დადიანი ცოტნე

 XIII საუკუნე

 

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი.

 

ცოტნე დადიანი დ ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები. „კაცი კეთილი და  სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ დასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი „ასწლოვან მატიანეში“ და დასძენს, „პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“.

 

1235 წელს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. რუსუდანმა მათთან დაზავება გადაწყვიტა, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა.  ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცესდჭყონდიდელის მეთაურობით ბათოდყაენთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. 1243 წელს დაიდო ზავი, საქართველო „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად, სამეფო ხელისუფლება ქვეყანაში ხელუხლებლად რჩებოდა,  მეფობის პრეტენდენტს ყაენი ამტკიცებდა. ქართველებს უნდა გადაეხადათ ხარკი დ 50 ათასი პერპერა, საჭიროების შემთხვევაში კი მონღოლთა მხარეზე საბრძოლველად სამხედრო ძალა უნდა გამოეყვანათ. ზავის დადების შემდეგ რუსუდანმა  თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა, ყაენთან გააგზავნა მეფედ დასამტკიცებლად. 1245 წელს  რუსუდანი გარდაიცვალა და დაიწყო უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე დავითი ჯერ კიდევ არ იყო ურდოდან დაბრუნებული. მონღოლებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და საქართველო, მონღოლური წესის მიხედვით, დუმნებად დაყვეს. დუმნისთავობა დამპყრობლებმა ცნობილ ქართველ დიდებულებს: ეგარსლან ბაკურციხელს, შანშე მხარგრძელს, ყვარყვარე ჯაყელს, გრიგოლ სურამელს, ცოტნე დადიანს და სხვებს უბოძეს.

 

მონღოლთა ბატონობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, მათ  საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს.  ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.

შეთქმულები ჯავახეთში,  კოხტასთავზე შეიკრიბნენ:   „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი შეკრებისა“. შეკრების ადგილად რკინის ჯვარი, სამცხესა და ღადოს შორის არსებული ტერიტორია დასახელდა. თათბირი დასრულდა თუ არა, პირველებმა კოხტასთავი დატოვეს ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერის ძემ, რომელთაც ყველაზე დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. ისინი  იმერეთდაფხაზეთსა და რაჭადთაკვერში უნდა გადასულიყვნენ და ლაშქრის შეგროვების შემდეგ, დანიშნულ დროზე რკინის ჯვარზე გამოცხადებულიყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა შეთქმულები დმოულოდნელად მონღოლთა ჯარები, ბიჩოისა და ანგურგის სარდლობით, თავს დაესხნენ ქართველ დიდებულებს, შეიპყრეს და ანისის ქვეყანაში, იმ ადგილას წაიყვანეს, რომელსაც  „შირავაკანი“ ერქვა. მონღოლთა მთავარმა ნოინმა, ჩარმაღანმა, რომელიც ნდობით ეპყრობოდა ქართველებს, იუცხოვა   მათი ღალატი და გაკვირვებული შეუდგა დაკითხვას.

 

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ აჯანყების განზრახვა არ ჰქონიათ. მონღოლებმა მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

ამასობაში ციხისდჯვარში შეხვედრის დროც დადგა. ცოტნე დადიანი  თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც  შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თ?სად სიკუდილად და სირცხ?ლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თ?სი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თ?სისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ანისში ცოტნემ იხილა რა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ.

 

მონღოლებს არ დასჭირვებიათ ეკითხათ, ვინ იყო ამ უცნაური საქციელის ჩამდენი, ჟამთააღმწერლის ცნობით, მას, „კაცსა კეთილსა და სრულს“ ყველა ძალიან კარგად იცნობდა.  ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება? თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძ?რის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თ?ნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - უპასუხა ცოტნემ. ამ პასუხით ყველა სახტად დარჩა. ცოტნე დადიანის  თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, განსაკუთრებით ჩაღატა ნოინზე,  რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

 

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის ამბავი, მისი გმირობა  რწმენის, სიყვარულისა და თავდადების მაგალითია. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა  ხობის უძველეს ტაძარში შემორჩენილია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა, ხოლო ქ. ფოთში დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ცოტნე დადიანის  ძეგლი.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / დადიანი ცოტნე