საკოცარი

 X საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი,  კუმურდოს ტაძრის მაშენებელი. ტაძრის შესასვლელის თავზე მოთავსებულ წარწერაში მოხსენიებულია მისი სახელი და ტაძრის აგების თარიღი ( 964). კუმურდოს ტაძარი მომწიფებულ შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ერთი პირველი მნიშვნელოვანი ძეგლთაგანია, ხოლო სამშენებლო ტექნიკური თვალსაზრისით - ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნაგებობა. ტაძრის შიდა სივრცის ჰარმონიულობა და დიდებულება, მთლიანად ნაგებობის მხატვრულად გააზრება, პროპორციები, დეტალების დამუშავება, მდიდრული ჩუქურთმები მოწმობს, რომ საკოცარი იყო დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხუროთმოძღვარი.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / საკოცარი