აშურიანი

  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ზე - თეთრახევში. აგებულია 1032, ნაშენია აგურით და ქვით. ფასადები მარტივია, კამარა და სახურავი დაზიანებულია. კედლებზე იყო ორი წარწერა, რომელტაგან ამჟამად ერთი დაცულია გორია, ხოლო მეორე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გორის მუზეუმში დაცული წარწერა მოწმობს, რომ აშურიანი აუგია ეპისკოპოს  ილარიონს,  სამთავისის ცნობილი კათედრალის ხუროთმოძღვარს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / აშურიანი