ჩონგი კერტის 

 

რატომ ვერ გახდება ღმერთი დოქტორი

 

 

თარგმნა – ლევან რამიშვილმა

 

 

 

1) აქვს მხოლოდ ერთი მთავარი ნაშრომი

 

2) ნაშრომი დაწერილია ებრაულად

 

3) არ აქვს მითითებული წყაროები

 

4) ნაშრომი არ გამოქვეყნებულა რეცენზირებად ჟურნალში

 

5) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი საერთოდ არაა ამ ნაშრომის ავტორი

 

6) შესაძლოა მართალია, რომ მან სამყარო შექმნა, მაგრამ რა გააკეთა ამის მერე?

 

7) მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია

 

8) სამეცნიერო საზოგადოება დიდ სირთულეებს აწყდება, მის მიერ მიღებული შედეგების გამეორების ცდის დროს.

 

9) მას არასოდეს მიუმართავს ეთიკური საბჭოსთვის ცოცხალი არსებების გამოყენების ნებართვის შესახებ.

 

10) როდესაც ერთი ექსპერიმენტი არასწორად ჩატარდა, მან მისი მიჩქმალვა ექსპერიმენტის მონაწილეთა დახრჩობით სცადა.

 

11) ის იშვიათად ჩნდებოდა აუდიტორიაში. სტუდენტებს მხოლოდ ნაშრომის წაკითხვას ურჩევდა.

 

12) ამბობენ, რომ მასწავლებლად თავისი შვილი დანიშნა

 

13) თავისი პირველი 2 სტუდენტი სწავლის გამო გარიცხა

 

14) იმის მიუხედავად, რომ სულ 10 მოთხოვნა ჰქონდა, მისი სტუდენტების უმრავლესობა ჩაიჭრა

 

15) მასთან მიღება ხდება მეტად სპონტანურად და ისიც ძირითადად მთის მწვერვალზე.

 

16) არ გააჩნია კოლეგებთან მუშაობის გამოცდილება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჩონგი კერტის / რატომ ვერ გახდება ღმერთი დოქტორი