ილარიონ სამთავნელი (ვაჩე ყანჩაელის ძე)

 სამთავისის  ეპისკოპოსი. ცხოვრობდა XI საუკუნეში, მის სახელთან არის დაკავშირებული  სამთავისის ტაძრისა და  აშურიანის ეკლესიის აგება.

აშურიანის ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში ნათქვამია, რომ ილარიონ სამთავნელი თვით ყოფილა მშენებელი ოსტატი. იგი მოხსენიებულია აგრეთვე სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში. სამტავისის ტაძარს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში დიდი წილი უდევს თავისი მხატვრული ღირსებითა და ისტორიული მნიშვნელობით. მისი მშენებელი მომწიფებული ოსტატი და გაბედული შემოქმედი ჩანს. შენობის ფასადთა რთული დინამიკური კომპოზიცია, დიდი გემოვნებით შერჩეული მოსაპირკეტებელი ქვის ფერები, შენობის პროპორციები ხუროთმოძღვრის მაღალის ოსტატობის მაჩვენებელია. ილარიონ სამთავნელის მიერ შემოტანილი დეკორატიული სისტემა ფართოდ გავრცელდა და XIII საუკუნის I ნახევრამდე არსებობდა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ილარიონ სამთავნელი