საერთაშორისო დოკუმენტები.

 

სარჩევი.

ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

ბავშვის უფლებათა კონვენცია.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგი.

 

 

 

 

ადამიანის უ უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა და გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის სრული ტექსტიც აქა არის მოცემული. მიიღო რა ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ასამბლეამ მოწოდებით მიმართა ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს, გამოაქვეყნონ დეკლარაციის ტექსტი

და ყველაფერი იღონონ «მისი გავრცელების, საჯაროობისა და განმარტებისათვის, უმთავრესად სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ქვეყნების ან ტერიტორიების პოლიტიკური

სტატუსის განურჩევლად».

პრეამბულა

ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელია ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგნს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს, და ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული

აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს და რომ ისეთი მსოფლიო შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება, და ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა  ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის, და ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და

კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი, გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში, და ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების  ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას, და ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულებების მთლიანად შესრულებისათვის

გენერალური ასამბლეა აცხადებს:

ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყოველი ხალხი და სახელმწიფო რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და

ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.

მუხლი 1.

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 2

(1) ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

(2) გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის

პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია _

დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.

მუხლი 3.

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4.

არავინ არ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალურია.

მუხლი 5.

არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.

მუხლი 6.

 

ყოველ ადამიანს სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, იმის უფლება აქვს, რომ აღიარებული იქნეს მისი სამართალსუბიექტობა.

მუხლი 7.

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან."

მუხლი 8.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნას აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

მუხლი 9.

არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.

მუხლი 10.

ყოველ ადამიანს მის უფლებამოვალეობათა განსაზღვრისათვის და მისთვის წაყენებული სისხლისსამართებლივი ბრალდების საფუძველზე, აქვს იმის უფლება რომ, მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

მუხლი 11.

(1) ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს

ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება

კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის

უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.

(2) არავის არ შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისათვის რაიმე ისეთი მოქმედების ჩადენის საფუძველზე, ანდა ისეთი უმოქმედობისათვის, რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

არ შეიძლება აგრეთვე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც

შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა ჩადენილ იქნა დანაშაული.

მუხლი 12.

არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.

 

მუხლი 13.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც, და

დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

მუხლი 14.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეძიოს დევნისგან თავშესაფარი სხვა ქვეყანაში და

ისარგებლოს ამ თავშესაფრით.

(2) ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედებისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 15.

(1) ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.

(2) არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი

მოქალაქეობის შეცვლისა.

მუხლი 16.

(1) სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ.

ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის

დროს და განქორწინებისას.

(2) დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და

სრული თანხმობისას.

(3) ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

მუხლი 17.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

(2) არავის არ უნდა ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.

მუხლი 18.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა: ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა, როგორც ერთპიროვნულად ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა

შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.

 

მუხლი 19.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა:

ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით და სახელმწიფო საზღვრებისგან დამოუკიდებლად.

მუხლი 20.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების

თავისუფლებისა.

(2) არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.

მუხლი 21.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის

სახელმწიფო სამსახურში.

(3) ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა: ეს ნება უნდა

გამოხატავდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების პირობებში, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

მუხლი 22.

ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

მუხლი 23.

(1) ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

(3) ყველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ

გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ

მისათვის   მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება

სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

(4) ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს

პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 24.

ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.

მუხლი 25.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების,

ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლიოსა და საჭირო სოციალური მომსახურების

ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

(2) დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და

დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ

ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.

მუხლი 26.

(1) ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო; ტექნიკური და პროფესიული განათლება კი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად მისაწვდომი ყველასათვის თვითეულის უნარისამებრ.

(2) განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ.

განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური

ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

(3) მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება აირჩიონ რა სახის განათლება სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.

მუხლი 27.

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების

კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ

პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.

 

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური

ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული

ნაშრომებისა, რომელთა ავტორსაც იგი წარმოაგდენს.

მუხლი 28.

ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისეთ სოციალურსა და საერთაშორისო წესრიგზე, რომლის პირობებში შესაძლებელია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.

მუხლი 29.

(1) ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ

საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

(2) თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვას, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

(3) ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30.

ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც მინიჭება რომელიმე

სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალი პირებისათვის უფლებისა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსასპობად.

ბავშვის უფლებათა კონვენცია პრეამბულა წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები მიიჩნევენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული პრინციპების შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თანასწორი და ხელშეუვალი უფლებების აღიარება არის დედამიწაზე თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველი,

მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა

წესდებაში ცხადყვეს თავიანთი ერთგულება ადამიანის ძირითადი უფლებების,

ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მტკიცედ აქვთ

გადაწყვეტილი მეტი თავისუფლების პირობებში ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას,

აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა

საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო

პაქტებში გამოაცხადა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში

მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება განურჩევლად ისეთი ნიშნებისა,

როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსი,

ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა ვითარებანი, ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ბავშვთა უფლება, განსაკუთრებული მზრუნველობით იყვნენ გარემოსილნი,

დარწმუნებული არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი, აღიარებენ რა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის

აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით,

2

მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის

აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის

დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული

ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა

საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების

საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური,

სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10

მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით, მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ «ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ»,

ეყრდნობიან რა დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი

პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას,

განსაკუთრებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა აღსაზრდელად

გადაცემისა და შვილად აყვანისას, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების

აღსრულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციისეულ მინიმალურ სტანდარტულ

წესებს ("პეკინის წესები"), განსაკუთრებულ ვითარებაში და შეიარაღებული

კონფლიქტების დროს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ დეკლარაციას,

აღიარებენ რა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც

ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ

განსაკუთრებულ ყურადღებას, სათანადოდ ითვალისწინებენ რა ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას, აღიარებენ რა ყველა ქვეყანაში, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

მუხლი 2

1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი

იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც

წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის

დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის,

3

პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური

წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი

მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების

განურჩევლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ

დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის

უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების,

კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ

გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

მუხლი 3

1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ

ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები,

რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები,

ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება

ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ

პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების

უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი

დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის

და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის

დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები

შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ,

 

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის

რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის

თვალსაზრისით.

მუხლი 4

მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო,

ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ

უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ,

სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

მუხლი 5

მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში

ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან

თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც

კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ

ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა

განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების

გათვალისწინებით.

მუხლი 6

4

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის

ხელშეუხებელი უფლება.

2. მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად

უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.

მუხლი 7

1. ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია

უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს

შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს

მათი მზრუნველობით.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას

საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების

შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად,

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.

მუხლი 8

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას,

შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური

 

კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან

ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა.

2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა

ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი

მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი

აღდგენისათვის.

მუხლი 9

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის

მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა

კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო

კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება

აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება

აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა

მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები

ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის

თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა

დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის

განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.

3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული

ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი

კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს

ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

4. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორება გამომდინარეობს მონაწილე

სახელმწიფოთა რომელიმე გადაწყვეტილებიდან, ანუ როცა საქმე ეხება,

მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრებას, გასახლებას,

5

დეპორტაციას ან სიკვდილს (მოცემული პირის სახელმწიფო გამგებლობაში

ყოფნისას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ჩათვლით), მონაწილე

სახელმწიფო ასეთ მშობლებს, ბავშვს ან, თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს

მათი თხოვნით აძლევს აუცილებელ ინფორმაციას ოჯახიდან წასული

წევრის/წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, თუ ამ ინფორმაციის მიცემა ზიანს

 

არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში

უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნა თავისთავად არ იწვევდეს შესაბამისი

პირისათვის (პირთათვის) არასასურველ შედეგებს.

მუხლი 10

1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით თავის თავზე

აღებული ვალდებულების შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლის განცხადება

ოჯახის გამთლიანების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან

გასვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად,

ჰუმანურად და ოპერატიულად. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში

უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენას არ მოჰყვეს არასასურველი

შედეგები განმცხადებლის ან მათი ოჯახის წევრებისათვის.

2. ბავშვს, რომლის მშობლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება

გააჩნია, განსაკუთრებული ვითარების გარდა, რეგულარული პირადი

ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამ

მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

პატივს სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფლებას დატოვონ ნებისმიერი

ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში.

ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი

შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო

უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), მოსახლეობის

ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების

დაცვისათვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციაში აღიარებულ სხვა

უფლებებთან.

მუხლი 11

1. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს ბავშვთა უკანონოდ

გადაადგილების ან საზღვარგარეთ მათი უკანონოდ დატოვების წინააღმდეგ

საბრძოლველად.

2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ ორმხრივი ან მრავალმხრივი

შეთანხმებების დადებას ან მოქმედ შეთანხმებებთან შეერთებას.

მუხლი 12

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების

ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას

თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან,

ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის

 

შესაბამისად.

2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო

თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს

ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს

მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით

გათვალისწინებული წესით.

6

მუხლი 13

1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს

თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს

ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური

ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.

2. ამ უფლების განხორციელება, შესაძლოა, ერთგვარად შეიზღუდოს, მაგრამ ეს

შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული და აუცილებელი უნდა იყოს:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;

ბ) სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), ან

მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.

მუხლი 14

1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური

რწმენის თავისუფლებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში

კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი

უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის

განვითარებად უნარებს.

3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს

მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია

სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და

ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების

დაცვისათვის.

მუხლი 15

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს

ასოციაციებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებით.

2. მოცემული უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება დაწესდეს რაიმე

შეზღუდვა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც დაწესდება კანონის შესაბამისად და

აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან

საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც)

 

ინტერესებისათვის, ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა

უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.

მუხლი 16

1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების,

საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების

უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი

ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.

2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.

მუხლი 17

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა

მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და

7

საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების

მისაწვდომობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალებისა, რომლებიც

მიმართულია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისაკენ,

აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ. ამ

მიზნით მონაწილე სახელმწიფოები -

ა) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ინფორმაციისა და მასალების

გავრცელების წახალისებას, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და

კულტურული განვითარების თვალსაზრისით და გამოხატავს 29-ე მუხლის

სულისკვეთებას;

ბ) ახდენენ საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა კულტურული,

ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ამგვარი ინფორმაციისა

და მასალების მომზადების, გაცვლისა და გავრცელების მიზნით;

გ) ახდენენ საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების წახალისებას.

დ) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წახალისებას, რათა მათ

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ბავშვის ენობრივ

მოთხოვნილებებს, რომელიც მიეკუთვნება რომელიმე უმცირესობის ჯგუფს ან

მკვიდრ მოსახლეობას;

ე) ახდენენ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო

პრინციპების შემუშავების წახალისებას, რომელიც საზიანოა მისი

კეთილდღეობისათვის, მე-13 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

მუხლი 18

1. მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის

 

აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი

პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში

კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა

და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი

ზრუნვის მთავარ საგანს.

2. წინამდებარე კონვენციაში გამოკვეთილ უფლებათა განხორციელების გარანტიის

შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები სათანადო

დახმარებას უწევენ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის

შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი და უზრუნველყოფენ საბავშვო

დაწესებულებათა ქსელის განვითარებას.

3. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ღებულობენ იმის

უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, უფლება

ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებითა და

დაწესებულებებით, რომელთაც ბავშვთა მოვლა-პატრონობა ეკისრებათ.

მუხლი 19

1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ,

სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი

დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი

სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური

ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის

მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ

ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

2. დაცვის ასეთი ღონისძიებები აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს ეფექტურ

პროცედურებს სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის იმ მიზნით, რათა

8

აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს და იმ პირებს, ვინც მასზე ზრუნავს,

აგრეთვე ხელი შეუწყონ ბავშვთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულების

ზემოთაღნიშნული გამოვლინებების თავიდან აცილების, წინასწარი

გამომჟღავნების, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების,

მკურნალობის და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, აუცილებლობის

შემთხვევაში კი - სასამართლო პროცედურის აღძვრას.

მუხლი 20

1. ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა,

 

მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს

ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და

დახმარებით სარგებლობდეს.

2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად

უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას.

3. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, ბავშვის აღსაზრდელად

გადაცემას, მუსლიმანური სამართლის "კაფალას", შვილად აყვანას ან

აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისათვის მოწოდებულ

შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას. მზრუნველობის ფორმის შეცვლის

ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული

ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური

წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.

მუხლი 21

მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ან თანხმდებიან შვილად აყვანის

სისტემის არსებობას, უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები

გათვალისწინებული იქნეს უწინარეს ყოვლისა, და ისინი:

ა) უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის შვილად აყვანის ნებართვას იძლეოდეს მხოლოდ

კომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც სათანადო კანონებისა და

პროცედურების შესაბამისად და საქმესთან დაკავშირებული სარწმუნო

ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს, რომ შვილად აყვანა დასაშვებია

მშობლებთან, ნათესავებთან და კანონიერ მეურვეებთან მიმართებაში ბავშვის

სტატუსის გათვალისწინებით და რომ, თუ ეს საჭიროა, დაინტერესებული პირები

შეგნებულად დათანხმდნენ შვილად აყვანას ისეთი კონსულტაციის საფუძველზე,

როგორიც შეიძლება აუცილებელი იყოს;

ბ) აღიარებენ, რომ შვილად აყვანა სხვა ქვეყანაში შეიძლება განხილული იქნეს,

როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი არ შეიძლება

აღსაზრდელად გადაეცეს ან შეუერთდეს ოჯახს, რომელიც შეძლებდა

უზრუნველეყო მისი აღზრდა ან შვილად აყვანა და თუ იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვი

დაიბადა, შეუძლებელია მისი შესაფერისი რამენაირი მოვლა-პატრონობის

უზრუნველყოფა;

გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში

 

არსებობდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, როგორიც არსებობს ქვეყნის

შიგნით შვილად აყვანის დროს;

დ) იღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა ქვეყანაში

შვილად აყვანის დროს ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს არ მიეცეთ

გაუმართლებელი ფინანსური მოგების მიღების საშუალება;

ე) აუცილებელ შემთხვევაში ხელს უწყობენ წინამდებარე მუხლის მიზნების მიღწევას

ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით

9

და ცდილობენ ამ საფუძველზე უზრუნველყონ, რომ ბავშვის მოწყობა სხვა

ქვეყანაში ხორციელდებოდეს კომპეტენტური ხელისუფლების ან ორგანოების მიერ.

მუხლი 22

1. მონაწილე სახელმწიფოები აუცილებელ ზომებს იღებენ, რათა უზრუნველყონ, რომ

ბავშვმა, რომელსაც სურს მიიღოს ლტოლვილის სტატუსი ან რომელიც შესატყვისი

საერთაშორისო ან საშინაო სამართლისა და პროცედურების ძალით ითვლება

ლტოლვილად და რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს მშობლები ან ნებისმიერი

სხვა პირი, ისარგებლოს სათანადო დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით

წინამდებარე კონვეციაში და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ იმ სხვა

საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ დოკუმენტებში აღიარებული უფლებების

გამოყენებისას, რომელთა მონაწილენი არიან აღნიშნული სახელმწიფოები.

2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, როცა ამას აუცილებლად მიიჩნევენ, ხელს

უწყობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და იმ სხვა კომპეტენტური

სამთავრობათაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას,

რომლებიც თანამშრომლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, დაიცვან

ასეთი ბავშვი, დაეხმარონ მას და მოძებნონ ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის

მშობლები თუ ოჯახის სხვა წევრები, რათა მიიღონ მისი ოჯახთან შეერთებისათვის

აუცილებელი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა არ ხერხდება მშობლების ან

ოჯახის სხვა წევრების მოძებნა, მაშინ ბავშვი, როგორც ამას ითვალისწინებს

წინამდებარე კონვენცია, უზრუნველყოფილია ისეთივე დაცვით, როგორითაც სხვა

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით

მოკლებულია ოჯახურ გარემოს.

მუხლი 23

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად

 

უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს

იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, საკუთარი

თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უნარშეზღუდული ბავშვის უფლებას,

სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით და სათანადო რესურსების

არსებობის პირობებში, ახალისებენ და უზრუნველყოფენ ამ უფლების მქონე

ბავშვისათვის და მის მიმართ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის

ისეთი დახმარების გაწევას, როგორსაც ითხოვდნენ და რომელიც შეესაბამება

ბავშვისა და მისი მშობლების, ან იმ სხვა პირთა მდგომარეობას, რომლებიც

უზრუნველყოფენ ბავშვზე მზრუნველობას.

3. უნარშეზღუდული ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებათა აღიარების ნიშნად,

წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დახმარება, მშობლებისა და

ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების

გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად უფასოა, და მიზნად ისახავს

უნარშეზღუდულ ბავშვს მისცეს იმის ეფექტური შესაძლებლობა, რომ მან

ისარგებლოს საგანმანათლებლო, სამედიცინო, ჯანმრთელობის აღმდგენი,

პროფესიული და შრომითი საქმიანობისათვის მოსამზადებლად საჭირო

მომსახურებით და დასვენების საშუალებებით, რაც ბავშვს მაქსიმალურად

სრულად ჩართავს სოციალურ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მისი პიროვნების

განვითარებას, რაც კულტურული და სულიერი თვალსაზრისით მის ზრდასაც

მოიცავს.

10

4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით

ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას უნარშეზღუდული ბავშვების

პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და

ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, სათანადო რეაბილიტაციის,

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდებზე ინფორმაციის

გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმისათვის,

რომ მონაწილე სახელმწიფოებმა გაიფართოვონ ამ დარგში თავიანთი

შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების

საჭიროებებს.

 

მუხლი 24

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით

და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო

საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც

ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის

სისტემის ასეთი მომსახურებით.

2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მოცემული უფლების სრულ

განხორციელებას და, კერძოდ, აუცილებელ ზომებს იღებენ:

ა) ჩვილთა სიკვდილიანობის დონისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისათვის;

ბ) ყველა ბავშვისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის

დაცვის უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ უპირატესი ყურადღება დაეთმოს

პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების გაწევას;

გ) დაავადებებთან და შიმშილობასთან ბრძოლისათვის, მათ შორის პირველადი

სამედიცინო-სანიტარული დახმარების ფარგლებში, ადვილად ხელმისაწვდომი

ტექნოლოგიისა და საკმაო სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით,

გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;

დ) დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში

ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გაწევისათვის;

ე) საზოგადოების ყველა ფენის, კერძოდ, მშობლებისა და ბავშვებისათვის ბავშვთა

ჯანმრთელობისა და კვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ძუძუთი კვების

უპირატესობების გაცნობის უზრუნველყოფისათვის, ჰიგიენის, ბავშვის

საცხოვრებელი გარემოს სანიტარიის დაცვისა და უბედური შემთხვევების თავიდან

აცილების, აგრეთვე მათთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის

გამოყენებაში დახმარების გაწევისათვის;

ვ) პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის დაგეგმვის სფეროში

საგანმანათლებლო მუშაობის გაშლისა და მომსახურების განვითარებისათვის.

3. მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ

ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად

მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ საერთაშორისო

 

თანამშრომლობა და განავითარონ იგი მოცემულ მუხლში აღიარებული უფლების

სრული განხორციელების თანდათანობით მიღწევისათვის. ამასთან დაკავშირებით

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების

საჭიროებებს.

მუხლი 25

11

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის

მიზნით სამეურვეოდ გამწესებული ბავშვის უფლებას, იყოს დაცული და ისარგებლოს

ფიზიკური თუ ფსიქიკური მკურნალობით; აღიარებენ ბავშვის უფლებას, პერიოდულად

ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის და მის მიმართ ასეთ მეურვეობასთან

დაკავშირებული სხვა პირობების შეფასება.

მუხლი 26

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას, ისარგებლოს

სოციალური უზრუნველყოფის ყველა სიკეთით, სოციალური დაზღვევის ჩათვლით,

და აუცილებელ ზომებს იღებენ ამ უფლების სრული განხორციელებისათვის

თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს შეღავათები ბავშვს ეძლევა აუცილებლობისამებრ, მისი და მის რჩენაზე

პასუხისმგებელ პირთა რესურსებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე ბავშვის მიერ

ან მისი სახელით ამ შეღავათების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა

მოსაზრების გათვალისწინებით.

მუხლი 27

1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი

იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური,

გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი

პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში

უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

3. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი

შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა

დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების

განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და

თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და

საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

4. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ახორციელებენ იმისათვის,

 

რათა უზრუნველყონ მშობლების, ან ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა

პირთა მიერ ბავშვის რჩენის აღდგენა, როგორც მონაწილე სახელმწიფოს შიგნით,

ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, თუ ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელი

პირი და ბავშვი ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოში, მონაწილე სახელმწიფოები

ხელს უწყობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებას ან ასეთი

ხელშეკრულებების დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევას.

მუხლი 28

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და

თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით

განხორციელების მიზნით ისინი, კერძოდ:

ა) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;

ბ) ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების

სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ

ხელმისაწვდომობას და ღებულობენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო

განათლების შემოღება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების

გაწევა;

12

გ) ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი

განათლების ხელმისაწვდომობას ყველასათვის თითოეულის უნარის შესატყვისად;

დ) უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში

ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის;

ე) ღებულობენ ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და

სკოლიდან განთესილ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ, რათა

უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინის დაცვა იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის

ადამიანური ღირსების პატივისცემასა და წინამდებარე კონვენციას ეფუძნება.

3. მონაწილე სახელმწიფოები ახალისებენ და ავითარებენ საერთაშორისო

თანამშრომლობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება განათლებას, კერძოდ, მთელ

მსოფლიოში უმეცრებისა და წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და

სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების

მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული

ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.

 

მუხლი 29

1. მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული

უნდა იყოს:

ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული

განვითარებისაკენ;

ბ) ბავშვისათვის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი,

აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში განცხადებული

პრინციპებისადმი პატივისცემის გაღვივებისაკენ;

გ) ბავშვისათვის თავისი მშობლებისადმი, თავისი კულტურული თვითმყოფადობის,

ენის და ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისაკენ; ბავშვის აღზრდისაკენ იმ

ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით,

რომელშიც ის ცხოვრობს, ასევე იმ ქვეყნისა, საიდანაც იგი არის წარმოშობით;

ბავშვის პატივისცემის გაღვივებისაკენ მისი საკუთარი ცივილიზაციისაგან

განსხვავებული ცივილიზაციისადმი;

დ) თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის,

ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური

ჯგუფების, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ

თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით ბავშვის შეგნებული

ცხოვრებისათვის მომზადებისაკენ;

ე) გარემოსადმი პატივისცემის სულისკვეთებით ბავშვის აღზრდისაკენ.

2. წინამდებარე ან 28-ე მუხლის არც ერთი ნაწილი არ ზღუდავს ცალკეული პირებისა

და ორგანოების თავისუფლებას, შექმნან სასწავლო დაწესებულებები და

უხელმძღვანელონ მათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული

პრინციპების მუდმივი დაცვისა და იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთ

სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს

მიერ დადგენილ მინიმალურ ნორმებს.

მუხლი 30

იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი

უმცირესობები ან პირები, რომლებიც მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნებიან, ბავშვს,

რომელიც ასეთ უმცირესობას ან მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნება, არ შეიძლება

13

უარი ეთქვას უფლებაზე, რომ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიაროს

საკუთარ კულტურას, აღიაროს თავისი რელიგია და შეასრულოს მისი წეს-ჩვეულებები,

აგრეთვე გამოიყენოს მშობლიური ენა.

 

მუხლი 31

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს გააჩნია დასვენებისა და

თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკისათვის შესაფერის თამაშობებსა

და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება,

თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და ახალისებენ ბავშვის უფლებას,

ყოველმხრივი მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში,

ხელს უწყობენ მისთვის სათანადო და თანასწორი შესაძლებლობების შექმნას

კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, თავისუფალი დროით

სარგებლობისა და დასვენებისათვის.

მუხლი 32

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს

ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან,

რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს

განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ,

გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.

2. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და

სოციალურ ზომებს, ატარებენ ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა

განხორციელდეს წინამდებარე მუხლი. ამ მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სხვა

საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებებით, მონაწილე

სახელმწიფოები, კერძოდ:

ა) ადგენენ სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს;

ბ) განსაზღვრავენ სამუშაო დღის ხანგრძლივობასა და შრომის პირობებთან

დაკავშირებულ აუცილებელ მოთხოვნებს;

გ) ითვალისწინებენ სასჯელის შესაბამის სახეობებს ან სხვა სანქციებს წინამდებარე

მუხლის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 33

მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, საკანონმდებლო,

ადმინისტრაციული და სოციალური ზომების ჩათვლით, აგრეთვე ღონისძიებებს

განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები შესაბამისი საერთაშორისო

ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ხმარებისაგან და არ დაუშვან ბავშვების

გამოყენება ამ ნივთიერებათა კანონსაწინაამღდეგო წარმოებაში ან ვაჭრობაში.

 

მუხლი 34

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი სექსუალური

ექსპლუატაციის და სექსუალური ცდუნების ყველა ფორმისაგან. ამ მიზნით მონაწილე

სახელმწიფოები, კერძოდ, ორმხრივ და მრავალმხრივ ეროვნულ დონეებზე ღებულობენ

ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ:

14

ა) ბავშვის დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებაზე ან ბავშვის

იძულება, მონაწილეობდეს ასეთ ქმედებაში;

ბ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო

სექსუალურ პრაქტიკაში;

გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ

მასალებში.

მუხლი 35

მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე

ღებულობენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავიდან აიცილონ ბავშვთა მოტაცება,

ბავშვებით ვაჭრობა ან მათი კონტრაბანდა ნებისმიერი მიზნებით და ნებისმიერი

ფორმით.

მუხლი 36

მონაწილე სახელმწიფოები ბავშვს იცავენ ექსპლუატაციის ყველა სხვა ფორმისაგან,

რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობის ნებისმიერ ასპექტს.

მუხლი 37

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:

ა) არც ერთი ბავშვი არ იყოს წამების, საერთოდ, სასტიკი, არაადამიანური ან

ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. არც სიკვდილით

დასჯა, არც მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების

შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ

ჩადენილ დანაშაულებებს;

ბ) არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად.

ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის

თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება

ნაკლები პერიოდის განმავლობაში.

გ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ეპყრობოდნენ ჰუმანურად და პიროვნების

განუყრელი ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი

ასაკის პირთა მოთხოვნილებები. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი

ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის

ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს

 

ჰქონდეს უფლება, კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრების

ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით;

დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყონებლივ მიიღოს

სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება,

გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან

სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და

რომ მათ დაუყონებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი

პროცესუალური ქმედების თაობაზე.

მუხლი 38

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ შეიარაღებული

კონფლიქტების დროს მათ მიმართ ძალის მქონე საერთაშორისო ჰუმანიტარული

სამართლის ბავშვებთან დაკავშირებულ ნორმებს და უზრუნველყონ მათი დაცვა.

15

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა უზრუნველყონ,

რომ 15 წელს მიუღწეველი პირები პირდაპირ არ მონაწილეობდნენ სამხედრო

მოქმედებებში.

3. მონაწილე სახელმწიფოები თავს იკავებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ყველა იმ

პირის გაწვევისაგან, რომელთაც არ მიუღწევიათ 15 წლის ასაკისათვის. 15 წელს

გადაცილებულ იმ პირთა გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი,

მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ შეარჩიონ უფრო ასაკოვანი პირები.

4. შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან

დაკავშირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინაშე თავისი

ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები მოვალენი არიან მიიღონ

ყველა აუცილებელი ზომა შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილ ბავშვთა

დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 39

მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას იღებენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ბავშვის

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას და სოციალურ რეინტეგრაციას, რომელიც

ნებისმიერი სახის უგულებელყოფის, ექსპლუატაციის ან ბოროტად გამოყენების,

წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, სასჯელის ან

შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლია. ასეთი გაჯანსაღება და რეინტეგრაცია უნდა

ხორციელდებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და

 

ღირსების გრძნობის შენარჩუნების უზრუნველმყოფ პირობებში.

მუხლი 40

1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც

თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი

დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს

უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის

განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა

ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს

და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის

შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.

2. ამ მიზნით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების

გათვალისწინებით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ:

ა) არც ერთი ბავშვი არ ითვლებოდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის

დამრღვევად, მას ბრალად არ დაედოს მისი დარღვევა და ის არ იქნეს

აღიარებული დამნაშავედ იმ ქმედების ან არქმედების მიზეზით, რომლებიც

მათი ჩადენის დროს არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო

სამართლით;

ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის

კანონმდებლობა, ან ბრალი ედება მის დარღვევაში, ჰქონდეს, სულ ცოტა,

შემდეგი გარანტიები:

I) უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი დანაშაული არ იქნება დამტკიცებული

კანონის შესაბამისად;

II) მისი დაუყოვნებელი და უშუალო ინფორმირება - აუცილებლობის შემთხვევაში

კი ინფორმირება მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით - მისთვის

წაყენებული ბრალდების შესახებ და სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი

დახმარების მიღება თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის;

16

III) კომპეტენტური, დამოუკიდებელი ან მიუკერძოებული ორგანოს ან სასამართლო

ორგანოს მიერ სამართლიანი განხილვის შედეგად განსახილველ საკითხზე

დაუყოვნებელი გადაწყვეტილების მიღება კანონის თანახმად, ადვოკატის ან სხვა

შესაბამისი პირის თანდასწრებით და, თუკი ეს არ ეწინაამღდეგება ბავშვის

ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, მისი ასაკის ან მისი მშობლების ან კანონიერი

მეურვეების მდგომარეობის გათვალისწინებით;

 

IV) იმისაკენ მიმართული ძალდატანებისაგან თავისუფლება, რომ ბავშვმა მოწმის

სახით მისცეს ჩვენება ან აღიაროს დანაშაული; ბრალდების მოწმეთა ჩვენებების

შესწავლა ან დამოუკიდებლად, ან სხვა პირთა დახმარებით და დაცვის მოწმეთა

თანასწორუფლებიანი მონაწილეობისა და მათი ჩვენებების შესწავლის

უზრუნველყოფა;

V) თუ ითვლება, რომ ბავშვმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა,

ზემდგომი კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული ორგანოს ან

სასამართლო ორგანოს მიერ კანონის თანახმად შესაბამისი გადაწყვეტილების და

მასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ღონისძიების ხელახალი განხილვა;

VI) თარჯიმნის უფასო დახმარება, თუ ბავშვს არ ესმის გამოყენებული ენა ან ვერ

ლაპარაკობს ამ ენაზე;

VII) მისი პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა საქმის გარჩევის ყველა სტადიაზე.

3. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ბავშვებთან უშუალო

დამოკიდებულების მქონე კანონების, პროცედურების, ორგანოებისა და

დაწესებულებების ჩამოყალიბებას, რომლებმაც, როგორც ითვლება, დაარღვიეს

სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან

აღიარებული არიან მის დამრღვევებად და, კერძოდ:

ა) მინიმალური ასაკის დადგენას, რომლის მიღწევამდეც, როგორც ითვლება,

ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი;

ბ) როცა ეს აუცილებელი და სასურველია, ასეთი ბავშვების მიმართ ზომების

მიღებას სასამართლო განხილვის გარეშე, ადამიანის უფლებათა და

სამართლებრივი გარანტიების სრული დაცვით;

4. აუცილებელია ისეთი სხვადასხვაგვარი ღონისძიებები, როგორიცაა მოვლა,

მეურვეობისა და მეთვალყურეობის დებულება, საკონსულტაციო მომსახურება,

გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, აღზრდა, სწავლებისა და პროფესიული მომზადების

პროგრამები და მოვლის ისეთი ფორმები, რომლებიც დაწესებულებებში მოვლას

შეიძლება შეენაცვლოს. Aამ ღონისძიებათა მიზანია ბავშვისადმი იმგვარი

მოპყრობის უზრუნველყოფა, როგორიც შეესაბამება ბავშვის კეთილდღეობის

ინტერესებს, აგრეთვე მის მდგომარეობას და დანაშაულის ხასიათს.

მუხლი 41

წინამდებარე კონვენცია არ აბრკოლებს იმგვარ დებულებათა განხორციელებას,

 

რომლებიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა რეალიზაციას და

შეიძლება დაფიქსირებული იყოს:

ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონში;

ან

ბ) მოცემული სახელმწიფოს მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებში.

17

ნაწილი II

მუხლი 42

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, სათანადო და ქმედითი

საშუალებების გამოყენებით ფართო ინფორმაცია მიაწოდონ როგორც მოზრდილებს,

ასევე ბავშვებს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების თაობაზე.

მუხლი 43

1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად აღებული

ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით

ფუძნდება ბავშვის უფლებების კომიტეტი, რომელიც ასრულებს ქვემოთ

მითითებულ ფუნქციებს.

2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებსაც აქვთ მაღალი ზნეობრივი

თვისებები და კომპეტენტურად არიან აღიარებულნი წინამდებარე კონვენციით

მოცულ სფეროში. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ

მოქალაქეთა შორის და ისინი წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელ პიროვნებათა

სტატუსით, ამასთან, ყურადღება მახვილდება სამართლიან გეოგრაფიულ

განაწილებაზე, აგრეთვე ძირითად სამართლებრივ სისტემებზე.

3. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ წამოყენებულ,

სიაში შეტანილ პირთაგან ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს

შეუძლია წამოაყენოს ერთი პირი თავისი მოქალაქეებიდან.

4. კომიტეტში პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში

შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, შემდგომ კი - ორ წელიწადში ერთხელ. ყოველ

არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მაინც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით და

სთავაზობს მათ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. შემდეგ

გენერალური მდივანი ანბანის რიგის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული

ყველა კანდიდატის სიას, მიუთითებს რა მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც

წამოაყენეს ეს პირები, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე

სახელმწიფოებს.

5. არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე, რომელიც მოიწვევა

 

გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ

დაწესებულებებში. ამ თათბირზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი

ქმნის ქვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ჩაითვლებიან ის

კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე

სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.

6. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხწლიანი ვადით. მათ აქვთ უფლება, ხელახლა

იქნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში.

პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება

ორწლიანი პერიოდის ბოლოს; პირველი არჩევნებისთანავე ამ ხუთ წევრს

წილისყრით განსაზღვრავს თათბირის თავმჯდომარე.

7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ან თუ მას

რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია შეასრულოს კომიტეტის წევრის მოვალეობები, ამ

წევრის წამომყენებელი მონაწილე სახელმწიფო თავის მოქალაქეთაგან დარჩენილი

ვადისათვის ნიშნავს სხვა ექსპერტს, კომიტეტის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში.

8. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.

9. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით.

18

10. კომიტეტის სესიები, როგორც წესი, ტარდება გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ

ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი, თავის სესიებს

ატარებს ყოველწლიურად. კომიტეტის სესიების ხანგრძლივობა განისაზღვრება და

აუცილებლობის შემთხვევაში იცვლება წინამდებარე კონვენციის მონაწილე

სახელმწიფოთა თათბირზე გენერალური ასამბლეის თანხმობით.

11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოყოფს

აუცილებელ პერსონალსა და მატერიალურ საშუალებებს, რათა კომიტეტმა,

წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ეფექტურად განახორციელოს თავისი

ფუნქციები.

12. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაფუძნებული კომიტეტის წევრები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან ღებულობენ გენერალური

ასამბლეის მიერ დაწესებულ ანაზღაურებას გენერალური ასამბლეის მიერ

დადგენილი წესითა და პირობებით.

 

მუხლი 44

1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ

მოხსენებები მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ კონვენციით განმტკიცებულ

უფლებათა დამკვიდრებისა და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით:

ა) მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში;

ბ) ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში;

2. წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილ მოხსენებებში მითითებულია

ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთი არსებობს, რომლებიც ზემოქმედებს ამ

კონვენციის ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები აგრეთვე

შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რათა კომიტეტისათვის სრულიად

გასაგები იყოს, როგორ მოქმედებს კონვენცია მოცემულ ქვეყანაში.

3. მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც კომიტეტს წარუდგენს ყოვლისმომცველ

პირველად მოხსენებას, არ სჭირდება წინამდებარე მუხლის 1ბ პუნქტის მიხედვით

წარდგენილ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე გადმოცემული ძირითადი

ინფორმაცია.

4. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს დამატებითი

ინფორმაცია, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.

5. მოხსენებები კომიტეტის საქმიანობის შესახებ ეკონომიკური და სოციალური

საბჭოს მეშვეობით ორ წელიწადში ერთხელ წარედგინება გენერალურ ასამბლეას.

6. მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყოფენ თავიანთი

მოხსენებების ფართო საჯაროობას.

მუხლი 45

კონვენციის განხორციელებისათვის ეფექტური ხელშეწყობისა და წინამდებარე

კონვენციით მოცულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:

ა) სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

ბავშვთა ფონდს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს უფლება

აქვთ წარმოდგენილნი იყვნენ წინამდებარე კონვენციის ისეთი დებულებების

განხორციელების შესახებ საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათ

უფლებამოსილებაში შედის. მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტს

შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების

19

ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს,

 

წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნა კონვენციის განხორციელების თაობაზე იმ

სფეროებში, რომლებიც შედის მათი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.

კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა

ორგანოებს სთხოვოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების

შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის;

ბ) მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტი სპეციალიზებულ

დაწესებულებებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და

სხვა კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნის მონაწილე სახელმწიფოების

ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეიცავს თხოვნას ტექნიკური კონსულტაციის ან

დახმარების შესახებ, ან მიუთითებს მის საჭიროებაზე, აგრეთვე კომიტეტის

შენიშვნებსა და წინადადებებს მსგავსი თხოვნისა და მითითებების თაობაზე.

გ) კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გენერალურ ასამბლეას, წინადადება

მისცეს გენერალურ მდივანს, რათა მან ასამბლეის სახელით ჩაატაროს კვლევა

ცალკული საკითხების შესასწავლად, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.

დ) კომიტეტს შეუძლია წარადგინოს წინამდებარე კონვენციის 44-ე და 45-ე მუხლების

შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ზოგადი ხასიათის

წინადადებები და რეკომენდაციები. ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებები და

რეკომენდაციები ეგზავნება ნებისმიერ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს

და ეცნობება გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოთა შენიშვნებთან

ერთად, თუკი ასეთი რამ არსებობს.

ნაწილი III.

მუხლი 46.

წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოსაწერად.

მუხლი 47

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები

შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 48.

წინამდებარე კონვენცია ღიაა მასთან ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთებისათვის.

დოკუმენტები შეერთების შესახებ ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

გენერალურ მდივანს.

მუხლი 49.

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

 

გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ

დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას

მოახდენს ან მას შეუერთდება მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების

შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში

შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების

შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.

20

მუხლი 50.

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და წარდგენა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის. ამის შემდეგ

გენერალური მდივანი შესწორებას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით

- მიუთითონ, მხარს უჭერენ თუ არა ამ წინადადების განსახილველად და კენჭის

საყრელად მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი

შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების

თუნდაც ერთი მესამედი მაინც მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური

მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით.

ამ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა

უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად წარედგინება

გენერალურ ასამბლეას.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში

შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი

დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მომცველი

უმრავლესობის მიერ მისი მიღების შემდეგ.

3. შესწორება ძალაში შესვლისთანავე ხდება სავალდებულო იმ მონაწილე

სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, სხვა მონაწილე

სახელმწიფოებისათვის კი სავალდებულო რჩება წინამდებარე კონვენციის

დებულებები და ნებისმიერი წინა შესწორება, რომელიც მათ მიერ არის მიღებული.

მუხლი 51.

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღებულობს და ყველა

სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში სახელმწიფოს მიერ

გაკეთებული შენიშვნების ტექსტს.

 

2. არ დაიშვება შენიშვნა, რომელიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის

მიზნებთან და ამოცანებთან.

3. შენიშვნების მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის

გზით, რომელიც შემდეგ ამის თაობაზე აცნობებს ყველა სახელმწიფოს. ასეთი

შეტყობინება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან.

მუხლი 52.

ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი

შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება ძალაში შედის გენერალური მდივნის

მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

მუხლი 53.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება წინამდებარე

კონვენციის დეპოზიტარად.

მუხლი 54.

წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური,

რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

21

რის დასამოწმებლადაც ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი შესაბამისი მთავრობების

მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ხელს

აწერენ წინამდებარე კონვენციას.

ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდი

 

ადამიანის უფლებების  მონიტორინგი

 

 

 

ეს წიგნი დაიბეჭდა ევროკომისიისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის პროექტის _ «ადამიანის უფლებების მონიტორინგის ტრენინგი» ფარგლებში

ადამიანის უფლებების ეს სახელმძღვანელო არის ექსპერტთა დიდი

კოლექტივის შრომის შედეგი. ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდი

მადლობას უხდის ყველას, ვინც გაგვიზიარა თავისი გამოცდილება,

ცოდნა და მოგვაწოდა კრიტიკული შენიშვნები, რომელთა გარეშეც ამ წიგნის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

წინასიტყვაობა

 

   სახელმძღვანელო ეძღვნება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა (ამ შემთხვევაში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებს ვგულისხმობთ) კლასიკური მონიტორინგის ჩატარების საკითხებს.  თუმცა, ეს ტექნიკა სოციალური უფლებების, გარემოს დაცვის და ა.შ. თვალის სადევნებლადაც გამოიყენება. მონიტორინგი, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივი ინტერესების დამცავი ქმედებების ერთ-ერთი კომპონენტია.

   სახელმძღვანელო უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია წატცჰ-დოგ-ის  ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელთა ფუნქციაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლი. კერძოდ, ომბუდსმენის ბიურო, საპარლამენტო კომისიები და ა.შ.

   პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის დ აუჰფ), პოლონეთის სახელმწიფო კონტროლის ორგანოების (ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიურო, უმაღლესი საკონტროლო პალატა), აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგს ახორციელებენ (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემბღალავი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო კომიტეტი, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი), ჰელსინკის ფონდმა შეიმუშავა მომზადების პროგრამა მათთვის ვინც მიზნად ისახავს მონიტორინგის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას. 1998-99 წლებში მონიტორინგის კურსები ჯერ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაიმართა, შემდგომში რუსეთის, უკრაინის, და ბელორუსის ადამიანის უფლებათა დამცველთათვის, სამხრეთ კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ქვეყნებისათვის, შუა აზიის ქვეყნებისათვის ( ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი). ჰელსინკის ფონდმა ასევე გამართა სასწავლო კურსები რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიუროს თანამშრომელთათვის, ასევე რუსეთის ადამიანის უფლებათა რეგიონული კომისიის თანამშრომელთათვის. ზემოთ აღნიშნული კურსების მონაწილეთა გამოთქმული შენიშვნები და ინფორმაცია დაგვეხმარა პროგრამის სრულყოფასა და შევსებაში.

   თუმცა სახელმძღვანელო ვერ ცვლის პირად მონაწილეობას სასწავლო კურსში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალფეროვანი აქტიური მეცადინეობები, გვინდა ვირწმუნოთ, რომ სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ყველას, ვინც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე დგას.

 

ქართული გამოცემის წინასიტყვაობა

 

   ეს სახელმძღვანელო პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში შეიქმნა. ამ ორგანიზაციას კარგად იცნობენ ჩვენი უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წევრების მნიშვნელოვან ნაწილს მიღებული აქვთ მონაწილეობა ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ სკოლებში თუ სხვა ღონისძიებებში.

   ამ ორგანიზაციის უზარმაზარი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, მისი წევრების ღრმა კომპეტენტურობა და ავტორიტეტი სხვადასხვა დონის მსოფლიოს უფლებადამცავ ორგანიზაციებს შორის ეჭვს არ იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ფილოსოფოსი, მენეჯერი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი პროფესორი მარეკ ნოვიცკი, რომლის ბრწყინვალე ლექციები საქართველოში ბევრს აქვს მოსმენილი.

   ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბოლომდე გაუზრებელი სფეროა, მითუმეტეს შეიძლება ეს ითქვას ადამიანის უფლებათა მონიტორინგზე, რომლის ჩატარების ცალკეული შემთხვევები ჩვენთან ემპირიულ ცოდნაზეა დამყარებული. არადა, ეს სახელმძღვანელო გვაჩვენებს, რომ მონიტორინგის სწორი დაგეგმვა, ჩატარება და მისი შედეგების გამოყენება შეუძლებელია ამ სფეროში დაგროვილი სისტემური ცოდნის გარეშე. ყველა ვინც ამ სახელმძღვანელოს წაიკითხავს ამაში იოლად დარწმუნდება. ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიზანი არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაა და ამ გზაზე ჩვენთვის დაბრკოლებების შექმნა, საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისათვის აღმოჩნდება საზიანო.

   წიგნის გამოცემაში გაწეული კონსულტაციებისათვის და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით Eევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს - ქალბატონებს: მონიკა სომერ დიურსტს, ნანა კალანდაეს და ევგენია ავეტისოვას

   ქართულ გამოცემაში ორიგინალური ფოტომასალის გამოყენება გადავწყვიტეთ.

   ფოტომასალის უანგაროდ მოწოდებისა და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით:  გაზეთის - ,,ახალი შვიდი დღე" რედაქციას;  არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"; ფოტოხელოვან გოგი ცაგარელს; არასამთავრობო ორგანიზაციას  - ,,ქალთა კლუბი პეონი"; საქართველოს გაეროს ასოციაციას.

   სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ომბუდსმენის ინსტიტუტის  თანამშრომლებისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტებისათვის.

   ვფიქრობთ, რომ სახელმძღვანელო სასამართლოს მუშაკებს და ჩვენს სამართალდამცავებთაც გამოადგებათ.

 

ფრიდონ საყვარელიძე

 

წინასიტყვაობა

 

სახელმძღვანელო ეძღვნება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა (ამ შემთხვევაში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებს ვგულისხმობთ) კლასიკური მონიტორინგის ჩატარების საკითხებს.1  თუმცა, ეს ტექნიკა სოციალური უფლებების, გარემოს დაცვის და ა.შ. თვალის სადევნებლადაც გამოიყენება. მონიტორინგი, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივი ინტერესების დამცავი ქმედებების ერთ-ერთი კომპონენტია.

სახელმძღვანელო უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია წატცჰ-დოგ-ის2  ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელთა ფუნქციაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლი. კერძოდ, ომბუდსმენის ბიურო, საპარლამენტო კომისიები და ა.შ.

 

 

 

 

პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის დ აუჰფ), პოლონეთის სახელმწიფო კონტროლის ორგანოების (ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიურო, უმაღლესი საკონტროლო პალატა), აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგს ახორციელებენ (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემბღალავი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო კომიტეტი, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის თათბირი), ჰელსინკის ფონდმა შეიმუშავა მომზადების პროგრამა მათთვის ვინც მიზნად ისახავს მონიტორინგის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას. 1998-99 წლებში მონიტორინგის კურსები ჯერ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაიმართა, შემდგომში რუსეთის, უკრაინის, და ბელორუსის ადამიანის უფლებათა დამცველთათვის, სამხრეთ კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ქვეყნებისათვის, შუა აზიის ქვეყნებისათვის ( ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი). ჰელსინკის ფონდმა ასევე გამართა სასწავლო კურსები რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ბიუროს თანამშრომელთათვის, ასევე რუსეთის ადამიანის უფლებათა რეგიონული კომისიის თანამშრომელთათვის. ზემოთ აღნიშნული კურსების მონაწილეთა გამოთქმული შენიშვნები და ინფორმაცია დაგვეხმარა პროგრამის სრულყოფასა და შევსებაში.

თუმცა სახელმძღვანელო ვერ ცვლის პირად მონაწილეობას სასწავლო კურსში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალფეროვანი აქტიური მეცადინეობები, გვინდა ვირწმუნოთ, რომ სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ყველას, ვინც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე დგას.

 

ქართული გამოცემის წინასიტყვაობა

 

   ეს სახელმძღვანელო პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში შეიქმნა. ამ ორგანიზაციას კარგად იცნობენ ჩვენი უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წევრების მნიშვნელოვან ნაწილს მიღებული აქვთ მონაწილეობა ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ სკოლებში თუ სხვა ღონისძიებებში.

   ამ ორგანიზაციის უზარმაზარი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, მისი წევრების ღრმა კომპეტენტურობა და ავტორიტეტი სხვადასხვა დონის მსოფლიოს უფლებადამცავ ორგანიზაციებს შორის ეჭვს არ იწვევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ფილოსოფოსი, მენეჯერი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი პროფესორი მარეკ ნოვიცკი, რომლის ბრწყინვალე ლექციები საქართველოში ბევრს აქვს მოსმენილი.

   ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბოლომდე გაუზრებელი სფეროა, მითუმეტეს შეიძლება ეს ითქვას ადამიანის უფლებათა მონიტორინგზე, რომლის ჩატარების ცალკეული შემთხვევები ჩვენთან ემპირიულ ცოდნაზეა დამყარებული. არადა, ეს სახელმძღვანელო გვაჩვენებს, რომ მონიტორინგის სწორი დაგეგმვა, ჩატარება და მისი შედეგების გამოყენება შეუძლებელია ამ სფეროში დაგროვილი სისტემური ცოდნის გარეშე. ყველა ვინც ამ სახელმძღვანელოს წაიკითხავს ამაში იოლად დარწმუნდება. ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიზანი არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაა და ამ გზაზე ჩვენთვის დაბრკოლებების შექმნა, საბოლოო ჯამში, თავად ხელისუფლებისათვის აღმოჩნდება საზიანო.

   წიგნის გამოცემაში გაწეული კონსულტაციებისათვის და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით Eევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს - ქალბატონებს: მონიკა სომერ დიურსტს, ნანა კალანდაეს და ევგენია ავეტისოვას

   ქართულ გამოცემაში ორიგინალური ფოტომასალის გამოყენება გადავწყვიტეთ.

   ფოტომასალის უანგაროდ მოწოდებისა და გულისხმიერებისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით:  გაზეთის - ,,ახალი შვიდი დღე" რედაქციას;  არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"; ფოტოხელოვან გოგი ცაგარელს; არასამთავრობო ორგანიზაციას  - ,,ქალთა კლუბი პეონი"; საქართველოს გაეროს ასოციაციას.

   სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ომბუდსმენის ინსტიტუტის  თანამშრომლებისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტებისათვის.

 

 

 

 

   ვფიქრობთ, რომ სახელმძღვანელო სასამართლოს მუშაკებს და ჩვენს სამართალდამცავებთაც გამოადგებათ.

 

   ფრიდონ საყვარელიძე

 

 

 

 

1. მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისაკენ მიმართულ ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტი

 

   ბოლო წლებში სიტყვა ,,მონიტორინგი" მოდაში შემოვიდა. მას იყენებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევების, შემოწმებების, ინფორმაციის შეკრების და ა.შ. აღსანიშნავად. ტრადიციულად მონიტორინგი ხანგრძლივი დაკვირვებაა, რომელიც ტარდება უწყვეტად ან პერიოდულად. ჩვენს სახელმძღვანელოში ამ ტერმინს გამოვიყენებთ სოციალური სინამდვილის ერთჯერადი გამოკვლევის აღსანიშნავად.

 

   1.1. რა არის მონიტორინგი

 

   ჩვენს სახელმძღვანელოში მონიტორინგი გულისხმობს სოციალური სინამდვილის გარკვეული ფრაგმენტის გეგმაზომიერ, სისტემატურ, გარკვეული სქემით ჩატარებულ შესწავლას.

   ამასთან, მონიტორინგი არსებული სინამდვილის ძალადობის გარეშე შეცვლისათვის ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტია.

 

   ქმედებათა მიზნის შერჩევას და მონიტორინგის თემას ჩვეულებრივ წინ უსწრებს გარკვეული წინასწარი შეხედულების შექმნა სოციალური სინამდვილის ამა თუ იმ ფრაგმენტზე, რომელიც შედის მოცემულ ორგანიზაციის ინტერესების სფეროში. ასეთი შეხედულება ყალიბდება პრესის, ორგანიზაციაში შემოსული საჩივრების, სახელმწიფო დაწესებულებების ინტერვენციური მონახულებების, ამ დაწესებულებებთან მიწერ-მოწერის, კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული გამოკვლევების, მაკონტროლებელი ორგანოების გამოქვეყნებული ანგარიშების, ან, რაიმე სხვა, ხელმისაწვდომი წყაროებიდან მიღებული სხვადასხვა საიმედოობის მქონე მონაცემების საფუძველზე. შექმნილი ვითარების ასეთ წინასწარ, ძირითადად სპონტანურ სურათს, რომელიც ხშირად არასაკმარისად საიმედო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება, ვერ დავარქმევთ მონიტორინგს. ჩვენს სახელმძღვანელოში მონიტორინგი გულისხმობს შეგნებულად და აქტიურად განხორციელებულ დაგეგმილ კვლევას.

 

   ადამიანის უფლებების მონიტორინგი გულისხმობს:

   ?მოცემულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ხასიათთან და მასშტაბებთან დაკავშირებული მონაცემების გააზრებულ და აქტიურ შეგროვებას. Aაღნიშნული დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც თვით სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის სხვადასხვა ინსტრუქციებით, რომლებიც მათი შესრულების წესს განსაზღვრავს), ასევე ამ ნორმების პრაქტიკული გამოყენებით;

   ?მიღებული მონაცემების დამუშავებას და მათ შედარებას კონსტიტუციის, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიერ დადგენილ სტანდარტებთან _ სამართლებრივი ნორმების იერარქიის გათვალისწინებით;

   ?მოცემულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევათა მიზეზების დადგენას და იმის განსაზღვრას, თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად;

   ?შემდგომი მოქმედებისათვის (სამართლებრივი, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი) აუცილებელი მასალების შეგროვებას სისტემური ცვლილებების განხორციელების მიზნით;

 

   ადამიანის უფლებების მონიტორინგს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია:

 

   ა. შემეცნებითი ფუნქცია. არც თუ იშვიათად, საწყისი ინფორმაცია მიგვანიშნებს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თუმცა უცნობი რჩება არა მხოლოდ დარღვევათა მასშტაბი, არამედ ისიც, თუ რა უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ამ დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

   დამხმარედ გვევლინება მონიტორინგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დოკუმენტური მონაცემები ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბების შესახებ და განვსაზღვროთ, რა ცვლილებებია საჭირო კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში მსგავსი დარღვევების მნიშვნელოვნად შესაზღუდად.

   ბ. დამხმარე ფუნქცია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დარღვევათა ხასიათი და მასშტაბები საკმარისად კარგადაა ცნობილი და ვიცით რა ცვლილებებია საჭირო (სამართლებრივი ნორმა, ნორმის გამოყენების პრაქტიკა, სახელმწიფო დაფინანსების ფორმა) დარღვევების თავიდან ასაცილებლად, მონიტორინგის განხორციელება გვეხმარება ფაქტობრივი მასალის შეგროვებაში, დარღვევათა მტკიცებულებებისა და არგუმენტების მოპოვებაში, რათა დავარწმუნოთ სახელისუფლებო სტრუქტურები ცვლილებათა აუცილებლობაში.

   გ. პროფილაქტიკური ფუნქცია: ისეც ხდება, რომ მონიტორინგის მთავარი მიზანი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე ცოდნის გაღრმავება და გაფართოება, ისევე როგორც მათი არსებობის მტკიცებულებების მოპოვება. მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს იმისთვისაც, რომ თვით დაკვირვებისა და კონტროლის ფაქტმა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე და აიძულოს ისინი დაიცვან ადამიანის უფლებები. ასეთ შემთხვევაში ტერმინი ,,მონიტორინგი" იცვლება სიტყვით ,,დაკვირვება".

   ასეთი დაკვირვების დამახასიათებელი მაგალითია არჩევნებზე ან რომელიმე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე დაკვირვება. ღიად, ხშირად კი დემონსტრაციულად განხორციელებული დაკვირვება ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, აფრთხილებდეს ხელისუფლებას, რომ მის ქმედებას გულდასმით აკვირდებიან სანდო მოწმეები.

 

   მონიტორინგის ,,გვერდითი" ეფექტი შეიძლება იყოს აქტიური ზემოქმედება იმ ვითარებაზე, რომელიც არის კვლევის საგანი. ხელისუფლება, რომელიც გაფრთხილებულია მოსალოდნელი მონიტორინგის თაობაზე, დადებითი შეფასების მიღების მიზნით ხშირად მიმართავს ზომებს ადამიანის უფლებების დაცვის კორექტირების მიმართულებით. სასწრაფოდ შემოღებული ცვლილებები ხშირად ძალაში რჩება მონიტორინგის დასრულების შემდეგ _ სწორედ ასე უწყობს მონიტორინგი ხელს შექმნილი ვითარების საერთო გაჯანსაღებას.

 

   განსაზღვრების თანახმად, ადამიანის უფლებების მონიტორინგი ემსახურება სოციალური სინამდვილის გამოსწორებას და არა მხოლოდ მის აღწერას, ან დიაგნოსტირებას. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის კვლევა შეიძლება ტენდენციურად ჩატარდეს წინასწარი თეზისის დადასტურების მიზნით. პირიქით, მონიტორინგის შედეგად მიღებული, პატიოსნად შეგროვებული ობიექტური ინფორმაცია შეიძლება საფუძვლად დაედოს შექმნილი ვითარების გამოსწორებისათვის ქმედებათა დაგეგმვას.  როგორც წესი, მის გარეშე შეუძლებელია ამ ქმედებათა რეალიზაცია.

 

   ამგვარად, მონიტორინგი ხდება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის ქმედებათა ერთ-ერთი კომპონენტი.

 

 

1.2. ქმედების სახეები საზოგადოებრივი ინტერესების

დაცვისათვის

 

   ზომები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, რათა ძალადობის გარეშე იქნას მიღწეული ადამიანის უფლებების უფრო მკაცრი დაცვა, მეტი ეფექტურობა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, ან სისტემური ცვლილებები სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი. როგორც წესი, ყველა ეს ქმედება ხორციელდება ერთდროულად, ვინაიდან პრობლემათა უმრავლესობის გადაჭრა შეუძლებელია ერთი ტიპის ქმედებათა ჩარჩოებში.

 

   1.2.1. სამართლებრივი ქმედებები

 

   პირველ რიგში, მათ რიცხვში შედის სტრატეგიული სასამართლო დავა, სხვანაირად რომ ვთქვათ, შეგნებული, დაგეგმილი სასამართლო პროცესის წარმოება არსებული სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის გადასინჯვის ან სამართლებრივი სისტემიდან ცუდი ნორმების აღმოფხვრის მიზნით. კონსტიტუციასთან ან რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის აღმოჩენისას, არასამთავრობო ორგანიზაციები აღწევენ ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს, ან გაეროს იმ კვაზისასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებშიც დაშვებულია ინდივიდუალური საჩივრები (ადამიანის უფლებების კომიტეტი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი).

   ცალკეულ შემთხვევებში, სამართლებრივი ქმედებები თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე დაიყვანება.

   Aამ კატეგორიაში შედის აგრეთვე ქმედებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის, ზოგადსამართლებრივი ხასიათის და ადამიანის უფლებების ცოდნის გავრცელებისაკენ, ისევე როგორც ამ უფლებათა დამცავი პროცედურების პრაქტიკაში გამოყენების უნარის შეძენისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად, კლასიკური მეთოდების გარდა, შეიძლება სხვადასხვა კონკურსების გამოყენება (მაგალითად, სკოლის, კლუბის კონსტიტუციის კოლექტიური შემუშავება), თამაშები სასამართლო პროცესების იმიტაციით, ცნობარების გავრცელება ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვის პროცედურებზე (ავადმყოფების, მოხუცებულთა, ბავშვების და ახალგაზრდების, პატიმართა, ამომრჩეველთა, დანაშაულში ეჭვმიტანილთა და ა.შ. უფლებები).

 

   1.2.2  პოლიტიკური ქმედებები

 

   პოლიტიკური ქმედებები, ძირითადად, პოლიტიკოსებს შორის მოკავშირეების მოძებნას გულისხმობს. ჩვენი ინტერესების სფეროში,  ეროვნული ან საერთაშორისო პარლამენტის წევრები არიან (ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა). ასევე, შესაძლებელია პოლიტიკური ზეწოლა მთავრობაზე. ის შეიძლება იყოს პირდაპირი, ან ირიბი _ საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი წარმომადგენლების მეშვეობით (გაერო, ევროკავშირი, ეუთო). ასეთი ღონისძიებების მიზანია ცვლილებების მიღწევა სამართლებლივ სისტემაში, ან სახელმწიფო ორგანოების პრაქტიკულ საქმიანობაში. ქმედებები შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  საზღვარგარეთ.

   ჩვენს შიდა საქმიანობაში, პრობლემის ხასიათის გათვალისწინებით, მხარდაჭერა უნდა ვეძებოთ იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ახორციელებენ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებას ადგილობრივ ან ზოგადსახელმწიფოებრივ დონეზე. იგულისხმება მრავალფეროვანი ზეწოლის ფორმები პარლამენტის წევრებზე ამომრჩევლების ჯგუფების მეშვეობით, რომელთა ხმებისთვისაც უნდა იბრძოლონ მათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ ჯგუფებმა უნდა აიძულონ დეპუტატები ხმა მისცენ ან არ მისცენ რაიმე კანონს, გამოვიდნენ ამა თუ იმ საკანონმდებლო ინიციატივით ან გამოიყენონ საქმიანობის სხვა ფორმა, მაგალითად _ სადეპუტატო შეკითხვა. ასეთი ზეწოლა უფრო ეფექტურია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა და პარლამენტის წევრის განმეორებითი არჩევნების დანიშვნა ამომრჩეველთა ნებაზეა დამოკიდებული. ზეწოლა ნაკლებად ეფექტურია იქ, სადაც მოქმედებს პროპორციული საარჩევნო კანონი და კანდიდატის მომავალი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ პარტიულ სიაში მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზეა დამოკიდებული. ხშირად, ცვლილებებისათვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებრივ მოკავშირედ გვევლინება საპარლამენტო ოპოზიცია და საერთოდ, ხელისუფალთა ის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომელთა წინადადებები არ სარგებლობს სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე ზეწოლა უშუალოდ ხორციელდება (მაგალითად, პრესის მეშვეობით, ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ მეზობლები, ოჯახის წევრები, ნაცნობები და ა.შ.). ასეთი მეთოდები წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას უფრო ქმედითია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. ზოგჯერ შესაძლებელია წარმატებული ზეწოლის ირიბად განხორციელება: საზოგადოებრივი ზეწოლის სამიზნედ სამართლის სუბიექტები იქცევიან, რომელთაც, სხვადასხვა მოსაზრების, მაგალითად, ეკონომიკურის გამო ანგარიშს უწევენ პოლიტიკოსები (პოტენციური ინვესტორი ფირმა მოცემულ რეგიონში). ასევე, ვცდილობთ პოლიტიკოსის ან მისი დაჯგუფების დარწმუნებას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებების შემოღება დიდ პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს მათ (ან უფრო მცირე დანაკარგებს მაინც), ვიდრე სტატუს-კვო-ს შენარჩუნება.

   საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური ქმედების მიზანი შეიძლება იყოს რეზოლუციის მიღება გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის მიერ, რომელშიც გაკიცხული იქნება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები მოცემულ რეგიონში, ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი პროცედურების გატარება, როგორიც არის 1503 ან 12353 . შესაძლებელია აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოფიციალური სამთავრობო საანგარიშო მოხსენებების საპირწონედ ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენა. ეს ანგარიშები გაეროს იმ კომიტეტებს მიეწოდება, რომლებიც იცავენ გაეროს ძირითად კონვენციებს (ადამიანის უფლებების კომიტეტი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის კომიტეტი, ყველა სახის ქალთა დისკრიმინაციასთან ბრძოლის კომიტეტი, ბავშვის უფლებების კომიტეტი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი). ასევე, პოლიტიკურ ქმედებებს განეკუთვნება სპეცმომხსენებლების და სამუშაო ჯგუფების ჩართვის მცდელობა იმ საქმეში, რომელსაც ვიძიებთ. ასევე შესაძლებელია ევროპის საპარლამენტო ანსამბლეაში ან ევროპარლამენტში ლობირება, რათა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევათა გაკიცხვა. ანალოგიური ზომები მიიღება მესამე ქვეყნებში _ მაგალითად, რიგი პარლამენტების მიერ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე მიღებული რეზოლუციები. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და საზღვარგარეთულ მასმედიასთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კონტაქტებსა და თანამშრომლობას.

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დოკუმენტები / უავტორო / საერთაშორისო დოკუმენტები.