ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდი

 

ადამიანის უფლებების  მონიტორინგი

 

 

 

ეს წიგნი დაიბეჭდა ევროკომისიისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის პროექტის  -  «ადამიანის უფლებების მონიტორინგის ტრენინგი» ფარგლებში

ადამიანის უფლებების ეს სახელმძღვანელო არის ექსპერტთა დიდი

კოლექტივის შრომის შედეგი. ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდი

მადლობას უხდის ყველას, ვინც გაგვიზიარა თავისი გამოცდილება,

ცოდნა და მოგვაწოდა კრიტიკული შენიშვნები, რომელთა გარეშეც ამ წიგნის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

 

 

წინასიტყვაობა

 

   სახელმძღვანელო ეძღვნება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა (ამ შემთხვევაში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებს ვგულისხმობთ) კლასიკური მონიტორინგის ჩატარების საკითხებს.  თუმცა, ეს ტექნიკა სოციალური უფლებების, გარემოს დაცვის და ა.შ. თვალის სადევნებლადაც გამოიყენება. მონიტორინგი, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივი ინტერესების დამცავი ქმედებების ერთ-ერთი კომპონენტია.

   სახელმძღვანელო უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია წატცჰ-დოგ-ის  ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელთა ფუნქციაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლი. კერძოდ, ომბუდსმენის ბიურო, საპარლამენტო კომისიები და ა.შ.

   პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის დ აუჰფ), პოლონეთის სახელმწიფო კონტროლის ორგანოების (ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიურო, უმაღლესი საკონტროლო პალატა), აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგს ახორციელებენ (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემბღალავი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო კომიტეტი, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი), ჰელსინკის ფონდმა შეიმუშავა მომზადების პროგრამა მათთვის ვინც მიზნად ისახავს მონიტორინგის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას. 1998-99 წლებში მონიტორინგის კურსები ჯერ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაიმართა, შემდგომში რუსეთის, უკრაინის, და ბელორუსის ადამიანის უფლებათა დამცველთათვის, სამხრეთ კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ქვეყნებისათვის, შუა აზიის ქვეყნებისათვის ( ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი). ჰელსინკის ფონდმა ასევე გამართა სასწავლო კურსები რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიუროს თანამშრომელთათვის, ასევე რუსეთის ადამიანის უფლებათა რეგიონული კომისიის თანამშრომელთათვის. ზემოთ აღნიშნული კურსების მონაწილეთა გამოთქმული შენიშვნები და ინფორმაცია დაგვეხმარა პროგრამის სრულყოფასა და შევსებაში.

   თუმცა სახელმძღვანელო ვერ ცვლის პირად მონაწილეობას სასწავლო კურსში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალფეროვანი აქტიური მეცადინეობები, გვინდა ვირწმუნოთ, რომ სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ყველას, ვინც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე დგას.

 

ქართული გამოცემის წინასიტყვაობა

 

   ეს სახელმძღვანელო პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში შეიქმნა. ამ ორგანიზაციას კარგად იცნობენ ჩვენი უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წევრების მნიშვნელოვან ნაწილს მიღებული აქვთ მონაწილეობა ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ სკოლებში თუ სხვა ღონისძიებებში.

   ამ ორგანიზაციის უზარმაზარი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, მისი წევრების ღრმა კომპეტენტურობა და ავტორიტეტი სხვადასხვა დონის მსოფლიოს უფლებადამცავ ორგანიზაციებს შორის ეჭვს არ იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ფილოსოფოსი, მენეჯერი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი პროფესორი მარეკ ნოვიცკი, რომლის ბრწყინვალე ლექციები საქართველოში ბევრს აქვს მოსმენილი.

   ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბოლომდე გაუზრებელი სფეროა, მითუმეტეს შეიძლება ეს ითქვას ადამიანის უფლებათა მონიტორინგზე, რომლის ჩატარების ცალკეული შემთხვევები ჩვენთან ემპირიულ ცოდნაზეა დამყარებული. არადა, ეს სახელმძღვანელო გვაჩვენებს, რომ მონიტორინგის სწორი დაგეგმვა, ჩატარება და მისი შედეგების გამოყენება შეუძლებელია ამ სფეროში დაგროვილი სისტემური ცოდნის გარეშე. ყველა ვინც ამ სახელმძღვანელოს წაიკითხავს ამაში იოლად დარწმუნდება. ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიზანი არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაა და ამ გზაზე ჩვენთვის დაბრკოლებების შექმნა, საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისათვის აღმოჩნდება საზიანო.

   წიგნის გამოცემაში გაწეული კონსულტაციებისათვის და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით Eევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს – ქალბატონებს: მონიკა სომერ დიურსტს, ნანა კალანდაეს და ევგენია ავეტისოვას

   ქართულ გამოცემაში ორიგინალური ფოტომასალის გამოყენება გადავწყვიტეთ.

   ფოტომასალის უანგაროდ მოწოდებისა და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით:  გაზეთის – ,,ახალი შვიდი დღე” რედაქციას;  არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”; ფოტოხელოვან გოგი ცაგარელს; არასამთავრობო ორგანიზაციას  – ,,ქალთა კლუბი პეონი”; საქართველოს გაეროს ასოციაციას.

   სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ომბუდსმენის ინსტიტუტის  თანამშრომლებისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტებისათვის.

   ვფიქრობთ, რომ სახელმძღვანელო სასამართლოს მუშაკებს და ჩვენს სამართალდამცავებთაც გამოადგებათ.

 

ფრიდონ საყვარელიძე

 

წინასიტყვაობა

 

სახელმძღვანელო ეძღვნება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა (ამ შემთხვევაში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებს ვგულისხმობთ) კლასიკური მონიტორინგის ჩატარების საკითხებს.1  თუმცა, ეს ტექნიკა სოციალური უფლებების, გარემოს დაცვის და ა.შ. თვალის სადევნებლადაც გამოიყენება. მონიტორინგი, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივი ინტერესების დამცავი ქმედებების ერთ-ერთი კომპონენტია.

სახელმძღვანელო უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია წატცჰ-დოგ-ის2  ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელთა ფუნქციაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლი. კერძოდ, ომბუდსმენის ბიურო, საპარლამენტო კომისიები და ა.შ.

 

პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის დ აუჰფ), პოლონეთის სახელმწიფო კონტროლის ორგანოების (ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიურო, უმაღლესი საკონტროლო პალატა), აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგს ახორციელებენ (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემბღალავი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო კომიტეტი, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი), ჰელსინკის ფონდმა შეიმუშავა მომზადების პროგრამა მათთვის ვინც მიზნად ისახავს მონიტორინგის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას. 1998-99 წლებში მონიტორინგის კურსები ჯერ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაიმართა, შემდგომში რუსეთის, უკრაინის, და ბელორუსის ადამიანის უფლებათა დამცველთათვის, სამხრეთ კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ქვეყნებისათვის, შუა აზიის ქვეყნებისათვის ( ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი). ჰელსინკის ფონდმა ასევე გამართა სასწავლო კურსები რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიუროს თანამშრომელთათვის, ასევე რუსეთის ადამიანის უფლებათა რეგიონული კომისიის თანამშრომელთათვის. ზემოთ აღნიშნული კურსების მონაწილეთა გამოთქმული შენიშვნები და ინფორმაცია დაგვეხმარა პროგრამის სრულყოფასა და შევსებაში.

თუმცა სახელმძღვანელო ვერ ცვლის პირად მონაწილეობას სასწავლო კურსში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალფეროვანი აქტიური მეცადინეობები, გვინდა ვირწმუნოთ, რომ სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ყველას, ვინც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე დგას.

 

ქართული გამოცემის წინასიტყვაობა

 

   ეს სახელმძღვანელო პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში შეიქმნა. ამ ორგანიზაციას კარგად იცნობენ ჩვენი უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წევრების მნიშვნელოვან ნაწილს მიღებული აქვთ მონაწილეობა ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ სკოლებში თუ სხვა ღონისძიებებში.

   ამ ორგანიზაციის უზარმაზარი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, მისი წევრების ღრმა კომპეტენტურობა და ავტორიტეტი სხვადასხვა დონის მსოფლიოს უფლებადამცავ ორგანიზაციებს შორის ეჭვს არ იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ფილოსოფოსი, მენეჯერი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი პროფესორი მარეკ ნოვიცკი, რომლის ბრწყინვალე ლექციები საქართველოში ბევრს აქვს მოსმენილი.

   ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბოლომდე გაუზრებელი სფეროა, მითუმეტეს შეიძლება ეს ითქვას ადამიანის უფლებათა მონიტორინგზე, რომლის ჩატარების ცალკეული შემთხვევები ჩვენთან ემპირიულ ცოდნაზეა დამყარებული. არადა, ეს სახელმძღვანელო გვაჩვენებს, რომ მონიტორინგის სწორი დაგეგმვა, ჩატარება და მისი შედეგების გამოყენება შეუძლებელია ამ სფეროში დაგროვილი სისტემური ცოდნის გარეშე. ყველა ვინც ამ სახელმძღვანელოს წაიკითხავს ამაში იოლად დარწმუნდება. ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიზანი არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაა და ამ გზაზე ჩვენთვის დაბრკოლებების შექმნა, საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისათვის აღმოჩნდება საზიანო.

   წიგნის გამოცემაში გაწეული კონსულტაციებისათვის და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით Eევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს – ქალბატონებს: მონიკა სომერ დიურსტს, ნანა კალანდაეს და ევგენია ავეტისოვას

   ქართულ გამოცემაში ორიგინალური ფოტომასალის გამოყენება გადავწყვიტეთ.

   ფოტომასალის უანგაროდ მოწოდებისა და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით:  გაზეთის – ,,ახალი შვიდი დღე” რედაქციას;  არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”; ფოტოხელოვან გოგი ცაგარელს; არასამთავრობო ორგანიზაციას  – ,,ქალთა კლუბი პეონი”; საქართველოს გაეროს ასოციაციას.

   სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ომბუდსმენის ინსტიტუტის  თანამშრომლებისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტებისათვის.

 

   ვფიქრობთ, რომ სახელმძღვანელო სასამართლოს მუშაკებს და ჩვენს სამართალდამცავებთაც გამოადგებათ.

 

   ფრიდონ საყვარელიძე

 

 

 

 

1. მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისაკენ მიმართულ ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტი

 

   ბოლო წლებში სიტყვა ,,მონიტორინგი” მოდაში შემოვიდა. მას იყენებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევების, შემოწმებების, ინფორმაციის შეკრების და ა.შ. აღსანიშნავად. ტრადიციულად მონიტორინგი ხანგრძლივი დაკვირვებაა, რომელიც ტარდება უწყვეტად ან პერიოდულად. ჩვენს სახელმძღვანელოში ამ ტერმინს გამოვიყენებთ სოციალური სინამდვილის ერთჯერადი გამოკვლევის აღსანიშნავად.

 

   1.1. რა არის მონიტორინგი

 

   ჩვენს სახელმძღვანელოში მონიტორინგი გულისხმობს სოციალური სინამდვილის გარკვეული ფრაგმენტის გეგმაზომიერ, სისტემატურ, გარკვეული სქემით ჩატარებულ შესწავლას.

   ამასთან, მონიტორინგი არსებული სინამდვილის ძალადობის გარეშე შეცვლისათვის ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტია.

 

   ქმედებათა მიზნის შერჩევას და მონიტორინგის თემას ჩვეულებრივ წინ უსწრებს გარკვეული წინასწარი შეხედულების შექმნა სოციალური სინამდვილის ამა თუ იმ ფრაგმენტზე, რომელიც შედის მოცემულ ორგანიზაციის ინტერესების სფეროში. ასეთი შეხედულება ყალიბდება პრესის, ორგანიზაციაში შემოსული საჩივრების, სახელმწიფო დაწესებულებების ინტერვენციური მონახულებების, ამ დაწესებულებებთან მიწერ-მოწერის, კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული გამოკვლევების, მაკონტროლებელი ორგანოების გამოქვეყნებული ანგარიშების, ან, რაიმე სხვა, ხელმისაწვდომი წყაროებიდან მიღებული სხვადასხვა საიმედოობის მქონე მონაცემების საფუძველზე. შექმნილი ვითარების ასეთ წინასწარ, ძირითადად სპონტანურ სურათს, რომელიც ხშირად არასაკმარისად საიმედო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება, ვერ დავარქმევთ მონიტორინგს. ჩვენს სახელმძღვანელოში მონიტორინგი გულისხმობს შეგნებულად და აქტიურად განხორციელებულ დაგეგმილ კვლევას.

 

   ადამიანის უფლებების მონიტორინგი გულისხმობს:

   ?მოცემულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ხასიათთან და მასშტაბებთან დაკავშირებული მონაცემების გააზრებულ და აქტიურ შეგროვებას. Aაღნიშნული დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც თვით სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის სხვადასხვა ინსტრუქციებით, რომლებიც მათი შესრულების წესს განსაზღვრავს), ასევე ამ ნორმების პრაქტიკული გამოყენებით;

   ?მიღებული მონაცემების დამუშავებას და მათ შედარებას კონსტიტუციის, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიერ დადგენილ სტანდარტებთან  -  სამართლებრივი ნორმების იერარქიის გათვალისწინებით;

   ?მოცემულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევათა მიზეზების დადგენას და იმის განსაზღვრას, თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად;

   ?შემდგომი მოქმედებისათვის (სამართლებრივი, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი) აუცილებელი მასალების შეგროვებას სისტემური ცვლილებების განხორციელების მიზნით;

 

   ადამიანის უფლებების მონიტორინგს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია:

 

   ა. შემეცნებითი ფუნქცია. არც თუ იშვიათად, საწყისი ინფორმაცია მიგვანიშნებს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თუმცა უცნობი რჩება არა მხოლოდ დარღვევათა მასშტაბი, არამედ ისიც, თუ რა უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ამ დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

   დამხმარედ გვევლინება მონიტორინგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დოკუმენტური მონაცემები ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბების შესახებ და განვსაზღვროთ, რა ცვლილებებია საჭირო კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში მსგავსი დარღვევების მნიშვნელოვნად შესაზღუდად.

   ბ. დამხმარე ფუნქცია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დარღვევათა ხასიათი და მასშტაბები საკმარისად კარგადაა ცნობილი და ვიცით რა ცვლილებებია საჭირო (სამართლებრივი ნორმა, ნორმის გამოყენების პრაქტიკა, სახელმწიფო დაფინანსების ფორმა) დარღვევების თავიდან ასაცილებლად, მონიტორინგის განხორციელება გვეხმარება ფაქტობრივი მასალის შეგროვებაში, დარღვევათა მტკიცებულებებისა და არგუმენტების მოპოვებაში, რათა დავარწმუნოთ სახელისუფლებო სტრუქტურები ცვლილებათა აუცილებლობაში.

   გ. პროფილაქტიკური ფუნქცია: ისეც ხდება, რომ მონიტორინგის მთავარი მიზანი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე ცოდნის გაღრმავება და გაფართოება, ისევე როგორც მათი არსებობის მტკიცებულებების მოპოვება. მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს იმისთვისაც, რომ თვით დაკვირვებისა და კონტროლის ფაქტმა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე და აიძულოს ისინი დაიცვან ადამიანის უფლებები. ასეთ შემთხვევაში ტერმინი ,,მონიტორინგი” იცვლება სიტყვით ,,დაკვირვება”.

   ასეთი დაკვირვების დამახასიათებელი მაგალითია არჩევნებზე ან რომელიმე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე დაკვირვება. ღიად, ხშირად კი დემონსტრაციულად განხორციელებული დაკვირვება ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, აფრთხილებდეს ხელისუფლებას, რომ მის ქმედებას გულდასმით აკვირდებიან სანდო მოწმეები.

 

   მონიტორინგის ,,გვერდითი” ეფექტი შეიძლება იყოს აქტიური ზემოქმედება იმ ვითარებაზე, რომელიც არის კვლევის საგანი. ხელისუფლება, რომელიც გაფრთხილებულია მოსალოდნელი მონიტორინგის თაობაზე, დადებითი შეფასების მიღების მიზნით ხშირად მიმართავს ზომებს ადამიანის უფლებების დაცვის კორექტირების მიმართულებით. სასწრაფოდ შემოღებული ცვლილებები ხშირად ძალაში რჩება მონიტორინგის დასრულების შემდეგ  -  სწორედ ასე უწყობს მონიტორინგი ხელს შექმნილი ვითარების საერთო გაჯანსაღებას.

 

   განსაზღვრების თანახმად, ადამიანის უფლებების მონიტორინგი ემსახურება სოციალური სინამდვილის გამოსწორებას და არა მხოლოდ მის აღწერას, ან დიაგნოსტირებას. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის კვლევა შეიძლება ტენდენციურად ჩატარდეს წინასწარი თეზისის დადასტურების მიზნით. პირიქით, მონიტორინგის შედეგად მიღებული, პატიოსნად შეგროვებული ობიექტური ინფორმაცია შეიძლება საფუძვლად დაედოს შექმნილი ვითარების გამოსწორებისათვის ქმედებათა დაგეგმვას.  როგორც წესი, მის გარეშე შეუძლებელია ამ ქმედებათა რეალიზაცია.

 

   ამგვარად, მონიტორინგი ხდება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტი.

 

 

1.2. ქმედების სახეები საზოგადოებრივი ინტერესების

დაცვისათვის

 

   ზომები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, რათა ძალადობის გარეშე იქნას მიღწეული ადამიანის უფლებების უფრო მკაცრი დაცვა, მეტი ეფექტურობა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, ან სისტემური ცვლილებები სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი. როგორც წესი, ყველა ეს ქმედება ხორციელდება ერთდროულად, ვინაიდან პრობლემათა უმრავლესობის გადაჭრა შეუძლებელია ერთი ტიპის ქმედებათა ჩარჩოებში.

 

   1.2.1. სამართლებრივი ქმედებები

 

   პირველ რიგში, მათ რიცხვში შედის სტრატეგიული სასამართლო დავა, სხვანაირად რომ ვთქვათ, შეგნებული, დაგეგმილი სასამართლო პროცესის წარმოება არსებული სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის გადასინჯვის ან სამართლებრივი სისტემიდან ცუდი ნორმების აღმოფხვრის მიზნით. კონსტიტუციასთან ან რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის აღმოჩენისას, არასამთავრობო ორგანიზაციები აღწევენ ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს, ან გაეროს იმ კვაზისასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებშიც დაშვებულია ინდივიდუალური საჩივრები (ადამიანის უფლებების კომიტეტი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი).

   ცალკეულ შემთხვევებში, სამართლებრივი ქმედებები თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე დაიყვანება.

   Aამ კატეგორიაში შედის აგრეთვე ქმედებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის, ზოგადსამართლებრივი ხასიათის და ადამიანის უფლებების ცოდნის გავრცელებისაკენ, ისევე როგორც ამ უფლებათა დამცავი პროცედურების პრაქტიკაში გამოყენების უნარის შეძენისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად, კლასიკური მეთოდების გარდა, შეიძლება სხვადასხვა კონკურსების გამოყენება (მაგალითად, სკოლის, კლუბის კონსტიტუციის კოლექტიური შემუშავება), თამაშები სასამართლო პროცესების იმიტაციით, ცნობარების გავრცელება ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვის პროცედურებზე (ავადმყოფების, მოხუცებულთა, ბავშვების და ახალგაზრდების, პატიმართა, ამომრჩეველთა, დანაშაულში ეჭვმიტანილთა და ა.შ. უფლებები).

 

   1.2.2  პოლიტიკური ქმედებები

 

   პოლიტიკური ქმედებები, ძირითადად, პოლიტიკოსებს შორის მოკავშირეების მოძებნას გულისხმობს. ჩვენი ინტერესების სფეროში,  ეროვნული ან საერთაშორისო პარლამენტის წევრები არიან (ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა). ასევე, შესაძლებელია პოლიტიკური ზეწოლა მთავრობაზე. ის შეიძლება იყოს პირდაპირი, ან ირიბი  -  საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით (გაერო, ევროკავშირი, ეუთო). ასეთი ღონისძიებების მიზანია ცვლილებების მიღწევა სამართლებლივ სისტემაში, ან სახელმწიფო ორგანოების პრაქტიკულ საქმიანობაში. ქმედებები შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  საზღვარგარეთ.

   ჩვენს შიდა საქმიანობაში, პრობლემის ხასიათის გათვალისწინებით, მხარდაჭერა უნდა ვეძებოთ იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ახორციელებენ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებას ადგილობრივ ან ზოგადსახელმწიფოებრივ დონეზე. იგულისხმება მრავალფეროვანი ზეწოლის ფორმები პარლამენტის წევრებზე ამომრჩევლების ჯგუფების მეშვეობით, რომელთა ხმებისთვისაც უნდა იბრძოლონ მათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ ჯგუფებმა უნდა აიძულონ დეპუტატები ხმა მისცენ ან არ მისცენ რაიმე კანონს, გამოვიდნენ ამა თუ იმ საკანონმდებლო ინიციატივით ან გამოიყენონ საქმიანობის სხვა ფორმა, მაგალითად  -  სადეპუტატო შეკითხვა. ასეთი ზეწოლა უფრო ეფექტურია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა და პარლამენტის წევრის განმეორებითი არჩევნების დანიშვნა ამომრჩეველთა ნებაზეა დამოკიდებული. ზეწოლა ნაკლებად ეფექტურია იქ, სადაც მოქმედებს პროპორციული საარჩევნო კანონი და კანდიდატის მომავალი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ პარტიულ სიაში მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზეა დამოკიდებული. ხშირად, ცვლილებებისათვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებრივ მოკავშირედ გვევლინება საპარლამენტო ოპოზიცია და საერთოდ, ხელისუფალთა ის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომელთა წინადადებები არ სარგებლობს სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე ზეწოლა უშუალოდ ხორციელდება (მაგალითად, პრესის მეშვეობით, ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  -  მეზობლები, ოჯახის წევრები, ნაცნობები და ა.შ.). ასეთი მეთოდები წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას უფრო ქმედითია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. ზოგჯერ შესაძლებელია წარმატებული ზეწოლის ირიბად განხორციელება: საზოგადოებრივი ზეწოლის სამიზნედ სამართლის სუბიექტები იქცევიან, რომელთაც, სხვადასხვა მოსაზრების, მაგალითად, ეკონომიკურის გამო ანგარიშს უწევენ პოლიტიკოსები (პოტენციური ინვესტორი ფირმა მოცემულ რეგიონში). ასევე, ვცდილობთ პოლიტიკოსის ან მისი დაჯგუფების დარწმუნებას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებების შემოღება დიდ პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს მათ (ან უფრო მცირე დანაკარგებს მაინც), ვიდრე სტატუს-კვო-ს შენარჩუნება.

   საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური ქმედების მიზანი შეიძლება იყოს რეზოლუციის მიღება გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის მიერ, რომელშიც გაკიცხული იქნება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები მოცემულ რეგიონში, ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი პროცედურების გატარება, როგორიც არის 1503 ან 12353 . შესაძლებელია აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოფიციალური სამთავრობო საანგარიშო მოხსენებების საპირწონედ ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენა. ეს ანგარიშები გაეროს იმ კომიტეტებს მიეწოდება, რომლებიც იცავენ გაეროს ძირითად კონვენციებს (ადამიანის უფლებების კომიტეტი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის კომიტეტი, ყველა სახის ქალთა დისკრიმინაციასთან ბრძოლის კომიტეტი, ბავშვის უფლებების კომიტეტი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი). ასევე, პოლიტიკურ ქმედებებს განეკუთვნება სპეცმომხსენებლების და სამუშაო ჯგუფების ჩართვის მცდელობა იმ საქმეში, რომელსაც ვიძიებთ. ასევე შესაძლებელია ევროპის საპარლამენტო ანსამბლეაში ან ევროპარლამენტში ლობირება, რათა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევათა გაკიცხვა. ანალოგიური ზომები მიიღება მესამე ქვეყნებში  -  მაგალითად, რიგი პარლამენტების მიერ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე მიღებული რეზოლუციები. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და საზღვარგარეთულ მასმედიასთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კონტაქტებსა და თანამშრომლობას.

   ჩვენი ძირითადი მიზანი არ არის ადამიანის უფლებების დამრღვევი მთავრობების გაკიცხვის მიღწევა  -  შესაძლებელია, აგრეთვე, რომ ჩვენი მოქმედების მიზანი იყოს ამ უფლებების დაცვის ახალი ნორმების შემოღება. ჩვენმა მცდელობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის ან რეკომენდაციის მიღებას, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მითითების ან ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებას, ან გარკვეულ ფორმულირებას ეუთო-ს დოკუმენტებში. შედეგების მიღწევისას ,,რბილი” საერთაშორისო სამართლის სახით (რეზოლუციები, რეკომენდაციები), შესაძლებელია ვცადოთ მისი გადატანა იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებების ენაზე. ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ, მაგალითად, საერთაშორისო სამართალში ისეთი დებულებების ჩართვას, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისას საგადასახადო შეღავათების აუცილებელ შემოღებას ითვალისწინებს, განსაზღვრავს თავისუფალი არჩევნების სტანდარტს ან საზოგადოების მხრიდან სპეცსამსახურების კონტროლის მინიმალურ დონეს.

 

   1.2.3. საზოგადოებრივი ქმედებები

 

   მათი არსი მდგომარეობს ხელისუფლებაზე სხვადასხვა ფორმის ორგანიზებული, უფრო ხშირად კოლექტიური ზემოქმედების გამოყენებაში, რომელთაც აქვთ საზოგადოებრივი აქციების სახე, ძალადობის გამოყენების გარეშე (ნონ-ვიოლენტ პუბლიკ აცტიონ):

 

   პროფესიული მიდგომის შემთხვევაში ყოველ მათგანს მსგავსი დინამიკა ახასიათებს:

   ა. მიზნის შერჩევა, ანუ გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საზოგადოებრივ პრობლემაზე ვიმუშავებთ (იხ. თავი 2.3.).

   ბ. ინფორმაციის შეგროვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, ადამიანის უფლებათა დარღვევის მტკიცებულებების შეგროვება და აქციის მოსამზადებლად აუცილებელი არგუმენტების მომზადება. საჭიროების შემთხვევაში ამ ეტაპზე ტარდება მონიტორინგი.

   გ. ქმედებათა სტრატეგიის შემუშავება, უფრო კონკრეტულად: პოტენციური მომხრეებისა და მოწინააღმდეგების იდენტიფიკაცია. იმ კონკრეტული, რეალური მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრა, რომელთა შესრულებასაც მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან; იმის გარკვევა, თუ ფაქტიურად ვისზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება; ინფორმაციული აქციის თანმიმდევრობის ორგანიზაცია და პირდაპირი ზეწოლის ფორმების განსაზღვრა.

   დ. ხელისუფლების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებებს ველით მათგან კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში. ხელისუფლების ორგანოები ამ ეტაპზე იშვიათად თანხმდებიან ცვლილებებს. ისინი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიმოქმედებენ, თუ ძლიერ საზოგადოებრივ ზეწოლას იგრძნობენ, ან მიხვდებიან, რომ ეს ცვლილებები მათ საკუთარ ინტერესებშია.

   ე. ინფორმაციული აქციების მიზანია, რათა აღნიშნულ საკითხს საზოგადოების მაქსიმალურად დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეხმაუროს. ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებს, რომლებიც მზად არიან მხარი დაგვიჭირონ და დადგნენ ჩვენს გვერდით. აქციებმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა  -  ე.წ. საკადრო (რომელიც მოითხოვს სპეციალურად მომზადებულ შემსრულებლებს. მაგალითად: ქუჩის თეატრი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა) და კოლექტიური (პეტიცია, მარში, დემონსტრაცია, მიტინგი, ჰეპენინგი და ა.შ.). როგორც წესი, ისინი ვერ ახდენს გავლენას სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებაზე. მიუხედავად ამისა, ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიტიკოსებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად აცნობიერებენ პრობლემის მნიშვნელობას და მისთვის ყურადღების მიქცევის აუცილებლობას. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ინფორმაციული აქციები აღიქმებოდა, როგორც ძირგამომთხრელი და უკანონოდ ითვლებოდა.

   ვ. მოკავშირეების ძებნის პროცესის დასრულებისას შეიძლება წამოვაყენოთ ულტიმატუმი – გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ თუ მოცემულ ვადაში არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად (ისინი კი, როგორც წესი ჩვენს მიერ მკაფიოდაა განსაზღვრული), ჩვენ იძულებული ვიქნებით მოვახდინოთ პირდაპირი ზეწოლა.

   ზ. პირდაპირი ზეწოლის კოლექტიური აქციები, ანუ უშუალოდ პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ძალადობის გამოყენების გარეშე. ისინი ძირითადად გულისხმობს:

   в?სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კავშირების გაწყვეტას, როცა მოქალაქეები უარს ამბობენ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე: გაფიცვები, ბოიკოტი (არჩევნების, სახელმწიფო საგანმანათლებო და კულტურული ორგანიზაციების, სხვადასხვა დაწესებულებების), უარი სამხედრო სამსახურზე, გადასახადების გადახდაზე, საბანკო შენატანების მასობრივი გამოტანა და ა.შ.

   в?სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის შეფერხების გამოწვევა: ტელეფონების ბლოკირება, შენობის მშვიდობიანი ოკუპაციის სხვადასხვა ფორმები, განცხადებებისა და საჩივრების მასობრივი შეტანა, რაც შლის შესაბამისი დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; იმ წესებისა და ნორმების ზუსტი შესრულების მოთხოვნა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხშირად ირღვევა (მაგალითად შრომის დაცვის ნორმები), სამოქალაქო უფლებების მასობრივი გამოყენება და  ა.შ.

   ყველა ამ აქციის ამოცანაა ხელისუფლებას ჩვენთან მოლაპარაკების დაწყება ვაიძულოთ. ჩვენი აქციებით უნდა დაზარალდნენ არა თანამოქალაქეები, არამედ  -  მმართველობის აპარატი; მათი მიზანია  -  დავაკარგინოთ აპარატს კონტროლი სახელმწიფო საქმიანობის იმ სფეროზე, რომელსაც მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, რომ აქციები შემოიფარგლოს ისეთი ზომებით, რომლებიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით, რათა უარეს შემთხვევაში მივიღოთ საზოგადოებრივი წესრიგის მცირე დარღვევები ტექნიკური მიზეზებით. თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი (მაგალითად: სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში), ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ სასჯელის მოხდა მოგვიწევს.

   თ. მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტული ცვლილებების განხორციელების ფორმებზე და მეთოდებზე.

   საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის მოქმედების განსაკუთრებული ფორმაა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. თავისი არსით იგი არის იმ კანონის აშკარა და საჯარო დარღვევა, რომელსაც აქციის ჩამტარებელი თვლის არასწორად, ამორალურად, ან ზიანის მომტანად. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოიყენება პრინციპების დასაცავად და არა პირადი სარგებლის მისაღებად, მისი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ამა თუ იმ კანონის დამრღვევი პირი მზადაა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მოიხადოს სასჯელი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც წესი, სამართლებლივ სახელმწიფოებში გამოიყენება, ხოლო პირი, რომელიც მიმართავს პროტესტის ამ ფორმას, სცნობს სახელმწიფო ხელისუფლებას და კონსტიტუციური სისტემის კანონიერებას. დაუმორჩილებლობა მოწოდებულია ემსახუროს პოლიტიკური სისტემის სრულყოფას, და არა მის დამხობას. ისინი ვინც სახელმწიფოს

თვლიან უცხოდ, ხოლო ხელისუფლებას  -  თავსმოხვეულად, იატაკქვეშ არღვევენ კანონს და ცდილობენ თავი აარიდონ დევნას და სასჯელს ხელისუფალთა მხრიდან, რადგანაც არ სცნობენ მათ ლეგალურობას (მაგალითად: კომუნისტურ სახელმწიფოში დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელმაც გამოსცა არალეგალური გაზეთი, არ მოახსენებდა ამის თაობაზე პროკურატურას კუთვნილი სასჯელის მიღების მიზნით, ვინაიდან არ სცნობდა ამ სახელმწიფოს. თუ მის სახელმწიფოში ჩატარდა მართლაც თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდა დაჯგუფება, რომელთა შეხედულებები მიუღებელია ზემოთ ნახსენები პირისათვის, იგი ვალდებულია ღიად იმოქმედოს. ახალგაზრდა ამერიკელები, რომლებიც კანადაში იმალებოდნენ, რათა თავი აერიდებინათ ვიეტნამის ომში მონაწილეობისათვის, არ იყენებდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას. მათ კი, ვინც ღიად ანადგურებდა გაწვევის უწყებებს, საჯაროდ უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და ამისთვის ციხეში ხვდებოდა, მოგვცეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კლასიკური მაგალითი).

   სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შეიძლება იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური. პირველ შემთხვევაში, როცა სასჯელს იხდის ერთი პირი და ამასთან, ის ცნობილი ადამიანია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა საზოგადოების შემდეგ გამოძახილს იწვევს: ,,თუ ისიც კი მზად არის თავისი იდეისათვის იჯდეს ციხეში, იქნებ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა?“. იწყება კოლექტიური ქმედებები მისი განთავისუფლების მოთხოვნით. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კოლექტიური აქციები (სამხედრო ბილეთის საჯარო დაწვა, უარის თქმა სამხედრო სამსახურზე, სახელმწიფოსთვის უარის თქმა მოსავლის ნაწილის გადაცემაზე, როგორც ეს კომუნისტურ და ფაშისტურ ქვეყნებში ხდებოდა და ა.შ.) შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პირდაპირი ზეწოლის აქცია. ხშირად ისეც ხდება, რომ კანონის წინააღმდეგ პროტესტი მორალური შეხედულებებითაა გამოწვეული, ხოლო კანონი ჩვენ არ გვეხება, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დარღვევა. Aამ შემთხვევაში ვარღვევთ სხვა კანონს, რომელიც ასე თუ ისე სქემატურად დაკავშირებულია მოცემულ პრობლემასთან.

   ჩვენი მოქმედების ფორმა დამოკიდებულია სტრატეგიაზე, რომელიც უნდა შევიმუშავოთ აქციის დაწყებამდე. სტრატეგიის დაგეგმვა და სხვადასხვა ქმედებების განხორციელება შეუძლებელი ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე. ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა მიზეზით ირღვევა ადამიანის უფლებები. მათ მიეკუთვნება: ცუდი კანონი, მოცემული დებულების ფართო ინტერპრეტაცია, ხელისუფლების ორგანოების უსამართლო, უკანონო, მაგრამ ფართოდ მიღებული მოქმედების პრაქტიკა. მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად განვსაზღვრავთ, თუ რა ექვემდებარება გადასინჯვას  -  კანონი, კანონქვემდებარე აქტი, თუ პრაქტიკული საქმიანობა (ვთქვათ ადმინისტრაციული ორგანოების), და მივხვდებით, თუ რომელ სახელმწიფო ორგანოებზეა საჭირო ზეწოლის მოხდენა, შეგვიძლია შევიმუშავოთ სტრატეგია და ავირჩიოთ ზემოქმედების შესაბამისი ფორმა.

   ზოგჯერ, აზრი აქვს კონკრეტული წინადადებების მომზადებას აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. გარკვეულ ეტაპზე, საქმის ბოლომდე მისაყვანად, ეს წინადადებები შეიძლება შევთავაზოთ ხელისუფლების ორგანოებს (მაგალითად, კანონპროექტი ან მისი ძირითადი დებულებები). ასეთი პროექტების შემუშავებისას ექსპერტები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შეძლებისდაგვარად აქტუალური და ამომწურავი ინფორმაციით. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად წარმოჭრიან საკითხებს, რომელიც, მათი აზრით, მოითხოვს განხილვას, ხოლო როგორ უნდა გაკეთდეს ეს ტექნიკური თვალსაზრისით  -  ეს თვით ხელისუფლების პრობლემაა. ტექნიკურ გადაწყვეტათა ძიება არ შედის არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციაში და ხშირად მათ შესაძლებლობებსაც აღემატება. გადაწყვეტილების პროექტი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სახელმწიფოს სამართლებლივ სისტემას მთლიანობაში, რაც, ხშირად, რიგი კანონების გადასინჯვას მოითხოვს. ასე მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რთულია შეაფასონ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დანახარჯები და მათი გავლენა ბიუჯეტზე. ამის გამო, უმჯობესია იმ პრობლემაზე მითითებით შემოვიფარგლოთ, რომელიც მოითხოვს განხილვას, ხოლო კონკრეტული პროექტების მომზადება სპეციალიზებულ სახელმწიფო ორგანოებს მივანდოთ.

 

 

1.3. მონიტორინგის ჩატარება და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება

 

   საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის ქმედებათა შერჩევისას, ასევე, მონიტორინგისა და კვლევის მეთოდების შერჩევისას განმსაზღვრელია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

 

   1.3.1. ტოტალიტალური ან ავტორიტარული სახელმწიფო

 

   ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის მოქმედება თავისი შინაარსით ან არადემოკრატიული სისტემის დამხობისაკენაა მიმართული, ან მმართველი კლანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისაკენ. სახელმწიფოში, რომელიც მოკლებულია დემოკრატიას და დემოკრატიულ მართლწესრიგს, მონიტორინგი ხშირად არალეგალურად ან ნახევრად ლეგალურად ტარდება (მაგალითად, დამტკიცებული სამეცნიერო კვლევითი თემატიკის არაოფიციალური გაფართოების ხარჯზე). ეს, არც თუ ისე იშვიათად, არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით და სხვადასხვა არაოფიციალური მეთოდების გამოყენებით კეთდება. თვით ადამიანის უფლებების თემის შერჩევა ზოგიერთ ქვეყნებში დანაშაულად ითვლება. აქ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა უფრო სასარგებლოა ასეთ პირობებში  -  ღიად მოქმედება (მაგალითად: მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი სამოცდაათიან წლებში, კარტა 77 ჩეხოსლოვაკიაში), თუ  -  იატაქვეშა საქმიანობა (მაგალითად, პოლონეთის ჰელსინკის კომიტეტი 80-იან წლებში, ან ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა ტიბეტში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს).

   თუკი მთავარია საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ რეჟიმის, საჭიროა არჩევანი ღიად მოქმედებაზე შევაჩეროთ. თუმცა, ასეთ არჩევანს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები: ღიად მოქმედი ჯგუფის წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს ხშირად ამ ჯგუფის საქმიანობა თავდაცვაზე დაჰყავს – მასალების უდიდესი ნაწილი ეხება აღნიშნული ჯგუფის წევრების დევნას. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას მომავალი ქმედებების შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ, არსებობს თუ არა ქვეყანაში საზოგადოების წინააღმდეგობა ტოტალიტარული რაჟიმისადმი და როგორია მისი მასშტაბები. თუ ოპოზიციაში ღიად ან ნახევრად ღიად ბევრი ადამიანი მოქმედებს, ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლმა კარგად იცის, სად უნდა მიმართოს და ვისი მეშვეობით შეატყობინოს მომხდარის შესახებ იატაქვეშა უფლებადამცავ ორგანიზაციას. ასეთ როლს ოდესღაც საქველმოქმედო ორგანიზაციები თამაშობდნენ (რომლებიც იქმნებოდა, მაგალითად, ეკლესიებთან. Aასეთი იყო რწმენის გამო დაპატიმრებულთა და მათი ოჯახების დახმარების კომიტეტი პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის პრიმასის ეგიდით, რომელიც 80-იან წლებში მოქმედებდა). თუ ასეთი სტრუქტურები არ არსებობს, ღიად მოქმედება სჯობს, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ ვის უნდა მიაწოდონ ინფორმაცია. იატაკქვეშა მოქმედების სასარგებლო არგუმენტი შეიძლება იყოს რეპრესიების სისასტიკე (კუბა, ტიბეტი). რეპრესიების რისკი რამდენადმე მცირდება, თუ ღიად მოქმედ ჯგუფში საქმიანობისათვის მოზიდული არიან საერთაშორისო დონეზე ცნობილი პირები (მეცნიერები, მსახიობები), ან ისინი, ვინც ავტორიტეტით სარგებლობენ ხელისუფლების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის (მაგალითად: ა. სახაროვი საბჭოთა კავშირში, ადვოკატები, რომლებიც პოლონეთში სასამართლო პროცესებზე იცავდნენ კომუნისტებს მეორე მსოფლიო ომამდე და ა.შ.). არსებობს რიგი სხვა ფაქტორებიც, რომლებზეც არის დამოკიდებული საქმიანობის ფორმების შერჩევა ტოტალიტარულ და ავტორიტარულ ქვეყნებში.

 

   1.3.2. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში

 

   სახელმწიფოებში, რომლებიც ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ გარდამავალ პერიოდში იმყოფებიან, სადაც მოქალაქეთა ცხოვრება ძველებურად ნაწილობრივ მოქმედი, ნაწილობრივ კი მკვდარი ტოტალიტარული კანპონმდებლობით რეგულირდება, როგორც წესი, არ არსებობს ეფექტური პროცედურები, რომლებიც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის ქმედებას ორი მიზანი აქვს: გარკვეული პრიორიტეტების დაცვა მიმდინარე გარდაქმნების თანმიმდევრულობაში და კონტროლი მათ ხარისხზე. სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ჯერ არ არიან მიჩვეული კონტროლს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან, შეიძლება შეეწინააღმდეგოს მონიტორინგის ჩატარებას. ასეთ სახელმწიფოში, ისევე როგორც სტაბილური დემოკრატიისას, მაშინაც კი, როცა კანონი არასრულყოფილია, უნდა ვიმოქმედოთ კანონთან შესაბამისობაში და ვისწრაფოდეთ კანონის პატივისცემის დამკვიდრებისაკენ (საზოგადოებაშიც და სახელისუფლებო სტრუქტურებშიც). საჭიროა ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თუ მივიღებთ თანხმობას ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გარკვეული პათოლოგიების მოკვლევაზე, ამა თუ იმ საავადმყოფოს მონახულებისას მხოლოდ აღნიშნული პათოლოგიების კვლევით უნდა შემოვიფარგლოთ. ცხადია, რომ ჩვენ არა ვართ ვალდებული დავთანხმდეთ ყველა წინადადებას, რომელიც ზღუდავს მონიტორინგის არეს, ან მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას. ზოგჯერ ჯობია უარით ვუპასუხოთ ხელისუფლების წინადადებას და საჯაროდ განვაცხადოთ, რომ მას ეშინია მონიტორინგის, ესე იგი რაღაც აქვს დასამალი. მით უმეტეს, რომ ასეთი რექცია არ ნიშნავს მონიტორინგზე უარის თქმას: ჩვენ მოგვიწევს უფრო შრომატევადი და ნაკლებად ზუსტი კვლევის მეთოდების გამოყენება და მაინც მივიღებთ რეალობის ობიექტურ სურათს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეეცადა დაემალა ის ჩვენთვის.

 

   1.3.3.  დემოკრატიული სახელმწიფო

 

   სტაბილური დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო დაწესებულებები ერთმანეთს აკონტროლებენ, მონიტორინგი ტარდება ღიად და კანონთან შესაბამისობაში სახელმწიფო დაწესებულების ხელშეწყობით, ხანდახან კი – მათი თხოვნითაც. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის ქმედებისას, ჩვენი მიზანია კონკრეტულ სფეროებში სახელმწიფოს ფუნქციონირების სრულყოფა. ჩვენ ვცნობთ მის პოლიტიკურ წყობას და სამართლებრივ სისტემას. ასეთ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვისათვის ქმედება ხშირად დაიყვანება დისკრედიტირებული უმცირესობების წარმომადგენელთა დაცვაზე, რომლებიც ძალიან სუსტები არიან (საზოგადოებრივი ან ეკონომიკური თვალსაზრისით), რის გამოც არ შეუძლიათ თავის დაცვა დამოუკიდებლად.

 

ამ სახელმძღვანელოში განხილულია მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ისეთი სახელმწიფოს სტრუქტურების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, რომლის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემაც ჩვენთვის მისაღებია.

   1.4. მონიტორინგი და სამეცნიერო კვლევები

 

   მონიტორინგი შესაძლებლობას გვაძლევს შევამოწმოთ ეჭვები (დაფუძნებული ყოფით შეხედულებებზე, საგაზეთო მასალებზე და ა.შ.), რომლის მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიღაც სფეროში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვებას, შევკრიბოთ ასეთი დარღვევების მტკიცებულებები, ასევე მოსაზრებები და მონაცემები, რომლებიც ადასტურებს შემდგომი მოქმედების აუცილებლობას. მონიტორინგი რამდენადმე განსხვავდება კლასიკური სოციალური კვლევებისაგან.

 

   1.4.1. კვლევა ვითარების შეცვლის მიზნით

 

   მონიტორინგის ჩარჩოებში ჩატარებული კვლევის მიზანია მდგომარეობის შეფასება და არა უბრალო აღწერა. მეცნიერული მოღვაწეობის დროს, მკვლევარი თავის სამუშაოს ანგარიშის მომზადებით ასრულებს. მეცნიერი აქვეყნებს მიღებულ შედეგებს და ხანდახან სასურველი ცვლილებების რეკომენდაციებსაც. მონიტორინგის ჩამტარებელი უფლებადამცავი ორგანიზაციის ლიდერისათვის ანგარიში საწყისი წერტილია შემდგომი ქმედებისათვის, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საზოგადოებაში ვითარების შეცვლამდე. მეცნიერი შეიძლება იყოს კონსულტანტი ან ექსპერტი, მაგრამ, მაშინაც კი, როცა მისი ანგარიში ხდება ბიძგი ცვლილებებისათვის, ინიციატივა ეკუთვნის არა მეცნიერს, არამედ ვიღაც სხვას. უფლებადამცველი, რომელიც ატარებს გამოკვლევას, ინსტრუმენტს იმზადებს შემდგომი ქმედებისათვის, ზოგჯერ კი, უკვე კვლევის პერიოდში, თვითონ იქცევა ცვლილებების კატალიზატორად.

   1.4.2. მონიტორინგი, როგორც ვითარების შეცვლის იარაღი

 

   საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სოციალური კვლევის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი წესია. მონიტორინგის ჩატარებისას, ხშირად მივდივართ არსებული წესრიგის დარღვევაზე და ხანდახან სწორედ ასეთ ამოცანასაც ვისახავთ. ამ შემთხვევაში, მონიტორინგი იქცევა არა მხოლოდ არსებული რეალობის შეცნობის მეთოდად, არამედ, ასევე, ცვლილებების მიღწევის მექანიზმადაც. მაგალითად, შეგვიძლია ანონიმურად, შეუმჩნევლად დავაკვირდეთ სასამართლო პროცესის მსვლელობას, თუკი მხოლოდ იმის გაგება გვინდა თუ როგორ ტარდება ის ჩვეულებრივ. მაგრამ, თუ ჩვენ დაინტერესებული ვართ სასამართლო პროცედურის დაცვაში კონკრეტული სასამართლო გარჩევის დროს, ჩვენ ვაცნობებთ მოსამართლეს დამკვირვებლების სასამართლო დარბაზში ყოფნის თაობაზე. როდესაც გვაქვს ციხეების მონახულების უფლება, ჩვენ შეგვიძლია მოულოდნელად მივიდეთ იქ. ასევე, შეგვიძლია გავაფრთხილოთ ციხის ადმინისტრაცია მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე, იმის იმედად რომ ისინი მიმართავენ გარკვეულ ცვლილებებს (მაგალითად რემონტს), რომლის შედეგებიც საგრძნობი იქნება ჩვენი წამოსვლის შემდეგაც. ამ შემთხვევაში მონიტორინგი სცდება დაკვირვების საზღვრებს და იქცევა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისაკენ მიმართულ ქმედებად.

   მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ობიექტურად და პროფესიულად. მან უნდა მოგვცეს სარწმუნო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. უფლებადამცველისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც არსებული ვითარების შესწავლას, ასევე დაკვირვებას იმაზე, თუ როგორ ცვლილებების გატარებას აპირებს ხელისუფლება ჩვენი მოქმედების დაწყებამდე და რას ტოვებს უცვლელად. მონიტორინგის მსვლელობისას ძნელი არ არის იმის აღმოჩენა, რომ მოსალოდნელი მონიტორინგის თაობაზე ადმინისტრაციის ინფორმირებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ადამიანის უფლებების დარღვევები. მაგალითად, არჩევნების პროფესიულად მომზადებულმა, მასობრივმა მონიტორინგმა შეიძლება აიძულოს ხელისუფლება უარი თქვას არჩევნების შედეგებით მანიპულაციაზე. ამის მაგალითია სლოვაკეთის 1998 წლის საპარლამენტო არჩევნები.

 

   1.4.3. ხარისხიანი ინფორმაციის მაღალი  ხვედრითი წილი

 

   მონიტორინგის დროს, ხარისხიანი კვლევის წილი უფრო მაღალია, ვიდრე სოციალური კვლევისას. მონიტორინგის ჩატარებისას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ შემთხვევას, კაზუსს  -  ერთი ადამიანის დაწვრილებით აღწერილ ისტორიას ან შემთხვევას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სამართლებრივი ქმედების ან საინფორმაციო კამპანიის ჩარჩოებში.

   განსხვავებულია სტატისტიკური შერჩევის კრიტერიუმებიც. სამეცნიერო კვლევისას შერჩევა ხშირად საზოგადოების სტატისტიკურ სტრუქტურას ასახავს, იმ მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც მეცნიერის აზრით გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზე. მონიტორინგის დროს შერჩევა ხშირად არ ასახავს მთელი პოპულაციის სტრუქტურას. ჩვენ ვცდილობთ შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ ერთობლიობით, რომელშიც მოსალოდნელია ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები. ამგვარად, ჩვენი დასკვნები მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ეხება მხოლოდ ჩვენს მიერ შერჩეულ შემთხვევათა ჯგუფს და არა პოპულაციას მთლიანობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ 15 საპატიმროს შემოწმებით, აღმოვაჩინეთ და დოკუმენტურად დავასაბუთეთ ციხის პერსონალის მიერ პატიმართა ცემის 25 შემთხვევა.

 

   1.4.4. ინფორმაციის შეგროვების მეთოდები

 

   ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჩატარებისას გამოიყენება როგორც სოციალური კვლევის მეთოდები, ასევე  -  საგამოძიებო მეთოდები. სოციალური კვლევის მეთოდები გამოიყენება იმ შედარებითი მონაცემების შესაგროვებლად, რომლებიც აღწერს მოცემული შემთხვევის ხასიათს და საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მისი მასშტაბები. საგამოძიებო მეთოდები, თავის მხრივ, ემსახურება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის კონკრეტული შემთხვევების შესწავლას და ცალკეულ საქმეებზე სარწმუნო ინფორმაციის შეგროვებას.

 

   ინფორმაციის შეგროვებისას ასევე ვიყენებთ მონაცემებს ცოდნის სხვადასხვა სფეროებიდან (მედიცინა, კრიმინალისტიკა, სასამართლო გარჩევის მეთოდები, ფიზიკური პარამეტრების გაზომვა და ა.შ.). კრიმინალისტიკის მეთოდებს მივმართავთ ადამიანის უფლებების ისეთი მძიმე დარღვევების დროს, როგორიცაა დანაშაული ჩადენილი ,,უცნობი პირების” მიერ, ან წამების გამოყენება (ამ დროს აუცილებელია გამოვიყენოთ ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა). სხვადასხვა მეთოდები უნდა ავსებდეს ერთმანეთს და უზრუნველყოფდეს მაქსიმალურად სრული და საიმედო ინფორმაციის მიღებას. ამის გამო, მონიტორინგის ჩატარებისას, სულ მცირე შესაძლებლობის არსებობისასაც კი, რეკომენდირებულია მეცნიერების, სპეციალისტების მოზიდვა ამ სფეროებიდან.

 

   1.4.5. ინფორმაციის დოკუმენტური წყაროები

 

    მონიტორინგსა და სოციალური მეცნიერების სფეროში ჩატარებულ კვლევას შორის სერიოზული განსხვავება ინფორმაციის წყაროების მიმართ მიდგომაში მდგომარეობს. სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის წყაროები, როგორც წესი, რჩება ანონიმური. მონიტორინგის ჩატარებისას, უფრო ხშირად, აუცილებელია დოკუმენტური ინფორმაცია (მაგალითად, განცხადება დაზარალებულთა ან მოწმეთა ხელმოწერით). ხშირად ინფორმატორთა სახელები არა მხოლოდ შიდა მოხმარების მასალებში, არამედ საბოლოო ანგარიშებშიც ჩნდება.

 

 

1.5. მონიტორინგის კონცეფცია და ქმედებათა სტრატეგია

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის

 

   როგორც უკვე ითქვა, მონიტორინგი  -  არა თვითმიზანი, არამედ ვითარების შეცვლისაკენ მიმართულ ქმედებათა უფრო ფართო წრის ნაწილია. მონიტორინგის კონცეფცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მისი შედეგები.

   დავიწყოთ მონიტორინგით, რომლის შედეგები, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებულ იქნება სამართლებრივი ქმედებებისათვის. მაგალითად, ადგილობრივ სასამართლოებში პროცესების აღსაძვრელად კანონის ამა თუ იმ დებულების არაკონსტიტუციურობის დამტკიცების მიზნით, ანდა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში იმის საჩვენებლად, რომ კანონის კონკრეტული დებულება არღვევს მოცემული სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო კონვენციას. ამ შემთხვევაში საჭიროა დავიწყოთ იმ საქმის ძებნით, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს შეესაბამება. შევეცადოთ, თუმცა ეს სრულიადაც არაა ადვილი, და სტრატეგიული დავისათვის «სუფთა» შემთხვევები შევარჩიოთ, იმ ზედმეტი გართულებების გარეშე, რომლებიც პრობლემის არსის გაგებას აძნელებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა შეირჩეს ადამიანის უფლებათა დარღვევის «აშკარა» შემთხვევები. Aამასთან, სასურველია, რომ დაზარალებული სარგებლობდეს საზოგადოების სიმპათიით და ადამიანები იღებდნენ და ითავისებდნენ მის პრობლემებს.

   ხოლო თუკი საზოგადოებრივ ქმედებებს ვგეგმავთ და საინფორმაციო ნაწილში გათვალისწინებული გვაქვს მიტინგები და შეკრებები დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრთა მონაწილეობით, მაშინ საჯაროდ გამომსვლელი პირები არამარტო სიმპათიას უნდა იწვევდნენ, არამედ ორატორული ნიჭითაც უნდა იყვნენ დაჯილდოებულნი. კონკრეტულ პირთა ისტორიები  -  ე.წ. «კაზუსები»  -  აუცილებელია მასმედიაში კამპანიის ჩასატარებლად. მათ საფუძველზე დაწერილ სტატიებსა და რეპორტაჟებს შეუძლია გაზარდოს ჩვენი მოკავშირეების რიცხვი.

   სტატისტიკა და ციფრული მონაცემები განსაკუთრებით ფასეულია პროექტებსა და მონახაზებში, რომლებიც ეგზავნება სპეციალისტებს და განკუთვნილია პარლამენტში წარსადგენად ან მთავრობასთან მოლაპარაკებებისათვის. თუმცა, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ საპარლამენტო გამოსვლაშიც კი, ან ჩრდილოვან ანგარიშში ხშირად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დეტალური და უტყუარი ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაზე. მონიტორინგის განმავლობაში ჩვენს მიერ მიღებული ციფრობრივი მონაცემები, როგორც წესი, თვალსაჩინოს ხდის მოცემული მოვლენის გავრცელების ქვედა ზღვარს, ხოლო თუ რა სივრცეს მოიცავს ის სინამდვილეში, ჩვენთვის უცნობი რჩება. ამა თუ იმ მოვლენათა მასშტაბის საანგარიშო შეფასება სასარგებლო საქმეა, თუკი გვინდა დავასაბუთოთ თეზისი, რომ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს სახელმწიფო პოლიტიკის ხასიათი აქვს. ასეთი შეფასების გარეშე აზრი არა აქვს იმის მცდელობასაც კი, რომ ავამოქმედოთ პროცედურები გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ჩარჩოებში. ასეთი ქმედებების დაწყებისას აუცილებელია ზუსტად და ნათლად აღვწეროთ მოცემული მოვლენის მასშტაბის განსაზღვრის მეთოდი.

   ზოგჯერ მონიტორინგს შეუძლია მოკავშირეთა მოძებნაში დაგვეხმაროს. მონიტორინგის მსვლელობისას შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ ჩვენთვის მნიშვნელოვან რომელ ცვლილებებს უჭერენ მხარს თანამდებობის პირები და რომელს არა. მონიტორინგის დაწყებამდე ეს ყოველთვის არაა ნათელი.

   საჭიროა ყურადღება მივაქციოთ უფლებადამცავი ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელ ერთ შეცდომას  -  ისინი გეგმავენ და ატარებენ კვლევებს იმის მკაფიო წარმოდგენის გარეშე, თუ როგორ გამოიყენონ შედეგები და ივიწყებენ, რომ მონიტორინგი თავისთავად თითქმის არასდროს შეიძლება იყოს მიზანი, არამედ მხოლოდ მისი მიღწევის ერთ-ერთი გზა. შემდეგ კი ირკვევა, რომ დრო და ფული დახარჯულია უსარგებლო მონაცემების მიღებაზე, ხოლო იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის შეგროვებას შეეძლო სერიოზული დახმარება გაეწია შემდგომ საქმიანობაში, არავის უფიქრია.

 

 

   1.6. რა ექვემდებარება მონიტორინგს

 

   მონიტორინგის კონცეფცია და მისი ჩატარების მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია კვლევით თემაზე. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ადამიანის უფლებათა პრობლემატიკა ძალიან ფართოა და ვერც ერთი კვლევა ვერ შეძლებს მის სრულად მოცვას. განვიხილოთ სოციალური სინამდვილის სხვადასხვა ჭრილის რამდენიმე მაგალითი ადამიანის უფლებათა თვალთახედვით. მონიტორინგის გამოყენება შემდეგ სფეროებშია შესაძლებელი:

   ა. კონკრეტული უფლების დაცვა გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონში (მაგალითად: უარი წამების გამოყენებაზე, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სხვადასხვა ასპექტები, უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, სიტყვის თავისუფლება და სხვა).

   ასეთ შემთხვევებში ჩვენს წინაშეა მონიტორინგის ჩასატარებლად გეოგრაფიული რეგიონის ამორჩევის ამოცანა. ქვეყნის მთელი ტერიტორიის მომცველი კომპლექსური კვლევები შეიძლება აღემატებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს. ერთგვაროვან სახელმწიფოში (ისეთში, როგორიც პოლონეთია), სადაც არ არსებობს სერიოზული საზოგადოებრივი ან ეკონომიკური განსხვავებები რეგიონთა შორის (მაგალითად, არაა მხარეები, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ჭარბობენ), რამდენიმე ამორჩეულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის დონის შემოწმება სრულიად დამაჯერებელ შედეგებს მოგვცემს. ქვეყნებში, სადაც დიდი შინაგანი სხვადასხვაგვარობაა და, განსაკუთრებით, ფედერალური სტრუქტურის სახელმწიფოებში, სადაც მთელი რიგი, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დებულებები ადგილობრივ დონეზე დგინდება, საქმე სულ სხვაგვარადაა (მაგ. შეერთებული შტატები.).

   ბ. სოციალური უმცირესობების წევრთა უფლებების დაცვა (მაგალითად, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობის, ლტოლვილთა, მიგრანტთა, გასტარბაიტერთა (გასტარბაიტერი – სუსტად განვითარებული ქვეყნიდან განვითარებულ ქვეყანაში შემოსული იაფი მუშახელი – რედაქტორის შენიშვნა), სექსუალურ უმცირესობათა, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირთა, ხელმოკლეთა, ინვალიდთა, გონებრივად ჩამორჩენილთა, შიდსით ინფიცირებულთა, ნარკომანთა, ალკოგოლიკთა, მეძავთა და სხვა).

   ასეთ შემთხვევაში მონიტორინგი ორიენტირებულია, უპირველეს ყოვლისა, იმ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე, რომელიც რაიმე სახით დაკავშირებულია ძირითად მახასიათებელთან, რომელიც მოცემულ ჯგუფს საზოგადოების დანარჩენ წევრთაგან ანსხვავებს. ასე მაგალითად, თუ ლაპარაკია სექსუალურ უმცირესობაზე, არა აქვს აზრი იმის შემოწმებას, თუ რამდენადაა დაცული მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობებისათვის. და პირიქით, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას.

   გ. დახურული ან ღია ტიპის დაწესებულებებში მყოფ პირთა ყველა ან ცალკეული უფლების დაცვა (პოლიციის უბნები, წინასწარი დაკავების საკნები, საგამოძიებო იზოლატორები, შრომა-გასწორებითი დაწესებულებები, გამოსაფხიზლებლები, საავადმყოფოები, ფსიქიატრიული სამკურნალოები, სამხედრო ნაწილები, ბავშვთა სახლები, აღმზრდელობითი კოლონიები, მოხუცთა თავშესაფრები, მუშათა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები, შორეული ნაოსნობის გემები და ყველა სხვა ადგილი, სადაც ადამიანები ნებით ან იძულებით ერთად იმყოფებიან).

    ასეთი მონიტორინგის ჩატარებისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აზრი აქვს იმის გამოკვლევას, თუ მოცემულ დაწესებულებებში როგორაა დაცული საერთოდ ადამიანის, და არა მარტო იქ მოთავსებულ პირთა უფლებები (პატიმართა, ავადმყოფთა, წვევამდელთა, ბავშვთა და ა.შ.) ასეთი სტრატეგიის ამორჩევა საჭიროა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, საკმაოდ ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში ასევე ირღვევა იქ მომუშავე თანამდებობის პირთა ან პერსონალის უფლებები  -  ეს ხდება ცუდი სამართლებრივი ნორმების გამო ან ზემდგომი ორგანოების მიზეზით. მეორე, მონიტორინგის ჩატარება გაგვიადვილდება, თუ დაწესებულებათა თანამშრომლები გაიგებენ, რომ ჩვენ მათი უფლებებიც გვაინტერესებს. ასეთი განწყობისას დაკვირვებები უფრო ობიექტური ხდება, ხოლო ხანდახან მონიტორინგის ჩამტარებელს უფრო უადვილდება შემჩნეულ დარღვევათა მიზეზების აღმოჩენა.

   დ. ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შემთხვევითი კონტაქტისას (მაგალითად, დაკავებისას, პირადი ჩხრეკისას ან ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა საკითხების გამო სახელმწიფო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის ორგანოებში მისვლისას, პოლიკლინიკაში ექიმთან მიღებისას, სასამართლო პროცესში მონაწილეობისას, ქონების დაყადაღებისას, გამოსახლებისას, სახელმწიფო შეკვეთაზე ვაჭრობისას, კონცესიების მიცემისას და ა.შ.).

   ასეთ შემთხვევებში თვალყურს ვადევნებთ თანამდებობის პირების, ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო ორგანოთა სხვა წარმომადგენლების მოქმედებათა პროცედურას მატერიალური და საპროცესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

   ე. სახელმწიფო დაწესებულებებთან ხანგრძლივ კონტაქტში მყოფ ჯგუფთა წევრების უფლებათა დაცვა (მაგალითად, მოსწავლეების, ავადმყოფების, სტუდენტების, სოციალური დახმარების მიმღები პირების, საზოგადოებრივი დაკვეთის მიღების მომლოდინე დაწესებულებების და სხვა).

   ვ. ადამიანის უფლებათა დაცვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვაზიპოლიციური პროფესიების წარმომადგენლებთან (შემთხვევითი) კონტაქტისას (კერძო დეტექტივებთან, მაღაზიების, კლუბების, რესტორნების დაცვასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთის კონტროლიორებთან, პოლიტიკოსთა პირად დაცვასთან, ფულის გადამტან ბადრაგთან და სხვა).

   ამ პროფესიის ადამიანებს კანონითაც აქვთ მინიჭებული განსაკუთრებული უფლებამოსილებანი მოქალაქეთა მიმართ, ხოლო მათ საქმიანობას საკმაოდ იშვიათად აკონტროლებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები. მათი მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილებებით ბოროტად სარგებლობას შეუძლია საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვიოს.

 

   ზ. ადამიანის უფლებათა დაცვა სხვადასხვა დაწესებულებების მიერ (პოლიციის, საზღვრის დაცვის, საბაჟოს, ტყისა და წყლის დაცვის, საგადასახადო პოლიციის, საგადასახადო სამმართველოების, სასამართლო ბოქაულთა, ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის ორგანოების და სხვა).

    დ. პუნქტისაგან განსხვავებით მოცემულ შემთხვევაში შესასწავლი საგანია მთელი დაწესებულების ფუნქციონირება და არა ცალკეული პროცედურები, რომელთა ამოქმედება ხდება ამა თუ იმ დაწესებულებაში რაიმე საკითხზე მისულ მოქალაქეებთან კონტაქტის დროს, ან იმ პირებთან კონტაქტისას, ვისგანაც სახელმწიფოს წარმომადგენლები რაიმეს ითხოვენ.

   თ. ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ კონკრეტული ერთჯერადი აქციების ჩატარებისას (არჩევნები, მოსახლეობის ევაკუაცია, სტიქიური უბედურებები, ბინადართა გამოსახლება, მაგალითად, ავტოსტრადის მშენებლობასთან დაკავშირებით და სხვა).

   ი. ადამიანის უფლებათა დაცვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის დარღვევით მიმდინარე საპროტესტო აქციებს აღკვეთისას (ტრასებისა და რკინიგზების ბლოკადა, სამთავრობო შენობების ოკუპაცია და სხვა), ანდა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ხელის შეშლისას (საფეხბურთო მატჩები, როკ-კონცერტები, რომის პაპის ვიზიტები და სხვა).

   კ. გარკვეული კანონის გავლენა ადამიანის უფლებათა დაცვაზე (მაგალითად, კანონი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კანონი პერსონალური მონაცემების დაცვაზე, კანონი უცხოელების შესახებ, შრომითი და სისხლის სამართალი და სხვა).

     ასეთი მონიტორინგი, როგორც წესი, ტარდება კანონის ძალაში შესვლიდან გარკვეული დროის შემდეგ (ვთქვათ, ერთი წლის), რათა იყოს იმის აღწერის შესაძლებლობა, თუ როგორ მოქმედებს ის ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

   ლ. მოცემული ქვეყნის პარლამენტის, მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მიღებულ კანონმდებლობათა შესაბამისობა კონსტიტუციასთან ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. მონიტორინგის მსვლელობისას ხშირად ხდება ანგარიშის წარდგენა, რომელიც ადგენს თუ რამდენად შეესაბამება მიღებული კანონმდებლობა ხელისუფლების საკონსტიტუციო შეზღუდვებს ანდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. რაც უფრო დაბალია გასაანალიზებელი აქტების რანგი, მით უფრო ფასეულია ანალიზი, რადგანაც სტანდარტების დარღვევა უფრო ხშირად დაბალი რანგის იურიდიულ აქტებში ვლინდება. ამასთან, სწორედ ეს აქტები (მაგალითად, დაწესებულებათა შინაგანაწესი, თანამდებობის პირთა მოვალეობანი) არცთუ იშვიათად უფრო დიდ გავლენას ახდენს სინამდვილეზე, ვიდრე კონსტიტუცია ან საპარლამენტო კანონები.

   ამგვარი ანალიზი უფრო მნიშვნელოვანია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფალთა მოღვაწეობის პრაქტიკა არ ეწინააღმდეგება სამართალს. თუმცა, ხშირად ვაწყდებით იმ ქვეყნების მცდარ შეფასებებს, სადაც სამართლებრივი სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს დგამს, ან უბრალოდ, ჯერ არც ჩამოყალიბებულა  -  სამართლებრივი სისტემის აღწერას ასეთ ქვეყნებში სინამდვილის სურათად იღებენ.

   საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ მონიტორინგის ანგარიშებში, როგორც წესი, არის სამართლებრივი ანალიზისადმი მიძღვნილი განყოფილებები. მაგრამ ეს სოციალური სინამდვილის აღმწერი ანგარიშის ნაწილთაგან მხოლოდ ერთ-ერთია. ასეთი გამოკვლევები თავისთავად ჯერ კიდევ არაა მონიტორინგი, რადგან მონიტორინგი  -  ეს სოციალური სინამდვილის გამოკვლევაა, და არა მხოლოდ იმ სამართლებრივი სივრცისა, რომელშიც ეს სინამდვილე არსებობს.

   აქ მოყვანილი ჩამონათვალი ვერ ამოწურავს კვლევათა შესაძლებლობებს მონიტორინგის ფარგლებში. სოციალური სინამდვილის შესასწავლი კვლევების მიმართულებები ანდა ჭრილთა არჩევანი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე  -  სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაზე, ჩვენს ინტერესებზე, განსახილველ პრობლემათა ხასიათზე. სინამდვილის ჭრილები თანაიკვეთება. ასე რომ, ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენლის მსგავსი ინტერვიუები შეიძლება განსხვავებული მიზნებით მიმდინარე კვლევებში გამოვიყენოთ.

 

   2.  ქმედებათა სტრატეგიის შემუშავება

 

 

   2.1. სპეციალიზაცია – გზა პროფესიონალიზმისაკენ

 

   მთელ მსოფლიოში ტოტალიტარიზმის ხუნდებიდან თავდაღწეულ სახელწიფოებში იქმნება დაზარალებულთა დამხმარე ორგანიზაციები. დახმარებას შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ხასიათი, ანდა გამოიხატოს სახელმწიფო ადმინისტრაციისადმი მიმართვაში ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად. ასეთი ორგანიზაციები არ არიან დაკავებული, მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებების დაცვით – ისინი დახმარებას უწევენ ყოველგვარი ყოფითი პრობლემის მოგვარებისას, რომელიც ხშირად არც Aარის დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევასთან. პოლიტიკურ გარდაქმნათა პერიოდში ისინი, არცთუ იშვითად, საკმაო წარმატებით საქმიანობენ, იყენებენ პირად ნაცნობობას და გავლენას ახალი სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლებზე ან სხვადასხვა დაწესებულებათა ორიენტაციადაკარგულ ჩინოვნიკთა დაბნეულობას. პირველ ხანებში ასეთი ორგანიზაციები იშვიათად მიმართავენ სამართლებრივ პროცედურებს, რადგან, ჯერ ერთი, ამას დიდი დრო სჭირდება, და ამასთან, მათ არ ჰყავთ იურისპრუდენციის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტ-იურისტთა კადრები. პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან სამართლის განსხვავებულ სფეროებს ეხება: სისხლის სამართალს, სისხლისა და აღმასრულებელ სამართალს, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და შრომის, ასევე სოცუზრუნველყოფის მარეგულირებელ სამართალს და სხვა. ორგანიზაცია თავის ამოცანებს მანამ ართმევს თავს, სანამ დაზარალებულთა და მათ საქმეთა რაოდენობა არ აღემატება მის ძალებს.

   ასეთი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნისასა ორგანიზაციათა უმრავლესობა უარს ამბობს გარკვეული ტიპის პრობლემათა განხილვაზე. შემოსასვლელ კარზე ჩნდება განცხადება: ,,არ ვუწევთ დახმარებას საოჯახო, საბინაო და შრომით საკითხებში». საქმე იოლდება, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. დროთა განმავლობაში ორგანიზაცია მიდის იმ დასკვნამდე, რომ ის ყველა დარჩენილ პრობლემასაც ვერ ერევა და იწყებს თავისი პრიორიტეტების განსაზღვრას. თუ ამასთან ორგანიზაცია უპირატესობას მიანიჭებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაშინ «ყოველმხრივი დახმარების» ორგანიზაციიდან ის გარდაიქმნება ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციად.

   სპეციალიზაციების მატებასთან ერთად, ძველი ორგანიზაციები ხშირად იყოფიან, ხოლო ახლები თავის ინტერესთა წრეს ერთი ან რამდენიმე ამორჩეული უფლებით ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის უფლებებით ზღუდავენ. მზარდი სპეციალიზაციის პროცესს ადგილი ჰქონდა მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყველგან, სადაც შენდებოდა დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. დასავლეთ ევროპის და ამერიკის განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში «ადამიანის უფლებათა დაცვით» დაკავებულ ორგანიზაციათა რიცხვი ძალიან მცირეა, და ისინიც ზღუდავენ თავის საქმიანობას პიროვნებისა და პოლიტიკური უფლებებით4 . ორგანიზაციები ხშირად ისახავენ სტრატეგიულ მიზნებს, სხვა სფეროებში კი ადამიანის უფლებების დაცვაზე ზოგად დაკვირვებათა ჩარჩოებს მიღმა არ გადიან. ამ ქვეყნებში ხომ ათობით სპეციალიზირებული ორგანიზაცია მოქმედებს. ასევე არაა არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო არენაზეც, რომლებიც დაკავებული იქნებოდა «ადამიანის უფლებების დაცვით». ამავე დროს არსებობს მთელი რიგი სპეციალიზებული ორგანიზაციები: Aმნესტყ Iნტერნატიონალ (სინდისის პატიმრები, წამება, სიკვდილით დასჯა), Aრტიცლე 19 (სიტყვის თავისუფლება), Mინორიტყ ღიგჰტს Gროუპ (სხვადასხვა უმცირესობების უფლებები), Pენალ ღეფორმ Iნტერნატიონალ (ციხეები) და სხვა.

 

 

   2.2. სისტემური ცვლილებებისაკენ მიმართული ქმედებები

 

   პრობლემათა წრის შემოფარგვლა ქმედებათა ახალ მეთოდებზე გადასვლას ნიშნავს. თავიდან ორგანიზაცია ცდილობს ხელი გაუწოდოს ადამიანის უფლებათა დარღვევების ყველა მსხვერპლს, რომელიც მას დახმარებისათვის მიმართავს. თუ მის მიერ მიღებული ზომები ეფექტურია, მას მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილი სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ შეუძლებელია დაეხმარო ყველას, ვისაც ეს სჭირდება. იწყება ამგვარი პრობლემების წარმოშობის მიზეზების ძიება:L ცუდი კანონი, სამართლებრივი ნორმის მცდარი ინტერპრეტაცია, ხარვეზი კანონმდებლობაში ანდა საყოველთაოდ მიღებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. პრობლემის მიზეზის გაგების შემდეგ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები მის აღმოსაფხვრელად. ადამიანის უფლებათა დარღვევების წყაროს ლიკვიდირებისას, როგორც წესი, მოქალექეებისათვის გარკვეული ზიანის მიყენების ერთ-ორ კარგად არგუმენტირებულ, ემოციური რეაქციის გამომწვევ მაგალითს ვიყენებთ. თუ, ამასთან, ჩვენ ვირჩევთ სამართლებრივ ქმედებათა ფორმას, აუცილებელია ყველაზე კვალიფიცირებულ ექსპერტთა დახმარების უზრუნველყოფა. მაგრამ მთავარი იმედის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ქმედებებზე დამყარების შემდეგაც, მაინც უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება ადამიანის უფლებათა დარღვევის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითზე და არა სტატისტიკაზე, ან ნაკლებად დამაჯერებელ და უფრო რთულ სიტუაციებზე, როცა დაზარალებული ჩათრეულია მთელ რიგ სხვა სამართლებრივ პრობლემაში. ამგვარად, ერთი პირის ან რამდენიმე ადამიანის საქმეზე მუშაობისას, შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ბევრ ადამიანს და მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა მოცემული ტიპის დარღვევათა ლიკვიდირებას ან შეზღუდვას.

   მოქმედებათა სფეროს შემოფარგვლა – სტრატეგიის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. უმჯობესია კონკრეტული ჩარჩოების მქონე გარკვეულ თემატიკაზე სპეციალიზება (სიტყვის თავისუფლება, ბავშვის უფლებები, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, პატიმართა უფლებები და სხვა). საჭიროა ავირჩიოთ სინამდვილის ფრაგმენტი, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს და მივაღწიოთ პროგრესს ამ უბანზე და ამით ირიბად შევუწყოთ ხელი პრობლემის, როგორც ასეთის, გადაჭრას. ეს ძალიან რთული სტრატეგიაა – ყველა ქვეყანაში უამრავი პრობლემა წარმოიშვება და ყველა მათგანი «ყველაზე მნიშვნელოვანი» ჩანს. სტრატეგიული დაგეგმვისას ლიდერებს ცივი ანგარიშიანობა და ტაქტიკური აზროვნების უნარი სჭირდებათ.

 

 

   2.3. ქმედებათა მიზნების არჩევის სტრატეგია

 

   როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური დაგეგმვის ყოველ ეტაპზე აუცილებელია ქმედებათა თითოეული ეტაპისათვის სასურველი მიზნების ძალიან ზუსტი ფორმულირება, და არა მხოლოდ საბოლოო, არამედ შუალედურისაც. ყველაზე გავრცელებული შეცდომა – ძალიან ფართო მიზნის დასახვაა, რასაც ან შედეგების სრულ არქონამდე, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, იმდენად სუსტ ეფექტამდე მივყავართ, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი მხარდამჭერნიც და სპონსორებიც დარწმუნებული ვართ, რომ ორგანიზაცია დამარცხდა.

 

   პროფესიულად მოქმედმა ორგანიზაციამ უნდა დაგეგმოს თავისი მუშაობა, ზუტად განსაზღვროს გრძელვადიანი (სტრატეგიული), ხოლო მის ფარგლებში მოკლევადიანი (ოპერატიული) მიზნები და სასურველი შედეგების მისაღწევი სტრატეგია შეიმუშაოს.

 

   მაშასადამე, საზოგადოებრივ ინტერესთა დასაცავად ქმედებათა დაგეგმვა იწყება მიზნის არჩევით, ე.ი. იმის განსაზღვრით, თუ სახელდობრ რისი შეცვლა გვინდა ჩვენ მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ადამიანის უფლებადამცავი პროფესიული ორგანიზაციებისათვის (და საერთოდ ჭატცჰ-დოგ-ის ტიპის ორგანიზაციებისათვის) დამახასიათებელია სამართლის ან მისი გამოყენების პრაქტიკის სისტემური ცვლილებებისაკენ სწრაფვა. როგორც ზემოთ ვამბობდით, თავისი მიზნის მისაღწევად ისინი იყენებენ სამართლებრივ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ქმედებებს, ცალ-ცალკე ანდა სხვადასხვა კომბინაციებში. პროფესიული ორგანიზაციები არ იფარგლებიან ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგებთან ბრძოლით, ანუ დახმარების აღმოჩენით მათი  მსხვერპლისათვის, რადგან ესმით, რომ პრობლემების სისტემური გადაჭრა დაზარალებულთა რიცხვის შემცირებას იწვევს. ადამიანის უფლებათა დარღვევების მსხვერპლთათვის აღმოჩენილ დახმარებას, რომელიც არაა განმტკიცებული სისტემური ღონისძიებებით, ჩიხში შევყავართ. მაშინაც კი, თუ შევძლებთ მივაღწიოთ ზარალის ანაზღაურებას ერთი ადამიანისათვის, მის კვალდაკვალ საჩივრით მოგვმართავს უსამართლობის რამდენიმე სხვა მსხვერპლი.

   ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევისაგან დაზარალებულთათვის დახმარების სისტემატურ აღმოჩენას, როგორც საქმიანობის ერთადერთ მიზანს, დაუსრულებლობისა და უიმედობის შეგრძნებამდე მიჰყავთ როგორც თვით უფლებადამცავნი, ასევე მათი სპონსორები, მაშინაც კი, თუ მათ მუშაობას გარკვეული შედეგები მოაქვს. თუნდაც მცირე, მაგრამ სისტემური პრობლემის გადაჭრა იმედს ნერგავს მაშინ, როცა უკვე ჩადენილი ბოროტების გამოსწორების მცდელობები, რომლებიც არაა განმტკიცებული სხვა ღონისძიებებით, მოგვაგონებს არარენტაბელური მაღაროს სუბსიდირებას, რომელშიც გვიწევს ახალ-ახალი თანხების ჩადება გაუმჯობესების მიღწევის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ამიტომ, წარმატებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როცა ვახერხებთ საქმის მიყვანას თუნდაც ვიწრო სფეროში სისტემურ ცვლილებებამდე (კანონის დებულების ან მისი პრაქტიკული გამოყენების გადასინჯვა), ე.ი. პრობლემის გადაჭრამდე - მის შედეგებთან უსასრულო ბრძოლის ნაცვლად.

   ჩვენ, ბუნებრივია, ძალიან ბევრის შეცვლას ვისურვებდით, მაგრამ წინ უახლოესი მიზანი უნდა დავისახოთ. ის ძალიან კონკრეტული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს. არაა აუცილებელი ვითავოთ ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. (მნიშვნელოვნების კრიტერიუმები, სიტყვამ მოიტანა და, ძალიან ხშირად გაურკვეველია: რა უფრო მნიშვნელოვანია –გადავჭრათ ნაკლებ მტკივნეული პრობლემა, რომელიც ბევრს ეხება თუ ხელი მოვკიდოთ აღმაშფოთებელ უსამართლობას, რომლისგანაც იტანჯება რამდენიმე?).

 

   2.3.1. რეალური მიზანი

 

   კონკრეტული, მკაფიოდ მონიშნული და ჩამოყალიბებული მიზნის მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასათვის: ჩვენთვის, ჩვენი თანამგძნობებისა და სპონსორებისათვის. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენი შრომის აზრი ვირწმუნოთ. წარმატებული საქმიანობა პატივისცემას იწვევს ხელისუფლების მხრიდანაც. აშკარა ხდება, რომ ჩვენს აზრსა და მოთხოვნებს ანგარიში უნდა გაეწიოს, ეს კი გაგვიადვილებს მუშაობას მომავალში. ხელისუფალნი იგნორირებას გაუწევენ იმ ორგანიზაციას, რომელიც არ ისახავს მკაფიო მიზანს, ანდა არ ძალუძს დასახული მიზნის მიღწევა. ეს გარდაუვალია. თუნდაც მცირე, მაგრამ ხელშესახებ შედეგთა მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი ორგანიზაციების იმიჯის შესაქმნელად და პოზიციის განსამტკიცებლად. მაგალითად, თუკი ჩვენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით საჯაროდ გამოგვაქვს ჩვენი მუშაობა სასამართლო დავების ფორმით – სასამართლო პროცესების აღძვრა უმაღლეს სასამართლო ინსტანციათა მიერ პრეცედენტის ხასიათის მქონე გადაწყვეტილების მიღების მიზნით  -  ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე პირველი საქმის მოგება. თუ ჩვენ წავაგებთ, ვთქვათ, მეოთხე შემთხვევაში, არაფერი დაშავდება, რადგან ჩვენ უკვე ცნობილნი ვიქნებით, როგორც პასუხისმგებლიანი და წარმატებული ორგანიზაცია; საქმის წაგება აღქმული იქნება, როგორც «წარმოების დანაკარგები». ხოლო თუ ვერ შევძლებთ პირველი ორი საქმის მოგებას, მესამის განხილვისას სერიოზულად არავინ მიგვიღებს.

   იმ თავდაპირველი პრობლემების არჩევისას, რომელთა გადაჭრასაც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სასამართლოში, მნიშვნელოვანია ანგარიში გავუწიოთ იმას, თუ რამდენად დიდია წარმატების შანსები. დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება თავს მივცეთ უფრო რისკიანი ნაბიჯების გადადგმის უფლება, ანდა წავიდეთ იმ საქმის აშკარა წაგებაზე, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ მოცემული საკითხის სააშკარაოზე გამოსატანად და მის საჯარო დისკუსიების თემად გადასაქცევად. თუ ჩვენს მიერ ორგანიზებული პირველი საზოგადოებრივი ქმედებების გავლენით (დემონსტრაციები, პროპაგანდისტული ღონისძიებები და პირდაპირი აქციები) სახელისუფლებო სტრუქტურები დათმობაზე წავლენ და ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებენ, მომავალში ჩვენ გაგვიადვილდება მოკავშირეთა პოვნა და ხელისუფლებაც ჩვენს პროტესტებსა და წინადადებებს უფრო სერიოზულად მოეკიდება. თუკი პირველი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება, ჩვენი პოზიციები მომავალში მნიშვნელოვანწილად შესუსტდება. მორალური სიმართლის გრძნობას შეეძლო დისიდენტთა დაკმაყოფილება, დღეს კი ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციებისაგან შედეგიან ქმედებებსაც ელიან. რა ხეირია ჩვენს სიმართლეში, თუკი ცნობილია, რომ ვერ ვაღწევთ ეფექტს და არ გვეხერხება გამარჯვება.

 

 

   2.3.2. «მცირე ნაბიჯების» სტრატეგია  -  ოპერატიული მიზნების

    შემუშავება

 

   ხელისუფლებას არ უყვარს მკვეთრი, ღრმა ცვლილებები. ეს მას არ ახასიათებს. ამიტომ კარგი სტრატეგი აიძულებს მას ჯერ წვრილმან დათმობებზე წავიდეს. თუნდაც სულ მცირე, მაგრამ კონკრეტული ცვლილებები აჩენს იმედს და იწვევს საზოგადოებრივ აქტივობას. ისტორია გვასწავლის, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ძალაუფლებას მანამ ინარჩუნებს, სანამ მმართველნი არ შეუდგებიან «ლიბერალიზაციის» პოლიტიკას. როგორი წვრილმანი დათმობებიც არ უნდა მოხდეს, მათზე რეაქცია მზარდი სამოქალაქო შემართება და არდათმობის სურვილი იქნება. ეს პრინციპი ეხება არა მარტო ტოტალიტარიზმს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობაც და საზოგადოებაც უფრო ადვილად მიდის მცირე ცვლილებებზე. ავიღოთ, მაგალითად, ბრძოლა ,,გარიყულთა» (არაკეთილგანწყობის, ზოგჯერ კი საზოგადოების ზიზღის გამომწვევ ჯგუფთა) უფლებებისათვის. თუ შევძლებთ და მივაღწევთ დისკრიმინაციის ლიკვიდირებას რომელიმე ვიწრო სფეროში ან საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტულ უბანზე, ის, როგორც ჩანს, ვერც სხვა სფეროებს შემორჩება დიდხანს.

 

ასე მაგალითად, აშშ შავკანიანი მოსახლეობის დამცავი მოძრაობის (მარტინ ლუთერ კინგის მეთაურობით) გარდამტეხი აქცია იყო 1962 წლის კამპანია ბირმინგემში. მან, ბოლოს და ბოლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ალაბამას შტატში რასობრივი სეგრეგაციის გაუქმება გამოიწვია. აქციის (რომელიც ბოიკოტით, მჯდომარე გაფიცვებით და მარშებით გამოიხატებოდა) უშუალო მიზანი იყო რასობრივი სეგრეგაციის გაუქმება მხოლოდ ქალაქის ცენტრის სავაჭრო და გასტრონომიულ პუნქტებში. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებებმა, სულ უფრო სერიოზულ და შორს მიმავალ ამოცანათა დასახვა გამოიწვია. და, ბოლოს და ბოლოს, ქმედებათა საზოგადოებრივი, სასამართლო და პოლიტიკური ფორმების გაერთიანების წყალობით შესაძლებელი გახდა შეერთებულ შტატებში რასობრივი სეგრეგაციის ლიკვიდირება.

 

 

   ამგვარადვე, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ზომებმა, რომლებითაც იწყებოდა განდის კამპანია, როგორც, მაგალითად, ბრძოლა ინგლისის მონოპოლიასთან მარილზე, დროთა განმავლობაში ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღება გამოიწვია; მაშინ როცა სეპარატიზმისა და დამოუკიდებლობისათვის ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლთა მრავალრიცხოვანი მოძრაობანი, რომლებიც მცირე შუალედურ მიზნებს არ ისახავდნენ, უფრო ხშირად მარცხით მთავრდებოდა.

 

   უფრო ფართო საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისადმი სწრაფვისას აუცილებელია სხვადასხვა მოკლევადიანი მიზნის ამორჩევა. ჩვენი ქმედებების წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია შუალედური (ოპერატიული) მიზნების უნარიან დასახვაზე. ყველა პრობლემა, აგურებისაგან ამოყვანილი კედლის მსგავსად, მთელი რიგი ელემენტებისაგან შედგება. თუ ჭკვიანურად ამოვირჩევთ აგურს, რომელიც პირველ რიგში უნდა ამოვაგდოთ, შეიძლება კედელი ერთი დარტყმით დავშალოთ ან თუნდაც შევარყიოთ. თუ არჩევანი მცდარი გამოდგება, მოგვიწეევს შემდგომი აგურების ამოგდება, რომელთაგან თითოეული არანაკლებ მტკიცედაა ჩასმული, ვიდრე პირველი. მას შემდეგ, რაც მარტინ ლუთერ კინგმა შეძლო რესტორნებში დიკრიმინაციის გაუქმებისათვის მიეღწია, მან (დისკრიმინაციამ) ვეღარ გაძლო სასურსათო მაღაზიებშიც; აბანოებში სეგრეგაციის ლიკვიდირების შემდეგ აზრი არ ქონდა მის შენარჩუნებას ავტობუსებში. თუკი ციხეებში პატიმართა ყოფის გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში, ჩვენ დღიური სასურსათო ნორმის გაზრდას მოვითხოვთ, ეს არ აისახება ციხის სანიტარულ მდგომარეობაზე. ხოლო, თუკი ჩვენ შევძლებთ გავაუქმოთ მითითებები, რომლებიც პენიტენციალურ დაწესებულებებში არასამთავრობო, საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების დაშვებას აფერხებს, ჩვენ ამით შევცვლით მთელ საპატიმრო სისტემას. ციხე, რომელშიც ყოველდღიურად მიდიან სახელმწიფო აპარატისაგან დამოუკიდებელი ადამიანები, იქცევა იმ ადგილად, სადაც, ალბათ, საქმე არ მივა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებამდე.

 

   2.3.3. ოპერატიული მიზნის სტრატეგიული გაფართოება

 

   ოპერატიული მიზნის ფორმულირებისას ჩვენ ვავიწროვებთ სტრატეგიულ მიზანს. საზოგადოებრივი ცხოვრების ვიწრო სფეროებში ცვლილებათა შესატანად ბრძოლის დროს, ვცდილობთ ცვლილებების განხორციელებას უფრო ფართო მასშტაბით (როგორც კინგი, ან განდი).

   ისეც ხდება, რომ ჩვენი (ძალიან ვიწრო) მიზნის მიღწევისათვის განსხვავებულ სოციალურ ჯგუფთა მხარდაჭერის ძიებაში გადავაწყდებით ხოლმე ამ მიზნის გაფართოების აუცილებლობას იმისათვის, რომ ჩვენი ქმედებებისადმი მხარდაჭერა სხვა ჯგუფების ინტერესებსაც შეესაბამებოდეს. ასე მაგალითად, მიზანი «ჰომოსექსუალური ორიენტაციის პირთა პარტნიორული ურთიერთობის ლეგალიზაცია», რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს, შეიძლება შემდეგნაირად გავაფართოოთ: «ერთად მცხოვრებ და საერთო მეურნეობის მქონე პირთა პარტნიორული ურთიერთობის ლეგალიზაცია». ასეთი ფორმულირებისას მიზანი არა მარტო ჰომოსექსუალებს ეხება, არამედ ჰეტეროსექსუალ პირებსაც, რომელთაც არა აქვთ გაფორმებული თავიანთი ურთიერთობები კანონიერად; პირებს, რომლებიც მუდმივად უვლიან ინვალიდებს და სხვა. ამგვარად, საკუთარი პრობლემის გადაჭრის მცდელობით ჰომოსექსუალები ეხმარებიან სხვა სოციალურ ჯგუფებს და გარკვეულწილად შეუძლიათ მათი დახმარების იმედი იქონიონ.

 

   2.3.4. პრობლემის არსის განსაზღვრა  -  მიზეზების გამოყოფა შედეგებისაგან

 

   მიზნის ნათელი და ზუსტი ჩამოყალიბება შეუძლებელია პრობლემის არსის სათანადო განსაზღვრის გარეშე. ეს კი ნიშნავს მიზეზების შედეგებისაგან გამოყოფის უნარს. ჩვენი კლიენტებისათვის მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ საწარმო მათ არ უხდის ხელფასს. ჩვენი საქმიანობა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დასაცავად და სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად მათ შეიძლება აბსტრაქტული მოეჩვენოთ და, სიმართლეს თუ ვიტყვით, ზედმეტიც;  მაშინ, როცა სასამართლო პროცესზე გარანტირებული უფლების გარეშე, რომლის შემადგენელი ნაწილია იმ ორგანოთა ქმედებების ეფექტურობა, რომლებსაც სასამართლო გადაწყვეტილებები სისრულეში მოჰყავთ, ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია (მხოლოდ ძალადობას თუ მივმართავთ). ხელფასის დავალიანების ლიკვიდირება შესაძლებელია ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით, ანდა რევოლუციური გზით. რამდენადაც რევოლუცია არ შედის ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციების სტრატეგიაში, ზემოთ ნაჩვენები პრობლემის გადასაჭრელად ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისეთი ზომებისაკენ, რომლებიც თითოეულს სასამართლო განხილვის უფლების გარანტიას აძლევს.

   სოციალური უფლებებისაგან განსხვავებით, ადამიანთა სამოქალაქო და პოლიტიკურმა უფლებებმა, რომლებიც ჩამოყალიბებულია ორ ძირითად საერთაშორისო დოკუმენტში  -  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია5  და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, მკაფიო ფორმულირება ჰპოვეს საერთაშორისო სასამართლო (ან კვაზისასამართლო) ორგანოების გადაწყვეტილებებში. სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის სამართლებრივი სტანდარტი ერთნაირია ყველა ქვეყნისათვის, აი, შრომისათვის ღირსეული ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი კი არ არსებობს. სახელმწიფოსაგან ძირითად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა გარანტირებული დაცვის მიღწევის მცდელობისას (სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, შეკრებების თავისუფლება), ჩვენ გზას ვუკაფავთ სოციალური უფლებებისათვის ბრძოლას, რამდენადაც ვქმნით სამართლებრივ და პოლიტიკურ მექანიზმებს, ურომლისოდაც ასეთი ბრძოლა განწირულია ჩაშლისათვის. ზოგს მიაჩნია, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს შეიძლება მივსდიოთ მხოლოდ სოციალური უფლებების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ასეთი მიდგომა სრულიად არარელურია. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარანტირებული დაცვის გარეშე საზოგადოების სოციალურ მისწრაფებათა განხორციელების გზა ჩაკეტილია. მხოლოდ ძალადობას თუ მივმართავთ.

   უფლებადამცავი ორგანიზაციების მიერ გამოყენებული მეთოდები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ქმედებები საზოგადოებრივ ინტერესთა დასაცავად, მიზნად ისახავს ხელისუფლებაზე ზეწოლას და არა საზოგადოებრივ შეხედულებათა პირდაპირ შეცვლას, სტერეოტიპებთან ბრძოლას ან ცრურწმენათა გადალახვას. მას შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მიგვიყვანოს კანონის დებულების მიღებამდე, რომელიც არბილებს შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის წინააღმდეგობას. და მაინც, ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციების საქმიანობის არსი მდგომარეობს საჯარო ხელისუფლებაზე და არა საზოგადოებაზე ზეწოლაში. ასეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ ებრძოლონ ხელისუფლების ორგანოების ქმედებებში გამოვლენილ დისკრიმინაციას, მიაღწიონ სამართლის იმ ნორმების გაუქმებას ან შეცვლას, რომლებიც ითვალისწინებს საზოგადოებრივ დისკრიმინაციას, ანდა «მკვდარ» ნორმათა გამოყენებას (მაგალითად, უფრო მძიმე სასჯელს რასობრივი მოტივებით ცემის გამო). მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ბოშათა, ჰომოსექსუალების, მეძავთა ან ნარკომანთა წინააღმდეგ უარყოფითი განწყობის დაძლევას. ეს მხოლოდ რუდუნებითა და ორგანული შრომით მიიღწევა, კერძოდ კი ფართო მასებთან მუშაობით, რომელიც სულ სხვა მეთოდებსა და უნარს მოითხოვს. შემწყნარებლობა ინერგება სკოლაში, თეატრში, კინოში, სპორტკლუბში, ჯარში, სკაუტების ორგანიზაციებში, დისკოტეკებზე, და არა სასამართლოში, ანდა პარლამენტის სხდომაზე.

   2.3.5. ადამიანის უფლებების დარღვევათა ხასიათი და დიაპაზონი, როგორც მიზნის არჩევაზე მოქმედი ფაქტორები

 

   მიზნის არჩევაზე გავლენას ახდენს ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების ხასიათი და დიაპაზონი. მორალურ წინაპირობებთან ერთად არსებობს პრაგმატული არგუმენტები. საზოგადოებრივი აზრის მობილიზება უფრო ადვილია ემოციური რეაქციის გამომწვევი დრამატული შემთხვევების გარშემო. მეორე მხრივ, თუ რომელიმე უფლების დარღვევა, თუნდაც არცთუ ძალიან სერიოზული, საყოველთაოდ გავრცელებულია, თუ ბევრი გრძნობს თავს მის პოტენციურ მსხვერპლად, გაცილებით ადვილია პოტენციურ მოკავშირეთა პოვნა ჩვენი ქმედებებისათვის. ყველა არ მოხვდება ციხეში, მაგრამ ადრე თუ გვიან ვერავინ ასცდება სააავადმყოფოს. ამიტომ, უფრო მარტივია მხარდაჭერის პოვნა ავადმყოფის უფლებებისათვის ბრძოლაში, ვიდრე პატიმართა ღირსების დაცვისას. ადამიანის უფლებების დამცავი ქმედებები თითქმის მთელი საზოგადოების ჩუმი მხარდაჭერით სარგებლობს არასამართლებრივ სახელმწიფოებში, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობა ხვდება, რომ შეიძლება რეპრესიათა მსხვერპლი გახდეს. იქ, სადაც დემოკრატია სტაბილურია და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ ნიადაგზე დგას, ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციები იმ პირებს იცავენ, რომლებიც სხვადასხვა უმცირესობებს მიეკუთვნებიან და რომლებიც, არცთუ იშვიათად, მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით აწყდებიან საზოგადოების არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და დისკრიმინაციას ხელისუფალთა მხრიდან. ამ შემთხვევაში ვიწყებთ უმცირესობის დაცვას უმრავლესობისაგან, და არა როგორც ადრე – უმრავლესობისა უმცირესობისაგან. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უფლებადამცავი აქციების ჩატარება სამართლებრივ სახელმწიფოებში უფრო ძნელია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც უფლებებს არ იცავენ; და ამიტომ, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, უნდა დავიწყოთ უფრო ფართოდ გავრცელებული და ნაკლებ წინააღმდეგობრივი პრობლემებით, მაგალითად, ავადმყოფის უფლებებით, ხოლო მოგვიანებით, საზოგადოებრივი მხარდაჭერით უზრუნველყოფილნი, გადავიდეთ ისეთ ნაკლებ პოპულარულ საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანთა უფლებების დაცვა. უფრო ხანგრძლივი ქმედებებისას მიზანშეწონილია მონაცვლეობით გადავდგათ უმრავლესობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯები და მივიღოთ ზომები უმრავლესობის არაკეთილგანწყობის გამომწვევ ჯგუფთა დასაცავად.

 

   ჩვენი არჩევანის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმებია - რელიზმი და მიზნის რაციონალური შეფასება. თუკი, ამასთან, განსხვავებული მიზნები თანაბრად მნიშვნელოვნად გვესახება, საჭიროა სხვა ფაქტორების გათვალისწინება.

 

   2.3.6. მიზნის არჩევაზე მოქმედი სხვა ფაქტორები

 

   ა. პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში

   ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეუშალოს გარკვეული ზომების მიღებას. წარმატების შანსები, კერძოდ, დამოკიდებულია საზოგადოებრივ ატმოსფეროზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების საჯარო აღქმაზე (ზოგი თემა შეიძლება განსაკუთრებით საჩოთირო იყოს), მმართველი დაჯგუფებების პოლიტიკურ მოთხოვნილებებზე (იმიჯი, რომლის შექმნაც მათ სურთ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ), და ასევე მინისტრებისა და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსების პიროვნულ თვისებებზე. რამდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი მიზნიდან ერთის ამორჩევისას საჭიროა მთელი რიგი მსგავსი ფაქტორების გათვალისწინება.

 

   ბ. პოლიტიკური კალენდარი

 

   მიზნის ამორჩევისას ხშირად ვითვალისწინებთ პოლიტიკურ მოვლენებს ქვეყანაში. მაგალითად, საპარლამენტო ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს, რეფერენდუმებს, პარლამენტის მუშაობის განრიგს (მნიშვნელოვანი საპარლამენტო დებატები). ჩვენს მუშაობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე მთავრობის მიერ ცალკეულ საერთაშორისო შეთანხმებათა შესრულების ანგარიშების წარდგენის ვადები, სხვადასხვა საერთაშორისო მისიების დაგეგმილი ვიზიტები, მაგალითად, წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტისა და სხვა.

 

   გ. ორგანიზაციის რეალური შესაძლებლობები

   აუცილებელია საღად შეფასდეს ჩვენი ორგანიზაციის პირადი, ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური პოტენციალი, რათა შეუსრულებელი ამოცანა არ დავისახოთ მიზნად.

 

   დ. დაფინანსების წყაროები

   თუ არჩევანი ჯერ კიდევ არ არის გაკეთებული, გადამწყვეტი როლი შეიძლება იქონიოს იმის შეფასებამ, თუ რომელი ვარიანტისათვის უფრო ადვილია სპონსორის პოვნა. და მაინც, არჩევანი არ უნდა დავუქვემდებაროთ მხოლოდ სპონსორს. თუ ხელმძღვანელებიც და ორგანიზაციის წევრებიც არ არიან დარწმუნებულნი გადაწყვეტილების სისწორეში, ხოლო ინიციატივა მოდის არა მათგან, არამედ გარედან, პროექტის წარმატება ნაკლებ სარწმუნოა სრულად უზრუნველყოფილი ბიუჯეტითაც კი.

 

   ე. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

   სტრატეგიის შემუშავებისას საჭიროა გავითვალისწინოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ყოველთვის აქვს აზრი სხვა ორგანიზაციების მოძებნას, რომლებიც შესძლებდნენ ჩვენს მხარდაჭერას მოცემული მიზნის განხორციელებაში. მათი საკუთარი ამოცანების რეალიზების მსვლელობაში ჩვენი მიზანი შეიძლება შუალედური აღმოჩნდეს და მაშინ ისინი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირენი ხდებიან. განსხვავებული ორგანიზაციები ხშირად ისახავენ ანალოგიურ მიზნებს. ურთიერთმხარდაჭერა ამ დროს სრულიად ბუნებრივია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა განსხვავებულ ორგანიზაციათა სინქროული მოქმედება და პლუსების პოვნა იმაში, რომ ერთი მიზნისაკენ სწრაფვისას ორგანიზაციები მათთვის დამახასიათებელი, სრულიად განსხვავებული საშუალებებით სარგებლობენ. ერთნი შეეცდებიან საზოგადოების ემოციური რეაქციის გაღვიძებას, მეორენი – საპარლამენტო კაბინეტებში უხმაუროდ მოქმედებას, მესამენი კი – იმ საქმეთა წარმოდგენას, რომელიც პრობლემის პრინციპული გადაწყვეტის, ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში განსახილველად მისი გადაცემის აუცილებლობაზე მეტყველებს. ქმედებათა ფორმების მრავალფეროვნების, მისიათა და მიღებულ მეთოდთა თავისებურებების უნარიანად გამოყენებით შეიძლება ხელისუფლებაზე ძალინ ძლიერი ზეწოლა. ზოგჯერ, აზრი აქვს რამდენიმე ორგანიზაციის ურთიერთქმედების საჯაროობას, თუმცა, უფრო ხშირად, უმჯობესია ისე მოქმედება, რომ გარეგნულად დამოუკიდებელი აქციები სხვადასხვა მხრიდან ახდენდეს ზეწოლას და ემსახურებოდეს ერთი პრობლემის გადაჭრას.

   არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნაცვლად იმისა რომ ავსებდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს, მტრობენ და კონკურირებენ, საზოგადოების არაკეთილგანწყობას და სპონსორთა უნდობლობას იწვევენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს გაცილებით მეტი საქმე აქვთ, ვიდრე შესაძლებლობები. ის ორგანიზაციები კი, რომელთაც საერთო სამოღვაწეო ასპარეზი აქვთ, მოკავშირენი უნდა იყვნენ და არა მეტოქენი.

 

   2.3.7. სტრატეგიული მიზნებიდან ოპერატიულისაკენ

 

   თუკი ნამდვილად მივაქცევთ ყურადღებას ყველა ზემოთ ნახსენებ ფაქტორს, მაშინ აღარ დავისახავთ მეტისმეტად ფართო ამოცანას, როგორიცაა «ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვითარების გამოსწორება». პროფესიულად მოქმედი ორგანიზაციისათვის სტრატეგიული მიზანი (ერთადერთი ან ერთ-ერთი რამდენიმედან) შეიძლება იყოს მაგალითად:

 

   სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის გარანტირებული შესრულება, ასევე მოცემულ მუხლში დათქმული თავისუფლებების დარღვევის საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფო ზომათა ეფექტურობის ამაღლება.

 

   ასეთი ფორმულირებისას ქმედებათა მიზანი, თუნდაც ევროპული კონვენციის ერთ სტატიამდე დაყვანილი (წამების და სხვა არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისაგან თავისუფლება), ინარჩუნებს მნიშვნელოვან დიაპაზონს, ხოლო მისი მიღწევა ითხოვს გააზრებულ გრძელვადიან სტრატეგიას. ამიტომ, აუცილებელია დასაწყისშივე განისაზღვროს კერძო  -  ოპერატიული მიზნები, რომლებიც სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება თანდათან, «მცირე ნაბიჯებით». «მცირე ნაბიჯები» - სწორედ ესაა ოპერატიული მიზნები. თუმცა სტრატეგიის შემუშავებისას ჩვენ არ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ ოპერატიული მიზნების განსაზღვრით. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის მხედველობაში მიღების გამო, მათი განხორციელების რიგითობა უნდა დავსახოთ.

   ჩვენი სტრატეგიული მიზნისათვის შეიძლება ოპერატიული მიზნების შემდეგი ერთობლიობის შეთავაზება:

   წამების და სხვა არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერება შემდეგ ადგილებში:

 

   ?თავისუფლების აღკვეთის ადგილები (საგამოძიებო იზოლატორები, გამოსასწორებელი დაწესებულებები, ფსიქიატრიული სამკურნალოები და სხვა);

    მუდმივი ან ხანგრძლივი ადგილსამყოფელის დაწესებულებები (ინტერნატები, ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები და სხვა);

   ?იძულების სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთა მოქმედების ადგილები (პოლიცია, საქალაქო დაცვა, სასაზღვრო სამსახური და სხვა);

   ?კვაზიპოლიციური პროფესიების წარმომადგენელთა მოქმედების ადგილები, რომელთა მოღვაწეობას კანონი არეგულირებს (პირადი დაცვა, ბილეთის კონტროლიორები, კერძო დეტექტივები და სხვა);

   ?სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელთა და სახელმწიფო და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოთა მიერ დაქირავებულ პირთა მოქმედების ადგილები (მოსამსახურენი, მასწავლებლები, მოსამართლეები და სხვა);

   ?და სხვა.

 

   ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციის სხვა სტრატეგიულ მიზნებს მიეკუთვნება, მაგალითად:

 

   ?ჰუმანური პირობების გარანტიები პატიმართათვის, რომლებიც სასჯელს იხდიან;

 

   ადამიანის უფლებების სფეროში დისკრიმინაციის გამოვლენათა აღმოფხვრა სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ და აფირმაციის (ლოგიკაში - უარყოფითი, ნეგატიური მოსაზრებებისაგან განსხვავებით - დადებითი პოზიტიური მოსაზრებების სისტემა – რედაქტორის შენიშვნა) სისტემის შექმნა გარკვეულ ჯგუფთა წევრებისათვის ადამიანის ზოგიერთი უფლებების გამოყენებისას იმ შემთხვევებში, როცა ასეთი მიდგომა ისტორიულადაა გამართლებული ანდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეობს;

   ?პოლიციის სისასტიკის შეზღუდვა

 

 

   4-6 სქემებზე წარმოდგენილია რამდენიმე ოპარატიული მიზანი თითოეული მითითებული სტრატეგიული მიზნისათვის. ამ ჩამონათვალთა შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს და ივსებოდეს თითოეული ორგანიზაციის მოღვაწეობის სტრატეგიისა და ქვეყანაში მდგომარეობის მიხედვით.

   სტრატეგიული მიზნის ამორჩევა, როგორც წესი, ხორციელდება არსებული ზოგადი ტიპის ინფორმაციის, ასევე მოცემული ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებულ პირთა გამოცდილების საფუძველზე. მაგრამ, როცა საქმე მიდის სტრატეგიის შემუშავებამდე, ოპერატიული მიზნების ფორმულირებასა და კონკრეტულ ქმედებათა წინასწარ დაგეგმვამდე, აუცილებელია მოცემულ თემაზე საიმედო დეტალური ინფორმაციის შეკრების დაწყება. სიტუაციის წინასწარი დიაგნოზის დასმის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ოპერატიულ მიზანთა და მათი მიღწევის მეთოდების შერჩევა. სწორედ ამ ეტაპზე წყდება მონიტორინგის აუცილებლობის საკითხი.

 

   2.4. ვითარების წინასწარი დიაგნოზი

 

   წინასწარ დიაგნოზში იგულისხმება სინამდვილის ამორჩეული ფრაგმენტის მდგომარეობის წინასწარი განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შეიძლება ქმედებათა სტრატეგიის გეგმის მონახაზის გაკეთება. ამ მიზნით მიმდინარეობს ინფორმაციის შეკრება შედარებით ადვილად ხელმისაწვდომი წყაროებიდან.

 

   დიაგნოზი აფართოებს ჩვენს ცოდნას მოცემული თემატიკის შესახებ და გვიადვილებს პოტენციურ პრობლემებში ორიენტირებას. ხშირად ის საშუალებას გვაძლევს შევამჩნიოთ გარემოებანი, რომელთა შესახებ ადრე ვერც კი ვხვდებოდით. მის შედეგებზეა დამოკიდებული, ჩავატარებთ თუ არა მონიტორინგს. და მაინც, ასეთი ანალიზი – ეს ჯერ კიდევ არაა მონიტორინგი.

   ამ ეტაპზე ჩვენ დაკავებული ვართ ინფორმაციის წყაროების ძებნით. მათ მიეკუთვნება:

   ?ექსპერტებთან საუბრები (ექსპერტებთან, სპეციალიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, იურისტებთან ან სხვა პირებთან, რომლებიც დაკავებული იყვნენ ან ახლა არიან დაკავებული ამ პრობლემით;

   ?ფოკუსირებული ჯგუფური ინტერვიუ მოცემულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ პირთა მონაწილეობით, რომლებიც მას სხვადასხვა კუთხით განიხილავენ (თანამდებობის პირთა, დაზარალებულთა ან მათ ნათესავთა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა);

   ?იმ სამართლებრივი ფორმების წინასწარი ანალიზი, რომლებიც სინამდვილის ამორჩეულ ფრაგმენტს ეხება (შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართალი);

 

   ?სამეცნიერო-კვლევითი ანალიზი, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ატარებენ;

   ?სხვა კვლევათა ან კონტროლის შედეგების ანალიზი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ – სახელმწიფო (მაგალითად, კონტროლის უმაღლესი პალატა, არასამთავრობო (Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ), ანდა საერთაშორისო (მაგალითად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი);

   ?მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობების წინასწარი ანალიზი, საუბრები ჟურნალისტებთან, რომლებიც მოცემულ პრობლემატიკაში სპეციალიზდებიან;

   ?ჩვენთვის საინტერესო საკითხზე სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში (ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიურო, სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საადვოკატო კანცელარია და სხვა) მოქალაქეებისაგან შემოსულ საჩივართა ანალიზი;

   ?დაწესებულებების, თავისუფლების აღკვეთის ადგილების, სხვადასხვა ვადით ბინადრობის დაწესებულებების (სასამართლო, ფსიქიატრიული სამკურნალო, საბავშვო სახლი და სხვა) მონახულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ პრობლემაში და მონიტორინგის კონცეფცია შევიმუშავოთ.

 

   წინასწარი დიაგნოზი გვაძლევს ზოგად ცნობებს მოცემულ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. ზოგჯერ ის საშუალებას იძლევა წამოვაყენოთ ჰიპოთეზა ადამიანის უფლებათა დარღვევების მიზეზების შესახებ. მიღებული ცოდნის წყალობით ჩვენ შევძლებთ ოპერატიული მიზნების შემუშავებას და მათი მიღწევის რიგითობის დადგენას. ამას გარდა, ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ შესაბამისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამართლებრივი ქმედებების ხასიათი და შევუდგეთ მათ დაგეგმვასა და რეალიზებას.

   თუმცა, უფრო ხშირად, მხოლოდ წინასწარი დიაგნოზის დასმის შემდეგ შეგვიძლია გავიგოთ, ზუსტად რისი ცოდნა გვაკლია პოლიტიკური, სამართლებრივი ან საზოგადოებრივი ქმედებების დასაგეგმად. და მაშინ, ჩვენი სტრატეგიის პირველი ელემენტი მონიტორინგი ხდება. მხოლოდ მონიტორინგის შედეგების და კვლევის მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დავიწყებთ ცალკეული ღონისძიებების და კონკრეტული აქციების გეგმის შემუშავებას. ნებისმიერი ზემოხსენებული მიზნის მიღწევა საეჭვო იქნებოდა კეთილსინდისიერი მონიტორინგის გარეშე.

 

 

   ზოგიერთ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ და განვახორციელოთ ოპერატიული და სტრატეგიული მიზნებიც კი მონიტორინგის ჩატარების გარეშე. მიუხედავად ამისა, უტყუარი ინფორმაცია ამაგრებს ჩვენს პოზიციებს და გვიადვილებს არგუმენტების ფორმულირებას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს ჩვენთვის სასურველი ცვლილებების შესახებ (როგორც საზოგადოებრივი, ასევე პოლიტიკური ქმედებების ფარგლებში). კარგად დაგეგმილი კვლევა ასევე გვეხმარება შესაბამისი შემთხვევების  -  «კაზუსების» შერჩევაში სამართლებრივი ქმედებებისათვის.

 

 

 

 

 

   3. მონიტორინგი ნაბიჯ-ნაბიჯ

 

   ქმედებათა სტრატეგიული მიზნების მკაფიოდ განსაზღვრის, წინასწარი დიაგნოზის დასმის და ოპერატიული მიზნების ამორჩევის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევუდგეთ მონიტორინგის დაგეგმვას.

   მონიტორინგის პროექტი, როგორც წესი, ითვალისწინებს რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპს. როგორც სქემა 2-დან ჩანს, რამდენიმე მათგანი შეიძლება ერთმანეთს ფარავდეს ან ერთდროულად ტარდებოდეს.

 

   3.1. კვლევითი ამოცანის ამორჩევა და ფორმულირება

 

   კვლევითი ამოცანის ხასიათი დამოკიდებულია მიღებულ ოპერატიულ მიზანზე. აუცილებელია იმ სფეროს განსაზღვრა, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციის, ფაქტებისა და «კაზუსების» მისაღებად, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. რამდენიმე შესაძლო ამოცანიდან, როგორც წესი, ვირჩევთ ერთს. ამასთან ვსარგებლობთ იმავე კრიტერიუმებით, რითაც მიზნის ამორჩევისას.

   როდესაც ვცდილობთ «გამოვასწოროთ მდგომარეობა რაიონულ სასამართლოებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესრულების სფეროში», შეიძლება განსხვავებული ამოცანები დავისახოთ: განვსაზღვროთ, ძალიან ხომ არ იწელება საქმის მოსმენის ვადები; თვალი მივადევნოთ, თუ რამდენად არის დამოუკიდებული სასამართლო წარმოება; შევამოწმოთ, იძლევა თუ არა შენობათა მდგომარეობა, ასევე მატერიალური და ფინანსური პირობები, რომლებშიც სასამართლოები მუშაობენ მოცემული სამართლებრივი ნორმის შესრულების საშუალებას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

 

 

   3.2. სამართლის ანალიზი

 

   ანალიზი მოიცავს როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო სამართალს და ტარდება მონიტორინგის განმავლობაში, ე.ი. შედეგების წარდგენის მომენტამდე.

   სამართლის ანალიზის მიზანია გამოარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილის მოცემული ფრაგმენტის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოსათვის სავალდებულო ძალა აქვს. მისი დახმარებით ასევე შესაძლოა დადგინდეს, თუ რომელი სამართლებრივი ნორმები შეიძლება იყოს ადამიანის უფლებათა დარღვევების წყარო.

   სამართლის ანალიზის ჩატარებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ სამართლის წყაროების კონსტიტუციით განსაზღვრულ იერარქიას. Aანალიზი სწორედ კონსტიტუციით იწყება. შემდეგ განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულებები, საპარლამენტო კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები (თუ მას მათი გამოცემის უფლება აქვს), სახელმწიფოს ადმინისტრაციის დადგენილებები და განკარგულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტები, კანონქვემდებარე აქტები, შინაგანაწესი და შესაბამის დაწესებულებათა წესდებები (მაგ. ბავშვთა სახლები, სასამართლოები) და სხვა.

   საერთაშორისო სამართლის განხილვისას აუცილებელია არა მარტო იმ ხელშეკრულებათა გაანალიზება, რომელთა დაცვა ივალდებულა ჩვენმა სახელმწიფომ, როდესაც მათი რატიფიცირება მოახდინა, არამედ ე.წ. რბილი სამართლის დოკუმენტებისაც, ე.ი. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, რეზოლუციების, დეკლარაციების და ა.შ.

 

   3.3. კონკრეტული პრობლემების განსაზღვრა ამორჩეული ამოცანის ფარგლებში

 

   ყოველი ამოცანის ჩარჩოებში განვსაზღვრავთ მთელ რიგ უფრო დეტალურ პრობლემას. დაგეგმვის ამ ეტაპზე მოგვიწევს ჩვენი არჩევანის შემოფარგვლა რამდენიმე კონკრეტული პრობლემით.

   თუ მიზნის  -  «გამოვასწოროთ მდგომარეობა რაიონულ სასამართლოებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესრულების სფეროში»  -  რეალიზაციის თვალსაზრისით ჩვენს მიერ ამორჩეულია ამოცანა  -  «შევამოწმოთ შენობათა მდგომარეობა, ასევე რაიონული სასამართლოების მატერიალური და ფინანსური პირობები»  -  მაშინ შეიძლება განვიხილოთ შემდეგ პრობლემები:

 

 

            შენობების მდგომარეობის შემოწმების ფარგლებში: სასამართლოს შენობა, სხდომათა დარბაზები, სამდივნო, დაპატიმრებულთა საკნები, არქივი, მოსამართლეთა კაბინეტები და სხვა;

            მატერიალური პირობების შემოწმების ფარგლებში: შენობათა გაწყობა ავეჯით, სასამართლოს დაცვა, პროფესიული ლიტერატურის და ბეჭდვითი სიტყვის ხელმისაწვდომობა, კომპიუტერიზაცია და სხვა;

            ფინანსური პირობების შემოწმების ფარგლებში: მოსამართლეთა და სასამართლოს პერსონალის ხელფასები, ფინანსური საშუალებები ექსპერტიზისა და მთარგმნელთა მომსახურებისათვის და ა.შ.

 

 

 

 

 

   3.4. კითხვები კონკრეტული პრობლემების მიხედვით

 

   მონიტორინგის კონცეფციის შემუშავების ამ ეტაპზე გადავდივართ სამეთვალყურეოდ ამორჩეული პრობლემების შესახებ საკმაოდ დეტალურ კითხვებზე. მეთვალყურეობა დაგვეხმარება მათზე პასუხების პოვნაში. დასმულ კითხვებს შეიძლება ზუსტად შევურჩიოთ კვლევის მეთოდები, რაც აუცილებელი ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს. მეთოდების ამორჩევისას ასევე მოვამზადებთ აუცილებელ კვლევით ინტრუმენტებს.

   პრობლემის ირგვლივ  -  სხდომათა დარბაზი  -  ასეთი კითხვები შეიძლება დავსვათ:

            როგორია დარბაზის ზომები?

            როგორია შენობის აკუსტიკა, განათება, ვენტილაცია, გაწყობა?

            არის თუ არა ადგილი დამსწრეთათვის?

            ხედავს თუ არა მოსამართლე თავისი ადგილიდან შემოსასვლელ კარს?

            ესაზღვრება თუ არა სხდომის დარბაზს სათათბირო ოთახი?

            არის თუ არა ტრიბუნა მოწმეთათვის?

            სად იმყოფებიან გამოძახების მომლოდინე მოწმეები?

            და სხვა.

 

 

   3.5. კვლევის მეთოდებისა და მათი გამოყენების ფორმების შერჩევა, ინსტრუმენტების მონტაჟი ინფორმაციის შესაგროვებლად

 

   გამოყენებულ მეთოდთა გამა ძალიან მდიდარია. მონიტორინგის ჩატარებისას ვსარგებლობთ, კერძოდ, სოციალური კვლევის მეთოდებით, ასევე საგამოძიებო და კრიმინალისტიკური მეთოდებითაც კი. განსაკუთრებით სახიფათო პირობებში (მაგალითად, ტოტალიტარულ სახელმწიფოში მოქმედებისას ხელისუფალთა აკრძალვის მიუხედავად) გვიწევს იატაკქვეშა მეთოდების გამოყენება.

   ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ რამდენიმე წყაროში და, შეძლებისდაგვარად, განსხვავებული მეთოდიკის გამოყენებით. ჩვენ ვცდილობთ შევამოწმოთ ყველა ინფორმაცია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მუშაობის შედეგების მაქსიმალური უტყუარობა.

   ინსტრუმენტების კვლევისათვის მომზადებისას ერთდროულად ვაყალიბებთ იმ მონაცემთა დამუშავების სისტემას, რომლებიც მიღებული იქნება მონიტორინგის მსვლელობისას, აგრეთვე შედეგების წარდგენის ფორმასაც.

 

 

   3.6. მონიტორინგის ჩამტარებელი ჯგუფის შემადგენლობის წინასწარი დაგეგმვა, ქმედებათა გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა

 

   ჯგუფის შერჩევის კრიტერიუმები დამოკიდებულია დაგეგმილი მონიტორინგის ხასიათზე. მათ შორის უმნიშვნელოვანესს უეჭველად განეკუთვნება პროფესიული მომზადება, მონაწილეთა კვლევითი გამოცდილება, ზოგჯერ, ასევე, სქესი და ფსიქოლოგიური თავისებურებანი – ურთიერთობის უნარი ფსიქიურად დაავადებულებთან და დამნაშავეებთან (ყოველ შემთხვევაში, მათ წინაშე შიშის არქონა), გადაწყვეტილების მიღების, ჯგუფთან მუშაობის უნარი და სხვა.

    მეთოდების, ინსტრუმენტების და შერჩევის პრინციპების განსაზღვრის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩავატაროთ ხარჯების წინასწარი შეფასება. საჭიროა გავიაზროთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მონიტორინგი, რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული, რა სახის აპარატურა დაგვჭირდება, რა თანხა დაიხარჯება ტრანსპორტისა და კავშირის საშუალებებზე და სხვა.

 

 

   3.7. პილოტაჟური კვლევები, მიღებული ინფორმაციის წინასწარი დამუშავება

 

   პილოტაჟური კვლევები უფლებას გვაძლევს პრაქტიკაში შევაფასოთ ინსტრუმენტებისა და არჩეული მეთოდიკის ეფექტურობა. ამასთან, თავს იჩენს სირთულეები, რომელთა წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელი იყო მომზადების პერიოდში, მოწმდება მონიტორინგის ხანგრძლივობის შესახებ ჩვენი გაანგარიშების რეალურობა და ამით, მისი ბიუჯეტისაც.

 

   საჭიროა პილოტაჟური კვლევების განმავლობაში მიღებული მონაცემების შესწავლა მონიტორინგის შედეგების დამუშავების ჩვენს მიერ მიღებული სისტემის შემოწმების მიზნით. ასეთი საცდელი დამუშავება, არც თუ იშვიათად, აღმოაჩენს ხოლმე წინასწარ მომზადებული ინსტრუმენტების მინუსებს.

 

 

   3.8. მონიტორინგის კონცეფციის კრიტიკული შეფასება და კორექტირება პილოტაჟური კვლევის შედეგების საფუძველზე

 

 

   პილოტაჟური კვლევის შემდეგ იწყება მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მონაცემთა დამუშავების ხერხების კორექტირება. სხვაობა დაახლოებით გაანგარიშებებსა და ფაქტიურ მოთხონილებებს შორის (ვადები, ფინანსური სახსრები, პერსონალი) ზოგჯერ მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გრაფიკისა და ბიუჯეტის გადასინჯვა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია  -  მონიტორინგის მასშტაბების შეცვლა.

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დოკუმენტები / უავტორო / ადამიანის უფლებების მონიტორინგი