ივანე მორჩაისძე

 XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი.  1031 საფუძვლიანად გადაუკეთებია  იშხნის ძველი ტაძარი, რასაც გვამცნობს სამხრეთ სარკმლის ირგვლივ მინაწერი. იშხნის ტაძარი, რომელიც VII საუკუნეში აშენდა, შემდეგში არაერთგზის შეუკეთებიათ და განუახლებიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ტაძარმა საბოლოო, მხატვრულად დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. ფასადების დამუშავების საერთო სისტემით იშხნის ტაძარი XI საუკუნის დამახასიათებელი ძეგლია. ჩუქურთმათა სიუხვე, მრავალფეროვნება, მათი შესრულების მაღალი დონე და დახვეწილობა ივანე მორჩაისძეს შუა საუკუნეთა ბრწყინვალე ქართველ ოსტატების გვერდით აყენებს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ივანე მორჩაისძე