ფარეზასძე

 XIII საუკუნის  ქართველი ხუროთმოძღვარი. სამცხის მფლობელის,  ბექა I

მანდატურთუხუცესის ბრძანებით XIII საუკუნის 80-იან წლებში ააგო 

საფარის წმ. საბას ტაძარი. მისი სახელი მოხსენიებულია ტაძრის

დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაში. საფარაშივეა შემონახული

რელიეფი - მამაკაცი გონიოთი და ჩაქუჩით ხელში. წარწერაში

მოხსენიებულია ფარეზა. სავარაუდოა, რომ იგი ხუროთმოძღვარ

ფარეზასძის მამაა და თავადაც ხუროთმოძღვარი იყო. ფარეზასძის

ქმნილება წმ. საბას ტაძარი - ტიპური გარდამავალი ხასიათის ძეგლია. ძვ.

ტრადიციებზე აღზრდილი ოსტატი დაკავშირებულია XII-XIII საუკუნეების

მიჯნის დამახასიათებელ ფორმებსა და ელემენტებთან, მაგრამ უკვე

საგრძნობია ამ ტრადიციებისაგან მოწყვეტის ნიშნებიც.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ფარეზასძე