ეთნოგრაფიული საქართველო

 

«ნათესავით მხნენი»

      საქართველოს უნიკალური ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა და კულტურულ-ყოფითი თავისებურება გააჩნია. ის წარმოადგენს თავისებურ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

      ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე სხვა ერების კულტურათა ზეგავლენაც განიცადა, რამაც საკმაოდ ღრმა კვალი დაამჩნია მათ წეს-ჩვეულებებს და ზნეობას, მაგრამ «ძირითადი მათთვის არის ძველი ტრადიციული ყოფა, საკუთარი წესი ცხოვრებისა, რომელიც ახლაც არ გაუგდიათ ხელიდან... ამიტომ სადაც არ უნდა წავიდნენ ისინი, ყველა გამოარჩევს ქართველს. ერთ ქართველს რომ გადაუღოთ ფოტოსურათი, ამით მთელ ქართველობაზე შეიძლება შეექმნას კაცს წარმოდგენა, მთელი ერის სურათი დაიხატება».

      როგორც სხარტად შენიშნავდა თავის დროზე რჯულმდებელი მეფე ვახტანგ მეოთხე «... ქართველთა წესნი და ქცევანი სხვა რამე არს და არა მიჰგავს სხვათა ქუეყანისა რიგთა და ქცეულებათა, სხვა არს დიდებული და თავადი, სხვა არს სისხლი და სიკუდილი, სხვა არს ღალატი და უკადრისი».

      »საქართველო თავისი ძირითადი ეთნოგრაფიული მახასიათებლებით უდავოდ განეკუთვნება ცივილიზებული სამყაროს მოწინავე და მრავალმხრივ საინტერესო ქვეყნების თანრიგს. მისი თითოეული დიდი თუ პატარა პროვინცია თავისი ორიგინალური კულტურულ-ყოფითი იერსახით გამოირჩევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი - განუმეორებელი კუთხური თავისებურებებით, რაც ერთ მთლიანობაში, განაპირობებს კიდეც სრულიად საქართველოს განსაცვიფრებელ ეთნოგრაფიულ მოზაიკურობას და არაჩვეულებრივ მიმზიდველობას. ვფიქრობთ, ოდნავადაც არ გადავაძარბებთ თუ ვიტყვით, რომ ყოფითი კულტურის განვითარების საერთო დონით, ეროვნული ტრადიციების იშვიათი სინატიფით და ე.წ. კუთხურობის ფენომენალური ფორმებით ქართველი ხალხი ტოლს არ უდებს მსოფლიოს ეთნოკულტურულ ელიტაში  შემავალ ისეთ დიდ ერებსაც კი, როგორებიცაა მაგალითად, ბერძნები, ინდუსები ან ჩინელები».

      მართლაც, თუ ჩვენ თვალს შევავლებთ საუკუნეების მანძილზე ტერიტორიულად შეკვეცილი საქართველოს აწინდელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რუკას, უმალ დავრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების უნიკალურ შენაზავს, სადაც «თითოეულ მხარეს «თავისი ისტორია» აქვს. ზოგადისა და საერთოს გვერდით თითოეულ მათგანს დანარჩენთაგან განსხვავებული ისტორიული განვითარების თავისებურებანიც გააჩნია».

      ამასთან, მრავალრიცხოვან კუთხეებად დაყოფის მიუხედავად «... ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ეთნოგრაფიული მთლიანობა თავისი ქვეყნისა», რაც თავისთავად, მათი ეთნიკური თვითშეგნების ჯეროვანი სიმტკიცის თვალსაჩინო მოწმობაა. ფაქტია, რომ «საქართველოს ესა თუ ის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ქართველი ხალხის ამა თუ იმ ეთნოტერიტორიული ჯგუფის ოდინდელ და თანამედროვე სამკვიდრებელს წარმოადგენს. ასეთ ეთნოტერიტორიულ ჯგუფებად კი გვევლინებიან: ქართლელები, კახელები, ქიზიყელები, ინგილოები, მესხები, ჯავახები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, მოხევეები, მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ქსნელები, მეგრელები, სვანები, იმერლები, რაძველები, ლეჩხუმლები, გურულები, აძარლები, ქობულეთლები (ან ქობულელნი), იმერხევლები ( ოდინდელი შავშები), ნიგალელები (ან ლივანელები  ოდინდელი კლარჯები), ძანები (ან ლაზები) და ფერეიდნელები, რომელნიც განსახლებულნი არიან შესაბამისად: ქართლში, კახეთში, ქიზიყში, სამცხეში, ჯავახეთში, ხევსურეთში, ფშავში, ხევში, მთიულეთში, გუდამაყარში და სხვა კუთხეებში». «ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი (აქ «ქართველებში» ქართლელები იგულისხმებიან გ.გ.), არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, შუენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ... სრულიად ქრისტეანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტეანენი, არამედ კლარჯეთს გლეხნიცა უმეტესნი მოჰმადიანნი; გარნა ვინანიცა არიან ქრისტეანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან, ვინაითგან არღარა რაისა მორჩილებენ ქართლის კათალიკოზსა, და ბერძენთა არა სცალს მათთვს. ამისთვს უეფისკოპოზონი და უხუცონი არიან, თვნიერ რომელნიმე ქართლს იკურთხიან. ენა საკუთრად აქუსთ იგივე ქართული. გარნა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა და თვსთა სახლებთა ანუ ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყვან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი, და ქრისტეანენი ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა, ვითარცა თრიალელნი და გულისხმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი».

  ჭანეთის მოსახლეობაზე(ლაზები) ვახუშტი წერს: «... კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე».კახელების ვახუშტისეული დახასიათება ასეთია: «... ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა (ე.ი. ქართლელთა, გ.გ) ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი». «ქიზიყელები ამაყი ხალხია. ცოტაოდენს წყენასაც არავის არ დაუთმობენ და არავის ადვილად არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. სიტყვა-პასუხში, სიარულსა და მიხვრა-მოხვრაში ქიზიყელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბატონ-ყმობის უღელი კისერზე არა სდგომიათ და არ დაუჩაგრავს... როცა კარგად დააკვირდები, დარწმუნდები, რომ ესენი ნიჭიერი ხალხია». »ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის «კაფიად» თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს «ჩემს ძმას»: «ვაჰმე, ჩემო ძმაო=.» ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...».  »... რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაძაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეძიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს დასცინიან... რაძველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის. არ არის საქები ის კვეხნა და ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან; მეორეს მხრით, არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაძველებს სჩვევიათ. ერთს გურულს გლეხსა ჰკითხეს: «აზნაური ხარ, თუ ყაზახიო0 (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: «კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ, თუ არაო ამ გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაძველი გლეხისაგან წინათ».»... გურული სადგომად იშენებს ფიცრის სახლს, ანუ ოდას... ტანისამოსად გურული იცვამს ჩოხასა და თავზე იხვევს ყაბალახსა; ჩოხის მაგივრად კიდევ ხმარობენ გურიაში მოკლე კოხტა გადასაცმელს წელამდე - «ძონიას», რომელიც ძლიერ ჰშვენის გურულებს... გურული კაცი მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა, სწრაფად მოსდის გული, მაგრამ ჩქარავე მშვიდდება. სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები ნიძიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ...». «მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში... მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიძიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამძრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...».   »ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ... პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ (ე.ი. მთიელ, გ.გ.) ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა...».  »... თუმცა რამდენიმე საუკუნეა გავლილი მას შემდეგ, რაც მესხნი საქართველოს განშორებულნი იყვნენ, მაგრამ აქამდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ქართველებისაგან არც ხასიათით, არც ზნეობითა და ჩვეულებით და არც შინაური ყოფა-ცხოვრებით... საზოგადოდ ხალხი მეტად შრომის მოყვარულია... ქონებით მესხნი შემძლებელი ხალხია. ოჯახობა და სახლ-კარი ლაზათიანად და ფაქიზად აქვთ მოწყობილი. უცხო კაცს უკვირს და მოსწონს იმათი სიფაქიზე და სისუფთავე... კეთილს ცხოვრებას აქ უფრო შეჩვეულია ხალხი, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში..». «...აჭარლები აგებულებითა, ენითა და ჩვეულებით ნამდვილი ქართველები არიან დღევანდლამდე... აძარელი გურულივით მარდია, მხნე და გამბედავი, თოფ-იარაღი ძლიერ უყვარს და მეტად მარჯვე მსროლელიც არის. ამას გარდა, საუკეთესო ზნეობითი თვისებანი აძარლების არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაძერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა. მთელი დღე კაცი მინდორში შეუწყვეტლად მუშაობს, დედაკაცი - სახლობაში. ყმაწვილი რა წამს მოჩიტდება, მაშინვე მწყემსად გადის და მთელს დროს ტყეში ატარებს».დასავლეთ საქართველოს მკვიდრთაგან ვახუშტი ჭალზე თბილ სტრიქონებს უჭღვნის იმერლებს5 «ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთვე იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრჭოლასა შემმართებელნი და ჭლიერნი, და არა სულგრჭელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მჭიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემჭინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქვტესად მოუბარნი...»

 

 »თავიანთი ფიზიკური აღნაგობით მოხევეები საშუალო ტანისა არიან. სხეულის სიმკვრივესთან ერთად მათ ახასიათებთ ფიზიკური ჯანმრთელობა და მოქნილობა. ტიპიური მოხევე სახით უფრო პირმრგვალია, აქვს სახის სწორი მოხაზულობა და შავგვრემანი ფერი. ფიზიკურ სისაღესთან მოხევე გულადია, მოსაქმე, მარდი და გამბედავი... მოხევე თავისი ენის მოსიყვარულეა. მიუხედავად იმისა, რომ მას მძიდრო ეკონომიურ-კულტურული კავშირი აქვს კავკავთან (ვლადიკავკაზთან, გ.გ.) და სხვა უცხო ქალაქებთან, ის მშობლიურ ენას არ ივიწყებს. ენის სიწმინდის შერყვნა მოხევეს სამარცხვინოდ მიაჩნია. მოხევეები მეტყველებენ დინჯად და გარკვევით. გონებამახვილობასთან მათ ახასიათებთ ნათელიაზროვნება და სწრაფი მოფიქრება. საუბრის დროს მოხეურად უქცევენ».  »ფიზიკური აღნაგობით მთიულები საშუალო ტანისანი არიან, მათ ახასიათებს სხეულის სიმკვრივესთან სახის ლამაზი მოყვანილობა. შეიძლება ითქვას, რომ მათში დღემდე დაცულა ქართულ სილამაზის ტიპიური იერი. მეტყველებენ წმინდა ქართული ენით, დინჯად და გარკვევით... ზნეობრივად მოსახლეობა საკმაო სიმაღლეზე სდგას. ყაჩაღობა, ქურდობა და მკვლელობა აქ იშვიათი შემთხვევაა. სტუმართმოყვარეობისა და პურმარილის ადათებს ჯერ კიდევ მტკიცედ მისდევენ».

 

   »ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეძიანი და კუნთებმაგარი. სახით ის შავგვრემანია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და შავი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იძვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს».»ფიზიკურად თუშები მაგარი და ჯანმრთელი ხალხია... თუშის ტიპი ქართულია. მას აქვს სახის სწორი მოყვანილობა, ფერით შავგვრემანია და ტანით საშვალ სიმაღლისა. მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია; იგი მტერს მტრულად უხვდება და მოყვარეს მოყვრულად. საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში თუში ზრდილი და თავაზიანია. მას უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეძა. თუში ამასთანავე მომძირნეა, დროსა და ადგილას ანგარიშიანიც; ის აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში მარდი. თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით».

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეთნოლოგია / უავტორო / ეთნოგრაფიული საქართველო