აია-სოფია.

 (ასევე ჰაგია-სოფია,ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია,რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ,ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში,თურქეთი.მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს,სწორედ იმ პერიოდში იყო ბიზანტია მისი განვითარების უმაღლეს წერტილზე.ბიზანტიის იმპერიის ხანაში "აია სოფია" საიმპერატოროსასახლის გვერდით იქნა აგებული კონსტანტინეპოლის ცენტრალურ ნაწილში.დღესდღეობით კი იგი სტამბულის ისტორიულ რაიონს წარმოადგენს (სულთანახმეტის რაიონი).1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და დღემდე მუზეუმს წარმოადგენს.1985 წელს კი იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა.1000 წლის მანძილზე აია სოფია ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენდა მსოფლიოში,მანამდე სანამ წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდებოდა რომში.მისი სიმაღლე 55,6 მეტრია.ხოლო გუმბათის დიამეტრი 31 მეტრი.მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანრინეს სახელს უკავშირდება და ტაძრის აგება დაიწყო 324 წელს და დასრულდა 337 წელს.მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი.სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო (ერთ-ერთი ქრისტიანული სწავლება IV-VI საუკუნეებისა),380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდორიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს ტავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული).404 წელს სახალხო აჯანყების დროს აია სოფია გადამწვარ იქნა,თუმცა გაანახლეს.415 წელს კი იგი კვლავ ხანძრის მსხვერპლი შეიქნა.იმპერატორ თეოდორიუს II-ის ბრძანებით ამავე ადგილას აგებულ იქნა ბაზილიკა,თუცა ისიც ააჯანყებას ემსხვერპლა 532 წელს.ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის (483-565 წლები) ბრძანებით კი დაიწყო ამავე ადგილზე გრანდიოზული ტაძრის აგება,რომელიც ბიზანტიის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლო უნდა გამხდარიყო.ყოველდღიურად ტაძრის მშენებლობაზე 10000-მდე ადამიანი მუშაობდა.მის ასაგებად გამოყენებულ იქნა საუკეთესო ხარისხის მარმარილო და სხვა სამშენებლო მასალები.ეს ძვირფასი მარმარილო კი მოჰქონდათ ნომიდიიდან,პროკონისადან,კარისტადან და იერაპოლიიდან.ტაძარი მოპირკეთებულ იქნა ოქროთი,ვერცხლით და სხვა ძრირფასი მეტალებით.აია სოფიას სახელი "დიდებული" უკვე მშენებლობის პერიოდში მიენიჭა.ტაძრის აგების შემდეგ ისტორიის ქარტეხილებმა მრავალჯერ გადაიარეს მის თავზე,იგი მოწმეა კონსტანტინეპოლის დიდი ისტორიისა (ჯვაროსნული ლაშქრობები,ხელიდან ხელში გადასვლისა,ქრისტიანებისა და მუსულმანების მიერ) და ასე შემდეგ).989 წელს ძალიან დააზიანა მიწისძვრამ,თუმცა შეკეთებულ იქნა.1204 წელს აია სოფიაში იყო დაბრძანებული ყვლასათვის ცნობილი "ტურინის სუდარა".1453 წლის 30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსულმანურ სალოცავად და მიაშენეს ოთხი მინარეთი.კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული.ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება,როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს,განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:?????),უფალ იესო ქრისტეს,როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.დღესდღეობით აია სოფია იმ უნიკალურ ტაძარს წარმოადგენს,რომელიც საუკუნეების წინ ბიზანტიის (რელიგიურ-კულტურულ),შემდეგ რომის საღვთო იმპერიის (რელიგიურ-კულტურულ),ოსმალთა იმპერიის (რელიგიურ-კულტურულ) და ეხლა თურქეთის უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს,რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.მიუხედავად უამრავი ისტორიული ეპიზოდებისა,აია სოფიას ტაძარში ხელშეუხებლად არის შემორჩენილი წმინდა ხატები,რომლის ნაწილიც განადგურებულ იქნა თუმცა დიდი ნაწილი კვლავ თავისი პირვანდელი ბრწყინვალე სახით არის წარმოდგენილი.აია სოფია მართლაც მსოფლიოს მერვე საოცრებაა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / აია-სოფია.