თოფჩიშვილი როლანდ

 

ამერიკის ეთნოლოგია

 

 

 

 

წინათქმა წინამდებარე წიგნის ავტორმა 2003 წელს ევროპისა და ამერიკის ხალხების სალექციო კურსი დაბეჭდა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერ-თობის სტუდენტები ისმენდნენ. 2006 წლიდან ამერიკის ეთნოლოგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს ეკითხება. მოცემუ-ლი სახელმძღვანელო აღნიშნული სალექციო კურსის გადამუშავებული, ფაქტობრივად, ხელახლა დაწერილი ვარიანტია. წიგნში განხი-ლულია ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში წარმოშობილი ხალხები; სახელმძღვანელო ეყრდნობა მრავალრიცხოვან ისტორიულ და ეთ-ნოლოგიურ ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, რომლებიც ხალხებს, რელიგიებს, ლინგვისტიკას, დემოგრაფიას, ანთროპონიმებს ეხება. ავ-ტორს მიაჩნია, რომ წიგნი «ამერიკის ეთნოლოგია» მკითხველის წი-ნაშე სრულყოფილი სახითაა წარმოდგენილი იმ თვალსაზრისით, რომ მასში ამ კონტინენტზე მცხოვრებ თითქმის ყველა, დიდ თუ პა-ტარა, ეთნოსზეა საუბარი, თუმცა ის ამომწურავი არაა (ასეთი წიგნი საერთოდ არც არსებობს).

ქართველ ხალხს დასავლეთისადმი ინტერესი, მისწრაფება და და-ახლოების სურვილი მთელი მისი არსებობის მანძილზე ჰქონდა. ქარ-თველობამ დასავლურ ორიენტაციაზე განაცხადი დიდი ხნის წინ, IV ს-ის დასაწყისში, გააკეთა, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რე-ლიგიად გამოცხადდა. საქართველოსა და ქართველი ხალხის მთელი შემდეგდროინდელი ისტორია აღმოსავლური სამყაროსაგან თავდახს-ნისა და დასავლეთისაკენ მისწრაფების სურვილით იყო განპირობე-ბული. ქართველებმა კი დასავლეთისკენ კურსი სულ ახლახან, და-მოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აიღეს; საქართველო დასავლურ სტრუქტურებში გაერთიანდა. წიგნში ნაჩვენებია ამერიკელი ხალხე-ბის ეთნოგენეზი და ეთნიკური განვითარების პროცესი; დახასიათე-ბულია თითოეული ხალხის ეთნიკური კულტურა (ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები როგორც მატერიალური კულტურის, მეურნეობის, ისე სოციალურ ურთიერთობათა და სულიერი კულტურის სფეროში), ანთროპოლოგიური ტიპი, რელიგიისადმი და ენათა ოჯახისადმი მი-კუთვნებულობა, დემოგრაფიულ-სტატისტიკური მონაცემები. ამდენად, წიგნი საინტერესო უნდა იყოს არა მარტო სტუდენტებისათვის, არა-მედ ყველა განათლებული ქართველისათვის, ვისაც ამერიკა და იქ მცხოვრები ეთნოსები აინტერესებს, მით უმეტეს დღეს, როდესაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქართველებს პირველად მოგვეცა და-სავლეთის სამყაროსთან უშუალო კონტაქტისა და ურთიერთობის საშუალება.ავტორი დიდ მადლობას უხდის პროფესორებს: ქეთევან ხუციშ-ვილს, მიხეილ ქურდიანს და დოქტორ ინგა ღუტიძეს, რომლებმაც წიგნის ხელნაწერი ვარიანტი წაიკითხეს და საყურადღებო შენიშვნე-ბი და სურვილები გამოთქვეს.

 

ნაწილი I ეთნოსთა კლასიფიკაციის საფუძვლები 1.1. ხალხები (ზოგადი მიმოხილვა) XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიოს მოსახლეობა ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს ითვლიდა. ეს ხუთი მილიარდი ეთნი-კური, ენობრივი, რასობრივი და რელიგიურ-კონფესიური თვალსაზ-რისით ფრიად ჭრელ სურათს ქმნის. მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე ცხოვრობს დაახლოებით 6 ათასამდე ეთნოსი. ტერმინი  –  «ხალხი» გულისხმობს განსაზღვრულ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ ადამიანთა ერთობას, რომელსაც ახა-სიათებს სტაბილური კულტურული თავისებურებანი (ენის ჩათვ-ლით), ფსიქიკა, თვითშეგნება. ყველა ეს ნიშანი საფუძველია იმისა, რომ ამა თუ იმ ხალხმა საკუთარი ერთობა სხვა ანალოგიური ერ-თობებისაგან განასხვავოს. ხალხის აღსანიშნავად მეცნიერებაში გამოიყენება ტერმინი «ეთნოსი» (ძვ. ბერძნული  –  ხალხი, ტომი), აგ-რეთვე ეთნიკური ერთობა, მაგრამ ძველი ბერძნები იყენებდნენ აგრეთვე სიტყვა «დემოს», რაც მოსახლეობის ძირითად მასას აღნიშ-ნავდა. «დემოსისაგან» მომდინარეობს ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად «დემოკრატია», რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, რო-გორც «ხალხის ხელისუფლება»; მომდინარეობს «დემოგრაფია», რო-გორც მეცნიერების სახელწოდება (სიტყვასიტყვით «ხალხის აღწე-რა»), რომელიც სწავლობს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობას (რაოდენობას), მის სოციალურ, სქესობრივ და ასაკობ-რივ შემადგენლობას, შობადობას, ქორწინებას, სიკვდილიანობას, მოსახლეობის ბუნებრივ მატებას და მის მიგრაციებს (გადასახლე-ბას). თუმცა ამ პრობლემათაგან ზოგიერთის მიმართ ინტერესი ისტორიასა და ეთნოგრაფიასაც აქვს. ჩვენი ინტერესის საგანს კი წარმოადგენს ხალხები «ეთნოსის» გა-გებით; ხალხები, რომლებმაც საუკუნეთა მანძილზე დამოუკიდებელი ეთნიკური კულტურა შექმნეს.

ბევრი ხალხისათვის, განსაკუთრებით კი დიდი ხალხებისათვის, რომლებიც განსახლებულნი არიან ვრცელ ტერიტორიასა და რთულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში, დამახასიათებელია ეთნოგრაფი-ულ (და დიალექტურ) ჯგუფებად დაყოფა (რუსულ ეთნოლოგიურ ლიტერატურაში ასეთ ჯგუფებს ხშირად «სუბეთნოსებსაც» უწოდე-ბენ). ეთნოგრაფიული ჯგუფების წარმოქმნის მიზეზები სხვადასხვაა.

ისინი წარმოიქმნება ერთი ხალხის ტერიტორიული განცალკევების შედეგად (გეოგრაფიული ფაქტორი), ანდა ერთი ეთნოსის მიერ მეო-რე ეთნოსის, ანდა მისი ნაწილის ასიმილაციის შედეგად. ამ თვალ-საზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აგრეთვე სოციალური სტატუსი (კაზაკები რუსებს შორის) და რელიგიურ-კონფესიური მდგომარეობა. მეცნიერებაში გამოყოფენ აგრეთვე მეტაეთნიკურ ერთობებს, მაგა-ლითად, აღმოსავლეთ სლავებს, ლათინოამერიკელებს. მათი ასეთი სახით გამოყოფა გენეტიკური და ენობრივ-კულტურული სიახლოვი-თაა განპირობებული. მეტაეთნიკურ ერთობებად მიიჩნევენ აგრეთვე ბალტიისპირელებს, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს. ამ მეტაეთნიკურ ერთობათა ჩამოყალიბება კი ერთიან ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ოლქში ხანგრძლივმა ცხოვრებამ და კულტურულმა ურთიერთგავლე-ნამ განაპირობა. ეთნოსის უმაღლესი ფორმაა ნაცია (ერი). ერების ჩამოყალიბებამდე ეთნოსის ფორმას ტომი, ტომთა კავშირები წარმოადგენდა. მარქსის-ტულ-ლენინური მეცნიერება ნაციის (ერის) ისეთ განსაზღვრებას გვთავაზობდა, რომელიც არასდროს გაუზიარებიათ დასავლურ მეც-ნიერებაში. დასავლეთში ნაციის (ერის) თითქმის იმდენი განმარტე-ბაა, რამდენიც მეცნიერი, მაგრამ მთავარი, რაშიც ისინი თანხმდე-ბიან, ისაა, რომ ნაციად (ერად) მიიჩნევა ის ეთნოსები, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა გააჩნიათ. ზოგიერთი ნაცია (ერი) წარმოიქმნა ერთი ხალხის ტრანსფორმაციის, ზოგი კი რამდენიმე ხალხის შერევის შედეგად.

 

1.2. ენა  –  ეთნოსის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი

მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ხალხები, რომელთა ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ცნობილია, რომ დღეს შოტლანდიელთა დიდი უმრავლესობა სალაპარაკო ენად იყენებს ინგლისურს, მაგრამ შოტლანდიის მთებში მკვიდრობს მოსა-ხლეობის პატარა ჯგუფი, რომლის წარმომადგენლები თავს შოტ-ლანდიელებად მიიჩნევენ და ყოფაში ინგლისურთან ერთად კელტუ-რი ჯგუფის განსაკუთრებულ ენაზე (ე.წ. გელურ ენაზე) ლაპარაკო-ბენ, რომელიც წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული მთელ ქვე-ყანაში. დღეისათვის მთიელ შოტლანდიელებს ანუ გელებს დაახ-ლოებით 100 000-მდე ითვლიან. დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს კელტუ-რი ენობრივი ჯგუფის სხვა ხალხიც  –  ვალიელები ანუ უელსელები, რომლებიც ორენოვანნი არიან, ე.ი. ლაპარაკობენ როგორც ინგლი-სურ, ისე საკუთრივ ვალიურ ენებზე. იგივე შეიძლება ითქვას ირლა-ნდიელთა შესახებაც. ლინგვისტები დღეს ენათა ოცამდე ოჯახს გამოყოფენ, რომელთა-გან ყველაზე კარგადაა შესწავლილი ინდოევროპულ ენათა ოჯახი და რომელზეც ევროპისა და ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა მეტყველებს. ინდოევროპულ ენებზე მსოფლიოს მოსახლეობის 45% ლაპარაკობს. ინდოევროპული ენები, ევროპისა და ამერიკის გარდა, გავრცელებულია აგრეთვე აზიის მნიშვნელოვან ნაწილში. მხე-დველობაში გვაქვს ინდური (ჰინდი, ურდუ, ბენგალი, მარატხი...) და ირანული ჯგუფის ენები. აფროაზიური ანუ სემიტურ-ქამიტური ენების ოჯახი გავრცელებუ-ლია აფრიკის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში და აზიის სამხრეთ-დასავლეთში. ის შედგება ხუთი ჯგუფისაგან  –  სემიტური, ეგვიპტური, ბერბერული, ყუშიტური და ჩადური. ეგვიპტურ ენათა ჯგუფი XVII ს-ში გადაშენდა. ეგვიპტური ენის გვიანდელი ფორმა  –  კოპტური გამოიყენება ეგვიპტელი ქრისტიანების მიერ ღვთისმსახუ-რებისას. ევროპაში, ინდოევროპული ენების გარდა, გავრცელებულია ურა-ლურ ენათა ოჯახის ენები (უნგრეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი, სკა-ნდინავიის ჩრდილოეთი).

11..33.. ენათა კლასიფიკაცია მეცნიერები მსოფლიოს ხალხთა კლასიფიკაციისათვის სხვადასხვა კრიტერიუმებს იყენებენ. ეთნოლოგიაში მიღებულია გეოგრაფიული, ანთროპოლოგიური, სამეურნეო-კულტურული და ენობრივი კლასიფი-კაცია. ხალხთა ეთნიკური ისტორიის შესასწავლად ენობრივი კლა-სიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასიფიკაციაა, რადგან თავდაპირველად ენა და ეთნოსი ერთმანეთს ემთხვეოდა, ისინი იდენ-ტურნი იყვნენ. ენა კონკრეტულ წარმოდგენას იძლევა ხალხების ეთ-ნიკური ნათესაობის შესახებ. თანამედროვე მსოფლიოს ენობრივი პა-ნორამა მრავალფეროვნებით ხასიათდება. როგორც აღვნიშნეთ, ლინ-გვისტები დაახლოებით 6000 ენას ითვლიან. მხოლოდ ერთ ენაზე ძა-ლზე მცირე რაოდენობის ქვეყნებში საუბრობენ. ასეთ ქვეყნებს ძირი-თადად ევროპის ქვეყნები მიეკუთვნება. ზოგიერთ ქვეყანაში ათეუ-ლობით ენაზე მეტყველებენ, მათ შორის ნიგერიასა და რუსეთში ას-ზე მეტი ენაა გავრცელებული. ზოგი ენა «დიდი» ენაა, ზოგიც  –  «პა-ტარა». ყველაზე «დიდი» ანუ გავრცელებული ენებია: ჩინური, ინგ-ლისური, ჰინდი და მასთან ახლოს მდგომი ურდუ, ესპანური, რუსუ-ლი, ბენგალური, ინდონეზიური, არაბული, პორტუგალიური, იაპონუ-რი, გერმანული, ფრანგული. ჩამოთვლილ ენებზე კაცობრიობის ორი მესამედი ლაპარაკობს. ენათა ერთი ნაწილი სახელმწიფო, ოფიცია-ლური ენაა; ენათა მნიშვნელოვანი ნაწილი კი მხოლოდ საოჯახო სამეტყველო ენას წარმოადგენს. მსოფლიოში არის ისეთი ენებიც, რომლებზედაც არა მარტო რამდენიმე ასეული, არამედ მხოლოდ ერ-თი ასეული კაცი მეტყველებს. მაგალითად, ლატვიაში დაახლოებით 130 კაცი ლაპარაკობს ლივურ ენაზე, რუსეთში კი მხოლოდ ასი კა-ცია კერკთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. დღეს საერთაშო-რისო ურთიერთობის ენის ფუნქცია ინგლისურ ენას აქვს მოპოვებუ-ლი, რაც, უდავოდ, მსოფლიოში აშშ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური დაწინაურების შედეგია. XVIII საუკუნეში ასეთი ენის ფუნქცია ფრანგულს ეკისრებოდა. მსოფლიოს 6000 ენიდან მხოლოდ ას ენას აქვს დამწერლობა. ენათა კლასიფიკაცია ენათა ისტორიულ-ნათესაურ ურთიერთობას ემყარება. ისტორიულ-ნათესაური ურთიერთობების თვალსაზრისით, მსოფლიოში არსებული ენები ოჯახებადაა დაჯგუფებული. ენათა ოჯახებში მეტ-ნაკლებად ურთიერთმონათესავე ენები შედის. ენათა ოჯახი კი საკმაოდ ბევრია. მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ინდიე-ლთა შორის ასამდე ენათა ოჯახს გამოყოფენ. მეცნიერ-ლინგვისტთა გამოთვლით კი მხოლოდ თორმეტ ენათა ოჯახში შემავალ ენებზე მსოფლიოს მოსახლეობის 96% მეტყველებს. თითქმის ყოველი ენობ-რივი ოჯახი იყოფა შტოებად ანუ ჯგუფებად, ჯგუფებში კი ხშირად ქვეჯგუფებს გამოყოფენ.

მსოფლიოში გავრცელებულ ენათა ოჯახების გეოგრაფიული საზ-ღვრები ხშირად იცვლებოდა. უკანასკნელი თორმეტი–ცამეტი საუკუ-ნის მანძილზე ძალიან გაიფართოვეს არეალი არაბულმა, თურქულ-მა, ინგლისურმა, ესპანურმა ენებმა. VII საუკუნემდე არაბული ენით მხოლოდ არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილის მოსახლეობა საუბრობდა. შემდეგ ის სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ნაწილში გავრცელდა. მნიშვნელოვნად გაიფართოვა თავისი არეალი თურქულ ენათა ჯგუ-ფმა, რომელიც დღეისათვის გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარ-კუნძულიდან ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთამდე. ინგლისური ენა XVI საუკუნემდე მხოლოდ ბრიტანეთის კუნძულებზე იყო გაბატონე-ბული, მოგვიანებით კი ის თითქმის ყველა კონტინენტზე შეიჭრა. მანამ, სანამ მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციას შევეხებით, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ენა გენეალოგიური კლასიფიკაციის გა-რეშე რჩება, რადგან მათი ნათესაობა რომელიმე სხვა ენასთან დამ-ტკიცებული არაა. ესენია: ბასკური, კეტური, ნივხური, აინური, კორე-ული, იაპონური, იუკაგირული, ბურუშული... ყველაზე კარგად შესწავლილია ინდოევროპულ ენათა ოჯახი. ამ ოჯახის ენებზე მსოფლიოს მოსახლეობის 45% ლაპარაკობს. ევრო-პის გარდა, ინდოევროპულ ენათა ოჯახის ენები გავრცელებულია აზიაში (ირანი, ავღანეთი, ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთი), ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ინდოევროპუ-ლი ენები ახლოს მდგომი დიალექტებისაგან მომდინარეობენ, რომე-ლზე მოსაუბრენიც ძვ.წ. III ათასწლეულში სამხრეთ-დასავლეთ აზი-იდან, შავი და კასპიის ზღვების მიმდებარე ტერიტორიებიდან სხვა-დასხვა მიმართულებით განსახლდნენ. ინდოევროპულ ენათა დამწერ-ლობის უძველესი ძეგლი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. ესაა მცირე აზიაში ნაპოვნი ხეთური ლურსმული დაწერილობანი. ამავე დროის ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბევრი ენა დღეს მკვდარია. მათზე აღარავინ ლაპარაკობს. ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანულ ენათა ჯგუფში შედის: იტალიური, ფრანგული, პროვანსალური, სარდინიული, ესპანური, პო-რტუგალიური, კატალანური, რეტორომანული, რუმინულ-მოლდოვური ენები. პორტუგალიურთან ძალიან ახლოს დგას გალისიური ენა. ამ ჯგუფის მკვდარი ენებია: ლათინური, ოსკური, უმბრიული ენები. ლა-თინური ენა საფუძვლად დაედო ყველა რომანულ ენას. ლათინური ენის უძველესი წერილობითი ძეგლები ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდე-ბა. ლათინური ენა კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა.

გერმანულ (გერმანიკულ) ენათა ჯგუფი სამ ქვეჯგუფად იყოფა. პი-რველი ქვეჯგუფი (ჩრდილოგერმანული ანუ სკანდინავიური) აერთია-ნებს დანიურ, შვედურ, ნორვეგიულ, ისლანდიურ და ფარერულ ენებს. დასავლურგერმანულ ქვეჯგუფში შედის ინგლისური, გერმა-ნული, ჰოლანდიური, ფრიზული ენები. ამავე ქვეჯგუფში შედის აფ-რიკანსი და იდიში. აღმოსავლურგერმანულ ქვეჯგუფში ორი მკვდა-რი ენა შეაქვთ. ესენია ვესტგუთური (ე.ი. დასავლურგუთური ენა) და

ოსტგუთური (აღმოსავლურგუთური ენა). ვესტგუთური ენა ყველაზე ძველი გერმანული დამწერლობის მქონე ენაა. IV საუკუნეში გუთუ-რი ანბანით დამწერლობა შექმნა ეპისკოპოსმა ვულფილამ. მანვე თა-რგმნა სახარება. ოსტგუთურმა ენამ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპი-როსა და ყირიმში XVI-XVII საუკუნეებამდე იარსება. სლავურ ენათა ჯგუფიც სამი ქვეჯგუფისაგან შედგება. აღმოსავ-ლურ სლავურ ენებს მიეკუთვნება რუსული, უკრაინული და ბელო-რუსული. სლავური ენების დასავლურ ქვეჯგუფში შედის: ჩეხური, სლოვაკური, პოლონური და მასთან ახლოს მდგომი ქაშუბური, ლუ-ჟიური ენები. სამხრეთული ქვეჯგუფი წარმოდგენილია ბულგარულ-მაკედონიური, სლოვენური და სერბულ-ხორვატული ენებით. სლავურ ენათა ჯგუფის მკვდარი ენებია ძველი სლავური (ანუ ძველი საეკ-ლესიო სლავური) ენა, პოლაბური ენა, სლოვინური ენა, პომორული ენა. ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტურ ჯგუფში ორ ქვეჯგუფს გა-მოყოფენ. გელური (ირლანდიური ენა, შოტლანდიური ანუ გელური ენა, მენური ენა) და ბრიტული (ბრეტონული ენა და უელსური ანუ ვალიური ენა). გადაშენებული კელტური ენაა გალური, რომელზე-დაც საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებნი მეტყველებდნენ. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიურ ჯგუფში მხოლოდ ორი ცოცხალი ენა  –  ლიტვური და ლატვიური შედის. ამ ჯგუფის მკვდა-რი ენაა პრუსიული. პრუსიული ენის წერილობითი ძეგლები XIV-XVII სს-ით თარიღდება. ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედის ინ-დურ ენათა ჯგუფი. ძველინდურ ენათა პირველი ძეგლები ძვ.წ. I ათასწლეულით თარიღდება. ამ ენათა ოჯახში შედის: ჰინდი და მას-თან ახლოს მდგომი ურდუ, ბენგალური, მარათჰი, ფანჯაბური, რაჯა-სტანი, გუჯარათი, ორიია, ნეპალი, ლაჰნდა, სინდიჰი, ასამი, ქაშმირი და სხვა ენები. ინდურ ენათა ჯგუფში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოდებული ბოშათა ანუ აწინკანთა ენა. ინდო-ევროპულ ენათა ოჯახის ინდურ ენათა ჯგუფის გადაშენებულ ენებს მიეკუთვნება ვედების ენა და სანსკრიტი, პალი და პრაკრიტები. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჯგუფში შედის სპა-რსული (ფარსი) ენა, ტაჯიკური ენა, ავღანური ანუ პუშტუ ენა, ბე-ლუჯური ენა, ქურთული ენა, ოსური ენა, თათური ენა, თალიშური ენა, იაღნობური ენა, პამირული ენა. მკვდარი ენებია: ძველი სპარსუ-ლი, ფალაური, მიდიური, პართიული, სოგდიური, სკვითური, ხორეზ-მული, საკური ანუ ხატაური.

ინდოევროპულ ენათა ოჯახში ცალკე ჯგუფებს ქმნიან ახალი ბე-რძნული, ალბანური და სომხური ენები. არსებობდა ძველბერძნული და საშუალობერძნული ანუ ბიზანტიური ენები (ფუნქციონირებდა როგორც ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფო, სალიტერატურო და სა-ღვთისმეტყველო ენა VI-XIV საუკუნეებში). აფრაზიური ანუ სემიტურ-ქამიტური ენათა ოჯახი გავრცელებუ-ლია აფრიკის ჩრდილოეთსა და აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ენათა ეს ოჯახი ხუთი ჯგუფისაგან შედგება: სემიტური, ეგვიპტური, ბერბერული, ყუშიტური და ჩადური. სემიტურ ენათაგან დღეს ყველა-ზე გავცელებულია არაბული ენა (20-მდე სახელმწიფოში). ის მუს-ლიმთა საერთაშორისო, კულტის ენაა. არაბული დამწერლობის უძ-ველესი ძეგლი ახ. წ. IV ს-ით თარიღდება. ბერბერული, ყუშიტური და ჩადური ენები აფრიკის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთს მოიცავს. ბერბერული ენა შემონახულია მხოლოდ მაღრიბის მთიან ოლქსა და საქარის ოაზისში. ბერბერულ ენაზე მოლაპარაკენი არა-ბულადაც ლაპარაკობენ. ცოცხალი სემიტური ენებია: ამჰარული, თი-გრე, თიგრინია (სამივე ენა ეთიოპიაშია გავრცელებული), აისორული ენები (ეს უკანასკნელი არამეული ენის შთამომავალია). მკვდარი სემიტური ენებია: აქადური (ასურულ-ბაბილონური)  –  ამ ენაზე შესრულებულია ლურსმული წარწერები ძვ.წ. 2800-650 წლებ-ში; უგარიტული, ძველებრაული ენები. დღეს ეს უკანასკნელი გარ-კვეული ცვლილებებით აღდგენილ იქნა ისრაელის სახელმწიფო ენად  –  ივრითის სახელწოდებით; არამეული ენა (წინა აზიაში გავრ-ცელებული იყო ძვ.წ. III  – ახ.წ. IV სს-ში. ის ბიბლიის გვიანდელი წი-გნების ენაა); ფინიკიური ენა (ფინიკიური თანხმოვანი ანბანით; დამ-წერლობის უძველესი ძეგლი ძვ.წ. XIII ს-ით თარიღდება), რომელიც ფაქტობრივად ბიბლიის ებრაულთან ერთად, ერთი, ქანაანური ენის დიალექტს წარმოადგენდა. ურალურ ენათა ოჯახი განფენილია ერთმანეთისაგან დაშორებულ გეოგრაფიულ არეალში. ის ორი ჯგუფისაგან შედგება: ფინურ-უგრუ-ლი ანუ უგრო-ფინური და სამოიდური. ფინურ-უნგრული ჯგუფი მოი-ცავს შემდეგ ქვეჯგუფებს: ა) ბალტიისპირული (ფინური, კარელიური და ესტონური ენები); ბ) პერმიაკული (კომი-ზირიანული, კომი-პერმუ-ლი და უდმურტული ენები); გ) ვოლგისპირული (მარი ენა, მორდო-ვული ენა) და დ) უნგრული (უნგრული ანუ მადიარული, მანსი და ხანტი ენები). აღნიშნულ ენათა ოჯახის სამოიდური ჯგუფის ენები-დან შეიძლება დავასახელოთ: ნენცური, ევენკური, იგანანსური და სელკუპური.

ალთაურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება: თურქული, მონგოლური და ტუნგუსურ-მანჯურიული ჯგუფის ენები. თურქულ ენათა ჯგუფში შედის: ჩუვაშური, თურქული, აზერბაიჯანული, თურქმენული, სალა-რიული, გაგაუზური, თათრული, ბაშკირული, ყაზახური, ყირგიზული, ყარაყალფაქური, ყარაჩაულ-ბალყარული, ყუმუხური, ნოღაური, კარაიმული, უზბეკური, უიღურული, იაკუტური, დოლგანური, ალთაური, ხაკასური, თუვიური და სხვ. ენები. მკვდარი თურქული ენებია: ორ-ხონული, პაჭანიკური, ყივჩაღური, ძველი უიგურული, ჩაღატაური, ვოლგისპირა ბულგარული, ხაზარული. თანამედროვე მონღოლურ ენებს მიეკუთვნება: საკუთრივ მონღო-ლური, ბურიატული, ყალმუხური, ოირატული. ტუნგუსურ-მანჯური-ულ ენებში შედის მანჯურიული (ჩინეთში, რომელიც სულ უფრო იშვიათად იხმარება), ევენკური, ევენური და სხვ. ადრე ენათა ერთ ოჯახად იყო წარმოდგენილი იბერიულ-კავკასიუ-რი ენები. ცნობარებსა და ენციკლოპედიებში დღეს ცალ-ცალკეა შე-ტანილი ქართველურ და ჩრდილოკავკასიურ ენათა ოჯახები. ეს უკანასკნელი შემდეგი ჯგუფების სახითაა წარმოდგენილი: აფხაზურ-ადიღეური და ნახურ-დაღესტნური. სამხრეთ ინდოეთში გაბატონებული დრავიდული ჯგუფის ენები შვიდი ჯგუფისაგან შედგება. საჰარის სამხრეთით აფრიკის მოსახლეობა ძირითადად სამი ოჯა-ხის ენებზე ლაპარაკობს. ამერიკის კონტინენტზე ასეულობით ენა იყო გავრცელებული. დღეს ბევრი მათგანი გადაშენებულია. ამერიკელ ინდიელთა შორის დღეს ყველაზე გავრცელებული ენებია: კეჩუა (პერუში, ეკვადორში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, არგენტინაში), გუარანი (პარაგ-ვაი, ბრაზილია, ბოლივია, არგენტინა) და აიმარა (ბოლივია, პერუ). ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის ენები სუსტადაა შესწავლი-ლი და მათი ლინგვისტური კლასიფიკაცია არგუმენტირებული არაა.

 

1.4. ტერიტორია  –  ეთნოსის ერთ-ერთი ნიშანი

 

ეთნოსები (ხალხები) წარმოუდგენელია ტერიტორიის გარეშე. ყვე-ლა ხალხი (ეთნოსი) გარკვეულ ტერიტორიაზე ყალიბდებოდა. ტერი-ტორიის არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ნებისმიერი ეთნოსის წარმოქმნისათვის. ჩვეულებრივ, ეთნიკური ტერიტორიები, ე.ი. ხალხთა საბინადრო ადგილები ისტორიულად ხშირად იცვლებო-და. მაგალითად, რუსების ეთნიკური ტერიტორია განუწყვეტლივ ფა-რთოვდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა დიდი ხალხების ეთნი-კური ტერიტორიის შესახებ. მაგალითად შეიძლება არაბები და ჩინე-ლები დავასახელოთ. ქართველთა ეთნიკური ტერიტორია კი პირიქით  –  დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიკვეცა. ამა თუ იმ ხალ-ხის განსახლებისას თუ მისი ცალკეული ჯგუფები გეოგრაფიულად გაეთიშება ერთმანეთს, რაც ჩვეულებრივ საზღვაო გზით ხდება, მა-შინ ძირითადი («დედისეული») ხალხიდან (ეთნოსიდან) გამოცალკევდება ახალი დამოუკიდებელი ეთნოსი. ასე დაემართათ ინგლისე-ლებს, ფრანგებს, ესპანელებს, პორტუგალიელებს და ზოგიერთ სხვა ხალხს კოლონიურ პერიოდში (XVI-XIX სს.) ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში განსახლებისას. ეთნიკური ტერიტორია ხშირად მცირდებოდა დაპყრობითი ომების, ეპიდემიების, შრომისა და ყოფის მძიმე პირობების შედეგად, მაგრამ ძირითად როლს ეთნიკური ტერიტორიების შემცირებაში მაინც ასი-მილაციური პროცესები თამაშობდა. ისტორიამ შემდეგი მაგალითე-ბიც იცის: ამა თუ იმ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ხალხი (ეთნო-სი) ნაწილობრივ, ზოგჯერ კი მთლიანად, ტოვებს მას და განსახ-ლდება სხვადასხვა მიმართულებით. ამის ყველაზე ნათელი მაგალი-თია ებრაელების ისტორია. ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ებრა-ელი ხალხი ბინადრობდა თანამედროვე პალესტინაში. ეგვიპტესთან, ასირიასთან, ბაბილონთან, სპარსეთთან ომების შედეგად ძვ.წ. VII-II სს-ში ებრაელთა მნიშვნელოვანი მასები თავისი სამშობლოდან მიგრირდნენ. დაახლოებით ამავე დროს ებრაელთა სალაპარაკო ენა  –  ივრითი შეიცვალა სხვა სემიტური ენით  –  არამეულით. გვიან, ძვ.წ. II ს-ში პალესტინა რომაელებმა დაიპყრეს. ახ.წ. 69 წელს, რომაელთა ხელისუფლების წინააღმდეგ ებრაელთა რიგი აჯანყებების შემდეგ, პალესტინის დედაქალაქი იერუსალიმი დაანგრიეს და ებრაელთა დი-დი ნაწილი რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში განსახლდა. ჩვენი ერის პირველ საუკუნეებში ებრაელები განსახლებულნი აღმოჩნდნენ დიდ სივრცეში: ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ-დასავ-ლეთ აზიის ქვეყნებში (ძირითადად ქალაქებში) როგორც რომის იმ-პერიის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც, სასანიდების სპარსულ სა-ხელმწიფოსა და ინდოეთშიც კი. ევროპელი ებრაელები, რომლებიც იდიშზე ლაპარაკობდნენ, აშქენაზებად იწოდებოდნენ. ებრაელთა სხვა ჯგუფები, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ ესპანეთში, პორ-ტუგალიაში, თურქეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზი-აში, სირიაში, ნაწილობრივ, ირანსა და ჩრდილო აფრიკაში და რომ-ლებიც ლაპარაკობდნენ სახეშეცვლილ ძველესპანურ ენაზე (სპანო-ლი), იწოდებოდნენ სეფარიდებად. ძველებრაული ენა, რომელზედაც შექმნილია მდიდარი ლიტერატურა, შემონახული იყო როგორც საკუ-ლტო ენა. დღეს ის აღიარებულია ისრაელის სახელმწიფოს ოფიცი-ალურ ენად.

თავდაპირველი ეთნიკური ტერიტორიის დაკარგვის მაგალითად შე-იძლება მოვიყვანოთ ბოშები, რომლებიც ჩრდილოეთ ინდოეთიდან გამოსულთა შთამომავალნი არიან. აქედან დაიწყეს მათ განსახლება დასავლეთის მიმართულებით ახ.წ. I ათასწლეულის დასასრულს და XIV ს-ში მიაღწიეს ევროპას, სადაც ორი გზით მოხვდნენ  –  მცირე აზიის გავლით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგვიპტისა და ჩრდილო აფრიკის სხვა ქვეყნების გზით  –  ესპანეთში. დღეისათვის მთელ მსოფლიოში 1,5 მილიონ ბოშას ითვლიან, რომელთაგან 21,5% ცხოვრობს ჩეხეთში, 17,7% - რუმინეთში, 20% - ბულგარეთში, 16% ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საკმაოდ ბევრი ბოშაა ყოფილ იუგოსლავიასა და უნგრეთში. სხვა ქვეყნებში ბოშათა რაო-დენობა დიდი არაა, მაგრამ მათი ცალკეული ჯგუფები ყველგან გვხ-ვდება. ბოშებმა შეინარჩუნეს თავიანთი ენა, აგრეთვე ცხოვრების მო-ხეტიალე წესი. თავიანთი თავდაპირველი ეთნიკური ტერიტორიიდან განსახლებუ-ლნი არიან თათრები და სომხები. ერთგვარად ცალკე დგანან ლიტ-ვასა და პოლონეთში მცხოვრები თათრები, სადაც მათ დაივიწყეს დედაენა, ლაპარაკობენ ადგილობრივ ენებზე, მაგრამ შენარჩუნებუ-ლი აქვთ ეთნიკური თავისთავადობა ძირითადად მუსლიმური რელი-გიის საშუალებით. 1.5. ეთნიკური კულტურა  –  ხალხთა ერთ-ერთი ნიშანი ეთნოსთა ერთმანეთისაგან გამმიჯვნელი უმნიშვნელოვანესი ნიშა-ნია აგრეთვე კულტურული თავისებურება, რომელსაც ცალკეული ხალხები (ეთნოსები) ისტორიული განვითარების პროცესში ქმნიან, ავითარებენ და შემდეგ თაობიდან თაობას გადასცემენ. ასეთი ტრა-დიციები, რომლებსაც მეცნიერებაში «ეთნიკურ ტრადიციებს» უწოდე-ბენ, ყალიბდება ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაში. ეთნიკური ტრადი-ციები განპირობებულია აგრეთვე ეთნოსის სოციალ-ეკონომიკური განვითარებითა და ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. წარმოქმნის შემდეგ ისინი მნიშვნელოვან მდგრადობას იძენენ და შემოინახებიან დიდხანს, მაშინაც კი, როცა ხალხის (ეთნოსის) ცხოვრების პირობე-ბი რადიკალურად იცვლება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეთნოლოგია / თოფჩიშვილი როლანდ / ამერიკის ეთნოლოგია