არქიტექტურა

 

სარჩევი:

პართენონი.

ძონგის არქიტექტურა.

პართენონი.

 

პართენონის ხედი პნიქსის ქედიდან დასავლეთით.

 

პართენონი  იყო ათენას ტაძარი აგებული ძვ.წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. ეს ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება

ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ამგვარად ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალწული ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენო, ქალწული. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა საგანძური დელოსთა ლიგის, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

 

ჩვ.წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა.

თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დისპუტი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება.

 

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ანხორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.

 

 ძონგის არქიტექტურა.

 

 

ტრონგსას ძონგი.

პუნახას ძონგი.

ვანგდუ ფოდრანგის ძონგი.

ძონგის ტიპიური შიდა ეზო.ძონგის არქიტექტურა ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში.

 

არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. დამახასიათებელი ნიშნებია:მაღალი შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.

კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული). ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე. მასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული. შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.

ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ძონგის სტილის იშვიათი ნიმუშია ჰიმალაის ფარგლებს გარეთ.

 

 

 ფუნქცია

ძონგების დანიშნულება რეგიონის რელიგიური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სოციალური

ცენტრის როლი იყო. ისინი ხშირად ყოველწლიური ცეჩუს ან რელიგიური ფესტივალის გამართვის ადგილია. ოთახები ძონგის შიგნით ტიპიურად ნახევრად ადმინისტრაციული (მაგ. პენლოპის ან მმართველის ოფისი), და ნახევრად რელიგიური დანიშნულეისაა, ძირითადად ბერების საკნებით.

ამგვარი გაყოფა ადმინისტრაციულსა და რელიგიურ ფუნქციებს შორის გამოხატავს ძალაუფლების იდეალიზებულ გაორებას რელიგიასა და მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის.

 

 

 ადგილმდებარეობა

ბჰუტანის ძონგის არქიტექტურამ ზენიტს 1600-იან წლებში მიაღწია უმაღლესი ლამა შაბდრუნგ ნგავანგ ნამგიალის ლიდერობის პერიოდში. შაბდრუნგი სპირიტუალურ გამოცხადებებსა და მინიშნებებს ეყრდნობოდა ძონგებისთვის ადგილმდებარეობის შერჩევისას. თანამედროვე სამხედრო სტრატეგთა თვალსაზრისით ძონგები, როგორც წესი, თავდაცვის ციხესიმაგრეთა ფუნქციისთვის საკმაოდ ოპტიმალურად არის განლაგებული. მაგ. ვანგდუ ფოდრანგის ძონგი მთის შვერილზეა აღმართული, რომელიც მდინარეების პუნა ჩუსა და ტანგ ჩუს შესართავს გადაჰყურებს, რითაც ადვილად აღკვეთდა სამხრეთელ დამპყრობთა მცდელობას მდინარე გამოეყენებინათ უბილიკო ფერდობების გვერდის ავლით შუაგულ ჰიმალაებზე ცენტრალურ ბჰუტანში შემოსვლისას. დრუკგიელის ძონგი პაროს ხეობის თავში იცავს ტრადიციულ ტიბეტზე თავდასხმის შემოსასვლელს მაღალი ჰიმალაების უღელტეხილებზე.ძონგები ხშირად მთის წვერზე ან შვერილზე შენდებოდა. თუ ძონგი ხეობის ფერდობის კედელთან შენდებოდა, ამ შემთხვევაში უფრო მცირე ძონგი ასევე აღიმართებოდა ფერდობის თავთან მთავარი ძონგის გასწვრივ, რათა ფედრობი თავდამსხმელებისგან დაეცვათ. პუნახას ძონგი გამორჩეულია იმით, რომ ის შედარებით ბრტყელ ზედაპირზეა ნაგები მო ჩუ და პო ჩუ მდინარეების შესართავთან. მდინარეები ძონგს სამი მხრიდან ერტყმის, რაც მას თავდამსხმელთაგან იცავს. თუმცა ამგვარი განლაგება არც თუ ისე უხიფათო გამოდგა  1994 წელს დინებიდან აღმა 90 კმ-ში ყინულოვანი ტბის წყალმა მისი ყინულის კაშხალი გახეთქა, რამაც პო ჩუს მასიური წყალდიდობა გამოიწვია, დააზიანა რა თავად ძონგი და იქ მყოფი მრავალი ადამიანი.

 

 

 მშენებლობა

 სახურავის კონსტრუქციატრადიციით ძონგი რაიმე სახის არქიტექტურული გეგმის გარეშე იგებოდა. ნაცვლად, მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ლამას დირექციით, რომელიც ყოველ განოზომილებას სპირიტუალური აღმაფრენის საშუალებით ადგენდა.ისტორიულად ძონგები შენდებოდა ე.წ. დავალებული მუშახელით - რეგიონში ყოველ ოჯახზე ბეგარის სახით დაწესებული შრომის სახით. ამ ვალდებულების თანახმა ყოველ ოჯახს უნდა მოეწოდებინა მუშათა დათქმული რაოდენობა რამდენიმე თვით ძონგის მშენებლობის პერიოდში.

 

 

 ძონგი თანამედროვე არქიტექტურაში

დიდი ზომის თანამედროვე შენობები ბჰუტანში ხშირად ძონგის არქიტექტურის გარე მახასიათებლებს იყენებს, თუმცა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით (როგორიცაა ბეტონის კარკასი).

 

ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ელ-პასოში იშვიათი ნიმუშია ძონგის სტილის გამოყენების ჰიმალაის გარეთ. კამპუსის თავდაპირველი ფაზის პროექტი ელ-პასოელ არიქტექტორ ჰენრი ტროსტს ეკუთვნის. გვიანდელი ფაზებიც იმავე სტილშია გადაწყვეტილი.

 

 

 

 

 

 თანამედროვე კვლევები

 

ტეხასის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა ბ ჰუტანელი მკვლევარის ს.ტ. დორჯის ბოლო

კვლევები მიუთითებს, რომ თავდაპირველი "ძონგის მოდელი" სიმტოხას ძონგი არ უნდა ყოფილიყო,

როგორც ეს ადრე სწამდათ, არამედ დობჯი ძონგი, რომელიც 1531 წელს აიგო 6000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან კლდეზე, რომელიც ვანგჩუს მდინარის ხეობას გადმოჰყურებს. სხვა თავდაცვითი მნიშვნელობის ძონგებისგნა განსხვავებით დობჯის ძონგი რელიგიური დანიშნულების უნდა ყოფილიყო, ადგილას, სადაც ნგავანგ ჩოგიელი "...მიიყვანა წყაროს წყალმა, რომელიც სათავეს ჯეტსუნ მილარეპას გვირგვინს ქვეშ იღებდა დრუკ რალუნგში, ბჰუტანში დრკპაკაგიუს სწავლებისთვის ცენტრის დაარსებისთვის შესაბამისი ადგილის ძიების დროს".[1]

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / არქიტექტურა