ლეონტი მროველი

 

ცხოვრება ქართველთა მეფეთა 

 

ვიწყო მოთხრობად ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა.

 

თავი პირველი.

 

ამბავი რვათა ძმათა.

 

პირველად ვადსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა -- ამათ თგსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკგდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხგ, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.

ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმდნითა.

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თგსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შგდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შგდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქგან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამდრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რადსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ. ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკგდრა მუნ.

ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქგან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თგსი ჰერეთი. და მის გამო ჰქგან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქგან ხორანთა.

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღგს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქგან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თგსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქგან ბედია.

ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოთ; და უმკგდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთგს გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღგთგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალით.

ხოლო ჰაოს დაემკგდრა საყოფელთა მამისა თგსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამდრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შგდთა-ვე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა.

შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შგდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და რქუა მათ: "მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა-ვისა მონა, და არა-ვის ვმსახუროთ თგნიერ ღმრთისა დამბადებელისა". ეწამნეს შგდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი; და განუდგეს ნებროთს და არ-ღა-რა მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხუათა ვიეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხვანი-ცა ნათესავნი.

მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნი ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგმანოსიანთა (!). ხოლო ჰაოს მოუწოდა შგდთა-ვე გმირთა და ყოველსა-ვე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანი-ცა ვინ-მე ნათესავნი დასავლეთისანი: შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა. და ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგნისასა, და დადგა მუნ და წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.

ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შგდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით. იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტუერი ფერდისა მათისა ვითარცა ღრუბელი სქელი; ელვა აბჯრისა მათისა ვითარცა ელვა ცისა; დმა პირისა მათისა ვითარცა დმა ქუხილისა; სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყუა დშირი, და დათხევა სისხლისა მათისა ვითარცა ღუარი სეტყუათა. განძლიერდა ბრძოლა მათ შორის, და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხგ.

ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა დმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შგდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი -- ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს -- ესენი დარჩეს ცოცხლებით თგნიერ წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა.

ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღდდა გორასა ერთსა ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასა-ვე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა მისი. ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა: "განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს".

და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თგსი მეფედ ძმათა თგსთა ზედა და სხუათა-ცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შგდნი-ვე ესე ძმანი წარვიდეს თგს-თგსად ქუეყანად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. ხოლო აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე რვათა-ვე ძმათა.

 

 

 

თავი მეორე.

[ამბავი ქართლისა].

ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუენთამდე, და ვითარ-იგი განუყო ქუეყანა თარგამოს ნათესავსა მისსა და რვათა-ვე შვილთა მისთა.

და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთგს არაგგ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თგსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა.

შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქგან სამშგლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქგან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მან-ვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქგან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.

გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამდრით მთა პირველ დსენებული, და ჩრდილოთ მტკუარი.

ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკგრეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი.

ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქგან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, [......შესარ]თავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა.

ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგგთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათგს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა.

ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქგან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგგსასა, და უწოდა სახელი თგსი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგგთგან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა.

და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთა-ვე ძმათა ზედა და ესე ოთხნი-ვე იყვნეს მორჩილ მისა. ესე არიან განყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი.

ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოს, და შემდგომსა ოძრდოს, და მესამესა ჯავახოს. განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი ათი ყოველი.

ოძრდოსს მისცა ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, ქუეყანა კლდოვანი. ამან ოძრდოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრდე და თუხარისი.

ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქგან ჰური.

ხოლო უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქუეყანა არაგგთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმე. და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგგთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარითამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქგან შიდა-ქართლი.

ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა; და შიში აქუნდათ ნებროთიანთა, და ჰგონებდეს იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლისა ნებროთისსა. და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხე-ქალაქთასა შიშისათგს ნებროთიანთასა.

ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა: იწყეს ბრძოლად და დდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს, ძესა მხეთოსისათა, არა ერჩდეს, არ-ცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და დდომად ურთიერთას; და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამსა-მე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან რომელნი-მე მას; და რომელნი-მე კუალად სხუანი აღდგეს ერთმან-ერთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან რომელსა-მე ჟამსა იქმნის მშგდობა მათ შორის, და კუალად შეიშალნიან და ებრძოდიან.

და გაგრძელდა მათ შორის ესე-ვითარი საქმე, და არა-ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო ვინ-ცა იყვის მცხეთას, რე-ცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხუათა ზედა. და არ-ცა სახელ-ედებოდათ მეფედ, არ-ცა ერის-თავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა. რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედა-ქალაქად.

და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი.

გამოსლვა ხაზართა.

მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა და კავკასიოსთა და ესე თარგამოსიანთა ყოველნი მას ჟამსა იყვნეს მშგდობით სიყუარულსა ერთმან-ერთისასა.

ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი. ეზრახნეს ესე ექუსთა-ვე ნათესავთა თარგამოსიანთა, და ითხოვდეს შუელა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყუენნეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წარმოვიდეს.

ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღგს-კარი, რომელსა აწ ჰქგან დარუბანდი. ვერ წინააღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხგ ხაზართა, წარტყუენეს ქუეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი თუხარისი, სამშგლდე და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი.

და ისწავეს ხაზართა ორნი-ვე ესე გზანი, რომელ არს ზღგს-კარი დარუბანდი და არაგგს-კარი, რომელ არს დარიალა. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და თყუენვა მათი და ვერ-ღა-რა წინააღუდგეს. და მიერითგან იქმნეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა.

ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყუენნა ქუეყანანი, რომელნი ზემოთ დამიწერიან, და გარდავლო მთა კავკასია. და იყო ძე მისი სახელით უობოს, და მისცა ძესა თგსსა ტყუე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქუეყანა კავკასის ნაწილი, ლომეკის მდინარისა დასავლით, დასავლეთამდე მთისა.

და დაეშენა უთბოს:და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი, და იგი არს ოვსეთი, რომელ ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თგსი დურძუკეთი. და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა.

ხოლო მას-ვე გზობასა მისცა მამის ძმის-წულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისა, აღმოსავლით ზღგთგან დარუბანდისით მდინარემდე ლომეკისა. და მისცა ტყუე რანისა და მოვაკნისა. და დაეშენა იგი მუნ, რომელ ნაწილი იყო ლეკანისა.

ხოლო ხოზონიხ, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თგსი ხოზანიხეთი.

და გარდადდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნეს მოხარკე ხაზართა.

ხოლო მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი. და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ, "რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი გუელთა უფალი, და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთ შეუვალი-ო".

ესე-ვითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა. აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუეყანასა სპარსთასა: ხოლო რომელთა-მე ქუეყანათა შეგზავნნა ერის-თავნი, დელადნი მისნი, და რომელი-მე ქუეყანა მოხარკე ეყო. ამან წარმოგზავნა ერის-თავი თგსი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი. და მოსრა ყოველი რა-ოდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა.

ამან არდამ ერის-თავმან აღაშენა ქალაქი ზღგს-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების "დადშა კარი". და მან-ვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქგთკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქგთკირისა. და ამის გამო დაისწავლეს ქგთკირი. ამან-ვე არდამ მოჰკიდა კირი-ზღუდე ციხესა არმაზისასა და აქათ მტკურამდის, და წარმოზღუდა ცხგრი არმაზისი ვიდრე მტკურამდე.

და ერისთავობდა არდამ მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქუეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსა-ცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, და მას-ვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ.

ხოლო შემდგომად არდამ ერის-თავისა გარდაიცვალნეს და ერის-თავნი. მიერითგან უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას. და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე ქართლოსიანთა.

ეზრახნეს ოვსთა, გარდამოიყვანეს ოვსნი და პოვეს ერის-თავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელ პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყგდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა.

და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა კუალად განძლიერდეს სპარსნი. და განდიდნა მეფე სპარსთა, რომელსა ერქუა ქეკაპოს.

ხოლო მას ჟამსა იყო ვინ-მე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი და მან გრძნებითა თგსითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუ-მოიქცა და მაშინ-ღა განუნათლდა თუალები. ამან ქეკაპოს კუალად მოხარკე ყვნა ქართველნი და წარვიდა.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუა ისრაელთა, და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკგრდეს ყოველნი, და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უფალო იქმნა ქეკაპოს, მეფე სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა, და განუდგეს სპარსთა და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი და შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსა ერქუა ფარაბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და დაეწყვნეს ადარბადაგანს, და იოტეს ფარაბოროტ, და მოსრეს სპა მისი.

შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა კუალად გამოგზავნა ამან-ვე ქეკაპოს ძის-წული მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა სპარსთა ცხოვრებისასა.

წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველი-ვე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერის-თავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წარვიდა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე, და იწყო ბრძოლად თურქთა, ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოვეს ჟამი სომეხთა და ქართველთა, განუდგეს სპარსთა და მოსრნეს ერისთავნი სპარსთანი, და განთავისუფლდეს.

ხოლო მას-ვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მის-ვე ქაიხოსროსგან. გამოვლეს ზღუა გურგანისი, აღმოყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას სახლი ოც-და-რვა. და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათგს დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი, და განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა.

ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავლით კერძო კლდეთა შორის გამოკუეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა მას ადგილსა სარკინე.

და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნების-მყოფელ ერთმან-ერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათა-ც ვინ მივიდის ძგრის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველი-ვე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათგს სპარსთა ზედა.

და გამოდდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქგან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქგან ხერკ ხარკისა მისთგს.

აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთა-ცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.

და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისათგს არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო, მკუდარსა შესჭამდეს.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისი, სახელით სპანდიატ-რვალი, გოლიათი იგი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინააღუდგეს სომეხნი და ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოელოდეს მოსლვასა მისსა. ხოლო მოვიდა რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამის მამა მისი თურქთა და შემოვიდეს თურქნი სპარსეთად. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა სომეხთა და ქართველთა, შეიქცა თურქთა ზედა ძებნად სისხლსა მამის მამისა მისისასა. და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი.

შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელი არს სახელით ბარამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდა-ვე. და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.

 

 

 

თავი მესამე.

შემოსლვა ალექსანდრესი [და მეფენი ფარნავაზიანნი].

ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქგან მაკედონი, ძე ნიკტანებისი, მეგგპტელისა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.

ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა სამდრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათგს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მდეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უდმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკგრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას და ენება რათა-მცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო, რამეთუ პოვნა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინი-ცა ქართლს.

შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერტგსი მტკურისა, ოძრდე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქგან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშგლდე, და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თგსი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თგთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ, და თგთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქგან ნასტაკისი.

ხოლო მტუერის-ციხესა და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე. ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქუა მათ: "ვინათგან მაგინეთ მე, ესე არს ნაცვალი თქუენი, რათა დაგდოცნე ყოველნი". და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა სადეთ განერა ერთი-ცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განდურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად სადურეტელი. და განკრბეს დურელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.

დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქგან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მდნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერის-თავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა.

და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმან-ცა ასწავა და ამხილა, არამედ თგთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წარვიდა ალექსანდრე.

ხოლო ამან აზონ მოარღგვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხგრისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღგვნა ზღუდენი, და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.

და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგგპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდაო იგი, უსწორო დიდი დელმწიფე და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი, რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყვნენ მისგან. და იგინი წარვიდეს თგს-თგსად ქუეყნად, ვითარცა ბრძანებულ იყო.

მერმე მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ.

და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.

ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი.

და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქგან კოსტანტინეპოლი.

ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.

და მოკუდა ალექსანდრე.

ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა. იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: "ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი". და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინ-ცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა. და ესე აზონ მათ ჰრომთა-ცა ზედა იყო მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი. ცხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი.

მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.

ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თგსსა.

ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მდედარი შემმართებელი და მონადირე დელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თგსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათგს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ".

და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი დელისაგან აზონისა.

და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა. მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო დელი მისი, მოჰდოცა ცუარი პირსა მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკგრდა, და თქუა: "სიზმარი იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი".

ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდადდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.

ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქგთა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წგმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღგა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ შიგა დაიმშრალა წგმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი.

მაშინ ფარნავაზ განკგრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თგსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი სადედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თგსსა. ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.

მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თგსი ქუჯის თანა და რქუა: "მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ ძმა და ვიდმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი".

მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: "აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან".

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ქართლის ცხოვრება / ლეონტი მროველი / ცხოვრება ქართველთა მეფეთა