ნავერიანი სანდრო

 

შეილა

 

 

 

  ჩემი ცოლი, უბრალოდ, გენიოსია.

ამერიკელია, ნიუ-მექსიკოელი, ალბაკერკში გავიცანი. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, რაღაც სახელმწიფო პროგრამაში გავიმარჯვე და როჩესტერის კოლეჯში გამიშვეს. მშვენივრად ვსწავლობდი – აქ, ჩვენთან რო იტყვიან ფრიოადოსანიო, აეგეთი ვიყავი.

კოლეჯში ერთი მეგობარი მყავდა, ბილლი. კარგი ბიჭი იყო, გემოვნებიანი და მაგარი მექალთანე, ყველგან ქალები ყავდა. თან ლამაზ-ლამაზი. ერთხელ მოვიდა ეს ბილლი და მეკითხება, ელეის ნახვა არ გინდაო? ლოს ანჯელესის ნახვა ვის არ უნდა! თან გზაში ლას ვეგასშიც შევივლითო. ავტობუსით წავედით.

აღარც კი მახსოვს ლას-ვეგასამდე რამდენი ვიარეთ, მარა როცა ჩავედით ძალიან გამიხარდა.

ლას ვეგასი განათებული და მაღალი ქალაქია, შეიძლება ითქვას ლამაზიც, მარა მე მაინც საფრანგეთის როელიმე ორსართულიანი სოფელი მირჩევნია. ეს ბილლისაც ვუთხარი, როელსაც ძალიან გაუხარდა და მაშინ წამო, აქვე, ახლოს, ალბაკერკში, ზუსტად ეგეთი დაბალი ქალაქია, ჩემი მეგობარი გოგო შეილა ცხოვრობს, დიდი ხანია არ მინახავს და ვინახულოთო. წამო-მეთქი.

ალბაკერკი მართლაც ახლოსაა ლას ვეგასთან და ჩვენც მალე ჩავედით. როცა ბილლიმ შეილას სახლი დამანახა შემეშინდა, იქ ვერ შევალ, შეიძლება თავზე დამენგრეს-მეთქი. მარა ბილლიმ მითხრა, ნუ გეშინიაო. პარმაღზე შეილას მამა შემოგვეგება და ხმამაღლა შემოგვაბოყინა. მერე ბრეტელებიანი მაისურიდან ამოვარდნილი ღიპის ქვედა ნაწილი გაზიპიული მსუქანი თითებით მოიფხანა და ვინ ჩემი ფეხები ხართ, აქ რატო მოეთრიეთო.

ბილლიმ აუხსნა ვინც ვიყავით და ვისთანაც ვიყავით და შეილას მამამ შეილას გასძახა, გამოეთრიეო. შეილამ სახლიდან გამოსძახა ფაქოფო – ფუცკ ოფფ. მოკლედ, ბოლოს ჩვენ შევედით.

შეილა ლოგინზე წამოკოტრიალებული დაგვხვდა, ტელევიზორს უყურებდა. შეილა ლამაზი გოგო იყო, ძალიან ლამაზი. დავინახე და მომეწონა. ისე მომეწონა, რო ბილლის ბოდიში მოვუხადე, ელეიში ვეღარ წამოვალ-მეთქი და შეილასთან დავრჩი. რა თქმა უნდა შეილასაც მოვეწონე, ან შეიძლება იმდენი ამერიკული როანტიული კინო ჰქონდა ნანახი, რო ჩემგან სწორედ იმ როანტიკას ელოდა და დიდი სიხარულით დამიტოვა.

ორი დღე მე და შეილას ისეთი სექსი გვქონდა და სექსის შემდეგ ისეთი ნასიამოვნები სახეები, რო შეილას მამას ხმა არ ამოუღია – უხაროდა შვილს ასეთ ბედნიერს, რო ხედავდა.

როანტიკა და ამერიკული კინო იქით იყოს და შეილა მართლა შემიყვარდა. ორ დღეში. ცოტა ხანში კი საქართველოში წამოსვლა და ცოლობა შევთავაზე. ჰაუ როენთიქო – ჰოწ როანტიც – მითხრა და ჩამეხუტა.

ერთი სიტყვით, მეგონა შეილა წუმპედან ამოვათრიე – უდაბნოდან წამოვიყვანე და ოაზისში დავასახლე. ცხოვრება ვანახე, თვალი ავუხილე-მეთქი, მარა მაშინ წამითაც ვერ ვიფიქრებდი, რო ეს პროვინციელი ქალი, რომელიც ფილმების ყურების მეტს არაფერს არ აკეთებდა, ჩემს ცხოვრებას ყირაზე დააყენებდა და ისე გამომიყენებდა, უკანალის გამოსაწმენდადაც აღარ ვივარგებდი.

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ერთმანეთი გვიყვარდა და შეილა, რბილად რო ვთქვა, ჩემთან სექსზე აფრენდა. ისევე, როგროც მე ვაფრენდი მასთან სექსზე.

შეილა ისეთი სიხშირით და ისეთი სისწრაფით ამყარებდა ჩემთან სქესობრივ კავშირს, რო ძალიან ხშირად მეშინოდა, სასქესო ორგანო არ გამიცვდეს-მეთქი. თუმცა, უნდა ვაღიარო – ეს ის სექსი იყო, როელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს.

ბედნიერი ვიყავი.

მარა სამი კვირის წინ ყველაფერი შეიცვალა:

სამსახურიდან სახლში რო დავბრუნდი კარი შეილამ გამიღო. მას აკვალანგისტის კოსტუმი ეცვა, ხელზე რეზინის ხელთათმანები ეკეთა და ფეხზეც რაღაც რეზინის ეცვა. იატაკზე და კედლებზე კი, ყველგან, პარკი იყო აკრულ-დაფენილი.

– რა ხდება? – ვკითხე შეილას.

– შენთან სალაპარაკო მაქვს.

– კარგი, მარა ეს რა გაცვია? ან ეს პარკები რა საჭიროა?

– მე და შენ სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ, მე ასე აღარ შემიძლია, ჩემი ორგანიზმი ამდენს ვეღარ გადაიტანს, მოვკვდები.

– რა ხდება გამაგებინე, რამე სიურპრიზს მიმზადებ, ხო?!

– სანდრო!!!

– ვიცოდი, კარი გამიღე თუ არა ეგრევე მივხვდი... ერთი წამი მაცადე, ყავას დავისხამ...

– სანდრო, ყავის დრო არ არის...

– სულ ორი წუთი... ორი წუთი არაფერს წყვეტს... ეს პლასტმასის ჭიქები საიდან მოიტანე?.. ჩემი ჭიქა სად არის?

– გადავაგდე.

– რატო? ხო იცი, როგორ მიყვარდა ის ჭიქა?!

– სანდრო, რა დროს ჭიქაა, სალაპარაკო მაქვს.

– ხო, კაი, სხვა ჭიქაში დავისხამ... სხვა ჭიქები სად არის?

– ყველა ჭიქა გადავაგდე...

– ვერ ვხვდები... აბა ამ პლასტმასის ჭიქით დავლიო?

– გთხოვ, სანდრო, დროზე...

– კაი, ახლავე... ჩაიდანი სად არის?

– ეგეც გადავაგდე.

– რატო, რატო, შეგიძლია გამაგებინო რატო გადაყარე ჭიქები და ჩაიდანი? აბა, როგორ დავლიო ყავა?

– მაცივარზე პლასტმასის თერმოსია და იმაშია ადუღებული წყალი.

– მაცივარს რა ჭირს, ესეც პარკებში რატოა?

– სანდრო, შეგიძლია დაისხა დროზე ეგ ყავა და მოხვიდე?

– კარგი, მოვდივარ საყვარელო, მოვდივარ. შაქარს ჩავიყრი და მოვდივარ. კოვზები სად წაიღე?

– მაცივარზე, თერმოსის გვერდით პლასტმასის კოვზები ყრია და ის აიღე.

– რას მიმზადებ? რაღაც ძალიან უცნაურს არა? ცნობისმოყვარეობა მკლავს! აი, მეც მოვედი. აბა, გისმენ, საყვარელო.

– სანდრო, ძალიან გთხოვ, ყოველგვარი კითხვების გარეშე ადექი, ტანზე გაიხადე, იატაკზე რო დიდი პარკი დევს აიღე და ის ჩაიცვი რაც იმ პარკში აწყვია.

– ნუ მაინტრიგებ...

– სანდრო, ხო გთხოვე?!

– კარგი, კარგი, ყავა გამომართვი!..

– არ მომეკარო! რა გითხარი?! არ მომეკარო, დადგი ჭიქა იატაკზე და გააკეთე ის რაც გითხარი.

– ცოტას მაშინებ...

– გთხოვ, სანდრო!

– კარგი.

ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც შეილამ მთხოვა და ზუსტად ხუთ წუთში შეილას წინ ვიჯექი აკვალანგისტის კოსტუმში, რეზინის ხელთათმანებსა და რეზინის ბოტებში გამოწყობილი.

ცხოვრებაში ასეთ უცნაურ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. მეგონა აი, ახლა შემოაღებენ კარს და მეტყვიან გაები მახეშიო, მარა არც არავინ შემოსულა და შეილას ისეთი მობილიზებული სახე ჰქონდა დავრწმუნდი, რო მახე და ფარული კამერა არაფერ შუაში იყო – ჩემი ცოლი ძალიან სერიოზულად აპირებდა ჩემთან რაღაც საკითხის გარჩევას.

– სანდრო, ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო, ან რით დამეწყო, მარა რაც დავალაგე ყველაფერი იმ წამს აირია როცა კარი გაგიღე. ვიცი, ახლა რასაც გეტყვი შენთვის ძალიან რთული გადასატანი იქნება, მარა დამიჯერე, ჯობია ყველაფერი იცოდე.

– რაზე ლაპარაკობ?

– გთხოვ, სანდრო, ნუ მაწყვეტინებ, ისედაც სტრესის ქვეშ ვარ, ძალიან მიძნელდება... ერთი სიტყვით, სანდრო, ხო იცი, მე, შენ ყველაფერს მირჩევნიხარ, შენზე მეტად არავინ მიყვარს და არც არასოდეს მეყვარება, შენ ის ადამიანი ხარ, რომელმაც მე თვალი ამიხილა და ცხოვრება მანახა, შენ პირველი კაცი ხარ ჩემ ცხოვრებაში, რომელთანაც სიყვარულის გამო ვარ.

ყველაზე მეტად მიყვარხარ და მინდა იცოდე, რო ჩემი სახით შენ გყავს მეგობარი, რომელიც შენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს...

– არ მინდა ყველაფერი, მარტო ის მინდა რო გამაგებინო რა ხდება... ნუ მაშინებ... რა ხდება, გამაგებინე!

– სანდრო, გახსოვს, ზავინულის კონცერტიდან სახლში რო დავბრუნდით და სამზარეულოში, მაგიდის ქვეშ სექსი რო გვქონდა?

– კი, მახსოვს...

– ის თუ გახსოვს, სანამ გავათავებდით უცბათ რო შევხტი და გვერდზე გადაგაგდე?

– კი, მახსოვს... მერე რა, მაშინ ხო გული აგტკივდა?

– არა, გული არაფერ შუაში არ ყოფილა.

– აბა?

– ის თუ გახსოვს, მეორე დღეს, საღამოს, რო მკითხე გული როგორ გაქვსო და რო მაკოცე და კიდე რო შევხტი?

– კი მახსოვს. არც ის ყოფილა გულის ბრალი? და არც მესამე და მეოთხე დღეს?

– არა, გულს ცხოვრებაში არ შევუწუხებივარ... ისიც გახსოვს, შენი შეფის აგარაკზე კაბინეტში სექსი რო გვქონდა?

– კი. მაშინ არ აღმოჩნდა, რო ეპილეპტიკი ხარ?

– არა, სანდრო, ეპილეპტიკი არასოდეს ვყოფილვარ.

– შეილა, ნუ გამაგიჟე, გთხოვ, მითხარი რა ხდება?

– სიმართლე მინდა იცოდე.

– რა სიმართლე? რო გულს არასოდეს შეუწუხებიხარ და არც ეპილეპტიკი ხარ? იქნებ ისიც მითხრა მთვარეული არ ვარ და ძილში არ ვკანკალებ და არ ვხტუნავო?!

– ხო, არც მთვარეული ვარ!

– მეტი აღარ შემიძლია, გამაგებინე რა ხდება, ეს რა ხუმრობაა?!

– ეს ხუმრობა არ არის.

– აბა, რა არის, რა?

– სანდრო, გთხოვ, მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, სულ დაგაბნიე...

– ხო, დამაბნიე! დამაბნიე და მაგრად მანერვიულე... მოდი ჩაგეხუტო...

– არა, არ მომეკარო!.. მორჩა, პირდაპირ გეტყვი, მე და შენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ.

– რაა? რას ლაპარაკობ შეილა?! მე შენ მიყვარხარ, უშენოდ ერთი წამითაც ვერ ვიცოცხლებ. ვინმესთან მიღალატე და სინდისი გქენჯნის? საყვარელო, არაფერი არ მაინტერესებს, ყველაფერს გპატიობ, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ გინდა მთელ არმიასთან წოლილიყავი, მთავარია, რო ეგ, იყო. ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი?!

– სანდრო, არავისთან არ ვწოლილვარ, შენთვის არ მიღალატია, უბრალოდ, ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ.

– რატო, რატო?

– სანდრო, ძალიან გთხოვ, ნუ ტირი...

– რა მოხდა ასეთი?

– სანდრო, დაწყნარდი და შემომხედე! აი, ეგრე! სანდრო, შენთან, უბრალოდ, იმიტომ ვერ ვიცხოვრებ, რო შენ ელექტროენერგიას გამოყოფ.

– რაა?

– უკვე ერთი თვეა რაც დენს მირტყამ. ამიტომაც ვხტუნავდი სექსის დროს. თავიდან არც ისე დიდ ძაბვას გამოყოფდი, მარა შენი დირექტორის აგარაკზე იმიტომ გავითიშე, რო ძაბვა მოგემატა და ჩემმა ორგანიზმმაც ვეღარ გაუძლო მაგდენს. წარმოიდგინე რო ყოველდღე ასეთ დარტყმებს ვღებულობდე რა დამემართება. მხოლოდ ეს არის მიზეზი და მეტი არაფერი. მთვარეულიც არ ვარ. ძილში მარტო მაშინ ვკანკალებ და ვხტუნავ როცა შენ მეხები.

– ეს რა ხუმრობაა? გული რატო გამიხეთქე?

– სანდრო, გაიხედე ირგვლივ, ყველაფერი პლასტიკატისაა, ლითონის რაც კი იყო ყველაფერი გადავყარე, სახლში აკვალანგისტის კოსტუმით დავდივარ და გგონია, რო ეს ხუმრობაა?

– მართლა მაგრად მანერვიულე.

– ვიცოდი რო არ დამიჯერებდი!..

– ისე კარგად კი გამოგივიდა...

– სანდრო, აი, ის ნათურა აიღე პარკში როა გახვეული და აქ მოიტანე. ახლა გახსენი და ნათურის ხრახნს ხელი მოკიდე. ნუ გეშინია. მასე. ხედავ? კარგი, გეყოფა!.. ჩააქრე!.. გაუშვი ხელი!.. გაუშვი!.. გეყოფა-მეთქი!.. ჩააქრე ნათურა!.. ახლა გჯერა ჩემი?

შეილასი დიდი ხანი არ მჯეროდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველაფერი ავანთე, ტელევიზორი ჩავრთე, ელექტროჩაიდნით წყალი ავადუღე, მაცივარი ავახრიგინე, მობილური დავტენე და ბოლოს ამპერმეტრი მივიდე შუბლზე და 220 ვოლტი აჩვენა, აი მაშინ დავიჯერე ყველაფერი.

ყველაფერი უცებ შეიცვალა: წარმოვიდგინე როგორ მიმატოვებდა შეილა და როგორ ვეღარ გავეკარებოდი ვეღარასოდეს ადამიანებს, მარა არც ისე ცუდად დამთავრდა ამბავი. შეილამ არ მიმატოვა –უკვე ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა:

გულახდილი საუბრის შემდეგ კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. პირობები გამაცნო და გამომიწოდა ორი თაბახი, რომელზეც კონტრაქტორი მხარეების ხელმოწერები უნდა ყოფილიყო. შეილას ხელმოწერა უკვე დასმული იყო, ჩემიღა აკლდა.

სხვა გზა არ მქონდა – მოვაწერე.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეილამ ფრანგ ენერგო-ინვესტორებს ჩემი თავი ჩემთვის უცნობ თანხად, ორმოცი წლით გადასცა და ფრანგებმა წამიყვანეს.

მე, თბილისს ელექტროენერგიით ვამარაგებ. ქვესადგურიდან ვერსად ვერ გავდივარ და როგორც ფრანგები მეუბნებიან, ორმოცი წლის შემდეგ გავალ იმიტო, რო ექსპლუატაციის ვადა გამივა. შეილა კი ყოველ კვირას კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთ საათს ჩემთან ატარებს – ტირის და მეუბნება, რო ძალიან ვუყვარვარ და უჩემოდ არ შეუძლია ცხოვრება. წასვლის წინ კი გაღიმებული ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და მეც ვცდილობ დავიჭირო ის კოცნა, რომელიც ოფიციალურად მეკუთვნის.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნავერიანი სანდრო / შეილა