მარიჯანი 

 

მე რომ შემეშინდა

 

 

ელისოს ეძინა. დედა ფეხაკრეფით დადიოდა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა.

 

 მაგრამ ელისომ უეცრად ტირილით გაიღვიძა. ბავშვი შეშინებული იყო, თვალებს აცეცებდა და ცხარე ცრემლებს ღვრიდა.

 

  – რა იყო, ელისო? რა დაგემართა? სიზმარში ხომ არაფერი ნახე?  – შეეკითხა შეშფოთებული დედა.

 

  – ვნახე.

 

  – რა ნახე, არ გახსოვს?

 

  – მახსოვს.

 

  – აბა, მომიყევი, რამ შეგაშინა.

 

  – მე... მე ვნახე... რომ მოსკოვში მივდიოდი.

 

  – მერე, მანდ რა არის საშიში? პირიქით, უნდა გაგხარებოდა.  – გაეცინა დედას.

 

  – მიხაროდა, მაგრამ... მერე... ქუჩაში... ბევრი, ბევრი ხალხი იყო... მე დავიკარგე...

და შენ ვეღარ გნახე...

 

 და ელისომ უფრო უმატა ტირილს.

 

  – მოიცა, ჩემო გოგონა! ახლა ხომ ჩემთან ხარ, რაღა გატირებს?  – უალერსებდა დედა.

 

  – მე რომ შემეშინდა?!  – არ ცხრებოდა პატარა ელისო..

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მარიჯანი / მე რომ შემეშინდა