სიკვდილით დასჯილი გამოჩენილი ადამიანები

 თეზელიშვილი ბ.

1 სოკრატე  ძ  წ  469_399 წ,

არსებობა, სწრაფვა, აღსასრული,

იგი ყოველთვის იყო ფეხშიშველი და დადიოდა ძველ ქიტონში, ეს ჩაცმულობა იყო იმდენად ჩვეულებრივი სოკრატესთვის, რომ როდესაც მისით აღფრთოვანებული მსმენელი არისტიდე დაინახავს მას გაოცებულია, შემდგომ გამოირკვევა, რომ იგი ემზადება პოეტ აგაფონის საღამოზე წასასვლელად,

 

სოკრატე იყო უსახური, დაბალი ტანის, ამობურცული მუცლით, მელოტი თავით, მოკლე ყელით, ფართო წინ წამოწეული შუბლით, ჰქონდა ნოღა ცხვირი დაბერილი ნესტოებით, მსხვილი ტუჩები, ღრმა ფოსოებში ჩამჯდარი თვალები შუბლს ქვემოდან იმზირებოდნენ,

დროის დიდ ნაწილს იგი უთმობდა დისკუსიებს და კამათს გვიამბობს დიოგენე ლაერტელი, კამათში ის იყო ძალზე ძლიერი, რისთვისაც ხშირად უმასპინძლდებოდნენ აკრძალული ილეთებით,

ერთხელ მას უთხრეს რატომ შენ სამაგიეროს არ სთავაზობო, მან უპასუხა `განა ვირმა რომ წიხლი დამარტყას მე მას სასამართლოში ვუჩივლებ~,

მას აღელვებდა ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიის საკითხები, განსაკუთრებით ის ასპექტები, რომლებიც ოქრომჭედლურად არის გადმოცემული ოვიდიუსის მეტამორფოზებში `სიკეთეს როცა ვუყურებ ვაქებ,მაგრამ მივისწრაფი სისულელისაკენ~,

მან პირველმა შეიმეცნა, რომ ადამიანისთვის უპირველესია საკუთარი თავის შემეცნება, იგი გვევლინება პირველ დამწყებად საგნებისა და მოვლენების შესწავლაში, უპირველეს დიალექტიკოსად, მასში მოღვაწეობდა ოჯახურ ასპარეზზე ფრთიანი გამონათქვამი `ცოლს მოიყვან, თუ არ მოიყვან სულ ერთია მაინც ინანებ, ამიტომ ნანახი სინანული სჯობია არნახულ სინანულს~,

ცოტამ თუ იცის რომ ეს გაცვეთილი ფრაზა მისგან მოდის,

სოკრატეს ცოლი  იყო უანჩხლესი ქალი ქსანტიპა, რომელიც ისევე იყო პირველი და ცნობილი თავისი სიავით გამოჩენილ ადამიანთა ცოლებს შორის, როგორც სოკრატე ფილოსოფოსებს შორის, მათ ჰყავდათ 3 შვილი, სოკრატეს ჰყავდა კიდევ 1 ცოლი,

სოკრატეს საყვარელი სიტყვა იყო `ძაღლს ვიფიცებ~,

ქალაქგარეთ მიმავალს მგზავრი შემოხვდა და შეეკითხა `ქალაქში მალე ჩავალ~, სოკრატემ უპასუხა `იარე~, შეცბუნებული მგზავრი შეჰყურებს, არ იცის რას ეუბნება, სოკრატე კი კვლავ პასუხობს `იარე და მერე გეტყვი, გააჩნია რა ტემპით ივლი~,სოკრატეს ცოლმა თავზე წყალი გადმოასხა დიდი ჩხუბის შემდეგ, ის კი ამბობს `რა თქმა უნდა ჭექა_ქუხილის შემდეგ წვიმა უნდა მოვიდეს~,

სოკრატეს ეკითხებიან `როგორ უძლებ ცოლის ასეთ ხასიათს~, იგი პასუხობს `მე შეჩვეული ვარ მას ისე, როგორც მეურმე ბორბლების ჭრიალს~,

ასეთი იყო იგი ჩვეულებრივ ყოფა_ცხოვრებაში და არა ღრმა ფიქრის ჟამს,

ძ  წ  399 წ სოკრატეს წარუდგინეს ბრალდება, ფიცით განამტკიცა სამმა თანაქალაქელმა, რომ იგი რყვნიდა ახალგაზრდებს თავის გამოთქმებით და ქადაგებდა სხვა ღმერთების კულტს, სოკრატეს და მისი მოწაფეების მტკიცება, რომ ისინი მხოლოდ დიალექტის კანონებზე მუშაობდნენ არ გამოდგა სასამართლოსთვის მისაღები, აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ სოკრატე თავის მოწაფეებს უწოდებდა მეგობრებს და სხვებისაგან განსხვავებით ფულს არ იღებდა მათგან,

ნაფიც მსაჯულთა საბჭოზე ხმები შემდეგნაირად გაიყო, 280 გამოვიდა სოკრატეს მხარდამჭერი 220_ს წინააღმდეგ,

ახლა კი შევუდგეთ წერილის ძირითადი მისიის განხილვას სიკვდილის სცენას,

სოკრატემ თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა `რომ მას მოხუცებულს არ დააცადეს სიცოცხლე თავისით დაესრულებინა, რაც სულ რამდენიმე წელიწადში მოხდებოდა, თქვენ ჩემი სიკვდილის შემდეგ მიხვდებით, რომ მე უდანაშაულო ვარ და თქვენ ამისთვის მოგიზღავენ სამაგიეროს~,

სოკრატეს 30 დღე მოუწია კიდევ ამის შემდეგ სიცოცხლე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ფეხებზე ბორკილები ჰქონდა დადებული, მაგრამ მადლობა ღმერთს მას უფლება მისცეს ყოველდღე ენახა მისი ცოლ_შვილი და მეგობრები, ფედონი, კრიტონი ყველაზე შეძლებული მათ შორის, აპოლოდორე და რა თქმა უნდა პლატონი, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მოსვლა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისას,

როცა მზემ დაიწყო ჩასვლა (ჯვარცმაც ამ დროს ხდება) დღის სამ საათზე (საფიქრებელია, რომ ეს  მაშინდელი მსოფლიოს საერთო წესი იყო) სოკრატე განმარტოვდა ცალკე ოთახში და მიიღო აბაზანა, ალბათ წესისამებრ ნელსაცხებელიც, შემდეგ დაუძახა ცოლ_შვილს, მოეფერა და მისცა რამდენიმე დარიგება, ასევე სთხოვა მდიდარ კრიტონს შეძლებისდაგვარად ეზრუნა მათზე, ისინი შინ გააგზავნა რათა არ დასწრებოდნენ  ამ საზარელ სცენას, შემდგომ მასთან შედის სასიკვდილო განაჩენის აღმსრულებელი ჯალათი ციკუტას შხამით სავსე თასით და დიდი მწუხარებისა და პატიების გრძნობით შესთხოვს შენდობას (საბერძნეთში ისევე როგორც ძველ რომში უფრო მეტად მიღებული იყო სიკვდილით დასჯა კლდიდან გადაგდება, რომში ტარპიას კლდიდან), ამ შემთხვევაში კი სასამართლომ  შხამი გამოიყენა სოკრატეს შეურაცყოფის მიზნით, სოკრატემ, რომელიც მთელი დღე ამხნევებდა და ეხუმრებოდა მის მეგობრებს სერიოზული სახე მიიღო, გამოართვა თასი, აღასრულა ლოცვა და თასი გამოსცალა, მეგობრებს როგორც შეეძლოთ მთელი დღე თავს იკავებდნენ, მაგრამ ჯერ ფედონი დაიღვარა ცრემლად, რომელმაც თავზე ქიტონი დაიხურა და სასოწარკვეთილი კედლისკენ შეტრიალდა, შემდეგ აპოლოდორი ჩუმად აქვითინდა, ამის შემდეგ ჯალათის მოთხოვნის შესაბამისად მას უნდა ევლო ოთახში, რათა სწრაფად მოღებოდა ბოლო,

შემდეგ როცა ცივი ოფლი გაუხშირდა და ფეხები დაუმძიმდა იგი წამოწვა ტახტზე და კრიტონს ერთხელ კიდევ გაახსენა `არ დაგავიწყდეს მამლის შეწირვა ესკულაპისათვის~, (ჯანმრთელობის ღმერთი) კრიტონი ცოტა ხნის შემდეგ კიდევ შეეკითხა სურვილი ხომ არაფერი ჰქონდა, მაგრამ პასუხი აღარ მიუღია, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მარადისობას ჩაბარდა კაცობრიობის ყველაზე დიდი გენია, იმ წუთებში სამყარომ გლოვის ნიშნად მოიწყინა, ეს მოხდა ძ  წ  399 წლის აპრილში თუ მაისში ასე გადმოგვცემს ისტორია.

2 კლეოპატრა ძ წ 69_30 წ,

სისასტიკე, გონიერება, სიმდიდრე, დიდება, ფანტაზია და სიკვდილით ტკბობა,

ადამის გაჩენიდან დღემდე მშვენიერი სქესის წარმომადგენელთაგან არავინ დამტკბარა ესოდენ ხარბად, როგორც ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა, მსოფლიოში არავისზე შექმნილა იმდენი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოები რამდენიც მასზე,

იგი იყო ბრწყინვალე ხელოვნებათმცოდნე, პოლიგლოტი, გურმანი და სასიყვარულო ზრახვების უბადლო მსახური, მან შეისწავლა თავის სიკვდილის ყველაზე ტკბობადი ფორმა, იგი სარდაფებში ცდებს ატარებდა მონათა მოკვდინებაზე სხვადასხვა ხერხით და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაზე უმტკივნეულო ეგვიპტური ასპიტის შხამით სიკვდილი იყო, ეს შხამი ღრმა ძილში ძირავდა ადამიანს, რომელიც სასიამოვნო ნარკოტიკულ ბურანში ინთქმებოდა, აკი ასეც მოისწრაფა სიცოცხლე,

აი რა ცნობას გვაწვდის ისტორია ამ ფაქტის შესახებ,უცნობმა გლეხმა საღამოხანს ტკბილი ფინიკით სავსე კალათა მიართვა, ფინიკთა ქვეშ ორ გველს ეძინა, დედოფლის სარეცელი ჩირაღდნებით  იყო განათებული, იკმეოდა ნელსურნელება, კლეოპატრას სადღესასწაულო სამოსი მოართვეს, მას უკვე გამზადებული ჰქონდა წერილი ოქტავიანესადმი და ითხოვდა ანტონიუსის გვერდით დაემარხათ, ოქტავიანემ იცოდა მისი ცდების შესახებ და ასპიტებზე და წერილის მიღებისთანავე აფრინა მასთან მსახურები და ექიმები, რომლებმაც გველთა მონუსხვა და შხამის ამოწოვა იცოდნენ, მაგრამ ყველაფრით იღბლიან კლეოპატრას სიკვდილიც მაშინ დაუდგა, როცა მას ეს სურდა, მან გველი ნემსის ჩხვლეტით გააღვიძა, რომელმაც უმტკივნეულოდ უკბინა, რამდენიმე წამში გონება დაენისლა და ღრმა ძილში ჩაიძირა, 2 მსახური ემსახურებოდა, რომლებმაც დედოფალთან ერთად გადაწყვიტეს სიკვდილი, ორივემ აკბენინა გველს, პირველმა ირინამ იმ წამსვე მიიძინა კლეოპატრას ფერხთით, ხოლო მეორემ პაფლაგონომ მოასწრო დედოფლის სამოსის კალთებისა და დიადემის გასწორება,

ოქტავიანემ შეასრულა კლეოპატრას ანდერძი, დაასაფლავა იგი ანტონიუსის გვერდით და მიაგო უკანასკნელი პატივი,

წარჩინებულებივით დაკრძალეს ორივე მსახურიც,

ოქტავიანემ ანტონიუსის ყველა ქანდაკების მოხსნა ბრძანა, მაგრამ ხელი არ უხლია კლეოპატრას გამოსახულებისათვის, რადგან დედოფლის ერთგულმა მეგობარმა მას ამის სანაცვლოდ 2 000 ტალანტი ოქრო გადაუხადა,

კლეოპატრა ხელისუფალთა შორის ასევე პირველობს დაუნდობლობით, მან სიკვდილით დასაჯა საკუთარი და და შეიწირა 2 ძმის სიცოცხლე, რომლებიც მონაცვლეობით მისი ქმრებიც იყვნენ, ეგვიპტური წესისამებრ კი ცოლ_ქმრული წესით ერთი დღეც არ უცხოვრია მათთან, რადგან ისინი მისთვის დაცინვის საგანი იყვნენ მხოლოდ, კლეოპატრა ეტრფოდა დროის იმ ყველა გამოჩენილ სარდალს და პოლიტიკურ მოღვაწეს, თვით კეისარმაც კლეოპატრას ოქროს ქანდაკებაც კი ჩამოასხმევინა და ბრძანა დაედგათ ვენერას ტაძარში, რისთვისაც რომაელების რისხვა დაიმსახურა,

აი როგორ გვიხატავს პლუტარქე ყველა დროის დედოფალთა დედოფალს,

`ამ ქალის სილამაზე არ იყო იმდაგვარი, რომელსაც შეუდარებელს უწოდებენ და პირველი დანახვისთანავე მეტყველებს, სამაგიეროდ მისი ქცევა უდიდესი დახვეწილობით გამოირჩეოდა, მისი სახე შერწყმული იყო მეტყველების უდიდეს დამაჯერებლობასთან, საოცარი ხიბლი, ყოველი მოძრაობა მოუგერიებელი ძალით გეჭრებოდა სულში, მისი საუბრის ყოველი ბგერა ელამუნებოდა და ატკბობდა სმენას, ხოლო ენა მოჰგავდა მრავალსიმიან ინსტრუმენტს, რომელიც ადვილად ეწყობოდა მრავალ კილოზე, ბარბაროსთაგან იშვიათად თუ დაელაპარაკებოდა ვინმეს თარჯიმნის მეშვეობით, ის თავად ესაუბრებოდა ეთიოპებს, ებრაელებს, არაბებს, სირიელებს, მიდიელებს, სპარსებს,

გადმოგვცემენ, რომ მან

ბევრი სხვა ენაც იცოდა და ეს იმ დროს, როცა მის წინაპარს არა თუ ეგვიპტური, არამედ მშობლიური მაკედონურიც დავიწყებული ჰქონდა,

იმ დროს გამოჩენილი სარდალი გნეუს პომპეუსი მზად იყო მისი გულის მოსაგებად რომის ლეგიონები გამოეძახებინა ალექსანდრიაში,

მის ალერსში იყო რაღაც აუხსნელი მაგია, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიო ისტორიაში და რომელიც დღემდე გამოკვლეული არ არის ისტორიოგრაფიაში,

თვით ყველაზე დინჯი მეისტორიეებიც აღფრთოვანებული არიან მისით, მისი ბოლო დიდი გატაცება მარკუს ანტონიუსი იყო, კაცი დიდი ძალის, ველური ბუნების, ზომაზე მეტად მექალთანე,

აი როგორ აღწერს ისტორია მათ შეხვედრას,

`ამ დროს ანტონიუსი მცირე აზიის სამხრეთ_აღმოსავლეთით მდებარე კილიკიის პატარა სამეფოს  ქ  არსეში იმყოფებოდა, ქალაქის მოედანზე ის ერთ სამართალს სჯიდა, როდესაც მდინარიდან ხმა მოესმა კლეოპატრა ნაპირს უახლოვდებაო, პლუტარქე წერს, რომ ის მოცურავდა ნავით, რომელიც ოქროთი იყო მოვარაყებული, ნიჩბები მოვერცხლილი ჰქონდა, აფრები მეწამული ქსოვილისა, რომლებიც ფლეიტათა ხმაზე ირხეოდნენ, ერწყმოდნენ სალამურთა და კითარათა თრთოლვას, აფროდიტეს სამოსელში მორთული დედოფალი ოქროცურვილ ტახტზე იყო მიწოლილი და მის საწოლს ორივე მხრიდან ეროტის მსგავსი 2 ბიჭუნა მარაოთი უნიავებდა, ნერეიდების და ქარიტების სამოსში გამოწყობილი ლამაზი მონა ქალები მთელს გემბანზე გაფანტულიყვნენ, მრავალი საკმეველი აფრქვევდა საუცხოო სურნელს, რომელიც ორივე ნაპირს ეფინებოდა,

ბრბო ორივე ნაპირიდან შესართავიდანვე მიაცილებდა ნავს და ქალაქიდანაც დაიძრნენ მის შესახვედრად,

თანდათან დაცარიელდა მოედანი და ანტონიუსი მარტო დარჩა თავის არეოპაგზე, დაირხა ხმა აფროდიტე მიემართება დიონისესთან შესახვედრად აზიის საკეთილდღეოდო, ანტონიუსმა სადილად მიიწვია კლეოპატრა, დედოფალმა კი სთხოვა თავად სწვეოდა, სურდა რა ეჩვენებინა თავისი კეთილგანწყობა ანტონიუსმა შეასრულა მისი სურვილი, მორთულობამ რომელიც რომაელმა იხილა მოხიბლა იგი, მაგრამ ყველაზე მეტად ფარანთა სიუხვით აღფრთოვანდა, რომელთა ნათება ისე ეჭდობოდა ერთმანეთს და ისეთ უცნაურ ფიგურებს ქმნიდა, რომ ძნელი იყო თვალი მოგეწყვიტა, არავინ იცის დედამიწის ზურგზე ყველაზე ძვირადღირებული ნადიმი ვინ გადაიხადა, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ანტონიუსის და კლეოპატრას ნადიმებს ამშვენებს ერთი მეტად ძვირადღირებული ფრაგმენტი, ერთხელ კლეოპატრას ნადიმის სიუხვით აღფრთოვანებულმა ანტონიუსმა წამოიძახა რომ ამიერიდან სხვა ნადიმი ამას ვეღარ გადააჭარბებსო, `ეს სადილი საცოდაობაა იმასთან შედარებით რაზეც მევ ვოცნებობ, დაგენიძლავები ჩემო მეგობარო, რომ ხვალ ამაზე უკეთეს ნადიმს გავმართავ, რომელსაც 10 მილიონი სესტერცია დასჭირდება~, ანტონიუსმა მიიღო სანაძლეო,

მომდევნო ქეიფმა გააოცა იგი, მაგრამ წინანდელთან დიდი სხვაობა ვერ აღმოაჩინა, `ვფიცავ ბახუსს აქ 10 მილიონი სესტერცია არ დახარჯულა~ ხმამაღლა დაიძახა მან, ამ სიტყვების შემდეგ კლეოპატრამ მარცხენა ყურის ბიბილოდან მოიხსნა უზარმაზარმარგალიტიანი საყურე, რომელიც მართლაც მსოფლიოს საოცრებას წარმოადგენდა და ძმრიან ოქროს თასში ჩააგდო, ხოლო როდესაც მარგალიტი გაიხსნა ვნებიანად დასცალა სასმისი,

კლეოპატრას შეეძლო უწმაწურად შეეგინა, მაგრამ ეს გინება მის ბაგეებზე მუსიკად იქცეოდა, იგი არასოდეს იბუტებოდა და მეფური ღირსებით პატიობდა ანტონიუსს ისეთ უხეშობასაც კი როგორიცაა ხილის გათლა,

ანტონიუსის ნიშანზე ის მზად იყო მყისვე მიეტოვებინა თუ გინდ მნიშვნელოვანი აუდიენცია და სადმე ბუჩქებში უკანასკნელი მეძავივით დანებებოდა მას,

ღამღამობით ძალზე ხშირად კლეოპატრა გადაიცვამდა მოახლის ტანსაცმელს, ანტონიუსი მეზღვაურის ან მტვირთავისას, გაემართებოდნენ ნავსადგურის სამიკიტნოში, უღვთოდ თვრებოდნენ, ძალზე ხშირად ეს ქეიფები მუშტი_კრივით მთავრდებოდა, რომელშიც მიუხედავად ანტონიუსის ძალისა და მოხერხებისა გვარიანად ხვდებოდათ ხოლმე, ღამის თანამეინახენი ძალით მიიწევდნენ კლეოპატრას ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ანტონიუსი ძალზე ამაყობდა იმით, რომ მისი მუშტების წყალობით ერთხელაც ვერავინ შეძლო დედოფლის დაუფლება, იმ დედოფლისა რომელიც თავად ფლობდა აურაცხელ სიმდიდრეს, დიდებას და ყველა მამაკაცის გულს ვისი სურვილიც კი ექნებოდა, მას ერთხელ უთხრეს უარი ასეთ სურვილზე და ისიც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ,

ასეთია 2000 წლის წინანდელი სამყაროს დედოფლის ბრწყინვალე და სასტიკი ისტორია, რომელიც დღესაც არ ასვენებს მკვლევარებს.

3 იესო ქრისტე 1_33 წ,

ჯვარცმა და მიწიერი გარდაცვალება იესო ქრისტესი,

 ჩვენს დროში გამოჩნდა უდიდესი სათნოების ადამიანი იესო ქრისტე, ის ტანმაღალია, მშვენიერი, აქვს კეთილშობილური სახე ისე, რომ ვინც მას უყურებს ერთდროულად სიყვარული და შიში იპყრობს, აქვს ღვინისფერ_თაფლისფერი დატალღული თმა, დახუჭუჭებულიც კი რომელიც მხრებზე დაცემისას ბზინავს, ნაზარეველთა ჩვევისამებრ შუაზე აქვს გაყოფილი, შუბლი სუფთა და სწორი აქვს, სახეზე კი არც ერთი ლაქა, არც ნაოჭი არ ატყვია, არამედ ვარდისფერი დაჰკრავს, ცხვირი უნაკლო სილამაზისა აქვს, წვერი ხშირი და ფართე, შედარებით მოკლე, ისიც შუაზე ორად  გაყოფილი, თვალები ცისფერი და ძალიან ნათელია, ის შიშისმომგვრელია როცა კიცხავს და სიყვარულით სავსე, როდესაც შეაგონებს, მხიარულია, მაგრამ ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებს, ის არასდროს უნახავთ მომცინარი, არავის მტირალიც, ტანი და ხელ_ფეხი მშვენიერი აქვს, საუბრის დროს სერიოზულია, თავმდაბალი და ზომიერი, ის უმშვენიერესია კაცთა მოდგმაში,

იერუსალიმის თემის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი წერილი რომის სენატისადმი,

იესო დაიბადა დავით წინასწარმეტყველის (ისრაელის მეფე და ფსალმუნების ავტორი) შთამომავლის იოსების ოჯახში, რომელიც დაწინდული (დანიშნული) იყო მარიამ ღვთისმშობელზე, მარიამი იყო პირველი ღვმდელთმთავრის აარონის შთამომავალი, იოსები პროფესიით ხურო იყო, მართალია იგი დაწინდული იყო მარიამზე, მაგრამ როგორც მზრუნველი მამა ისე ექცეოდა მარიამს და თეოლოგიაში მას მიიჩნევენ მარიამის ქალწულობის მცველად, იგი ასაკითაც ბევრად უფროსი იყო მარიამზე,

სახელი იესო ბერძნული ფორმაა იეშუასი, ქრისტე მისი ღვთაებრივი სახელია,

იესო ქრისტე დიოფიზიტური მოძღვრების თანახმად ორმაგი ბუნების მატარებელია, კაცობრივი ბუნების ანუ მიწიერი და ღვთაებრივი ანუ ზეციური,

დიოფიზიტური მართლმადიდებელი ქრისტიანობის მატარებელია ბერძნების, რუსების და ქართველების დიდი ნაწილი,წერილის მიზანია გადმოვცეთ ძველი მსოფლიოს სიკვდილით დასჯის ერთერთი ფორმა, ასე დაისაჯა ცნობილი გლადიატორი და მონა სპარტაკი, ჩვენ გადავწყვიტეთ სიკვდილით დასჯის ეს ფორმა გამოგვეყენებინა სახარებიდან, რადგან როგორც ტარდებოდა სამსჯავრო და შემდეგ ჯვარცმა ყველაზე ვრცლად და უტყუარად სახარების ოთხთავშია მოცემული,

ამდენად ჩვენ არ შევეცდებით რომის იმპერიაში დამკვიდრებული სიკვდილით დასჯის ეს ფორმა ავხსნათ თეოლოგიური პოზიციებიდან, მაგრამ არ შეიძლება არ შევეხოთ იესოს პიროვნებას ზოგადი თეოლოგიური განმარტებით, ამ მხრივ მიგვაჩნია, რომ საუკეთესოა ერნსტ რენანის თვალთახედვები

`იესო არის დიადი პიროვნება, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან ბატონობს ადამიანთა ბედზე არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ ამ ყველა მოვლენაში შეიტანა ღვთაებრივი როლი, არამედ იმაშიც, რომ მან ადამიანთა მოდგმას ასწავლა ნაბიჯის გადადგმა ღვთაებრივი იდეალისაკენ და როგორიც არ უნდა იყოს მოულოდნელობა რომელსაც ჩვენ მომავალი გვიმზადებს მას ღვთაებრიობით ვერავინ გადააჭარბებს,

ქრისტიანული რელიგიის კულტი მარადიულად განახლდება, რადგან ამ რელიგიის განახლების საფუძვლები მის ძირშივეა ჩადებული, მასზე ამბის თხრობა და ლეგენდა ყოველთვის გამოიწვევს ადამიანებში ცრემლს, მის მიერ გადატანილი გვემა ყოველთვის დატანჯავს ყველაზე საუკეთესო გულებს და ძეხორციელთა შორის ჯერ არ დაბადებულა უფრო უდიადესი ვიდრე იესო ქრისტე~,

აი ასეთ შეფასებას იძლევა ქრისტიანული რელიგიის ერთერთი უპირველესი მკვლევარი,

30 წლის ასაკში იესო იწყებს ქადაგებას, შემოიკრებს თორმეტ მოციქულს, 3 წლის შემდეგ უნდა მოხდეს ჯვარცმა, რათა გამოისყიდოს ადამიანთა ცოდვები და თავის სიკვდილით სიკვდილი დაჩრდილოს,

პილატეს სამსჯავრო,

დილით მღვდელთმთავრებმა და უხუცესებმა ბჭობა გამართეს, შეკრეს იესო, წაიყვანეს და გადასცეს იგი პილატეს, მმართველს,

იესოს გამცემმა თორმეტ მოციქულთაგანმა იუდამ როცა დაინახა, რომ იესოს მსჯავრი დაადეს დაუბრუნა ის 30 ვერცხლი, რომელიც გაცემის საფასურად აიღო, მან უთხრა მღვდელთმთავრებს და უხუცესებს `შევცდი, რომ უდანაშაულო გავეცი~, მათ კი უთხრეს `ჩვენ რა შენ იხილე~ მაშინ დააბნია იუდამ ის ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და ხეზე თავი ჩამოიხრჩო, ხოლო მღვდელთმთავრებმა აიღეს ის 30 ვერცხლი და თქვეს `შეუძლებელია ამის დადება საგანძურში, რადგან სისხლის საფასურია იგი~, მოითათბირეს და ამით იყიდეს მეჭურჭლის მინდორი უცხოელთა სასაფლაოდ, ამის გამო ამ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი,

აღესრულა იერემია წინასწარმეტყველის თქმული `და აიღეს 30 ვერცხლი შეფასებულისა ვინც შეაფასეს ისრაელის მეფეებმა და მისცეს იგი მეჭურჭლეს მინდვრისათვის~,

ხოლო იესო დადგა მმართველის წინაშე, პილატემ ჰკითხა მას `შენ ხარ იუდეველთა მეფე~,

იესომ კი უთხრა `შენ ამბობ~ და როცა ბრალს სდებდნენ მას ღვმდელთმთავარნი და უხუცესები არაფერი უპასუხა,

მაშინ უთხრა მათ პილატემ `არ გესმის რამდენ რამეს ამბობენ შენს წინააღმდეგ~,

იესო კი არ პასუხობდა, რაც ძლიერ აკვირვებდა მმართველს,

დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა პილატეს ხალხს უთავისუფლებდა ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ, ამ დროს შეპყრობილი ჰყავდათ ბარაბა, როცა ხალხი შეიკრიბა პილატემ მიმართა `ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ ბარაბა თუ იესო ქრისტედ წოდებული~, რადგან იცოდა, რომ შურის გამო მისცეს დასასჯელად,

როცა პილატე სასამართლოს სკამზე იჯდა ცოლმა უთხრა `ნურაფერს დაუშავებ ეს მართალია ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო~,

ხოლო მღვდელთმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ,

უთხრა მათ მმართველმა `ამ ორიდან რომელი გსურთ გავათავისუფლოთ~, მათ უთხრეს ბარაბა, `რა ვუყო იესო ქრისტედ წოდებულს~ იკითხა პილატემ `ჯვარცმულ იქნეს~ ყველამ ერთად თქვა, `რა ბოროტება ჩაუდენია~, იკითხა მმართველმა,

`ჯვარცმულ იქნეს~ უფრო მეტად ყვიროდნენ ისინი,

პილატემ რაკი დაინახა, რომ ვერაფერს შველის აღელვებაც დაეტყო, წყალი აიღო, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა `უდანაშაულო ვარ ამ მართლის წინაშე~,

ხალხმა მიუგო პასუხად `ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მისი სისხლი~,

მაშინ გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა ჯალათებს რათა ჯვარს ეცვათ იგი,

ჯვარცმა,

მაშინ წაიყვანეს იესო სასამართლოში, გახადეს მას თავისი სამოსი და დასაცინად ძოწეულის მოსასხამი მოასხეს, დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში მისცეს ლერწამი, მის წინაშე მუხლი მოიყარეს და ეუბნებოდნენ`გიხაროდეს იუდეველთა მეფევ~, აფურთხებდნენ მას, აიღეს ლერწამი და თავში სცემდნენ და როცა დასცინეს მოხსნეს მოსასხამი, ჩააცვეს თავის სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ და როცა გამოდიოდნენ იპოვეს კაცი კვირინელი, სახელად სვიმონი, ის აიძულეს რომ ეტარებინა მისი ჯვარი, მივიდნენ ადგილზე რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს, მისცეს მას ნაღველთან შეზავებული ღვინო სასმელად და რა იხილა გემო მისი არ უნდოდა დალევა, როცა ჯვარს აცვეს გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ, მის თავს ზემოთ კი გააკრეს წარწერა `ეს არის იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე~, მასთან ერთად ჯვარს აცვეს 2 ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას, ამბობდნენ `ტაძრის დამგრევო და სამ დღეში ამშენებელო იხსენი შენი თავი თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან~,

იესოს შეძახილი ჯვრიდან,მისი მიწიერი გარდაცვალება,

6 საათიდან 9 საათამდე სიბნელე დადგა მთელს დედამიწაზე, დაახლოებით მეცხრე საათი იყო იესომ რომ შესძახა დიდი ხმით `ელი, ელი ლამა საბაქთანი~, რაც ნიშნავს `ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რაისთვის დამიტევებ მე~,

იქ მდგომთაგან ზოგიერთმა მოისმინა ეს და თქვეს `ელის ღმერთს, უხმობს იგი~, უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაავსო, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად, სხვები კი ამბობდნენ `მოიცათ ვნახოთ თუ მოვა ელი მის გამოსახსნელად~, ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა,

ამ დროს ტაძრის ფარდა გაიხა ორად ზემოდან ქვემოთ, იძრა დედამიწა და დასკდენ კლდენი, სამარხნი გაიხსნენ და ბევრნი განსვენებული წმინდანის სხეულნი აღსდგა, გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმინდა ქალაქში და ბევრს ეჩვენენ, ხოლო ასისთავსა და მათ ვინც მასთან ერთად ყარაულობდა იესოს მიწისძვრა და ყოველი რომ ნახეს მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს `ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო ეს~, ამას შორიდან უყურებდა აგრეთვე ბევრი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას, მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალინელი, იაკობისა და იესოს დედა მარიამი ზებედეს ძეთა დედა,

იესოს ჯვარცმა მოხდა როგორც ავღნიშნეთ რომის იმპერიაში არსებული სიკვდილით დასჯის ფორმით, თვითონ პილატე პონტოელი იყო მათ მიერ დასმული კაცი იუდეაში მმართველად,

ამ დროს იუდეას მართავდა ჰეროდე, ხოლო რომის იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი,

ჯვარცმის ფორმით სიკვდილით დასჯა ითვლებოდა ერთერთ ყველაზე უმკაცრეს ფორმად სიკვდილით დასჯით აღსრულების ისტორიაში, თუმცა ისტორიკოსები თვლიან, რომ არის კიდევ უფრო მტკივნეული და გაუსაძლისი სიკვდილით დასჯის ფორმა, ეს არის ძელზე გასმა და ერთი წვეთი წყლის დაცემა ადამიანის თავზე, პირველ შემთხვევაში ადამიანს სწორი ნაწლავის საშვალებით სხეულში შეუყვანენ სარს, ისე რომ სარმა დაიმაგროს დასასჯელი ადამიანი და ასე ჩამოკიდებული კვდება ძალზედ მწვალებლური სიკვდილით, რადგან სარი ნელნელა მიიწევს სხეულის სიღრმეში,

მეორე შემთხვევაში ადამიანს მიაბავენ თოკს ისე, რომ თავის განძრევის საშვალება არ ჰქონდეს და თავის ერთ წერტილში გამუდმებით ეცემა 1 წვეთი წყალი, წვეთის ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია რამდენიმე დღეში გრანიტის ლოდი გახვრიტოს, ამ ფორმით სიკვდილით დასჯის დროს ხშირია ფსიქიური აშლილობა ან ჭკუიდან შეშლა, სიკვდილით დასჯის ეს უკანასკნელი ფორმა ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში არ გვხვდება.

4 იან ჰუსი 1360_1415 წ და იერონიმი ,

იან ჰუსი ცეცხლის ალებს სიმღერით ხვდება,

XV ს კათოლიკურ ეკლესიას ჩეხეთში ოპოზიცია გაუჩნდა, ოპოზიციის ხელმძღვანელად გვევლინება ღვთისმეტყველების ჩეხი მაგისტრი იან ჰუსი,

ვინ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა იდეოლოგიას ქადაგებდნენ ისინი და ვისი თეორიით იყო ნაკვები იან ჰუსის იდეოლოგია,

ინგლისელი ღვთისმეტყველი ჯონ უიკლიფი 1320_1384 წ ებრძოდა პაპის უცოდველობის პრინციპს, უარყოფდა მაღალი ჩინის საეკლესიო და საერო პირების პრივილეგირებულ მდგომარეობას, მოითხოვდა რომ ეკლესიას უარი ეთქვა მიწის საკუთრებაზე, თვით ამ იდეოლოგიის ფუძემდებელს ჯონ უიკლიფს ინგლისის მეფე კეთილი თვალით უყურებდა და მისი წყალობით ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო მისი მიმდევრები იან ჰუსი და ამ უკანასკნელის მოწაფე იერონიმი კოცონზე აღმოჩნდნენ,

ჩვენ შევეცდებით აღვწეროთ  ამ 2 უკანასკნელის სამაგალითო გმირული ეპიზოდები, რომელთაც მამაცი და ლამაზი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე,

გადმოვცეთ იან ჰუსის ფსიქოლოგიური პორტრეტი კოცონზე და მისი დროის პროცესუალური ნორმები, რომელზეც შუასაუკუნოებრივი იურისპრუდენცია საკმაოდ ძუნწი იყო,

ჰუსის ეპოქაში კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა მეტად რთული იყო, რაში გამოიხატება ეს სირთულე, ეკლესიის უფლებები და დამოკიდებულება საერო ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომის პაპის მიერ კათოლიკურ ეკლესიაში საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული დღევანდელი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ახარისხებდა მკაცრ იერარქიას, ზევიდან ქვევით,

აი დაახლოებით ასეთ მწვავე პერიოდში მოუწია გამოსვლა ჩეხ მაგისტრს, უნდა აღინიშნოს, რომ ვინც გერმანიის მეფე სიგიზმუნდთან ერთად ღვთისმეტყველი მაგისტრი სამსჯავროზე კონსტანცაში დაიბარა იყო რომის პაპად წოდებული იოანე XXIII იგივე ზღვის მეკობრე და გონებადაკარგული მექალთანე ბალთაზარ კოსა,

სიგიზმუნდმა და პაპმა კონსტანცაში 1414 წ ხუთ ნოემბერს მოიწვიეს იმდროინდელი მსოფლიოს კათოლიკური ელიტა, კრებას ესწრებოდა 3 პარტია, 29 კარდინალი, 35 არქიეპისკოპოსი, 150 ეპისკოპოსი, 124 აბატი, 58  ღვთისმეტყველების დოქტორი, საერო პირები, თვითონ იმპერატორი სიგიზმუნდი, 10 სხვადასხვა ქვეყნის მეფის წარმომადგენელი, 100 გრაფი და უმაღლესი თავადი, 2400 რაინდი და 116 ქალაქის წარგზავნილი,

ოფიციალურ წარმომადგენლობას თან ახლდა მსახურები, მხედართა რაზმები, მოხეტიალე მსახიობები და კიდევ ბევრი ყველანაირი ამორალური თუ მორალური პროფესიის ადამიანები, მარტო ფლეიტაზე დამკვრელთა რიცხვი 1400 იყო, სულ დაახლოებით ვარაუდობდნენ, რომ კონსტანცაში ჩასულთა რიცხვი 10 000 უნდა ყოფილიყო,

ამ პერიოდის ქალაქები 30 000_ანი მოსახლეობით გიგანტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, კონსტანცას კათოლიკური საეკლესიო კრება განიხილავდა სამ საკითხს,

ბრძოლა ერესთან, საეკლესიო ერთიანობის აღდგენასა და საეკლესიო რეფორმებს,

ისტორია გადმოგვცემს, რომ დებატები ქარიშხალს ჰგავდა, მოაღწია ჰუსის საკითხმაც, დიალოგი სწრაფად დასრულდებოდა თუ სამსჯავრო ორგანიზატორებს დაუჯერებდა ჩეხი მაგისტრი ასეთი ფორმულით` იაზროვნე ისე როგორც ჩვენ გვინდა და მაშინ არაფერი მოგელის~, მაგრამ არსებობენ ისეთნი ვისაც არ ძალუძს დაპირისპირებული ძალმომრეობის წინაშე უკან დაიხიონ და თქვან, რომ ის ცდებოდა, საამური სიტყვის თქმას სიკვდილი ურჩევნიათ,

იან ჰუსს რა თქმა უნდა აპატიმრებენ, თუმცა ხელშეუხებლობის სიგელი მას კრებაზე მოწვევის ბარათთან ერთად გადასცეს წინასწარ, აღსანიშნავია, რომ კონსტანციდან ამ დროს გარბის ყოველგვარი ამორალური საქმიანობის უგვირგვინო მეფე პაპი იოანე XXIII, მაგრამ მას გზაზე აკავებენ და იან ჰუსის გვერდით საკანში ათავსებენ იმ განსხვავებით, რომ პირატს და გარყვნილს იმ დროის შესაფერის კომფორტს სთავაზობენ, ხოლო ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი ბორკილდადებულია, სასამართლო რამდენიმე თვეს მიდიოდა, ყველა მის პასუხს ახშობდნენ 1 ფრაზით `მისი ადგილი კოცონზეა~, იდეის და ჭეშმარიტების სიყვარულმა გადააჭარბა სიცოცხლის სიყვარულს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ სასჯელის აღსრულება მომხდარიყო ინკვიზიციის სახელით 1415 წ ექვს ივლისს, ჰუსი მიიყვანეს საკურთხეველთან და წაუკითხეს კრების განაჩენი, შემდეგ მას მიაწოდეს  ე  წ  ცოდვათა გამოსყიდვის თასი და ერთერთმა ეპისკოპოსმა ასეთი სიტყვებით მიმართა `წყეულო იუდა, იმისთვის რომ შენ დატოვე მსოფლიო საეკლესიო საბჭო და გადადი იუდათა სამყაროში ჩვენ არ მოგცევთ იმის უფლებას, რომ გამოიყენო ცოდვათა გამოსყიდვის ფიალა~, მაგისტრმა კი უპასუხა `მე მჯერა ყოვლისშემძლე უფალი ღმერთის, რომლის სახელითაც მე ვითმენ ამ დამცირებას და მწამს ის არ წამართმევს ცოდვათა გამოსყიდვის ფიალის გამოყენების უფლებას, ამიტომ მე ამ ფიალას ამ საღამოს მის სამეფოში მივირთმევ~,

ჰუსის სიმტკიცით გაღიზიანებული მცველები პირს უკრავენ წესის თანახმად, აჭრიან ფრჩხილებს და თავზე ახვევენ ქაღალდს, რომელსაც აწერია `ერესისათვის~, ინკვიზიციამ სარიტუალო ნაწილი დაამთავრა, რჩებოდა მხოლოდ ძირითადი და შემზარავი ნაწილი კოცონზე დაწვა,

ერთერთი თვითმხილველი პეტრე ლადენოვიცელი1390_1451 წ ასე აღწერს ამ ეპიზოდს `ადგილი სადაც მოხდა ჰუსის სიკვდილით დასჯა ეს იყო კონსტანცის გარეუბანი, გარშემო ბაღებით, ხოლო დასჯის ადგილი იყო ჭაობიანი, გახადეს შავი ფერის პერანგი, მიაბეს ბოძზე, რომლის ერთი ბოლო მიწაში ღრმად იყო ჩარგული,ხელები შეუკრეს ბოძის უკან, სახით იგი უყურებდა აღმოსავლეთს, იქვე მდგომმა მისმა განმკითხავმა წამოიძახა `სახე მიუბრუნეთ დასავლეთისაკენ, რადგან ერეტიკოსია~, რაც შეასრულეს კიდეც, ყელზე მოაბეს ჯაჭვი, ჰუსმა დაინახა ჯაჭვი და თქვა `მოწყალეო იესო ქრისტე, ჩემო საყვარელო მხსნელო და გადამრჩენელო, ვარ დაკავშირებული მძიმე და მკაცრ გზაჯვარედინთან და მე უბედურს არ მრცხვენია ეს დამცირება

და ეს ჯაჭვიც იმ წმინდა საქმის გამო რომლისთვისაც მე ვიტანჯები~, ამ დროს მის ირგვლივ რამდენიმე წყებად შემოაწყვეს შეშა, აღსანიშნავია, რომ ღია ცის ქვეშ სიკვდილით დასჯილნი აუცილებლად უყურებენ ცას, ალბათ ერთის მხრივ ღმერთს ეძებენ, ეს ადამიანის ბუნების თვისების გამოვლენაა, მისთვის ღმერთის სამყოფელი ყოველთვის ცაა, მეორე მხრივ უსასრულო სივრცე ადამიანის ცნობიერები თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს,

იან ჰუსიც არ ყოფილა გამონაკლისი და ამის შემდეგ მიმართა ხალხს, ღმერთია მოწამე მე არასდროს ვქადაგებდი და ვასწავლიდი რასაც მე მომაწერენ, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დღენიადაგ ვცდილობდი, რომ ადამიანები გადამერჩინა ცოდვის ჩადენისაგან იმის გამო რომ ღმერთს ვემსახურებოდი, ამიტომ მე დღეს სიხარულით ვკვდები~,

როცა ჯალათებმა კოცონი დაანთეს ჩეხმა მაგისტრმა მთელი ძალით დაიწყო სიმღერა `იესო ქრისტე ძეო ღმერთისა შემიწყალე~, ამ დროს გაძლიერდა ქარი და მისი სახე და ხმა კოცონმა და ქარმა ჩაყლაპა~, იგივე პ  მლადენოველი გვიყვება, რომ წამებულის თავის ქალა დატეხეს და სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად ჩაყარეს კვლავ ცეცხლში, როგორც აღმოჩნდა გული არ იყო დამწვარი, იგი გახვრიტეს ბასრი წაწვეტებული ჯოხით და დიდი გულმოდგინებით დაწვეს,

ამის შემდეგ შეაგროვეს ტანსაცმელი, ხანძარში დარჩენილი ნაშთები და ყველაფერი მდ რაინში გადაყარეს,

როდესაც ჰუსი იმყოფებოდა კონსტანცაში მისი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იერონიმი ფარულად ჩავიდა იქ, ორკვირიანმა იქ ყოფნამ დაარწმუნა, რომ არავითარი დახმარება არ შეეძლო და გადაწყვიტა ჩუმად დაბრუნებულიყო პრაღაში, მაგრამ გზაში დააკავეს და ინკვიზიციამ მასაც იგივე ბრალდებები წაუყენა და აზრთა შეცვლა მოსთხოვა, თავდაპირველად იგი დაემორჩილა მათ რჩევებს, მაგრამ როდესაც ძირითადი პროცესი შედგა მან ამხილა პაპისა და კათოლიკური იერარქების მოჩვენებითი მორწმუნეობა და უიკლიფისა და ჰუსის მიმდევრად აღიარა თავი, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ამგვარ შეპირისპირებასთან ან ღმერთის სიყვარული, ან სიკვდილის შიშით ჭეშმარიტებაზე უარის თქმა,

იერონიმმა ამჯობინა ღმერთის სიყვარული და სიკვდილი, ამისთვის მისი გამოსვლები სასამართლო პროცესზე იმდენად შთამბეჭდავი იყო ორატორული ხელოვნებით, რომ თვით მოწინააღმდეგენიც კი აღტაცებაში მოჰყავდა,1416 წ ოცდაათ მაისს დილის ათ საათზე, მასაც როგორც მის წინამორბედს გააძვრეს ტანსაცმელი, გაახვიეს ზეწარში და მიაბეს ბოძზე, ირგვლივ ხმელი ნაფოტი და შეშა მიაყარეს, ზოგიერთი თვითმხილველის თქმით ჯალათმა ცეცხლის გაჩაღება მის ზურგს უკან დაიწყო, მან კი ასე მიმართა `ცეცხლის, რომ მეშინოდეს მაშინ აქ არ ვიქნებოდი~,

გაბოროტებული კრება ახალ მსხვერპლს ეძებდა და ნახეს კიდეც, ჰუსის მიმდევარი და მოწაფე იან ხმუსტი, მაგრამ იმის შიშით, რომ მასაც კოცონი ელოდა დაჰყვა კრების ნებას და სიცოცხლე გადაირჩინა,

ჰუსის და იერონიმის დასჯამ ჩეხეთში დიდი მღელვარება გამოიწვია, პაპმა მარტინ V_მ და მეფე სიგიზმუნდმა ხუთგზის მოაწყვეს ლაშქრობა ჩეხეთში, მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ,

ჰუსებისა და იერონიმების სიმტკიცემ და სიმამაცემ კაცობრიობას უჩვენა, რომ ყოველთვის იყვნენ და არიან ჰუმანიზმის იდეალების დამცველები, მათგან ბიძგმიცემული იდეალები ქმნიან იმ დინამიკას, რომლითაც დღესაც იკვებება თავისუფალი და ღია საზოგადოება.

5 ჟანა დარკი 1412_1430 წ,

გმირი, ჯადოქარი, წმინდანი, პატრიოტი,

იშვიათია და ალბათ არც არსებობს ისეთი ფაქტი, რომ ინკვიზიციას კოცონზე დაეწვას ცხრამეტ წელს მიუღწეველი პიროვნება, ეს ერთადერთი ჟანა დარკია, (შენიშვნა, არსებობს ფაქტები, რომ ინკვიზიციამ ჯადოქრობის ბრალდებით კოცონზე დაწვა 7, 8, 9 და 10 წლის გოგონები),

ორლეანელ ქალწულად შერაცხული ისტორიკოსების მიერ, რომელიც 1820 წ კათოლიკურმა ეკლესიამ გმირად აღიარა და საეკლესიო კანონიზაციაში მიუჩინა ადგილი,

ის გაასამართლეს ჯადოქრობისა და ერესისათვის, სინამდვილეში ეს იყო ანგარიშსწორება პატრიოტ გოგონასთან, რომლის ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ მისი მოწოდებით ფრანგი ხალხი აღსდგა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელთაც დაპყრობილი ჰქონდათ საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი,

სასამართლო პროცესისთვის დამახასიათებელი იყო ფორმით და შინაარსით ტიპიური ინკვიზიციური ელემენტები, რითაც ოკუპანტებს სურდათ შეეტანათ დაპყრობილ ხალხში ერთგვარი სიბნელე, რათა ეროვნული თვითშეგნება მთვლემარე ყოფილიყო,

ჟანა დარკი დაიბადა 1412 წ გლეხის ოჯახში ლოთარინგიაში (აღმოსავლეთ საფრანგეთში) სოფელ დომრემიში,როდესაც ის 17 წლის შესრულდა მწყემსმა გოგონამ გადაწყვიტა, რომ მასზე გადმოსული იყო ღვთაებრივი ძალა, რომლითაც უნდა გაენთავისუფლებინა ინგლისელებისაგან საფრანგეთი და ტახტზე დაესვა მეფე კარლ (შარლ) VII ერთდერთი პრეტენდენტი, ამ პერიოდში ინგლისელები ფლობდნენ საფრანგეთის  ტერიტორიების ორ მესამედზე მეტს, მათ მხარს უჭერდნენ ბურგუნდები და მაღალი სასულიერო იერარქია, პანიკამოცულ საფრანგეთის არმიაში გამოჩნდა კაფანდარა, მომხიბლავი გოგონა, რომელიც ანთებული იყო ჩირაღდანივით და არწმუნებდა ხალხს, რომ მას ზეციური ხმები მოუწოდებდა ბრძოლისაკენ,

მეფე კარლოსს და მის ამალას სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა ერთისა, სუსტი და ნაზი ხელებისათვის მიენდოთ საფრანგეთის ბედი, მაგრამ მეფეს  და მის თანმხლებთ მაინც მოუვიდათ საბედისწერო შეცდომა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 1 თვის განმავლობაში მიდიოდა ჟანას დაკითხვა_შემოწმება იყო თუ არა იგი ჯადოქარი და ამ ფაქტორმა შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა რათა ტყვედ ჩაგდებული ჟანა კოცონზე დაეწვათ როგორც ჯადოქარი, თუმცა კარლოს მეფემ და მისმა ამალამ იგი მართლმორწმუნე ქრისტიანად აღიარეს, საბოლოოდ ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10 000_ან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს ორლეანთან მწარე მარცხი აგემა და იძულებული გახადა უკან დაეხიათ,

ჟანას პოპულარობა საათობით იზრდებოდა, მაგრამ ამ სახელოვნებას ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, უპირველესად სამღვდელოება, ჟანას განსაკუთრებულ თვისებებს შორის რაც სასულიერო პირებსა და სამეფო ელიტას აღიზიანებდა იყო მისი უბიწოება, რადგან იმდროინდელ საფრანგეთში გლეხის გოგონებს ან პირველსავე შემხვედრებს ჩუქნიდნენ, ან ძალზედ ნაადრევად ათხოვებდნენ, საერთოდ კი საფრანგეთში ქალიშვილის უბიწოება სოციალურ დეფიციტს წარმოადგენდა, სასულიერო პირებს აღიზიანებდა ეს ფაქტორი, რადგან ბევრი თაყვანისმცემელი ამით მას მარიამ ღვთისმშობელს ადარებდა, ინგლისელები კი გულმოდგინედ ქსოვდნენ ჟანას შესახებ ათასგვარ ჭორებს და ორლეანელი ქალწულის წარმატებას დემონურ ძალებს მიაწერდნენ, არ გასულა 1 წელი ორლეანთან მოპოვებული გამარჯვებიდან, რომ 1430 წ ოცდასამ მაისს ერთერთი უბრალო შეტაკებისას ჟანა ტყვედ ჩავარდა, იგი ტყვედ აიყვანეს არა ინგლისელებმა, არამედ ბურგუნდებმა, რა თქმა უნდა მაშინდელი პოლიტიკური ტრადიციებიდან კარლ VII_ს შეეძლო მისი გამოსყიდვა წმინდა პოლიტიკური ბერკეტების ამუშავებით, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ მეფეები უმეტესად ზღაპრებში და მითებში არიან კეთილნი,

ჟანა ტყვედ ჩავარდა ქ  კომპერნაკთან, რომელიც ეკუთვნოდა ბოლეს ეპარქიას და შედიოდა ინგლისელების აშკარად მხარდამჭერ კოშონის მფარველობაში, რომელიც იყო მაღალი სასულიერო ავტორიტეტი, მას ერთ დროს ეკავა პარიზის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, იგი გამოირჩეოდა შეუბრალებლობით და ანგარებით, როგორც თავში ვთქვით მისი მხარდამჭერები ყოველ ღონეს ხმარობდნენ იმისათვის, რომ ჟანას პიროვნების დემონურ ძალასთან ასოცირება მოეხდინათ და ამგვარად შეესუსტებინათ პატრიოტული გრძნობა ფრანგებში, ჟანა შუა საუკუნეების ისტორიულ  პირთა შორის ალბათ პირველია ვინც სამხედრო საქმის გამო ჩაიცვა შარვალი, დაბალი წრის ფრანგი ქალისთვის შარვალი საშიშ ელემენტს წარმოადგენდა, რომელიც შეეძლო მხოლოდ მაღალი წრის ქალს ჩაეცვა და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში,

ინგლისელები  ამ ფაქტორსაც მათთვის სასარგებლოდ იყენებდნენ და ცდილობდნენ გაეძლიერებინათ ხალხში შთაბეჭდილება მის დემონურ ძალებთან კავშირზე, სიმართლის დამდგენნი კი ასეთი კითხვებით მიმართავდნენ მას,

განა შენ არ ეუბნებოდი ინგლისელებს პარიზის კედლებთან ჩაგვაბარეთ პარიზი ასეთია იესო ქრისტეს ნებაო,

არა, ამბობდა ჟანა, მე ვამბობდი ჩააბარეთ ქალაქი საფრანგეთის მეფეს მეთქი,

ჟანა სასამართლოს წარმომადგენლებმა სატანად მონათლეს, ხოლო შარვლის ტარება ღმერთის უპატივცემულობად, მკრეხელობად, მოსთხოვეს მიეტოვებინა ბოროტ ძალებთან კავშირი, მოენანიებინა ცოდვები და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ჟანა კი დაჟინებით მოითხოვდა გადაეყვანათ საეკლესიო_სამონასტრო ციხეში, რათა თავი დაეხსნა ინგლისელთა გარემოცვისაგან,

კოშონის განაჩენი,

პატიმარი მთელი სიცოცხლე რჩებოდა ციხეში მხოლოდ წყალსა და პურზე, მიუხედავად ამისა ჟანა ყველაფერზე თანახმა იყო ოღონდ გადაეყვანათ საეკლესიო_სამონასტრო ციხეში, ორლეანელი ქალწულის მტრებმა იცოდნენ, რა რომ მის ამ ერთი შეხედვით უბრალო სურვილს სადამდე შეეძლო მიეყვანა საქმე ჯერ თავისუფლება, შემდეგ კი კვლავ ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ ცდილობდნენ, რომ არ შეესრულებინათ მისი სურვილი რასაც მიაღწიეს

კიდეც,ჟანამ სასამართლოს საბოლოოდ განუცხადა `მე არაფერი არ ჩამიდენია ღმერთისა და რწმენის წინაშე მე კვლავ ვისურვებდი ვატარო ქალის ტანსაცმელი და სხვა დანარჩენში მე დავრჩებოდი ისეთი როგორიც ვიყავი~,

მეორე დღეს კოშონმა გამოაცხადა წმინდა ტრიბუნალის წინაშე, რომ ჟანა კვლავ ბნელეთის მოციქულია და მისი საქმე გადაეცემა სამოქალაქო სასამართლოს, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო, კულისებს მიღმა კოშონი ისეთი ენერგიულობით მოქმედებდა, რომ ჟანას ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი, კოცონზე დაწვა,

ინკვიზიციის ტრადიციის თანახმად ჟანას შემოახვიეს თავზე ქაღალდი ასეთი წარწერით `ერეტიკოსი, რწმენას განდგომილი, კერპთთაყვანისმცემელი~, მისი სიკვდილის უკანასკნელ წუთებს ისტორიკოსები ასე აღადგენენ, `ამ დროს იგი იყო მამაცი, ამაყი და გაწონასწორებული, არც ერთი წუთით მას არ დაუკარგავს სიმშვიდე და ყოველწამს კონცენტრირებული იყო უდრეკი ნებისყოფით, ჟანას დამწვარი სხეული სენაში გადაისროლეს~, გათავდა და დასრულდა ჟანა დარკი მოქმედებაში და მოძრაობაში, არავითარ ბოროტ ძალას აღარ ელოდა აღარავინ, აღარ იყო საფრთხე მისგან, მაგრამ იგი შემდგომ გახდა მრავალი ლეგენდისა და მითქმა_მოთქმის საბაბი, მისი შეფასების საბოლოო სადგური კი კაცობრიობის ხსოვნის ისტორიაში არის ერთი, იგი იყო მწყემსი გოგონა და ხალხმა ორლეანთან გამარჯვების გამო შეარქვა ორლეანელი ქალწული, რომელმაც თავის სუსტი ქალწულებრივი სხეული და უდრეკი სული საფრანგეთის თავისუფლებას  შესწირა.

6 თომას მორი 1478_1535 წ,

მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი, იუმორი სიკვდილში, ნიჭი, სწრაფვა სიმართლისაკენ, ჭეშმარიტების ძებნაში, ეშაფოტი,

ათასწლეულის ნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ,რაც ჯალათმა ნაჯახის ძალით თავი მოჰკვეთა კიდევ ერთ დიდ სიმართლეს და გონიერებას თომას მორს,

დრომ დაამტკიცა მისი აზროვნების მარადიულობა კაცობრიობისათვის,

მორის თანამედროვემ ჯონ კოლეტმა თომას მორს ინგლისის ერთადერთი გენიოსი უწოდა, ხოლო მორის მეგობარი ერაზმ როტერდამელი მასზე წერდა `ბედნიერნი იქნებოდნენ სახელმწიფოები რომ მათი მმმართველნი ქვეყნის სათავეში ჩააყენებდნენ მორის მსგავს პირებს,

მორი დაიბადა შეძლებული ლონდონელი იურისტის ოჯახში, მამამისი ჯონ მორი სამეფო სასამართლოს წევრი იყო, მორის სიტყვებით რომ ვთქვათ მისი ოჯახი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი გვარისა იყო, იგი დაიბადა ედუარდის მეფობის მეჩვიდმეტე წელს 1477 წ შვიდ თებერვალს (ენციკლოპეტიები გვაწვდიან 1478 წელს), მირქმის დღესასწაულის დღეს,

განათლება მიიღო წმინდა ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში, რომელიც ერთერთი საუკეთესო სკოლა იყო მთელს ინგლისში,

იმდროინდელი ჩვეულების თანახმად 12_14 წლის ვაჟებს პაჟებად გზავნიდნენ რომელიმე დიდებულის ოჯახში, ჯონ მორმა თავისი ვაჟი მიაბარა ლამშერტის სასახლეში კენტენბერის არქიეპისკოპოსს, ხოლო შემდეგ კარდინალ ჯონ  ლოტონს 1420_1500 წ, მისი რჩევით და რეკომენდაციით 1497 წ თომასი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა,

1504 წ როცა  მორი მხოლოდ 27 წლის იყო  პარლამენტში თემთა პალატის წევრად აირჩიეს, ეს იყო უკანასკნელი პარლამენტი ჰენრი XII_ს მეფობის პერიოდში, იმავე წელს მეფემ თემთა პალატისაგან მოითხოვა ახალი სუბსიდია 38 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მისი უფროსი ძის უელსის პრინც არტურის რაინდად კურთხევისა და ასულის მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად, ამ უკანონო მოთხოვნასთან დაკავშირებით მორი გამოვიდა დეპუტატთა წინაშე და იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყო მეფის მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მას მხარი, სამაგიეროდ ამის შემდეგ მეფემ შური იძია მორის მამაზე და მცირე ხნით ჩასვა ტაუერის ციხეში და 100 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა გადაახდევინა,

1516 წ შემოდგომაზე გამოიცა კაცობრიობის ერთერთი გახმაურებული წიგნი უტოპია ასეთი სათაურით უთვალსაჩინოესი და ენამზეობით გამორჩეული ვაჟკაცის ლონდონის სახელოვანი მოქალაქის და ვიკონტის თომას მორის წიგნი სახელმწიფოს საუკეთესო წყობილებისა და ახალი კუნძულის უტოპიის თაობაზე,

1523 წ ჰენრი XII_ს თანხმობით მორი აირჩიეს თემთა პალატის სპიკერად  ე  ი  თავმჯდომარედ,

1525 წ მორმა ლენქასტერის საჰერცოგოს კანცლერის მაღალი პოსტი დაიკავა, ამასთან იგი მონაწილეობდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში,

1529 წ კარდინალ უორდსის ჩამოგდების შემდეგ მორი ინგლისის ლორდ_კანცლერი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ ინგლისში ეს პოსტი დაიკავა დაბალი წრის წარმომადგენელმა, ამის გამო მორი არ გამოხატავდა აღფრთოვანებას და ტრადიციულ გამოსვლაში ასეთი სიტყვა

წარმოთქვა `მე ვფიქრობ, რომ ეს სავარძელი აღსავსეა შრომითა და საფრთხით და არა პატივით, რაც უფრო მაღალია თანამდებობა მით უფრო მეტია  ვარდნის სიმძიმე~, იგი დამოკლეს მახვილს ადარებდა  ამ სამსახურებრივ სიმაღლეს და მართლაც მეფე და მორი შეეჯახნენ ერთმანეთს ანუ ძალა და სიმართლე, ამ შემთხვევაში ძალა მას ფიზიკურად ანადგურებს, ხოლო სიმართლე  ამ გარეგნული დამარცხებით კიდევ უფრო  მეტ სულიერებას და დიდებას შეიძენს,

ბურჟუაზია და თავადაზნაურობა დაინტერესებული იყო უფრო ეროვნული ეკლესიის შექმნით, რაც დიდ მოგებას ჰპირდებოდა მას, როგორც ცნობილია პაპთან უთანხმოების საბაბად იქცა მეფის განქორწინების ამბავი, მეფეს სურდა გაჰყროდა თავის პირველ ცოლს ეკატერინე არაგონელს და დედოფლის ლამაზი სეფექალი ანა ბოლეინი შეერთო ცოლად, მეფეს სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავის კანცლერისაგან, რაც მან ვერ მიიღო,

მორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეპრესიები, მას სახელმწიფო ღალატს და კენტერბერის მონაზვნის ელისაბედ ბარტონის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი,  რომელმაც მეფეს დაღუპვა უწინასწარმეტყველა ანა ბოლეინზე დაქორწინების შემთხვევაში,

1534 წ ჩვიდმეტ აპრილს მორი ჩასვეს ტაუერის ციხეში, ჩამოართვეს ნაბოძები მიწები და მისი ოჯახი უსახლკაროდ დატოვეს,

დაიწყო მისი ხანგრძლივი სასამართლო პროცესი,

1535 წ ექვს ივლისს დილაადრიანად ტაუერში მოვიდა მისი მეგობარი თომას პაპი, რომელმაც აუწყა, რომ დასჯიდნენ დილის 9 საათზე, ოღონდ არა იმგვარად როგორც განაჩენი გადაუწყვიტეს, არამედ თავს მოჰკვეთდნენ,

თავდაპირველად განაჩენი ასეთი იყო, ჩამოკიდებდნენ საღრჩობელაზე სანამ სანახევროდ არ მოკვდებოდა, შემდეგ გადაჭრიდნენ თოკს, მოჰკვეთდნენ სასქესო ორგანოებს, გაუფატრავდნენ მუცელს, გამოგლეჯდნენ და დაწვავდნენ შიგნეულობას, სხეულის ნაწილებს დაკიდებდნენ ქალაქის კარიბჭეზე, თავს კი ლონდონის ხიდზე, ასეთი იყო იმდროინდელი ინგლისი, მორმა განაჩენის შეცვლით გამოწვეული შეწყალების გამო ასე წამოიძახა `ღმერთო შენ დაიფარე ჩემი მეგობრები ასეთი შეწყალებისაგან~,

მორს აუკრძალეს სიკვდილის წინ ხალხისათვის მიემართა რათა არ გამჟღავნებულიყო მისი სიკვდილით დასჯის ნამდვილი მიზეზი,ჩვენს მიერ გაცნობილი გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილით დასჯაზე არსებული მასალებიდან არსად არ გვხვდება იმდენი ხუმრობა რამდენიც მორთან, როდესაც ეშაფოტზე ადიოდა მედილეგეს უთხრა `დამეხმარეთ ასვლაში, ჩამოსვლას კი თვითონ შევეცდები~, შემდეგ წარმოთქვა მცირე ლოცვა და ჯალათი გაამხნევა `ცოცხლად მეგობარო ნუ გეშინია შენი მოვალეობისა, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე რომ არ შერცხვე~, უკანასკნელი სიტყვებით კვლავ იხუმრა `ცოტა დამაცადეთ წვერი გადავიწიო მას ხომ ბრალი არ მიუძღვის სახელმწიფო ღალატში~,

იშვიათად ვინმეს თავის დროისთვის გაესწროს ისე, როგორც ეს მორმა შეძლო, მან ერთერთმა პირველმა წამოაყენა პროგრესული იდეა ქალაქსა და სოფელს შორის მიჯნებისა და კავშირების მოძებნისა, გამოთქვამდა მოსაზრებებს შრომის განაწილებასა და სოციალიზმის ძირეულ პრობლემებზე, ისეთ სიმართლეზე, რომელიც დღევანდელი და მომავალი საუკუნეებისთვის იქნება ძალზე აქტუალური, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შუა საუკუნეების ეს ეპოქა იყო კაცობრიობის უაღრესად ახალი აზრების შექმნისა და ამ აზრის შემქმნელი თავების მოკვეთა,

თომას მორის სიკვდილმა ევროპაში გამოიწვია დიდი გამოძახილი, მასზე ბევრი ითქვა და დაიწერა, რომელთაგან აღსანიშნავია ერაზმ როტერდამელის მოსაზრება` თომას მორი, მისი სული იყო თოვლზე უთეთრესი და უსპეტაკესი და იყო ისეთი გენია, რომლის მსგავსს ინგლისი ვეღარ წარმოშობს, თუმცა მას შემდგომშიც ბევრი ეყოლება დიდი ადამიანები~.

7 მარიამ სტიუარტი 1542_1587 წ,

ბედნიერება, ნიჭი, ბრწყინვალება, ბრძოლა, ინტრიგები, ეშაფოტი,

იშვიათია ავი ბედისწერის ისეთი ხშირი სტუმრობა სამეფო გვარებს შორის, როგორიც სტიუარტებს ხვდათ წილად, დიდება და ტრაგედია იყო ამ გვარის მუდმივი მეგზური, ამ წერილში გვინდა განვიხილოთ შუა საუკუნეების სიკვდილით დასჯის პროცესი მთელი თავისი ბრწყინვალებით და ტრაგიზმით,

აი როგორ აღწერს მეისტორიე მას `იგი იყო კარგი, ტანადი, მაღალი, თვალები სიბრძნით უბრწყინავდა, ხელები გამოირჩეოდა მშვენიერებით, ჰქონდა ნაზი ხმა და კეთილშობილი გარეგნობა, სავსე იყო გრაციულობით, ლაპარაკობდა ღრმა სულიერებით და საერთოდ იყო საგანგებოდ მიმზიდველი, 13 წლისა  უკვე დიდებულად დეკლამატორობდა მეფისა და დიდებულების წინაშე და ერისთაობაში გამოდიოდა საკუთარი შემოქმედების ჩვენებით ლათინურ ენაზე, უკვე დახელოვნებულს გრძნობების დაფარვაში მას შეეძლო არავისთვის გაემჟღავნებინა პოლიტიკური საიდუმლოებანი, რომლებსაც დედა გაანდობდა~,

ახლა კი ვნახოთ რას წარმოადგენდა იმ დროის მეორე დიდი ქალბატონი ელისაბედ I ინგლისის დედოფალი, მარიამის ახლო ნათესავი და მეტოქე, ვენეციელი ემისარი ასე აღწერს მას 1556 წ `ის თანაბრად შესანიშნავია როგორც გარეგნობით ისე ჭკუა_გონებით, ვერც კი გაარჩევ მასში რომელი სჭარბობს უფრო მომხიბლავია ვიდრე ლამაზი, სახის ფერი მიუხედავად იმისა, რომ შავგვრემანია განსაკუთრებით ნაზი აქვს, აშკარად ამაყობს ხელებით, რომლებსაც ხშირად ხმარობს საჩვენებლად, აღსანიშნავია მისი  გამჭრიახობა ხიფათის და საჭოჭმანო ვითარების დროს, უცხო ენათა ცოდნით ის ბევრად აღემატება მის დას, დედოფალმა ინგლისურის, ესპანურის, ფრანგულისა და ლათინურის გარდა ჩინებულად იცის ბერძნული და თავისუფლად ლაპარაკობს იტალიურად, ეს უკანასკნელი მისი საყვარელი ენაა და ცდილობს ამ ენაზე ხშირად ილაპარაკოს, ისტორია ხაზს უსვამს მის მუსიკალურობას და ცეკვის ხელოვნებას, რომლის დროს მისი ტრადიციულობა ნებიერის განზომილებაში გადადიოდა~,

აი ასეთი იყო 2 თანამედროვე ახლო ნათესავების ბედი, ისინი ერთნაირად იძენდნენ დიდებისკენ მიმავალ ერთსა და იმავე თვისებებს, ასეთ ვითარებაში ერთერთმა აშკარად უნდა დაუთმოს გზა მეორეს თორემ დერეფანი, რომლითაც ისინი მიდიან ძალზე ვიწროვდება და ბოლოს ერთერთმა პირველმა უნდა იაროს, არცთუ იშვიათად ეს კონკურენცია ერთერთის სიკვდილით მთავრდება, ამჯერადაც ასე მოხდა, ისინი ფრთხილად იმხრობდნენ მოწინააღმდეგეებზე განაწყენებულ დიდგვაროვნებს, აგროვებდნენ ერთმანეთის სახელგამტეხ ცნობებს, მაგრამ ძირითადად მათი მტრობის მიზეზი გახდა შეთქმულება, რომელშიც ელისაბედი  ამხელდა მარიამს განსხვავებული რელიგიისთვის, მარიამი კათოლიკე იყო, ელისაბედი პროტესტანტი, თანაც ჰენრიხ II_მ მას აჩუქა გერბი, რომლის ძალით შეეძლო ინგლისის სამეფო ტახტი შოტლანდიის სამეფო ტახტისთვის შეეერთებინა,

ჩვენ არ შევუდგებით იმის გარჩევას ვინ უფრო აქტიურობდა ერთმანეთისთვის მოწყობილ ინტრიგებში, ჩვენი მიზანია გავერკვეთ რა დონეზე იყო მართლმსაჯულება ამ უსასტიკესი სასჯელის განხორციელების დროს, უფრო სწორად რა ფორმით, შინაარსით

და საპროცესო ნორმით ხდებოდა სიკვდილით დასჯა,

თავდაპირველად ელისაბედს სურდა, რომ მარიამს ეცნო წაყენებული ბრალდებები, ეთხოვა პატიება, მაგრამ ეს მისთვის მარიამისთვის სიკვდილზე უარესი იყო, ელისაბედს აშკარად არ უნდოდა სიკვდილით დასჯა, არა იმიტომ რომ ეცოდებოდა, არამედ იმიტომ რომ სისასტიკე ჩრდილავს მის ელვარებას და თან ურჩევნია ცოცხალ ადამიანზე ზეიმი ვიდრე მოკლულზე,

მარიამს ამის გაგონებაც კი არ სურდა, ელისაბედი კვლავ ახალ გზებს ეძებს ამ აქტის შესასრულებლად, ის და მისი სწავლულნი გამალებით ფურცლავენ ისტორიის ქრონიკებს, რათა მოძებნონ ყველაზე ცივილიზებული ხერხი სასამართლო პროცესის მოსაწყობად, მაგრამ აქ ისტორია მწირი აღმოჩნდა და რასაც მიაგნეს ისიც მიუღებელი,

1586 წ თოთხმეტ აგვისტოს ბოტერინგების საზეიმო დარბაზში იწყება უმაღლეს დიდებულთა სასამართლო, დარბაზის სიღრმეში შემაღლებულ ადგილას დგას მეფის სავარძელი, განაჩენი დიდი ხანია გამოტანილია, ეს მხოლოდ ფორმალობაა მათთვის ვისაც კიდევ სჯერა ამ სასამართლო პროცესისა, ამიტომ არ შევუდგებით იქ მომხდარი პერიპეტიების აღწერას, ოღონდ ახლაც ისმის მარიამის ბრძოლა სიმაღლისათვის, იგი მოითხოვს რომ როგორც საფრანგეთის ყოფილი დედოფლისა მისი ადგილი უფრო მაღალი იყოს ვიდრე ელისაბედისა, გადაწყდა მარიამის ბედი სიკვდილით უნდა დაისაჯოს,

თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ისიც ელისაბედიც არ იმჩნევს დაძაბულობას, როდესაც ამ განაჩენს აწერს ხელს და დგება უმძიმესი წუთები სასჯელის აღსრულებისა, იგი კი ისე მიისწრაფის სიკვდილისკენ თითქოს სადღესასწაულო აღლუმში იღებს მონაწილეობასო, მას მარიამს ყოველთვის უყვარდა განსაკუთრებული ჩაცმა_დახურვა, მაგრამ ამ დღეს ყველაზე განსაკუთრებულია, რადგან იცის თუ რა ადგილი უკავია სილამაზეს მიწიერ სამყაროში, ის კი კომედიანტი თუ ტრაგიკოსი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო ეპიზოდებს თამაშობს და უნდა, რომ საუკეთესო ფინალი გამოუვიდეს,

უკანასკნელ ღამეს ორ საათზე წვება, მსახურებს ატყუებს, რომ დაიძინებს და ისინიც რამდენიმე საათს ჩუმად ლოცულობენ მისთვის, მაგრამ მას სინამდვილეში არ სძინავს, დრო ექვსიდან 8 საათამდე ჩაცმას მოანდომა, როგორი იყო მისი ჩაცმულობა, კაბა რომელიც ემოსა იყო უმკაცრესად დარბაისლური, მუქი ყავისფერი ხავერდისა, შემკული გარეული კატის ბეწვით, წელზე შემოვლებული ჰქონდა თეთრი ბეწვი, მდიდრულად ძირს დაშვებული სახელოები, შავი აბრეშუმის მანტო მის სიამაყეს უსვამდა ხაზს, თვალის ასახვევად თვითონ წაიღო თავისივე ხელით მოქარგული თეთრი ბატისტის ცხვირსახოცი, ცეცხლისფერი ხელთათმანები, რომლის მიზანი იყო ძალიან გამორჩეული არ ყოფილიყო სისხლისგან, ფეხთ ეცვა მაღალქუსლიანი ქოშები,

ზუსტად 8 საათზე გაისმა კაკუნი, ამ დროს ლოცულობს და მხოლოდ მეორე კაკუნზე აღებენ მსახურნი კარებს, შემოდის თეთრკვერთხიანი შერიფი, მოკრძალებით წარუდგება და თაყვანისცემით აუწყებს `მადამ თქვენთან გამომგზავნეს ლორდებმა თქვენ გელიან~, წავიდეთ, ამბობს მარიამი და გასასვლელისკენ მიემართება,

ეშაფოტთან მიახლოებისას შეხვდება გოფმაისტერი ენდრიუ მელვილი, რომელმაც მისი გვირგვინი უნდა ატაროს ამ საშინელი რიტუალის შესრულების დროს, გაიმართა კამათი იმის თაობაზე უნდა დასწრებოდნენ თუ არა მისი მსახურები, რადგან მთავარმა შემსრულებლებმა იციან, რომ მათგან მოსალოდნელია რაიმე გაუთვალისწინებელი, მაგრამ მარიამი ჯიუტად ითხოვს, ყველაფერი ისე იქნება როგორც მას სურს, ოღონდ ამის წინააღმდეგ ნუ წავლენ, საბოლოოდ ნებას დართავენ, რომ 2 კაცი და ქალი წაჰყვეს სასიკვდილო განაჩენის შესასრულებელ ფიცარნაგამდე,

გოეთეს აქვს ხატოვანი ფრაზა სიკვდილმისჯილზე `ისინი 2 განცდით ცხოვრობენ, შიშისა და იმის იმედით გადარჩნენ~, ამას ვერ ვიტყვით ვერც მარიამზე, ვერც სოკრატეზე, კერძოდ სოკრატეს ჰქონდა გადარჩენის შანსი, როგორც პროცესის მოგებით, ასევე გაქცევით, მან ეს არ გამოიყენა, ასევე მარიამსაც, სოკრატეს როდესაც მიაწვდიან სასიკვდილო თასს ორჯერ ეუბნებიან დალიე, ეს ხდება ძალიან მოკლე დროში, მაგრამ მას სრული უფლება ჰქონდა ამ დროს ფიქრებში ყოფილიყო, მარიამი ჯალათს ჰკითხავს, ვინ არის, როგორი სპეციალისტია თავისი საქმისა, მას უპასუხებენ, რომ საფრანგეთიდან არის მოწვეული რათა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შესრულდეს განაჩენი, ეს იყო ყველაზე დიდი და ბოლო საჩუქარი ელისაბედისა, მთავარი ჯალათი და მისი ხელქვეითი ნიღბებიანი არიან, მუხლს იყრიან და შენდობას სთხოვენ განაჩენის აღსრულებისთვის, მარიამიც გულმოდგინედ არწმუნებს, რომ ჰპატიობს, შემდეგ მსახურები აცმევენ ცეცხლისფერ ხელთათმანებს და დგება გამომშვიდობების ჟამი, არიგებს მსახურებს ტირილზე მეტად ლოცვისთვის იზრუნეთო, მანამდე კი ენდრიუ მელვილს აბარებს `გადაეცით ჩემს სამშობლოს, რომ მე ვიყავი ჭეშმარიტი შოტლანდიელი, ჩემს შვილს, რომ ყველა ღირსებას ისე ვატარებდი როგორც მის გვარს და მის დედას ეკადრება, კათოლიკურ ეკლესიას, რომ ბოლო წამებამდე რჩებოდა ჭეშმარიტ კათოლიკედ~,

კითხულობს სამოცდამეთერთმეტე ფსალმუნს და ისღა დარჩენია, რომ თავი კუნძზე დადოს, მისი დაუძინებელი მტრის ელისაბედის ამალის წარმომადგენელს სესილს კი მიჩენილი ჰყავდს მეთვალყურე, რომელმაც უნდა მოიტანოს ამბავი ბოლო წამებში უკანკალებდა თუ არა მარიამს ხელები, ან კი თუ ემჩნეოდა რაიმე დაძაბულობა მაგრამ ამის მსგავსი არაფერი შეიმჩნევა, პირველი დარტყმა ვერ გამოდგა კარგი, მხოლოდ ყრუ ხრიალი მოისმა, მეორე დარტყმამ ღრმად გაჭრა კისერი და ჯალათი მხოლოდ მესამე ჯერზე ახერხებს თავის მოცილებას ტანისაგან და თავი გაგორდა როგორც კეგლის სათამაშო ბურთი, ჯალათს წესისამებრ თავი ხელში უნდა აეტაცა, მაგრამ ჰოი საკვირველებავ, ხელში შერჩა პარიკი, როცა საბოლოოდ მაინც მოახერხა თავის ხელში დაჭერა უსიცოცხლო თავიდან მოკლედ შეჭრილი ხანდაზმული ქალის ჭაღარა გარეგნობა მოსჩანდა,

შემდგომ ჯალათებმა გვამი მეზობელ ოთახში გაიტანეს, სადაც მოხდებოდა მისი ბალზამირება, უეცრად მისი კაბა შეირხა და კალთიდან გამოძვრა მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც თავგანწირვით ცდილობდა პატრონის გვამის დაცვას უცხო პირთა ხელყოფისაგან,

ასეთი იყო ის შემზარავი წვრილმანები, რომლებიც თან სდევდა ამ საზარელ განაჩენს,

დაუნდობლობის და სისასტიკის ძალით შენდებოდა დიდი სახელმწიფო შენობები, რომელთა საძირკველში დუღაბის სახით ასხავდნენ მრავალთა სისხლს,

შუა საუკუნეებში სიკვდილით დასჯის აღსრულების პროცესი როგორადაც არ უნდა გამოირჩეოდეს სისასტიკით მაინც ჰქონდა თავისი კულტურა, ორგანიზება, თუმცა ძნელია სასტიკი და კულტურული, ეს 2 ცნება ერთად არსებობდეს.

8 ჯორდანო ბრუნო 1548_1600 წ,

აზრის და სხეულის ხანძარი,

1600 წ ჩვიდმეტ თებერვალს კამო დე ფიორის ყვავილების მოედანზე ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა აღორძინების ეპოქის ერთერთი უდიდესი მოაზროვნე ჯორდანო ფილიპო ბრუნო, დასჯისას იგი ჯერ კიდევ არ იყო 52 წლის,ბრუნო დაიბადა ქ ნოლაში 1548 წ ნეაპოლის მახლობლად, ამიტომ მას ხშირად ნოლეაერსაც უწოდებენ,

 

15 წლისა იგი შედის დომინიკანელთა ილდენში სასწავლებლად, მიუხედავად ამისა რომ მთელი ცხოვრება დომინიკანელად მიიჩნევდნენ მის ნაწერებში მაინც შეიმჩნევა სიძულვილი ამ მატყუარა და გაიძვერა ბერების მიმართ, ერთერთ მის ნაწარმოებში `ცირციას სიმღერა~ კითხვაზე როგორ შეიძლება რამდენიმე ჯიშის ძაღლებში გამოარჩიო ყველაზე ავი, ცირცია პასუხობს ეს არის განსაკუთრებით ბარბაროსული ჯიშის ძაღლები, რომლებიც ყველაფერს კბილების ძალით განიცდის,

ბრუნოს ასევე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მონაზვნებთან და თავის ნაწარმოებში დარწმუნების ხელოვნება იგი ამბობს, როცა ფიქრობ მონაზვნებზე უნდა წარმოიდგინო, რომ პირფერობა, სიცრუე, სიძუნწე და ყველა სხვა მანკიერებანი თავმოყრილია ერთ სხეულში,

ბრუნოს მოღვაწეობის დროს ნეაპოლის სამეფო ერთის მხრივ ემორჩილებოდა ესპანეთის მეფეს, მეორე მხრივ რომის პაპს, ამიტომ რომის პაპის მცდელობა ესპანეთში ყოფილიყო მუდმივი ინკვიზიციური სამსჯავრო შედეგი არ მოჰყოლია, რა იყო მიზეზი ბრუნოს დაკავებისა და შემდეგ სიკვდილით დასჯის, ამ კითხვას თუ მარტივი ფორმით გავცემთ პასუხს, ასეთი იქნება განსხვავებული აზროვნება მაშინდელი საზოგადოებრივი კონიუქტურისაგან, ეს ყველაზე უფრო გამოკვეთილად ჩანს მის დამსმენებში რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა ბერი ჯოვანო მოჩენიგო, წერილი რომელიც მან ინკვიზიციასთან აფრინა ასე გამოიყურება ერთ ფრაგმენტში `მე ჯოვანო მოჩენიგო, შვილი მისი უწმინდესობის მარკო ანტონელოსი ჩემი სინდისის კარნახით მოგახსენებთ არაერთხელ მომისმენია ჯორდანო ბრუნო ნოალელისაგან, რომ კათოლიკები, რომლებიც ამბობენ პური, ხორბალი განივთებულია ადამიანის სხეულშიო არის ტოტალური სიცრუე, რომ ის ვერავითარ სხვაობას ვერ ხედავს ადამიანურ  და ღვთაებრივ სახეებს შორის და თუ ეს ასეა ღმერთი ნიშნავს არასრულყოფილებას, რომ სამყაროს სივრცე მარადიულია და არსებობს კიდევ სხვა ბევრი სამყარო, რომ ქრისტემ მოახდინა სასწაული და ფლობდა უფრო მეტ მაგიურ ძალას ვიდრე მოციქულები, რომ შურისძიება ცოდვების გამო არ არსებობს, რომ სულები წარმოადგენენ ბუნების ჩვეულებრივ ნაწილს და ისინი გადადიან 1 სხეულიდან მეორეში, იგი ამბობდა, რომ უნდა დააფუძნოს ახალი სექტა სახელწოდებით ახალი ფილოსოფია, ამტკიცებდა, რომ ქალწულს არ შეეძლო ეშვა ძე, რომ ჩვენი კათოლიკური რელიგია ამორალურობაა ღვთაების წინაშე, უნდა აილაგმოს ღვთისმეტყველთა მეკობრეობა, მოეკვეთოს ხელფასები მონაზვნებს, რადგან ისინი არცხვენენ სამყაროს, რომ ყველა სიკეთის მქნელთათვის საკმარისია არ გაუკეთო სხვას ის რასაც საკუთარ თავს არ უზავ~,

25 და 26 მაისს 1592 წ იგივე დამსმენი ხელახალი წინადადებით შედის ინკვიზიციის წინაშე, იკრიბება საინკვიზიციო ტრიბუნალი ვენეციელი ინკვიზიტორის გაბრიელას დალოცვით პაპის წარმომადგენელი ლუდოვიკო პაბერნოი და ბრძენთა საბჭოს წევრი ალოიზი ფუსკარი უფლებამოსილი პირი ერესთან ბრძოლაში,

1592 წ თორმეტ სექტემბერს რომის ინკვიზიციამ ოფიციალურად მოსთხოვა ვენეციის ტრიბუნალს ბრუნო გადასცენ, რაზეც თანხმობა მიიღო,

1593 წ ცხრამეტ თებერვალს ბორკილდადებული ბრუნო ზღვით სამხედრო გემით ჩაიყვანეს რომში, ინკვიზიციის კონგრეგაციას წარმოადგენდნენ უმაღლესი ინკვიზიტორი დომინიკანელი კარდინალი სან სევერინი, უმაღლესი ინკვიზიტორი კარდინალი მადრუცი, პაპის კომისარი ინკვიზიციურ საქმეებთან დაკავშირებით გერმანიაში პედრო ბერცო, რომელიც ადრე ესპანეთში ცნობილი იყო დანაშაულებრივი საქმეებით, ასევე კარდინალი სან ნინო ცნობილი თავისი მძვინვარებით და სიძუნწით, კამილა ბორგეზე არაკანონიერი შვილი პაპის გრიგორი XIV_ს, რომელმაც თავისი მამის პაპობის დროს დიდი ქონება მოიხვეჭა, ეს ქონება იმდენად ბევრი იყო ყველა ზევით ჩამოთვლილს ერთად არ ექნებოდა, კარდინალი სასუდა იეზუიტი კარდინალი რობერტო ბალავნინო, ეს უკანასკნელი იყო ძალზე პატარა ტანის, ანტირეფორმების იდეოლოგი და რომელმაც ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო გალილეო გალილეის გასამართლებაში,

ისინი იყვნენ იმ ბოროტი მანქანის ნაწილები, რომლის კბილანებში მოხვედრილი ადამიანები იშვიათად თუ დაუსხლტებოდნენ სიკვდილს ხელიდან,

შემდეგ შემონახული სასამართლო ოქმების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბრუნო არამცთუ გატეხეს უბრალოდ მას არ უთქვია სასამართლო შემადგენლობა მის მიმართ თანაგრძნობით ყოფილიყო განწყობილი, როდესაც განაჩენი წაუკითხეს მან ასეთი პასუხი გასცა `აშკარაა, რომ თქვენ უფრო მეტი სიმწვავით განიცდით განაჩენის შედეგს ვიდრე მე~,როგორც ყველა სიკვდილმისჯილი ბრუნოც მიიყვანეს საკურთხეველთან, რათა შესრულებულიყო ღვთისმსახურების ცერემონიალი იმ შინაარსით, რომ ბრუნო უნდა წარმდგარიყო იმ ქვეყნად როგორც ცოდვილი და საერო პირი, ცერემონიალს უძღვებოდა ეპისკოპოსი, სიკვდილმისჯილს აიძულეს ხელში აეღო სარიტუალო საგნები და დაჩოქილიყო ეპისკოპოსის წინ, რომელმაც წარმოთქვა `უზენაესო კაცთა გამრიგევ, მამა ღმერთო, ძე ღმერთო და სულიწმინდავ, თქვენის მეოხებით ვხსნით და ვართმევთ ყველა სულიერ ტიტულს~ ამის შემდეგ ორივე ხელის დიდი და საჩვენებელი თითიდან აჭრის კანს, რათა მასში აღარ იყოს მირონცხებულება და კვლავ გაიმეორებს ადრე წარმოთქმულ ფორმულირებას,

სიკვდილით დასჯა დილის ექვს საათზე დაიწყო, როგორც უკვე ავღნიშნეთ ყვავილების ფორუმზე, როდესაც ბრუნო მიიყვანეს მოედანზე გახადეს ტანსაცმელი, პირში ჯოხი გაუკეთეს და ბოძზე მიაკრეს ჯაჭვით და გრძელი თოკით, რათა ცეცხლის ალებს მოგვიანებით კოცონის გაჩაღების დროს გულმოდგინედ ჩაეჭრათ ხორცი, მისი ბოლო სიტყვები იყო `ერთის მხრივ მე ვკვდები როგორც მოწამე ჩემი ნებით და მეორეს მხრივ დამწვათ არ ნიშნავს, რომ მე უარვყოფ~,

იმ დღეს მასზე მოკიდებულმა ცეცხლმა გაანათა აზრიც და ზეცაც,

ბრუნოს ღმერთმორწმუნეობაზე კი სრულყოფილ პასუხს იძლევა მისი ტრაქტატი ბეჭთა ბეჭედი `ვისაც იტაცებს სიდიადე ღმერთის საქმისა ის არასდროს გრძნობს სიკვდილის შიშს, ვინც ყველაზე მეტად განიცდის სიყვარულს ღმერთისას ვერასოდეს ვერავითარი მუქარა ვერ გატეხავს, ხოლო რაც შეეხება მე ვერ დავიჯერებ ვისაც ეშინია მიწიერი ტკივილების ის შეუერთდეს ღვთაებას, ბრძენი და ქველმოქმედი ჭეშმარიტად მაშინ აღწევს სრულყოფილებას, როცა ის არ განიცდის მწვალებლურ ზემოქმედებას გონისაგან ფილოსოფიაში განიხილავენ როგორც ღმერთის ადგილს~,

ასე აღესრულა სიცოცხლე აღორძინების ეპოქის ტიტანის ჯორდანო ბრუნოსი ათასექვსას წელს,

1889 წ 9 ივნისს იმ ადგილზე  სადაც იგი ხორციელად შთანთქეს აღიმართა მისი ქანდაკება.

9 ქეთევან დედოფალი 1572_1624 წ,

იხილეთ მუჭა მუჭად გატანილი საქართველო 20 ქეთევან დედოფალი.

10 კარლ (ჩარლზ) I 1600_1649 წ,

მეფე თვალებით ეძებდა ხალხს, რათა მიემართა მათთვის,

კარლოს I, I რესპუბლიკა, მონარქი, მისი მეფობა, პარლამენტი, ოლივერ კრომველი, დაპირისპირება, მარცხი,

შუა საუკუნეების ერთერთი ხმაურიანი ეპიზოდი იყო კარლოს I_ს სიკვდილით დასჯა, მან ქუხილივით გადაუარა მაშინდელ სამყაროს,

 

ევროპაში ჯერ კიდევ ახსოვდათ მისი ბებიის მარიამ სტიუარტის სიკვდილით დასჯა და აი წინაპრის ხვედრი ხვდა მის შვილიშვილსაც კარლოს I_ს 1625_1649 წ, მიზეზები ამ შემთხვევაში სრულიად სხვა იყო, უკვე გამოჩნდა რესპუბლიკური წყობის პირველი ნიDშნები რომის რესპუბლიკის აღსასრულის თარიღად მიჩნეულია ძ  წ  27 წ, აი სულ 1676 წ გასვლის შემდეგ პირველად ჩნდება პარლამენტის ახალი ფორმა, ნიშნები და უფლებები, სწორედ ამ უფლებებთან დაკავშირებით მოხდება პირველი კონფლიქტები, საომარი შეტაკებები ორივე მხარის სამხედრო ნაწილებს შორის და ორივეჯერ ტყვედ ჩავარდება მეფე, პირველი ტყვეობიდან გაიქცა, ჩვენ არ შევუდგებით მტყუან_მართლისა და ცოდო_მადლის გარჩევას, რადგან არც ერთ მხარეს არ აკლია თავის უფლებამოსილების გადამეტება, იმას კი აუცილებლად ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის ქვედა პალატის წარმომადგენლები, რომლებსაც წამყვანი როლი უკავიათ ამ მოძრაობაში მთელი ძალების მობილიზებით ცდილობენ კარგად დაიცვან ეს ფორმალური ეტაპები, რომლებიც სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაიარონ, ის კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველა შემთხვევაში დარღვეული იყო მართლმსაჯულების განაჩენის გამოტანის ჰუმანურობის პრინციპი, მხედველობაში გვაქვს მარიამ სტიუარტის, კარლოს I_ს, ლუი XVI_ს, მარია ანტუანეტას, სოკრატეს და სხვათა შემთხვევები, რაც შეეხება ნიკოლოზ II_ს და მისი ოჯახის ამოწყვეტას ეს იყო ისეთი ბარბაროსული დანაშაული, რომლის მსგავსი შემიძლია ვთქვა მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, შესაძლოა მსოფლიოში ყოფილა კიდევ უფრო უარესი ფაქტები სიკვდილით დასჯისა, მაგრამ ყველა დაფუძნებული იყო კანონზე თვით ნიკოლოზ II_ს მეფობას ბევრი ადამიანი შეეწირა, მაგრამ კანონი მაინც კანონია, ამჯერად მაინც დავუბრუნდეთ კვლავ კარლოს I_ს და იმას თუ რა ფორმალური ეტაპები გაიარა მისმა საქმემ,

უპირველესად ხდება საქმის ძიება  დაიხვეწა იმ მხრივ ექვემდებარება ეს უზენაეს სასამართლო საბჭოს, აი ასეთი იერარქიით მიდის ქვემოდან ზემოთ, ქვედა პალატა და საქმის შესწავლა იმ შინაარსით ექვემდებარება თუ არა იგი საქმის განხილვას სიკვდილით დასჯის მუხლით, მეორე ეტაპი ლორდთა პალატა, სადაც ხდება ფილტრაცია და შეფასება  იმისა, რომ პირველ ინსტანციაში დღევანდელი იურისპრუდენციის ენით სწორად არის თუ არა ჩატარებული ყველა პროცედურა და მესამე ეტაპი საქმის განხილვა, რაც გამოიხატებოდა ფორმალობასა და სუბიექტურობაში,

საქმეში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც ნაკლები იყვნენ მეფეზე თუმცა არც ამ შემთხვევებში კარლოს I ისევე როგორც ნიკოლოზ II და ლუი XVI მამა აბრამის ბატკნები არ ყოფილან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მოპირდაპირე მხარე აშავებს, ან უფლებამოსილებას ამეტებს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გადაამეტო,

ახლა კი წერილის მიზნისამებრ ავღწერთ კონკრეტულად სიკვდილით დასჯის პროცესს, ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მთელ ამ სახალხო მოძრაობას და მეფის სიკვდილით დასჯას სათავეში ედგა იმ დროის და ალბათ ყველა დროის ერთერთი უძლიერესი და გამოჩენილი პიროვნება ოლივერ კრომველი, რომელშიც როგორც გოეთე შენიშნავდა გაერთიანებული იყო ნაპოლეონი და რობესპიერი, ვისაც ცოტათი მაინც შეუძლია წარმოიდგინოს ამ ორი უკანასკნელის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში მიხვდება თუ რა მნიშვნელობის ძალა იყრის თავს ნაპოლეონის და რობესპიერის ერთ არსებად გაერთიანებისას,

1649 წ ოცდაათ იანვარს დილაადრიან უაიტ_ჰოლის ერთერთ ოთახში შეიკრიბნენ კრომველი, დეკერი, ჰანგსტი, აქსტელი და ფეილი, რათა შეექმნათ და გაეგზავნათ დოკუმენტი სიკვდილით დასჯის შესასრულებლად, ეს იყო ბრძანება ჯალათისათვის,

პოლკოვნიკო უთხრა კრომველმა ჰანგსტს თქვენ მოგიწევთ ამ დოკუნენტის დაწერა და ხელმოწერა, მიუხედავად ხანგრძლივი  მოლაპარაკებისა ჰანგსტი ჯიუტობდა,

მაშინ კრომველი ძალიან გაბრაზდა, თვითონ დაწერა, ხელი მოაწერა და მას გადასცა ხელმოსაწერად, რასაც იგი გაუძალიანებლად დათანხმდა, თითქმის ამავე წამს ოთხსაათიანი ღრმა ძილის შემდეგ მეფე კარლოსი წამოდგა ლოგინიდან, `მალე უნდა ავდგე~ უთხრა მან ჰერბერტს, მან დაიწყო ჩაცმა, ჰერბერტი მას ვარცხნიდა არც ისე გულდასმით როგორც ჩვეულებრივ, `დამვარცხნე რაც შეიძლება კარგად, თუმცა ამ თავს დიდი დრო აღარ დარჩა ამ მხრებზე ყოფნისა, მე მინდა ისე გამოვიყურებოდე დღეს როგორც საქმრო ქორწილში~, ჩაიცვა შედარებით თბილად ვიდრე ჩვეულებრივ, უნდოდა სიცივის შემთხვევაში არ აკანკალებულიყო და ვინმეს ეს შიშის შედეგი არ ჰგონებოდა, ჯერ კიდევ ბნელოდა როცა მოვიდა ეპისკოპოსი, კარლოსმა ეს კიდევ უფრო ემოციურად განიცადა და გულმოდგინედ დაიწყო ლოცვა,

 

დაახლოებით ათ საათზე კარზე დააკაკუნეს, ეს არის პოლკოვნიკი დეკერი უთხრა ჰერბერტმა,

შემოუშვით,

თქვენო უდიდებულესობავ, თქვა შემოსვლისას დეკერმა, დროა,

რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ავიდნენ კიბეზე, საძილე ოთახში განმარტოვდნენ სიკვდილმისჯილი მეფე და ეპისკოპოსი, რათა ცოდვები მოენანიებინა და დაეტოვებინა მიწიერ სამყაროში, ინდიპენდენტების ფრთის (კრომველის მხარე) წარმომადგენლებს კერძოდ წმინდანებს სურდათ მასთან შეხვედრა, მაგრამ მეფემ არ ინება, მას მოუმზადეს საუზმე, მაგრამ იუარა, მაშინ ჰერბერტმა მიუთითა, რომ შეიძლება დასუსტებულიყო, მართალსა ბრძანებ თქვა მეფემ, დალია ჭიქა ღვინო და რაღაც მიაყოლა,

იარეთ, უთხრა მეფემ პოლკოვნიკს, მე მოგყვებით,

გაიარეს სადღესასწაულო დარბაზი სადაც ორ რიგად ჩამწკრივებულიყვნენ ჯარისკაცები, ხალხი, რომელიც მათ უკან იდგა კედლისკენ შემჭიდროვდა სადაც მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა, დარბაზის ბოლოში გაჭრილი იყო კედელი, საიდანაც დერეფანი პირდაპირ შავი ხავერდით მორთულ ეშაფოტთან გადიოდა, ორი ნიღბიანი ჯალათი უკვე ელოდებოდა, მეფე გამოვიდა, ამაყად ასწია თავი და ირგვლივ თვალი მოავლო, იგი თვალებით ეძებდა ხალხს, რათა მიემართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით, მაგრამ საითაც კი გაიხედა ვერავინ ვერ დაინახა ჯარისკაცების გარდა, მაშინ მან ეპისკოპოს საქსონ საკომლისტოს მიმართა ორი სიტყვით `ოჰ რა ხალხის უბედურების ერთადერთი მიზეზი მეფის უფლების უპატივცემულოობაო, ხალხი არ უნდა ჩარეულიყო მეფის ხელისუფლების მმართველობაში~, ამის შემდეგ მშვიდად შეიკეცა თმები ქუდის ქვეშ, წაიკითხა მოკლე ლოცვა და დადო თავი კუნძზე, რომელიც ნაჯახის პირველი დაკვრისთანავე ჩამოგორდა,

აი თავი სახელმწიფო მოღალატისა შესძახა ჯალათმა და ხალხს უჩვენა, რომლებსაც უნდოდათ ცხვირსახოცები შეეღებათ მისი სისხლით და ბრბომ უფრო იმატა,

5 დღე იდგა კუბოთი მეფის ცხედარი უაიტ_ჰოლში, მხოლოდ მერე მიიღეს ნებართვა ჰერბერტმა და მელბმეიუმ ცხედარი დაეკრძალათ უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის კაპელაში, სადაც უკვე იყო დაკრძალული ჰენრი VIII,დასაფლავებას ესწრებოდნენ ჰერცოგი რიჩმონდი, მარკიზი გერტფორდი, გრაფი რინცეი, საუთჰემპტონი და ეპისკოპოსი ჯექსონი,

 

კუბოზე ამოკვეთილი იყო სიტყვები `მეფე კარლოსი 1649 წ~,

კრომველი გარდაიცვალა 1658 წ, მისი მმართველობის სიმკაცრისაგან აღშფოთებული ხალხისაგან მალე მოვიდა კონტრრევოლუცია და მეფის ტახტზე აიყვანეს სიკვდილით დასჯილი მეფის კარლოს I_ს ვაჟი კარლოს II,

მას სურდა დიდი ბებიის მარიამ სტიუარტის მსგავსად კათოლიციზმი აეღორძინებინა, რის გამოც განიდევნა სახელმწიფოდან, აი სწორედ ეს არის სტიუარტთა დინასტიის უიღბლობა და ტრაგედია, რომელზეც ლაპარაკი გვქონდა წერილში მარიამ დედოფლის სიკვდილით დასჯის თაობაზე, ამ სამეფო გვარის უკანასკნელი 5 წარმომადგენლიდან პირველი უსინდისო ღალატის შედეგად დაიღუპა, მეორე სიკვდილით დასაჯეს, მესამემ ცოტა ხანს იმეფა ისიც უიღბლოდ, მეოთხე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მეხუთე სამშობლოდან განიდევნა,

ასე დასრულდა სტიუარტების დინასტიის უიღბლო არსებობა.

11 ლუდოვიკო XVI 1754_VII_23_1793_I_21 წ,

ეს აღმაშფოთებელია იყვირა მეფემ,

XVIII ს მსოფლიო ისტორიისათვის ის ეპოქაა, როცა მონარქის აბსოლუტიზმმა დრო მოჭამა და მიაღწია პიკს, სასიკვდილო სიბერეს, ოღონდ კონსერვატიზმით შეპყრობილ მცირე მასას და ფუფუნებას მიჩვეულ მონარქებს არ სურთ დაარღვიონ არსებული კონიუქტურები, სტერეოტიპები, მაგრამ ახალი უკვე ისეთი ძალით მოდის მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს, როგორც იტყვიან დრონი მეფობენ და არა მეფენი, ამ დროს ადამიანთა გადამრჩენი ალღოა და ინტუიცია, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი არ აღმოაჩნდა ბურბონთა დინასტიის ერთერთ ბოლო წარმომადგენელს ლუდოვიკო XVI_ს, მისი პერიოდის საფრანგეთი მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზეა ისევე როგორც დღეს ა შ შ, იქ კი იწერება ყველაზე რეფორმისტული იდეებით გამსჭვალული პოლიტიკური დოქტრინები, იქმნება ლიტერატურული თუ ხელოვნების ნიმუშები, ოღონდ ყველაფერი იბადება ტანჯვით, წვით, მაგრამ მაინც იბადება, მაინც იქმნება,

ჩვენ უკვე ვიცით საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მსგავსი პროცესები მიდიოდა ინგლისში და ამ ამბებს უკვე შეეწირა ერთი მონარქი კარლ I, მაგრამ ამ რეოლუციის ლიდერის ოლივერ კრომველის სიკვდილთან ერთად დასამარდება რესპუბლიკის იდეა და ორი წლის შემდეგ სამეფო ტახტს კვლავ მონარქი უბრუნდება, რესპუბლიკა ეს ის ლუკმაა, რომელიც ერთხელ უკვე გაეჩხირათ, იგი უნდა გადაყლაპონ, ეს აუცილებლად ევროპაში უნდა მოხდეს, მაგრამ სად თუ არა საფრანგეთში, აი დაახლოებით ასეთ რთულ პირობებში მოუხდა მოღვაწეობა სახელოვან ბურბონთა დინასტიის უიღბლო წარმომადგენელს ლუდოვიკო XVI_ს, რომელსაც მისი დანაშაულებრივი ქმედებების ძიებისა და სასამართლო პროცესის ჩატარებისას ხშირად ლუდოვიკო კაპეტსაც უწოდებენ,,

რამდენიმეთვიანი ჭიდილი მეფესა და ხალხს შორის იმით დამთავრდა, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების (ჟირონდისტები, იაკობინელები და სხვები) ხელმძღვანელობით დაწყებული ფრანგული რეოლუცია იმარჯვებს,

1789 წ თოთხმეტ ივლისს ბასტილია აიღეს, ამ დროს მეფესთან დაახლოებული ჰერცოგი ლაროშფუკო რეანგული სასახლეში მაშინ გამოჩნდა როცა მეფეს ეძინა, იგი გააღვიძეს და ჰერცოგმა აცნობა, რომ ბასტილია აღებულია და მთელი ძალაუფლება აჯანყებულთა ხელშია, `ეს აღმაშფოთებელია` იყვირა მეფემ, `ეს რეოლუციაა~, წყნარად მიუგო ჰერცოგმა, აქ კი უკვე მიხვდა ლუდოვიკო, რომ პირველად მოუხდა შეხლა იმ აზრებთან რასაც საფრანგეთის გვირგვინის ათასხუთასწლიანი არსებობის მანძილზე ვერც ერთი მისი წინამორბედი ვერ წარმოიდგენდა, ყოველგვარ მოქნილობას მოკლებულმა ლუდოვიკომ ამჯობინა გასცლოდა და გაქცეულიყო, საზღვართან ახლოს სოფელ ვარენაში ქალის ტანსაცმელში გადაცმული მეფე გრძელი ცხვირით  და მისი ამალა იცნო ფოსტის თანამშრომელმა, ასე ტყვედქმნილი 1790 წ ოცდახუთ მაისს პარიზში დააბრუნეს,

დიდხანს ყოყმანობდა რეოლუციური მთავრობა  და ხალხი გადაეცათ თუ არა მეფე სასამართლოსათვის, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც დააჩქარა ეს მოვლენა იყო ის, რომ აღმოაჩინეს შავი ყუთი (შესაძლოა ტერმინი შავი ყუთი, როგორც ბევრი სხვა ტერმინი იქედან მოდის) სადაც მეფე ინახავდა მისთვის საჭირო საიდუმლო მასალებს,

1792 წ ოცდათექვსმეტსაათიანი სხდომის შემდეგ ეროვნული კონვენტის პრეზიდენტმა კონვენტს და საფრანგეთს აუწყა მწუხარე ცნობა ლუდოვიკო XVI_ს დანაშაულებრივი ქმედება კვალიფიცირდება სიკვდილით დასჯით, უნდა ითქვას, რომ ტერმინი ხალხის მტერი, რომელიც თავის ავბედით ხანაში გამოიყენეს კომუნისტებმა პირველად ამ პროცესზე გაისმა და ამ ტერმინის მიკერებას ლუდოვიკოსთვის ძალიან ცდილობდნენ მისი ოპონენტები,

კენჭისყრის დროს ხმები შემდეგნაირად განაწილდა, 690 დეპუტატიდან  ოცდათერთმეტმა მოითხოვა სასჯელის აღსრულების გადადება, 380 წინააღმდეგი წავიდა,

ოც იანვარს ღამის სამ საათზე კი მეფის გადარჩენის ყველა შანსი ამოიწურა და აღმასრულებელ საბჭოს დაევალა სასჯელის აღსრულება მოეყვანათ სისრულეში 24 საათის განმავლობაში, საღამოს მეფე გამოემშვიდობა შვილებს, ცოლს და დას, ამ მძიმე წუთების შემდეგ მარტო დარჩა სასულიერო პირთან, მას უნდა ეპოვნა ის ძალები რაც მას დააძლევინებდა იმ შიშს, რაც მოსალოდნელი იყო ეშაფოტზე ასვლისას, ღამის ორ საათამდე დრო ლოცვაში გაატარა, ორიდან ხუთამდე მას ეძინა ღრმა ძილით, ხუთ საათზე გააღვიძა მისმა ერთგულმა კამერდინერმა კლერიმ, რომელსაც გადასცა ვერცხლის ბეჭედი და სახელმწიფო გერბი,ჯვარნაწერი ბეჭედი და მარია ანტუანეტას და შვილების თმები,

9 საათზე მოვიდა სანტესრი კომუნის ორ კომისართან ერთად ეშაფოტზე წასაყვანად, ლუდოვიკომ ერთერთ მუნიციპალს მიაწოდა დაკეცილი ქაღალდი და სთხოვა, რომ გადაეცათ კომუნისთვის, ეს იყო მისი ანდერძი, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაუნდობლად უპასუხა `ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა აგიყვანოთ ეშაფოტზე~,

9 საათზე და თხუთმეტ წუთზე მეფე უკვე რევოლუციის მოედანზე იყო, ეშაფოტი ამართული იყო იმ კვარცხლბეკის ქვეშ სადაც ოდესღაც ლუდოვიკო XV_ს აპუეტი იდგა, როგორც წესი ეშაფოტის ირგვლივ ჯარები იდგა, ხოლო მათ გარს ეხვია ზღვა ხალხი,

ყველა მეისტორიე და თვითმხილველი ერთად აღნიშნავს მეფის სულის სიძლიერეს,

ერთერთი ფრანგული გაზეთი `ფრანგი პატრიოტი~კანონზომიერად აღნიშნავდა, რომ `ლუდოვიკოს გაცილებით მეტი სიმტკიცე და ძალა აღმოაჩნდა ეშაფოტზე ვიდრე სამეფო ტახტზე ყოფნისას~,

მეფე მტკიცე და ღონიერი ნაბიჯებით გაემართა ეშაფოტისკენ, მრისხანებისაგან მხოლოდ ერთხელ გაწითლდა, როდესაც ჯალათმა მისთვის თმების შეჭრა მოინდომა, რათა სასჯელის აღსრულებაში ხელი არ შეეშალა, მაგრამ აქ ყველაფერი ისე გადაწყდა როგორც მას სურდა, მიუახლოვდა რა ეშაფოტს მისი ბოლო სიტყვები იყო ერთი ვერსიით `მე ვემშვიდობები ჩემს მტრებს~, მეორე ვერსიით `მე ვკვდები უდანაშაულო, მე ვაპატიებ ჩემს მტრებს და გისურვებთ ჩემმა სისხლმა გამოკვებოს საფრანგეთის ბედნიერება და დააცხროს ღმერთის მრისხანება~

ათ საათზე და ოც წუთზე მეფე ამ ქვეყნად აღარ იყო, ჯალათმა მაღლა ასწია მისი თავი და დაანახა ხალხს, გაისმა ერთსულოვანი ყვირილი `გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს ფრანგ ხალხს~,

 

აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც, ერთერთი მოქალაქე ავიდა ეშაფოტზე და ხალხს მოუწოდა, რომ ეს იყო სამარცხვინო მკვლელობა, უცხოეთში საფრანგეთზე იტყვიან, რომ აქ ცხოვრობს ველური და ბარბაროსი ხალხი, ქვევიდან მას სიტყვა შეაწყვეტინეს და  მიაძახეს `დე ისიც თქვან, რომ ჩვენ ფრანგ ხალხს გვწყურია დესპოტის სისხლი და რომ ჩვენც გვეყო მოთმენა, მოთმენა კი ხალხის სისუსტის ნიშანია~, სიმბოლურია ისიც, რომ მეფის ნეშტი დაკრძალეს წმინდა მაგდალინას სასაფლაოზე, იქ სადაც მის ჯვრისწერასთან დაკავშირებით მოსული ხალხი არეულობის დროს გათელეს ცხენების ფლოქვების ქვეშ.

12 მარია ანტუანეტა 1755_1793 წ,

როს ეშაფოტზე ადიოდა,

იცვლება სახეები, მარადიულობა, დამოკიდებულება სიცოცხლისადმი,

ამბობენ რევოლუციების დროს ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ათასების სტატისტიკა,

1793 წ მარტში 22 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა საფრანგეთის რეოლუციურმა ტრიბუნალმა, აპრილში 210, ნოემბერში 491, დეკემბერში 3365, 1794 წ იანვარში 3517,

ადვილად მიხვდებით თუ რა სწრაფად პროგრესირდება ადამიანთა სისასტიკე, ყოველი ასეთი სტატისტიკური ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა ბუნება გაუხეშდა და მიეჩვია ფრანგი ინჟინრის გილიოტინის მიერ გამოგონილ სიკვდილის მანქანას, ამ ახლადშექმნილ სიკვდილის კონვეიერს თავის მარჯვე ოსტატიც ჰყავს, ჯალათი სამსუნი, რომელსაც მითოლოგიური პერსონაჟის ქარონის სახელი აქვს დამკვიდრებული, ქარონს წესისამებრ გარდაცვლილთა სულები გადაჰყავდა ქვესკნელის მდინარის ლეთას (დავიწყების მდინარე) ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე,

სიკვდილის მანქანა თავის რიგით მეორე წევრს მასპინძლობს, სტუმარი კი მეტად ძვირფასია თავისი ბრწყინვალებითა და წარმოშობით,

წელიწადნახევრის წინ საფრანგეთის თავნება დედოფალი, დღეს კი ეს წოდება ხალხის მტრის სახელით შეუცვალეს და სასამართლო პროცესებზე მოიხსენიებენ, როგორც ერცჰერცოგინია მარია ანტუანეტა ჰაბსბურგების დინასტია, ოდესღაც ყველასათვის სანატრელი და სასურველი ცამეტთვიანი პატიმრობით ისეა გალეული 39  წლის ქალი, რომ  ჯაფადამდგარ მოხუცებულს ჰგავს, ამ ყოფას ყველაზე მეტად ამძიმებს გამუდმებული ლოდინი სასიკვდილო განაჩენისა, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მის თავზე,

 

მან სასამართლო პროცესუალური ნორმების იგივე ეტაპები გაიარა რაც მისმა ქმარმა, ბოლოს ნაფიცთა საბჭო ხმების უმრავლესობით კენჭს უყრის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, ტრიბუნალს კი თავმჯდომარეობს ფრანგული რეოლუციის სასტიკი გონი პროფესიით ადვოკატი მაქსიმილიან რობესპიერი,

ისტორიას იშვიათად ახსოვს პოლიტიკოსის და მრისხანების ისეთი სინთეზი როგორითაც იგი გამოირჩეოდა, ან რა ბრალდებები წაუყენეს დედოფალყოფილს, საიდუმლო კავშირები უცხოეთის იმპერატორებთან, კორუფციის მიზნით ხაზინის გაფლანგვა, სახელმწიფოს მართვა_გამგეობაში უფლებამოსილების გადამეტება და ყველაზე მძიმე სამოქალაქო ომის მდგომარეობის შექმნა სახელმწიფოში, თუ მის ქმარს 3 ადვოკატი იცავდა მან 2 იკმარა, ისინი თავგანწირვით ცდილობდნენ დედოფლის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ,რადგან ამ სისასტიკეს თავმჯდომარეობს მათზე არანაკლებ გონიერი პროფესიონალი ადვოკატი რობესპიერი,

დედოფალი თანახმაა სწრაფად გავიდეს ამ მტანჯველი მიწიერი ცხოვრების დასასრული, მაგრამ მანამდე უნდა ითქვას, რომ მონარქების სიკვდილით დასჯის დროს არ ყოფილა ფაქტები, რომლებიც ისე ამცირებდნენ სიკვდილმისჯილს, როგორც მარია ანტუანეტას, მას ჩამოართვეს ყველა ნივთი, საქორწინო ბეჭედიც კი, მას სანთლის შუქიც გარკვეული ვადით მიეწოდება, მის ადვოკატებს ყოველ შესვლაზე ძალზედ მკაცრად ჩხრეკენ, რომ რაიმე ნივთი არ შეეტანათ, თვითონ დედოფალყოფილი კი თითებიდან გამოშვებული სისხლით და ნემსის კალმით წერს ყველაზე მწუხარე სტრიქონებს საკუთარ მულს და ბედნიერად აუწყებს, რომ ეს სიკვდილი სამარცხვინო კი არ არის, ეს არის ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარ მეურლესთან მარადიული შეერთებისა, მხოლოდ ერთს განიცდის, როგორ სჭირდებოდა იგი შვილებს და რა ცუდ დროს ტოვებს მათ,

დილის 8 საათზე მოაკითხავენ, კარზე კაკუნის შემდეგ შემოდის რესპუბლიკელთა სასულიერო წარმომადგენელი და ისევე როგორც მეფე ლუდოვიკო დედოფალიც უარით ისტუმრებს მას, თუმცა მღვდელი ჰპირდება, რომ ის მაინც ილოცებს მისი სულისათვის, პასუხი მარტივია და უბრალო`როგორც გენებოთ~, შემდეგ კი მას მოჰყვება სასიკვდილო მანქანის უბადლო ოსტატი გიგანტური სამსუნი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ უნდა მოათავოს მცირე სამზადისი თმების შეჭრა და ხელების უკან შეკვრა,

 

ეშაფოტზე ასვლისას ჯალათი ხელს მიაშველებს, ეს არის უკანასკნელი პატივი, რაც მის დედოფლურ ღირსებას მთელი ცხოვრება თან სდევდა, ახლა კი  პატივს მიაგებენ იმისათვის, რომ თავი მოჰკვეთონ,

გარეგნულ მორთულობაზე გულმოდგინედ იზრუნა ოღონდ ისე, რომ ქვრივის ელფერი არ დაეკარგა, როგორც მისი ქმარი რამდენიმე თვის წინ ისიც მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება აღსასრულის წამს, მას მუდამ  ახსოვს, რომ იგი მარია_ტერეზას შვილია,

სიკვდილისკენ მიმავალ მის უშიშარ მედიდურობას მხოლოდ ერთი მდაბიო ელემენტი არღვევს, ჯალათი მსხვერპლისთვის გამობმული თოკით ხელში უკან მიჰყვება, კიდევ ერთი უკანასკნელი მზერა გამჭირვალე ცისკენ, ჯალათი სამსუნი ჩვეული ნახტომით ხელში აიტაცებს მსხვერპლის თავს და გაისმის ყიჟინაში აზელილი `გაუმარჯოს რესპუბლიკას~,

მუნიციპალიტეტიდან მოდის მესაფლავე  და ამ სისხლიანი აქტის ორგანიზატორებს წარუდგენს ანგარიშს,

6 ლივრი ლუდოვიკოს ქვრივის სასახლისთვის და 15 ლივრი და 35 სუ მესაფლავეებს,

შემდგომ მსახური შეაგროვებს დედოფლის რამდენიმე კაბას და გააგზავნის ლაზარეთში ღარიბ მოხუცებულთა შესამოსლად, რომლებმაც არ იციან, რომ ოდესღაც იგი მათივე ქვეყნის პირველ ქალბატონს ეკუთვნოდა.

13 მაქსიმილიან რობესპიერი 1758_1794 წ სენტიმენტალური ვეფხვი,

სულ 35 წლის მიწიერი სიცოცხლე ხვდა წილად რობესპიერს და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სამუდამოდ დაემახსოვრებინა თავი სამყაროსათვის,

იგი დაიბადა 1758 წ ექვს მაისს, საფრანგეთის არტუას პროვინციის პატარა ქალაქ არასში, პროფესიით ადვოკატი ეროვნულ კრებაში წარმოადგენდა უკიდურეს მემარცხენეს, გამოდიოდა პროგრესული კონსტიტუციის მხარდამჭერად და იყო ძირითადი ავტორი ადამიანის უფლებათა დეკლარაციისა, მოგვიანებით იგი იქცა იაკობინელთა კლუბის წამყვან ფიგურად და აქტიურად ჩაება პარიზის საქალაქო საბჭოს (კომუნა) მუშაობაში,

კონვენტში მეთაურობდა მემარცხენეებს, ხოლო საზოგადოების გადარჩენის კომიტეტში გახდა თითქმის განუსაზღვრელი მმართველი საფრანგეთისა,

ხელმძღვანელობდა საკუთარი თანამებრძოლების მიმართ უნდობლობის პრინციპით ამიტომ შეეძლო მუდმივად ეცვალა მუშა ჯგუფები, არც თუ იშვიათად გილიოტინაზე

აგზავნიდა მათ, ერთერთი ასეთი ახლო თანამშრომელი მოგვიანებით მისივე მონდომებით სიკვდილით დასაჯეს, მასზე არანაკლებ გამოჩენილი რევოლუციონერი დანტონი,

რობესპიერმა ყველას მიმართ უნდობლობით, ეჭვით რაც მას უკვე ხასიათში ჰქონდა გადაზრდილი შეიძინა უამრავი მტერი,

სახელმწიფოებრივ შენებაზე მეტად იგი გატაცებული იყო ეჭვმიტანილების დასჯით, მიუხედავად მისი ღრმა განსწავლულობისა მას ადანაშაულებენ არამკვეთრი იდეოლოგიის დამკვიდრებაში და ყველას მიმართ სიკვდილით დასჯის მისწრაფებაში, ამ ტენდენციებმა იგი საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, რომ ის სახელმწიფოზე მეტად იცავდა საკუთარ თავს, ყველაში ხედავდა მტრის ხატს, ეჭვისა და დეპრესიის ბადეში გახვეული მზად იყო ყველა დაესაჯა, მაგრამ როგორც ყველა ასეთი მმართველობა მისი მოღვაწეობაც კრახით დამთავრდა,

1794 წ ოცდაშვიდ  ივლისს მოხდა თერმიდორული გადატრიალება და ფრანგი ინჟინრის გილიოტინის დანის სიბასრე მის კისერზეც გამოიცადა, პუშკინმა მისთვის შესაფერისი პოეტური სახელი უწოდა რობესპიერს სენტიმენტალური ვეფხვი,

ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვეულ მიდგომას და გამოჩენილი ადამიანების სიკვდილით დასჯის პროცესის აღწერისას მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებთ პროცესუალურ სტადიებსა და იმ შინაგან ფსიქოლოგიურ განწყობაზე, რომელიც თან ახლდათ სიკვდილით დასჯილებს უკანასკნელ წუთებში,

საფრანგეთის რეოლუციის ბოლო პერიოდში კონვენტში კონცენტრირებულია ყველა უმაღლესი სახელმწიფო ორგანო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, კონვენტი გამოსცემს დეკრეტს რობესპიერის დაპატიმრებაზე, სულ რამდენიმე თვის წინ კი თვითონ კარნახობდა თავის ნებას ამ ორგანოს, დღეს კი დააპატიმრეს მისი მომხრეები კუტონი, სენ_ჟიუსტი, ლება,

საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტმა მიაღწია იმას, რომ რობესპიერი და მისი ძმა ციხეში არ მიეღოთ, საღამოს თითქმის მთლიანად გამოიკვეთა მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციები და ჩამოყალიბდა 2 ცენტრი კომუნა აჯანყების მთავარი კერა და კონვენტი თერმიდორული კონტრრევოლუციური ცენტრის ბირთვი, მას შემდეგ კი რაც კომუნის მოღვაწეებმა გაუშვეს შანსი ხელში ჩაეგდოთ კონვენტი როცა ეს იოლი იყო ბრძოლის მთავარ არსად იქცა თუ ვინ დაიპყრობდა მასების გულს, რატუშის შენობაში მივიდნენ ლება, კუტონი და რობესპიერის ძმა ოგიუსტი,მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანია, რატუშის დამცველები ძალზე ცოტანი არიან,

 

რობესპიერს წინ უდევს მისი მთავარი მოწინააღმდეგის ბარასის მიერ ქაღალდზე გადატანილი წინადადებები და სთავაზობენ, რომ მას ხელი მოაწეროს, ხელმოწერა დაიწყო, მაგრამ შემდეგ ამ ხელმოწერას მისი თვითმკვლელობის მცდელობით მიყენებული ჭრილობიდან გადმოსული სისხლის წინწკლები დაასრულებენ, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მხოლოდ ყბა დაიზიანა, შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით მიედინება ლაბე მოკვდება ბრძოლაში, ოგიუსტი ფანჯრიდან გადახტება და დაზიანების შედეგად ნახევრად მკვდარია,

ბოლ ბარასი გამარჯვებული სარდლის გამომეტყველებით აგროვებს გარდაცვლილებს და დაჭრილებს, ამ უკანასკნელთა შორისაა ყველაზე ძვირფასი და ამ წუთამდე სანატრელი მაქსიმილიან რობესპიერი,

დარბაზში სადაც მას დაასვენებენ მისი თვალები შეხვდება სენ_ჟიუსტის თვალებს, ეს იყო ალბათ მათი ყველაზე მწუხარე მეტყველებით გამსჭვალული მზერა,

ყოველგვარ ოპტიმიზმს გადაეწურა იმედი, უკან დარჩა ყოველივე კარგი და დიადი, წინ კი უამრავი ქილიკი და დაცინვაა და შემდეგ ალბათ აღსასრული გილიოტინაზე, იქ სადაც რამდენიმე თვის წინ დანტონმა დაუბარა რობესპიერს `მე გელი შენ რაც შეიძლება მალე~,

რობესპიერი კი თავის უკანასკნელ უბრალო სურვილებს ისრულებს, ჩაჩაჩული წინდები გაისწორა მაგრამ ვერ ახერხებს, ვიღაც მიეხმარება და ისიც მეტად თავაზიანად მოუხდის მადლობას `გმადლობთ ბატონო~, დიდი ხანია მას ასე თავაზიანად არ მიუმართავს ვინმესთვის, ალბათ ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო ეპიზოდი სადაც მას მოუხდება საკუთარი გალანტურობის დემონსტრირება,

რობესპიერი იწვა ძალაგამოლეული და დაცლილი ყველანაირი გარეგანი და შინაგანი ძალებისაგან, მისი ღია ფერის სამოსი ჩამოფლეთილი და სისხლით მოსვრილი იყო, ის არ ინძრეოდა, მაგრამ სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, დროდადრო ოდნავ ირხეოდა მისი სხეული და ტუჩები ავისმომასწავებლად თრთოდა, ყოველივე ამას მტანჯველი განცდით უყურებს მისი ყველაზე ერთგული თანამებრძოლი სენ_ჟიუსტი და ვინ იცის ორივე გულის სიღრმეში სიკვდილსაც ნატრობდა, მაგრამ ამ წუთებში მათ ნებას მოწინააღმდეგენი კარნახობენ და ახლა ესეც ძალზე ძნელი საშოვნია,დილის ექვს საათზე რობესპიერი მიჰყავთ კონსერჟიერში და თან აფრთხილებენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებულ ჭრილობას კარგად  უნდა უმკურნალონ, ძალაზე მოვიდეს რომ ეშაფოტზე რაც შეიძლება დროზე აიყვანონ, მკურნალობის პროცესში კიდევ ერთხელ ილაშქრებს მისი დამცირებისათვის,ერთერთმა დამსწრემ ბოროტად იხუმრა თავის შეხვევის დროს `ნახეთ მისი უდიდებულესობა გვირგვინს იდგავს თავზე~, მაგრამ იმედს არ ვკარგავ ყველაფერი მალე დასრულდება, რობესპიერი საღამოს ექვს საათზე დასაჯეს, დაბნეული და გამოფიტული ორგანიზმი ძლივს მილასლასდა სიკვდილის დაზგასთან, რამდენიმე წამიც და მისი თავი უკვე სხეულის გარეშე ჯალათ სამსუნს უჭირავს ხელში,

ასეთი ბარბაროსული იყო  მაშინდელ საფრანგეთში სიკვდილის აღსრულების ეს ფრაგმენტი, ხალხი კი გამარჯვებულ ყიჟინას დასცემდა, რადგან ამ ბრბოში რობესპიერის მხარდამჭერი ან აღარ იყო, ან ცოტა იყო, ხალხს კი ყიჟინი უკვე ჩვევაში ჰქონდა გადაზრდილი, რობესპიერთან ერთად დასაჯეს სენ_ჟიუსტი და კიდევ 21 მათი თანამებრძოლი,

თერმიდორული დრამა დასრულდა და იწყებოდა თერმიდორული ბურჟუაზიის ახალი სისხლიანი სპექტაკლი,

შთამომავლობამ რობესპიერის საფლავს ღიმილისმომგვრელი მწარე ეპიტაფია შეუქმნა, საფლავის ლოდზე სიტყვებით გამოსახა ის შინაარსი რაც მას მისი აღზევების ჟამს თან სდევდა `მგზავრო ნუ იდარდებ ჩემს სიკვდილს, რადგან მე რომ ცოცხალი ვყოფილიყავი მაშინ შენ იქნებოდი მკვდარი~,

ახლა კი დროა აღვწეროთ რა სტატისტიკით მუშაობდა იმ დროისათვის სიკვდილით დასჯის აღსრულების მანქანა გილიოტინა, მწერალი ლევანდოვსკი ამის შესახებ გვაწვდის შემდეგ ცნობებს `თავები გორდებიან ისე როგორც გადამწიფებული ნაყოფი ხიდან, 45 დღის განმავლობაში რეოლუციურმა ტრიბუნალმა გამოიტანა 1350 სასიკვდილო განაჩენი, თითქმის იმდენი რაც წინა თხუთმეტ თვეში,

სამართალწარმოება ხდებოდა იმდენად სწრაფად, რომ დილის ხუთ საათზე რომ დააპატიმრებდნენ შვიდ საათზე გადაჰყავდათ კონსერჟიეში, 9 საათზე წარუდგენდნენ საბრალდებო აქტს, ათ საათზე იჯდა განსასჯელის სკამზე, დღის ორ საათზე განაჩენი მზად იყო, ხოლო ოთხ საათზე სიკვდილის დაზგა იწყებდა მოძრაობას,

მთელი ეს პროცედურა თორმეტ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდებოდა, მთელს ამ ვაკხანალიაში ისტორია ყველაზე პოპულარულ პიროვნებად ასახელებს მ რობესპიერს, რომლის მჭერმეტყველება აღემატება ყველა მის თანამედროვეს, რომელსაც ხშირად ეპითეტის  სახით ეძახდნენ მოუსყიდველს და არც თუ ნაკლებად დაცინვით.

14 დეკაბრისტების დასჯა 1825 წ,

რუსეთის ბრძოლა დიდებისათვის,

1825 წ თოთხმეტ დეკემბერს პეტერბურგში სენატის მოედანზე მოხდა დეკაბრისტების ცნობილი გამოსვლა, მეორე დღეს რუსეთის დედოფალმა დღიურში ჩაწერა `ოჰ უფალო მარტო იმან, რომ ჩემი უძვირფასესი სიცოცხლე საფრთხეში იყოს საკმარისია ჭკუიდან შემშალოს ადამიანი, ღმერთო დიდებულო რა საშინელი დღე იყო გუშინ~,

XIX საუკუნის რუსეთმა ისტორიაში საუკეთესო ფურცლები ჩაწერა, მას შემდეგ რაც პეტრე დიდმა სარკმელი გაჭრა ევროპაში უხვად მოედინება აზროვნების ყველანაირი სხივი, რომელსაც იმ დროის XV_XIX საუკუნის ძირითადი წყარო საფრანგეთი გამოსცემდა, ყველა შუქს პატარა ბაცილებიც მიჰყვება ხოლმე თუმცა ეს განსჯის ცალკე საკითხია, ყველა ჟანრი თუ მიმდინარეობა გაჯერებულია თავისთავადი და ახალი იდეოლოგიით, ყველაზე ზლიერად რუსეთმა საფრანგეთის გავლენა განიცადა, ფრანგული საკვებით დანაყრებულმა და აღზრდილმა რუსეთის პროგრესულმა საზოგადოებამ საფრანგეთის რეოლუციის გასვლიდან 35 წლის შემდეგ გადადგა ძალზე გაბედული ნაბიჯი, სენატის მოედანზე მოეწყო გამოსვლები, ამ აქციას იარაღით ზურგს უმაგრებდა რამდენიმე სამხედრო პოლკი, მათ შორის აქტიურობდა ჩერნიგორის პოლკი, მოჯანყეთა მოთხოვნა ყველაზე მოკლედ რომ ვთქვათ იყო ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობა რესპუბლიკური ფორმის ტენდენციით,

ჩვენი მიზანია გადმოვცეთ თუ როგორ წარიმართა ლიდერთა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება, რა ფსიქოლოგიური აურა მართავდა იმ წუთებში მათ და აღვადგინოთ მცირეოდენი ძიების ფორმები, მსოფლიო ისტორიაში აღწერილ აჯანყებათა სტატისტიკას თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ არსებული ხელისუფლებები გაცილებით ხშირად გამოდიან გამარჯვებულნი ვიდრე აჯანყებულები, ამ შემთხვევაში აჯანყებულები დამარცხდნენ, მაგრამ იმდენად ბევრი იყვნენ დამარცხებულები, რომ ძიებამ დამნაშავენი თორმეტ თანრიგად დაჰყო და დასჯის მსუბუქი ფორმიდან მახვილით გაწკეპვლა, თავზე გადატეხვა, მუნდირის ჩამოხევა და მტვერში გასვრა მთავრდებოდა სიკვდილით დასჯით, რომლის აღსრულების ფორმად გამოყენებული იქნა ჩამოღრჩობა, ჩამოაღრჩვეს აჯანყების 5 ავტორი პესტელი, რილეევი, კახოვსკი, მურავიოვ_აპოსტოლოვი და ბესტუჟევი,

 

დანაშაულის შეფასებისას ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა კრიტერიუმებით,

1 სათავადაზნაურო იერარქიაში ფენობრივი წარმომადგენლობით,

2  სამსახურებრივი  საფეხურით და რა თქმა უნდა დანაშაულის სიმძიმით, უმაღლესი სისხლის სამართლის სამძებრო სასამართლო ისტორიულ დოკუმენტებში ასე უწოდებენ ამ უწყებას, განლაგებული იყო დიდ დარბაზში, სამ მხარეს იდგა მაგიდები, რომლებთანაც ისხდნენ ამ სასამართლო პროცესის მონაწილე განმსჯელები (ასეთი ტერმინი იმიტომ ვიხმარეთ, რომ პროცესის ბევრი მონაწილე განმსჯელი სარგებლობდა არა მოსამართლის ფუნქციით, არამედ უბრალო ხმის უფლებით, ან არც ამით), დარბაზის შუაში ისხდნენ რუსეთის მიტროპოლიტი და რამდენიმე მაღალი სასულიერო პირი, მარცხენა მხარე ეკავათ სენატორებს, სასამართლოს შემადგენლობა დამტკიცდა პირველ ივნისს, იგი შედგებოდა სახელმწიფო საბჭოს, სენატისა და წმინდა სინოდის წევრებისაგან, სასამართლო მუშაობას თხუთმეტ ივნისს შეუდგა, ასამართლებდნენ თანრიგების მიხედვით და ზემოთ ჩამოთვლილ სამ კრიტერიუმს შორის წამყვანი როლი სასჯელის კვალიფიკაციის შეფასებისას მიეცემოდა დანაშაულის სიმძიმეს,

სიკვდილით დასჯა იმ დროს მსოფლიოში ხდებოდა ქალაქგარეთ, პეტერბურგის ახლოს ადგილს სადაც საღრჩობელა აღიმართა ეწოდებოდა მგლის ველი, ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით იდგა ციხე_სიმაგრე სადაც ხალხს მოეყარა თავი,

სიკვდილის განაჩენი აღმსრულებლებმა და თვითმხილველებმა შეიძლება ითქვას ერთხმად აღიარეს, რომ მათ უკიდურესად გმირული სული შეინარჩუნეს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, აი როგორ აღწერენ თითოეულ მათგანს,

კონდრატე რილეევი_იგი სიკვდილისაკენ მიაბიჯებდა ისე, როგორც სულიერი და მიწიერი სრულყოფის ბოლო გზაზე, უკანასკნელ ღამეს იგი ლოცულობდა თავისთვის, ცოლისთვის და შვილ ნასტიასათვის, მან დაუწერა ოჯახს გამოსათხოვარი წერილი და მიუხედავად იმისა, რომ წერილი დამახინჯებული იქნა გადამცემების მიერ მას მაინც საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მასში არა მარტო შენარჩუნებული იყო მაღალი სული არამედ იგი მკითხველს მსჭვალავდა მებრძოლი პათოსით, მისთვის მარად მოუცილებელი ფიქრები იყო ზრუნვა დედა რუსეთზე, უკანასკნელ წუთს მან მღვდელს სთხოვა, რომ მის გულზე დაედო ხელი და ეგრძნო რა მშვიდად უცემდა,

 

პავლე პესტელი_მისი სულის უჩვეულო მხნეობა მნახველს აოცებდა, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ სიკვდილის წინა წუთებში იგი უმნიშვნელოდაც არ ღელავდა, ის აჯანყებაში თავიდანვე ხედავდა წარუმატებლობის ნიშნებს, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს მონაწილეობაზე და დაპატიმრებისთანავე სთხოვდა იმპერატორს, რომ დანაშაულის მთელი სიმძიმე მასზე გადმოეტანათ და მისი მეგობრები შეებრალებინა, რომელთა შორის ის გამორჩეული იყო აზროვნებით, ლოგიკით და შორსმჭვრეტელობით, მასში ხშირად ხედავდნენ ნაპოლეონის და ვაშინგტონის ხასიათის ნიშნებს, ის იყო ჩრდილოეთის და სამხრეთის ორგანიზაციების ერთერთი ლიდერი, საბედისწერო ღამეს მასთან ყოფნას ითხოვდა პასტორი რეინჰორდტი, პესტელმა კი ინდომა აღსარება ჩაებარებინა მხოლოდ რუსი სასულიერო პირისათვის, იგი იყო ძალზედ ამაყი და ფიცხი, მაგრამ მძიმე წუთებში მან არნახული სიმშვიდე და წონასწორობა გამოამჟღავნა, გამაოცებელი იყო მისი სულიერი მდგომარეობა, როცა ფეხზე ბორკილებს ადებდნენ, ხოლო როდესაც საღრჩობელაზე ფეხებიდან სკამი გამოაცალეს იგი ისე მშვიდად და ჩვეულებრივად ჩამოეკიდა თოკს, რომ ასე გეგონებოდათ მისი სული და სხეული უცბად და უმტკივნეულოდ გასცილდნენ ერთმანეთსო,

მიხეილ ბესტუჟევ_რიუმინი_იყო ყველაზე ახალგაზრდა 23 წლის, საპატიმროში მყოფს ზედამხედველები არ უშლიდნენ ელაპარაკა მათთან ხმამაღლა, რადგან იცოდნენ, რომ იგი თავის ახალგაზრდა სიცოცხლესთან გამოთხოვებას განიცდიდა, მან მთელი სიკვდილისწინა ღამე მურავიოვ_აპოსტოლოვთან საუბარში გაატარა, მათი საუბრის თემა იყო ახალი აღთქმა და ქრისტე,

სერგეი მურავიოვ_აპოსტოლოვი_ისტორია მასზე ასე გადმოგვცემს, `ეს იყო ცეცხლოვანი სული, იგი ძალზე განიცდიდა მისი მეგობრის ბესტუჟევის სიკვდილს და მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი, რათა შეემსუბუქებინა სასჯელის სიმძიმე, იგი იყო ღრმადმორწმუნე, მსახურობდა ჩერნოგორიის პოლკში, მზად იყო სამშობლოსთვის მიეცა ყველაფერი და კიდეც გააკეთა ეს, მას მეორე გვარი მიღებული ჰქონდა დედისაგან, მისი წინაპარი იყო გეტმანი დანიელ აპოსტოლოვი და ის შორიდან ენათესავებოდა ალექსანდრე I_ს,

პეტრე კახოვსკი_იგი აღმოჩნდა სხვა საპატიმროში, ამიტომ ისტორიაში მასზე ნაკლები ცნობებია  დაცული, იყო ახალგაზრდა, გრენადერთა პოლკში მუშაობდა,

 

 სიკვდილის წინ ხუთივე ბორკილდადებული წაიყვანეს აბანოში, შემდეგ ეკლესიაში, ღმერთს შესთხოვეს ცოდვებისაგან განწმენდა და ასე მიუახლოვდნენ სიცოცხლის ბოლო წუთს,

საღრჩობელაზე ასვლის წინ მხურვალედ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს, მთელი ამ დროის მანძილზე მურავიოვ_აპოსტოლოვი ელაპარაკებოდა და ართობდა ბესტუჟევს და აი დადგა ბოლო წამიც, უკანასკნელად შესთხოვეს სასულიერო პირს მისლოვსკის ეზრუნა მათი სულისთვის და სკამზე შედგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯალათი სპეციალურად შვედეთიდან თუ ფინეთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, ამან გმირებს კიდევ ერთი სულიერი და ფიზიკური ტკივილი მიაყენა, როცა ჯალათმა ყულფჩამოცმულ ხუთეულს სკამები გამოაცალა ფეხქვეშ მურავიოვს, რილეევს და კახოვსკის ყულფი არ შეეკრათ და სამივე სკამებს დაენარცხა,

მურავიოვმა ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა `უბედურო სამშობლოვ, ადამიანის ჩამოღრჩობის უნარიც არ შეგწევს~,

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ ნიკოლოზ I_მ სამარცხვინო ბარათით აცნობა დედამისს `ნაჩქარევად გწერ ორ სიტყვას დედილო, მინდა გაცნობო, რომ ყველაფერი წყნარად და წესიერად ჩატარდა, საძაგლებს საძაგლად ეჭირათ თავი~,

ღამით გვამები ჩამოხსნეს და ნავით გადაიტანეს ახლო კუნძულზე და იქ მიაბარეს მიწას,

როდესაც ერის ცხოვრებაში მერმისისთვის შექმნილ იდეას ასე უყოყმანოდ სწირავენ თავს მაშინ ადამიანთა სულები განიცდიან ამაღლებას, პლატონის მიხედვით სულები პირველად იდეათა იერარქიაში სახლობდნენ,

ასე დასრულდა რუსეთის ისტორიის ერთერთი ყველაზე  ტრაგიკული დრამა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის განათლებული და მამაცი ნაწილი და რომლებიც ისტორიაში შევიდნენ დეკაბრისტების სახელით.

15 ნიკოლოზ II და მისი ოჯახი 1918 წ,

რუსეთის მეფისა და მისი ოჯახის უკანასკნელი დღე,

კაცობრიობის მეხსიერება სავსეა როგორც გმირული და ბრძნული ეპიზოდებით, ასევე უკეთური მოვლენების ამსახველი ფურცლებით, მაგრამ რაც რუსეთის უკანასკნელი მონარქის ნიკოლოზ II_სა და მისი ოჯახის სიკვდილით დასჯას შეეხება ყოვლად უპრეცედენტოა მსოფლიო ისტორიაში, არაერთი მონარქის თავი გაგორებულა, როცა ძველი მმართველობა ახალით იცვლებოდა, ან ძალმომრე მეფე ადიოდა უცხო ქვეყნის სამეფო ტახტზე, ასეთ დროს

საკუთარ ქმედებას ამართლებდნენ კარგად დახვეწილი არგუმენტაციით, იდეოლოგიით, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა მსოფლიოს დაპყრობითი ომები წამოიწყო მან ხალხში ასეთი იდეოლოგია იქადაგა, `მთელი კაცობრიობა უნდა დამორჩილებოდა ერთ გონებას, ხოლო მისი გონება იქნებოდა ცენტრისკენული ძალების თავშესაყარი~,

ჰიტლერმა არიული სისხლი და ნიცშეს ზეკაცის იდეოლოგია დაუდო ომებს სარჩულად,

ჩინგიზ_ხანმა მითის ძალით გამორეკა ტრამალებიდან ხალხი, ხოლო როცა ელისაბედმა მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯა მან რელიგიურ დაპირისპირებასა და შეთქმულებაში დასდო ბრალი მას,

ბოლშევიკებმა კი სულ უბრალო, ზერელე, ყალბი არგუმენტაციის შექმნაც კი არ მოინდომეს და ურალის აღმასრულებელი კომიტეტის სახელით გამოუტანეს მეფის ოჯახს სასიკვდილო განაჩენი, ერთმანეთის თვალწინ ველურად ამოხოცეს სარდაფში, შემდეგ გვამებს უბრალო სასაფლაოც არ აღირსეს და კვალის დაფარვის მიზნით ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადაჰქონდათ,

უცხოეთის ქვეყნების მთავრობები განსაკუთრებით ინგლისი (ინგლისის მეფეს და ნიკოლოზ II_ს დანიის მეფე ქრისტიან IX_ს შვილები ჰყავდათ ცოლებად), როდესაც მოითხოვდნენ მეფის ოჯახის წევრების გადაცემას მათ ასაფლავებდნენ და პასუხობდნენ არ ვიცითო,

ბოლშევიკებმა რუსეთის პოლიტიკის ავანსცენიდან კი არ მოიშორეს, არამედ გადარეცხეს რომანოვების გვარი, ისე, რომ შემდგომ მოდავე არ ჰყოლოდათ ხელისუფლების სათავეებთან, დახვრეტილი იქნენ მეფის ოჯახის ისეთი ნათესავები ვინც  მათთვის ამ მხრივ საფრთხეს არც კი წარმოადგენდა, ყველანაირი სიკვდილი ბარბაროსობაა, მაგრამ ასე გამიზნული, რომ შთამომავალიც კი არ დარჩეს ტირანთა გალერეით აღიარებულნიც კი არ აკეთებდნენ,

ნადირ_შაჰმა აღა_მაჰმად_ხანი დაასაჭურისა, რომ მას ძე არ ჰყოლოდა, მაგრამ მისი გვარის ფესვებიანად ამოთხრა არ უფიქრია,

ამგვარი მაგალითებით კიდევ შეგვიძლია შევავსოთ ეს წერილი, მაგრამ უმჯობესია წერილის ძირითად მიზანს დავუბრუნდეთ,

1917 წ ორ მარტს თხუთმეტ საათზე და სამ წუთზე ფსკოვში ნიკოლოზ II_მ უკანასკნელი აქტი გამოსცა სადაც იგი მსოფლიოს აუწყებდა მისი გადადგომის შესახებ, მისი ძმის დიდი მთავრის მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვის სასარგებლოდ

ნიკოლოზ II_ს ძის ალექსის ტახტის მემკვიდრედ არდამტკიცების მიზეზი ავადმყოფობა იყო, დიდმა მთავარმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ მცირე ყოყმანის შემდეგ უარი თქვა ტახტზე, ქვეყანას მართავდა დროებითი მთავრობა მეფის ტახტის საკითხი უნდა გადაეწყვიტა დამფუძნებელ კრებას,

შინაპატიმრობას დაქვემდებარებული მეფე და მისი ოჯახი გადაჰყავდათ ეკატერინობურგის მიდამოებში და ამ მიზეზთა პასუხი ერთიდაიგივე იყო, აქ გაჩერება თქვენთვის საშიშია, მეფე_დედოფალი 4 ქალიშვილი, 1 ძე, ექიმი ბოტკინი და 4  მოსამსახურე დახვრიტეს ვინმე მასონი ინტელიგენცისტი იპატოვის სახლის სარდაფში, ამ სახლს საარქივო წყაროებში ეწოდება საგანგებო დანიშნულების სახლი, ღამით დაახლოებით ორ საათზე გააღვიძეს ექიმი ბოტკინი და უთხრეს `აქ ახლა ბრძოლებია და ზედა სართულში თქვენი გაჩერება არ შეიძლება~, ჩადიან სარდაფში სადაც სკამი არ დგას, რაზეც დედოფალმა ჩაილაპარაკა `არ შეეძლოთ, რომ სკამი მაინც დაედგათ~, ზოგი მკვლევარის აზრით სკამები დგას, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ხალხს, რომელიც ორიოდ წუთში უნდა დახვრიტონ ამ უბადდრუკ ფუფუნებაზე არ დასწყვიტონ გული, დაშიფრულ დეპეშაში ნათქვამია, რომ `ყველა აუცილებლად უნდა მოკვდეს~, ასე, რომ მათი ბედის განაჩენი უკვე დაწერილია, შემოდის 2 მთავარი ჯალათი იუროვსკი და ნიკულინი, ისინი აცნობებენ მათ, რომ ურალის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სახელით მათ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, რაც სისრულეში უნდა მოიყვანონ, ნიკოლოზ II, რომელსაც ავადმყოფი შვილი ალექსი ჰყავს ხელში ბავშვს დედოფალს მიაწვდის და ანგარიშმიუცემლად  წამოიძახებს`რა, რა~, ზოგიერთი მკვლევარი გვაუწყებს, რომ მისი ბოლო სიტყვები იყო `მაშასადამე ჩვენ არსად აღარ წაგვიყვანენ~,

ჯალათების როლები განაწილებულია, ყველამ იცის თუ ვინ ვის უნდა ესროლოს, ამ სარდაფში ატყდება საშინელი ალიაქოთი, რეპლიკები, ტირილი, პანიკა, ყველაფერი ერთმანეთში აირევა, მაგრამ განაჩენი უკვე არა მარტო გამოტანილია, არამედ უნდა აღსრულდეს და მიდის კიდეც ეს ყოვლად შემზარავი პროცესი, ტყვიებს ისვრიან მაუზერისა და ნაგანის ტიპის იარაღიდან, ბოლშევიკებმა ამოცანა სანაქებოდ შეასრულეს, ყველა მკვდარია, ერთადერთი ტახტის მემკვიდრე 12 წლის ალექსი კიდევ სუნთქავს, მასაც ბოლოს მოუღებენ და ყველა გვამს უკეთებენ საკონტროლო გასროლას,

 

დგება შესასრულებელი დავალების მეორე ეტაპი, გვამები უნდა გააქრონ, ერთერთი შემსრულებელი ამ ველური აქტისა ერმაკოვი ასე აღწერს ამ სცენას `დარწმუნებული იმაში, რომ ყველა მკვდარია ალბათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გვამები დაყარეს სატვირთო მანქანაზე, გადააფარეს ბრეზენტი და ისეცკის ტყის გზით გაემართნენ კოსტიაკის დასახლებისაკენ, სადაც გვამების დასამარხად ადგილი წინასწარ იყო შერჩეული, მათ იცოდნენ ეს უნდა ყოფილიყო ღრმად გასაიდუმლოებული, ამიტომ წაიღეს და გზიდან ასე ორმოცდაათ მეტრზე შახტაში ჩაუშვეს, სანამ ჩაუშვებდნენ გახადეს ყველას, საცვლებიდან ამოუღეს ჩაკერებული ძვირფასი ქვები, თავიდან დიდი სიხარბით დაინაწილეს, ხოლო შემდეგ ეს ძვირფასეულობა ურალსაბჭოს კომიტეტის წევრს იუროვსკის, უმთავრეს ჯალათს და ოპერაციის ხელმძღვანელს გადასცეს რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდნენ უკან, კვლავ მიაკითხეს გვამების ადგილსამყოფელს, ამოიღეს შახტიდან დაანთეს დიდი კოცონი და გულმოდგინედ დაწვეს, ხანძრისაგან დასახიჩრებული სხეულის ნაწილები და ფერფლი დამარხეს და ზედ ბლომად ფიჩხი დააყარეს, ეს მოხდა 1918 წლის ჩვიდმეტ_თვრამეტ ივლისს ღამით,

ყოველივე დიდი ამბავი დიადი თუ შემზარავი ამბობენ, რომ იწერება ვარსკვლავების მიერ ცაზე, საინტერესოა რას ამცნობდნენ იმ ღამეს ვარსკვლავები სამყაროს, აღწერილზე და მოთხრობილზე არა გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენს მიერ მოთხრობილია ყველაზე ზუსტი და უშეცდომო ცნობებით, ჩვენ შევეცადეთ მხოლოდ სხვადასხვა ავტორთა მასალების მიხედვით შედარებითი მეთოდის საფუძველზე შეგვეჯერებინა ყველაზე სარწმუნო წყაროები, ჩვენ აგრეთვე შევეცადეთ არ გვეჩვენებინა ჯალათთა მხრიდან ის სასტიკი მოპყრობა გვამების მიმართ რაც ველურობის ზღვრებსაც სცილდება, მაგრამ ეს კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს.

16 ლავრენტი ბერია 1899_1953 წ,

აღზევება, დაცემა, ცილისწამება, ჭეშმარიტება, სიკვდილის მიზეზი, რეფორმები,

ლ ბერია დაიბადა 1899 წ ჩვიდმეტ მარტს, მისი მამა პავლე ბერია მეფის ჟანდარმერიის დევნის შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო აფხაზეთის მთის სოფელ მერხეულში, რომელიც მთლიანად მეგრელებისაგან შედგებოდა, მისი შვილიშვილი სერგო ბერია გადმოგვცემს, რომ

მართალია ბუნდოვნად ახსოვდა ბაბუა, მიუხედავად ამისა იცოდა, რომ ეს იყო ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანი,

ლავრენტის დედა მართა ჯაყელი იყო ღრმად ღვთისმოსავი, რომელიც შვილის სიკვდილის დროსაც ცხოვრობდა სრულიად მარტოსული თბილისში და შვილის დახვრეტის თუ მოკვლის შემდეგ კი დევნა და გადასახლება განიცადა, მართა ჯაყელი ლავრენტის მამამდე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში ნამყოფი და ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, პავლე ბერიასთან ქორწინებით მას შეეძინა 2 ბიჭი, მათ შორის ლავრენტი და ანნა, რომელიც ბავშვობიდან იყო ყრუ_მუნჯი,

ლავრენტის ძმაც 2 წლის გარდაიცვალა, ამჯერად მთელი ყურადღება მის აღზრდაზე ჰქონდათ გადატანილი,

მართა ახლო ნათესაურ კავშირში იყო სამეგრელოს მთავართა დინასტიურ გვარ დადიანებთან,

15 წლის ასაკში ლავრენტიმ დაამთავრა სოხუმის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, ამის შემდეგ მამამისმა გაყიდა სახლი და გადავიდა საცხოვრებლად ბევრად მდარე სახლში რათა ლავრენტი გაეგზავნა ბაქოში მექანიკა_სამშენებლო ტექნიკურ სასწავლებელში, მალე გაცივებით პავლე გარდაიცვალა, ლავრენტის ცოლი ნინო გეგეჭკორი იყო აგრეთვე თავადაზნაურთა წრიდან გამოსული და ახლო ნათესავი ცნობილი ბოლშევიკის ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორის (ძმისშვილი),

ლავრენტიმ ნინო გაიცნო ქუთაისის ციხეში, როცა მან ბიძამისი მოინახულა, ამით ვასრულებთ ლ  ბერიას ოჯახზე საუბარს, ოღონდ ბოლოს დავძენთ იმას, რომ ლავრენტის დაკავების და ლიკვიდირების დროს ცოცხალია მისი დედა და სიდედრი, რომლებიც ასაკოვნები იყვნენ და გადაიყვანეს მოხუცებულთა თავშესაფარში (კასპის რაიონში) სოფელ წითელ ქალაქში და ამავე სოფლის სასაფლაოზე განისვენებს მისი დედა,

ბერიამ ბოლშევიკებთან კავშირი სერგო ორჯონიკიძის საშვალებით მოახერხა და მის შვილს სერგო სწორედ მისი ნაცნობ_ნათლიობით დაერქვა, ეს ხდება 1929 წ, აი რა ცნობებს გვაწვდის სერგო ბერია მამის ხასიათისა და მისწრაფების შესახებ,

`მამას უყვარდა სპორტი, ოცნებობდა არქიტექტორობაზე, შეძლებისდაგვარად ხატავდა, უყვარდა ისტორიული ლიტერატურა და ეკონომიკის საკითხები, თითქმის არასოდეს არ მინახავს დაელიოს კონიაკი ან არაყი, თუმცა 1 ბოთლი ქართული ღვინო არც თუ ისე იშვიათად ედგა მაგიდაზე,1931 წ ლ  ბერია ამიერკავკასიის ფედერაციის ბოლშევიკთა სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი და პარალელურად საქართველოს ცეკას პირველი მდივანია,

 

1936 წ კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის ფედერაციის სამხარეო კომიტეტი დაიშალა,

1938 წ ს ს რ კ_ს შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ გადაჰყავთ და იმავე წელს ხდება ამავე უწყების სახალხო კომისარი, მისი წინამორბედი ეჟოვი კი ამ დროს შინაგან საქმეთა უწყებასთან ერთად არის ტრანსპორტის საქალაქო კომისარიატის კომისარი, მას ერთი უწყებიდან ათავისუფლებენ და რჩება მეორე უწყების ხელმძღვანელად 1940 წლამდე დახვრეტამდე,

ლ ბერია ეს სახელი და გვარი  მფლობელის სიცოცხლეში შიშის, ძალაუფლებისა და ყოვლისშემძლეობის სიმბოლო იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ყოველგვარი ამორალურობის, სამშობლოს მოღალატისა და დესპოტის,

კაცობრიობის არსებობის ისტორიაში არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა, რომ ამდენი უმაღლესი ხელისუფალი ჩამოცვენილიყოს პირამიდის კონუსური მწვერვალიდან, თითქოს ლოდის სიმძიმის ცენტრი სტალინი ისე იყო გათვლილი ამ არქიტექტურულ ნაგებობაზე, რომ მისი მოცილების შემდეგ ამ ნაგებობის რღვევის შეჩერება არავის ძალუძს, ბერია ამ ნაგებობის მეორე ბერკეტია, ორივე ლოდი ერთი ეროვნებისა არიან, პირველი კოსმოპოლიტური ხასიათის მშენებელია, მეორეც კოსმოპოლიტია, მაგრამ არ ავიწყდება არც თავისი ხალხი, ეს ჩანს მრავალმხრივი მოღვაწეობიდან, თუმცა საკუთარ მოწინააღმდეგეებს ისევე მკაცრად გაუსწორდა, როგორც ისინი უპირებდნენ მას,

მათ რამდენიმე კულტურის მუშაკიც მიაყოლა, ის ამ მხრივ ძალზე გავს ძვველი რომის გამოჩენილ მოღვაწეს ლუციუს კორნელიუს სულას, რომელსაც თავის ცხოვრების ამსახველი ყველაზე მკვეთრი ნიშან_თვისება წააწერეს საფლავის ქვაზე `აქ წევს სულა, რომლის მსგავსად არავის არ მიუზღავს სიკეთე მეგობრისადმი და ბოროტება მტერთადმი~, ამრიგად ბერიას რეპრესიები ცალმხრივად არ უნდა აიხსნას, ის შესაძლებელია აკეთებდა იმას რაც მას მოელოდა სხვებისაგან, მოქნეული და მოზომილიც არავის უნახავს მედიცინაში, როდესაც სიმსივნეს ჭრიან მას იღებენ ისე, რომ ცოტაოდენ ჯანმრთელ ნაწილსაც მიაყოლებენ, რათა ავადმყოფი ნაწილის ნასახიც არ დარჩეს,

ბერიას შესახებ თითო ოროლა წერილი თუ არსებობს მის დასაცავად ან დანაშაულის შესამსუბუქებლად, არც ჩვენ არ ვეცდებით მის დაცვას, ჩვენი მიზანია გავარკვიოთ მხოლოდ ის რასაც ქართული და პოსტსაბჭოთა პრესა იყენებს, ეს სანახევროდ მიმართულია ქართველი ერის მიმართაც, არავინ კი არ ცდილობს ამას მიხვდეს და ახსნას, დღემდე ხელმიუკარებელია კომუნისტური პერიოდის ეს არქივები და წერენ მხოლოდ იმას, რომ მას ბევრი საყვარლები ჰყავდა და სხვადასხვა ბინძურ საქმიანობას მიაწერენ, ასეთი ხალხის მოძებნა არასოდეს არ ყოფილა ძნელი, ამით ის მინდა ვთქვა, რომ ეს მტკიცება არ არის არც კვლევაა თუმცა ამით არც იმას ვამტკიცებ, რომ ეს ასე არ ყოფილა,

რუსეთის პერიოდულ პრესაში ჟურნალ როდინაში

1993 წ #11 ბერიაზე დაიწერა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის სტარკოვის წერილი სადაც ბერია წარმოდგენილია გარკვეულ ასპექტებში პოზიტიურ ფიგურად, ჩვენ არც იმას არ ვეცდებით, რომ მისი ერთი დადებითი თვისებით გადავფაროთ სხვა ყველა ნეგატიური, მაგრამ შეფასებები უნდა დავიდეს მიახლოებით ყველაზე ობიექტურამდე,

სტალინსა და ბერიას შორის თავმოყრილ მასალათა საფუძველზე ბოლო პერიოდში ჟონავს დაპირისპირების ფაქტები, როგორც იდეოლოგიის აგრეთვე სახელმწიფოს შენების საქმეში,

არსებობს სტალინის მოსაზრებები კიდეც რეფორმაზე და თვითონვე ამბობს, რომ რეფორმები უნდა დაიწყოს შედარებით ახალგაზრდა კაცმა და საერთოდ არაფერი არ გამიგია ისეთი, რომელსაც განახლება არ სჭირდებაო, ერთადერთია ქრისტეს რელიგია, რომელზეც რენანი წერს `ამ რელიგიის შექმნაDშივე დევს მისი განახლების საფუძველი~,

მაინც რაზეა ყურადღება გამახვილებული სტარკოვის წერილში,

1 ასთორმეტი დღე, რომელიც გაატარა ბერიამ სტალინის გარეშე შესწავლილი არ არის,

2_1953 წ 9 მარტს ბერიამ ხალხს აღუთქვა სტალინის დაკრძალვაზე იმ უფლებების გარანტია და დაცვა, რომელიც მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული,

3 მან მიქოიანთან პირად საუბარში განაცხადა, რომ უნდა იქნეს აღდგენილი კანონიერება, არ შეიძლება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მოთმენა, ქვეყანას ყავს უამრავი პატიმარი, მათი დიდი ნაწილი უნდა განთავისუფლდეს შ ს ს უნდა შემცირდეს, ჩვენ მათი სახით გვყავს ზედამხედველური ორგანო და არა დამცველი, შ ს ს  ამ პერიოდში ითვლიდა 374 800 ადამიანს,

4 მას სურდა 2 გერმანიის გაერთიანება და ბალტიისპირეთის ქვეყნების გათავისუფლება იმპერიის მარწუხებიდან, ამ ქვეყნებს იმ პერიოდში ჰყავდათ უამრავი პოლიტპატიმარი,

 

5_1953 წ აპრილში ოფიციოზს ბერიას მხრიდან მიეცა მითითება, რომ სტალინის მიმართ შეეწყვიტათ ხოტბა და სურდა ხრუშჩოვზე დიდი მასშტაბით ემხილებინა სტალინის პიროვნების კულტი,

მოკლედ რომ ვთქვათ რეფორმები და რეფორმები, ამის ინიციატორად თვითონ გამოდიოდა და რა თქმა უნდა იდეოლოგიური ორგანიზმი მას ავტომატურად თავის ადგილას მოათავსებდა რომ ის იქნებოდა ამ ქვეყნის ლიდერი, ყოველივე ეს გამოიწვევდა კადრების ცვლას მაღალ ეშელონში და კიდევ ბევრ გადაადგილებას მოვლენების კონიუქტურაში,

ერთი სიტყვით მან თავისი მოსალოდნელი ნაბიჯებით დააფრთხო  ყველა ირგვლივ მყოფი, ისიც იცოდნენ, რომ ჩვეულებრივი უბრალო წესების დაცვით კამათით, პოლიტიკური ინტრიგით ვერ დაძლევდნენ, რჩებოდა ერთადერთი ლიკვიდირება, ყოველივე ეს გადააბარეს სიკვდილის ობიექტს ნიკიტა ხრუშჩოვს, მსოფლიო ისტორიას არც თუ იშვიათად აქვს ასეთი მაგალითები, , რომ ზოგჯერ ყველაზე ბოგანო ბრიყვი გიგანტურ ნაბიჯს დგავს და მას უმართლებს, მაგრამ გადავიდეთ ბერიას დაკავების ფაქტზე, მეტწილად მასზე გვაწვდიან ისეთ ცნობებს, რომ მას უნდოდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ უფრო სწორად ის ამას კი არ აპირებდა, არამედ მისი ეშინოდათ, ეს მოგვიანებით მარშალმა ჟუკოვმა კიდევაც თქვა სერგო ბერიასთან ლაპარაკში,

ბერიას ლიკვიდირება მოახდინა ხრუშჩოვმა და შემდეგ მოაწყო სასამართლო ფარსი,

ბერია დააკავეს 1953 წ 28 ივნისს, სასამართლო პროცესი ჩატარდა თვრამეტ ოცდასამ დეკემბერს დახურული სახით, საუკუნის პროცესი ჩატარდა ისე, რომ ყველა სხვადასხვა სახით გვიხატავს ამ პროცესს და არსად არ არის მწყობრი სისწორე დაცული, შეთქმულებას, რომელიც ხრუშჩოვის მეთაურობით ჩატარდა ბერიას ოპონენტები ასე აღწერენ `თავმჯდომარის ადგილზე ხრუშჩოვი იჯდა, ხელმარჯვნივ მოლოტოვი, მის გვერდით ბულგანინი, მალენკოვი კარებთან, მის ახლოს ბერია, ამ უკანასკნელის პირდაპირ ვოროშილოვი, მალენკოვი ტექსტის კითხვას ამთავრებს, როგორც ხედავთ ბერია არა მარტო შინაური არამედ საერთაშორისო მასშთაბის მტერი გამოდგა, წინადადება შემოგვაქვს იგი დაპატიმრებულ იქნეს, გენერალმა ბატიცკიმ პარაბელუმი

ამოიღო, იუფერევმა  ტ ტ  , ბერია თავჩაქინდრული იჯდა და გამალებული ფანქრით წერდა ქაღალდზე, შემდგომში აღმოჩნდა, რომ მას ერთადერთი სიტყვა  ს ო ს  გამოჰყავდა, შემდგომ აღწერილია მის დაკავებასთან დაკავშირებული ყველა ელემენტი, იარაღის აყრა, პენსნეს მოხსნა, შემდეგ სიკვდილმისჯილი იმავე შტაბის ბუნკერში დახვრიტეს, გიმნასტურა გახადეს, საცვლებით დატოვეს, ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ხის ფარზე დამაგრებულ კაუჭზე მიაბეს, ფარი იქ მყოფთ ასხლეტილი ტყვიისაგან იცავდა,

პროკურორმა ბერდუნკომ განაჩენი წაიკითხა,

ბერია_ნება მომეცით მოგახსენოთ,

ბერდუნკო_შენ უკვე ყველაფერი თქვი და თან ბრძანებს `პირში ცხვირსახოცი ჩასჩარეთ~,

ბატიქსტი_ამხანაგო მეთაურო ნება მომეცით ბრძანება შევასრულო, ამოიღებს თავის პარაბელუმს, ფრონტზე ამით ბევრი არამზადა გამიმგზავრებია იმ ქვეყანაზე,

ბერდუნკო_მოიყვანეთ განაჩენი სისრულეში,

ბატიქსტიმ ჩახმახს გამოჰკრა თითი, ტყვიამ შუბლში გაუარა, სხეული თოკებზე ჩამოეკიდა, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს,

მარშალ კონევისა და სხვა სამხედრო პირთა თანდასწრებით, არ წერია თუ ეს დოკუმენტები რა წყაროებით იკვებება,

ახლა დავუბრუნდეთ, როგორ აღწერს სერგო ბერია მამის დაკავების დღეს,

`იმ დღეს კრემლში უნდა ჩატარებულიყო სხდომა, მაგრამ რატომღაც გადადეს, მამა წავიდა სახლში, რადგან ჩვეულებრივ ასე სადილობდა ხოლმე,

დაახლოებით შუადღეს მამის თანაშემწის ვანიკოვის კაბინეტში დარეკა ტელეფონმა, მირეკავდნენ მფრინავი გამომცდელი ამირხან სულთანი და მფრინავი სერგეი ანუხინი, მათ მამცნეს სერგო თქვენს სახლთან იყო სროლები და თუ გინდა ჩვენი დახმარებით გადაგაფრენთ ფინეთს ან შვედეთსო,

 

ეს ვუამბე ვანიკოვს და მაშინვე გავეშურეთ სახლისაკენ, სახლს მინები ჩამსხვრეული ჰქონდა, იდგა 2 ჯავშანმანქანა და სახლი სამხედროების ალყაში იყო, ჩვენ არ მიგვიშვეს ახლოს და კვლავ მანქანისკენ დავბრუნდი, როცა გავიგე ერთერთი მამას მცველის მხრიდან ასეთი სიტყვები, სერგო მე დავინახე როგორ გამოჰქონდათ საკაცეებით ბრეზენტგადაფარებული გვამები, აი აქ ნათელი ხდება, რომ ესენი ბერია და მისი მცველები იყვნენ, შეთქმულების ორგანიზატორი იყო ხრუშჩოვი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო ხელისუფლების პირველი პირების გარეშე და ისინი უცბად დააყენა ფაქტის წინაშე,

ამის შემდეგ რა თქმა უნდა ბერიას წინააღმდეგ ისინი ყველანაირ ცილისწამებაზე წავიდოდნენ და კიდევაც წავიდნენ,

 

ბერიასთან ერთად დახვრიტეს ყველა ისინი ვისაც მის თანამოაზრედ თვლიდნენ, მათი რიცხვი ასეულებზე მეტია, ეს პერიოდი არის საბჭოთა იმპერიის გზაჯვარედინი, რომლის შემდეგ იწყება ამ სახელმწიფოს ნელი დაცემა, შემდეგ კი ვარდნა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / თეზელიშვილი ბ. / სიკვდილით დასჯილი გამოჩენილი ადამიანები