სამთავისი (1030 წ) 

1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები.

მთავარი ტაძარი, გალავანი, ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია, სამრეკლო.

 

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

2005 წლიდან ძეგლის ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა 6 საუკუნის ბაზილიკის ნაშთები (შემორჩენილია მთლიანი აბრისი და კდლების სიმაღლე ზოგან 1მეტრამდე არწევს. ბაზილიკის ნაწილი მთავარი ტაძრის ქვეშ არის მოქცეული).

 

 

3. გეოგრაფიული მდებარეობა.

ტაძარი მდებარეობს სოფლის ცენტრში (სოფ-სამთავისი კასპიდან 11 კმ-ითაა დაშორებული), მდინარე ლეხურას მარცხენა ნაპირზე.

 

4. რუკა.

 

5. ისტორიუილი მიმოხილვა.

გადმოცემით ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული, იმ ტაძრიდან არაღაფერი შემორჩა. დღევანდელი ტაძარის აგება , როგორც ტაძრის წარწერებიდან ირკვევა დაკავშირებულია სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელთან , თარიღად კი 1030 წელია მითითებული. 12საუკუნის მეორე ნახევრიდან 13 საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქარტლლის კატალიკოსს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. 14 საუკუნის პირველი ნახევრიდან სამთავისი ზევდგინიძე-ამილახვრებს ებოძათ(გიორგი ბრწყინვალის დროს).

15 საუკუნეში ძეგლს ჩამოენგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი, და ფასადები. 15 საუკუნის ბოლოსა და 16 საუკუნის დასაწყისში ტაძარი ადგილობრივ ფეოდალთა ( ამილახვართა მიერ) მეორედ  იქნა აშენებული , ანუ აღდგენილ-განახლებული. ტაძრის მეორედ ამშენებლები იყვნენ გაიანე(ქართლის მეფე ბაგრატ მეოთხის და) და სიაოშ ამილახვრები(გაიანეს შვილი ). თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილო -დასავლეთ ბურჯი, გუმბათი და დასავლეთ კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წეარწერა.

ტაძარში იყო მოხატულობა რომელიც განუახლებიათ ხოლო ნაწილი თავიდან მოუხატავთ. მოხატულობის კტიტორები იყვნენ გივი ამილახვარი და მისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი მელიტონ სამთავნელი(ამას გვამცნობს ტაძრის ინტერიერში აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთ ბურჯზე შემორჩენილი წარწერა). აღნიშნული სამუშაოები 1679 წელს შესრულებულა.

1847 წელს ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები-ამოაშენეს სამხრეთის შესასვლელი, მოხსნეს დაზიანებული კარიბჭეები, შეაკეთეს ფასადების ქვედა მონაკვეთები, ინტერიერში შელესეს კედლები.

 

6. არქიტექტურული არწერა.

1.მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გეგმით არმოსავლეთისკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს(25/18 მ. სიმაღლე 37 მ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო დამონაცრისფრო კვადრებით. აქვს ორი შესასვლელი-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ცენტრალურ სივრცეში აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი, რომელიც ნახევარწრიულიტარებიტაა შეკრული და რომელსაც ეყრდნობა გუმბათი. გუმბათის ყელზე გადასვლა (კვადრატიდან წრეზე) ხორციელდება აფრების საშუალებით.გუმბათის ყელი 7 სარკმლის და 13 წახნაგისგან შედგება.

ტაძარს აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილი, ისევე როგორს საკურთხევლის, ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ხოლო ტაძრის შიდა სივრცეს დასავლეთის გასასვლელებით უკავშირდებიან.მატ ტავზე კი თითო ამავე ზომის პატრონიკეა.

ინტერიერში არის 17 საუკუნის (1679წ) მხატვრობა. ყველაზეუკეთ გუმბათსა და საკურთხევლის კონში არის შემორცენილი.

ფასადები დეკორირებულია,გარშემო შემოუყვება დეკორატიული თაღედი. განსაკუთრებით უხვად კი აღმოსავლეთი ფასადიამორთული. იგი სიმეტრიულად არის დანაწევრებული ლილვებით შემოფარგლული ხუთი დეკორატიული თაღით და აფსიდის ორივე მხარეს არსებული ფესტონებით შემკული ორი სამკუთხა ნიშნით. შუატაღი ყველაზე მარალია , მასში ზევიდანქვევით ერთმანეთის მიყოლებიტ გალაგებულია მოჩუქურთმებული დიდი რელიეფური ჯვარი, ვარდული, სარკმელი და მის ქვეშ გაგრძელებულ ღერძზე ორი ირიბად ერთმანეთზე მიდგმული კვადრატი.ფასადისმ არჯვენა კუთხეში გრიფონის ( თუ ფასკუნჯის) ბარელიეფი და ყურძნისა და ბროწეულის რელიეფებია(ასევე ყოფილა მარცხენა კუთხეშიც თუმცა დღემდე არ მოუღწევია).ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადები მოგვიანებით ძლიერ არის გადაკეთებული თუ შეკეთებული.

 

2. გალავანი -მრავალგვერდაა(200/70 მ). კედლების სიმაღლე 3დან 5 მეტრამდე მერყეობს. თარიღდება 17 საუკუნის მეორე ნახევრით და 18 საუკუნის პირველი მესამედით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორიარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. ქვედა იარუსი 3-4 მ სიამღლეზე ყრუა. ქვის საბრძოლო ბილიკი მხოლოდ სამხრეთიტ მიუყვება. ბილიკის გასწვრივ ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ჰქონდა ორი ჭიშკარი- დასავლეთით (რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს) და ჩრდილოეთით -სამრეკლოს ქვედა სართულში. გალავნის კედელში ჩრდილ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით თითო კოშკია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრულ კოშკს შესასვლი მეორე სართულზე აქვს , პირველი სართული კი ყრუ კედელია. მეორე დამესამე სართულის კედლებში სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშნებია.მეორე კოშკი მცირე ზომის(1 მ-მდე დიამეტრის) სამეთვალყურეო კოშკია.

 

2. ეპისკოპოსისი პალატი- დგას მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩართულილა გალავანში. ორი ფენა განირცევა, პირველი მიეკუთვნება - განვითარებულ ფეოდალურ ხანას, მეორე- 18 საუკუნეს. ნაგებია რიყის დიდი ქვებით და ნაწილობრივ აგურით. ძლიერ დაზიანებულია.

3. მცირე ეკლესია - დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით,გალავნის შუა წელზე. დარბაზულია (5,8/3,2მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით ძლიერ დაზიანებულია.ჩამონგრეულია კამარა, ჩამოცვენილია პერანგი, შიგნიტ 1,5 მეტრის სიმაღლემდე მიწითაა ამოვსებული.

 

4. სამრეკლო-.

 

7.ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა.

მოქმედი, რესტავრირებული; ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / სამთავისი