პართენონი

 

პართენონის ხედი პნიქსის ქედიდან დასავლეთით.

 

პართენონი იყო ათენას ტაძარი აგებული ძვ.წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. ეს ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ამგვარად ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

 

შენობას ერქვა ქალწული ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს , ქალწული. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა საგანძური დელოსთა ლიგის, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

 

ჩვ.წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დისპუტი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება.

 

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ანხორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / პართენონი