არსუკისძე (გ.  1029)

 ქართველი ხუროთმოძღვარი,  მცხეთის  სვეტიცხოველის ამშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორგან: ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა  თაღს ქვემოთ, მედალიონებში, და ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: დელი მონისა არსუკისძისაბ. შეუნდვეთტაძარი აგებულია  1010- 1029 წლებში. უეჭველია, არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI სს.) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები, რათა სრულიად ახალი დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა, რაც მოწმობს მთელი იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ სიმწიფეს და თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოატატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთ მდებარე კარიბჭის მშენებელიც. კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს. 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / არსუკისძე