ძმები გრიმები

უძღები შვილი

 მთარგმნელი – შელეგია მარიამ

 

ერთხელ, ერთ შორეულ სოფელში, ცოლ-ქმარი მაგიდას მიუსხდა, სადილად შემწვარი ქათამი ჰქონდათ, ქმარს ქათმის შუაზე გაყოფა სურდა, მაგრამ უეცრად ოთახში მისი მოხუცი მამა შემოვიდა. კაცმა მაშინვე სტაცა ქათამს ხელი და დამალა. ბერიკაცმა ერთი ყლუპი წყალი მოსვა და გერეთ გავიდა. კაცი მიბრუნდა უნდოდა ქათამი კვლავ გამოეტანა და რას ხედავს, ქათამი დიდ მწვანე გომბეშოდ გადაქცეულიყო. გომბეშო ახტა, დახტა და კაცს სახეში შეახტა. კაცი ცდილობდა მის მოშორებას მაგრამ ამაოდ, მასთან მიახლოებასაც კი ვერავინ ბედავდა. მას შემდეგ უძღებ შვილს ყოველდღე უწევდა გომბეშოს გამოკვება, წინააღმდეგ შემთხვევაში გომბეშო მას სახეს მოაჭამდა. ასე მოსვენებადაკარგული და გატანჯული დაეხეტებოდა უძღები შვილი წინ და უკან, ცხოვრების ბოლომდე, თავისი უმადურების გამო.

 

 

ჭკვიანი მოსამსახურე       

 მთარგმნელი – შელეგია მარიამ

 

რა ბედნიერია ბატონი, რომელსაც ჭკვიანი მოსამსახურე ჰყავს, რომელსაც მისი ყოველი სიტყვა ესმის და ყველა დავალებას უყოყმანოდ ასრულებს.

ერთხელ ბატონმა თავისი ერთ-ერთი მსახური სახელად ჰანსი დაკარგული ძროხის საძებნელად გაგზავნა. ჰანსი დიდხანს შეყოვნდა. ბატონი ფიქრობდა: ,,საწყალი ჰანსი ალბათ თავს არ ზოგავს, რომ ძროხა იპოვოსო. უკვე ბინდი ჩამოწვა მსახური კი არსად ჩანდა, ბატონი დაღონდა, რაიმე უბედურებას ხომ არ გადაეყარაო და მის საძებნელად წავიდა. ხედავს ჰანსი ტყის პირას მინდორში დგას და ბოლთასცემს. ბატონი მივიდა და მშვიდად ჰკითხა:

– ჰანს ძროხა თუ იპოვეო?

– არა ძროხა არ მიპოვიაო – უპასუხა ჰანსმა მშვიდად

– მაშ რა იპოვე? ჰკითხა გაკვირვებულმა ბატონმა

– რაღაც ბევრად უკეთესი, მე ბედნიერება ვიპოვეო უპასუხა მსახურმა.

– აბა მაჩვენე რა იპოვე? – უთხრა ბატონმა

– მე სამი შაშვი ვიპოვე – უთხრა მოსამსახურემ.

– სად არიან ისინი – ჰკითხა გაოცებულმა ბატონმა, რომელიც იქაურობას გაფაციცებით ათვალიერებდა.

– ერთს – ვხედავ, მეორესი – ხმა მესმის, მესამეზე კი ვნადირობო. მიუგო ჭკვიანმა ჰანსმა. ბატონი დაიბნა, არ იცოდა როგორ შეპასუხებოდა ჰანსს.

 თქვენც მიბაძეთ ჰანსს. ნუ დაგამონებთ თქვენი ბატონების ბრძანებები. არასოდეს დაგავიწყდეთ იმის კეთება, რაც მოგწონთ და ცხოვრებას გიხალისებთ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ძმები გრიმები / უძღები შვილი