ნასარიძე გიგა

 

შინაგანი გამოძიება

 

 

ანტი დეტექტივი

 

 

 პალატის კედლები, რომელშიც ალბათ ვიწექი, ასევე ალბათ, ღია მწვანედ იყო შეღებილი საავადმყოფოში მომწარო სუნი იდგა და შიგადაშიგ ჩურჩული და ფეხაკრეფით მოსიარულე ავადმყოფების, ექიმების თუ მნახველების ნაბიჯების ოდნავ გასაგონი ხმები ისმოდა.

 

 მეხსიერების დაძაბვა როგორ ხდება? ეს იყო პირველი აზრი რაც ჩემს გახვრეტილ თავში მოვიდა მას შემდეგ რაც გამოძიების გადაწყვეტილება მივიღე. აზრმა საკმაოდ შემაშინა. აზრს პასუხი არ ქონდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ყოველ შემთხვევში იმ მომენტში.

 

 სხვა გზა არ იყო გმოძიებას მეორე კუთხიდან უნდა მივდგომოდი, ანუ მოწმეების და თვითმხილველების ჩვენებები გამეანალიზებინა. თვითმხილველი და მოწმე ვერა, მაგრამ მათთან მაქსიმალურად მიახლოებული ორი პირი, ექიმი და ჩემი ცოლი გახლდათ. აჰა, რა თქვა ექიმმა??? რა თქვა ჩემმა ცოლმა??? თუ ექიმის ნათქვამს ვენდობით და გავაანალიზებთ, თუმცა რატომ მრავლობით რიცხვში აქ ხომ ჩემს გარდა არვინაა, ყველა მარტოა თავის კომაში, ვენდობი და გავაანალიზებ, ვიღაცამ მესროლა მაშინ როდესაც მე ვიჯექი და თან სავარაუდოდ მანქანაში ვიჯექი, იმიტომ რომ ტყვიის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ და ზემოდან ქვემოთ. ჩემი აზრით მე ვიჯექი გაჩერებულ მანქანაში მარჯვენა მხარეს, ან მძღოლის გვერდით, ან მძღოლის გვერდით სვარძლის უკან. მოვიდა ვიღაც და მესროლა თავში.

 

 რა თქმა უნა შეიძლება იყოს სხვა ვერსიებიც მაგრამ ყველაზე რეალურად ეს მეჩვენა და... მოიცა, ვიღაც შემოვიდა...

 

 – ტვინის აქტივობა დაფიქსირდა რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ რომ სულ მალე შეიძლება რამდენიმე დღეშიც კი...

 

 მოიცა მოიცა, ეს იგივე მზრუნველი ხმა ჩემზე ამბობს რომ რამდენიმე დღეშიო...

 

 – თქვენი და...

 

 დაო?! ესე იგი პალატაში მარტო არ ვარ? კიდევ ერთი კომატოზნიკი მიწევს გვერით? და თან ქალი?! რა საავადმყოფოა ეს?! რა ჯანდაბაა?! ვის გაუგია კომაში მყოფი პაციენტების ერთ პალატაში განთავსება?! და თან ქალის და კაცის?!! ნუთუ იმდენი ფულიც კი არ მაქვს რომ ჩემს ცოლს წესიერ ჰოსპიტალში მივეყვანე?

 

 – გონს მოვიდეს. – დაასრულა ამასობაში ექიმმა და საპასუხოდ აღფრთოვანებული ქვითინიც მიიღო, ქვითინებდა შუა ხანს მიტანებული ქალბატონი, სავარაუდოდ რამდენიმე კილოგრამით სასურველზე მძიმე და თამბაქოს მოყვარული, კილოგრამები ჩემი ვარაუდი იყო ხოლო თამბაქოსმოყვარულობა კი ქვითინის ხმაზეც ეტყობოდა ჩემი ბედისა და პალატის მოზიარის დას.

 

 როგორც იქნა ფარდის გადაწევის ფეხის ხმისა და კარის გახურვის ხმა გავიგონე, ცოტა დავმშვიდდი ცოლსაც თითქმის შევუნდე რომ აქ გამამწესა სადაც ოდნავ უფრო მომწარო სუნი იდგა ვიდრე წესიერ საავადმყოფოებში რომლებშიც პალატებიც თითო კომატოზნიკისთვის იყო განკუთვნილი და არა მთელი ლეგიონსთვის და სადაც საშულებას მომცემდნენ წესიერად და მშვიდად წარმემართა გამოძიება. სწორედ ეს უკანასკნელი ჭირდა აქ და ამ უკანასკნელის გაჭირვება მიშლიდა ნერვებს რადგან ის იყო დავიწყე ფიქრი რომ უთუოდბევრი თუ არა საკმაოდ უნდა მქონოდა ფული, რადგან საკმაო აკადემიური ლექსიკით ვაწარმოებდი შინაგან გამოძიებას და თან მანქანაშიც ვიჯექი გასროლის მომენტში, რომ კარის გაღების ხმა ისევ გაისმა და ამჯერად ქალის მზრუნველი ხმა შემომესმა:

 

 – დიდხანს ნუ გაჩერდებით. – ეტყობა ექთანი იყო.

 

 – კი, კი უბრალოდ დავხედავ და გამოვალ რა, ბავშვობის ძმაკაცია და... – აუ ამანაც ტირილი თუ დაიწყო კომიდან გამოვალ და ყველას დავხოცავ. – ვახ ეს რა დაგვემართა? ეს რა დაგვემართა? კაცო ეს ოქროს საათი აქ რომ დაუდევთ ვინმემ ხელს არ გააყოლოს? ამას მე წავიღებ შევინახავ, თავში ჭკუა არ აქვს რა იმ გოგოს რა.

 

 – გამარჯობა. – გაისმა სულ სხვა ხმა, მამაკაცი იყო, მკაცრი ხმა ქონდა და თავხედური ტონი.

 

– როდის შეიძლება დაზრალებულის დაკითხვა?

 

 – მე არ ვიცი მე ძმაკაცი ვარ. – შეშინებული ხმა ქონდა ძმაკაცს.

 

 – ჯერ კომაშია ავადმყოფი, ექის დაელაპარაკეთ, მაგრამ მგონი იმასაც არ ეცოდინება კომიდან როდის გამოვა. – ყველაფერი ფეხებზე მკიდია რაც აქ ხება ხმა ქონდა, ექთანს.

 

 – გასაგებია! დრო არ ითმენს, სად შეიძლება ექიმის ნახვა? – და პასუხსაც არ დლოდებია ისე გავიდა პალატიდან.

 

 ესე იგი შევაჯეროთ ახალი ფაქტები. ფაქტი პირველი: ფულიანი რომ ვარ თითქოს გამოიკვეთა – ოქროს საათი მქონია, ჩემმა ცოლმა მაინც იაფფასიან საავადმყოფოში დამაწვინა, მაგრამ მეორეს მხრივ იქნებ მაჩუქა ვინმემ, ან მამაცემმა დამიტოვა მემკვიდრეობით? ფაქტი მეორე: ეს კაცი, ჩემი ბავშვობის მეგობარი მეტისმეტად ფამილარულად საუბრობს ჩემს ცოლზე და თან ჩემო ოქროს საათი მიაქვს. ჰმ! რა ვიფიქრო?... მაინც რა ჯანდაბა სავადმყოფოა ეს ქალებს და კაცებს ერთ პალატაში რომ აწვენენ?!

 

 თითქოს რაღაც დაიძრა, ჩემი გამოძიებამ რაღაც მიმრთულებით დაიწყო მოძრაობა და აი ამ საინტერესო მომენტზე სულ გამომერთო გონება და გავითიშე, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, ერთი საათი, ერთი კვირა თუ ერთი ამოსუნთქვა. სიზმრის მსგავსი რაღაცაც კი მესიზმა, თითქოს ირგვლივ სიბნელე იყო.

 

 აზრზე რომ მოვედი, აზრზე მოვედი შედარებით, რაღა თქმა უნდა, თორემ კომაში კვლავ ვრჩებოდი და გარემოსაც კვლავ მხოლოდ სმენით და ყნოსვით აღვიქვამდი, მესმოდა ჩურჩული და საკმაოდ ძვირადღირებული კოსმეტიკის სუნი მცემდა.

 

ჩურჩულებდა ჩემი თითქმის ქვრივი.

 

 – შეიძლება ესმისო ყველაფერიო ექიმმა და ნუ ლაპარკობ ეგეთ რაღაცეებს!

 

 – მაიცა რა, რა ესმისო მკვდარია ფქტიურად რა. – ეს ჩემი ბავშვობის მეგობრის ჩურჩული იყო, მკვდარიაო კი იმედოვნებდა მაგრამ მაინც ფრტხილობდა, მახსოვდეს მაინც რანაირი მეგობარია, რეები გაუფუჭებია ჩემტვის ბავშვობაში.

 

 – ჩუ! – უბრაძანა ჩემი ცოლის ჩურჩულმა ჩემი მეგობრის ჩურჩულს და კარის გაღების ხმაც გაისმა.

 

 – აბა როგორ არის დღეს? – ექიმის ამ კითხვას მხოლოდ პაუზა გაეხმაურა, თავისებურად ჩუმად, წარმოვიდგინე როგორ გახედეს ჩემმა ცოლმა და მეგობრამაც ოდნავ გაკვირვებულებმა და აღშფოთებულებმა. – ჰმ! უკაცრავად, ესე იგი გადაწყვიტეთ? – საგანგებოდ ამ კითხვისთვის შემონახული სევდის ტონები უხვად გამოიყენა ექიმმა.

 

 ჩემი ცოლის სლუკუნი, კიდევ ერთხელ გაისმა, თავიდან ხმამაღლა შემდეგ ცოტა მოგუდულად, ეტყობა ჩემივე მეგობრის მკერდში ჩაერგო თავი, მეგობარი კი ალბათ მხარზე უტყაპუნებდა ხელს და ამოოხვრასავით ამბობდა: – კი გადაწყვიტა.

 

 – კარგით, თქვენი გადასწყვეტია, პრინციპში საკმაო დრო გავიდა და გაუმჯობესება არ ეტყობა, ხვალ დილით გამოვრთავთ. – და აქც სევდანარევი “რაც აქ ხდება ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტონმა გაიჟღერა ექიმის ხმაში როგორც მაშინ ექთანისა.

 

 ცოლის სლუკუნი ქვითინში და შემდეგ უკვე ისტერიკულ ღრიალში გადიზარდა, სადღაც უკანა ფონზე ჩემი მეგობრის ყალბი დამშვიდება ისმოდა და ექიმის შეწუხებული გამომეტყველება იგრძნობოდა, ბოლოს როგორც იქნა წავიდნენ.

 

 დროს კი ვერ აღვიქვამდი მაგრამ ალბათ სადღაც ათ წამში გინება მოვიკრიბე და გამოძიება განვაგრძე: დრო დილამდე მაქვს, დილამდე თუ შევძელი და გამოვიძიე...

 

სადღაც წავიკიტხე თუ ვნახე, თუ კომაში ჩავარდნილს რაღაც მიზანი ექნება და ამ მიზანს მიაღწევს შეიძლება კომიდან გამოვიდესო, მგრამ პრობლემა ის არის კომაში მყოფ ადამიანს რა მიზანი უნდა ქონდესო, ნეტა სად წავიკითხე? რა დროს ესაა?! დილამდე ვინ იცის რამდენი დარჩა!

 

 ესე იგი ...

 

 – აქტივობა არ შენელებულა თუმცა, სხვა ნიშნები არაფერი გვაქვს, მაგრმ პროგრესი სახეზეა ასე რომ იმედი ვიქონიოთ სულ მალე გამოვა. – ექიმის ხმამ, რომელიც ამჯერად ჩემს მეზობელზე ზრუნავდა ისევ, გამაწყვეტინა გამოძიება. – საერთოდ ითვლება რომ ახლობელი ადამიანის გვერდით ყოფნა და საუბარი დადებითად მოქმედებს ხოლმე...

 

 – დავრჩები, შემიძლია მთელი ღამე ველაპარაკო.

 

– იმედიანი და აღფრთოვანებული ჩანდა და.

 

 მთელი ღამე უნდა ველაპარაკოო??? დილამდე თუ ვერ გამოვიძიე გამთიშავენ და დავრჩები სამუდამოდ კომაში!!!

 

 რა ჯანდაბის საავადმყოფოა ეს ქალებს და კაცებს ერთ პალატაში რომ აწვენენ?!

 

 და მართლა თითქმის მთელი ღამე ილაპარაკა, თავიდან პანიკაში ჩავვარდი მერე სიტყვბს შორის პაუზებში დავიწყე ფიქრი, მოგვიანებით ჩასტვლემდა ხოლმე და აი მაშინ გაგიხარია ვფიქრობდი და ვფიქრობდი მაგრამ რად გინდა? საგულისხმო ვერაფერი მოვიფიქრე, ერთი ფურცელი მაინც რომ მქონოდა და ფანქარი... და წერის საშუალება... ყველაფერი მერეოდა თავში. ბევრი წვალების შემდეგ რამდენიმე პუნქტი მაინც გამოიკვეთა: ჯერ ერთი ჩემს ცოლს არ ვუყვარვარ, შესაძლებელია ჩემს ცოლს უყვარს ჩემის ბავშჭვობის ძმაკაცი, ძმაკცსაც უყვარს ჩემი ცოლი ალბათ; მე მესროლეს მანქანაში ჯდომისას, რა თქმა უნდა, ესეც სავარაუდოდ, ამაზე მეტყველებს სროლის ტრაექტორია და... ხო ექიმის ნახსენები ნამსხვრევებიც რაღა თქმა უნდა, ვის შეიძლებოდა მანქანაში ესროლა ჩემთვის? იმას ვინც იცოდა რომ იმ მომენტში მანქანაში ვიჯდებოდი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე ჩემი მეგობრის მანქანა იყო, ტაქსი იყო თუ სამსახურეობრივი მანქანა; ანუ ვიღაც ახლობელს... რამე მაინც გამახსენდებოდეს, ასეთი მიახლოებითი დასკვნებით ვერაფერს გავხდები... ეს ქალიც არ ჩუმდება...

 

 – გახსოვს რო ამბობდი ღმერთი იმიტომ გვიგზავნის ამდენ სატანჯველს რომ ვუყვარვართო როგორც მამას შვილებიო და იცის რო ღმერთიო მარტო მაშინ გვახსენდებაო როცა გვიჭირს და რომ მოვენატრებით მაშინვე განსაცდელს გვიგზავნისო? – ყვებოდა რაღაც ასეთ სენტიმენტალურ-რელიგიურ სისულელეებს და ხმაზე ეტყობოდა თავადვე როგორ უხაროდა, ეს რა მარჯვე მოვიგონე ამგვარი ამბების ჩემი დისთვის მოყოლა ახლა უსთუოდ გამოჯანმრთელდებაო.

 

მე კიდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩებდა.

 

 ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ ჩემთვის ჩემს ცოლს ან ჩემს ძმაკაცს უნდა ესროლათ, მაგრამ ჯიუტად არ მინდოდა ამის დაჯერება, არადა ყველა ფაქტი ამაზე მიანიშნებდა...

 

 – ის გახსოვს მოძღვართან რომ მიმიყვანე პირველათ, მე რო ვამბობდი მრცხვენია მეთქი და შენ რო მიტხარი გინეკოლოგთან მისვლა არ გრცხვენია და მღვდელტან გრცხვენიაო?! – ოდესმე გაჩუმდება ეს ქალი?!

 

 აი ფაქტებიც, მე ფული მაქვს მაგრამ ცუდ ჰოსპიტალში დამაწვინეს, არ ელოდებიან როდის გამოვალ კომიდან აპარატს მირთავენ; მოტივი? ყველა მკვლელობას ხომ აქვს მოტივი? კი ბატონო, მათ ერთმანეთი უყტვართ და ჩემი ოცილება გადაწყვიტეს, შეიძლება ჩემი სიცოცხლე დაზღვეულიც იყო და აქედანაც დიდ ფულს აიღებენ, ცოტაა? საკაოზე მეტიცაა...

 

 – პირველად რო ვეზიარე და რო დავთვერი გახსოვს? – შეიძლება უკვე თენდება კიდეც.

 

 მოკლედ ჩემმა ცოლმა მომკლა, მაგრამ რატომ ვერ გამოვდივარ კომიდან? მიზანი მიღწეულია! გამოძიება დამთავრებულია! რატომ ვერ გამოვდივარ???აა ჩემმა ძმაკაცმა მომკლა!!! მაინც ვერ გამოვედი. რა ხდება, რა მოხდა, რა ხდებოდა?!

 

 ამ ფიქრებში ვიყავი რომ უცებ უამრავმა კადრმა გამიელვა სრულ სიბნელეში, კადრები არ იყო ჩემი ცხოვრებიდან, არც ჩემი მკვლელობის მცდელობის კადრები იყო და საერთოდ, ჩემთან არანაირ კავშირში არ იყო ეს კადრები; ყველა იმ ფილმის ნაწყვეტი წარმომიდგა, რომელში მანქანის მინას მოხვედრია ტყვია და ჰოი საოცრებავ თითქმის არც ერთში მინა ნამსხვრევებად არ ქცეულა, ლამაზი ხვრელი დაუტოვებია ტყვიას და გაუგრძელებია თავისი გზა, აბა ნამსხვრევები საიდან ჩეს სახეზე? ესე იგი მანქანაში არ ვიჯექი, ფანჯრიდან მესროლეს? რა სისულელეა, ფანჯარაშიც ისე გადი გამოდის ხოლმე ტყვიები ფილმებში ერთ ზედმეტ ნასხვრევს ვერ ნახავ, რა მოხდა? რა მოხდა? რა მოხდა?

 

 – მობრძანდით მობრძანდით, აუცილებელია რომ ოჯახის წევრიც დაესწროს გამორთვის პროცესს. – მოვიდნენ!

 

 რა მოხდა? რა მოხდა?

 

 – დავიწყოთ?

 

 – ეეეჰ... დავიწყოთ.

 

 ეტყობა სროლის შემდეგ წავიქეცი რაღაც შუშაზე.

 

 – მღვდელი ხომ არ გნებავთ?

 

 – არა ჩემი მეუღლე არ იყო რელიგიური.

 

 კი მაგრამ სროლის შემდეგ ტყვიის ინერციის ძალას ტყვიის მოძრაობის საპირისპიროდ უნდა გადავეგდე და ტყვიის მოხვედრის მხარეს რატომ მაქვს სახე ნამსხვრევებით დაზიანებული?

 

 – ხომ არ დაგტოვოთ რამდენიმე წუთით? გამოემშვიდობეთ.

 

 – არა, არ არის საჭირო.

 

 – დავიწყოთ, ჯერ ეს გამორთეთ....

 

 რატომ რა შეიძლება მომხდარიყო, რა მოხდა, იფიქრე, იფიქრე იფიქრეეეეე!!! ვუყვიროდი საკუთარ თავს საკუთარი თავის შიგნით, ესენი კიდე ჩემს კვლას განაგრძობდნენ – გამუდმებით ისმოდა რაღაცეების გამორთვის დასხვა ჩხაკა-ჩხუკის ხმები... იქნებ ჯერ ბოთლი შემამსხვრიეს სახეში? არ რა სისულელეა, უფრო კარგად უნდა დაეგეგმათ ჩემს ცოლს და მის საყვარელს ჩემი მკვლელობა... ჩხაკა-ჩხუკი კი გრძელდება და ვხვდები როგორ უხარიათ ჩემს მკვლელებს... რა მოხდა რა მოხდა? და უცებ მივხვდი:

 

 არ გამორთოთ!!! არ მომკლათ მე თავს ვიკლავდი!!!

 

 თავს ვიკლავდი იმიტომ რომ გავიგე რომ ცოლი მღალატობდა, რომ ბავშვობის მეგობარიც მღალატობდა, ვისროლე მარჯვენა მხრიდან და სიკვდილის შემდეგ მოწყვეტით დავეცი ალბათ საკუთარ საწერ მაგიდაზე რომელსაც ზედ მინა ეფარა, და რომელზეც დავწერე ალბათ უკანასკნელი წერილი...

 

 – ახლა ესეც გამოვრთოთ...

 

 არ მომკლააათ!!!

 

 – აი ამის გამორთვის შემდეგ თქვენი მეუღლე ფორმალურად მკვდარი იქნება...

 

 არააა!!! ვიღრიალე და თვალი გავახილე.

 

 პირველი რაც დავინახე ვიღაც ჩასუქებული ქალის ბედნიერებით გაბრწყინებული სახე იყო, მერე ქალმა გვერზე გაიხედა და იკივლა:

 

 – ექიმოოოო!

 

 მეც გავიხედე კივილის მიმრთულებით, ჩემს გვერდით საწოლთან მოხუცი ასე სამოცდაათიოდე წლის ბებო იდგა და ჩუმად ტიროდა, მის გვერდით ახალგაზრდა ექიმი მონდომებით ცდილობდა მწუხარება გამოეხატა, ხოლო საწოლზე იმ ბებოზე კიდევ უფრო მოხუცი კაცი ესვენა, მოხუცს თავი და ლოყა ქონდა შეხვეული და არც ერთ აპარატზე აღარ იყო შეერთებული.

 

 ცოტა არ იყოს შევცბი, თავში ათასი და ათტი ათასი რამ დამიტრიალდა ბოლოს მოვბრუნდი, ჩემს, როგორც აღმოჩნდა, დას შევხედე და რატომღაც ესღა ვკითხე:

 

 – რა ჯანდაბის საავადმყოფოა ეს ქალებს და კაცებს ერთად რომ აწვენენ?!

 

 – ექიმო, ჩქარა!! აზრზე მოვიდა! – ყურადღებაც არ მომაქცია დამ.

 

 შეწუხებულ სახიანმა ექიმმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა, მანამდე კი ბებოს გულისხმიერად მოუთათუნა ხელი გამხდარ მხარზე, თუმცა მწუხარების მყისიერი ჩამოცილება ვერ შეძლო და სანამ ჩემს დას გაუღიმებდა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:

 

 – უფ საშინელებაა პროსტატის კიბო.

 

– მერე გაიღიმა და თვალებში ჩამხედა. – ხომ ხედავთ ერთი დღეც არ გასულა და მოვიდა აზრზე, არადა იმედი არ გვქონდა არავის. თავს როგორ გრძნობთ?

 

 – გული მერევა.

 

 – საინტერესო სიმპტომია, გახსოვთ რამე?

 

 – კი ყველაფერი მახსოვს.

 

 – კარგით, ახლა დაისვენეთ და საღამოს ცალკე პალატაში გადაგიყვანთ. რაც არ უნდა იყოს ალბათ სიკვდილს აღარ აპირებთ და აქ თქვენს გაჩერებას აზრი აღარ აქვს.

 

 მერე კიდევ ერთხელ გაგვიღიმა ჩემს გვერდით საწოლს გახედა საიდანაც ჩემი მეზობლის მოხუც გვამს უკვე მორგისაკენ მიაქანებდნენ სანიტარები და თავისებურ, სანიტრულ ხუმრობებსაც ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / შინაგანი გამოძიება