ნასყიდა

 XVIII საუკუნის ოსტატი.  ლეჩხუმის სოფ. მცხეთაში ააშენა მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია  ოტია დადიანის (1728-1744) მეუღლის, რაჭის ერისთავ შოშიტას ასულის გულქანის ბრძანებით. აღმოსავლეთ სარკმლის საპირეში ჩასმულია ხელის რელიეფური გამოსახულება და მხედრული წარწერა: ხელი ნასყიდას კალატოზის ქართლელის ეს ძეგლი ერთადერთი გუმბათიანი ეკლესიაა ლეჩხუმში. აქვს 2 გუმბათქვეშა ბურჯი. ნაგებია წინაპირჩამოთლილი ქვით. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია მედალიონებითა და მცენარეული მოტივით, დასავლეთისა კი  ადამიანთა,  ცხოველთა და  ფრინველთა რელიეფური გამოსახულებებით. თავისი დროის კვალობაზე ნასყიდა გამოცდილი ოსტატი ჩანს.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ნასყიდა