა აუხსნეს კვინტუსს შექმნილი სიტუაცია, მან პასუხი არ გასცა მათ და ისე დატოვა, ხოლო შემდეგ, წესისამებრ ღამით გამოაცხადა დიქტატორად კურსორი, თავისი საქციელი მან არაფრით არ ახსნა. ელჩებმა ადიდეს იგი საკუთარ თავთან ბრწყინვალე გამარჯვებისთვის და დაბრუნდნენ რომში.

 

ზოგი მძინარე ჩახოცეს, ვინც კი მოასწრო გარვიძება, ვერ შეძლეს რომაელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. იმ დღეს 60 000-მდე მტერი გაანადგურეს ან ტყვეთ აიყვანეს. ზოგი ისტორიკოსის ცნოით ეს ამბავი მოხდა პერუზიასთან. ეტრურიის მთავარი ქალაქებიდან რომში ელჩები გაემართნენ 30 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შემდეგ წელს კი დიქტატორი იყო დანიშნული.

 

კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ ადვილად დაამარცხა პერუზიაში ეტრუსკების ჯარები, რომლებმაც თვითონ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და პერუზიასაც აიღებდა, იქაურები თვითონ რომ არ ჩაბარებულიყვნენ რომაელებს. ამის შემდეგ კვინტუსი ეტრუსკ ელჩებთან ერთად რომში დაბრუნდა სადაც ტრიუმფი გადაიხადა.

 

 

 მესამე კონსულობა

მესამედ კინტუს ფაბიუსი კონსულად ძვ. წ. 308 წელს აირჩიეს პუბლის დეციუს მუსთან ერთად. ამჯერად ფაბიუსს საომრად სამნიუმი ერგო. კონსულმა აიღო ალფატერიუმის ნუცერიუმი.

 

ამ დროს კი ეტრურიაში რომაელებს უმბრებმა უღალატეს. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისგენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი გადაწყვიტეს ფაბიუსის მოხმობაც უმბრების წინააღმდეგ.

 

ფაბიუსი კი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავათ ამისა მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც მოხდა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.უმბრებთან გამარჯვების შემდეგ კვინტუს ფაბიუსი სამნიუმში დაბრუნდა. მისი კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სამნიუმში პროკონსულად დატოვეს.

 

ძვ. წ. 306 წელს კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და მათი მოკავშირეები ალიფიუმთან. ბრძოლის მეორე დღეს კი სამნიტური ჯარის ნარჩენები რომაელებს ჩაბარდა ტყვეთ.

 

 

ძვ. წ. 304 წელს კვინტუს ფაბიუსი ცენზორად იყო არჩეული.

 

 

 მეოთხე კონსულობა

მეოთხედ კონსულად კვინტუს ფაბიუსი ძვ. წ. 297 წელს აირჩიეს ისევ პუბლიუს დეციუს მუსთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ მას არ სურდა კონსულობა და იმიზეზებდა თავის ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ამ დროს იგი 50 წლამდე უნდა ყოფილიყო. მან თვითონ მოითხოვა რომ მისი კოლეგა პუბლიუს დეციუს მუსი ყოფილიყო. ამ დროს უკვე მესამე სამნიტური ომი იყო დაწყებული, პარალელურად ეტრუსკებთან ომიც მიმდინარეობდა. ეტრუსკებმა ამ წელს ზავი მოითხოვეს, ამიტომ ორივე კონსულმა სამნიუმის წინააღმდეგ გაილაშქრა. სამნიტების დასაბნევად ფაბიუსმა და დეციუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.

 

მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.

 

ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.

 

ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად სამნიუმთან ომისთვის.

 

პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო. ამის შემდეგ იგი პროკონსულად დანიშნეს ლუკანიუ

 მეხუთე კონსულობა

ძვ. წ. 295 წელს არავის არ გაკვირვებია არჩევნებზე ისევ ფაბიუსის გამარჯვება. მასთან ერთად ლუციუს ვოლუმნიუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ფაბიუსმა კოლეგად ისევ პუბლიუს დეციუსი მოითხოვა.

 

მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ სორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.

 

 

როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.

 

ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.

 

თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.

 

დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინაამდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ

ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქეთ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოთ იდგნენ და იქვე დაიღუპა.

 

რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.

 

 

მარჯვენა ფრთაზე კი ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო. ბოლოს კი როდესაც იგრძნო რომ მტრები დაიღალნენ დაიწყო შეტევა, ხოლო მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის გვერდიდან შეეტიათ. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და ისე დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.

 

ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსმა სასტიკად ჩაახშო პერუზიელთა აჯანყება. ფაბიუსმა დეციუსის ლეგიონები ეტრურიაში დატოვა, თვითონ კი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, სადაც ხალხი ადიდებდა მას როგორც დიდ მხედართმთავარს და მისი კოლეგის დიდებულ სიკვდილს.

 

ძვ. წ. 292 წელს კონსულად ფაბიუსის ვაჟი ფაბიუს გურგესი აირჩიეს. მას მოუწია სამნიტების წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ მისი ლაშქრობა არ იყო წარმატებული. სენატს მისი გამოწვევა უნდოდა, მაგრამ კვინტუს ფაბიუსი ჩაერია და მოითხოვა მისი ლეგატად გაგზავნა შვილთან. მამის რჩევებით კონსულმა შეძლო სამნიტების დამარცხება და რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

ფაბრიციუსი გაიუს.

 

 

გაიუს ფაბრიციუს ლუსცინუსი  "ცალთვალა" რომის კონსული და მხედართმთავარი.

გაიუსი პირველი გამოჩენილი ადამიანი იყო თავისი გვარიდან. იგი განთქმული იყო თავისი უკიდურესი პატიოსნებით. მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის, მიუხედავად ამისა იგი ძალიან ღარიბი იყო.

 

ძვ. წ. 284 წელს იგი ელჩად იყო ტარენტიუმში, მაგნა გრეკასთან კონფლიქტის მოსაგვარებლად. ძვ. წ. 282 იგი პირველად აირჩიეს კონსულად გაიუს ემილიუსი პაპირიუსთან ერთად.

 

ჰერაკლიუმის ბრძოლაში რომაელების პიროსთან დამარცხების შემდეგ იგი გაგზავნილი იყო პიროსთან ტყვეების შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად. პიროსმა სცადა ჯერ ფულით ეცდუნებინა ფაბრიციუსი, მან შესთავაზა გაიუსს დიდძალი ოქრო მეგობრობის ნიშნად, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მეორე დღეს მან გადაწყვიტა რომაელის გაკვირვება სპილოთი, ისე რომ მოლაპარაკებებისას სპილო ფარდის უკან უნდა დაემალათ და მოულოდნელად გამოეჩინათ. როდესაც ფაბრიციუსმა უეცრად დაინახა სპილო, მან არ გამოხატა გაკვირვება. პიროსი აღფრთოვანდა ფაბრიციუსით და გაუშვა ტყვეები ოჯახების მოსანახულებლად და სატურნალიების აღსანიშნავად. შემდეგ კი სენატმა თვითონ მოსთხოვა ტყვეებს პიროსთან დაბრუნება.

 

ძვ. წ. 278 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა ფაბრიციუსი, რომელიც კონსულად იქნა არჩეული. მას ბანაკში მისწერა პიროსის ექიმმა წერილი, რომელშიც სთავაზობდა დიდი ანაზღაურების საფასურად პიროსის მოწამვლას. ფაბრიციუსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი პატიოსნება, მან პიროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გააფრთხილა ექიმის ვერაგობის შესახებ, თან კი ექიმის წერილი დაურთო, თავისი საქციელი კი მან გაამართლა პატიოსან ბრძოლაში ვერაგობის გარეშე გამარჯვების სურვილით.

 

პიროსმა დასაჯა ექიმი, რომაელებს კი მადლობის ნიშნად ტყვეები დაუბრუნა და კიდევ სცადა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ რომაელებმა ისევ იგივე პასუხი გასცეს, რომ სანამ პიროსი იტალიას არ დატოვებს, ისინი მშვიდობაზე არ დათანხვდებიან. ტყვეები კი უკან გააგზავნეს.

 

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გაიუს ფაბრიციუსი პუბლიუს დეციუს მუსთან ერთად მონაწილეობდა ასკულუმთან ბრძოლაში, რომლის შემდეგაც პიროსი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა იტალია.

 

პიროსის გარდა ამ წელს იგი წარმატებით ებრძოდა სამნიტებს, და დაამარცხა ტარენტიუმის ჯარი.

 

ძვ. წ. 275 წელს იგი ცენზორი გახდა.

 

ფედორ ფონ ბოკიფედორ ფონ ბოკი (დ. 3 დეკემბერი 1880, კიუსტრინი, გერმანიის იმპერია


 გ. 4 მაისი 1945,

ოლდენბურგ-ინ-ჰოლშტაინი, გროსდოიჩეს რაიხი) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი და მეორე მსოფლიო ომის დროს არმიათა და არმიათა ჯგუფის მთავარსარდალი.

 

 

 ბიოგრაფია

 

 წარმომავლობა

ფედორ ფონ ბოკი დაიბადა პრუსიელი გენერალ-მაიორის მორიც ფონ ბოკისა და მისი მეუღლის ოლგა ფონ ფალკენჰაინის ოჯახში. დედამისი ცნობილი გერმანელი სამხედრო მოღვაწის, იმპერიის გენშტაბის შეფის ერიხ ფონ ფალკენჰაინის ნათესავი იყო.

 

 პირველი ნაბიჯები

1898 წელს კადეთთა სკოლის დამთავრების შემდეგ ფედორ ფონ ბოკმა ლეიტენანტის ჩინით სამხედრო სამსახური დაიწყო ინფანტერისთა მე-5 გვარდიულ პოლკში. 1905 წელს იგი ბატალიონის მეთაურის ადიუტანტი და 1907 წელს კი პოლკის მეთაურის ადიუტანტი გახდა. 1910-1912 წლებში ფონ ბოკი კვალიფიკაციას გადიოდა გენერალ შტაბში. 1912 წელს იგი დიდ გენერალურ შტაბში იქნა გადაყვანილი სამუშაოდ.

 

 

 პირველ მსოფლიო ომში

პირველ მსოფლიო ომში ფედორ ფონ ბოკი გენერალურ შტაბში ოფიცრის თანამდებობაზე მსახურობდა და შემდგომში გადაიყვანეს ბატალიონის მეთაურად. 1916 წელს მას მაიორის წოდება მიენიჭა, ხოლო 1918 წლის აპრილში ბრძოლაში გამოჩენილი მამაცაობისათვის დაჯილდოებულ იქნა გერმანიის იმპერიის უმაღლესი სამხედო ორდენით "პურ ლე მერიტი".

 

 

 

 

 

 მსოფლიო ომებს შორისი ხანა

1919 წელს ფედორ ფონ ბოკმა სამხედრო სამსახური განაგრძო ახალდაარსებულ რაიხსვერში. 1929 წლის თებერვალში მას გენერალ-მაიორის, ხოლო 1931 წლის თებერვალში გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

 

1931 წელს ფონ ბოკი დაინიშნა II სამხედრო ოლქის მთავარსარდლად ქალაქ შტეტინში. 1936 წელს მან იქორწინა ვილჰელმინე ფონ დერ ოსტენზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა. 1938 წლის 1 მარტს ფედორ ფონ ბოკს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ზუდეტების ოკუპაციაში. 1938 წლის 12 მარტს ავსტრიის ანშლუსის დროს იგი მე-8 არმიის მთავარსარდალი იყო და პირველი შეიჭრა ავსტრიაში. იმავე წლის 1 ნოემბერს ფედორ ფონ ბოკი არმიათა ჯგუფ 1

-ის მთავარსარდლად დაინიშნა ბერლინში, ხოლო 1939 წლის 26 აგვისტოს გადაყვანილ იქნა არმიათა ჯგუფი ჩრდილოეთი-ის მთავარსარდლის პოსტზე.

 

 მეორე მსოფლიო ომი

1939 წლის 1 სექტემბრიდან ფედორ ფონ ბოკი პოლონეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. იგი სარდლობდა პომერანიიდან და აღმ. პრუსიიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრილ არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთს და იმავე წლის 30 სექტემბერს დაჯილდოებულ იქნა რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის ორდენით. 1939 წლის 3 ოქტომბერს იგი გადაყვანილ იქნა არმიათა ჯგუფ ბ-ეს მთავარსადლის თანამდებობაზე.

 

დასავლეთ ფრონტზე იგი ხელმძღვანელობდა არმიათა ჯგუფ ბ-ეს ოპერაციებს და მონაწილეობა მიიღო ნეიტრალურ ქვეყნებზე - ბელგიასა და ნიდერლანდებზე თავდასხმაში. პარიზის აღების შემდეგ ფედორ ფონ ბოკმა 1940 წლის 14 ივნისს ტრიმფალურ თაღის ქვეშ «ვერმახტის» არმიათა პარადი ჩაიბარა და 19 ივლისს გენერალ-ფელდმარშლის კვერთხი მიიღო.

 

1941 წელს სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ ბოკი არმიათა ჯგუფი ცენტრი

 ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოთა მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული განადგურების მკაცრი მოკრიტიკე იყო არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ არ ილაშქრებდა. მისმა დისშვილმა ჰენინგ ფონ ტრესკომ ვერ შეძლო ბიძის «ვიდერშტანდის» შემადგენლობაში ჩათრევა. ფედორ ფონ ბოკი მხოლოდ პროტესტის გამოხატვას სჯერდებოდა, რაზეც მეტყველებს ერთი ცნობილი ფაქტიც. ერთ-ერთი ასეთი პროტესტის დროს მან თავის შტაბს განუცხადა:

ბატონებო, მე ვადასტურებ: ფელდმარშალმა ფონ ბოკმა პროტესტი გამოხატა!

 

მას შემდეგ რაც ფონ ბოკმა მისი ჯარების გადაღლილობის გამო აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევა შეწყვიტა და ტაქტიკური მიზეზების გამო უკან დაიხია თანამდებობიდან იქნა გადაყენებული. 1942 წლის 18 იანვარს ვალტერ ფონ რაიხენაუს გარდაცვალების შემდეგ იგი არმიათა ჯგუფ სამხრეთის მთავარსარდლად დაინიშნა, მაგრამ მალე ოპერაცია ბრაუნშვაიგის ჩავარდნის გამო განტევების ვაცად შერაცხეს და ჰიტლერმა ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისფლა. ფედორ ფონ ბოკი პენსიაში გაუშვეს.

 

 

შემდგომ წლებში ფედორ ფონ ბოკი კარჩაკეტილად ცხოვრობდა ბავარიაში. ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ მან თავისი სამსახური შესთავაზა კარლ დიონიცს. 1945 წლის 3 მაისს ლენსანის მახლობლად იგი ბრიტანული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მომდევნო დღეს ოლდენბურგ-ინ-ჰოლშტაინის სამხედრო საზღვაო ლაზარეთში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 ჯილდოები

რკინის ჯვარი - II და I კლასი

პურ ლე მერიტი

რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი.

ფონ ფრიჩი ვერნერ.

 

 

ვერნერ ბარონი ფონ ფრიჩიბარონი ვერნერ ფონ ფრიჩი  დ. 4 აგვისტო, 1880, ბენრათი, გერმანია – გ. 22 სექტემბერი, 1939, ვარშავა, პოლონეთი) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანიის საიმპერატორო კარის, რაიხსვერის და ვერმახტის ოფიცერი, გენერალ-პოლკოვნიკი.

 

 

 ბიოგრაფია

1880


 4 აგვისტო: გენერალ-ლეიტენანტ გეორგ ბარონ ფონ ფრიჩს და მის მეუღლეს ადელჰაიდს შეეძინათ ვაჟი ვერნერი.

1898


 ბარონი ფონ ფრიჩი შევიდა პრუსიულ საარტილერიო პოლკში.

1900


 მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1907-1910


 სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.

1913


 გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში.

1914-1918


 პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადახსვა თანამდებობებზე გენერალურ შტაბის ოფიცრად.

1919


 ომის დამტავრების შემდეგ შევიდა ახლად დაარსებულ რაიხსვერში და მსახურობდა რაიხსვერის მთავარსარდალ ჰანს ფონ ზეექტთან. მონაწილეობას იღებს არმიის ახლად ჩამოყალიბების საქმეში.

1922


 მიენიჭა ობერლეიტენანტის წოდება და გადაყვანილ იქნა ულმში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

1927


 ვერნერ ფონ ფრიჩი დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

1932


 დაინიშნაIII სამხედრო ოლქის

 (ბერლინი) მთავარსარდლად.

1934


 მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება და პაულ ფონ ჰინდენბურგმა იგი სახმელეთო ჯარების უფროსად დანიშნა. ფრიჩი ხელმძღვანელობდა არმიის შეიარაღების და მოდერნიზების საქმიანობას.

1936


 მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1937


 5 ნოემბერი: ადოლფ ჰიტლერის მიერ შემოთავაზებულ სამხედრო გეგმას ბარონი ფონ ფრიჩი და ვერმახტის გენერლები კრიტიკით შეხვდნენ. ეს იყო პროფესიონალური კრიტიკა.

1938


 იანვარი: ვერნერ ფონ ბლომბერგის კომპლოტის დროს ჰიტლერმა ფრიჩის ჩამოცილების და არმიის მთავარსარდლის პოსტის ხელში ჩაგდების საშუალება დაინახა. გიორინგისა და ჰაიდრიხის შეთითხნილი საბუთებით ვერნერ ბარონ ფონ ფრიჩს ბრალი დასდეს ჰომოსექსუალიზმში და ვერმახტის რიგებიდან გარიცხეს. 4 თებერვალი: ფრიჩი გადაყენებულ იქნა სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან. მარტი: სამხედრო სასამრთლომ ბარონი ფონ ფრიჩი ყველა ბრალდებიდან გაათავისუფლა და ვალთერ ფონ ბრაუხიჩის ზეწოლის შემდეგ იგი დაინიშნა საარტილერიო პოლკის მეთაურად.

1939


 მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე იგი მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში და 22 სექტემბერს ვარსავასთან ბრძოლაში დაეცა. თვითმხილველთა სიტყვებით იგი ბრძოლაში სიკვდილს ეძებდა.

ფონ ფრიდებურგი ჰანს გეორგ.

 

 

ადმირალი ფონ ფრიდებურგი (მარჯვნიდან პირველი)ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი (დ. 15 ივნისი 1895, სტრასბურგი


 გ. 23 მაისი 1945, ფლენსბურგი) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «კრიგსმარინეს» ადმირალი, წყალქვეშა ნავების ფლოტის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს და 1945 წელს ბერლინ-კარლსჰორტში გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.

 

 

 ბიოგრაფია

ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი დაიბადა 1895 წლის 15 ივნისს ქ. სტრასბურგში, რომელიც მაშინ გერმანიის იმპერიას ეკუთვნოდა. 1914 წელს იგი «კაიზერლიხე მარინეს» რიგებში შევიდა. პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის იგი 1917 წელს ლეიტენანტი გახდა და 1918 წლის ივნისში გადაყვალი იქნა წყალქვეშა ნავების ფლოტში. ომის დასასრულამდე ფრიდებურგი მსახურობდა წყალქვეშა ნავზე "შM-U 114".

 

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი «რაიხსმარინეს» რიგებში დარჩა. 1932 წელს იგი რაიხსკანცლერ კურტ ფონ შლაიხერის რეფერანტი გახდა. 1933 წელს მას "კორვეტენკაპიტნის" ჩინი მიენიჭა და გადაიყვანეს «რაიხსვერის» სამინისტროში, ხოლო 1934 წელს კი «ვერმახტის უმაღლეს მთავარსადლობაში». 1939 წლის 6 ივნისს ფრიდებურგი

დაინიშნა წყალქვეშა ნავის "U 27"-ის მეთაურად, თუმც ამ პოსტზე მას დიდხანს არ დაუყოვნებია და იმავე წლის 9 ივლისს გადაიყვანეს წყალქვეშა ნავების ფლოტის მეთაურ კარლ დიონიცთან არსებული საორგანიზაციო განყოფილების შტაბსოფიცრის თანამდებობაზე. 1939 წლის სექტემბერში იგი ამ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.

 

2 წლის შემდეგ, 1941 წლის სექტემბერში იგი წყალქვეშა ნავების ფლოტის ვიცე-ადმირალი გახდა. 1943 წლის 1 თებერვალს ფრიდებურგი ფლოტის მეთაურ ადმირალად დაინიშნა. 1945 წლის 1 მაისს ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დიონიცმა მას გენერალ-ადმირალის წოდება მიანიჭა. იმავე წლის 4 მაისს ტიმელობერგში ბრიტანელების წინაშე მან ხელი მოაწერა «ვერმახტის» ჩრდილო-დასავლეთ არმიების ნაწილობრივ კაპიტულაციას. 1945 წლის 7 მაისს იგი დელეგაციის წევრი იყო ქ. რეიმსში, როცა გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა დასავლელ მოკავშირეების წინაშე გერმანიის «ვერმახტის» უსიტყვო კაპიტულაცია მოაწერა ხელი. 1945 წლის 8-9 მაისის ღამეს ბერლინ-კარლსჰორტში მან, როგორც «კრიგსმარინეს» წარმომადგენელმა საბჭოთა მთავრსარდლობის წინაშე რატიფიცირება გაუკეთა კაპიტულაციის ხელშეკრულებას.

 

მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა მიურვიკის ზონაში მყოფი დიონიცის მთავრობის და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს, 1945 წლის 23 მაისს ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგმა სიცოცლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

1945 წლის 17 იანვარს იგიდაჯილდოვდა ორდენით - "სამხედრო დამსახურებისათვის ჯვრის" რაინდის ჯვარი ხმლებით. მისი შვილი ლუდვიგ ფონ ფრიდებურგი ცნობილი გერმანელი სოციოლოგია და 1969-1974 წლებში ჰესენის კულტურის მინისტი იყო.

 

 

 

ფერდინან ფოშიფერდინან ფოში  (დ. 2 ოქტომბერი, 1851, ტარბი, საფრანგეთი  გ. 20 მარტი, 1929, პარიზი)


 ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი პირველ მსოფლიო ომში.

 

 ბიოგრაფია

ფერდინან ფოში ერთადერთი ადამიანია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) მარშალი გახდა. გერმანია-საფრანგეთის 1870-1871 წლების ომიის დროს იგი მე-4 საზის ინფანტერიის პოლკში მსახურობდა. მომდევნო წელს მან უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა დაამთავრა და 1873 წელს არტილერიის ოფიცერი გახდა. იგი მცირე ხნის განმავლობაში ლეიტენანტად მსახურობდა 24-ე საარტილერიო პოლკში და შემდგომ სწავლა განაგრძო

უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც მან აქვე დაიცვა სადოქტორო და საპროფესორო ხარისხები სტრატეგიის განხრით და 1908 წელს ამავე სასწავლებლის კომენდანტი გახდა. გარდა წმინდა სამხედრო თეორიული სამსახურისა ფოში პრაქტიკული განხრითაც მუშაობდა. 1907 წელს იგი ბრიგადენგენერალი გახდა და 1911 წელს დივიზიის სარდლის პოსტი მიიღო. 1913 წელს ფერდინან ფოში 20-ე არმიული კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა ნანსიში.

 

პირველ მსოფლიო ომში მან, როგოც კორპუსის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ლოთარინგიაში განხორციელებულ წარუმატებელ შეტევაში. მარნთან ბრძოლაში ფოში IX არმიას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა მოკავშირეთა რამდენიმე არმიას. 1915-1916 წლებში არტუასა და მდ. სომთან გამართული რამდენიმე წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ იგი ფრანგული გენშტაბის მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობდა. 1917 წელს მან შეძლო თავის თავის რეაბილიტირება და გენერალმა პეტენმა გენშტაბის შეფის თანამდებობაც კი ჩააბარა.

 

1918 წელს გერმანელთა საგაზაფხულო შეტევის დროს ფოში მოკავშირეთათვის შეუცვლელი ადამიანი გახდა. მას მარშალის წოდება მიანიჭეს და მთელი დასავლეთის ფრონტის მთავარსარდლობა ჩააბარეს. მას პატივად ხვდა 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში გერმანიის იმპერიის უსიტყვო კაპიტულაცია მიეღო. პირველ მსოფლიო ომში გაღებული წვლილისატვის მარშალმა პილსუდსკიმ მას პოლონეთის მარშლის წოდება მიანიჭა. 1921 წელს ფერდინან ფოში სამხედრო სამსახურიდან გადადგა, თუმც საფრანგეთის მთავრობის მრჩეველის პოსტი დაიტოვა.

 

 სამხედრო თეორია და პრაქტიკა

 

ფერდინან ფოშმა მრავალი სამხედრო თეორიული ნაშრომი გამოაქვეყნა. იგი განიცდიდა კლაუზევიცის დიდ გავლენას და მის თეორიას პრაქტიკაში ახორციელებდა. იგი სამხედროთა ე.წ. კონსერვატორულ ფრთას ეკუთვნოდა. მაშინ როცა მარშალი პეტენი ცდილობდა გერმანელთა შოკური თავდასხმების წინააღმდეგ მობილური თავდაცვის გზების გამონახვას, ფოში თითოეული გოჯი მიწის დაცვას მოითხოვდა.

 

იგი ასევე ზერელედ აფასებდა ტანკებისა და ავიაციის, ოგორც გადამწყვეტი ძალის ომში გამოყენებას. მიუხედავად მისი თეორიის მცდარობისა ომი გერმანიამ ვერ მოიგო, მაგრამ ფოში ასი ათასობის უმიზნო მსხვერპლის მიზეზი გახდა.

 

 

 

 

 

 ჯილდოები

ფერდინან ფოში მრავალი სამხედრო ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წელს იგი საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა. მთელ საფრანგეთში მას მრავალი ძეგლი დაუდგეს, მისი სახელი უწოდეს ვაზის ერთ.ერთ ჯიშს და საფრანგეთის ფლოტის ავიამზიდს.

ფრანკო ფრანსისკო ბაამონდე.

 

 

 

ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური, რეგენტი და კაუდილიო

თანამდებობაზე ყოფნის დრო

1 აპრილი 1939


 20 ნოემბერი 1975

წინამორბედი მანუელ ასანია (რესპუბლიკის პრეზიდენტი)

მემკვიდრე ხუან კარლოს I (მეფე)

 

--------------------------------------------------------------------------------

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

თანამდებობაზე ყოფნის დრო

5 თებერვალი 1939


 9 ივნისი 1973

წინამორბედი ხუან ნეგრინი

მემკვიდრე ლუის კარერო ბლანკო

 

--------------------------------------------------------------------------------

 

დაბადებული 4 დეკემბერი 1892

ფეროლი, ესპანეთი 

გარდაცვლილი 20 ნოემბერი 1975

მადრიდი, ესპანეთი

პოლიტიკური პარტია ესპანური ფალანგა

მეუღლე კარმენ პოლო (1900-1989)

ფრანსისკო ფრანკო  (4 დეკემბერი, 1892, ელ-ფეროლი, გალისია


 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) იყო ესპანეთის დიქტატორი 1939 წლიდან მის სიკვდილამდე 1975. გენერალსიმუსი. ასევე ცნობილია როგორც კაუდილიოს ტიტულით. ხელისუფლებაში ავიდა სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ 1936-1939 წლებში.

 

 

 

 

 ახალგაზრდობა

ფრანსისკო ფრანკო ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი და გახდა სამხედრო ფლოტის მეზღვაური მაგრამ ესპანეთის დამარცხებამ ესპანეთ-ამერიკის ომში 1898 წელს მიიყვანა საქმე იქამდე რომ სამუშაო ადგილები ფლოტში სერიოზულად შემცირდა და მდგომარეობიდან გამომდინარე ფრანკო მამის თხოვნით ჩაირიცხა ესპანეთის ქვეითთა აკადემიაში ხოლო მისი ძმა რამონ ფრანკო გახდა ცნობილი ავიატორი.

 

ქვეითთა აკადემიის დასრულების შემდეგ ტოლედოში 1910 წელს მან დაჰყო 2 მშვიდი წელი ესპანურ გარნიზოში რომელიც დისლოცირებულ იყო მის მშობლიურ ქალაქ ელ ფეროლში,თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე წავიდა საომრად მაროკოში. ამ ომში მას მიეცა საშუალება მიეღო საბრძოლო გამოცდილება და გაეკეთებინა სამხედრო კარიერა.პრაქტიკაში ეს ნიშნავდა უმძიმეს გამოცდილებას ცოცხლად გადარჩენისათვის უსასტიკესი ომის პირობებში.

 

ფრანკომ სწრაფადვე გამოიმუშავა კარგი ოფიცრის რეპუტაცია.მან დაჰყო 11 წელი საერთო სირთულეებით,რეგულარულ ჯარებში,შემდგომ კი ესპანურ უცხოურ ლეგიონში.(რომელიც თვისობრივად წააგავდა ფრანგულ უცხოურ ლეგიონს) 1912 დან 1916 წლამდე და 1920 წლიდან 1926 წლამდე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი რიფელი კაბილების წინააღმდეგ ომში,გაიარა გზა ლეიტენანტიდან გენერლამდე.1916 წელს 23 წლის ასაკში ფრანკო დაიჭრა მაგრამ გახდა ყველაზე ახალგაზრდა კომენდანტე (მაიორი) ესპანურ არმიაში,ხოლო 33 წლის ასაკში კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი.1926 წელს ის დაინიშნა ქვეითთა ბრიგადის მეთაურად მადრიდში,1928 წელს კი დაინიშნა ახლად შექმნილი სარაგოსას სამხედრო აკადემიის დირექტორად.

 

 

 აღმასვლა ძალაუფლებისკენ

1931 წლის რევოლუციის შემდეგ დაეცა მონარქია.ხელისუფლებაში მოვიდა მემარცხენე ხელისუფლება,ფრანსისკო ამ პერიოდში არ ერეოდა შიდაპოლიტიკაში და ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს.1931 წელს 15 აპრილს ფრანკო გამოვიდა სარაგოსას სამხედრო აკადემიის მსმენელების წინაშე და განაცხადა:«რადგანაც გამოცხადებულია რესპუბლიკა და უმაღლესი ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელშია ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ დისციპლინა,გავერთიანდეთ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავეხმაროთ ერს სწორი გზით სვლაში»

ახალი მთავრობის პირველ წლებში რესპუბლიკას მართავდნენ მემარცხენეები რომლებიც ატარებდნენ სხვადასხვა უხეშ რეფორმეს აგრარულ სფეროში.აგრარული რეფორმების შემდეგ მთავრობამ დაიწყო ანტისასულიერო ღონისძიებების გატარება,ლიკვიდაცია მოხდა 1851 წელს დადებული კონკორდატის კათოლიკური ეკლესიასთან,კათოლიციზმი როგორც სახელმწიფო რელიგია დაკნინდა,მთავრობის მიერ ეკლესიის დახმარებაც ბუნებრივია შეწყდა,იეზუიტთა ორდენი გამოცხადდა უკანონოდ.ფართოდ გავრცელებული საეკლესიო სწავლების სისტემა განადგურდა,გამარტივდა განქორწინების პროცესი,ბევრი მონასტერი იქნა დანგრეული.ფართო მასები პოლიტიზირდა და რადიკალურად განეწყო.თავდასხმები,გაფიცვები,ტერორი,ქაოსი და სისხლისღვრა სოფლებში ამ ყველაფრის უკან იდგა იბერიის ანარქისტთა ფედერაცია რომელიც გამოდიოდა «თავისუფალი კომუნიზმის» ლოზუნგით,რამაც გამოიწვია მთავრობის პოზიციის კიდევ უფრო შერყევა და საბოლოო ჯამში მთავრობის გადადგომა. 1933 წელს მთავრობაში მოვიდა მემარჯვენე პარტიები,რომლებმაც შეაჩერეს ეგრედ წოდებული რეფორმები,2 წითელი წლის შემდგომ დაიწყო 2 შავი წელი რესპუბლიკაში. შედეგად რესპუბლიკაში დაიწყო ფორმირებები მრავალრიცხოვანი წინასაომარი ორგანიზაციების სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობების მიხედვით,ანარქისტების და კომუნისტების შემდეგ თავის მხრივ ნაციონალისტებმაც შექმნეს «ესპანური ფალანგა».1934 წელს ასტურიაში დაიწყო მეშახტეთა გამოსვლები ანარქისტთა წაქეზებით,რომლის ჩახშობაშიც მონაწილეობა მიიღო ფრანსისკო ფრანკომ.ამის შემდეგ გენერალი ფრანკო გახდა სამხედრო მეთაური მაროკოში თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო და დაბრუნდა მადრიდში,რატა მიეღო გენშტაბის უფროსის თანამდებობა. 1936 წლის თებერვლის არჩვნებში სერიოზული დარღვევებით გაიმარჯვა სახალხო მემარცხენე ფრონტმა,რომელშიც შედიოდნენ სოციალისტები,კომუნისტები,ანარქისტები და მემარცხენე ბურჟუაზიული პარტიების ლიდერები.მემარცხენეებმა გამარჯვების თანავე დაიწყესთანამოაზრეების ციხეებიდან განთავისუფლება,მიწების მიტაცება,ეკლესიების და მონასტრების ახალი ძალით ნგრევა,ესპანეთი ჩავარდა ღრმა კრიზისში როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ.11 მილიონი შრომის უნრიანი ესპანელიდან 8 მილიონი უმუშევრად დარჩა და იმყოფებოდა უმძიმეს გაჭირვებაში.

 

სამოქალაქო ომი

1936 წლის 18 ივლისს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.სამხედროებმა დაიწყეს აჯანყება ყველა დიდ ქალაქში,თუმცა ზოგიერთ ქალაქში მადრიდის ჩათვლით აჯანყება სწრაფად ჩაახშვეს.საბოლოო ჯამში სწრაფი გამარჯვება ვერ მოხერხდა,ორივე მხარემ დაიწყო მასობრივი დახვრეტები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.

 

დასაწყისში აჯანყებულთა ლიდერი არ ყოფილა ფრანსისკო ფრანკო არამედ იყო ხოსე სანხურო,რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებოდა პორტუგალიაში.თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების თანავე ის დაიღუპა ავიაკატასტროფაში. რადგანაც ვერ ერთმა მხარემ ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება,ორივე მხარემ დაიწყო ძალების ხელახალი მობილიზება. მემარცხენე მთავრობამ განიცადა რადიკალიზაცია სადაც უკვე უმთავრეს როლს ასრულებდნენ კომუნისტები.მემარცხენეები (როგორც მათ უწოდებდნენ რესპუბლიკელები)დახმარებას იღებდნენ სსრკ დან და სხვა დასავლური ქვეყნიდან ხოლო ნაციონალისტები გერმანიიდან და იტალიიიდან.მემარცხენეების მხარეს იბძოდა უამრავი მოხალისე მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირიდან იყო თუმცა ფრანკოს მხარეზეც იბრძოდნენ არამარტო გერმანელი და იტალიელი არამედ ქართული ემიგრაციის ნაწილიც.

 

ერთი მხრივ პროპაგანდა აჩვენებდა ამ ომს როგორც «ბრძოლას ფაშიზმისა და რეაქციონიზმის წინააღმდეგ» «მეორე მხროვ კი ჯვაროსნულ ლაშქრობას წითლების წინააღმდეგ».

 

ფრანკო მუსოლინისგან და ჰიტლერისგან განსხვავებით იყო კათოლიკე-ქრისტიანი,რის გამოც მათ შორი ურთიერთობა არც თუ სახარბიელო იყო.

 

შედეგად 3 წლიანი სამოქალაქო ომისა ომში გამარჯვება მოიპოვეს ნაციონალისტემა.ომის ბოლოსთვის კავშირები გაუფუჭდათ მემარცხენეებს საბჭოთა კავშირთან თავის მხრივ ფალანგისტებს გერმანელებთან და იტალიელებთან. ინტერბრიგადები განადგურებულ იქნა ომის დასრულებისთანავე,ფრანკომ ასევე შესთავაზა გერმანულ ლეგიონ «კოდრონს» სამშობლოში დაბრუნება. მაშინ როდესა ჰორიზონტზე მეორე მსოფლიო ომი გამოჩნდა ფრანკომ საჭიროდ ჩათვალა დარჩენილიყო ნეიტრალიტეტის გზაზე დასავლეთთან ურთიერთობაში.

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ისტორიულ პირთა ბიოგრაფიები