ბაგრატ III 

960-1014

 

 გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.

 

 ბაგრატ III ბაგრატიონი ერთიანი საქართველოს პირველი ხელმწიფე იყო. მისი მოღვაწეობის დროს  აშენდა ბაგრატის, ბედიის, ნიკორწმინდისა და კაცხის ტაძრები. „ღმერთმა ყველა მტერი და მოწინააღმდეგე დაუმორჩილა. იყო მშვიდობა და დიდი სიწყნარე სუფევდა. თუ ვინმე ეცდება, სათითაოდ ჩამოთვალოს მისი დიდი  საქმეები, ნამდვილად ვერ შეძლებს ამას“  დ ასე ახასიათებს მეფეს „მატიანე ქართლისა?ს“ უცნობი ავტორი.

ბაგრატ მესამე   პოლიტიკურ ასპარეზზე მაშინ გამოვიდა, როცა ქართულ სამეფო-სამთავროთა გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იდგა. ბაგრატის მამა გურგენი  „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე ბაგრატ რეგვენის (ძველ ქართულში ,,ახალგაზრდას~ ნიშნავდა) ძე იყო, დედა დგურანდუხტი კი ეგრის-აფხაზეთის მეფის, გიორგის ასული. მათ ერთადერთი ძე დ ბაგრატი ჰყავდათ,  სწორედ მხოლოდშობილ ბაგრატს ხვდა წილად ღვთიური მისია დ საქართველოს უსისხლოდ გაერთიანება.

საქართველოს გაერთიანების პროცესი სამეფო-სამთავროთა შორის დაპირისპირებით აღინიშნა. ჯერ უპირატესობა აფხაზთა სამეფოს ჰქონდა, შემდეგ კახეთის სამეფო-სამთავრო გააქტიურდა. „ბრძოლა ქართლისათვის“ დ პირობითად ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ დაპირისპირებას,  რომელიც ბოლოს ტაო-კლარჯეთის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ტაო-კლარჯეთის  მმართველის, დავით III კურაპალატის ხელმძღვანელობით მოხდა შესაძლებელი ამ  პროცესის წარმატებით დასრულება. იდეა ქვეყნის გაერთიანებისა კი, აფხაზთა მეფის მიერ ქართლში ერისთავად დასმულ  იოანე მარუშისძეს ეკუთვნოდა. მან შესთავაზა დავით III კურაპალატს ბაგრატის გამეფება. ბაგრატი დავითის შვილობილი იყო და ტაო-კლარჯეთის სამეფოს გარდა, მას დედის მხრიდან აფხაზეთისა და ქართლის ტახტიც ეკუთვნოდა. აფხაზეთში მისი ბიძა, დედის ძმა, უსინათლო და უშვილო თეოდოსი მეფობდა, რომელმაც ბაგრატი ასევე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. რეალურად შეიქმნა მეტად ხელსაყრელი ვითარება ქვეყნის გაერთიანებისათვის და დავითმა გადაწყვიტა ამ ფაქტით ესარგებლა.  „მატიანე ქართლისა?“ მოგვითხრობს, რომ იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა აღიღოს ქართლი ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისასა ასულის წულისა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი.“  975 წელს გადაწყდა ქართლის ტახტზე  ბაგრატის გამეფება. ამ მიზნით დავითმა შეკრიბა ქართლის დიდებულები და ბაგრატი წარუდგინა: „ესე არის მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი.“ დავით კურაპალატმა დატოვა ქართლში ბაგრატი და გურგენი, თვითონ კი ტაოში დაბრუნდა, მაგრამ ბაგრატის ქართლში გამეფების იდეა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა: ქართლის აზნაურებმა წააქეზეს კახელები, რომელთაც დალაშქრეს ქართლი, ტყვედ ჩაიგდეს ბაგრატი, გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა. კახელებმა შებრძოლება ვერ გაბედეს და ბაგრატი დედ-მამასთან ერთად გაათავისუფლეს.

 

 978 წელს იოანე მარუშისძის ინიციატივითვე ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში მეფედ ეკურთხა. „მეფე აფხაზთა“ დ ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც მან მიიღო და „იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა,“ თუმცა კვლავ საფრთხეს ქმნიდა ქართლის დიდაზნაურთა ურჩობა. განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა მეფეს ქავთარ ტბელი, რომელიც 980 წელს,  მოღრისთან დაუხვდა მას და ბრძოლა გაუმართა. ბაგრატმა სძლია ქავთარს, მივიდა უფლისციხემდე, რომელიც დედამისს ჩააბარა და დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა. მალე ბაღვაშთა სახლის მეთაური, რატი კლდეკარის ერისთავი დაუპირისპირდა მეფეს.  ბაგრატმა მისი დამორჩილება გადაწყვიტა და მალულად ჯარი შეკრიბა. მეფის მოწინააღმდეგეებმა მასა და დავით კურაპალატს შორის შუღლის ჩამოგდება გადაწყვიტეს და ამ უკანასკნელს ჩააგონეს, თითქოს ბაგრატი და მამამისი გურგენი სინამდვილეში არა რატის, არამედ მის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და  მოკვლაც კი ჰქონდათ განზრახული. ეს უსიამოვნო დაპირისპირება, საბედნიეროდ, მამობილთან   შერიგებით დამთავრდა. მალე ბაგრატმა რატი ბაღვაშიც დაიმორჩილა და ერისთავობა ჩამოართვა.

 

1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა. ბიზანტიის იმპერატორი სასწრაფოდ ჩამოვიდა ტაოში და დავითის სამფლობელოები დაიკავა. ამასთან, ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს კი უფრო დაბალი ტიტული დ მაგისტროსობა უბოძა. იგი ვარაუდობდა, რომ ამით მამადშვილს შორის შუღლს ჩამოაგდებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. საქართველოს ამ დროს ჯერ არ შეეძლო ბიზანტიის იმპერიასთან დაპირისპირება და თანაც ბაგრატს სხვა ტერიტორიებიც ჰქონდა შემოსაერთებელი, ამიტომ დავით კურაპალატის მთელი ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიას დარჩა. ბაგრატმა დავითისგან მემკვიდრეობით მხოლოდ „ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო (თავად დავითს ეს ტიტული 994 წელს, ბაგრატ II დის გარდაცვალების შემდეგ ერგო).

1008 წელს გარდაიცვალა მეფეთდმეფე გურგენი (გურგენი ასე იწოდებოდა, რადგან მისი შვილი მეფე იყო). ბაგრატმა მემკვიდრეობით მიიღო: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერდტაო.

 

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთისა და ჰერეთის შემოერთებას. ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1008დ1010 წლებში, ბაგრატმა შემოიერთა კახეთდჰერეთი და იქ თავისი ერისთავები დანიშნა. ამის შემდეგ იგი იწოდებოდა, როგორც  „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“.

 

ქვეყნის გაერთიანებისათვის მეფე ყოველ ღონეს ხმარობდა, არ ინდობდა საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებს, მკაცრად უსწორდებოდა ბაგრატიონთა საგვარეულოს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. მათი ნაწილი ციხეში იყო შეპყრობილი, ნაწილი კი ბიზანტიას აფარებდა თავს.

 

კახეთდჰერეთის შემოერთების შემდეგ საქართველოს გაერთიანებული მონარქია უშუალოდ დაუმეზობლდა ამირა ფადლონის სამფლობელოს. ამით შეშფოთებულმა ამირა ფადლონმა რამდენჯერმე სცადა შეეტია კახეთდჰერეთის ერისთავებისათვის. ბაგრატ III დმ, ანისის მეფე გაგიკ Iდთან ერთად, გაილაშქრა ფადლონის წინააღმდეგ და სასტიკად დაამარცხა იგი. „მატიანე ქართლისა?“ ბაგრატს ვახტანგ გორგასალს ადარებს: „შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისასა არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა. ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის.“

 

ბაგრატი გარდაიცვალა 1014 წელს 7 მაისს  ფანასკერტის ციხეში, ტაოში. სპასალარმა ზვიად მარუშიანმა მეფის ცხედარი აფხაზეთში გადაიტანა. ბაგრატი დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ბაგრატ III