ავრელი აქოლისი

 ძველი  მცხეთის ხუროთმოძღვარი და  მხატვართუხუცესი. მოხსენიებულია სამთავროს სამაროვანზე ნაპოვნ (1939) ბერძნულ ეპიტაფიაში (IV ს.). ტერმინ "მხატვართუხუცესის" ( ბერძნ. - არქიზოგრაფოსი) არსებობა იმდროინდელი საქართველოს მხატვრული და ხუროთმოძღვრული კულტურის მაღალ დონეს მოწმობს.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ავრელი აქოლისი