§ 3.2. ჰემისფეროთა დამაკავშირებელი გზების გადაკვეთის გავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე

 

 

1960 წლიდან როჯერ სპერმა ლოს-ანჟელესში თანამშრომლებთან ერთად დაიწყო ოპერაციები ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე, რომელთა კრუნჩხვითი მოვლენები არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს გადაიკვეთებოდა დიდი ჰემისფეროს ქერქის მარცხენა და მარჯვენა უბნების შემაკავშირებელი კორძიანი სხეულის ორასი მილიონი ნერვული ბოჭკო, აგრეთვე წინა და უკანა კომისურები. ოპერირებულ ადამიანებს კრუნჩხვები არ ემართებოდათ,

ან ემართებოდათ იშვიათად. პაციენტთა თანხმობით სპერი იკვლევდა ოპერირებულ ადამიანთა თავის ტვინს. კვლევამ აჩვენა საინტერესო შედეგები, რაშიც მკვლევარს

1981 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ოპერაციის შემდეგ პაციენტების ცნობიერებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამომჟღავნდა. ისინი კარგად ხედავდნენ, უყურებდნენ ტელევიზორს, საქმიანობდნენ ჩვეულებრივად. შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მათ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. პიროვნულ თვისებებში ცვლილებები არ აღინიშნებოდა. დაირღვა მოკლევადიანი მეხსიერება, რაც საგრძნობი იყო ოპერაციიდან ერთი წლის განმავლობაში, კითხვა და სხვა გონებრივი დატვირთვა უფრო სწრაფად ღლიდა ოპერირებულებს, ვიდრე ოპერაციამდე. ოპერაციას გავლენა არ მოუხდენია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა მისი ზრდა. მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თითქოს ოპერირებულებს ერთდროულად გააჩნიათ ორი, სრულიად განსხვავებული და დამოუკიდებელი ცნობიერება, რომელიც გამომჟღავნდა დასწავლის მეთოდით. ორივე ჰემისფეროს ქერქს გააჩნია ინფორმაციის განსხვავებული, თავისებური მიმღებლობა და მეხსიერების განსხვავებული მოცულობა – «სპეციფიკური» ერთი ქერქისათვის და მიუწვდომელი მეორისათვის (სურ.3.1). გაჩნდა მოსაზრება, რომ ემოციებში ჰემისფეროთა როლი განსხვავებულია. ემოციური მდგომარეობის ფორმირებაში სუბდომინანტურია მარჯვენა ნახევარსფერო – აქ წარმოქმნილი ემოციური მდგომარეობა გულწრფელია, ხოლო მარცხენა ნახევარსფერო დომინანტურია – მასში წარმოქმნილი ემოციური მდგომარეობა მართვადია. «ორი ჭკუის არსებობა ერთ სხეულში» ან «ორი ცნობიერება ერთ ტვინში» გამოვლინდა შემდეგი ექსპერიმენტებით. შეირჩა მარტივი ტესტი – გარკვეული გამოსახულების პროეცირება მხოლოდ მარჯვენა ან მარცხენა მხედველობის ველში (სურ.3.2). პროეცირება ხდებოდა ძალიან სწრაფად, 0,1 წმ განმავლობაში, რათა მხედველობითი გამღიზიანებელი არ მოხვედრილიყო ორმხრივ მხედველობით ველში. შემდეგ ოპერირებულ ცდისპირს სთხოვდნენ შეუხედავად, შეხებით, მარჯვენა ან მარცხენა

ხელით მოენახა და ამოეღო ის საგანი, რომელიც შეესაბამებოდა პროეცირებულ გამოსახულებას, აგრეთვე დაესახელებინა იგი. თუ მარჯვენა მხარეს მხედველობით ველში პროეცირებული იყო სიტყვა «გასაღები», ცდისპირი სწრაფადვე განაცხადებდა – «გასაღები». როდესაც იგივე სიტყვა პროეცირდებოდა მარცხენა მხარეს, ცდისპირი ამბობდა «ვერაფერს ვხედავ». ნეიროფიზიოლოგებისათვის ცნობილია, რომ მარცხენა თვალიდან მიღებული მხედველობითი ინფორმაცია თავს იყრის მარჯვენა ჰემისფეროში, ხოლო მარჯვენა თვალიდან – მარცხენაში (სურ.3.3). ასევე მიმდინარეობს სმენითი ინფორმაციის მიღება. მარცხენა და მარჯვენა ჰემისფერო ერთმანეთთან დაკავშირებულია კორძიანი სხეულით (სურ.3.4). ორგანოთა და ფსიქიკურ პროცესთა რეგულირების მექანიზმები გადანაწილებულია მათ შორის. არსებობს ასეთი სქემა: მარცხენა ჰემისფერო არეგულირებს სხეულს მარჯვენა მხრის ორგანოებს და

 

--------------------------------------

სურ. 3.1. როჯერ სპერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებში. დადგინდა, რომ ცნობიერი აბსტრაქტული აზროვნება და მოსმენილი ინფორმაციის გადამუშავება მიმდინარეობს დომინანტურ ჰემისფეროში, გარემოს კონკრეტული აღქმა და ემოციური ინფორმაციის გადამუშავება – სუბდომინანტურ ჰემისფეროში. დ. ადამისმიხედვით

სურ. 3.2. სპეციალური ლინზის მეშვეობით ხდება პროეცირება ხან მარჯვენა, ხან კი მარცხენა თვალზე. ს. სპრინგერის და გ. დეიჩის მიხედვით

სურ. 3.3. მოტორული და სენსორული გზები, რომელთა მეშვეობითაც თავის ტვინი უკავშირდება სხეულის ნაწილებს. ს. სპრინგერის და გ. დეიჩის მიხედვით

სურ. 3.4. კორძიანი სხეულის ორი ჭრილი ს. სპრინგერისა და გ. დეიჩის  მიხედვით

სურ. 3. 5. ა-საგნის გამოსახულება ან მისი დასახელება პროეცირდება მარჯვენა ან მარცხენა თვალზე. ცდისპირი ვერ ხედავს მაგიდაზე დალაგებულ საგნებს, მაგრამ შეუძლია შეხება. ბ-თუ სიტყვა «კალათბურთი» პროეცირდება ისე, რომ «კალათ» ხვდება მარჯვენა ჰემისფეროში, ხოლო «ბურთი» მარცხენაში, ექსპერიმენტატორის შეკითხვაზე ცდისპირი პასუხობს, რომ დაინახა სიტყვა «ბურთი». სიტყვა «კალათზე» მოლაპარაკე ჰემისფეროს ინფორმაცია არ გააჩნია. ი. ხამორის მიხედვით

სურ. 3.6. ცდისპირი იღებს საგნებს დაუხედავად. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძიებაში მონაწილეობს ორი პიროვნება. ს. სპრინგერისა და გ. დეიჩის მიხედვით

მონაწილეობს ვერბალურ-ლოგიკური ინფორმაციის გადამუშავებაში. მას დომინანტურ «მოლაპარაკე» ჰემისფეროს უწოდებენ. მარჯვენა ჰემისფერო არეგულირებს მარცხენა მხარის ორგანოებს, აქტიურად მონაწილეობს სივრცითი ინფორმაციის გადამუშავებაში და ითვლება დაქვემდებარებულ, სუბდომინანტურ ჰემისფეროდ. მას «ჩუმ» ჰემისფეროს უწოდებენ. დღეისათვის ეს სქემა

 ითვლება მოძველებულად და არაზუსტად. დადგინდა, რომ ჰემისფეროგაყოფილი ადამიანები მარცხენა ხელის თავისუფალი მოძრაობით დაუხედავად პოულობენ პროეცირებულ საგნებს, მაგრამ ვერ ახერხებენ საგნის სახელის წარმოთქმასა და დაწერას. წერა და წარმოთქმა უჭირდათ ცაცია პაციენტებსაც (სურ.3.5). ცდისპირს ერთდროულად წარუდგინეს ორი განსხვავებული გამოსახულება: მარჯვენა, «ჩუმ» ჰემისფეროს – წრე, მარცხენა «მოლაპარაკე» ჰემისფეროს – კითხვის ნიშანი. მარცხენა ხელი ხატავდა წრეს, მაგრამ შეკითხვაზე, რა არის დახატული, ცდისპირი პასუხობდა – კითხვის ნიშანი. ასეთმა ტესტირებამ გამოავლინა საინტერესო ფაქტი: მარცხენა ჰემისფერომ არ იცის, რას აკეთებს მარჯვენა.

ანალოგიური შედეგი გამოვლინდა, როდესაც ტესტირება ჩატარდა საგნის დაუნახავად – ხელის შეხებით აღქმაზე. ამ შემთხვევაში ცდისპირი არ უყურებს საგნებს, მარცხენა ხელით იღებს ერთს, ხოლო მარჯვენათი მეორეს. მცირე ხნის შემდეგ საგნები ამოიცნობოდა უშეცდომოდ. ძიების პროცესში თუ ხელი შეეხებოდა იმ საგანს, რომელიც მეორე ხელით იყო ნაპოვნი, ცდისპირი მას თვლიდა არასაჭიროდ, ნეიტრალურად. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძიებაში ორი პიროვნება ერთმანეთთან შეუთანხმებლად მონაწილეობს (სურ.3.6).

თუ პიროვნება დაუხედავად, მარცხენა ხელით იღებდა რომელიმე საგანს (მაგ., კოვზს), ეს ინფორმაცია გადაეცემოდა მარჯვენა «ჩუმ» ჰემისფეროს. ამ საგნის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ცდისპირი პასუხობდა, რომ ხელში არაფერი ეჭირა. ტესტირების შემდეგ პიროვნება «მოლაპარაკე» ჰემისფეროთი ვერ ამბობდა, თუ რა გააკეთა მარცხენა ხელით. იმ შემთხვევაში, როდესაც მას შეაქებდნენ მარცხენა ხელით განხორციელებული მოქმედებისათვის, იგი პასუხობდა: «ეს მოხდა შემთხვევით», ან «დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუცნობიერებლად შევასრულე».

ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით ცნობილი ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი თავის სუბიექტურ განცდებს, რომლებიც საკუთარი ცნობიერების გამოხატვის შედეგია, ავლენს მარცხენა ჰემისფეროს მოქმედებით. თვითშემეცნება ხორციელდება მეტყველების, წერისა და ჟესტიკულაციის საშუალებით. ადამიანის მეტყველება და ცნობიერება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული დღეისათვის უცნობი მექანიზმებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცნობიერების გავლენით მარცხენა ჰემისფერო ზეგავლენას ახდენს მარჯვენას მოქმედებაზე. ამიტომ ფართოდ გავრცელდა გამოთქმა – დომინანტური ქერქი. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ გამოკვლეულ ადამიანთა უმრავლესობას – 95%-ს მეტყველების ცენტრი მარცხენა ჰემისფეროში აქვს მოთავსებული, მარჯვენაში კი მხოლოდ 5%-ს.

ეკლსის (Eccls, 1965) მიხედვით, ჭეშმარიტად ადამიანური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი თვისებები სათავეს იღებს მარცხენა ჰემისფეროში, რომელშიც მოთავსებულია მეტყველების სენსორული და მოტორული ცენტრები. მრავალი მკვლევარი იზიარებს აზრს, რომ მარჯვენა ჰემისფერო მონაწილეობს დაბალი «ცხოველური» ინსტინქტების რეგულირებაში და არ მონაწილეობს ცნობიერებაში.

სპერის შემდეგ ფსიქოლოგების მონაწილეობით ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებში ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოვლინდა მრავალი ფაქტი, რომლითაც დადგინდა, რომ მარჯვენა ჰემისფერო მონაწილეობს ინფორმაციის მიღებაში, გადამუშავებასა და მასთან დაკავშირებული დასწავლისა და მეხსიერების პროცესებში. თუ მარჯვენა ჰემისფეროს მარცხენა მხედველობითი ველიდან ვაჩვენებთ სიგარას, ცდისპირი საგნებიდან თავისუფლად პოულობს და იღებს სიგარას მარცხენა ხელით. ასევე შეუცდომლად ხორციელდება საპასუხო რეაქციები შეხებით მიღებულ ინფორმაციაზე.

ყველა ეს რეაქცია ხორციელდება მარცხენა ჰემისფეროს მონაწილეობის გარეშე. მარჯვენა ჰემისფეროს გააჩნია საკუთარი ლოგიკა და მოტივაცია. ის წარმოქმნის იდეებსა და აზრებს, აქვს ასოციაციის უცნობი დონე. მაგ., თუ მარჯვენა ჰემისფეროს ვაჩვენებთ კედლის საათს, ცდისპირი საგანთა სიმრავლიდან, რომელშიც არ არის კედლის საათი, ამოიღებს სხვა საათს (მაგ., მაღვიძარას). აქედან ცხადია, რომ მარჯვენა ჰემისფერომ იცის საათის დანიშნულება. მარჯვენა ჰემისფეროს გააჩნია აბსტრაქტული აზროვნება, 20-ის ფარგლებში წყვეტს მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს.

მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ მარჯვენა ჰემისფეროს აქვს უნარი გაიგოს დაწერილი სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ უჭირს მისი წარმოთქმა დამოუკიდებლად.

მას აქვს ინფორმაციის მიღების უნარი, მაგ., სიტყვის «ტელეფონი» პროეცირების შემდეგ ცდის პირს მარცხენა ხელით შეუძლია საგნებიდან ამოარჩიოს და აიღოს ტელეფონი, ხოლო შეკითხვაზე, თუ რა უჭირავს, პასუხის გაცემას ვერ ახერხებს. სხვაგვარი ტესტირებისას ცდისპირს სთხოვდნენ, რომ დაუხედავად, საგნების სიმრავლიდან მარცხენა ხელით ამოეღო სადილისათვის საჭირო საგანი. თუ ცდისპირმა შემთხვევით ამოიღო კოვზი, შეკითხვაზე, რა უჭირავს ხელში: დანა, ჩანგალი თუ კოვზი, მიუხედავად იმისა, რომ იცის, სწორად მაინც ვერ პასუხობს. ე.ი. მარჯვენა ჰემისფერომ გააანალიზა, რა ეჭირა მარცხენა ხელს, მაგრამ სიტყვიერად ვერ გადმოსცა. 5–10 წთ-ის შემდეგ პროეცირებისას ცდისპირი დარწმუნებულია ცოდნაში და უშეცდომოდ იღებს სურათს ჩანგლის გამოსახულებით.

როცა საქმე ეხება სივრცით ორიენტაციას, მარჯვენა ჰემისფერო უკეთ წყვეტს ამოცანას. აბსტრაქტული აზროვნება, ფორმათა და სახეთა გარჩევა უფრო ეხერხება მარჯვენას, ვიდრე მარცხენას. ადრე ფიქრობდნენ, რომ ადამიანის მუსიკალურობა განპირობებულია მარჯვენა ჰემისფეროს მოქმედებით. ირკვევა, რომ ეს ასე არ არის. ორივე ჰემისფერო მუსიკალურია, მაგრამ სხვადასხვანაირად. მარჯვენა ჰემისფერო იმახსოვრებს და ამოიცნობს მელოდიას მთლიანად, მარცხენა კი ახდენს მელოდიის ანალიზს, ანაწევრებს მას და აქტიურად მონაწილეობს პირველად მოსმენილი მელოდიის ათვისება-დამახსოვრებაში.

საყოველთაოდ ცნობილია პოეტური გამოთქმა – თვალი სულის სარკეაო. ზოგიერთი ნეიროფსიქოლოგი კი თვალს მარჯვენა და მარცხენა ტვინის სარკედაც მიიჩნევს. ზოგი ადამიანი მოსაუბრეს პირდაპირ თვალებში უყურებს, ზოგი კი განზე იყურება, რაც სოციალური ურთიერთობის განმასხვავებელ ნიშნად ითვლება. ადამიანთა უმრავლესობა შეკითხვის დროს შემკითხველს პირდაპირ უყურებს, პასუხის დროს კი განზე იყურება. მ. დეი (Day 1964). ეყრდნობოდა რა კლინიკურ პრაქტიკას, აღნიშნავდა, რომ პასუხის დროს ავადმყოფები მუდმივად მარჯვნივ ან მარცნივ იხედებიან. იგი განზე ყურებას პიროვნულ მახასიათებლად მიიჩნევდა. მოგვიანებით პ. ბეკენმა (Bakan, 1969) დაადასტურა დეის მოსაზრება და გამოთქვა ვარაუდი, რომ თვალების მოძრაობა დაკავშირებულია ჰემისფეროთა ასიმეტრიასთან. ბეკენის

ჰიპოთეზა ემყარებოდა დადასტურებულ ფაქტს, რომ თვალის მოძრაობა ერთი მიმართულებით განპირობებულია კონტრლატერალური ჰემისფეროს შუბლის წილში არსებული ცენტრის მოქმედებით. მან აღნიშნა, რომ შემეცნებით პროცესში ჯერ გააქტიურდება ერთი ჰემისფერო, რომელიც გაააქტიურებს მეორეს. თვალის მოძრაობა ხდება ორივე ჰემისფეროს ფარდობითი აქტივობით.

მარცხნივ მომზირალ ადამიანებს დომინირებადი აქვთ მარჯვენა ჰემისფერო, მარჯვნივ მომზირალებს კი – მარცხენა. ბეკენი გვერდით გახედვას თვლის ინდივიდის სტაბილურ მახასიათებლად. მოგვიანებით დადგინდა, რომ თუ პასუხი საჭიროებდა ვერბალურ ანალიზს, მემარჯვენე ადამიანებში აქტივდებოდა მარცხენა ჰემისფერო, ხოლო თუ საკითხი მოითხოვდა სივრცითი ორიენტაციის ანალიზს, აქტივდებოდა მარჯვენა ჰემისფერო. დადგენილია, რომ ტვინის ნახევარსფეროს აქტივობის (დომინანტობის) მაჩვენებელია თვალებით მარჯვნივ ან მარცხნივ გახედვის მიმართულება, რაც დადასტურებულია ექსპერიმენტებით. ჰარი შვარცმა კოლეგებთან ერთად გამოიკვლია ემოციური ხასიათის შეკითხვებზე პასუხისას თვალებით გვერდზე ყურების მიმართულება. მკვლევართა მიერ შედგენილ იქნა კომბინირებული შეკითხვები. პირველ ვარიანტში ცდისპირებს გადასაწყვეტად ეძლეოდათ ვერბალურ-არაემოციური (წამყვანია მარჯვენა ჰემისფერო) და სივრცით-ემოციური (წამყვანია მარცხენა ჰემისფერო) ხასიათის შეკითხვები, მეორე ვარიანტში კი – ვერბალურ-ემოციური და სივრცით-არაემოციური. როდესაც ცდისპირს ეძლეოდა ვერბალურ-არაემოციური ხასიათის ამოცანა, მაგ., შეედგინა წინადადება შემდეგი სიტყვების გამოყენებით:

«კოდი” და «მათემატიკა», ის თვალებს ატრიალებდა მარჯვნივ. როდესაც ამავე ცდისპირს უხდებოდა ფიქრი სივრცით-ემოციური ხასიათის კითხვაზე, მაგ: «თუ თქვენ გადადიხართ ქუჩაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გეჯახებათ სამხრეთიდან მომავალი მანქანა, რომელი ფეხი დაგიზიანდებათ პირველად?» მისი თვალები მარცხნივ ტრიალდებოდა. შერეული შეკითხვებისას თვალების მოძრაობა მარცხნივ და მარჯვნივ ერთნაირი სიხშირით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის შედეგებით დადგინდა, რომ ემოციური ხასიათის შეკითხვები დიდი  სიხშირით იწვევს თვალების მარცხნივ მოძრაობას. ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ ემოციური ინფორმაციის გადამუშავებაში უფრო აქტიურად ჩაბმულია მარჯვენა ჰემისფერო (სუბდომინანტური). ბეკენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში თვალების მოძრაობის მიმართულება განსხვავებულია. მხატვრებს კარგად აქვთ განვითარებული სივრცითი აზროვნება, ამიტომაც ყველა შეკითხვაზე მათ ექნებათ თვალებით მარცხნივ ყურების ტენდენცია, რადგანაც ისინი ძირითადად მარჯვენა ჰემისფეროთი აზროვნებენ. იურისტებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ვერბალურ-ლოგიკურ აზროვნებასთან, თვალების მოძრაობა მიმართული იქნება მარჯვნივ. შესაძლოა, ადამიანის თვალების მოძრაობის მიმართულებას განსაზღვრავდეს მრავალი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებაც და არა

მხოლოდ ბეკენის მიერ შემოთავაზებული სქემა. მიუხედავად ამისა, თვალების მოძრაობის მიმართულების ანალიზმა შესაძლოა მოგვცეს საჭირო ინფორმაცია ფუნდამენტურ ნეიროფსიქოლოგიურ პროცესებზე. დომინანტურ და სუბდომინანტურ ჰემისფეროებში გაბნეულ ფსიქიკურ პროცესთა რეგულირების მექანიზმების კვლევა მიმდინარეობს არა მარტო კორძიანი სხეულის ბოჭკოების გადაკვეთით, არამედ ენცეფალოგრაფიული და ტომოგრაფიული მეთოდებითაც.

პოპულარულია აგრეთვე ვადას მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, არჩევითად იქნეს შესწავლილი დომინანტური ან სუბდომინანტური ჰემისფერო. ამ მეთოდით ადამიანის ტვინის მკვებავი ორი საძილე არტერიიდა ერთ-ერთში შეჰყავთ ნარკოზული ნივთიერება, რომელიც აძინებს ერთ ჰემისფეროს, მეორე კი ფხიზლობს

და ასრულებს თავის ფუნქციებს. გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში, როცა მარჯვენა ჰემისფეროს სძინავს და მოქმედებს მხოლოდ მარცხენა, ადამიანი ამაღლებულ განწყობილებაზეა, არაბუნებრივად ბევრს ლაპარაკობს, ზოგჯერ უაზროდაც კი. დაკარგული აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი. საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც სძინავს მარცხენა ჰემისფეროს და აქტიურია მხოლოდ მარჯვენა (სუბდომინანტური), ადამიანი განრისხებულია და გაჩუმებული, მაგრამ კარგად ესმის ხმები, შენარჩუნებული აქვს კონსტრუქციული აზროვნების უნარი, კარგად წყვეტს პრობლემებს, განსაკუთრებით პროფესიულს (წერს მუსიკას, აყალიბებს ექსპერიმენტის ვარიანტებს). დადგინდა, რომ ჰემისფეროთა ერთობლივი მოქმედებით ბალანსირდება სუბიექტის განწყობა. ორივე ჰემისფერო მონაწილეობს სიტყვის აღქმაში, მაგრამ სხვადასხვანაირად. მარცხენა შიფრავს მოსმენილის მნიშვნელობას, ხოლო მარჯვენა –მუსიკალურ ჟღერადობას. გარემოს მხედველობით

აღქმაში ძირითადია მარჯვენა ჰემისფერო, შეხებით აღქმაში კი – მარცხენა. მარჯვენა ჰემისფერო სწრაფად გამოარჩევს ნაცნობ საგანს უცნობისაგან, მაგრამ ვერ ასახელებს მას. მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია დედუქციურ დასკვნებზე (მთლიანიდან კერძოზე), მარცხენა კი – ინდუქციაზე. განსხვავება შეიმჩნევა მათემატიკურ აზროვნებაშიც. მარჯვენა ჰემისფერო მონაწილეობს გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტაში, მარცხენა კი – ანგარიშში.

დადგენილია შუბლის წილების მონაწილეობა ქცევათა რეგულირებაში. მარჯვენა შუბლის წილი ემოციებს გარდაქმნის ქცევით მოქმედებად, მარცხენა კი არჩევს საშუალებებს მიზნის მისაღწევად. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მემარჯვენე ადამიანები, რომელთა დომინანტური ჰემისფერო მარცხენაა, შეუპოვარნი არიან და ვერბალურ-ლოგიკური აზროვნებით მარტივად წყვეტენ მათ წინაშე წამოჭრილ პრობლემებს. იმ შემთხვევაში, როდესაც დომინირებადია მარჯვენა შუბლის წილი, იქმნება მიზანთა სიჭარბე. ხატოვნად: «ტვინი დანაგვიანებულია განუხორციელებელი მიზნებით». ეს კი ვლინდება ადამიანის ქრონიკულ დაუკმაყოფილებლობასა და უხასიათობაში, ზოგიერთ შემთხვევაში თვითმკვლელობაშიც კი.

აღსანიშნავია საინტერესო ფაქტი, რომ ქალებსა და მამაკაცებს ჰემისფეროები სხვადასხვანაირად აქვთ განვითარებული. ქალების აზროვნების პროცესში მონაწილეობს ორივე ჰემისფერო, მამაკაცებში კი – ერთი. ამიტომაც ქალები ორჯერ უფრო სწრაფად ლაპარაკობენ, ვიდრე მამაკაცები. სიტყვებსაც უფრო სწრაფად გამოთქვამენ და კარგად ითვლიან. მამაკაცები კი სჯობნიან აბსტრაქტული მათემატიკური მოდელების შექმნაში. ნორმალური ტვინის ორივე ჰემისფეროში მიმდინარე პროცესები მრავალი ბოჭკოს მეშვეობით უკავშირდება რეზიუმე ცნობიერების ბუნების შესახებ ნეიროფიზიოლოგებმა შექმნეს მრავალი თეორია, რომლის დიდი ნაწილი მოკლებულია ექსპერიმენტულ დასაბუთებას. შეიძლება ითქვას, რომ ტვინის შესწავლისას არც ერთ პრობლემას არ მოჰყოლია იმდენი სპეკულაციური მოსაზრება, რამდენიც ცნობიერების კვლევას. ბეარსი წერდა: «ჩემთვის უცნობია ნეიროფიზიოლოგიური მონაცემები ან თეორია, რომელიც ახსნიდა ან თუნდაც განსაზღვრავდა ცნობიერებას». პ. პერი აღნიშნავს:

«როგორ შეიძლება ტერმინი აღნიშნავდეს რაიმეს, თუ იგი გამოყენებულია ყველაფრის აღსანიშნავად, მათ შორის უარყოფისათვისაც». კლეიტმანმა ცნობიერება განსაზღვრა პოეტურად: «იგი არის ინდივიდის უნარი, ფიზიოლოგიურ ფაქტორთა მეშვეობით შეავსოს ერთმანეთს და ხდება ინფორმაციის უწყვეტი ცვლა. სხვაგვარად, ადამიანის ცნობიერება მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროების ერთობლივი ფუნქციონირების გამოვლინებაა. იბადება შეკითხვა, რამდენადაა ჰემისფეროთა ურთიერთობა თანამშრომლობა და რამდენად – მეტოქეობა. რასაკვირველია, ამ საკითხის გამოკვლევა ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებში ვერ მოხერხდება.

მეთოდურად მოხერხდა ისეთი ექსპერიმენტის ჩატარება, რომლითაც შესაძლებელი გახდა ერთ პიროვნებაში მომხდარიყო ფსიქოფიოზიოლოგიური დაკვირვება ჰემისფეროთა დამოუკიდებელი, ინდივიდუალური, აგრეთვე ერთდროული მოქმედების რეჟიმში, ე.ი. შესწავლილიყო ჰემისფეროთა თანამშრომლობა და მეტოქეობა. მეთოდი შემოთავაზებული იყო იტალიელი მ. გაზანიგას (Gazzaniga, LeDoux, 1978) მიერ და ფართოდ დაინერგა ლაბორატორიებში. მიღებულ იქნა საინტერესო შედეგები.

სენსორული ინფორმაცია, მოახდინოს მასზე გონებრივი ან მოტორული რეაგირება და შემოინახოს იგი მეხსიერებაში».

ცნობილია, რომ მრავალი სენსორული (მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური) სიგნალი ტვინში გაცნობიერდება. არსებობს ისეთი ინტერორეცეფციული სიგნალები, რომლებიც არ გაცნობიერდება, ვინაიდან არ იწვევს განცდას. ამ ორი ტიპის ცნობიერებამდე მიღწევადი და მიუღწევადი სიგნალების არსებობის გამო ემპირიულმა კონცეფციამ დაუშვა შესაბამისად ორი ნერვული მექანიზმის – ცნობიერის და არაცნობიერის  არსებობა.

მარცხენა და მარჯვენა ჰემისფერო ერთმანეთთან დაკავშირებულია კორძიანი სხეულით. ორგანოთა და ფსიქიკურ პროცესთა რეგულირების მექანიზმები გადანაწილებულია მათ შორის. არსებობს ასეთი სქემა: მარცხენა ჰემისფერო არეგულირებს მარჯვენა მხარის ორგანოებს და მონაწილეობს ვერბალურ-ლოგიკური ინფორმაციის გადამუშავებაში. მას დომინანტურ «მოლაპარაკე» ჰემისფეროს უწოდებენ. მარჯვენა ჰემისფერო არეგულირებს მარცხენა მხარის ორგანოებს, აქტიურად მონაწილეობს სივრცითი ინფორმაციის გადამუშავებაში და ითვლება დაქვემდებარებულ, სუბდომინანტურ ჰემისფეროდ. მას «ჩუმ» ჰემისფეროს უწოდებენ. დღეისთვის ეს სქემა ითვლება მოძველებულად და არაზუსტად. ეკლსის მიხედვით, ჭეშმარიტად ადამიანური ცნობიერებისთვის დამახასიათებელი თვისებები სათავეს იღებს მარცხენა ჰემისფეროში, რომელშიც მოთავსებულია მეტყველების სენსორული და მოტორული ცენტრები. მრავალი მკვლევარი იზიარებს აზრს, რომ მარჯვენა ჰემისფერო მონაწილეობს დაბალი «ცხოველური» ინსტინქტების რეგულირებაში და არ მონაწილეობს ცნობიერებაში. უახლესი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ტვინის ორივე ჰემისფეროში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები მრავალი გზებით უკავშირდება ერთმანეთს და ხდება ინფორმაციის უწყვეტი ცვლა. ადამიანის ცნობიერება მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროების ერთობლივი ფუნქციონირების გამოვლინებაა.

 

კითხვები განსჯისთვის

 

1. როგორ განმარტავს რ. პერი ცნობიერებას?

2. რომელი სენსორული სიგნალები არ ცნობიერდება ადამიანის

მიერ?

3. თავის ტვინის რომელი სტრუქტურები ღებულობენ მონაწილეობას ცნობიერების კონკრეტულ პროცესში?

4. რომელი ჰემისფეროა დომონანტური და რომელი სუბდომინანტური?

5. ეკლსის მიხედვით, რომელ ჰემისფეროში იღებს სათავეს ცნობიერებისათვის დამახასიათებელი თვისებები?

6. რა როლს ასრულებს კორძიანი სხეული თავის ტვინის მუშაობაში?

7. რომელი ჰემისფეროა უფრო აქტიური სივრცით ორიენტაციაში?

 

თავი მეოთხე

 

განწყობის გავლენა ცნობიერების ჩამოყალიბებაზე

 

§ 4. 1 . ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესები საუკუნეების განმავლობაში ცნობიერების პრობლემა ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. XIX საუკუნიდან ცნობიერების კვლევაში აქტიურად ებმებიან ფსიქოლოგები, მოგვიანებით კი – ნეიროფიზიოლოგები და ნეიროფსიქოლოგები. სპინოზადან და ლაიბნიციდან დაწყებული, ფილოსოფოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ადამიანთა ყოფაში მონაწილეობს ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესები. თანამედროვე ფსიქიატრიის ფუძემდებლები შარკო და ჟანე პირველები იყვნენ, რომლებმაც პათოლოგიით გამოწვეულ ცნობიერებამოშლილ ადამიანებში დაიწყეს ქვეცნობიერის ნერვული მექანიზმების ექსპერიმენტული კვლევა. ცნობიერისა და ქვეცნობიერის პრობლემა პოპულარული გახდა და ყურადღების ცენტრში მოექცა ფროიდის  შრომების შედეგად. ფროიდის გავლენით, ნეიროფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში არსებულ შეხედულებათა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცნობიერისა და ქვეცნობიერის პრობლემის კვლევაში აქტიურად ჩაებნენ ფსიქიატრები და ფიზიოლოგები. ფროიდის მიხედვით, ადამიანის ქცევა ხორციელდება არა მარტო საარსებო გარემოსა და სოციალური ფაქტორების გაცნობიერებული ფსიქიკური პროცესების გავლენით, არამედ ზოგიერთი იმ პროცესითაც, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს ნერვულ სისტემაში. ფროიდი განარჩევდა წინაცნობიერსა და ქვეცნობიერს. წინაცნობიერი შეიძლება გახდეს ცნობიერი. ქვეცნობიერი ძნელად გადადის ცნობიერში, ანდა არც გადადის. თანამედროვე ნეიროფსიქოლოგები ამ შეხედულებას არ იზიარებენ და ქვეცნობიერს მიიჩნევენ ადამიანის ფსიქიკური მოქმედების გამაადვილებელ და სარეზერვო ფაქტორად. იუნგის გაგებით, სუბიექტის ფსიქიკაში პრევალირებს კოლექტიური ქვეცნობიერის ფენომენი. კოლექტიური ქვეცნობიერება მჟღავნდება არქეტიპებით. არქეტიპი არის ხატების, სიმბოლოების იმპლიკაციის მოდუსი. ადამიანთა შემოქმედებითი პროცესი განსაზღვრულია არქეტიპით. არქეტიპი არის აგრეთვე ადამიანის ფსიქიკის სისტემურ-სტრუქტურული ელემენტი, რომელიც დაფარულია კოლექტიურ ცნობიერებაში. არაცნობიერ პროცესებში ადამიანის ტვინი წამში 109 ბიტ ინფორმაციას ამუშავებს, ცნობიერში კი – მხოლოდ 102. უცნობია, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია მუშავდება ქვეცნობიერსა და წინაცნობიერში. არაცნობიერ პროცესებში უფრო აქტიურია მარჯვენა ჰემისფერო. ცნობიერების ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობს განწყობა. დ. უზნაძემ  შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია. განწყობა რაიმეს მიმართ სუბიექტის დამოკიდებულების განმსაზღვრელი მდგომარეობაა, რომელიც მის შეხედულებებში, გრძნობებსა და მიზანმიმართულ ქცევაში იჩენს თავს. ფსიქიკის გამოვლენის ეს ფორმა მონაწილეობს ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. განწყობა სუბიექტის მიერ გარემოს შეფასების ეფექტური საშუალებაა. ზოგჯერ ადამიანმა მყისვე უნდა მოახდინოს რეაგირება რაიმე მოვლენასა თუ მის შემსრულებელზე. მოვლენებისადმი დადებით თუ უარყოფით დამოკიდებულებას სუბიექტის განწყობა განსაზღვრავს. რაიმე მოქმედებაზე განწყობის გავლენის დადგენა უმნიშვნელოვანესი მომენტია ადამიანის ბუნების კვლევისათვის. საინტერესოა, რა კავშირია ჩვენს სულიერ განცდებსა და ყოფით ქმედებას შორის. ნებისმიერი ქმედება გონის შედეგია, რომლის განხორციელების პროგრამა თავის ტვინში ყალიბდება. გონისა და ქმედების, ხასიათისა და ქცევის, შინაგანი სამყაროსა და საზოგადოებრივი საქმიანობის ურთიერთდამოკიდებულება თეოლოგთა, ფილოსოფოსთა და ნეირომეცნიერთა გაცხოველებული მსჯელობის საგნად იქცა. განწყობის აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამი მახასიათებელი: აფექტი (რომელიც გრძნობიდან წარმოიქმნება), ქცევა (რომელიც მიზანსწრაფულია) და შემეცნება (რომელიც გონით განისაზღვრება). სოციალურ ფსიქოლოგიაში დიდხანს ბატონობდა მოსაზრება, რომ ადამიანის განწყობით შესაძლებელია განისაზღვროს მომავალი ქცევები. ჯერარდმა (Хекхаузенის მიხედვით, 1986) ცდებით დაასაბუთა, რომ ხშირად განწყობა და ქცევა ერთმანეთის საწინააღმდეგოა; ადამიანი ამბობს იმას, რისი გაგონებაც მისგან სურთ. ინდივიდის განწყობა ზოგჯერ არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ამით აიხსნება ალან უიკერის1 სიტყვებიც: «კარგი იქნებოდა, საერთოდ მოვრიდებოდით განწყობის კონცეფციას». მკითხველს, ბუნებრივია, დაებადება შეკითხვა, რა ურთიერთკავშირშია განწყობა და ქცევა. განწყობა ქცევას განსაზღვრავს სამი პირობის შემთხვევაში: 1) თუ მინიმუმამდე შემცირდება ქცევაზე მოქმედი სხვა ფაქტორები; 2) განწყობა უნდა იყოს ძლიერი; 3) განწყობა ცალსახად უნდა შეესაბამებოდეს  მოსალოდნელ კონკრეტულ ქცევას. ასეთ პირობებში ადამიანი იმოქმედებს ისე, როგორც გრძნობს და ფიქრობს  მაიერსის  მიხედვით ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში განწყობის ცნება პირველად გერმანელმა ფსიქოლოგებმა შემოიტანეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ნ.ახი (Майерс-ის მიხედვით, 1997) შეისწავლიდა რეაგირების ხარისხსა და სისწრაფეს მოსალოდნელ სიტუაციებში ჩატარებული – უკვე განვლილი ცდის ანალიზის მეშვეობით. მომდევნო პერიოდში განწყობის კვლევამ მოიცვა პრობლემათა ფართო სპექტრი. დღეს შეისწავლიან განწყობის როლს ჩვენ განვიხილეთ განწყობის გავლენა ქცევაზე. ახლა მივაპყროთ ყურადღება არანაკლებ საინტერესო საკითხს – იმას, თუ რა როლს ასრულებს ქცევა განწყობის ჩამოყალიბებაში. ქცევის გავლენა თავს იჩენს კოგნიტური დისონანსის დროს,რითაც აიხსნება ჩვენი განწყობის ცვალებადობა. ფსიქოლოგიურად შეუთავსებადი ორი აზრისა თუ შეხედულების შემთხვევაში ადამიანი იძაბება. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მაშინაც, როცა გვიწევს იმის თქმა ან გაკეთება, რის მიმართაც გაორებული გრძნობა გვაქვს. დაძაბულობის შემცირების ან სრული მოხსნისთვის ვიწყებთ ფიქრს. ამის შედეგად ქცევა ასუსტებს განწყობას. მათ შორის რთული ურთიერთდამოკიდებულებაა.

ცხოველთა მიზანმიმართულ ქცევებში, პიროვნების ფორმირებაში, ქცევით აქტებში, დასწავლაში, ფსიქიკურ ადაპტაციებში, სოციალური ყოფის სხვადასხვა ფორმებში და ა.შ.

განწყობის ცნებას მრავალი მნიშვნელობით ხმარობენ. ფსიქოლოგიაში პოპულარულია განწყობის შემდეგი ფორმები:

აქტუალური, ფიქსირებული, ელემენტარული და სოციალური.

აქტუალური განწყობა განწყობის ისეთი ფორმაა, რომელიც მისი ზეგავლენით განხორციელებული მოქმედების დამთავრებისთანავე ქრება. მის ადგილს იკავებს სხვა განწყობა.

ფიქსირებული განწყობა იქმნება მოთხოვნილების საფუძველზე, ერთი და იმავე სიტუაციის მრავალჯერადი განმეორების შედეგად. მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ასეთი განწყობა არ ქრება. იგი «პოტენციური მდგომარეობით» შემოინახება და აგრძელებს მოქმედებას, თუ განმეორდება მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრა. ელემენტარული განწყობა ინდივიდში სასიცოცხლო მოთხოვნილებათა საფუძველზე, გაუცნობიერებულად ყალიბდება და მარტივ სიტუაციებში რეალიზდება.

სოციალურ ფსიქოლოგიაში განწყობა მოქმედებს სამი მიმართულებით: პირველი – იგი განაპირობებს ინდივიდის, როგორც ჯგუფის წარმომადგენლის, დამოკიდებულებას ზოგიერთი სოციალური ობიექტისადმი;

მეორე – მონაწილეობს სოციალური ქცევების თვითრეგულაციასა და შეთანხმებაში; მესამე – მონაწილეობს სოციალიზაციის პროცესში და შეხედულებების ცვლილებაში (მაგალითად, პროპაგანდის გავლენა).

ზოგჯერ ახდენენ განწყობათა კლასტერიზაციას მსგავსებათა მიხედვით: ორ და ზოგჯერ მეტ განწყობას ერთ ჯგუფად წარმოადგენენ, რასაც განწყობათა კრებადობას

უწოდებენ.

დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, ვერც ერთი ცნობიერი ფსიქიკური მოვლენა ქმედებით ვერ გამოვლინდება განწყობის გარეშე. იმისათვის, რომ ცნობიერებამ დაიწყოს გარკვეული მიმართულებით მუშაობა, აუცილებელია სახეზე იყოს აქტუალური წინასწარგანწყობა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ქცევის მიზანსწრაფულობასა და მოწესრიგებულობას. დ. უზნაძისა და მისი თანამშრომლების თვალსაზრისით, განწყობა შეიძლება დახასიათდეს ოთხი ასპექტით:

პირველი – განწყობა არის მზაობა გარკვეული მოქმედების შესასრულებლად, იგი ყოველთვის წინ უსწრებს ქცევას. მასში პოტენციურად ჩადებულია მომავალი ქცევის ხასიათი;

 მეორე – განწყობა მთლიანი ორგანიზმის და არა მისი რომელიმე ნაწილის მდგომარეობაა;

მესამე – განწყობა ქვეცნობიერია;

მეოთხე – განწყობის საფუძველზე ყალიბდება მიზანსწრაფული შეგუებითი ქცევა. იგი არ წარმოადგენს ფსიქიკური პროცესის ინერციას ან მდგრადობას, რომელსაც პიროვნება მიჰყავს მცდარი მოქმედების ან სხვადასხვა ილუზიისაკენ. ცხოველებს გააჩნიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლებსაც იკმაყოფილებენ საარსებო გარემოდან. მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მათ უხდებათ მრავალი ქცევითი აქტის განხორციელება: პარტნიორის მოპოვება გამრავლებისათვის, ზრუნვა

შთამომავლობაზე, საკვებმოპოვებითი ქცევები, მიგრაცია და სხვა მრავალი. დ. უზნაძის მიხედვით, ცხოველთა ქცევა ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ადამიანთა ქცევის მსგავსად, წარიმართება განწყობით.

გარემოს მრავალფეროვან ფაქტორთა ზემოქმედებასა და ცხოველთა საპასუხო რეაქციებს შორის არ არის პირდაპირი კავშირი. მათ შორის დგას განწყობა. თავის ტვინში მიმდინარე აფერენტულ და ეფერენტულ ნერვულ იმპულსთა დინამიკა, რომელიც არეგულირებს ნებისმიერ ქცევას, დამოკიდებულია განწყობის ხასიათზე. სურ. 4.2- ზე წარმოდგენილია განწყობის სისტემის მოქმედების ჰიპოთეტური ნეირობიოლოგიური სქემა.

განწყობის ბუნება ფსიქიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მჟღავნდება. განწყობა შეიძლება იყოს მოტორული, პერცეფციული და გონივრული ხასიათისა. განწყობის ფუნქცია, ეფექტი და არსი მისი გავლენით წარმართული ქმედების რეგულირების შესწავლისას ვლინდება. განწყობის ფუნქციებია: 1) განწყობა წარმართავს მდგრად, თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ მოქმედებას მუდმივად ცვლად სიტუაციებში; 2) განწყობა შესაძლებლობას აძლევს ინდივიდს მიიღოს გადაწყვეტილება და თავისუფლად აკონტროლოს მოქმედების

სურ.4.2. განწყობის მოქმედების ჰიპოთეტური ნეირობიოლოგიური სქემა (ხატისმიერი მეხსიერება ი. ბერიტაშვილის მიხედვით, Drive და Antidriveი. კონორსკის მიხედვით). (კ<0), (კ>0) უკუკავშირის მოქმედების კოეფიციენტებია

მსვლელობა სტანდარტულ, უკვე ნაცნობ სიტუაციაში. იგი არის მოქმედების რეგულირების სტაბილურობის განმსაზღვრელი; 3) განწყობამ შეიძლება განსაზღვროს ინერტულობა და ხელი შეუშალოს ახალ სიტუაციასთან შეგუებას.

ზოგჯერ განწყობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. «მცდარი განწყობა» გავლენას ახდენს ქმედებაზე, იწვევს მცდარ აღქმებს, მცდარად შეიძლება შეფასდეს ესა თუ ის მოვლენა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიქოთერაპიაში. განწყობის არაადეკვატურმა ჩამოყალიბებამ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი აშლილობა.

იმისდა მიხედვით, თუ როგორი ფაქტორის მოქმედებისაკენ არის მიმართული განწყობა, გამოყოფენ ქცევის რეგულირების სამ იერარქიულ დონეს. ესენია:

აზრისმიერი, მიზნობრივი და მოქმედებითი. განწყობის ამ ფორმებს კი განაპირობებს მოტივი, მიზანი და მოქმედების პირობა. აზრისმიერი განწყობა ობიექტებისადმი სუბიექტის დამოკიდებულებით მჟღავნდება და საწყისს იღებს სოციალური განწყობიდან. აზრისმიერი განწყობა მოიცავს: 1) ინფორმაციულ კომპონენტს – შეხედულებას სამყაროსა და იმ ხატზე, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი; 2) ემოციური შეფასების კომპონენტს – სიმპათიას ან ანტიპათიას მნიშვნელოვანი ობიექტებისადმი; 3) ქცევით კომპონენტს ობიექტის მიმართ.

აზრისმიერი განწყობის ფუნქციებია:1) ინსტრუმენტული, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი იღებს არსებულ კონკრეტულ სოციალურ გარემოში ჩამოყალიბებულ ნორმებსა და ღირებულებებს; 2) თვითდაცვითი, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეინარჩუნოს წონასწორობა დაძაბულ სიტუაციებში; 3) ღირებულ-ექსპრესიული, რომელიც ხელს უწყობს პიროვნებას თვითდამკვიდრებაში; 4) შემეცნებითი, რომელიც მჟღავნდება პიროვნების მისწრაფებაში, სრულყოს ყოფითი ფასეულობების

ცოდნა და ნორმები.

მიზნობრივი განწყობა ყალიბდება მიზნიდან და აპირობებს ქმედების მდგრად მიმდინარეობას. ქმედების შეწყვეტისას ის ვლინდება, როგორც შეწყვეტილი მოქმედების დასრულების ტენდენცია. მიზნობრივი განწყობა მოქმედებს ზეიგარნიკის ეფექტის მსგავსად, რომლის არსი ასეთია: მოტივაციური დაძაბულობის

გამო დაუმთავრებელი ამოცანის დახსომება ხდება უკეთ, ვიდრე დამთავრებულის. დადგენილია, რომ ადამიანი ორჯერ მეტი ხანგრძლივობით იმახსოვრებს შეწყვეტილ ამოცანას, ვიდრე დამთავრებულს. მიუხედავად დიდი ექსპერიმენტული მასალისა, ეფექტი აუხსნელი რჩება.

მოქმედებითი განწყობა მჟღავნდება ისეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტისას, როდესაც სუბიექტს უხდება მომავალი სიტუაციის შეფასება – მისი ალბათური პროგნოზირება, გამომდინარე წინა, მსგავსი სიტუაციებიდან. იგი დამახასიათებელია სტერეოტიპული აზროვნებისათვის. განწყობა შეიძლება იყოს როგორც გაცნობიერებული, ასევე გაუცნობიერებელი (ქვეცნობიერი). ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა ქვეცნობიერ განწყობას და ინტენსიურად მიმდინარეობს მისი კვლევა. ზოგიერთ სოციალურ-ფსიქოლოგიურ შრომაში ნაჩვენებია, რომ აფექტი და ცოდნა დამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთმოქმედი ცვლადებია განწყობის ფენომენში. კილტმა ერთმანეთს შეადარა კოგნიტური განწყობისა და დამოუკიდებლად მიღებული აფექტური მაჩვენებლების გაზომვის შედეგები. ამ მაჩვენებლებს  შორის დაბალი კორელაციის გამოვლენის გამო მან გააკეთა შემდეგი დასკვნა: აფექტი და ცოდნა განწყობაში დამოუკიდებელი ცვლადებია, ესე იგი, ერთმანეთზე არ მოქმედებენ. გაუცნობიერებელი განწყობა ექსპერიმენტულად ვლინდება ასიმილირებული და კონტრასტული ილუზიების სახით. ცდისპირს ორივე ხელში აჭერინებდნენ, სხვადასხვა მოცულობის მრგვალ ბურთებს. აფიქსირებინებდნენ რომელ ხელში ეჭირა დიდი მოცულობის ბურთი. ამგვარ პროცედურას იმეორებდნენ ათჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერაც. შემდეგ მოულოდნელად აძლევდნენ ორივე ხელში ერთნაირი მოცულობის ბურთებს. მას უნდა დაეფიქსირებინა ბურთების მოცულობა. საკონტროლო სინჯში ცდის პირი ცდებოდა და პასუხობდა ისევე, როგორც წინა სინჯებში, როდესაც მართლა სხვადასხვა მოცულობის ბურთები ეჭირა. თუ მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი მოცულობის ბურთი, ერთნაირი მოცულობის შემთხვევაში ამბობდა, რომ მარჯვენა ხელში უჭირავს დიდი ბურთი. ასეთ აღქმას ეწოდება ასიმილირებული. იმ შემთხვევაში, როცა ცდისპირი ამბობდა საწინააღმდეგოს, ასეთ აღქმას ეწოდება კონტრასტული ილუზია.

აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ქვეცნობიერის შემდეგ მოქმედებს გენეტიკურად და ფუნქციურად განსაზღვრული ფსიქიკის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც აღქმა გადააქვს ცნობიერ პროცესში. ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის არსებობს ფსიქიკის რაღაც შუალედური ფორმა, რომელსაც ცნობიერებამდელი განწყობა ეწოდება.

დ. უზნაძე თვლის, რომ ქვეცნობიერი ფსიქიკური პროცესი არ განსხვავდება ცნობიერისაგან. ქვეცნობიერ ფსიქიკურ პროცესს არ გააჩნია არც ერთი სპეციფიკური თვისება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყოფა ცნობიერისაგან. ამიტომ, მისი შეხედულებით, ქვეცნობიერი პროცესი, რომელიც რეალურად არსებობს და ინტენსიურად შეისწავლება, განსაკუთრებით ფსიქოანალიტიკოსების მიერ, არის განწყობა. განწყობა არ წარმოადგენს სუბიექტის ცნობიერებისაგან გამოყოფილ აქტს. იგი განხილული უნდა იყოს როგორც სუბიექტის მთლიანობის გარკვეული შემადგენელი მოდუსი. ის, რაც რეალურად ქვეცნობიერად მიმდინარეობს ჩვენს ფსიქიკაში, არის განწყობა. როგორც წესი, განწყობის გავლენა სუბიექტზე თავიდან დიფუზური ხასიათით ვლინდება. მოგვიანებით იგი დიფერენცირებული და ფიქსირებული ხდება.

ქვეცნობიერი პროცესის ფუნქციონირების გარკვევისათვის საინტერესო გამოკვლევები ჩატარდა სანფრანცისკოს მაუნტსიონის საავადმყოფოს ფსიქოთერაპევტთა ჯგუფის მიერ ჯოზეფ ვეისის  ხელმძღვანელობით ფსიქოლოგებთან ერთად. გავრცელებულია შეხედულება, რომ ადამიანს არ შეუძლია ქვეცნობიერად გადაწყვიტოს ისეთი ინტელექტუალური ამოცანები, როგორებიცაა მოქმედების გეგმის შედგენა და რისკის შეფასება. ამ ჯგუფმა მკურნალობის ფსიქო-თერაპიული მეთოდების გამოყენებით დაადგინა საინტერესო ფაქტები. თურმე ადამიანს გააჩნია უნარი ქვეცნობიერად იაზროვნოს, განჭვრიტოს მომავალი შედეგი, მიიღოს გადაწყვეტილება, შეადგინოს და მოახდინოს მოქმედების გეგმების რეალიზება. უფრო მეტიც – ქვეცნობიერი აზროვნების ამ უნარის გამოყენებამ ხელი

შეუწყო ავადმყოფთა განკურნებას. შეიცვალა მათი განწყობა, ემოციური მდგომარეობა და ქცევები. დადგინდა, რომ ფსიქოთერაპიული მკურნალობა ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები დარწმუნებული არიან თავიანთ უსაფრთხოებაში. ამ დროს ისინი გულახდილად საუბრობენ საკუთარ პათოლოგიურ განწყობებზე, ქვეცნობიერ აზრებსა და გრძნობებზე. ზუსტი რაოდენობრივი შეფასების შედეგად დადგინდა ის, რასაც ადრე არ ექცეოდა სათანადო ყურადღება.

ადამიანს ჰქონია უნარი, ქვეცნობიერად გადაწყვიტოს ინტელექტუალური ამოცანები.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება