ექსპერიმენტული მეთოდიკა:

 

 

 

ცდის მასალა:

      ჯასტროუს ორაზროვანი სურათი ("იხვი-კურდღელი"სურ.#1) და ამ სურათის ბაზაზე  დამუშავებული ორი სურათი მხოლოდ "იხვისა" (სურ.# 2) და მხოლოდ "კურდღლის" (სურ.#3) გამოსახულებით

 

 

ექსპერიმენტული პროცედურა:

      ცდისპირის წინ, პროექტორის ეკრანზე 0,1 წმ.- ის ხანგრძლივობით ექსპონირდებოდა აღნიშნული  სურათები.

 

საფიქსაციო და კრიტიკული ცდები:

            საფიქსაციო ცდებში ცდისპირებს ვაწვდიდით  ორაზროვან სურათს 20-ჯერ; მათ ევალებოდათ  თითოეული ექსპოზიციის შემდეგ აღენიშნა თუ რა იყო  გამოსახული სურათზე.

წინასწარმა ცდებმა აჩვენა, რომ საფიქსაციო ცდებში  ცდისპირები ძირითადად მიჰყვებიან პირველ არჩეულ  ვერსიას, კერძოდ, თუ ცდისპირი ორაზროვანი სურათის აღქმისას ("იხვი-კურდღელი") პირველ  ექსპოზიციაში აირჩევს ვერსიას "იხვი", შემდეგ 19 ცდაში ძირითადად ამ ვერსიას მიჰყვება; ამიტომ კრიტიკულ ცდებში ცდისპირებს ვაწვდიდით  საფიქსაციო ცდებში მათ მიერ არჩეულ ვერსიის საპირისპირო "ერთაზროვან" სურათს, კერძოდ, თუ                          

სურ.1

საფიქსაციო ცდებში ორაზროვანი სურათის  ექსპონირებისას ფიქსირდებოდა ვერსია "იხვი",  კრიტიკულ ცდებში ვაწვდიდით სურათს "ერთაზროვანი კურდღლის" გამოსახულებით და პირიქით;           

            კრიტიკული ცდებიც გრძელდებოდა 20 ექსპოზიცია; ცდისპირებს, საფიქსაციო ცდების ანალოგიურად, ევალებოდათ აღენიშნათ თუ რა იყო გამოსახული  ექსპონირებულ სურათზე.

      განმეორებისა და სურათების ცნობის ეფექტის           გამორიცხვის მიზნით თითოეულ ექსპოზიციაზე  ვცვლიდით სლაიდებს ექსპოზიციათა შორის თანაბარი  დროითი ინტერვალებით.  

      ამავე ცდისპირებს ჩაუტარდათ კეტელის 16  ფაქტორიანი პიროვნების საკვლევი კითხვარი

 

 

 

სურ.2

 

ცდისპირები:

ცდები ჩატარდა 31 ცდისპირზე. თ.ს.უ.-ს სტუდენტები.

ასაკი 17-25 წელი.

                                                  

 

 

 

ექსპერიმენტული შედეგების დამუშავება.

 

1. ზოგადფსიქოლოგიური ანალიზი:

      ცდისპირთა პასუხებში შინაარსობრივად  აღინიშნა რამოდენიმე ვერსია: "იხვი", "კურდღელი" და  წარმოსახული ვერსიები ("ადამიანი", "ჩიტი" და სხვა).  ცხრილში #1 ასახულია  ვერსიათა შინაარსები და მათი ცვალებადობის  სიხშირეები საფიქსაციო და კრიტიკულ ცდებში.

 

             ვერსიების ცვალებადობა საფიქსაციო და  კრიტიკულ ცდებში

 

ცდები

ცვალებადობის

ხასიათი

ვერსიების შინაარსები

სიხშირე

?

საფიქსაციო ცდები

ვერსიები არ იცვლება

ვერსია “იხვი”

21

67

 

 

ვერსია “ კურდღელი”

4

12

 

 

წარმოსახული ვერსია

(“ადამიანი”, “ჩიტი”)

2

7

 

ვერსიები იცვლება

ვერსია “იხვი”_

“კურდღელი”

2

7

 

 

წარმოსახული ვერსია_

“იხვი”

2

7

კრიტიკული ცდები

ვერსიები არ იცვლება

 

ვერსია “იხვი”

9

29

 

 

ვერსია “კურდღელი”

6

19

 

 

წარმოსახული ვერსია

4

12

 

ვერსიები იცვლება

ვერსია “იხვი”_

“კურდღელი”

10

33

 

 

ვერსია “კურდღელი”_

“იხვი”

2

7

ცხრილი #1

 

 

      საფიქსაციო ცდებში ერთმანეთს შევადარეთ პირველ ექსპოზიციაზე და დანარჩენ 19 ექსპოზიციაში გამოვლენილი ვერსიების სიხშირეები. მათ შორის  სხვაობა არ აღმოჩნდა სტატისტიკურად სანდო (X2= 0,43364, P>0,05) ე.ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ცდისპირები ორაზროვანი სურათის მრავალჯერადი  აღქმისას ძირითადად მიჰყვებიან პირველ  ექსპოზიციაზე არჩეულ ვერსიას. ისინი საკუთარი  გადაწყვეტილების "ტყვეები" ხდებიან და ვერ არჩევენ  სურათში ალტერნატიულ ვარიანტს. თავად  იფიქსირებენ განწყობას და რეგულირებას უკეთებენ  საკუთარ აღქმას.

      როგორც ავღნიშნეთ, კრიტიკულ ცდებში  ცდისპირებს ვაწვდიდით მათ მიერვე ფიქსირებული  ვერსიის საპირისპირო შინაარსის ”ერთაზროვან"  სურათს, კერძოდ, თუ საფიქსაციო ცდებში ორაზროვან  სურათს ისინი აღიქვამენ, როგორც "იხვი", კრიტიკულ  ცდაში ვაწვდიდით "ერთაზროვან კურდღელს" და,  პირიქით.

      აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ ცდებში  "ერთაზროვანი" იხვისა ან კურდღლის აღქმაზე  მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საფიქსაციო  ცდებში ცდისპირთა მიერ არჩეული ვერსიის ფიქსაცია.  საგანწყობო ცდებში ფიქსირებული ვერსია ამახინჯებს

ერთმნიშვნელოვანი მასალის სწორად აღქმას,  იმსგავსებს მას. მაგალითად, თუ საგანწყობო ცდებში  ფიქსირებულ "იხვის" შემდეგ "ერთმნიშვნელოვანი  კურდღლის" აღქმაც ინტერპრეტირდება, როგორც  "იხვი" და პირიქით, ცხადია სახეზეა უძლიერესი  ასიმილაციური ეფექტი, რიმელიც ასიმილაციური ილუზიის სახით იჩენს. აღნიშნული ტენდენცია  სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ერთმანეთს შევადარეთ ერთმნიშვნელოვანი იხვისა და კურდღლის  აღქმის ექსპერიმენტული და მოსალოდნელი სიხშირეები აღმოჩნდა, რომ X2 =22,58; P<0,005.

 

2.ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი

      მიღებული ექსპერიმენტის შედეგები ჩვენთვის საინტერესო იყო ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური  თვალსაზრისითაც. რამდენადაც აღნიშნული  ასიმილაციური ეფექტის სიძლიერის მიხედვით  ცდისპირები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ  ერთმანეთისაგან. ამასთან, გვაინტერესებდა  გამოგვევლინა ინდივიდუალური მახასიათებლები,  რომლებიც საფუძვლად უდევს ცლისპირთა შორის  აღნიშნულ სხვაობებს. ამისათვის კრიტიკული ცდების  მონაცემების საფუძველზე გამოვყავით სამი  ტიპოლოგიური ჯგუფი.

      პირველ ტიპოლოგიურ ჯგუფს მივაკუთვნეთ  სრული ასიმილაციური ეფექტის მქონე ცდისპირები,  ანუ ისინი, რომლებთანაც ფიქსირებული ვერსია  ვლინდება უკლებლივ ყველა კრიტიკულ ცდაში  (ცდისპირთა 39%)       მეორე ტიპოლოგიურ ჯგუფში გაერთიანდნენ  ნაწილობრივი ასიმილაციური ეფექტის მქონე  ცდისპირები. მათთან თავდაპირველად გამოვლინდა  ფიქსირებული ვერსია, რომელიც შემდეგ ადექვატური  ვერსიით შეიცვალა(ცდისპირთა 42%).

 

      მესამე ტიპოლოგიურ ჯგუფში კი გაერთდნდნენ ასიმილაციური ეფექტის არმქონე, ანუ "ნულეული" ეფექტის მქონე ცდისპირები, რომლებთანაც  ფიქსირებული ვერსია არ ვლინდება არც ერთ  კრიტიკულ ცდაში (ცდისპირთა 19%). აღნიშნული  შედეგები ასახულია ცხრილში #2.

 

      ცხრილი #2

ტიპოლოგიური ჯგუფები

ვერსიათა შინაარსები

სიხშირე

 %

I

სრული

ასიმილაციური

ეფექტი

ვერსია “იხვი”

9

39

 

 

ვერსია “კურდღელი”

1

 

 

 

წარმოსახული ვერსია

(“კურდღელი”, ”ჩიტი”)

2

 

II

ნაწილობრივი ასიმილაციური

ეფექტი

“კურდღელი”_”იხვი”

2

42

 

 

“იხვი”_”კურდღელი”

10

 

 

 

წარმოსახული ვერსია_

წარმოსახული ვერსია

1

 

III

ნულეული

ეფექტი

“იხვი”_”კურდღელი”

2

19

 

 

“იხვი”,”კურდღელი”_

“იხვი”

1

 

 

 

“იხვი”,”კურდღელი”_

“კურდღელი”

1

 

 

 

წარმოსახული ვერსია_

“იხვი”

1

 

 

 

“იხვი”_ წარმოსახული

ვერსი

1

 

       P

3. მონაცემთა პიროვნებისეული ანალიზი.

 

 

როგორც ავღნიშნეთ, ჩვენი კვლევის ამოცანა იყო გამოგვევლინა პიროვნებისეული მახასიათებლები,  რითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამოყოფილი  ტიპოლოგიური ჯგუფები. პირვნებისეულ თვისებათა  გამოსავლენად თითოეულ ცდისპირს ჩაუტარდა  კეტელის 16-ფაქტორიანი კითხვარი. მონაცემები  ასახულია გრაფიკზე #1. მასში მოცემულია  თითოეული ტიპოლოგიურ ჯგუფში ცალკეულ  ფაქტორთა გაშუალებული მონაცემები.

 

 

 

      გრაფიკი#1

      

 

      როგორც გრაფიკიდან ჩანს, სრული და  ნაწილობრივი ასიმილაციური ეფექტის მქონე  ჯგუფებში განმასხვავებელი პიროვნებისეული  ფაქტორებია B, ჩ და G ფაქტორები, ამასთან, სამივე  ფაქტორის წონა ნაწილობრივი ასიმილაციური  ეფექტის მქონე ჯგუფთან უფრო მაღალია სრული  ასიმილაციის მქონე ჯგუფთან შედარებით.

      ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინდივიდები, რომლებიც ჯერ მოქმედებენ

ილუზორულად, ხოლო შემდეგ თავს აღწევენ მას ხასიათდებიან უფრო მაღალი   ინტელექტით  (BBფაქტორი), შედარებით მყარი ემოციური  მდგრადობით (ჩ ფაქტორი) და ორგანიზებულობის  მაღალი დონით (GG ფაქტორი) იმ ინდივიდებთან

შედარებით, რომელთა აღქმაც ბოლომდე ილუზორული  რჩება. დანარჩენი  ფაქტორების მიხედვით ჯგუფებს  შორის სხვაობა არ აღინიშნა.

      ”ნულოვანი ეფექტის" მქონე ინდივიდები წინა  ორი ჯგუფისაგან განსხვავდება მხოლოდ ორი  პიროვნებისეული ფაქტორით (NN და Q4 ფაქტორები),  ე.ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "უგანაყობო"  ინდივიდები სხვა ინდივიდებისაგან გამოირჩევიან  დაბალი "დიპლომატოურობითა" (N) და ფრუსტრირების  შედარებით დაბალი დონით (Q4)       რაც შეეხება წარმოსახული ვერსიების მქონე  ინდივიდებს, ასიმილაციური ეფექტის ფორმალური  მიმდინარეობის მიხედვით ისინი არ განსხვავდებიან  სხვა ჯგუფებისაგან. განსხვავება მხოლოდ აღქმული  მასალის შინაარსშია. ისინი ირჩევენ წარმოსახულ  ვერსიას: "ადამიანი", "ჩიტი", "ყვავილი" და სხვა. პიროვნული მახასიათებლის მიხედვით ეს ინდივიდები სხვებისაგან გამოირჩევიან წარმოსახვის განვითარების მაღალი დონით (მფაქტორი) და შედარებით დაბალი  დომინანტობით (ეფაქტორი).

      ჩვენთვის საინტერესო არმოჩნდა ინდივიდუალური სხვაობები ნაწილობრივი ასიმილაციის ეფექტის მქონე ტიპოლოგიურ ჯგუფში (12 ცდისპირი). როგორც ვიცით, ამ ჯგუფს ინდივიდუმი კრიტიკულ ცდებში ჯერ ილუზორულად აღიქვამენ სურათს (ან ობიექტს) ხოლო შემდგომ გადაინაცვლებენ ადექვატურ აღქმაზე. ცდისპირთა.  შორის აღმოჩნდა სხვაობა გადანაცვლების სისწრაფის  მიხედვით.

      ზოგიერთი მათგანი ადეკვატურ აღქმაზე  გადაინაცვლებდა 1 _ 2 ილუზორული აღქმის შემდგომ  ზოგს კი ამისთვის სჭირდებოდა შედარებით მეტი  ექსპოზიცია. ამიტომ გამოვყავით სამი ქვეჯგუფი:

      1. სწრაფი   გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 1-6 ილუზიის  შემდეგ.

2. საშუალო გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 7-13 ილუზიის შემდეგ.

       3. ნელი გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 14-19 ილუზიის  შემდეგ.

 

გრაფიკი #2

 

 

      ამ ქვეჯგუფებს შორის  განმასხვავებელი პიროვნებისეული მახასიათებლების მონაცემები ასახულია გრაფიკში #2, როგორც გრაფიკიდან ჩანს სწრაფი და ნელი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდები განსხვავებულნი აღმოჩნდნენ 5  პიროვნებისეული მახასიათებლების (O, I, H, EEდა Q2   ფაქტორების) მიხედვით, კერძოდ სწრაფი  გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები. ნელი  გადანაცვლებადობის მქონეთაგან გამოირჩევიან  მაღალი მგძნობიარობით (I ფაქტორი) და  დამოუკიდებლობის მაღალი დონით (Q2  ფაქტორი),  ამასთან შედარებით დაბალი შფოთიანობით (0 ფაქტორი), სოციალური აქტიობითა (HNფაქტორი) და დომინანტობით (EEფაქტორი). ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ სწრაფი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდებიდან, თითოეული განმასხვავებელი

ფაქტორის აბსოლუტური მნიშვნელობა ნორმატიულის ფარგლებშია (4-7 სტენი) და არც ერთი ფაქტორი არ  იძენს უკიდურესად მკვეთრ გამოხატულებას, მაშინ,  როცა ნელი გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები  ხასიათდებიან მკვეთრად გამოხტული შფოთიანობით (8 სტენი), ძლიერი თვითდარწმუნებლობა-დომინანტობით  (8 სტენი) და ზედმეტი თვითდაჯერებულობითა და  ჰიპერტროფულობით (3,5 სტენი)

      რაც შეეხება საშუალო გადანაცვლებადობის  მქონე ინდივიდებს, მათთან დანარჩენი ორი ქვეჯგუფის   ინდივიდებისაგან განსხვავებით მკვეთრად   გამოხატულია ერთი ფაქტორი (MM) ამასთან,  განსხვავებული, მაგრამ ასევე ნორმატიული  მაჩვენებლები აქვთ Q3 და I სკალაზე, ე.ი. საშუალო  გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები ხასიათდებიან  მკვეთრად გამოხატული პრაქტიკულობით (4 სტენი) შედარებით მაღალი  თვითკონტროლით (7 სტენი), ხოლო მგრძნობიარობის  მახასიათებლის მიხედვით შუალედურ ადგილს იკავებს  სწრაფი და ნელი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდებს შორის.

 

დასკვნები:

 

ექსპერიმენტული შედეგებიდან გამომდინარე  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

 

1. რევერსიული მასალიდან ერთ-ერთი ვარიანტის  შერჩევით სუბიექტში შეიძლება ჩამოყალიბდეს  პერცეპტული შინაარსის მიმართ ფიქსირებული  განწყობა.

2. რევერსიული მასალის შინაარსის პირველადი  შეფასება და მისი ვერბალიზაცია არის სემანტიკური  განწყობის ფიქსირების ძირითადი ფაქტორი .კერძოდ,  აღნიშნული გზით ფიქსირებული განწყობა  გამორიცხავს სიტუაციიდან ალტერნატიულ  ვარიანტებს და წარმოადგენს პასუხების შეზღუდვის  მთავარ პირობას. მაშასადსამე, განწყოგის ფიქსირების  ფაქტორი ხდება საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა  ველი შეიცავს ალტერნატიულ ვარიანტს.  

3. თვითაქტივობით ფიქსირებული განწყობა კრიტიკულ ცდებში ვლინდება როგორც პერცეპტული ქცევის  რეგულაციის მექანიზმი, ვინაიდან კრიტიკული  მასალის სემანტიზაციადეტერმინირებულია  თვითრეგულაციით ჩამოყალიბებული განწყობით და ამ  გზით გაფიქსირებული განწყობა იძლევა ძლიერ  ასიმილაციურ ეფექტს.

4. ჩვენის აზრით, შესაძლოა გამოიყოს ფიქსირებული  განწყობის მახასიათებელთა მიხედვით, ახალი  ტიპოლოგიურად მნიშვნელოვანი მახასიათებელი_  განწყობის გადანაცვლადებადობის სისწრაფე.  რამდენადაც ამ პრინციპით დაჯგუფებულ ინდივიდებში აღინიშნა მრავალფეროვანი განსხვავებები პიროვნულ  მახასიათებელთა მიხედვით, ვიდრე ნაწილობრივი,  სრული და ნულეული ასიმილაციური ეფექტის მქონე  ჯგუფებში. ჩვენ შეგნებულად მოვერიდეთ ტიპოლოგიის  კლასიკურ ტერმინების ხმარებას (“დინამიკური”,  “სტატიკური”, “ვარიაბილური” ტიპი), რიმდენადაც  ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდიკა არ არის

ანალოგიური ფიქსირებული განწყობის კლასიკური  მეთოდისა, რომლის საფუძველზეც აიგება ტიპოლოგია  ფიქსირებული განწყობის ფორმალური მახასიათლების მიხედვით.

 

 

 

 

 

რელიგიური ორიენტაციის მქონე პირთა სოციალურ-ფსიქოლოგიური  

მახასიათებლები

 

 (მართლმადიდებლობისა და ბაპტიზმის მაგალითზე)

ნინო ჯავახიშვილი, ნინო მამამთავრიშვილი

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

      შესავალი

      ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვედგინა საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული  რელიგიის - მართლმადიდებლობის და ერთ-ერთი  პროტესტანტული დენომინაციის - ბაპტიზმის  შედარებითი დახასიათება სოციო და ფსიქომეტრული  პარამეტრების მიხედვით იმის გამოსავლენად, არის თუ  არა რაიმე სხვაობა მათ შორის ამ თვალსაზრისით,  რამდენად მნიშვნელოვანია ეს სხვაობა და შესაძლებელია თუ არა გამოიყოს თითეული  მათგანისათვის დამახასიათებელი რაიმე თავისებურება.

      როგორც ცნობილია, ქრისტიანობაში არჩევენ სამ ძირითად მიმართულებას: მართლმადიდებლობას,  კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს, რომელიც, თავის  მხრივ, რამდენიმე მიმდინარეობად და მრავალ წვრილ  სექტად იყოფა. ჩვენი კვლევა მართლმადიდებლებს და  ბაპტისტებს მოიცავს, ბაპტისტებით ჩვენი  დაინტერესება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ბაპტიზმი  საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი და  აქტიური დენომინაციაა. ამჟამად საქართველოში  ბაპტისტური თემის საერთო რიცხვი 16.700-ია, ხოლო  მონათლულ წევრთა რაოდენობა 4.392-ია. თბილისში  2.874 მონათლული ბაპტისტია, თემის რაოდენობის  მიხედვით - 3.545. საქართველოში ფუნქციონირებს  ქრისტიან-ბაპტისტთა 52 ეკლესია.     

   ბაპტიზმი პურიტანული ეკლესიის ნაირსახეობას  წარმოადგენს. მისი პირველი სექტა ჯერ კიდევ 1609  წელს შეიქმნა ჰოლანდიაში ანგლიკანური ეკლესიის მიერ დევნილ კონგრეგაციონალისტ ინგლისელებს  შორის და სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებში.  ბაპტიზმის სხვა დენომინაციებისაგან განმასხვავებელი  ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა ნათლობის  რიტუალზე აქცენტირება. სწორედ ამას უკავშირდება  სახელწოდებაც, რომელიც ბერძნული სიტყვიდან -  "ბაპტიზდოს" მოდის, რაც ქართულად წყალში  ჩაშვებას ნიშნავს. ნათლობა 18 წლის ან უფრო მეტ  ასაკში ხდება, რათა რიტუალი შეგნებულად და  ნებაყოფლობით შესრულდეს და არა მექანიკურად.  ინათლებიან ბუნებრივ პირობებში  - ზღვებში,  მდინარეებში და ა. შ. თუ ამისი შესაძლებლობა არ   არის, აკეთებენ ხელოვნურ წყალსაცავს, რომელსაც  ბაპტისტერიას (ბაპტისტერიუმს) უწოდებენ.

      ამ რელიგიურ მიმდინარეობაში, როგორც  საერთოდ პროტესტანტიზმისათვის არის  დამახასიათებელი, მნიშვნელოვნად გამარტივებულია  ტრადიციულიქრისტიანული მოძღვრება და საკულტო წეს-ჩვეულებები. ბაპტიზმმა უარი თქვა  სამღვდელოებაზე, როგორც შუამავალზე ღმერთსა და ადამიანს შორის, უარყო ტრადიციული წირვა-ლოცვა,  ხატები, შეცვალა სასულიერო პირთა ტანსაცმელი.

ღვთისმსახურებაში დიდ მნიშვნელობა ენიჭება  ქადაგებას, ეკლესიაში ღვთის თაყვანსაცემად  დაწესებულია პოპულარული მელოდიების, რელიგიური  ჰიმნების გალობა იონიკის, აკორდეონის, თუ ორღანის თნხლებით. ბაპტიზმმა უარყო 7 საიდუმლოება და მათ  ნაცვლად აღიარა ოთხი რიტუალი: ნათლობა,  პურისტეხა (ზიარება), ქორწინება და ხელდასმა. აქ მორწმუნის მოვალეობაა თავისი სარწმუნოების  გავრცელება და დენომინაციისათვის ახალი წევრის  შემატება.

      ბაპტისტური მოძღვრება საქართველოში XIX  საუკუნიდან გავრცელდა და კარგად შეეგუა ყოფით  თუ სოციალურ პირობებს. ბაპტიზმი არის მძლავრი და  კარგად ორგანიზებული მიმდინარეობა. თუ  თავდაპირველად მისი წევრები უმეტესად რუსები და  უკრაინელები იყვნენ, დღეს მის შემადგენლობაში  მრავლადაა ადგილობრივი მოსახლეობა. ბაპტისტურ  თემს სათავეში უდგას ეკლესიების კავშირის  წინამძღვარი, ანუ პრეზიდენტი და თემთა საბჭო 9  ადამიანის შემადგენლობით. საქართველოში მოქმედებს  4 საუფროს-ხუცესო, უფროსი ხუცესების  წინამძღოლობით. ეს დენომინაცია ეწევა ფართო  მისიონერულ მუშაობას, ხსნის რელიგიურ  სასწავლებლებს, სხვადსხვა კურსებს, თბილისში  ფუნქციონირებს თეოლოგიური სემინარია, უფასო  სამედიცინო  მომსახურებას უწევს თავის მიმდევრებს,  ავრცელებს ჟურნალებსა და რელიგიურ  ლიტერატურას, სისტემატურად იღებს ჰუმანიტარულ  დახმარებას უცხოეთიდან. (1)

      მართლმადიდებლობის დახასიათებას აქ არ შევუდგებით, მხოლოდ ცხრილის სახით წარმოვადგენთ  იმ ძირითად განსხვავებებს, რომლებიც მართლმადიდებლობასა და ბაპტიზმს შორის არსებობს:

 

მართლმადიდებლობა

ბაპტიზმი

საღვთისმეტყველო ლიტერატურა

ბიბლია - ძველი და ახალი აღთქმა, ლოცვების  კრებული, თეოლოგიური თხზულებებისაღმრთო წერილი. მართლმადიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სხვა ლიტერატურა მთლიანად უარყოფილია.

ღვთისმსახურების ადგილი და ატრიბუტიკაჯვარგუმბათოვანი ან ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომელიც სამ ნაწილად იყოფა: კარიბჭე, ტაძრის შუა ნაწილი და საკურთხეველი

 

 

ჩვეულებრივი დარბაზი რიგებად განლგებული სკამებით და ეგრეთ წოდებული პრეზიდიუმითჯვარი, ხატები, სანთელი, ზარებიჯვრის სიმბოლო მხოლოდ ეკლესიის შესასვლელში გვხვდება, ხატები, სანთლები, ზარები უარყოფილია.

წმინდანობის ინსტიტუტი

წმინდანობის ინსტიტუტი უარყოფილია

ღვთისმსახურება

წირვა-ლოცვა, გუნდი ასრულებს ტრადიციულ

საგალობლებს. წირვა-ლოცვა გრძელდება 3 საათსა და

მეტ ხანს

ქადაგება, პოპულარული მელოდიების, ჰიმნების

გალობა იონიკის, აკორდეონის, ორღანოს თანხლებით.

ქადაგება 2 საათს გრძელდება

უმთავრესი მოქმედებანი

შვიდი საიდუმლოება: ნათლობა, მირონცხება, ქორწინება, ზიარება, სინანული-აღსარება, მღვდლობა, ზეთის კურთხევა

ოთხი წეს-ჩვეულება: ნათლობა, ზიარება (პურისტეხა), ქორწინება, საეკლესიო პირთა ხელდასმანათლისღება ხდება როგორც მექანიკურად, ისე შეგნებულად, ნებაყოფილობით. ინათლებიან როგორც ჩვიილი ასაკის ბავშვები, ასევე მოხუცები. ნათლობის ადგილი - ეკლესია, მდინარე

ნათლობა ხდება 18 წლის და მეტ ასაკში, შეგნებულად, გაცნობიერებულად. ნათლობის ადგილი - მდინარე, ტბა, ზღვა ან ბაპტისტერიუმი ზიარება ხდება ცოდვების მონანიებისა და აღსარების შემდეგ

ზიარება მონანიების გარეშე, აღსარება ითქმის

ერთხელ, ნათლობის წინ.

მღვდელი არის შუამავალი ადამიანსა და ღმერთს

შორის

სამღვდელოება, როგორც შუამავალი უარყოფილია

ქორწინება შედგება წინდობის ლოცვისა და

ჯვრისწერისაგან

ქორწინების რიტუალი ხანმოკლეა, ხუცესი ამოწმებს

მეუღლეთა თანხმობას ქორწინებაზე

საეკლესიო პირთა იერარქია

დიაკვანი, მღვდელი, დეკანოზი, ეპისკოპოსი,

კათოლიკოსი, პატრიარქი

დიაკვანი, ხუცესი, ეპისკოპოსი

ღვთისმსახურების შემსრულებელ პირთა სამოსი

სამოსი აცვიათ ყოველთვის რანგის შესაბამისად

სამოსი აცვიათ მხოლოდ უმთავრესი რიტუალის ან

ცერემონიის დროს, თანაც ორივე სქესის პირებს.

ჩვეულებრივ, ხუცესი სამოსის გარეშე ქადაგებს

უმთავრესი დღესასწაულები

ღვთისმშობლის შობა, მისი ტაძრად მიყვანება, ხარება,

ქრისტეშობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება,

ბზობა, აღდგომა, მარიამობა, ჯვართამაღლება,

წმინდანთა სახელობის დღესასწაულები

ხარება, ქრისტეშობა, მირქმა,  ნათლისღება,

ფერისცვალება, ბზობა, აღდგომა.

 

 

 

 

   კვლევის მიზანია ემპირიული გზით შევისწავლოთ  ის განსხვავებული სოციომეტრული და  ფსიქომეტრული პარამეტრები, რომლებიც უნდა  გააჩნდეს ერთი და იგივე რელიგიის შიგნით არსებულ  სხვადასხვა კონფესიას. დავინტერესდით  მართლმადიდებლების და ბაპტისტების მთელი რიგი  სპქციფიკური მახასიათებლებით, კერძოდ: მორწმუნეთა  მოტივაცია, სექტანტური მაჩვენებელები,  ტოლერანტობის ხარისხი, დამოკიდებულება საკუთარი და სხვა რელიგიური მოძღვრებების, ორგანიზაციების, სოციალური და კულტურული გარემოს მიმართ -   სოციომეტრული მახასიათებლები, ხოლო კონტროლის  ლოკუსი ფსიქომეტრული მახასიათებელია. სოციალურ  ქმედებას აღიარებული პრინციპით განვიხილავთ: ღირებულება - ინტერიორიზაცია - სოციალიზაცია -  ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბება - ქცევა. რაც  შეეხება კონტროლის ლოკუსს, ეს არის პიროვნების მიდრეკილება ეძებოს სიცოცხლის მართვის წყარო სამყაროში ან საკუთარ თავში (3). კონტროლის ლოკუსის კითხვარი ორ პრინციპულ დებულებას  ემყარება:

ა) ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმისდა  მიხედვით, თუ სად ათავსებენ მნიშვნელოვანი  მოვლენების კონტროლს. შესაძლებელია ასეთი ლოკალიზაციის ანუ კონტროლის ლოკუსის ორი პოლარული ტიპი: ექსტერნალი და ინტერნალი. პირველ  შემთხვევაში ადამიანს მიაჩნია, რომ ის, რაც მას ემართება, გარეგანი ძალების მოქმედების შედეგია.  გარეთ მყოფ ძალებად მოიაზრება ბედი, იღბალი, სხვა ადამიანები, შემთხვევა, ღმერთი. მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოვლენები საკუთარი მოქმედებების შედეგია. ნებისმიერ ადამიანს ექსტერანლობიდან ინტენალობისაკენ კონტინუუმზე გარკვეული პოზიცია  ახასიათებს.

ბ) კონტროლის ლოკუსი უნივერსალურია ნებისმიერი მოვლენისა და სიტუაციის მიმართ. ის ახასიათებს  მოცემული პიროვნების მოქმედებას წარუმატებლობის და მიღწევის შემთხვევაშიც, თანაც ეს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ეხება. კონტროლის ლოკუსი ინდივიდის მყარი თვისებაა.

   ზოგადად, ინტერნალებს ახასიათებთ ემოციური სტაბილობა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, მიზანმიმართულობა, თვითანალიზისაკენ მიდრეკილება, კეთილგანწყობა, დამოუკიდებლობა. ექსტერნალებს - ეჭვიანობა, შფოთვა, აგრესიულობა, კონფორმულობა, დოგმატიზმი, ავტორიტარულობა. ინტერნალები უფრიო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, უფრო ადაპტირებული არიან გარემოსთან. (2)

   ეროვნების  მიხედვით აღმოსავლეთი ექსტერნალურია, დასავლეთი - ინტერნალური. რელიგიის მიხედვით - პროტესტანტები ინტერნალები არიან, რადგან ეს რელიგია პასუხისმგებლობას თვითონ ადამიანს აკისრებს.

   აქვე განვმარტავთ, თუ რას ვგულისხმობთ სექტურობაში: ეკლესიისა და სექტის ტიპის დენომინაციის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია გარემოსთან, სოციალურ და კულტურულ კონტექსტთან დაძაბულობის ხარისხი - ის რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც უარყოფენ სოციალურ, კულტურულ გარემოს, უფრო სექტას გვანან, ხოლო რომლებიც იღებენ მას - უფრო ეკლესიას. სექტის ნიშანია აგრეთვე ფანატიზმის ხარისხიც, რაც მეტია ფანატიზმი, მით მეტად მიუთითებს ის სექტურ ბუნებაზე, იგივე ითქმის ტოლერანტობის შესახებაც, ოღონდ აქ უარყოფითი კორელაციაა: რაც ნაკლებია ტოლერანტობა, მით მეტია სექტურობის ხარისხი.

ჩვენი კვლევის ჰიპოთეზა შემდეგია:

ა)მართლმადიდებლებს და ბაპტისტებს განსხვავებული ფსიქო და სოციომეტრული მახასიათებლები უნდა ქონდეთ

ბ)ბაპტისტები და მართლმადიდებლები, როგორც მრევლი, განსხვავებული განსხვავებული სოციო და ფსიქომეტრული თვისებებით გამოირჩევაე.წ. არაეკლესიური მორწმუნეებისაგან

 

 

მეთოდი და მასალა

      კვლევისათვის გამოვიყენეთ როტერის კონტროლის ლოკუსის კითხვარი და სპეციალისტთა  ჯგუფის მიერ  1995 წელს შექმნილი სოციალურ-ფსიქოლოგიური კითხვარი.

   სოციალურ-ფსიქოლოგიური კითხვარი შედგება 24 დახურული კითხვისაგან, რომლებიც პირობითად შეიძლება ექვს ბლოკად დაიყოს:

I ბლოკი - მორწმუნის მიერ საკუთარი აღმსარებლობის წეს-ჩვეულებების და მოთხოვნების შესრულება

II ბლოკი - მორწმუნის დამოკიდებულება საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის ძირითადი პარამეტრებისა და საქმიანობის მიმართულებისადმი

III ბლოკი - მორწმუნის დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებისა და ზოგადად სხვა მსოფლმხედველობის მიმართ, ზომავს ტოლერანტობის ხარისხს (ბოგარდუსის სკალის მიხედვით)

IV ბლოკი - მორწმუნის რელიგიურ ორგანიზაციაში გართიანების მოტივი და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი

V ბლოკი - ინტერესი რელიგიური პრობლემების მიმართ, სარწმუნოებაში განთვითცნობიერების  ხარისხი

 

 

VI ბლოკი - სექტის მახასიათებლები

       კვლევა ჩატარდა 240 ადამიანზე, რომლებიც  სამ ჯგუფად განაწილდა: 1) არაეკლესიური  მართლმადიდებლები - 91 ადამიანი, 2) ეკლესიური  მართლმადიდებლები - 75 ადამიანი, 3) ბაპტისტები - 74  ადამიანი. ასაკი 17-60 წელი (მ=38, ?=2.67), 120 ქალი და 120 მამაკაცი.      

  ორი დენომინაციის გარდა კიდევ ერთი ჯგუფის გამოყოფა ჩავთვალეთ საჭიროდ. რადგან ეკლესიური  მართლმადიდებლებიც და ბაპტისტებიც მრევლს  წარმოადგენენ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მათი  შედარება არა მარტო ერთმანეთთან, არამედ მათგან  განსხვავებულ ჯგუფთან: არაეკლესიურ მართლმადიდებლებთან (ჰიპოთეზა ბ). აქვე  განვმარტავთ, რას ვგულისხმობთ ეკლესიურ და არაეკლესიურ მართლმადიდებლებში. ეკლესიური მართლმადიდებლები რეგულარულად დადიან ეკლესიაში, მოძღვარს ხვდებიან და ყველა რიტუალს ასრულებენ. ხოლო მეორე ჯგუფის წევრები საკუთარ  თავს მორწმუნედ თვლიან, თუმცა არ მისდევენ რიტუალებს და ეკლესიაში მხოლოდ დიდ

დღესასწაულებზე დადიან, როგორიცაა აღდგომა, შობა  და ა. შ. ამდენად, ქვემოთ მოყვანილი შედეგები სამი ჯგუფის მიხედვით იქნება წარმოდგენილი.

 

 

შედეგების აღწერა

      კონტროლის ლოკუსის მიხედვით მონაცემები  შემდეგი სახისაა: ინტერნალობის მხრივ მოცემულ  ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული  მაჩვენებელი აქვთ ბაპტისტებს - 40.15%, ხოლო  ტრადიციული აღმსარებლობის წარმომადგენლებთან

ეს პროცენტები თითქმის ერთნაირია - 33.33% ეკლესიურებთან და 33.69% არაეკლესიურებთან. ექსტერნალობის მხრივ გარეგან კონტროლს ყველაზე ნაკლებად ექვემდებარებიან პროტესტანტები - 14.26%,  შემდეგ არაეკლესიური მართლმადიდებლები - 22.82% და ბოლოს ეკლესიური მართლმადიდებლები - 26.67%.

      კონტროლის ლოკუსის მონაცემები

დენომინაციების მიხედვით შემდეგნაირად  გამოიყურება:

 

 

 

 

      გრაფიკი #1 - კონტროლის ლოკუსი

ბაპტისტებთან

 

 

 

 

      გრაფიკი #2 - კონტროლის ლოკუსი ეკლესიურ

მართლმადიდებლებთან

 

 

 

 

      გრაფიკი #3 - კონტროლის ლოკუსი

არაეკლესიურ მართლმადიდებლებთან

 

      როგორც ვხედავთ, ბაპტისტებთან შედარებით  მართლმადიდებლები უფრო ექსტერნალები არიან,  განსაკუთრებით ეკლესიური მართლმადიდებლები. ინტერნალობა მართლმადიდებელ ჯგუფებს  დაახლოებით ერთი და იგივე სიხშირით ახასიათებთ,  ხოლო შუალედური პოზიცია სამივე ჯგუფში

დაახლოებით თანაბრად ნაწილდება.

      როგორც მოსალოდნელი იყო, ბაპტისტები და  ეკლესიური მართლმადიდებლები - ორგანიზებული და  კონტროლირებული რელიგიური სისტემის აქტიური  წევრები - განუხრელად მისდევენ ფორმალურ წესებს,  შესაბამის რიტუალებს და წაყენებულ მოთხოვნებს.  უნდა ითქვას, რომ ეკლესიური მართლმადიდებლების ყველაზე მეტი რაოდენობა - 60% დიდ მნიშვნელობას  ანიჭებს ლოცვას, ბაპტისტების - 41.9%, არაეკლესიური მართლმადიდებლების - 8.8%.

 

 

 

 

      1 - ეკლესიური მართლმადიდებლები

                                             2 -

ბაპტისტები

 

 

3 - არაეკლესიური მართლმადიდებლები

 

      გრაფიკი #4 - ლოცვის სიხშირე სამი ჯგუფის

მიხედვით

 

      ბაპტისტების ყველაზე მეტი რაოდენობა კი

რელიგიური ლიტერატურის კითხვას ამჯობინებს:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

რეგულარულად

32.4%

22.7%

3.3%

ხშირად

51.4%

36.0%

13.2%

ზოგჯერ

14.9%

38.7%

52.7%

არ ვკითხულობ

1.4%

2.7%

30.8%

      ცხრილი #1 - რელიგიური ლიტერატურის

კითხვის სიხშირე სამი ჯგუფის მიხედვით

 

      ღვთისმსახურებაზე დაუსწრებლობის შემთხვევები ორ ჯგუფში - მრევლში - საერთოდ არ  გამოვლინდა. ბაპტისტებისა და ეკლესიური  მართლმადიდებლების თითქმის თანაბარი რაოდენობა  ეწევა ქველმოქმედებას, როცა ამისი საშუალება აქვს.  როგორც სავარაუდო იყო, არაეკლესიური  მართლმადიდებლები არ გამოირჩევიან ფორმალური  საეკლესიო წეს-ჩვეულებების შესრულების  თვალსაზრისით. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი  საერთოდ არ ეწევა ქველმოქმედებას და ყველაზე ნაკლებად სჯერა, რომ ღვთისმასახურების წესების  დაცვით შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა.

      შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ბაპტისტები და ეკლესიური მართლმადიდებელები უფრო მეტად არიან კმაყოფილნი საკუთარი რელიგიური  ორგანიზაციის ძირითადი მახასიათებლებითა და პარამეტრებით, ვიდრე არაეკლესიური მართლმადიდებლები. პასუხები კითხვაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს მორწმუნის შინაგან მოთხოვნებს მისი ეკლესია, ასე  განაწილდა:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

სრულიად

71.6%

76.0%

26.4%

ნაწილობრივ

27.0%

22.7%

53.8%

არ აკმაყოფილებს

1.4%

1.3%

19.8%

      ცხრილი #2 - საკუთარი რელიგიური ორგანიზაციით კმაყოფილების ხარისხი სამი ჯგუფის  მიხედვით

 

      სამივე ჯგუფის ცდის პირთა  უმრავლესობისათვის საერთო ნიშანია ცალსახა

პოზიტიური დამოკიდებულება შესაბამისი  ორგანიზაციის სტრუქტურის და საქმიანობის  მიმართულების მიმართ:

 

 

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

სტრუქტურით კმაყოფილება

95.9%

94.7%

78.0%

საქმიანობის მიმართულებით კმაყოფილება

94.6%

86.3%

60.0%

 

ცხრილი #3 - საკუთარი ორგანიზაციის სტრუქტურით  და საქმიანობის მიმართულებით კმაყოფილების   ხარისხი სამი ჯგუფის მიხედვით

 

      ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ბაპტისტური დენომინაციის დიდ ნაწილი რეგულარულად იღებს მატერიალურ დახმარებას  თავისი ეკლესიის მხრიდან - 56.8%, ხოლო რაც შეეხება არაეკლესიურ მართლმადიდებლებს, მათმა  უმრავლესობამ საერთოდ არაფერი იცის საკუთარი  რელიგიური ორგანიზაციის ქველმოქმედების შესახებ - 63.7%.

      აღმოჩნდა, რომ ბაპტისტები ყველაზე მეტად ტოლერანტულები არიან სხვა რელიგიური  ორგანიზაციების წევრების მიმართ და უფრო მეტად  უჭერენ მხარს მათთან კონტაქტებს. ამ ტენდენციას  ამჟღავნებს ბოგარდუსის სკალის მიხედვით შედგენილი  კითხვა, რომელიც მოწმობს, რომ მეგობრულ ურთიერთობებს სხვა აღმსარებლობის მიმდევრებთან უფრო ამართლებენ ბაპტისტები და ამ მახასიათებლის მიხედვით, ისინი უფრო შემწყნარებელნი ჩანან, ვიდრე თვით არაეკლესიური მორწმუნეები.

 

      1 - ბაპტისტები

      2 - ეკლესიური მართლმადიდებლები

      3 - არაეკლესიური მართლმადიდებლები

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / უავტორო / პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალი