სკოტ ფიცჯერალდი ფრენსის

 

პირადი წერილები

 

თარგმანი ინგლისურიდან

 

 

ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის საკუთარი ქალიშვილისადმი მიწერილი ბარათები

------------- .

 

 

ტიუსონი, მერილენდი, 1933 წლის 8 აგვისტო

 

საყვარელო წიწილავ.... ძალიან კარგია რომ თავს უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობ, მაგრამ, ხომ იცი მე მაინც დამაინც არ მჯერა ბედნიერებისა, არც უბედურებისა. ერთიცა და მეორეც მარტო სპექტაკლებში, კინოსა და წიგნებში გვხვდება, ცხოვრებაში კი ასეთი არაფერი არ არსებობს.

მე მწამს, რომ კაცი ისე ცხოვრობს როგორც იმსახურებს, თავისი ნიჭისა და თვისებების მიხედვით.ხოლო როცა აკეთებ იმას რაც საჭირო არ არის, უნდა ზღო, თანაც ცოტათი კი არა, ორმაგად...

ასე და ამგვარად მიიღე შენი სულელი მამის დარიგებანი.

რას უნდა მიაღწიო?_ ეცადე იყო მამაცი, ფაქიზი, კარგი მშრომელი, ასევე კარგი ცხენოსანი და ასე შემდეგ.

რისი მიღწევა არ არის საჭირო? ნუ ეცდები ყველას მოეწონო, ნურც იმას რომ შენს თოჯინებს არაფერი ეტკინოთ. ნუ იფიქრებ წარსულზე, ნურც მომავალზე, ნურც იმაზე რა მოგივა, როცა გაიზრდები, ან იმაზე, წინ არავინ გადაგასწროს, ნურც მარცხზე, თუ კი ისინი შენი მიზეზით არ მოგსვლია. ნურც იმაზე რა მწარედ იკბინებიან მწერები და კოღოები.ნუ იფიქრებ მშობლებზე და ბიჭებზე. ნურც იმედების გაცრუებაზე და სიხარულზე, ანდა უბრალოდ სასიამოვნო განცდებზე.

რაზე უნდა იფიქრო?_ რა მიტაცებს? სხვებზე უკეთესი ვარ თუ უარესი; ა) სწავლაში ბ)ადამიანის გაგებასა და მასთან ურთიერთობის დამყარებაში, გ)მაქვს თუ არა უნარი ვფლობდე საკუთარ სხეულს.

მიყვარხარ; მამა.

----------------- .

 

 

1935 წლის ზაფხული

 

სკოტი, ცუგრუმელავ... შენ უკვე გამოდიხარ იმ ასაკიდან, როცა გოგონები საკმაოდ რთულნი ხდებიან ახლობლებისათვის.

უკვე მესმის როგორ ენემწარობ;   ოო, მამაჩემმა ისევ დაიწყო წინასწარმეტყველობანას თამაში! იმაში, რაც შენ გეხება, მე თითქმის არაფერი მეშლება_ღმერთო ნეტავი მეშლებოდეს!

ვიცოდი გამოჩნდებოდა ორი სამი ყმაწვილი ბრიყვი, რომლებიც ხელის გულზე დაგისვამდნენ და შენც რასაკვირველია, თავს დედოფლად წარმოიდგენდი და მაშასადამე თავგზაც აგებნეოდა. არ იცოდი მხოლოდ ერთი რამ, სად იჩენდა შენი სისულელეები თავს. მე მხოლოდ იმის მეშინია, რომ სხვა დროს უფრო მწარედ მოგხვდება ცხვირში. მაგრამ არაფერია გაუძლებ, სამაგიეროდ ისწავლი საკუთარი საქმეების ჭკვიანურად მოგვარებას, ასეთი დარტყმები ადვილად რომ გადაიტანო. ალბათ მართლა საჭიროა თვითონ რომ დაზარალდე. მაშინ უცებ გაგინათდება გონება და მიხვდები, რომ სხვებს შეუძლიათ საკუთარი თავი შეაფასონ არანაკლებ ვიდრე შენ აფასებ საკუთარს. ასე რომ არ ვშიშობ. ოღონდ იცოდე, იმის გამო, რაც მოხდა, საკუთარ თავზე რწმენა არ შეგერყეს. რწმენა საკუთარი თავისადმი მშვენიერია, მომხიბვლელია, თუკი იგი ეყრდნობა ნამდვილ ღირსებებს_შრომის უნარს, სიმამაცეს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, მაგრამ თუ მარტო საკუთარი თავი გიყვარს, მაშინ უმჯობესია რწმენა ახლავე დაიმსხვრეს. ოღონდაც თავკერძა ნუ იქნები, დაე, მტკიცედ გჯეროდეს საკუთარი თავისა,_მაშინ ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება. მე თვითონ თხუთმეტ წლამდე აზრადაც არ მომსვლია, რომ ამ ქვეყნად ჩემს გარდა კიდევ ვინმე არსებობდა და ეს აზრი საკმაოდ ძვირად დამიჯდა.

...მისიზ ოუენმა მითხრა: ამდენი ხნის მანძილზე სკოტი პირველად იყო კეთილი, თირემ უკვე მომზადებული ვიყავი კიდევ ერთი სატანჯველისთვის.   რა კარგი იყო მასთან საუბარიო      .

ხვდები, რატომ იყო კარგი? ვფიქრობ იმიტომ რომ, შენ პირვლად შეეცადე გაგეგო სხვისთვის. იმისთვის ვინც მოკრძალებული, მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს. შენ არ მოგითხოვია რომ მათ გაეგოთ შენთვის ყველაფერში და მართალიც იყავი_ ისინი ამას უბრალოდ ვერ შეძლებენ. მათ ხომ არ ჰქონიათ  მაღალ საზოგადოებაში       ცხოვრების საშუალება. ადრე შენ მათ მხოლოდ იმის ნებას აძლევდი, რომ მხოლოდ შენთვის საინტერესო ამბებს ჩაწვდომოდნენ_ შენ აინუნშიც არ აგდებდი მათს ცხოვრებას, მათს სამყაროს. ოღონდაც შენ ხომ გეჩვენებოდა, რომ საკუთარი საქმეების გარდა უველაფერი უმნიშვნელოა. არც ერთხელ ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულხარ რომ იმათაც რაღაც აწუხებთ, იქნებ როგორღაც დახმარებოდი მათ! ყოველთვის, როცა გაკეკლუცება სხვების წინაშე, საკუთარი თავის წარმოსაჩენად მოგინდება, უნდა გახსოვდეს: ერთხელაც იქნება კისერს მოიტეხ. ამაზე უფრო საშიში ის არი, რომ არაფრით არ გინდა გაიგო ერთი რამ: შენ ხარ მთელი საკაცობრიო ოჯახის ერთი ნაწილაკი. ჯერჯერობით კი მხოლოდ ქარაფშუტა ხარ და მეტი არაფერი. შენ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ ამით ნუ გაყოყოჩდები. გაივლის ორი წელი მალ_მალე ირწმუნებ რომ სხვა გოგონები, არც თუ ისე მიმზიდველები, იპოვიან უფრო სერიოზულ და ჭკვიან ბიჭებს. შენ გაცდენს ის ყურდღება, რომლითაც ასე ნაადრევად ხარ გარსშემორტყმული.

ძალინ, ძალიან მიყვარხარ. შენი აბსოლიტურად, აბსოლიტურად სანიმუშო მამა.

--------------- .

 

 

ჩრდილოეთ კაროლინა, 1938 წლის 17 ნოემბერი

 

საყვარელო წიწილავ... ბევრს ჰგონია, რომ სიცოცხლე მხოლოდ სიხარულია და მეტი არაფერი. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ როცა ოცი და მერე ოცდაათი წლისა ვიყავი, შემეძლო სიხარული და ვთვლი, რომ შენ უნდა გამოსცადო რა არის სევდა და მხნედ გადაიტანო იმ სამყაროს ტრაგიკულობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

რაც შეეხება სასკოლო პროგრამას, თქმა არ უნდა, რომ მათემატიკა აუცილებლად უნდა ისწავლო, მე მინდა,შენ აითვისო მათემატიკის მთელი პროგრამა, რომელსაც გასწავლიან. ასევე ფიზიკა და ქიმია. ინგლისურ ლიტერატურასა და ფრანგულში ამჯერად არ მაღელვებს შენი წარმატებები, თუ ჯერ კიდევ არ დაუფლებიხარ ამ ორ ენას და ამ ენებზე გამოთქმულ აზრთა წვდომა არ გისწავლია, ჩემი შვილი არ ყოფილხარ და ეგ არის.

მე მინდა, რომ გესმოდეს მეცნიერების ძირითადი პრინციპები. ეს კი ჩემი აზრით შეუძლებელია, თუ მათემატიკას არ ისწავლი ისე, რომ კოორდინატულ მრუდეებზე არ გექნება წარმოდგენა: მე თვითონ წერა მხოლოდ იმტომ ვისწავლე, რომ უამრავი საქმით ვიყავი დაკავებული, რომელზეც გული არ მიმდიოდა.

მიყვარხარ: ფ. სკოტ ფიცი.

 

 

--------------------- უთარიღო

 

კარგი,   მაღალი ოჯახის  შვილების წინაშე უხერხულობაში, რომ არ ჩავარდე, ვეცდები ტაქსით აღარ მოგაკითხო: ცოტა ძველმოდურად ხომ არ გეჩვენება მაღალ ოჯახებად იმათი მონათვლა, ვინც ქალაქის საუკეთესო რაიონებში ცხოვრობს? დაგენიძლავები, შენი სკოლის გოგონების ორი მესამედის წინაპრები ნიუ-იორკის, ჩიკაგოს და ლონდონის ჯურღმულებში ძველმანებით ვაჭრობდნენ. თუ შენ ამ კოსმოპოლიტ მდიდრებს ბაძავ, მაშინ სიამოვნებით მიგაბარებდი სამხრეთის სკოლაში. მართალია იქ სწავლების არც ისე მაღალი დონეა, სამაგიეროდ  მაღალი ოჯახის       გაგება, ჯერ არ გამხარა ასე სასაცილო. ამ ჯურის ადამიანებს კარგახანია ვიცნობ.

ეს არის უსახლკარო ხალხი, რომელსაც სცხვენიათ, რომ ამერიკელები არიან. შეუძლიათ აითვისონ სხვა ხალხის კულტურა. თაკილობენ თავიანთ ქმრებს, ცოლებს, წინაპრებს, არ იციან შვილების აღზრდა,_თუ რასაკვირველია, გაბედეს და იყოლიეს ისინი,_ ისე, რომ შვილებმა იამაყონ, გარდა ამისა ერცხვინებათ თავისივე მსგავსნი და თან სამკვდრო სასიცოცხლოდ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. საშიშნი არიან საზოგადოებისთვის. რომელსაც ეკუთვნიან. საჭიროა კიდევ დავამატო რამე? ხომ იცი, როგორ ვუყურებთ ასეთ რამეებს? თუ მოგაკითხავ და არ დამხვდები, ძებნა- ძებნით პარკ ავენიუში მოგაგნებ, შეგიძლია არც მიცნო. თქვი, რომ ვიღაც უმუშევარი ვარ ჯორჯიიდან ანდა ბანდიტი ჩიკაგოდან.

-------------.

 

 

 

ჰოლივუდი. კალიფორნია. 1938 წლის 18 აპრილი

 

ყველა მასწავლებლის აზრი უკიდურესად ერთნაირი და იმდენად უსიამოვნოა, რომ არც ღირს მათზე შეჩერება. დამიჯერე არ ღირს მათზე შეჩერება. დამიჯერე არ ვაჭარბებ, როცა გირჩევ საქმე დაიწყო ყველაზე ძნელიდან, იქიდან, რისი დაძლევაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა საკუთარ თავში ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებელ ძალებს შეიგრძნობ, სულ ერთია, ეს დილით იქნება, დღით თუ საღამოს – მაშინ არ გაგიჭირდება დაეუფლო გულისყურით აზროვნების ხელოვნებას.

ბედის უკუღმართობის გამო, უკვე კარგა მოზრდილს მომიხდა წიგნების ყიდვა სასკოლო დისციპლინების დასაუფლებლად: ადრე ისინი ჩემში არავითარ ინტერესს არ იწვევდნენ. ეს კი იმიტომ, რომ ჩამოყალიბდა მაშინ ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ასოციაცია: – სამუშაო ეს რაღაც უსიამოვნო, მოსაწყენი არასავალდებულო რამეა. გოგონები ვისაც შენ ჭკუის კოლოფებს უწოდებ, შენზე გონიერები არ არიან, უმეტესად არც შენზე უკეთესად აზრონებენ, არც მეხსიერება აქვთ არც მიხვედრილობა, მაგრამ თავი ასე აქვთ მოწყობილი, რომ კრთებიან სიტყვა - დავალების       გაგონებაზე. დარწმუნებული ვარ აქაა შენი გასაჭირი, რადგან შენ ხომ ასე ძალინ მგავხარ. მე კი ეს თვისება საფუძვლიანი თვითანალიზის შემდეგ შეუმცდარად აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ანკი რა იდიოტი ვიყავი, როცა თვითონ გავიკეთე დისკვალიფიკაცია, მაშინ როცა ჩემზე ბევრად სუსტები უშრომლადაც გაცილებით უკეთეს ნიშნებს ღებულობდნენ.

მიყვარხარ. შენი ნათესავი პირდაპირი ხაზით.

------------------.

 

 

მეტრო-გოლდვინ მაიერის  სტუდია 198 წლის 7 ივლისი

 

საყვარელო სკოტი, ალბათ ძალიან, ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, სანამ კიდევ ვინმეს მივწერ წერილს და ამიტომ გთხოვ, რა მწარედაც არ უნდა მოგეჩვენოს ეს წერილი, ორჯერ წაიკითხო. რასაც ახლა წაიკითხავ, იმან შეიძლება გაიძულოს ხელი მკრა, გავა დრო და როცა ხელმეორედ გადაიკითხავ ამ სტრიქონებს, მიხვდები, რომ, მართალი ვიყავი. შენთვის მე   - უფროსი კაცი ვარ რომელსაც უნდა დაუჯერო, როცა ჩემ სიჭაბუკეზე გიამბობ. ჩემი ამბები დაუჯერებლად გეჩვენება, ახალგაზრდობაში არ სჯერათ, რომ ოდესღაც ახალგაზრდები იყვნენ, ამიტომ გადავწყვიყე მოგწერო. იქნებ ასე უფრო გაიგო რისი თქმა მინდა.

შენს ასაკში უდიდესი ოცნებით ვცხოვრობდი. ეს ოცნება დღითი დღე უფრო გამოკვეთილი ხდებოდა და უკვე ზუსტად შემეძლო მეთქვა, რა მინდოდა და ასევე შემეძლო მეიძულებინა სხვები ყური მიეგდოთ ჩემი სურვილებისთვის. მერე ოცნების აღსრულებამ გადაიწია _იმ დღემდე, როცა ყველა ჩემი ჭოჭმანის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მაინც გადავწყვიტე ცოლად შემერთო დედაშენი.... გაჩნდი შენ და წლების მანძილზე ბედნიერები ვიყავით, მაგრამ მე გადავიქეცი იმ ადამიანად, ვის ოცნებებსაც შესრულება არ ეწერა. დედაშენს უნდოდა, მე ძალიან ბევრი მემუშავა მისთვის და ძალიან ცოტა ჩემი ოცნებისთვის. იგი ძალიან გვიან მიხვდა, რომ ადამიანს ღირსებას ანიჭებს შრომა, მხოლოდ შრომა! მაშინ მან თვითონ მოინდომა მუშაობის დაწყება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დედაშენმა ვერ გაუძლო დროის გამოცდას და მერე აღარც წამომდგარა ფეხზე.

ძალიან დიდხანს მეზიზღებოდა დედამისი იმისთვის, რომ მან არ აღზარდა შვილში სასარგებლო ცხოვრებისეული ჩვევები. საერთოდ არაფერი ასწავლა თვითდაჯერებულობისა და იმ რწმენის გარდა, რომ ყველაფერს – რაღაცა ეშველება. ამიტომ ვერ ვიტან უსაქმურობისათვის გაზრდილ ქალებს. ხანდახან მეჩვენება რომ უსაქმურობა ადამიანთა განსაკუთრებული კატეგორიის თვისებაა. ამ ადამიანებთან რაც არ უნდა მოინდომო, ვერეფერს გააწყობ მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ საერთო მაგიდის გარშემო საკუთარ სკამს ათბობენ და ამით ამოსწურავენ თავიანთ წვლილს კაცობრიობის წინაშე. შენ ახლა იმ ასაკში ხარ, როცა მოზრდილი ადამიანი დააინტერესო მხოლოდ მაშინ, თუ შენში რაღაც მომავალი შეიგრძნობა. ბავშვი მომხიბვლელი იმიტომაა, რომ შეუძლია ჩვეულებრივ საგნებს უყუროს საღი თვალით, მაგრამ 12 წლამდე ეს თვისება ქრება. უფროსზე უკეთესად მოზარდს არც რაიმეს დემონსტრირება, არც აზროვნება, არც გაკეთება არ შეუძლია.

გავაკეთოთ დასკვნა: მას შემდეგ რაც ბანაკში კარგი ყვინთვა ისწავლე, თუ არ ჩავთვლით წვრილმანებს, ერთხელაც კი არ გაგიხარებივარ, არაფერი გაგიკეთებია ისეთი რითაც ვიამაყებდი. ახლა კი.

ისე აიწყვიტე, როგორც არასდროს. მე სრულებითაც არ მაინტერესებს შენი წარმატებები როგორც ისეთი ქალიშვილისა, რომელიც აფრენს  საზოგადოებისათვის. ეს 1925 წელს იყო მოდაში. მე არ მჭირდება ამგვარი წარმატებები. ჩემთვის ისინი ისეთივე მოსაწყენია როგორც სასტუმრო    რიცის       მფლობელებთან სადილობა. ჯერ ვერ ვგრძნობ რომ შენ    რაღაცისკენ       მიდიოდე. მიმძიმს შენს საზოგადოებაში ყოფნა რადგან აუტანელია იმის ყურება, როგორ უტვინოდ და ამაზრზენად ფლანგავ დროს. მაგარამ სამაგიეროდ, როცა უცაბედად დავიჭერ შენში რაღაც სერიოზულ მისწრაფებას, სერიოზული ცხოვრების სურვილს, დედამიწის ზურგზე არ არის ადამიანი, ვისთანაც ყოფნა უფრო მომინდებოდა, ვიდრე შენთან, რადგან ეჭვი არ ემპარება შენში რაღაც არის, რომ შენ ცხოვრების ნამდვილი გემო, ნამდვილი ოცნება იცი_და იგი შენი საკუთარი ოცნებაა. ჩემი მიზანია, სანამ გვიან არ არის ყველაფერი ეს შევადუღაბო რაღაც მკვიდრთან, საფუძვლიანთან. ახლა შენი მოსმენა მოსაწყენია, თითქოს ბოლო ორი წელი გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლაში გაგეტარებინოს. ხოლო ცხოვრებაზე შეხედულებები ამოგეკრიფოს სურათებიანი წიგნის იმ სერიიდან    სიყვარულის რომანები    რომ ჰქვია.

ყოველთვის მეყვარები, მაგრამ ჩემთვის საინტერესონი არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და მუშაობენ ისე როგორც მე და არა მგონია ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს ჩემში_ უკვე იმ ასაკში აღარ ვარ; შეიცვლები თუ არა შენ? მოისურვებ რომ რამე შეიცვალოს? ვნახოთ.

მამა.

---------------------------.

 

 

 

  მეტრო გოლდვინ მაიერის  სტუდია, 1938 წლის 19 სექტემბერი

 

დაიმახსოვრე: რასაც შენ წარმოადგენ, რაც გაღელვებს თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე აღარ შიცვლება. გრძნობ, რომ, აი, გავიდა მხოლოდ ორი წელი და მაჩვენებელი ისრების ნახევარი უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით მიტრიალებულა, კიდევ ორი წელი და შენ უკვე თავგანწირვით არკვევ, რომელი მათგანია მომავლისკენ მიმაეთული. თანაც სასოწარკვეთილებამდე გეშინია სწორედ ისინი არ დაგეკარგოს თვალიდან.

შენი მოსიყვარულე მამა.

-------------.

 

 

მეტრო-გოლდვინ მაიერის       სტუდია, 1938 წლის შემოდგომა

 

საყვარელო სკოტი, მე და შენ სრულიად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ცხოვრებაზე. შენი მიზანია იყო რაც შეიძლება მიმზიდველი და მომხიბვლელი ყოველი შემხვედრი მამაკაცისთვის. მათ შორის არიან მუზეუმის მუმიები, და ყველა ნაძირალა.. მე კი ვფიქრობ, რომ შენ თუ მაინცდამაინც, თავს უნდა აწონებდე იმ მცირე რიცხვს ბიჭებისას, რომლებიც აწი გახდებიან ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, ამ ცხოვრებაში საფუძვლიანად გარკვევის უნარს მაინც გამოიჩენენ.

ეს ორი შეხედულება შეუთანხმებლად მთლიანად და აბსოლიტურად საწინააღმდეგოა, კონტრასტული და შეუთანხმებელია! ეს კი შენ არასოდეს არ გესმოდა.

----------------.

 

 

ენსინო, კალიფორნია 1938 წლის დეკემბერი

 

საყვარელო სკოტი, ერთ რამეში კი მგავხარ_შენი საქმეებიც ვითომ ბრწყინვალედ მიდის, სინამდვილეში კი ყველაფერი ინგრევა, თანაც საბოლოოდ, მაგრამ იცოდე, გასაძირის ჟამს, როცა მთელი ძალით იბრძვი და გრძნობ, რომ ვერაფერს აღწევ, როცა სასოწარკვეთილებისგან იღრჩობი, სწოედ მაშინ მიდიხარ წინ, და თუმცა ნელ-ნელა, სამაგიეროდ მტკიცედ... სიყვარულით...

მამა.

 

 

ენსინო კალიფორნია. 1938 წლის ზამთარი

 

საყვარელო სკოტი, იმედი მაქვსპრისტონის მეჯლისზე კარგად იმხიქრულებ. მხოლოდ გთხოვ; ძალიან ნუ   ... თუმცა გეყოფა გაფრთხილებები. სულერთია შეცდომების გარეშე მაინც ვერაფერს ისწავლი. მხოლოდ ერთს გეტყვი,- გეხვეწები ნურაფერში ნუ იქნები მეტისმეტი, მაგრამ თუ    მეტისმეტი  იქნები,ნუ მაიძულებ მაინც გამოვიდე მშობლის როლში, რომელმაც უნდა ზღოს შენი შეცდომები...

 

 

ენსინო კალიფორნია, 1940 წლის 25 იანვარი

 

საყვარელო სკოტი, ჩვენი მიწერ მოწერა შენი წყალობით აშკარად ჩაკვდა. ქედან ვასკვნი რომ შეყვარებული ხარ. ერთი რამ ნუ დაგავიწყდება: 19-20 წლის ქალიშვილები ადვილად ავადდებიან ავადმყოფობით, რომელსაც ჰქვია  გრძნობათა გაცვეთა. იმედი მაქვს ეს ავადმყოფობა არ შეგეყრება...

ძალიან მიყვარხარ. მამა.

 

 

ენსინო კალიფორნია, 1940 წლის 27 მარტი

 

საყვარელო სკოტი დილით ბალტიმორიდან წერილი მივიღე და ძალიან შევშფოთდი__რა უყავი თმას? ამის შესახებ ერთდროულად სამმა კაცმა მომწერა. გამაცვალე ნუთუ არ შეიძლება ისე მოიქცე, რომ შენი ვარცხნილობა ყველას თვალში არ ეჩხირებოდეს. შენ ისე ეცადე ეფექტური ყოფილიყავი რომ , ალბათ თვითონაც ვერ წარმოგიდგენია რა შთაბეჭდილებას ახდენ. მესმის ოცდაათს გადაცილებულმა ქალმა იხმაროს ეს ხერხები, მაგრამ შენ რაში გჭირდება კინოშიც კი მოდიდან გამოსული სტილის მიბაძვა?

ჭარმატებებს გისურვებ საგაზაფხულო გამოცდებზე, ვიცი რომ ისინი უველაზე ძნელია და შენს მაგივრად ძალიან მეშინია. შეიზლება კიდევ იმიტომ რომ შენს წერილებში იგრძნობა ტვითდაჯერებულობა და აგდებული დამოკიდებულება, რომელიც უკვე ერთი წელია აღარ შემიმცნევია. გევედრები, ცოტა მაინც გადაერთე სერიოზულ განცდებზე.

პ.ს. მე შემიზლია გავიგო საიდანაა ეს ყვით დაჯერებულობა _ ღმერთო ჩემო, მეთვითონ მქონდა იგი ტელამდე.მაგრამ საკუთარ თავში ძნელი შესაცნობია. ღამდენი არმ გინდა გააკეთო, მაგრამ ჩვენტვის განკუთვნილი დრო კი ასე ცოტაა.

გეხვევი მამა.

 

 

ენსინო კალიფორნია, 1940 წლის მაისი

 

საყვარელო სკოტი სკოტი, ჩვენ ერთმანეთს ვწერთ და დასმულ შეკითხვებზე კი არ ვპასუხობთ. აბა, ახლა მე ვუპასუხებ შენ შეკითხვას: შენ გაინტერესებს რა უფრო ძნელია _ ხელოვნებაში შექმნა ახლი ფორმა თუ ძველი გააუმჯობესო. საუკეთოსოა ის პასუხი რაც გასცა პიკსომ, როცა იგივე შეკითხვა მას ამერიკელმა მწერალმა გერტრუდა სტაინმა დაუსვა: მან მწარედ თქვა:   შენ რაღაცას ქმნი, მერე კი მოდის სხვა და შენს შექმნილს გადააუთოვებს.

...ახლა შენი ჟურნალის თაობაზე. შენგან კიდევ ბევრჯერ აიღებენ ინტერვიუს და კიდევ ერთხელ გთხოვ, გაზეთის მუშაკებთან ნუ ილაპარაკებ ჩემზე და დედაშენზე. ერთხელ კინაღამ გადამრიე რომ გამომიცხადე თქვენი ბიოგრაფიები უნდა დავწეროო. მე ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე არაფერი დამეწერა ჩემს მშობლებზე, სანამ ოცი წელი მაინ ცარ გავა მათი გარდაცვალებიდან და რადგან მე მხოლოდ 43 წლისა ვარ და ალბათ ჩემი სათქმელი მთლიანად არ მითქვამს, შენი გადაწყვეტილება ნაადრევად გამოიყურება. შაკმაოდ მოზრდილი ხარ, რომ მიხვდე , რა უგნურებაა ცვენი ოჯახის ამბების გამომზიურება. მაგრამ მაინც გართხილდი, ისინი ეცდებიან ნებისმიერი ხერხებით გამოგტყუონ რაიმე.

გეხვევი შლეგი ფიცი (წარსულში– სანფრანცისკოს რისხვა).

 

 

ჰოლივუდი კალიფორნია, 1940 წლის 12 ივნისი

 

სკოტი პატარავ, მადლობელი ვარ დაწვრილებითი ანგარიშისთვის. ბედნიერი ვარ და ერთი წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი იმაში, შენ იე მუშაობ როგორც საჭიროა. დარწმუნებული ვარ აწიც ასე იქნება და ეს გულს მიხარებს... ჯობია აირჩიო რაღაც ახლი და რთული სამედიცინო დისციპლინა და ეცადო აითვისო. შეფასების ქულათა რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამამისთვის საჭიროა საკუთარ თავს მოექცე პატივისცემით, შენ კი ეს არ შეგიძლია და ამიტომაც ღიზიანდები სისულელეების გამო. შენც ზუსტად ჩემსავით გტანჯავს ეჭვი და ყოყმანი. განიცდი მათ უფრო მეტად, ვიდრე მე განვიცდი ფულის საკითხში ჩემს უცოდინარობასა და წარსულის უგერგილობას. აი შენი აქილევსის ქუსლი. ჯერ კი არ ყოფილა შემთხვევა ქილევსის ქუსლი თავისით გამაგრებულიყოს. იგი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება. ის მცირედი, რასაც მივაღწიე, მოპოვებულია ყველაზე მძიმე და ჯიუტი შრომით.ახლა კი ვნანობ რომ თავს ნებას ვაძლევდი მოვშვებულიყავი. მიმეხედა უკან განვლილი გზისკენ, მაშინ როცა დიდი გეტსბის  მერე მტკიცედ უნდა მეთქვა საკუთარი თავისთვის: მე ვიპოვე ჩემი საკუთარი საქმე, დღეიდან და სამუდამოდ ის ჩემთვის ყველაზე მთავარია. ის ჩემი უმაღლესი მოვალეობაა, უამისოდ მე არარაობა ვარ      ...

 

 

ჰოლივუდი, 1940 წლის 18 ივლისი

 

საყვარელო სკოტი, სხვა ბევრ რამესთან ერთად ამ ზაფხულმაც დაამთკიცა, რომ შენი განათლება ჯერ მხოლოდ თეორიულია. საერთოდ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მიმაჩნია, რომ როცა ლიტერატურული სამუშაოსთვის ემზადები, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს,რომ შენი ნიჭი მაიცდამაინც სწრაფად არ უნდა გაიფურჩქნოს,_ ბევრი ჩემი თანამედროვე იწყებდა ოცდაორი წლისა კი არა ოცდაშვიდი-ოცდაათი წლის ასაკში, უფრო გვიანაც. თანაც მანმადე ზოგი გაზეთის მუშაკი იყო ზოგი მასწავლებელი, ზოგი იმ გემის მეზღვაური, განრიგის გარეშე რომ დადის; ზოგიც ჯარისკაცი იყო ომში. ადრე გაფურჩქნული ნიჭი, თავისი ტიპის მიხედვით, პოეტურია, ბევრ რამეში მეც ასეთი ნიჭი მქონდა. პროზაიკოსის ნიჭი თავისებურად მჭიფდება, აქ ბევრს უნდა ხედავდე და უნდა შეგეძლოს გულდასმით ამოირჩიო, ანდა, უბრალოდ რომ ვთქვათ უნდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეპისტოლარული / სკოტ ფიცჯერალდი ფრენსის / პირადი წერილები