დოდოთის ცხრაკარა

 ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია,  ცხინვალიდან 8 კმ-ზე, მდინარე ფრონეს ხეობაში. ნაგებია სუფთად გათლილი ღვინისფერი ქვის სწორი რიგებით, ურევია უხეშად დამუშავებული ქვაც. როგორც წარწერებიდან ჩანს, ეკლესია X საუკუნის დასაწყისში აუგია ტბელ ერისთავს ივანეს. X საუკუნის დასასწულს და XI საუკუნის დასაწყისში კი მისთვის ქავტარ ტბელს გარშემოსავლელი მიუშენებია. ეკლესია დაზიანებულია. მორთულობა ძუნწია. გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილში მაღალი, კამარით გადახურილი შესასველია, რომლის ორი მალი შუაში აღმართულ სვეტზეა დაყრდნობილი. შესასვლელი შიგნიდანაც და გარედანაც უხვადაა შემკული გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. ეკლესიისაგან განსხვავებით გარშემოსავლის მორთულობა რთულია, შესრულების დონე კი უფრო მაღალი.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / დოდოთის ცხრაკარა