სუბელიანი თამარ

ავი კატა გზაზე ცხრის ოც წუთზე გადარბის 

 

[დროთა კავშირი დაცულია]

 

 

 წკაპ.

 ჩვენ ახლა ნაზღაიძეების სამზარეულოში ვდგავართ.

 შავ-თეთრი მეტლახი.

 ნათურა ცეკვავს.

 ორი ფოტო – კედლები.

 სკამები.

 ორნი

 ოთხნი

 სამნი უსხედან მაგიდას.

 ყრუდ ისმის ონკანის ხმა.

 სადილობენ

 ვახშმობენ

 საუზმობენ. ოჯახის უფროსი დროდადრო საათს უყურებს.

 

 პერსონაჟი I: იოსება.

 ასაკი: 42 წ.

 პროფესია: ბუღალტერი.

 პერანგი თეთრი. ღილები შეკრულია.

 შარვალი ნაცრისფერი.

 გაზეთები,

 წერილები,

 ორცხობილა,

 ფინჯანი რძე ხელუხლებელი დევს მაგიდაზე.

 უბრალო ჭურჭელი.

 ძველებური სუფრა.

 10 გრადუსი, თბილისში 8 – ტელევიზორი.

 წიგნები – კარადა.

 წიგნები – იატაკი შავ-თეთრი მეტლახით

 ქოთნის ია – კუთხე.

 დაშვებული ფარდები.

 წკუპ.

 ერთკუზიანი აქლემები კადრს მიღმა. ბედუინებმა გამოიარეს საჰარა. – კედელი.

 კატა – სავარძელი. იზმორება.

 უმაღლესი განათლებით, მუშაობის 10 წლიანი სტაჟით. გასაუბრება შაბათს. – გაზეთი.

 საათები.

იოსება დროდადრო უყურებს.

 თიხის თასები.

 თიხის ჭურჭელი.

 ძველებური სუფრა.

 უფერული ფურცელი აიღე, ორგანზომილებიანი ადამიანი გამოვჭრათ.

 გრძელი მართკუთხედი.

 თავი – ოვალი.

 ფეხები, ხელები მივაწებოთ.

 თვალები. ცხვირი. ორი ქინძისთავით ღიმილი დავუმაგროთ.

 პერანგი თეთრი. ღილები შევკრათ.

 ნაცრისფერი შარვალი.

 გეომეტრიული ქაოსი – პერსონაჟი I შექმნილია.

 წკაპ.

 შიშველი ხეების სეზონი – კალენდარი.

 ნათურა ჩერდება.

 დაბალი ჭერი.

 დაქოქილი ფორთოხლები დროშებს აფრიალებენ. გაჰკივიან ფუღურო ლოზუნგებს. – ფოტო.

 სარკმელი – დაღლილი კორპუსები. რძე წასკდა ზეცას.

 იოსება დროდადრო მაჯის საათს უყურებს.

 ცარიელი ლარნაკი – რაფა.

 ცარიელი ფინჯანი.

 – მა, სკოლაში მაგვიანდება.

 

პერსონაჟი II : მარიამი.

 ასაკი : 12 წ.

 უფერული ფურცელი აირე.

სამკუთხედი გამოვჭრათ.

 ოვალი თავი.

 ხელები.

 ფეხები.

 ბაბფთა დაუმაგრე.

 კოპლებიანი კაბა.

 დაქოქილი ფორთოხლები დროშებს აფრიალებენ. გაჰკივიან ფუღურო ლოზუნგებს. – ტელევიზორი.

 საათებს სახე ეშლებათ.

 ისინი მუყაოს კიბეებზე ჩადიან.

 ქოლგებს შლიან.

 წკუპ.

 თეთრად აწვიმთ მოხრილ ქოლგებს.

 შავი კატა გზაზე გადარბის.

 გეომეტრიული ფიგურები ავტომობილში სხდებიან..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / ავი კატა გზაზე ცხრის ოც წუთზე გადარბის