მეათე-მეთორმეტე საუკუნეების სახვითი ხელოვნება სახვითი ხელოვნება

 

მეთერთმეტე ს-დან საერო მწერლობის განვითარებასთან ერთად ჩნდება ინტერესი რეალურად გადმოცემული, სწორი პროპორციებისა და ნამდვილი მოცულობის მქონე ადამიანის ფიგურის

მიმართ. ისახება სკულპტურულობა. ამ თვალსაზრისით განვითარების მწვერვალს წარმოადგენს მეთერთმეტე ს-ის პირველი ნახევარი.

მეთერთმეტე ს-ის შემდეგ თეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე ინტერესი ქანდაკებისადმი ცხრება. რელიეფების რაოდენობა ეკლესიების ფასადებზე მკვეთრად კლებულობს.

ოქრომჭედლობაში კი (ხატებზე, წიგნის ყდებზე, ქვებზე) მეთორმეტე ს-დან პირველ პლანზე დეკორატიული ამოცანები გამოდის.

საფასადო სკულპტურის ყველაზე განვითარებული და მნიშვნელოვანი ნიმუშია მეთერთმეტე ს-ის დასაწყისის ნიკორწმინდის რელიეფები. ეს სიუჟეტიანი რელიეფები საღმრთო წერილის სხვადასხვა

სიმბოლურ სცენებს გვიხატავს (ფერისცვალება, მეორედ მოსვლა, ტახტზე მჯდომარე ქრისტე და სხვა). აქვეა ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებიც. ფასადთა ფრონტებზე მოთავსებული

რელიეფები სრულიად ერწყმის ფასადთა საერთო დეკორატიულ სისტემას და ამავე დროს, განზოგადებულ საღვთისმეტყველო იდეასაც გადმოგვცემს - ქრისტეს დიდების იდეას. აქ ცხოველთა

ფიგურებსაც ვხვდებით. ზოგი მათგანი სიმბოლურ-ალეგორიული დანიშნულებისაა, ბევრი წარმოშობით უძველეს ხალხურ რწმენასთანაა დაკავშირებული.

შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში ორი საფეხური შეინიშნება. თუ მანამდელ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სირიისა და პალესტინის კულტურულ ცენტრებთან, ახლა

რაკი მათ წინანდელი მნიშვნელობა დაკარგეს, წინა პლანზე გამოდის საკუთრივ ბიზანტიურ ცენტრებთან ურთიერთობა და მისი საღვთისმეტყველო-ესთეტიკური პროგრამა გარკვეულ

ზემოქმედებას ახდენს ეკლესიათა მოხატულობის პირველ ნიმუშებზე. ამ პერიოდის კედლის მხატვრობა მკაცრად მონუმენტურია. ჰარმონიულად ეთანხმება ინტერიერის ხუროთმოძღვრულ

დანაწევრებას, იცვლება ფიგურის გადმოცემის ხასიათი, პროპორციები უფრო სწორია, მოძრაობა ნაკლებ მკვეთრი და უფრო ბუნებრივი, სახეები ძლიერი და მეტყველია.

მეთერთმეტე სს-ის საქართველოში ფერწერის რამოდენიმე ადგილობრივი სკოლა შეიძლება გამოიყოს. მათ შორის პრინციპული იდეურ-სტილისტური განსხვავება არ არის, მაგრამ განსხვავებული

ნიშნები მაინც არსებობს. არსებობს როგორც "არისტოკრატიული" მხატვრობა, ასევე ხალხური შემოქმედებაც, რომლის ნიმუშებიც მიმზიდველია თავისი უშუალო ექსპრესიულობით.

ერთი მნიშვნელოვანი სკოლათაგანი, რომლის ძეგლებიც განსაკუთრებით საზეიმო-მონუმენტური ხასიათისაა, ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბდა (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის

ფრესკები). სულ სხვანაირია თავისი ხასიათითა და განწყობილებით დავით-გარეჯის მონასტრების მხატვრობა. აქ დიდი ადგილი უჭირავს დავით გარეჯელის ცხოვრების ორიგინალურ ციკლს.

საყოფაცხოვრებო ხასიათის თხრობას ასკეტური ცხოვრების სცენებში ერთგვარი საერო შეაქვს.

საინტერესო სამხატვრო სკოლა შემუშავდა სვანეთსა და რაჭაში. სვანეთის პატარა ერთნავიანი ეკლესიების მოხატულობას თავისებური იკონოგრაფია ახასიათებს. ძალიან გავრცელებულია

წმინდა მხედრების - გიორგის, თევდორეს გამოსახულებები. მათ თითქმის ყველა ეკლესიაში ვხვდებით. შესრულების ხაზოვანი მანერა, ზომიერი ფერადოვნება, სვანეთში განსაკუთრებით

მკაფიოდ ჩანს. სვანეთმა შემოგვინახა "მეფის მხატვრის თევდორეს" სახელი - მის მიერ შესრულებულია სამი დათარიღებული ძეგლი: იფარის " თარნგზელი" (1096 წ), კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია კალაში (1112 წ), წმ. გიორგისა - ნაკიფარში. აქ შესაძლებელი ხდება თვით მხატვრის ევოლუციის დანახვა - იფარის მკაცრი მონუმენტური სტატიკური კომპოზიციიდან და ნახატიდან - ნაკიფარის მეტ დინამიკურობასა და დეკორატიულობამდე. მეთორმეტე ს-ის I ნახევარში სვანეთშივე მუშაობდა მხატვარი მიქაელ მაღლაკელი, რომელმაც 1140 წელს მოხატა მაცხვარიშის ეკლესია. ყველაზე უფრო საინტერესო აქ ჯგუფური პორტრეტია - სვანი ფეოდალების მიერ მეფე დემეტრე პირველისთვის ხმლის შებმა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მეფედ კურთხევას. მნიშვნელოვანია რაჭის სოფ. ზემოკრიხის ეკლესიის მხატვრობა (მეთერთმეტე ს). აქ საინტერეოს პორტრეტებია ადგილობრივი ფეოდალებისა.

საქართველოს გაერთიანების შემდეგ ხელმძღვანელ როლს ისაკუთრებს დედაქალაქისა და უმთავრესი ცენტრების სკოლები.

მეთერთმეტე ს-ის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლთაგანია ატენის სიონის მოხატულობა, შესრულებული 60-იან წლებში. ყველაფერი - სცენების განლაგება

კედელ-კამარებზე, კომპოზიციური დახვეწილობა, არაჩვეულებრივად ელასტიკური, მეტყველი ნახატი, მდიდარი თუმცა თავშეკავებული კოლორიტი (მოცისფრო-ვერცხლისფერ-მომწვანო, შეხამებული წითელ სოხანისფერთან და სხვა). საკვირველი შინაგანი ძალით აღბეჭდილი სახეები მოწმობს, რომ აქ საქმე გვაქვს დიდი ხელოვანის შემოქმედებასთან.

შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის ნამდვილი მუზეუმია გელათის დიდი ტაძარი. აქ შემორჩენილია მეთორმეტე ს-ის შესანიშნავი მოზაიკა, რომელიც საკურთხევლის კონქს

ამკობს (ღვთისმშობელი ყრმით და ორი ანგელოზი). მეთორმეტე ს-ის ფრესკებია დასავლეთის მინაშენში შვიდი მსაჯულის საეკლესიო კრების სცენებით.

 

 

 

                  ხელნაწერი წიგნები

 

შუა საუკუნეების ხანის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხელნაწერი წიგნების გაფორმებას, ფურცლის სამკაულებსა და მინიატურებს. ამ ხანამ დაგვიტოვა ამ დარგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები. წიგნზე მაშინდელი დიდი მოთხოვნილება ქართული კულტურის მაღალი დონის უპირველესი მაჩვენებელია. უამრავი ქართული წიგნი მზადდებოდა, როგორც თვით საქართველოს მიწა-წყალზე მდებარე მონასტრებში, ისე უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებში.

არსებობდა "მწერალთა" და მინიატურისტთა მთელი დინასტიები, მოღვაწეობდნენ კალიგრაფიისა და ნახატის შესანიშნავი ოსტატები, რომელთა ნამუშევრები შუა საუკუნეების საუკეთესო

აღმოსავლურ და დასავლურ წიგნთა შორისაა მოსახსენებელი.

წინა ხანასთან შედარებით, ხელნაწერი წიგნის გაფორმება გარკვეულ ცვლილებას განიცდიდა. მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან ფურცლის გაფორმება მდიდრდება. ხმარებაში შემოდის სინგური,

რაც იწვევს ნაწერი ტექსტის აფერადებას. ჩნდება და რაც დრო გადის უფრო ვრცელდება ორნამენტული თავსამკაულები და ბოლოსართები. საწყისი ასოები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ფერით, დამუშავებით, ისე, რომ დისონანს არ ქმნიან მკაცრ ტექსტთან მიმართებაში. დიდი ასოები ზოგჯერ ტექსტის შუაგულშიც გვხვდება და ალამაზებენ მას. ტექსტში შეჭრილია თვით მინიატურებიც.

ამ ეპოქის მორთული ხელნაწერები, სასულიერო შინაარსისაა. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ხელნაწერი, ასტრონომიული ტრაქტატი მეთორმეტე ს-სა, რომელიც ზოდიაქოს

ნიშნებითაა დასურათებული.სასულიერო შინაარსის მრავალრიცხოვანი მორთული ხელნაწერებისაგან გამოირჩევა ე.წ. ალავერდის სახარება მეთერთმეტე ს-სა. ჯრუჭის მეორე ოთხთავი, გელათის სახარება.

 

 

               ატენის სიონის მოხატულობა

 

 

 

ატენის ტაძარში დაცულ ფრესკულ მხატვრობას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ხელოვნების ისტორიაში. ნათელია, რომ მისი მოხატულობა შესრულებული იყო მეთერთმეტე ს-ის მეორე ნახევარში, ქართველ მეფეთა და მასთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით. ატენის მოხატულობის პროგრამა მთლიანად მისდევს საქართველოს ტრადიციულ იკონოგრაფიას. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი და მთავარი ადგილი მისი ცხოვრების ამსახველი სცენების ვრცელ ციკლს უჭირავს. მხატვრობა დაზიანებულია დროისა და ხანისაგან და ზოგი ფრესკის

მხოლოდ ნაგლეჯებია შემორჩენილი. სცენები განლაგებული მოვლენათა ისტორიული თანამიმდევრობის მიხედვით. ავტორები მოხატულობას იმგვარად აგებენ, რომ სახარების ციკლი იკითხება, როგორც გაგრძელება და თვით შემადგენელი ნაწილი ღვთისმშობლის ციკლისა. ამის შედეგად ღვთისმშობლის თემა, რომელიც თითქოსდა იწყებს და ასრულებს კიდეც თხრობას, წამოწეულია წინა პლანზე. მნახველი მოხატულობას გამუდმებულ მოძრაობაში აღიქვამს იმგვარად, რომ ტაძრის ერთ ნაწილში თანმიმდევრულად კითხულობს სცენათა ციკლს დასაწყისიდან დასასრულამდე. ამის შემდეგ გადადის სხვა ნაწილში. მოხატულობის ამგვარი წაკითხვა  თითოეული არქიტექტურული ფორმის ერთგვარ დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას ქმნის. საკმაოდ უხვადაა გამოყენებული სხეულის ფორმის მოდელირებისა და პლასტიკური მოცულობის შთაბეჭდილების შემქმნელი გაღიაფერება, მოხატულობის ძირითად ტონალობას არ ცვლის. მუქი მოყავისფრო ოქროთი შესრულებული სახეები ასევე სათუთად არის მოდელირებული და გაღიავებული ოქროს და ხასხასა თეთრი ენერგიული მონასმებით. ახალგაზრდა სახეები ყირმიზით არის გაცხოველებული. ფიგურის კონტურის გამოსახვისას სამოსის მკვეთრი ნაკეცების დაჯერებულად შემოხაზვა განსაზღვრავს ვაჟკაცური ძალისა და თავშეკავებული ექსპრესიის შთაბეჭდილებას.

ამ მხრივ საგულისხმოა, მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულება ხარების სცენაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარანგელოზის ფიგურა განყენებულ თეთრ ფონზე არის განფენილი, თანაც მიწის ზოლის აღუნიშნავად, მისი ხაზი მძლავრია და მტკიცე.

შთამბეჭდავია რიტმული განმეორებებით გაძლიერებული მირიანისა და ელისაბედის ხელების მოძრაობა, თუმც ეს სცენა მშვიდ სათუთ ხაზოვან რიტმშია გადაწყვეტილი.

ცალკეულ სცენათა კომპოზიციების ჰარმონიულობა ზუსტად მიგნებული სახვითი აქცენტების თანაფარდობით განისაზღვრება. ასეთია იოსების სიზმარი.

სახეთა ტრადიციული იკონოგრაფიული ინდივიდუალიზაცია დამახასიათებელია ატენელი ოსტატისათვის. ასეთებია მთავარანგელოზები, რომლებსაც ჭაბუკური პირისახის ნატიფი ნაკვთები აქვს. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები და რამდენიმე მძიმე, კლასიკური ხაზი თვალისა.

"გაღიაფერებითა" და "ათინათინებით" სათუთად და ცოცხლად ატენის სიონის სახეები გვაოცებენ თავიანთი ადამიანური იერით. თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებით, შესრულების ოსტატობით ატენის მოხატულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მეთერეთმეტე ს-ის ქართული მონუმენტური ფერწერის გამოჩენილ ნაწარმოებთა რიგში.

 

 

             გელათის ფრესკული მხატვრობა

 

ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები ამშვენებენ როგორც ღვთისმშობლის ტაძარს, ასევე წმინდა გიორგის ეკლესიებს.

გელათის მონასტერმა შემოგვინახა სხვადასხვა ეპოქის მეთორმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნემდე) ქართული მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები. დროდადრო ფრესკების განახლება ხდებოდა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე მის ეგვტერებში. ზოგ შემთხვევაში ეს განახლება ფერწერის მოძველებული ნიმუშების ახლით

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / მეათე-მეთორმეტე საუკუნეების სახვითი ხელოვნება