კინწურაშვილი შალვა

 

ბნელი და ნათელი  

 

 

 

პროლოგი

 

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!

და თავდაპირველად პროლოგი.

და თავდაპირველად ურჩხულისეული უვერტიურა-მონოლოგი.

 

ურჩხული: ბატონებო და ქალბატონებო!

მე ვარ ურჩხული, მუდმივი, მსოფლიო, კრებითი ბოროტება. მსოფლიო მოფენილია ჩემი მსახურთა ლეგიონებით, თუმც უნდა ვაღიარო, დიდი არ არის იმათი რიცხვი, ვინც ყრმობიდანვე, თვისი შინაგანი ბუნებით, გულით და სულით, მოწადინებულია ჩემს ურჩხულისეულ სამსახურში ჩადგეს, მაგრამ არავის ძალუძს ისე მარჟვედ და ლაზათიანად გამოიყენოს ადამიანთა ბუნების სისუსტენი, როგორც მე – ურჩხულს. არადა ჩემდა სახეიროდ თქვენ – ადამიანებს სისუსტე მრავლად გაქვთ, როგორც დაბადებით თანდაყოლილი, ასევე ცხოვრების მანძილზე თანდათანობით შეძენილი; სწორედ ამიტომ ხდებით ჩემი მსახურნი, ხშირად საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც:

გამეხებული პირწავარდნილი კარიერისტები;

შურიანობის სენით შეპყრობილნი;

ძუნწნი, ხარბნი და გაუმაძღარნი;

ღვარძლით და ბოღმით მცხოვრებნი;

ენისმიმტანნი და მაბეზღარნი, ჩივილის მოყვარულნი;

ისინი, ვისაც-რომ იტყვიან – ძალა ერჩის, ხოლო ის არ იციან, ეს ძალა, როგორ გამოიყენონ, რას მოახმარონ;

ისინი, ვისაც საკუთარი მე-ს თვითგანმტკიცების საშუალებად სხვისი დაჩაგვრა და დამცირება მიაჩნია;

ისინი, ვისაც გაფიქრებაც ვერ გაუბედავს, რომ კანონის ან საზოგადოებრივი აზრის მიერ დაწესებული ყველა ნორმა შესაძლოა სულაც არ იყოს ჭეშმარიტად მაღალზნეობრივი;

ისინი, ვინც საპირისპირო უკიდურესობაში ვარდება და კანონის ან საზოგადოებრივი აზრის მიერ დაწესებულ ყოველგვარ ნორმას უგულებელყოფს ან არად აგდებს.

ზემოჩამოთვლილნი მხოლოდ ჩემი ბრმა იარაღი, ჩემი რიგითი მსახურები არიან. ხოლო ჩემი სამსახურის მოწინავე მოღვაწენი – პრინციპული, ენერგიული, თუმცა შეზღუდული თვალსაწიერის ფანატიკოსები, სასტიკნი და შეშლილნი, ჟიუტად და მეთოდურად სჩადიან ბოროტ საქმეებს, სჩადიან გულწრფელად, გულმოდგინედ და ბეჟითად. მათ სიძნეელები არ აშინებთ, პირიქით, ძალას მატებთ, და – ყოველი მომდევნო დაბრკოლების გადალახვის შემდეგ – მეტი თვითდაჟერებით განაგრძობენ უანგარო მოღვაწეობას...

უანგარობა! მართლაცდა რა მშვენივრად ჟღერს ეს სიტყვა, არა! სხვადასხვადროის და ერის არა ერთ და ორ მწერალს მიუძღვნია ქებათა ქება უანგარობისადმი.

არადა რა იშვიათია უანგარობა ადამიანებში... ჩემი ურჩხულისეული სამსახურისმოწინავე მოღვაწენი მართლაც უანგარონი არიან, თუმც ამაში ისინი მეტად გვიანრწმუნდებიან; უანგარონი არიან, რადგან საბოლოოდ ისინი ჩემი მსახურებით ხეირსვერ პოულობენ. მე მათ ვიყენებ, ვხმარობ და შემდეგ სანაგვისაკენ მოვისვრი... მათიენერგიული მოღვაწეობის საბოლოო მონაგარია: ცოდვების ტვირთით დამძიმებულ, სიცივით და ზიზღით გარემოცულ, სულიერად დაცარიელებულ კაცთა ბედი, რომელთაც სიკვდილის შემდგომ ჟოჟოხეთი ელოდება...

მე არ მჭირდება გამუდმებით, შეუსვენებლივ მოქმედება. ჩემი ურჩხულისეულიენერგიის წუთიერი აფეთქებებიც საკმარისია, რათა კარგა ხანს დავაბუდო მწუხარებადა ცრემლი. იმდენად უძლეველი ვარ, რომ გულახდილად შემიძლია გელაპარაკოთ, ანდა ჩემი სუსტი მხარეები რად უნდა დავმალო... მაგის შნო და უნარი ვინ მოგცათ, რომ მე – ურჩხულს შემებრძოლოთ! თუმცა შნო და უნარი რა სახსენებელია, თუჩემთან შეჭიდების სურვილიც არა გაქვთ...

მე არც ისეთი შეუვალი და აუღებელი ციხესიმაგრე ვარ, როგორც თქვენ გგონიათ... ჩემი ძლევამოსილების მთავარი მიზეზი სხვაა. მე – ურჩხული იმითაც ვარ უძლეველი, რომ თქვენ – ადამიანებს არ გსურთ აღიაროთ ჩემი არსებობაც და მით უმეტეს ის, რომ ფრიად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენ. არცაა გასაკვირი, ეგ სიმართლე თუ ხმამაღლა ითქვა, ჩემზე უხერხულ მდგომარეობაში ხომ თქვენ – ადამიანები აღმოჩნდებით! ეს ხომ თქვენ – ადამიანებმა ააწყვეთ თქვენი ცხოვრება, ურთიერთდამოკიდებულებები ისე, რომ საშუალება მომეცით თქვენს ყოფაში ფეხი მომეკიდა. ხოლო მე ამქვეყნად ფეხი ისე მარჟვედ და მტკიცედ მოვიკიდე, რომ შუაგულ დედამიწაში ფესვები გავიდგი, და მსოფლიოს უამრავი ტოტით ვჩრდილავ...

ენები, ერები, სახელმწიფოები, წესწყობილებები წარმოიქმნებოდნენ, იცვლებოდნენ, ისპობოდნენ და მხოლოდ მე, ასაკით რამდენიმე ათასი წლისა, ისეთივე ძლევამოსილი ვარ და ვიქნები, როგორიც ვიყავ.

მე – ურჩხული, მუდმივი, მსოფლიო, კრებითი ბოროტება.

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!

მაყურებელთა დარბაზი – პარტერიც და იარუსიც – განათებულია.

და მაყურებელთა დარბაზი – პარტერიც და იარუსიც – მაყურებლით სავსეა.

ხოლო სცენაზე ფარდა დაშვებულია.

და მაყურებელთა დარბაზში სინათლე ქრება.

ხოლო ფარდის იქით ჩოჩქოლია, ხმაური თანდათან მატულობს, ხმები მოისმის, თითქოსდა ფრაზებსაც წარმოთქვამენ...

და აჰა, მაყურებელთათვის უჩინარი შეხლა-შემოხლა მთავრდება, და ფარდის წინ, მკრთალად განათებულ ავანსცენაზე, მე – მასხარა გამოვდივარ, და მაყურებელთა დარბაზს შევათვალიერებ, და თითქოსდა შემცბარი, ასე შევძახებ.

,,მაესტრო, ლა მუსიცა, პერ ფავორე!”

და უჩინარი მაესტროსადმი ჩემი შეძახილის პასუხად თუ დასტურად მუსიკა გაისმის, და მუსიკის ხმოვანება უფრო და უფრო მატულობს...

ხოლო მე ავანსცენიდან ჩემს სათქმელს წარმოვთქვამ.

ბატონებო და ქალბატონებო!

სამარადJამო, უსასრულო, და ყოვლისმომცველი დრო...

ხოლო ეგრეთ წოდებული აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წელია.

მამლისა.

ძაღლის.

ტახის.

თაგვის.

ხარის.

ვეფხის.

კურდღლისა.

მფრინავი დრაკონის (Drakon-volans).

გველის.

ცხენის.

ცხვრისა.

და მაიმუნის.

და აღმოსავლური კალენდრისა თორმეტივე წელი გასრულდება, და წელთა ათვლა ხელახლა იწყება იგივე სახელწოდებებით და თანმიმდევრობით.

და აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წლიდან 365-დღე-ღამიანი არანაკიანი წლებია.

მამლისა. ძაღლის. ტახის. ხარის. ვეფხის. კურდღლისა. გველის. ცხენის. ცხვრისა.

ხოლო აღმოსავლური კალენდრისა თორმეტი წლიდან 366-დღე-ღამიანი ნაკიანი წლებია მხოლოდ.

თაგვის. მფრინავი-დრაკონის. მაიმუნის.

ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო ყოველი წლისა ასტრონომიულად უმნიშვნელოვანესი ოთხი თარიღია: გაზაფხულის ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა; ზაფხულის მზებუდობა; შემოდგომისა ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა; და ზამთრისა მზებუდობა.

და 365-დღე-ღამიან არანაკიან წლებთან შედარებით 366-დღე-ღამიან ნაკიან წლებში ასტრონომიულად უმნიშვნელოვანესი ოთხივე თარიღი ერთი დღე-ღამით ადრე უწევს.

ხოლო ყველა წელი – 365-დღე-ღამიანი არანაკიანი წლებიც და 366-დღე-ღამიანი ნაკიანი წლებიც – ასტრონომიული ნიშნებით განიყოფა თორმეტ ზოდიაქოდ, რომელთა სახელწოდებებია: თხის-რქისა; მერწყულის; თევზების; ვერძის, და გაზაფხულის ბუნიობა ვერძის ზოდიაქოს პირველი დღეა; კუროს; ტყუპის ანუ მარჩბივთა; კირჩხიბის, და ზაფხულის მზებუდობის დღე კირჩხიბის ზოდიაქოს პირველი დღეა;

ლომის; ქალწულის; სასწორის, და შემოდგომისა ბუნიობა სასწორის ზოდიაქოს პირველი დღეა; მორიელის ანუ ღრიანკლისა; და მშვილდოსნისა; და ისევ თხის – რქისა, და ზამთრისა მზებუდობის დღე თხის-რქისა ზოდიაქოს პირველი დღეა...

ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო ახლა, აქ, უჩინარი მაესტროს ნება-სურვილით: ფარდა მაღლა იწევა, და სცენა ნათდება.

და სცენის შუაში.

ბატონი მთხრობელი.

და ქალბატონი მთხრობელი.

და ორივეს მიკროფონი მოუმარჯვებია.

ბატონი მთხრობელი, და ქალბატონი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

საქართველო.

ისტორიულ-გეოგრაფიული მოკლე მიმოხილვა.

და საქართველოა: ივერია; და ლიხს – დასავლეთი.

ხოლო ივერიაა: ლიხს – აღმოსავლეთი; და მესხეთი.

ხოლო ლიხს – აღმოსავლეთია: ქართლი; და კახეთი.

და ქართლში, შიდა-ქართლში, სადაც მდინარე მტკვარს მარცხნიდან მდინარე არაგვი შეერთვის – მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს, ხოლო მდინარის არაგვის მარჟვენა მხარეს – საქართველოს თავდაპირველი დედაქალაქი და საქართველოს სამეფოს თავდაპირველი სატახტო-ქალაქი მცხეთა.

და ქართლში, ქვემო – ქართლში, ტფილისის ქვაბულში მდინარის მტკვრისა ერთი მონაკვეთი მოქცეულია, და ტფილისის ქვაბულის შუაგულს, მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს – საქართველოს სამეფოს სატახტო-ქალაქი ტფილისი.

ხოლო მესხეთი იყო: სამცხე; და (ჩამოთვლა ანბანური თანმიმდევრობით): ამიერტაო; არტაანი; აჭარა; გურია; ერუშეთი; თორთომი; თორი; იმიერტაო; კლარჟეთი; კოლა; ოლთისი; პარხალი; სპერი; შავშეთი; ჭანეთი; ჟავახეთი.

ხოლო თავის დროზე მესხეთს გურია გამოეყო და ლიხს – დასავლეთს იგი მიუერთდა.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ბიბლიური, ძველი-აღთქმისა.

იობედ ბეთლემელი.

და იობედ ბეთლემელის პირმშო და მხოლოდშობილი ძე იესე ბეთლემელი.

და იესე ბეთლემელის ერთ-ერთი ძე, ფსალმუნთ-მთხზველი წინასწარმეტყველი და ისრაელის ხელმწიფე დავითი.

და ფსალმუნთ-მთხზველის წინასწარმეტყველის და ისრაელის ხელმწიფისა დავითის ერთ-ერთი ძე, ისრაელის ხელმწიფე ბრძენი სოლომონი...

ხოლო მათი დროით შორეული თუმცა პირდაპირი შთამომავლობა.

იობედიან-იესეიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატიონთა საქართველოს და ქართლის და კახეთის და ლიხს-დასავლეთის მეფეთა და სამეფო ტახტთა მემკვიდრე უფლისწულთა და ბატონიშვილთა და უგანათლებულეს-თავადთა სამეფო დინასტია.

და იობედიან-იესეიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატიონნი განთქმულ-ყოფილან: მხნეობით, და სიბრძნე-ქველობით, და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებულებით, და ქვეყნისათვის თავდადებულებით...

მასხარა: ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო მე დავძენ.

ჩვენი რომანისთვის ისტორიული ექსკურსები ანუ დროსა შინა წიაღსვლები არც

აუცილებელია და არც სასურველია.

ჰოდა, დროა.

ჩვენი რომანის პროლოგს წერტილი დაესვას.

და იმ დროში-თუ დროებაში გადავინაცვლოთ, რა დროსაც ჩვენს რომანში მოსათხრობი ამბები მოხდება...

პირველი ფრაგმენტი

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

საქართველოს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისა მეტრიკული წიგნებიდან ამონაწერი.

ლიხს-დასავლეთი, ქვემო-იმერეთი, და უფრო ზუსტად ქვემო-იმერეთის შუაგულს, მდინარის რიონის პირას – ლიხს-დასავლეთის მთავარ-ქალაქი ქუთაისი.

ჯვარდაწერილი მეუღლენი.

იესე იობედის ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით ცხვრის წელსო, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოშიო.

და მარიამ იოაკიმეს ასული მიქელაძე, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით კურდღლის წელსო, და ასტრონომიული ნიშნებით ქალწულის ზოდიაქოშიო.

და მათ შესძენიათ და მოესწროთ ორი შვილი, ორი ძე.

მელქისედეკ იესეს ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით მაიმუნის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით კირჩხიბის ზოდიაქოში, ლიხს-დასავლეთის მთავარ-ქალაქ ქუთაისში.

და დავით იესეს ძე ქაჟაია, დაბადებული აღმოსავლური კალენდრით თაგვის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით მორიელის ზოდიაქოში, ლიხს-დასავლეთის მთავარ-ქალაქ ქუთაისში.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ივერია. ლიხს-აღმოსავლეთი. ქართლი. ქვემო-ქართლი. ტფილისის ქვაბული.

და ტფილისის ქვაბულში, მდინარის მტკვრისა ორივე მხარეს-თავის დროზე საქართველოს სამეფოს სატახტო-ქალაქი და ივერიის მთავარ-ქალაქი ტფილისი.

და ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში.

მტკვრისა მარჟვენა მხარეს.

სამეფო-უბანში, ნარიყალის მთაზე, თავის დროზე იმ მთასა ზედა აღმართული ნარიყალის ციხესიმაგრის შემორჩენილი გალავნისა ჩრდილოეთ კედელთან მდგომი, თუ მტკვრისა დინების აღმა მზერას მიაპყრობთ, და თქვენს თვალწინ თითქოს ხელისგულზე გაშლილ არე-მარეს დააცქერდებით.

ჩრდილოეთით-სამეფო-უბნისა და გარეთ-უბნისა და სოლოლაკის უბნისა შესაყართან – თავისუფლებისა მოედანი.

და გარეთ-უბანი სამეფო-უბანს და სოლოლაკის და მთაწმინდისა და ვერის უბნებს შემოუსარტყლავთ.

და კარგა ხანია ქალაქის ტფილისის შუაგულია ეგრეთ წოდებულიგარეთ-უბანი.

და ეგრეთ წოდებულ გარეთ-უბანში.

თავისუფლების მოედნიდან ჩრდილოეთის მიმართულებით შოთარუსთაველის სახელობის პროსპექტი შოთა რუსთაველის სახელობისვე მოედნამდე.

და თავისუფლების მოედნიდან ჩრდილოეთის მიმართულებითვე-შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტის საწყისი მონაკვეთის პარალელურად-მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის სახელობის ქუჩა.

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის სახელობის ქუჩა № 1, თავის დროზე ტფილისის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია პანსიონით... და თავისუფლების მოედნისაკენ ყოფილი სასულიერო სემინარიის პანსიონით სამსართულიანი შენობისა ფასადი მიმართულია.

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის სახელობის ქუჩა № 5, ტფილისის საჟარო-ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსები.

ხოლო ტფილისის საჯარო-ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსებისუკანა ყრუ კედელთან ყოვლად-წმიდისა სამებისა ეკლესია.

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის სახელობის ქუჩა № 7, ტფილისის საჟარო-ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი.

შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი № 7 / მიხეილ ტარიელის ძე

ლორის-მელიქოვის სახელობის ქუჩა № 20, სასტუმრო «ორიენტი».

შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი № 10, ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზია.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და ჩვენვე დავძენთ.

ყოველთვის.

და ყველგან.

გიმნაზიების მოსამზადებელ კლასში იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც ახალი სასწავლო წლისა დაწყებამდე ცხრა წელი შეუსრულდათ.

და გიმნაზიებში სწავლება ცხრაწლიანია: მოსამზადებელი კლასი, და პირველი-მერვე კლასები.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

იესე იობედის ძე ქაჟაიასი და მისი ცოლ-შვილის ახალი ადგილსამყოფელი, მათი ახალი საცხოვრებელი ადგილი.

ივერიის მთავარ-ქალაქი ტფილისი, მტკვრისა მარჟვენა მხარე, ეგრეთ წოდებული გარეთ-უბანი, შოთა რუსთაველის სახელობის პროსპექტი № 14, სამსართულიანი სახლი, პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები, მეორე და მესამე სართულებზე ბინები, ხოლო ეზოსა შინა-ფოტო-გრაფიული ატელიე-სალონი, და ბინები.

და მათ იმ სახლის მეორე სართული-სავაჭრო ობიექტების თავზე-დაუკავებიათ.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში, მტკვრისა მარჟვენა მხარეს, ეგრეთ წოდებულ გარეთ-უბანთან და მთაწმინდის უბანთან ჩრდილო-დასავლეთით, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანს იქით, ვერის უბანი.

ხოლო ვერის უბნისა შემდეგ.

ვარაზის-ხევს იქით ვაკის დასახლება.

ხოლო გმირთა მოედანს იქით საბურთალოს დასახლება.

და ვაკეში ტფილისის უნივერსიტეტის კორპუსებია.

ხოლო საბურთალოზე ტფილისის ტექნიკური უმაღლესი სკოლის კორპუსებია.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

მელქისედეკ იესეს ძე ქაჟაია-ტფილისის ვაJთა კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული; და ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნის-მეტყველების ფაკულტეტის ბიბლიოლოგიის ანუ წიგნთმცოდნეობის განხრით კურსდამთავრებული.

ხოლო დავით იესეს ძე ქაჟაია-ტფილისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული; და ტფილისის ტექნიკური უმაღლესი სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განხრით კურსდამთავრებული.

ბ-ნი მთხრობელი, და ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

აზიისა დასავლეთი: კურაიშების არაბული ტომი, და იმ ტომის მამამთავრისა ჰაშიმის პირდაპირი შთამომავლობა ანუ ჰაშიმიდების საგვარეულო-სირიისა და ერაყის და იორდანიისა სამეფო დინასტია.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო ზულფია აბდ ალ-ლაჰის ასული ჰაშიმიდი ივერიის მთავარ-ქალაქის ტფილისის მკვიდრი გახლდათ.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძე ქაჟაიას და ზულფია აბდ ალ-ლაჰის ასულ ჰაშიმიდს უქორწინიათ.

და ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძეს და ზულფია აბდ ალ-ლაჰის ასულს ორი-სამი წელი ერთად უცხოვრიათ... არადა დავით იესეს ძე ზულფია აბდ ალ-ლაჰის ასულს სწორედ-რომ მაშინ გაშორებია, როს იგი დაორსულებულა.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და ამჟერად ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში დავით იესეს ძე ქაჟაიასერთმორწმუნესთან და თანამემამულესთან უქორწინია.

და დავით იესეს ძის ახლანდელი-თანამიმდევრობით მეორე მეუღლე ნათელა ნიკოლოზის ასული გახლავთო.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო დავით იესეს ძე ქაჟაიასი პირველმა მეუღლემ ზულფია აბდ ალ-ლაჰის ასულმა ჰაშიმიდმა შვა ძე.

და დედამ მას დაარქვა მურვანი.

მასხარა: და მურვან დავითის ძე ქაჟაია დაიბადა აღმოსავლური კალენდრით კურდღლისა წელს, ხოლო ქრისტიან-მართლმადიდებლების საეკლესიო კალენდრითდა საქართველოს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიისაკალენდრით იესო ქრისტეს შობისა საეკლესიო დიდი დღესასწაულის წინაორმოცდღიან მარხვისას, ხოლო უფრო ზუსტად ასტრონომიული ნიშნებით მშვილდოსნისა ზოდიაქოს ბოლო დღეს-ზამთრის მზებუდობის დღისა ანუ მშვილდოსნისა ზოდიაქოს მომდევნო თხის-რქისა ზოდიაქოს პირველი დღისა წინადღეს, პარასკევს, ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და დავით იესეს ძე ქაჟაიასი ახლანდელმა-თანამიმდევრობით მეორე მეუღლემ ნათელა ნიკოლოზის ასულმა შვა ძე.

და დედ-მამამ მას დაარქვა აბესალომი.

მასხარა: და აბესალომ დავითის ძე ქაჟაია დაიბადა აღმოსავლური კალენდრითკურდღლის წლისა მომდევნო მფრინავი-დრაკონის ნაკიან წელს, და ასტრონომიული ნიშნებით ტყუპის ზოდიაქოში, ივერიის მთავარ-ქალაქ ტფილისში.

ქ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

ხოლო შემდგომ დავით იესეს ძე ქაჟაიას და მისახლანდელ-თანამიმდევრობით მეორე მეუღლე ნათელა ნიკოლოზის ასულსშეეძინათ სამი შვილი, სამი ასული.

გუარანდუხტ დავითის ასული ქაჟაია.

ეკატერინე დავითის ასული ქაჟაია.

და მართა დავითის ასული ქაჟაია. თუმც იგი ოთხი წლისა გარდაიცვალა.

ბ-ნი მთხრობელი: ბატონებო და ქალბატონებო!

და იყო და არა იყო რა, და იყო ერთი სახელმწიფო, რომელსაც მისმა დამაარსებლებმა მაშრიყ-მაღრიბეთი დაარქვეს.

და მაშრიყ-მაღრიბეთის შემადგენლობაში იყო ას ერთი სახანო.

სპარსეთის ფედერაცია განიყოფა ოცდასამ მეტროპოლიურ სახანოდ.

ხოლო ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობით შემოერთებული ტერიტორიებიმოიცავდა-არც მეტი და არც ნაკლები-სამოცდათვრამეტ ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოს.

და მაშრიყ-მაღრიბეთის მთავარ-ქალაქი და სპარსეთის ფედერაციის მთავარ-ქალაქი იყოო ქალაქი ყაზვინი, რომელიც სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთშია, კერძოდ თეირანის მეტროპოლიურ სახანოში, თეირანის, მაზანდარანის, და გილანის მეტრო-

პოლიური სახანოების მიჟნასთან... თუმცა მაშრიყ-მაღრიბეთის მესვეურებს მაშრიყ-მაღრიბეთის მთავარ-ქალაქის და სპარსეთის ფედერაციის მთავარ-ქალაქის მაღალი სტატუსი ქალაქ ყაზვინისთვის გაუუქმებიათ, და მაშრიყ-მაღრიბეთის მთავარ-ქალაქად და სპარსეთის ფედერაციის მთავარ-ქალაქად გამოუცხადებიათ ქალაქი ისპაჰანი, რომელიც სპარსეთის შუაგულსაა, მდინარის ზენდურადის პირას, და მანამდე ისპაჰანისვე მეტროპოლიური სახანოს მთავარ-ქალაქი იყო.

მასხარა: და მაშრიყ-მაღრიბეთის ყველა მეტროპოლიურ სახანოში და ზოგიერთ ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოში მაშრიყ-მაღრიბეთის მესვეურთა მიერ დანიშნული გენერალ-გუბერნატორები მბრძანებლობდნენ, ხოლო მაშრიყ-მაღრიბეთის უმეტეს ეგრეთ წოდებულ პერიფერიულ სახანოს მაშრიყ-მაღრიბეთის მესვეურთა მიერ დანიშნული გუბერნატორები განაგებდნენ.

და მაშრიყ-მაღრიბეთში ყველა გენერალ-გუბერნატორს საშტატო განაწესით ჰყავდა ორი მოადგილე, ხოლო გუბერნატორებს თითო მოადგილე; და გენერალ-გუბერნატორები და გუბერნატორები უფლებამოსილ იყვნენ თვითონვე დაენიშნათ თავ-თავისი მოადგილეები ანუ ვიცე-გუბერნატორები.

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კინწურაშვილი შალვა / ბნელი და ნათელი