როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო

თბილისი

2007

წიგნზე მუშაობდნენ:

სიმონ ჯანაშია

თეა ბერძენიშვილი

შორენა საძაგლიშვილი

მზია წერეთელი

კახა გაბუნია

გიორგი გახელაძე

ზაქრო გიუნაშვილი

ნინო დობორჯგინიძე

გიორგი ზედგინიძე

რუსუდან თაყაიშვილი

მარიკა კაპანაძე

ლაშა კოკილაშვილი

ეკატერინე კორძაძე

ანა მხეიძე

ბუბა ოჩიაური

მანანა რატიანი

ნათია საღინაძე

თინა სალაყაია

მარიკა სიხარულიძე

ეკატერინე სლოვინსკი

მარინა ჩხიკვაძე

თამარ ჯაყელი

 

 

 

 

 

სარჩევი: წინასიტყვაობა...............................................................................................4თავი პირველი

აზროვნება და შემეცნება საკლასო გარემოში.................................5თავი მეორე

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება

სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში..........................................18თავი მესამე

აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების

ამოქმედების მეთოდიკა...................................................................24თავი მეოთხე

დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის ხელოვნება: შემთხვევების განხილვა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინიდან.......................26თავი მეხუთე

უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება....................................48თავი მეექვსე

ბლუმის სააზროვნო დონეების შესაბამისი დავალებების შექმნა ძირითადი სიტყვების გამოყენებით................................................53თავი მეშვიდეძირითადი რეკომენდაციები........................................................................78გამოყენებული ლიტერატურა......................................................................82

ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) მიხედვით, სწავლა ნიშნავს ინფორმაციის

შეძენას, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. ესგ-ს მიხედვით, ძირითადი აქცენტი მიმართულია სააზროვნო, კომუნიკაციური,

სოციალური და თვითმართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი გთავაზობთ მეთოდური სახელმძღვანელოების სერიას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს

 

 

 

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების ეფექტური სწავლება და განვითარება. ამჯერად, ჩვენი მიზანია სააზროვნო უნარების განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების მოწოდება.

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი

2007

თავი პირველი

აზროვნება და შემეცნება საკლასო გარემოში1. აზროვნების განვითარების ზოგადი მიდგომები:

აზროვნების სწავლება საკმაოდ ძველი იდეაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ბერძენი ახალგაზრდები სწავლობდნენ მათემატიკას და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების - კრიტიკულ აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების და რეფლექსიური აზროვნების - სწავლებაზე. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან (ინფორმაციის შენარჩუნება) ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი. სხვა შემთხვევაში, მოსწავლე პასიურია და შესაბამისად, მას უჭირს რაიმეს სწავლა. გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეს ეხმარება აზროვნების ამოქმედებაში. განათლების სპეციალისტი დ. პერკინსის «თეორია ერთი» განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და მოტივაციაც აქვს. «თეორია ერთის» მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

2. აზრიანი პრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;

3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს

მიაღწიოს;

4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

«თეორია ერთის» საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციის და შესაბამისი გამოხმაურების მიწოდებას, აზრიანი პრაქტიკის უზრუნველყოფას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას (Perkins, 1992). განათლების ფსიქოლოგების მიხედვით, ნათელი ინფორმაციამოიცავს იმას, თუ «რა» «როგორ» და «როდის» უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაშიმასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი. ქვემოთ განვიხილოთ საკლასო პრაქტიკის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეს საკითხის უკეთ გაგებაში. მაგალითად, განვიხილოთ ისტორიის გაკვეთილი: მოძველებული მეთოდებით  სწავლებისას მასწავლებელი ძირითადად მოითხოვდა კონკრეტული «ამბების» ცოდნას: რა, როდის და სად მოხდა. ისტორიის ახლებური სწავლების ძირითადი მიზანია მოსწავლის სააზროვნო პროცესებში ჩართვა, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას:

(1) მოსწავლეების მიერ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ ცოდნის დაგროვება: არა მხოლოდ რა მოხდა, არამედ რატომ მოხდა. ამ მიზნის მისაღწევად, მასწავლებლის მიერ დასმული ტრადიციული შეკითხვა იქნებოდა: «რა იყო სამოქალაქო ომის მიზეზები?» ამგვარად დასმული შეკითხვით, მოსწავლეები მხოლოდ წიგნში დაწერილ ინფორმაციას გაიხსენებენ. «თეორია ერთის» მიხედვით, იმისათვის, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს გაგების პროცესში, მას სხვაგვარად უნდა დაესვას შეკითხვა: «ტექსტი ხაზს უსვამს 3 ძირითად მიზეზს. თქვენი აზრით, რომელი მათგანი არის უფრო მნიშვნელოვანი და რატომ?», ან «ერთი ჯგუფი დაიცავს უცხოურ წყაროებში მოცემულ მოსაზრებებს, მეორე კი ქართულ წყაროებში მოცემულ ინტერპრეტაციას»;

თუმცა, მხოლოდ შეკითხვის სწორად ფორმულირება არ არის საკმარისი. აზროვნების ამოქმედება მიწოდებული ინფორმაციის ოდენობაზეც არის დამოკიდებული. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა განთავსებული ინფორმაცია სასწავლო მასალაში. თუ სასწავლო მასალაში მოყვანილია სამი ძირითადი მიზეზი და აქვე არის დასაბუთებული, რომ ერთ-ერთი მათგანი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ მოსწავლეს მხოლოდ ამ ინფორმაციის დამახსოვრება სჭირდება. თუ სასწავლო მასალაში გამოყოფილია სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, მაგრამ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი, მაშინ მოსწავლეს მხოლოდ არგუმენტის მოფიქრება და აგება დასჭირდება. თუ მასალაში მხოლოდ აღწერილია სამი მიზეზი და არ არის გაკეთებული შეფასება, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ მოსწავლეს შეფასების გაკეთება მოუწევს, ამასთან, არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოყვანაც და განხილვაც. ამისათვის სასწავლო მასალაში საკმარისად უნდა იყოს ფაქტები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, თავად გამოიტანოს დასკვნები.

(2) მოსწავლეების მომზადება, რათა გაიგონ თანამედროვე მოვლენები მსგავსი და განსხვავებული ისტორიული შემთხვევების კონტექსტში;

როგორც წესი, ჩვეულებრივ, ისტორიის მასწავლებლები მოვლენებს განიხილავენ ვიწრო ისტორიულ კონტექსტში. «თეორია ერთის» მიხედვით, აუცილებელია თანამედროვე მოვლენების სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში განხილვა და პარალელების მოძებნა. ამ მიზნისთვის შემდეგი შეკითხვები შეიძლება გამოვიყენოთ: «რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ გაფიცვა რუსეთში. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ის, რომ ეს გადაიზარდოს სამოქალაქო ომში? მსგავსი რამ ხომ არ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს?»

(3) მოსწავლეებისათვის ისტორიული გამოცდილების გაზიარება ისე, რომ მათ შეძლონ ისტორიული ციტატების, ლიტერატურის და სხვა გაგება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოსწავლეებს წავაკითხებთ მოცემული ეპოქის შესაბამის ნოველებს და პოემებს ისტორიის გაკვეთილზე და ვთხოვთ მათ შესაბამის ისტორიულ კონტექსტში განხილვას. როგორც წესი, სუსტი ისტორიის მასწავლებლები არ ახდენენ თავიანთი მოსწავლეებისათვის იმის ახსნას და ჩვენებას, თუ რას უნდა ნიშნავდეს მოთხრობის ან პოემის წაკითხვა მის ისტორიული კონტექსტში: რა იდეები ჩნდება თავში? რა ელფერს იძენს გადატანითი გამონათქვამი? რა ახალი მნიშვნელობები შეემატა მას? და ა.შ. «თეორია ერთის» ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში. დიდაქტიკური მეთოდი: დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს ხდება ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცოდნის გამომჟღავნება და დახვეწა. დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რა, რატომ და სად? ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად. მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი - ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

 მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);  მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა

აზროვნება მოცემულ საკითხებზე;

 მასწავლებელი საკუთარი მოსაზრებების გარდა განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;

 მასწავლებელს მოჰყავს მრავალმხრივი მაგალითები ახალი ცნების ახსნისას;

 მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო

ექსპერიმენტი, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების

გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ/განიმტკიცონ ახსნილი

მასალა;

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.სოკრატული მეთოდი: სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი

სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) შეკითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური შეკითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთამიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას,რომელსაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

 მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;  მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული

მოვლენის საილუსტრაციოდ;

 მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;

 მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;

 მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;

 მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტებისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.კეთებით სწავლება: კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. პრაქტიკის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებს გამოხმაურებას (უკუკავშირს), რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან მართლაც გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა ავტომატურად (მექანიკურად) გაიმეოროს. ამგვარი სწავლება მხოლოდ სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში გვაძლევს მნიშვნელოვან ეფექტს. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს აქტივობის სქემა ან მოდელი, სადაც მიღწევის დონეები ნათლად არის მოცემული და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება, ანუ რა არის ეფექტური «კეთება» და მიზნის მიღწევა. ამრიგად, პრაქტიკის მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა მათ აზრიანად იმოქმედონ; კეთებით სწავლის დროს:  მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას პრაქტიკულ საქმიანობაში, რათა მას გამოცდილებით სწავლის საშუალება მიეცეს;

 მასწავლებელი ისეთ დავალებას აძლევს მოსწავლეს, რომლის პრაქტიკულად შესასრულებლადაც საჭიროა ახლად ახსნილი ცნებების (დებულებების) გამოყენება. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითი გაკვეთილზე: გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებლის მიზანიაქ აუხსნას მოსწავლეებს დასახლებული პუნქტის ფუნქციები. ამისათვის მოსწავლეებს აძლევს შემდეგ დავალებას - გავიდნენ თავიანთ დასახლებულ პუნქტში და მოიძიონ სამრეწველო, ადმინისტრაციული, სავაჭრო და სხვა ინფრასტრუქტურები. მათ უნდა განსაზღვრონ, რამდენად დატვირთულია ეს ტერიტორია, რომელიმე ობიექტი ხომ არ აკლია, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს და ა.შ. გაკვეთილზე მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას ადარებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ თეორიულ ინფორმაციას.სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლება: სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას დავალებების შესასრულებლად. სოციალური მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:

 ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით ქვეამოცანებად იშლება. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი ფუნქცია და თავისი ამოცანა. საერთო შედეგი დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.  მოსწავლეები მუშაობენ და ფიქრობენ ერთსა და იმავე ამოცანაზე ერთდროულად, მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ. ასეთი ფორმა უფრო ეფექტურია ახალ ამოცანებზე მუშაობის დროს.

ზემოთ მოყვანილი სწავლების მეთოდების გარდა, მეტად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლის მოტივაციის ამოქმედებას. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან მოტივირებულნი - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. საინტერესო აქტივობები ეფუძნება მოსწავლის შინაგან მოტივაციას. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა და შემეცნების პროცესი, რომელიც მას ანიჭებს სიამოვნებას. შინაგანი მოტივაციის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა, სწავლის დაკავშირება მოსწავლის რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასთან. პერკინსი (Perkins, 1992) ხაზს უსვამს სიტუაციური სწავლების მნიშვნელობას მოსწავლის დაინტერესებისა და აზროვნების აქტივაციისათვის. ამ დროს მოსწავლე ითვისებს ისეთ ოპერაციებს, რომლებზეც ცალკე ვარჯიში მისთვის მოსაბეზრებელი და უინტერესო იქნებოდა. ქვემოთ მოცემულია სიტუაციური სწავლების ზოგიერთი მაგალითი:

 მოსწავლეები სწავლობენ წერას გაზეთის გამოცემით;

 მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკას იმ კვლევაში მონაწილეობით, რომელიც მათთვის საინტერესოა და უკავშირდება მათ უშუალო გარემოს. გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და ა. შ). ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისათვის არ იყოს საინტერესო. მოსწავლის გარეგანი მოტივაციის ასამოქმედებლად მასწავლებელი ხშირად მიმართავს დაჯილდოების მოქნილ სისტემას. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები. შინაგანი მოტივაციის გაძლიერებისას მნიშვნელოვანია ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სხვადასხვა მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალური ინტერესით ჩაერთოს სწავლის პროცესში. ქვემოთ მოცემულია მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების ზოგიერთი მაგალითი:

 მოსწავლეების ისეთ პროექტებში ჩართვა, რომლებიც იძლევიან სიმბოლური გამოხატვის სხვადასხვა ალტერნატივების შესაძლებლობას: ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სხვა.  მრავალმხრივი სიმბოლური სისტემის შეტანა თითოეულ საგანში. მაგ., მათემატიკის კლასში მოსწავლეებისთვის ესეების დაწერის მოთხოვნა, ან ინგლისურის გაკვეთილზე ესეების წერა მათემატიკის შესახებ. ამრიგად, მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. მართლაც, ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს. 2. აზროვნება და ყოველდღიური საკლასო პრაქტიკა რა ნიშნავს ყოველივე ზემოთ თქმული ყოველდღიური საკლასო პრაქტიკისათვის? მოსწავლის აზროვნების აქტივაციისათვის მასწავლებელი, გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობებს ახორციელებს. ქვემოთ მოვიყვანთ მაგალითებს. განვიხილოთ ქართულის გაკვეთილი, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის იგავის სწავლება. მოსწავლეებს დავალებული აქვთ, წაიკითხონ სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავ-არაკი. გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს შემდეგი სახის შეკითხვებს: «რატომ არსებობს იგავი?», «რომელი ცნობილი მეიგავეები გახსენდებათ სხვა ქვეყნებიდან?», «ალეგორიული სტილი ყველა სხვა კულტურისთვის არის დამახასიათებელი»? «საიდან გაჩნდა იგავი?» და ა.შ. მოსწავლეები ცდილობენ გარკვეული კავშირების მოძებნას. ამ დროს მასწავლებელი ახალისებს მოსწავლეებს თავადაც დასვან შეკითხვები: «რატომ შემორჩა იგავი ამდენ ხანს?», «არის რომელიმე იგავი მართლაც სასარგებლო ანუ გვეხმარება იგი რამეში?» მასწავლებელი განიხილავს იგავ-არაკების სხვადასხვა კლასიკურ და ორიგინალურ მაგალითს. იგი სვამს შემდეგ შეკითხვებს: «რა არის ანეკდოტი?», «ანეკდოტი შეიძლება იყოს თუ არა იგავი?», «რა მსგავსება-განსხვავებაა ანეკდოტსა და იჰგავს შორის?», «შეიძლება არსებობდეს ანეკდოტი, რომელიც უფრო იჰგავს ჰგავს, ვიდრე თავად ანეკდოტს?»; ამ დროს მოსწავლე სვამს შეკითხვას: «ანეკდოტებიც იმავე მორალს ქადაგებს, როგორსაც იგავი? მთელი კლასი ფიქრობს ამ შეკითხვაზე; მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ანეკდოტი მაინც, რომელიც გარკვეულ მორალს ქადაგებს? მოსწავლეები ასახელებენ 2-3 მაგალითს, რომელებიც გარკვეულ მორალს ატარებს. მთელი კლასი მსჯელობს იმაზე, თუ რა განსხვავება და საერთო შეიძლება არსებობდეს იგავებსა და ანეკდოტებს შორის.

ზემოთ დასახელებული შეკითხვები მოსწავლეებს რთავს გარკვეულ სააზროვნო მოქმედებებში, როგორიცაა გაგება, შეპირისპირება, არგუმენტის ჩამოყალიბება და ა.შ. ასეთი შეკითხვები მოსწავლეებს ეხმარება იგავების საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაკავშირებაში, ისეთი ცხოვრებისეული შემთხვევების მოძებნაში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა იგავებში მოცემული ბრძნული აზრის გამოყენება ან პირიქით, შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება. მოსწავლეებს ასევე სთხოვენ, რომ გაიხსენონ მსგავსი მორალის მატარებელი სხვა იგავი, გადააკეთონ იგი სხვა მორალის საჩვენებლად და ა.შ. ეს აქტივობები შეიძლება განხორციელდეს საკლასო დისკუსიით, ჯგუფური მუშაობით ან სახლში ინდივიდუალური მუშაობით. მასწავლებლის მიზანია, მოსწავლე თავად მიახვედროს, თუ როგორ აკეთებს იგი დასკვნას მოცემული იგავის დანიშნულების შესახებ. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: «როგორ დაამტკიცებთ ამ იგავის საწინააღმდეგოს?

განსხვავდება თუ არა ეს იმისგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ლიტერატურაში ან სხვა სფეროში მოსაზრებების შემოწმების დროს? მოდით, დაწერეთ, თუ რა არის ამ იგავის მორალი და მოიყვანეთ მტკიცებულებები იგავიდან, თუ რატომ ფიქრობთ ასე». მოსწავლეები ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ცხადია, ყველას ერთნაირი აზრი არა აქვს. ყველა მოსწავლეს მოჰყავს თავისი მაგალითი. მასწავლებელი სთხოვს მოყვანილი მაგალითის შესაბამის მტკიცებულებებს. შემდეგ მასწავლებელი სვამს ასეთ შეკითხვას: მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა? ჩვენ ვეძებთ მტკიცებულებებს ამ იგავში. როგორ ვაკეთებთ ამას? რას ვეძებთ? რა არის მტკიცებულება?

მასწავლებლის და მოსწავლეების აზრთა ეს ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს დასაბუთების ხელოვნების გაგებასა და დაუფლებას. ამრიგად, ასეთ გაკვეთილზე მოსწავლე მრავალფეროვან გონებრივ (შემეცნებით) აქტივობებში არის ჩართული. სხვა სიტყვებით, მოსწავლე სხვადასხვა სააზროვნო უნარებს იყენებს, რომ გადაჭრას ამოცანა, რომელსაც ითხოვს მისგან მასწავლებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა მრავალფეროვან სააზროვნო მოქმედებებში ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სასწავლო მასალა ამის საშუალებას იძლევა. განვიხილოთ გაკვეთილი, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის რომელიმე ცნების სწავლება. ცნების ადეკვატურად გამოყენება მოიცავს დაკონკრეტება/განზოგადების ოპერაციების თავისუფლად შესრულებას. დაკონკრეტების დროს ხდება კლასისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების გადატანა კლასში შემავალ კონკრეტულ ობიექტზე ან ობიექტთა ჯგუფზე. მაგ. რკინა არის ლითონი, ამიტომ ის, როგორც სხვა ლითონები, კარგი ელექტროგამტარია. განზოგადების დროს ხდება ობიექტთა ერთობლიობის არსებითი ნიშნების გადატანა ობიექტთა უფრო დიდ კლასზე. მაგ. თუ ალუმინი, რკინა, სპილენძი და ვერცხლი ხასიათდება კარგი ელექტროგამტარობით, მაშინ, შესაძლოა სხვა ლითონებიც კარგი ელექტროგამტარები იყვნენ. ამ ოპერაციების ათვისებისას მოსწავლეები აწყდებიან გარკვეულ სირთულეებს. ისინი ადეკვატურად ვერ იყენებენ ცნებებს, უჭირთ კონკრეტული ობიექტის მიკუთვნება გვარეობითი კლასისთვის. მაგალითად, კითხვაზე, თუ რას წარმოადგენს ქვემო ქართლი, პასუხი: «საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს» ან «საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს» - საკმაოდ იშვიათია (ესგ პილოტირების მასალები, 2007). მაშინ როცა, შებრუნებული შეკითხვა - «ჩამოთვალეთ საქართველოს კუთხეები (რეგიონები)» - გაკვეთილზე საკმაოდ ხშირად ესმით და ხშირადაც პასუხობენ სწორად. დაისმის ბუნებრივი კითხვა, რატომ ვერ აკეთებენ მოსწავლეები შებრუნებულ ოპერაციას? როგორც ჩანს, პრობლემას ქმნის ცნებების მიწოდების არასწორი ფორმა.

კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეს აწვდის ზოგად განმარტებას, შემდეგ ჩამოთვლის ან აჩვენებს იმ ობიექტებს, რომლებიც ამ ცნებას მიეკუთვნებიან. მოსწავლის მოქმედება ამ დროს კვლავ დამახსოვრებაა. იმისათვის, რომ აზროვნება გავააქტიუროთ, მოსწავლეს უნდა მივაწოდოთ ან აღმოვაჩენინოთ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ერთიანდება ობიექტები ამ ცნების ქვეშ. ხოლო შემდეგ თავად მივაკუთვნებინოთ კონკრეტული ობიექტი ცნებისთვის. თავად ობიექტების მიკუთვნებაც, ეტაპობრივად უნდა გართულდეს, უნდა დავიწყოთ ისეთი ობიექტებით, რომელთა არსებითი ნიშნების ამოცნობა და, შესაბამისად, აღმოჩენილი პრინციპის მიყენებაც იოლია, შემდეგ გადავიდეთ უფრო რთულად ამოსაცნობ ობიექტებზე და დავასრულოთ იმ ობიექტებით, რომელთა მკაფიო მიკუთვნება ამ კლასისათვის რთულია, რადგან მხოლოდ ნაწილობრივ მიეკუთვნებიან ამ კლასს. სასწავლო მასალა სასურველია შეიცავდეს ცნებების მკაფიო განმარტებას, ობიექტების ცნებისთვის ან კლასისთვის მიკუთვნების პრინციპების ახსნას და მრავალფეროვან მაგალითებს მოსწავლეთა გასავარჯიშებლად. ამრიგად, მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა, ასევე მრავალფეროვანი სასწავლო მასალის გარკვეული ფორმით მიწოდება. ზემოთ მოყვანილი პრაქტიკული მაგალითები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს რთავს აზროვნების აქტიურ პროცესში, სადაც მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარი აზროვნების პროცესებს. ყოველივე ეს იძლევა მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარების წინაპირობას.3. აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ და მისი ამოქმედების პრაქტიკული სტრატეგიები პერკინსის (Perkins, 1992) აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარიაზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას:

რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას). სხვა სიტყვებით, ეს არის მეტაკოგნიციის პროცესი, რომელიც გულისხმობს «ადამიანის მიერ საკუთარი აზროვნების დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს», და «აზროვნების შესახებ აზროვნებას თვით-რეგულაციის განვითარების მიზნით» (Flavl, 1979). მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია სწავლის სწავლისთვის. ამრიგად, მეტაკოგნიცია ეხება ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად (კონკრეტული ამოცანის მოთხოვნების მიღება, მისი გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების ცოდნა) და საკუთარი სასწავლო გამოცდილებების რეგულაციას (მოცემული ამოცანის წარმატებით გადაჭრის გზების ცოდნა და გამოყენება). მიუხედავად იმისა, რომ მეტაკოგნიცია ხშირად აღიარებულია, როგორც «მაღალი დონის აზროვნება», მეტაკოგნიციური უნარ-ჩვევების განვითარების მცდელობა შეიძლება წარმატებით განხორციელდეს როგორც უფროსკლასელებთან, ასევე უმცროსკლასელებთანაც (Claxton, 1999); მაგალითად, 9 წლის მოსწავლეს შეუძლია არა მხოლოდ იმის აღწერა, რასაც ის კითხულობს, ასევე იმისაც, თუ როგორ კითხულობს (ანუ ფიქრი იმაზე, თუ რა არის მიღწეული და რა უნდა გააკეთდეს მომავალში); მართლაც, არსებობს უამრავი საყოველთაოდ აღიარებული სტრატეგიები, რომლებიც ემსახურება ასეთ გაცნობიერებულ სწავლებას, ხელს უწყობს აზროვნებას საკუთარი აზროვნების შესახებ. ზოგიერთი ასეთი სტრატეგია მოიცავს მთელი რიგი შეკითხვების დასმას, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს საკუთარი მუშაობის გაცნობიერებაში, დაგეგმვაში, წარმართვასა და შეფასებაში. მაგალითად, ამოცანის შესრულებამდე, მოსწავლემ შესაძლოა საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვები: «რაც უკვე ვიცი, იქიდან რა შემიძლია გამოვიყენო ამ პრობლემის გადასაჭრელად? რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში? რა ამოცანები დგას ჩემ წინაშე და როგორ ვაპირებ მათ გადაჭრას?» (დაგეგმვა); ამოცანის გადაჭრის პროცესში, მოსწავლემ შესაძლოა თავის თავს დაუსვას შემდეგი კითხვები: «სწორ გზაზე ვდგავარ თუ არა? ვიყენებ თუ არა შესაბამის ინფორმაციას ან რესურსს? რა უნდა შევცვალო, თუ მიჭირს რაიმეს გაგება?» (მონიტორინგი, წარმართვა); ბოლოს, ამოცანის დასრულების შემდეგ, იგი შეიძლება შეეკითხოს საკუთარ თავს, თუ რამდენად სწორად გადაჭრა ამოცანა, მიაღწია თუ არა დასახულ მიზნებს, სჭირდება თუ არა უკან დაბრუნება და რაიმეს გაუმჯობესება (შეფასება). მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას თავიანთი სწავლის პროცესში, საკუთარი სასწავლო მიზნების დაგეგმვასა და მართვაში. მოსწავლის უნარი, გააკეთოს დასკვნა იმაზე, თუ რა და როგორ ისწავლა და დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარება, მისი წარმატების საწინდარია. მასწავლებელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესების გაცნობიერებაში. ამისათვის საჭიროა მასწავლებელმა აზროვნება გახადოს უფრო ხილვადი. ეს მოსწავლეს დაეხმარება აზროვნების სწავლაში. შეიძლება ცეკვასთან პარალელის გავლება: მაგალითად, ცეკვის გარკვეული ილეთების ჩვენება უფრო გააადვილებს ცეკვის სწავლას. შეიძლება დავსვათ შეკითხვა: როგორ უნდა გავხადოთ აზროვნება უფრო ხილვადი? არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომლებიც აზროვნებას უფრო ხილვადს ხდის. ერთ-ერთი მარტივი ხერხია მასწავლებლის მიერ სააზროვნო ცნებების გამოყენება. ქართულ ენის ლექსიკონი შეიცავს მთელ რიგ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება სააზროვნო ტერმინებად ჩაითვალოს. ეს სიტყვებია: ჰიპოთეზა, მიზეზი, მტკიცებულება, შესაძლებლობა, წარმოდგენა, პერსპექტივა და ა.შ. ამ სიტყვების ხშირი გამოყენება ყოველდღიურ მეტყველებაში ეხმარება მოსწავლეს, დაიჭიროს აზროვნების ის ნიუანსები, რომელსაც ამგვარი სიტყვები ატარებენ. გარდა ამისა, ამგვარი სიტყვების გამოყენება მასწავლებელს მოსწავლეების თვალში «მოაზროვნე ადამიანად» წარმოაჩენს. ფაქტობრივად, მასწავლებელი, რომელიც არ მოელის მოსწავლეებისგან მზა პასუხებს, გამოხატავს უშუალო გაკვირვებას და გარკვეულ დროს უთმობს პრობლემაზე, გადასაჭრელ ამოცანაზე ფიქრს (რა მოხდებოდა მაშინ, ეს რომ არ ყოფილიყო? სხვანაირად ეს როგორ შეიძლება გაკეთებულიყო?) ხელს უწყობს მოსწავლეების აზროვნების ამოქმედებას. ასეთი მასწავლებელი შინაგანად ახალისებს მოსწავლეებს, შეამჩნიონ პრობლემები და იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე.

მეორე გზა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს, გახადოს აზროვნება უფრო ხილვადი, რაიმე ახალი მასალის შესწავლისას საკითხის დამუშავების ერთი და იმავე სქემის გამოყენებაა. ერთ-ერთი გავრცელებული სქემა არის ორეტაპიანი: პირველ ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს მოვლენის ან საგნის აღწერას და განსაზღვრას, ხოლო მეორე ეტაპზე კი ცდილობს მას დაასაბუთებინოს თავისი აზრი. ეს ორი ეტაპი მოსწავლეებისგან ინტერპრეტაციის გაკეთებას და მისი მხარდამჭერი არგუმენტების (მტკიცებულებების) მოძიებას მოითხოვს. ეს კი, ფაქტობრივად, გულისხმობს სააზროვნო ტერმინების გამოყენებას: ინტერპრეტაცია შეიძლება განვიხილოთ ჰიპოთეზად, ხოლო არგუმენტები კი - ამ ჰიპოთეზის მხარდამჭერ მტკიცებულებებად. ეს ეტაპები შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული ყველა ასაკის მოსწავლის მიმართ და სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს. აზროვნების ამოქმედების კიდევ ერთი გზაა მოცემული საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულების განხილვა, რომლებიც გონებრივი იერიშის მეთოდით ხორციელდება. ეს არის სწავლების ხერხი, რომლის დროსაც მოსწავლეები წინასწარ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, ამა თუ იმ პრობლემის ან საკითხის გარშემო შეუზღუდავად გამოთქვამენ იქვე მოფიქრებულ საკუთარ აზრებს და იდეებს. დაცულია პრინციპი: ყველა აზრი მისაღებია». ამის შემდეგ მასწავლებლის დახმარებით ხდება გამოთქმული აზრებისა და იდეების დახარისხება, კატეგორიებად და პრიორიტეტებად დაყოფა.

აზროვნების ამოქმედებას ხელს უწყობს აგრეთვე როლური თამაში, როდესაც მოსწავლეს ევალება, გარკვეული პოზიციიდან განიხილოს რაიმე საკითხი. მაგალითად, მოსწავლეები აფხაზეთის კონფლიქტს სხვადასხვა მოსაზრებიდან განიხილავენ, კერძოდ, აფხაზების, რუსების, ამერიკელების (დასავლეთის) და ქართველების პერსპექტივიდან. მოსწავლეებს მოეთხოვებათ რომელიმე მოსაზრების არჩევა და მასზე საუბარი მოცემული თვალთახედვიდან. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამას ეთანხმებიან. სწავლის პროცესი სწავლის სწავლით რომ გაგრძელდეს, სასურველია, მასწავლებელმა გამართოს შემაჯამებელი დისკუსია, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს იმაზე ფიქრს, თუ რა ისწავლეს მათ ამ სხვადასხვა თვალსაზრისის განხილვის შედეგად. აზროვნების ამოქმედების მორიგი გზა გულისხმობს ისეთი შეკითხვების დასმას, რომლებიც მოსწავლეებს საკითხის ღრმა შესწავლისკენ უბიძგებს. კერძოდ, ამით მოსწავლეები მოცემული საკითხის საკუთარ გამოცდილებასთან და სხვა სფეროში არსებულ ცოდნასთან დაკავშირებას, შესატყვისი დასკვნების გაკეთებას, კითხვების სწორად ფორმულირებასა და აზროვნების პროცესის სწორად წარმართვას სწავლობენ. მაგალითად, ბატონყმობის შესწავლის დროს, მასწავლებელმა შეიძლება დასვას შეკითხვა: მოდით, გამოვარკვიოთ, რას წარმოადგენდა ბატონყმობა საქართველოში? როგორ უკავშირდება სხვა მოვლენებს? მოსწავლეებმა შეიძლება დასვან ასეთი შეკითხვები: კიდევ არსებობს ბატონყმობა? ან ისეთი მოვლენები, რომლებიც ბატონყმობის მსგავსია; მაგ., როდესაც პატიმრებს ვთხოვთ მუშაობას შრომაგასწორების კოლონიებში, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? და ა.შ. ამრიგად, განხილული მაგალითები ადასტურებს, რომ გარკვეული პედაგოგიური სტრატეგიები ხელს უწყობს აზროვნებას საკუთარი აზროვნების შესახებ. როდესაც მასწავლებელი სვამს ასეთ შეკითხვას: მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა? როგორ ვაკეთებთ ამას? რას ვეძებთ? რა შედეგს გვაძლევს ეს მოქმედება? და ასე შემდეგ, ეს ეხმარება მოსწავლეს კონკრეტული სააზროვნო პროცესის გაგებაში. ხოლო თუ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მსგავსი დიალოგი მრავალჯერ წარიმართება, ეს საფუძველს მოუმზადებს თავად სააზროვნო მოქმედების განზოგადების პროცესს. ამის შედეგად მოსწავლემ უკვე იცის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ზოგადად რომელიმე სააზროვნო მოქმედების შესასრულებლად.

4. აზროვნების გადატანა (ტრანსფერი)

მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტრანსფერს. დ. უზნაძის აზრით (უზნაძე, 1967), აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: «აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანისხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს». მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლის გამოყენება სხვა გაკვეთილზე (ფიზიკაში) ან სკოლის გარეთ (სუპერმარკეტში). განათლების სპეციალისტებისათვის დილემას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. მაგალითად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები მუდმივად ჩივიან, რომ მათ თავიდან უხდებათ მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსწავლეები კარგად სწავლობენ მათემატიკას. ასევე, ქართულში ნასწავლი გარმატიკული წესების გამოყენების უნარები ხშირად არ ვლინდება ისტორიის რეფერატის დაწერისას. გარკვეული უნარის თავდაპირველი დაუფლება ხორციელდება კონკრეტული შინაარსის საფუძველზე. თუ უნარს ვავითარებთ მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსთან მიმართებით და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს უნარი მოსწავლემ სხვა შინაარსთან მიმართებითაც უნდა გამოიყენოს, მაშინ მოსწავლეს ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება. ამის კარგი მაგალითია მეოთხე კლასში ჩატარებული ეროვნული შეფასება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, რომელმაც გამოავლინა, რომ მოსწავლეები კარგად ასრულებენ ნასწავლ, ნაცნობ ტექსტზე (მაგ., ცხრა ძმა ხერხეულიძე) სხვადასხვა სახის ამოცანებს, მაგრამ უჭირთ იმავე ამოცანების გაკეთება იმავე სირთულისა და ტიპის, მაგრამ უცხო ტექსტზე (შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2004). როგორც ჩანს, მოსწავლეებს უჭირთ ერთ თემაზე გამომუშავებული უნარ-ჩვევების სხვა თემაზე გადატანა ანუ ტრანსფერი. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს (Perkins, 1992).

ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:

(1) ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი;

(2) სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი

გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სიტუაციაში;

(3) სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები. გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. ერთ შემთხვევაში ტრანსფერი ხორციელდება გაკვეთილზე განხილული თემის ანალოგიურ თემებთან (Perkins, 1992). მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროსმსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საჭიროა მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და ა.შ. მაგალითად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია მასწავლებელმა შესაძლოა დაუკავშიროს იმავე მოვლენებს, რომლებიც მოხდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში. ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება (Perkins, 1992). ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტების და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასწავლებელმა იმავე ამოცანის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე. 5. დასკვნა ზემოთ განვიხილეთ სხვადასხვაგვარი თეორიული და პრაქტიკული მიდგომები და სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის აზროვნების აქტივაციას. მასწავლებლის მიერ სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და აქედან გამომდინარე შეკითხვების დასმა სხვადასხვანაირად შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ მისი მთავარი მიზანია საკლასო ოთახში აზროვნების  კულტურის შექმნა და მისი განვრცობა საკლასო ოთახის გარეთაც. მან უნდა შეამჩნიოს ის მომენტები, როდესაც მოსწავლეები დუნდებიან და აქტიურად არ არიან ჩართულნი აზროვნების პროცესში. ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა მოსწავლეების აზროვნების პროცესების გააქტიურებაში. მართლაც, მოსწავლეები ბევრს სწავლობენ იმ საკლასო კულტურიდან, სადაც აზროვნების პროცესები ხილვადია ანუ თვალსაჩინოდ მიმდინარეობს. კერძოდ, ამგვარ გარემოში მოსწავლეები აზრებს თავისუფლად გამოთქვამენ, სააზროვნო ლექსიკონს იყენებენ, ალტერნატიულ იდეებს და ინტერპრეტაციებს აყალიბებენ, დებატებში, დისკუსიებში, როლურ თამაშებში მონაწილეობენ, პროექტებს ახორციელებენ და ა.შ,. შესაბამისად, უფრო მეტი ინტერესით სწავლობენ და ამყარებენ ლოგიკურ კავშირებს სასკოლო ცხოვრებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. ყოველივე ამის შედეგად კი მოსწავლეები უფორ გონებამახვილ და მოაზროვნე პიროვნებებად ყალიბდებიან. ამრიგად, ადამიანისთვის აზროვნების სწავლება შესაძლებელია: ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ადამიანის მიერ გარკვეული სტრატეგიების და დამოკიდებულებების სწავლებას, რომლებიც აძლიერებს მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევებს. თუმცა, უბრალო პრაქტიკა (თანამშრომლობითი სწავლება, კლასის დისკუსია და ა.შ.) არ არის საკმარისი; ეს უნდა იყოს გააზრებული პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეები ფიქრობენ თავიანთი აზროვნების შესახებ და ახდენენ მოძველებული და არაეფექტიანი სწავლის სტრატეგიების გამოვლენასა და უარყოფას, ხოლო მათ ნაცვლად ახალი სტრატეგიების აგებასა და შეთვისებას. ამრიგად, უკეთეს სახელმძღვანელოდ ჩაითვლება ის, რომელიც არა მატო შინაარსს მოგვითხრობს, არამედ იძლევა აზროვნების ამოქმედების, მოსწავლის მიერ ამოცანის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიების ათვისებისა და ამ სტრატეგიების სხვადასხვა მასალაზე, შინაარსებზე გავარჯიშებისა და რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენების საშუალებას. თავი მეორე ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია. აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bლოომ, ეტ ალ, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი ზედა დონეში. ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ;

შეფასება სინთეზი ანალიზი გამოყენება გაგება ცოდნა. განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე: ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:  ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;  კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;

 ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;

 კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;

 სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას. კერძოდ,  ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;

 ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;

 ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;

 სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;

 შესაბამისი მაგალითის მოყვანა;

 საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება.გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.კერძოდ,  ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;

 მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;

 პროცედურის განხორციელება;

 კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება. ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

 მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

 მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

 პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

 მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა. სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ. ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

 ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად ჰიპოთეზის წამოყენება;

 კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;

 შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;

 პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;

 პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;

 ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას.

კერძოდ:

 საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;

 გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;

 პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;

 პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის

დასაბუთება;

 მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;

 მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;

 რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა). ამრიგად, პირობითად ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას კი აზროვნების ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი. ქვემოთ მოცემულია მაგალითები ყველა საგანში, თუ როგორ შეიძლება ერთი თემის ფარგლებში აზროვნების სხვადასხვა დონეების აქტივაცია. ბუნებისმეტყველება თემა:

ცხოველების და ფრინველების მოძრაობა და მასთან დაკავშირებული თვისებები მაგალითად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელს მიზნად აქვს დასახული, მოსწავლეებს აუხსნას ცხოველების და ფრინველების სამოძრაო საშუალებები და მათი თავისებურებები. ამ თემის განხილვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ დასახელებულია, თუ რას აკეთებს მოსწავლე ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზის და შეფასების დონეზე.

ცოდნა  ამოიცნობს თათს და ფრთას;

გაგება  თათს და ფრთას მიაკუთვნებს სამოძრაო ორგანოებს;

გამოყენებაამოკლებს შინაური ფრინველის ფრთებს, რათა დედალი არ გადაფრინდეს მეზობლის ეზოში;

ანალიზი  ადარებს ფრთისა და თათის ანატომიურ აგებულებას. გამოყოფს

ანალოგიურ ნაწილებს;

სინთეზი  ქმნის ფრთისა და თათის მოდელს;

შეფასება  გამოხატავს მოსაზრებას, თუ რა სფეროში შეიძლება გამოვიყენოთ ფრთისა და თათის აგებულების ანალოგიები.სახვითი ხელოვნება თემა: ცივი და თბილი ფერები მაგალითად, სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს აუხსნას თბილი და ცივი ფერები და მათი თვისებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა  ამოიცნობს ცივ და თბილ ფერებს;

გაგება  ასახელებს ზამთრის და შემოდგომის პეიზაჟის გამოსახვისას რომელ ფერებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა;

გამოყენება  იყენებს ცივ და თბილ ფერებს შემოდგომის და ზამთრის პეიზაჟების შექმნისას;

ანალიზი აანალიზებს რომელიმე ნიმუშს ფერთა გამის გამოყენების კუთხით; სინთეზი  ისახავს ამოცანას (მაგ. რამე განწყობის გადმოცემა), გეგმავს როგორ გამოიყენებს ცივ და თბილ ფერებს ამ ამოცანის გადასაჭრელად და ქმნის ნამუშევარს;

შეფასება აღწერს ნამუშევარს, მსჯელობს მასში გამოყენებულ ფერებზე, კომპოზიციაზე, შესრულების მანერაზე, გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას, და ცდილობს ჩამოაყალიბოს, რამ შეუქმნა ესა თუ ის განწყობა, მოჰყავს არგუმენტები.

 

მუსიკათემა: მუსიკალური საკრავები

 მაგალითად, მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს შეასრულებინოს მუსიკალური საკრავების თემაზე სხვადასხვა დავალებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა  ამოიცნობს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად;

გაგება  ასხვავებს საკრავების ჟღერადობას და მიაკუთვნებს საკრავებს სხვადასხვა ჯგუფებს;

გამოყენება სანოტო ტექსტის მიხედვით სიმღერის შესწავლის დროს იყენებს

მუსიკალურ საკრავს (ფორტეპიანოს);

ანალიზი  საორკესტრო მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას გამოყოფს სხვადასხვა საკრავის ტემბრს (სმენითი ანალიზი) და მსჯელობს მათ ფუნქციაზე;

სინთეზი  ასრულებს მუსიკალურ საკრავზე სანოტო ტექსტს;

შეფასება  ადარებს ერთი ნაწარმოების სხვადასხვა ტემბრით შესრულების ვერსიას, განსაზღვრავს რომელია უმჯობესი და ასაბუთებს თავის არჩევანს.ქართული ენა და ლიტერტურა თემა: ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟისადმი მასალა: გ. ლეონიძის მოთხრობების კრებული «ნატვრის ხე»;

მაგალითად, ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის გ. ლეონიძის მოთხრობას «ნატვრის ხე». ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა  მოიძიებს ტექსტში ეპიზოდებს, რომლებშიც დიაკვანი ელეფთერის თვისებები და ხასიათია აღწერილი;

გაგება  გადმოსცემს საკუთარი სიტყვებით, როგორი ადამიანია დიაკვანი ელეფთერი;

გამოყენება  განსაზღვრავს, რა გრამატიკულ საშუალებებს იყენებს ავტორი მხატვრული ეპითეტების შესაქმნელად;

ანალიზი  ხსნის, რატომ დაეძებდა მუდმივად ელიოზი ხან ოქროსმდებელ ქათამს, ხან ნათელთევზას და ხანაც


 ნატვრის ხეს;

 

სინთეზი ადარებს ერთმანეთს დიაკვან ელეფთერსა და ელიოზს. გამოყოფს იმ თვისებებს, რომლებითაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ადგენს მისთვის იდეალური ადამიანის პორტრეტს;

შეფასება  აფასებს ელიოზის ცხოვრების წესს. ხსნის, რატომ «გაიმეტა» ავტორმა იგი ასეთი სიკვდილისთვის? მოითხოვს პასუხის დასაბუთებას.

მათემატიკათემა: პენროუზის დაფარვა

მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს სიბრტყის დაფარვის ერთ-ერთ ხერხს - პენროუზის დაფარვას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა ამოიცნობს მოცემული ოთხკუთხედებიდან რომელია ამოზნექილი;

გაგება  განმარტავს, რა ნიშნით არჩევს ერთმანეთისაგან ამოზნექილ და არაამოზნექილ ოთხკუთხედს;

გამოყენება  გამოითვლის BCD კუთხის გრადუსულ ზომას;

ანალიზი  ადგენს, ტოლია თუ არა სამკუთხედები ABC, ADC და EDC, თუ ცნობილია, რომ ABED AAABED ოთხკუთხედი რომბია (პასუხს ასაბუთებს);

სინთეზი  გამოთქვამს ჰიპოთეზას A ? და E წერტილების მდებარეობის შესახებ და ამტკიცებს ჰიპითეზის სამართლიანობას;

შეფასება  ამოწმებს, გამოდგება თუ არა ოთხკუთხედის ფორმის განსაზღვრისთვის

ის კრიტერიუმი, რომელიც მართებულია სამკუთხედის შემთხვევაში. უცხო ენათემა: ორი ბავშვის, ნანას და გურამის დახასიათება მაგალითად, უცხო ენის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის დახასიათების გაკეთებას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანის თვისებების გამომხატველ სისონიმებსა და ანტონიმს;

გაგება  თვისებათა ჩამონათვალიდან, ამოანჩევს ნანას მახასიათებლებს და გურამის მახასიათებლებს, ტექსტში არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

გამოყენება  ნიმუშის მიხედვით აგებს კონსტრუქციას: ნანა გურამთან შედარებით უფრო ------;

ანალიზიასწორებს თანაკლასელის ნამუშევარში ზედსართავი სახელის ბრუნვას (კუმშვა, კვეცა, ბრუნვის ნიშანი); სინთეზი წერს თანაკლასელის დახასიათებას;

შეფასება  ტექსტიდან გამომდინარე, აფასებს, ვინ უფრო გულკეთილი და ყურადღებიანია - ნანა თუ გურამი.

თავი მესამე: აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ამოქმედების მეთოდიკა1. ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირების პროცესში გამოვლენილი პრობლემები:

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოცდის მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან აზროვნების ზედა სამი დონის (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) დავალებების შესრულების დროს (ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი, 2007). ამ მდგომარეობას თავისი მიზეზები გააჩნია. კერძოდ:

 მასწავლებლები მიჩვეულები არიან ცოდნა, გაგება და გამოყენების დონეზე მუშაობას, რადგანაც ტრადიციული მეთოდებით სწავლება მხოლოდ ამ დონეებზე მუშაობით შემოიფარგლებოდა.  მასწავლებლებს ნაკლები გამოცდილება აქვთ აზროვნების ზედა დონეების აქტივაციასა და აზროვნების პროცესის წარმართვაში.

 მოსწავლის წინაშე დასმული რთული შეკითხვა, თავისთავად არ განაპირობებს მის ჩართვას აზროვნების ზედა დონის ამოქმედების პროცესში. ფაქტობრივად, თუ მოსწავლის უნარები არ არის სათანადოდ მომწიფებული ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაშინ იგი მხოლოდ აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევებით შემოიფარგლება. ვნახოთ, თუ რა სურათია გავრცელებული ამჟამად სასკოლო პრაქტიკაში და რამდენად ხდება ანალიზის, სინთეზის და შეფასების დონეებზე აზროვნების ამოქმედება. ანალიზის დონე: მაშინ, როდესაც დავალება მოსწავლისგან მოითხოვს ანალიზის გაკეთებას, ხშირად იგი ამას ვერ ახერხებს, რადგანაც ანალიზის ნაცვლად აღწერაზე გადადის. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ორი ობიექტის შედარებას, შესაძლოა მოსწავლეებმა დაწვრილებით აღწერონ ორივე ობიექტი, თუმცა ვერ მოახერხონ მათი შედარება რაიმე კრიტერიუმზე, სქემაზე დაყრდნობით. მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლისას მოსწავლეებმა, რომელთაც ევალებათ ორი საკანონმდებლო აქტის შედარება, შესაძლოა ჩამოთვალონ თუ რა მუხლები შედის თითოეულ დოკუმენტში. ყველაზე წარმატებულებმა შესაძლოა კიდევაც აღნიშნონ, რომ ერთი დოკუმენტი უფრო ლაკონური და მოკლეა, ხოლო მეორე დოკუმენტი კი ვრცელი. თუმცა, ვერ მოახერხონ სქემის მიხედვით შედარება, საფუძველის გამოყოფა და მსგავსება-განსხვავების ამის მიხედვით დაფიქსირება. სინთეზის დონე: სინთეზის დონეს ხშირად ჩაენაცვლება გამოყენება. მოსწავლისათვის მიცემული მოკლე ინსტრუქცია «დაწერე თხზულება ან ჩაატარე ექსპერიმენტი» თავისთავად არ იწვევს მოსწავლის შემოქმედებითი პოტენციალის ამოქმედებას. იგი ცდილობს ნიმუშის მოძებნას და იმის მიხედვით დავალების შესრულებას. ასევე, როდესაც ინსტრუქცია არის ვრცელი და დეტალური და მოსწავლეს ევალება რაიმე პროდუქტის შექმნა, მასწავლებელს შეიძლება შეექმნას ილუზია, რომ მოსწავლის აზროვნება უკვე სინთეზის დონეზე გადის. თუმცა, სინამდვილეში ეს იყოს მხოლოდ გამოყენების დონე, რადგან მოსწავლის თითოეული ნაბიჯიც და მათი თანმიმდევრობაც მკაცრადაა განსაზღვრული. მოსწავლეს არჩევანი არსად არა აქვს დატოვებული, რაც ზღუდავს მის ფანტაზიას.

შეფასების დონე: შეფასების დონე ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ ემოციური დამოკიდებულების გამოხატვით, არ ხდება კრიტერიუმების*გამოყოფა ან შემუშავება, რის მიხედვითაც უნდა შეაფასონ მოსწავლეებმა გარკვეული ობიექტი. ასევე, არ ხდება ამ კრიტერიუმების მნიშვნელოვანებაზე და ღირებულებაზე მსჯელობა და არც ობიექტის კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა ანალიზის მეშვეობით. მაგალითად, მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას, რომელშიც ევალება საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება, არჩევანის გაკეთება ორ ან რამდენიმე მოსაზრებას შორის. მოსწავლე პასუხობს: «მე ვეთამხმები «ა»-ს მოსაზრებას, რადგან ის მართალს ლაპარაკობს, მას თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდა»; მოსწავლე არ აკეთებს იმის დასაბუთებას, თუ რატომ მიაჩნია, მოცემული მოსაზრება ჭეშმარიტად ან რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნისთვის «კარგად» და რატომ. 2. აზროვნების ზედა დონეების აქტივაციის მეთოდიკა:

აზროვნების ზედა დონეების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ასამოქმედებლად სასურველია გამოვიყენოთ სპეციალური მეთოდიკები. ერთ-ერთი მეთოდიკაა მასწავლებლის მიერ დამაზუსტებელი შეკითხვების დასმა, რომლებიც მოსწავლეს სწორი მიმართულებით წაიყვანს. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როდესაც მოსწავლეს ეძლევა რთული დავალება და იგი ვერ ახერხებს მის გადაჭრას დამოუკიდებლად. მასწავლებელმა ამ დროს უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნის დონე და ამოცანის ტიპი და ამის მიხედვით შეარჩიოს დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც იერარქიით უფრო ქვედა დონეებზე გადის. შესაძლებელია, რომ მასწავლებელი შეფასების დონიდან სულ ქვედა - ცოდნის დონეზე ჩამოვიდეს და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ ავიდეს ზემოთ ყველა დონეების გავლით ან თავიდანვე მხოლოდ ერთი ნაბიჯით ჩამოინაცვლოს ქვემოთ (მაგალითად, სინთეზის დონეზე); გარდა ამისა, როდესაც მოცემული დავალება რთულია, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს ამოცანის ქვე-ამოცანებად დაყოფა (შეიძლება ყველა ქვეამოცანა იყოს იგივე სააზროვნო დონის, რაც ძირითადი დავალება-ამოცანა). საუკეთესო მაგალითია, სინთეზის დონეზე განხორციელებული დავალებები. მხატვრული ნამუშევრის თემის შერჩევა, მხატვრული ხერხის შერჩევა, ნამუშევარში აქცენეტების დასმა, სამივე, სინთეზის დონეს მოითხოვს. ამ შემთხვევაში არ ხდება დონეების მონაცვლეობა. ამოცანის ადვილად მართვად ელემენტებად დანაწევრება ეხმარება მოსწავლეს ერთი შეხედვით რთული ამოცანის წარმატებით გადაჭრაში. მასწავლებელი ამ პროცესში ეხმარება მოსწავლეს შესაბამისი შეკითხვების დასმით.

ამრიგად, მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეულმა შეკითხვებმა შეიძლება მოსწავლეს თავის არიდების საშუალება აღარ მისცეს და ხელი შეუწყოს მისი აზროვნების აქტივაციას. სწორედ დამაზუსტებელი შეკითხვების გამოყენებით

არის შესაძლებელი მოსწავლეებისათვის აზროვნების სწავლება.

 

* კრიტერიუმი არის [ბერძ. ცრიტერიონ მსჯელობის, გადაწყვეტის საშუალება] პრინციპი (ნიშან-თვისება) რომლის მიხედვითაც რაიმეს აფასებენ, განსაზღვრავენ.

თავი მეოთხე: დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის ხელოვნება: შემთხვევების განხილვა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინიდან ამ თავში განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ასახავს თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონეების ამოქმედება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში. მოცემულია დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის ტექნიკა. ანალიზის დონე - ბლუმის ტაქსონომიის მიხედვითმათემატიკის გაკვეთილზემოცემულობა ხელოსანი იატაკში აჭედებს 15 სმ სიგრძის ლურსმანს. ლურსმანი ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე იატაკში 6 მილიმეტრით ესობა. დავალება: ექნება თუ არა რომელიმე დარტყმის შემდეგ ლურსმანს ამოყოფილი თავი იატაკიდან ზუსტად 4 მილიმეტრით?მეთოდი სავარაუდოდ, მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდთ დავალების შესრულება და მოკლე პასუხები გასცენ ამოცანას დეტალური ანალიზის გარეშე, ამ დროს მასწავებელმა მარტივისეკიტხვების დასმით ჩამოიყვანოს მოსწავლე უფრო დაბალ დონეზე გაგება - გამოყენებაზე და შემდეგ გაანალიზოს პროცესი.

მიმდინარეობა

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი თანმიმდევრობით: შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე

1. მონაცემები ჩაქუჩის რამოდენიმე დარტყმისათვის გამოსახე ცხრილის სახით.

გამოყენება

2. გამოსახე ჩაქუჩის დარტყმისა და ლურსმნის იატაკიდან ამოშვერილი ნაწილის სიგრძის დამოკიდებულება ფორმულით.

გამოყენება

3. აღწერე მიღებული ფორმულის პარამეტრების შინაარსი და მათი სავარაუდო მნიშვნელობები (ფუნქციის განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე) მოცემული ამოცანის კონტექსტში.

ანალიზი

4. ექნება თუ არა რომელიმე დარყმის შემდეგ ლურსმანს ამოყოფილი თავი იატაკიდან ზუსტად 4 მილიმეტრით?

შეფასება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილზემოცემულობა დამბალი წამოდუღებული A B დრო B დრო A დააკვირდი სურათს. ცდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თესლები დაალბეს წყალში. შემდეგ ეს თესლები თანაბრად გაანაწილეს AA და BB ჭურჭელში.

B ჭურჭელში მოთავსებული თესლები წამოადუღეს. ორივე ჭურჭელში

მოათავსეს თერმომეტრი. გრაფიკები გვიჩვენებს A და B ჭურჭელში თესლების ტემპერატურის ცვლილებას 5 საათის განმავლობაში.

დავალება: როგორ ფიქრობ, რატომ გვიჩვენებს გრაფიკები განსხვავებულ

შედეგებს?მეთოდი

სავარაუდოდ, მოსწავლეებს გაუჭირდებათ დავალების შესრულება და არგუმენტების სრულფასოვნად ჩამოყალიბება. ისინი დასმულ კითხვას ძირითადად მოკლე პასუხებს გასცემენ. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა მარტივი კითხვების დახმარებით მოსწავლეები უფრო დაბალ, გაგება-გამოყენების დონეზე უნდა ჩამოიყვანოს. უნდა გამოიყენოს შესაბამისი კითხვები, რითაც საბოლოოდ ანალიზის დონეზე გაიყვანს მოსწავლეებს. მიმდინარეობა მასწავლებელი შეკითხვებს შემდეგი თანმიმდევრობით სვამს: შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე

1. დააკვირდით ნახაზს, რას გამოხატავს გრაფიკი?

გაგება

2. რა ცვლადების დამოკიდებულებას გვიჩვენებს გრაფიკი?

ცოდნა/გაგება

3. რით განსხვავდება თესლები A და B ჭურჭელში?

ცოდნა/გაგება

4. როგორ ფიქრობ, რა გამოიწვია ამ განსხვავებამ?

ანალიზი

5. ახსენი განსხვავებული შედეგების მიზეზი A და B ჭურჭელში.

ანალიზი

ტემპერატურა

ტემპერატურა

სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მოცემულობა

მოსწავლეთა ნამუშევრები

დავალება: მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ნამუშევრებზე.მეთოდი

სავარაუდოდ, მოსწავლეები ემოციური დამოკიდებულების გამოხატვით შემოიფარგლებიან და თავს აარიდებენ რთული მრავალჯერადი ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთებას. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სასურველია, განსხვავებული აზრის მიმღებლობის განვითარებაც. მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს მოსამზადებელ პერიოდს. მოსწავლეების შემზადებას იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი ნამუშევარზე, საჭიროა მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ყველანი ვუმზერთ ერთსა და იმავეს, მაგრამ სხვადასხვა თვალით. მათ უნდა გაიგონ, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი და დამო კიდებულებაა და ყველა თავისებურად მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე უმჯობესია, მასწავლებელმა არ მიაწოდოს ზედმეტი ინფორმაცია ნამუშევრის შესახებ, რათა ამან არ მოახდინოს გავლენა, მოსწავლეთა პირველ შთაბეჭდილებაზე და არ შეუშალოს ხელი აზრის გამოთქმაში. ეს იგივეა, რომ მოთხრობის კითხვისას ჯერ დასასრული წავუკითხოთ და შემდეგ მივუბრუნდეთ დასაწყისს; ნამუშევრის გაცნობა აღმოჩენის პროცესს უნდა გავდეს.მიმდინარეობა

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი თანმიმდევრობით: შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე

1. რა განწყობას გიქმნით ეს ნახატი? (ნახატი არის კაშკაშა, ასხივებს ბედნიერებას)

2. რას ხედავ სურათზე, რა ხატია?

გაგება

3. რამ განსაზღვრა, რომ ეს სურათი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს? (მხატვარმა ბუშტი დახატა კაშკაშა ფერებით და უფრო დიდი, ვიდრე ადამიანები)

გამოყენება/ანალზი

4. რა კავშირია იმ საგნებს შორის რომლებსაც თქვენ ხედავთ სურათზე?

ანალიზი

5. რისი გამოხატვა სურდა ავტორს ამით?

ანალიზისაზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზემოცემულობა

მერვე კლასის სახელმძღვანელოში თემა: ევროპის ეკონომიკა მე-18 - მე-19 საუკუნეების მიჯნაზე, ევროპის რუკა, რომელზეც დატანილია ქვეყნები, ბუნებრივი რესურსები, მრეწველობის დარგები და ინფრასტრუქტურა

შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე

1. ახსენით ურთიერთმიმართება ბუნებრივ რესურსებს, მრეწველობის დარგებსა და კომუნიკაციებს შორის?

ძირითადი შეკითხვა: ანალიზი

2. რა არის ბუნებრივი რესურსი? ჩამოთვალეთ რამოდენიმე.

ცოდნა

3. ჩამოთვალეთ რომელი რესურსებია მოცემული რუკაზე და სად?

გამოყენება

4. შეადგინე და შეავსე ცხრილი: რომელი (ან რამდენი) ბუნებრივი რესურსები, რა მრეწველობის დარგები და რა სახის კომუნიკაციები არის განვითარებული მოცემულ ქვეყნებში.

გამოყენება

5. მოძებნე მსგავსება და განსხვავება ქვეყნებს შორის?

ანალიზი

6. რა მიმართებაა ბუნებრივ რესურსებს, მრეწველობის დარგებსა და კომუნიკაციებს შორის? (პირველი კითხვა მეორდება)ანალიზი ბი, რკინიგზა, პორტები და ა.შ.).

დავალება: ახსენით ურთიერთმიმართება ბუნებრივ რესურსებს, მრეწველობის

დარგებსა და კომუნიკაციებს შორის?მეთოდი დაისმება კითხვა, რომელზეც სავარაუდოდ, მოსწავლეებს გაუჭირდებათ პასუხის გაცემა იმის გამო, რომ ეს დავალება მოითხოვს რთული მრავალჯერად ანალიზის შედეგად კავშირების დადგენას. პირველი კითხვის შემდეგ მასწავლებელი მარტივი კითხვებით იწყებს (ბლუმის შემეცნების დონეებიდან «ცოდნით») და უფრო და უფრო ართულებს. მოსწავლეებს ამ შემთხვევაში უფრო უადვილდებათ ანალიზის მთელი პროცესის გავლა.მიმდინარეობა მაგ. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი თანმიმდევრობით:

სინთეზის დონე - ბლუმის ტაქსონომიის მიხედვითმათემატიკის გაკვეთილზემოცემულობა დავალება: საჭიროა დავამზადოთ ბანკომატი (ფულის გასაცემი მოწყობილობა).

გარდა მისი გამართულად მუშაობისა, ძირითადი მოთხოვნაა, რომ მან დახრჯოს მასში ჩალაგებული ბანკნოტების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი ხშირად შევსება. მაგ., დარჩა მხოლოდ 20 ლარიანი და 50 ლარიანი ბანკნოტები, მაშინ 30 ლარის გაცემა შეუძლებელი იქნება.მეთოდი მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა - მიმართულების მიმცემი ინსტრუქციების მეშვეობით ალბათ, აუცილებელი იქნება - მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, რადგან შეიძლება არ იცოდნენ როგორ შეასრულონ დავალება. ამავე დროს ინსტრუქციების მიცემისას გარკვეული სიფრთხილეცაა საჭირო, რადგან ზედმიწევნით განსაზღვრული ინსტუქცია მოსწავლის ფანტაზიას აღარ აძლევს გასაქანს. ამიტომ, სასურველია, ინსტრუქციით განისაზღვროს ამოცანის ამოხსნის მხოლოდ ძირითადი საფეხურები, ხოლო საფეხურის ფარგლებში (ჩარჩოებში) მოქმედების პრეროგატივა დავუტოვოთ მოსწავლეებს.მიმდინარეობა

სამუშაოს საფეხურების მიხედვით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ასეთ დავალებებს:შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე

1. ჩამოწერეთ რა ღირებულების ბანკნოტებია ( ქაღალდის  ფული) ხმარებაში საქართველოში (ამ ეტაპზე საკმარისია შემოვიფარგლოთ 100 ლარზე ნაკლები თანხით, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს გააადვილებს გამოთვლებს, ადვილი შესამჩნევია, რომ უფრო დიდი თანხის განხილვა პრინციპულად არაფერს ცვლის).

ცოდნა

2. განიხილეთ რამოდენიმე კერძო მაგალითი. როგორ გასცემდით 1, 2, 3, ... 9 ლარის ტოლ თანხას? ამ კერძო შემთხვევებიდან თითოეულისათვის მოსწავლეებმა უნდა დააფიქსირონ თანხის ის დაშლა, რომლის დროსაც ბანკნოტების უმცირესი რაოდენობა გამოიყენება.

გაგება

3. როგორ ჩამოაყალიბებდით ამ ამოცანას მათემატიკურად?

გამოყენება

4. სასურველია ეს კერძო შემთხვევები რაიმე ფორმით აღვნუსხოთ. 20-ის ფარგლებში ყოველი რაოდენობისათვის, ჩამოვწეროთ რიცხვების დაშლის შესაძლო ვარიანტები (დაშლაში მონაწილეობენ მხოლოდ ბანკნოტების შესაბამისი რიცხვები). როგორი დიზაინია უკეთესი მათ ჩასაწერად (რომ უკეთ შევამჩნიოთ კანონზომიერება)? ამ დროს არ არის აუცილებელი ყველა შესაძლო ვარიანტის ჩამოწერა, რადგან თითქმის ყველა მოსწავლე ხვდება, რომ მაგ., 10=1+1+1+1+2+2+2 დაშლა არ ვარგა.

გამოყენება

5. რა კანონზომიერებას ამჩნევთ? რომელი დაშლაში გამოიყენება ყველაზე ნაკლები რიცხვი? (მოცემული რიცხვისათვის ოპტიმალური დაშლა მიიღება, თუ დავიწყებთ უდიდესი რიცხვით, რომელიც ამ რიცხვზე ნაკლებია და ყოველ შემდგომ ნაბიჯზე იგივეს გავიმეორებთ).

ანალიზი

6. მას შემდეგ, რაც პრობლემა ემპირიული გზით გადაიჭრა 20-ის ფარგლებში, სასურველია ვიფიქროთ მის განზოგადებაზე. გამოდგება თუ არა იგივე ხერხი 20-ზე დიდი რიცხვებისათვის? ამ შემთხვევაში ემპირიული გზა ნაკლებად გამოსადეგია, რადგან რიცხვების რაოდენობა დიდია და ყველას დაშლა და მათი ჩამოწერა არაეფექტურია. ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზოთ დაასაბუთონ ამ ხერხის ვარგისიანობა. ამისათვის მათ უნდა გაიარონ გარკვეული საფეხურები.

ანალიზი

7. დავიწყოთ იმ რიცხვებით, რომლებიც 5-ის ჯერადია. როგორ დააკავშირებდით ამ შემთხვევას იმ კანონზომიერებასთან, რომელიც 20-ის ფარგლებში უკვე დავადგინეთ?

ანალიზი

8. ახლა გადავიდეთ იმ რიცხვებზე, რომლებიც 5-ზე არ იყოფა. გაიხსენეთ, რა შეიძლება ითქვას ასეთ რიცხვებზე? როგორ მივიღოთ ამ რიცხვისაგან ისეთი, რომელიც 5-ზე იყოფა?

სინთეზი

9. 5-ის ფარგლებში ოპტიმალური დაშლა უკვე ვიცით. ასევე ვიცით იმ რიცხვების ოპტიმალური დაშლა, რომლებიც 5-ზე იყოფა. ამ ორი ფაქტისა ნაშთების შესახებ ცოდნის შეჯერებით როგორ მივიღოთ ოპტიმალური დაშლის ზოგადი ხერხი?

სინთეზი

10. ალგორითმის ჩამოყალიბების შემდეგ სასურველია მისი რეალიზაცია ელექტრონული ცხრილის საშუალებით. სავარაუდოდ, ეს მოსწავლეებს გაუჭირდებათ, მაგრამ სამუშაო შესრულდება მასწავლებელთან ერთად;

სინთეზი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილზემოცემულობა

მოსწავლეებს გავლილი აქვთ გარკვეული თემა და მათ ევალებათ თემასთან

დაკავშირებული კანონზომიერების ექსპერიმენტული დადასტურებისთვის

ცდის დაგეგმვა.

დავალება: დაგეგმეთ ცდა.მეთოდი

მოსწავლეებმა, შესაძლოა, არ იცოდნენ როგორ შეასრულონ დავალება. ამიტომ მათ დახმარება დასჭირდებათ. ამ დროს გარკვეული სიფრთხილეცაა საჭირო, რადგან ზედმეტად დეტალიზებულმა ინსტრუქციამ შესაძლოა მოსწავლის ფანტაზია შეზღუდოს. სასურველია, ინსტრუქციით განისაზღვროს ნაბიჯები (ანუ რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოს მოსწავლემ), ხოლო თითოეული ნაბიჯის შიგნით მოსწავლეებს გარკვეული თავისუფლება უნდა მიეცეთ . მიმდინარეობა შევიმუშაოთ გეგმა:

1. განსაზღვრეთ რისი აღმოჩენა გსურთ?

2. გამოყავით ის ცვლადები, რომელთაც უნდა დააკვირდეთ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად;

3. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა - ანუ განსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგი;

4. განსაზღვრეთ საჭირო მასალა და აღჭურვილობა;

5. განსაზღვრეთ, უსაფრთხოების რა ნორმებს უნდა მიექცეს ყურადღება;

6. განსაზღვრეთ ცდის მიმდინარეობის ეტაპები;

7. განსაზღვრეთ, როგორ აღრიცხავთ დაკვირვების შედეგებს;

8. გააკეთეთ დასკვნა მიღებული მონაცემების საფუძველზე.სახვითი ხელოვნების გაკვეთილზემოცემულობა

დავალება - მოსწავლეებმა უნდა შექმნან მცირე პლასტიკის ნიმუში.მეთოდი ამ დროს მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, რადგან შეიძლება არ იცოდნენ, როგორ შეასრულონ დავალება, ამავე დროს გარკვეული სიფრთხილეცაა საჭირო, რადგან ზედმიწევნით განსაზღვრული ინსტუქცია მოსწავლის ფანტაზიას აღარ აძლევს გასაქანს. ამიტომ სასურველია ინსტრუქციით განისაზღვროს ნაბიჯები, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს მოსწავლემ, მაგრამ თითოეული ნაბიჯის შიგნით, გარკვეული თავისუფლებაც უნდა მიეცეთ მათ. მიმდინარეობა 1. მოიფიქრეთ, რას გააკეთებთ - ცხოველს, ფრინველს თუ ადამიანს;

2. განსაზღვრეთ, თქვენ მიერ შერჩეულ გამოსახულებაზე (ვთქვათ

ცხოველზე), რომელ სახასიათო ნიშნებს გამოყოფთ საგანგებოდ

3. შეარჩიეთ მასალა, რომლითაც უკეთ შეძლებთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას;

4. თუ გამოსახულებას თიხისგან გამოძერწავთ, შეგიძლიათ, მაშინვე ამოკაწროთ

მასზე დეტალები, მაგრამ თუ საღებავით დეტალების დახატვას მოინდომებთ, გაითვალისწინეთ, რომ თიხა ჯერ უნდა გაშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ფერით მასზე მუშაობა.

 ქართული ენის გაკვეთილზემოცემულობა

დავალება: აღწერეთ ნაცნობი ადგილი (თქვენი სახლის ან სკოლის ეზო, სურათი, რომელიც თქვენი ფანჯრიდან მოსჩანს, პეიზაჟი, რომელიც გინახავთ ფილმში ან ცხოვრებაში, თქვენი სოფლის ან ქალაქის ხედები, სათამაშო მოედანი ან დასასვენებელი პარკი, ან სულაც თქვენი ფანტაზიით წარმოსახული გარემო); შეეცადეთ აღწერაში გამოჩნდეს თქვენი დამოკიდებულება აღწერის საგნის მიმართ.მეთოდი მოსწავლეებმა უნდა შექმნან აღწერით ტექსტი. მასწავლებელი ახსენებს, რომ კარგი აღწერა ის იქნება, რომელიც ცოცხლად წარმოუდგენს მკითხველს თვალწინ თქვენ მიერ აღწერილ ადგილს. ამ დროს მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, რადგან შეიძლება არ იცოდნენ როგორ შეასრულონ დავალება, ამავე დროს გარკვეული სიფრთხილეცაა საჭირო, რადგან ზედმიწევნით განსაზღვრული ინსტუქცია, მოსწავლის ფანტაზიას აღარ აძლევს გასაქანს. ამიტომ სასურველია ინსტუქცით განისაზღვროს ნაბიჯები, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს მოსწავლემ, მაგრამ თითოეული ნაბიჯის შიგნით, გარკვეული თავისუფლებაც უნდა მიეცეთ მათ. მიმდინარეობა სამუშაოს შესრულება რომ გაგიადვილდეთ, დაგეგმეთ ის შემდეგი ეტაპების მიხედვით:1.მოსამზადებელი ეტაპი:აირჩიეთ თემა (ანუ გადაწყიტეთ, რას აღწერთ);განსაზღვრეთ აუდიტორია (ანუ ვინ იქნება თქვენი მკითხველი ან მსმენელი); დაისახეთ მიზანი (განსაზღვრეთ რა გსურთ, დადებითი განწყობა გინდათ აღძრათ მკითხველში თუ უარყოფითი, მისი დაინტერესება გსურთ თუ, უბრალოდ, გართობა?);შეარჩიეთ დეტალები (სურათები)


 (დააფიქსირეთ, რაზე გაამახვილებთ ყურადღებას: რას უნდა ხედავდეს, რას უნდა გრძნობდეს, რა უნდა ესმოდეს მკითხველს? რა შედარებებს გამოიყენებთ ამისათვის?);

 

2. შავად დაწერის ეტაპი:

დაალაგეთ შერჩეული დეტალები (სურათები) და შექმენით შავი მონახაზი,

რომელსაც შემდეგ დაამუშავებთ. აღწერის დროს დეტალები შეიძლება ორნაირად დავალაგოთ: მნიშვნელობის მიხედვით (ანუ დავიწყოთ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანით და დავამთავროთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ან მოულოდნელი დეტალით); სივრცეში განლაგების მიხედვით (ანუ აღწერეთ ისინი იმის მიხედვით, რა თანმიმდევრობითაც ხვდება თვალში მხილველს).3. გადამუშავების ეტაპი: ყურადღებით გადაიკითხეთ ნაწერი, დაფიქრდით, გამოხატეთ თუ არა, რისი თქმაც გინდოდათ; ხომ არ დაამატებდით ან გამოაკლებდით რაიმეს?

წააკითხეთ ვინმეს (თანაკლასელს, მშობელს, უფროს დას ან ძმას) და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.4. რედაქტირების ეტაპი: წარდგენის წინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ნაწერი და კიდევ ერთხელ დაფიქრდით: გამართულია თუ არა ყველა წინადადება; სწორად წერია თუ არა ყველა სიტყვა (ასოებს ხომ არ ყლაპავთ? თუ რომელიმე სიტყვის დაწერილობაში ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ უფროსებს ან ჩაიხედეთ ორთოგრაფიულ ლექიკონში); სწორად გამოიყენეთ თუ არა სასვენი ნიშნები;

გარკვევით იკითხება თუ არა ხელნაწერი.5. თვითშეფასების ეტაპი:

ნაწერის წარდგინების, ანუ მასწავლებლისა და თანაკლასელების რჩევებისა

და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, დაფიქრდით, რით იყო სასარგებლო თქვენთვის მთელი ეს პროცესი. აი, რამდენიმე კითხვა, რომლებიც თვითშეფასებაში

დაგეხმარებათ:

რა ისწავლეთ ისეთი, რაც ადრე არ იცოდით?

თავიდან რომ დაგეწყოთ ამ დავალების შესრულება, რას შეცვლიდით თქვენს ნაწერში?

როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას სხვა წერით დავალებების შესრულებისას?

საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზემოცემულობა სახელმძღვანელოში მოცემულია წყარო: გეორგიევსკის ტრაქტატი.

დავალება: რა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი

წარმატებული ყოფილიყო?მეთოდი ამ დროს მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, რადგან შეიძლება არ იცოდნენ, როგორ შეასრულონ დავალება. თუ მოსწავლეს ამ მოვლენის სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული შეფასების სხვადასხვა ვერსიას მივაწოდებთ - მაშინ იგი ამ ვერსიების ანალიზით ან შეფასებით შემოიფარგლება. მოსწავლე აირჩევს მათ შორის ერთ-ერთს; ასეთ შემთხვევაში ვერ გავალთ სინთეზის დონეზე.მიმდინარეობა წყაროების გაცნობის შემდეგ, მოსწავლეს დავუსვათ მარტივი შეკითხვები:

შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე1. რა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი წარმატებული ყოფილიყო?ძირითადი შეკითხვა- სინთეზი2. ტრაქტატის რა პუნქტები იცავს ქართლ-კახეთის უფლებებს? ცოდნა-გაგება3. რა უფლებები რჩება დაუცველი? ანალიზი 4. რა პოლიტიკური ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი ამ უფლებების უზრუნველყოფა? სინთეზი

შეფასების დონე - ბლუმის ტაქსონომიის მიხედვითშეფასება ცოდნის გამოყენებით მათემატიკის გაკვეთილზე მოცემულობა დავალება: სასკოლო ავტობუსისათვის ოპტიმალური მარშრუტის შერჩევამეთოდი სავარაუდოდ, მოსწავლეებს გაუჭირდებათ ამ ამოცანის შესრულება. პირველი კითხვის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს, დაუსვას მათ შედარებით მარტივი კითხვა, რომელიც ცოდნის დონეზე გადის და შემდეგ ნელ-ნელა ამოვიდეს ზევით. მიმდინარეობა მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი თანმიმდევრობით:

შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე1. ახსენი სიტყვა ოპტიმალურის მნიშვნელობა ამ ამოცანის კონტექსტში (რა კრიტერიუმებით შეიძლება განისაზღვროს მარშრუტის ოპტიმალურობა - უსაფრთხოება, ბენზინის მინიმალური ხარჯი,..)ცოდნა2. განსაზღვრეთ ვისგან და რა სახის ინფორმაცია გჭირდებათ მარშრუტის შესადგენად?გაგება3. შეადგინეთ კითხვარი, ჩაატარეთ გამოკითხვა, წარმოადგინეთ მონაცემები (ცხრილი, დიაგრამა)გამოყენება4. მოახდინეთ ამოცანის ვიზუალიზაცია (რუქაზე აღნიშნეთ სკოლის ავტობუსის გაჩერების სავარაუდო პუნქტები, ამ პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები)გამოყენება5. გაიხსენეთ მასშტაბის ცნება და იპოვეთ თითოეული მარშრუტის სიგრძე მიახლოებითგამოყენება6. დააკავშირეთ მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთთან და აირჩიეთ საუკეთესო მარშრუტი. შეფასება

სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მოცემულობა

სხვადასხვა თემაზე და სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრების რეპროდუქციები. დავალება: მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ნამუშევრებზე.მეთოდი

სავარაუდოდ, მოსწავლეები ემოციური დამოკიდებულების გამოხატვით შემოიფარგლებიან და თავს აარიდებენ რთული მრავალჯერადი ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთებას. პირველი კითხვის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს, დაუსვას მათ ძალიან მარტივი კითხვა, რომელიც ცოდნის დონეზე გადის და შემდეგ ნელ- ნელა ამოვიდეს ზევით. მიმდინარეობა მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი თანმიმდევრობით:

შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე1. რომელი ნამუშევარი მოგწონთ?2. დააკვირდი ნამუშევრებს3. გამოყავით ნამუშევარი, რომლებიც მოგეწონათ4. აღწერეთ ნამუშევარი, რა არის დახატული?ცოდნა/გაგება5. რა მასალა გამოიყენა ავტორმა?გაგება/გამოყენება6. ნიმუშის მიხედვით არის შექმნილი, თუ ავტორის ფანტაზიით?გაგება/ანალიზი7. რა სახასიათო ნიშნებია ხაზგასმული ნამუშევარში?ანალიზი8. არის თუ არა შერჩეული ადეკვატური მასალა?შეფასება9. გამოთქვი შენი დამოკიდებულებაშეფასება საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზემოცემულობა ცნობები ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარების ორი ვერსიის შესახებ და შესაბამისი რუკა. დავალება: დააკვირდით ქვემოთ მოცემულ კავკასიის რუკას. რომელი ვერსიაა თქვენთვის მისაღები?

მეთოდი

სავარაუდოდ, მოსწავლეები მოკლე პასუხებს გასცემენ და თავს აარიდებენ რთული მრავალჯერად ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთებას. პირველი კითხვის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს, დაუსვას მათ ძალიან მარტივი კითხვა, რომელიც ცოდნის დონეზე გადის და შემდეგ ნელ- ნელა ამოვიდეს ზევით. მიმდინარეობა მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ავალებს მოსწავლეებს გარკვეულ სამუშაოს შემდეგი შ ე კ ი თ ხ ვ ე ბ ი:აზროვნების შესაბამისი დონე1. რომელი ვერსიაა თქვენთვის მისაღები?ძირითადი შეკითხვა-შეფასება2. რა არის კონტინენტი, რა არის რეგიონი? გაიხსენეთ განსაზღვრება.ცოდნა3. როგორ ხდება საზღვრების გატარება, რა პრინციპებს ეფუძნება?გამოყენება4. რატომ ჭირს საზღვარის გატარება ევროპასა და აზიას შორის ?ანალიზი5. რა შედეგს მოიტანს საზღვრის გატარების I ვერსია, რა შედეგს მოიტანს საზღვრის გატარების II ვერსია.ანალიზი6. ჩამოაყალიბეთ დასკვნა ამ მსჯელობის საფუძველზე.შეფასება

დავალება: რომელი ვერსიაა თქვენთვის

მისაღები.

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დოკუმენტები / უავტორო / როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება