§ 5.5 გენი და რელიგიური რწმენა

 

რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი ღრმად მორწმუნე, ზოგს კი ღმერთი არ სწამს და არც ღვთისმსახურებას ესწრება?

ადამიანი ათეისტად არ ყალიბდება, იგი ათეისტად იბადება. ამ დასკვნამდე მივიდა დინ ჰამერი, აშშ-ის ონკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ეს ის მკვლევარია, რომელმაც 1993 წელს პირველმა დაიწყო ლაპარაკი ისეთ გენზე, რომელიც არეგულირებს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. ბოლო დროს დინ ჰამერი გატაცებულია თეოლოგიური საკითხებით. მან ორი ათას მოხალისეში შეისწავლა დეზოქსირიბონუკლეინის (დნმ) მჟავა. დაკვირვების მონაწილენი ავსებდნენ ანკეტის 226 კითხვას, რომელიც ეხებოდა მათ დამოკიდებულებას ღმერთთან. გამოკვლევის შედეგად ყველა მორწმუნეში დადგენილ იქნა გენის არსებობა, რომელიც ჰამერის მიერ აღინიშნა როგორც VMAთ2 გენი. ათეისტებში ეს გენი ინაქტივირებულია.

ჰამერმა ისიც ახსნა, თუ რატომ ხდება ზოგიერთი მორწმუნე ათეისტი. ეს ხდება იმიტომ, რომ გენი VMAთ2 განიცდის მუტაციას. მუტირებული გენის მატარებელი ყოფილი მორწმუნე პიროვნების შემობრუნება ღმერთის რწმენისაკენ შეუძლებელია. ჰამერის მიხედვით, გენ VMAთ2-ის ინაქტივაცია ანომალიაა, რომელიც ზოგჯერ რეალიზდება. ამ გენის აქტიური ლოკუსი მემკვიდრეობით გადადის მომდევნო თაობებში. ადრე თუ გვიან დნმის რეპარაციით VMAთ2 ლოკუსი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ჰამერის აღმოჩენის მიმართ ეკლესია სკეპტიკურად განეწყო. ბრიტანეთის სამეფო თეოლოგიური საზოგადოების წარმომადგენელმა ჯონ პოლკინგჰონმა განაცხადა, რომ «ღმერთის გენის» არსებობის იდეა უარყოფს ერთერთ ძირითად რელიგიურ დოგმას, რომელიც ამტკიცებს, რომ რელიგიური განათლება მიიღწევა ღმერთის მეშვეობით და არა ტვინის იმპულსებით. მეორე ბრიტანელი თეოლოგი უოლტერ ჰიუსტონი თვლის, რომ ერთი გენით არ შეიძლება რწმენის ახსნა. რწმენა არ არის დაკავშირებული ადამიანის გენეტიკურ აპარატთან, იგი ყალიბდება გარემოს, საზოგადოებისა და ტრადიციების მეშვეობით. თეოლოგთა შორის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ჰამერის მოსაზრებამ ადამიანში «ღმერთის გენის» ექსპრესიის შესახებ. ჰამერი ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ VMAთ2 გენის ექსპრესია ხდება იმ სარწმუნოების გავლენით, რომელსაც იზიარებს პიროვნება.

ჰამერი თვლის, რომ მისი აღმოჩენა არ ეწინააღმდეგება არც ერთ რელიგიურ დოგმას. იგი ურჩევს ღვთისმსახურებს მიუთითონ გენ VMAთ2-ზე, როგორც ღმერთის მიერ

კიდევ ერთი, მორიგი საოცრების შექმნაზე. ჯერ კიდევ 30 წლის წინ საყოველთაოდ იყო მიღებული, რომ რელიგიური რწმენა განპირობებულია პიროვნების სოციალიზაციით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღზრდით. კვლევის უახლესი შედეგების მიხედვით პიროვნების რელიგიური რწმენის ჩამოყალიბებაში უფრო დიდ როლს ასრულებს გენები, ვიდრე აღზრდა. ამ საკითხს ეხება Nეწ შციენტისტ-ში გამოქვეყნებული ლიტერატურის კომენტარები .

მინესოტის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ამ პრობლემის შესასწავლად გამოიყენეს გენეტიკური ანალიზის ტყუპთა მეთოდი. მათ გააანალიზეს 169 ერთი და იმავე (მონოზიგოტური) და 104 სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან (დიზიგოტური) განვითარებული 30 წელს ოდნავ გადაცილებული ტყუპი მამაკაცების ანკეტური მონაცემები. დაკვირვებაში მონაწილე ყველა პიროვნება დაბადებული იყო მინესოტში. ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები 100%-ით გენეტიკურად იდენტურია, ორიდან კი – 50 %-ით.

მკვლევრებს აინტერესებდათ გამოკითხულთაგან გაეგოთ, როგორი სიხშირით ესწრებიან ისინი რელიგიურ მსახურებას, ლოცულობენ თუ არა, კამათობენ თუ არა

რეზიუმე რელიგია ეწოდება რწმენისა და რიტუალთა სისტემას, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც თვლის ზებუნებრივად და წმინდად.

სეკულარიზაცია არის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგადაც საეკლესიო და სამონასტრო საკუთრება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. რელიგიურ საკითხებზე და როგორი იყო ბავშვობაში ჩამოთვლილ საკითხებთან მათი დამოკიდებულება. ანალოგიური კითხვებით ანკეტურად გამოიკვლიეს მშობლები

და ტყუპი ძმები.

დადგინდა, რომ ბავშვობაში ოჯახის ყველა წევრის რელიგიური მსოფლმხედველობა მსგავსი იყო. ანკეტური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა საინტერესო ფაქტი. ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებში, რომლებიც სხვადასხვა გარემოში იზრდებოდნენ, მოზრდილ ასაკში რელიგიური შეხედულებები ერთნაირი აღმოჩნდა. ორი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებში მსგავსება მესამედი იყო. როგორც გაირკვა, გენებს უფრო დიდი როლი მიუძღვით, ვიდრე აღზრდას. მსგავს შეხედულებას იზიარებს ფსიქოლოგი მაიკლ მაკალოგი და მიაჩნია, რომ სანამ ცხოვრობთ მშობლების გარემოში, გიჭირთ გახდეთ ის, რაც სინამდვილეში გინდათ. მშობლების მიტოვების შემდეგ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში, იქცევით ისე, როგორც

გინდათ. ეს კიდევ უფრო საგრძნობი ხდება ოჯახის შექმნის შემდეგ და ბავშვების აღზრდისას. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სალვერი და რაბინი. რელიგიური იდეები საეკლესიო, სასულიერო გამგებლობიდან გადადის საერო, სამოქალაქო გამგებლობაში. რელიგიურ ცნობიერებას დიდი როლი მიუძღვის საზოგადოების კულტურულ ევოლუციაში. იგი აერთიანებს მორწმუნეებს, ახდენს საზოგადოების ცხოვრების რეგლამენტაციას. ცნობიერებამ ახალ ჭრილში გადაიტანა რელიგიისა და მეცნიერების ისტორიული დაპირისპირება. სასულიერო პირთა და გამოჩენილ მეცნიერთა შეხედულებებით უნდა მოხდეს რელიგიის გამეცნიერება და მეცნიერების

გარელიგიურება. ლუი პასტერი თვლიდა: «მეცნიერება ადამიანს აახლოვებს ღმერთთან». ალბერტ აინშტაინს მიაჩნდა, რომ «ურელიგიოდ მეცნიერება მოიკოჭლებს, რელიგია კი მეცნიერების გარეშე ბრმაა».

მედიტაცია არის გონების საშუალებით ფსიქიკის მიზანმიმართული ჭვრეტა მოვლენის, საგნის ან იდეის გარშემო. მედიტაცია კონცენტრირებულია ერთ საკითხზე და მოითხოვს ყურადღების გამფანტველი შინაგანი და გარეგანი ფაქტორების შეკავებას. მედიტაციაში მყოფი სუბიექტი დაფიქრებული უნდა

იყოს ერთ რომელიმე კონკრეტულ ხატზე. შექმნილია მედიტაციის კვლევის სხვადასხვა სისტემა. შემეცნებითი პროცესი, რომელიც კონტროლირდება ცნობიერებით, თავის ტვინში მიმდინარე პროცესების 5-10%-ს წამოადგენს. გამოთვლების წარმოებისა და ფსიქიკური პროცესების დიდი ნაწილი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოქმედებას. იგი მიმდინარეობს ავტომატურად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნეირონები იმართება ავტოპილოტით და არა ცნობიერების აქტიური კონტროლით.

რელიგიური ცნობიერება დაკავშირებულია თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკურ პროცესებთან. რელიგიური რწმენის ნეიროანატომიურ სუბსტრატს უნდა წარმოადგენდეს ლიმბურ სისტემაში შემავალი ჰიპოკამპისა და ნუშისებური სხეულის, პრეფრონტალურ და საფეთქლის წილებში გაბნეულ ნეირონთა პოპულაციები ანგულარულ ღართან ერთად.

 

კითხვები განსჯისთვის

1. რა არის რელიგია?

2. ჩამოთვალეთ სეკულარიზაციის ასპექტები.

3. ჩამოთვალეთ ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ტიპები.

4. რა როლს ასრულებს რელიგია საზოგადოებაში?

5. საჭიროა თუ არა რელიგიისა და მეცნიერების დაახლოება?

6. განმარტეთ მედიტაცია.

7. რას წამოადგენს ტრანსცენდენტალური მედიტაცია?

8. რა გავლენას ახდენს მედიტაცია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ

პროცესებზე?

9. რატომ არ გაქრა ღმერთი ადამიანის ცნობიერებიდან?

10. რომელი ნეირონებია გააქტივებული მედიტაციის პროცესში?

11. თავის ტვინის რომელი სტრუქტურები ღებულობენ აქტიურ

მონაწილეობას რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში?

 

 

თავი მეექვსე

ხელოვნური ინტელექტი და ცნობიერება

 

 

§ 6.1. ევოლუირებადი გამომთვლელი ხელოვნური სისტემა

 

საინტერესოა, რა უნდა ჰქონდეს საერთო ადამიანის მიერ დადგენილ მსოფლიო მიზიდულობის კანონს, ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას, ცოცხალ ორგანიზმთა უნივერსალურ გენეტიკურ კოდსა და დიდი აფეთქების კოსმოლოგიურ კონცეფციას? ადამიანის გონით სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ამ დიდ მეცნიერულ მიღწევათა გამაერთიანებელია მეთოდი. ეს მეთოდია ადამიანის თავის ტვინში შექმნილი ხატებიდან ამოღებული ინფორმაციის გადამუშავების უნარი. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდა უნივერსუმის1 ძირითადი კანონზომიერებების ჩამოყალიბება, ხოლო ამ აღმოჩენათა ვიზუალიზაცია2 იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე კაცობრიობის მენტალიტეტზე3. ნეიროკიბერნეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ჩვეულებრივ ყოფაში იყენებენ მხედველობითი ინფორმაციის 90%-ს, რომელზედაც პასუხისმგებელია მარჯვენა ჰემისფერო. პიროვნებები, რომლებმაც მეცნიერება პროფესიად გაიხადეს, ეყრდნობიან იმავე რაოდენობის მხედველობით ინფორმაციას, რომელიც თავის ტვინში წარმოქმნილ ხატებთან ერთად ანალიზდება მარცხენა ჰემისფეროში. ცნობილია ისიც,

___________________________________

 

1 უნივერსუმი – ლათინური წარმომავლობის ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც სამყაროს ერთიანად წარმოიდგენს.

2 ვიზუალიზაცია – ფიზიკური მოვლენის ან პროცესის ისეთი ფორმით წარმოდგენა, რომელიც მოხერხებულია მხედველობითი აღქმისათვის.

3 მენტალიტეტი – მსოფლგანცდა, სამყაროს აღქმა, ფსიქოლოგია.

------------------------------

 

რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად ინფორმაცია ყოველი ხუთი წლის შემდეგ ორმაგდება. ბუნებრივია, ადამიანის ტვინს არ შეუძლია ხარისხობრივად გადაამუშაოს ასეთი დიდი რაოდენობის ინფორმაცია. ჩვენდა საბედნიეროდ, ინფორმაციული აფეთქება დაემთხვა კომპიუტერიზაციის ეპოქის დაწყებას. ადამიანმა სხვადასხვა სახის ამწეების შექმნით გაიუმჯობესა კუნთური შესაძლებლობა. ამწეებმა შესაძლებელი გახადა დიდი წონის აწევა და გადატანა დიდ მანძილზე, რასაც ადამიანი საკუთარი ძალით ვერასდროს მოახერხებდა. ადამიანმა არნახულად გააუმჯობესა მოძრაობის სისწრაფე და ფეხი დადგა მთვარეზე, რომელსაც ზოგი კერპთაყვანისმცემელი ღმერთად თვლიდა. ადამიანმა აგრეთვე გაიუმჯობესა რეცეპტორული აპარატის მიმღებლობის დიაპაზონი. იგი მიკროსამყაროს აკვირდება მიკროსკოპით, გალაქტიკას კი – ტელესკოპით. კომპიუტერის გამოყენებით ადამიანმა დაიწყო საკუთარი ინტელექტის გაუმჯობესება. კომპიუტერი უკვე ეფექტურად ეხმარება ადამიანს და ჯობნის კიდეც მას მათემატიკური გამოთვლების მოცულობასა და სისწრაფეში. კომპიუტერმა დაიწყო ხატვა, მუსიკისა და ლექსების წერა. კომპიუტერის ინტელექტუალური შესაძლებლობა იზრდება და რეალური ხდება ის, რომ მან ადამიანის ბიოკულტურული ევოლუცია აქტიურად მართოს. ბუნებრივია, იბადება მრავალი კითხვა: როგორი იქნება კომპიუტერული ტექნიკა მომავალში? როგორ შეიცვლება კაცობრიობა მისი გავლენით? ბოლო წლებში გამოთვლითი ტექნიკის განვითარების შედეგად კაცობრიობას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას ისეთი ავტომატები, რომელთაც ექნება იგივე ქცევითი ჩვევები, რომელსაც ახორციელებენ ადამიანები ექსტრემალურ პირობებში გადაწყვეტილების მიღებისას. ადამიანი მოდელირებით შექმნის ისეთ მანქანას, რომელიც განახორციელებს მის თვისებებს უფრო სწრაფად, ზუსტად და ლოგიკური თანამიმდევრობით. ეს დასტურდება იმ ფაქტით, რომ მანქანამ მოუგო ჭადრაკი მსოფლიოს ჩემპიონს. ჭადრაკის თამაშის მანქანური მოდელირების პერიოდი მოიცავს სამ ათეულ წელს, ადამიანი კი ჭადრაკს თამაშობს საუკუნეების განმავლობაში. ძველი გამოთქმა – «მანქანას არასდროს ეცოდინება პროგრამისტზე მეტი» – უბრალოდ არასწორია. აზროვნების მოდელირება და ხელოვნური ინტელექტის შექმნა ზრდის გამოთვლითი ტექნიკის ეფექტურობას.

ევოლუირებადი მართვადი სისტემა არის თვითორგანიზებადი და შემთხვევითი პარამეტრებიდან ოპტიმალური ცოდნის ამომრჩევი. ადაპტაციის პარამეტრების ძიების პროცესი ქმნის ევოლუციის მოდელს. ამ საკითხების კვლევაში სირთულეს წარმოადგენს აბსტრაქციის დონის მოდელირება, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი პროცესის მიმდინარეობა და შედეგიც. ნათელი გახდა განსხვავება ცოდნასა და ინტელექტს შორის. ცოდნა არის ინდივიდის მიერ სასარგებლო ინფორმაციის დაგროვება, ინტელექტი კი – დაგროვილი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოყენება. სასარგებლო სემანტიკური ინფორმაცია თავმოყრილია მეცნიერულ სტატიებსა და მონოგრაფიებში, რომელსაც ადამიანი ღებულობს სემინარებსა და კონფერენციებზე. ეფექტურად გამოყენების მიზნით ეს ინფორმაცია ადამიანმა გარდაქმნა ციფრულ ნიშნად და შეიტანა კომპიუტერის მეხსიერებაში. ბოლო 50 წლის განმავლობაში დაგროვილია 104 რიგის ტერაბაიტი ინფორმაცია ციფრული ფორმით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. კაცობრიობა მოექცა ინფორმაციულ ტყვეობაში. დეკარტი ცხოველს და ადამიანს სულის

 გარეშე განიხილავდა როგორც მანქანას. ერთხელ შვედეთის დედოფალს მისთვის უკითხავს: «როგორ შეიძლება მანქანამ წარმოქმნას თავისი მსგავსი?». ამ კითხვაზე დღესაც ფიქრობენ მათემატიკოსები, რომლებიც სწავლობენ გამოთვლითი ტექნიკის შესაძლებლობებს. მათ ჩამოაყალიბეს თეორიები თვითწარმოქმნის შესახებ, რაც ადრე მხოლოდ ბიოლოგიურ პრობლემად ითვლებოდა. უ. მაკალოკმა და უ. პიტსმა შექმნეს ნეირონის მოქმედების აბსტრაქტული, გამარტივებული მოდელი. ფაქტობრივად ეს იყო ნეირონის მსგავსად ორ – აგზნებულ და მოსვენებულ – რე- ჟიმში მომუშავე ავტომატი. ასეთი ფორმალური ნეირონების მდგომარეობის კომბინირებით შეიქმნა ნერვული სისტემის ფუნქციონირების მოდელი. შემდეგში ს. კლინმა დაამტკიცა თეორემა, რომელიც საშუალებას იძლეოდა მაკალოკ-პიტსის ნერვული ქსელის ამოქმედებით წინასწარ განსაზღვრულიყო მოსალოდნელი ქცევის ხასიათი. ინგლისელი ლოგიკოსი ა. ტიურინგი სხვაგვარად მიუდგა «მოაზროვნე მანქანის» შექმნას. მან დააყენა შემდეგი ამოცანა: მანქანას მათემატიკური ლოგიკის ტერმინებით უნდა განესაზღვრა ნებისმიერი სირთულის გამოთვლები ადამიანის ტვინის ნეიროფიზიოლოგიის გარეშე. ტიურინგის მანქანა ასრულებს დიდი რაოდენობის

მარტივ ოპერაციებს. მანქანა არის სასრული მდგომარეობის, მაგრამ აქვს უსასრულოდ დიდი ინფორმაციის ტევადობის ფირი. ტიურინგმა აჩვენა, რომ შესაძლებელია «უნივერსალური» მანქანის შექმნა, რომელიც შეძლებს ნებისმიერი სირთულის გამოთვლებს.

ასეთი მანქანების ევოლუციის შედეგად დღეს მოქმედებს რეალური სამყაროს ციფრული ასლი. შესაძლებელი გახდა იმ ამოცანათა გადაწყვეტა, რასაც ვერ ახერხებს ადამიანის ინტელექტი. მეცნიერების ყველა დარგს თავისი სფეციფიკური მეთოდები და თეორიები გააჩნია, საერთოა შესასწავლი ობიექტის სტრუქტურა და მათში მიმდინარე პროცესების სირთულე. მაგალითად, ფიზიკოსები ცდილობენ, რომ ელემენტარულ ნაწილაკთა მოწესრიგებულობა ახსნან ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკური პროცესებით.

 

§6.2. ინფორმაცია და ევრისტული პროგრამირება

 

საყოველთაოდაა ცნობილი აინშტაინის ფორმულა E=MC2. დღეისათვის ნათელი ხდება, რომ იმ ფუნდამენტური ცნებებიდან, რომლებიდანაც იქმნება თანამედროვე

წარმოდგენა სამყაროს ფიზიკურ სურათზე, მხოლოდ მასა და ენერგია არ არის საკმარისი. აუცილებელია ინფორმაციის არსებობაც. უნდა არსებობდეს ისეთი ფორმულა, რომელშიც ერთმანეთს დაუკავშირდებოდა მასა, ენერგია და ინფორმაცია. ასეთი დაკავშირება მოხერხდა მიახლოებითი, მარტივი განტოლების მეშვეობით. კომპანია Silicon Grapics-ის (SGI) გენერალური მენეჯერის ს. კოვალიოვის მიხედვით არსებობს ძალიან მოხერხებული ეკვივალენტი მასისა და ენერგიის შესაფასებლად. ეს ეკვივალენტია ფული. გარკვეული თანხით შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ენერგიის ყიდვა. უტრირებული სახით განტოლება ასე გამოიყურება:

$=ICN

სადაც I – ინფორმაციაა

C – სინათლის სიჩქარე

N– ხატთა რაოდენობა განტოლებაში ხარისხის მაჩვენებელ ნ-ს გააჩნია ფიზიკური მნიშვნელობა. იგი გვიჩვენებს ხატების აღქმის რაოდენობას. რაც უფრო მეტ ხატს აღიქვამს ადამიანი, მით უფრო მეტ ინფორმაციას იღებს იგი. რაც უფრო მაღალია ხატის აბსტრაქცია, მით უფრო მეტი ინფორმაციის ამოღების საშუალება ეძლევა ადამიანს. ტერმინ «ინფორმაციაში» იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ამცირებს სისტემის მოუწესრიგებლობას. მოუწესრიგებლობის მახასიათებელია ენტროპია. რაც უფრო მაღალია სისტემის მოუწესრიგებლობა, მით მეტია ენტროპია, რაც უფრო მოწესრიგებულია სისტემა, მით უფრო დაბალია მისი ენტროპია და უფრო დიდი ალბათობით შეგვიძლია ვილაპარაკოთ მის ქცევაზე. ენტროპიის აბსტრაქტული სტატისტიკური განსაზღვრა შემოტანილ იქნა თერმოდინამიკიდან ინფორმაციის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებლის კლოდ შენონის მიერ. მოლეკულური სისტემის ენტროპია არის მოუწესრიგებულობის, ქაოსის ხარისხის მაჩვენებელი. თერმოდინამიკურ სისტემაში ენტროპია მაქსიმალურია, თუ სითბო თანაბრადაა განაწილებული. ამიტომ სისტემას არ გააჩნია მუშაობის შესრულების უნარი. შენონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სისტემის მოუწესრიგებლობის რაოდენობრივი შეფასებისათვის ეფექტურია გამოყენებულ იქნეს ლოგიკური ფუნქცია – ბოლცმანის ენტროპია. რეალისტური ფერწერული ტილოებისაგან განსხვავებით, სხვადასხვა მიმართულების აბსტრაქციონისტთა  ნამუშევრებში მეტია ინფორმაცია, მაგალითად, მალევიჩის «შავი კვადრატი» ითვლება ინფორმაციის უსასრულო წყაროდ.

ცნობილია, რომ აქტიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ყოველ წუთს უხდება 50 მილიონი სიტყვის ეკვივალენტური ინფორმაციის გადამუშავება. მანქანის საჭესთან მჯდომი ადამიანი ინფორმაციის 99%-ს ღებულობს მხედველობითი სისტემით. წამის განმავლობაში მას უხდება 200 მეგაბაიტი ინფორმაციის გადამუშავება. ამ პროცესების რეგულირება მიმდინარეობს მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებით. მეცნიერულ კვლევებში საჭიროა ოპერაციულ პროცესთა სისწრაფე, რომელსაც არეგულირებს მარცხენა ჰემისფერო. მარჯვენა ჰემისფეროს ჩართვის გარეშე ამ პროცესების რეგულირებას მარტო მარცხენა ჰემისფერო ვერ განახორციელებს, ვერ აამოქმედებს ინტუიციას, არ მოხდება ახალი აღმოჩენა. თუ როგორ ხორციელდება დომინანტურ და სუბდომინანტურ ჰემისფეროთა თანამშრომლობა, მეცნიერთათვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თანამშრომლობა ემყარება ხატებზე მანიპულირებას. გადაწყვეტილებას იღებენ როგორც ტექნიკური კიბერნეტიკული სისტემები, აგრეთვე ადამიანები. გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა ტიპის ამოცანათა გადაჭრისას. ეს ამოცანებია: ხატების ამოცნობა, სტოქასტური პროცესების პროგნოზირება, ავტომატური მართვა, კლასტერიზაციის პროცესები და სხვ. ტექნიკური თვითორგანიზებადი კიბერნეტიკული სისტემები ამოცანათა გადაწყვეტისას იყენებს როგორც დეტერმინირებულ, ასევე სტატისტიკურ (ალბათურ) მეთოდებს.

ყველა ეს ამოცანა მიეკუთვნება დეტერმინირებულ მიმართულებას, რომელიც დაფუძნებულია მიზეზ-შედეგობრივ ანალიზზე. გადაწყვეტილების მიღებისას შეირჩევა ისეთი ალგორითმები, რომელიც გავრცელებულია ბუნებაში (სელექციის მეთოდები, ადაპტაცია, ევოლუცია). ეს მეთოდები გაერთიანებულია ერთი სახელწოდებით – ევრისტული თვითორგანიზაცია. ევრისტული თვითორგანიზაცია დაფუძნებულია ევრისტულ პროგრამირებაზე. ტექნიკური სისტემის მოქმედება მკაცრად მიმართულია ერთი რომელიმე ამოცანის გადასაწყვეტად, თუ მანქანა ბოლომდე არ გადაწყვეტს რომელიმე ამოცანას, არ მიატოვებს მას და არ გადაერთვება სხვაზე. ადამიანი კი ხშირად მიატოვებს დაწყებულ საქმეს და გადაერთვება სხვაზე, არ იცავს ალგორითმით გათვალისწინებულ თანმიმდევრობას. მანქანას არ ბეზრდება ერთი საქმე, არ იღლება მოქმედების ერთგვაროვნებით და მრავალჯერ იმეორებს ერთსა და იმავე პროცესს. მანქანაში არ ხდება მოტივისა და განწყობის კონფლიქტი, ადგილი არა აქვს ფრუსტრაციას. განსხვავება ადამიანსა და მანქანებს შორის

იმდენად არსებითია, რომ ნათელი ხდება – პირველი თაობის გამოთვლილი მანქანები ამოცანების გადასაწყვეტად იყენებდა მკაცრად დეტერმინირებულ პროგრამებს, რომლებიც არ ჰგავდა ადამიანის აზროვნების მოდელს. საჭირო გახდა ან შექმნილიყო ადამიანის აზროვნების მსგავსი სპეციალური მოდელები, ან გამონახულიყო უნივერსალური მანქანების პროგრამირების ახალი საშუალებები. ასეთი პროგრამები შეიქმნა და ხდება მათი სრულყოფა. მას ევრისტული პროგრამირება ეწოდება.

ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა ნიუელის, შოუსსა და საიმონის შრომებმა. ავტორები ამ პროგრამებს განიხილავენ ადამიანის აზროვნების იმიტაციის მოდელად ანუ ფსიქოლოგიური პროცესების თეორიად.

პროგრამა «ლოგიკ-თეორეტიკოსი» შექმნილი იყო სიმბოლური ლოგიკის თეორემების დასამტკიცებლად. პროგრამამ 52 თეორემიდან დაამტკიცა 32, რომელიც შეტანილია უაიტსელისა და რასელის წიგნის, «მათემატიკის დაფუძნება», მეორე თავში. როგორც ავტორები აღნიშნავენ, 12 თეორემა ვერ დამტკიცდა მანქანის მეხსიერების მოცულობის სიმცირის გამო, დანარჩენი კი – პროგრამის გამო. ამიტომაც ნიუელმა, შოუმ და საიმონმა შექმნეს მეორე, უფრო დახვეწილი, უნივერსალური

პროგრამა – «ამოცანის ზოგადი გადამწყვეტი», რომელიც აღჭურვილია დიდი გამოთვლითი შესაძლებლობით. პროგრამა ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებისას

ახერხებს დასვას და გადაწყვიტოს შუალედური ქვემიზანი, რომელიც აუცილებელია სწორი პასუხის მისაღებად. ავტორები გამუდმებით ხვეწენ პროგრამას და თანდათან აახლოებენ მას ადამიანის აზროვნების თვისებებთან.

 

§ 6.3. ევოლუირებადი ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის ურთიერთობა

 

გამოთვლით ტექნიკაში გამოყენებულია ადამიანის აზროვნების 3 ძირითადი კომპონენტი: რეგულარული (რ), განწყობა (გ) და ხატისმიერი (ხ). მოდელის (მ) გამოსავალი  დამოკიდებულია განტოლებაზე:

მ =P (რ, გ)

სადაც მ არის მოდელის გამოსავალი

P – ალბათობა

რ – რეგულარული ანუ ლოგიკური, ასოციაციური აზროვნება

გ – განწყობა

თანამედროვე კიბერნეტიკა ადვილად წყვეტს ასეთ დამოკიდებულებას. ამისათვის საკმარისია ექსპერიმენტული შედეგების მოპოვება, რომელიც მიღებულია ადამიანზე დაკვირვებით მაშინ, როდესაც იგი წყვეტს მარტივ, არაშემოქმედებით ამოცანებს. შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც დაფუძნებულია ხატისმიერ (ხ) კომპონენტზე, ძნელად მოდელირებადია. სიძნელე ისაა, რომ მანქანაში ძნელად შესატანია ცუდად ჩამოყალიბებული და ხშირ შემთხვევაში დაუკვირვებადი კავშირი ადამიანის რეაქციებსა და ქვეცნობიერს შორის. არსებობს ნეიროფსიქოლოგიური თეორია, რომელიც კარგად ხსნის ლოგიკური ასოციაციის რეგულარულ (რ) კომპონენტს,

ხოლო ხატისმიერი კომპონენტი ჯერ კიდევ ქვეცნობიერში მიმდინარე უცნობი ასოციაციის შედეგია.

ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა სხვადასხვა მეცნიერულ მიმართულებათა შერწყმით: მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ბიოლოგების, ფსიქოლოგებისა და ინჟინრების მონაწილეობით. ხელოვნური ეწოდება მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა ადამიანმა. ხელოვნური ინტელექტის მიზანია ადამიანის ტვინის მსგავსად დაპროგრამებული აპარატების მეშვეობით წარმართოს ელექტრონულიგამოთვლითი

მანქანების მოქმედება. გონივრულ მანქანას უნდა შეეძლოს ევრისტული ძიება, უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ მეხსიერებაში შეტანილი ინფორმაციიდან ჩამოაყალიბოს ხატების ამოცნობის, დამახსოვრებისა და გახსენებისათვის საჭირო ინფორმაცია და

შეძლოს მასზე ოპერირება. ინფორმაციული კომპლექსები უნდა იყოს გამოყენებული თამაშებში, გადაწყვეტილებათა მიღებაში, კითხვებზე საპასუხოდ (კომპიუტერთან

დიალოგისათვის) და სხვა მექანიზმების სამართავად. ხელოვნური ინტელექტი ცვლად გარემოში უნდა იყოს ადაპტირებადი. მისი მიზანია აგრეთვე შექმნას ერთმანეთში მოლაპარაკე ჭკვიანი რობოტები. კატის ინტელექტის მქონე რობოტები უკვე შექმნილია. მათი ევოლუცია გრძელდება. ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება, თუ ერთ დღეს ევოლუირებადმა რობოტებმა ერთმანეთს დაუსვეს შეკითხვა: «აქვთ კი ადამიანებს ცნობიერება?». ხატებზე მანიპულირების ეფექტურობის გაზრდის სურვილით ადამიანმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი.

ხელოვნურ ინტელექტს შესწევს უნარი გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, რომელსაც ადამიანი ვერ ახერხებს. გასათვალისწინებელია მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. ხელოვნური ინტელექტი წყვეტს ამოცანებს და იგი მომავალში კიდევ დაიხვეწება არა მარტო ოპერაციული პროცესების სისწრაფის ზრდით, არამედ ახალი, პრინციპულად განსხვავებული მეთოდების გამოყენებით. ამუშავდება თვითმაპროგრამირებელი პროგრამა ევოლუციური პროგრამირების საფუძველზე. ფართო გაგებით, ტერმინში «თვითორგანიზაცია» იგულისხმება გარემო ფაქტორების ზემოქმედებით მიმდინარე მრავალი ელემენტისაგან შექმნილი სისტემის ორგანიზაციამოწესრიგებულობის დონის ამაღლების სპონტანური პროცესები. მოწესრიგებულობის დონის მათემატიკურ მაჩვენებლად შეიძლება ენტროპიის სიდიდის უკუმახასიათებელის

გამოყენება. თვითორგანიზაციის პროცესი დაკავშირებულია ენტროპიასთან. ენტროპიის შემცირება ანუ სისტემის მოწესრიგებულობის დონის ამაღლება ხდება გადაწყვეტილებათა მიღებით, რომელიც ჩართავს ადეკვატურ პროცესებს. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება არასრული ინფორმაციის დროს.

თვითორგანიზებადი ხელოვნური ინტელექტის მოქმედება არ დაექვემდებარება ადამიანის კონტროლს. ადამიანი ვერ აყვება ხელოვნურ ინტელექტს მოქმედებათა

სისწრაფეში და, რაც მთავარია, ინფორმაციის რაოდენობა გაცილებით მცირე ექნება. მომავალში ეს განსხვავება უფრო საგრძნობი გახდება. ჩიპ უოლტერმა გრაფიკულად წარმოადგინა 120 საუკეთესო კომპიუტერის ევოლუცია 1940 წლიდან 2040 წლამდე (სურ.6.1). დღევანდელი კომპიუტერები ინტელექტით თევზების დონეზეა. დაახლოებით 2040 წლისათვის გამოთვლითი ტექნიკა მიაღწევს იმ დონეს, როდესაც შესაძლებელი იქნება რობოტმა შეძლოს თვითანალიზი და გამოხატოს შედეგი ემოციური რეაქციის სახით.

იგი ინტელექტუალურად ადამიანის დონეს მიაღწევს. უადგილო არ იქნება გავიხსენოთ მსჯელობა გ. გარდნერის წიგნიდან «ეს მარჯვენა, მარცხენა სამყარო»: «რაც არ უნდა ვასწავლოთ ძაღლს, ის ვერასოდეს ვერ გაიგებს კვანტურ მექანიკას. შეიძლება სამყაროში არსებობს ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხები, რომელთაც ვერ გავიგებთ ვერც მარტო და ვერც საზოგადოებაში». დღეს დახვეწის პროცესშია კვანტური პრინციპების გათვალისწინებით მოქმედი გამოთვლითი მანქანები, რომელთა ტექნიკური შესაძლებლობები გადააჭარბებს

ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტიც, რომ დნმ-ის მოლეკულას გამოიყენებენ გამოთვლით ტექნიკაში. ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დნმ-ის მოლეკულა მოთავსდეს ოქროს ზედაპირზე და მოხდეს დაკვირვება მასში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე. ლაბორატორიულ პირობებში სინჯარიდან ამოღებული და მყარი მეტალის ზედაპირზე დამაგრებული დნმ-ს მოლეკულა საშუალებას იძლევა შეიქმნას მინიატურული ავტომატები, რომელთაც ექნებათ გიგანტური ინფორმაციის შენახვისა და პარალელური გამოთვლითი ოპერაციების მაღალი სისწრაფით ჩატარების უნარი.

შექმნილია ბიომოლეკულური კომპიუტერი, რომელიც ფუნქციონირებს სინჯარაში.

უჯრედშიდა მოლეკულური კომპიუტერი ინფორმაციას ამუშავებს ზუსტად ისე, როგორც ალან ტიურინგის კონცეპტუალური გამოთვლითი მანქანა.

ეგოცენტრული თვალთახედვით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ ადამიანი ჩამოყალიბდა ყველაზე გონიერ არსებად. სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან შერწყმული ბიოკულტურული ევოლუცია ისევ გრძელდება, ამიტომაც სრული საფუძველი გაგვაჩნია იმისათვის, რომ თანამედროვე ადამიანი არ მივაკუთვნოთ ყველაზე ინტელექტუალურ არსებებს. ვინაიდან ევოლუცია უწყვეტი პროცესია და ბუნების ექსპერიმენტები გრძელდება, დასაშვებია შეიქმნას ისეთი არსებები, რომელთა ინტელექტი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე თანამედროვე ადამიანებისა. უახლოეს მომავალში შეიქმნება ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ჰიბრიდი. სპეციალური ამომცნობი კომპიუტერული მიკროჩიპის ინპლანტირების გზით ნეიროქირურგებმა შეძლეს ამნეზიით გამოწვეული პრობლემის მოხსნა. ტვინში ჩანერგილი ელექტროდებით ან დისტანციურად პიროვნება დაუკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აქტიურად ჩაებმება ნეიროდინამიკურ პროცესებში.

 

ჰიბრიდულ ტვინს ექნება დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასეთ ვითარებაში მთავარია ადამიანმა მოახერხოს, რომ ტვინი ამუშაოს დომინანტურ, ხოლო ხელოვნური ინტელექტი სუბდომინანტურ რეჟიმში. ადამიანი იბადება ბიოლოგიური გზით, პიროვნებად კი თვითონ აყალიბებს საკუთარ თავს. მან უნდა გააცნობიეროს საზოგადოებაში არსებული რიტუალები და მითები, დაემორჩილოს მორალურ-ზნეობრივ ნორმებს, რათა ჩამოყალიბდეს პიროვნებად. ხდება რა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, ადამიანი იკავებს გარკვეულ მდგომარეობას და ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას სურვილისამებრ. პიროვნება არის ისეთი ადამიანი, რომელიც ფლობს ცნობიერების უნიკალურ, ინდივიდუალურ თვისებებს და მეტ-ნაკლები მდგრადობით ავლენს მას ყოფიერებაში. ყველა პიროვნება ადამიანია, ხოლო ზოგიერთი ადამიანი ვერ ყალიბდება პიროვნებად. პიროვნება არა მარტო ბუნების წიაღში არსებობს, არამედ სიცოცხლის უდიდეს ნაწილს სოციალურ გარემოცვაში ატარებს. სოციალურ სამყაროში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები. პიროვნებას არ შეუძლია საზოგადოების გარეშე არსებობა, ამიტომაც იგი

ვალდებულია შეაფასოს ადამიანური ცნობიერების ისტორია.

გამოთვლითი ტექნიკისა და, საერთოდ, სამეცნიეროტექნიკური ევოლუციის სისწრაფემ თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებული სიმძაფრით დაუსახა მომავალზე ფიქრი. თანამედროვე საზოგადოება დგას რეალური საფრთხის წინაშე, ვინაიდან უცნობია, რა შედეგით დასრულდება ადამიანის ტვინისა და ხელონური ინტელექტის თანამშრომლობა. უნდა გვახსოვდეს დიდი გერმანელის,

ტრანსცენდენტალური იდეალიზმის ფუძემდებლის, იმანუელ კანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ «ნივთები თავისთავად» შეუმეცნებელია და პრინციპულად ვერ შევძლებთ რაიმეს გაგებას გარემომცველი გარემოს შესახებ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კიბერნეტიკის შემქმნელმა ნორბერტ ვინერმა გაგვაფრთხილა – «მანქანა თავის შემქმნელზე ჭკვიანია».

ცნობიერება არის მაღალორგანიზებული მატერიის – ტვინის თვისება. ამიტომაც უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და დარწმუნებულები იმაში, რომ ტვინი მართვის სისტემის სადავეებს არ გადააბარებს უსულო ხელოვნურ ინტელექტს და არ იარსებებს ხელოვნური ინტელექტის გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებების გარემოში.

 

რეზიუმე

 

ევოლუირებადი მართვის სისტემა თვითორგანიზებადი და შემთხვევითი პარამეტრებიდან ოპტიმალური ცოდნის ამომრჩევი სისტემაა.

ცოდნა არის სასარგებლო ინფორმაციის დაგროვება. ინტელექტი არის დაგროვებული ინფორმაციის მიზანმიმართული გამოყენება.

ტერმინ «ინფორმაციაში» იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ამცირებს სისტემის მოუწესრიგებლობას. მოუწესრიგებლობის მახასიათებელია ენტროპია. რაც უფრო მაღალია სისტემის მოწესრიგებულობა, მით უფრო დაბალია მისი ენტროპია. ხელოვნური ინტელექტი შექმნილია ხატებზე მანიპულირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ხელოვნურ ინტელექტს შესწევს უნარი გადაჭრას ის ამოცანები,

რომლებსაც ადამიანი ვერ წყვეტს. ხელოვნური ინტელექტი მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება არა მარტო ოპერაციული პროცესების სისწრაფის ზრდით, არამედ ახალი, პრინციპულად განსხვავებული მეთოდების გამოყენებითაც. შემუშავდება თვითმაპროგრამირებელი პროგრამა ევოლუციური პრინციპის საფუძველზე.

თვითორგანიზაციაში იგულისხმება გარემო ფაქტორების ზემოქმედებით მიმდინარე მრავალი ელემენტისაგან შექმნილი სისტემის ორგანიზაცია – მოწესრიგებულობის დონის ამაღლების სპონტანური პროცესები. დახვეწის პროცესშია კვანტური პრიციპების გათვალისწინებით მოქმედი გამოთვლითი მანქანები, რომელთა შესაძლებლობები გადააჭარბებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში შეიქმნება ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ჰიბრიდი. ტვინში ჩანერგილი ელექტროდებით პიროვნება დაუკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აქტიურად ჩაებმება ნეიროდინამიკურ პროცესებში. ჰიბრიდულ ტვინს ექნება დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები.

 

კითხვები განსჯისათვის

 

1. რას ეწოდება ევრისტული პროგრამირება?

2. განმარტეთ ქცევის ალგორითმი.

3. რისი ეფექტურობის გაზრდისათვის შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი?

4. დაასახელეთ ინფორმაციის ნაკადის რაოდენობრივი მახასიათებელი.

5. რა განაპირობებს ინტელექტის მაღალ დონეს?

6. განმარტეთ ცოდნა.

7. რა გაიუმჯობესა ადამიანმა კომპიუტერის გამოყენებით?

 

8. შესაძლებელია თუ არა შეიქმნას ადამიანის თავის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ჰიბრიდი?

9. როგორ აყალიბებს ადამიანი საკუთარ თავს პიროვნებად? ცნობიერება არის მაღალორგანიზებული მატერიის – ტვინის თვისება. ამიტომაც უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და დარწმუნებულები იმაში, რომ ტვინი მართვის სისტემის სადავეებს არ გადააბარებს უსულო ხელოვნურ ინტელექტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფსიქოლოგია / ცაგარელი სულხან / ცნობიერება