გრაფიკი #5 - "სხვა რელიგიის

წარმომადგენელთან ვიმეგობრებდი" სამი ჯგუფის მიხედვით

 

      ბაპტისტებსა და ეკლესიურ მართლმადიდებლებს  შორის სხვაობა კიდევ უფრო აშკარაა, ეს უკანსკნელნი  საკუთარი ეროვნების სრულფასოვან წარმომადგენლად  არ მიიჩნევენ სხვა აღმსარებლობის მიმდევარს.  კითხვაზე: მიაჩნია თუ არა რესპონდენტს სხვა რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარი თავისი ეროვნების სრულფასოვან წარმომადგენლად, პასუხები  შემდეგნაირად განაწილდა:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

მიმაჩნია

82.4%

18.9%

27.5%

არ მიმაჩნია

4.1%

51.4%

26.4%

არ ვიცი

13.5%

29.7%

46.2%

 

ცხრილი #4 - სხვა რელიგიის მიმდევრის მიჩნევა  თავისი ერის სრულფასოვან წარმომადგენლად სამი  ჯგუფის მიხედვით

 

      საგულისხმოა, რომ ბაპტისტები უფრო ხშირად ეცნობიან სხვა რელიგიური მოძღვრების ლიტერატურას.

 

 

 

      1 - ბაპტისტები

      2 - ეკლესიური მართლმადიდებლები

      3 - არაეკლესიური მართლმადიდებლები

 

      გრაფიკი #6   - სხვა რელიგიის ლიტერატურის

კითხვის სიხშირე სამი ჯგუფის მიხედვით

 

      საბოლოოდ, ტოლერანტობის მიხედვით ჩვენს მიერ გამოკვლეული სამი ჯგუფი შეიძლება  შემდეგნაირად განვალაგოთ: ბაპტისტები, არაეკლესიური მართლმადიდებელები, ეკლესიური  მართლმადიდებლები.

      რაც შეეხება სხვა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებას, სამივე ჯგუფის წევრების უმრავლესობა ერთსულოვნად ხელისშემშლელად

აღიქვამს იეღოველთა საქმიანობას, დაახლოებით 70%.  გარდა ამისა, ბაპტისტების 22%-ს ასეთად მართლმადიდებლობა მიაჩნია. თუ განვიხილავთ ათეისტური თეორიების მიმართ დამოკიდებულებას,  ყველაზე ტოლერანტულები ამ მხრივ არაეკლესიური  მართლმადიდებლები ჩანან, დანარჩენი ორი ჯგუფის  წევრთა მონაცემებში არსებითი სხვაობა არ  გამოვლინდა. ასეთი შედეგები ბუნებრივია, რადგან  ბაპტისტები და ეკლესიური მართლმადიდებლები  ღრმად მორწმუნე პირები არიან და მკვეთრად  გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ  ათეისტური თეორიების მიმართ. შესაბამისი კითხვა  შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: მისაღებია თუ  არა თეორიები, რომლეთა მიხედვით ადამიანი ღმერთს  არ შეუქმნია? პასუხები წარმოდგენილია გრაფიკზე:

 

 

      1 - ბაპტისტები

      2 - ეკლესიური მართლმადიდებლები

      3 - არაეკლესიური მართლმადიდებლები

 

 

      გრაფიკი #7 - დამოკიდებულება ათეისტური

თეორიების მიმართ

 

 

 

      ამავე ტიპის კითხვაზე: ენდობით თუ არა  ადამიანს, რომელსაც არ სჯერა იესოსი? ეკლესიური  მართლმადიდებლებისა და ბაპტისტთა უმრავლესობა  უარყოფით პასუხს იძლევა, არაეკლესიურ  მართლმადიდებლებთან რაიმე ტენდენცია არ გამოვლინდა:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

ენდობა

23.0%

24.7%

50.5%

არ ენდობა

75.7%

74.0%

48.4%

 

      ცხრილი #5 - დამოკიდებულება არამორწმუნე  ადამიანისადმი სამი ჯგუფის მიხედვით მოტივაციის თვალსაზრისით, როგორც ბაპტისტების, ასევე ეკლესიური მართლმადიდებლების  დიდ ნაწილი პირადი არჩევანის საფუძველზე აღიარებს

სარწმუნოებას: ბაპტისტები - 62.2%, ეკლესიური

მართლმადიდებლები - 56.0%, არაეკლესიური

მართლმადიდებლები - 35.2%. შესაბამისად, მათი

უმრავლესობის შინაგან მოთხოვნებს შესაბამისი

ეკლესია სრულიად აკმაყოფილებს. (იხ. ცხრილი #2).  თანაც, ისინი რწმენის გამო თავს ბედნიერად თვლიან:

 

                                 1 - ბაპტისტები

                              2 - ეკლესიური

მართლმადიდებლები

                                 3 - არაეკლესიური

მართლმადიდებლები

 

      გრაფიკი #8 - ბედნიერება რწმენის გამო სამი

ჯგუფის მიხედვით

 

       რწმენის არჩევის ისეთი მოტივები, როგორიცაა  ოჯახური ტრადიცია, ქვეყნის ტრადიცია არ დომინირებს:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

ოჯახური ტრადიცია

27.0%

18.7%

ქვეყნის ტრადიცია

1.4%

6.7%

      ცხრილი #6 - რწმენის არჩევის მოტივები სამი

ჯგუფის მიხედვით

 

      არაეკლესიურ მართლმადიდებლებთან  მოტივაციის თვალსაზრისით რაიმე მკვეთრი პოზიცია არ ვლინდება - მათთან საკუთარი არჩევანით იმდენივე  აღიარებს რელიგიურ მრწამსს (35.2%), რამდენიც  ქვეყნის ტრადიციით (34.1%). მოლოდინი, რომ  ეკლესიური მართლმადიდებლები და ბაპტისტები  უფრო ხშირად ცდილობენ ახალი წევრების შემატებას  საკუთარი კონფესიისათვის, გამართლდა:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

რამდენჯერმე

48.6%

46.7%

8.8%

ერთხელ

6.8%

2.7%

8.8%

არ მიცდია

 

 

14.9%

9.3%

79.1%

ხშირად

29.7%

41.3%

3.3%

      ცხრილი #7 - სხვების მოქცევის მცდელობა

სამი ჯგუფის მიხედვით

 

      ბაპტისტების და ეკლესიური  მართლმადიდებლების თითქმის იგივე რაოდენობას -  71.6% და 70.7% მიაჩნია, რომ აპოკალიფსის  მოლოდინმა უნდა განსაზღვროს მათი ცხოვრების  წესი, ასევე მათი თანაბარი რაოდენობა -  უმრავლესობა ელის სამყაროს აღსასრულს ნებისმიერ  მომენტში - შესაბამისად: 85.1% DდაA 62.7%. რაც  შეეხება არაეკლესიურ მართლმადიდებლებს, ისინი თითქმის არ განიცდიან აპოკალიფსის ფაქტის  ზემოქმედებას. საკუთარი მოძღვრების და საერთოდ  რელიგიური პრობლემებით დაინტერესების  თვალსაზრისით მკვეთრი სხვაობა ბაპტისტებსა და  ეკლესიურ მართლმადიდებლებს შორის არ შეიმჩნევა, თუმცა პროტესტანტები უფრო ხშირად კითხულობენ  რელიგიურ ლიტერატურას, ვიდრე ეკლესიური  მართლმადიდებლები 51.4% და 36.0%. (იხ. ცხრილი #1)  სექტური მახასიათებლების, დევიანტური მოვლენების,  კულტურული გარემოს მიმღებლობის თავლსაზრისით  მკვეთრი განსხვავება ეკლესიურ მართლმადიდებლებსა  და ბაპტისტებს შორის არ გამოვლინდა. ორივე ჯგუფი დადებითად აღიქვამს სპორტული თამაშების, ნარდის,  ცეკვის, თეატრის, კინოს არსებობას და რაც  საგულისხმოა, ორივე ერთსულოვნად უარყოფითად  აფასებს გართობის ისეთ სახეებს, როგორიცაა: ბანქო,  ვარიეტე, ბარი, რესტორანი:

 

 

ბაპტისტები

ეკლესიური მართლმადიდებლები

არაეკლესიური მართლმადიდებლები

ბანქო

79.7%

76.0%

45.1%

ვარიეტე

82.4%

72.0%

38.5%

ბარი, რესტორანი

66.2%

58.7%

17.6%

ცეკვა

14.9%

21.3%

2.2%

თეატრი, კინო

9.5%

21.3%

2.2%

      ცხრილი #8 - დამოკიდებულება გართობის  სახეების მიმართ სამი ჯგუფის მიხედვით

      ამგვარი შეზღუდვებისაგან უფრო თავისუფალია  არაეკლესიურ მართლმადიდებელთა მენტალიტეტი და  მათი ცხოვრების წესი ნაკლებადაა განსაზღვრული.  შესაბამისად, ისინი უფრო მეტად ამართლებენ ყველა  ზემოთდასახლებული გართობის არსებობას.  ტოლერანტობის მიხედვით, როგორც უკვე ვნახეთ,  ბაპტისტები ბევრად უსწრებენ არა მარტო ეკლესიურ,  არამედ არაეკლესიურ მართლმადიდებლებს. ამრიგად,  სექტრუი მახასიათებლების თვალსაზრისით  ეკლესიური მართლმადიდებლები უსწრებენ  ბაპტისტებს.

 

 

 

შედეგების განხილვა და ანალიზი

 

      ამრიგად, შედეგები მოულოდნელი არ იყო,  აღმოჩნდა სხვაობა ერთი მხრივ ეგრეთ წოდებულ  მორწმუნეებსა და ურწმუნოებს (ეკლესიურ  მართლმადიდებლებსა, ბაპტისტებს და არაეკლესიურ  მართლმადიდებლებს) შორის, რაც შემდეგნაირად  გამოვლინდა: ეკლესიური მართლმადიდებლები და  ბაპტისტები უფრო ასრულებენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, უფრო მეტად არიან კმაყოფილნი თავიანითი ორგანიზაციის ძირითადი  მახასიათებლებით, ვიდრე არაეკლესიური  მართლმადიდებლები. ასევე, პირველი ორი ჯგუფის  წევრთა უმრავლესობა რელიგიურ მრწამსს საკუთარი  არჩევანის საფუძველზე აღიარებს, მათზე უფრო დიდ  გავლენას ახდენს აპოკალიფსის მოლოდინი, ისინი  უფრო დაინტერესებულნი არიან საკუთარი  მოძღვრებით და შესაბამისი პრობლემებით და  უარყოფითად არიან განწყობილინი ათეიზმის მიმართ.  განსხვავება შეინიშნება დევიანტური მოვლენების და  კულტურული გარემოს მიმღებლობის  თავლსაზრისითაც, ეკლესიური მართლმადიდებლები  და ბაპტისტები ცალსახა ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ გართობის ისეთი სახეების მიმართ, როგორიცაა: ბანქო, ვარიეტე, ბარი, რესტორანი, მაშინ  როცა არაეკლესიური მართლმადიდებლები  ამართლებენ მათ არსებობას.

      მეორე მხრივ, განსხვავება შეინიშნება ტრადიციული აღმსარებლობის ღრმად მორწმუნე  პირებსა და პროტესტანტული დენომინაციის წევრთა  შორის. კერძოდ: ბაპტისტები ყველაზე მეტად ტოლერანტულნი არიან სხვა რელიგიური მოძღვრების

მიმდევართა მიმართ და მხარს უჭერენ მათთან  ურთიერთობას. ისინი, ეკლესიური

მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, თავისი ეროვნების სრულფასოვან წარმომადგენლებად თვლიან  სხვა რელიგიური მრწამსის პირებს და უფრო ხშირად

ეცნობიან როგორც საკუთარ, ისე სხვა აღმსარებლობის რელიგიურ ლიტერატურას. ხოლო  ეკლესიური მართლმადიდებლები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ლოცვის რიტუალის შესრულებას. თნაც, ბაპტისტები უფრო მეტად იღებენ  პასუხისმგებლობას საკუტარ თავზე, ვიდრე მართლმადიდებლები.

      ამრიგად, ჩვენი ორი ჰიპოთეზა დადასტურდა -  არსებობს რიგი სხვაობა როგორც ბაპტისტებსა და  მართლმადიდებლებს, ასევე მრევლსა და არაეკლესიურ  მორწმუნეებს შორის.

 

 

 

 

 

ქართველი სტუდენტების ეთნიკური სტერეოტიპი

 

 

 

შალვა აბზიანიძე           მედეა დესპოტაშვილი

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

მოცემულ კვლევაში შევეცადეთ აგვესახა ქართველი  ახალგაზრდების აუტო და ეთნიკური სტერეოტიპები  თერთმეტი ეროვნების წარმომადგენლების  მიმართ.  კითხვარი ასახავდა როგორც ამა თუ იმ ეროვნების  სტერეოტიპულ შეფასებებს, ასევე ზოგად ცოდნას ამ  ეროვნებების შესახებ. შედეგებმა საკმაოდ  მრავალფეროვანი სურათი გამოავლინა, თუმცა  გამოიკვეთა საინტერესო ურთიერთგადამფარავი  შეფასებები.

 

 

        ეთნიკური სტერეოტიპებისადმი ინტერესი  რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქტუალური  რჩებოდა. ეს სფერო პრაქტიკულ კვლევათა   დაწყებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. ეთნიკური სტერეოტიპების ცნება გულისხმობს  სხვადსხვა  ეთნიკური ჯგუფებისათვის დამახასიათებელი  ფიზიკური  და ფსიქოლოგიური  თვისებების  შესახებ  შედარებით მყარი  წარმოდგენების  ფიქსაციას  და  შეიძლება მიმართული  იყოს  რასების,  ეროვნებების,  ერის  შიგნით არსებული  ეთნოლოგიური ჯგუფების  თუ  ეროვნული   უმცირესობის  წარმომადგენლების  მიმართ.  ავტოსტერეოტიპები, ანუ სტერეოტიპები  საკუთარი   ეთნიკური ჯგუფის მიმართ უმთავრესად დადებით  შეფასებათა ერთობლიობას წარმოადგენს. საკუთარი   ეთნიკური ჯგუფი ფასდება როგორც გონიერი,  შრომისმოყვარე, მამაცი  და  სხვა ღირსებებით   დაჯილდოვებული.  რაც შეეხება

ჰეტეროსტერეოტიპებს, ანუ სტერეოტიპებს სხვა  ეთნიკური ჯგუფების მიმართ, ისინი შეიძლება  დადებითიც იყოს და უარყოფითიც, რაც  დამოკიდებულია მოცემულ ჯგუფსა და შემფასებელ  ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობაზე, აწმყოსა  და  წარსულში  და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ  ინფორმაციაზე, განურჩევლად მისი ობიექტურობისა   და  რეალურობისა.  სხვადასხვა ჯგუფების 

წარმომადგენლების ურთიერთობისას ხშირად  სტერეოტიპები ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს  წარმოადგენენ.

        სტერეოტიპების კვლევისას ძირითადი  პრობლემაა მათი ვალიდობა.  მათი უმრავლესობა  ზოგა-დი,  გამარტივებული  და  ზედაპირულია  და   ზუსტად  არ  ასახავს  ობიექტურ  რეალობას. ზოგი  ავტორი თვლის, რომ სტერეოტიპები ნაკლებად  შეესაბამებიან ფაქტებს და უმეტესწილად შეიცავენ  მცდარ  შეხედულებებს. თუმცა  მიუხედავად  მათი   შეზღუდულობისა ისინი  მაინც  ასახავენ კულ-ტურის   ზოგიერთ  რეალურ  მახასიათებლებს,  ხოლო კემობელი თვლის,  რომ სტერეოტიპები რეა-ლობის  ადექვატურია  თუ  აუტო  და ჰეტეროსტერეოტიპები ერთმანეთს ემთხვევა.  ჯგუფთან უშუ-ალო  კონტაქტი  მნიშვნელოვნად   ზრდის სტერეოტიპების ვალიდობას. სტერეოტიპების  სიახლოვე რეალობასთან დამოკიდებულია მათი  განმსაზღვრელი ფაქტორების  ურთიერთდამოკიდებულებაზე. ჰარდინგი,  პროშანსკი,   კატნერი  და  ჩეინი  სტერეოტიპებს  განიხილავენ ეთნიკური ატიტუდების კოგნიტურ კომპონენტებად  და  გამოყოფენ მათი  დეტერმინანტების  სამ კლასს:

1)  შესაფასებელი ჯგუფის  ობიექტური  მახასიათებლები;   

2) შემფასებელ  და  შესაფასებელ ჯგუფებს შორის არსებული  მეგობრული  თუ  მტრული  ურთიერთობები; 

3) შესაფასებელი ჯგუფის წევრების ინდივიდუალური  მახასიათებლები.  ბიუკანენი 

მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნებს შორის  არსე-ბულ  პოლიტიკურ  მდგომარეობას  ასახელებს,   სტერეოტიპები კი  მისი  აზრით  მეგობრული  და  მტრული  გრძნობების  მანიფესტაცია უფროა ვიდრე  ობიექტური აღწერა. მნიშვნელოვანმა პოლი-ტიკურმა   მოვლენებმა  შესაძლოა  დროის  მცირე  მონაკვეთში  რადიკალური ცვლილებები გამოი-წვიონ   სტერეოტიპებში.  მათ  პოზიტიურობას  ხელს   უწყობს  კულტურის  ცოდნა, უცხო ქვეყნის გაცნობა,  მეგობრების შეძენა, ენის სწავლა. მნიშვნელოვანია  ისიც, თუ როგორ პირობებში მიიღება ინფორმაცია   მეორე  ჯგუფის შესახებ.  ტრაინდისმა  და   ვასილიუმ იკვლიეს ინტერპერსონალური  ურთიერთობების გავლენა სტერეოტიპებზე როდესაც  ერთი ჯგუფი ნაკლებად ავტორიტეტულია ვიდრე  მეორე და გამოყვეს სტერეოტიპების შემდეგი  განზომილებები:

   ჯგუფისადმი მიწერილი თვისებების რაოდენობა და  სირთულე.

   რამდენად არანეიტრალურია მეორე ჯგუფისადმი  მიწერილი ღირებულებები და რამდენად ეთანხმებიან  ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამ შეფასებებში.    რამდენად განსაზღვრულიაბსტრაქტულია  მიწერილი თვისებები.

   სტერეოტიპების ვალიდობა, ანუ მათი შესაბამისობა  ჯგუფის რეალურად დამახასიათებელ თვისებებთან.     მიწერილი თვისებების სასურველობა.    რამდენად  ხდება  ჰეტეროსტერეოტიპების  და   აუტოსტერეოტიპების ერთმანეთთან შედა-რება.  თუ A   და B ჯგუფებს  შორის განსხვავება  დიდია, ჩნდება  კონტრასტის ეფექტი,  ჯგუფები  თავს  გაცილებით  უფრო განსხვავებულად აღიქვამენ, და პირიქით, თუ განსხვავება ძალიან მცირეა იგი თითქმის არც  აღიქმება.

   ტრაინდისის  თეორია  გულისხმობს, რომ  ორ  ჯგუფს შორის განსხვავება უმეტეს შემთხვევაში   აისახება   მათ  სტერეოტიპებში,  ხოლო  ჯგუფებს  შორის კონტაქტი  მათ უფრო ვალიდურს  ხდის  და   აახლოვებს  სოციოტიპთან.  ეს  ცვლილება უფრო მეტად არანორმატულ სტერეოტიპებს  მოი-ცავს,   რომლებიც  კონტაქტის  ზრდასთან  ერთად  უფრო   მეტად იძენენ სიცხადეს.  ასეთი  ცვლი-ლებები   ნაკლებად  ეხება ნორმატულ სტერეოტიპებს  და მათ  სიცხადეს. კონტაქტი ასევე  აისახება  აუტოსტერეოტიპებზე და მათ უფრო კონტრასტულს  ხდის, ხოლო  სტერეოტიპები  უფრო რთული და   განსაზღვრული ხდებიან.  ბოლო თუ კონტაქტი ძალიან  მცირეა და  არ არის მოცემული ნორ-მატული   სტერეოტიპები,  ჰეტეროსტერეოტიპები  წმინდა   პრაქტიკულ  ბუნებას იძენენ.  თეორია აგრეთვე  ხაზს  უსვამს,  რომ აუტოსტერეოტიპები უმთავრესად  თვითშეფასების ამაღლებას ემსახუ-რებიან.

 

   ხშირად აღნიშნავენ, რომ სტერეოტიპებს  ახასიათებს მდგრადობა და რიგიდულობა, ანუ  არსებობენ საკმაოდ დიდხანს და თაობიდან თაობას  გადაეცემიან და როდესაც დგება მათი შეცვლის  აუცილებლობა ისინი მაინც უცვლელი რჩებიან. ასეთ  აუცილებლობას შეიძლება იწვევდეს ახალი  ინფორმაციის მიღება, სუბიექტის მოთხოვნილებების,  მოტივების და ინტერესების შეცვლა ან ჯგუფების  ურთიერთობის ხასიათის შეცვლა. ამასთან  დაკავშირებით ხშირად აღნიშნავენ სტერეოტიპების  დაცვითი მექანიზმების შესახაბ, რაც მდგომარეობს  ინფორმაციის შერჩევით მიღებაში და ემოციურ  მიმართულებაში.

   ეთნიკურ სტერეოტიპს ორი მხარე აქვს: კოგნიტური  და აფექტური. კოგნიტურ ელემენტს განწყობა აძლევს  შინაარსს და მიმართულებას და განსაზღვრავს მის  ინტენსივობას. სტერეოტიპის ჩამოყალიბებას წინ  უსწრებს განწყობის შექმნა, რომლის შინაარსსაც იგი  შემდგომ შეიძენს.

   რაც შეეხება სტერეოტიპის ფუნქციას, ესაა  აზროვნების ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება  არასრულყოფილი იყოს, მაგრამ მათი მნიშვნელობა  მაინც ძალიან დიდია. ისინი ასახავენ სხვადასხვა  ჯგუფებს შორის არსებულ ძალთა ბალანსს და ამ  ჯგუფების წევრების დამოკიდებულებას ამ  ბალანსისადმი. ეს იმაშიც ვლინდება, რომ ძლიერი  ჯგუფის სტერეოტიპები დაქვემდებარებულისადმი  უმეტესწილად ნეგატიურია. დადებითი შეფასება  შეიძლება იყოს “მხიარული, გულკეთილი, მეგობრული”, მაგრამ არა -“ჭკვიანი, შრომისმოყვარე და ა.შ.”, რაც მიუთითებს ძლიერი ჯგუფის დამოკიდებულებაზე, რომ სუსტი მხარის მდგომარეობა სწორედ მათი თვისებებითაა  განპირობებული. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ  ჯგუფის წარმომადგენლები მდგომარეობის შეცვლას  ცდილობენ იცვლება ის დადებითი სტერეოტიპებიც,  რომლებიც ადრე არსებობდნენ. როგორც წესი,  დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები  განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებან.

   ჩვენი კვლევის მიზანი იყო თერთმეტი ეროვნების  მიმართ ეთნიკური სტერეოტიპების გამოვლენა  ქართველ ახალგაზრდებში. ამისთვის შევარჩიეთ ხუთი

პოსტსაბჭოური (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი,  ჩეჩნეთი, ოსეთი), ოთხი დასავლური (ინგლისი,  გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა), და ორი აზიური  (თურქეთი, ისრაელი) ქვეყნის ეროვნებები. ასევე  გვაინტერესებდა აუტოსტერეოტიპების ზოგადი სურათი  იმავე პარამეტრების მიხედვით, რითაც განზრახული  გვქონდა ჰეტეროსტერეოტიპების გამოკვლევა. გარდა  ამისა შევეცადეთ გამოგვევლინა არეკლილი  სტერეოტიპები, ანუ ქართველი ახალგაზრდების  წარმოდგენაში როგორ აღიქვამენ და აფასებენ  მათ  სხვა ეროვნებების წარმომადგენლები. ამას გარდა,  საერთო ფონის შესაქმნელად კითხვარი ასახავდა  ზოგად ცოდნას მოცემული ეროვნებების,  სახელმწიფოების, მათი კულტურის თუ პოლიტიკური  სტატუსის შესახებ, ამ კულტურებთან და მათ  წარმომადგენლებთან არსებული კონტაქტის ხასიათს და სასურველ კონტაქტს მათთან.

 

 

 

 

 მეთოდი

 

   ცდის პირები

   ცდის პირები იყვნენ 20-27 წლამდე ახალგაზრდები.  კითხვარი ჩატარდა 100 ცდის პირზე, აქედან 20 იყო  გორის რაიონიდან, დანარჩენი თბილისიდან.

 

 

   საზომი

 

   კითხვარის მიზანი იყო შეძლებისდაგვარად  გამოვლენა იმისა, თუ რა იციან და რა

დამოკიდებულება აქვთ ქართველებს ზემოთ  აღნიშნული ქვეყნებისა და ეროვნებების  წარმომადგენლების მიმართ. რესპოდენტი მიუთითებდა  იყო თუ არა ამ ქვეყნებში და თუ იყო, რამდენ ხანს.  ჰქონდა თუ არა ურთიერთობა ამ ეროვნებების  წარმომადგენლებთან და იცის თუ არა მათი ენა. ასევე  გვაინტერესებდა როგორი იყო მათი ინტერესი ამ  ქვეყნების ისტორიის, კულტურის, მეცნიერების თუ  სპორტისადმი, იცოდნენ თუ არა მეთი სახელმწიფო და  ტერიტორიული მოწყობის შესახებ და ამ ეროვნებების თვილსაჩინო წარმომადგენლების  შესახებ. შემდეგ რესპოდენტები აფასებდნენ ამ  ეროვნებების წარმომადგენლების დამოკიდებულებას  საკუთარი პიროვნებისადმი, ოჯახისადმი, საკუთარი  ქვეყნისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, საქმიანი  საკითხებისადმი, სოციალური საკითხებისადმი, და როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. შემდეგ  შვიდ ბალიან შკალაზე მიაკუთვნებდნენ ოცდა ცამეტ  თვისებას. ამის შემდეგ მიუთითებდნენ რამდენად სასურველი იყო მათთვის ამ ეროვნებების  წარმომადგენლებთან, როგორც მეზობლებთან,  მეგობრებთან, ნათესავაბთან თუ ოჯახის წევრებთან  ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა და ისურვებდნენ  თუ არა, რომ მათ იცხოვრონ საქართველოში, ან  თვითონ იცხოვრებდნენ თუ არა (დროებით თუ  მუდმივად) ამ ქვეყნებში. გარდა ამისა, რესპოდენტები  მიუთითებდნენ რამდენად მისაღებია მათთვის ამ  ხალხების დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი, ქვეყნისადმი, ოჯახისადმი,  რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, შრომისადმი და სხვა  ეროვნებების წარმომადგენლებისადმი. და ბოლოს  ფასდებოდა თერთმეტივე ეროვნების წარმომადგენლების დამოკიდაბულება ქართველი  ხალხისადმი ისევ ოცდა ცამეტი თვისების მიხედვით.

 

 

   შედეგები

 

   აუტოსტერეოტიპების ანალიზმა აჩვენა, რომ  ქართველები საკუთარ თავს მიიჩნევენ რელიგიურად,  პოლიტიზირებულად, დემოკრატიულად, იდეალისტად,  აგრესიულად, ქაოტურად, ორიენტირებულად საშინაო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე. გარდა ამისა,  თავს თვლიან მფლანგველად, ხოლო სოციალურ  ნორმებს იცავენ მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში.  ასევე გამოიკვეთა, რომ ქართველებისთვის ოჯახი  მნიშვნელოვანია დამასში დომინირებს მამაკაცი,  ხოლო დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი  გადაჭარბებულად შეაფასეს. რაც შეეხება საკუთარი  ეროვნებისადმი მიწერილ თვისებებს, ესენია:ნიჭიერი,  კეთილი, ემოციუეი, მგრძნობიარე, გულისხმიერი,  ცნობისმოყვარე, ამაყი, მშვიდობიანი, სასიამოვნო,  აღგზნებული, მხიარული, აქტიური, ძლიერი,  მორალური, გულწრფელი, ფიცხი, ზრდილობიანი,  ოპტიმისტი, უხეში.

   გერმანელების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ  ქართველების სტერეოტიპები გერმანელების მიმართ  და მათი არეკლილი სტერეოტიპები მნიშვნელოვნად  ემთხვევა ერთმანეთს. გერმანელების დამოკიდებულება  საკუთარი ოჯახისადმი შეაფასეს როგორც  მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე ქართველებისთვის,  ასევე მამაკაცის დომინირების ხარისხი გერმანულ

ოჯახში უფრონაკლებად შეფასდა ვიდრე ქართულში.  გარდა ამისა გერმანელები ითვლებიან  პოლიტიზირებულებად, დემოკრატიულებად,  მატერიალისტებად, ორგანიზებულებად,  აგრესიულებად, ორიენტირებულებად საშინაო  პოლიტიკაზე და სახელმწიფოსა და საზოგადოების  ინტერესებზე განსხვავებით ქართველებისგან,

რომლებიც იდეალისტებად და პირად ინტერესებზე  ორიენტირებულებად მიიჩნიეს. ასევე განსხვავებულად  შეაფასეს გერმანელები ფულისადმი, სოციალური  ნორმებისადმი და საქმიანი საკითხებისადმი  დამოკიდებულების მიხედვით. ჩათვალეს, რომ  გერმანელები იცავენ სოციალურ ნორმებს, საქმიან  საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად, არიან  წინდახედულნი, ანგარიშიანი, ეკონომიური, ხოლო  გადაწყვეტილების მიღებისას ფიქრობენ დიდხანს.

 

   საბოლოო ჯამში, გერმანელების დამოკიდებულება  საკუთარი პიროვნებისადმი, ოჯახისადმი,  რელიგიისადმი და სხვა ერებისადმი შეფასდა როგორც  ნაწილობრივ მისაღები, ხოლო დამოკიდებულება  საკუთარი ქვეყნისადმი, პოლიტიკისადმი და

შრომისადმი დ როგორც მისაღები. ქართველების  უმრავლესობას არ სურს გერმანელები იყვნენ მათი  ნათესავები, ოჯახის წევრები და ხელმძღვანელები,  მაგრამ თანახმაა ისინი იყვნენ მათი მეგობრები,  მეზობლები, საქმიანი პარტნიორები ან ხელქვეითები.  ასევე უმრავლესობას არ სურს გერმანიაში მუდმივად  ცხოვრება, მაგრამ ისურვებდა დროებით წასვლას.    ასევე ემთხვევა ერთმანეთს ქართველების სტერეოტიპები ფრანგების მიმართ და მათი არეკლილი  სტერეოტიპები. შეფასებების მიხედვით ფრანგებისთვის  ოჯახი მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო ნაკლებად  ვიდრე ქართველებისთვის, და მასში დომინირებს  მამაკაცი. მათი დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი არის გადაჭარბებული. მათ უყვართ  საკუთარი ქვეყანა, ხოლო საქმიქნ საკითხებთან  დაკავშირებით არიან წინდახედულნი, ანგარიშიანი და მშვიდი, საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად და  გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად. რაც შეეხება  სოციალურ ნორმებს, ფრანგები მათ როგორც წესი არ  იცავენ.

   საბოლოო ჯამში, ქართველებისთვის მისაღებია  ფრანგების დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი, ოჯახისადმი, ქვეყნისადმი,  რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი და შრომისადმი,  ხოლო მათი დამოკიდებულება სხვა ერებისადმი ნაწილობრივ მისაღებია.    ქართველების უმრავლესობა თანახმაა ფრანგებმა იცხოვრონ საქართველოში, მათ ქალაქში, იყვნენ მათი  მეზობლები, მეგობრები, საქმიანი პარტნიორები და  ხელქვეითები და სურთ დროებით ცხოვრება  საფრანგეთში. მაგრამ ქართველების არ სურთ  ფრანგები იყვნენ მათი ნათესავები, ოჯახის წევრები  და არ სურთ საფრანგეთში მუდმივად ცხოვრება.     შეფასებების მიხედვით ქართველების  სტერეოტიპები ინგლისელების მიმართ და მათი  არეკლილი სტერეოტიპები უმეტესად ემთხვევა  ერთმანეთს. ინგლისელებისთვის ოჯახი ისევე  მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ხოლო  მამაკაცი ინგლისუროჯახში უფრო ნაკლებად  დომინირებს ვიდრე ქართულში. ქართველებისგან  განსხვავებით დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი ობიექტურია. რაც შეეხება  პოლიტიკას, ინგლისელები მიიჩნიეს  პოლიტიზირებულებად, დემოკრატიულებად,  მატერიალისტებად, აგრესიულებად,

ორიენტირებულებად საშინაო პოლიტიკაზე და პირად  ინტერესებზე. ქართველებისგან განსხვავდება მათი  დამოკიდებულება ფულისადმი, ანუ ისინი

ეკონომიურად შეაფასეს, ხოლო სოციალურ ნორმებს  ინგლისელები იცავენ ისევე, როგორც ფრანგები და  გერმანელები. უფრო მსგავსად შეფასდა  ინგლისელების დამოკიდებულება საკუთარი  ქვეყნისადმი, რადგან ჩათვალეს, რომ  მათ უყვართ

საკუთარი ქვეყანა.    საქმისადმი დამოკიდებულებისას ინგლისელები არიან წინდახედულნი, ანგარიშიანი და მშვიდი,  საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად და  გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ დიდხანს.

  

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / უავტორო / პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალი