მარიჯანი 

 

ბევრზე ბევრი

 

 

გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:

 

  – ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!

 

  – ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბევრი კანფეტი...

 

 ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ბაასი:

 

  – გოგი, არ მომწონს, მაგისთანა თვალხარბი რომ ხარ. რა ამბავია, სულ ბევრს და ბევრს რომ გაიძახი, აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!

 

  – თავი ერთია!

 

  – ცხვირი  – ერთი!

 

  – პირი  – ერთი!

 

  – შუბლი  – ერთი!

 

  – თვალი  – ორი!

 

  – ხელი  – ორი!

 

  – ფეხი  – ორი!

 

 გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.

 

  – ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი!  – უთხრა გოგიამ ბებოს. ბებიას გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მარიჯანი / ბევრზე ბევრი