ლაღიძე დათო

 

Scarlett

 

ესკიზი

 

 

                                                                                                          ეძღვნება ანტონიო ლებეაუს

 

Scarlett, როგორ მომწონს ეს სახელი. ის, სკარლეტი, ჩემს წინაა. თავი გადაკიდული აქვს, მე მომჩერებია. წეღან მოძრაობდა მისი სახე, ახლა გაჩერდა და ჩემსკენ მოუტრიალებია. უნდა, რომ რამე ვიღონო, ალბათ მშიერი იქნება... მაგარმ, მეც მშიერი რო ვარ და არაფერი გამაჩნია? ხვდება, ტრიალდება და მიდის.

სულ ასეთი მიხვედრილია. ის ერთი წელია, რაც აქ მოიყვანეს და მხოლოდ მე შემეჩვია. მეზობლები თუკი რამეს მომცემენ, მასაც ვუზიარებ ხოლმე. სკარლეტი მე დავარქვი, ესენი კიდე რაღაც ბანალურ სახელს, ბელკას ეძახიან. უძახონ მერე, მე სულაც არ მიშლის ხელს, რადგან მასაც ჩემი სახელი უფრო მოსწონს. დილით როცა გავდივარ, ყოველთვის მაცილებს მეტრომდე. მე იქ ვმათხოვრობ.

საღამოსკენ, როცა სახლში ვბრუნდები ჩემი კარების ზღურბლთან მხვდება... აა? თქვენ გაინტერესებთ რატომ ვმათხოვრობ? რა გითხრათ აბა, ასეთი წესი ავირჩიე ცხოვრების... მე ბევრს ვფიქრობ, სამყაროზე, ხალხზე და ძაღლებზეც. თქვენც თუ არ ცდით, ისე ვერ გაიგებთ. დღეში რამოდენიმე ათას ადამიანს ვხედავ და თვალებში ვუყურებ. სახე სულელის, ბედნიერის, თვითკმაყოფილის... ათასი ჯურის.

ყველას ყრუ-მუნჯი ვგონივარ, მაგრამ ვერ მივართვი... კარგია ასეთად ყოფნა მოდელირებულ ადამიანად, არარსებულს ვაჯერებ ხალხს, ეს რომ არა, ყოველ დღე ათას “კრეატიულ” კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა. მე კიდევ მირჩევნია საღ აზრს დავეყრდნო, ვიდრე ბერებს. დღეში უამრავ ბიჭს მაინც ვხედავ, რომლებიც ტრაკზე მისჩერებიან გოგონებს. არა და საქმემდე თუ მივიდა მოვლენები, ნახევარი იმპოტენტად იქცევა, დამერწმუნეთ, ამის ამოცნობა ძალმიძს. ყოველთვის ველას სადღაც ეჩქარება, დილით გამოვლენ, აიმღვრევიან, საღამოს კი ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა. ერთი მე არ მეჩქარება არსად.

მე სულ აქ ვარ და როგორც გითხარით, ხელს მაქვს გაწვდილი. ერთედერთი რაც მაჩქარებდა სკარლეტი იყო… ისიც აღარ დამრჩა. ასე რომ, არსად მწყურია წასვლა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ ჩემი სკარლეტი წაიყვანა ყოვლისშემძლემ, ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. მე საღამოსკენ დავბრუნდი სახლში, სკარლეტი კარებთან რო არ დამხვდა გავიფიქრე იქნებ სადმე ახლოს იქნემა მეთქი. ოთახში ბოდიალი დავიწყე და ოპტიმისტური სიუჟეტები წარმოვსახე (აკი გითხარით, კარგი მოდელირება შემიძლია მეთქი)… ამ იდეების პერფორმანსის დროს შემოსასვლელი კარი გაიღო. ნიკა იყო, ჩემი მეზობელი.

ხელით რაგაცეებს მიხსნის. უნდა რო გავყვე. მეც არ დავაყოვნე, გარეთ უკუნეთი იყო. მან ფარანი ამოიღო, მისთვის ბურდღუნებს და ფარეხებისკენ მივყავარ… რაღაცას დანათა, სკარლეტი, იქ გდია… მერე აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ მეორე დილიდან შემიძლია აღვიდგინო გონება. ავდექი, ჩავიცვი, დავმარხე და სამათხოვროდ წავედი.  ამის შემდეგ, ღვთის აღარ მწამს.

იყო ათეისტი ნიშნავს, აკეთო რაღაც, ხოლო თუ გწამს ზეგარდმო ძალები, მაშინ მიზანტოპიკი გაქვს დასახული. ჩემი ცხოვრება ნიჰილიზმში გავლიე, ძალიან მინდოდა თავის მოკვლა, მაგრამ ვერ შევძელი. გჯეროდეს, რომ არ არსებობს ღმერთი და ის არ გჯეროდეს, რომ შენ თვითონ ხარ უფალი, ეს ნიშნავს მაშინვე თავი მოიკლა. მიმიფურთხებია სოციალიზმზე დაფუძნებული ქვეყანისთვის, სადაც ცოცხლობენ იმისთვის რომ იმოძრაონ. ეს კომიკურია. ამ ყველაფრის აღქმა შესაძლებელია, თუკი თავს დააღწევ სირომანიას, სახელად "ცხოვრებას".

  ნაწარმოები, გარკვეულწილად წააგავს გიგი თევზაძის შეხედულლებებს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლაღიძე დათო / Scarlett