გამოჩენილი მოგზაურები და ბუნებისმკვლევარები

 

1 ჰეროდოტე ძ.  წ.  V ს,

ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც აგრეთვე გამოჩენილი მოგზაურიც იყო ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის იმდროინდელი მსოფლიოს შესახებ,მას მოუვლია ეგვიპტე, არაბეთი, ფინიკია, ეთიოპია, ბაბილონი, სპარსეთი, მიდია, კოლხეთი და ყველა ეს ქვეყანა თავისი ხალხითა და ზნე - ჩვეულებებით, მიწა - წყლითა და ყოფა - ცხოვრებით დაწვრილებით აღუწერია თავის ნაშრომში, რომელსაც შემდგომში ისტორიკოსებმა პირობითად უწოდეს ჰეროდოტეს ისტორია,ჰეროდოტეს სცოდნია კასპიის ზღვის არსებობაც და ისიც, რომ ეს ზღვა არც ერთ სხვა ზღვას არ უერთდება, ცოდნია აგრეთვე ევროპიდან ინდოეთისაკენ მიმავალი დიდი სავაჭრო გზის არსებობა და ისიც, რომ ეს გზა კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდ  ოქსუსის (ამუდარიის) დაბლობზე გადიოდა,ჰეროდოტეს დამსახურებად ითვლება შავი, მარმარილოს, ბოსფორისა და აზოვის ზღვათა სიდიდის განსაზღვრა.

2. პითეას მასილიელი, მარსელელი,ძველი დროის ერთერთი გამოჩენილი მოგზაური იყო პითეას მასილიელი ან მარსელელი,პითეასი პირველი ბერძენი მოგზაურია, რომელმაც ჰიბრალტარი (ეს სახელი არაბული წარმოშობისაა და ნიშნავს ჰიბრალ - კლდე და ტარიმისი აღმომჩენი არაბი სარდალის გვარია) გასცურა და ატლანტის ოკეანეში გავიდა,მაგრამ სამხრეთის ნაცვლად პითეასს მიმართულება ჩრდილოეთისაკენ აუღია და მიუღწევია ინგლისამდე, რომელსაც მან ალბიონი, თეთრი კუნძული დაარქვა,ინგლისიდან ის შოტლანდიაში გადასულა, ხოლო აქედან ჩრდილოეთის გზით თულის მიწამდე უმგზავრია, რომელიც ან ისლანდია ან ნორვეგია უნდა ყოფილიყო,იმის იქით ვეღარ გაუღწევია, როგორც ეტყობა დიდი ნი სლის გამო,პითეასის მოგზაურობაში ზოგი რამ სიმართლეს არ შეეფერება სტრაბონის გადმოცემით, მაგრამ თავისი დაკვირვებების საფუძველზე ამ მოგზაურმა მაინც გადმოგვცა მრავალი ღირსშესანიშნავი ცნობა, თუნდაც ის, რომ მან პირველმა შენიშნა მთვარის გავლენა ოკეანის მიქცევასა და უკუქცევაზე, მანვე გამოარკვია, რომ პოლარული ვარსკვლავი ზუსტად დედამიწის პოლუსის გასწვრივ არ მდებარეობს.

3. არისტარქე სამოსელი ძ წ IV ს დასასრული - III ს I

ნახევარი,ძველი ბერძენი ასტრონომი და გეომეტრი,მან დაამტკიცა, რომ დედამიწის ბირთვი თავისი ღერძის გარშემო ტრიალებს და ამავე დროს გარს უვლის უძრავ მზესო, ეს გენიალური მოსაზრება შემდეგში დავიწყებას მიეცა.

4. ერატოსთენე ძ წ 276 - 194 წ,

ძველი ბერძენი მეცნიერი, მან დაამტკიცა, რომ დედამიწას ბირთვისებური ფორმა აქვს და განსაზღვრა კიდეც მისი სიდიდე, მან თითქმის ზუსტად გამოიანგარიშა ეკვატორის სიგრძე, მანვე იხმარა პირველად სიტყვა გეოგრაფია, დედამიწის აღწერა,

ასეთი სათაური ჰქონდა მის ნაშრომს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, ერატოსთენეს უწოდებენ  გეოგრაფიის მამას, ერატოსთენე ამბობდა «იბერიიდან ერთიდაიგივე პარალელური წრით შეიძლება ინდოეთამდე მისვლა ატლანტის ოკეანის სიდიდე რომ არ

გვაბრკოლებდესო».

5. მარინე კირენელი II ,

ძველი ბერძენი გეოგრაფი, მან ერთერთმა პირველმა შეადგინა იმდროინდელი მსოფლიოს რუკა ეგრეთწოდებული ბრტყლად გამოსახვის ხერხით.

6 ჰიპარქე 190 - 180 - 125 ,

ძველი ბერძენი მეცნიერი, ასტრონომიის ერთერთი ფუძემდებელი,ჰიპარქემ გეოგრაფიაში გრძედისა და განედის ცნება შემოიტანა, ვინაიდან იმ დროს ადამიანებისათვის ცნობილი ხმელეთი დასავლეთისა და აღმოსავლეთისაკენ უფრო ვრცელი იყო ვიდრე ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ ჰიპარქემ ამა თუ იმ მანძილის გრადუსთა მანძილს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით  და პირიქით უწოდა გეოგრაფიული გრძედი, ხოლო იმავე ადგილის დაშორებას ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით გეოგრაფიული განედი, ეს სახელწოდებები დღემდეა შემორჩენილი.

7 სტრაბონი     64 - 63 - ახ    23 - 24 ,

ბერძენმა მეცნიერმა სტრაბონმა თავის თხზულებაში გეოგრაფია ჩამოაყალიბა და მეცნიერულად დაამუშავა მთელი მაშინდელი გეოგრაფიული ცოდნის მარაგი,გეოგრაფია შედგებოდა 17 წიგნისაგან, მაგრამ ჩვენამდე ამ თხზულებას მთლიანად არ მოუღწევია,მაშინდელ მსოფლიოს სტრაბონი საზღვრავს ჩრდილოეთით იერლით (ირლანდია), სამხრეთით  (ზემო ეგვიპტე), დასავლეთით იბერიის ნახევარკუნძულით (ესპანეთი), ხოლო აღმოსავლეთით ინდოეთით,საზღვარი ევროპასა და აზიას შორის გაჰყავს მდ  ტანაისზე (დონზე),საინტერესოა ცნობები, რომელიც სტრაბონს მაშინდელი საქართველოს შესახებ მოჰყავს,იგი აღწერს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ახსენებს კავკასიონს, «ეს მთაო, ამბობს სტრაბონი, მდებარეობს ორ ზღვას პონტოს (შავი) და კასპიის ზღვებს შორის, კავკასია ამაგრებს იმ ყელს (ნაგულისხმევია საქართველოს ტერიტორია), რომელიც ამ ორ ზღვას შუა მდებარეობს, კავკასიის მთის ჩრდილოეთით სარმატთა დაბლობებია,კავკასიონის ქედები სამხრეთით მოემართებიან, გარს ერტყმიან შუა იბერიას, ხოლო მთებს შუა არის მდინარეებით მორწყული დაბლობი, ამ მდინარეთა შორის უდიდესია კიროსი )მტკვარი) და არაგონიოსი (არაგვი), რომელიც კიროსს ერთვის, მდ  კიროსს სათავე არმენიაში აქვს, ხოლო არაგონიოსს კი კავკასიის მთაში, იგი ალბანიისაკენ (აზერბაიჯანისაკენ) მიემართება, საძოვრებით მდიდარ ველებზე ჩაივლის და მრავალ მდინარეს შეიერთებს, რომელთა შორის ყველაზე დიდი ალაზონიოსია (ალაზანი), დაბლობში იბერიელთაგან მეტწილად მიწათმოქმედნი ცხოვრობენ, ისინი მშვიდად არიან განწყობილნი,

ხოლო მებრძოლი ბუნების მცხოვრებთა უფრო დიდ ნაწილს მთიანი მხარე უჭირავთ დაშფოთის დროს მრავალი ათასი მებრძოლი გამოჰყავთ საომრად,ქვეყანაში 4შესასვლელია, ერთია კოლხურ ციხე - სიმაგრე შორაპანზე და მასთან ახლომდებარე ვიწროებზე, აქ მოედინება სწრაფი და ხმიანი ფაზისი (რიონი) დასალტული 120 ხიდით,გადაივლის კოლხეთს და გზადაგზა მრავალი მდინარით გავსილი და სანაოსნოდგამოსადეგი პონტოში (შავ ზღვაში) ჩადის, ფაზისზეა აგებული მსგავსისახელის ქალაქი (იგულისხმება ფოთი) და აქვე მახლობლადაა ტბა პალიასტომისა,მეორე შესასვლელი არის ჩრდილოეთით მცხოვრებ მომთაბარეთაგანახლოს არაგვის ვიწრო ხეობაში მიმავალ საცალფეხო გზაზე, ამ გზისბოლო ძნელად ასაღები კედლითაა გამაგრებული (დარიალი),მესამე ალბანიიდან (აზერბაიჯანიდან) შემოსასვლელი, ესეიგი დარუბანდი, ჯერ კლდეებშია გამოჭრილი, შემდეგ ალაზნის ჭაობებზე გადადის და გზის ბოლოს ძნელად ასაღები კედლითააგამაგრებული,ხოლო მეოთხე შემოსასვლელი მტკვრისა და არაგვის ვიწროებძე გადადის ვიდრე ეს 2 მდინარე შეერთდებოდეს, ამ ადგილას კი აგებულია გამაგრებული ქალაქები, მტკვარზე მდებარე ჰარმოზიკე (არმაზი) და არაგვის ციხე -სიმაგრე სევსამორა (წიწამური), ამ შემოსასვლელით ისარგებლა არმენიაში ლაშქრადმიმავალმა პამპეოსმა (გნეუს პომპეუსი),სტრაბონის ცნობით მაშინდელისაქართველო, იბერია და კოლხეთი დიდად განვითარებული ქვეყანა იყო, მჭიდროდ დასახლებული ქალაქებით და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი დაწესებულებებით,კავკასიონის ტყიანი ქედები უხვად ამარაგებდნენ მოსახლეობასდიდძალი ნავთსაშენი მასალით, ქვეყანაში იმთავითვე გაცხოველებულივაჭრობა ყოფილა, საექსპორტო მასალად ხე - ტყე, ცვილი და ხორბალიჰქონდათ.

8 პლინიუს უფროსი,გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (უფროსი) იყორომაელი მწერალი, სწავლული და სახელმწიფო მოღვაწე 23 - 24 - 79 წ,მან ბევრი რამახალი შესძინა მაშინდელ გეოგრაფიულ აზროვნებას,პლინიუსი ბევრსმოგზაურობდა, მრავალ დაკვირვებას აწარმოებდა და ყოველივე ნახულსდაწვრილებით აღწერდა ხოლმე, ერთერთი ასეთი დაკვირვების დროს, რომელსაც პლინიუსი ვულკან ვეზუვზე აწარმოებდა იგი ლავის ამოხეთქვისას დაიღუპა,ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს სწავლულები ჰიპარქე, ერატოსთენე, პითაგორედა არისტოტელე აღიარებდნენ დედამიწის ბირთვისებურობას, მაგრამპლინიუსმა პირველმა აღნიშნა ერთი ფაქტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობაჰქონდა ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, მან შენიშნა, რომ ნაპირიდანგემის მოშორებისას ჯერ გემის კორპუსი იმალება თითქოს ჩაიძირაო, შემდეგანზები ეფარება თვალს და ამ დაკვირვების საფუძველზე მართებულად დაასკვნა დედამიწა რუდეა, მრგვალიაო, ეს საყოველთაოდ ცნობილი დამამტკიცებელი საბუთიდედამიწის სიმრგვალისა ახლა მეტად მარტივი და კანონზომიერი ჩანს, მაგრამმაშინ, როდესაც დედამიწის სიმრგვალეზე მხოლოდ სწავლულებილაპარაკობდნენ ეს გარემოება ნამდვილად აღმოჩენას წარმოადგენდა,ისტორიკოსთაგან პლინიუსმა პირველმა აცნობა მაშინდელ სამყაროს,რომ მდ  ვისლის იქით სლავები (ვენედები) ცხოვრობდნენ, რომ ლიპეის(ურალის) მთებს იქით ძალიან ცივა და დიდი თოვლიც იცის.

9 პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი,რომაელი მწერალი და ისტორიკოსი 55 - 116 წ,დაინტერესებული იყო გეოგრაფიითაც, ტაციტუსმა საფუძვლიანად აღწერა გერმანიადაგერმანელი

ხალხები და გააცნო ისინი მაშინდელ  სამყაროს, ტაციტუსიც იხსენიებს ვენედებს დაფინელებსაც კი, ესეიგი ყველა იმ ტომებს, რომლებიც მაშინაც ვისლის აღმოსავლეთითცხოვრობდნენ,აღმოსავლეთ ევროპა და ვისლის იქითა მდინარეები, რომელთა შესახებ ტაციტუსმა არაფერი იცოდა მაშინდელ მსოფლიოს გააცნოტაციტუსისუმცროსმა თანამედროვემ კლავდიოს პტოლემაიოსმა, რომელიც ახ  წ II ს  ცხოვრობდა.

10 კლავდიოს პტოლემაიოსი, ძველი ბერძენი ასტრონომი, გეოგრაფი,ფიზიკოსი და მათემატიკოსი II ს  ცხოვრობდა ალექსანდრიაში,პტოლემაიოსმაშექმნა მისივე სახელით ცნობილი სამყაროს აგებულებისგეოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვით სამყაროს ცენტრს წარმოადგენს სფერული სახის უძრავი დედამიწა, ხოლო მზე, მთვარე და სხვა პლანეტები დედამიწისგარშემო ბრუნავენ,პტოლემაიოსის მეცნიერული ავტორიტეტი განსაკუთრებით საშვალო საუკუნეებში მეტად დიდი იყო, ყველა მეცნიერიროგორცურყევ და სარწმუნო წყაროს მიმართავდა მის «ალმაჰესს», ასეუწოდებდნენ პტოლემაიოსის მათემატიკურ - ასტრონომიულ ნაშრომს, რაც არაბულიალ მაჯისისაგან მოდის, ალმაჰესი ესეიგი უდიდესი,სამყაროს გეოცენტრულისისტემა ცოცხლობდა ვიდრე დიდმა პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლაიკოპერნიკმა არ დაამტკიცა მისი მცდარობა,პტოლემაიოსმა საფუძველი ჩაუყარამათემატიკურ გეოგრაფიას და კარტოგრაფიას, მანვე დაჰყო დედამიწა ხუთსარტყლად, რომელთაგან 2 იყო ცივი, 2 ზომიერი და 1 ცხელი ეკვატორულისარტყელი,ერთერთ ზომიერ სარტყელში მოთავსებული იყო მაშინდელიცნობილი მსოფლიო, ხოლო მის მოპირდაპირე მეორე ზომიერ სარტყელში ცხოვრობდნენ ანტიპოდები, მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებნი, რომელთა შესახებარავინარაფერი იცოდა,პტოლემაიოსამდე ანტიკური გეოგრაფები რუკების შედგენისას სწორ ხაზებს ხმარობდნენ პარალელებად და მერიდიანებად, ეს იყოეგრეთწოდებული ბრტყლად გამოსახვის ხერხი, მაგალითად ასეთი რუკები შედგენილი ჰქონდა ბერძენ გეოგრაფს მარინე კირენელს ძ წ II ს,პტოლემაიოსმა პირველმამიიღო მხედველობაში დედამიწის სიმრუდე და ხმელეთის რუკაზე დაგეგმარებისას იხმარა კორექციის ხერხი, რომელიც საფუძვლად დაედო დღევანდელკარტოგრაფიას, მაშინდელი სამყაროს შესახებ პტოლემაიოსს შემდეგი წარმოდგენა ჰქონდა, აღმოსავლეთ ევროპას ანუ როგორც იგი უწოდებს სარმატიას ორნაწილად ჰყოფს მდ ტანაისი (დონი) ესენია აზიური და ევროპული სარმატია, აზიურისარმატიის აღმოსავლეთი საზღვარია  მდ  რა (ვოლგა), რომელიც ჰირკანის (კასპიის ზღვას) ერთვის,პტოლემაიოსმა იცის აგრეთვე, რომ მდ ტანაისი იცვლის თავისდინებას სამხრეთ - აღმოსავლეთიდან სამხრეთ - დასავლეთისაკენ და რომერთერთადგილას მდ ტანაისი და მდ რა  უახლოვდებიან ერთმანეთს,პტოლემაიოსისათვის ცნობილია სარმატიის ოკეანეც (ბალტიის ზღვა),კასპიის ზღვა მას მიაჩნია დახურულ ზღვად და არა ოკეანის ყურედ, როგორც მას ანტიკური გეოგრაფები იხსენიებდნენ,პტოლემაიოსი ცდილობს განსაზღვროს სიგრძედიდა სიგანედი მაშინდელი ქვეყნებისა, თუმცა ეს განსაზღვრა სინამდვილეს არემთხვევა სათანადო ხელსაწყოების უქონლობის გამო,იგი უარყოფს ანტიკურიგეოგრაფიის დებულებას მსოფლიო ოკეანის არსებობის შესახებ და თვლის, რომ აზია უსაზღვროდ შორს ვრცელდება

ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ, ხოლო აფრიკა კი სამხრეთისაკენ,დედამიწის უკიდურეს სამხრეთ მხარეში სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაუერთდება აღმოსავლეთ აფრიკას და ამრიგად ინდოეთის ოკეანე იქცევა დახურულ,ყოველი მხრიდან კონტინენტით შემოსაზღვრულ ზღვადო.11 სემარქი,ბერძენსემარქის 569 მგზავრობა გამოწვეული იყო ერთერთი აზიური ურდოსმისწრაფებით გამხდარიყო შუამავალი აბრეშუმის გაყიდვის საქმეში ერთისმხრივ ჩინეთსა და მეორეს მხრივ ბიზანტიას შორის,ამ მიზნით სოგდიანიდან ბიზანტიაშიგაიგზავნა ელჩობა, რომლის შემდეგ ცენტრალურ აზიაში გაგზავნილ იქნასემარქი,სემარქი ამბობს, რომ «მან მოახერხა მოხვედრა იმ ქვეყნებში, სადაცადამიანები ბორბლებზე შეყენებულ საუცხოო კარვებში ცხოვრობდნენ და ჩერქეზი მხევლები აბრეშუმის ხალიჩებზე ისვენებდნენო (საუბარია მონღოლეთზე),დიდიგაჭირვების და განსაცდელის შემდეგ სემარქი ბიზანტიაშიდაბრუნდა.

12 კოზმა ინდიკოპლეუსტი, იყო ალექსანდრიელი ვაჭარი,რომელიც VI ს ცხოვრობდა, მან თავისი მოგზაურობისას გაიარა ეთიოპია,არაბეთი, ინდოეთი, დასავლეთ აზია და დატოვა დიდი გეოგრაფიულითხზულება სახელწოდებით «მსოფლიოს ქრისტიანული ტოპოგრაფია»,ამნაწარმოებს დიდი მნიშვნელობა აქვს საშვალო საუკუნეთაგეოგრაფიული მსოფლმხედველობის შესაცნობად,კოზმა ინდიკოპლეუსტიასახელებს ფიზიკური გეოგრაფიის მონაცემებს საღვთო წერილის ცნობებთან, იგი უარყოფს საბერძნეთის ფილოსოფოსთა და გეოგრაფთა მოძღვრებას დედამიწის ბურთისებრივობის შესახებ, როგორც საღვთო წერილის საწინააღმდეგომოძღვრებას,კოზმას აზრით დედამიწა წარმოადგენს ბრტყელ სწორკუთხედს, რომის ცენტრშიც განლაგებულია დასახლებული ადგილებიდღედაღამის ცვლა ხდება იმიტომ, რომ მზე ტრიალებს მაღალიკონუსისებურიმთის გარშემო, რომელიც ფართოა ფუძესთან და ვიწრო თავში,ზამთრობით მზე დადის მთის ძირის გარშემო, ხოლო ზაფხულობით მწვერვალისგარშემო, ამიტომაცაა, რომ ზამთარში ღამე გრძელია დღე მოკლე, ზაფხულშიკი პირიქით,კოზმას თხზულება გამოყენებული იქნა კათოლიკური ეკლესიისმიერ როგორც ნაწარმოები, რომელიც უარყოფს წარმართულ ერეტიკულმოძღვრებას დედამიწის ბურთისებრივობაზე,კოზმას ქრისტიანულტოპოგრაფიას დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული XVI და XVII ს რუსმკითხველთა შორის, ეს ნაწარმოები მოიპოვებოდა ყველა სამონასტრობიბლიოთეკაში.

13 სულეიმანი VIII ს,ყველაზე ადრეულ არაბ მოგზაურთაშორის აღსანიშნავია სულეიმანი, ბასრელი ვაჭარი, რომელმაც მოიარასპარსეთის სრუტის ნაპირზე მდებარე ქვეყნები, გადასცურა ინდოეთის ოკეანე,გზად ინახულა ცეილონი, სუმატრა, აგრეთვე ნიკობარისა და ანდამანისკუნძულები, სადაც მისი თქმით კაცისმჭამელები ცხოვრობდნენ და მოლუკის კუნძულებს და ინდოჩინეთს შორის ზღვა  სეიფზე გავლით მშვიდობიანად მიაღწია კარფუს, რომელიც მდ იან - ძი - ძიანის შესართავთან ახლოს მდებარეობს.

14 იბნხორდადბე,იგი იყო ბაღდადის სახალიფოს ფოსტის უფროსი, რომელმაც დაწერაშრომა «გზათა და სახელმწიფოთა წიგნი», რომელშიც აღწერილი აქვს წინა აზიის ქვეყნები, აგრეთვე რუსეთის ევროპული ნაწილის

სამხრეთ - აღმოსავლეთ რაიონები და სლავური ახალშენები.

15 იბნ ჰაუქალი, აბუს ლაკასიმ იბნ ალი ალ ნასიბი არაბი გეოგრაფი და მოგზაური, დაიბადა 943 წ,იგი იყო ქ მოსულის ვაჭარი, რომელმაც გაატარა მოგზაურობაში 30 წელი და დაწერა თხზულება, რომელშიც იძლევა საყურადღებო ცნობებს ხაზარების, ბულგარელების, სლავებისა დარუსების შესახებ.

16 იბნ ფადლანი,აჰმად იბნ აბას, არაბი მოგზაური და მწერალი, X ს I ნახევარი,მან მრავალი ქვეყანა მოიარა წინა აზიაში და აღწერა ცხოვრება და ზნე -ჩვეულებანი იმავე ბულგარელებისა, ხაზარებისა, რუსებისა და ბაშკირების შესახებ.

17ალი მასუდი აბულ ჰასან,არაბი მოგზაური, მრავალ საინტერესო გეოგრაფიულ ცნობებს შეიცავს მისი თხზულება,მან მოიარა სპარსეთი, ინდოეთი, ცეილონი, ჩინეთი, კასპიის ზღვის სანაპიროები, სომხეთი, ჩრდილო აფრიკა, ეგვიპტე და საბერძნეთი,ყველათავის დაკვირვება მასუდს შეტანილი აქვს თავის დიდ ისტორიულშრომაში «ოქროს ველები», როგორც აღნიშნული ნაწარმოებიდან ჩანს არაბებს საკმაოდ კარგად სცოდნიათ ცენტრალური აზიის ოლქები, თვით მასუდი აღიარებდადედამიწის სფერულობას, სწორი წარმოდგენა ჰქონდა აორთქლებაზე, წვიმისწარმოშობაზე და საერთოდ ატმოსფეროში სინოტივის ცირკულაციის შესახებ, მასვე ნაჩვენები აქვს ცდები ზღვის წყალზე.

18 იბრაჰიმ იბნ იაკუბი,არაბი მოგზაური,რომელმაც იმოგზაურა სამხრეთ გერმანიაში და დატოვა იმჟამად X საუკუნეშიარსებული 4 სლავური სახელმწიფოს აღწერა, ბულგარეთისა, ჩეხეთისა,პოლონეთისა, თავად ნაკონის სამფლობელოთა.

19 ალ მუკადასი,არაბიმოგზაური, X ს, გარდაიცვალა 985 წ,მან დატოვა მუსლიმანთა სამყაროსაღწერა გეგმის მიხედვით, რომელიც სისტემატიურად დაცულია ცალკეულნაწილებში, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მისი წინასიტყვაობის 1თავი, სადაც გადმოცემული აქვს როგორც ხერხები, რომლებითაც სარგებლობდა წიგნისშედგენის დროს, ისე ყველა თავგადასავალი რაც მოგზაურობის დროს შეემთხვა,არაბი გეოგრაფი შემდეგს წერს თავის მეთოდოლოგიურ ხერხებზე, რომელიცგამოყენებული აქვს მას თავისი თხზულების დაწერისას,»იცოდე, რომ მრავალმეცნიერსა და ვეზირს შეთხზული აქვს ამ საგნის შესახებ, მაგრამ მათი სამუშაოგარდა იმისა, რომ სისტემას მოკლებულია უმეტეს შემთხვევაში და უკლებლივყველა ემყარება მათ მიერ გაგონილს,ჩვენ სხვაფრივ მოვიფიქრეთ, არდარჩენილა არც ერთი ზონა (არაბები იცნობდნენ შვიდ კლიმატს ანუ ზონას, კლიმატად იგულისხმებოდა ფართო ზონები, რომლებიც მდებარეობენ ეკვატორისპარალელურად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ზოგიერთი არაბი გეოგრაფი კლიმატად გულისხმობდა ოლქებს), რომელიც არ მოგვევლო, არც ერთიწვრილმანი, გარემოება, რომელსაც არ გავცნობოდით,ამასთან ერთად ჩვენ უარი არგვითქვამს გამოგვეკვლია, გამოგვეკითხა და დაფარულისათვის თვალყურიმიგვედევნა, ამრიგად ჩვენი წიგნი 3 ელემენტისაგან შედგება, ჯერ ერთიიმისაგან რაც ჩვენ თვითონ ვნახეთ, მეორე რაც გავიგეთ სანდო პირებისაგან დამესამე რაც ვნახეთ ამ საგანზე ან სხვა საგნებზე შეთხზულ წიგნებში, არ დარჩენილა არც ერთი სამეფო ბიბლიოთეკა, რომელშიაც არ ვყოფილიყავ, არც ერთი თხზულებარომელიმე სექციისა რომელიც არ გადამეფურცლოს, არც ერთი მოძღვრებახალხთა შორის, რომელსაც არ გავცნობოდი, ჩვენ იგი წიგნი მოუფიქრებლად არ შეგვიფისია, მასალა ალალბედზე არ გაგვინაწილებია, ამ მოგზაურობაზე მედამეხარჯა 10 000 დირჰემი 10 000 ფრანკი»,როგორც წინასიტყვაობის ამ ამონაწერიდან სჩანს ალ მუკადასს თავისი შრომის შედგენისას გამოუყენებია კვლევითი მუშაობისყველა ის ძირითადი მეთოდები, რომლებითაც ჩვეულებრივ ამჟამადაცსარგებლობენ გეოგრაფები, სახელდობრ მოგზაურობა და პირადი დაკვირვება,ქვეყნებისა და ხალხთა პირადი შესწავლა, გამოკითხვა იმ პირებისარომლებისგანაც შეიძლება იმ ცნობების მიღება რაც ავტორს აინტერესებს და დასასრულ კამერალური მუშაობა, სხვა ავტორების თხზულებათა წაკითხვა და სხვა.20 -21 ალ ისტაქრი და ალ ბალქი,არაბი გეოგრაფები,ალ ისტაქრიმ დაწერა თხზულება»სამეფოთა გზების წიგნი» (ქიდაბულ მესალიკ ილ ნემალიქ ის), არსებითადესშრომა წარმოადგენს წინამორბედი ალ ისტაქრი ალ ბალქის თხზულებისგამოცემას,ისტაქრიმ შეავსო ამ უკანასკნელის ცნობები და მას ფართო კომენტარები დაურთო,

ალ ბალქიმ შეადგინა გეოგრაფიული ატლასი დუბარ

ილ აკამემ, დედამიწის სარტყელთა გამოსახულება

მოკლე განმარტებებით,

ორივე ავტორს ალ ისტაქრის და ალ ბალქსაც

აღწერილი აქვთ მცირე აზია, სომხეთი, ირანი,

აზერბაიჯანი, არანი, მესოპოტამია, ჯაზირი,კაბკი

(კავკასიონი), დაღესტანი (დარუბანდი), ნახჭევანი

(ნახშავანი), ხაზარეთი, ვოლგა და სხვა.

22 ალ ბირუნი XI ს,

გამოჩენილ გეოგრაფად ითვლება არაბი ალ ბირუნი,

ხივაში დაბადებული, რომელმაც უდიდესი ნაწილი

თავისი სიცოცხლისა ინდოეთში გაატარა,

მსოფლიო მეცნიერების თანამედროვე ისტორიკოსმა

სარტონმა ალ ბირუნს უწოდა ისლამის ერთერთი

უდიდესი სწავლული.

23 აბდალა მაჰმად ედრისი, იდრისი,

თავის წინამორბედთა ცნობების და ქვეყნების

აღწერათა მიხედვით XII  ს არაბმა გეოგრაფმა 

აბდალა მაჰმად ედრისმა, იდრისმა ჩრდილო აფრიკაში

დაბადებულმა შეადგინა კრებითი შრომა და დაურთო

მას რუკები, იგი სწავლობდა კორდოვაში და თავისი

სიცოცხლის უდიდესი ნაწილი გაატარა პალერმოში,

სიცილიის მეფე როჟერ II ნორმანდიელის კარზე და

მოამზადა მისთვის ვერცხლის გლობუსი,

თავის შრომაში ედრისს მოჰყავს შედარებით მრავალი

ცნობა სიცილიის, ესპანეთის, საფრანგეთის,

გერმანიის, ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის

შესახებ, აგრეთვე ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის

ნაპირების შესახებ, მის თხზულებაში მოიპოვება

ცნობები აგრეთვე აღმოსავლეთის ქვეყნის შესახებაც,

ჩინური ქალაქის სურ - ჯოუს შესახებ იგი სწერს

«ისეთი დიდი ქალაქები, როგორც სურ - ჯოუ

სახელგანთქმულნი არიან, როგორც თავისი

შენობებითა და ვაჭრობით ისე მცხოვრებთა

სიმდიდრით, მათი სავაჭრო კაპიტალი მთელ

სამყაროზეა გავრცელებული, აქ კეთდება

შეუდარებელი ხარისხის ფაიფური და აბრეშუმის

ქსოვილები, რომლებიც განთქმული არიან თავიანთი

მდიდრული შესახედაობით».

24 იაკუტი XIII ს,

ეკუთვნის არაბ იაკუტის მიერ, გარდაიცვალა 1229 წ

შედგენილი ფართო გეოგრაფიული ლექსიკონი, სადაც

მოთავსებულია ზოგიერთი არაბი გეოგრაფის და

მოგზაურის იმ თხზულებათა ნაწყვეტები, რომლებმაც

ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.

25 ჯიოვანი პლანო კარპინი,

აღმოსავლეთი, კერძოდ მონღოლეთი XIII ს

ევროპისათვის მეტად დიდი საშიშროების კერად იქცა,

იმხანად ჩინგიზ ყაენისა და მისი მემკვიდრეების

ურდოები დასავლეთისაკენ მიიწევდნენ,

ჩინგიზის მემკვიდრე უგედეი 600 000 - ანი ჯარით

შეესია დასავლეთ ევროპას, დაიპყრო რუსეთი,

პოლონეთი, სილეზია, მორავია და უნგრეთი,

მონღოლები არავის ინდობდნენ, ევროპასა და მის

მოსახლეობას ჯოჯოხეთის მოციქულებად მოევლინენ,

როგორც ცნობილია ევროპელები მონღოლებს

თათრებს უწოდებდნენ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით

სიტყვა თათარი უნდა წარმოშობილიყო ბერძნული

ტარტარიდან, რაც ჯოჯოხეთს ნიშნავს, ცხადია

დასავლეთ ევროპის მფლობელთათვის პირველ

საზრუნავად იქცა ის, რომ როგორმე თავიდან

აეცდინათ მონღოლთა მოსალოდნელი შემოსევა,

მაგრამ მდგომარეობას ართულებდა ერთი გარემოება,

ევროპამ თითქმის არაფერი იცოდა მონღოლთა

შესახებ, არ იცნობდა არც მათი ქვეყნის გეოგრაფიულ

საზღვრებს, ყოფა - ცხოვრებასა და წეს - წყობილებას და

არც სამხედრო ძლიერებასა და საბრძოლო ტაქტიკას,

პირველ ხანებში მონღოლები არ დევნიდნენ

დამონებულ ხალხთა რელიგიას, ამან ქრისტიანულ

სამყაროს შეუქმნა ყალბი შეხედულება თითქოს

შესაძლებელი ყოფილიყო მონღოლთა გაქრისტიანება

და ამ გზით მათთან კავშირის შეკვრა მაჰმადიანთა

წინააღმდეგ, სწორედ ამ მოსაზრებით გაგზავნა

რომის პაპმა ინოკენტი IV - მ მონღოლეთს ელჩად

ფრანცისკელი ბერი ჯიოვანი პლანო კარპინი,

კარპინი 1245 წ ლიონიდან გამგზავრებულა, გაუვლია

ბოჰემია, კრაკოვი, კიევი, აზოვის ზღვის სანაპირო,

სამხრეთ რუსეთის ველები და სარაიში ოქროს ურდოს

სატახტო ქალაქში მისულა ბათო - ყაენთან, აქედან კი

მონღოლეთში დიდ ყაენთან გამგზავრებულა და

სამთვენახევრის მოგზაურობის შემდეგ შუა

მონღოლეთისათვის მიუღწევია, იგი სატახტო ქალაქ

ყარა - ყორუმში არ შესულა, მაგრამ მდ ორხობნის

ნაპირას 1246 წ დასწრებია ყურულთაის (კრება),

რომელსაც დიდი ყაენის ტახტზე ჩინგიზის

შვილიშვილი ჰუიუქი აურჩევია,

ყაენის კარზე მყოფ კარპინის ბევრი დაკვირვება და

დაზვერვა უწარმოებია, ყველაფერი დაწვრილებით

აღუწერია და პაპისათვის მოუხსენებია, ამრიგად

პლანო კარპინი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც

ევროპას მიაწოდა ნამდვილი ცნობები მონღოლეთის

გეოგრაფიული მდებარეობის, დაპყრობათა ისტორიის,

პოლიტიკური და სამხედრო წყობის და

ყოფა - ცხოვრების შესახებ,

სხვათაშორის თავის მოხსენებაში კარპინის მოჰყავს

მეტად საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც,

ყურულთაიზე იგი გაცნობია ქართველ უფლისწულებს

დავით ულუს და დავით ნარინს, რომლებიც ყაენთან

მემკვიდრეობითი დავის გადასაწყვეტად

მოსულიყვნენ»თუ იმ ხელმწიფეთ რომლებიც მათ

დამორჩილდნენ რაიმე სადაო შემთხვევა წარმოეშვათ

ისინი მის გასარჩევად თათრების იმპერატორთან უნდა

გაემგზავრონ, როგორც ეს გეორგიის მეფის ორ ვაჟს

მოუხდაო» ამბობს კარპინი,

გარდა ამ ისტორიული ცნობისა მას მოჰყავს ცნობები

მონღოლთა საკრედიტო და საგადასახადო

პოლიტიკაზე საქართველოში

«თათრები ხარკს ღებულობენ აგრეთვე იმ ერებისაგან,

რომელნიც მათგან შორს ცხოვრობენ და ისეთ ერებს

მეზობლობენ რომელთაც ისინი რამდენადმე უფრთხიან

ან ვერ დაუფლებიან, ისინი  მათ უფრო ადამიანურად

ეპყრობიან რათა ჯარები არ გამოგზავნონ თათრების

წინააღმდეგ ან კიდევ სხვებს არ შეეშინდეთ

თათრებისაგან დამორჩილება, ასე მოექცნენ ისინი

ობეზებს (აფხაზებს) ანუ გეორგიელებს, ქართველებს,

რომელთაც 50 000 პერპერს ანუ ბიზანტის ახდევინებენ

და სხვა მხრივ ამ მიზეზის გამო აღარ აწუხებენ,

ამისდა მიუხედავად როგორც მათგან ე  ი 

ქართველთაგან გავიგეთ მათ განზრახული აქვთ

ამბოხება მოაწყონ, საინტერესოა ის გარემოება, რომ

ქართველებს, რომელთა შორის სხვა გამოჩენილ პოლიტიკურ

მოღვაწეებთან ერთად სარგის მხარგრძელიც ყოფილა

კარპინისათვის მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების

საიდუმლო გაუნდვიაც, მართლაც როგორც ცნობილია

ქართველები ორჯერ აჯანყდნენ მონღოლთა

წინააღმდეგ, პირველად დავით ნარინის 1259 წ და

მეორედ დავით ულუს 1260 წ მეთაურობით,

კარპინი უკან დაახლოებით იმავე მარშუტით

დაბრუნებულა და მთელი თავისი მოგზაურობის

ანგარიში წერილობით მოუხსენებია პაპისათვის.

26 გუილიომ რუბრუკვისი,

შუა საუკუნეების მეორე ცნობილი მოგზაური,

რომელსაც აგრეთვე მეტად საინტერესო ცნობები

მოჰყავს საქართველოს შესახებ ფრანცისკელი ბერი

გუილიომ რუბრუკვისია,

საფრანგეთის მეფის ლუი IX - ს დავალებით 1253 წ იგი

მონღოლეთს გაემგზავრა,

მეფე ლუი IX სირიაში არაბებს ებრძოდა, იმხანად

მონღოლებიც ებრძოდნენ არაბებს, მონღოლთა ყაენი

ერყალთაი სპარსეთის მხრიდან დაესხა არაბებს,

რითაც მეტად დიდი შეღავათი მისცა ლუი IX - ს ამ

გარემოებით გამხნევებულმა ლუი IX - მ გადაწყვიტა

რაკი მონღოლებიც არაბებს მტრობენ ხელსაყრელი

დრო დადგა მათი მოქცევისაო გაქრისტიანებით და

მონღოლთა შესახებ დაწვრილებითი ცნობების

შესაგროვებლად თავისი ელჩი რუბრუკვისი გაგზავნა

ყარაყორუმს მონღოლთა ყაენ მანგუსთან,

რუბრუკვისი და მისი თანამგზავრები ჯერ

კონსტანტინეპოლს მისულან, აქედან შავი და აზოვის

ზღვებით მდ დონის შესართავამდე მიუღწევიათ,

მთელი სამხრეთ რუსეთი გადაუვლიათ, შუა აზია

გადაუსერავთ და მანგუ ყაენთან მისულან ყარაყორუმს,

რუბრუკვისმაც დაახლოებით ის გზა განვლო,

რომელიც 8 წლის წინ პლანო კარპინიმ გაიარა,

ყარაყორუმიდან უკან დაბრუნებული რუბრუკვისი 2

თვისა და 10 დღის მოგზაურობის შემდეგ ვოლგის

ნაპირებთან მოსულა, ახლანდელი ვოლგოგრადის

ჩრდილოეთით, შემდეგ მდინარის ხეობას ჩაჰყოლია,

გაუვლია ოქროს ურდოს სატახტო სარაი, შემდეგ

ასტრახანი, რკინის კარი ანუ დარუბანდი, შირვანი,

შამახია, მუღანის ველი, შემდეგ აჰყოლია არაქსის

ხეობას, გაუვლია ნახჭევანი და არარატის მთის ძირი,

შემდეგ პირი ჩრდილოეთისაკენ უბრუნებია და ანისში

შეუვლია, აქედან სამხრეთისაკენ შებრუნებულა,

არზრუმს მისულა და სირიის ქალაქის ანტიოქიის

გავლით პალესტინაში დაბრუნებულა,

 

რუბრუკვისს მეტად საინტერესო ცნობები

შეუგროვებია მაშინდელი მონღოლეთისა და ჩინეთის

შესახებ, დაწვრილებით აღწერს იგი ამ ხალხთა

ყოფა - ცხოვრებასა და ზნე - ჩვეულებებს, მეტად

საინტერესოა ის გარემოება, რომ რუბრუკვისს

პირადად უნახავსდ ზაქარია მხარგრძელის შვილი

მანდატურთუხუცესი შანშე, რომელსაც იგი საჰენზას

სახელით იხსენიებს,

«ჩვენ ნახჭევანი ნათლისღების კვირაში დავტოვეთ,

ვინაიდან თოვლმა დიდი ხნით დაგვაგვიანა, 4 დღის

შემდეგ მოვაღწიეთ საჰენზას ქვეყანას, ეს საჰენზა

წინათ მეტად ძლიერი ქართველი ყოფილა,მაგრამ დღეს

ხარკს აძლევს თათრებს, რომელთაც ყველა მისი

ციხე - სიმაგრე გაუნადგურებიათ და კიდევ მე

ვისადილე საჰენზასთან და როგორც მან ისე მისმა

მეუღლემ და მისმა ვაჟმა ზაქარიამ დიდი თავაზიანობა

გამოიჩინეს ჩემს მიმართ, ზაქარია ლამაზი და

ჩინებული ჭაბუკია, მან მთხოვა, რომ თუ ის თქვენთან

მოვიდოდა რეკომენდაცია გამეწია მისთვის რათა

სამსახურში მიგეღოთ, ეს ყმაწვილი ისე იტანჯება

თათრების ბატონობის გამო, რომ თუმცა ყოველივე

უხვად აქვს ურჩევნია უცხო ქვეყანაში იხეტიალოს

ვიდრე ქედი მოიდრიკოს მათი უღლის ქვეშ» წერდა

რუბრუკვისი თავისი ხელმწიფისადმი მიმართულ

მოხსენებაში,

მიუხედავად იმ დროს გავრცელებული წარმოდგენისა

თითქოს კასპიის ზღვა ჩრდილოეთის ოკეანის ყურე

ყოფილიყოს რუბრუკვისი ამტკიცებდა «კასპიის ზღვა

დამოუკიდებელი ზღვაა, ანუ უკეთ დიდი ტბა, რომლის

გარშემოვლა ფეხით ოთხ თვეში შეიძლებაო,

იგი პირველი ევროპელია, რომელმაც აღნიშნა, რომ

ძველი რომაელების მიერ ცერებად წოდებული ხალხი

და ჩინელები ერთი და იგივე არიან»,

ევროპას პირველად რუბრუკვისმა გააცნო ჩინური

დამწერლობის თავისებურება და ბუდისტური

მოძღვრების რაობა,

ევროპელთაგან მან პირველმა აღნიშნა ჩინელებს

ქაღალდის ფული აქვთო.

27 ბენიამინ ტუდელელი XII ს,

მგზავრთა შორის დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული

ესპანელ ებრაელს ბენიამინს ქალაქ ტუდელიდან, ეს

ქალაქი ნავარის სამეფოშია,

ამ მოგზაურმა მოიარა მარსელი, რომი ვალაქია,

კონსტანტინეპოლი, პალესტინა, ნინევია, ბაღდადი,

ბაბილონი, შირაზი, სამარყანდი, ტიბეტი, ცეილონი,

მეწამული ზღვა, ეგვიპტე, სიცილია, იტალია, გერმანია

და საფრანგეთი ბენიამინე ტუდელელის მგზავრობა 14 წელი

გაგრძელდა 1160 - 1173 წ, იგი გამოვიდა ბარსელონიდან

და მარსელსა და გენუისკენ გაემართა, აქედან ჩავიდა

რომში, შემდეგ მოიარა ნეაპოლი და იტალიის სხვა

სამხრეთ ქალაქები, აქედან გაემგზავრა ბიზანტიაში

კონსტანტინეპოლმა მასზე დიდი შთაბეჭდილება

დასტოვა და ამ ქალაქის შესახებ აღტაცებით

ლაპარაკობს, აქედან იგი გადავიდა მცირე აზიაში და

ინახულა შემდეგი ქალაქები ბეირუთი, ტირი, სიდონი,

იერუსალიმი, ქებრონი და სხვა, ბოლოს მოვიდა

სირიის ქალაქ დამასკოში, რომელიც მოეწონა, იგი

წერდა «ქ დამასკო გარშემორტყმულია ხეხილის

ბაღებით, ქალაქი გადაშლილია ჰერმონის მთის ძირში,

საიდანაც იწყება 2 მდინარის ამანისა და ფარფარის

სათავე»,

დამასკოდან გაემგზავრა მესოპოტამიაში, მოიარა მდ

ტიგროსზე მდებარე ქ მოსული, შემდეგ ბაღდადი და

ნინევია, აქედან გაემგზავრა აღმოსავლეთში, უკან

დაბრუნებისას დაჰყო გერმანიაში და დასასრულს

მოხვდა პარიზში, რომლის აღწერითაც მთავრდება

თხრობა მისი მგზავრობის შესახებ.

28 იბნ  ბატუტა  XIV ს,

ცხოვრობდა მაროკალის ქალაქ ტანჟერში და 22 წლის

იყო როცა სალოცავად მექაში გაემგზავრა, იქიდან

დაბრუნებისას ინახულა მრავალი ქვეყანა სირია,

ირანი, მესოპოტამია, აფრიკა,

სადაც ნილოსზე წყალაღმა აყოლებით მივიდა

ასუანამდე, იყო იემენშიც და სხვა,

აქედან მოიარა არაბეთის მთელი ცენტრალური

ნაწილი,

იბნ ბატუტა ჩრდილოეთშიც იყო, მცირე აზიასა და

ყირიმზე ქ კაფაზე (თანამედროვე ფეოდოსია) გავლით

იმოგზაურა ყივჩაყთა ქვეყანაში (სამხრეთ რუსეთი),

ინახულა ქ ვულგარი, აქედან გაემგზავრა

კონსტანტინეპოლში, შემდეგ კვლავ პირი იბრუნა

აღმოსავლეთისაკენ და კასპიის ზღვის ნაპირებით

ხივაზე, ბუხარაზე, ხორასანზე და ყანდაჰარზე გავლით

გაემგზავრა ინდოეთში, სადაც ქ  დელიმდე მივიდა, ამ

ქალაქის სულთანის მოწვევით 2 წელი მოსამართლის

მოვალეობას ასრულებდა, რამდენიმე ხნის შემდეგ

გაემგზავრა ჩინეთში მალდივის კუნძულების

ცეილონის, სუმატრის, იავისა და ზონდის

არქიპელაგის სხვა კუნძულების გზით მიაღწია პეკინს,

ამის შემდეგ სუმატრაზე გავლით გადავიდა ქ 

ზაფარში არაბეთში, სადაც მოხვდა 1347 წელს, კვლავ

მოიარა სპარსეთი, მესოპოტამია, სირია, ეგვიპტე და

მეოთხეჯერ დაბრუნდა მექაში, ხოლო 1349 წ

განიზრახა სამშობლოში დაბრუნება, უკან

დაბრუნებისას გაიარა ტუნისი (ტენესი), ტლენსენი და ფესი, აქ

დაებადა აზრი ენახა 2 ჯერ კიდევ მისთვის უცნობი

მუსლიმანური სახელმწიფო, გერადაში მისვლამ

ცოტაოდენი დრო წაართვა, შემდეგ სიჯილმათით

გაემართა ტიმბუქტუს ახლადგამუსლიმანებულ

სახელმწიფო მალში, უკან დაბრუნებისას

დაათვალიერა სპილენძის მადნები ტაგადაში და 1353

წლის თორმეტ სექტემბერს მონებით მოვაჭრეთა

ქარავანთან ერთად აჰაგარის პლატო აჰადის ოაზისი

და დიდი ვაივაგლახით ცივ ზამთარში გადაიარა

ატლასზე და დაბრუნდა ფესში, სადაც ბოლომდე

ცხოვრობდა.

29 მარკო პოლო 1254 - 1324 წ,

იტალიელი მოგზაური და მწერალი მარკო პოლო

დაიბადა დაახლოებით 1254 წ ვენეციაში,

1271 წ მარკოს მამა ნიკოლო და ბიძა მათეო როგორც

ვაჭრები და  პაპის წარგზავნილები გაემგზავრნენ

ჩინეთში, მათ თან წაიყვანეს 17 წლის მარკო,

პირველად ისინი გემით მიადგნენ მცირე აზიის

ნახევარკუნძულის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილს,

მოგზაურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ზღვისპირა სავაჭრო ქალაქმა აიასმა, შემდეგ მარკო

პოლო ახსენებს დიდ სომხეთსა და არარატის მთას,

სადაც ბიბლიური მითის თანახმად წარღვნის დროს

შეჩერებულა ნოეს კიდობანი,

დიდი სომხეთიდან ვენეციელები გაემგზავრნენ

ჩრდილოეთით საქართველოს მიმართულებით, მარკო

წერდა «თქმულება ამბობს, რომ საქართველოს მეფეები

იბადებოდნენ არწივის ნიშნით მარჯვენა მხარზე»,

საქართველოს შესახებ მოგზაური წერს რომ «ამ

ქვეყანაში ქალაქები და ციხე - სიმაგრეები საკმაოდ

ბევრია, დიდძალია აბრეშუმი, ამზადებენ აბრეშუმისა

და ოქროსქსოვილებს, ასეთ ლამაზ ხალხს ვერსად ვერ

იხილავთ, მსოფლიოში ყველაზე უკეთესი სანადირო

ძაღლები აქაა მოშენებული, აქ ყველაფერი მრავლადაა,

მოსახლეობა ეწევა ვაჭრობასა და ხელოსნობას, მთები

ხეობები, ციხე - სიმაგრეები ბევრია და თათრებმა ვერ

შეძლეს სავსებით დაემორჩილებინათ ეს ქვეყანა,

საქართველოში მშვენიერი ქალაქია თბილისი, ირგვლივ

მრავალი ციხე - სიმაგრე და სოფელია სადაც

ცხოვრობენ ქრისტიანები ქართველები, სომხები, არიან

სარაცინები (რუსები) და ებრაელებიც მაგრამ ცოტა,

აქ ამზადებენ აბრეშუმის და სხვა ქსოვილებს, ხალხი

ხელოსნობას ეწევა და ემორჩილება სათათრეთის დიდ

მეფეს, ქართველები ლამაზები, ვაჟკაცები, საუკეთესო

მსროლელნი და მამაცი მებრძოლებია»,შემდეგ მოგზაურებმა გაიარეს ქალაქები მოსული,

ბაღდადი, ბასრა, თავრიზი, იეზიდი, ქირმანი და

მიადგნენ სპარსეთის ყურეში მდებარე ქ ორმუზს

(ჰორმუზი), იმ დროს ორმუზი იყო დიდი სავაჭრო

ცენტრი, მარკო იგონებს «აქ ყოველი მხრიდან

ჩამოაქვთ გასაყყიდად ძვირფასი ქვები, აბრეშუმისა და

ოქროსქსოვილები, სპილოს ძვალი, ფინიკის ღვინო და

პური»,

ორმუზიდან ვენეციელები გაემართნენ ჩრდილო

აღმოსავლეთით, გაიარეს შიბარვანი, თალიკანი,

ქაშმირი და 12 დღის შემდეგ მიაღწიეს ძახანის მიწას

ამუდარიის ზემო დინებაში, 40  დღე მოანდომეს

ტარინის მთიანეთის გავლას და შევიდნენ კაშგარში,

შემდეგ დაათვალიერეს იაქენდი, ხოტანი და მიადგნენ

ტაკლა - მაკანის უდაბნოს, რომლის გავლას მათ მთელი

თვე მოანდომეს, შემდეგ შევიდნენ ჩინეთის დასავლეთ

საზღვარზე მდებარე ქ  შაჯოუნში (დუნხუანი),

ვენეციელებმა თითქმის მთელი წელი დაჰყვეს

კამპიჩუში (გუანჯოუ),

 

ცნობისმოყვარე მარკოს არ აშინებდა სიძნელე და

საფრთხე, როდესაც უნდოდა მისთვის უცნობი

ადგილების ნახვა, მაგალითად ყარა - ყორუმი რომ

ენახათ მოგზაურები შეუდგნენ ორმოცდღიან

მოგზაურობას უკაცრიელ გობის უდაბნოში და უკან

დაბრუნებისას მეორედ გადალახეს იგი,

1275 წ მარკო და მისი თანამგზავრები მიადგნენ

ხანბალიკის (პეკინი) ჩრდილოეთით მდებარე ჩიანდუს

(შანდუნს), სადაც იყო ჩინეთის დიდი გამგებლის

ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის ყუბილაის საზაფხულო

რეზიდენცია, ყაენმა გულთბილად მიიღო ვენეციელები,

მარკომ მოხიბლა იგი თავისი ცოცხალი გონებით,

ჭკუამახვილობითა და ადგილობრივი ენების ათვისების

არაჩვეულებრივი უნარით, მან შეისწავლა მონღოლური,

თურქული, მანჯურიული და ჩინური ენები,

1280 წ მარკო დაინიშნა იანჯოუს და კიდევ 27 სხვა

ქალაქის მმართველად, ყაენის დავალებას რომ

ასრულებდა მარკომ მოიარა ჩინეთის თითქმის ყველა

პროვინცია და შეისწავლა ისინი, მან ევროპელთაგან

პირველმა აღწერა ამ უზარმაზარი ქვეყნის სიმდიდრე,

უდიდესი მდინარეები, მილიონიანი ქალაქები,

ზნე - ჩვეულებები, მან პირველმა მიაქცია ყურადღება,

რომ ჩინელები საწვავად ქვანახშირს იყენებდნენ,

მარკო მამასთან და ბიძასთან ერთად თითქმის 11

წელი ემსახურა დიდ ყაენს, მათ მოენატრათ

სამშობლო და გადაწყვიტეს ევროპაში დაბრუნება,

მაგრამ ყაენს არ ეთმობოდა ისინი, ბოლოს მათ ბედმა

გაუღიმათ, ყაენ ყუბილაის დავალებით პოლოს ოჯახი სათავეში ჩაუდგა 14

გემისაგან შემდგარ ფლოტილიას, მათ სპარსეთში

უნდა ჩაეყვანათ ყაენის ასული კობატრუ, რომელიც

ცოლად მიჰყვებოდა სპარსეთის მმართველ მონღოლ

არღუნს,

1291 წ ფლოტილიამ დატოვა ნავსადგური ზაიტუნი

(სიაონჯოუ) და გაუდგა გზას, გაიარა იავა, კამბოჯის

სანაპირო, სუმატრა, ცეილონი (შრი - ლანკა), ინდოეთი

და მიადგა ორმუზს  აქ შეიტყვეს, რომ არხუნი

გარდაცვლილიყო და ყაენ ყუბილაის ასული

მფარველობის ქვეშ გადასცეს არხუნის შვილ ჰასანს,

ორმუზში პოლოები შეუერთდნენ ტრაპეზუნდისაკენ

მიმავალ ქარავანს და 1295 წ 25 წლის განშორების

შემდეგ მშვიდობით დაბრუნდნენ ვენეციაში, ისინი

გაემართნენ მშობლიური სახლისაკენ მაგრამ

ახლობლებმა ვერ იცნეს პოლოები, რომელთაც

მშობლიური ენა თითქმის დავიწყებული ჰქონდათ და

სახლში არ შეუშვეს,

რამდენიმე დღის შემდეგ მგზავრებმა მოაწყვეს ნადიმი,

რომელზეც მიიწვიეს ყველა ახლო ნათესავი და

ვენეციის წარჩინებული მოქალაქე, მასპინძლებმა

სტუმრებს მიართვეს დამასკური აბრეშუმის ნაჭრები

და ძვირფასი ქვები, მალე მარკო აირჩიეს ვენეციის

მაგისტრატის წევრად, დაახლოებით 1297 წ ვენეციას

და გენუას შორის დაიწყო ომი, რომელშიც მარკოც

მონაწილეობდა როგორც გემის მეთაური , იგი დაიჭრა,

ტყვედ ჩავარდა და როგორც მძევალი მოათავსეს

გენუის ციხეში, გაათავისუფლეს 1299 წ, დაბრუნდა

ვენეციაში, სადაც დაქორწინდა და შეეძინა 3

ქალიშვილი,

მარკო პოლო გარდაიცვალა 1324 წ 8 იანვარს,

გენუის ციხეში ყოფნის დროს მარკოს ნაამბობი

მოგზაურობის შესახებ ჩაიწერა ტუსაღმა რუსტიჩანომ,

ამ ჩანაწერებით შედგა მარკო პოლოს წიგნი 1298 წ,

ძვირფასი წყარო სომხეთის, საქართველოს, ირანის,

ჩინეთის, მონღოლეთის, ინდონეზიისა და სხვა

ქვეყნების გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის

შესახებ,

წიგნში არის აგრეთვე ხალხური თქმულებები,

ლეგენდები, ზღაპრები,

აღწერილია ზოგი ისეთი ადგილი სადაც მარკო არ

ყოფილა, მაგრამ მათ შესახებ გაუგია სხვებისაგან,

წიგნი ითარგმნა დასავლეთ ევროპის  მრავალ ენაზე,

მან დიდი გავლენა მოახდინა XIV - XVI ს

ზღვაოსნებზე, მათ შორის კოლუმბზე, კარტოგრაფებსა

და მწერლებზე.

30 - 31  ჟილ ინესი და დიეგო კაო,

ჰენრიხ მეზღვაურამდე ვერც ერთი ხომალდი ვერ

ბედავდა გადასულიყო აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე

კაპ - ნუნის კონცხის იქით, ეს

სახელწოდება არ არის კონცხი მიიღო მან იმიტომ,

რომ იმის იქით მეზღვაურები ვერ ბედავდნენ

სამხრეთისაკენ შეჭრილიყვნენ,

პორტუგალიელ მეზღვაურებს თქმულებად ჰქონდათ

გადაქცეული ვინც კონცხ არას გააღწევს ან

დაბრუნდება ან არაო,

მიუხედავად ასეთი შიშისა გამოჩნდა ერთი შეუპოვარი

მეზღვაური ჟილ ინესი, რომელმაც კონცხ არას იქით

კარგა დიდი მანძილი გადაიარა სამხრეთით, უშუალოდ

ამის შემდეგ მეზღვაურებმა ახალახალი ნაპირები

აღმოაჩინეს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე,

პილპილის ნაპირი, სპილოს ძვლის ნაპირი, ოქროს

ნაპირი, მონათა ნაპირი,

1484 - 1485 წ დიეგო კაომ მიაღწია მდ კონგოს

შესართავს და შევიდა ამ მდინარეში, კაოს ხომალდში

კოსმოგრაფად იყო ნიულემბერგის სწავლული რეგიო

მონტანესის მოსწავლე მარტინ ბეჰაიმი, ეს

უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ დაამზადა 1492 წ

უწარწერო გლობუსი, რომელიც დღემდე ინახება

გერმანიის ქ  ნიურემბერგში.

32 ნიკოლო დი კონტი,

ნიკოლო დი კონტი ვენეციელი ვაჭარი 1425 წ

გაემგზავრა აღმოსავლეთში, მისი მოგზაურობა 25

წელი გაგრძელდა,

დაბრკოლებათა ასაცილებლად და მოგზაურობის

გასაადვილებლად კონტიმ მუსლიმანობა მიიღო და

დამასკოში ცხოვრებისას არაბული ენა შეისწავლა,

ამის შემდეგ ქარავანთან ერთად გაემგზავრა

არაბეთში, აქედან ნავთსაყუდ ორმუზით ინდოეთში, აქ

დაჰყო რამდენიმე ხანს და შემდეგ გაემართა კუნძულ

იავასა და სუმატრაზე, საიდანაც ჩინეთში გადასვლას

აპირებდა (მაგრამ დღემდე გამოურკვეველია მოხვდა

თუ არა იგი ჩინეთში),

უკან დაბრუნებისას ინახულა ჩინეთი, შემდეგ

მალაბარის ნაპირიდან წავიდა ადენში, საიდანაც

გადავიდა სინაის ნახევარკუნძულზე და ეგვიპტით

ვენეციაში დაბრუნდა (მისი მოგზაურობის ისტორია

კონტის ნათქვამის მიხედვით და პაპის დავალებით

შეადგინა ტოჯიო ბრაჩილიონიმ).

33 ბართოლომეო დიასი,

70 წელი დასჭირდათ პორტუგალიელებს, რომ

ბორეადორის კონცხიდან, რომელიც მდებარეობს

აფრიკის დასავლეთ ნაწილზე ოცდაექვს განედსა და

ოცდაათ გრძედზე, ჩრდილო განედზე მიეღწიათ

კეთილი იმედის კონცხამდე 34 განედი, 21 გრძედი

სამხრეთ განედზე, ამ მოგზაურობას მოუნდნენ 1415 -

1486 წლებში,

პორტუგალიელი ზღვაოსანი ბართოლომეო დიასი 1486

წ გადავიდა უფრო შორს  სამხრეთში ვიდრე დიეგო

კაო, ნაპირის გასწვრივ მოგზაურობისას მიაღწია

სამხრეთ განედის ოცდაცხრამეტ გრადუსს,

ნაპირი სამხრეთ - აღმოსავლეთით მიემართებოდა და

თითქოს დასასრული აღარ უჩანდა,მაშინ დიასი

მოწყდა ნაპირს და სამხრეთით მისთვის უცნობი

ზღვისაკენ აიღო კურსი, 12 დღის შემდეგ მან

ხომალდები სამხრეთ - აღმოსავლეთით მიაბრუნა და

რამდენიმე დღის შემდეგ ხმელეთი დაინახეს, ნაპირზე

შავკანიანები ძროხებს აძოვებდნენ და მას მწყემსთა

კონცხი უწოდეს, ამჟამად კონცხი მდ ჰუდრისის

ახლოს სამხრეთ აფრიკის კავშირში, სამხრეთ განედის

ოცდათოთხმეტ გრადუსს და აღმოსავლეთ გრძედის

ოცდაორ გრადუს და ოცდაათ მინუტს ქვეშ, ნაპირი

ჩრდილო - აღმოსავლეთით უხვევდა, დიასი მიხვდა, რომ

აფრიკას გარს შემოუარა, ხომალდებმა გაიარეს

ნაპირის გასწვრივ პატარა კუნძულამდე, რომელიც

ყურეში იყო, მას სანტა - კრუსი უწოდეს, ამჟამად

აღნიშნული ყურის ნაპირზე მდებარეობს სამხრეთ

აფრიკის მნიშვნელოვანი ელისაბედის ნავსადგური, აქ

მეზღვაურებმა მოითხოვეს, რომ შინ

დაბრუნებულიყვნენ, დიასმა ისინი მხოლოდ კიდევ 3

დღის მგზავრობაზე დაიყოლია

ჩრდილო - აღმოსავლეთის მიმართულებით,

3 დღის შემდეგ მეზღვაურები გადავიდნენ მდინარის

ნაპირზე, რომელსაც ახლა ეწოდება

გრეიტ - ფიშ - რივერ (თევზთა დიდი მდინარე) დაისვენეს

და უკან დაბრუნებისას გარს შემოუარეს მახვილ

კონცხს, მას დიასმა ქარიშხალთა კონცხი უწოდა,

მაგრამ პორტუგალიის მეფე იოანე II - მ მას კეთილი

იმედის კონცხი დაარქვა,

დიასმა დაამტკიცა, რომ არსებობს უწყვეტი

გაერთიანება ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებს

შორის და ამრიგად გადაწყვიტა საუკუნეობრივი

გეოგრაფიული ამოცანა სამხრეთის მიმართულებით

აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე თანდათანობით

მოძრაობის დროს მეზღვაურები ძალაუნებურად

ეცნობოდნენ ზღვით მოგზაურობის პირობებს და

ამგვარად აღმოაჩინეს, რომ არსებობს ბენგუელის

დინება, რომელიც ჩრდილოეთისკენ მიემართება

აფრიკის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ კონტინენტის

სამხრეთ კიდურიდან ეკვატორისაკენ,

დიასის ექსპედიციამ ზღვაში 16 თვე და 17 დღე დაყო

და 10 000 კმ განვლო, თუმც დიასმა ვერ მიაღწია

ინდოეთს, მაგრამ ძირითადი ამოცანა გადაწყვეტილი

იყო, საზღვაო გზა ინდოეთისკენ ნაპოვნი იყო,

დამარცხდა ის აზრი, რომლითაც აფრიკის შემოვლა

შეუძლებლად მიაჩნდათ, დიასის აღმოჩენას დიდი

მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისთვის, თუმც მეფემ

არ დააფასა მისი ღვაწლი და შერისხა კიდეც, რადგან

ეშინოდა მას დიდი ავტორიტეტი არ მოეპოვებინა,

უფლება ჩამოართვა რაიმე ექსპედიციის

ხელმძღვანელობისა და მომდევნო ექსპედიციის

მეთაურად ვასკო და გამა დანიშნა.

34 ქრისტეფორე კოლუმბი 1451 - 1506 წ,

XV ს მომხდარი მოვლენებიდან ყველაზე

მნიშვნელოვანია ევროპის დასავლეთით უცნობი

კუნძულების დიდი ჯგუფების აღმოჩენა, როგორც

მაშინ ვარაუდობდნენ ეს კუნძულები მდებარეობდა

აზიის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაპირებთან, ეს

აღმოჩენა, რომელიც ამერიკის აღმოჩენის სახელით

შევიდა გეოგრაფიის ისტორიაში ეკუთვნის ლეგენდად

ქცეულ მოგზაურს ქ  კოლუმბს,

იგი დაიბადა 1451 წ ოცდახუთ აგვისტოს და

ოცდათერთმეტ ოქტომბერს შორის გენუაში, იტალია,

მისი ბავშვობის შესახებ მეტად ძუნწი ცნობებია

შემორჩენილი, უცნობია სად სწავლობდა, ეჭვობენ

საერთოდ სწავლობდა თუ თვითნასწავლი იყო,

ცნობილია, რომ იგი სულ მცირე ოთხ ენაზე

იტალიურად, ესპანურად, პორტუგალიურად და

ლათინურად კითხულობდა,

1476 წ იგი გადასახლდა პორტუგალიაში და

დაოჯახდა,

იცურა გვინეის უბის ნაპირებთან, იყო ინგლისში,

ოცნებობდა შორეულ ნაოსნობასა და აღმოჩენებზე,

მას მიაჩნდა, რომ თუ ატლანტის ოკეანეს დასავლეთის

მიმართულებით გადასერავდა უმოკლესი გზით

მიადგებოდა აზიის ნაპირებს,

თავისი პროექტი კოლუმბმა შესთავაზა პორტუგალიის

მეფეს ჟუან II - ს და რადგან მისი თანხმობა და

ფინანსური დახმარება ვერ მიიღო გადასახლდა

კასტილიაში, მის პროექტს არც აქ მოეკიდნენ დიდი

ნდობით, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის

მიერ დამკვიდრებულ წარმოდგენას სამყაროს შესახებ,

კოლუმბის მეგობრების დიდი თხოვნის შემდეგ

დედოფალმა იზაბელამ მიიღო პროექტი და კოლუმბს

შესაძლებლობა მიეცა თავისი პროექტი

განეხორციელებინა, მას გადასცეს 3 ხომალდი

სანტა - მარია, პინტა და ნინია, ეკიპაჟი შერჩეული იყო

ძირითადად მსჯავრდებულებისაგან და საკმაოდ

ართულებდა კოლუმბის მდგომარეობას შორეულ და

სახიფათო მოგზაურობაში,

1492 წ სამ აგვისტოს გათენებისას კოლუმბის

განკარგულებით გემებმა აფრები აუშვეს და ესპანეთის

ნავსადგურ პალოსიდან კურსი აიღეს კანარის

კუნძულების მიმართულებით, აქ მოიმარაგეს სურსათი,

გემები შეაკეთეს და ექვს სექტემბერს დაიწყო

შორეული მოგზაურობა,

პირველ ხანებში ნელა მიდიოდნენ, შემდეგ ზურგის

ქარის მეშვეობით დიდი სიჩქარით მიიწევდნენ წინ,

უკიდეგანო ოკეანე შიშს გვრიდა ეკიპაჟის წევრებს, დაიწყო მღელვარება,

მოითხოვდნენ უკან დაბრუნებას, კოლუმბმა ჩააქრო ეს

მღელვარება და დაარწმუნა მეზღვაურები, რომ ისინი

სულ ახლოს არიან მიზანთან,

1492 წ 12 X პინტის მეზღვაურმა დაინახა მიწა,

ადგილობრივი მცხოვრებლები ამ კუნძულს გუანაგანს

ეძახდნენ, კოლუმბმა მას სან - სალვადორი (მხსნელი)

შეარქვა, ბაჰამის კუნძულებიდან ერთერთს იზაბელა

უწოდა, შემდეგ აღმოაჩინა კუნძული კუბა, რომელიც

იაპონიად მიიჩნია და ჰაიტი ესპანიოლა (პატარა

ესპანეთი), აქ დატოვა პატარა გარნიზონი და 1493 წ

თექვსმეტ იანვარს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც

მარტის დასაწყისში მას დიდი ზეიმით შეხვდნენ,

მისი თანამედროვენი თვლიდნენ, რომ კოლუმბმა ნახა

ინდოეთი, ზოგი კი ფიქრობდა ეს იყო მანამდე უცნობი

ახალი კონტინენტი, კოლუმბის ნაამბობით

მოხიბლული ესპანეთის მეფის განკარგულებით

დაიწყო ახალი  ექსპედიციის მზადება,

1493 წ ოცდახუთ სექტემბერს კადისიდან გავიდა II

ექსპედიცია, ამჯერად მას ახლადაღმოჩენილი მიწების

ვიცე - მეფისა და ადმირალის წოდებით შემკული

კოლუმბი მეთაურობდა, ფლოტილია 17 გემისაგან

შედგებოდა, მათ შორის 3 დიდი ხომალდი იყო,

ექსპედიციის მონაწილეთა შორის იყო ბევრი

დიდგვაროვანი და ვაჭარი, რომელთაც სიმდიდრის

შეძენის სურვილი ამოძრავებდათ, გემებმა კურსი

უფრო სამხრეთით აიღეს, მალე მცირე ანტილიის

კუნძულებს მიაღწიეს, აღმოაჩინეს კუნძულები

დომინიკა, ვირჯინია, გვადელუპა, ანტიგუა და

პუერტო - რიკო,

ოცდაორ ნოემბერს მივიდნენ კუნძულ ჰაიტიზე, სადაც

აღარ დახვდათ მათ მიერ დატოვებული ჯარისკაცები,

რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ამოეხოცათ,

ცურვა განაგრძეს კუბის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთით

შებრუნდნენ და 1494 წ ოთხ მაისს აღმოაჩინეს იამაიკა,

ექსპედიციის წევრები უკმაყოფილო იყვნენ

ადგილობრივი მოსახლეობის მტრული შეხვედრით,

რადგან სიმდიდრე ვერ ჩაიგდეს ხელში, ექსპედიციის

წევრებს შორის დაიწყო მღელვარება, კოლუმბი

იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო,

1494 წ თერთმეტ ივნისს იგი სამშობლოში დაბრუნდა,

1498 წ ოცდაათ მაისს დაიწყო კოლუმბის III

მოგზაურობა, ამჯერად ფლოტილია შედგებოდა 6

გემისაგან, რომლებზეც იმყოფებოდა 300 კაცი,

3 გემი კუნძულ ჰაიტზე პირდაპირ გაემგზავრა, ხოლო

თვითონ სამხრეთ - დასავლეთით ოცნებადქცეული

ინდოეთის საძებნელად გაემართა, ამ მოგზაურობის დროს ის მივიდა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო

ნაწილთან მდ ორინოკოს შესართავი და

ოცდათერთმეტ ივნისს აღმოაჩინა კუნძული

ტრინიდადი, მან არ იცოდა, რომ ახალი კონტინენტის

გასწვრივ ცურავდა, ინდოეთის ამაო ძებნით

გაწბილებული კოლუმბი 1500 წ დაბრუნდა ჰაიტიზე, აქ

მტრული ენის მიტანით გაღიზიანებული მეფის

ბრძანებით იგი დააპატიმრეს და 1500 წ 25 ნოემბერს

ბორკილებგაყრილი კასტილიაში დააბრუნეს,

ესპანელი ხალხის აღშფოთებამ აიძულა დედოფალი

იზაბელა გაეცა განკარგულება კოლუმბის

გათავისუფლებისა და თავის უფლებებში აღდგენის

შესახებ,

1502 წ 11 მაისს დაიწყო კოლუმბის უკანასკნელი IV

მოგზაურობა, ამ მოგზაურობის დროს დიდხანს იცურა

მექსიკის ნაპირების გასწვრივ, ფიქრობდა, რომ

ხმელეთის გადაღმა არსებობდა დიდი ზღვა

(იგულისხმება წყნარი ოკეანე), მაგრამ სრუტის

აღმოჩენის ცდა უშედეგოდ დამთავრდა,

1503 წ 1 მაისს მან ძებნას თავი დაანება და უკან

დაბრუნდა, 25 ივნისს კუნძულ იამაიკასთან

კატასტროფის შემდეგ დაუძლურებული და

გაღატაკებული კოლუმბი 1504 წ 25 ნოემბერს კადისში

დაბრუნდა, დედოფალი გარდაცვლილი დახვდა, მეფე

ფერდინანდი მტრულად შეხვდა,

გაწბილებული, მიტოვებული და ყველასაგან

მივიწყებული კოლუმბი 1506 წ 20 მაისს გარდაიცვალა,

კოლუმბის ოთხმა მოგზაურობამ გეოგრაფიულ

აღმოჩენათა ისტორიაში ბევრი ახალი ფურცელი

ჩაწერა, მან აღმოაჩინა ახალი კონტინენტი ამერიკა,

თუმცა მასზე ადრე ამერიკის ნაპირებთან ცურავდნენ

ნორმანები, მან პირველმა გადაცურა ატლანტის

ოკეანის ტროპიკული სარტყელი, აღმოაჩინა სარგასოს

ზღვა, პირველად გაეცნო ჩრდილოეთ პასატურსა და

გვიანის დინებებს, აღმოაჩინა მრავალი კუნძული,

რომელსაც ვესტ - ინდოეთი უწოდა, ხოლო მის

მცხოვრებთ ინდიელები,

კოლუმბის წარმატების ძირითადი მიზეზი იყო მისი

არაჩვეულებრივი გამბედაობა, საზღვაო ხელოვნების

დიდი ცოდნა და რკინის ნებისყოფა,

მისი სახელი ეწოდა სახელმწიფოს სამხრეთ ამერიკაში

(კოლუმბია), ადმინისტრაციულ ოლქსა და ქალაქს

ჩრდილო ამერიკაში, მდინარეს ჩრდილო ამერიკაში

(კანადა) და პროვინციას კანადის დასავლეთ ნაწილში

წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

35 ამერიგო ვესპუჩი 1451 - 1512 წ,

გამოჩენილი ზღვაოსანი ამერიგო ვესპუჩი  დაიბადა

1451 - 1454 წ შორის ფლორენციელი ნოტარიუსის

ოჯახში,

 

როცა წამოიზარდა სამსახური დაიწყო გამოჩენილი

ფლორენციელი ვაჭრის მედიჩის სავაჭრო სახლში,

1492 წ ვესპუჩი გაემგზავრა ესპანეთში, როგორც

მედიჩის სავაჭრო სახლის რწმუნებული,

1499 წ მაისიდან 1500 წლამდე ესპანეთის საზღვაო 

სამსახურში იყო,

1501 - 1502 წლებში პორტუგალიაში, ხოლო შემდეგ ისევ

დაბრუნდა ესპანეთში სადაც მას 1508 წლიდან

ინდოეთის სამსახურის მთავარ მესაჭეს უწოდებდნენ,

ვესპუჩის 4 მოგზაურობიდან 2 ეჭვმიუტანლადაა

დადასტურებული, რომელთა შესახებ დაწვრილებით

არის მოთხრობილი მის წერილებში,

1499 წ მაისში იგი ცნობილი ზღვაოსნის ალონსო

კოხედას ხელმძღვანელობით დასავლეთისაკენ

გაემგზავრა და მალე სამხრეთ ამერიკის უცნობ 

ნაპირებს ახლანდელი გვიანა მიადგნენ,

ჩრდილო - დასავლეთით მარეკაიბოს ყურეში მათ

დაინახეს სოფელი, რომელშიც სახლები ხიმინჯებზე

იდგა, ამ ადგილს ვენესუელა უწოდეს, ესპანურად

პატარა ვენეცია, ამჟამად აქ ამ სახელწოდებით პატარა

სახელმწიფო მდებარეობს, აქედან მატ კურსი აიღეს

ჩრდილოეთით, მოინახულეს  კ ესპანიოლა, შემდეგ

ბაჰამის კუნძულები და 1500 წ ივლისში ესპანეთში

დაბრუნდნენ,

ამრიგად ვესპუჩიმა აღმოაჩინა ახლანდელი სამხრეთ

ამერიკის ჩრდილო - აღმოსავლეთი ნაწილი,

ახლადაღმოჩენილ კუნძულს ვერაკრეჟ (ჭეშმარიტი

ჯვარი) , შემდეგ სიხტაკრეჟ (წმინდაჯვარი)

უწოდებდნენ, ხშირად იგი თუთიყუშების ქვეყანადაც

იხსენიებოდა, რადგან იქიდან ესპანეთის მეფეს

რამდენიმე თუთიყუში გამოუგზავნეს, მეფე ამ

აღმოჩენით კმაყოფილი დარჩა, ფიქრობდა ეს

ადგილები დეტალურად გამოეკვლიათ და

აეთვისებინათ, რადგან ეს იქნებოდა საყრდენი პუნქტი

ინდოეთისა და ჩინეთის გზაზე,

მალე დაიწყო ახალი ექსპედიციისათვის სამზადისი,

რომლის ხელმძღვანელის ვინაობა უცნობია,

1501 წ მაისში პორტუგალიის დროშით 3 გემი

ლისაბონიდან სამხრეთით მწვანე კონცხისაკენ

გაემართა, აქედან ზღვაოსნებმა სამხრეთ - დასავლეთის

მიმართულებით გადაჭრეს ატლანტის ოკეანე და 16

აგვისტოს მიადგნენ ახლანდელ სამხრეთ ამერიკის

უცნობ ნაპირს, ადგილს სადაც გადავიდნენ წმინდა

როკის კონცხი უწოდეს, მოგზაურები იქ დიდხანს არ

შეჩერებულან, რადგან როგორც ამერიგო იუწყება

ადგილობრივები მტრულად შეხვდნენ, მათი ეკიპაჟის 3

წევრი რომლებიც ხმელეთზე გადავიდნენ დახოცეს,

ვესპუჩი იქაურმა ბუნებამ, რბილმა ჰავამ, ნაყოფიერმა

მიწებმა, მდიდარმა მცენარეულობამ აღტაცებაში

მოიყვანა და თქვა, რომ ეს არის სამოთხე, რომლის

შესახებაც ბავშვობაში მას მხოლოდ ზღაპრებში

სმენია,

1501 წ 13 ნოემბერს ექსპედიცია სამხრეთით მიადგა

ყურეს, რომელსაც ბაია დი ტოდუშ უჟ სანტუში

ყოვლადწმინდის  ყურე უწოდეს, ახლა ამ ყურის

ნაპირას მდებარეობს ქალაქი სალვადორი,

1502 წ პირველ იანვარს იგი უფრო სამხეთით მეორე

არანაკლები სილამაზის ყურეში შევიდა, მოგზაურებს

ყურე მდინარის შესართავი ეგონათ და

რიო - დე - ჟანეირო (იანვრის მდინარე) უწოდეს, ახლა

მის ნაპირზე ამავე სახელწოდების ქალაქია

გაშენებული,

ცნობა იმის შესახებ, რომ 1502 წ აპრილის დასაწყისში

მათ სამხრეთ განედის 52 გრადუსს მიაღწიეს (კუნძ

სამხრეთი გეორგია) ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიეს,

დადგა ზამთარი, გახშირდა ქარიშხალი, ნისლი, გზა

ყინულებმა გადაკეტა, სხვა გამოსავალი არ იყო გარდა

უკან დაბრუნებისა, გემები მაისში აფრიკის

ნაპირებთან იყვნენ, ხოლო 1502 წ სექტემბერში

ლისაბონში დაბრუნდნენ,

ვესპუჩი თანდათან დარწმუნდა, რომ მან ნახა

კონტინენტი, ახალი ქვეყანა და არა აზია, როგორც

კოლუმბი ფიქრობდა, ვესპუჩის ცნობებით გაქარწყლდა

მანამდე გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ

ეკვატორის სამხრეთით კონტინენტი არ არის და თუ

აღმოჩნდა მასზე ადამიანების საცხოვრებლად

კლიმატური პირობები არ უნდა იყოსო,

ვესპუჩის წერილები, რომლებშიც აღწერილი იყო მისი

მოგზაურობანი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, ისინი

1505 - 1510 წლების მანძილზე მრავალჯერ გამოიცა

სხვადასხვა ენაზე, ამ წერილებით ვესპუჩი გაიცნო

ფართო საზოგადოებამ და დიდი პოპულარობა მოიპოვა

მაშინ, როცა კოლუმბის მიღწევებს საიდუმლოდ

ინახავდნენ,

გერმანელმა ჰუმანისტმა მარტინ ვალზეემიულერმა

სამყაროს კოსმოგრაფიის შესწავლაში ამ მეოთხე

ქვეყნის ნაწილის აღმოჩენა შეცდომით ამერიგო

ვესპუჩს მიაწერა და სამხრეთის კონტინენტს ამერიკა

უწოდა,

ამ წლებში შექმნილ რუკებსა და გლობუსებზე

გამოსახული კონტინენტის სამხრეთ ნაწილში გაჩნდა

წარწერა ამერიკა,

1538 წ გამოჩენილმა კარტოგრაფმა მერკატორმა ეს

სახელი კონტინენტის ჩრდილო ნაწილზეც გაავრცელა,

მან 1541 წ შედგენილ რუკაზე ეს სახელწოდება გაყო,

სამი ასო ამე დააწერა ჩრდილოეთს, ხოლო რიკა

სამხრეთ ნაწილს, ასე მოინათლა ახალი ქვეყნის

ნაწილი ამერიკად ამ საქმეში როგორც აღნიშნავენ ამერიგო ვესპუჩი

უცოდველია, მას აზრადაც არ მოსვლია და არც

არავის ატანდა ძალას მისი სახელი განედიდებინათ,

რაშიც ბრალს სდებდნენ და აუგი სიტყვებით

იხსენიებდნენ, ასეა თუ ისე ინდოეთის ძებნაში

კოლუმბის მიერ შემთხვევით აღმოჩენილმა ქვეყნის

ნაწილმა ასევე შემთხვევით მიიღო სახელწოდება იმ

ადამიანისა, რომელსაც კოლუმბთან შედარებით უფრო

ნაკლები დამსახურება მიუძღვის დიდ გეოგრაფიულ

აღმოჩენათა ისტორიაში,

ამერიგო ვესპუჩი გარდაიცვალა 1512 წ 22 თებერვალს

სევილიაში.

36 ვასკო და გამა 1469 - 1524 წ,

ვასკო და გამა დაიბადა 1469 წ პორტუგალიის პატარა

ქალაქ სინში,

ბავშვობა მეთევზეთა უბანში გაატარა, ადრე ისწავლა

ცურვა, ნავისა და აფრიანი ხომალდების მართვა, ისე

შეიყვარა ზღვა, რომ მთელი თავისი შეგნებული

სიცოცხლე მას დაუკავშირა, ზღვასთან ჭიდილში

სახელი და დიდება მოიპოვა, 28 წლის იგი უკვე

გამოცდილი მეზღვაური იყო, ამიტომ პორტუგალიის

მეფე მანუელმა მას დიდი ექსპედიციის

ხელმძღვანელობა მიანდო,

ვასკოს დროს იტალიელებს და არაბებს ხმელთაშუა

ზღვით შემოჰქონდათ ინდოეთიდან საქონელი,

რომელსაც ევროპაში ასაღებდნენ, პორტუგალიელები

ამ გზით ვერ სარგებლობდნენ და შურის თვალით

უყურებდნენ სხვებს, სწორედ ამ ხანებში კოლუმბმა

დასავლეთის გზით მიაღწია, როგორც მაშინ

ფიქრობდნენ ინდოეთს, პორტუგალიელებს აღარაფერი

დარჩენოდათ იმის მეტი, რომ აფრიკის გარსშემოვლით

მისულიყვნენ ინდოეთში, ამ მიზნის სისრულეში

მოსაყვანად ზედიზედ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყვეს,

მიუხედავად იმისა რომ რიგი ექსპედიციებისა მარცხით

დამთავრდა უკან არ იხევდნენ,

1495 წ პორტუგალიის მეფე მანუელმა გადაწყვიტა

ახალი ექსპედიცია მოეწყო, დაიწყეს გემების

მშენებლობა, სამუშაოებს ხელმძღვანელობდა

გამოცდილი მეზღვაური ბარტოლომეუ დიაში, მან

უკანასკნელი მოგზაურობის დროს აფრიკის უკიდურეს

სამხრეთ ნაწილს მიაღწია, ასე, რომ ინდოეთისაკენ

მიმავალი გზა სანახევროდ აღმოჩენილი იყო, დიაში

ფიქრობდა, რომ ახალი ექსპედიციის უფროსადაც მას

დანიშნავდნენ, მაგრამ იმედი არ გაუმართლა,

ხელმძღვანელობა მეფემ ვასკო და გამას მიანდო,

რომელმაც ექსპედიციის ყველა წევრი თვითონ

შეარჩია, ცდილობდა გამძლე და გამოცდილი

მეზღვაურების აყვანას, რაც წარმატების მიღწევის

აუცილებელი პირობა იყო,1497 წ 8 ივნისს 5 გემისაგან შემდგარი ფლოტილია

ლისაბონიდან ღია ზღვაში გავიდა და კურსი

სამხრეთისაკენ აიღო, პირველ ხანებში ცურვა

ნორმალურად მიმდინარეობდა, 17 ივლისს ამოვარდა

ძლიერი ქარი, გემები ერთმანეთს დასცილდნენ და

მხოლოდ 10 დღის შემდეგ მოახერხეს თავმოყრა,

გამოცდა წარმატებით დამთავრდა, პირველ ნოემბერს

ფლოტილია შევიდა აფრიკის სანაპიროს განიერ

უბეში, რომელსაც წმინდა ელენეს სახელი უწოდეს, აქ

შეაკეთეს გემები, მოიმარაგეს სასმელი წყალი, ახალი

ხორცი და განაგრძეს გზა, მიაღწიეს აფრიკის სამხრეთ

ნაწილს, შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს,

ინდოეთის ოკეანეში გავიდნენ და ჩრდილოეთისაკენ

იწყეს ცურვა,

1498 წლის იანვრის ბოლოს მათ აღმოაჩინეს მდ

ზამბეზის შესართავი, დაისვენეს და გზა განაგრძეს

ჩრდილოეთისაკენ, დიდი ხნის ცურვის შემდეგ

მივიდნენ ქ  მონბასაში, ქალაქის ხელისუფალნი და

მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ პორტუგალიელებს,

მათთან შეტაკებაც მოუხდათ, მალე მოგზაურებმა

დატოვეს იქაურობა და რამდენიმე დღის შემდეგ ქ 

მარინდის მიაღწიეს, იქაური შეიხი და მოსახლეობა

უფრო სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ, მოამარაგეს

სურსათით, მისცეს გამოცდილი არაბი ლოცმანი აჰმედ

იბნ მაჯიდი, რომლის სახელთანაც დიდად არის

დაკავშირებული და გამას წარმატება,

24 აპრილს ფლოტილია ქ  მაგოდიშოდან

აღმოსავლეთისაკენ გაემართა, ცურვა კარგი ამინდის

წყალობით ნორმალურად მიმდინარეობდა, დადგა

ნანატრი დღე 1498 წ 20 მაისს მიადგნენ ინდოეთის

სანაპიროზე მდებარე ქ  კალიკუტს,

პორტუგალიელებმა დასახული ამოცანა წარმატებით

შეასრულეს, ინდოეთისაკენ მიმავალი გზა აღმოაჩინეს,

ქ  კალიკუტის მმართველმა ვასკო ზეიმით მიიღო,

პორტუგალიელებმა იაფად შეიძინეს მიხაკი, დარიჩინი

სხვა სანელებლები და გადაწყვიტეს სამშობლოში

დაბრუნება,

1498 წ ორ ოქტომბერს და გამას ფლოტილიამ კურსი

აიღო სამშობლოსაკენ, ახლადაღმოჩენილი გზის

გავლით დიდი გაჭირვების შემდეგ 1499 წ აგვისტოს

ბოლოს დაბრუნდნენ სამშობლოში,

ვასკო დიდი პატივით მიიღეს, მეფემ დაასაჩუქრა და

ადმირალის წოდება უბოძა, პორტუგალიელებმა დიდი

დანაკლისი განიცადეს 168 კაციდან მხოლოდ 55

დაბრუნდა უკან, გზაში გარდაიცვალა ვასკოს ძმაც,

მაგრამ ამ მოგზაურობამ სახელმწიფოს ეკონომიკური

თვალსაზრისით დიდი მოგება მოუტანა, მთავარი

მიღწევა მაინც ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენა იყო, სუეცის არხის

გაჭრამდე ევროპასა და აზიას შორის

კავშირურთიერთობა და ვაჭრობა ძირითადად ამ გზით

მიმდინარეობდა,

ლისაბონში დაბრუნების შემდეგ ვასკომ გადაწყვიტა

დაესვენა და ოჯახს მოჰკიდებოდა, ცოლი შეირთო და

თავის მშობლიურ ქალაქ სინიში დასახლდა, მაგრამ

მეზღვაურის მშფოთვარე ცხოვრებას შეჩვეულმა

ხმელეთზე დიდხანს ვერ გაძლო და 1502 წ ათ

თებერვალს მეორედ გაემგზავრა ინდოეთში, ამჯერად

მისი ფლოტილია 20 გემისაგან შედგებოდა, იმავე

წლის ოქტომბრის ბოლოს მშვიდობიანად მიაღწია

ინდოეთს, აურაცხელი სიმდიდრით დატვირთა გემები

და 1503 წ ოც თებერვალს სამშობლოსაკენ გაემართა,

იმავე წლის 11 ოქტომბერს პორტუგალიამ ზეიმით

მიიღო სახელგანთქმული ადმირალი,

ამ მოგზაურობამ პორტუგალიას მნიშვნელოვანი

მოგება მისცა, ხოლო ვასკოს სიმდიდრე და სამეფო

კარზე ახალი ტიტულები შემატა,

ინდოეთისაკენ ახალი გზის აღმოჩენის შემდეგ

სავაჭრო ცენტრმა პორტუგალიაში გადაინაცვლა, მისი

კონტროლის ქვეშ იყო ყველაფერი რაც ევროპაში

იგზავნებოდა ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან,

აფრიკიდან,

საფუძველი ჩაეყარა ინდოეთისა და აფრიკის

აღმოსავლეთი სანაპიროების კოლონიზაციას, მოხუც

ადმირალს როგორც პორტუგალიის მეფისნაცვალს

ინდოეთში მესამედაც მოუხდა გამგზავრება,

1524 წ 9 აპრილს პორტუგალიამ ზეიმით გააცილა 14

გემისაგან შემდგარი ფლოტილია, საფლაგმანო გემზე

იდგა ვასკო და გამა და ნაღვლიანი თვალებით

ემშვიდობებოდა სამშობლოს, რადგან გრძნობდა რომ

მისი ხილვა აღარ ეღირსებოდა, ამავე წლის 15

სექტემბერს გამამ ინდოეთის მიწაზე დაადგა ფეხი და

ხელში აიღო მართვა - გამგეობა, მიუხედავად

ხანდაზმულობისა იგი  ბევრს მუშაობდა და

მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით, იგი 1524 წლის 24

დეკემბერს გარდაიცვალა ინდოეთის ქალაქ კიჩინში,

1539 წ მისი ნეშტი გადმოასვენეს და მშობლიურ მიწას

მიაბარეს,

დიდია ვასკო და გამას დამსახურება გეოგრაფიულ

აღმოჩენათა ისტორიაში, მისი I მოგზაურობის შემდეგ

საგრძნობლად გაფართოვდა სამხრეთ ნახევარსფეროს

დიდი ნაწილის შეცნობის ჰორიზონტი, ამიტომ ვასკო

და გამას სამართლიანად აყენებენ მაგელანისა და

კოლუმბის გვერდით.

37 პედრო კაბრალი,

1500 წ ინდოეთისაკენ გაემგზავრა 13 ხომალდით

პორტუგალიელი მეზღვაური პედრო კაბრალი

 

ერთერთი ხომალდის კაპიტანი ბართოლომეო დიასი

იყო, გზაში ქარიშხალი ამოვარდა და კაბრალის

ფლოტილია ახლანდელი ბრაზილიის ნაპირებისაკენ

გაიტაცა, არც კაბრალმა და არც დიასმა არ იცოდნენ,

რომ ისინი კოლუმბის აღმოჩენილ ახალ მიწაზე

იყვნენ, ეგონათ კუნძულზე ვართო, ამ ადგილს

სანტა - კრუსი (წმინდა ჯვარი) დაარქვეს, ისინი

იმდენად დარწმუნებული იყვნენ ინდოეთის გზაზე

მდებარე კუნძულზე მოვხვდითო, რომ აქ

ციხე - სიმაგრეც კი ააგეს, ინდოეთს მიმავალი

ხომალდები გზად გამოივლიან და აქ საჭირო მარაგს

შეივსებენო და ისევ ინდოეთისკენ განაგრძეს გზა,

მაგრამ ზღვაზე ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა,

კაბრალის 13 ხომალდიდან 7 დაიღუპა, დაღუპულთა

შორის იყო დიასიც, რომელმაც ვერა და  ვერ მიაღწია

აღთქმულ ინდოეთს საითკენაც მან პირველმა გაკაფა

გზა.

38 ვასკო ნუნიეს დე ბალბოა,

XV ს აღმოჩენილ ახალ მიწებს ესპანელები თანდათან

შეესივნენ და მოსახლეობას დევნა და ჟლეტა დაუწყეს,

თუ აქამდე მხოლოდ ოქროს საძებრად მოდიოდნენ

ახლა ხელი მიჰყვეს მიწების დაპყრობასაც,

ადგილობრივ მცხოვრებლებს კი ან მონებად ჰყიდდნენ

ევროპაში, ან მათი შრომით სარგებლობდნენ და

მათთვისვე წართმეულ მიწას ამუშავებინებდნენ,

ესპანელი კონკისტადორები (დამპყრობლები)

ულმობელნი იყვნენ ინდიელთა მიმართ,

ერთერთი კონკისტადორი ვასკო ნუნიეს დე ბალბოა

ესპანეთიდან ვალებს გამოექცა და ახალ მატერიკზე

სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, მაგრამ აქაც

ვალებში ჩავარდა, გაიპარა და ცენტრალური

ამერიკისაკენ მიმავალ ხომალდს შეაფარა თავი,

1513 წ ხომალდით პანამის ყელი გადაჭრა, ასევე

წყნარი ოკეანე და ამერიკის დასავლეთ ნაპირი

აღმოაჩინა, თავიდან ბალბოას ხომალდი ლარიელის

ყურეში შევიდა, სადაც გაჟლიტეს იქ მცხოვრები

ინდიელები და დაპყრობილ მიწაზე გააშენეს ქალაქი

სანტა მარია დელა ანტიგუა დელ ლარიელ, შემდეგ

დაიპყრეს მიმდებარე მიწები და გაემართნენ ოქროს

ქვეყნის საძიებლად, რომელიც 6 დღის სავალზე იყო

ინდიელთა ცნობით და მდებარეობდა მთების მიღმა

ზღვაში, ეს იყო პირველი ხსენება წყნარი ოკეანისა,

რომლის არსებობა მანამდე ევროპელებმა არ იცოდნენ,

ხოლო ოქროს ქვეყანა კი იყო პერუ,

ბალბოამ დარიენის ყურიდან გეზი სამხრეთისკენ

აიღო, რაზმს უნდა გაევლო მაღალი მთებით და

ტყეებით დასერილი დარიენის ყელი, უცნობი ზღვის

ნაპირას, რომ მისულიყო და აი 180 ესპანელი და 600 მებარგული ინდიელი 1513

წ სექტემბერში გაუდგა ძნელ გზას, 20 დღის შემდეგ

ოკეანეს მიადგნენ და ამ ადგილს ბალბოამ

სან - მიგელის ყურე დაარქვა (პანამის უბის ნაწილი),

ესპანელებმა ბანაკი მდ საბანას შესართავთან დასცეს,

იარაღასხმული ბალბოა მუხლამდე წყალში შევიდა,

ხელთ დროშა დაიჭირა და ეს ზღვაცა და მიწაც

საზეიმო ფიცით ესპანეთის მეფის სამფლობელოდ

გამოაცხადა,

ეს იყო წყნარი ოკეანე, რომელსაც ბალბოამ

სამხრეთის ზღვა უწოდა,

ამის შემდეგ მათ დაზვერეს ახლომახლო მიწები,

დაიპყრეს ინდიელთა 1 სოფელი, წაართვეს მის კაციკს

(ბელადს) ბევრი მარგალიტი და უკან დაბრუნდენ

ახალშენში,

ბალბოამ ესპანეთის მეფეს ოქროთი,

თვალმარგალიტით და სხვა საჩუქრებით დატვირთული

ხომალდი გაუგზავნა და თან ახალი ზღვისა და

მიწების აღმოჩენისა და დაპყრობის ამბავიც

შეატყობინა,

ეს საქმე რომ მოათავა ის ახალი ექსპედიციისათვის

მზადებას შეუდგა, მას განზრახული ჰქონდა ხელახლა

გადაელახა ლარიელის ყელი, მოეზიდა სან - მიგელის

ყურეში ხე - ტყე და საჭირო მასალა, აეგო აქ ფლოტი

და ოქროს ქვეყნის პერუს დასაპყრობად წასულიყო,

მაგრამ მისი გეგმები ვერ განხორციელდა, სწორედ იმ

ხანად ესპანეთიდან ჩამოვიდა ახალი მეფისნაცვალი

პედრარიაცი 20 გემით, ბალბოა იძულებული გახდა

მმართველობა მისთვის გადაეცა, პედრარიაცმა მას

ყოველგვარი უფლებები ჩამოართვა, დაატყვევა და მისი

თანამებრძოლის ფრანსისკო პისაროს მეშვეობით

გაასამართლა და თავი მოჰკვეთა,

ასე დაასრულა თავისი ცხოვრება ვასკო ნუნიეს დე

ბალბოამ,

 მისმა აღმოჩენამ გეოგრაფიულ აზროვნებაზე დიდი

გავლენა მოახდინა, ახლა უკვე სავსებით ნათელი

შეიქმნა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილ ახალ

ქვეყნებს საერთო არაფერი ჰქონდათ ძველ ინდოეთთან,

რომ ეს მსოფლიოს სრულიად ახალი ნაწილიიყო.

39 ჟუან გრიხალვა,

პირველი ცნობები ევროპას მექსიკის შესახებ ჟუან

გრიხალვამ მოუტანა, იმხანად მექსიკა დიდად ძლიერი

და დიდი კულტურის მქონე სახელმწიფო იყო, იქ

მცხოვრები აცტეკთა ტომების ძალაუფლება მთელ

ცენტრალურ ამერიკაზე ვრცელდებოდა,

აცტეკებს ჰქონდათ მეტად ორგანიზებული

სახელმწიფო წყობილება, რომელიც არსებითად

განსხვავდებოდა ფეოდალური ევროპისაგან,

სახელმწიფოში მთელი მიწა - წყალი საზოგადოებრივი

საკუთრება იყო, ხალხსა და ქვეყანას განაგებდა

ბელადი, რომელიც ითვლებოდა ღმერთების ნება - სურვილის

აღმსრულებლად, ხოლო ღმერთების ნება - სურვილს

ქურუმები აცნობდნენ ხოლმე ქვეყანას,

აქ იყო მრავალსართულიანი სასახლეები, ტაძრები,

საცხოვრებელი ბინები, არხები, დამბები,

წყალსაცავები, აცტეკებს მეტად განვითარებული

სოფლის მეურნეობა ჰქონიათ, მოჰყავდათ სიმინდი,

კარტოფილი, მუხუდო, ცერცვი, თამბაქო, კაკაო,

რომლისგანაც ინდიელები სასმელს შოკოლადს

ამზადებდნენ,

გრიხალვას ექსპედიცია 7 თვის განმავლობაში

იკვლევდა იუკატანის სანაპიროს კატოჩეს კონცხიდან

მოყოლებული ვიდრე მდ  პანოპომდე, გრიხალვამ

ბევრი ოქრო და თვალმარგალიტი დააგროვა და

სიმდიდრემ კიდევ უფრო გაუღვივა ესპანელებს

გამდიდრების წყურვილი, ოქრო ერეკებოდა მათ

ბობოქარ ზღვებსა და გაუვალ ტყეებში, ოქროს

გულისთვის ჟლეტდნენ ისინი ინდიელებს.

40 ათანასე ნიკიტინი,

დაბადების წელი უცნობია, გარდაცვალების წლად

ნავარაუდევია 1474 ან 1475 წ,

ათანასე ნიკიტინი არის XV ს რუსი მოგზაური და

მწერალი, მისი გეოგრაფიული ცნობები ძალზე ძუნწია,

ნიკიტინის ცხოვრებისა და მოგზაურობის ზოგიერთი

ფაქტის დადგენა შეიძლება მისივე თხზულებიდან

«მოგზაურობა სამ ზღვას იქით», რომელიც ასე იწყება

«მეოხებითა წმინდათა მამათა ჩვენთა უფალო იესო

ქრისტევ, ძეო ღვთისაო შემიწყალე მე მონა შენი

ათანასე ნიკიტას ძე, დავწერე მე ცოდვილი ჩემი

მიმოსვლა სამ ძღვას იქით, პირველი არს ზღვა

დერბენტისა ზღვა ხვალინისა, მეორე ზღვა ინდოეთისა

(ზღვა ინდოსტანისა), მესამე შავი ზღვა, ზღვა

სტამბულისა»,

ამ ტექსტიდან ჩანს, რომ მოგზაურის ნამდვილი გვარი

უცნობია, დაუდგენელია დაბადების ადგილიც,

იგი ინდოეთში გამგზავრებულა 1466 წ ტვერიდან,

დიდი მთავარის მიხეილ ბორისის ძისა და ტვერის

მეუფის გემების შემწეობით, გამგზავრება კი

შემდეგნაირად მოხდა,

1466 წ მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III - ს ეწვია

შირვანშაჰის ელჩი ჰასან ბეგი დიდძალი საჩუქრით,

ივანე III - მ შირვანშაჰ ფარუჰ იასარს გაუგზავნა

საპასუხო საჩუქრები, რომელიც გაატანა რუსეთის

ელჩს ტვერელ ვასილ პაპინს, წინდახედულმა

ტვერელმა ვაჭარმა ათანასე ნიკიტინმა გადაწყვიტა

ესარგებლა პაპინის ელჩობით და თავისი საქონლით

შემახაში გამგზავრებულიყო, ნიკიტინმა ტვერელ და

მოსკოველ ვაჭრებთან ერთად შეიძინა 2 გემი, მიიღო

ნებართვა მთელი რუსეთის მთავრისაგან და

მდ ვოლგით გაუდგა გზას, იგი ვარაუდობდა, რომ

ნიჟნი ნოვგოროდში ახლანდელი გორკი, მიუსწრებდა

რუსეთის ელჩ პაპინს, მაგრამ ის უკვე

გამგზავრებულიყო, ამიტომ მას მოუხდა გზის

გაგრძელება ჰასან ბეგთან ერთად,

გზაში რუსი ვაჭრების 1 გემი გაძარცვეს და დაიტოვეს

ასტრახანელმა თათრებმა, მეორე გემი ქარიშხალმა

კლდოვან ნაპირს შეაჯახა და დაამსხვრია,

შირვანშაჰის ელჩის გემი, რომელზედაც ნიკიტინი

იმყოფებოდა გადარჩა და მშვიდობით შევიდა

დარუბანდში (დერბენდი), ნიკიტინი უკან არ

დაბრუნებულა, მან გადაწყვიტა ენახა უცხო ქვეყნები,

მან ქ  დარუბანდის შემდეგ, რომელიც მოგზაურმა

იხილა იყო ბაქო, უქრობი ცეცხლის ქალაქი, შემდეგ

კი კასპიის ზღვის გავლით მიადგა სპარსეთს, აქ მან

დაჰყო თითქმის 1 წელი, აქედან რამდენიმე თვეს

მაზანდარანში, ნახა სარი, ამორი, დემავენდი, რეი,

ქაშანი, ნაინი, იეზიდი, სივჩარი, ლარი, ბენდერი

(ბენდერ - აბასი),

ეტყობა მოგზაური სხვა ადგილებშიც ყოფილა, თავის

მოგზაურობაში იგი წერს «ზევით მე ყველა ქალაქი არ

დამისახელებია, ბევრია დიდი ქალაქი»,

გაიარა რა სპარსეთში 1700 კმ  და გადაკვეთა რა იგი

ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 1469 წ გაზაფხულზე იგი

მიადგა ორმუზდს (ჰორმუზი), რომელმაც მოგზაურზე

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იგი წერდა «ორმუზი

ნავსადგურია, მთელი ქვეყნიდან მოდის აქ ხალხი, აქ

ყოველგვარი საქონელი იშოვება, რაც კი მსოფლიოში

მოიპოვება»,

ორმუზიდან ის ზღვით მიადგა მაკატს, იქიდან კი

არაბეთის ზღვის გავლით ინდოეთს, ნიკიტინი წეერდა

«აქ არს ინდოელთა ქვეყანა, სადაც ყველანი შიშველნი

დადიან, თან არაფერი ახურავთ, მკერდი შეუმოსავი

აქვთ და  ყველა ღიპიანია, ბავშვებს ყოველწლიურად

ბადებენ და ძალზე ბევრიცა ჰყავთ, კაცები და ქალები

სულ შავები არიან, სადაც კი წავედი ყველგან უამრავი

ხალხი დამდევდა, უკვირდათ თეთრკანიანი ადამიანი»,

ნიკიტინმა ინდოეთში თითქმის 4 წელი დაჰყო და

ბევრი იმოგზაურა, დაათვალიერა გუჯარათი, კანბეი,

ჩაული, კალი, ჯუნარი, ბიდარი, ქელბარგი (გულბარგა)

და სხვა,

მოგზაური დაახლოებით 4 თვე შეჩერდა ბაჰმანიდების

სამეფოს დედაქალაქ ბიდარში,დაათვალიერა

ბუდისტების სალოცავი პარვატი, უკან დაბრუნებისას

მან დიდი სიძნელეების გადალახვით გაიარა სპარსეთი,

მივიდა ტრაპეზუნამდე (ტრაპიზონი), გადასერა შავი 

ზღვა, ჩავიდა კაფაში (ახლანდელი

ფეოდოსია), მაგრამ ვერ ჩააღწია მშობლიურ ქალაქ

ტვერამდე და გარდაიცვალა გზაში სმოლენსკთან 1474

წ ბოლოს ან 1475 წ დასაწყისში,

მის თანამგზავრ ვაჭრებს წამოუღიათ მისი ხელნაწერი

ინდოეთში მოგზაურობის შესახებ და გადაუციათ

რუსეთის დიდი მთავრის ივანე III - ს პოსოლსკი

პრიკაზის მდივან ვასილ მომირევისათვის, შემდეგ

ხელნაწერი გადაუწერიათ და მიუწერიათ, რომ ის

ეკუთვნის ნიკიტინს,

XIX ს ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა კარამზინმა

მოსკოვის მახლობლად ქ  ზაგორსკის, ყოფილი

სერგიევი სერგის სამების ლავრაში მიაგნო უცნობ

ხელნაწერთა კრებულს, რომელშიც აღმოჩნდა

ნიკიტინის მოგზაურობა,

ნიკიტინმა ზედმიწევნით კარგად შესწავლა ინდოეთის

მოსახლეობა, საზოგადოებრივი წყობა, სახელმწიფო

მმართველობა, მეურნეობა, რელიგია და ყოფა,

ნაწილობრივ ბუნებაც, მის ცნობებს განსაკუთრებული

მნიშვნელობა აქვს არა მარტო შუა საუკუნეების

ინდოეთის ისტორიულ - გეოგრაფიული

შესწავლისათვის, არამედ ზოგიერთი სხვა ქვეყნის

შესწავლისთვისაც, იგი ზოგ ისეთ ქვეყანასაც აღწერს,

სადაც მოგზაური არ ყოფილა, მაგალითად ახსენებს

კალიკუტს (კოჟიკოდე),სილინს (ცეილონი), ახლანდელი

შრი - ლანკა, პენგუს, პეგუ ბირმა და სხვა,

იგი იხსენიებს საქართველოსაც საქართველოს მიწაზე

ყველაფერი უხვადაა , მსგავსი ხანგრძლივი ,

დამქანცველი მოგზაურობის დროს ნიკიტინს ხშირად

ენატრებოდა მშობლიური რუსეთი, ამიტომ 500 წლის

შემდეგაც ლოცვასავით გაისმის მისი სიტყვები

«ღმერთი მფარველობდეს რუსეთის მიწას, დედამიწაზე

რუსეთის მსგავსი ქვეყანა არ მოიპოვება, თუმცა

რუსეთის ბოიარები უსამართლონი არიან, დაე

აღშენდეს მიწა რუსეთისა და დაე იყოს იქ

საამართლიანობა»,

ფაქტობრივი მასალი სიუხვე და სიზუსტე ავტორის

ფართო თვალსაწიერი და თავისი დროისათვის

მოწინავე შეხედულებანი ნიკიტინის თხზულებას

განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ძველი რუსული

ლიტერატურის ისტორიაში,

ნაშრომი თარგმნილია მრავალ ენაზე, კარამზინი

თავის ნაშრომში «რუსეთის ისტორია», შემდეგნაირად

ახასიათებს ამ მოგზაურობის როლს «მოგზაურობა სამ

ზღვას იქით ამტკიცებს, რომ XV ს რუსეთს ჰყავდა

თავისი ტავერნიე და შარდენები, ნაკლებ გამოცდილნი

მაგრამ გულადი და ფხიანი ადამიანები, იმ დროს

როდესაც ვასკო და გამა ოცნებობდა ეპოვნა

შესაძლებელი გზა აფრიკიდან ინდოეთამდე ჩვენი

ტვერელი უკვე

მოგზაუროობდა მალავანის ნაპირებზე, ტაიმირში, მდ

ვოლგის ნაპირზე დგას ნიკიტინის ბრინჯაოს ძეგლი

წარწერით «მამაც რუს მოგზაურს ათანასე ნიკიტინს

იმის სამახსოვროდ, რომ ის 1469 - 1472 წ მეგობრული

მიზნით ესტუმრა ინდოეთს.

41 ფერნანდო მაგელანი 1480 - 1521 წ,

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში საპატიო

ადგილი უკავია დედამიწის ირგვლივ პირველ ზღვით

მოგზაურობას, რომელიც მოეწყო გამოჩენილი

ზღვაოსნის ფერნანდო მაგელანის მეთაურობით,

მაგელანი დაიბადა დაახლოებით 1480 წტრაზუშ

მონტიშის მხარეში, პორტუგალია, ახალგაზრდობისას

მონაწილეობდა ექსპედიციებში მალაკის

ნახევარკუნძულზე, მსახურობდა ინდოეთში, ერთხანს

იმყოფებოდა მაროკოში,

1512 წ იგი დაბრუნდა პორტუგალიაში, დაიწყო

საზღვაო მეცნიერებისა და გეოგრაფიის შესწავლა, მას

დაებადა დედამიწის გარშემოვლის აზრი, იგი

ფიქრობდა ამერიკის დასავლეთით ბალბოას მიერ

აღმოჩენილი დიდი ზღვის გადაცურვა მიიყვანდა

მოლუკის კუნძულებთან, ამის განხორციელებას ისიც

უწყობდა ხელს, რომ მდ ლა - პლატის შესართავი

მოგზაურებს იმჟამად სრუტე ეგონათ, მაგელანმა

თავისი გეგმა გააცნო პორტუგალიის მეფე მანუელს,

მან გეგმა არ მოიწონა, განაწყენებულმა მაგელანმა

1517 წ დატოვა სამშობლო და ესპანეთში გადავიდა,

თავისი სამსახური შესთავაზა ესპანეთის მეფე

კარლოს I - ს, პირველად მისგანაც უარი მიიღო, მაგრამ

შემდეგ დაეთანხმა და ფინანსური დახმარებაც

აღმოუჩინა,

მაგელანის ექსპედიცია, რომელიც შედგებოდა 5

პატარა იალქნიანი ხომალდისა ტრინიდადი,

სან - ანტონიო, სანტ - იაგო, კონსეპსიონი, ვიქტორია და

265 კაცისაგან 1519 წლის 20 სექტემბერს გავიდა სან

ლუკარ დე ბარამედიდან, ესკადრამ კურსი აიღო

სამხრეთ - დასავლეთით კანარის კუნძულების გავლით

ბრაზილიის ნაპირებისაკენ, 29 ნოემბერს მათ მიაღწიეს

სამხრეთ ამერიკის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს

სან - ავგუსტინოს კონცხს,

დეკემბერში ის შევიდა რიო - დე - ჟანეიროს ყურეში,

ხოლო 1520 წლის ოც იანვარს ლა - პლატის

შესართავში, დიდი ძებნის შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს

უკანასკნელი არის მდინარე და არა დიდ ზღვაში

გასასვლელი სრუტე, აქედან დაეშვნენ სამხრეთით

ბრაზილიის ნაპირების გასწვრივ სან - ხულიანის

ყურემდე, 2 თვის მანძილზე ადგილობრივი

მცხოვრებლებისათვის თვალი არ მოუკრავთ, ამ

ხმელეთს მაგელანმა პატაგონია უწოდა,

 

გიგანტური ტანის პატაგონიელების გამოჩენამ

ევროპელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აქ

გაატარეს სამხრეთული ზამთარი, გაზაფხულის

დადგომისთანავე მოგზაურებმა განაგრძეს სამხრეთით

ცურვა და აღმოაჩინეს დიდ ზღვაში გასასვლელი

სრუტე, რომელსაც შემდეგ მაგელანის სახელი ეწოდა,

სრუტეში შესვლისას ქარიშხალი ამოვარდა, ერთი გემი

კლდეს შეეჯახა და დაიმსხვრა, მეორე სამშობლოში

გაიპარა, ღამით მთიანი ნაპირებიდან ცეცხლი მოჩანდა,

ამიტომ ამ კუნძულს ცეცხლოვანი მიწა უწოდეს,

21 დღის ცურვის შემდეგ მათ გაიარეს დაახლოებით

600 კმ - ს სიგრძის კლდოვანი, სახიფათო სრუტე,

რომელიც გამოყოფს სამხრეთ ამერიკას ცეცხლოვანი

მიწისაგან, 8 ნოემბერს 3 გემით გავიდნენ დიდ ზღვაში,

რომელსაც მაგელანმა წყნარი ოკეანე უწოდა, რადგან

3 თვისა და ოცი დღის განმავლობაში ქარიშხალი არ

ამოვარდნილა, საკვების გამოლევის გამო დიდ

გასაჭირში ჩავარდნენ, ექსპედიციის მონაწილეთა

მემატიანე ახალგაზრდა იტალიელი ანტონიო პიგაფეტა

ხატოვნად აგვიწერს მათ მდგომარეობას, «არ გვქონდა

საჭმელი, ორცხობილა რომლითაც ვიკვებებოდით

მთლად მტვრად იქცა, მატლები გაუჩნდა, წყალი

მღვრიე და მწარე იყო, შიმშილით რომ არ

დავხოცილიყავით ტყავებს დავუწყეთ ჭამა, რომელიც

გემს ჰქონდა შემოკრული, ტყავს ვალბობდით,

ვწვავდით და ასე ვჭამდით, ყველაზე დიდი უბედურება

ის იყო, რომ მეზღვაურები ავადმყოფობდნენ,

განსაკუთრებით მძვინვარებდა სურავანდი, რამაც

ბევრი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა,

1521 წ ექვს მარტს მოგზაურებმა მიაღწიეს ლაბრონის,

მარიანის კუნძულს, ხოლო 10 დღის შემდეგ მიადგნენ

კუნძულთა ჯგუფს, რომელსაც წმინდა ლაზარეს

არქიპელაგი დაარქვეს (ახლანდელი ფილიპინის

კუნძულები), ადგილობრივი მცხოვრებლები მათ

მეგობრულად შეხვდნენ, კუნძულ სებუზე ამავე

სახელწოდების დედაქალაქში საკმაოდ ცივილიზებული

ხალხი იხილეს, მაგელანი ჩაერია ადგილობრივი

რაჯების დავაში და 1521 წ 27  აპრილს კუნძულ

მაქტანის მცხოვრებლებთან შეტაკების დროს დაიღუპა,

ექსპედიციას სათავეში ჩაუდგა სებასტიან ელ კანო,

რომელმაც 2 დარჩენილი გემით მიაღწია საოცნებო

მოლუკის კუნძულებს, შეიძინა დიდძალი სანელებლები

და სამშობლოში გამოემართა,

სამოგზაუროდ მხოლოდ 1 ხომალდი ვიქტორია იყო

ვარგისი, ამ გემით გადასერეს ინდოეთის ოკეანე,

შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს

 (სამხრეთ აფრიკა) და 1522 წ 7 სექტემბერს

დაბრუნდნენ ნავსადგურ სან - ლუკარში, სამწუხაროდ

დაბრუნდა მხოლოდ 1 გემი და 30 კაცი,

1 გემით ჩამოტანილმა სანელებლებმა ყველა ხარჯი

დაფარა და მოგებაც დარჩა,

მართალია მაგელანი არ დაბრუნებულა, მაგრამ ეს

ექსპედიცია მაგელანის მოგზაურობითაა ცნობილი, ეს

ექსპედიცია აღწერა პიგაფეტამ დღიურებში «პირველად

დედამიწის ირგვლივ»,

მაგელანის მოგზაურობის შედეგები ძალიან დიდი იყო,

მან საბოლოოდ დაამტკიცა,რომ დედამიწა მრგვალია,

ადამიანმა პირველად მიიღო წარმოდგენა დედამიწის

რეალურ სიდიდეზე და ერთიან მსოფლიო ოკეანეზე,

მაგელანის სახელი ეწოდა სრუტეს სამხრეთ ამერიკასა

და კუნძულ ცეცხლოვან მიწას შორის.

42 ერნანდო კორტესი,

ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი კონკისტადორი

ერნანდო კორტესი 1520 წ შეესია მექსიკის

უკანასკნელი მფლობელის მონტესუმას სამფლობელოს

და თითქმის ნახევარი მოსახლეობა ამოხოცა, თუმცა

არც თვითონ დაჯდომია იაფად მექსიკის დაპყრობა,

მრავალმა ესპანელმა ბრძოლის ველზე დალია სული,

კორტესის ლაშქრობა მექსიკაში დაიწყო 1519 წ

თებერვალში, 11 ხომალდისაგან შემდგარ ესკადრას

მიჰყავდა 110 ნეზღვაური, 553 ჯარისკაცი, 200 ინდიელი

და რამდენიმე ქალი, კორტესის არტილერია ათ

ზარბაზანს და ოთხ ფალკონეტს ითვლიდა, კავალერია

6 მხედრისაგან შედგებოდა,

ფლოტილია პირველად კუნძულ კოზდუმელს მიადგა,

აქ კორტესს შემოუერთდა ვინმე ესპანელი იერონიმე

აგვილარი, რომელიც ინდიელებს 8 წლის

განმავლობაში ტყვედ ჰყოლოდათ, აგვილარმა

შესანიშნავად იცოდა ინდიელთა ენა და დიდად

დახმარებია ამით კორტესს, ამ თარჯიმნის გარდა

კორტესისთვის დიდი სამსახური გაუწევია აგრეთვე

აცტეკ ქალს მარინეს, თურმე ერთერთ შეტაკებაში

კორტესს სასტიკად დაუმარცხებია მდ ტაბასკოს

ნაპირას მცხოვრები ინდიელები, ხარკად წამოუღია

სანოვაგე, ბამბის ქსოვილები, ოქრო და 20 მონა,

რომელთა შორისაც იყო მარინე, მანამდე ტყვედ

წამოყვანილი მექსიკიდან ტაბასკოელ ინდიელთა მიერ,

ფლორენციის კოდექსში (ნუსხაში) დაცულია

გადმოცემა თითქოს კორტესმა მარინე ცოლად

შეირთო, ეს ქალი ყველგან თან ახლდა მას,

თარჯიმნობდა და ბევრ რამეს ასწავლიდა და

მიუთითებდა ესპანელებს, ამ თავისი ხალხის გამცემი

ქალის შთამომავლები შემდეგში მექსიკის დიდებულები

გახდნენ,ტაბასკოდან კორტესი ისევ დასავლეთისკენ

გაემგზავრა და მალე აცტეკთა მეფის მონტესუმას

სამფლობელოს მიუახლოვდა, რომელსაც მანამდე

თურმე დიდი ჟამიანობა და განსაცდელი

უწინასწარმეტყველეს, მიამიტმა ინდიელმა კორტესის

მოსვლა ღმერთების მიერ მოვლენილ რისხვად მიიღო

და ვერ გაბედა დამპყრობელთათვის წინააღმდეგობის

გაწევა, პირიქით მდიდარი ძღვენი გაუგზავნა

ესპანელებს და სთხოვა დაბრუნდით საიდანაც

მოსულხართ, დაეხსენით ჩემს სამფლობელოსო,

კორტესს უკან დაბრუნება აზრადაც არ მოსვლია,

ხოლო ძვირფასმა საჩუქრებმა უფრო მეტად გაუღვივა

აცტეკთა სიმდიდრის მიტაცების სურვილი,

ამასობაში კორტესს შეუერთდენ მონტესუმას ურჩი

ინდიელი ტომები და მისი პატარა რაზმი გაიზარდა,

თავდასაცავად კორტესმა სანაპიროზე გააშენა ქალაქი

ვერა - კრუსი (დღეს უდიდესი ნავსადგური მექსიკაში),

ააგო იქ ციხე და გარნიზონი დაასახლა, თითქოს

ყველაფერი კარგად მიდიოდა თუმც თავი იჩინა

დაღლილობამ, ვერა - კრუსი ჭაობიან ადგილას იდგა და

ჯარისკაცებს ციებ - ცხელება დაერია, ისინი უკან

დაბრუნებას მოითხოვდნენ, კორტესმა ხერხს მიმართა,

მან 1 გემი სიმდიდრით დატვირთა და ესპანეთში

გაგზავნა, თავადაც ერთი გემი დაიტოვა დანარჩენები

კი დაწვა, ჯარმა აჯანყება დააპირა, მაგრამ კორტესი

არ გატყდა, მასზე ამბობდნენ «მას მხოლოდ ყური აქვს

მოკრული, რომ ქვეყნად შიში არსებობსო», ის

წარუდგა მეომრებს და უთხრა «წინ წავიდეთ, სადაც

ოქრო და სიმდიდრე გველის, ხოლო ვისაც უკან

დაბრუნება სურს ამ გემით დაბრუნდეს შინ და ყველას

თავის ორგულობაზე  უამბოსო»,

ოქრომ ძალა შემატა კონკისტადორებს და ისინი

დედაქალაქ ტენოჩტიტლანისაკენ (ახლა მეხიკო)

დაიძრნენ, ვიდრე ქალაქს მიაღწევდნენ მათ უნდა

გაევლოთ ტლასკალის რესპუბლიკა, აქაურები ომით

შემოხვდნენ, 50 000 კაცი გარს შემოეხვია მათ,

ტლასკალელები დამარცხდნენ, ზავი ითხოვეს და

ხარკი  იკისრეს, ასევე კორტესთან კავშირი შეკრეს და

6 000 კაცი გააყოლეს მონტესუმასთან საბრძოლველად,

გზად  მივიდნენ ქ  ჩოულუში, რომელიც ინდიელთა

წმინდა ადგილად ითვლებოდა, აქ იყო მათი ღმერთის

კეცალკუატლის ტაძარი, აქაურნი მეგობრულად

შეხვდნენ ესპანელებს, რადგან მათი ღმერთი

გადმოცემით თეთრკანიანი იყო, რომელსაც შორეულ

წარსულში დაემყარებინა აქ წესრიგი, ესწავლებინა

ლითონის დნობა, ხვნა - თესვა და შემდეგ

ოკეანის იქით გაემგზავრა, მაგრამ აღთქმის მიხედვით

ის კვლავ უნდა დაბრუნებულიყო და აი როცა

აცტეკებმა ცხენებზე ამხედრებული თეთრკანიანები

დაინახეს, რომელთაც თან ელვა - ქუხილი მოჰქონდათ

თავზარი დაეცათ, ისინი მათ ღმერთის შვილები

ეგონათ და წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათ,

ხოლო ვინც წინააღმდეგობა გაუწია კორტესმა

გაწყვიტა,

მონტესუმა საგონებელში ჩავარდა, ბოლოს გადაწყვიტა

მშვიდობიანი გზით ემოქმედა, კორტესს ზეიმით

შეეგება და სასახლეც დაუთმო საცხოვრებლად,

ესპანელები გააოცა ქალაქის სიმშვენიერემ, კორტესმა

მონტესუმა მძევლად აიყვანა, სახელმწიფო ხელში

ჩაიგდო და მის მართვას შეუდგა,მიითვისა მონტესუმას

ქონება, თუმც კუნძულ კუბაზე მყოფი ესპანელები

ამხედრდენ და კორტესის შესაპყრობად და

დასასჯელად გამოემართნენ, მათ წინ ოფიცერი

ნარვაესი მოუძღოდა, ბრძოლაში კორტესმა გაიმარჯვა,

თუმც ტენოჩტიტლანი აჯანყდა, ესპანელებმა დიდი

ზარალი განიცადეს და კორტესმა ქალაქი დატოვა და

მიაშურა ტლასკალს, აქ შეიერთა აქაურები და

კუბიდან მოსული ესპანელები და 6 თვის შემდეგ

ტენოჩტიტლანი აიღეს 1521 წ და მექსიკა ესპანეთის

კოლონიად იქცა,

მექსიკაში დამკვიდრების შემდეგ კორტესი კვლავ

აწყობდა სხვადასხვა ექსპედიციებს მექსიკის

მოსაზღვრე ადგილებში ჰონდურასში და სხვა,

გადმოცემის მიხედვით ერთერთი ასეთი ექსპედიციის

დროს მას კალიფორნიისთვისაც მიუღწევია და სიცხის

გამო მისთვის კალი და ფორლა ცხელი ღუმელი

შეურქმევია.

43 - 44 - 45 ფრანსისკო პისარო, გონსალო პისარო,

ვალდიბია,

მექსიკის დაპყრობის და გაძარცვის მიუხედავად

ესპანელები მაინც არ ცხრებოდნენ და განაგრძობდნენ

ოქროს ძებნას და ახალი ქვეყნების დაპყრობას

ლამობდნენ,

კონკისტადორებს ინდიელთაგან ბევრი რამ ჰქონდათ

გაგონილი დიდი ოკეანის სანაპიროზე მდებარე

ოქროთი მდიდარ  ბირუს ქვეყანაზე, რომელსაც

შემდეგში პერუ ეწოდა,

იგი დაიპყრო კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ,

რომელიც ერთ დროს ბალბოას თანამებრძოლი იყო,

ოქროს ქვეყანამ ის მაშინ დააინტერესა, როცა

ბალბოას ექსპედიციამ პანამის ყელი გადალახა და

წყნარი ოკეანის ნაპირი აღმოაჩინა,

პისარომ მაშინვე გადაწყვიტა ბირუს ქვეყნის

დაპყრობა, მაგრამ ეს იოლი არ აღმოჩნდა,

 

ესპანიოლის და პანამის გუბერნატორები არ

თანხმდებოდნენ ასეთი ექსპედიციის მოწყობაზე,

პისარომ ლაშქრობა თავის ძალებით მოაწყო, მას

შეუერთდა რაინდი ალმაგრო და მდიდარი მღვდელი

ლიურკე, რომელმაც გაიღო ფული, თუმც პირველი

ლაშქრობა სიძნელეთა გამო მარცხით დამთავრდა,

მეორე ლაშქრობის მოწყობაში მას ესპანეთის მეფე

კარლოს V კორტესის თხოვნით დაეხმარა,

1530 წ იანვარში პისარო თავის 3 ძმის ფერნანდო,

გონსალო და ხუანი თანხლებით ამერიკისკენ

გამოეშურა და 1531 წ იანვარში  3 გემით პერუსკენ

გაემართნენ,

პერუ ანდების მაღალ ზეგანზე მდებარეობდა

ტიტიმაკას ტბის ნაპირას, ეს ქვეყანა დასახლებული

იყო კეჩუა - აიმარების ტომებით, რომლებიც შემდგომში

პერუელებად იწოდებოდნენ, მათ საკმაოდ მაღალი

კულტურა ჰქონდათ, იმ დროს როცა აქ ესპანელები

მოვიდნენ პერუ წარმოადგენდა ქვეყანას რთული

სახელმწიფოებრივი მმართველობითა და

კანონმდებლობით თუმც მათ ამერიკის სხვა

ხალხებთან შედარებით მაღალი კულტურა ჰქონდათ

ანბანური დამწერლობა მაინც არ გააჩნდათ, ქურუმებს

ანბანის მაგივრობას ფერადკვანძებიანი ძაფი უწევდათ,

რომელსაც კვიტოსს უწოდებდნენ, ამის გამო ძნელი

იყო ისტორიული თქმულებების შენარჩუნება და ჩვენ

თითქმის არაფერი ვიცით პერუელთა უძველესი

ისტორიის შესახებ გარდა იმისა, რასაც

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი

ნივთიერი მასალა მოგვითხრობს,

ჩვენამდე მოღწეული ცნობებით თავდაპირველად პერუს

მიწაზე ცხოვრობდნენ აიმარები, რომლებიც დაიპყრო

კეჩუას ტომმა, რომელსაც ინკები მართავდნენ (ინკა

ესეიგი მზის შვილი) ასე ჩაეყარა საფუძველი ინკების

სახელმწიფოს, ესპანეLლთა შემოჭრის დროს ინკთა

სახელმწიფო შეიცავდა მთელ თანამედროვე პერუს,

ეკვადორს, ჩილეს და კოლუმბიას, ბრაზილიისა და

ბოლივიის მიწების იმ ნაწილს, რომელიც პერუს,

ეკვადორს და ჩილეს ესაზღვრებოდა და მდიდარი იყო

ოქროთი, ვერცხლითა და სპილენძით,

პერუელები უძველესი დროიდან სასუქად იყენებდნენ

გუანოს, ფრინველის სკორეს და ტერასებად

გამართულ ნათესებს არხებით რწყავდნენ, მთელი მიწა

სამად ნაწილდებოდა, ერთი ნაწილი ინკას მზის

შვილს ეკუთვნოდა, მეორე მზეს ესეიგი მზის

ქურუმებს და ტაძრებს, დანარჩენი კი მოსახლეობას,

მოსავალს საზოგადო საწყობებში ინახავდნენ და

ვისაც რამდენი სჭირდებოდა იმდენი გამოჰქონდა,

ჯოგებიც საერთო სარგებლობაში იყო და მწყემსებს სახელმწიფოს

მოხელეები ნიშნავდნენ,

 

ყველა პერუელი აღრიცხვაზე იყო აყვანილი და

ნებადაურთველად ქალაქიდან ვერ გავიდოდა, აქ

არსებობდა პოლიცია, რომელიც თვალყურს ადევნებდა

წესრიგს და სამუშაოების წარმოებას, ინკას

განკარგულებები სწრაფად ვრცელდებოდა, რადგან

ქვეყანა დასერილი იყო კარგი გზატკეცილებით,

აგებული იყო სადგურები და მალემსრბოლებს

მიჰქონდათ ამბავი ერთი სადგურიდან მეორემდე,

ესპანელთა მოსვლის დროს მეფობდა ინკა ატახუალპა,

რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო  უფროსი ძმა

ხუასკარი და სამოქალაქო ომი არ იყო დასრულებული,

რითაც პისარომ  ისარგებლა, შეუთანხმდა ხუასკარს

და ვითომცდა მის დასახმარებლად უნდა შებმოდა

მისი რაზმი ატახუალპას, რომელიც 110 ქვეითის და 67

ცხენოსნისაგან შედგებოდა, ის გაემართა ატახუალპას

ბანაკისაკენ, რომელიც კახამარკას ველზე იდგა, მეფემ

კი მათ მოციქულები გაუგზავნა როგორც ღმერთის

შვილებს, პერუელებმაც ინკების   მსგავსად

ესპანელები ზეადამიანებად ინკთა ღმერთის ვირაკოშას

შვილებად ჩათვალეს, რომელიც იყო ჭექა - ქუხილის და

ცის ღმერთი, რომელიც ზღვის ქაფიდან ამოდიოდა

ხოლმე, იგი თეთრი იყო და ამიტომ ესპანელები მას

მიამსგავსეს, ინკას ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს,

მაგრამ მან უარი თქვა, მან მღვდელს ჰკითხა რა

უფლების ძალით მიყენებ ასეთ მოთხოვნებსო,

ბიბლიის ძალითო უთხრა მღვდელმა, ინკამ ბიბლია

გადაშალა და ყურზე მიიდო «წიგნი მე არას

მაუწყებსო» თქვა მან და გვერდზე გადააგდო,

ესპანელებმა ატახუალპა შეიპყრეს და აიღეს ქ 

კახამარკა და უამრავი ნადავლი დაიტაცეს, პისარომ

ღმერთ კახამარკის ქანდაკება დაამსხვრია და

პერუელებმაც ნამდვილად იწამეს მისი ღვთისშვილობა,

ატახუალპას გამოსასყიდად კი პისარომ დიდი განძი

მოითხოვა და მიიღო, თუმც კი არ გაანთავისუფლა

არამედ სიკვდილითაც დასაჯა და მისი შვილი პაოლი

გაამეფეს,

მისი გარდაცვალების შემდეგ კი ინკა ხუასკარის

შვილი  მანკო, რომელმაც ცნო ესპანეთის უზენაესი

უფლება,

დედაქალაქი კუსკოც ესპანელებმა ხელთ იგდეს და

ერთ წელიწადში მთელი პერუ დაიმორჩილეს, აქ

დატაცებული განძეული ესპანეთში გააგზავნეს და

ზღვის ნაპირას  პისარო ახალი დედაქალაქის აგებას

შეუდგა რომელსაც  სიუდად დე  ლა ტრეგოს (მეფეთა

ქალაქი) დაარქვა, თანამედროვე ლიმა,მეფემ პისარო პერუს მეფისნაცვლად დანიშნა, ხოლო

მის თანამებრძოლ ალმაგროს სამხრეთ მიწების

გუბერნატორობა უბოძა (ახლანდელი ჩილი),

პისაროს თანამებრძოლმა ვალდიბიამ გადაიარა

ატაკამას უდაბნო და ქ  კოპიაპოში მივიდა, სადაც

დააარსა ახალი ქალაქი სანტ - იაგო, ხოლო გონსალო

პისარომ ანდები გადალახა და აღმოსავლეთის

მიმართულებით შეუდგა ქვეყნის კვლევას და მიაღწია

მდ  მარანიონამდე, აქ ისინი ეძებდნენ მუშკამბარს,

მარანიონთან ერთერთმა კონკისტადორმა ორელიომ

მეომარი ქალები ნახა და ამიტომ ამ მდინარეს

ამაზონი დაერქვა,

ფრანსისკო პისარო კი 1541 წ 26 ივნისს ლიმაში

შეთქმულებმა მოკლეს.

46 - 47 - 48 - 49 - 50 ჯიოვანი კაბოტი, სებასტიან კაბოტი,

რიჩარდ შჩენცლერი, ჯერფორტი, ვილობი,

კოლუმბის მოგზაურობას მარტო პორტუგალიელებზე

არ მოუხდენია დიდი შთაბეჭდილება, მისი

მოგზაურობის შედეგით  ინგლისშიც

დაინტერესებულან, ეს იყო გენუელი ჯიოვანი კაბოტი,

ინგლისურად ჯონ კაბოტი, რომელიც

ახალგაზრდობაში ოჯახით ინგლისში

გადმოსახლებულა, მას 3 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან

მეორე სებასტიანი შემდგომში სახელგანთქმული

მოგზაური გახდა,

ჯ  კაბოტს უნდოდა ახალი უფრო მოკლე გზა ეპოვა

აზიისაკენ და გადაწყვიტა ასეთი გზა

ჩრდილოეთისაკენ ეძებნა და სთხოვა ინგლისის მეფეს

ჰენრი VII - ს დახმარებოდა ექსპედიციის მოწყობაში,

თავიდან მეფემ ყური არ ათხოვა,მაგრამ ესპანელთა

წარმატების ამბავმა მალე მასაც აუშალა საღერღელი

და მან უფლება მისცა კაბოტს წასულიყო ახალი

მიწების საძებნელად და თავისუფლად ევაჭრა ყველა

ქვეყანაში რომელსაც აღმოაჩენდა,

მეფემ კაბოტს არ დართო ნება ეცურა თავისი 5 გემით 

სამხრეთით, რადგან ესპანელებთან და

პორტუგალიელებთან შეყრისა ეშინოდა,

1497 წ მაისის დამდეგს კაბოტის ესკადრა

ბრისტოლიდან გავიდა, მოგზაურებმა ატლანტის

ოკეანეში დასავლეთის მიმართულებით გაიარეს 700

საზღვაო მილი (1 საზღვაო მილი უდრის 1,85 კკმ - ს

ანუ 700 მილი უდრის 1295 კმ - ს), და ივნისის

ოცდაორს დაინახეს ნაპირი, რომელსაც კაბოტმა ტერა

დე პრიმა ვისა, პირველად დანახული მიწა უწოდა,

ხოლო იქვე მდებარე პატარა მიწას წმინდა იოანეს

კუნძული,

ამის შემდეგ ფლოტილიამ კიდევ 300 მილი იარა და 3

თვის ცურვის შემდეგ ხომალდები ინგლისს

დაბრუნდნენ, ასე მიაღწია კაბოტმა ამერიკის კონტინენტს, რომელიც

მან კოლუმბივით აზიის კონტინენტად ჩათვალა,

მისმა აღმოჩენამ ინგლისში დიდი შთაბეჭდილება

მოახდინა, ვაჭრები უამრავ ფულს აყრიდნენ მას და

ხომალდებსაც აძლევდნენ ახალი ექსპედიციების

მოსაწყობად,

გადაწყდა ახალი ექსპედიციის მოწყობა

კოლონიზაციის მიზნით,

1498 წ 5 თებერვალს მეფემ ექსპედიციის

ხელმძღვანელად ისევ ჯონ კაბოტი დანიშნა, მაგრამ

იგი მოულოდნელად გარდაიცვალა და ფლოტილიას

სათავეში მისი შვილი სებასტიანე ჩაუდგა, რომელიც

დარწმუნებული იყო, რომ მამამისის მიერ აღმოჩენილი

მიწები იყო ცალკე კონტინენტი და არა აზია და რაკი

მთავარი მიზანი აზიისაკენ გზის მოძებნაში

მდგომარეობდა მან გადაწყვიტა ამ ახალი

კონტინენტისთვის ჩრდილოეთიდან მოევლო და აზიაში

ისე გასულიყო, კაბოტის მიზანი ევროპიდან აზიაში 

მიმავალი ჩრდილო - დასავლეთის გზის მოძებნა იყო,

1498 წ ოთხ ხომალდზე განაწილებული 300 კაცით

სებასტიანე ატლანტის ოკეანეში გავიდა, მოგზაურებმა

მშვიდობით მიაღწიეს ნიუფაუნდლენდის მეჩეჩებს,

გარს შემოუარეს მას და ჩრდილოეთისაკენ აიღეს

გეზი, გზას მცურავი ყინულები უღობავდნენ და

კაბოტმა სამხრეთისაკენ იბრუნა პირი და ნაპირის

გასწვრივ ჩაყვა ამერიკის კონტინენტს ჩრდილო

განედის 38 გრადუსამდე და შემდეგ ინგლისში

გადაწყვიტა დაბრუნება,

მეფე და ვაჭრები მისით მეტად უკმაყოფილო დარჩნენ,

აღმოსავლეთ აზიისაკენ გზა ნაპოვნი არ არის,

კოლონიები ვერ დაარსდა და ზარალის მეტი არაფერი

მოსვლია ამ მოგზაურობასო,

კაბოტმა ახალი ექსპედიციის მოწყობა სთხოვა მეფეს

და უარი რომ მიიღო 1512 წ დატოვა ინგლისი და

ესპანეთს გაემგზავრა, თუმც 1516 წ ისევ დაბრუნდა

უკან,

1517 წ ისევ ეწყობა ახალი ექსპედიცია ამერიკისაკენ

კაბოტის მეთაურობით, ამჯერად მეზღვაურებმა

მშვიდობით მიაღწიეს ამერიკის კონტინენტს და

ჩრდილოეთით ლაბრადორის ნაპირებს გაჰყვნენ, ახლა

უკვე უზარმაზარი ყინულის მთები ხვდვებოდათ,

მაგრამ მაინც გულადად მიიწევდნენ წინ მეზღვაურები,

ასე მიაღწიეს მათ ჩრდილო განედის 64 გრადუსს და

გამოიკვლიეს ჰუდზონის უბის ნაპირები, კაბოტს ეგონა

ეს იყო სრუტე, რომელიც დასავლეთის ზღვაში აზიის

ნაპირებთან მიმიყვანსო და უნდოდა კიდევ განეგრძო

მოგზაურობა, მაგრამ თანამგზავრები შინ დაბრუნებას

მოითხოვდნენ, კაპიტანი დაემორჩილა მათ, ცოტა

ხნის შემდეგ კაბოტი ისევ ესპანეთში გაემგზავრა, აქ

მან სახელმწიფო შტურმანის წოდება მიიღო, მის

მოვალეობას შეადგენდა ყველა იმ მეზღვაურის

გამოცდა, რომელიც ამერიკაში იგზავნებოდა, მაგრამ

მშვიდი ცხოვრებისაგან კაბოტს სული ეხუთებოდა,

ხოლო მას შემდეგ რაც მაგელანის მოგზაურობის

ამბავი გაიგო სრულიად დაკარგა მოსვენება,

იმხანად სევილიელმა ვაჭრებმა განიზრახეს

ექსპედიციის გაგზავნა მოლუკის კუნძულებისაკენ და

მისი მეთაურობა კაბოტს მიანდეს,

1526 წ აპრილის ბოლოს ექსპედიცია სან - ლუკარიდან

გავიდა, ბრაზილიის ნაპირებთან ქარიშხალმა 1 გემი

იმსხვერპლა, დანარჩენებმა ბრაზილიას მიაღწიეს,

მაგრამ აქვე აჯანყებამ იფეთქა და კაბოტმა ხელი

აიღო მოლუკის კუნძულებისაკენ მოგზაურობაზე,

მაგრამ არც ის უნდოდა რომ სულ ხელცარიელი

დაბრუნებულიყო ესპანეთში, ამიტომ ირჩია

დაბრუნებულიყო და  სამხრეთ ამერიკის შუაგული

ადგილები  გამოეკვლია და თუ შესაძლებელი

იქნებოდა იქ ახალშენები დაეარსებინა, ამ მიზნით ის

აჰყვა მდ ხუან დე სოლისს იმ ადგილამდე სადაც

სოლისი დაიღუპა, იქ მოსახერხებელ ყურეში სიმაგრე

ააგო, შემდეგ გზა განაგრძო ქვეყნის შუაგულისაკენ

და მდ პარანის ნაპირების კვლევას შეუდგა, პარაგვაის

კვლევაც რომ დაიწყო მას ინდიელები დაესხნენ თავს,

კაბოტმა მათთან ზავი დადო და ბევრი

ოქრო - ვერცხლის ნივთიც მიიღო საჩუქრად,

ინდიელებმა მას უთხრეს, რომ ეს ოქრო პერუში

ვიშოვეთო, კაბოტმა პერუს დაპყრობა განიზრახა,

მაგრამ ხალხი და საჭურველი არ ჰყოფნიდა, იგი

პარაგვაიდან ახალაგებულ სიმაგრეში დაბრუნდა და

მეფეს ოქრო - ვერცხლთან ერთად თხოვნაც გაუგზავნა

«ხალხი მომაშველე, რომ პერუ დავიპყროო», რაზეც

მეფემ უარი უთხრა ვინაიდან ეს საქმე უკვე ფ 

პისაროს ჰქონდა დავალებული,

3 წელი ამაოდ უცადა მეფის პასუხს კაბოტმა

ამერიკაში და 1530 წ ესპანეთს დაბრუნდა,

ზოგიერთი ცნობით უკან დაბრუნებული კაბოტი

საპყრობილეში ჩაუსვამთ, ხოლო შემდეგ 2 წლით

აფრიკაში გადაუსახლებიათ, სასჯელმოხდილი კაბოტი

ესპანეთში დაბრუნებულა სევილიაში დასახლებულა

და აქ გეოგრაფიული რუკების შედგენისათვის მიუყვია

ხელი,

1548 წ კაბოტი კვლავ ინგლისშია, აქ მან საზღვაო

საქმეთა მმართველის თანამდებობა მიიღო და ამასთან

ერთად კოსმოგრაფიას ასწავლიდა ინგლისის მეფე

ედუარდ VI - ს, რომელიც დააინტერესა საზღვაო

საქმით და მოგზაურობით,კაბოტს ახალი გეგმა ჰქონდა, რაკი

ჩრდილო - დასავლეთის მიმართულებით აზიისაკენ

მიმავალი სრუტე ვერ ნახა მან გადაწყვიტა ასეთი

სრუტე ახლა ჩრდილო - აღმოსავლეთის მიმართულებით

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარშემოვლით ეძებნა,

მან დაამუშავა ასეთი სრუტის მაძიებელი ექსპედიციის

მოწყობის გეგმა და დააარსა დიდვაჭართა ამხანაგობა,

რომელიც შეუდგა ჩრდილოეთისათვის საგანგებო

გემების აგებას,

კაბოტმა ყველაფერი მოამზადა იმისთვის, რომ 1553 წ

ათ მაისს ეს ექსპედიცია გასულიყო ლონდონიდან

აღმოსავლეთის სრუტის საძებნელად, რომლითაც ის

ჩინეთში მივიდოდა,

ფლოტილია 3 გემისაგან შედგებოდა, კაბოტმა გზა

დაულოცა მოგზაურებს, თვითონ 80 წლის იყო და ვერ

ჩაუდგებოდა ექსპედიციას სათავეში, ესკადრის სამმა

გემმა ჯერფორტის, ვილობისა და შჩენცლერის

მეთაურობით მიაღწია ნორვეგიის ნაპირებს, აქ

ხომალდები გაიყარენ იმ პირობით, რომ ნორდკაპის

კონცხთან კვლავ თავი მოეყარათ,

ამაოდ იცადა რიჩარდ შჩენცლერმა ნორდკაპთან, არც

ერთი ხომალდი არ გამოჩენილა, ვილობი ყინულებში

დაიღუპა, ჯერფორდის დაზიანებული გემი კი

ინგლისში დაბრუნდა,, შჩენცლერმა იფიქრა მათ

გამასწრესო, წინ გასწია,შემოუარა ნორდკაპს და

თეთრ ზღვაში გავიდა, აქ იგი მდ დვინის შესართავს

მიადგა, სწორედ იმ ადგილს სადაც მერე არხანგელსკი

აშენდა, აქაურებმა მას აუწყეს რუსეთის ხელმწიფის

ქვეშევრდომები ვართო, ასე აღმოაჩინა ინგლისელმა

რუსეთი, იგი მოსკოვში შევიდა სადაც ივანე IV

მეფობდა, რომელმაც მას საზეიმო შეხვედრა მოუწყო,

ინგლისელმა დატვირთა გემი საქონლით, წამოიღო

მეფის წერილი ინგლისის დედოფალთან და უკან

დაბრუნდა,

ამის შემდეგ ინგლისიდან რუსეთში რეგულარულად

იგზავნებოდა საქონელი.

51 - 52 - 53 - 54 - 55 კასპარო კორტელეარი,მიხეილ

კორტელეარი, ჟან კარტიე, მარტინ ფროდიშერი, ჯონ

დევისი,

კაბოტების გარდა ამერიკაში, კერძოდ კანადაში 1500 წ

პორტუგალიელი მოგზაური კასპარო კორტელეარი

მივიდა, რომელსაც თავისი მამისგან ჰქონდა გაგონილი

ატლანტის ოკეანის ჩრდილო ნაწილში მდებარე რაღაც

კუნძულის შესახებ, სადაც მამამისს უამრავი ვირთევზა

უნახავს და კუნძულისთვისაც ვირთევზას კუნძული

შეურქმევია,

კასპაროც ამ კუნძულისკენ გაემართა და დიდი ხნის

ცურვის შემდეგ მიადგა ხშირი ტყით დაფარულ უცნობ

მიწას, ეს იყო კანადა,აქედან კორტელეარი ჩრდილოეთისაკენ წასულა და

მიუღწევია ერთ კონცხამდე, რომელსაც მან ვირთევზას

კონცხი უწოდა, მან გამოიკვლია ჩრდილო ამერიკის

სანაპირო ჩრდილო განედის 56 გრადუსამდე, იგი

გადმოდიოდა ნაპირზე, სწავლობდა მიდამოს, ადგენდა

რუკებს და სახელს არქმევდა ადგილებს, ასე შეარქვა

მან სახელი ლაბრადორს რომელიც დღემდეა

შემორჩენილი,

1501 წ მან პორტუგალიის მთავრობისაგან დახმარება

მიიღო და კვლავ ახალი მიწისაკენ გაემართა, მაგრამ

უკან აღარ დაბრუნებულა და მის საძებნელად მისი

ძმა მიხეილი გაემართა, ისიც აღარ დაბრუნებულა შინ,

მესამე ძმა კი მეფემ აღარ გაუშვა დაღუპული ძმების

საძებნელად, მას შემდეგ დაღუპული ძმების

პატივსაცემად კანადას დიდხანს ეძახდნენ

კორტერეალების მიწას, შემდეგ კანადა რამდენჯერმე

ინახულეს ფრანგებმა, ერთმა მათგანმა ჟან კარტიემ 

1541 წ კანადაში პირველი ფრანგი ახალმოსახლეები

ჩაიყვანა,

კარტიე და მისი თანამგზავრები მდ წმინდა

ლავრენტის შესართავს აყვნენ და იქ მივიდნენ სადაც

ახლა ქ  კვებეკია, რომელიც მათვე დააარსეს,

ფრანგთა მიერ კანადის კოლონიზაციამ ინგლისსაც

გაუღვივა ინტერესი ამ ქვეყნისადმი, გარდა ამისა

ინგლისელებს ისევ უნდოდათ მოეძებნათ აზიაში

გამავალი სრუტე, რომელიც ამაოდ ეძებეს კაბოტებმა

და მართლაც ინგლისელი მარტინ ფრობიშერი და მის

შემდეგ ჯონ დევისი რამდენჯერმე ეწვივნენ კანადის

ჩრდილოეთ მხარეს, ფრობიშერის სახელს ახლაც

ატარებს 1 სრუტე, ხოლო დევისმა აღმოაჩინა სრუტე

ვაფინის მიწასა და გრენლანდიას შორის, მან ვაფინის

მიწა სანახევროდ გამოიკვლია, მაგრამ აზიაში

გამავალი სრუტე ვერ აღმოაჩინა.

56 მენდანა დე მეირა,

1567 წ 19 ნოემბერს პერუდან კალაოს ნავსადგურიდან

წყნარ ოკეანეში სამხრეთის მიწის საძებნელად

მენდანა დე მეირას ექსპედიცია გავიდა, მენდანას

განზრახული ჰქონდა ოქროს საბადოები ეპოვნა და

რაკი დარწმუნებული იყო ამას სამხრეთ კონტინენტზე

შევძლებო კალაოდან გასვლისთანავე სულ

დასავლეთის მიმართულებით უვლია, მოულოდნელად

ექსპედიცია შეყრია კუნძულთა მთელ ჯგუფს,

რომელსაც მენდანამ სოლომონის კუნძულები უწოდა

და ყველას არწმუნებდა სოლომონ ბრძენმა აქედან

წამოიღო მთელი ოქრო, რომელიც იერუსალიმის

ტაძრის დამშვენებას მოახმარაო, მაგრამ თვითონ

მენდანამ 1 მარცვალი ოქროც კი ვერ იპოვა

სოლომონის კუნძულებზე

და ვერც სამხრეთის კონტინენტზე მივიდა,

1595 წ აპრილში მენდანა ისევ მიემგზავრება წყნარ

ოკეანეში პედრო ფერნანდეს კვიპროსთან ერთად,

ამჯერად მათ იპოვეს კუნძული, რომელსაც წმინდა

მაგდალინეს სახელი უწოდეს, მენდანა გზაში

გარდაიცვალა, ექსპედიციას სათავეში ჩაუდგა

კვიროსი, რომელმაც გატანჯული ხალხი უახლეს

ესპანურ სამფლობელოში ფილიპის არქიპელაგზე

წაიყვანა, მოასულიერა და ისევ პერუში დაბრუნდა,

მაგრამ სამხრეთის მიწის ძებნაზე კვიროსს ხელი არ

აუღია.

57 - 58 - 59 - 60 ვილემ ბარენცი 1550 - 1597 წ , იან

რინცოტენი, იაკობ ვან ჰეენსკენსკი, იან

კორნელიონსონ რეიმსი,

ვილემ ბარენცი იყო ჰოლანდიელი ზღვაოსანი,

დაიბადა 1550 წ ამსტერდამში, ახალგაზრდობიდანვე

მოიპოვა გამოცდილი მეზღვაურის სახელი,

1594 წ იგი დაინიშნა იან რინცოტენის ექსპედიციის

გემ მერკურის კაპიტნად, მოგზაურობის მიზანი იყო

აღმოეჩინათ ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარე

სამეფოები კატაია და ხინა,

1594 წ ივნისში გემებმა დატოვეს კუნძული ტექსელი,

შემოუარეს ლურტკაფს, იმოგზაურეს ახალი მიწის

დასავლეთ ნაპირის გაყოლებით და ათ ივლისს

მიაღწიეს ნასაუს კონცხს,

3 დღის შემდეგ მათ გზა გადაუჭრეს მძლავრმა

ყინულებმა, სამ აგვისტომდე ბარენცი ამაოდ

ცდილობდა გაეგრძელებინა გზა, ოთხმოცჯერ მაინც

შეცვალა გემის კურსი და თავისი სანავიგაციო

ხელოვნება გამოიყენა, რომ მისულიყო ნასაუს

კონცხიდან ახალი მიწის ჩრდილო კიდემდე დიდი

ორანის კუნძულებამდე, მან განვლო 1700 მილი (1

საზღვაო მილი უდრის 1,85 კმ, ე ი გაიარა 3145 კმ),

მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დაბრუნებულიყო

ტექსელის ნავსადგურში,

ექსპედიციის შედეგები იმდენად მნიშვნელოვნად

ჩათვალეს, რომ ნიდერლანდის პარლამენტმა მომავალ

წელსაც აღჭურვა 7 გემი, რომელთა ხელმძღვანელობა

დაავალა მდიდარ აზნაურს იაკობ ვან ჰეენსკერკს,

ბარენცი დაინიშნა მთავარ შტურმანად,

ახალი მიწისა და ციმბირის სანაპიროზე რამდენიმე

შეჩერების შემდეგ ფლოტილია იუგორსკი შარის

სრუტესთან წააწყდა გადაულახავ ყინულებს და

ჩვიდმეტ სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდა,

მეორე ექსპედიციამ ვერ გაამართლა იმედი და

ნიდერლანდის მთავრობამ უარი თქვა ექსპედიციის

შემდგომ სუბსიდირებაზე, თუმცა 25 000 გულდენი

დანიშნა ჯილდოდ იმისთვის ვინც მოძებნიდა

ჩრდილოეთის საზღვაო გზას ჩინეთისაკენ, ამით

დაინტერესდნენ ამსტერდამელი ვაჭრები, ისინი შეთანხმდნენ

აღეჭურვათ 2 გემი, რომელთა ხელმძღვანელობა

მიანდეს იაკობ ვან ჰეენსკელსკს და იან

კორნელიონსონ რეიმსს  ბარენცი დაინიშნა მთავარ

შტურმანად ჰეენსკერსკის გემზე, თუმცა ფაქტობრივად

თვითონ იყო მთელი ამ წამოწყების ინიციატორი და

მეთაური,

1596 წ ათ მაისს ჰოლანდიელებმა დატოვეს

ამსტერდამი, მშვიდობიანად  ჩაუარეს შეტმენდის

კუნძულებს 5 ივნისს დაინახეს ყინულები, რაც

იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ისინი პირველად

თეთრ გედებად მიიჩნიეს, 11 ივნისს მოგზაურები

გადავიდნენ უცნობი კუნძულის ნაპირზე, აქ მათ

მოკლეს თეთრი დათვი, ამის გამო ამ კუნძულს დათვის

კუნძული დაარქვეს,

ჰოლანდიელებმა განაგრძეს გზა ჩრდილოეთით და 19

ივნისს შენიშნეს ბურუსში გახვეული უცნობი მიწა, ეს

დიდი კუნძული მოგზაურებმა შეცდომით

გრენლანდიად მიიჩნიეს, მაგრამ როცა დარწმუნდნენ

თავიანთ შეცდომაში შპიცბერგენი დაარქვეს, მისი

დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი რომ

გამოიკვლიეს ისინი კვლავ მოხვდნენ მცურავ

ყინულებში და იძულებული გახდნენ კვლავ

დაბრუნებულიყვნენ დათვის კუნძულზე, აქ

ექსპედიციის წევრთა შორის წარმოიშვა აზრთა

სხვაობა იან კორნელიოსონ რეიმსს უნდოდა კურსი

აეღო ჩრდილოეთისაკენ და იქ მოეძებნათ გასასვლელი

აღმოსავლეთისაკენ,

ბარენცმა და კაპიტანმა რენტიაკმა კი გადაწყვიტეს

წასულიყვნენ აღმოსავლეთისკენ ახალი მიწის

გაყოლებით, გემები გაიყვნენ და გაემართნენ

თავთავისი გზით,

11 ივლისს ბარენცის გემმა მიაღწია კონცხ კანიმნოსს,

5 დღის მოგზაურობის შემდეგ დაინახეს ახალი მიწის

დასავლეთ ნაწილი, ისინი გაემართნენ ჩრდილოეთით

და 19 ივლისს მიაღწიეს საადმირალოს

ნახევარკუნძულს 6 აგვისტოს შემოუარეს ნასაუს

კონცხს, დიდი წვალების შემდგომ ბარენცმა შეძლო

მიეღწია დიდი ორანის კუნძულებისათვის, შემდეგ

დაეშვა ახალი მიწის აღმოსავლეთ ნაპირის

გაყოლებით და გაუვალ ყინულებს, რომ წააწყდა 26

აგვისტოს ღუზა ჩაუშვა ვრცელ უბეში, ქროდა ძლიერი

ქარი და მოდიოდა ხშირი თოვლი, გემს სალტესავით

გარს შემოერტყა ყინულები, მალე ყინულები მოექცა

გემის ქვეშაც და ზემოთ ამოაგდო იგი, რომელიც

სასწრაფოდ დაცალეს მოგზაურებმა, სურსათი,

იალქნები, თოფისწამალი, ყველაფერი საჭირო

ჩამოტვირთეს და გაშალეს კარავი, უბე თანდათანობით

დაიფარა უზარმაზარი ყინულის ლოდებით,

მოგზაურებმა

დაიწყეს ზრუნვა გამოსაზამთრებლად, ნაოსნობის

ისტორიაში ეს იყო ყველაზე პირველი არქტიკული

გამოზამთრება, რომელსაც თან ახლდა დიდი

სიძნელეები, მაგრამ ექსპედიციის ყველა წევრმა

გასაოცარი მოთმინებითა და ვაჟკაცობით გმირულად

გადაიტანა აუწერელი გაჭირვება, ყინულოვან უბეში

წერს ექსპედიციის ერთერთი წევრი გევიტ დე ფერი

«ჩვენ დიდ გაჭირვებაში, ტანჯვასა და სევდაში

გავატარეთ ცივი ზამთარი, ამ გამოზამთრების სული

და გული იყო ვილემ ბარენცი, მისი ბრძანებით

შეაგროვეს ნაპირზე გამორიყული ხეები და ააგეს

მაგარი სახლი, რომელიც შედგებოდა 1 დიდი

ოთახისაგან, შუაში დადგეს ქურა, რომლის ფართე

საკვამლე მილი სახურავზე ადიოდა, კედლის

გაყოლებით იდგა საძინებელი ტახტები, კუთხეში დიდი

კასრი, რომელსაც დასაბანად იყენებდნენ, სახლი

მთლიანად თოვლში იყო ჩაფლული, რის გამოც მასში

შენარჩუნებული იყო სითბო, მაგრამ გარეთ

გასასვლელად ყოველთვის საჭირო ხდებოდა თოვლის

ქვეშ გვირაბის გაჭრა, ღამღღამობით სახურავზე

დადიოდნენ მშიერი დათვები,

ექსპედიციის წევრებმა გამოიგონეს ნადირობის

თავისებური ხერხი, აძვრებოდნენ საკვამლე მილში,

დაუდარაჯდებოდნენ დათვს და ხელსაყრელ მომენტში

ესროდნენ, სახლის ირგვლივ და სახურავზე დაგებული

იყო მახეები მელიისა და ყარსაღისათვის, დეკემბერში

დაიწყო ისეთი ყინვები, რომ ბოლი აღარ გადიოდა

მილში და მოზამთრეები კინაღამ გაიგუდნენ, ამიტომ

იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ გათბობაზე და

ოთახში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, კედლები,

საწოლები, ჭერი და ყველა ნივთი ყინულის სქელი

ფენით დაიფარა, კედლის საათი გაჩერდა, ღვინო

გაიყინა,ფეხზევე მიეყინათ ჩექმები ამიტომ

იძულებულნი გახდნენ მსუბუქ ფეხსაცმელზე

გადასულიყვნენ, დადგა 1597 წ მაგრამ არც ახალ

წელს მოუტანია სიკეთე, თოვლიანი ქარიშხხლები და

წვიმა ისეთი ძალით მძვინვარებდა, რომ მოზამთრეებს

არ შეეძლოთ გარეთ გასვლა, სურსათის მარაგი

შემცირდა, ამიტომ კაპიტანმა ბრძანა შეემცირებინათ

ულუფები, მაისში ყინვები შემცირდა, მაგრამ გემი

მაინც ყინულებში იყო ჩახერგილი,

1597 წ 13 ივნისს ჰოლანდიელებმა დატოვეს გემი და

ნავებით გაუდგნენ გზას 16 ივნისს მიაღწიეს დიდი

ორონის კუნძულს და გაემართნენ სამხრეთით ახალი

მიწის დასავლეთ ნაპირის გასწვრივ, 20 ივნისს

ბარენცი გარდაიცვალა, ამ მამაცმა მეზღვაურმა ახალი

მიწის ნაპირზე იპოვა სამარე, ექსპედიციის დანარჩენმა

წევრებმა გაიარეს დიდი გაჭირვება, რომლიდანაც

გამოიყვანეს ჯერ ტომორებმა, შემდეგ იან

კორნელიონსონ რეიმსმა, რომელმაც ისინი გადაიყვანა

თავის გემზე და 1597 წ პირველ ნოემბერს მშვიდობით

ჩაიყვანა ამსტერდამში სადაც მოზამთრეები დიდი

პატივით მიიღეს,

გევიტ დე ფერმა 1598 წ ლათინურ ენაზე დაბეჭდა

ბარენცის ნაოსნობის ისტორია, ბარენცის

სიკვდილიდან 274 წ შემდეგ 1871 წ ყინულოვან უბეში

შევიდა ნორვეგიელი კაპიტანი ერვინგ კარლსენი და

იპოვა ბარენცის სახლი, მისივე სიტყვებით სახლი ისე

კარგად იყო შენახული თითქოს გუშინ იყო

აშენებული, ყველაფერი შეესაბამებოდა გევიტ დე

ფერის ჩანაწერებსა და ნახატებს, რომლებიც მან

წიგნს დაურთო,

სახლში აღმოჩნდა ბარენცის კუთვნილი 2 წიგნი

ჩინეთის ისტორია და ზღვაოსნობის სახელმძღვანელო,

მოგვიანებით საკვამლე მილში იპოვეს ბარენცის

დატოვებული ბარათი, ეს იყო ანგარიში ჩატარებული

მუშაობის შესახებ,

ყინულოვან უბეში ნაპოვნი ყველა ნივთი გადაეცა

ნიდერლანდის მთავრობას, რომელმაც იგი ჰააგის

საზღვაო მუზეუმს გადასცა,

გევიტ დე ფერის ნახატების მიხედვით ააგეს ბარენცის

სახლის მოდელი წინა კედლის გარეშე, სადაც

თვალნათლივ მოჩანს ოთახში გამოფენილი ყველა

ნივთი, რომელიც ჩამოიტანეს ახალი მიწიდან, ეს

ექსპოზიცია მეხსიერებაში აღადგენს ბარენცისა და

მისი მეგობრების ყინულოვან უბეში გამოზამთრების

ტრაგიკულ სურათს,

ნივთებთან და ჰოლანდიის დროშის ნარჩენებთან

ერთად ყურადღებას იპყრობს ფლეიტა, რომელზედაც

უყვარდა დაკვრა ბარენცს,

დიდია ბარენცის დამსახურება, მან შეადგინა ახალი

მიწის რუკა, პირველმა ჩაატარა მეტეოროლოგიურ

დაკვირვებათა წლიური ციკლი, გაზომა ზღვის სიღრმე

გემის კურსის გასწვრივ, ამ ზღვას შემდგომ მისი

სახელი ეწოდა,

ბარენცის სახელს ატარებს აგრეთვე კუნძული

შპიცბერგენის არქიპელაგში, დაბა და ნავსადგური

ბარენცბერგი კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე.

61 - 62 - 63 პედრო ფერნანდეს კვიროსი, ლუის ტორესი,

ვილემ იანცი,

1606 წ 21 დეკემბერს იგი 2 ხომალდით გაემგზავრა

სამხრეთის მიწის საძებნელად, 1000 მილი გასცურა

კვიროსის ექსპედიციამ და გზაზე 1 კუნძულიც კი არ

შეხვედრია, მხოლოდ სამხრეთ განედის 35 გრადუსზე

შენიშნა მან მომცრო კუნძულების ჯგუფი, ამ

კუნძულებთან მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა

მარჯნის უამრავი წყალქვეშა რიფების გამო, როგორც

იქნა მოგზაურები მიუდგნენ ერთერთ კუნძულს,

რომელსაც კვიროსმა სულიწმინდის კუნძული უწოდა,

ახალი გებრიდები, ეს სახელწოდება დღემდეა

შემორჩენილი გეოგრაფიაში,

კვიროსმა კუნძულები სამხრეთის კონტინენტად მიიჩნია

თავის  თანაშემწე ლუის ტორესს უბრძანა «შენი

ხომალდით ნაპირები გამოიკვლიეო, თვითონ კი ბევრი

აღარ დაუხანებია საჩქაროდ მექსიკაში გაბრუნდა

მეფისნაცვალთან ახალი ამბით, სამხრეთის მიწა

აღმოვაჩინე და ნება მომეცით ახალშენები დავაარსო

და იქაურობა ესპანეთის სამფლობელოდ

გამოვაცხადოო,

ტორესი დაბრუნდა დანიშნულ ადგილას და კვიროსი

რომ ვერსად იპოვა გადაწყვიტა ავსტრალომატერიკს

სამხრეთის მიწას მე თვითონ გამოვიკვლევო, მართლაც

მან გზა განაგრძო და სულ მალე დარწმუნდა, რომ

მათ მიერ აღმოჩენილი მიწა კონტინენტი კი არა

კუნძული იყო, იგი ახლა დასავლეთისაკენ გაემართა

და როდესაც სამხრეთ განედის 11,5  გრადუსამდე

მივიდა რაღაც უცნობი მიწის ნაწილი დაინახა, ეს იყო

ავსტრალია, ტორესი გაჰყვა ამ ნაპირს და სულ მალე

მარჯნის რიფების ლაბირინთში მოექცა, მთელი 2 თვე

იწვალა მან ვიდრე ამ ლაბირინთიდან გამოაღწევდა,

ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა და გეზი ფილიპეს

კუნძულებისაკენ აიღო, ეს ლაბირინთი იყო სრუტე

ახალ გვინეას და ავსტრალიას შორის, რომელსაც

უფრო გვიან ტორესის სახელი ეწოდა, სრუტის

ჩრდილოეთით ახალი გვინეა მდებარეობდა, რომელსაც

დიდი ხანია იცნობდნენ პორტუგალიელები და

ესპანელები, სამხრეთ მხარეს კი დიდი უცნობი მიწა

ავსტრალია იყო და თუ ტორესმა ჯერჯერობით არ

იცოდა ეს ყოველ შემთხვევაში დარწმუნდა, რომ

სულიწმინდის კუნძულები არ იყო ავსტრალია

როგორც კვიროსმა დაასკვნა,

ერთერთ ჰოლანდიელ კაპიტანს იენსს თითქმის

ტორესთან ერთდროულად ან შეიძლება მასზე ცოტა

ადრე ავსტრალიის ჩრდილო სანაპირო უნახავს, მაგრამ

არც ჰოლანდიელებს და არც ესპანელებს არ ეგონათ,

რომ კონტინენტი, რომელსაც ახალი გვინეისაგან

სრუტე ყოფდა ავსტრალია იყო, ტორესი რომ ფილიპეს

კუნძულებზე მივიდა თავისი უდიდესი აღმოჩენა

ესპანეთის მთავრობას შეატყობინა, მაგრამ

ესპანელებმა ეს აღმოჩენა საიდუმლოდ შეინახეს ისევე

როგორც სხვა მრავალი აღმოჩენები,

მხოლოდ 150 წლის შემდეგ შვიდწლიანი ომის შემდეგ

1756 - 1763 წ როცა ინგლისელებმა ფილიპეს

კუნძულებზე იერიში მიიტანეს და ქ  მანილა აიღეს

სახელმწიფო არქივის ძარცვის დროს ხელთ იგდეს

ესპანელთა საიდუმლო დოკუმენტები და მათ შორის

ტორესის დღიური, მაგრამ ახლა აღარც მ მათ

მოისურვეს გაეზიარებინათ მსოფლიოსათვის ეს

ცნობები, სწორედ იმიტომ იყო, რომ ინგლისელმა

კუკმა ამ ომის შემდეგ ინგლისის მთავრობისგან

სპეციალური დავალება მიიღო გამოეკვლია და

სინამდვილისთვის შეედარებინა ესპანელთა საიდუმლო

ცნობები ოკეანეთის შესახებ, კუკს მაშინ 1 მტერი

ჰყავდა ინგლისელი მეცნიერი დალრისტლი, რომელმაც

გამოაქვეყნა ეს დოკუმენტები და კუკი იძულებული

იყო ეცნო ტორესის პირველობა და თუმც მან

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილი და ბევრი კუნძული

აღმოაჩინა, მაგრამ უნდა დათანხმებულიყო, რომ

ოკეანეთის ტროპიკული კუნძულები და ტორესის

სრუტე ტორესმა აღმოაჩინა.

64 ოლივიე დე ნუორტი,

ჰოლანდიელ ვაჭრებს აზიის ქვეყნებთან ვაჭრობას არ

ანებებდნენ პორტუგალიელები თავის მიერ გაკვალული

გზებით, ამიტომ სხვა გამოსავალი არ იყო რადაც

უნდა დაჯდომოდათ უშუალო კავშირი უნდა

დაემყარებინათ ინდოეთთან და ჩინეთთან, ამ მიზნით

1598 წ 2 ივლისს ინდოეთისაკენ გაგზავნეს ექსპედიცია

ოლივიე დე  ნუორტის მეთაურობით,

მიუხედავად მანძილის სიშორისა დე ნუორტმა

მაგელანის გზა ირჩია, რადგან კეთილი იმედის

კონცხის გარშემოვლით (აფრიკის გარშემოვლით)

მოგზაურობას ესპანელები აღარავის ანებებდნენ,

 დე ნუორტმა მშვიდობით მიაღწია ბრაზილიის

ნაპირებს და უნდოდა კიდეც ერთერთ რომელსამე

ყურეში შესვენება და წყლისა და საკვების მარაგის

შევსება, მაგრამ აქ შეიარაღებული პორტუგალიელები

იცავდნენ თავისი მიწების მისადგომებს და

ჰოლანდიელები ახლოსაც არ მიიკარეს, დე ნუორტს

გაუჭირდა, საკვები შემოელია, იფიქრა წმინდა ელენეს

კუნძულზე მაინც მივალ და იქ მოვიკრებ ძალასო,

მაგრამ ახლა ქარიშხალი ამოვარდა და ისევ

ბრაზილიის ნაპირებთან გამორიყა ნუორტის ესკადრა,

ბევრი წვალებისა და ვაივაგლახის შემდეგ მან

როგორც იქნა მიატანა წმინდა კლარას უდაბურ

კუნძულს და იქ დიდის გაჭირვებით გამოიზამთრა,

გამოზამთრების შემდეგ კვლავ გზა განაგრძო,

 

1599 წ ნოემბრის ოცდასამს მაგელანის სრუტეში

მივიდა, 99 დღეში გაიარა სრუტე და მხოლოდ 1600 წ

20 თებერვალს გავიდა წყნარ ოკეანეში,

მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა

მიმოფანტა მისი გემები, მხოლოდ 1 გემით და 1

იახტით მიაღწია მან ფილიპეს კუნძულებს და იავას

საიდანაც ძვირფასი ტვირთით, პილპილით, ზირაფით,

მიხაკითა და დარიჩინით დატვირთული ატლანტის

ოკეანით შინ მშვიდობით დაბრუნდა,

ეს იყო მეოთხე მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ,

მეორე და მესამე მოგზაურობა შეასრულეს

ინგლისელმა მეკობრეებმა ფრენსის დრეიკმა და ტომას

კავენდიშმა.

65 - 66 ჟაკ ლემერი და ვილიამ კორნელიუს სხოუტენი,

XVI ს დასასრულსა და XVII ს დასაწყისში

ჰოლანდიელმა ვაჭრებმა ხელთ იგდეს აღმოსავლეთთან

ვაჭრობის მონოპოლია და მსოფლიო ბაზრებიდან

თანდათან განდევნეს მანამდე ძლიერი ესპანელები,

პორტუგალიელები, გენუელები და ვენეციელები, რომ

კიდევ უფრო მომძლავრებულიყვნენ და საფუძვლიანად

დაემკვიდრებინათ თავისი ბატონობა ინდოეთისა და

მსოფლიოს სხვა ბაზრებზე მათ 1602 წ ოსტ - ინდოეთის

სავაჭრო კომპანია დააარსეს, რომელიც მალე ისე

გაძლიერდა, რომ თავისი ჯარი დააყენა მოლუკის

კუნძულებზე და მისი კონტროლის გარეშე ახლა უცხო

ქვეყნის ვაჭრებს კი არა თვით ჰოლანდიელ ვაჭრებსაც

არ ჰქონდათ უფლება ინდოეთიდან გაეზიდათ

მუშკ - ამბარი თუკი ისინი ამ კომპანიის წევრები არ

იყვნენ, მოლუკის სანელებლები ბევრ ვაჭარს

უფრთხობდა ძილს ამიტომაც იყო რომ ჰოლანდიელმა

ვაჭარმა ჟაკ ლემერმა და მეზღვაურმა ვილიამ

კორნელიუს სხოუტენმა  მოლუკის კუნძულებზე სულ

ახალი სრუტით მისვლა გადაწყვიტეს, მათ სანახევროდ

შეისყიდეს ხომალდი კონკორდია და 1 იახტა, იქირავეს

65 ჯარისკაცი, შეიძინეს 29 ზარბაზანი, იახტაში

მოათავსეს და 1615 წ ივნისში ინდოეთისაკენ

გაემგზავრნენ, ჩვეულებრივ სამხრეთ ამერიკისკენ

მიმავალი ჰოლანდიის ხომალდები ჯერ აფრიკის

ნაპირების გასწვრივ ჩაივლიდნენ და ეკვატორს

გადაჭრიდენ თუ არა მაშინვე გეზს დასავლეთისაკენ

აიღებდნენ ხოლმე, ლემერიც და სხოუტენიც ასე

მოიქცნენ, მოგზაურებმა მშვიდობით მიაღწიეს

ბრაზილიას, შემდეგ სამხრეთით პატაგონიამდე

ჩავიდნენ, მაგელანის სრუტესთან უბედურება

შეემთხვათ, იახტა მოულოდნელად ხანძარმა

იმსხვერპლა და ყველას ხომალდზე მოუხდა გადასვლა,

 

1616 წ იანვარში კონკორდია ცეცხლოვანი მიწის

ნაპირებს მიუახლოვდა და ქვემოთ ჩაყვა სანაპირო

ხაზს, მალე სხოუტენმა შენიშნა, რომ ცეცხლოვანი

მიწის ნაპირი დასავლეთისაკენ უხვევდა,

მოულოდნელად ხომალდი შევიდა ფართო სრუტეში,

აღმოსავლეთით რაღაც სხვა მიწა ჩანდა, სრუტეში

იმდენი ვეშაპი იყო, რომ ხომალდს ცურვა უჭირდა,

სრუტის აღმოსავლეთით მდებარე მიწას სხოუტენმა

შტატების კუნძული უწოდა, დასავლეთით მდებარე

მიწას კი უფლისწულ მორის ნასტაუს მიწა,

მთელი დღეღამე იარეს მოგზაურებმა ამ სრუტით,

რომელსაც შემდეგში ლემერის სახელი დაერქვა და

წააწყდნენ პატარა კუნძულების მთელ ჯგუფს,

რომელთაც სხოუტენმა ბარნეზევკის კუნძულები

უწოდა,

სამხრეთ განედის 58 გრადუსზე ხომალდმა შემოუარა

ჰორნის კონცხს (ამ კონცხს ჰორნისა უწოდეს

ჰოლანდიის ქალაქ ჰორნის სადიდებლად) და

სამხრეთის ზღვაში ე  ი  წყნარ ოკეანეში გავიდა,

ამრიგად მსოფლიოში პირველად სამხრეთ ამერიკის

კონტინენტს გარს ჰოლანდიელებმა შემოუარეს, აქედან

კონკორდია ხუან ფერნანდესის კუნძულებისაკენ

წავიდა, შემდეგი გაჩერება ძაღლის კუნძულზე

ჰქონდათ, სხოუტენს უნდოდა სოლომონის

კუნძულებამდე მისვლა, მაგრამ როგორც ეტყობა

ასცდა ამ ადგილს და მივიდა სრულიად ახალ

კუნძულთან, რომელსაც ვატერლანდი უწოდეს ამ

მიწაზე მდებარე დიდი ტბის გამო, შემდეგ მათვე

აღმოაჩინეს ბუზების კუნძული, ზედ ბევრი ბუზი

ყოფილა, გასცდნენ მეგობრობის კუნძულებს და

მეზღვაურების ანუ სამოას კუნძულებს მიადგნენ,

რომელთა მცხოვრებლებიც თავიდან მათ თითქოს

მეგობრულად შეხვდნენ და საჩუქარიც კი

გამოუგზავნეს ტახი და ხილი, მაგრამ სულ მალე

ნავებით მიუახლოვდნენ ხომალდს და ქვები დაუშინეს,

ჰოლანდიელებმა ზარბაზნებით მოიგერიეს, ამ

შემთხვევის გამო კუნძულს მოღალატეთა კუნძული

უწოდეს,

18 მაისს სხოუტენმა მიმართულება ჩრდილოეთისაკენ

აიღო რაკი მისი ანგარიშით აქეთ უნდა ყოფილიყო

მოლუკის კუნძულები, ჩაუარა 1000 კუნძულის

არქიპელაგს, ახალი გვინეის ნაპირებს და ბოლოს

ერთერთ მოლუკის კუნძულ ჟილოლუს მიაღწია, აქ

მოგზაურებმა შეისვენეს, მოკეთდნენ, დატვირთეს

ხომალდი საქონლით და ისევ მშვიდობით დაბრუნდნენ

სამშობლოში 1616 წ 23 ოქტომბერს 16 თვის

მოგზაურობის შემდეგ.

67 აბელ იანსონ ტასმანი 1603 - 1659 წ,

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა წარმატებით

დაიწყო, კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, ვასკო და

გამამ აფრიკის შემოვლით მიაღწია ინდოეთს,

მაგელანმა პირველად შეძლო დედამიწის შემოვლა,

მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქა იყო ჩვენი

პლანეტის რუკაზე, სრულიად გამოუკვლეველი

რჩებოდა პოლარული მხარეები, ბევრი მკვლევარი

ვარაუდობდა, რომ პოლუსებს ირგვლივ უნდა

არსებულიყო დიდი კონტინენტები ჩრდილოეთის მიწა

და სამხრეთის მიწა, სამხრეთში ხმელეთის

არსებობაზე უძველესი დროიდან მიუთითებდნენ,

მაგალითად არისტოტელე ასაბუთებდა, რომ ეს

ხმელეთი უნდა აწონასწორებდეს ჩრდილოეთის

კონტინენტებსო, პტოლემემ მსოფლიოს რუკაზე

გამოსახა კიდეც იდუმალი სამხრეთის მიწა, დიდი

გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში მრავალი ქვეყნის

მრავალი ექსპედიცია ეძებდა სამხრეთის მიწას, მაგრამ

უშედეგოდ,

მხოლოდ XVII ს დასაწყისში ჰოლანდიელმა ვილემ

იანცმა მიაღწია იდუმალი კონტინენტის ჩრდილო

სანაპიროს, შემდგომში მას უწოდეს ავსტრალია,

ამგვარად ხმელეთი ნაპოვნი იყო, მისი მოხაზულობა,

ბუნება, მოსახლეობა კი ძველებურად საიდუმლოებით

იყო მოცული, ამ საკითხების შესწავლა დაეკისრა

ექსპედიციას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აბელ

ტასმანი,

იგი დაიბადა 1603 წ ვუტგეგასში, გრონინგემის

პროვინცია, ოცდაათ წლამდე მეზღვაურად მუშაობდა

ჰოლანდიის სავაჭრო ფლოტში,

1633 წ მან ნიდერლანდის ოსტ - ინდოეთის კომპანიაში

დაიწყო მუშაობა და აქ მან 7 წელი დაჰყო და

შკიპერის თანამდებობიდან კაპიტნობამდე მიაღწია,

1642 წ 14 აგვისტოს ის სათავეში ჩაუდგა ექსპედიციას,

რომლის მიზანი იყო ინდოეთის ოკეანის გამოკვლევა,

სამხრეთის ხმელეთის საზღვრების დადგენა, მისი

სამხრეთიდან შემოვლა და ინდოეთიდან ჩინეთისკენ

ახალი საზღვაო გზის აღმოჩენა,

ექსპედიცია ბატავიიდან გაემგზავრა 2 ნახევრად

უვარგისი გემით, გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე,

გასცილდა იმ დროისათვის აღმოჩენილ საზღვაო

გზებს და მიაღწია მავრიკის კუნძულს, აქ ექსპედიციამ

დაჰყო 1 თვე, შემდეგ გაემართა სამხრეთისაკენ, ამ

მიმართულებით გემები მიცურავდნენ 22 ოქტომბრამდე,

შემდეგ მათ აიღეს კურსი

სამხრეთ - აღმოსავლეთისაკენ, ტასმანი წერს «გემი 17

ნოემბრამდე მიიწევდა სქელ ნისლში, ბობოქრობდა

სეტყვიანი და თოვლიანი შტორმი, ვეებერთელა

ტალღები მოდიოდა

სამხრეთ - დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ტასმანმა

გადაწყვიტა, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო სამხრეთის

კონტინენტი, ექსპედიციამ განაგრძო გზა

ჩრდილო - აღმოსავლეთის მიმართულებით და 24

ნოემბერს ჰორიზონტზე გამოჩნდა უცნობი მიწა, ამ

დღეს მან დღიურში ჩაიწერა «ეს პირველი ხმელეთია,

რომელსაც ჩვენ შევხვდით სამხრეთის ზღვაში, იგი

უცნობია ევროპელებისათვის, ჩვენ მას ვუწოდეთ

ვან - დიმენის მიწა»,

1853 წ ტასმანის დაბადების 250 წლისთავთან

დაკავშირებით ვან დინენის მიწას უწოდეს ტასმანია,

რამდენიმე დღის განმავლობაში გემები მიჰყვებოდნენ

კუნძულის კლდოვან ნაპირს, შემოუარეს სამხრეთიდან

და მის აღმოსავლეთ სანაპიროზე იპოვეს შედარებით

მოხერხებული წყნარი უბე, მეზღვაურები გადასხდნენ

ხმელეთზე, სანაპიროზე დაასვეს ბოძი, რომელზეც

დააწერეს თავიანთი გვარები, ისინი ადამიანებს არ

შეხვედრიან, მაგრამ კუნძული, რომ დასახლებული იყო

ეჭვი არავის ეპარებოდა, ამას ადასტურებდა ხეებზე

ამოჭრილი საფეხურები, რომელთა საშვალებით

ადგილობრივნი ალბათ ხეებზე ძვრებოდნენ და

ფრინველთა ბუდეებიდან კვერცხებს აგროვებდნენ,

საფეხურებს შორის მანძილი დიდი იყო, რამაც

მეზღვაურებს აფიქრებინა, რომ კუნძულზე გოლიათებს

უნდა ეცხოვრათ, შეშინებულმა მეზღვაურებმა უარი

განაცხადეს ნაპირიდან შორს წასვლაზე, ამის გამო

ტასმანმა ვერ შეძლო ამ ხმელეთის დეტალური

შესწავლა და დაკმაყოფილდა მხოლოდ მისი სანაპირო

ზოლის აღწერით, მან რუკაზე გადაიტანა კუნძულის

საერთო მოხაზულობა ფრეისინეს ნახევარკუნძულამდე,

რომელიც მდებარეობდა დაახლოებით აღმოსავლეთ

სანაპიროს შუაში, სამ დეკემბერს ტასმანმა

გადაწყვიტა ნაპირზე გადასვლა, მას სურდა კუნძულზე

ჰოლანდიის დროშა აღემართა, მაგრამ დიდი ღელვის

გამო ნავი ვერ მიადგა სანაპიროს, მაშინ გემის

დურგალი პიტერ იაკობსი ცურვით გაემართა

ნაპირისაკენ დროშით ხელში,

აღმოჩენილი მიწა ჰოლანდიის სამფლობელოდ

გამოაცხადეს და განაგრძეს გზა ჩრდილოეთით

კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით,

ტასმანმა შეისწავლა იგი, აღმოაჩინა კუნძულები,

უბეები, უწოდა მათ სახელები, რომელთა

უმრავლესობა დღესაც შემორჩა რუკას, მთელი 150

წლის განმავლობაში ტასმანის მიერ აღმოჩენილ

ვან - დიმენის მიწას ავსტრალიის კონტინენტის

სამხრეთ ნახევარკუნძულად სთვლიდნენ, მხოლოდ 1798

წ ინგლისელმა მკვლევარმა ბასმა დაადგინა,

რომ ეს იყო კუნძული კონტინენტიდან გამოყოფილი

სრუტით, რომელსაც ახლა ბასის სრუტე ჰქვია,

ვან - დიმენის მიწიდან ტასმანის გემებმა გზა განაგრძეს

აღმოსავლეთით და 13 დეკემბეს სამხრეთ განედის 42

გრადუსსა და 10 გრძედზე წააწყდნენ ხმელეთს,

რომელიც შტატების მიწად მიიჩნიეს, ტასმანი

ფიქრობდა, რომ ის დაკავშირებული იყო არგენტინის

სამხრეთით მდებარე შტატების კუნძულთან,

სინამდვილეში ეს იყო ახალი ზელანდიის სამხრეთი

კუნძულის დასავლეთ სანაპირო, საქმე იმაშია, რომ

ტასმანის თანამემამულეებმა ლემერმა და სხოუტენმა

1616 წ ჰორნის კონცხის ჩრდილო - აღმოსავლეთით

ხმელეთიაღმოაჩინეს და მას შტატების მიწა, ესკაბესი

უწოდეს, ისინი ვარაუდობდნენ, რომ შტატების მიწა

სინამდვილეში მეტად დიდია, სამხრეთიდან ფარგლავს

წყნარ ოკეანეს და ახალი გვინეის

ჩრდილო - აღმოსავლეთ სანაპიროსთან მთავრდება,

ამიტომ ტასმანმა ახალ ზელანდიას სამხრეთიდან

აღარ შემოუარა და გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო,

ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ

დაბოლოებასთან მეზღვაურებმა აღმოაჩინეს უბე,

რომელსაც ტასმანის სახელი უწოდეს,

20 დეკემბერს მოგზაურები ახალი ზელანდიის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულებს შორის სულ 6

მილით (11 კმ) იყვნენ დაშორებულები, ტასმანმა

რუკაზე უწყვეტი ნაპირი აღნიშნა, სრუტე (ახლა კუკის

სრუტე) დიდ უბედ მიიჩნია, მხოლოდ 127 წ შემდეგ

ინგლისელმა ჯეიმს კუკმა დაადგინა, რომ ახალი

ზელანდია 2 დამოუკიდებელი ჩრდილო და სამხრეთ

კუნძულებისაგან შედგება,

15 დღის განმავლობაში ტასმანის გემები მიიწევდნენ

ჩრდილო კუნძულის სანაპიროს გასწვრივ, კუნძულის

ჩრდილო - დასავლეთ დაბოლოებას ტასმანმა მარია

ვან - დიმენის კონცხი შეარქვა,

გემებმა გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღეს, აღმოჩენილი

ხმელეთი უკან დარჩა, წინ გადაიშალა ოკეანე,

რომელშიც მრავალი პატარა კუნძული აღმოაჩინეს,

მათ შორის ტონგის არქიპელაგი და ფიჯის

არქიპელაგის კუნძულების ჯგუფი,

1643 წ 15 ივნისს ტასმანის ექსპედიცია მშვიდობით

დაბრუნდა ბატავიაში, მართალია ტასმანის ექსპედიცია

არ გასცნობია მის მიერ აღმოჩენილი მიწების

ბუნებასა და მოსახლეობას, მაგრამ ექსპედიციამ მაინც

ჩამოიტანა ბევრი რამ ძვირფასი და საინტერესო

გეოგრაფიული მეცნიერებისათვის, აღმოჩენილ იქნა

ხმელეთის დიდი მასივები, ტასმანია, ახალი ზელანდია,

ტონგის არქიპელაგი და სხვა, ექსპედიციამ

დაასაბუთა, რომ ავსტრალიის კონტინენტი ახალი

ჰოლანდია, როგორც მას იმ დროს უწოდებდნენ არ

უკავშირდება ჰიპოთეზურ სამხრეთ კონტინენტს, არ

გრძელდება სამხრეთ განედის 42 გრადუსის

სამხრეთით,

ექსპედიციის დაბრუნებიდან 4 თვის შემდეგ დაიწყო

ახალი ექსპედიციის მზადება, რომლის

ხელმძღვანელობა კვლავ ტასმანს დაეკისრა,

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / გამოჩენილი მოგზაურები და ბუნებისმკვლევარები