ნინოშვილი ეგნატე

გიორგი წერეთელს

 

 

ძლიერ მესიამოვნა , რომ დიდებული პოეტი , აკაკი , ხელახლა მოუბრუნდა "კვალს" თანამშრომლად . იჭვი არ არის , ეს გარემოება დიდძალ ხელის მომწერს შეჰმატებს რედაქციას. აკაკი ხალხის საყვარელი პოეტია და რომელ ორგანოშიაც ის (აკაკი ) თანამშრომლობს , ხალხიც იმას მიემატება.

 

 

 ჩემი სტატია , იჭვი არ არის , აღარ დაიბეჭდება. თუ არ შეგაწუხებთ ამით , კარგი იქნება რომ იმ სტატიას მიმიბრუნებდეთ .

 მაგრამ უფრო კი შემდეგი სათხოვარის ასრულებას გთხოვთ , მაცნობოთ თუ რა მდგომარეობაშია ანგარიში "კვალის" რედაქციასა და ჩემ შორის , მინდა გავიგო , რას შეადგენს ერთი მხრივ ჩემ მიერ ვალად წამოღებული ფული და მეორე მხრივ ამ ვალის ანგარიშში დაბეჭდილი მოთხრობები . მართალია , წამოღებული ფულის ანგერიში მეც მიწერია , მაგრამ მოთხრობების ანგარიში რამდენს შეადგენს , ეს კი აღარ ვიცი. რაც ვალად ფულის წამოღება დავიწყე , მას სემდეგ დაბეჭდილია ორი მოთხრობა : ერთი გასულ წელში , "განკარგულება" და მეორე , ის იყო, წრეულს დაიბეჭდა, --" ჩვენი ქვეყნის რაინდი."

 როგორც ეტყობა,"კვალის " მეათე ცომერს,ამჟამად მასალა ძლიერ ბევრი გაქვთ და ამიტომ აღარ ავჩქარდები ჩემ მხრივაც გამოვგზავნო რამე. როცა საჭირო გახდება , დიდი სიამოვნებით მოვაწვდენ მოთხრობებს და სტატიებს.

 გთხოვთ გადასცეთ ჩემი მორჩილი სალამი ქ-ონ ანასტასია მიხეილის ასულს.

 

 მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.

 1894 წ..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ეპისტოლარული / ნინოშვილი ეგნატე / გიორგი წერეთელს