მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო თომას ჰობსი. ეს შეხედულება მან «ლევიათანში» ჩამოაყალიბა. ლევიათანში ჰობსი გულისხმობს მითიურ საოცრებას, რომელიც სახელმწიფოა. სახელმწიფო განიხილება, როგორც კულმინაცია მიწიერ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, იგი არის მიწიერი ღმერთი. ამ ნაშრომში იგი წერს, რომ როდესაც ადამიანები სიტყვებს მათი პირველადი მნიშვნელობით არ იყენებენ, მათ შეცდომაში შეჰყავთ სხვები. ასეთი სიტყვები ვერ გამოდგება ნებისმიერი ლოგიკური დასკვნისათვის. ჰობსი იმეორებს ბეკონის მოსაზრებას და წერს: «ცოდნა არის ძალა, რომელიც მიიღწევა მხოლოდ მეცნიერებით, ფილოსოფიის ზეგავლენით. ფილოსოფიური თეორია უნდა იყოს გამოყენებული პრაქტიკული ინტერესებისათვის» (Гоббс, 1964, т.1, გვ. 55).

ჰობსი სიტყვას თვლის შემეცნების უდიდეს საშუალებად, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ სიტყვა არის იმავე დროს ტყუილისა და შეცდომის წარმომშობი. მან წამოაყენა ცნობიერების პროცესის ინტეგრალური სქემა. მის სქემაში თავისი ადგილი უჭირავს ინდუქციასა და დედუქციას. ისინი განიხილებიან როგორც ურთიერთდამოკიდებული და აუცილებელი ეტაპი ცოდნისაკენ მოძრაობაში. ადამიანები გარემოს აღიქვამენ «ფანტასმებით», რომლებსაც ნიშნებით აღნიშნავენ.

ჰობსის გაგებით, თეორიულად ცნობიერება არის ოპერირება ნიშანზე. მან ჩამოაყალიბა ნიშანთა ტიპოლოგია, გაყო ნიშანთა მნიშვნელობა და ნიშანთა მასალა (სურ. 2.3). განსხვავება ისაა, რომ ერთს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მეორეს კი სხვისათვის. ჰობსის ნიშანთა კლასიფიკაცია არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მან პირველმა მისცა ბიძგი მომავალი სემიოტიკის განვითარებას.

 

სემიოტიკას კი დიდი როლი ენიჭება შემეცნების თეორიის სრულყოფაში.

მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო ჯონ ლოკი. მან განავითარა მატერიალისტური ემპირიზმის შემეცნების თეორია. იგი თვლიდა, რომ ცდით მიღებული იდეები ცოდნის მასალაა და არა თვით ცოდნა. ცოდნად რომ გადაიქცეს, იდეების მასალა უნდა გადაამუშაოს განსჯის მოქმედებამ. ლოკი ძირითად შრომაში «ცდა  ადამიანის გონების შესახებ» წერს: მეტაფორული მიზნით გამოყენებული სიტყვები იწვევენ მცდარი იდეების აღბეჭდვას. მის გამოყენებას ჯობია მოვერიდოთ. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით გამოიყენება მეტაფორა (ენ აიზენბერგის მიხედვით). ანრი ბერგსონის მიხედვით «მეტაფორა არასოდეს იქნება ღრმა».

ნიშნის მასალა მნიშვნელობა როგორც მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა გვიჩვენებს, სამეცნიერო ენა უმეტაფოროდ შეუძლებელია. ის მეცნიერები, რომლებიც იზიარებენ ჰობსისა და ლოკის მოსაზრებას, შრომებში იყენებენ მეტაფორულ ტერმინებს. მეტაფორული ცნობიერება განსაკუთრებული ინტენსივობით ვლინდება XX საუკუნის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მეცნიერებათა მიჯნაზე

ყალიბდება ახალი დამოუკიდებელი მიმართულებები. სამყაროში მიმდინარე პროცესების შესაცნობად მეცნიერება ემყარება მოდელირების სხვადასხვა ფორმებს. მოდელირება კი თხოულობს შედარებას, პერსონიფიკაციასა და ანალოგიას. მეცნიერულ ენაში მეტაფორის მომრავლებას ხელი შეუწყო ბუნებრივ და სოციალურ პროცესთა მათემატიკურმა მოდელირებამ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკური პროცესების ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელირებას. შემოთავაზებული მრავალი მეტაფორა მიღებულ იქნა მშვიდად და გამოყენებული ეფექტურად. მოგვიანებით, ზოგიერთი მეტაფორა ნელი მოქმედების ბობმი აღმოჩნდა. მისმა მოქმედებამ ჩვენი ცნობიერება შეცდომაში შეიყვანა. ასეთი ვითარება შეიქმნა ჩ. დარვინის მიერ შემოღებული ტერმინის მიმართ. მეტაფორული ტერმინი «არსებობისათვის ბრძოლა» დარვინმა შემოიღო მალთუსის ზეგავლენით. დარვინს ტერმინი გამოყენებული აქვს თავის შრომებში: «სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში» (1859); «შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა» (1868); «ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა» (1871). თუ დარვინის შრომები ყურადღებით იქნება გაანალიზებული, დავინახავთ, რომ მეტაფორული გამოთქმა «არსებობისათვის ბრძოლა» არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. დარვინს მიაწერეს ის, რაც მას არ წამოუყენებია. დარვინისეული განმარტებით, არსებობისათვის ბრძოლაში იგულისხმება ორგანიზმის აქტივობა, რომელიც მიმართულია სიცოცხლის შესანარჩუნებლად და შთამომავლობის არსებობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხებით დაინტერესებულ ქართველ მკითხველს საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლია ა. შათირიშვილის, ს. ცაგარელის, მ. ცარციძის წიგნში «ზოგადი ბიოლოგია»

(1998).

გაუგებრობას იწვევს ის მცდარი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც დარვინის ბიოლოგიური ევოლუცია გაიგივებულია არსებობისათვის ბრძოლასთან. დარვინი თვითონ იყო შეწუხებული თავის მიმდევართა მოღვაწეობით. ასეთი მიმართულების მკვლევრები ცდილობდნენ, სამართლიანი ევოლუციური კანონზომიერებები, რომლებიც მოქმედებენ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში, გადაეტანათ და გაევრცელებინათ ადამიანთა საზოგადოებაზე. ცოცხალ ორგანიზმთა შორის ბრძოლის შესახებ მცდარი იდეა პოპულარული გახდა სპენსერის შრომების შემდეგ, რომელმაც ის გამოიყენა თავისი სოციალური ევოლუციის კონცეფციაში. სპენსერის

ინტერპრეტაციას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. სხვათა შორის, ტერმინი «არსებობისათვის ბრძოლა» ცდილობენ არ იხმარონ იმ მკვლევრებმაც კი, რომლებიც იზიარებენ დარვინის ევოლუციური თეორიის ყველა მოსაზრებას. ისინი «არსებობისათვის ბრძოლას» ცვლიან ტერმინით «კონკურენცია სახეობის შიგნით» და «სახეობათა შორის». ეს საკითხები განხილულია ს. ცაგარელის «ბიოსოციოლოგიაში» (2004).

 

§ 2.2.ფილოსოფია ცნობიერების შესახებ

 

როგორც ჩანს, ადამიანის ცალსახად განმარტება შეუძლებელია. კანტი სწორი გახლდათ, როდესაც განაცხადა, რომ ფილოსოფიის ყველა ძირითადი საკითხი დადის ერთზე – «რა არის ადამიანი?» ამ პრობლემას იკვლევს ფილოსოფიის ფუნდამენტური მიმართულება – ანთროპოლოგია.

 

XX საუკუნის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის წარმომადგენელი მაქს შელერი თვლის, რომ არც ერთ ეპოქაში ადამიანის წარმოშობისა და ბუნების შესახებ წარმოდგენები არ ყოფილა ისე მრავალფეროვანი და განუსაზღვრელი, როგორც ჩვენს დროში. ძალამ, რომელმაც შექმნა ადამიანი, მასვე დაუსახა პრობლემა, გარკვეულიყო საკუთარ არსში. ადამიანი არის სხეულისა და სულის ერთობა. სხეული ბიოლოგიური სისტემაა და ბიოლოგიური კანონზომიერებებით არსებობს. დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისაგან განსხვავებით ადამიანს გააჩნია სული. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის არსზე, ფაქტობრივად, იგულისხმება პრობლემა, რა არის სული.

თანამედროვე ფილოსოფოსები და განსაკუთრებით XX და XXI საუკუნის მოაზროვნეები (თეოლოგების გამოკლებით) ამ პრობლემას გვერდს უვლიან. სულის

მეტად რთული პრობლემა ფილოსოფოსებმა შეცვალეს შედარებით მარტივი, ცნობიერების ცნებით. ფილოსოფოსები სულის ნაცვლად საუბრობენ ცნობიერებაზე,

აზროვნებაზე, ინტელექტსა და პიროვნებაზე, რომელიც სულის გამომხატველია. რეალურად ეს ცნებები რთული გასაანალიზებელი აღმოჩნდა და ამიტომაც მათგან

რეალურ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მრავალი მოაზროვნე ცდილობდა გარკვეულიყო საკუთარი ინტელექტის მოქმედების ნეიროფსიქოლოგიაში. ინტელექტის მოქმედება ცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ყველას კარგად გვესმის, რას ვგულისხმობთ ცნობიერებაში, მაგრამ გვიჭირს ამის გადმოცემა. მაგ., ლოკის მიხედვით ცნობიერება არის იმის აღქმა, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში. აღქმა კი სუბიექტურია, ამიტომაც არ არსებობს ცნობიერების მეცნიერული განმარტება. ცნობიერების პრობლემა ჩნდება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის XVI საუკუნეში ეგვიპტურ «მკვდართა წიგნში», რომელიც თავის მხრივ ემყარება გაცილებით ადრეულ ინფორმაციას.

თერთმეტი საუკუნის შემდეგ ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ (470–399 ძვ.წ.აღ) თავის მოწაფეებს ჩამოუყალიბა სამი მარადიული შეკითხვა, რომლებსაც განუწყვეტლივ იმეორებენ მომდევნო თაობები: «რა არის ცოცხალი? რა არის სული? რა არის ცნობიერება?» ანაქსაგორამ (დაახ. 500–428 ძვ.წ. აღ.) ცნობიერება ასე განმარტა: უსაზღვრო, თვითმართვადი, შეურევადი სუბსტანცია. იგი არის მოძრაობის საფუძველი და აუცილებელი ნაწილი ყველა იმ ცოცხალისა, რომელსაც

გააჩნია ადამიანისა და ცხოველის მსგავსი თვისებები. მისი აზრით, ცნობიერება არის გაფართოებული ინტელექტი, რომელიც მართავს კოსმოსის მოძრაობას. არისტოტელე (384–322 ძვ.წ.აღ) ცნობიერებასა და სულს განიხილავს ორ სხვადასხვა ფორმად და ცნობიერებას უფრო მაღლა აყენებს. იგი ამბობდა: «დღემდე ჩვენ არაფერი ვიცით ცნობიერების შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ როგორ ვაზროვნებთ». ცნობიერება სულის განსაკუთრებული გამოვლინებაა და განსხვავდება ყველა ფსიქიკური პროცესისაგან. არისტოტელე თვლიდა, რომ ჩანასახს ადრეულ პერიოდში აქვს ვეგეტატური სული, რომელიც მოგვიანებით გადადის გრძნობად სულში და დაბადების წინ შთაენერგება ღმერთისეული, გონივრული სული. მოგვიანებით არისტოტელეს მოსაზრება გაიზიარა თითქმის ყველა დასავლურმა ფილოსოფიურმა

სისტემამ, ხოლო ადამიანის ფუნქციების მისეული დაყო, რომელზეც ნაჩვენებია ჯალღუზისებრ სხეულზე ფიზიკურ და ფსიქიკურ პროცესთა ურთიერთქმედება. ისრიდან სხივი ორივე თვალში ხვდება, საიდანაც მხედველობითი ნერვით გატარდება ტვინში არსებული ჯალღუზისებრი სხეულისაკენ. ჯალღუზისებრ სხეულში, რომელსაც მსხლის ფორმა აქვს, სხივს მიიტაცებს სული და იწყება საპასუხო მოძრაობა (ს. სპრინგერისა და გ. დეიჩის  ფა ვეგეტატიურად, გრძნობადად და ფსიქიკურად დღესაც გამოიყენება.

ფილოსოფია ფსიქიკასა და ცნობიერებას განიხილავს მეტაფიზიკური თვალსაზრისით. ცნობიერების არსში გარკვევისათვის საჭიროა იმ საკითხების ცოდნა, თუ რას გულისხმობენ ფილოსოფოსები მეტაფიზიკის საფუძვლებში. მეტაფიზიკური ტრადიციების ძირითადი ელემენტები სისტემატიზებულია ავსტრიელი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ემერიხ კორეტის  მონოგრაფიაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვ. ვასილიევი თავის მონოგრაფიაში განიხილავს ცნობიერების ფილოსოფიის XVIII საუკუნის ძირითად ევოლუციურ ტენდენციებს. დაინტერესებული მკითხველი საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებს გ. ჰანტის და ჰ. მანტელის  შრომებში.

XVI საუკუნის დიდმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ფიზიოლოგმა რენე დეკარტმა განაცხადა, რომ ადამიანში რეალურად არის დაკავშირებული უსულო სხეულის მექანიზმი ნებისყოფის მქონე სულთან. დეკარტი თვლიდა, რომ სხეული და სული ურთიერთქმედებენ ჯალღუზისებური სხეულის (ცორპუს პინეალე) საშუალებით (სურ.2.4). ამ სხეულზე დეკარტის არჩევანი იმ მიზეზით შეჩერდა, რომ იგი არ წარმოადგენდა წყვილ ორგანოს. დეკარტმა ფიზიოლოგიაშო ჩამოაყალიბა სამოძრაო რეაქციების სქემა, რომელიც რეფლექსური აქტის ერთერთ პირველ მეცნიერულ აღწერას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დეკარტის მატერიალისტური ფიზიოლოგია წინააღმდეგობრივად ერწყმის მოძღვრებას სულის არამატერიალურობაზე. მისი შეხედულებით სულის არსება აზროვნებაშია. დეკარტი იზიარებდა დებულებას – «ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ». დეკარტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფსიქიკური და ფიზიკური აბსოლუტურად განსხვავებულია. მტკიცება იმისა, რომ სული სხეულზეა დამოკიდებული, ფილოსოფიაში ცნობილია, როგორც კარტეზიანული დუალიზმი. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება ცნობიერების კვლევა ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებში. ამ კვლევებმა წარმოშვა ახალი კითხვები «სხეულისა და სულის» პრობლემის გარშემო. თუ ქირურგის დანას შესწევს ძალა გაყოს ცნობიერება ორად ერთ პიროვნებაში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნობიერება ტვინის მოქმედების შედეგია.

ამ პრობლემას ფილოსოფიურ ასპექტში განიხილავს გუსტავ ფეხნერი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად მიიჩნევს. ფეხნერი ცნობიერებას ჰემისფეროთა ატრიბუტად განიხილავდა. იგი თვლიდა, რომ ტვინის მთლიანობა ცნობიერების მთლიანობის აუცილებელი პირობაა. ფეხნერის აზრით, თუკი მოხერხდებოდა ტვინის ორ ნაწილად გაყოფა, ეს ცნობიერების გაორმაგებას გამოიწვევდა. ფეხნერი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჰემისფეროთა გაყოფა შეუძლებელი იყო. იმ პერიოდისათვის ასეთი კვლევა «თეორიულ ექსპერიმენტად” ითვლება.

ფეხნერის შეხედულება ცნობიერებაზე ვერ ასცდა კრიტიკას. ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი უილიამ მაკდუგალი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჰემისფეროთა გაყოფა გავლენას ვერ მოახდენდა ცნობიერებაზე. მაკ-დუგალი იმდენად იყო დარწმუნებული თავის შეხედულებათა სისწორეში, რომ მზად იყო, თუკი მას უკურნებელი სენი შეეყრებოდა, კორძიანი სხეული გადაეკვეთა. მაკ-დუგალს არ მიეცა საშუალება ექსპერიმენტულად დაემტკიცებინა თავის შეხედულება. ფეხნერი კი შეუძლებლად თვლიდა ასეთი

ცდის ჩატარებას. საკითხები, რომლებიც ამ ორმა მეცნიერმა დააყენა, ასი წლის შემდეგ გადაიჭრა.

 

§ 2.3.ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების შეხედულებები ცნობიერებაზე

 

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცნობიერების პრობლემა უკავშირდება კვანტურ ფიზიკას, რომელიც იკვლევს ელემენტარულ ნაწილაკთა მოძრაობის კანონებს. ჩნდება იმედი, რომ ფიზიკოსები შეძლებენ იპოვონ ცნობიერების ახალი იმპულსი. იწყება ტვინის ფუნქციონირების აღწერა კვანტურ-მექანიკური თეორიის კანონზომიერებათა საფუძველზე, რომლის სრულყოფაშიც ჩაერთვნენ მათემატიკოსებიც. ზოგიერთი ფიზიკოსი ცდილობს ტვინის ფუნქციონირებას მოუნახოს კვანტურმექანიკური ახსნა. მაგალითად, ჰ. სტეპი (შტაპპ, 1982) ტვინს განიხილავს თვითმაპროგრამირებელ კომპიუტერად. კომპიუტერი «დაბალი” და «მაღალი” დონის კოდებზე მანიპულირებით ქმნის გარემოს ფიზიკურ მოდელს. «დაბალი დონის» კოდად მიღებულია იმ პროცესთა ერთობლიობა, რომელიც იზომორფულია ტვინის ნეიროდინამიკისა ორგანიზმის მიერ ჰომეოსტაზის მუდმივობის შენარჩუნების დროს. «მაღალ კოდთა» სელექციის საფუძველზე კომპიუტერი ამყარებს კავშირს გარემოსთან. ასეთი პრინციპით შექმნილია მოდელი, რომელიც ასახავს ტკივილის ფენომენის წარმოშობას. ფიზიკოსი ე. ჰარტი (Hარტჰ, 1982), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ტვინს, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფართო მასშტაბით შესაძლებელია სამყაროს წარმოშობა და ევოლუცია გაერთიანებული იყოს ინტელექტთან. მისი აზრით, კონცეპტუალური თეორიებით გამდიდრებული ფიზიკა ნებისმიერ მეტაფიზიკურ დებულებას ზედაპირულს ხდის. ჰარტი სვამს შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა ფსიქიკური მოვლენების ფიზიკური

კანონებით ახსნა? ნაადრევი ხომ არ არის ამაზე ფიქრი? ჰარტის კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, ვინაიდან ცნობიერების კანონზომიერებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსები აქტიურად ცდილობენ, კვანტურ-მექანიკური ინტერპრეტაციით აღწერონ ცნობიერების ფუნქციონირება.

ამის დადასტურებაა ჟანისა და დიუნეს სტატია. ავტორები ცდილობენ პარაფსიქოლოგიური მოვლენები აღწერონ კვანტურ-მექანიკური კანონზომიერებებით. მათი აზრით, ნებისმიერ ფუნქციონირებად ბიოლოგიურ (ვირუსებს, დნმ-ს, პლაზმიდებს) და ფიზიკურ (ხელოვნურ ინტელექტს, თვითრეპლიცირებად სისტემებს) სისტემას შეუძლია გარემოდან ინფორმაციის მიღება, გამოყენება და მისი გადაცემა. ავტორები თვლიან, რომ ასეთ სისტემებს გააჩნია ცნობიერება. კულტურა და ცივილიზაცია ვითარდება რელიგიის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და მეცნიერების საფუძველზე. ოთხივე მიმართულების გაერთიანება და განვითარება ხდება მათემატიკის გამოყენებით. მათემატიკა შემეცნების კვლევის ზოგადი მეთოდია. შემეცნების სირთულემ გამოიწვია მათემატიკის დიფერენცირება სხვადასხვა მიმართულებებად. შემეცნება კი ცნობიერების საფუძველია. ცნობიერების გარეშე ვერ იარსებებს გონიერი ადამიანი. არსებობს მოსაზრება, რომ ცნობიერების წარმოშობა დაკავშირებულია ნატურალურ რიცხვებზე მანიპულირებასთან.

ადელაიდის უნივერსიტეტის ფიზიკოსს, რეჯინალდ კეხილს მიაჩნია, რომ სამყარო აგებულია ისე, როგორც ადამიანის ტვინი. სამყაროს თავიდანვე გააჩნდა ცნობიერება

და მისი გავლენით განიცდის ცვალებადობას. კეხილის აზრით, სამყაროს ყველა სტრუქტურა, ელემენტარული ნაწილაკებიდან დაწყებული მაკროსტრუქტურების ჩათვლით, თავის ტვინის ნეირონების ორგანიზაციის მსგავსია. მაკროსამყაროს ფიზიკურ პროცესებში ადგილი აქვს შემთხვევითობას – ელემენტარულ ნაწილაკთა ქაოსში დასაშვებია ყველანაირი უცნაურობა. გერმანელი ბიოლოგი ერნსტ ჰაკელი მიიჩნევდა, რომ ატომს აქვს საკუთარი კრისტალური სული, ხოლო ფრანგი ფიზიკოსი ჟან ხარონი თვლიდა, რომ ელექტრონებს გააჩნია საკუთარი ელემენტარული ცნობიერება. ეს მოსაზრებები გათვალისწინებულია და ორგანულად ჯდება კეხილის

სამყაროს ფიზიკური ევოლუციის თეორიაში, რომელიც მოდელირებულ იქნა კომპიუტერზე. თეორიულად ფიზიკური სამყარო, ადამიანთა ცნობიერების მსგავსად,

უსაზღვროა. ადამიანთა შინაგანი სამყარო იქმნება ზიგოტიდან, ანუ, ფაქტობრივად, არაფრიდან იქმნება (იბადება) მილიარდობით ნეირონი, ისინი პოულობენ ერთმანეთს და ქმნიან ახალ, რთულ სისტემებს, შემდეგ კვდებიან და გარდაიქმნებიან რაღაც სხვაში. კეხილის დახატული სამყარო ახლოა რელიგიურ მსოფლმხედველობასთან. მისი აზრით, ყველა მონადას გააჩნია ვითომდა უკვდავი სული და მონადათა ურთიერთობით იქმნება მუდმივად ცვლადი სამყარო.

ცნობიერების შესახებ საკუთარი წარმოდგენა მოგვაწოდა ვ. ნალიმოვმა (Налимов, 1989) . მისი აზრით, ადამიანის ცნობიერება გვევლინება როგორც კონკრეტული ტექსტი და იგი შეიცავს გარკვეულ აზრს, რომელიც განსაცვიფრებლად მოქნილია, დინამიკურია და აქვს ცვლილების უნარი. ტექსტი არის ევოლუირებადი და წარმოქმნადი. ცნობიერება ღიაა სამყაროსათვის, რომელთანაც ურთიერთობით იგი მართავს საკუთარ თვისებებს. ნალიმოვი მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტის საფაკულტეტთაშორისო სტატისტიკური მეთოდების ლაბორატორიაში 10 წლის განმავლობაში გახლდათ XX საუკუნის დიდი მათემატიკოსის, ა. კოლმოგოროვის პირველი მოადგილე. იგი თავს არ თვლის 1 მონადა ბერძნულად ერთეულს, განუყოფელს ნიშნავს. ლაიბნიცმა შექმნა მონოდოლოგია (მოძღვრება მონადებზე). მის იდეალისტურ ფილოსოფიურ სისტემაში მონადა არის განუყოფელი სულიერი პირველადი ერთეული, რომლისგანაც შედგება სამყარო. კოლმოგოროვის უშუალო მოწაფედ, მაგრამ დიდი სიყვარულით იგონებს მათი თანამშრომლობის ათ წელს. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა კოლმოგოროვის მიერ სხვადასხვა სიტუაციებში ხშირად გამეორებული ფრაზა: «ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სერიოზული უპირატესობა – გაგვაჩნია ალბათური აზროვნება». აზრის ალბათურ გამოთვლას ნალიმოვმა მრავალი შრომა მიუძღვნა. დაინტერესებულ მკითხველს ამ მიმართულებაში გამოყენებული მათემატიკური აპარატის გაცნობა შეუძლია ტ. პერევოზსკის სტატიაში «აზრის ალბათური კონცეფცია და გაზომვის კვანტური თეორია», რომელიც დანართის სახით თან ახლავს ვ. ნალიმოვის (Налимов, 1989, გვ. 256) მონოგრაფიას.

მეტაფორა არის სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება. იგი გამოიყენება საგნის ან მოვლენის ანალოგიის, მსგავსების ან შედარების, ან ინდივიდუალიზების აღსანიშნავად. მეტაფორულად საგანს ან მოვლენას მიეწერება ისეთი თვისება, რომელიც მას არ გააჩნია. მეტაფორა ფართოდაა გამოყენებული პოეზიასა და მეცნიერებაში. ისტორიულად მეტაფორის წარმოშობა დასაბამს იღებს მითოლოგიური ცნობიერების მოშლის ეპოქაში. მეტაფორის წარმოშობა იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანი ახდენს კონკრეტული მხატვრული სიტყვების აბსტრაჰირებას და ქმნის მოვლენის მოდელს.

მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო თომას ჰობსი. მან ეს შეხედულება ჩამოაყალიბა «ლევიათანში».

ჰობსის მიხედვით, როდესაც ადამიანები სიტყვებს მათი პირვანდელი მნიშვნელობით არ იყენებენ, შეცდომაში შეჰყავთ სხვები და ასეთი სიტყვები რეზიუმე ვერ გამოდგება ლოგიკური დასკვნისათვის. ჰობსი სიტყვას შემეცნების უდიდეს საშუალებად თვლის, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ იმავდროულად სიტყვა არის ტყუილისა და შეცდომის წარმომშობი. ჰობსმა შექმნა ცნობიერების ინტეგრალური სქემა. მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო აგრეთვე ჯონ ლოკი.

ინტელექტის მოქმედება ცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ლოკის მიხედვით ცნობიერება არის იმის აღქმა, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში, აღქმა კი სუბიექტურია, ამიტომაც არ არსებობს ცნობიერების მეცნიერული განმარტება. არისტოტელე ცნობიერებასა და სულს ორ სხვადასხვა ფორმად განიხილავდა და ცნობიერებას უფრო მაღლა აყენებდა. ცნობიერება არის სულის განსაკუთრებული

გამოვლინება და განსხვავდება ყველა ფსიქიკური პროცესისაგან.

 

კითხვები განსჯისათვის

 

1. რა მნიშვნელობა აქვს მეტაფორას მეცნიერებაში?

2. როდის წარმოიშვა მეტაფორა?

3. რა მნიშვნელობა აქვს მოვლენის ან პროცესის აბსტრაქტულ მოდელს?

4. რა შეხედულება ჰქონდათ თომას ჰობსსა და ჯონ ლოკს მეტაფორის გამოყენების შესახებ?

5. როგორ განმარტა ანაქსაგორამ ცნობიერება?

6. როგორ გესმით კარტეზიანული დუალიზმი?

7. რა როლი მიაკუთვნა ჯალღუზისებრ სხეულს (ცორპუს პინეალე) რენე დეკარტმა რეფლექსური აქტის სამოძრაო სქემაში და რატომ?

8. რას იკვლევს კვანტური მექანიკა?

9. რასთან არის დაკავშირებული კულტურა და ცივილიზაციის განვითარება?

10. რა წარმოდგენა აქვს ნალიმოვს ცნობიერებაზე?

 

თავი მესამე

 

ცნობიერების ნეიროფიზიოლოგიური სუბსტრატი

 

§ 3.1. ნეიროფიზიოლოგია და ცნობიერება თეორიული და პრაქტიკული ღირებულების, კარგად გაცნობიერებული პრობლემა – მატერია და ცნობიერება – დღეისათვის კვლავ საკამათოდ რჩება. «ჩემთვის უცნობია ნეიროფიზიოლოგიური მონაცემები ან თეორია, რომელიც ახსნიდა ან თუნდაც განსაზღვრავდა ცნობიერებას», განაცხადა ბეარსმა ( 1982, გვ.52). ტერმინის «ცნობიერება» შესახებ რ. პერი1 აღნიშნავს:

«როგორ შეიძლება ტერმინი აღნიშნავდეს რაიმეს, თუ ის გამოყენებულია ყველაფრის აღსანიშნავად, მათ შორის საკუთარი უარყოფისათვისაც».

ცნობიერების ბუნების შესახებ ნეიროფსიქოლოგებმა შექმნეს მრავალი თეორია, რომლის დიდი ნაწილი მოკლებულია ექსპერიმენტულ დასაბუთებას. შეიძლება ითქვას, რომ ტვინის შესწავლის დროს არც ერთ პრობლემას არ მოჰყოლია იმდენი სპეკულაციური მოსაზრება, რამდენიც ცნობიერების კვლევას. მაგალითად, კლეიტმანმა (Kleitman, 1960), რომელიც აქტიურად სწავლობდა ძილ-ღვიძილის ციკლსა და სიზმრებს, ცნობიერება განსაზღვრა პოეტურად: იგი არის ინდივიდის უნარი გამოიყენოს წარსული მომავლის ინტერესებისთვის. მორუცის ფორმულირებით, ცნობიერება არის ინდივიდის უნარი, ფიზიოლოგიურ ფაქტორთა მეშვეობით შეავსოს სენსორული ინფორმაცია, მოახდინოს მასზე გონებრივი ან მოტორული რეაგირება და შემოინახოს იგი მეხსიერებაში. დ. სერვი ამტკიცებს, რომ ფსიქიკური მოვლენები წარმოიქმნება ტვინის მოქმედებით და რეალიზდება მისივე სტრუქტურებით.

ცნობილია, რომ მრავალი სენსორული (მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური) სიგნალი ტვინში გაცნობიერდება, თუმცა არსებობს ისეთი სიგნალებიც, მაგ., ინტერორეცეფციული, რომელიც არ ცნობიერდება, ვინაიდან არ იწვევს განცდას. ამ ორი ტიპის – ცნობიერებამდე მიღწევადი და მიუღწევადი – სიგნალების არსებობის გამო ემპირიულმა კონცეფციამ დაუშვა შესაბამისად ორი ნერვული მექანიზმის არსებობა. ერთი ცნობიერია, მეორე კი არაცნობიერი. ზოგიერთ ფიზიოლოგთა აზრით, ცნობიერების ნეიროფიზიოლოგიურ სუბსტრატს სიფხიზლე წარმოადგენს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სიფხიზლე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცნობიერების იდენტურად. სიფხიზლის მდგომარეობაში ნერვული ცენტრების აქტივობა იზრდება, ხოლო აგზნების ზღურბლი ქვეითდება. ეს პროცესები ხორციელდება ახალი ქერქისა და ბადებრივი ფორმაციის მონაწილეობით. სიფხიზლის გარეშე, მაგალითად, ნელი ძილის სტადიაში, არავითარი აღქმა და ცნობიერი პროცესები არ ხდება. ცნობილია, რომ ნელი ძილის დროს ნეირონთა ელექტრული აქტივობის სიმძლავრე აჭარბებს 22 ვატს, ხოლო სიფხიზლის დროს 20

ვატია. ნორმალური ადამიანის ტვინი მოიხმარს იმდენსავე ჟანგბადს, რამდენსაც ფსიქიკურად აშლილი ადამიანის ტვინი. ამიტომ, განაცხადა ფრანგმა ფიზიოლოგმა ფესარმა, ნორმალურ აზრს სჭირდება იმდენივე ჟანგბადი, რამდენიც არანორმალურს. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ მედიტაციაში მყოფი პიროვნება მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ორი თვისობრივად განსხვავებული კომპონენტით განხორციელებული ცნობიერება დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანის ტვინისათვის. ცხოველებზე ჩატარებული ცდები და დაკვირვება კლინიკებში იმ ავადმყოფებზე, რომელთაც გადაკვეთილი ჰქონდათ ჰემისფეროთა დამაკავშირებელი ბოჭკოები, პირველ ხანებში ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ნორმალურ ადამიანებს გააჩნიათ ორი დამოუკიდებელი ცნობიერება. თითოეული ჰემისფერო დაკავებულია თავისი საქმით, ასრულებს მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ფუნქციებს და მოქმედებს დამოუკიდებლად. ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებზე დაკვირვებით გამომჟღავნდა საინტერესო ფაქტი. როგორც კი მათ წარმოექმნებოდათ სულ მცირე დაბრკოლებაც კი, ისინი ცდილობდნენ გაეერთიანებინათ ჰემისფეროთა მოქმედება. ადამიანებს გაგვაჩნია არა ორი, არამედ ერთი მთლიანი ფუნქციური ტვინი. იგი შედგება მრავალი ცალკეული ბლოკისაგან და ასრულებს ევოლუციურად ჩამოყალიბებულ, სპეციფიკურ ფუნქციებს ინფორმაციის მიღებაში, შენახვასა და ანალიზში. მიახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცნობიერება ყალიბდება ოთხი სხვადასხვა ბლოკის მოქმედებით. ესენია: მეხსიერება (ინფორმაციის შენახვა), აზროვნება, ემოცია და განწყობა. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ცნობილი ნეიროფიზიოლოგის ხ. დელგადოს მონოგრაფიაში თავმოყრილ ცნობიერების რამდენიმე განმარტებას:

 -  ცნობიერება არის ნერვულ ქსოვილში მიმდინარე ორგანიზებული პროცესების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნება ინტრაფსიქიკურ და ექსტრაფსიქიკურ მოვლენათა საპასუხოდ. ისინი ღებულობენ ინფორმაციას, ახდენენ მის კლასიფიკაციას, ტრანსფორმირებას, კოორდინირებას მანამდე, სანამ ორგანიზმი დაიწყებდეს მოქმედებას. მოქმედების ხასიათი შეიძლება განისაზღვროს მიღებული ინფორმაციით .

 -  ცნობიერება ადრე გაიგივებული იყო მეხსიერებასთან, აზროვნებასთან, მიზანსა და

სურვილთან, რაც არც ისე ზუსტია. ცნობიერება ფსიქიკური თვისებების მატარებელია. ნებელობისა და ემოციისაგან განსხვავებით, ის დაკავშირებულია სულთან. ცნობიერება ორგანიზებულია ტვინის შესაბამისი სტრუქტურებით (Oxford Universal Dictionary, 1955, გვ. 2515).

 -  ცნობიერებ არის გაცნობიერებული, გაუცნობიერებელი და ენდოფსიქიკური პროცესების ერთობლიობა (Drever, 1952, გვ. 3126).

 -  ცნობიერება არის ორგანიზმის იმ პროცესების ჯამი, რომლის მეშვეობითაც ის რეაგირებს გარეგან ზემოქმედებაზე წარსულისა და მომავლის შესაბამისად როგორც ერთიანი დინამიკური სისტემა, ცდით გაცნობიერებული ორგანიზებული მთლიანობა (Warren, 1934, გვ. 372).

 -  ცნობიერება ეხება მხოლოდ ფხიზელი გონების ყველა ძირითად თვისებას: პერცეპციას, გრძნობას, აზროვნებას, მეხსიერებასა და სურვილს. ფსიქიკური მოვლენა არის ცდის შედეგი (Eccls, 1953, გვ. 314).

 -  ცნობიერება არის მაღალგანვითარებული ნერვული სისტემის მქონე ცხოველთა უნარი, შეაფასოს შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლები. სიფხიზლის მდგომარეობაში ცნობიერება იწყებს და ასრულებს მოქმედებას, ან აკავებს მას (Rainer, 1962, გვ. 65).

 -  ცნობიერება არის წარსულსა და მომავალთან მეხსიერებით დაკავშირებულ პროცესთა სისტემა. მატერიის მსგავსად, ცნობიერება პროცესების სისტემაა. ზოგიერთი პროცესი არც ფსიქიკურია და არც მატერიალური (Sadger, 1941, გვ. 334).

 -  ცნობიერება ითვლება სიფხიზლის სინონიმად.

სიფხიზლე არის გამღიზიანებელთა მიღებისა და განცდის მოწესრიგებული პროცესი.

გამღიზიანებლებია: მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი და ტაქტილური. არსებობს

აგრეთვე ხატების დამახსოვრება, აბსტრაგირება, აზრები, ემოციები და გაურკვეველი

განცდები (Kuhlenbeck, 1961, გვ. 543).

ცნობიერების განმარტების მრავალფეროვნების მიუხედავად, დელგადოს მიაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კონცეფციათა უმრავლესობას გააჩნია შემდეგი სამი საერთო ნიშანი:

1. ცნობიერების განმარტება არ პასუხობს კითხვას, რა არის ცნობიერება და როდის ჩნდება იგი. მხოლოდ მისი ფუნქციებია ჩამოთვლილი.

2. ცნობიერების ფუნქციები აღწერილია არა როგორც ინერტული ობიექტები, არამედ

როგორც აქტიური პროცესი.

3. ცნობიერების ძირითადი ფუნქციებია შინაგან და გარეგან ზემოქმედებათა შეფასება, შენახვა და მისი შემდგომი მობილიზაცია დამახსოვრების, აზროვნების, გრძნობების, სურვილებისა და სხვა პროცესების მეშვეობით. ჩამოთვლილი საკითხები უფრო კონკრეტულად რომ იყოს განხილული, საჭიროა გაირკვეს:

 -  არსებობს თუ არა ცნობიერების ერთი ისეთი ფუნქციაც კი, რომელიც არ არის დაკავშირებული შინაგან და გარეგან გამღიზიანებელთან.

 -  შეიძლება თუ არა ცნობიერება ქცევის გარდა სხვა რომელიმე პროცესშიც გამოვლინდეს.

 -  შესაძლებელია თუ არა ცნობიერების არსებობა ფუნქციონირებადი ტვინის გარეშე.

ცნობიერება იმდენად რთული ფენომენია და იმდენად მრავალფეროვნად ვლინდება, რომ ტრადიციულ კითხვაზე

– «რა არის ცნობიერება და სად არის იგი ლოკალიზებული»

– ცოდნის დღევანდელ დონეზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზოგიერთ მკვლევარს კითხვის ასეთი ფორმით დასმაც კი არაკორექტულად მიაჩნია, ამიტომ თანამედროვე ნეიროფსიქოლოგია ცდილობს პრობლემას ახლებურად მიუდგეს. თუ გვინდა, რომ შემეცნებაში წინ წავიდეთ, დროებით უნდა შევწყვიტოთ ცნობიერების ზოგადი, ერთიანი პრობლემის კვლევა და შემოვიფარგლოთ მხოლოდ მისი ამა თუ იმ ფორმის გამოვლენის თუნდაც მცირე ნაწილის შესწავლით. ნეიროფსიქოლოგიის დღევანდელი თეორიული და ტექნიკური საშუალებებით დადგინდა, რომ ცნობიერების რომელიმე კონკრეტულ პროცესში მონაწილეობს

თავის ტვინის სტრუქტურები. ასეთი სტრუქტურებია:

1. თავის ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაცია, რომელიც არეგულირებს სიფხიზლის დონეს და მონაწილეობს ყურადღებაში.

2. თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მეორადი აფერენტული ზონები, რომელიც მონაწილეობს სენსორული ინფორმაციის მიღებასა და შენახვაში.

3. შუბლის წილის მედიალური უბნები, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიზანმიმართული ქცევების რეგულირებაში და აყალიბებს მოქმედების გეგმას.

4. ლიმბური სისტემის სტრუქტურები, რომელიც მონაწილეობს ემოციებში და ახდენს

ძველი და ახალი ინფორმაციის გადარჩევას.

5. მარცხენა დიდი ჰემისფეროს ქერქში მოთავსებული ვერნიკესა და ბროკას მეტყველების სენსორული და მოტორული ცენტრები. როდესაც ვსაუბრობთ ტვინსა და ცნობიერებაზე, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ცნობილი ფილოსოფოსის კარლ პოპერისა და ნეიროფიზიოლოგის ჯონ ეკლსის წიგნს «პიროვნება და ტვინი» (Poper and Eccles , 1977).

წიგნის შესავლიდან ცნობილი ხდება, რომ პირველი ნაწილი დაწერილია აგნოსტიკოს1 პოპერის, მეორე კი – მორწმუნე ეკლსის მიერ, რომელიც იზიარებს ზეგრძნობადი მოვლენების არსებობას. წიგნი მთავრდება ავტორთა დიალოგით. ნაშრომის მთავარი თეზისია ინტერაქციონიზმი

2. ავტორები თვლიან, რომ ცნობიერება შეიძლება იყოს რთულად ორგანიზებულ ნეირონთა ფუნქცია, და რომ ცნობიერული ცდა ძნელად ასახსნელია სხვადასხვაგვარი, წყვეტილი და სივრცობრივად გაბნეული ნეირონების აქტივობით. თვითცნობიერება და ნებელობითი აქტები მოითხოვს იმ ახსნას, რომელიც არ არის დაკავშირებული ტვინში მიმდინარე პროცესებთან. ისეთი მოვლენა, როგორიცაა მოლოდინი – როდესაც ცნობიერი აქტივობა არ მიჰყვება უშუალოდ სტიმულაციას და გადაწეულია დროში, არ ეთანხმება ნერვულფსიქიკური მთლიანობის ჰიპოთეზას. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორი ფიზიოლოგიური პროცესები მონაწილეობს პერცეფციის ჩამოყალიბებაში. ეკლსი აღნიშნავს, რომ ქერქის უარყოფითი ზედაპირული პოტენციალი, რომელიც რეგისტრირდება მარტივ თავისუფალ მოძრაობამდე (მზაობის პოტენციალი), არსებობს ხანგრძლივად და ვრცელდება მთელ ქერქში. ეკლსის მიხედვით ეს მოვლენა ამტკიცებს იმას, რომ გაცნობიერებული

-----------------------

1 აგნოსტიციზმი (ბერძნ. ა – უარყოფა, გნოსის – ცოდნა) არის მოძღვრება, რომელიც უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას.

2 ინტერაქციონიზმი არის სოცბიოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში

ჩამოყალიბებული თეორიულ-მეთოდური მიმართულება, რომელიც სოციალურ რეალობაში ძირითად როლს ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის ურთიერთობას ინიჭებს. ბიჰევიორული ინტერაქციონიზმი ურთიერთობას განიხილავს სტიმულ-რეაქციის პრინციპით.

-------------------

 

ფსიქიკური მოქმედება გავლენას ახდენს ქერქში სპეციფიკურ მოდულზე, რომელიც არჩევითად რეაგირებს გარკვეული დონის აქტივობაზე და წარმოქმნის ცნობიერ, მიმართულ მოქმედებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კატის, შიმპანზესა და ადამიანის ქერქის მოდულური სტრუქტურა მსგავსია. განსხვავება შეიმჩნევა მხოლოდ რაოდენობაში. შიმპანზესთან შედარებით ადამიანს 10-ჯერ მეტი მოდული გააჩნია. თითოეული მოდული მოიცავს 10000 ნეირონს. ადამიანის ქერქული მოდულის ნეირონთა კონტაქტები – სინაფსთა რაოდენობაც – დიდია. ლოგიკურია, იბადება შეკითხვა: შეიძლება მოდულთა მარტო რაოდენობრივი მახასიათებელით ვიმსჯელოთ ადამიანის ცნობიერებაზე? ტვინის ფუნქციის კვლევაში მარტო რაოდენობრივმა პარამეტრმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება