ავთანდილ შულავრელი

 XVIII საუკუნის  ქართველი ხუროთმოძღვარი. ააშენა  ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფ. წესთან ( ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). მისი სახელი მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში:"ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბძანეთ". მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი  1753 წელს აუგიათ. ტაძარი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშია.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ავთანდილ შულავრელი